გლიატილინი
Gliatilin®
თავის ტვინის დეგენერაციული და ინვოლუციური ფსიქო-ორგანული სინდრომები ან ცერებროვასკულარული უკმარისობის მეორადი შედეგები, კერძოდ, პირველადი და მეორადი კოგნიტური დარღვევები ხანდაზმულ პაციენტებში, რომელთათვის დამახასიათებელია მეხსიერების დეფიციტი, დაბნეულობა, დეზორიენტაცია, მოტივაციისა და ინიციატივის დაქვეითება და …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- choline alfoscerate
- ფორმა და შეფუთვა
- 400მგ რბილი კაფსულა №14 (1X14)
- მწარმოებელი
- Italfarmaco S.p.A. (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -CATALENT ITALY S.P.A.(იტალია)), იტალია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ნერვული სისტემის სამკურნალო სხვა პრეპარატები, პარასიმპათომიმეტური სხვა საშუალებები
- ATC კოდი
- N07AX02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-039692
- რეგისტრირებულია
- 6 დეკემბერი 2023, მოქმედებს 6 დეკემბერი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Italfarmaco S.p.A. (იტალია)
- განმცხადებელი
- სიტაკო თრეიდინგ ეფზისიოს წარმომადგენლობა საქართველოში
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
გლიატილინი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
თავის ტვინის დეგენერაციული და ინვოლუციური ფსიქო-ორგანული სინდრომები ან ცერებროვასკულარული უკმარისობის მეორადი შედეგები, კერძოდ, პირველადი და მეორადი კოგნიტური დარღვევები ხანდაზმულ პაციენტებში, რომელთათვის დამახასიათებელია მეხსიერების დეფიციტი, დაბნეულობა, დეზორიენტაცია, მოტივაციისა და ინიციატივის დაქვეითება და ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება;
ემოციური და ქცევითი სფეროს ცვლილებები: ემოციური ლაბილობა, გაღიზიანებადობა, გარემოს მიმართ გულგრილობა, ფსევდოდეპრესია ხანდაზმულებში.
სიფრთხილით
გლიატილინი შეიცავს სორბიტოლს კაფსულის გარსის შემადგენლობაში, შესაბამისად, პრეპარატის რეკომენდებული დოზით გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს საფაღარათო ეფექტი. მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ადიტიური ეფექტი სორბიტოლის (ან ფრუქტოზას) შემცველ სამკურნალო პრეპარატებთან ერთად მიღებისას და სორბიტოლის (ან ფრუქტოზას) ყოველდღიურად საკვებით მიღებისას. პერორალურ სამკურნალო პრეპარატებში სორბიტოლის შემცველობამ შეიძლება გამოიწვიოს სხვა პერორალური სამკურნალო პრეპარატების ბიოშეღწევადობის ცვლილება, რომლებიც ერთდროულად მიიღება.
სამკურნალო პრეპარატი უნდა დაინიშნოს სიფრთხილით შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში.
გლიატილინი არ არის რეკომენდებული თანდაყოლილი ფრუქტოზის აუტანლობის მქონე პირებისთვის სორბიტოლის შემცველობის გამო.
კაფსულის გარსი შეიცავს პარაბენებს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (შესაძლოა დაგვიანებული).
გულისრევა შეიძლება გამოწვეული იყოს დოფამინერგული აქტივაციით.
მიღების წესი და დოზირება
კაფსულები მიიღება პერორალურად, კვების წინ.
მოზრდილები:
პრეპარატი ინიშნება პერორალურად 400 მგ (1 კაფსულა) 3-ჯერ დღეში. აღნიშნული დოზები შეიძლება გაიზარდოს ექიმის შეხედულებისამებრ.
მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 3-6 თვეს.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთერების მიმართ;
ორსულობის პერიოდი;
ძუძუთი კვების პერიოდი;
18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები (მონაცემების ნაკლებობის გამო).
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
გლიატილინის ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან არ არის დადგენილი.
ზეგავლენა ტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე
მკურნალობის პერიოდში სიფრთხილეა საჭირო სატრანსპორტო საშუალებების მართვისას და სხვა პოტენციურად საშიში საქმიანობების შესრულებისას, რომლებიც მოითხოვს ყურადღების კონცენტრაციის და ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარის გაზრდას.
ორსულობა და ძუძუთი კვება
სამკურნალო პრეპარატის გლიატილინის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პერიოდში. გლიატილინით მკურნალობის დროს უნდა შეწყვიტოთ ძუძუთი კვება.
გვერდითი მოვლენები
საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევები: გულისრევა (რაც ძირითადად დაკავშირებულია მეორად დოფამინერგულ აქტივაციასთან), მუცლის ტკივილი.
ნერვული სისტემის დარღვევები: ხანმოკლე გონებრივი დაბნეულობა (ამ შემთხვევაში პრეპარატის დოზა უნდა შემცირდეს). პრეპარატი კარგად აიტანება ხანგრძლივი მიღების შემთხვევაშიც კი.
საეჭვო გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება
თუ თქვენ შეამჩნევთ რაიმე გვერდით რეაქციას, მიმართეთ თქვენს ექიმს, აფთიაქის თანამშრომელს/ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციაში. გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ ხელი შეუწყოთ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
ასევე შეგიძლიათ გვერდითი რეაქციების შესახებ პირდაპირ შეატყობინოთ SNPO-ს „წამლებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების ექსპერტიზის ცენტრს“ შემდეგ საკონტაქტო მისამართებზე:
მისამართი: სომხეთი, ერევანი 0051, კომიტასის გამზ., 49/4
ცხელი ხაზის ტელეფონი: (+374 10) 200505, (+374 96) 220505
ელ. ფოსტა: [email protected]
ასევე შეგიძლიათ გვერდითი რეაქციების შესახებ პირდაპირ შეატყობინოთ www.pharm.am-ის საშუალებით.
ჭარბი დოზა
შეიძლება გამოვლინდეს გულისრევა. მკურნალობა: სიმპტომური თერაპია.
შემადგენლობა
თითო კაფსულა შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ქოლინის ალფოსცერატი - 400 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: გლიცერინი, გასუფთავებული წყალი;
კაფსულის გარსის შემადგენლობა: ჟელატინი, თხევადი სორბიტოლი, ნაწილობრივ დეჰიდრატირებული, ნატრიუმის ეთილ პარაჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის პროპილ პარაჰიდროქსიბენზოატი, ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის ოქსიდი (E172), გლიცერინი.
აღწერილობა:
ოვალური, ყვითელი, გაუმჭვირვალე რბილი ჟელატინის კაფსულები, ბლანტი უფერო ხსნარის შიგთავსით.
შენახვის პირობები
შეინახეთ არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე!
ვარგისობის ვადა
3 წელი
არ გამოიყენოთ მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
ფარმაკოლოგიური თვისებები
ნერვულ სისტემაზე მოქმედი საშუალებები. პარასიმპათომიმეტიკები. ქოლინის ალფოსცერატი.
ათქ კოდი: N07AX02
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
გლიატილინი - ქოლინის ალფოსცერატი წარმოადგენს ცენტრალური მოქმედების ქოლინომიმეტიკს, რომელიც უპირატესად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.
პრეპარატის შემადგენლობაში შედის 40.5% ქოლინი, რომელიც გამოთავისუფლდება თავის ტვინში; ქოლინი მონაწილეობს აცეტილქოლინის (ერთ-ერთი მთავარი ნერვული აგზნების მედიატორი) ბიოსინთეზში. ალფოსცერატი ბიოტრანსფორმირდება გლიცეროფოსფატად, რომელიც წარმოადგენს ფოსფოლიპიდების წინამორბედს.
აცეტილქოლინი დადებითად მოქმედებს ნერვული იმპულსების გადაცემაზე, ხოლო გლიცეროფოსფატი მონაწილეობს ფოსფატიდილქოლინის (მემბრანული ფოსფოლიპიდი) სინთეზში, შედეგად უმჯობესდება მემბრანების ელასტიურობა და რეცეპტორების ფუნქცია.
გლიატილინი ზრდის ცერებრალურ სისხლის ნაკადს, აძლიერებს მეტაბოლურ პროცესებს და ახდენს რეტიკულარული ფორმაციის სტრუქტურების აქტივაციას თავის ტვინში, ასევე აღადგენს ცნობიერებას თავის ტვინის ტრავმული დაზიანებისას.
გააჩნია პროფილაქტიკური და მაკორექტირებელი მოქმედება უნებლიე ფსიქოორგანული სინდრომის ფაქტორებზე, როგორიც არის ნეირონების მემბრანების ფოსფოლიპიდური შემადგენლობის ცვლილებები და ქოლინერგიული აქტივობის შემცირება.
ამგვარად, ფარმაკოდინამიკურმა კვლევებმა აჩვენეს, რომ გლიატილინი მოქმედებს ნერვული იმპულსის სინაფსურ, მათ შორის ქოლინერგიულ გადაცემაზე (ნეიროტრანსმისია), ნეირონული მემბრანის პლასტიურობაზე, რეცეპტორების ფუნქციაზე.
ფარმაკოკინეტიკა
პერორალურად მიღებისას შეწოვა შეადგენს 88%-ს; ადვილად აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში, აკუმულირდება ძირითადად თავის ტვინში (თავის ტვინში კონცენტრაცია სისხლის დონის 45%–ს აღწევს), ფილტვებსა და ღვიძლში; 85% გამოიყოფა ფილტვებით ნახშირბადის დიოქსიდის სახით, ხოლო დანარჩენი რაოდენობა (15%) გამოიყოფა თირკმელებით და ნაწლავებით.
არ ახდენს გავლენას რეპროდუქციულ ციკლზე, არ აქვს ტერატოგენული და მუტაგენური მოქმედება.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
სამკურნალო პრეპარატის სამედიცინო
გამოყენების ინსტრუქცია
გლიატილინი
სამკურნალო პრეპარატის სავაჭრო დასახელება: გლიატილინი
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ქოლინის ალფოსცერატი
ფარმაცევტული ფორმა: კაფსულები
შემადგენლობა:
თითო კაფსულა შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ქოლინის ალფოსცერატი - 400 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: გლიცერინი, გასუფთავებული წყალი;
კაფსულის გარსის შემადგენლობა: ჟელატინი, თხევადი სორბიტოლი, ნაწილობრივ დეჰიდრატირებული, ნატრიუმის ეთილ პარაჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის პროპილ პარაჰიდროქსიბენზოატი, ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის ოქსიდი (E172), გლიცერინი.
აღწერილობა:
ოვალური, ყვითელი, გაუმჭვირვალე რბილი ჟელატინის კაფსულები, ბლანტი უფერო ხსნარის შიგთავსით.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ნერვულ სისტემაზე მოქმედი საშუალებები. პარასიმპათომიმეტიკები. ქოლინის ალფოსცერატი.
ათქ კოდი: N07AX02
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
გლიატილინი - ქოლინის ალფოსცერატი წარმოადგენს ცენტრალური მოქმედების ქოლინომიმეტიკს, რომელიც უპირატესად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.
პრეპარატის შემადგენლობაში შედის 40.5% ქოლინი, რომელიც გამოთავისუფლდება თავის ტვინში; ქოლინი მონაწილეობს აცეტილქოლინის (ერთ-ერთი მთავარი ნერვული აგზნების მედიატორი) ბიოსინთეზში. ალფოსცერატი ბიოტრანსფორმირდება გლიცეროფოსფატად, რომელიც წარმოადგენს ფოსფოლიპიდების წინამორბედს.
აცეტილქოლინი დადებითად მოქმედებს ნერვული იმპულსების გადაცემაზე, ხოლო გლიცეროფოსფატი მონაწილეობს ფოსფატიდილქოლინის (მემბრანული ფოსფოლიპიდი) სინთეზში, შედეგად უმჯობესდება მემბრანების ელასტიურობა და რეცეპტორების ფუნქცია.
გლიატილინი ზრდის ცერებრალურ სისხლის ნაკადს, აძლიერებს მეტაბოლურ პროცესებს და ახდენს რეტიკულარული ფორმაციის სტრუქტურების აქტივაციას თავის ტვინში, ასევე აღადგენს ცნობიერებას თავის ტვინის ტრავმული დაზიანებისას.
გააჩნია პროფილაქტიკური და მაკორექტირებელი მოქმედება უნებლიე ფსიქოორგანული სინდრომის ფაქტორებზე, როგორიც არის ნეირონების მემბრანების ფოსფოლიპიდური შემადგენლობის ცვლილებები და ქოლინერგიული აქტივობის შემცირება.
ამგვარად, ფარმაკოდინამიკურმა კვლევებმა აჩვენეს, რომ გლიატილინი მოქმედებს ნერვული იმპულსის სინაფსურ, მათ შორის ქოლინერგიულ გადაცემაზე (ნეიროტრანსმისია), ნეირონული მემბრანის პლასტიურობაზე, რეცეპტორების ფუნქციაზე.
ფარმაკოკინეტიკა
პერორალურად მიღებისას შეწოვა შეადგენს 88%-ს; ადვილად აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში, აკუმულირდება ძირითადად თავის ტვინში (თავის ტვინში კონცენტრაცია სისხლის დონის 45%–ს აღწევს), ფილტვებსა და ღვიძლში; 85% გამოიყოფა ფილტვებით ნახშირბადის დიოქსიდის სახით, ხოლო დანარჩენი რაოდენობა (15%) გამოიყოფა თირკმელებით და ნაწლავებით.
არ ახდენს გავლენას რეპროდუქციულ ციკლზე, არ აქვს ტერატოგენული და მუტაგენური მოქმედება.
თერაპიული ჩვენებები
თავის ტვინის დეგენერაციული და ინვოლუციური ფსიქო-ორგანული სინდრომები ან ცერებროვასკულარული უკმარისობის მეორადი შედეგები, კერძოდ, პირველადი და მეორადი კოგნიტური დარღვევები ხანდაზმულ პაციენტებში, რომელთათვის დამახასიათებელია მეხსიერების დეფიციტი, დაბნეულობა, დეზორიენტაცია, მოტივაციისა და ინიციატივის დაქვეითება და ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება;
ემოციური და ქცევითი სფეროს ცვლილებები: ემოციური ლაბილობა, გაღიზიანებადობა, გარემოს მიმართ გულგრილობა, ფსევდოდეპრესია ხანდაზმულებში.
სიფრთხილით
გლიატილინი შეიცავს სორბიტოლს კაფსულის გარსის შემადგენლობაში, შესაბამისად, პრეპარატის რეკომენდებული დოზით გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს საფაღარათო ეფექტი. მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ადიტიური ეფექტი სორბიტოლის (ან ფრუქტოზას) შემცველ სამკურნალო პრეპარატებთან ერთად მიღებისას და სორბიტოლის (ან ფრუქტოზას) ყოველდღიურად საკვებით მიღებისას. პერორალურ სამკურნალო პრეპარატებში სორბიტოლის შემცველობამ შეიძლება გამოიწვიოს სხვა პერორალური სამკურნალო პრეპარატების ბიოშეღწევადობის ცვლილება, რომლებიც ერთდროულად მიიღება.
სამკურნალო პრეპარატი უნდა დაინიშნოს სიფრთხილით შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში.
გლიატილინი არ არის რეკომენდებული თანდაყოლილი ფრუქტოზის აუტანლობის მქონე პირებისთვის სორბიტოლის შემცველობის გამო.
კაფსულის გარსი შეიცავს პარაბენებს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (შესაძლოა დაგვიანებული).
გულისრევა შეიძლება გამოწვეული იყოს დოფამინერგული აქტივაციით.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთერების მიმართ;
ორსულობის პერიოდი;
ძუძუთი კვების პერიოდი;
18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები (მონაცემების ნაკლებობის გამო).
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
სამკურნალო პრეპარატის გლიატილინის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პერიოდში. გლიატილინით მკურნალობის დროს უნდა შეწყვიტოთ ძუძუთი კვება.
დოზირება და მიღების წესი
კაფსულები მიიღება პერორალურად, კვების წინ.
მოზრდილები:
პრეპარატი ინიშნება პერორალურად 400 მგ (1 კაფსულა) 3-ჯერ დღეში. აღნიშნული დოზები შეიძლება გაიზარდოს ექიმის შეხედულებისამებრ.
მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 3-6 თვეს.
გვერდითი ეფექტები
საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევები: გულისრევა (რაც ძირითადად დაკავშირებულია მეორად დოფამინერგულ აქტივაციასთან), მუცლის ტკივილი.
ნერვული სისტემის დარღვევები: ხანმოკლე გონებრივი დაბნეულობა (ამ შემთხვევაში პრეპარატის დოზა უნდა შემცირდეს). პრეპარატი კარგად აიტანება ხანგრძლივი მიღების შემთხვევაშიც კი.
საეჭვო გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება
თუ თქვენ შეამჩნევთ რაიმე გვერდით რეაქციას, მიმართეთ თქვენს ექიმს, აფთიაქის თანამშრომელს/ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციაში. გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ ხელი შეუწყოთ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
ასევე შეგიძლიათ გვერდითი რეაქციების შესახებ პირდაპირ შეატყობინოთ SNPO-ს „წამლებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების ექსპერტიზის ცენტრს“ შემდეგ საკონტაქტო მისამართებზე:
მისამართი: სომხეთი, ერევანი 0051, კომიტასის გამზ., 49/4
ცხელი ხაზის ტელეფონი: (+374 10) 200505, (+374 96) 220505
ელ. ფოსტა: [email protected]
ასევე შეგიძლიათ გვერდითი რეაქციების შესახებ პირდაპირ შეატყობინოთ www.pharm.am-ის საშუალებით.
დოზის გადაჭარბება
შეიძლება გამოვლინდეს გულისრევა. მკურნალობა: სიმპტომური თერაპია.
პრეპარატებთან ურთიერთქმედება
გლიატილინის ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან არ არის დადგენილი.
ზეგავლენა ტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე
მკურნალობის პერიოდში სიფრთხილეა საჭირო სატრანსპორტო საშუალებების მართვისას და სხვა პოტენციურად საშიში საქმიანობების შესრულებისას, რომლებიც მოითხოვს ყურადღების კონცენტრაციის და ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარის გაზრდას.
გამოშვების ფორმა
400 მგ, 14 კაფსულა პვქ/ალუმინის ბლისტერში;
მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 1 ბლისტერი და გამოყენების ინსტრუქცია.
შენახვის პირობები
შეინახეთ არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე!
ვარგისობის ვადა
3 წელი
არ გამოიყენოთ მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი: იტალფარმაკო ს.პ.ა (Italfarmaco S.p.A.)
მისამართი: ვიალე ფულვიო ტესტი, 330 - 20126 მილანი, იტალია
მწარმოებელი: კატალენტ იტალია ს.პ.ა. (Catalent Italy S.p.A.)
მისამართი: ვია ნეტუნენსი კმ. 20, 100-04011 აპრილია (LT), იტალია
შეფუთვა, სერიის გაშვება: იტალფარმაკო ს.პ.ა (Italfarmaco S.p.A.)
მისამართი: ვიალე ფულვიო ტესტი, 330 - 20126 მილანი, იტალია
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


