პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები

გალვუსი

GALVUS

რეცეპტით50მგინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება

გალვუსი ნაჩვენებია დიეტისა და ფიზიკური დატვირთვის თანხმლებად, გლიკემიური კონტროლის გასაუმჯობესებლად ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მკურნალობისას. მონოთერაპიის სახით; …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ვილდაგლიპტინი (vildagliptin)
ფორმა და შეფუთვა
50მგ ტაბლეტი №56
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, დიპეპტიდილ პეპტიდაზა 4 -ის (DPP - 4) ინჰიბიტორები
ATC კოდი
A10BH02
რეგისტრაციის ნომერი
რ/ა-P-0345
რეგისტრირებულია
29 ივლისი 2022, მოქმედებს 29 ივლისი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
ურთიერთქმედების შემოწმებაგალვუსი და სხვა წამალი ერთად

გალვუსი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

გალვუსი ნაჩვენებია დიეტისა და ფიზიკური დატვირთვის თანხმლებად, გლიკემიური კონტროლის გასაუმჯობესებლად ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მკურნალობისას.

მონოთერაპიის სახით;

იმ პაციენტებში, რომლებთანაც მხოლოდ დიეტა და ფიზიკური დატვირთვა ვერ უზრუნველყოფს გლიკემიის ადეკვატურ კონტროლს, ხოლო მეტფორმინის გამოყენება მიზანშეწონილი არ არის უკუჩვენებების ან აუტანლობის გამო;

ორკომპონენტიანი პერორალური თერაპიის სახით, კომბინაციაში შემდეგ პრეპარატებთან:

კომბინაციაში მეტფორმინთან ერთად — იმ პაციენტებში, რომლებთანაც მეტფორმინით მონოთერაპიის მაქსიმალური ტოლერანტული დოზით გამოყენების მიუხედავად გლიკემიური კონტროლი არ არის ადეკვატური.

კომბინაციაში სულფონილშარდოვანას ჯგუფის პრეპარატთან ერთად — იმ პაციენტებში, რომლებთანაც გლიკემიური კონტროლი არ არის ადეკვატური სულფონილშარდოვანათი თერაპიის მაქსიმალური ტოლერანტული დოზით გამოყენების მიუხედავად, და რომლებისთვისაც მეტფორმინის გამოყენება მიზანშეწონილი არ არის უკuჩვენებების ან აუტანლობის გამო

კომბინაციაში თიაზოლიდინდიონის ჯგუფის (TZD) პრეპარატთან ერთად — იმ პაციენტებში, რომლებთანაც გლიკემიური კონტროლი არ არის ადეკვატური და რომლებისთვისაც მიზანშეწონილია თიაზოლიდინდიონის გამოყენება

სამკომპონენტიანი პერორალური თერაპიის სახით, კომბინაციაში შემდეგ პრეპარატებთან:

კომბინაციაში სულფონილშარდოვანასთან და მეტფორმინთან ერთად, როდესაც დიეტა, ფიზიკური დატვირთვა და აღნიშნული ორი პრეპარატით ორმაგი თერაპია ვერ უზრუნველყოფს ადეკვატურ გლიკემიურ კონტროლს.

ვილდაგლიპტინი ასევე ნაჩვენებია ინსულინთან კომბინაციაში (მეტფორმინთან ერთად ან მის გარეშე), როდესაც დიეტა, ფიზიკური დატვირთვა და ინსულინის სტაბილური დოზა ვერ უზრუნველყოფს ადეკვატურ გლიკემიურ კონტროლს.

გალვუსი ასევე ნაჩვენებია მეტფორმინთან კომბინაციაში, როგორც საწყისი თერაპია ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე იმ პაციენტებში, რომლებთანაც დაავადება ადეკვატურად ვერ კონტროლდება მხოლოდ დიეტისა და ფიზიკური დატვირთვის საშუალებით.

მიღების წესი და დოზირება

მოზრდილები

ვილდაგლიპტინის რეკომენდებული დღიური დოზა შეადგენს 100 მგ-ს, როდესაც პრეპარატი გამოიყენება მონოთერაპიის სახით, მეტფორმინთან ორმაგი კომბინაციის სახით, თიაზოლიდინდიონთან ორმაგი კომბინაციის სახით, მეტფორმინსა და სულფონილშარდოვანასთან სამმაგი კომბინაციის სახით, ან ინსულინთან კომბინაციაში (მეტფორმინთან ერთად ან მის გარეშე). 100 მგ-იანი დოზა მიიღება ორჯერადად: 50 მგ დილით და 50 მგ საღამოს.

სულფონილშარდოვანასთან ორმაგი კომბინაციის სახით გამოყენებისას, ვილდაგლიპტინის რეკომენდებული დღიური დოზა შეადგენს 50 მგ-ს ერთხელ დღეში, დილით. მოცემულ პოპულაციაში ვილდაგლიპტინის 100 მგ დღიური დოზა არ არის 50 მგ დღიურ დოზაზე უფრო ეფექტური.

სულფონილშარდოვანასთან კომბინაციაში გამოყენებისას, ჰიპოგლიკემიის რისკის შესამცირებლად, შესაძლებელია განხილულ იქნას სულფონილშარდოვანას უფრო დაბალი დოზის გამოყენება.

100 მგ-ზე მაღალი დღიური დოზების გამოყენება რეკომენდებული არ არის.

დოზის გამოტოვების შემთხვევაში, პაციენტმა იგი უნდა მიიღოს გახსენებისთანავე. იმავე დღეს ორმაგი დოზის მიღება დაშვებული არ არის.

ვილდაგლიპტინის, მეტფორმინისა და თიაზოლიდინდიონის სამმაგი პერორალური კომბინირებული თერაპიის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.

გამოყენების სიხშირე და ხანგრძლივობა

გალვუსის რეკომენდებული დოზაა 50 მგ ერთხელ დღეში ან 50 მგ ორჯერ დღეში (50 მგ დილით და 50 მგ საღამოს).

გამოყენების წესი

პერორალური გამოყენებისთვის.

გალვუსი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, წყლის მიყოლებით; მისი დაღეჭვა, დაფხვნა ან გაყოფა დაუშვებელია.

გალვუსის მიღება შესაძლებელია როგორც უზმოზე, ისე საკვების მიღების დროს ან საკვებისგან დამოუკიდებლად (იხ. ასევე ნაწილი 5.2).

50 მგ-იანი დოზა უნდა იქნას მიღებული ერთხელ დღეში, დილით. 100 მგ-იანი დოზა უნდა გაიყოს ორ მიღებად — 50 მგ დილით და 50 მგ საღამოს.

დამატებითი ინფორმაცია განსაკუთრებული პოპულაციების შესახებ

თირკმლის უკმარისობა

სუბუქი ხარისხის თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი ≥50 მლ/წთ) დოზის კორექცია საჭირო არ არის. საშუალო, მძიმე ან ტერმინალური სტადიის თირკმლის უკმარისობის (ESRD) მქონე ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში რეკომენდებული დოზა შეადგენს 50 მგ-ს ერთხელ დღეში.

ღვიძლის უკმარისობა

გალვუსი არ უნდა იქნას გამოყენებული ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, მათ შორის იმ პაციენტებშიც, რომლებთანაც მკურნალობის დაწყებამდე ალანინ ამინოტრანსფერაზას (ALT) ან ასპარტატ ამინოტრანსფერაზას (AST) დონე ნორმის ზედა ზღვარს (ULN) >2,5-ჯერ აღემატება (იხ. ნაწილები 4.4. და 5.2).

პედიატრიული პოპულაცია

უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ მონაცემების ნაკლებობის გამო, გალვუსის გამოყენება 18 წლამდე ასაკის პაციენტებში რეკომენდებული არ არის.

გერიატრიული პოპულაცია

გალვუსით ნამკურნალებ 65 წლისა და უფროსი ასაკის, ასევე 75 წლისა და უფროსი ასაკის პაციენტებსა და ახალგაზრდა პაციენტებს შორის საერთო უსაფრთხოების, აუტანლობის ან ეფექტურობის მხრივ განსხვავება არ გამოვლენილა. შესაბამისად, ხანდაზმულ პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის (იხ. ნაწილები 5.1.და 5.2.).

უკუჩვენებები

გალვუსი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც გააჩნიათ ცნობილი ჰიპერმგრძნობელობა ვილდაგლიპტინის ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ (იხ. ნაწილი 6.1.).

სიფრთხილის ზომები

ზოგადი

გალვუსი ვერ ჩაანაცვლებს ინსულინს იმ პაციენტებში, რომლებიც საჭიროებენ ინსულინოთერაპიას. გალვუსი არ უნდა იქნას გამოყენებული ტიპი 1 დიაბეტის მქონე პაციენტებში ან დიაბეტური კეტოაციდოზის სამკურნალოდ.

თირკმლის უკმარისობა

ერმინალური სტადიის თირკმლის უკმარისობის (ESRD) მქონე ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში პრეპარატის გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია. ამიტომ, ამ პოპულაციაში გალვუსი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული (იხ. ასევე ნაწილები 4.2., 5.1. და 5.2).

ღვიძლის უკმარისობა

გალვუსი არ უნდა იქნას გამოყენებული ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, მათ შორის მათთან, ვისაც მკურნალობის დაწყებამდე ALT ან AST დონე ნორმის ზედა ზღვარს (ULN) >3-ჯერ აღემატება (იხ. ასევე ნაწილები 4.2 და 5.2).

ღვიძლის ფერმენტების მონიტორინგი

იშვიათად დაფიქსირდა ღვიძლის ფუნქციის დარღვევის (ჰეპატიტის ჩათვლით) შემთხვევები. ამ შემთხვევებში პაციენტები ძირითადად ასიმპტომურები იყვნენ, კლინიკური გართულებები არ აღინიშნებოდა, ხოლო ღვიძლის ფუნქციური ტესტები (KFT) მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ ნორმის ფარგლებს დაუბრუნდა. გალვუსით მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია ღვიძლის ფუნქციური ტესტების ჩატარება პაციენტის საწყისი მაჩვენებლების დასადგენად. მკურნალობის პირველი წლის განმავლობაში ღვიძლის ფუნქცია უნდა კონტროლდებოდეს ყოველ სამ თვეში ერთხელ, ხოლო შემდგომ — პერიოდულად. ტრანსამინაზების დონის მომატების შემთხვევაში, შედეგის გადასამოწმებლად უნდა ჩატარდეს ღვიძლის ფუნქციის მეორე შეფასება, ხოლო შემდგომ ეს პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ ხშირი მონიტორინგის ქვეშ ანომალიის(ების) სრულ ნორმალიზებამდე. თუ AST ან ALT მაჩვენებლების ნორმის ზედა ზღვარზე (ULN) x3-ჯერ მომატება ნარჩუნდება, რეკომენდებულია გალვუსით მკურნალობის შეწყვეტა.

სიყვითლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მიმანიშნებელი სხვა სიმპტომების გამოვლენისას გალვუსით მკურნალობა უნდა შეწყდეს.

გალვუსის თერაპიის შეწყვეტისა და KFT-ის ნორმალიზების შემდეგ, პრეპარატით მკურნალობის ხელახლა დაწყება დაუშვებელია.

გულის უკმარისობა

ნიუ-იორკის გულის ასოციაციის (NYHA) I-III ფუნქციური კლასის გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ ვილდაგლიპტინით მკურნალობა, პლაცებოსთან შედარებით, არ იწვევდა მარცხენა პარკუჭის ფუნქციის ცვლილებას ან არსებული კონჟესტიური გულის უკმარისობის (CHF) გაუარესებას. NYHA III ფუნქციური კლასის მქონე პაციენტებში ვილდაგლიპტინის გამოყენების გამოცდილება ჯერ კიდევ შეზღუდულია და არსებული მონაცემები საბოლოო დასკვნის გაკეთების საშუალებას არ იძლევა (იხ. ნაწილი 5.1).

NYHA IV ფუნქციური კლასის მქონე პაციენტებში ვილდაგლიპტინის გამოყენების გამოცდილება არ არსებობს, რის გამოც ამ პაციენტებში მისი გამოყენება რეკომენდებული არ არის.

კანის დაავადებები

პრეკლინიკურ ტოქსიკოლოგიურ კვლევებში მაიმუნების კიდურებზე დაფიქსირდა კანის დაზიანებები, ბუშტუკებისა და წყლულების ჩათვლით (იხ. ნაწილი 5.3.). მიუხედავად იმისა, რომ კლინიკურ კვლევებში კანის დაზიანებების სიხშირის მატება არ შეინიშნებოდა, დიაბეტური კანის გართულებების მქონე პაციენტებში პრეპარატის გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია.

ამდენად, დიაბეტიანი პაციენტის რუტინული მოვლის ფარგლებში, რეკომენდებულია კანის ისეთი დაზიანებების მონიტორინგი, როგორიცაა ბუშტუკები ან წყლულები.

მწვავე პანკრეატიტი

ვილდაგლიპტინის გამოყენება ასოცირდება მწვავე პანკრეატიტის განვითარების რისკთან. პაციენტები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ მწვავე პანკრეატიტისთვის დამახასიათებელი სიმპტომების შესახებ (მუდმივი, ძლიერი ტკივილი მუცლის არეში).

პანკრეატიტზე ეჭვის არსებობისას ვილდაგლიპტინის მიღება უნდა შეწყდეს; მწვავე პანკრეატიტის დადასტურების შემთხვევაში კი მისი ხელახალი დაწყება დაუშვებელია. ანამნეზში მწვავე პანკრეატიტის მქონე პაციენტებში საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა.

ჰიპოგლიკემია

ნობილია, რომ სულფონილშარდოვანას ჯგუფის პრეპარატები იწვევენ ჰიპოგლიკემიას. პაციენტები, რომლებიც იღებენ ვილდაგლიპტინს სულფონილშარდოვანასთან კომბინაციაში, შესაძლოა იმყოფებოდნენ ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკის ქვეშ. შესაბამისად, რისკის შესამცირებლად შესაძლებელია განხილულ იქნას სულფონილშარდოვანას დოზის შემცირება.

ართრალგია

DPP-4 ინჰიბიტორების მიმღებ პაციენტებში პოსტმარკეტინგულ პერიოდში დაფიქსირდა სახსრების ძლიერი და პოტენციურად ინვალიდობის გამომწვევი ართრალგიის შემთხვევები. მკურნალობის დაწყებიდან სიმპტომების გამოვლენამდე დრო მერყეობდა ერთი დღიდან რამდენიმე წლამდე. პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ სიმპტომები ქრებოდა, ხოლო იმავე ან სხვა DPP-4 ინჰიბიტორის ხელახალი დანიშვნისას — კვლავ მეორდებოდა. სახსრების ძლიერი ტკივილის გამოვლენისას, DPP-4 ინჰიბიტორები განხილული უნდა იქნას როგორც შესაძლო გამომწვევი მიზეზი და საჭიროების შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს.

ბულოზური პემფიგოიდი

მარკეტინგის შემდგომ პერიოდში DPP-4 ინჰიბიტორების მიმღებ პაციენტებში დაფიქსირდა ბულოზური პემფიგოიდის შემთხვევები, რომლებიც საჭიროებდა ჰოსპიტალიზაციას. უმეტეს შემთხვევებში პაციენტების მდგომარეობა გაუმჯობესდა პრეპარატის მიღების შეწყვეტისა და სისტემური/ადგილობრივი იმუნოსუპრესიული თერაპიის ჩატარების შემდეგ. პაციენტებს უნდა ეცნობოთ, რომ გალვუსის მიღებისას კანზე ბუშტუკების ან ეროზიების გაჩენის შემთხვევაში მიმართონ ექიმს. ბულოზურ პემფიგოიდზე ეჭვის არსებობისას გალვუსის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და პაციენტი გადამისამართდეს დერმატოლოგთან შესაბამისი დიაგნოზისა და მკურნალობის დასანიშნად.

დამხმარე ნივთიერებები

ტაბლეტები შეიცავენ ლაქტოზას. გალაქტოზას აუტანლობის, ლაქტაზას სრული დეფიციტის ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის იშვიათი მემკვიდრული პრობლემების მქონე პაციენტებმა ეს მედიკამენტი არ უნდა მიიღონ.

ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს თითო ტაბლეტში, რაც ნიშნავს, რომ იგი პრაქტიკულად „ნატრიუმის გარეშეა“

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ვილდაგლიპტინს გააჩნია სხვა მედიკამენტებთან კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედების დაბალი პოტენციალი. ინაიდან ვილდაგლიპტინი არ წარმოადგენს ციტოქრომ P (CYP) 450 ფერმენტის სუბსტრატს და არ ახდენს ამ ფერმენტების ინჰიბირებას ან ინდუცირებას, ნაკლებად სავარაუდოა მისი ურთიერთქმედება ისეთ აქტიურ ნივთიერებებთან, რომლებიც წარმოადგენენ ამ ფერმენტების სუბსტრატებს, ინჰიბიტორებს ან ინდუქტორებს.

კომბინაცია პიოგლიტაზონთან, მეტფორმინთან და გლიბურიდთან

აღნიშნულ პერორალურ ანტიდიაბეტურ საშუალებებთან ჩატარებულმა კვლევებმა კლინიკურად მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება არ აჩვენა.

დიგოქსინი (P-გლიკოპროტეინის სუბსტრატი), ვარფარინი (CYP2C9 სუბსტრატი)

ჯანმრთელ მოხალისეებში ჩატარებულ კვლევებში კლინიკურად მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება არ გამოვლენილა, თუმცა აღნიშნული მონაცემები სამიზნე პოპულაციაში დადასტურებული არ არის.

კომბინაცია ამლოდიპინთან, რამიპრილთან, ვალსარტანთან ან სიმვასტატინთან

ჯანმრთელ მოხალისეებში ჩატარდა წამლისმიერი ურთიერთქმედების კვლევები ამლოდიპინთან, რამიპრილთან, ვალსარტანთან და სიმვასტატინთან. ვილდაგლიპტინისა და ამ პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას კლინიკურად მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება არ დაფიქსირებულა.

კომბინაცია აგფ ინჰიბიტორებთან

პაციენტებში, რომლებიც გალვუსთან ერთად იღებენ აგფ ინჰიბიტორებს, შესაძლოა გაიზარდოს ანგიოედემის განვითარების რისკი (იხ. ნაწილი 4.8.).

ვილდაგლიპტინის ჰიპოგლიკემიური ეფექტი შეიძლება შემცირდეს გარკვეული აქტიური ნივთიერებებით, მათ შორის თიაზიდებით, კორტიკოსტეროიდებით, ფარისებრი ჯირკვლის პრეპარატებით და სიმპათომიმეტიკებით, როგორც ეს ხდება სულფონილშარდოვანას, მეგლიტინიდების და ბიგუანიდების კლასის პერორალური ანტიდიაბეტური პრეპარატების შემთხვევაში.

დამატებითი ინფორმაცია განსაკუთრებული პოპულაციების შესახებ

განსაკუთრებული პოპულაციების შესახებ მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.

პედიატრიული პოპულაცია

პედიატრიული პოპულაციის შესახებ მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ზოგადი რჩევა

ორსულობის კატეგორია C.

რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალები/ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები (კონტრაცეფცია)

გალვუსით მკურნალობის პერიოდში რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალებისთვის რეკომენდებულია კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდების გამოყენება.

ორსულობის პერიოდი

ორსულ ქალებში ვილდაგლიპტინის გამოყენების შესახებ ადეკვატური მონაცემები არ მოიპოვება. ცხოველებში ჩატარებულმა კვლევებმა მაღალი დოზების გამოყენებისას აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიკურობა (იხ. ნაწილი 5.3). პოტენციური რისკი ადამიანისთვის უცნობია.

მონაცემთა ნაკლებობის გამო, გალვუსის გამოყენება ორსულობის პერიოდში დაშვებული არ არის.

ლაქტაციის პერიოდი

უცნობია, გადადის თუ არა ვილდაგლიპტინი ადამიანის დედის რძეში. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ვილდაგლიპტინი გადადის რძეში. გალვუსის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში დაუშვებელია.

რეპროდუქციული უნარი/ფერტილობა

ადამიანის ფერტილობაზე გალვუსის გავლენის შესასწავლად კვლევები არ ჩატარებულა (იხ. ნაწილი 5.3)

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ავტომობილის მართვასა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე პრეპარატის გავლენის შემსწავლელი კვლევები არ ჩატარებულა. ამდენად, იმ პაციენტებმა, რომლებსაც გვერდითი მოვლენის სახით აღენიშნებათ თავბრუსხვევა თავი უნდა შეიკავონ ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვისგან.

გვერდითი მოვლენები

უსაფრთხოების პროფილის შეჯამება

უსაფრთხოების მონაცემები მიღებულია სულ მცირე 12 კვირის ხანგრძლივობის, რანდომიზებული, ორმაგად ბრმა, პლაცებო-კონტროლირებადი კვლევებიდან, სადაც ვილდაგლიპტინის დღიურ 100 მგ დოზას (50 მგ ორჯერ დღეში) იღებდა სულ 5,451 პაციენტი. აქედან 4,622 პაციენტი ვილდაგლიპტინს იღებდა მონოთერაპიის სახით, ხოლო 829 პაციენტი — პლაცებოს.

გამოვლენილი გვერდითი მოვლენების უმეტესობა იყო მსუბუქი ხასიათის, გარდამავალი და არ მოითხოვდა მკურნალობის შეწყვეტას. გვერდითი მოვლენების კავშირი ასაკთან, ეთნიკურ წარმომავლობასთან, მკურნალობის ხანგრძლივობასთან ან დღიურ დოზასთან არ დაფიქსირებულა. სულფონილშარდოვანასთან და ინსულინთან კომბინაციაში ვილდაგლიპტინის მიმღებ პაციენტებში დაფიქსირდა ჰიპოგლიკემია. ვილდაგლიპტინის გამოყენებისას დაფიქსირდა მწვავე პანკრეატიტის განვითარების რისკი (იხ. ნაწილი 4.4.).

გვერდითი მოვლენების ცხრილი

ორმაგად ბრმა კვლევებში გალვუსის მონოთერაპიის სახით ან კომბინირებული თერაპიის დამატებით მიმღებ პაციენტებში დაფიქსირებული გვერდითი მოვლენები წარმოდგენილია სისტემური ორგანოების კლასისა და აბსოლუტური სიხშირის მიხედვით. თითოეული სიხშირის ჯგუფის ფარგლებში, გვერდითი მოვლენები წარმოდგენილია სიმძიმის კლების მიხედვით. გარდა ამისა, თითოეული გვერდითი პრეპარატის რეაქციის შესაბამისი სიხშირის კატეგორია ეფუძნება შემდეგ სისტემას: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100-დან <1/10-მდე); არახშირი (≥1/1,000-დან <1/100-მდე); იშვიათი (≥1/10,000-დან <1/1,000-მდე); ძალიან იშვიათი (<1/10,000), უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია).

ცხრილი 1. კონტროლირებად კლინიკურ კვლევებსა და პოსტმარკეტინგულ გამოცდილებაში ვილდაგლიპტინის მონოთერაპიის ან დამატებითი თერაპიის სახით მიმღებ პაციენტებში დაფიქსირებული გვერდითი მოვლენები

ორგანოთა სისტემის კლასი — გვერდითი მოვლენა

სიხშირე

ინფექციები და ინფესტაციები

ნაზოფარინგიტი

ძალიან ხშირი

ზედა სასუნთქი გზების ინფექცია

ხშირი

მეტაბოლიზმისა და კვებითი დარღვევები

ჰიპოგლიკემია

არახშირი

ნერვული სისტემის დარღვევები

თავბრუსხვევა

ხშირი

თავის ტკივილი

ხშირი

ტრემორი

ხშირი

თვალის დაავადებები

მხედველობის დაბინდვა

ხშირი

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები

ყაბზობა

ხშირი

გულისრევა

ხშირი

გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება

ხშირი

დიარეა

ხშირი

მუცლის ტკივილი, მათ შორის ზედა მუცლის ტკივილი

ხშირი

ღებინება

ხშირი

მუცლის შებერილობა

არახშირი

პანკრეატიტი

იშვიათი

ჰეპატობილიარული დარღვევები

ჰეპატიტი

უცნობი*

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

ჰიპერჰიდროზი

ხშირი

გამონაყარი

ხშირი

ქავილი

ხშირი

დერმატიტი

ხშირი

ჭინჭრის ციება

არახშირი

ექსფოლიაციური და ბულოზური დაზიანებები ბულოზური პემფიგოიდის ჩათვლით

უცნობი*

კანის ვასკულიტი

უცნობი*

ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები

ართრალგია

ხშირი

მიალგია

ხშირი

რეპროდუქციული სისტემისა და სარძევე ჯირკვლის დარღვევები

ერექციული დისფუნქცია

არახშირი

ზოგადი დარღვევები და რეაქციები გამოყენების ადგილას

ასთენია

ხშირი

პერიფერიული შეშუპება

ხშირი

დაღლილობა

არახშირი

შემცივნება

არახშირი

ანალიზები

ღვიძლის ფუნქციური ტესტების ანომალია

არახშირი

წონაში მატება

არახშირი

  • პოსტმარკეტინგულ გამოცდილებაზე დაყრდნობით.

შერჩეული გვერდითი მოვლენების აღწერა

ღვიძლის უკმარისობა

იშვიათად დაფიქსირდა ღვიძლის ფუნქციის დარღვევის (ჰეპატიტის ჩათვლით) შემთხვევები. ამ შემთხვევებში პაციენტები ძირითადად იყვნენ ასიმპტომურები კლინიკური გართულებების გარეშე, ხოლო მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ ღვიძლის ფუნქცია ნორმას დაუბრუნდა. 24 კვირამდე ხანგრძლივობის კონტროლირებადი მონოთერაპიული და დამატებითი თერაპიის კვლევებიდან მიღებული მონაცემებით, ALT ან AST-ის ≥3x ULN (ნორმის ზედა ზღვარზე 3-ჯერ მეტი) მატების სიხშირე (კლასიფიცირებული, როგორც მატება მინიმუმ 2 თანმიმდევრულ გაზომვაში ან მკურნალობის პერიოდში ბოლო ვიზიტისას) დღეში ერთხელ 50 მგ ვილდაგლიპტინის, დღეში ორჯერ 50 მგ ვილდაგლიპტინისა და ყველა შედარების ჯგუფისთვის შეადგენდა შესაბამისად 0,2%-ს, 0,3%-სა და 0,2%-ს. „ტრანსამინაზების ეს მატება, როგორც წესი, ასიმპტომური იყო, არ ხასიათდებოდა პროგრესირებადი მიმდინარეობით და დადგინდა, რომ იგი არ არის დაკავშირებული ქოლესტაზთან ან სიყვითლესთან.

ანგიოედემა

ვილდაგლიპტინის გამოყენებისას დაფიქსირდა ანგიოედემის იშვიათი შემთხვევები, მსგავსი სიხშირით, რაც საკონტროლო ჯგუფებში. შემთხვევების უფრო დიდი წილი დაფიქსირდა მაშინ, როდესაც ვილდაგლიპტინი გამოიყენებოდა აგფ ინჰიბიტორთან კომბინაციაში. მოვლენათა უმეტესობა იყო მსუბუქი ხასიათის და გაქრა ვილდაგლიპტინით მიმდინარე მკურნალობის ფონზე.

ჰიპოგლიკემია

აქტიურ შესადარებელ ჯგუფთან ან პლაცებოსთან (0,2%) შედარებით, კონტროლირებად მონოთერაპიულ კვლევებში ვილდაგლიპტინის მონოთერაპიის სახით გამოყენებისას, ჰიპოგლიკემია ვლინდებოდა არახშირად (0,4%). მძიმე ან სერიოზული ჰიპოგლიკემიური შემთხვევები არ დაფიქსირებულა. მეტფორმინთან კომბინაციაში გამოყენებისას, ჰიპოგლიკემია განვითარდა ვილდაგლიპტინით ნამკურნალები პაციენტების 1%-ში და პლაცებოთი ნამკურნალები პაციენტების 0,4%-ში. პიოგლიტაზონის დამატებისას ჰიპოგლიკემია განუვითარდა ვილდაგლიპტინით ნამკურნალები პაციენტების 0.6%-ს და პლაცებოთი ნამკურნალები პაციენტების 1.9%-ს. სულფონილშარდოვანას დამატებისას — 1.2%-ს ვილდაგლიპტინის და 0.6%-ს პლაცებოს ჯგუფში. სულფონილშარდოვანასა და მეტფორმინის ერთდროულად დამატებისას — 5.1%-ს ვილდაგლიპტინის და 1.9%-ს პლაცებოს ჯგუფში. ინსულინთან კომბინაციაში ჰიპოგლიკემიის სიხშირემ შეადგინა 14% ვილდაგლიპტინისთვის და 16% პლაცებოსთვის.

შეტყობინება საეჭვო გვერდით მოვლენების შესახებ

ლიცენზირების შემდეგ პრეპარატის სავარაუდო გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ის პრეპარატის სარგებლისა და რისკის ბალანსის უწყვეტი მონიტორინგის საშუალებას იძლევა. სამედიცინო პერსონალი ვალდებულია, ნებისმიერი საეჭვო გვერდითი მოვლენის შესახებ შეატყობინოს თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TÜFAM) (HYPERLINK "http://www.titck.gov.tr/" \hwww.titck.gov.tr; ელ-ფოსტა: HYPERLINK "mailto:[email protected]" \[email protected]; ტელ: 0 800 314 00 08; ფაქსი: 0 312 218 35 99).

ჭარბი დოზა

ვილდაგლიპტინის ჭარბი დოზირების შესახებ მონაცემები შეზღუდულია

ნიშნები და სიმპტომები

ინფორმაცია დოზის გადაჭარბების შესაძლო სიმპტომების შესახებ მიღებულია ჯანმრთელ მოხალისეებში ჩატარებული მზარდი დოზების კვლევიდან, რომლებიც 10 დღის განმავლობაში იღებდნენ გალვუსს. 400 მგ დოზის დროს გამოვლინდა კუნთების მიალგიის 3 შემთხვევა, ხოლო ცალკეულ მოხალისეებში — მსუბუქი და ტრანზიტორული პარესთეზია, ცხელება, შეშუპება და ლიპაზას დონის დროებითი მომატება. 600 მგ დოზის დროს ერთ მოხალისეს აღენიშნა ხელებისა და ფეხების შეშუპება, ასევე კრეატინფოსფოკინაზას (CPK), ასპარტატამინოტრანსფერაზას (AST), C-რეაქტიული ცილის (CRP) და მიოგლობინის დონეების მომატება. სამ სხვა მოხალისეს აღენიშნა ფეხების შეშუპება, მათგან ორს თანხმლები პარესთეზიით. კვლევის პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ ყველა სიმპტომი და ლაბორატორიული ანომალია სპონტანურად ალაგდა ყოველგვარი სპეციფიკური მკურნალობის გარეშე.

მკურნალობა

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდებულია სიმპტომური და დამხმარე თერაპია. ვილდაგლიპტინის გამოდევნა ჰემოდიალიზის საშუალებით შეუძლებელია, თუმცა მისი ძირითადი ჰიდროლიზური მეტაბოლიტი (LAY 151) შეიძლება ორგანიზმიდან გამოიდევნოს ჰემოდიალიზით.

ფარმაკოლოგიური მახასიათებლები

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება

ვილდაგლიპტინი 50 მგ

დამხმარე ნივთიერებები

უწყლო ლაქტოზა (მიღებული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისგან) 47,82 მგ

დამხმარე ნივთიერებების სრული სიისთვის იხილეთ ნაწილი 6.1.

შენახვის პირობები

36 თვე

შენახვის განსაკუთრებული პირობები

შეინახეთ 30°C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე.

დაიცავით ნესტისგან. შეინახეთ თავდაპირველ შეფუთვაში.

შეფუთვის ბუნება და შემცველობა

Alu/Alu ბლისტერული შეფუთვა.

შეფუთვის ზომა: 56 ტაბლეტი და 180 ტაბლეტი.

ნარჩენი სამკურნალო პროდუქტის განადგურება და სხვა განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები

გამოუყენებელი პროდუქტები ან ნარჩენი მასალები უნდა განადგურდეს „სამედიცინო ნარჩენების კონტროლის შესახებ რეგულაციის“ და „შეფუთვის ნარჩენების კონტროლის შესახებ რეგულაციების“ შესაბამისად.

ფარმაკოლოგიური თვისებები

დიაბეტის დროს გამოსაყენებელი საშუალებები, დიპეპტიდილპეპტიდაზა-4 (DPP-4) ინჰიბიტორები

ათქ კოდი: A10BH02

ვილდაგლიპტინი არის კუჭ-ნაწლავის კუნძულოვან აპარატზე მასტიმულირებელი ეფექტის მქონე ძლიერი და სელექციური დიპეპტიდილპეპტიდაზა-4 (DPP-4) ინჰიბიტორი.

მოქმედების მექანიზმი

ვილდაგლიპტინის მიღება იწვევს DPP-4 აქტივობის სწრაფ და სრულ ინჰიბირებას, რაც ზრდის ინკრეტინული ჰორმონების — GLP-1 (გლუკაგონის მსგავსი პეპტიდი 1) და GIP (გლუკოზადამოკიდებული ინსულინოტროპული პოლიპეპტიდი) ენდოგენურ დონეებს უზმოზე და საკვების მიღების შემდგომ პერიოდში.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

ინკრეტინული ჰორმონების დონის გაზრდით, ვილდაგლიპტინი აძლიერებს ბეტა-უჯრედების მგრძნობელობას გლუკოზის მიმართ, რაც იწვევს გლუკოზადამოკიდებული ინსულინის სეკრეციის სტიმულირებას. ტიპი 2 დიაბეტის მქონე პაციენტებში 50-100 მგ დღიური დოზით მკურნალობამ გამოიწვია ბეტა-უჯრედების ფუნქციის მარკერების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, როგორებიცაა HOMA-β (ჰომეოსტაზის მოდელის შეფასება-β), პროინსულინ/ინსულინის თანაფარდობა და ბეტა-უჯრედების მგრძნობელობა კვებითი ტოლერანტობის ტესტის მიხედვით.

ჯანმრთელ (ნორმოგლიკემიურ) პირებში ვილდაგლიპტინი არ ახდენს ინსულინის სეკრეციის სტიმულირებას და არ იწვევს გლუკოზის დონის შემცირებას.

ვილდაგლიპტინი ენდოგენური GLP-1-ის დონის გაზრდის ხარჯზე ასევე აძლიერებს ალფა-უჯრედების მგრძნობელობას გლუკოზის მიმართ, რაც უზრუნველყოფს გლუკაგონის სეკრეციის ადეკვატურ რეგულაციას სისხლში გლუკოზის დონის შესაბამისად.

ჰიპერგლიკემიის დროს ინსულინ/გლუკაგონის თანაფარდობის მატება იწვევს ღვიძლის მიერ გლუკოზის პროდუქციის შემცირებას უზმოზე და ჭამის შემდეგ, რაც საბოლოოდ განაპირობებს გლიკემიის დონის კლებას.

ცნობილია, რომ GLP-1-ის მომატებული დონე აფერხებს კუჭის დაცლას, თუმცა ვილდაგლიპტინით მკურნალობისას ეს ეფექტი არ ფიქსირდება.

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

ორმაგ ბრმა პლაცებო ან აქტიურად კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში, რომელიც ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა მე-2 ტიპის დიაბეტის მქონე 15 000-ზე მეტმა პაციენტმა მიიღო მონაწილეობა. მ კვლევებში ვილდაგლიპტინი დაენიშნა 9 000-ზე მეტ პაციენტს დოზით 50 მგ დღეში ერთხელ, 50 მგ დღეში ორჯერ ან 100 მგ დღეში ერთხელ. 5 000-ზე მეტმა მამაკაცმა და 4 000-ზე მეტმა ქალმა პაციენტმა მიიღო ვილდაგლიპტინი 50 მგ ან 100 მგ დოზით დღეში ერთხელ. დადგინდა, რომ 1 900-ზე მეტი პაციენტი, რომელიც იღებდა ვილდაგლიპტინს 50 მგ ან 100 მგ დოზით დღეში ერთხელ, იყო 65 წლის ან უფროსი ასაკის. ამ კვლევებში ვილდაგლიპტინი გამოიყენებოდა მონოთერაპიის სახით ტიპი 2 დიაბეტის მქონე იმ პაციენტებში, რომლებსაც მანამდე მედიკამენტოზური მკურნალობა არ ჰქონიათ მიღებული, ან კომბინაციაში იმ პაციენტებისთვის, რომელთა დაავადების ადეკვატური კონტროლი სხვა ანტიდიაბეტური სამკურნალო საშუალებებით ვერ ხერხდებოდა.

საერთო ჯამში, ვილდაგლიპტინი, მონოთერაპიის სახით თუ მეტფორმინთან, სულფონილშარდოვანასთან ან თიაზოლიდინედიონთან კომბინაციაში, აუმჯობესებს გლიკემიურ კონტროლს; ეს დადასტურდა კვლევის საბოლოო წერტილში HbA1C დონის კლინიკურად მნიშვნელოვანი შემცირების გაზომვით საწყის დონესთან შედარებით (იხილეთ ცხრილი 2).

კლინიკურ კვლევებში ვილდაგლიპტინის გამოყენებისას HbA1C-ის უფრო გამოხატული კლება აღინიშნებოდა იმ პაციენტებში, რომლებსაც მკურნალობის დაწყებამდე ჰქონდათ ამ მაჩვენებლის უფრო მაღალი საწყისი დონე.

კონტროლირებად და ორმაგად ბრმა მეთოდით ჩატარებულ 52-კვირიან კვლევაში, ვილდაგლიპტინმა (50 მგ ორჯერ დღეში) შეამცირა საწყისი HbA1c-ის დონე 1%-ით, მაშინ როდესაც მეტფორმინით მიღებულმა შემცირებამ შეადგინა 1,6% (დოზის ტიტრაციით 2 გ/დღეში). სტატისტიკურად ექვივალენტობის მაჩვენებელი ვერ იქნა მიღწეული. ვილდაგლიპტინით ნამკურნალებ პაციენტებში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ გვერდითი რეაქციების შემთხვევები მნიშვნელოვნად დაბალი იყო მეტფორმინით ნამკურნალებ პაციენტებთან შედარებით.

კონტროლირებად და ორმაგად ბრმა მეთოდით ჩატარებულ 24-კვირიან კვლევაში, ვილდაგლიპტინი (50 მგ ორჯერ დღეში) შედარდა როსიგლიტაზონთან (8 მგ ერთხელ დღეში). პაციენტებში, რომელთა საწყისი საშუალო HbA1C მაჩვენებელი 8.7%-ს შეადგენდა, მიღწეული საშუალო შემცირება ვილდაგლიპტინით ნამკურნალებ პაციენტებში -1.2% იყო და როზიგლიტაზონით ნამკურნალებ პაციენტებში -1.48%. როსიგლიტაზონის მიმღებ პაციენტებში სხეულის საშუალო მასის მატებამ შეადგინა +1,6 კგ, მაშინ როდესაც ვილდაგლიპტონის მიმღებ პაციენტებში სხეულის მასის მატება არ დაფიქსირებულა (-0,3 კგ). პერიფერიული შეშუპების შემთხვევები ვილდაგლიპტინის ჯგუფში როზიგლიტაზონის ჯგუფთან შედარებით უფრო დაბალი აღმოჩნდა (შესაბამისად, 2.1% და 4.1%).

2 წლიან კლინიკურ კვლევაში, ვილდაგლიპტინი (50 მგ ორჯერ დღეში) შედარდა გლიკლაზიდთან (320 მგ-მდე დღეში). ორი წლის შემდეგ HbA1c დონის საშუალო კლება, რომლის საწყისი მნიშვნელობა 8.6% იყო, ვილდაგლიპტინის შემთხვევაში -0.5% და გლიკლაზიდის შემთხვევაში -0.6% იყო. სტატისტიკური ეკვივალენტობა დადგენილი არ იყო. ჰიპოგლიკემიურ მოვლენებთან ასოცირების მაჩვენებელი უფრო დაბალი აღმოჩნდა ვილდაგლიპტინის შემთხვევაში (0.7%), გლიკლაზიდთან (1.7%) შედარებით.

24-კვირიან კვლევაში, ვილდაგლიპტინი (50 მგ დღეში ორჯერ) შედარებული იქნა პიოგლიტაზონთან (30 მგ დღეში ერთხელ) იმ პაციენტებში, რომლებშიც მეტფორმინით მკურნალობისას ვერ აღწევდნენ ადეკვატურ კონტროლს (საშუალო დღიური დოზა: 2020 მგ). HbA1c დონის საშუალო შემცირება, რომლის საშუალო საწყისი მნიშვნელობა 8.4%-ს შეადგენდა, განისაზღვრა როგორც -0.9% მეტფორმინთან ვილდაგლიპტინის დამატების შემთხვევაში და -1% მეტფორმინთან პიოგლიტაზონის დამატების შემთხვევაში. პაციენტებმა, რომლებიც მეტფორმინთან ერთად იღებდნენ პიოგლიტაზონს, საშუალოდ +1.9 კგ-ით მოიმატეს წონაში, ხოლო პაციენტებმა, რომლებიც მეტფორმინთან ერთად იღებდნენ ვილდაგლიპტინს, +0.3 კგ-ით მოიმატეს წონაში.

2 წლის ხანგრძლივობის კლინიკურ კვლევაში, მეტფორმინით (საშუალო დღიური დოზა: 1 894 მგ) მკურნალობაზე მყოფ პაციენტებში შედარდა თერაპიაზე დამატებული ვილდაგლიპტინი (50 მგ ორჯერ დღეში) და გლიმეპირიდი (6 მგ-მდე დღეში - საშუალო დოზა 2 წლის განმავლობაში: 4,6 მგ). 1 წლის შემდეგ დაფიქსირდა, რომ HbA1c-ის დონეების კლებამ, საწყისი საშუალო 7,3%-იანი დონიდან, შეადგინა -0,4% მეტფორმინზე დამატებული ვილდაგლიპტინით და -0,5% მეტფორმინზე დამატებული გლიმეპირიდით. გამოვლინდა, რომ სხეულის მასის ცვლილება ვილდაგლიპტინით შეადგენდა -0,2 კგ-ს, ხოლო გლიმეპირიდით +1,6 კგ-ს. ჰიპოგლიკემიის შემთხვევები მნიშვნელოვნად დაბალი აღმოჩნდა ვილდაგლიპტინის ჯგუფში (1.7%) გლიმეპირიდის ჯგუფთან (16.2%) შედარებით. კვლევის საბოლოო წერტილში (2 წელი), ორივე მკურნალობის ჯგუფში HbA1c-ის დონეები საწყისი მაჩვენებლების მსგავსი იყო, ხოლო სხეულის მასის ცვლილებები და ჰიპოგლიკემიის სხვაობები შენარჩუნდა.

52-კვირიან კვლევაში, იმ პაციენტებში, რომელთა ადეკვატური კონტროლი ვერ ხერხდებოდა მეტფორმინით მკურნალობით, თერაპიაზე დამატებული ვილდაგლიპტინი (50 მგ ორჯერ დღეში) შედარდა გლიკლაზიდთან (საშუალო დღიური დოზა 229,5 მგ). 1 წლის შემდეგ დაფიქსირდა HbA1c-ის საშუალო კლება -0,81%-ით მეტფორმინზე დამატებული ვილდაგლიპტინით (საწყისი საშუალო HbA1c 8,4%) და -0,85%-ით მეტფორმინზე დამატებული გლიკლაზიდით (საწყისი საშუალო HbA1c 8,5%) და მიღწეულ იქნა სტატისტიკური თანაბარი ეფექტურობა (95% CI -0,11 - 0,20). ვილდაგლიპტინით სხეულის მასის ცვლილება იყო +0,1 კგ, მაშინ როდესაც გლიკლაზიდით დაფიქსირდა წონის მატება +1,4 კგ-ით.

24-კვირიან კვლევაში შეფასდა ვილდაგლიპტინისა და მეტფორმინის ფიქსირებული დოზების კომბინაციის გამოყენება (50 მგ/500 მგ ორჯერ დღეში ან ეტაპობრივი ტიტრაციით 50 მგ/1 000 მგ დოზამდე ორჯერ დღეში) საწყისი თერაპიის სახით იმ პაციენტებში, რომლებსაც მანამდე მედიკამენტოზური მკურნალობა არ ჰქონიათ მიღებული. HbA1c-ის საშუალო კლება მნიშვნელოვნად უფრო მაღალი აღმოჩნდა ვილდაგლიპტინი პლუს მეტფორმინის კომბინაციური თერაპიით, ორივე მკურნალობის მონოთერაპიასთან შედარებით. საწყისი საშუალო HbA1c მაჩვენებელი, რომელიც შეადგენდა 8,6%-ს, შემცირდა -1,82%-ით ვილდაგლიპტინი/მეტფორმინის 50 მგ/1000 მგ ორჯერ დღეში დოზით, -1,61%-ით ვილდაგლიპტინი/მეტფორმინის 50 მგ/500 მგ ორჯერ დღეში დოზით, -1,36%-ით მეტფორმინის 1000 მგ ორჯერ დღეში დოზით და -1,09%-ით ვილდაგლიპტინის 50 მგ ორჯერ დღეში დოზით მიღებისას. პაციენტებში, რომელთა საწყისი HbA1c მაჩვენებელი იყო ≥10%, დაფიქსირდა HbA1c-ის უფრო მეტი კლება.

ჩატარდა 24-კვირიანი, მრავალცენტრული, რანდომიზებული, ორმაგად ბრმა, პლაცებო-კონტროლირებადი კვლევა, რომლის მიზანი იყო ვილდაგლიპტინის 50 მგ-ის ერთხელ დღეში მკურნალობის ეფექტის შეფასება პლაცებოსთან შედარებით 515 პაციენტში, რომელთაც აღენიშნებოდათ ტიპი 2 დიაბეტი და საშუალო ხარისხის თირკმლის უკმარისობა (N=294) ან თირკმლის მძიმე უკმარისობა (N=221). თირკმლის საშუალო და მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებიდან, შესაბამისად, 68.8% და 80.5% თავდაპირველად მკურნალობდნენ ინსულინით (საშუალო დღიური დოზა შესაბამისად 56 ერთეული და 51.6 ერთეული). თირკმლის საშუალო ხარისხის უკმარისობის მქონე პაციენტებში ვილდაგლიპტინმა, პლაცებოსთან შედარებით, მნიშვნელოვნად შეამცირა HbA1c საწყისი საშუალო 7,9%-იანი მაჩვენებლიდან (-0,53%-იანი სხვაობა). თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში ვილდაგლიპტინმა, პლაცებოსთან შედარებით, მნიშვნელოვნად შეამცირა HbA1c საწყისი საშუალო 7,7%-იანი მაჩვენებლიდან (-0,56%-იანი სხვაობა).

განხორციელდა 24 კვირის ხანგრძლივობის, რანდომიზებული, ორმაგად ბრმა, პლაცებო-კონტროლირებადი კვლევა 318 პაციენტის მონაწილეობით, მეტფორმინთან (≥ 1500 მგ/დღეში) და გლიმეპირიდთან (≥4 მგ/დღეში) კომბინაციაში არსებული ვილდაგლიპტინის (50 მგ ორჯერ დღეში) ეფექტურობისა და უსაფრთხოების შეფასების მიზნით. ვილდაგლიპტინმა მეტფორმინთან და გლიმეპირიდთან კომბინაციაში, პლაცებოსთან შედარებით, მნიშვნელოვნად შეამცირა HbA1c მაჩვენებელი. საწყის საშუალო HbA1c მაჩვენებელში (8,8%) პლაცებოსთან მიმართებით კორექტირებულმა საშუალო კლებამ შეადგინა -0,76%.

განხორციელდა 24 კვირის ხანგრძლივობის, რანდომიზებული, ორმაგად ბრმა, პლაცებო-კონტროლირებადი კვლევა 449 პაციენტის მონაწილეობით, ბაზალური ან პრემიქს ინსულინის სტაბილურ დოზასთან (საშუალო დღიური დოზა: 41 ერთეული) კომბინაციაში არსებული ვილდაგლიპტინის (50 მგ ორჯერ დღეში) ეფექტურობისა და უსაფრთხოების შეფასების მიზნით, თანმხლები მეტფორმინის გამოყენებით (N=276) ან მის გარეშე (N=173). პლაცებოსთან შედარებით, ინსულინთან კომბინაციაში არსებულმა ვილდაგლიპტინმა მნიშვნელოვნად შეამცირა HbA1c მაჩვენებელი. მთელ პოპულაციაში, HbA1c-ის საშუალო შემცირება საწყის 8.8%-თან შედარებით იყო -0.72%, პლაცებოსთვის კორექტირებით. ინსულინით მეტფორმინთან ან მეტფორმინის გარეშე მკურნალობის მქონე ქვეჯგუფებში, პლაცებოსთვის კორექტირებული HbA1c-ის საშუალო შემცირება შესაბამისად -0.63% და -0.84% ​​იყო. პოპულაციაში ჰიპოგლიკემიის საერთო სიხშირე ვილდაგლიპტინის და პლაცებოს ჯგუფებში, შესაბამისად, 8.4% და 7.2% იყო. ვილდაგლიპტინის მიმღებ პაციენტებში წონის მატება არ მომხდარა (+0,2 კგ), ხოლო პლაცებოს მიმღებებში აღინიშნა წონის კლება (-0,7 კგ).

კიდევ ერთ 24-კვირიან კვლევაში, რომელიც ჩატარდა ტიპი 2 დიაბეტის მქონე უფრო შორსწასული ფორმის პაციენტებში, რომელთა კონტროლი ვერ ხერხდებოდა ინსულინით (ხანმოკლე და ხანგრძლივი მოქმედების, ინსულინის საშუალო დოზა 80 სე/დღეში), ინსულინზე ვილდაგლიპტინის (50 მგ ორჯერ დღეში) დამატებისას HbA1c მაჩვენებლის საშუალო კლება სტატისტიკურად მნიშვნელოვნად უფრო დიდი იყო პლაცებო პლუს ინსულინთან შედარებით (0,5%-ის საპირისპიროდ 0,2%). ჰიპოგლიკემიის სიხშირე ვილდაგლიპტინის ჯგუფში პლაცებოს ჯგუფთან შედარებით უფრო დაბალი აღმოჩნდა (29.6%-ის საპირისპიროდ 22.9%).

ცხრილი 2. პლაცებო-კონტროლირებად მონოთერაპიულ კვლევებსა და დამატებითი კომბინაციური თერაპიის კვლევებში ვილდაგლიპტინით მიღებული ძირითადი ეფექტურობის შედეგები (პირველადი ეფექტურობის ITT პოპულაცია)

პლაცებო-კონტროლირებადი მონოთერაპიული კვლევები“

საწყისი საშუალო

HbA1c

(%)

HbA1c-ის საშუალო ცვლილება საწყისთან შედარებით 24-ე კვირას“

(%)

HbA1c-ის პლაცებოსთან მიმართებით კორექტირებული საშუალო ცვლილება საწყისთან შედარებით 24-ე კვირას (%) (95%

CI)

კვლევა 2301: ვილდაგლიპტინი 50 მგ ორჯერ დღეში (N=90)

8,6

  • 0,8
  • 0,5* (-0,8;-0,1)

კვლევა 2384: ვილდაგლიპტინი 50 მგ ორჯერ დღეში (N=79)

8,4

  • 0,7
  • 0,7* (-1,1;-0,4)
  • p<0,05, პლაცებოსთან შედარებით

დამატებითი თერაპიის/კომბინაციური კვლევები

ვილდაგლიპტინი 50 მგ ორჯერ დღეში + მეტფორმინი (N=143)

8,4

  • 0,9
  • 1,1* (-1,4;-0,8)

ვილდაგლიპტინი 50 მგ ერთხელ დღეში + გლიმეპირიდი (N=132)

8,5

  • 0,6
  • 0,6* (-0,9;-0,4)

ვილდაგლიპტინი 50 მგ ორჯერ დღეში + პიოგლიტაზონი (N=136)

8,7

  • 1,0
  • 0,7* (-0,9;-0,4)

ვილდაგლიპტინი 50 მგ ორჯერ დღეში + მეტფორმინი + გლიმეპირიდი (N=152)

8,8

  • 1,0
  • 0,8* (-1,0;-0,5)
  • p<0,05 პლაცებო + კომპარატორთან შედარებით

ტიპი 2 დიაბეტისა და შეგუბებითი გულის უკმარისობის (NYHA I-III კლასი) მქონე პაციენტებში ჩატარებულ 52-კვირიან, მრავალცენტრულ, რანდომიზებულ, ორმაგად ბრმა კვლევაში შეფასდა ვილდაგლიპტინის 50 მგ-ის ორჯერ დღეში (N=128) ეფექტი მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქციაზე (SVEF) პლაცებოსთან (N=126) შედარებით. დადგინდა, რომ ვილდაგლიპტინი არ იყო დაკავშირებული მარცხენა პარკუჭის ფუნქციის ცვლილებასთან ან არსებული შეგუბებითი გულის უკმარისობის გაუარესებასთან. გულ-სისხლძარღვთა მხრივ გამოვლენილი მოვლენები მთლიანობაში დაბალანსებულად შეფასდა. NYHA III კლასის გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ვილდაგლიპტინით, კარდიალური მოვლენების სიხშირე ოდნავ მაღალი იყო პლაცებოსთან შედარებით. მიუხედავად ამისა, საწყის ეტაპზე გულ-სისხლძარღვთა რისკის დისბალანსი პლაცებოს სასარგებლოდ და მოვლენათა მცირე რაოდენობა გამორიცხავს საბოლოო დასკვნების გამოტანას. მე-16 კვირას, პლაცებოსთან შედარებით, ვილდაგლიპტინმა მნიშვნელოვნად შეამცირა HbA1c საწყისი საშუალო 7,8%-იანი მაჩვენებლიდან (0,6%-იანი სხვაობა). NYHA III კლასის ქვეჯგუფში HbA1c-ის კლება პლაცებოსთან შედარებით უფრო ნაკლები იყო (0,3%-იანი სხვაობა), თუმცა ეს შედეგი შეზღუდულია პაციენტების მცირე რაოდენობის გამო (n=44). ჰიპოგლიკემიის სიხშირე ზოგად პოპულაციაში ვილდაგლიპტინისა და პლაცებოს ჯგუფებში შესაბამისად შეადგენდა 4,7%-ს და 5,6%-ს.

ჩატარდა ტიპი 2 დიაბეტის მქონე პაციენტების 5-წლიანი, მრავალცენტრული, რანდომიზებული, ორმაგად ბრმა კვლევა (VERIFY), რომლის მიზანი იყო ვილდაგლიპტინისა და მეტფორმინის ადრეული კომბინაციური თერაპიის (N=998) ეფექტის შეფასება ტიპი 2 დიაბეტის მქონე, ახლად დიაგნოსტირებულ პაციენტებში, სტანდარტული მოვლის წესით ჯერ მეტფორმინით მონოთერაპიასა და შემდგომ ვილდაგლიპტინის დამატებით კომბინაციასთან (თანმიმდევრული მკურნალობის ჯგუფი) (N=1 003) შედარებით. ვილდაგლიპტინის 50 მგ ორჯერ დღეში პლუს მეტფორმინის კომბინირებულმა რეჟიმმა, ადრე ნამკურნალებევ ტიპი 2 დიაბეტის მქონე პაციენტებში, მეტფორმინით მონოთერაპიასთან შედარებით, გამოიწვია „მკურნალობის პირველ დადასტურებულ წარუმატებლობამდე განვლილი დროის“ (HbA1c მაჩვენებელი ≥7%) რისკის სტატისტიკურად და კლინიკურად მნიშვნელოვანი ფარდობითი შემცირება 5-წლიანი კვლევის პერიოდში (HR [95% CI]: 0.51 [0,45; 0,58]; p<0,001). მკურნალობის საწყისი წარუმატებლობის (HbA1c მაჩვენებელი $\ge$ 7%) სიხშირე კომბინაციური თერაპიის ჯგუფში შეადგენდა 429 პაციენტს (43,6%), ხოლო თანმიმდევრული მკურნალობის ჯგუფში — 614 პაციენტს (62,1%).

კარდიოვასკულარული რისკი

ჩატარდა III და IV ფაზის 37 მონოთერაპიული და კომბინაციური მკურნალობის კლინიკური კვლევის (ვილდაგლიპტინისთვის საშუალოდ 50 კვირა და შესადარებელი პრეპარატებისთვის 49 კვირა) დამოუკიდებლად და პროსპექტიულად შეფასებული გულ-სისხლძარღვთა მოვლენების მეტა-ანალიზი 2 წელზე მეტი ხანგრძლივობის პერიოდით, რომელმაც აჩვენა, რომ ვილდაგლიპტინით მკურნალობა არ იყო დაკავშირებული გულ-სისხლძარღვთა რისკის მატებასთან შესადარებელ პრეპარატებთან შედარებით. ძირითადი არასასურველი გულ-სისხლძარღვთა მოვლენების (MACE) კომბინირებული საბოლოო წერტილი, რომელიც მოიცავდა მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტს, ინსულტს ან გულ-სისხლძარღვთა სიკვდილს, მსგავსი იყო ვილდაგლიპტინისთვის კომბინირებულ აქტიურ და პლაცებო შესადარებელ პრეპარატებთან მიმართებით [მანტელ-ჰენსელის რისკის შეფარდება (M-H RR) 0,82 (95% GA 0,61-1,11)]. MACE განვითარდა ვილდაგლიპტინით ნამკურნალები 9 599 პაციენტიდან 83-ში (0,86%) და შესადარებელი პრეპარატით ნამკურნალები 7 102 პაციენტიდან 85-ში (1,20%). MACE-ის თითოეული კომპონენტის შეფასებამ რისკის მატება არ გამოავლინა (მსგავსი M-H RR). გულის უკმარისობის (HF) დადასტურებული მოვლენები, რაც განისაზღვრა როგორც ჰოსპიტალიზაციის საჭიროების მქონე HF ან HF-ის ახალი გამოვლენა, აღინიშნა ვილდაგლიპტინით ნამკურნალებ 41 პაციენტში (0,43%) და შესადარებელი პრეპარატით ნამკურნალებ 32 პაციენტში (0,45%), სადაც M-H RR შეადგენდა 1,08-ს (95% GA 0,68-1,7).

ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები

ზოგადი მახასიათებლები

შეწოვა

უზმოზე პერორალურად მიღებული ვილდაგლიპტინი სწრაფად შეიწოვება და პლაზმაში მაქსიმალურ კონცენტრაციას 1,7 საათში აღწევს. საკვებთან ერთად მიღება 2.5 საათამდე აჭიანურებს პლაზმაში პიკური კონცენტრაციის მიღწევას; თუმცა, მთლიანი ექსპოზიციის მნიშვნელობა (AUC - მრუდის ქვეშ ფართობი) უცვლელი რჩება. ვილდაგლიპტინის საკვებთან ერთად მიღებამ Cmax მნიშვნელობა 19%-ით შეამცირა უზმოზე მიღებულ დოზასთან შედარებით. თუმცა, რადგან ცვლილების მასშტაბები კლინიკურად მნიშვნელოვანი არ არის, გალვუსის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა 85%-ია.

განაწილება

ვილდაგლიპტინის პლაზმის ცილებთან ბოჭვის ხარისხი დაბალია (9,3%) და ვილდაგლიპტინი თანაბრად ნაწილდება პლაზმასა და ერითროციტებს შორის. ინტრავენური შეყვანის შემდეგ წონასწორულ მდგომარეობაში ვილდაგლიპტინის განაწილების საშუალო მოცულობა (Vss) შეადგენს 71 ლიტრს, რაც ექსტრავასკულარულ განაწილებაზე მიუთითებს.

ბიოტრანსფორმაცია

მეტაბოლიზმი წარმოადგენს ადამიანში ვილდაგლიპტინის ელიმინაციის ძირითად გზას და შეადგენს მიღებული დოზის 69%-ს.

ციანო ჯგუფის ჰიდროლიზის შედეგად წარმოქმნილი ძირითადი მეტაბოლიტი (LAY 151) ფარმაკოლოგიურად ინაქტიურია და შეადგენს დოზის 57%-ს; მას მოჰყვება ამიდური ჯგუფის ჰიდროლიზის პროდუქტი (დოზის 4%). ადამიანის თირკმლის მიკროსომებზე ჩატარებული in vitro კვლევების მონაცემები მიუთითებს, რომ თირკმელები შეიძლება იყოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანო, რომელიც ხელს უწყობს LAY151-ის, ვილდაგლიპტინის მთავარი არააქტიური მეტაბოლიტის, ჰიდროლიზს. ვირთხებზე ჩატარებულმა in vivo კვლევამ DPP-4 ფერმენტის არარსებობის პირობებში აჩვენა, რომ DPP-4 ნაწილობრივ მონაწილეობს ვილდაგლიპტინის ჰიდროლიზში. ვილდაგლიპტინი ძნელად მეტაბოლიზდება ციტოქრომ P450 ფერმენტებით. ამიტომ, მოსალოდნელი არ არის, რომ ვილდაგლიპტინის მეტაბოლურ კლირენსზე გავლენა მოახდინონ იმ მედიკამენტებმა, რომლებიც წარმოადგენენ CYP 450-ის ინჰიბიტორებს ან/და ინდუქტორებს. In vitro კვლევებმა აჩვენა, რომ ვილდაგლიპტინი არ იწვევს ციტოქრომ P450 ფერმენტების ინჰიბირებას ან ინდუქციას. ამიტომ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვილდაგლიპტინი გავლენას მოახდენს იმ პრეპარატების მეტაბოლურ კლირენსზე, რომლებიც მეტაბოლიზდებიან CYP 1A2, CYP 2C8, CYP 2C9, CYP 2C19, CYP 2D6, CYP 2E1 ან CYP 3A4/5 ფერმენტების საშუალებით.

გამოყოფა

14C-ვილდაგლიპტინის პერორალურად მიღების შემდეგ, დოზის დაახლოებით 85% გამოიყოფა შარდთან ერთად, ხოლო 15% ხვდება განავალში. პერორალური მიღების შემდეგ, დოზის 23% თირკმელების საშუალებით გამოიყოფა უცვლელი ვილდაგლიპტინის სახით. ჯანმრთელ სუბიექტებში ინტრავენური შეყვანის შემდეგ, ვილდაგლიპტინის მთლიანი პლაზმური და რენალური კლირენსი შეადგენს შესაბამისად 41 ლიტრს სთ-ში და 13 ლიტრს სთ-ში. ინტრავენური შეყვანის შემდეგ ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი შეადგენს დაახლოებით 2 საათს. პერორალური მიღების შემდეგ ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 3 საათია.

წრფივობა/არაწრფივობა

ვილდაგლიპტინის პიკური პლაზმური კონცენტრაციები და პლაზმური კონცენტრაცია-დროის მრუდის ქვეშ არსებული ფართობი (AUC) იზრდებოდა დოზის პროპორციულად თერაპიული დოზის მთელ დიაპაზონში.

დამახასიათებელი ნიშნები პაციენტებში

თირკმლის უკმარისობა

კრეატინინის კლირენსის მიხედვით განსაზღვრული, თირკმლის ქრონიკული უკმარისობის სხვადასხვა ხარისხის (მსუბუქი: 50-დან <80 მლ/წთ-მდე, საშუალო: 30-დან <50 მლ/წთ-მდე და მძიმე: <30 მლ/წთ-ზე) მქონე პაციენტებისა და ნორმალური ფუნქციის მქონე საკონტროლო სუბიექტების შესადარებლად, ჩატარდა მრავალჯერადი დოზირების, ღია კვლევა ვილდაგლიპტინის უფრო დაბალი თერაპიული დოზის (50 მგ ერთხელ დღეში) ფარმაკოკინეტიკის შესაფასებლად.

თირკმლის მსუბუქი, საშუალო და მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში, ნორმალური ფუნქციის მქონე ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით, ვილდაგლიპტინის AUC-ის მაჩვენებელი საშუალოდ გაიზარდა შესაბამისად 1,4-ჯერ, 1,7-ჯერ და 2-ჯერ. ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით, თირკმლის მსუბუქი, საშუალო და მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში მეტაბოლიტების — LAY151 და BQS867 — AUC-ის მაჩვენებელი საშუალოდ გაიზარდა შესაბამისად 1,5-ჯერ, 3-ჯერ და 7-ჯერ. თირკმლის ტერმინალური უკმარისობის (ESRD) მქონე პაციენტებში არსებული შეზღუდული მონაცემები მიუთითებს, რომ ვილდაგლიპტინის ექსპოზიცია თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტების მაჩვენებლის მსგავსია. ESRD-ის მქონე პაციენტებში LAY151-ის კონცენტრაცია დაახლოებით 2-3-ჯერ უფრო მაღალი აღმოჩნდა თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებთან შედარებით. თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის კორექცია (იხ. ნაწილი 4.2.).

ჰემოდიალიზის საშუალებით ვილდაგლიპტინი გამოიყოფა მხოლოდ მცირე რაოდენობით (3%-ით, ჰემოდიალიზის 3-4 საათიანი სესიის დროს, რომელიც იწყება პრეპარატის მიღებიდან 4 საათის შემდეგ).

ღვიძლის უკმარისობა

ღვიძლის უკმარისობის გავლენა ვილდაგლიპტინის ფარმაკოკინეტიკურ მახასიათებლებზე შესწავლილ იქნა ჩაილდ-პიუს (Child-Pugh) სკალის მიხედვით მსუბუქი, საშუალო და მძიმე ხარისხის ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში (ჩაილდ-პიუს შკალით 6-დან 12 ქულამდე დიაპაზონში) ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით. ვილდაგლიპტინის ერთჯერადი (100 მგ) დოზის მიღების შემდეგ, …

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გალვუსი ტაბლეტი 50 მგ

NOVARTIS

პროდუქტის მახასიათებლების შეჯამება

სამედიცინო პროდუქტის დასახელება

გალვუსი 50 მგ ტაბლეტი

თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება

ვილდაგლიპტინი 50 მგ

დამხმარე ნივთიერებები

უწყლო ლაქტოზა (მიღებული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისგან) 47,82 მგ

დამხმარე ნივთიერებების სრული სიისთვის იხილეთ ნაწილი 6.1.

ფარმაცევტული ფორმა

ტაბლეტი

თეთრი ან ღია მოყვითალო ფერის, მრგვალი ფორმის, 8 მმ დიამეტრის მქონე ტაბლეტები, რომელთა ერთ მხარეს დატანილია გრავირება „NVR“, ხოლო მეორე მხარეს — „FB“

კლინიკური მახასიათებლები

თერაპიული ჩვენებები

გალვუსი ნაჩვენებია დიეტისა და ფიზიკური დატვირთვის თანხმლებად, გლიკემიური კონტროლის გასაუმჯობესებლად ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მკურნალობისას.

მონოთერაპიის სახით;

იმ პაციენტებში, რომლებთანაც მხოლოდ დიეტა და ფიზიკური დატვირთვა ვერ უზრუნველყოფს გლიკემიის ადეკვატურ კონტროლს, ხოლო მეტფორმინის გამოყენება მიზანშეწონილი არ არის უკუჩვენებების ან აუტანლობის გამო;

ორკომპონენტიანი პერორალური თერაპიის სახით, კომბინაციაში შემდეგ პრეპარატებთან:

კომბინაციაში მეტფორმინთან ერთად — იმ პაციენტებში, რომლებთანაც მეტფორმინით მონოთერაპიის მაქსიმალური ტოლერანტული დოზით გამოყენების მიუხედავად გლიკემიური კონტროლი არ არის ადეკვატური.

კომბინაციაში სულფონილშარდოვანას ჯგუფის პრეპარატთან ერთად — იმ პაციენტებში, რომლებთანაც გლიკემიური კონტროლი არ არის ადეკვატური სულფონილშარდოვანათი თერაპიის მაქსიმალური ტოლერანტული დოზით გამოყენების მიუხედავად, და რომლებისთვისაც მეტფორმინის გამოყენება მიზანშეწონილი არ არის უკuჩვენებების ან აუტანლობის გამო

კომბინაციაში თიაზოლიდინდიონის ჯგუფის (TZD) პრეპარატთან ერთად — იმ პაციენტებში, რომლებთანაც გლიკემიური კონტროლი არ არის ადეკვატური და რომლებისთვისაც მიზანშეწონილია თიაზოლიდინდიონის გამოყენება

სამკომპონენტიანი პერორალური თერაპიის სახით, კომბინაციაში შემდეგ პრეპარატებთან:

კომბინაციაში სულფონილშარდოვანასთან და მეტფორმინთან ერთად, როდესაც დიეტა, ფიზიკური დატვირთვა და აღნიშნული ორი პრეპარატით ორმაგი თერაპია ვერ უზრუნველყოფს ადეკვატურ გლიკემიურ კონტროლს.

ვილდაგლიპტინი ასევე ნაჩვენებია ინსულინთან კომბინაციაში (მეტფორმინთან ერთად ან მის გარეშე), როდესაც დიეტა, ფიზიკური დატვირთვა და ინსულინის სტაბილური დოზა ვერ უზრუნველყოფს ადეკვატურ გლიკემიურ კონტროლს.

გალვუსი ასევე ნაჩვენებია მეტფორმინთან კომბინაციაში, როგორც საწყისი თერაპია ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე იმ პაციენტებში, რომლებთანაც დაავადება ადეკვატურად ვერ კონტროლდება მხოლოდ დიეტისა და ფიზიკური დატვირთვის საშუალებით.

დოზირება და გამოყენების წესი

დოზირება

მოზრდილები

ვილდაგლიპტინის რეკომენდებული დღიური დოზა შეადგენს 100 მგ-ს, როდესაც პრეპარატი გამოიყენება მონოთერაპიის სახით, მეტფორმინთან ორმაგი კომბინაციის სახით, თიაზოლიდინდიონთან ორმაგი კომბინაციის სახით, მეტფორმინსა და სულფონილშარდოვანასთან სამმაგი კომბინაციის სახით, ან ინსულინთან კომბინაციაში (მეტფორმინთან ერთად ან მის გარეშე). 100 მგ-იანი დოზა მიიღება ორჯერადად: 50 მგ დილით და 50 მგ საღამოს.

სულფონილშარდოვანასთან ორმაგი კომბინაციის სახით გამოყენებისას, ვილდაგლიპტინის რეკომენდებული დღიური დოზა შეადგენს 50 მგ-ს ერთხელ დღეში, დილით. მოცემულ პოპულაციაში ვილდაგლიპტინის 100 მგ დღიური დოზა არ არის 50 მგ დღიურ დოზაზე უფრო ეფექტური.

სულფონილშარდოვანასთან კომბინაციაში გამოყენებისას, ჰიპოგლიკემიის რისკის შესამცირებლად, შესაძლებელია განხილულ იქნას სულფონილშარდოვანას უფრო დაბალი დოზის გამოყენება.

100 მგ-ზე მაღალი დღიური დოზების გამოყენება რეკომენდებული არ არის.

დოზის გამოტოვების შემთხვევაში, პაციენტმა იგი უნდა მიიღოს გახსენებისთანავე. იმავე დღეს ორმაგი დოზის მიღება დაშვებული არ არის.

ვილდაგლიპტინის, მეტფორმინისა და თიაზოლიდინდიონის სამმაგი პერორალური კომბინირებული თერაპიის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.

გამოყენების სიხშირე და ხანგრძლივობა

გალვუსის რეკომენდებული დოზაა 50 მგ ერთხელ დღეში ან 50 მგ ორჯერ დღეში (50 მგ დილით და 50 მგ საღამოს).

გამოყენების წესი

პერორალური გამოყენებისთვის.

გალვუსი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, წყლის მიყოლებით; მისი დაღეჭვა, დაფხვნა ან გაყოფა დაუშვებელია.

გალვუსის მიღება შესაძლებელია როგორც უზმოზე, ისე საკვების მიღების დროს ან საკვებისგან დამოუკიდებლად (იხ. ასევე ნაწილი 5.2).

50 მგ-იანი დოზა უნდა იქნას მიღებული ერთხელ დღეში, დილით. 100 მგ-იანი დოზა უნდა გაიყოს ორ მიღებად — 50 მგ დილით და 50 მგ საღამოს.

დამატებითი ინფორმაცია განსაკუთრებული პოპულაციების შესახებ

თირკმლის უკმარისობა

სუბუქი ხარისხის თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი ≥50 მლ/წთ) დოზის კორექცია საჭირო არ არის. საშუალო, მძიმე ან ტერმინალური სტადიის თირკმლის უკმარისობის (ESRD) მქონე ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში რეკომენდებული დოზა შეადგენს 50 მგ-ს ერთხელ დღეში.

ღვიძლის უკმარისობა

გალვუსი არ უნდა იქნას გამოყენებული ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, მათ შორის იმ პაციენტებშიც, რომლებთანაც მკურნალობის დაწყებამდე ალანინ ამინოტრანსფერაზას (ALT) ან ასპარტატ ამინოტრანსფერაზას (AST) დონე ნორმის ზედა ზღვარს (ULN) >2,5-ჯერ აღემატება (იხ. ნაწილები 4.4. და 5.2).

პედიატრიული პოპულაცია

უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ მონაცემების ნაკლებობის გამო, გალვუსის გამოყენება 18 წლამდე ასაკის პაციენტებში რეკომენდებული არ არის.

გერიატრიული პოპულაცია

გალვუსით ნამკურნალებ 65 წლისა და უფროსი ასაკის, ასევე 75 წლისა და უფროსი ასაკის პაციენტებსა და ახალგაზრდა პაციენტებს შორის საერთო უსაფრთხოების, აუტანლობის ან ეფექტურობის მხრივ განსხვავება არ გამოვლენილა. შესაბამისად, ხანდაზმულ პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის (იხ. ნაწილები 5.1.და 5.2.).

უკუჩვენებები

გალვუსი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც გააჩნიათ ცნობილი ჰიპერმგრძნობელობა ვილდაგლიპტინის ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ (იხ. ნაწილი 6.1.).

განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

ზოგადი

გალვუსი ვერ ჩაანაცვლებს ინსულინს იმ პაციენტებში, რომლებიც საჭიროებენ ინსულინოთერაპიას. გალვუსი არ უნდა იქნას გამოყენებული ტიპი 1 დიაბეტის მქონე პაციენტებში ან დიაბეტური კეტოაციდოზის სამკურნალოდ.

თირკმლის უკმარისობა

ერმინალური სტადიის თირკმლის უკმარისობის (ESRD) მქონე ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში პრეპარატის გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია. ამიტომ, ამ პოპულაციაში გალვუსი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული (იხ. ასევე ნაწილები 4.2., 5.1. და 5.2).

ღვიძლის უკმარისობა

გალვუსი არ უნდა იქნას გამოყენებული ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, მათ შორის მათთან, ვისაც მკურნალობის დაწყებამდე ALT ან AST დონე ნორმის ზედა ზღვარს (ULN) >3-ჯერ აღემატება (იხ. ასევე ნაწილები 4.2 და 5.2).

ღვიძლის ფერმენტების მონიტორინგი

იშვიათად დაფიქსირდა ღვიძლის ფუნქციის დარღვევის (ჰეპატიტის ჩათვლით) შემთხვევები. ამ შემთხვევებში პაციენტები ძირითადად ასიმპტომურები იყვნენ, კლინიკური გართულებები არ აღინიშნებოდა, ხოლო ღვიძლის ფუნქციური ტესტები (KFT) მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ ნორმის ფარგლებს დაუბრუნდა. გალვუსით მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია ღვიძლის ფუნქციური ტესტების ჩატარება პაციენტის საწყისი მაჩვენებლების დასადგენად. მკურნალობის პირველი წლის განმავლობაში ღვიძლის ფუნქცია უნდა კონტროლდებოდეს ყოველ სამ თვეში ერთხელ, ხოლო შემდგომ — პერიოდულად. ტრანსამინაზების დონის მომატების შემთხვევაში, შედეგის გადასამოწმებლად უნდა ჩატარდეს ღვიძლის ფუნქციის მეორე შეფასება, ხოლო შემდგომ ეს პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ ხშირი მონიტორინგის ქვეშ ანომალიის(ების) სრულ ნორმალიზებამდე. თუ AST ან ALT მაჩვენებლების ნორმის ზედა ზღვარზე (ULN) x3-ჯერ მომატება ნარჩუნდება, რეკომენდებულია გალვუსით მკურნალობის შეწყვეტა.

სიყვითლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მიმანიშნებელი სხვა სიმპტომების გამოვლენისას გალვუსით მკურნალობა უნდა შეწყდეს.

გალვუსის თერაპიის შეწყვეტისა და KFT-ის ნორმალიზების შემდეგ, პრეპარატით მკურნალობის ხელახლა დაწყება დაუშვებელია.

გულის უკმარისობა

ნიუ-იორკის გულის ასოციაციის (NYHA) I-III ფუნქციური კლასის გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ ვილდაგლიპტინით მკურნალობა, პლაცებოსთან შედარებით, არ იწვევდა მარცხენა პარკუჭის ფუნქციის ცვლილებას ან არსებული კონჟესტიური გულის უკმარისობის (CHF) გაუარესებას. NYHA III ფუნქციური კლასის მქონე პაციენტებში ვილდაგლიპტინის გამოყენების გამოცდილება ჯერ კიდევ შეზღუდულია და არსებული მონაცემები საბოლოო დასკვნის გაკეთების საშუალებას არ იძლევა (იხ. ნაწილი 5.1).

NYHA IV ფუნქციური კლასის მქონე პაციენტებში ვილდაგლიპტინის გამოყენების გამოცდილება არ არსებობს, რის გამოც ამ პაციენტებში მისი გამოყენება რეკომენდებული არ არის.

კანის დაავადებები

პრეკლინიკურ ტოქსიკოლოგიურ კვლევებში მაიმუნების კიდურებზე დაფიქსირდა კანის დაზიანებები, ბუშტუკებისა და წყლულების ჩათვლით (იხ. ნაწილი 5.3.). მიუხედავად იმისა, რომ კლინიკურ კვლევებში კანის დაზიანებების სიხშირის მატება არ შეინიშნებოდა, დიაბეტური კანის გართულებების მქონე პაციენტებში პრეპარატის გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია.

ამდენად, დიაბეტიანი პაციენტის რუტინული მოვლის ფარგლებში, რეკომენდებულია კანის ისეთი დაზიანებების მონიტორინგი, როგორიცაა ბუშტუკები ან წყლულები.

მწვავე პანკრეატიტი

ვილდაგლიპტინის გამოყენება ასოცირდება მწვავე პანკრეატიტის განვითარების რისკთან. პაციენტები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ მწვავე პანკრეატიტისთვის დამახასიათებელი სიმპტომების შესახებ (მუდმივი, ძლიერი ტკივილი მუცლის არეში).

პანკრეატიტზე ეჭვის არსებობისას ვილდაგლიპტინის მიღება უნდა შეწყდეს; მწვავე პანკრეატიტის დადასტურების შემთხვევაში კი მისი ხელახალი დაწყება დაუშვებელია. ანამნეზში მწვავე პანკრეატიტის მქონე პაციენტებში საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა.

ჰიპოგლიკემია

ნობილია, რომ სულფონილშარდოვანას ჯგუფის პრეპარატები იწვევენ ჰიპოგლიკემიას. პაციენტები, რომლებიც იღებენ ვილდაგლიპტინს სულფონილშარდოვანასთან კომბინაციაში, შესაძლოა იმყოფებოდნენ ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკის ქვეშ. შესაბამისად, რისკის შესამცირებლად შესაძლებელია განხილულ იქნას სულფონილშარდოვანას დოზის შემცირება.

ართრალგია

DPP-4 ინჰიბიტორების მიმღებ პაციენტებში პოსტმარკეტინგულ პერიოდში დაფიქსირდა სახსრების ძლიერი და პოტენციურად ინვალიდობის გამომწვევი ართრალგიის შემთხვევები. მკურნალობის დაწყებიდან სიმპტომების გამოვლენამდე დრო მერყეობდა ერთი დღიდან რამდენიმე წლამდე. პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ სიმპტომები ქრებოდა, ხოლო იმავე ან სხვა DPP-4 ინჰიბიტორის ხელახალი დანიშვნისას — კვლავ მეორდებოდა. სახსრების ძლიერი ტკივილის გამოვლენისას, DPP-4 ინჰიბიტორები განხილული უნდა იქნას როგორც შესაძლო გამომწვევი მიზეზი და საჭიროების შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს.

ბულოზური პემფიგოიდი

მარკეტინგის შემდგომ პერიოდში DPP-4 ინჰიბიტორების მიმღებ პაციენტებში დაფიქსირდა ბულოზური პემფიგოიდის შემთხვევები, რომლებიც საჭიროებდა ჰოსპიტალიზაციას. უმეტეს შემთხვევებში პაციენტების მდგომარეობა გაუმჯობესდა პრეპარატის მიღების შეწყვეტისა და სისტემური/ადგილობრივი იმუნოსუპრესიული თერაპიის ჩატარების შემდეგ. პაციენტებს უნდა ეცნობოთ, რომ გალვუსის მიღებისას კანზე ბუშტუკების ან ეროზიების გაჩენის შემთხვევაში მიმართონ ექიმს. ბულოზურ პემფიგოიდზე ეჭვის არსებობისას გალვუსის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და პაციენტი გადამისამართდეს დერმატოლოგთან შესაბამისი დიაგნოზისა და მკურნალობის დასანიშნად.

დამხმარე ნივთიერებები

ტაბლეტები შეიცავენ ლაქტოზას. გალაქტოზას აუტანლობის, ლაქტაზას სრული დეფიციტის ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის იშვიათი მემკვიდრული პრობლემების მქონე პაციენტებმა ეს მედიკამენტი არ უნდა მიიღონ.

ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს თითო ტაბლეტში, რაც ნიშნავს, რომ იგი პრაქტიკულად „ნატრიუმის გარეშეა“

ურთიერთქმედება მედიკამენტებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

ვილდაგლიპტინს გააჩნია სხვა მედიკამენტებთან კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედების დაბალი პოტენციალი. ინაიდან ვილდაგლიპტინი არ წარმოადგენს ციტოქრომ P (CYP) 450 ფერმენტის სუბსტრატს და არ ახდენს ამ ფერმენტების ინჰიბირებას ან ინდუცირებას, ნაკლებად სავარაუდოა მისი ურთიერთქმედება ისეთ აქტიურ ნივთიერებებთან, რომლებიც წარმოადგენენ ამ ფერმენტების სუბსტრატებს, ინჰიბიტორებს ან ინდუქტორებს.

კომბინაცია პიოგლიტაზონთან, მეტფორმინთან და გლიბურიდთან

აღნიშნულ პერორალურ ანტიდიაბეტურ საშუალებებთან ჩატარებულმა კვლევებმა კლინიკურად მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება არ აჩვენა.

დიგოქსინი (P-გლიკოპროტეინის სუბსტრატი), ვარფარინი (CYP2C9 სუბსტრატი)

ჯანმრთელ მოხალისეებში ჩატარებულ კვლევებში კლინიკურად მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება არ გამოვლენილა, თუმცა აღნიშნული მონაცემები სამიზნე პოპულაციაში დადასტურებული არ არის.

კომბინაცია ამლოდიპინთან, რამიპრილთან, ვალსარტანთან ან სიმვასტატინთან

ჯანმრთელ მოხალისეებში ჩატარდა წამლისმიერი ურთიერთქმედების კვლევები ამლოდიპინთან, რამიპრილთან, ვალსარტანთან და სიმვასტატინთან. ვილდაგლიპტინისა და ამ პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას კლინიკურად მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება არ დაფიქსირებულა.

კომბინაცია აგფ ინჰიბიტორებთან

პაციენტებში, რომლებიც გალვუსთან ერთად იღებენ აგფ ინჰიბიტორებს, შესაძლოა გაიზარდოს ანგიოედემის განვითარების რისკი (იხ. ნაწილი 4.8.).

ვილდაგლიპტინის ჰიპოგლიკემიური ეფექტი შეიძლება შემცირდეს გარკვეული აქტიური ნივთიერებებით, მათ შორის თიაზიდებით, კორტიკოსტეროიდებით, ფარისებრი ჯირკვლის პრეპარატებით და სიმპათომიმეტიკებით, როგორც ეს ხდება სულფონილშარდოვანას, მეგლიტინიდების და ბიგუანიდების კლასის პერორალური ანტიდიაბეტური პრეპარატების შემთხვევაში.

დამატებითი ინფორმაცია განსაკუთრებული პოპულაციების შესახებ

განსაკუთრებული პოპულაციების შესახებ მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.

პედიატრიული პოპულაცია

პედიატრიული პოპულაციის შესახებ მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.

ორსულობა და ლაქტაცია

ზოგადი რჩევა

ორსულობის კატეგორია C.

რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალები/ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები (კონტრაცეფცია)

გალვუსით მკურნალობის პერიოდში რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალებისთვის რეკომენდებულია კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდების გამოყენება.

ორსულობის პერიოდი

ორსულ ქალებში ვილდაგლიპტინის გამოყენების შესახებ ადეკვატური მონაცემები არ მოიპოვება. ცხოველებში ჩატარებულმა კვლევებმა მაღალი დოზების გამოყენებისას აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიკურობა (იხ. ნაწილი 5.3). პოტენციური რისკი ადამიანისთვის უცნობია.

მონაცემთა ნაკლებობის გამო, გალვუსის გამოყენება ორსულობის პერიოდში დაშვებული არ არის.

ლაქტაციის პერიოდი

უცნობია, გადადის თუ არა ვილდაგლიპტინი ადამიანის დედის რძეში. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ვილდაგლიპტინი გადადის რძეში. გალვუსის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში დაუშვებელია.

რეპროდუქციული უნარი/ფერტილობა

ადამიანის ფერტილობაზე გალვუსის გავლენის შესასწავლად კვლევები არ ჩატარებულა (იხ. ნაწილი 5.3)

ზემოქმედება ავტომობილის მართვასა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

ავტომობილის მართვასა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე პრეპარატის გავლენის შემსწავლელი კვლევები არ ჩატარებულა. ამდენად, იმ პაციენტებმა, რომლებსაც გვერდითი მოვლენის სახით აღენიშნებათ თავბრუსხვევა თავი უნდა შეიკავონ ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვისგან.

გვერდითი მოვლენები

უსაფრთხოების პროფილის შეჯამება

უსაფრთხოების მონაცემები მიღებულია სულ მცირე 12 კვირის ხანგრძლივობის, რანდომიზებული, ორმაგად ბრმა, პლაცებო-კონტროლირებადი კვლევებიდან, სადაც ვილდაგლიპტინის დღიურ 100 მგ დოზას (50 მგ ორჯერ დღეში) იღებდა სულ 5,451 პაციენტი. აქედან 4,622 პაციენტი ვილდაგლიპტინს იღებდა მონოთერაპიის სახით, ხოლო 829 პაციენტი — პლაცებოს.

გამოვლენილი გვერდითი მოვლენების უმეტესობა იყო მსუბუქი ხასიათის, გარდამავალი და არ მოითხოვდა მკურნალობის შეწყვეტას. გვერდითი მოვლენების კავშირი ასაკთან, ეთნიკურ წარმომავლობასთან, მკურნალობის ხანგრძლივობასთან ან დღიურ დოზასთან არ დაფიქსირებულა. სულფონილშარდოვანასთან და ინსულინთან კომბინაციაში ვილდაგლიპტინის მიმღებ პაციენტებში დაფიქსირდა ჰიპოგლიკემია. ვილდაგლიპტინის გამოყენებისას დაფიქსირდა მწვავე პანკრეატიტის განვითარების რისკი (იხ. ნაწილი 4.4.).

გვერდითი მოვლენების ცხრილი

ორმაგად ბრმა კვლევებში გალვუსის მონოთერაპიის სახით ან კომბინირებული თერაპიის დამატებით მიმღებ პაციენტებში დაფიქსირებული გვერდითი მოვლენები წარმოდგენილია სისტემური ორგანოების კლასისა და აბსოლუტური სიხშირის მიხედვით. თითოეული სიხშირის ჯგუფის ფარგლებში, გვერდითი მოვლენები წარმოდგენილია სიმძიმის კლების მიხედვით. გარდა ამისა, თითოეული გვერდითი პრეპარატის რეაქციის შესაბამისი სიხშირის კატეგორია ეფუძნება შემდეგ სისტემას: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100-დან <1/10-მდე); არახშირი (≥1/1,000-დან <1/100-მდე); იშვიათი (≥1/10,000-დან <1/1,000-მდე); ძალიან იშვიათი (<1/10,000), უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია).

ცხრილი 1. კონტროლირებად კლინიკურ კვლევებსა და პოსტმარკეტინგულ გამოცდილებაში ვილდაგლიპტინის მონოთერაპიის ან დამატებითი თერაპიის სახით მიმღებ პაციენტებში დაფიქსირებული გვერდითი მოვლენები

ორგანოთა სისტემის კლასი — გვერდითი მოვლენა

სიხშირე

ინფექციები და ინფესტაციები

ნაზოფარინგიტი

ძალიან ხშირი

ზედა სასუნთქი გზების ინფექცია

ხშირი

მეტაბოლიზმისა და კვებითი დარღვევები

ჰიპოგლიკემია

არახშირი

ნერვული სისტემის დარღვევები

თავბრუსხვევა

ხშირი

თავის ტკივილი

ხშირი

ტრემორი

ხშირი

თვალის დაავადებები

მხედველობის დაბინდვა

ხშირი

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები

ყაბზობა

ხშირი

გულისრევა

ხშირი

გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება

ხშირი

დიარეა

ხშირი

მუცლის ტკივილი, მათ შორის ზედა მუცლის ტკივილი

ხშირი

ღებინება

ხშირი

მუცლის შებერილობა

არახშირი

პანკრეატიტი

იშვიათი

ჰეპატობილიარული დარღვევები

ჰეპატიტი

უცნობი*

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

ჰიპერჰიდროზი

ხშირი

გამონაყარი

ხშირი

ქავილი

ხშირი

დერმატიტი

ხშირი

ჭინჭრის ციება

არახშირი

ექსფოლიაციური და ბულოზური დაზიანებები ბულოზური პემფიგოიდის ჩათვლით

უცნობი*

კანის ვასკულიტი

უცნობი*

ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები

ართრალგია

ხშირი

მიალგია

ხშირი

რეპროდუქციული სისტემისა და სარძევე ჯირკვლის დარღვევები

ერექციული დისფუნქცია

არახშირი

ზოგადი დარღვევები და რეაქციები გამოყენების ადგილას

ასთენია

ხშირი

პერიფერიული შეშუპება

ხშირი

დაღლილობა

არახშირი

შემცივნება

არახშირი

ანალიზები

ღვიძლის ფუნქციური ტესტების ანომალია

არახშირი

წონაში მატება

არახშირი

  • პოსტმარკეტინგულ გამოცდილებაზე დაყრდნობით.

შერჩეული გვერდითი მოვლენების აღწერა

ღვიძლის უკმარისობა

იშვიათად დაფიქსირდა ღვიძლის ფუნქციის დარღვევის (ჰეპატიტის ჩათვლით) შემთხვევები. ამ შემთხვევებში პაციენტები ძირითადად იყვნენ ასიმპტომურები კლინიკური გართულებების გარეშე, ხოლო მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ ღვიძლის ფუნქცია ნორმას დაუბრუნდა. 24 კვირამდე ხანგრძლივობის კონტროლირებადი მონოთერაპიული და დამატებითი თერაპიის კვლევებიდან მიღებული მონაცემებით, ALT ან AST-ის ≥3x ULN (ნორმის ზედა ზღვარზე 3-ჯერ მეტი) მატების სიხშირე (კლასიფიცირებული, როგორც მატება მინიმუმ 2 თანმიმდევრულ გაზომვაში ან მკურნალობის პერიოდში ბოლო ვიზიტისას) დღეში ერთხელ 50 მგ ვილდაგლიპტინის, დღეში ორჯერ 50 მგ ვილდაგლიპტინისა და ყველა შედარების ჯგუფისთვის შეადგენდა შესაბამისად 0,2%-ს, 0,3%-სა და 0,2%-ს. „ტრანსამინაზების ეს მატება, როგორც წესი, ასიმპტომური იყო, არ ხასიათდებოდა პროგრესირებადი მიმდინარეობით და დადგინდა, რომ იგი არ არის დაკავშირებული ქოლესტაზთან ან სიყვითლესთან.

ანგიოედემა

ვილდაგლიპტინის გამოყენებისას დაფიქსირდა ანგიოედემის იშვიათი შემთხვევები, მსგავსი სიხშირით, რაც საკონტროლო ჯგუფებში. შემთხვევების უფრო დიდი წილი დაფიქსირდა მაშინ, როდესაც ვილდაგლიპტინი გამოიყენებოდა აგფ ინჰიბიტორთან კომბინაციაში. მოვლენათა უმეტესობა იყო მსუბუქი ხასიათის და გაქრა ვილდაგლიპტინით მიმდინარე მკურნალობის ფონზე.

ჰიპოგლიკემია

აქტიურ შესადარებელ ჯგუფთან ან პლაცებოსთან (0,2%) შედარებით, კონტროლირებად მონოთერაპიულ კვლევებში ვილდაგლიპტინის მონოთერაპიის სახით გამოყენებისას, ჰიპოგლიკემია ვლინდებოდა არახშირად (0,4%). მძიმე ან სერიოზული ჰიპოგლიკემიური შემთხვევები არ დაფიქსირებულა. მეტფორმინთან კომბინაციაში გამოყენებისას, ჰიპოგლიკემია განვითარდა ვილდაგლიპტინით ნამკურნალები პაციენტების 1%-ში და პლაცებოთი ნამკურნალები პაციენტების 0,4%-ში. პიოგლიტაზონის დამატებისას ჰიპოგლიკემია განუვითარდა ვილდაგლიპტინით ნამკურნალები პაციენტების 0.6%-ს და პლაცებოთი ნამკურნალები პაციენტების 1.9%-ს. სულფონილშარდოვანას დამატებისას — 1.2%-ს ვილდაგლიპტინის და 0.6%-ს პლაცებოს ჯგუფში. სულფონილშარდოვანასა და მეტფორმინის ერთდროულად დამატებისას — 5.1%-ს ვილდაგლიპტინის და 1.9%-ს პლაცებოს ჯგუფში. ინსულინთან კომბინაციაში ჰიპოგლიკემიის სიხშირემ შეადგინა 14% ვილდაგლიპტინისთვის და 16% პლაცებოსთვის.

შეტყობინება საეჭვო გვერდით მოვლენების შესახებ

ლიცენზირების შემდეგ პრეპარატის სავარაუდო გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ის პრეპარატის სარგებლისა და რისკის ბალანსის უწყვეტი მონიტორინგის საშუალებას იძლევა. სამედიცინო პერსონალი ვალდებულია, ნებისმიერი საეჭვო გვერდითი მოვლენის შესახებ შეატყობინოს თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TÜFAM) (HYPERLINK "http://www.titck.gov.tr/" \hwww.titck.gov.tr; ელ-ფოსტა: HYPERLINK "mailto:[email protected]" \[email protected]; ტელ: 0 800 314 00 08; ფაქსი: 0 312 218 35 99).

ჭარბი დოზირება და მკურნალობა

ვილდაგლიპტინის ჭარბი დოზირების შესახებ მონაცემები შეზღუდულია

ნიშნები და სიმპტომები

ინფორმაცია დოზის გადაჭარბების შესაძლო სიმპტომების შესახებ მიღებულია ჯანმრთელ მოხალისეებში ჩატარებული მზარდი დოზების კვლევიდან, რომლებიც 10 დღის განმავლობაში იღებდნენ გალვუსს. 400 მგ დოზის დროს გამოვლინდა კუნთების მიალგიის 3 შემთხვევა, ხოლო ცალკეულ მოხალისეებში — მსუბუქი და ტრანზიტორული პარესთეზია, ცხელება, შეშუპება და ლიპაზას დონის დროებითი მომატება. 600 მგ დოზის დროს ერთ მოხალისეს აღენიშნა ხელებისა და ფეხების შეშუპება, ასევე კრეატინფოსფოკინაზას (CPK), ასპარტატამინოტრანსფერაზას (AST), C-რეაქტიული ცილის (CRP) და მიოგლობინის დონეების მომატება. სამ სხვა მოხალისეს აღენიშნა ფეხების შეშუპება, მათგან ორს თანხმლები პარესთეზიით. კვლევის პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ ყველა სიმპტომი და ლაბორატორიული ანომალია სპონტანურად ალაგდა ყოველგვარი სპეციფიკური მკურნალობის გარეშე.

მკურნალობა

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდებულია სიმპტომური და დამხმარე თერაპია. ვილდაგლიპტინის გამოდევნა ჰემოდიალიზის საშუალებით შეუძლებელია, თუმცა მისი ძირითადი ჰიდროლიზური მეტაბოლიტი (LAY 151) შეიძლება ორგანიზმიდან გამოიდევნოს ჰემოდიალიზით.

ფარმაკოლოგიური მახასიათებლები

ფარმაკოდინამიკური მახასიათებლები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: დიაბეტის დროს გამოსაყენებელი საშუალებები, დიპეპტიდილპეპტიდაზა-4 (DPP-4) ინჰიბიტორები

ათქ კოდი: A10BH02

ვილდაგლიპტინი არის კუჭ-ნაწლავის კუნძულოვან აპარატზე მასტიმულირებელი ეფექტის მქონე ძლიერი და სელექციური დიპეპტიდილპეპტიდაზა-4 (DPP-4) ინჰიბიტორი.

მოქმედების მექანიზმი

ვილდაგლიპტინის მიღება იწვევს DPP-4 აქტივობის სწრაფ და სრულ ინჰიბირებას, რაც ზრდის ინკრეტინული ჰორმონების — GLP-1 (გლუკაგონის მსგავსი პეპტიდი 1) და GIP (გლუკოზადამოკიდებული ინსულინოტროპული პოლიპეპტიდი) ენდოგენურ დონეებს უზმოზე და საკვების მიღების შემდგომ პერიოდში.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

ინკრეტინული ჰორმონების დონის გაზრდით, ვილდაგლიპტინი აძლიერებს ბეტა-უჯრედების მგრძნობელობას გლუკოზის მიმართ, რაც იწვევს გლუკოზადამოკიდებული ინსულინის სეკრეციის სტიმულირებას. ტიპი 2 დიაბეტის მქონე პაციენტებში 50-100 მგ დღიური დოზით მკურნალობამ გამოიწვია ბეტა-უჯრედების ფუნქციის მარკერების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, როგორებიცაა HOMA-β (ჰომეოსტაზის მოდელის შეფასება-β), პროინსულინ/ინსულინის თანაფარდობა და ბეტა-უჯრედების მგრძნობელობა კვებითი ტოლერანტობის ტესტის მიხედვით.

ჯანმრთელ (ნორმოგლიკემიურ) პირებში ვილდაგლიპტინი არ ახდენს ინსულინის სეკრეციის სტიმულირებას და არ იწვევს გლუკოზის დონის შემცირებას.

ვილდაგლიპტინი ენდოგენური GLP-1-ის დონის გაზრდის ხარჯზე ასევე აძლიერებს ალფა-უჯრედების მგრძნობელობას გლუკოზის მიმართ, რაც უზრუნველყოფს გლუკაგონის სეკრეციის ადეკვატურ რეგულაციას სისხლში გლუკოზის დონის შესაბამისად.

ჰიპერგლიკემიის დროს ინსულინ/გლუკაგონის თანაფარდობის მატება იწვევს ღვიძლის მიერ გლუკოზის პროდუქციის შემცირებას უზმოზე და ჭამის შემდეგ, რაც საბოლოოდ განაპირობებს გლიკემიის დონის კლებას.

ცნობილია, რომ GLP-1-ის მომატებული დონე აფერხებს კუჭის დაცლას, თუმცა ვილდაგლიპტინით მკურნალობისას ეს ეფექტი არ ფიქსირდება.

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

ორმაგ ბრმა პლაცებო ან აქტიურად კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში, რომელიც ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა მე-2 ტიპის დიაბეტის მქონე 15 000-ზე მეტმა პაციენტმა მიიღო მონაწილეობა. მ კვლევებში ვილდაგლიპტინი დაენიშნა 9 000-ზე მეტ პაციენტს დოზით 50 მგ დღეში ერთხელ, 50 მგ დღეში ორჯერ ან 100 მგ დღეში ერთხელ. 5 000-ზე მეტმა მამაკაცმა და 4 000-ზე მეტმა ქალმა პაციენტმა მიიღო ვილდაგლიპტინი 50 მგ ან 100 მგ დოზით დღეში ერთხელ. დადგინდა, რომ 1 900-ზე მეტი პაციენტი, რომელიც იღებდა ვილდაგლიპტინს 50 მგ ან 100 მგ დოზით დღეში ერთხელ, იყო 65 წლის ან უფროსი ასაკის. ამ კვლევებში ვილდაგლიპტინი გამოიყენებოდა მონოთერაპიის სახით ტიპი 2 დიაბეტის მქონე იმ პაციენტებში, რომლებსაც მანამდე მედიკამენტოზური მკურნალობა არ ჰქონიათ მიღებული, ან კომბინაციაში იმ პაციენტებისთვის, რომელთა დაავადების ადეკვატური კონტროლი სხვა ანტიდიაბეტური სამკურნალო საშუალებებით ვერ ხერხდებოდა.

საერთო ჯამში, ვილდაგლიპტინი, მონოთერაპიის სახით თუ მეტფორმინთან, სულფონილშარდოვანასთან ან თიაზოლიდინედიონთან კომბინაციაში, აუმჯობესებს გლიკემიურ კონტროლს; ეს დადასტურდა კვლევის საბოლოო წერტილში HbA1C დონის კლინიკურად მნიშვნელოვანი შემცირების გაზომვით საწყის დონესთან შედარებით (იხილეთ ცხრილი 2).

კლინიკურ კვლევებში ვილდაგლიპტინის გამოყენებისას HbA1C-ის უფრო გამოხატული კლება აღინიშნებოდა იმ პაციენტებში, რომლებსაც მკურნალობის დაწყებამდე ჰქონდათ ამ მაჩვენებლის უფრო მაღალი საწყისი დონე.

კონტროლირებად და ორმაგად ბრმა მეთოდით ჩატარებულ 52-კვირიან კვლევაში, ვილდაგლიპტინმა (50 მგ ორჯერ დღეში) შეამცირა საწყისი HbA1c-ის დონე 1%-ით, მაშინ როდესაც მეტფორმინით მიღებულმა შემცირებამ შეადგინა 1,6% (დოზის ტიტრაციით 2 გ/დღეში). სტატისტიკურად ექვივალენტობის მაჩვენებელი ვერ იქნა მიღწეული. ვილდაგლიპტინით ნამკურნალებ პაციენტებში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ გვერდითი რეაქციების შემთხვევები მნიშვნელოვნად დაბალი იყო მეტფორმინით ნამკურნალებ პაციენტებთან შედარებით.

კონტროლირებად და ორმაგად ბრმა მეთოდით ჩატარებულ 24-კვირიან კვლევაში, ვილდაგლიპტინი (50 მგ ორჯერ დღეში) შედარდა როსიგლიტაზონთან (8 მგ ერთხელ დღეში). პაციენტებში, რომელთა საწყისი საშუალო HbA1C მაჩვენებელი 8.7%-ს შეადგენდა, მიღწეული საშუალო შემცირება ვილდაგლიპტინით ნამკურნალებ პაციენტებში -1.2% იყო და როზიგლიტაზონით ნამკურნალებ პაციენტებში -1.48%. როსიგლიტაზონის მიმღებ პაციენტებში სხეულის საშუალო მასის მატებამ შეადგინა +1,6 კგ, მაშინ როდესაც ვილდაგლიპტონის მიმღებ პაციენტებში სხეულის მასის მატება არ დაფიქსირებულა (-0,3 კგ). პერიფერიული შეშუპების შემთხვევები ვილდაგლიპტინის ჯგუფში როზიგლიტაზონის ჯგუფთან შედარებით უფრო დაბალი აღმოჩნდა (შესაბამისად, 2.1% და 4.1%).

2 წლიან კლინიკურ კვლევაში, ვილდაგლიპტინი (50 მგ ორჯერ დღეში) შედარდა გლიკლაზიდთან (320 მგ-მდე დღეში). ორი წლის შემდეგ HbA1c დონის საშუალო კლება, რომლის საწყისი მნიშვნელობა 8.6% იყო, ვილდაგლიპტინის შემთხვევაში -0.5% და გლიკლაზიდის შემთხვევაში -0.6% იყო. სტატისტიკური ეკვივალენტობა დადგენილი არ იყო. ჰიპოგლიკემიურ მოვლენებთან ასოცირების მაჩვენებელი უფრო დაბალი აღმოჩნდა ვილდაგლიპტინის შემთხვევაში (0.7%), გლიკლაზიდთან (1.7%) შედარებით.

24-კვირიან კვლევაში, ვილდაგლიპტინი (50 მგ დღეში ორჯერ) შედარებული იქნა პიოგლიტაზონთან (30 მგ დღეში ერთხელ) იმ პაციენტებში, რომლებშიც მეტფორმინით მკურნალობისას ვერ აღწევდნენ ადეკვატურ კონტროლს (საშუალო დღიური დოზა: 2020 მგ). HbA1c დონის საშუალო შემცირება, რომლის საშუალო საწყისი მნიშვნელობა 8.4%-ს შეადგენდა, განისაზღვრა როგორც -0.9% მეტფორმინთან ვილდაგლიპტინის დამატების შემთხვევაში და -1% მეტფორმინთან პიოგლიტაზონის დამატების შემთხვევაში. პაციენტებმა, რომლებიც მეტფორმინთან ერთად იღებდნენ პიოგლიტაზონს, საშუალოდ +1.9 კგ-ით მოიმატეს წონაში, ხოლო პაციენტებმა, რომლებიც მეტფორმინთან ერთად იღებდნენ ვილდაგლიპტინს, +0.3 კგ-ით მოიმატეს წონაში.

2 წლის ხანგრძლივობის კლინიკურ კვლევაში, მეტფორმინით (საშუალო დღიური დოზა: 1 894 მგ) მკურნალობაზე მყოფ პაციენტებში შედარდა თერაპიაზე დამატებული ვილდაგლიპტინი (50 მგ ორჯერ დღეში) და გლიმეპირიდი (6 მგ-მდე დღეში - საშუალო დოზა 2 წლის განმავლობაში: 4,6 მგ). 1 წლის შემდეგ დაფიქსირდა, რომ HbA1c-ის დონეების კლებამ, საწყისი საშუალო 7,3%-იანი დონიდან, შეადგინა -0,4% მეტფორმინზე დამატებული ვილდაგლიპტინით და -0,5% მეტფორმინზე დამატებული გლიმეპირიდით. გამოვლინდა, რომ სხეულის მასის ცვლილება ვილდაგლიპტინით შეადგენდა -0,2 კგ-ს, ხოლო გლიმეპირიდით +1,6 კგ-ს. ჰიპოგლიკემიის შემთხვევები მნიშვნელოვნად დაბალი აღმოჩნდა ვილდაგლიპტინის ჯგუფში (1.7%) გლიმეპირიდის ჯგუფთან (16.2%) შედარებით. კვლევის საბოლოო წერტილში (2 წელი), ორივე მკურნალობის ჯგუფში HbA1c-ის დონეები საწყისი მაჩვენებლების მსგავსი იყო, ხოლო სხეულის მასის ცვლილებები და ჰიპოგლიკემიის სხვაობები შენარჩუნდა.

52-კვირიან კვლევაში, იმ პაციენტებში, რომელთა ადეკვატური კონტროლი ვერ ხერხდებოდა მეტფორმინით მკურნალობით, თერაპიაზე დამატებული ვილდაგლიპტინი (50 მგ ორჯერ დღეში) შედარდა გლიკლაზიდთან (საშუალო დღიური დოზა 229,5 მგ). 1 წლის შემდეგ დაფიქსირდა HbA1c-ის საშუალო კლება -0,81%-ით მეტფორმინზე დამატებული ვილდაგლიპტინით (საწყისი საშუალო HbA1c 8,4%) და -0,85%-ით მეტფორმინზე დამატებული გლიკლაზიდით (საწყისი საშუალო HbA1c 8,5%) და მიღწეულ იქნა სტატისტიკური თანაბარი ეფექტურობა (95% CI -0,11 - 0,20). ვილდაგლიპტინით სხეულის მასის ცვლილება იყო +0,1 კგ, მაშინ როდესაც გლიკლაზიდით დაფიქსირდა წონის მატება +1,4 კგ-ით.

24-კვირიან კვლევაში შეფასდა ვილდაგლიპტინისა და მეტფორმინის ფიქსირებული დოზების კომბინაციის გამოყენება (50 მგ/500 მგ ორჯერ დღეში ან ეტაპობრივი ტიტრაციით 50 მგ/1 000 მგ დოზამდე ორჯერ დღეში) საწყისი თერაპიის სახით იმ პაციენტებში, რომლებსაც მანამდე მედიკამენტოზური მკურნალობა არ ჰქონიათ მიღებული. HbA1c-ის საშუალო კლება მნიშვნელოვნად უფრო მაღალი აღმოჩნდა ვილდაგლიპტინი პლუს მეტფორმინის კომბინაციური თერაპიით, ორივე მკურნალობის მონოთერაპიასთან შედარებით. საწყისი საშუალო HbA1c მაჩვენებელი, რომელიც შეადგენდა 8,6%-ს, შემცირდა -1,82%-ით ვილდაგლიპტინი/მეტფორმინის 50 მგ/1000 მგ ორჯერ დღეში დოზით, -1,61%-ით ვილდაგლიპტინი/მეტფორმინის 50 მგ/500 მგ ორჯერ დღეში დოზით, -1,36%-ით მეტფორმინის 1000 მგ ორჯერ დღეში დოზით და -1,09%-ით ვილდაგლიპტინის 50 მგ ორჯერ დღეში დოზით მიღებისას. პაციენტებში, რომელთა საწყისი HbA1c მაჩვენებელი იყო ≥10%, დაფიქსირდა HbA1c-ის უფრო მეტი კლება.

ჩატარდა 24-კვირიანი, მრავალცენტრული, რანდომიზებული, ორმაგად ბრმა, პლაცებო-კონტროლირებადი კვლევა, რომლის მიზანი იყო ვილდაგლიპტინის 50 მგ-ის ერთხელ დღეში მკურნალობის ეფექტის შეფასება პლაცებოსთან შედარებით 515 პაციენტში, რომელთაც აღენიშნებოდათ ტიპი 2 დიაბეტი და საშუალო ხარისხის თირკმლის უკმარისობა (N=294) ან თირკმლის მძიმე უკმარისობა (N=221). თირკმლის საშუალო და მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებიდან, შესაბამისად, 68.8% და 80.5% თავდაპირველად მკურნალობდნენ ინსულინით (საშუალო დღიური დოზა შესაბამისად 56 ერთეული და 51.6 ერთეული). თირკმლის საშუალო ხარისხის უკმარისობის მქონე პაციენტებში ვილდაგლიპტინმა, პლაცებოსთან შედარებით, მნიშვნელოვნად შეამცირა HbA1c საწყისი საშუალო 7,9%-იანი მაჩვენებლიდან (-0,53%-იანი სხვაობა). თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში ვილდაგლიპტინმა, პლაცებოსთან შედარებით, მნიშვნელოვნად შეამცირა HbA1c საწყისი საშუალო 7,7%-იანი მაჩვენებლიდან (-0,56%-იანი სხვაობა).

განხორციელდა 24 კვირის ხანგრძლივობის, რანდომიზებული, ორმაგად ბრმა, პლაცებო-კონტროლირებადი კვლევა 318 პაციენტის მონაწილეობით, მეტფორმინთან (≥ 1500 მგ/დღეში) და გლიმეპირიდთან (≥4 მგ/დღეში) კომბინაციაში არსებული ვილდაგლიპტინის (50 მგ ორჯერ დღეში) ეფექტურობისა და უსაფრთხოების შეფასების მიზნით. ვილდაგლიპტინმა მეტფორმინთან და გლიმეპირიდთან კომბინაციაში, პლაცებოსთან შედარებით, მნიშვნელოვნად შეამცირა HbA1c მაჩვენებელი. საწყის საშუალო HbA1c მაჩვენებელში (8,8%) პლაცებოსთან მიმართებით კორექტირებულმა საშუალო კლებამ შეადგინა -0,76%.

განხორციელდა 24 კვირის ხანგრძლივობის, რანდომიზებული, ორმაგად ბრმა, პლაცებო-კონტროლირებადი კვლევა 449 პაციენტის მონაწილეობით, ბაზალური ან პრემიქს ინსულინის სტაბილურ დოზასთან (საშუალო დღიური დოზა: 41 ერთეული) კომბინაციაში არსებული ვილდაგლიპტინის (50 მგ ორჯერ დღეში) ეფექტურობისა და უსაფრთხოების შეფასების მიზნით, თანმხლები მეტფორმინის გამოყენებით (N=276) ან მის გარეშე (N=173). პლაცებოსთან შედარებით, ინსულინთან კომბინაციაში არსებულმა ვილდაგლიპტინმა მნიშვნელოვნად შეამცირა HbA1c მაჩვენებელი. მთელ პოპულაციაში, HbA1c-ის საშუალო შემცირება საწყის 8.8%-თან შედარებით იყო -0.72%, პლაცებოსთვის კორექტირებით. ინსულინით მეტფორმინთან ან მეტფორმინის გარეშე მკურნალობის მქონე ქვეჯგუფებში, პლაცებოსთვის კორექტირებული HbA1c-ის საშუალო შემცირება შესაბამისად -0.63% და -0.84% ​​იყო. პოპულაციაში ჰიპოგლიკემიის საერთო სიხშირე ვილდაგლიპტინის და პლაცებოს ჯგუფებში, შესაბამისად, 8.4% და 7.2% იყო. ვილდაგლიპტინის მიმღებ პაციენტებში წონის მატება არ მომხდარა (+0,2 კგ), ხოლო პლაცებოს მიმღებებში აღინიშნა წონის კლება (-0,7 კგ).

კიდევ ერთ 24-კვირიან კვლევაში, რომელიც ჩატარდა ტიპი 2 დიაბეტის მქონე უფრო შორსწასული ფორმის პაციენტებში, რომელთა კონტროლი ვერ ხერხდებოდა ინსულინით (ხანმოკლე და ხანგრძლივი მოქმედების, ინსულინის საშუალო დოზა 80 სე/დღეში), ინსულინზე ვილდაგლიპტინის (50 მგ ორჯერ დღეში) დამატებისას HbA1c მაჩვენებლის საშუალო კლება სტატისტიკურად მნიშვნელოვნად უფრო დიდი იყო პლაცებო პლუს ინსულინთან შედარებით (0,5%-ის საპირისპიროდ 0,2%). ჰიპოგლიკემიის სიხშირე ვილდაგლიპტინის ჯგუფში პლაცებოს ჯგუფთან შედარებით უფრო დაბალი აღმოჩნდა (29.6%-ის საპირისპიროდ 22.9%).

ცხრილი 2. პლაცებო-კონტროლირებად მონოთერაპიულ კვლევებსა და დამატებითი კომბინაციური თერაპიის კვლევებში ვილდაგლიპტინით მიღებული ძირითადი ეფექტურობის შედეგები (პირველადი ეფექტურობის ITT პოპულაცია)

პლაცებო-კონტროლირებადი მონოთერაპიული კვლევები“

საწყისი საშუალო

HbA1c

(%)

HbA1c-ის საშუალო ცვლილება საწყისთან შედარებით 24-ე კვირას“

(%)

HbA1c-ის პლაცებოსთან მიმართებით კორექტირებული საშუალო ცვლილება საწყისთან შედარებით 24-ე კვირას (%) (95%

CI)

კვლევა 2301: ვილდაგლიპტინი 50 მგ ორჯერ დღეში (N=90)

8,6

  • 0,8
  • 0,5* (-0,8;-0,1)

კვლევა 2384: ვილდაგლიპტინი 50 მგ ორჯერ დღეში (N=79)

8,4

  • 0,7
  • 0,7* (-1,1;-0,4)
  • p<0,05, პლაცებოსთან შედარებით

დამატებითი თერაპიის/კომბინაციური კვლევები

ვილდაგლიპტინი 50 მგ ორჯერ დღეში + მეტფორმინი (N=143)

8,4

  • 0,9
  • 1,1* (-1,4;-0,8)

ვილდაგლიპტინი 50 მგ ერთხელ დღეში + გლიმეპირიდი (N=132)

8,5

  • 0,6
  • 0,6* (-0,9;-0,4)

ვილდაგლიპტინი 50 მგ ორჯერ დღეში + პიოგლიტაზონი (N=136)

8,7

  • 1,0
  • 0,7* (-0,9;-0,4)

ვილდაგლიპტინი 50 მგ ორჯერ დღეში + მეტფორმინი + გლიმეპირიდი (N=152)

8,8

  • 1,0
  • 0,8* (-1,0;-0,5)
  • p<0,05 პლაცებო + კომპარატორთან შედარებით

ტიპი 2 დიაბეტისა და შეგუბებითი გულის უკმარისობის (NYHA I-III კლასი) მქონე პაციენტებში ჩატარებულ 52-კვირიან, მრავალცენტრულ, რანდომიზებულ, ორმაგად ბრმა კვლევაში შეფასდა ვილდაგლიპტინის 50 მგ-ის ორჯერ დღეში (N=128) ეფექტი მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქციაზე (SVEF) პლაცებოსთან (N=126) შედარებით. დადგინდა, რომ ვილდაგლიპტინი არ იყო დაკავშირებული მარცხენა პარკუჭის ფუნქციის ცვლილებასთან ან არსებული შეგუბებითი გულის უკმარისობის გაუარესებასთან. გულ-სისხლძარღვთა მხრივ გამოვლენილი მოვლენები მთლიანობაში დაბალანსებულად შეფასდა. NYHA III კლასის გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ვილდაგლიპტინით, კარდიალური მოვლენების სიხშირე ოდნავ მაღალი იყო პლაცებოსთან შედარებით. მიუხედავად ამისა, საწყის ეტაპზე გულ-სისხლძარღვთა რისკის დისბალანსი პლაცებოს სასარგებლოდ და მოვლენათა მცირე რაოდენობა გამორიცხავს საბოლოო დასკვნების გამოტანას. მე-16 კვირას, პლაცებოსთან შედარებით, ვილდაგლიპტინმა მნიშვნელოვნად შეამცირა HbA1c საწყისი საშუალო 7,8%-იანი მაჩვენებლიდან (0,6%-იანი სხვაობა). NYHA III კლასის ქვეჯგუფში HbA1c-ის კლება პლაცებოსთან შედარებით უფრო ნაკლები იყო (0,3%-იანი სხვაობა), თუმცა ეს შედეგი შეზღუდულია პაციენტების მცირე რაოდენობის გამო (n=44). ჰიპოგლიკემიის სიხშირე ზოგად პოპულაციაში ვილდაგლიპტინისა და პლაცებოს ჯგუფებში შესაბამისად შეადგენდა 4,7%-ს და 5,6%-ს.

ჩატარდა ტიპი 2 დიაბეტის მქონე პაციენტების 5-წლიანი, მრავალცენტრული, რანდომიზებული, ორმაგად ბრმა კვლევა (VERIFY), რომლის მიზანი იყო ვილდაგლიპტინისა და მეტფორმინის ადრეული კომბინაციური თერაპიის (N=998) ეფექტის შეფასება ტიპი 2 დიაბეტის მქონე, ახლად დიაგნოსტირებულ პაციენტებში, სტანდარტული მოვლის წესით ჯერ მეტფორმინით მონოთერაპიასა და შემდგომ ვილდაგლიპტინის დამატებით კომბინაციასთან (თანმიმდევრული მკურნალობის ჯგუფი) (N=1 003) შედარებით. ვილდაგლიპტინის 50 მგ ორჯერ დღეში პლუს მეტფორმინის კომბინირებულმა რეჟიმმა, ადრე ნამკურნალებევ ტიპი 2 დიაბეტის მქონე პაციენტებში, მეტფორმინით მონოთერაპიასთან შედარებით, გამოიწვია „მკურნალობის პირველ დადასტურებულ წარუმატებლობამდე განვლილი დროის“ (HbA1c მაჩვენებელი ≥7%) რისკის სტატისტიკურად და კლინიკურად მნიშვნელოვანი ფარდობითი შემცირება 5-წლიანი კვლევის პერიოდში (HR [95% CI]: 0.51 [0,45; 0,58]; p<0,001). მკურნალობის საწყისი წარუმატებლობის (HbA1c მაჩვენებელი $\ge$ 7%) სიხშირე კომბინაციური თერაპიის ჯგუფში შეადგენდა 429 პაციენტს (43,6%), ხოლო თანმიმდევრული მკურნალობის ჯგუფში — 614 პაციენტს (62,1%).

კარდიოვასკულარული რისკი

ჩატარდა III და IV ფაზის 37 მონოთერაპიული და კომბინაციური მკურნალობის კლინიკური კვლევის (ვილდაგლიპტინისთვის საშუალოდ 50 კვირა და შესადარებელი პრეპარატებისთვის 49 კვირა) დამოუკიდებლად და პროსპექტიულად შეფასებული გულ-სისხლძარღვთა მოვლენების მეტა-ანალიზი 2 წელზე მეტი ხანგრძლივობის პერიოდით, რომელმაც აჩვენა, რომ ვილდაგლიპტინით მკურნალობა არ იყო დაკავშირებული გულ-სისხლძარღვთა რისკის მატებასთან შესადარებელ პრეპარატებთან შედარებით. ძირითადი არასასურველი გულ-სისხლძარღვთა მოვლენების (MACE) კომბინირებული საბოლოო წერტილი, რომელიც მოიცავდა მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტს, ინსულტს ან გულ-სისხლძარღვთა სიკვდილს, მსგავსი იყო ვილდაგლიპტინისთვის კომბინირებულ აქტიურ და პლაცებო შესადარებელ პრეპარატებთან მიმართებით [მანტელ-ჰენსელის რისკის შეფარდება (M-H RR) 0,82 (95% GA 0,61-1,11)]. MACE განვითარდა ვილდაგლიპტინით ნამკურნალები 9 599 პაციენტიდან 83-ში (0,86%) და შესადარებელი პრეპარატით ნამკურნალები 7 102 პაციენტიდან 85-ში (1,20%). MACE-ის თითოეული კომპონენტის შეფასებამ რისკის მატება არ გამოავლინა (მსგავსი M-H RR). გულის უკმარისობის (HF) დადასტურებული მოვლენები, რაც განისაზღვრა როგორც ჰოსპიტალიზაციის საჭიროების მქონე HF ან HF-ის ახალი გამოვლენა, აღინიშნა ვილდაგლიპტინით ნამკურნალებ 41 პაციენტში (0,43%) და შესადარებელი პრეპარატით ნამკურნალებ 32 პაციენტში (0,45%), სადაც M-H RR შეადგენდა 1,08-ს (95% GA 0,68-1,7).

ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები

ზოგადი მახასიათებლები

შეწოვა

უზმოზე პერორალურად მიღებული ვილდაგლიპტინი სწრაფად შეიწოვება და პლაზმაში მაქსიმალურ კონცენტრაციას 1,7 საათში აღწევს. საკვებთან ერთად მიღება 2.5 საათამდე აჭიანურებს პლაზმაში პიკური კონცენტრაციის მიღწევას; თუმცა, მთლიანი ექსპოზიციის მნიშვნელობა (AUC - მრუდის ქვეშ ფართობი) უცვლელი რჩება. ვილდაგლიპტინის საკვებთან ერთად მიღებამ Cmax მნიშვნელობა 19%-ით შეამცირა უზმოზე მიღებულ დოზასთან შედარებით. თუმცა, რადგან ცვლილების მასშტაბები კლინიკურად მნიშვნელოვანი არ არის, გალვუსის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა 85%-ია.

განაწილება

ვილდაგლიპტინის პლაზმის ცილებთან ბოჭვის ხარისხი დაბალია (9,3%) და ვილდაგლიპტინი თანაბრად ნაწილდება პლაზმასა და ერითროციტებს შორის. ინტრავენური შეყვანის შემდეგ წონასწორულ მდგომარეობაში ვილდაგლიპტინის განაწილების საშუალო მოცულობა (Vss) შეადგენს 71 ლიტრს, რაც ექსტრავასკულარულ განაწილებაზე მიუთითებს.

ბიოტრანსფორმაცია

მეტაბოლიზმი წარმოადგენს ადამიანში ვილდაგლიპტინის ელიმინაციის ძირითად გზას და შეადგენს მიღებული დოზის 69%-ს.

ციანო ჯგუფის ჰიდროლიზის შედეგად წარმოქმნილი ძირითადი მეტაბოლიტი (LAY 151) ფარმაკოლოგიურად ინაქტიურია და შეადგენს დოზის 57%-ს; მას მოჰყვება ამიდური ჯგუფის ჰიდროლიზის პროდუქტი (დოზის 4%). ადამიანის თირკმლის მიკროსომებზე ჩატარებული in vitro კვლევების მონაცემები მიუთითებს, რომ თირკმელები შეიძლება იყოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანო, რომელიც ხელს უწყობს LAY151-ის, ვილდაგლიპტინის მთავარი არააქტიური მეტაბოლიტის, ჰიდროლიზს. ვირთხებზე ჩატარებულმა in vivo კვლევამ DPP-4 ფერმენტის არარსებობის პირობებში აჩვენა, რომ DPP-4 ნაწილობრივ მონაწილეობს ვილდაგლიპტინის ჰიდროლიზში. ვილდაგლიპტინი ძნელად მეტაბოლიზდება ციტოქრომ P450 ფერმენტებით. ამიტომ, მოსალოდნელი არ არის, რომ ვილდაგლიპტინის მეტაბოლურ კლირენსზე გავლენა მოახდინონ იმ მედიკამენტებმა, რომლებიც წარმოადგენენ CYP 450-ის ინჰიბიტორებს ან/და ინდუქტორებს. In vitro კვლევებმა აჩვენა, რომ ვილდაგლიპტინი არ იწვევს ციტოქრომ P450 ფერმენტების ინჰიბირებას ან ინდუქციას. ამიტომ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვილდაგლიპტინი გავლენას მოახდენს იმ პრეპარატების მეტაბოლურ კლირენსზე, რომლებიც მეტაბოლიზდებიან CYP 1A2, CYP 2C8, CYP 2C9, CYP 2C19, CYP 2D6, CYP 2E1 ან CYP 3A4/5 ფერმენტების საშუალებით.

გამოყოფა

14C-ვილდაგლიპტინის პერორალურად მიღების შემდეგ, დოზის დაახლოებით 85% გამოიყოფა შარდთან ერთად, ხოლო 15% ხვდება განავალში. პერორალური მიღების შემდეგ, დოზის 23% თირკმელების საშუალებით გამოიყოფა უცვლელი ვილდაგლიპტინის სახით. ჯანმრთელ სუბიექტებში ინტრავენური შეყვანის შემდეგ, ვილდაგლიპტინის მთლიანი პლაზმური და რენალური კლირენსი შეადგენს შესაბამისად 41 ლიტრს სთ-ში და 13 ლიტრს სთ-ში. ინტრავენური შეყვანის შემდეგ ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი შეადგენს დაახლოებით 2 საათს. პერორალური მიღების შემდეგ ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 3 საათია.

წრფივობა/არაწრფივობა

ვილდაგლიპტინის პიკური პლაზმური კონცენტრაციები და პლაზმური კონცენტრაცია-დროის მრუდის ქვეშ არსებული ფართობი (AUC) იზრდებოდა დოზის პროპორციულად თერაპიული დოზის მთელ დიაპაზონში.

დამახასიათებელი ნიშნები პაციენტებში

თირკმლის უკმარისობა

კრეატინინის კლირენსის მიხედვით განსაზღვრული, თირკმლის ქრონიკული უკმარისობის სხვადასხვა ხარისხის (მსუბუქი: 50-დან <80 მლ/წთ-მდე, საშუალო: 30-დან <50 მლ/წთ-მდე და მძიმე: <30 მლ/წთ-ზე) მქონე პაციენტებისა და ნორმალური ფუნქციის მქონე საკონტროლო სუბიექტების შესადარებლად, ჩატარდა მრავალჯერადი დოზირების, ღია კვლევა ვილდაგლიპტინის უფრო დაბალი თერაპიული დოზის (50 მგ ერთხელ დღეში) ფარმაკოკინეტიკის შესაფასებლად.

თირკმლის მსუბუქი, საშუალო და მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში, ნორმალური ფუნქციის მქონე ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით, ვილდაგლიპტინის AUC-ის მაჩვენებელი საშუალოდ გაიზარდა შესაბამისად 1,4-ჯერ, 1,7-ჯერ და 2-ჯერ. ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით, თირკმლის მსუბუქი, საშუალო და მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში მეტაბოლიტების — LAY151 და BQS867 — AUC-ის მაჩვენებელი საშუალოდ გაიზარდა შესაბამისად 1,5-ჯერ, 3-ჯერ და 7-ჯერ. თირკმლის ტერმინალური უკმარისობის (ESRD) მქონე პაციენტებში არსებული შეზღუდული მონაცემები მიუთითებს, რომ ვილდაგლიპტინის ექსპოზიცია თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტების მაჩვენებლის მსგავსია. ESRD-ის მქონე პაციენტებში LAY151-ის კონცენტრაცია დაახლოებით 2-3-ჯერ უფრო მაღალი აღმოჩნდა თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებთან შედარებით. თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის კორექცია (იხ. ნაწილი 4.2.).

ჰემოდიალიზის საშუალებით ვილდაგლიპტინი გამოიყოფა მხოლოდ მცირე რაოდენობით (3%-ით, ჰემოდიალიზის 3-4 საათიანი სესიის დროს, რომელიც იწყება პრეპარატის მიღებიდან 4 საათის შემდეგ).

ღვიძლის უკმარისობა

ღვიძლის უკმარისობის გავლენა ვილდაგლიპტინის ფარმაკოკინეტიკურ მახასიათებლებზე შესწავლილ იქნა ჩაილდ-პიუს (Child-Pugh) სკალის მიხედვით მსუბუქი, საშუალო და მძიმე ხარისხის ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში (ჩაილდ-პიუს შკალით 6-დან 12 ქულამდე დიაპაზონში) ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით. ვილდაგლიპტინის ერთჯერადი (100 მგ) დოზის მიღების შემდეგ, ღვიძლის მსუბუქი და საშუალო უკმარისობის მქონე პაციენტებში ექსპოზიცია შემცირდა (შესაბამისად 20%-ით და 8%-ით), ხოლო ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში ექსპოზიცია გაიზარდა 22%-ით. ვინაიდან ვილდაგლიპტინის ექსპოზიციის მაქსიმალური ცვლილება (შემცირება ან მატება) დაახლოებით 30%-ის ფარგლებში მერყეობდა, იგი კლინიკურად მნიშვნელოვნად არ მიიჩნევა. ღვიძლის დაავადების სიმძიმესა და ვილდაგლიპტინის ექსპოზიციის ცვლილებებს შორის კორელაცია არ გამოვლენილა.

პედიატრიული პოპულაცია

ამ პაციენტებისთვის ფარმაკოკინეტიკური მონაცემები არ არსებობს.

ხანდაზმულები

ჯანმრთელ ხანდაზმულ მოხალისეებში (≥70 წელი) ვილდაგლიპტინის საერთო ექსპოზიცია (100 მგ დღეში ერთხელ) გაიზარდა 32%-ით, ხოლო პიკური პლაზმური კონცენტრაცია - 18%-ით ახალგაზრდა ჯანმრთელ სუბიექტებთან შედარებით (18-40 წელი). თუმცა, ეს ცვლილებები კლინიკურად მნიშვნელოვანი არ იყო. ასაკი გავლენას არ ახდენდა ვილდაგლიპტინის მიერ DPP-4-ის ინჰიბირებაზე.

სქესი

ვილდაგლიპტინის ფარმაკოკინეტიკური თვისებების კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები არ დაფიქსირებულა ჯანმრთელ მამაკაც და ქალ მოხალისეებს შორის ასაკისა და სხეულის მასის ინდექსის (BMI) ფართო დიაპაზონში. სქესი არ მოქმედებს ვილდაგლიპტინის მიერ DPP-4-ის ინჰიბირებაზე.

რასა

არსებული შეზღუდული მონაცემების საფუძველზე, რასობრივ განსხვავებებს, როგორც ჩანს, მნიშვნელოვანი გავლენა არ აქვს ვილდაგლიპტინის ფარმაკოკინეტიკურ თვისებებზე.

პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები

ძაღლებში, 15 მგ/კგ დოზის მიღებისას (Cmax-ის მიხედვით, ადამიანებზე 7-ჯერ მეტი დოზა) დაფიქსირდა გულშიდა იმპულსების გამტარობის შეფერხება, სხვა გვერდითი მოვლენების გარეშე.

ვირთხებსა და თაგვებში ფილტვებში ქაფიანი ალვეოლური მაკროფაგების დაგროვება აღინიშნა. ეფექტის არარსებობის დოზა ვირთხებში განისაზღვრა 25 მგ/კგ-ით (AUC-ზე დაყრდნობით ადამიანის ექსპოზიციაზე 5-ჯერ მეტი), ხოლო თაგვებში — 750 მგ/კგ-ით (ადამიანის ექსპოზიციაზე 142-ჯერ მეტი).

ძაღლებში აღინიშნა კუჭ-ნაწლავის მხრივი სიმპტომები, კერძოდ: რბილი განავალი, ლორწოვანი განავალი, ფაღარათი, ხოლო მაღალი დოზების დროს — სისხლიანი განავალი. არ არის დადგენილი დონე, რომლის დროსაც ეფექტი არ შეინიშნება.

ჩვეულებრივი in vitro და in vivo გენოტოქსიკურობის ტესტებში ვილდაგლიპტინი მუტაგენური არ აღმოჩნდა.

ვირთხებში ჩატარებულ ფერტილობისა და ადრეული ემბრიონული განვითარების კვლევაში ვილდაგლიპტინთან ასოცირებული ფერტილობის, რეპროდუქციული ფუნქციის ან ადრეული ემბრიონული განვითარების დარღვევის ნიშნები არ გამოვლენილა. ემბრიონ-ფეტალური ტოქსიკურობა ვირთხებსა და კურდღლებში არ შეფასებულა. ვირთხებში ტალღოვანი ნეკნების (wavy ribs) შემთხვევების ზრდა, რაც დაკავშირებული იყო დედის სხეულის წონის პარამეტრების შემცირებასთან, დაფიქსირდა 75 მგ/კგ დოზის მიღებისას (ადამიანის დოზაზე 10-ჯერ მეტი), რაიმე დაკვირვების გარეშე. ბოცვრებში ჩონჩხის ვარიაციები, რაც განვითარების შეფერხებაზე მიუთითებს, და ნაყოფის მასის კლება აღინიშნა მხოლოდ დედის ძლიერი ტოქსიკურობის არსებობისას, სადაც ეფექტის არარსებობის დოზად განისაზღვრა 50 მგ/კგ (ადამიანის ექსპოზიციაზე 9-ჯერ მეტი). ვირთხებში ჩატარდა პრენატალური და პოსტნატალური განვითარების კვლევა. ≥150 მგ/კგ დოზების დროს გამოვლინდა მხოლოდ დედის ტოქსიკურობასთან ასოცირებული ცვლილებები; ეს ანომალიები ასევე მოიცავდა მოტორული აქტივობის შემცირებასა და სხეულის მასის დროებით კლებას F1 თაობაში.

ვირთხებში ჩატარდა 2-წლიანი კარცეროგენულობის კვლევა, რომლის დროსაც ცხოველებს პერორალურად ეძლეოდათ დოზები 900 მგ/კგ-მდე (რეკომენდებული მაქსიმალური დოზა, რაც დაახლოებით 200-ჯერ აღემატება ადამიანის ექსპოზიციას). სიმსივნეების გამოვლენის სიხშირის არანაირი მატება, რომელიც შესაძლოა ასოცირებული ყოფილიყო ვილდაგლიპტინთან, არ აღნიშნულა. კიდევ ერთი 2-წლიანი კარცეროგენულობის კვლევა ჩატარდა თაგვებზე, სადაც გამოყენებული იქნა პერორალური დოზები 1000 მგ/კგ-მდე. 500 მგ/კგ (ადამიანის ექსპოზიციაზე 59-ჯერ მეტი) და 100 მგ/კგ (ადამიანის ექსპოზიციაზე 16-ჯერ მეტი) დოზების პირობებში, რომლებიც წარმოადგენდნენ ეფექტის არარსებობის დონეს სხვა პარამეტრებისთვის, აღინიშნა შესაბამისად სარძევე ჯირკვლის ადენოკარცინომისა და ჰემანგიოსარკომის გამოვლენის სიხშირის მატება. ვილდაგლიპტინისა და მისი მთავარი მეტაბოლიტის გენოტოქსიკურობის არარსებობის, სიმსივნეების მხოლოდ ერთი ტიპის წარმოქმნის და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სიმსივნეები სისტემური ზემოქმედების მაღალი მაჩვენებლების დროსაც ვითარდებოდა, დაასკვნეს, რომ თაგვებში სიმსივნის გაზრდილი შემთხვევები ადამიანებისთვის მნიშვნელოვან რისკს არ წარმოადგენდა.

ცინომოლგუს მაიმუნებზე ჩატარებულ 13-კვირიან ტოქსიკოლოგიურ კვლევაში, ≥5 მგ/კგ/დღეში დოზებმა გამოიწვია კანის დაზიანებები. ეს დაზიანებები მუდმივად აღინიშნებოდა კიდურებზე (ხელები, ფეხები, ყურები და 5 მგ/კგ/დღეში დოზის მიღებისას (რაც დაახლოებით ექვივალენტურია ადამიანის AUC ზემოქმედებისა 100 მგ დოზის მიღებისას), აღინიშნა მხოლოდ ბუშტუკები. მკურნალობის გაგრძელების მიუხედავად, ეს დაზიანებები გაქრა და დადგინდა, რომ ისინი არ იყო დაკავშირებული ჰისტოპათოლოგიურ ანომალიებთან. ≥20 მგ/კგ/დღეში დოზების დროს (რაც დაახლოებით შეესაბამება ადამიანის AUC ექსპოზიციის 3-მაგ დონეს 100 მგ დოზის დროს) აღინიშნა კანის აქერცვლა, აცლა, ფუფხების წარმოქმნა და წყლულები კუდზე, რაც თავსებადი იყო ჰისტოპათოლოგიურ ცვლილებებთან. ≥80 მგ/კგ/დღეში დოზების პირობებში კუდზე დაფიქსირდა ნეკროზული დაზიანებები. 160 მგ/კგ/დღეში დოზით ნამკურნალებ მაიმუნებში კანის დაზიანებები იყო შეუქცევადი 4-კვირიანი გამოჯანმრთელების პერიოდის განმავლობაშიც კი.

ფარმაცევტული მახასიათებლები

დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი

უწყლო ლაქტოზა (მიღებული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისგან)

მიკროკრისტალური ცელულოზა

ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი

მაგნიუმის სტეარატი

შეუთავსებლობები

მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი

შენახვის ვადა

36 თვე

შენახვის განსაკუთრებული პირობები

შეინახეთ 30°C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე.

დაიცავით ნესტისგან. შეინახეთ თავდაპირველ შეფუთვაში.

შეფუთვის ბუნება და შემცველობა

Alu/Alu ბლისტერული შეფუთვა.

შეფუთვის ზომა: 56 ტაბლეტი და 180 ტაბლეტი.

ნარჩენი სამკურნალო პროდუქტის განადგურება და სხვა განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები

გამოუყენებელი პროდუქტები ან ნარჩენი მასალები უნდა განადგურდეს „სამედიცინო ნარჩენების კონტროლის შესახებ რეგულაციის“ და „შეფუთვის ნარჩენების კონტროლის შესახებ რეგულაციების“ შესაბამისად.

სავაჭრო ნებართვის მფლობელი

Novartis Sağlık, Gıda ve Tarım Ürünleri San. ve Tic. A.Ş.

Barbaros Mahallesi, Mor Sümbül Sokak Nidakule,

No: 7/3f, İç Kapı No: 27 Ataşehir/İstanbul

სავაჭრო ნებართვის ნომერი

2017/738

პირველი ავტორიზაციის/ ავტორიზაციის განახლების თარიღი

პირველი ავტორიზაციის თარიღი: 26.09.2017

ავტორიზაციის განახლების თარიღი:

ტექსტის გადახედვის თარიღი

  • 03.2023

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა