გაბაპენტინი ბრაუნ & ბურკ 400 მგ მყარი კაფსულები
Gabapentin Brown & Burk 400 mg Capsules, hard
გაბაპენტინი ბრაუნ & ბურკ მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომლებიც გამოიყენება ეპილეფსიისა და პერიფერიული ნეიროპათიური ტკივილის სამკურნალოდ (ნერვების დაზიანებით გამოწვეული გახანგრძლივებული ტკივილი). გაბაპენტინი ბრაუნ & ბურკ კაფსულების აქტიური ნივთიერებას წარმოადგენს გაბაპენტინი. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- გაბაპენტინი (gabapentin)
- ფორმა და შეფუთვა
- 400მგ მყარი კაფსულა №100
- მწარმოებელი
- Micro Labs Limited, ინდოეთი
- გაცემის წესი
- I ჯგუფი, გაიცემა ფორმა №2 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანალგეზური საშუალებები, გაბაპენტინოიდები
- ATC კოდი
- N02BF01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-038711
- რეგისტრირებულია
- 26 ივლისი 2023, მოქმედებს 26 ივლისი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „ნეტ ფარმა საქართველო“
- GMP
- -
გაბაპენტინი ბრაუნ & ბურკ 400 მგ მყარი კაფსულები — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
გაბაპენტინი ბრაუნ & ბურკ მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომლებიც გამოიყენება ეპილეფსიისა და პერიფერიული ნეიროპათიური ტკივილის სამკურნალოდ (ნერვების დაზიანებით გამოწვეული გახანგრძლივებული ტკივილი).
გაბაპენტინი ბრაუნ & ბურკ კაფსულების აქტიური ნივთიერებას წარმოადგენს გაბაპენტინი.
გაბაპენტინი ბრაუნ & ბურკ გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:
ეპილეფსიის სხვადასხვა ფორმები (კრუნჩხვები, რომლებიც თავდაპირველად შემოიფარგლება თავის ტვინის გარკვეულ უბნებით, მიუხედავად იმისა, ვრცელდება თუ არა ისინი ტვინის სხვა ნაწილებზე). თქვენი ან თქვენი 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვის მკურნალი ექიმი, დაგინიშნავთ გაბაპენტინ ბრაუნს და ბურკს ეპილეფსიის სამკურნალოდ, როდესაც თქვენი მიმდინარე მკურნალობა სრულად არ აკონტროლებს თქვენს მდგომარეობას. თუ სხვაგვარად არ არის დანიშნული, თქვენ ან თქვენმა 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვმა გაბაპენტინ ბრაუნი და ბურკი უნდა მიიღოთ თქვენს მიმდინარე მკურნალობაზე დამატების სახით. გაბაპენტინი ბრაუნ & ბურკ ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას დამოუკიდებლად, მოზრდილების და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვების სამკურნალოდ.
პერიფერიული ნეიროპათიური ტკივილის სამკურნალოდ (ნერვების დაზიანებით გამოწვეული გახანგრძლივებული ტკივილი). სხვადასხვა დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს პერიფერიული ნეიროპათიური ტკივილი (ძირითადად ფეხებში და/ან მკლავებში), როგორიცაა დიაბეტი ან ჰერპეს ზოსტერი. ტკივილის შეგრძნება შეიძლება აღიწეროს როგორც მწვავე, მთრთოლავი, სროლისებრი, მჩხვლეტავი, მკვეთრი, სპაზმური, მტკივნეული, დაბუჟება, ჩხვლეტა და ა.შ.
- რა უნდა ოცოდეთ გაბაპენტინი ბრაუნ & ბურკ-ის გამოყენებამდე
მიღების წესი და დოზირება
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ისე, როგორც დაგინიშნათ ექიმმა ან ფარმაცევტმა. თუ არ ხართ დარწმუნებული მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. თქვენი ექიმი განსაზღვრავს თქვენთვის საჭირო დოზას. არ მიიღოთ მედიკამენტი იმაზე მეტი რაოდენობით, ვიდრე გაქვთ გამოწერილი.
ეპილეფსია, რეკომენდებული დოზაა:
ზრდასრულები და მოზარდები:
კაფსულების რაოდენობა მიიღეთ ინსტრუქციის შესაბამისად. თქვენი ექიმი ჩვეულებრივ გაზრდის თქვენს დოზას თანდათანობით. საწყისი დოზა ჩვეულებრივ შეადგენს 300 მგ-დან 900 მგ-მდე დღეში. ამის შემდეგ, დოზა შეიძლება გაიზარდოს თქვენი ექიმის მითითებით, მაქსიმუმ 3600 მგ-მდე დღეში, და თქვენი ექიმი გეტყვით, რომ მიიღოთ ის 3 ცალკეულ დოზად, ანუ ერთხელ დილით, ერთხელ შუადღისას და ერთხელ საღამოს.
6 წლის და უფროსი ასაკის ბავშვები:
თქვენს შვილისთვის საჭირო დოზას განსაზღვრავს თქვენი ექიმი, რადგან ის გამოითვლება თქვენი ბავშვის წონის მიხედვით. მკურნალობა იწყება დაბალი საწყისი დოზით, რომელიც თანდათან იზრდება დაახლოებით 3 დღის განმავლობაში. სტანდარტული დოზა ეპილეფსიის კონტროლისთვის არის 25-35 მგ 1კგ-ზე დღეში. იგი ჩვეულებრივ მიიღება 3 ცალკეული დოზის სახით, კაფსულ(ებ)ის მიღებით ყოველ დღე, ჩვეულებრივ ერთხელ დილით, ერთხელ შუადღისას და ერთხელ საღამოს.
გაბაპენტინ ბრაუნ & ბურკი არ არის რეკომენდირებული 6 წლამდე ბავშვთა ასაკში გამოსაყენებლად.
პერიფერიული ნეიროპათიური ტკივილი, რეკომენდებული დოზაა:
ზრდასრულები:
მიიღეთ კაფსულების რაოდენობა ექიმის დანიშნულების მიხედვით. თქვენი ექიმი ჩვეულებრივ გაზრდის დოზას თანდათანობით. საწყისი დოზა შეადგენს 300 მგ-დან 900 მგ-მდე დღეში. ამის შემდეგ, დოზა შეიძლება გაიზარდოს თქვენი ექიმის მითითებით, მაქსიმუმ 3600 მგ-მდე დღეში, და თქვენი ექიმი გეტყვით, რომ მიიღოთ ის 3 ცალკეულ დოზად, ანუ ერთხელ დილით, ერთხელ შუადღისას და ერთხელ საღამოს.
თუ გაქვთ თირკმელების პრობლემები ან იტარებთ ჰემოდიალიზს.
თუ თქვენ გაქვთ თირკმელების პრობლემები ან გადიხართ ჰემოდიალიზს, ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ დოზირების განსხვავებული სქემა და/ან დოზა.
თუ ხართ ხანდაზმული პაციენტი (65 წელზე მეტი ასაკის)
თქვენ უნდა მიიღოთ გაბაპენტინ ბრაუნ & ბურკის ნორმალური დოზა, თუ არ გაქვთ თირკმელების პრობლემები. თუ გაქვთ თირკმელების პრობლემები, ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სხვა დოზირების სქემა და/ან დოზა.
თუ გგონიათ, რომ გაბაპენტინ ბრაუნ & ბურკის ეფექტი ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტი, სასწრაფოდ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მიღების წესი
გაბაპენტინ ბრაუნ & ბურკი მიიღება პერორალურად. კაფსულებს ყობელთვის დააყოლეთ დიდი რაოდენობით წყალი.
გაბაპენტინ ბრაუნ & ბურკი მიიღეთ მანამ, სანამ ექიმი არ მოგცემთ მისი შეწყვეტის რეკომენდაციას.
თუ მიიღეთ გაბაპენტინ ბრაუნ & ბურკი საჭიროზე მეტი რაოდენობით
რეკომენდებულზე მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტების ზრდა, მათ შორის გონების დაკარგვა, თავბრუსხვევა, გაორებული ხედვა, დაბნეული მეტყველება, ძილიანობა და დიარეა. დაურეკეთ ექიმს ან სასწრაფოდ მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას, თუ თქვენ მიიღეთ უფრო მეტი გაბაპენტინ ბრაუნ & ბურკი, ვიდრე ის ექიმმა დაგინიშნათ. ეტიკეტირებული შეფუთვიდან ამოიღეთ ნებისმიერი კაფსულა, რომელიც არ მიგიღიათ და თან იქონიეთ, რათა საავადმყოფოსთვის ადვილი იყოს მიღებული წამლის გარკვევა.
თუ დაგავიწყდათ გაბაპენტინ ბრაუნ & ბურკის მიღება
თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ იგი როგორც კი გაგახსენდებათ, თუ არ მოსულა შემდეგი დოზის მიღების დრო. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
თუ შეწყვიტეთ გაბაპენტინ ბრაუნ & ბურკის მიღება
არ შეწყვიტოთ გაბაპენტინის მიღება მოულოდნელად. თუ გსურთ შეწყვიტოთ გაბაპენტინის მიღება, ჯერ მიმართეთ ექიმს. ისინი გეტყვიან როგორ გააკეთოთ ეს. თუ თქვენი მკურნალობა შეწყდა, ეს უნდა გაკეთდეს თანდათანობით მინიმუმ 1 კვირის განმავლობაში. გაბაპენტინით მოკლევადიანი ან ხანგრძლივი მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, უნდა იცოდეთ, რომ შესაძლოა განიცადოთ გარკვეული გვერდითი მოვლენები, ე.წ. ეს ეფექტები შეიძლება მოიცავდეს კრუნჩხვებს, შფოთვას, უძილობას, უსიამოვნო შეგრძნებას (გულისრევა), ტკივილს, ოფლიანობას, კანკალს, თავის ტკივილს, დეპრესიას, უსიამოვნო შეგრძნებას, თავბრუსხვევას და საერთო სისუსტეს. ეს ეფექტები ჩვეულებრივ ვლინდება გაბაპენტინის შეწყვეტიდან 48 საათში. თუ თქვენ გაქვთ მოხსნის სიმპტომები, უნდა მიმართოთ ექიმს.
აღნიშნული მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
თუ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) გაბაპენტინის ან ამ მედიკამენტის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 ნაწილში).
სიფრთხილის ზომები
გაბაპენტინი ბრაუნ & ბურკ-ის მიღებამდე გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს
თუ გაწუხებთ თირკმელების პრობლემები, ექიმმა შეიძლება დანიშნოს სხვა დოზირების სქემა
თუ გაქვთ ნერვული სისტემის დარღვევა, რესპირატორული დაავადება ან ხართ 65 წელზე უფროსი ასაკის, ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სხვა დოზირების რეჟიმი;
თუ თქვენ იმყოფებით ჰემოდიალიზზე (თირკმელების უკმარისობის გამო ნარჩენი პროდუქტების მოსაშორებლად), აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ კუნთების ტკივილი და/ან სისუსტე;
თუ თქვენ გაქვთ ისეთი ნიშნები, როგორიცაა კუჭის მუდმივი ტკივილი, ცუდად ყოფნის შეგრძნება და ავად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, რადგან ეს შეიძლება იყოს მწვავე პანკრეატიტის (პანკრეასის ანთება) სიმპტომები.
ამ მედიკამენტის მიღებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ოდესმე ბოროტად გამოგიყენებიათ ან ყოფილხართ დამოკიდებული ალკოჰოლზე, რეცეპტით გასაცემ წამლებზე ან არალეგალურ ნარკოტიკებზე; ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ თქვენ გაქვთ გაბაპენტინზე დამოკიდებულების მომატებული რისკი.
დამოკიდებულება
ზოგიერთი ადამიანი შეიძლება გახდეს დამოკიდებული გაბაპენტინზე (მოითხოვოს წამლის მიღების გაგრძელება).
გაბაპენტინის მიღების შეწყვეტისას მათ შეიძლება განიცადონ მოხსნის ეფექტი (იხილეთ ნაწილი 3, როგორ მიიღოთ გაბაპენტინი და თუ შეწყვეტთ გაბაპენტინის მიღებას). თუ თქვენგეშინიათ, რომ შეიძლება გახდეთ გაბაპენტინზე დამოკიდებული, მნიშვნელოვანია მიმართოთ ექიმს. თუ გაბაპენტინის მიღებისას შენიშნავთ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმეს, ეს შეიძლება იყოს იმის ნიშანი, რომ თქვენ უკვე გახდით მასზე დამოკიდებული.
თქვენ გრძნობთ, რომ გჭირდებათ წამლის მიღება იმაზე მეტხანს, ვიდრე რეკომენდებულია ექიმის მიერ
თქვენ გრძნობთ, რომ გჭირდებათ წამლის მიღება იმაზე მეტი რაოდენობით, ვიდრე რეკომენდებულია ექიმის მიერ
თქვენ იყენებთ მედიკამენტს დანიშნულების გარდა სხვა მიზეზების გამო
თქვენ წარუმატებელი მცდელობები გაქვთ შეწყვიტოთ ან გააკონტროლოთ მედიკამენტის გამოყენება.
წამლის მიღების შეწყვეტისას თავს ცუდად გრძნობთ და წამლის ხელახლა მიღების შემდეგ თავს გრძნობთ უკეთ.
თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე მათგანს შეამჩნევთ, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, რათა განიხილოს თქვენთვის საუკეთესო მკურნალობის კურსი, მათ შორის, როდის არის მიზანშეწონილი წამლის მიღების შეცერება და როგორ გააკეთოთ ეს უსაფრთხოდ.
პოსტმარკეტინგული გამოცდილებიდან არსებობს შეტყობინებები გაბაპენტინის ბოროტად გამოყენებისა და მასზე დამოკიდებულების შესახებ. გაესაუბრეთ ექიმს, თუ გაქვთ ბოროტად გამოყენების ან დამოკიდებულების ისტორია.
ადამიანთა მცირე რაოდენობას, რომლებიც მკურნალობდნენ ანტიეპილეფსიური საშუალებებით, როგორიცაა გაბაპენტინი, გაუჩნდათ თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის ფიქრები. თუ ნებისმიერ დროს თქვენც გაგიჩნდათ მსგავსი აზრები, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია პოტენციურად სერიოზული რეაქციების შესახებ
გაბაპენტინთან ერთად აღინიშნა კანის სერიოზული გამონაყარი, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი და წამლის რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS). შეწყვიტეთ გაბაპენტინის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ რომელიმე სიმპტომს, რომელიც დაკავშირებულია კანის ისეთ სერიოზულ რეაქციასთან, რომელიც აღწერილია მე-4 ნაწილში.
ამ სიმპტომების აღწერილობა იხილეთ ამ ფურცელ-ჩანართის მე-4 თავში „დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს, თუ ამ წამლის მიღების შემდეგ გამოგივლინდათ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი, რადგან ისინი შეიძლება იყოს საკმაოდ სერიოზული“.
კუნთების სისუსტე, ზოგადი სისუსტე ან ტკივილის შეგრძნება, განსაკუთრებით თუ თავს ცუდად გრძნობთ ან ამავდროულად გაქვთ მაღალი სიცხე, ეს შეიძლება გამოწვეული იყოს კუნთების ანომალიური რღვევით, რაც შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს და გამოიწვიოს თირკმელების პრობლემები. თქვენ ასევე შეიძლება შეამჩნიოთ შარდის ფერის ცვლილება და ცვლილებები სისხლის ანალიზის შედეგებში (კერძოდ, სისხლში კრეატინ ფოსფოკინაზას დონის მატება). თუ თქვენ შეამჩნევთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე ნიშანს ან სიმპტომს, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები. კერძოდ, აცნობეთ თქვენს ექიმს (ან ფარმაცევტს) თუ იღებთ ან ახლახან ღებულობდით კრუნჩხვების, საძილე, დეპრესიის, შფოთვის ან ნებისმიერი სხვა ნევროლოგიური ან ფსიქიატრიული პრობლემის სამკურნალო პრეპარატებს.
„ოპიოიდების“ შემცველი მედიკამენტები, (ძლიერი ტკივილგამაყუჩებლები), როგორიცაა მორფინი
თუ თქვენ იღებთ ოპიოიდების შემცველ პრეპარატებს (როგორიცაა მორფინი), გთხოვთ, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, რადგან ოპიოიდებმა შეიძლება გაზარდონ გაბაპენტინ ბრაუნ & ბურკის ეფექტი. გარდა ამისა, გაბაპენტინ ბრაუნ & ბურკის ოპიოიდებთან კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა, სედატიური ეფექტი, სუნთქვის გაძნელება ან სიკვდილი.
ანტაციდები კუჭნაწლავური აშლილობისას
გაბაპენტინ ბრაუნ & ბურკის ერთდროულად მიღებისას ალუმინის და მაგნიუმის შემცველ ანტაციდებთან, შესაძლებელია შემცირდეს გაბაპენტინ ბრაუნ & ბურკის შეწოვა კუჭიდან. ამიტომ გაბაპენტინ ბრაუნ & ბურკის მიღება რეკომენდირებულია ანტაციდის მიღებიდან მინიმუმ ორი საათის შემდეგ.
გაბაპენტინ ბრაუნ & ბურკი:
არ არის მოსალოდნელი ურთიერთქმედება სხვა ანტიეპილეფსიურ საშუალებებთან ან ორალურ კონტრაცეპტივებთან;
შეიძლება ხელი შეუშალოს ზოგიერთ ლაბორატორიულ ტესტს, თუ თქვენ გესაჭიროებათ შარდის ანალიზის ჩატარება, აცნობეთ ექიმს ან საავადმყოფოს იმის შესახებ, თუ რას იღებთ;
გაბაპენტინ ბრაუნ & ბურკი საკვებთან ერთად:
გაბაპენტინ ბრაუნ & ბურკის მირება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მისგან დამოუკიდებლად.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ თქვენ ხართ ორსულად ან ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ამის თაობაზე და განიხილეთ შესაძლო რისკები, რომელიც ამ წამლის მიღებამ შეიძლება შეუქმნას თქვენს მომავალ ბავშვს.
ორსულობა
არ შეიძლება გაბაპენტინ ბრაუნ & ბურკის გამოყენება ორსულობის პერიოდში, თუ ექიმი არ მოგცემთ განსხვავებულ რეკომენდაციას. რეპროდუქციული ასაკის ქალებმა უნდა გამოიყენონ ეფექტური კონტრაცეფცია.
ორსულობის დროს გამოყენების შემთხვევაში, გაბაპენტინმა შეიძლება გამოიწვიოს მოხსნის სიმპტომები ახალშობილებში. ეს რისკი შეიძლება გაიზარდოს, როდესაც გაბაპენტინი მიიღება ოპიოიდურ ანალგეტიკებთან ერთად (ძლიერი ტკივილის სამკურნალო საშუალებები).
არ ჩატარებულა კვლევები ორსულ ქალებში გაბაპენტინის გამოყენების შესახებ, მაგრამ სხვა კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებისას აღინიშნა მუცლადმყოფი ბავშვისთვის ზიანის მიყენების რისკის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ერთდროულად მიიღება ერთზე მეტი კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატი. ამიტომ, თუ შესაძლებელია, ორსულობისას უნდა ეცადოთ მხოლოდ ერთი ანტიკონვულანტის მიღებას და ისიც მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ გაბაპენტინ ბრაუნ & ბურკის გამოყენების პროცესში დაორსულდით, ფიქრობთ რომ შესაძლებელია დაორსულდეთ ან გეგმავთ დაორსულებას. არ შეწყვიტოთ ამ პრეპარატის მიღება უეცრად, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს მოულოდნელი შეტევა, რამაც თავის მხრივ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული შედეგები თქვენთვის და თქვენი შვილისთვის.
ლაქტაცია
გაბაპენტინ ბრაუნ & ბურკის აქტიური სუბსტანცია გაბაპენტინი გადადის დედის რძეში. ვინაიდან უცნობია გაბაპენტინის ეფექტი ჩვილებზე, გაბაპენტინ ბრაუნ & ბურკის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდირებული.
ფერტილობა
ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში არანაირი გავლენა არ გამოვლენილა ნაყოფიერებაზე.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
გაბაპენტინ ბრაუნ & ბურკის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს თავბრუსხვევა, ძილიანობა და დაღლილობა. არ მართოთ მანქანა, არ მართოთ რთული მექანიზმები, არ მიიღოთ მონაწილეობა სხვა პოტენციურად სახიფათო აქტივობებში, სანამ არ გაიგებთ, მოქმედებს თუ არა ეს წამალი თქვენს ამ აქტივობების შესრულების უნარზე.
ეს მედიკამენტი შეიცავს ნატრიუმს
ამ მედიკამენტის ერთი კაფსულა შეიცავს 1მმოლზე (23მგ) ნაკლებ ნატრიუმს, ესე იგი ის „ნატრიუმისგან თავისუფალია“.
გვერდითი მოვლენები
შეწყვიტეთ გაბაპენტინის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ შეამჩნევთ რომელიმე შემდეგ სიმპტომს:
მოწითალო ამოუბურცავი, სამიზნე ან ან მრგვალი ფორმის ლაქები სხეულზე, ხშირად ბუშტუკებით ცენტრში, კანის აქერცვლა, წყლულები პირში, ყელში, ცხვირში, სასქესო ორგანოებსა და თვალებში. კანის ამ მძიმე გამონაყარს შეიძლება წინ უსწრებდეს ცხელება და გრიპის მსგავსი სიმპტომები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი).
ფართოდ გავრცელებული გამონაყარი, სხეულის მაღალი ტემპერატურა და გადიდებული ლიმფური კვანძები (DRESS სინდრომი ან წამლის ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი)
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება:
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ ამ წამლის მიღების შემდეგ გამოგივლინდათ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი, რადგან ისინი შეიძლება იყოს სერიოზული:
უნობია (არსებული მონაცემებით შეუძლებელია სიხშირის განსაზღვრა) ანაფილაქსია (სერიოზული, პოტენციურად სიცოცხლისათვის საშიში ალერგიული რეაქცია, მათ შორის სუნთქვის გაძნელება, ტუჩების, ყელის და ენის შეშუპება და ჰიპოტენზია, რომელიც საჭიროებს სასწრაფო მკურნალობას)
კანის მძიმე რეაქციები, რომლებიც საჭიროებენ სასწრაფო ყურადღებას, ტუჩების და სახის შეშუპება, კანის გამონაყარი და სიწითლე და/ან თმის ცვენა (ეს შეიძლება იყოს სერიოზული ალერგიული რეაქციის სიმპტომები);
გამუდმებული კუჭის ტკივილი, უსიამოვნო შეგრძნება და სისუსტე, რადგან ეს შეიძლება იყოს მწვავე პანკრეატიტის (პანკრეასის ანთება) სიმპტომი.
გაბაპენტინ ბრაუნ & ბურკმა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ან სიცოცხლისთვის საშიში ალერგიული რეაქცია, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს კანზე ან სხეულის სხვა ნაწილებზე, როგორიცაა ღვიძლი ან სისხლის უჯრედები. ამ ტიპის რეაქციის დროს შეიძლება გქონდეთ ან არ გქონდეთ გამონაყარი. ამან შეიძლება გამოიწვიოს ჰოსპიტალიზაცია ან გაბაპენტინ ბრაუნ & ბურკის გამოყენების შეწყვეტა.
სუნთქვის პრობლემები, სიმძიმის მიხედვით, ნორმალური სუნთქვის შესანარჩუნებლად, შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო და ინტენსიური თერაპია.
სუიციდური აზრები
დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ შემდეგი სიმპტომებიდან რომელიმე:
გამონაყარი კანზე
ჭინჭრის ციება
ცხელება
გადიდებული ჯირკვლები, რომლებიც არ ქრება
ტუჩის და ენის შეშუპება
კანის ან თვალების თეთრი ნაწილის გაყვითლება
უჩვეულო სისხლჩაქცევები ან სისხლდენა
ძლიერი დაღლილობა ან სისუსტე
კუნთების მოულოდნელი ტკივილი
ხშირი ინფექციები
ეს სიმპტომები შეიძლება იყოს სერიუზული გცერდითი რეაქციების პირველი ნიშნები. ექიმმა უნდა გაგსინჯოთ, რათა გადაწყვიტოს გააგრძელოთ თუ არა გაბაპენტინ ბრაუნ & ბურკის მიღება.
თუ თქვენ იმყოფებით ჰემოდიალიზზე, კუნთების ტკივილის და/ან სისუსტის შემთხვევაში აუცილებლად აცნობეთ ექიმს.
სხვა გვერდითი ეფექტები მოიცავს:
ძალიან ხშირი (შეიძლება განუვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს):
ვირუსული ინფექცია.
ძილიანობა, თავბრუსხვევა, კოორდინაციის დარღვევა.
დაღლილობის შეგრძნება, ცხელება.
ხშირი (შეიძლება განუვითარდეს 10-დან 1-მდე ადამიანს):
პნევმონია, რესპირატორული ინფექციები, საშარდე გზების ინფექცია, ყურის ანთება ან სხვა ინფექციები.
ლეიკოციტების დაბალი რაოდენობა.
ანორექსია, მადის მომატება.
ბრაზი სხვების მიმართ, დაბნეულობა, განწყობის ცვლილება, დეპრესია, შფოთვა, ნერვიულობა, აზროვნების გაძნელება.
კრუნჩხვები, აჩქარებული მოძრაობები, მეტყველების გაძნელება, მეხსიერების დაკარგვა, ტრემორი, ძილის გაძნელება, თავის ტკივილი, მგრძნობიარე კანი, მგრძნობელობის დაქვეითება (დაბუჟება), კოორდინაციის გაძნელება, თვალის უჩვეულო მოძრაობა, რეფლექსების მომატება, დაქვეითება ან არარსებობა.
ბუნდოვანი ხედვა, მხედველობის გაორება.
ვერტიგო.
მაღალი წნევა, სისხლძარღვების ჰიპერემია ან გაფართოება.
სუნთქვის გაძნელება, ბრონქიტი, ყელის ტკივილი, ხველა, ცხვირის სიმშრალე.
ღებინება (გულისრევა), გულისრევა (გულისრევის შეგრძნება), სტომატოლოგიური პრობლემები, ღრძილების ანთება, დიარეა, კუჭის ტკივილი, საჭმლის მონელების დარღვევა, ყაბზობა, პირის ან ყელის სიმშრალე, მეტეორიზმი.
სახის შეშუპება, სისხლჩაქცევები, გამონაყარი, ქავილი, აკნე.
სახსრების ტკივილი, კუნთების ტკივილი, ზურგის ტკივილი, თრთოლვა.
ერექციასთან დაკავშირებული სირთულეები (იმპოტენცია).
შეშუპება ფეხებსა და ხელებში, სიარულის გაძნელება, სისუსტე, ტკივილი, უსიამოვნო შეგრძნება, გრიპის მსგავსი სიმპტომები.
ლეიკოციტების რაოდენობის დაქვეითება, წონის მომატება.
შემთხვევითი ტრამვა, მოტეხილობა, აბრაზია.
გარდა ამისა, ბავშვებში ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში ხშირად აღინიშნებოდა აგრესიული ქცევა და მკვეთრი მოძრაობები.
არახშირი (შეიძლება განუვითარდეს 100-დან 1-მდე ადამიანს):
ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ჭინჭრის ციება.
შენელებული მოძრაობა.
აჩქარებული გულისცემა.
სახის, ტანის და კიდურების შეშუპება.
სისხლის ტესტის ანომალიური შედეგები მიუთითებს ღვიძლის პრობლემებზე.
ფსიქიკური აშლილობა
ვარდნა
სისხლში გლუკოზის მომატებული დონე (ყველაზე გავრცელებულია დიაბეტის მქონე ადამიანებში)
აგზნება (ქრონიკული მოუსვენრობის მდგომარეობა და უნებლიე და უმიზნო მოძრაობები)
ყლაპვის გაძნელება
ხშირი (შეიძლება განუვითარდეს 1000-დან 1-მდე ადამიანს):
ცნობიერების დაკარგვა
სისხლში გლუკოზის დონის დაქვეითება (ყველაზე ხშირად დიაბეტიან პაციენტებში)
სუნთქვის გაძნელება, ზედაპირული სუნთქვა (რესპირატორული დეპრესია)
უცნობია: სიხშირის შეფასება შეუძლებელია ხელმისაწვდომი მონაცემებით
გახდე გაბაპენტინზე დამოკიდებული ("წამალდამოკიდებულება")
გაბაპენტინით ხანმოკლე ან გრძელვადიანი მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, უნდა იცოდეთ, რომ შესაძლოა განიცადოთ გარკვეული გვერდითი მოვლენები, ეგრეთ წოდებული მოხსნის ეფექტები (იხ. „თუ შეწყვეტთ გაბაპენტინის მიღებას“).
პოსტმარკეტინგულად დაფიქსირებულია გაბაპენტინის შემდეგი გვერდითი მოვლენები:
თრომბოციტების დაქვეითება (სისხლის შედედების უჯრედები).
ჰალუცინაციები.
პათოლოგიურ მოძრაობები, როგორიცაა კრუნჩხვა, თრთოლვა და დაჭიმულობა.
ხმაური ყურებში.
კანისა და თვალების გაყვითლება (სიყვითლე), ღვიძლის ანთება.
თირკმლის მწვავე უკმარისობა, შეუკავებლობა.
სარძევე ჯირკვლის ქსოვილის გადიდება, მკერდის გადიდება.
გვერდითი მოვლენები გაბაპენტინის უეცარი შეწყვეტის შემდეგ (შფოთვა, ძილის გაძნელება, ავადმყოფობის შეგრძნება, ტკივილი, ოფლიანობა), ტკივილი გულმკერდის არეში
კუნთოვანი ბოჭკოების დაშლა (რაბდომიოლიზი).
სისხლის ანალიზის შედეგების ცვლილება (კრეატინ ფოსფოკინაზას მომატება).
სქესობრივი ფუნქციონირების პრობლემები, მათ შორის სქესობრივი კულმინაციის მიღწევის შეუძლებლობა, დაგვიანებული ეაკულაცია.
სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე.
შეტყობინება გვერდითი ეფექტების შესახებ
თუ გამოგივლინდათ რაიმე გვერდითი ეფექტი, აცნობეთ ამის თაობაზე ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ფურცელ-ჩანართში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტების თაობაზე პირდაპირ ყვითელი ბარათის სქემის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: www.mhra.gov.uk/yellowcard ან მოძებნოთ MHRA ყვითელი ბარათი Google Play-ში ან Apple App Store-ში.
გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ შეგიძლიათ მოგვაწოდოთ მეტი ინფორმაცია ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.
შემადგენლობა
აქტიური სუბსტანციაა გაბაპენტინი.
ერთი მყარი კაფსულა შეიცავს 100მგ, 300მგ ან 400მგ გაბაპენტინს.
სხვა ინგრედიენტებია:
კაფსულა შეიცავს:
სიმინდის სახამებელი
ტალკი
კაფსულის გარსი:
ჟელატინი
ნატრიუმის ლაურილსულფატი
100მგ კაფსულები: ტიტანის დიოქსიდი (E171)
300მგ კაფსულები: ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის ყვითელი ოქსიდი (E172)
400მგ კაფსულები: ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის წითელი და ყვითელი ოქსიდი (E172)
როგორ გამოიყურება გაბაპენტინი ბრაუნ & ბურკ-ის კაფსულები და შეფუთვის შიგთავსი
100 მგ-იანი კაფსულები წარმოადგენს თეთრი ფერის მყარ კაფსულებს, რომლებიც შეიცავს თეთრ კრისტალურ ფხვნილს. კაფსულის სიგრძეა 15,70 მმ.
300 მგ-იანი კაფსულები წარმოადგენს ყვითელი ფერის მყარ კაფსულებს, რომლებიც შეიცავს თეთრ კრისტალურ ფხვნილს. კაფსულის სიგრძეა 19,00 მმ.
400 მგ-იანი კაფსულები წარმოადგენს ნარინჯისფერ მყარ კაფსულებს, რომლებიც შეიცავს თეთრ კრისტალურ ფხვნილს. კაფსულის სიგრძეა 21,20 მმ.
გაყიდვაშია ბლისტერული შეფუთვები 10, 20, 30, 50, 60, 84, 90, 98, 100, 200, 500, 1000 კაფსულით.
ასევე იყიდება პლასტმასის კონტეინერებში 300, 400 ან 500 კაფსულით.
შეფუთვის ყველა ზომა შესაძლებელია არ იყოს გაყიდვასი.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი I, გაიცემა ფორმა №2 რეცეპტით.
სავაჭრო ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი
შპს Brown & Burk UK
5 მარიატ ქლოუს ჰანსლოუ ვესთ მიდლესექს TW4 5DQ, გაერთიანებული სამეფო.
ეს სამკურნალო პროდუქტი ნებადართულია ევროპის ეკონომიკური ზონის წევრ სახელმწიფოებში შემდეგი სახელწოდებით:
გაერთიანებული სამეფო: გაბაპენტინი ბრაუნ & ბურკ 100მგ/300მგ/400მგ მყარი კაფსულები
დანია: გაბაპენტინ-მიკრო ლაბს 100მგ/300მგ/400მგ მყარი კაფსულები
ეს ფურცელ-ჩანართი უკანასკნელად გადახედილია 01/2023.
შენახვის პირობები
შეინახეთ ეს წამალი ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს წამალი ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე EXP-ის შემდეგ. ვადის ამოწურვის თარიღად მიჩნეულია მითითებული თვის ბოლო დღე.
არ შეინახოთ 30°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.
არ გადააგდოთ წამალი ჩამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ წამლები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
[ლოგო] BROWN & BURK
ფურცელ-ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის
გაბაპენტინი ბრაუნ & ბურკ 100 მგ მყარი კაფსულები
გაბაპენტინი ბრაუნ & ბურკ 300 მგ მყარი კაფსულები
გაბაპენტინი ბრაუნ & ბურკ 400 მგ მყარი კაფსულები
გაბაპენტინი
აღნიშნული მედიკამენტის მიღებამდე, ყურადღებით წაიკითხეთ მთელი ფურცელ-ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს ფურცელ-ჩანართი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს წამალი გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, თუნდაც მათი ავადმყოფობის ნიშნები ემთხვეოდეს თქვენსას.
თუ თქვენ გამოგივლინდათ რომელიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტებსაც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ანართში. იხილეთ ნაწილი 4.
ფურცელ-ჩანართის შინაარსი:
რას წარმოადგენს გაბაპენტინი ბრაუნ & ბურკ და რისთვის გამოიყენება იგი
რა უნდა ოცოდეთ გაბაპენტინი ბრაუნ & ბურკ-ის გამოყენებამდე
გაბაპენტინი ბრაუნ & ბურკ გამოყენების წესი
შესაძლო გვერდითი ეფექტები
გაბაპენტინი ბრაუნ & ბურკ-ის შენახვის წესი
შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
- რას წარმოადგენს გაბაპენტინი ბრაუნ & ბურკ და რისთვის გამოიყენება იგი
გაბაპენტინი ბრაუნ & ბურკ მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომლებიც გამოიყენება ეპილეფსიისა და პერიფერიული ნეიროპათიური ტკივილის სამკურნალოდ (ნერვების დაზიანებით გამოწვეული გახანგრძლივებული ტკივილი).
გაბაპენტინი ბრაუნ & ბურკ კაფსულების აქტიური ნივთიერებას წარმოადგენს გაბაპენტინი.
გაბაპენტინი ბრაუნ & ბურკ გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:
ეპილეფსიის სხვადასხვა ფორმები (კრუნჩხვები, რომლებიც თავდაპირველად შემოიფარგლება თავის ტვინის გარკვეულ უბნებით, მიუხედავად იმისა, ვრცელდება თუ არა ისინი ტვინის სხვა ნაწილებზე). თქვენი ან თქვენი 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვის მკურნალი ექიმი, დაგინიშნავთ გაბაპენტინ ბრაუნს და ბურკს ეპილეფსიის სამკურნალოდ, როდესაც თქვენი მიმდინარე მკურნალობა სრულად არ აკონტროლებს თქვენს მდგომარეობას. თუ სხვაგვარად არ არის დანიშნული, თქვენ ან თქვენმა 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვმა გაბაპენტინ ბრაუნი და ბურკი უნდა მიიღოთ თქვენს მიმდინარე მკურნალობაზე დამატების სახით. გაბაპენტინი ბრაუნ & ბურკ ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას დამოუკიდებლად, მოზრდილების და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვების სამკურნალოდ.
პერიფერიული ნეიროპათიური ტკივილის სამკურნალოდ (ნერვების დაზიანებით გამოწვეული გახანგრძლივებული ტკივილი). სხვადასხვა დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს პერიფერიული ნეიროპათიური ტკივილი (ძირითადად ფეხებში და/ან მკლავებში), როგორიცაა დიაბეტი ან ჰერპეს ზოსტერი. ტკივილის შეგრძნება შეიძლება აღიწეროს როგორც მწვავე, მთრთოლავი, სროლისებრი, მჩხვლეტავი, მკვეთრი, სპაზმური, მტკივნეული, დაბუჟება, ჩხვლეტა და ა.შ.
- რა უნდა ოცოდეთ გაბაპენტინი ბრაუნ & ბურკ-ის გამოყენებამდე
არ მიიღოთ გაბაპენტინი ბრაუნ & ბურკ:
თუ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) გაბაპენტინის ან ამ მედიკამენტის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 ნაწილში).
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
გაბაპენტინი ბრაუნ & ბურკ-ის მიღებამდე გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს
თუ გაწუხებთ თირკმელების პრობლემები, ექიმმა შეიძლება დანიშნოს სხვა დოზირების სქემა
თუ გაქვთ ნერვული სისტემის დარღვევა, რესპირატორული დაავადება ან ხართ 65 წელზე უფროსი ასაკის, ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სხვა დოზირების რეჟიმი;
თუ თქვენ იმყოფებით ჰემოდიალიზზე (თირკმელების უკმარისობის გამო ნარჩენი პროდუქტების მოსაშორებლად), აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ კუნთების ტკივილი და/ან სისუსტე;
თუ თქვენ გაქვთ ისეთი ნიშნები, როგორიცაა კუჭის მუდმივი ტკივილი, ცუდად ყოფნის შეგრძნება და ავად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, რადგან ეს შეიძლება იყოს მწვავე პანკრეატიტის (პანკრეასის ანთება) სიმპტომები.
ამ მედიკამენტის მიღებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ოდესმე ბოროტად გამოგიყენებიათ ან ყოფილხართ დამოკიდებული ალკოჰოლზე, რეცეპტით გასაცემ წამლებზე ან არალეგალურ ნარკოტიკებზე; ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ თქვენ გაქვთ გაბაპენტინზე დამოკიდებულების მომატებული რისკი.
დამოკიდებულება
ზოგიერთი ადამიანი შეიძლება გახდეს დამოკიდებული გაბაპენტინზე (მოითხოვოს წამლის მიღების გაგრძელება).
გაბაპენტინის მიღების შეწყვეტისას მათ შეიძლება განიცადონ მოხსნის ეფექტი (იხილეთ ნაწილი 3, როგორ მიიღოთ გაბაპენტინი და თუ შეწყვეტთ გაბაპენტინის მიღებას). თუ თქვენგეშინიათ, რომ შეიძლება გახდეთ გაბაპენტინზე დამოკიდებული, მნიშვნელოვანია მიმართოთ ექიმს. თუ გაბაპენტინის მიღებისას შენიშნავთ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმეს, ეს შეიძლება იყოს იმის ნიშანი, რომ თქვენ უკვე გახდით მასზე დამოკიდებული.
თქვენ გრძნობთ, რომ გჭირდებათ წამლის მიღება იმაზე მეტხანს, ვიდრე რეკომენდებულია ექიმის მიერ
თქვენ გრძნობთ, რომ გჭირდებათ წამლის მიღება იმაზე მეტი რაოდენობით, ვიდრე რეკომენდებულია ექიმის მიერ
თქვენ იყენებთ მედიკამენტს დანიშნულების გარდა სხვა მიზეზების გამო
თქვენ წარუმატებელი მცდელობები გაქვთ შეწყვიტოთ ან გააკონტროლოთ მედიკამენტის გამოყენება.
წამლის მიღების შეწყვეტისას თავს ცუდად გრძნობთ და წამლის ხელახლა მიღების შემდეგ თავს გრძნობთ უკეთ.
თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე მათგანს შეამჩნევთ, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, რათა განიხილოს თქვენთვის საუკეთესო მკურნალობის კურსი, მათ შორის, როდის არის მიზანშეწონილი წამლის მიღების შეცერება და როგორ გააკეთოთ ეს უსაფრთხოდ.
პოსტმარკეტინგული გამოცდილებიდან არსებობს შეტყობინებები გაბაპენტინის ბოროტად გამოყენებისა და მასზე დამოკიდებულების შესახებ. გაესაუბრეთ ექიმს, თუ გაქვთ ბოროტად გამოყენების ან დამოკიდებულების ისტორია.
ადამიანთა მცირე რაოდენობას, რომლებიც მკურნალობდნენ ანტიეპილეფსიური საშუალებებით, როგორიცაა გაბაპენტინი, გაუჩნდათ თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის ფიქრები. თუ ნებისმიერ დროს თქვენც გაგიჩნდათ მსგავსი აზრები, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია პოტენციურად სერიოზული რეაქციების შესახებ
გაბაპენტინთან ერთად აღინიშნა კანის სერიოზული გამონაყარი, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი და წამლის რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS). შეწყვიტეთ გაბაპენტინის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ რომელიმე სიმპტომს, რომელიც დაკავშირებულია კანის ისეთ სერიოზულ რეაქციასთან, რომელიც აღწერილია მე-4 ნაწილში.
ამ სიმპტომების აღწერილობა იხილეთ ამ ფურცელ-ჩანართის მე-4 თავში „დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს, თუ ამ წამლის მიღების შემდეგ გამოგივლინდათ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი, რადგან ისინი შეიძლება იყოს საკმაოდ სერიოზული“.
კუნთების სისუსტე, ზოგადი სისუსტე ან ტკივილის შეგრძნება, განსაკუთრებით თუ თავს ცუდად გრძნობთ ან ამავდროულად გაქვთ მაღალი სიცხე, ეს შეიძლება გამოწვეული იყოს კუნთების ანომალიური რღვევით, რაც შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს და გამოიწვიოს თირკმელების პრობლემები. თქვენ ასევე შეიძლება შეამჩნიოთ შარდის ფერის ცვლილება და ცვლილებები სისხლის ანალიზის შედეგებში (კერძოდ, სისხლში კრეატინ ფოსფოკინაზას დონის მატება). თუ თქვენ შეამჩნევთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე ნიშანს ან სიმპტომს, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
სხვა მედიკამენტები და გაბაპენტინი ბრაუნ & ბურკ-ის კაფსულები
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები. კერძოდ, აცნობეთ თქვენს ექიმს (ან ფარმაცევტს) თუ იღებთ ან ახლახან ღებულობდით კრუნჩხვების, საძილე, დეპრესიის, შფოთვის ან ნებისმიერი სხვა ნევროლოგიური ან ფსიქიატრიული პრობლემის სამკურნალო პრეპარატებს.
„ოპიოიდების“ შემცველი მედიკამენტები, (ძლიერი ტკივილგამაყუჩებლები), როგორიცაა მორფინი
თუ თქვენ იღებთ ოპიოიდების შემცველ პრეპარატებს (როგორიცაა მორფინი), გთხოვთ, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, რადგან ოპიოიდებმა შეიძლება გაზარდონ გაბაპენტინ ბრაუნ & ბურკის ეფექტი. გარდა ამისა, გაბაპენტინ ბრაუნ & ბურკის ოპიოიდებთან კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა, სედატიური ეფექტი, სუნთქვის გაძნელება ან სიკვდილი.
ანტაციდები კუჭნაწლავური აშლილობისას
გაბაპენტინ ბრაუნ & ბურკის ერთდროულად მიღებისას ალუმინის და მაგნიუმის შემცველ ანტაციდებთან, შესაძლებელია შემცირდეს გაბაპენტინ ბრაუნ & ბურკის შეწოვა კუჭიდან. ამიტომ გაბაპენტინ ბრაუნ & ბურკის მიღება რეკომენდირებულია ანტაციდის მიღებიდან მინიმუმ ორი საათის შემდეგ.
გაბაპენტინ ბრაუნ & ბურკი:
არ არის მოსალოდნელი ურთიერთქმედება სხვა ანტიეპილეფსიურ საშუალებებთან ან ორალურ კონტრაცეპტივებთან;
შეიძლება ხელი შეუშალოს ზოგიერთ ლაბორატორიულ ტესტს, თუ თქვენ გესაჭიროებათ შარდის ანალიზის ჩატარება, აცნობეთ ექიმს ან საავადმყოფოს იმის შესახებ, თუ რას იღებთ;
გაბაპენტინ ბრაუნ & ბურკი საკვებთან ერთად:
გაბაპენტინ ბრაუნ & ბურკის მირება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მისგან დამოუკიდებლად.
ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა
თუ თქვენ ხართ ორსულად ან ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ამის თაობაზე და განიხილეთ შესაძლო რისკები, რომელიც ამ წამლის მიღებამ შეიძლება შეუქმნას თქვენს მომავალ ბავშვს.
ორსულობა
არ შეიძლება გაბაპენტინ ბრაუნ & ბურკის გამოყენება ორსულობის პერიოდში, თუ ექიმი არ მოგცემთ განსხვავებულ რეკომენდაციას. რეპროდუქციული ასაკის ქალებმა უნდა გამოიყენონ ეფექტური კონტრაცეფცია.
ორსულობის დროს გამოყენების შემთხვევაში, გაბაპენტინმა შეიძლება გამოიწვიოს მოხსნის სიმპტომები ახალშობილებში. ეს რისკი შეიძლება გაიზარდოს, როდესაც გაბაპენტინი მიიღება ოპიოიდურ ანალგეტიკებთან ერთად (ძლიერი ტკივილის სამკურნალო საშუალებები).
არ ჩატარებულა კვლევები ორსულ ქალებში გაბაპენტინის გამოყენების შესახებ, მაგრამ სხვა კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებისას აღინიშნა მუცლადმყოფი ბავშვისთვის ზიანის მიყენების რისკის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ერთდროულად მიიღება ერთზე მეტი კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატი. ამიტომ, თუ შესაძლებელია, ორსულობისას უნდა ეცადოთ მხოლოდ ერთი ანტიკონვულანტის მიღებას და ისიც მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ გაბაპენტინ ბრაუნ & ბურკის გამოყენების პროცესში დაორსულდით, ფიქრობთ რომ შესაძლებელია დაორსულდეთ ან გეგმავთ დაორსულებას. არ შეწყვიტოთ ამ პრეპარატის მიღება უეცრად, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს მოულოდნელი შეტევა, რამაც თავის მხრივ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული შედეგები თქვენთვის და თქვენი შვილისთვის.
ლაქტაცია
გაბაპენტინ ბრაუნ & ბურკის აქტიური სუბსტანცია გაბაპენტინი გადადის დედის რძეში. ვინაიდან უცნობია გაბაპენტინის ეფექტი ჩვილებზე, გაბაპენტინ ბრაუნ & ბურკის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდირებული.
ფერტილობა
ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში არანაირი გავლენა არ გამოვლენილა ნაყოფიერებაზე.
ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება
გაბაპენტინ ბრაუნ & ბურკის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს თავბრუსხვევა, ძილიანობა და დაღლილობა. არ მართოთ მანქანა, არ მართოთ რთული მექანიზმები, არ მიიღოთ მონაწილეობა სხვა პოტენციურად სახიფათო აქტივობებში, სანამ არ გაიგებთ, მოქმედებს თუ არა ეს წამალი თქვენს ამ აქტივობების შესრულების უნარზე.
ეს მედიკამენტი შეიცავს ნატრიუმს
ამ მედიკამენტის ერთი კაფსულა შეიცავს 1მმოლზე (23მგ) ნაკლებ ნატრიუმს, ესე იგი ის „ნატრიუმისგან თავისუფალია“.
- გაბაპენტინი ბრაუნ & ბურკ გამოყენების წესი
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ისე, როგორც დაგინიშნათ ექიმმა ან ფარმაცევტმა. თუ არ ხართ დარწმუნებული მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. თქვენი ექიმი განსაზღვრავს თქვენთვის საჭირო დოზას. არ მიიღოთ მედიკამენტი იმაზე მეტი რაოდენობით, ვიდრე გაქვთ გამოწერილი.
ეპილეფსია, რეკომენდებული დოზაა:
ზრდასრულები და მოზარდები:
კაფსულების რაოდენობა მიიღეთ ინსტრუქციის შესაბამისად. თქვენი ექიმი ჩვეულებრივ გაზრდის თქვენს დოზას თანდათანობით. საწყისი დოზა ჩვეულებრივ შეადგენს 300 მგ-დან 900 მგ-მდე დღეში. ამის შემდეგ, დოზა შეიძლება გაიზარდოს თქვენი ექიმის მითითებით, მაქსიმუმ 3600 მგ-მდე დღეში, და თქვენი ექიმი გეტყვით, რომ მიიღოთ ის 3 ცალკეულ დოზად, ანუ ერთხელ დილით, ერთხელ შუადღისას და ერთხელ საღამოს.
6 წლის და უფროსი ასაკის ბავშვები:
თქვენს შვილისთვის საჭირო დოზას განსაზღვრავს თქვენი ექიმი, რადგან ის გამოითვლება თქვენი ბავშვის წონის მიხედვით. მკურნალობა იწყება დაბალი საწყისი დოზით, რომელიც თანდათან იზრდება დაახლოებით 3 დღის განმავლობაში. სტანდარტული დოზა ეპილეფსიის კონტროლისთვის არის 25-35 მგ 1კგ-ზე დღეში. იგი ჩვეულებრივ მიიღება 3 ცალკეული დოზის სახით, კაფსულ(ებ)ის მიღებით ყოველ დღე, ჩვეულებრივ ერთხელ დილით, ერთხელ შუადღისას და ერთხელ საღამოს.
გაბაპენტინ ბრაუნ & ბურკი არ არის რეკომენდირებული 6 წლამდე ბავშვთა ასაკში გამოსაყენებლად.
პერიფერიული ნეიროპათიური ტკივილი, რეკომენდებული დოზაა:
ზრდასრულები:
მიიღეთ კაფსულების რაოდენობა ექიმის დანიშნულების მიხედვით. თქვენი ექიმი ჩვეულებრივ გაზრდის დოზას თანდათანობით. საწყისი დოზა შეადგენს 300 მგ-დან 900 მგ-მდე დღეში. ამის შემდეგ, დოზა შეიძლება გაიზარდოს თქვენი ექიმის მითითებით, მაქსიმუმ 3600 მგ-მდე დღეში, და თქვენი ექიმი გეტყვით, რომ მიიღოთ ის 3 ცალკეულ დოზად, ანუ ერთხელ დილით, ერთხელ შუადღისას და ერთხელ საღამოს.
თუ გაქვთ თირკმელების პრობლემები ან იტარებთ ჰემოდიალიზს.
თუ თქვენ გაქვთ თირკმელების პრობლემები ან გადიხართ ჰემოდიალიზს, ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ დოზირების განსხვავებული სქემა და/ან დოზა.
თუ ხართ ხანდაზმული პაციენტი (65 წელზე მეტი ასაკის)
თქვენ უნდა მიიღოთ გაბაპენტინ ბრაუნ & ბურკის ნორმალური დოზა, თუ არ გაქვთ თირკმელების პრობლემები. თუ გაქვთ თირკმელების პრობლემები, ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სხვა დოზირების სქემა და/ან დოზა.
თუ გგონიათ, რომ გაბაპენტინ ბრაუნ & ბურკის ეფექტი ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტი, სასწრაფოდ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მიღების წესი
გაბაპენტინ ბრაუნ & ბურკი მიიღება პერორალურად. კაფსულებს ყობელთვის დააყოლეთ დიდი რაოდენობით წყალი.
გაბაპენტინ ბრაუნ & ბურკი მიიღეთ მანამ, სანამ ექიმი არ მოგცემთ მისი შეწყვეტის რეკომენდაციას.
თუ მიიღეთ გაბაპენტინ ბრაუნ & ბურკი საჭიროზე მეტი რაოდენობით
რეკომენდებულზე მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტების ზრდა, მათ შორის გონების დაკარგვა, თავბრუსხვევა, გაორებული ხედვა, დაბნეული მეტყველება, ძილიანობა და დიარეა. დაურეკეთ ექიმს ან სასწრაფოდ მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას, თუ თქვენ მიიღეთ უფრო მეტი გაბაპენტინ ბრაუნ & ბურკი, ვიდრე ის ექიმმა დაგინიშნათ. ეტიკეტირებული შეფუთვიდან ამოიღეთ ნებისმიერი კაფსულა, რომელიც არ მიგიღიათ და თან იქონიეთ, რათა საავადმყოფოსთვის ადვილი იყოს მიღებული წამლის გარკვევა.
თუ დაგავიწყდათ გაბაპენტინ ბრაუნ & ბურკის მიღება
თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ იგი როგორც კი გაგახსენდებათ, თუ არ მოსულა შემდეგი დოზის მიღების დრო. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
თუ შეწყვიტეთ გაბაპენტინ ბრაუნ & ბურკის მიღება
არ შეწყვიტოთ გაბაპენტინის მიღება მოულოდნელად. თუ გსურთ შეწყვიტოთ გაბაპენტინის მიღება, ჯერ მიმართეთ ექიმს. ისინი გეტყვიან როგორ გააკეთოთ ეს. თუ თქვენი მკურნალობა შეწყდა, ეს უნდა გაკეთდეს თანდათანობით მინიმუმ 1 კვირის განმავლობაში. გაბაპენტინით მოკლევადიანი ან ხანგრძლივი მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, უნდა იცოდეთ, რომ შესაძლოა განიცადოთ გარკვეული გვერდითი მოვლენები, ე.წ. ეს ეფექტები შეიძლება მოიცავდეს კრუნჩხვებს, შფოთვას, უძილობას, უსიამოვნო შეგრძნებას (გულისრევა), ტკივილს, ოფლიანობას, კანკალს, თავის ტკივილს, დეპრესიას, უსიამოვნო შეგრძნებას, თავბრუსხვევას და საერთო სისუსტეს. ეს ეფექტები ჩვეულებრივ ვლინდება გაბაპენტინის შეწყვეტიდან 48 საათში. თუ თქვენ გაქვთ მოხსნის სიმპტომები, უნდა მიმართოთ ექიმს.
აღნიშნული მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
შეწყვიტეთ გაბაპენტინის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ შეამჩნევთ რომელიმე შემდეგ სიმპტომს:
მოწითალო ამოუბურცავი, სამიზნე ან ან მრგვალი ფორმის ლაქები სხეულზე, ხშირად ბუშტუკებით ცენტრში, კანის აქერცვლა, წყლულები პირში, ყელში, ცხვირში, სასქესო ორგანოებსა და თვალებში. კანის ამ მძიმე გამონაყარს შეიძლება წინ უსწრებდეს ცხელება და გრიპის მსგავსი სიმპტომები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი).
ფართოდ გავრცელებული გამონაყარი, სხეულის მაღალი ტემპერატურა და გადიდებული ლიმფური კვანძები (DRESS სინდრომი ან წამლის ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი)
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება:
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ ამ წამლის მიღების შემდეგ გამოგივლინდათ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი, რადგან ისინი შეიძლება იყოს სერიოზული:
უნობია (არსებული მონაცემებით შეუძლებელია სიხშირის განსაზღვრა) ანაფილაქსია (სერიოზული, პოტენციურად სიცოცხლისათვის საშიში ალერგიული რეაქცია, მათ შორის სუნთქვის გაძნელება, ტუჩების, ყელის და ენის შეშუპება და ჰიპოტენზია, რომელიც საჭიროებს სასწრაფო მკურნალობას)
კანის მძიმე რეაქციები, რომლებიც საჭიროებენ სასწრაფო ყურადღებას, ტუჩების და სახის შეშუპება, კანის გამონაყარი და სიწითლე და/ან თმის ცვენა (ეს შეიძლება იყოს სერიოზული ალერგიული რეაქციის სიმპტომები);
გამუდმებული კუჭის ტკივილი, უსიამოვნო შეგრძნება და სისუსტე, რადგან ეს შეიძლება იყოს მწვავე პანკრეატიტის (პანკრეასის ანთება) სიმპტომი.
გაბაპენტინ ბრაუნ & ბურკმა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ან სიცოცხლისთვის საშიში ალერგიული რეაქცია, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს კანზე ან სხეულის სხვა ნაწილებზე, როგორიცაა ღვიძლი ან სისხლის უჯრედები. ამ ტიპის რეაქციის დროს შეიძლება გქონდეთ ან არ გქონდეთ გამონაყარი. ამან შეიძლება გამოიწვიოს ჰოსპიტალიზაცია ან გაბაპენტინ ბრაუნ & ბურკის გამოყენების შეწყვეტა.
სუნთქვის პრობლემები, სიმძიმის მიხედვით, ნორმალური სუნთქვის შესანარჩუნებლად, შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო და ინტენსიური თერაპია.
სუიციდური აზრები
დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ შემდეგი სიმპტომებიდან რომელიმე:
გამონაყარი კანზე
ჭინჭრის ციება
ცხელება
გადიდებული ჯირკვლები, რომლებიც არ ქრება
ტუჩის და ენის შეშუპება
კანის ან თვალების თეთრი ნაწილის გაყვითლება
უჩვეულო სისხლჩაქცევები ან სისხლდენა
ძლიერი დაღლილობა ან სისუსტე
კუნთების მოულოდნელი ტკივილი
ხშირი ინფექციები
ეს სიმპტომები შეიძლება იყოს სერიუზული გცერდითი რეაქციების პირველი ნიშნები. ექიმმა უნდა გაგსინჯოთ, რათა გადაწყვიტოს გააგრძელოთ თუ არა გაბაპენტინ ბრაუნ & ბურკის მიღება.
თუ თქვენ იმყოფებით ჰემოდიალიზზე, კუნთების ტკივილის და/ან სისუსტის შემთხვევაში აუცილებლად აცნობეთ ექიმს.
სხვა გვერდითი ეფექტები მოიცავს:
ძალიან ხშირი (შეიძლება განუვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს):
ვირუსული ინფექცია.
ძილიანობა, თავბრუსხვევა, კოორდინაციის დარღვევა.
დაღლილობის შეგრძნება, ცხელება.
ხშირი (შეიძლება განუვითარდეს 10-დან 1-მდე ადამიანს):
პნევმონია, რესპირატორული ინფექციები, საშარდე გზების ინფექცია, ყურის ანთება ან სხვა ინფექციები.
ლეიკოციტების დაბალი რაოდენობა.
ანორექსია, მადის მომატება.
ბრაზი სხვების მიმართ, დაბნეულობა, განწყობის ცვლილება, დეპრესია, შფოთვა, ნერვიულობა, აზროვნების გაძნელება.
კრუნჩხვები, აჩქარებული მოძრაობები, მეტყველების გაძნელება, მეხსიერების დაკარგვა, ტრემორი, ძილის გაძნელება, თავის ტკივილი, მგრძნობიარე კანი, მგრძნობელობის დაქვეითება (დაბუჟება), კოორდინაციის გაძნელება, თვალის უჩვეულო მოძრაობა, რეფლექსების მომატება, დაქვეითება ან არარსებობა.
ბუნდოვანი ხედვა, მხედველობის გაორება.
ვერტიგო.
მაღალი წნევა, სისხლძარღვების ჰიპერემია ან გაფართოება.
სუნთქვის გაძნელება, ბრონქიტი, ყელის ტკივილი, ხველა, ცხვირის სიმშრალე.
ღებინება (გულისრევა), გულისრევა (გულისრევის შეგრძნება), სტომატოლოგიური პრობლემები, ღრძილების ანთება, დიარეა, კუჭის ტკივილი, საჭმლის მონელების დარღვევა, ყაბზობა, პირის ან ყელის სიმშრალე, მეტეორიზმი.
სახის შეშუპება, სისხლჩაქცევები, გამონაყარი, ქავილი, აკნე.
სახსრების ტკივილი, კუნთების ტკივილი, ზურგის ტკივილი, თრთოლვა.
ერექციასთან დაკავშირებული სირთულეები (იმპოტენცია).
შეშუპება ფეხებსა და ხელებში, სიარულის გაძნელება, სისუსტე, ტკივილი, უსიამოვნო შეგრძნება, გრიპის მსგავსი სიმპტომები.
ლეიკოციტების რაოდენობის დაქვეითება, წონის მომატება.
შემთხვევითი ტრამვა, მოტეხილობა, აბრაზია.
გარდა ამისა, ბავშვებში ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში ხშირად აღინიშნებოდა აგრესიული ქცევა და მკვეთრი მოძრაობები.
არახშირი (შეიძლება განუვითარდეს 100-დან 1-მდე ადამიანს):
ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ჭინჭრის ციება.
შენელებული მოძრაობა.
აჩქარებული გულისცემა.
სახის, ტანის და კიდურების შეშუპება.
სისხლის ტესტის ანომალიური შედეგები მიუთითებს ღვიძლის პრობლემებზე.
ფსიქიკური აშლილობა
ვარდნა
სისხლში გლუკოზის მომატებული დონე (ყველაზე გავრცელებულია დიაბეტის მქონე ადამიანებში)
აგზნება (ქრონიკული მოუსვენრობის მდგომარეობა და უნებლიე და უმიზნო მოძრაობები)
ყლაპვის გაძნელება
ხშირი (შეიძლება განუვითარდეს 1000-დან 1-მდე ადამიანს):
ცნობიერების დაკარგვა
სისხლში გლუკოზის დონის დაქვეითება (ყველაზე ხშირად დიაბეტიან პაციენტებში)
სუნთქვის გაძნელება, ზედაპირული სუნთქვა (რესპირატორული დეპრესია)
უცნობია: სიხშირის შეფასება შეუძლებელია ხელმისაწვდომი მონაცემებით
გახდე გაბაპენტინზე დამოკიდებული ("წამალდამოკიდებულება")
გაბაპენტინით ხანმოკლე ან გრძელვადიანი მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, უნდა იცოდეთ, რომ შესაძლოა განიცადოთ გარკვეული გვერდითი მოვლენები, ეგრეთ წოდებული მოხსნის ეფექტები (იხ. „თუ შეწყვეტთ გაბაპენტინის მიღებას“).
პოსტმარკეტინგულად დაფიქსირებულია გაბაპენტინის შემდეგი გვერდითი მოვლენები:
თრომბოციტების დაქვეითება (სისხლის შედედების უჯრედები).
ჰალუცინაციები.
პათოლოგიურ მოძრაობები, როგორიცაა კრუნჩხვა, თრთოლვა და დაჭიმულობა.
ხმაური ყურებში.
კანისა და თვალების გაყვითლება (სიყვითლე), ღვიძლის ანთება.
თირკმლის მწვავე უკმარისობა, შეუკავებლობა.
სარძევე ჯირკვლის ქსოვილის გადიდება, მკერდის გადიდება.
გვერდითი მოვლენები გაბაპენტინის უეცარი შეწყვეტის შემდეგ (შფოთვა, ძილის გაძნელება, ავადმყოფობის შეგრძნება, ტკივილი, ოფლიანობა), ტკივილი გულმკერდის არეში
კუნთოვანი ბოჭკოების დაშლა (რაბდომიოლიზი).
სისხლის ანალიზის შედეგების ცვლილება (კრეატინ ფოსფოკინაზას მომატება).
სქესობრივი ფუნქციონირების პრობლემები, მათ შორის სქესობრივი კულმინაციის მიღწევის შეუძლებლობა, დაგვიანებული ეაკულაცია.
სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე.
შეტყობინება გვერდითი ეფექტების შესახებ
თუ გამოგივლინდათ რაიმე გვერდითი ეფექტი, აცნობეთ ამის თაობაზე ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ფურცელ-ჩანართში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტების თაობაზე პირდაპირ ყვითელი ბარათის სქემის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: www.mhra.gov.uk/yellowcard ან მოძებნოთ MHRA ყვითელი ბარათი Google Play-ში ან Apple App Store-ში.
გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ შეგიძლიათ მოგვაწოდოთ მეტი ინფორმაცია ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.
- გაბაპენტინი ბრაუნ & ბურკ-ის შენახვის წესი
შეინახეთ ეს წამალი ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს წამალი ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე EXP-ის შემდეგ. ვადის ამოწურვის თარიღად მიჩნეულია მითითებული თვის ბოლო დღე.
არ შეინახოთ 30°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.
არ გადააგდოთ წამალი ჩამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ წამლები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს გაბაპენტინი ბრაუნ & ბურკ-ის კაფსულები
აქტიური სუბსტანციაა გაბაპენტინი.
ერთი მყარი კაფსულა შეიცავს 100მგ, 300მგ ან 400მგ გაბაპენტინს.
სხვა ინგრედიენტებია:
კაფსულა შეიცავს:
სიმინდის სახამებელი
ტალკი
კაფსულის გარსი:
ჟელატინი
ნატრიუმის ლაურილსულფატი
100მგ კაფსულები: ტიტანის დიოქსიდი (E171)
300მგ კაფსულები: ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის ყვითელი ოქსიდი (E172)
400მგ კაფსულები: ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის წითელი და ყვითელი ოქსიდი (E172)
როგორ გამოიყურება გაბაპენტინი ბრაუნ & ბურკ-ის კაფსულები და შეფუთვის შიგთავსი
100 მგ-იანი კაფსულები წარმოადგენს თეთრი ფერის მყარ კაფსულებს, რომლებიც შეიცავს თეთრ კრისტალურ ფხვნილს. კაფსულის სიგრძეა 15,70 მმ.
300 მგ-იანი კაფსულები წარმოადგენს ყვითელი ფერის მყარ კაფსულებს, რომლებიც შეიცავს თეთრ კრისტალურ ფხვნილს. კაფსულის სიგრძეა 19,00 მმ.
400 მგ-იანი კაფსულები წარმოადგენს ნარინჯისფერ მყარ კაფსულებს, რომლებიც შეიცავს თეთრ კრისტალურ ფხვნილს. კაფსულის სიგრძეა 21,20 მმ.
გაყიდვაშია ბლისტერული შეფუთვები 10, 20, 30, 50, 60, 84, 90, 98, 100, 200, 500, 1000 კაფსულით.
ასევე იყიდება პლასტმასის კონტეინერებში 300, 400 ან 500 კაფსულით.
შეფუთვის ყველა ზომა შესაძლებელია არ იყოს გაყიდვასი.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი I, გაიცემა ფორმა №2 რეცეპტით.
სავაჭრო ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი
შპს Brown & Burk UK
5 მარიატ ქლოუს ჰანსლოუ ვესთ მიდლესექს TW4 5DQ, გაერთიანებული სამეფო.
ეს სამკურნალო პროდუქტი ნებადართულია ევროპის ეკონომიკური ზონის წევრ სახელმწიფოებში შემდეგი სახელწოდებით:
გაერთიანებული სამეფო: გაბაპენტინი ბრაუნ & ბურკ 100მგ/300მგ/400მგ მყარი კაფსულები
დანია: გაბაპენტინ-მიკრო ლაბს 100მგ/300მგ/400მგ მყარი კაფსულები
ეს ფურცელ-ჩანართი უკანასკნელად გადახედილია 01/2023.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.







