გაბაპენტინი აურობინდო 400მგ
Gabapentin Aurobindo 400mg
გაბაპენტინი აურობინო მიეკუთვნება ეპილეფსიის და პერიფერიული ნევროპათიული ტკივილების სამკურნალო პრეპარატების ჯგუფს (ტკივილები, რომლებიც გამოწვეულია ნერვის ქრონიკული დაზიანებით). …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- გაბაპენტინი (gabapentin)
- ფორმა და შეფუთვა
- 400მგ კაფსულა №50
- მწარმოებელი
- APL Swift Services (Malta) Limited, მალტა
- გაცემის წესი
- I ჯგუფი, გაიცემა ფორმა №2 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიეპილეფსიური საშუალებები, ანტიეპილეფსიური სხვა საშუალებები
- ATC კოდი
- N03AX12
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-023044
- რეგისტრირებულია
- 31 ივლისი 2017, მოქმედებს 31 ივლისი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „ნიუ ჯორჯია- 555“
- GMP
- -
გაბაპენტინი აურობინდო 400მგ — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
გაბაპენტინი აურობინო მიეკუთვნება ეპილეფსიის და პერიფერიული ნევროპათიული ტკივილების სამკურნალო პრეპარატების ჯგუფს (ტკივილები, რომლებიც გამოწვეულია ნერვის ქრონიკული დაზიანებით).
გაბაპენტინი აურობინდო გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:
ეპილეფსიის სხვადასხვა ფორმები (კრუნჩხვა, რაც ძირითადად მოიცავს ტვინის ზოგიერთ ნაწილს და შესაძლოა გავრცელდეს ან არ გავრცელდეს ტვინის სხვა ნაწილში).
ექიმმა შესაძლოა დაგინიშნოთ გაბაპენტინი აურობინდო ეპილეფსიის სამკურნალოდ, როდესაც მიმდინარე მკურნალობის შედეგად არასაკმარისია მდგომარეობის სრული კონტროლი. გაბაპენტინი აურობინდო გამოიყენება აქტუალურ თერაპიასთან ერთად შესაძლებელია დამატებითი თერაპიის სახითაც. გაბაპენტინი აურობინდოს გამოყენება შესაძლებელია უფროსებში და ბავშვებში 12 წლის ასაკიდან.
პერიფერიული ნეიროპათიული ტკივილები (ხანგრძლივად შენარჩუნებადი ტკივილები, რომლებიც გამოწვეულია ნერვის დაზიანებით). სხვადასხვა დაავადებებმა შესაძლოა გამოიწვიონ პერიფერიული ნეიროპათიური ტკივილები (პირველ რიგში ფეხების არეში და/ან ხელებზე), როგორიცაა დიაბეტი და სარტყელისებრი სირსველი. დაავადების დროს გამოვლენილი სიმპტომებია ცხელების შეგრძნება, წვა, შეშუპება, მწვავე და უეცარი ტკივილი, ჩხვლეტის შეგრძნება, დაბუჟების შეგრძნება, კრუნჩხვა, ქავილი, შეგრძნების დაკარგვა და ა.შ.
მიღების წესი და დოზირება
ეს მედიკამენტი ყოველთვის უნდა მიიღოთ ზუსტად ექიმის დანიშნულების შესაბამისად. უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული. ექიმი განსაზღვრავს საჭირო დოზირებას.
თუ ფიქრობთ, რომ გაბაპენტინი აურობინდო თქვენზე ახდენს ძალიან ძლიერ ან პირიქით სუსტ ზეგავლენას, უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს დროულად.
ხანდაზმულებში (65 წელზე უფროს პაციენტებში) მიიღება გაბაპენტინი აურობიდნოს რეგულარული დოზირება. თუ აღინიშნება თირკმელების პრობლემები ექიმი მოახდენს დოზირების და/ან მკურნალობის სქემის კორექციას.
გაბაპენტინი აურობინდოს გამოყენება უნდა განაგრძოთ იმ ხანგრძლივობით, როგორც დაგინიშნათ ექიმმა.
მიღების წესი და მეთოდი
გაბაპენტინი აურობინდო მიიღება პერორალურად. ყოველთვის უნდა მიიღოთ კაფსულები მთლიანად საკმარისი რაოდენობის წყლის მიყოლებით.
რეკომენდებული დოზირება ეპილეფსიის მკურნალობისას:
უფროსები და მოზარდები:
მიიღეთ კაფსულების რაოდენობა, რაც დაგინიშნათ ექიმმა. ექიმი გაზრდის დოზას თანდათან. საწყისი დოზირება, როგორც წესი შეადგენს 300მგ-დან 900მგ-მდე დღეში.
ექიმის რეკომენდაციით შესაძლებელია დოზირების გაზრდა მაქსიმუმ 3600მგ-მდე დღეში დაყოფილი 3 დოზად, ერთი დილით, ერთი შუადღისით და ერთი საღამოს.
გამოყენება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში:
დოზირება განისაზღვრება ექიმის მიერ ბავშვის წონის შესაბამისად. მკურნალობა იწყება ყველაზე დაბალი ეფექტური დოზირებით, რომელიც თანდათან იზრდება დაახლოებით 3 დღის განმავლობაში. რეკომენდებული დოზირება ეპილეფსიის შეტევების კუპირებისათვის შეადგენს 25-35 მგ/კგ დღეში. დოზა მიიღება ჩვეულებრივ 3 დაყოფილ დოზებად, კაფსულა მიიღება ყოველდღე, მაგალითად დილით, შუადღეს და საღამოს.
გაბაპენტინი აურობინდოს გამოყენება არ არის რეკომენდებული 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.
რეკომენდებული დოზირება ნევროპათიული პერიფერიული ტკივილების სამკურნალოდ:
უფროსები:
დოზირება ინიშნება ექიმის მიერ. ექიმი გაზრდის დოზირებას თანდათან. საწყისი დოზა ჩვეულებრივ შეადგენს 300მგ-დენ 900 მგ-მდე დღეში. შემდეგ შესაძლებელია დოზირების გაზრდა მაქსიმუმ 3600მგ-მდე დღეში და ექიმი განსაზღვრავს მიღების რეჟიმს, რომლის დროსაც მიიღება მთლიანი დოზა 3 დაყოფილ დოზებად, დილით, შუადღეს და საღამოს.
თუ აღინიშნება თირკმელების პრობლემები ან იტარებთ ჰემოდიალიზს
ჰემოდიზლიზზე ყოფნის ან თირკმელების პრობლემების შემთხვევაში ექიმს შეუძლია მკურნალობის სხვადასხვა რეჟიმის და/ან დოზის დანიშვნა.
თუ მიიღეთ გაბაპენტინი აურობინდოს ჭარბი დოზირება
თუ შემთხვევით მიიღეთ კაფსულების ჭარბი რაოდენობა ან ეჭვობთ, რომ შესაძლოა ბავშვბა გადაყლაპა მედიკამენტი, უნდა მიმართოთ დაუყონებლივ ექიმს ან ახლომდებარე კლინიკას. გაბაპენტინის კაფსულებმა შესაძლოა გამოიწვიონ თავბრუსხვევა და ამიტომ რეკომენდებულია თხოვოთ ვინმეს, რომ მიგიყვანოთ კლინიკაში ექიმთან ან გამოიძახოთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება. ჭარბი დოზის სიმპტომებია თავბრუსხვევა, მხედველობის გაორება, გაურკვეველი მეტყველება, გონების დაკარგვა, ძილიანობა და მსუბუქი დიარეა.
თუ დაგავიწყდათ გაბაპენტინი აურობინდოს დოზის მიღება
თუ გამოტოვეთ გაბაპენტინი აურობინდოს რეკომენდებული დოზა, უნდა მიიღოთ ის გახსენებისთანავე, გარდა იმ შემთხვევისა თუ უკვე არ ახლოვდება მომდევნო დოზის მიღების დრო. არ მიიღო ორმაგი დოზა, გამოტოვებული დოზირების კომპენსირების მიზნით.
თუ გსურთ გაბაპენტინი აურობინდოს მიღების შეწყვეტა
არ შეწყვიტოთ გაბაპენტინი აერობინდოს მიღება, ექიმთან კონსულტაციის გარეშე. მკურნალობა უნდა შეწყდეს თანდათან, მინიმუმ ერთი კვირის განმავლობაში. გაბაპენტინი აურობინდოს სწრაფი ან დროზე ადრე მოხსნის შემთხვევაში შესაძლოა აღინიშნოს კრუნჩხვების გამოვლენის რისკის გაზრდა.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად აღნიშნული მედიკამენტის შესახებ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
- თუ აღინიშნება ალერგია გაბაპენტინის ან ამ პრეპარატის შემდგენლობაში შემავალი ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (იხ. პუნქტი 6)
სიფრთხილის ზომები
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, გაბაპენტინი აურობინდოს გამოყენებამდე
- თუ აღინიშნება თირკმელების პრობლემები, შესაძლოა ექიმმა შეცვალოს დოზირება
- თუ იტარებთ ჰემოდიალიზს (სისხლის გამწმენდ თერაპიას თირკმლის უკმარისობისას)
- თუ აღინიშნება კუნთების ტკივილი და/ან სისუსტე
- თუ აღინიშნება სიმტპომები, როგორიცაა მუცლის ქრონიკული ტკივილები, ღებინება ან გულისრება უნდა მიმართოთ ექიმს. ეს შესაძლოა იყოს პანკრეატიტის ნიშნები (კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება)
პაციენტების უმეტეს ნაწილს, რომლებიც იტარებენ ანტიეპილეფსიურ მკურნალობას პრეპარატით, როგორიცაა გაბაპენტინი აურობინდო აღენიშნებათ თვითმკვლელობის ან თვითდაზიანების მცდელობების გამოვლენა, რომლის დროსაც დაუყონებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია პოტენციურად საშიში გვერდითი რეაქციების შესახებ
პაციენტების ზოგიერთ ნაწილს, რომლებიც იღებენ გაბაპენტინი აურობინდოს აღენიშნათ ალერგიული რეაქციები ან კანის სერიოზული რეაქციები, რაც შესაძლოა გადაიზარდოს სერიოზულ პრობლემებში, თუ არ მოხდება ამ სიმპტომების დროული მკურნალობა. საჭიროა პაციენტი ფლობდეს ინფორმაციას ამ სიმპტომების შესახებ გაბაპენტინი აურობინდოს გამოყენების დროს.
ინფორმაცია ამ სიმპტომების შესახებ იხილეთ ინსტრუქციის 4 პუნქტში ,,დაუყონებლივ უნდა მიმართოთ ექიმს შემდეგი სიმპტომების გამოვლენისას, რადგან ამ ეფექტებმა შესაძლოა მიიღონ სერიოზული სახე“.
შენიშვნა: HDPE ფლაკონი შეიცავს დესიკანტს. არ გადაყლაპოთ.
გაბაპენტინი აურობინდოს გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად
უნდა აცნობოთ ექიმს, თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ მიიღეთ სხვა ნებისმიერი სამკურნალო საშუალება
მედიკამენტები, რომლებიც შეიცავენ მორფინს.
თუ იღებთ ნებისმიერ პრეპარატს, რომელიც შეიცავს მორფინს, გთხოვთ აცნობოთ ექიმს, სამედიცინო პერსონალს ან ფარმაცევტს, რადგან მორფინმა შესაძლოა გააძლიეროს გაბაპენტინი აურობინდოს ეფექტი.
კუჭის დარღვევების სამკურნალო ანტაციდურები
თუ გაბაპენტინი აურობინდო გამოიყენება ანტაციდურებთან ერთად, რომლებიც შეიცავენ ასევე ალუმინს და მაგნიუმს, შესაძლოა აღინიშნოს გაბაპენტინი აურობინდოს კუჭში აბსორბციის დონე.
ამიტომ რეკომენდებულია გაბაპენტინი აურობინდოს გამოყენება მინიმუმ ორი საათის შემდეგ ანტაციდურების გამოყენებიდან.
გაბაპენტინი აურობინდო:
- არ არის მოსალოდნელი ურთიერთქმედება სხვა ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად ან ორალურ კონტრაცეპტივებთან ერთად გამოყენებისას.
- შესაძლოა ხელი შეუშალოს ზოგიერთი ლაბორატორიული ტესტების ჩატარებას, ამიტომ შარდის ანალიზის გაკეთებისას უნდა აცნობოთ ექიმს, რომ იღებთ ნებისმიერ მედიკამენტს.
გაბაპენტინი აურობინდოს მიღება საკვებ, სასმელ პროდუქტებთან და ალკოჰოლთან ერთად
გაბაპენტინი აურობინდოს მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან კვებისგან დამოუკიდებლად.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან კვებავთ ჩვილს ძუძუთი, ეჭვობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.
ორსულობა:
გაბაპენტინი აურობინდოს გამოყენება არ შეიძლება ორსულობის დროს, ექიმის რეკომენდაციის გარეშე. ქალებმა, რომლებიც არიან ნაყოფიერების ასაკში უნდა გამოიყენონ ეფექტური კონტრაცეპტული საშუალებები.
არ არსებობს კვლევები გაბაპენტინის ორსულებში გამოყენების შესახებ, მაგრამ ისევე, როგორც სხვა ანტიეპილეფსიური პრეარატების გამოყენებისას, არსებობს ნაყოფის დაზიანების მაღალი რისკი, კერძოდ რამოდენიმე კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალების გამოყენებისას. ამიტომ რეკომენდებულია მხოლოდ ერთი კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალების გამოყენება ორსულობის დროს, თუკი ამის საშუალებას იძლევა არსებული მდგომარეობა. დაუყონებლივ უნდა მიმართოთ ექიმს თუ დაორსულდებით ან ეჭვობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას გაბაპენტინი აურობინდოს გამოყენების პერიოდში. არ შეწყვიტოთ ამ მედიკამენტის გამოყენება უეცრად, რადგან შესაძლოა აღინიშნოს კრუნჩხვების განვითარება და ამან ძლიერი ზიანი მიაყენოს თქვენს ნაყოფს.
ლაქტაციის პერიოდი:
გაბაპენტინი აურობინდოს აქტიური ნივთიერება გაბაპენტინი გამოიყოფა დედის რძეში. ვინაიდან არ არის მონაცემები ბავშვზე ზეგავლენის შესახებ, ამიტომ გაბაპენტინი აურობინდოს გამოყენებისას უნდა შეწყდეს ლაქტაცია.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
გაბაპენტინი აურობინდომ შესაძლოა გამოიწვიოს თავბრუსხვევა, ძილიანობა და დაღლილობა. არ შეიძლება ავტომობილის მართვა და რთულ მექანიზმებთან მუშაობა, სანამ არ დაადგენთ, თუ რა ზეგავლენას ახდენს ეს პრეპარატი თქვენს რეაქციის უნარზე.
გვერდითი მოვლენები
ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად ამ პრეპარტმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში.
მიმართეთ ექიმს, თუ გამოვლინდება შემდეგი სიმპტომები, რადგან შესაძლოა ამ ეფექტებმა მიიღონ სერიოზული სახე:
კანის რთული რეაქციები, საჭიროებენ გადაუდებელ მკურნალობას, ტუჩების და სახის შეშუპება, გამონაყარი ან სიწითლე და/ან თმისცვენა (შესაძლოა იყოს სერიოზული ალერგიული რეაქციების ნიშანი)
მუცლის ქრონიკული ტკივილები, ღებინება ან გულისრება, რაც შესაძლოა იყოს მწვავე პანკრეატიტის ნიშნები (კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება)
გაბაპენტინი აურობინდოს გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს სიცოცხლისათვის საშიში ალერგიული რეაცქიები, რაც ვლინდება კანზე ან სხეულის სხვა ნაწილზე, როგორიცაა ღვიძლი ან სისხლის უჯრედები. მსგავსი რეაციების გამოვლენისას, როგორიცაა კანზე გამონაყარი უნდამიმართოთ ექიმს. შესაძლოა საჭირო გახდეს ჰოსპიტალიზაცია და გაბაპენტინი აურობინდოს მიღების შეწყვეტაც.
აცნობეთ ექიმს, თუ შეინიშნება შემდეგი სიმპტომებიდან ნებისმიერი:
კანზე გამონაყარი
ჭინჭრის ცხელება
ცხელება
ჯირკვლების შეშუპება, რომელიც ნარჩუნდება
ტუჩების და ენის შეშუპება
კანის და თვალის სიყვითლე
უჩვეულო ლურჯი ლაქები და სისხლდენები
ძლიერი დაღლილობა და სისუსტე
მოულოდნელი კუნთების ტკივილი
ხშირი ინფექციები
ეს სიმპტომები შესაძლოა იყოს რთული გვერდითი მოვლენების პირველი ნიშნები, უნდა მიმართოთ ექიმს, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას გაბაპენტინი აურობინდოს მიღების გაგრძელების შესახებ.
თუ იტარებთ ჰემოდიზლიზს, უნდა აცნობოთ ექიმს თუ ვლინდება კუნთების ტკივილი და/ან სისუსტე.
სხვა გვერდითი რეაქციებია:
ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტები (ვლინდება 10 პაციენტიდან 1-მდე):
ვირუსული ინფექციები
ძილიანობა, თავბრუსხვევა, კოორდინაციის უნარის დაკარგვა
დაღლილობა, ცხელება
ხშირი გვერდითი ეფექტები (ვლინდება 100 პაციენტიდან 1-მდე):
პნევმონია, სასუნთქი გზების ინფექციები, საშარდე გზების ინფექციები, ყურის ინფექციები და ანთება და სხვა ინფექციები.
სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება
ანორექსია, მადის მომატება
სიბრაზე, დაბნეულობა, ხასიათის ცვლილებები, დეპრესია, შიშის მდგომარეობა, ნევროზი
კრუნჩხვა, სპაზმური მდგომარეობა, მეტყველების გართულება, მეხსიერების დაკარგვა, კანკალი, უძილობა, თავის ტკივილები, კანზე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, გონების დაკარგვა, კოორდინაციის დარღვევა, თვალების არაკონტროლირებადი მოძრაობა, რეფლექსების მომატება, დასუსტება ან გაქრობა.
მხედველობის დაბინდვა, მხედველობის გაორება
ვერტიგო
სისხლის მაღალი წნევა, სახის და ყელის არეში სიწითლე, სისხლძარღვების გაფართოვება
სუნთქვის გართულება, ბრონქიტი, ყელის ტკივილი, ხველა, ცხვირის სიმშრალე
ღებინება, გულისრევა, კბილების პრობლემები, ღრძილების ანთება, ფაღარათი, კუჭის კტივილები, საჭმლის მონელების დარღვევები, ყაბზობა, პირის და ყელის სიმშრალე, შებერილობა
სახის შეშუპება, ლურჯი ლაქები, კანზე გამონაყარი, ქავილი, აკნე
სახსრების ტკივილი, კუნთების ტკივილი, ზურგის ტკივილი, კუნთების კრთომა
ერექციის გართულება (იმპოტენცია)
ხელ-ფეხის შეშუპება, სიარულის დარღვევები, სისუსტე, ტკივილი, შეუძლოდ ყოფნა, გრიპისმაგვარი სიმპტომები
სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, წონაში მატება
დაზიანებები, ძვლების მოტეხილობები, ჭრილობები
გარდა ამისა, კლინიკური კვლევებისას აღინიშნა ბავშვებში ხშირად აგრესიული საქციელი და ქმედებები.
არახშირი გვერდითი ეფექტები (ვლინდება 1.000 პაციენტიდან 1-მდე):
ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ჭინჭრის ციება
მოძრაობის შენელება
აჩქარებული გულისცემა
სახის, ტანის ან კიდურების შეშუპება
სისხლის ანალიზის დარღვევები, ღვიძლის დარღვევების ნიშნებით
წაქცევა
აზროვნების დარღვევა
სისხლში შაქრის დონის მომატება (უმეტესად ვლინდება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში)
იშვიათად (შესაძლოა აღინიშნოს 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტში)
სისხლში შაქრის დაბალი დონე (განსაკუთრებით შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში)
გონების დაკარგვა.
უცნობია სიხშირე (არსებული მონაცემების მიხედვით შეუძლებელია სიხშირის დადგენა)
სისხლში ნატრიუმის დონის შემცირება
პოსტმარკეტინგულ კვლევებში გამოვლენილი რეაქციები:
თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (სისხლის შემადედებელი უჯრედები)
ჰალუცინაცია
მოძრაობის ანომალიური დარღვევები, როგორიცაა სპაზმი, მოძრაობის შებოჭილობა და რიგიდულობა
ყურებში ხმაური
გვერდითი ეფექტების ერთობლიობა, რომლებიც ვლინდება ერთდროულად და შესაძლოა მოიცავდეს ლინფური კვანძების შეშუპებას (იზოლირებული სიმაგრეები), ცხელებას, გამონაყარს და ღვიძლის ანთებას
კანის და თვალების სიყვითლე (ქოლესტაზური სიყვითლე)
ღვიძლის ანთება
თირკმელების მწვავე უკმარისობა, შარდის შეკავება
სარძევე ჯირკვლების ქსოვილის გაზრდა, მკერდის გადიდება
გაბაპენტინის სწრაფი მოხსნისას გამოვლენილი გვერდითი ეფექტები (შფოთი, უძილობა, ღებინება, ტკივილი, ოფლიანობა), მკერდის არეში ტკივილი
დიაბეტის მქონე პაციენტებში სისხლში გლუკოზის დონის მერყეობა
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
თუ გამოვლინდება ნებისმიერი გვერდითი ეფექტი, უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს ეხება ასევე მოვლენებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ ასევე მიაწოდოთ წამლისა და სამედიცინო პროდუქტის კოტროლის ეროვნულ სისტემას ვებ-გვერდზე: http://www.anm.ro/. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით ხელს შეუწყობთ მედიკამენტის უსაფრთხო გამოყენების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.
შემადგენლობა
აქტიური სუბსტანცია არის გაბაპენტინი.
თითოეული კაფსულა შეიცავს 400 მგ გაბაპენტინს.
დამხმარე ნივთიერებები:
კაფსულას შემადგენლობა: სიმინდის სახამებელი, ტალკი
კაფსულა:
400 მგ: წითელი რკინის ოქსიდი (E172), ყვითელი რკინის ოქსიდი (E172), ტიტანის დიოქსიდი, ნატრიუმის ლაურილ სულფატი, ჟელატინი
საბეჭდი მელანი: შელაკი, პროპილენ გლიკოლი, რკინის შავი ოქსიდი (Е 172), კალიუმის ჰიდროქსიდი.
გაბაპენტინი აურობინდოს გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა
კაფსულა
გაბაპენტინი აურობინდო 400მგ კაფსულის თავსახური და კორპუსი არის ნარინჯის ფერი, აბომეჭდილი თავსახურზე ნაბეჭდით ,D’ და კორპუსზე ,04’, შეიცავს კრისტალურ თეთრ ან მოთეთრო ფხვნილს.
გაბაპენტინი აურობინდო 400 მგ კაფსულების შეფუთვის შემადგენლობა:
- პვქ/პვდქ-ალ ბლისტერული შეფუთვა შეიცავს 10, 20, 30, 50, 60, 90, 100, 200 და 300 კაფსულას.
- HDPE-ფლაკონის შეფუთვა პოლიპროპილენის თავსახურით და სილიკამანგანუმის საშრობით შეიცავს: 100, 200, 300 და 500 მგ კაფსულას.
შესაძლოა ყველა შეფუთვა არ იყოს რეალიზაციაში.
შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.
ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.
ბლისტერი: შეინახეთ საწყის შეფუთვაში.
HDPE ფლაკონი: ინახება საწყის შეფუთვაში. ფლაკონის პირველი გახსნის შემდეგ გამოიყენება მაქსიმუმ 1 წლის განმავლობაში. მედიკამენტი არ გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს მისი უტილიზაციის შესახებ. ეს ღონისძიებები ხელს შეუყწობს გარემოს დაცვას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
ინსტრუქცია პრეპარატის სამედიინო გამოყენების შესახებ
ინფორმაცია პაციენტებისათვის
გაბაპენტინი აურობინდო 400 მგ კაფსულები
გაბაპენტინი
პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას, რადგან ინ შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
- შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა კიდევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- ეს მედიკამენტი დაგენიშნათ თქვენ ინდივიდუალურად. არ გადასცეთ ის სხვას. შესაძლოა პრეპარატმა ზიანი მიაყენოს მას, იმ შემთხვევაშიც, თუ მასაც აღენიშნება მსგავსი სიმპტომები.
თუ გამოვლინდება ნებისმიერი გვერდითი ეფექტი, უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ასევე მოვლენებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. იხ. პუნქტი 4.
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს:
- რას წარმოადგენს გაბაპენტინი აურობინდო და რისთვის გამოიყენება
- ინფორმაცია გაბაპენტინი აურობინდოს გამოყენებამდე
- გაბაპენტინი აურობინდოს მიღების წესი
- მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
- გაბაპენტინი აურობინდოს შენახვის პირობები
- შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაციები
- რას წარმოადგენს გაბაპენტინი აურობინო და რისთვის გამოიყენება
გაბაპენტინი აურობინო მიეკუთვნება ეპილეფსიის და პერიფერიული ნევროპათიული ტკივილების სამკურნალო პრეპარატების ჯგუფს (ტკივილები, რომლებიც გამოწვეულია ნერვის ქრონიკული დაზიანებით).
გაბაპენტინი აურობინდო გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:
ეპილეფსიის სხვადასხვა ფორმები (კრუნჩხვა, რაც ძირითადად მოიცავს ტვინის ზოგიერთ ნაწილს და შესაძლოა გავრცელდეს ან არ გავრცელდეს ტვინის სხვა ნაწილში).
ექიმმა შესაძლოა დაგინიშნოთ გაბაპენტინი აურობინდო ეპილეფსიის სამკურნალოდ, როდესაც მიმდინარე მკურნალობის შედეგად არასაკმარისია მდგომარეობის სრული კონტროლი. გაბაპენტინი აურობინდო გამოიყენება აქტუალურ თერაპიასთან ერთად შესაძლებელია დამატებითი თერაპიის სახითაც. გაბაპენტინი აურობინდოს გამოყენება შესაძლებელია უფროსებში და ბავშვებში 12 წლის ასაკიდან.
პერიფერიული ნეიროპათიული ტკივილები (ხანგრძლივად შენარჩუნებადი ტკივილები, რომლებიც გამოწვეულია ნერვის დაზიანებით). სხვადასხვა დაავადებებმა შესაძლოა გამოიწვიონ პერიფერიული ნეიროპათიური ტკივილები (პირველ რიგში ფეხების არეში და/ან ხელებზე), როგორიცაა დიაბეტი და სარტყელისებრი სირსველი. დაავადების დროს გამოვლენილი სიმპტომებია ცხელების შეგრძნება, წვა, შეშუპება, მწვავე და უეცარი ტკივილი, ჩხვლეტის შეგრძნება, დაბუჟების შეგრძნება, კრუნჩხვა, ქავილი, შეგრძნების დაკარგვა და ა.შ.
- ინფორმაცია გაბაპენტინი აურობინდოს გამოყენებამდე
არ შეიძლება გაბაპენტინი აურობინდოს გამოყენება:
- თუ აღინიშნება ალერგია გაბაპენტინის ან ამ პრეპარატის შემდგენლობაში შემავალი ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (იხ. პუნქტი 6)
გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, გაბაპენტინი აურობინდოს გამოყენებამდე
- თუ აღინიშნება თირკმელების პრობლემები, შესაძლოა ექიმმა შეცვალოს დოზირება
- თუ იტარებთ ჰემოდიალიზს (სისხლის გამწმენდ თერაპიას თირკმლის უკმარისობისას)
- თუ აღინიშნება კუნთების ტკივილი და/ან სისუსტე
- თუ აღინიშნება სიმტპომები, როგორიცაა მუცლის ქრონიკული ტკივილები, ღებინება ან გულისრება უნდა მიმართოთ ექიმს. ეს შესაძლოა იყოს პანკრეატიტის ნიშნები (კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება)
პაციენტების უმეტეს ნაწილს, რომლებიც იტარებენ ანტიეპილეფსიურ მკურნალობას პრეპარატით, როგორიცაა გაბაპენტინი აურობინდო აღენიშნებათ თვითმკვლელობის ან თვითდაზიანების მცდელობების გამოვლენა, რომლის დროსაც დაუყონებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია პოტენციურად საშიში გვერდითი რეაქციების შესახებ
პაციენტების ზოგიერთ ნაწილს, რომლებიც იღებენ გაბაპენტინი აურობინდოს აღენიშნათ ალერგიული რეაქციები ან კანის სერიოზული რეაქციები, რაც შესაძლოა გადაიზარდოს სერიოზულ პრობლემებში, თუ არ მოხდება ამ სიმპტომების დროული მკურნალობა. საჭიროა პაციენტი ფლობდეს ინფორმაციას ამ სიმპტომების შესახებ გაბაპენტინი აურობინდოს გამოყენების დროს.
ინფორმაცია ამ სიმპტომების შესახებ იხილეთ ინსტრუქციის 4 პუნქტში ,,დაუყონებლივ უნდა მიმართოთ ექიმს შემდეგი სიმპტომების გამოვლენისას, რადგან ამ ეფექტებმა შესაძლოა მიიღონ სერიოზული სახე“.
შენიშვნა: HDPE ფლაკონი შეიცავს დესიკანტს. არ გადაყლაპოთ.
გაბაპენტინი აურობინდოს გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად
უნდა აცნობოთ ექიმს, თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ მიიღეთ სხვა ნებისმიერი სამკურნალო საშუალება
მედიკამენტები, რომლებიც შეიცავენ მორფინს.
თუ იღებთ ნებისმიერ პრეპარატს, რომელიც შეიცავს მორფინს, გთხოვთ აცნობოთ ექიმს, სამედიცინო პერსონალს ან ფარმაცევტს, რადგან მორფინმა შესაძლოა გააძლიეროს გაბაპენტინი აურობინდოს ეფექტი.
კუჭის დარღვევების სამკურნალო ანტაციდურები
თუ გაბაპენტინი აურობინდო გამოიყენება ანტაციდურებთან ერთად, რომლებიც შეიცავენ ასევე ალუმინს და მაგნიუმს, შესაძლოა აღინიშნოს გაბაპენტინი აურობინდოს კუჭში აბსორბციის დონე.
ამიტომ რეკომენდებულია გაბაპენტინი აურობინდოს გამოყენება მინიმუმ ორი საათის შემდეგ ანტაციდურების გამოყენებიდან.
გაბაპენტინი აურობინდო:
- არ არის მოსალოდნელი ურთიერთქმედება სხვა ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად ან ორალურ კონტრაცეპტივებთან ერთად გამოყენებისას.
- შესაძლოა ხელი შეუშალოს ზოგიერთი ლაბორატორიული ტესტების ჩატარებას, ამიტომ შარდის ანალიზის გაკეთებისას უნდა აცნობოთ ექიმს, რომ იღებთ ნებისმიერ მედიკამენტს.
გაბაპენტინი აურობინდოს მიღება საკვებ, სასმელ პროდუქტებთან და ალკოჰოლთან ერთად
გაბაპენტინი აურობინდოს მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან კვებისგან დამოუკიდებლად.
ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა
თუ ხართ ორსულად ან კვებავთ ჩვილს ძუძუთი, ეჭვობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.
ორსულობა:
გაბაპენტინი აურობინდოს გამოყენება არ შეიძლება ორსულობის დროს, ექიმის რეკომენდაციის გარეშე. ქალებმა, რომლებიც არიან ნაყოფიერების ასაკში უნდა გამოიყენონ ეფექტური კონტრაცეპტული საშუალებები.
არ არსებობს კვლევები გაბაპენტინის ორსულებში გამოყენების შესახებ, მაგრამ ისევე, როგორც სხვა ანტიეპილეფსიური პრეარატების გამოყენებისას, არსებობს ნაყოფის დაზიანების მაღალი რისკი, კერძოდ რამოდენიმე კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალების გამოყენებისას. ამიტომ რეკომენდებულია მხოლოდ ერთი კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალების გამოყენება ორსულობის დროს, თუკი ამის საშუალებას იძლევა არსებული მდგომარეობა. დაუყონებლივ უნდა მიმართოთ ექიმს თუ დაორსულდებით ან ეჭვობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას გაბაპენტინი აურობინდოს გამოყენების პერიოდში. არ შეწყვიტოთ ამ მედიკამენტის გამოყენება უეცრად, რადგან შესაძლოა აღინიშნოს კრუნჩხვების განვითარება და ამან ძლიერი ზიანი მიაყენოს თქვენს ნაყოფს.
ლაქტაციის პერიოდი:
გაბაპენტინი აურობინდოს აქტიური ნივთიერება გაბაპენტინი გამოიყოფა დედის რძეში. ვინაიდან არ არის მონაცემები ბავშვზე ზეგავლენის შესახებ, ამიტომ გაბაპენტინი აურობინდოს გამოყენებისას უნდა შეწყდეს ლაქტაცია.
ზეგავლენა ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე
გაბაპენტინი აურობინდომ შესაძლოა გამოიწვიოს თავბრუსხვევა, ძილიანობა და დაღლილობა. არ შეიძლება ავტომობილის მართვა და რთულ მექანიზმებთან მუშაობა, სანამ არ დაადგენთ, თუ რა ზეგავლენას ახდენს ეს პრეპარატი თქვენს რეაქციის უნარზე.
- გაბაპენტინი აურობინდოს მიღების წესი
ეს მედიკამენტი ყოველთვის უნდა მიიღოთ ზუსტად ექიმის დანიშნულების შესაბამისად. უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული. ექიმი განსაზღვრავს საჭირო დოზირებას.
თუ ფიქრობთ, რომ გაბაპენტინი აურობინდო თქვენზე ახდენს ძალიან ძლიერ ან პირიქით სუსტ ზეგავლენას, უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს დროულად.
ხანდაზმულებში (65 წელზე უფროს პაციენტებში) მიიღება გაბაპენტინი აურობიდნოს რეგულარული დოზირება. თუ აღინიშნება თირკმელების პრობლემები ექიმი მოახდენს დოზირების და/ან მკურნალობის სქემის კორექციას.
გაბაპენტინი აურობინდოს გამოყენება უნდა განაგრძოთ იმ ხანგრძლივობით, როგორც დაგინიშნათ ექიმმა.
მიღების წესი და მეთოდი
გაბაპენტინი აურობინდო მიიღება პერორალურად. ყოველთვის უნდა მიიღოთ კაფსულები მთლიანად საკმარისი რაოდენობის წყლის მიყოლებით.
რეკომენდებული დოზირება ეპილეფსიის მკურნალობისას:
უფროსები და მოზარდები:
მიიღეთ კაფსულების რაოდენობა, რაც დაგინიშნათ ექიმმა. ექიმი გაზრდის დოზას თანდათან. საწყისი დოზირება, როგორც წესი შეადგენს 300მგ-დან 900მგ-მდე დღეში.
ექიმის რეკომენდაციით შესაძლებელია დოზირების გაზრდა მაქსიმუმ 3600მგ-მდე დღეში დაყოფილი 3 დოზად, ერთი დილით, ერთი შუადღისით და ერთი საღამოს.
გამოყენება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში:
დოზირება განისაზღვრება ექიმის მიერ ბავშვის წონის შესაბამისად. მკურნალობა იწყება ყველაზე დაბალი ეფექტური დოზირებით, რომელიც თანდათან იზრდება დაახლოებით 3 დღის განმავლობაში. რეკომენდებული დოზირება ეპილეფსიის შეტევების კუპირებისათვის შეადგენს 25-35 მგ/კგ დღეში. დოზა მიიღება ჩვეულებრივ 3 დაყოფილ დოზებად, კაფსულა მიიღება ყოველდღე, მაგალითად დილით, შუადღეს და საღამოს.
გაბაპენტინი აურობინდოს გამოყენება არ არის რეკომენდებული 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.
რეკომენდებული დოზირება ნევროპათიული პერიფერიული ტკივილების სამკურნალოდ:
უფროსები:
დოზირება ინიშნება ექიმის მიერ. ექიმი გაზრდის დოზირებას თანდათან. საწყისი დოზა ჩვეულებრივ შეადგენს 300მგ-დენ 900 მგ-მდე დღეში. შემდეგ შესაძლებელია დოზირების გაზრდა მაქსიმუმ 3600მგ-მდე დღეში და ექიმი განსაზღვრავს მიღების რეჟიმს, რომლის დროსაც მიიღება მთლიანი დოზა 3 დაყოფილ დოზებად, დილით, შუადღეს და საღამოს.
თუ აღინიშნება თირკმელების პრობლემები ან იტარებთ ჰემოდიალიზს
ჰემოდიზლიზზე ყოფნის ან თირკმელების პრობლემების შემთხვევაში ექიმს შეუძლია მკურნალობის სხვადასხვა რეჟიმის და/ან დოზის დანიშვნა.
თუ მიიღეთ გაბაპენტინი აურობინდოს ჭარბი დოზირება
თუ შემთხვევით მიიღეთ კაფსულების ჭარბი რაოდენობა ან ეჭვობთ, რომ შესაძლოა ბავშვბა გადაყლაპა მედიკამენტი, უნდა მიმართოთ დაუყონებლივ ექიმს ან ახლომდებარე კლინიკას. გაბაპენტინის კაფსულებმა შესაძლოა გამოიწვიონ თავბრუსხვევა და ამიტომ რეკომენდებულია თხოვოთ ვინმეს, რომ მიგიყვანოთ კლინიკაში ექიმთან ან გამოიძახოთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება. ჭარბი დოზის სიმპტომებია თავბრუსხვევა, მხედველობის გაორება, გაურკვეველი მეტყველება, გონების დაკარგვა, ძილიანობა და მსუბუქი დიარეა.
თუ დაგავიწყდათ გაბაპენტინი აურობინდოს დოზის მიღება
თუ გამოტოვეთ გაბაპენტინი აურობინდოს რეკომენდებული დოზა, უნდა მიიღოთ ის გახსენებისთანავე, გარდა იმ შემთხვევისა თუ უკვე არ ახლოვდება მომდევნო დოზის მიღების დრო. არ მიიღო ორმაგი დოზა, გამოტოვებული დოზირების კომპენსირების მიზნით.
თუ გსურთ გაბაპენტინი აურობინდოს მიღების შეწყვეტა
არ შეწყვიტოთ გაბაპენტინი აერობინდოს მიღება, ექიმთან კონსულტაციის გარეშე. მკურნალობა უნდა შეწყდეს თანდათან, მინიმუმ ერთი კვირის განმავლობაში. გაბაპენტინი აურობინდოს სწრაფი ან დროზე ადრე მოხსნის შემთხვევაში შესაძლოა აღინიშნოს კრუნჩხვების გამოვლენის რისკის გაზრდა.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად აღნიშნული მედიკამენტის შესახებ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად ამ პრეპარტმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში.
მიმართეთ ექიმს, თუ გამოვლინდება შემდეგი სიმპტომები, რადგან შესაძლოა ამ ეფექტებმა მიიღონ სერიოზული სახე:
კანის რთული რეაქციები, საჭიროებენ გადაუდებელ მკურნალობას, ტუჩების და სახის შეშუპება, გამონაყარი ან სიწითლე და/ან თმისცვენა (შესაძლოა იყოს სერიოზული ალერგიული რეაქციების ნიშანი)
მუცლის ქრონიკული ტკივილები, ღებინება ან გულისრება, რაც შესაძლოა იყოს მწვავე პანკრეატიტის ნიშნები (კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება)
გაბაპენტინი აურობინდოს გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს სიცოცხლისათვის საშიში ალერგიული რეაცქიები, რაც ვლინდება კანზე ან სხეულის სხვა ნაწილზე, როგორიცაა ღვიძლი ან სისხლის უჯრედები. მსგავსი რეაციების გამოვლენისას, როგორიცაა კანზე გამონაყარი უნდამიმართოთ ექიმს. შესაძლოა საჭირო გახდეს ჰოსპიტალიზაცია და გაბაპენტინი აურობინდოს მიღების შეწყვეტაც.
აცნობეთ ექიმს, თუ შეინიშნება შემდეგი სიმპტომებიდან ნებისმიერი:
კანზე გამონაყარი
ჭინჭრის ცხელება
ცხელება
ჯირკვლების შეშუპება, რომელიც ნარჩუნდება
ტუჩების და ენის შეშუპება
კანის და თვალის სიყვითლე
უჩვეულო ლურჯი ლაქები და სისხლდენები
ძლიერი დაღლილობა და სისუსტე
მოულოდნელი კუნთების ტკივილი
ხშირი ინფექციები
ეს სიმპტომები შესაძლოა იყოს რთული გვერდითი მოვლენების პირველი ნიშნები, უნდა მიმართოთ ექიმს, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას გაბაპენტინი აურობინდოს მიღების გაგრძელების შესახებ.
თუ იტარებთ ჰემოდიზლიზს, უნდა აცნობოთ ექიმს თუ ვლინდება კუნთების ტკივილი და/ან სისუსტე.
სხვა გვერდითი რეაქციებია:
ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტები (ვლინდება 10 პაციენტიდან 1-მდე):
ვირუსული ინფექციები
ძილიანობა, თავბრუსხვევა, კოორდინაციის უნარის დაკარგვა
დაღლილობა, ცხელება
ხშირი გვერდითი ეფექტები (ვლინდება 100 პაციენტიდან 1-მდე):
პნევმონია, სასუნთქი გზების ინფექციები, საშარდე გზების ინფექციები, ყურის ინფექციები და ანთება და სხვა ინფექციები.
სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება
ანორექსია, მადის მომატება
სიბრაზე, დაბნეულობა, ხასიათის ცვლილებები, დეპრესია, შიშის მდგომარეობა, ნევროზი
კრუნჩხვა, სპაზმური მდგომარეობა, მეტყველების გართულება, მეხსიერების დაკარგვა, კანკალი, უძილობა, თავის ტკივილები, კანზე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, გონების დაკარგვა, კოორდინაციის დარღვევა, თვალების არაკონტროლირებადი მოძრაობა, რეფლექსების მომატება, დასუსტება ან გაქრობა.
მხედველობის დაბინდვა, მხედველობის გაორება
ვერტიგო
სისხლის მაღალი წნევა, სახის და ყელის არეში სიწითლე, სისხლძარღვების გაფართოვება
სუნთქვის გართულება, ბრონქიტი, ყელის ტკივილი, ხველა, ცხვირის სიმშრალე
ღებინება, გულისრევა, კბილების პრობლემები, ღრძილების ანთება, ფაღარათი, კუჭის კტივილები, საჭმლის მონელების დარღვევები, ყაბზობა, პირის და ყელის სიმშრალე, შებერილობა
სახის შეშუპება, ლურჯი ლაქები, კანზე გამონაყარი, ქავილი, აკნე
სახსრების ტკივილი, კუნთების ტკივილი, ზურგის ტკივილი, კუნთების კრთომა
ერექციის გართულება (იმპოტენცია)
ხელ-ფეხის შეშუპება, სიარულის დარღვევები, სისუსტე, ტკივილი, შეუძლოდ ყოფნა, გრიპისმაგვარი სიმპტომები
სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, წონაში მატება
დაზიანებები, ძვლების მოტეხილობები, ჭრილობები
გარდა ამისა, კლინიკური კვლევებისას აღინიშნა ბავშვებში ხშირად აგრესიული საქციელი და ქმედებები.
არახშირი გვერდითი ეფექტები (ვლინდება 1.000 პაციენტიდან 1-მდე):
ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ჭინჭრის ციება
მოძრაობის შენელება
აჩქარებული გულისცემა
სახის, ტანის ან კიდურების შეშუპება
სისხლის ანალიზის დარღვევები, ღვიძლის დარღვევების ნიშნებით
წაქცევა
აზროვნების დარღვევა
სისხლში შაქრის დონის მომატება (უმეტესად ვლინდება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში)
იშვიათად (შესაძლოა აღინიშნოს 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტში)
სისხლში შაქრის დაბალი დონე (განსაკუთრებით შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში)
გონების დაკარგვა.
უცნობია სიხშირე (არსებული მონაცემების მიხედვით შეუძლებელია სიხშირის დადგენა)
სისხლში ნატრიუმის დონის შემცირება
პოსტმარკეტინგულ კვლევებში გამოვლენილი რეაქციები:
თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (სისხლის შემადედებელი უჯრედები)
ჰალუცინაცია
მოძრაობის ანომალიური დარღვევები, როგორიცაა სპაზმი, მოძრაობის შებოჭილობა და რიგიდულობა
ყურებში ხმაური
გვერდითი ეფექტების ერთობლიობა, რომლებიც ვლინდება ერთდროულად და შესაძლოა მოიცავდეს ლინფური კვანძების შეშუპებას (იზოლირებული სიმაგრეები), ცხელებას, გამონაყარს და ღვიძლის ანთებას
კანის და თვალების სიყვითლე (ქოლესტაზური სიყვითლე)
ღვიძლის ანთება
თირკმელების მწვავე უკმარისობა, შარდის შეკავება
სარძევე ჯირკვლების ქსოვილის გაზრდა, მკერდის გადიდება
გაბაპენტინის სწრაფი მოხსნისას გამოვლენილი გვერდითი ეფექტები (შფოთი, უძილობა, ღებინება, ტკივილი, ოფლიანობა), მკერდის არეში ტკივილი
დიაბეტის მქონე პაციენტებში სისხლში გლუკოზის დონის მერყეობა
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
თუ გამოვლინდება ნებისმიერი გვერდითი ეფექტი, უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს ეხება ასევე მოვლენებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ ასევე მიაწოდოთ წამლისა და სამედიცინო პროდუქტის კოტროლის ეროვნულ სისტემას ვებ-გვერდზე: http://www.anm.ro/. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით ხელს შეუწყობთ მედიკამენტის უსაფრთხო გამოყენების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.
- გაბაპენტინი აურობინდოს შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.
ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.
ბლისტერი: შეინახეთ საწყის შეფუთვაში.
HDPE ფლაკონი: ინახება საწყის შეფუთვაში. ფლაკონის პირველი გახსნის შემდეგ გამოიყენება მაქსიმუმ 1 წლის განმავლობაში. მედიკამენტი არ გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს მისი უტილიზაციის შესახებ. ეს ღონისძიებები ხელს შეუყწობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს გაბაპენტინი აურობინდო:
აქტიური სუბსტანცია არის გაბაპენტინი.
თითოეული კაფსულა შეიცავს 400 მგ გაბაპენტინს.
დამხმარე ნივთიერებები:
კაფსულას შემადგენლობა: სიმინდის სახამებელი, ტალკი
კაფსულა:
400 მგ: წითელი რკინის ოქსიდი (E172), ყვითელი რკინის ოქსიდი (E172), ტიტანის დიოქსიდი, ნატრიუმის ლაურილ სულფატი, ჟელატინი
საბეჭდი მელანი: შელაკი, პროპილენ გლიკოლი, რკინის შავი ოქსიდი (Е 172), კალიუმის ჰიდროქსიდი.
გაბაპენტინი აურობინდოს გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა
კაფსულა
გაბაპენტინი აურობინდო 400მგ კაფსულის თავსახური და კორპუსი არის ნარინჯის ფერი, აბომეჭდილი თავსახურზე ნაბეჭდით ,D’ და კორპუსზე ,04’, შეიცავს კრისტალურ თეთრ ან მოთეთრო ფხვნილს.
გაბაპენტინი აურობინდო 400 მგ კაფსულების შეფუთვის შემადგენლობა:
- პვქ/პვდქ-ალ ბლისტერული შეფუთვა შეიცავს 10, 20, 30, 50, 60, 90, 100, 200 და 300 კაფსულას.
- HDPE-ფლაკონის შეფუთვა პოლიპროპილენის თავსახურით და სილიკამანგანუმის საშრობით შეიცავს: 100, 200, 300 და 500 მგ კაფსულას.
შესაძლოა ყველა შეფუთვა არ იყოს რეალიზაციაში.
სავაჭრო ნებართვის მფლობელი
აურობინდო ფარმა ლიმიტედ
არესი, ოდისეი ბიზნეს პარკ ვესტ ენდ როუდი
სამხრეთ რუისლიპი HA4 6QD
დიდი ბრიტანეთი
მწარმოებელი
აპლ სვიფტ სერვისიზ (მალტა) ლიმიტედ
HF26, Hal Far Industrial Estate
ჰალ ფარი, ბირზებუჯია, BBG 3000
მალტა
წინამდებარე მედიკამენტი ნებადართულია ევრო სავაჭრო ზონის ქვეყნებში შემდეგი დასახელებით:
დანია:
საფრანგეთი:
გერმანია:
ირლანდია:
იტალია:
ლატვია:
ლიტვა:
დიდი ბრიტანეთი:
ჰოლანდია:
პოლონეთი:
პორტუგალია:
ჩეხეთის რესპუბლიკა:
რუმინეთი:
სლოვაკეთი:
ესპანეთი:
შვედეთი:
უნგრეთი:
Gabapentin Aurobindo
Gabapentine Arrow Génériques 400 mg gélules
Gabapentin Aurobindo 400 mg Hartkapseln
Gabapentin Aurobindo 400 mg capsules, hard
Gabapentin Aurobindo 400 mg capsule rigide
Gabapentin Aurobindo 400 mg cieras kapsulas
Gabapentin Aurobindo 400mg kietos kapsulės
Gabapentin 400 mg capsules, hard
Gabapentine Aurobindo 400 mg capsules, hard
Gabapentin Aurobindo
Gabapentina Aurobindo
Gabapentin Aurobindo 400 mg tvrdé tobolky
Gabapentin Aurobindo 400 mg capsule
Gabapentin Vipharm 400 mg tvrdé kapsuly
Gabapentina Aurobindo 400 mg cápsulas duras
Gabapentin Aurobindo 400 mg kapslar, hårda
Gabapentin Aurobindo 400 mg kemény kapszula
წინამდებარე ინსტრუქციის ბოლო შემოწმების თარიღი: 2016 წლის მაისი.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი I, გაიცემა ფორმა N2 რეცეპტით.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.



