პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანალგეზური საშუალებები

გაბალირი

GABALIR

რეცეპტით150მგინსტრუქცია ქართულადუკრაინა
რისთვის გამოიყენება

ნეიროპათიური ტკივილი. სამკურნალო საშუალება გაბალირი ნაჩვენებია პერიფერიული ან ცენტრალური წარმოშობის ნეიროპათიური ტკივილის სამკურნალოდ ზრდასრულებში. ეპილეფსია. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
პრეგაბალინი (pregabalin)
ფორმა და შეფუთვა
150მგ მყარი კაფსულა №20 (2X10)
მწარმოებელი
PJSC "Kievmedpreparat", უკრაინა
გაცემის წესი
I ჯგუფი, გაიცემა ფორმა №2 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანალგეზური საშუალებები, გაბაპენტინოიდები
ATC კოდი
N02BF02
რეგისტრაციის ნომერი
რ-042473
რეგისტრირებულია
4 დეკემბერი 2024, მოქმედებს 4 დეკემბერი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
PJSC "Kievmedpreparat" (უკრაინა)
განმცხადებელი
შპს „ავერსი-ფარმა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაგაბალირი და სხვა წამალი ერთად

გაბალირი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ნეიროპათიური ტკივილი.

სამკურნალო საშუალება გაბალირი ნაჩვენებია პერიფერიული ან ცენტრალური წარმოშობის ნეიროპათიური ტკივილის სამკურნალოდ ზრდასრულებში.

ეპილეფსია.

სამკურნალო საშუალება გაბალირი ინიშნება მეორადი გენერალიზაციის არსებობის ან მისი არარსებობის დროს პარციალური კრუნჩხვითი შეტევებისას როგორც დამატებითი თერაპია ზრდასრულებში.

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა.

სამკურნალო საშუალება გაბალირი ინიშნება გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის სამკურნალოდ ზრდასრულებში.

ფიბრომიალგია.

მიღების წესი და დოზირება

საკურნალო საშუალება გაბალირი მიიღება საკვებისგან დამოუკიდებლად.

სამკურნალო საშუალება გაბალირი განკუთვნილია მხოლოდ პერორალური გამოყენებისთვის.

დოზები.

დოზების დიაპაზონი შეიძლება იცვლებოდეს დღე-ღამეში 150-600 მგ დიაპაზონში. სადღეღამისო დოზა იყოფა 2 ან 3 მიღებად.

უფრო ნაკლები დოზირების (25 ან 50 მგ) გამოყენების საჭიროების შემთხვევაში პრეგაბალინის მიღება უნდა მოხდეს სხვა სამკურნალო ფორმით.

ნეიროპათიური ტკივილი.

პრეგაბალინით მკურნალობის დაწყება შეიძლება დღე-ღამეში 150 მგ დოზით, დაყოფილი 2 ან 3 მიღებად. სამკურნალო საშუალების ეფექტურობისა და პაციენტის მიერ მისი ატანის უნარის მიხედვით დოზის გაზრდა შეიძლება 300 მგ-მდე დღე-ღამეში 3-დან 7 დღემდე ინტერვალის შემდეგ, ხოლო საჭიროებისას - მაქსიმალურ დოზამდე 600 მგ დღე-ღამეში დამატებითი 7-დღიანი ინტერვალის შემდეგ.

ეპილეფსია.

პრეგაბალინით მკურნალობის დაწყება შეიძლება დოზით 150 მგ დღე-ღამეში, დაყოფილი 2 ან 3 მიღებად. სამკურნალო საშუალების ეფექტურობისა და პაციენტის მიერ მისი ატანის უნარის მიხედვით დოზის გაზრდა შეიძლება 300 მგ-მდე დღე-ღამეში მიღების პირველი კვირის შემდეგ. კიდევ ერთი კვირის შემდეგ დოზის გაზრდა შეიძლება მაქსიმალურამდე - 600 მგ დღე-ღამეში.

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა.

დოზა, რომელიც იყოფა 2 ან 3 მიღებად, შეიძლება შეიცვალოს 150-600 მგ ფარგლებში დღე-ღამეში. პერიოდულად უნდა შეფასდეს მკურნალობის გაგრძელების აუცილებლობა.

პრეგაბალინით მკურნალობის დაწყება შეიძლება დოზით 150 მგ დღე-ღამეში. სამკურნალო საშუალების ეფექტურობისა და პაციენტის მიერ მისი ატანის უნარის მიხედვით დოზის გაზრდა შეიძლება 300 მგ-მდე დღე-ღამეში მიღების პირველი კვირის შემდეგ. მიღების კიდევ ერთი კვირის შემდეგ დოზის გაზრდა შეიძლება 450 მგ-მდე დღე-ღამეში. კიდევ ერთი კვირის შემდეგ დოზის გაზრდა შეიძლება მაქსიმალურამდე - 600 მგ დღე-ღამეში.

ფიბრომიალგია.

ფიბრომიალგიის სამკურნალოდ რეკომენდებული დოზა შეადგენს 300-დან 450 მგ-მდე დღეში. მკურნალობა უნდა დაიწყოს 75 მგ დღეში ორჯერ (150 მგ დღეში). ეფექტურობისა და ამტანობის მიხედვით დოზის მომატება შეიძლება 150 მგ-მდე დღეში ორჯერ (300 მგ დღეში) ერთი კვირის განმავლობაში. პაციენტებისთვის, რომლებისთვისაც დღეში 300 მგ დოზის გამოყენება არასაკმარისად ეფექტურია, შეიძლება დოზის გაზრდა 225 მგ-მდე დღეში ორჯერ (450 მგ დღეში). თუმცა არსებობს დღეში 600 მგ დოზის გამოყენების კვლევები, იმის მტკიცებულებები, რომ ამ დოზის გამოყენებას დამატებითი უპირატესობა ექნება, არ არსებობს; ასევე ასეთი დოზა უფრო ცუდად ასატანი იყო. დოზადამოკიდებული გვერდითი რეაქციების გათვალისწინებით, დღეში 450 მგ-ზე მეტი დოზის გამოყენება რეკომენდებული არ არის. ვინაიდან პრეგაბალინი გამოიყოფა თირკმელებით, თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში საჭიროა სამკურნალო საშუალების დოზის კორექტირება.

პრეგაბალინით მკურნალობის შეწყვეტა.

თანამედროვე კლინიკური პრაქტიკის თანახმად, საჭიროების შემთხვევაში რეკომენდებულია პრეგაბალინით მკურნალობის თანდათან შეწყვეტა მინიმუმ ერთი კვირის განმავლობაში ჩვენებების მიუხედავად (იხ. ნაწილები „ გამოყენების თავისებურებები“ და „გვერდითი რეაქციები“).

პაციენტები თირკმლის უკმარისობით.

სისხლის სისტემური მიმოქცევიდან პრეგაბალინი გამოიყოფა უცვლელი სახით უპირატესად თირკმელებით ექსკრეციის ხარჯზე. ვინაიდან პრეგაბალინის კლირენსი კრეატინინის კლირენსის პირდაპირ პროპორციულია (იხ. ნაწილი „ფარმაკოკინეტიკა“), თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებისთვის დოზის შემცირება უნდა მოხდეს ინდივიდუალურად, კრეატინინის კლირენსის (CLcr) შესაბამისად, როგორც მითითებულია ცხრილში 1 და განსაზღვრულია ფორმულით:

1,23 x [140-ასაკი(წელი)] x წონა(კგ)

კრეატინინის დონე სისხლის პლაზმაში (მკმოლი/ლ)

CLcr (მლ/წთ)=

(x 0,85 ქალებისთვის)

პრეგაბალინი სისხლის პლაზმიდან ეფექტურად გამოიყოფა ჰემოდიალიზის მეშვეობით (სამკურნალო საშუალების 50%-ი 4 საათის განმავლობაში). ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტებისთვის პრეგაბალინის სადღეღამისო დოზის შერჩევა უნდა მოხდეს თირკმელების ფუნქციის შესაბამისად. სადღეღამისო დოზის გარდა, ჰემოდიალიზის ყოველი 4-საათიანი პროცედურის შემდეგ მაშინვე აუცილებლად უნდა მოხდეს სამკურნალო საშუალების დამატებითი დოზის მიღება (იხ. ცხრილი 1).

ცხრილი 1.

პრეგაბალინის დოზის კორექცია თირკმელების ფუნქციის შესაბამისად

კრეატინინის კლირენსი

(CLcr), (მლ/წთ)

პრეგაბალინის საერთო სადღეღამისო დოზა*

დოზირების რეჟიმი

საწყისი დოზა (მგ/დღე-ღამეში)

მაქსიმალური დოზა

(მგ/დღე-ღამეში)

≥ 60

150

600

ორჯერ ან სამჯერ დღე-ღამეში

≥ 30-<60

75

300

ორჯერ ან სამჯერ დღე-ღამეში

≥ 15-<30

25-50

150

ერთხელ ან ორჯერ დღე-ღამეში

< 15

25

75

ერთხელ დღეში

დამატებითი დოზა ჰემოდიალიზის შემდეგ (მგ)

25

100

ერთჯერადი დოზა*

  • საერთო სადღეღამისო დოზა (მგ/დღეში) უნდა გაიყოს მიღებათა რაოდენობაზე დოზირების რეჟიმის შესაბამისად, რათა მივიღოთ ერთჯერადად გამოსაყენებელი დოზა (მგ/დოზა).

+ დამატებითი დოზა - სამკურნალო საშუალების ერთჯერადი დამატებითი დოზა.

პაციენტები ღვიძლის უკმარისობით.

ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის დოზის კორექცია საჭირო არ არის (იხ. ნაწილი „ფარმაკოკინეტიკა“).

ხანდაზმული ასაკის პაციენტები (65 წელზე უფროსი).

ხანდაზმული ასაკის პაციენტებისთვის თირკმელების ფუნქციის გაუარესების გამო შესაძლოა საჭირო გახდეს პრეგაბალინის დოზის შემცირება (იხ. ნაწილი „გამოყენების თავისებურებანი“).

ბავშვები.

სამკურნალო საშუალება გაბალირის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა (18 წლამდე ბავშვებში) დადგენილი არ არის. ამჟამად ხელმისაწვდომი ინფორმაცია მოცემულია ნაწილში „გვერდითი რეაქციები“, და ასევე ნაწილებში „ფარმაკოდინამიკა“ და „ფარმაკოკინეტიკა“, თუმცა, მათზე დაყრდნობით, შეუძლებელია რამენაირი რეკომენდაციის გაწევა პაციენტთა ამ კატეგორიისთვის დოზირების თაობაზე.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ (იხ. თავი „შემადგენლობა“).

სიფრთხილის ზომები

პაციენტები შაქრიანი დიაბეტით.

თანამედროვე კლინიკური პრაქტიკის თანახმად, ზოგიეთი პაციენტისთვის შაქრიანი დიაბეტით, რომელთა სხეულის მასა გაიზარდა პრეგაბალინის გამოყენების დროს, შესაძლოა საჭირო გახდეს ჰიპომაგლიკემიზირებელი სამკურნალო საშუალებების დოზის კორექცია.

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.

არსებობს შეტყობინებები ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების, კერძოდ ანგიონევროზული შეშუპების განვითარების შესახებ. ანგიონევროზული შეშუპების ისეთი სიმპტომების არსებობისას, როგორებიცაა სახის შეშუპება, პერიორალური შეშუპება ან ზედა სასუნთქი გზების შეშუპება, პრეგაბალინის გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

მძიმე არასასურველი კანისმიერი რეაქციები (მაკრ)

პრეგაბალინით მკურნალობის პერიოდში დარეგისტრირდა მაკრ-ის იშვიათი შემთხვევები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი (სჯს) და ტოკსიკური ეპიდერმული ნეკროზი (ტენ), რომლებსაც შეუძლიათ საფრთხე შეუქმნან სიცოცხლეს ან გამოიწვიონ ლეტალური შედეგი. პაციენტებისთვის სამკურნალო საშუალების დანიშვნის დროს მათ უნდა მიეწოდოს ინფორმაცია კანისმიერი რეაქციების ნიშნებისა და სიმპტომების შესახებ და უტარდებოდეს საგულდაგულო დაკვირვება მათი წარმოქმნის საკითხზე. ისეთი ნიშნებისა და სიმპტომების წარმოქმნის შემთხვევაში, რომლებიც მიუთითებენ ამ რეაქციებზე, პრეგაბალინი დაუყოვნებლად უნდა მოიხსნას და უნდა იქნას განხილული ალტერნატიული მკურნალობის შესაძლებლობა (საჭიროების შემთხვევაში).

თავბრუსხვევა, ძილიანობა, გონების დაკარგვა, გონების აღრევა და ფსიქიკის აშლილობა.

პრეგაბალინის გამოყენებას თან ახლდა თავბრუსხვევისა და ძილიანობის გამოვლინება, რამაც შეიძლება გაზარდოს ტრავმული შემთხვევების (დაცემის) წარმოქმნის რისკი ხანდაზმულ პაციენტებში. არსებობს შეტყობინებები გონების დაკარგვის, გონების აღრევის, და ასევე ფსიქიკის აშლილობის შესახებ. ამიტომ პაციენტები ფრთხილად უნდა იყვნენ მანამ, სანამ მათთვის ცნობილი არ გახდება სამკურნალო საშუალების შესაძლო ზეგავლენის შესახებ.

მხედველობის დარღვევები.

კვლევების დროს შეტყობინებები არამკვეთრი მხედველობის შესახებ უფრო ხშირად იყო პაციენტებისგან, რომლებიც ღებულობდნენ პრეგაბალნს იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც ღებულობდნენ პლაცებოს. უმეტეს შემთხვევაში ეს მოვლენები ქრებოდა პრეპარატის მუდმივი გამოყენებისას.

კლინიკურ კვლევებში, რომელთა მიმდინარეობის დროს ტარდებოდა ოფთალმოლოგიური შემოწმება, მხედველობის სიმახვილის გაუარესებისა და მხედველობის არეების ცვლილებების შემთხვევების სიხშირე უფრო მაღალი იყო პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პრეგაბალინს, იმ პაციენტთა ჯგუფთან შედარებით, რომლებიც ღებულობდნენ პლაცებოს; თვალის ფსკერზე ცვლილებების სიხშირე უფრო მაღალი იყო პლაცებოს მიმღებ პაციენტებში (იხ. ნაწილი „ფარმაკოლოგიური თვისებები. ფარმაკოდინამიკა“).

ასევე იყო შეტყობინებები გვერდითი რეაქციების შესახებ მხედველობის ორგანოების მხრივ, კერძოდ მხედველობის დაკარგვის, არამკვეთრი მხედველობის ან მხედველობის სიმახვილის სხვა ცვლილებების შესახებ, რომელთაგან უმრავლესობა დროებითი იყო. პრეგაბალინის მოხსნამ შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის ორგანოების მხრივ ამ სიმპტომების შემცირება.

თირკმლის უკმარისობა.

არსებობს შეტყობინებები თირკმლის უკმარისობის შემთხვევების შესახებ. ზოგჯერ ეს ეფექტი შექცევადი იყო პრეგაბალინის მოხსნის შემდეგ.

ეპილეფსიის საწინააღმდეგო თანმხლები სამკურნალო საშუალებების მოხსნა.

მკურნალობისთვის პრეგაბალინის დამატების შედეგად კრუნჩხვებზე კონტროლის მიღწევის შემდეგ ეპილეფსიის საწინააღმდეგო თანმხლები პრეპარატების მოხსნის შესახებ მონაცემები არასაკმარისია იმისთვის, რომ მოხდეს პრეგაბალინით მონოთერაპიაზე გადასვლა.

მოხსნის სიმპტომები.

პრეგაბალინით ხანმოკლე ან ხანგრძლივი მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ ზოგიერთ პაციენტს აღენიშნა მოხსნის სიმპტომები. იყო შეტყობინებები შემდეგი სიმპტომების შესახებ: უძილობა, თავის ტკივილი, გულისრევა, შფოთვა, დიარეა, გრიპისმაგვარი სინდრომი, ნევროზულობა, დეპრესია, სუიციდური აზრები, ტკივილი, კრუნჩხვები, ჰიპერჰიდროზი და თავბრუსხვევა. მოხსნის სიმპტომების წარმოქმნა პრეგაბალინის გამოყენების შეწყვეტის შემდეგ მიუთითებს სამკურნალო საშუალებაზე დამოკიდებულებაზე(იხ. ნაწილი „გვერდითი რეაქციები“).

ეს ინფორმაცია პაციენტს უნდა მიეწოდოს მკურნალობის დასაწყისში.

პრეგაბალინის გამოყენების შეწყვეტის შემთხვევაში რეკომენდებულია მისი დოზის თანდათანი შემცირება მინიმუმ ერთი კვირის მანძილზე მაინც, სამკურნალო საშუალების გამოყენების ჩვენების მიუხედავად(იხ. ნაწილი „მიღების წესი და დოზირება“).

კრუნჩხვები, კერძოდ ეპილეფსიური სტატუსი და დიდი კრუნჩხვითი შეტევები შეიძლება წარმოიშვას პრეგაბალინით მკურნალობის დროს ან მალევე მისი გამოყენების შეწყვეტის შემდეგ. ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ პრეგაბალინის მოხსნის შესახებ მონაცემები მიუთითებენ იმაზე, რომ მოხსნის სიმპტომების წარმოქმნის სიხშირე დამათი სიმძიმის ხარისხი შეიძლება დამოკიდებული იყოს დოზაზე.

გულის შეგუბებითი უკმარისობა.

იყო შეტყობინებები გულის შეგუბებითი უკმარისობის შესახებ ზოგიერთ პაციენტებთან, რომლებიც იღებდნენ პრეგაბალინს. ასეთი რეაქცია უფრო ხშირად აღინიშნებოდა პრეგაბალინით ნეიროპათიური ტკივილის მკურნალობისას გულ-სისხლძარღვთა დარღვევების მქონე ხანდაზმული ასაკის პაციენტებში. ასეთ პაციენტებში პრეგაბალინის გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით. პრეგაბალინის გამოყენების შეწყვეტისას ეს მოვლენა შეიძლება ალაგდეს.

ზურგის ტვინის დაზიანების შედეგად ცენტრალური წარმოშობის ნეიროპათიური ტკივილის მკურნალობა.

ზურგის ტვინის დაზიანების შედეგად ცენტრალური წარმოშობის ნეიროპათიური ტკივილის მკურნალობის დროს მთლიანობაში გვერდითი რეაქციების, გვერდითი რეაქციებისა ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ, განსაკუთრებით ძილიანობის, წარმოქმნის სიხშირე მომატებული იყო. ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს თანმხლები სამკურნალო საშუალებების ადიტიურ მოქმედებასთან (მაგალითად ანტისპასტიკური სამკურნალო საშუალებების), რომლებიც აუცილებელია ამ მდგომარეობის სამკურნალოდ. ასეთი პაციენტებისთვის პრეგაბალინის დანიშვნის დროს ეს გარემოება უნდა იყოს გათვალისწინებული.

სუნთქვის დათრგუნვა

მიღებული იყო შეტყობინებები სუნთქვის მძიმე დათრგუნვის შემთხვევების შესახებ პრეგაბალინის გამოყენებასთან დაკავშირებით. პაციენტები სუნთქვითი ფუნქციის დარღვევით, რესპირატორული ან ნევროლოგიური დაავადებებით, თირკმლის უკმარისობით, რომლებიც ამავდროულად ღებულობდნენ ცნს-ის დეპრესანტებს, და ხანდაზმული პაციენტები შეიძლება დაექვემდებარონ ხსენებული მძიმე არასასურველი რეაქციის წარმოქმნის უფრო მაღალ რისკს. ამ პაციენტებს შესაძლოა დასჭირდეთ სამკურნალო საშუალების დოზის კორექცია (იხ. ნაწილი „გამოყენების წესი და დოზები“).

სუიციდური აზროვნება და საქციელი.

იყო შეტყობინებები სუიციდური აზროვნებისა და საქციელის შემთხვევების შესახებ პაციენტებში, რომლებსაც გარკვეული ჩვენებების საფუძველზე უტარდებოდათ მკურნალობა ეპილეფსიის საწინააღმდეგო პეპარატებით. ეპილეფსიის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებების რანდომიზირებული პლაცებო-კონტროლირებადი კვლევების მეტაანალიზმა ასევე გვაჩვენა სუიციდური აზროვნებისა და საქციელის გამოვლინების რისკის უმნიშვნელოდ გაზრდა. ამ რისკის წარმოქმნის მექანიზმი უცნობია.

პოსტმარკეტინგულ პერიოდში პაციენტებთან, რომლებიც ღებულობდნენ მკურნალობას პრეგაბალინით, აღინიშნებოდა სუიციდური აზროვნებისა და საქციელის შემთხვევები (იხ. ნაწილი „გვერდითი რეაქციები“). ეპიდემიოლოგიურ კვლევაში დიზაინის გამოყენებით, რომლის დროსაც კონტროლს წარმოადგენს თვითონ პაციენტი (მკურნალობის პერიოდების შედარება მკურნალობის გარეშე პერიოდთან ერთიდაიგივე პაციენტთან), მიღებული იყო მონაცემები პირველად გამოვლენილი სუიციდური საქციელისა და სუიციდის შედეგად გარდაცვალების რისკის ზრდის შესახებ პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ პრეგაბალინს.

პაციენტებმა (და პირებმა, რომლებიც მათ უვლიან) უნდა მიმართონ სამედიცინო დახმარებას სუიციდური აზროვნებისა ან საქციელის ნიშნების გამოვლინების შემთხვევებში. პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ დაკვირვების ქვეშ სუიციდური აზროვნებისა და საქციელის ნიშნების გამოვლინების საკითხთან დაკავშირებით და უნდა იქნას განხილული შესაბამისი მკურნალობის შესაძლებლობა.

უნდა იქნას განხილული პრეგაბალინით მკურნალობის შეწყვეტის შესაძლებლობა სუიციდური აზროვნებისა და ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქვედა ნაწილების ფუნქციის გაუარესება

არსებობს შეტყობინებები ისეთი მოვლენების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქვედა ნაწილების ფუნქციის გაუარესებასთან ( როგორებიცაა ნაწლავის გაუვალობა, ნაწლავის პარალიზური გაუვალობა, ყაბზობა) პრეგაბალინის ისეთ სამკურნალო საშუალებებთან ერთდროულად გამოყენების შედეგად, რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ ყაბზობა, მაგალითად ოპიოიდური ანალგეტიკებთან. პრეგაბალინისა და ოპიოიდების კომბინირებული გამოყენების დროს საჭიროა ზომების მიღება ყაბზობის პროფილაქტიკისთვის (განსაკუთრებით ქალებში და ხანდაზმული ასაკის პციენტებში).

ერთდროული გამოყენება ოპიოიდებთან

პრეგაბალინის ოპოიდებთან ერთდროული დანიშვნისას რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა ცნს-ის დათრგუნვის რისკის გამო (იხ. ნაწილი „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა სახეობები“). კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში, რომლებშიც მონაწილეობდნენ პრეგაბალინის ოპოიდებთან ერთდროულად მიმღები პაციენტები, მათ ჰქონდათ ოპოიდებთან დაკავშირებული ლეტალური შედეგის დადგომის მომატებული რისკი იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც ღებულობდნენ მხოლოდ ოპოიდებს (შანსების დაკორეგირებული შეფარდება [aOR} 1,68 [95% ნი :1,19-2,36]). რისკის ასეთი ზრდა აღინიშნებოდა პრეგაბალინის დაბალი დოზების გამოყენების დროს (≤ 300 მგ, aOR 1,52 [95% ნი : 1,04-2,22]), და ასევე აღინიშნებოდა რისკის ზრდის ტენდენცია პრეგაბალინის უფრო მაღალი დოზების გამოყენებისას ( > 300 მგ aOR 2,55 [95% ნი: 1,24-5,06]).

არასწორი გამოყენება, ბოროტად გამოყენება ან დამოკიდებულება

პრეგაბალინმა შეიძლება გამოიწვიოს მედიკამენტოზური დამოკიდებულება, რომელიც შეიძლება წარმოიქმნას სამკურნალო საშუალების თერაპიულ დოზებში გამოყენებისას. არსებობს შეტყობინებები სამკურნალო საშუალების ბოროტად გამოყენებისა და მისი არაშესაბამისად მიღების შემთხვევების შესახებ. ანამნეზში ფსიქოაქტიური ნივთიერებების ბოროტად გამოყენების ფაქტების მქონე პაციენტებთან პრეგაბალინის არასათანადოდ გამოყენების, ამ სამკურნალო საშუალების ბოროტად გამოყენებისა და მასზე დამოკიდებულების რისკი შეიძლება იყოს მომატებული, ამიტომ ასეთ პაციენტებში პრეგაბალინი უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით. საჭიროა პრეგაბალინის დანიშვნამდე გულდასმით შეფასდეს პაციენტის მიერ სამკურნალო საშუალების არასწორად გამოყენების, ბოროტად გამოყენების ან მასზე დამოკიდებულების გაჩენის რისკი.

პაციენტები, რომლებიც ღებულობენ მკურნალობას პრეგაბალინით უნდა იმყოფებოდნენ მეთვალყურეობის ქვეშ სამკურნალო საშუალების არასათანადოდ გამოყენების, მისი ბოროტად გამოყენების და მასზე დამოკიდებულების ისეთ სიმპტომებთან დაკავშირებით, როგორიცაა ტოლერანტობის განვითარება, დანიშნული დოზის გადაჭარბება და საქციელი, რომელიც მიმართულია სამკურნალო საშუალების ძებნაზე.

ენცეფალოპათია.

იყო შეტყობინებები ენცეფალოპათიის შესახებ, უპირატესად პაციენტებში თანმხლები დაავადებებით, რომლებსაც შეუძლიათ ენცეფალოპათიის გამოწვევა.

შვილიერების უნარის მქონე ქალები / კონტრაცეფცია

პრეგაბალინის გამოყენებამ ორსულობის პირველ ტრიმესტრში შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის მძიმე თანდაყოლილი მანკები. პრეგაბალინი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს იმ გამონაკლისი შემთხვევების გარდა, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი დედისათვის აშკარად აღემატება ნაყოფისთვის მოსალოდნელ რისკს. შვილიერების უნარის მქონე ქალები პრეგაბალინით მკურნალობის დროს უნდა იყენებდნენ კონტრაცეფციის ეფექტურ მეთოდებს (იხ. ნაწილი „გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში“).

ინფორმაცია დამხმარე ნივთიერებების შესახებ

სამკურნალო საშუალება გაბალირი შეიცავს ლაქტოზას. პაციენეტებმა ისეთი იშვიათი მემკვიდრეობითი დარღვევებით, როგორებიცაა გალაქტოზას აუტანლობა, ლაპას ლაქტაზას უკმარისობა ან გლუკოზასა და გალაქტოზას მალაბსორბციის სინდრომი არ უნდა გამოიყენონ ეს სამკურნალო საშუალება.

სამკურნალო საშუალება გაბალირი დოზით 150 მგ შეიცავს საღებავებს ბრილიანტის შავსა და პონსო R4-ს (ალისფერი R4), რომლებსაც შეუძლიათ გამოწვიონ ალერგიული რეაქციები.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ვინაიდან პრეგაბალინი უპირატესად გამოიყოფა უცვლელი სახით შარდით, ადამიანის ორგანიზმში ექვემდებარება უმნიშვნელო მეტაბოლიზმს (დოზის 2%-ზე ნაკლები გამოიყოფა შარდით მეტაბოლიტების სახით) არ აინჰიბირებს სხვა სამკურნალო საშუალებების in vitro მეტაბოლიზმს და არ უერთდება სისხლის პლაზმის ცილებს, ნაკლებსავარაუდოა, რომ პრეგაბალინს შეუძლია გამოიწვიოს ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება ან იყოს ასეთი ურთიერთქმედების ობიექტი.

In vivo კვლევა და პოპულაციური ფარმაკოკინეტიკური ანალიზი.

In vivo კვლევებში არ აღინიშნებოდა მნიშვნელოვანი კლინიკური ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება პრეგაბალინსა და ფენიტოინს, კარბამაზეპინს, ვალპროის მჟავას, ლამოტრიჯინს, გაბაპენტინს, ლორაზეპამს, ოქსიკოდონს ან ეთანოლს შორის. პოპულაციურმა ფარმაკოკინეტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ დიაბეტის საწინააღმდეგო პერორალურ საშუალებებს, დიურეზულებს, ინსულინს, ფენობარბიტალს, თიაგაბინსა და ტოპირამატს არ გააჩნიათ კლინიკურად მნიშვნელოვანი ზეგავლენა პრეგაბალინის კლირენსზე.

პერორალური კონტრაცეპტივები, ნორეთისტერონი და/ან ეთინილესტრადიოლი.

პრეგაბალინის პერორალურ კონტრაცეპტივებთან, ნორეთისტერონთან და/ან ეთინილესტრადიოლთან ერთდროულად გამოყენება ზეგავლენას არ ახდენს არცერთი ამ სამკურნალო საშუალების გაწონასწორებული მდგომარეობის ფარმაკოკინეტიკაზე.

ცნს-ზე მოქმედი სამკურნალო საშუალებები.

პრეგაბალინს შეუძლია ეთანოლისა და ლორაზეპამის მოქმედების გაძლიერება. არსებობს შეტყობინებები, რომლებიც იქნა მიღებული სამკურნალო საშუალების პოსტრეგისტრაციული გამოყენების დროს, სუნთქვის უკმარისობის, კომის და გარდაცვალების შესახებ პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ პრეგაბალინს და ოპოიდებს და/ან ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციის დამთრგუნველ სხვა სამკურნალო საშუალებებს.

პრეგაბალინი, სავარაუდოდ, ადიტიურად აძლიერებს ოქსიკოდონის ეფექტს, რომელიც გამოიხატება კოგნიტიური და ზოგადი მოტორული ფუნქციების დარღვევაში.

ურთიერთქმედება ხანდაზმული ასაკის პაციენტებთან.

ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედების სპეციალური კვლევები ხანდაზმული ასაკის პაციენტების მონაწილეობით არ ჩატარებულა. ურთიერთქმედების კვლევები ტარდებოდა მხოლოდ ზრდასრულებთან მიმართებაში.

ორსულობა და ძუძუთი კვება

შვილიერების უნარის მქონე ქალები / კონტრაცეფცია ქალებისთვის

შვილიერების უნარის მქონე ქალებმა სამკურნალო საშუალებით მკურნალობის დროს უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის ეფექტური საშუალებები (იხ. ნაწილი „გამოყენების თავისებურებები“).

ორსულობა.

ცხოველებზე ჩატარებული კვლევების მსვლელობისას გამოვლენილი იყო რეპროდუქციული ტოქსიკურობა. დადგინდა, რომ ვირთხებში პრეგაბალინი აღწევს პლაცენტის მიღმა (იხ. ნაწილი „ფარმაკოკინეტიკა“). პრეგაბალინს შეუძლია შეაღწიოს პლაცენტის მიღმა ადამიანთან.

განვითარების თანდაყოლილი მძიმე მანკები

ობსერვაციული კვლევების მონაცემებმა, რომლებიც ჩატარებული იყო სკანდინავიურ ქვეყნებში და სადაც მონაწილეობას იღებდა ორსულობის პირველ ტრიმესტრში პრეგაბალინის მიმღები 2700-ზე მეტი ორსული ქალი, აჩვენა განვითარების თანდაყოლილი მძიმე მანკების (გთმმ) გავრცელების უფრო მაღალი მაჩვენებელი ბავშვთა პოპულაციაში (ცოცხლებში ან მკვდრადშობილ ბავშვებში), რომლებმაც განიცადეს პრეგაბალინის ზემოქმედება, იმ პოპულაციასთან შედარებით, რომელსაც არ განუცდია მისი ზემოქმედება (5,9% -ი 4,1%-თან შედარებით).

გთმმ-ს რისკი ბავშვთა პოპულაციაში, რომელმაც განიცადა პრეგაბალინის ზემოქმედება ორსულობის პირველ ტრიმესტრში, იყო ოდნავ უფრო მაღალი პოპულაციასთან შედარებით, რომელსაც არ განუცდია მისი ზემოქმედება (გავრცელების დაკორექტირებული კოეფიციენტი და 95% ნდობის ინტერვალი: 1,14 (0,96-1,35)) და პოპულაციასთან შედარებით, რომელმაც განიცადა ლამოტრიჯინის (1,29 ( 1,01 – 1,65)) ან დულოქსეტინის (1.39 (1,07-1,82)) ზემოქმედება.

კონკრეტული მანკების განვითარების ანლიზმა გვაჩვენა ნერვული სისტემის, მხედველობის ორგანოების მხრიდან მანკების განვითარების, პირ-სახის ნაპრალის, შარდგამომყოფი გზებისა და სასქესო ორგანოების მანკების განვითარების უფრო მაღალი რისკები, მაგრამ მათი მნიშვნელობები იყო დაბალი, ხოლო შეფასებები - არაზუსტი.

პრეგაბალინი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს აშკარა აუცილებლობის გამოკლებით (იმ შემთხვევების გარდა, როცა მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის აშკარად აღემატება ნაყოფისთვის შესაძლო რისკს).

ძუძუთი კვება.

პრეგაბალინის მცირე რაოდენობა აღმოჩენილი იქნა მეძუძური დედების რძეში. მეძუძურ დედებს უნდა ეცნობოთ, რომ პრეგაბალინის გამოყენების დროს ძუძუთი კვება არ არის რეკომენდებული.

ფერტილობა.

გვერდითი მოვლენები

პრეგაბალინის კვლევების კლინიკურ პროგრამაში მონაწილეობას ღებულობდა 8900-ზე მეტი პაციენტი, რომლებიც იყენებდნენ პრეგაბალინს, აქედან 5600-ზე მეტი მონაწილეობდა ორმაგ ბრმა პლაცებო-კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში. ყველაზე ხშირი გვერდითი რეაქციები იყო თავბრუსხვევა და ძილიანობა. გვერდითი რეაქციები ჩვეულებრივ ნაკლებად მნიშვნელოვანი და ზომიერად გამოხატული იყო. ყველა კონტროლირებად კვლევაში სამკურნალო საშუალების მოხსნის სიხშირე გვერდითი რეაქციების განვითარების გამო შეადგენდა 12%-ს პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ პრეგაბალინს, და 5% პაციენტებთან, რომლებიც ღებულობდნენ პლაცებოს. ყველაზე ხშირი გვერდითი რეაქციები, რომელთა განვითარებას მოყვებოდა პრეგაბალინის გამოყენების ჯგუფიდან გარიცხვა, იყო თავბრუსხვევა და ძილიანობა.

ცხრილში 2 მოცემულია ყველა გვერდითი რეაქცია, რომლებიც ვითარდებოდა უფრო ხშირად, ვიდრე პლაცებოს გამოყენებისას, და ერთზე მეტ პაციენტთან; ეს გვერდითი რეაქციები მოცემულია ორგანოების სისტემების კლასებისა და სიხშირის მიხედვით (ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100-დან <1/10-მდე); არახშირი (≥1/1000-დან <1/100-მდე); იშვიათი (≥1/10000-დან <1/1000-მდე); ძალიან იშვიათი (<1/10000), სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია).

ჩამოთვლილი გვერდითი რეაქციები ასევე შეიძლება დაკავშირებული იყოს ძირითადი დაავადების მიმდინარეობასთან და/ან სხვა სამკურნალო საშუალებების ამავდოულად მიღებასთან.

ზურგის ტვინის დაზიანების შედეგად განვითარებული ცენტრალური წარმოშობის ნეიროპათიური ტკივილის მკურნალობის დროს მთლიანობაში გვერდითი რეაქციების, ცნს-ს მხრივ გვერდითი რეაქციებისა და განსაკუთრებით ძილიანობის წარმოქმნის სიხშირე იყო მაღალი (იხ. ნაწილი „გამოყენების თავისებურებები“).

დამატებითი გვერდითი რეაქციები, რომელთა შესახებ შეტყობინებები იყო პრეგაბალინის ბაზარზე გამოსვლის შემდეგ, ჩართულია ქვევით მოყვანილ ჩამონათვალში და აღნიშნულია გრაფაში „სიხშირე უცნობია“.

ცხრილი 2.

სისტემურ-ორგანული კლასი

სიხშირე

გვერდითი რეაქციები

ინფექციები და ინვაზიები

ხშირი

ნაზოფარინგიტი

სისხლის სისტემისა და

ლიმფური სისტემის მხრივ

არახშირი

ნეიტროპენია

იმუნური სისტემის მხრივ

არახშირი

ჰიპერმგრძნობელობა

იშვიათი

ანგიონევროზული შეშუპება, ალერგიული რეაქცია, ანაფილაქტოიდური რეაქციები.

ნივთიერებათა ცვლის,

მეტაბოლიზმის მხრივ

ხშირი

მომატებული მადა.

არახშირი

მადის დაკარგვა, ჰიპოგლიკემია.

ფსიქიკის მხრივ

ხშირი

ეიფორიული განწყობა, გონების აღრევა, გაღიზიანებულობა, ლიბიდოს დაქვეითება, დეზორიენტაცია, უძილობა.

არახშირი

ჰალუცინაციები, პანიკური შეტევები, აგზნებულობა, შფოთვა, დეპრესია, დათრგუნული გუნება-განწყობა, ამაღლებული გუნება-განწყობა, აგრესია, განწყობის ცვლილებები, დეპერსონალიზაცია, სიტყვების შერჩევის გაძნელება, პათოლოგიური სიზმრები, ლიბიდოს გაძლიერება, ანორგაზმია, აპათია.

იშვიათი

დაუმუხრუჭებლობა, სუიციდური საქციელი, სუიციდური აზროვნება.

სიხშირე უცნობია

მედიკამენტოზური დამოკიდებულება

ნერვული სისტემის მხრივ

ძალიან ხშირი

თავბრუსხვევა, ძილიანობა, თავის ტკივილი.

ხშირი

ატაქსია, კოორდინაციის დარღვევა, ტრემორი, დიზართრია, ამნეზია, მეხსიერების გაუარესება, ყურადღების დარღვევა, პარესთეზიები, სედაციური ეფექტი, წონასწორობის დარღვევა, ლეთარგია.

არახშირი

სინკოპე, გაშეშება, მიოკლონია, გონების დაკარგვა, ფსიქომოტორული ჰიპერაქტივობა, დისკინეზია, პოსტურალური თავბრუსხვევა, ინტენციონური ტრემორი, ნისტაგმი, კოგნიციური ფუნქციების დარღვევა, ფსიქიკის დარღვევა,მეტყველების დარღვევები, ჰიპორეფლექსია, ჰიპერესთეზია, წვის შეგრძნება, აგევზია, ზოგადი დაუძლურება, აპათია, პარესთეზია პირის მიდამოში, მიოკლონუსი.

იშვიათი

კრუნჩხვები, პაროსმია, ჰიპოკინეზია, დისგრაფია, პარკინსონიზმი, ჰიპალგეზია, დამოკიდებულება, ნათხემის სინდრომი, კბილანებიანი ბორბლის სინდრომი, კომა, დელირიუმი, ენცეფალოპატია, ექსტრაპირამიდული სინდრომი, გიიენ-ბარეს სინდრომი, ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია, მანიაკალური რეაქციები, პარანოიდული რეაქციები, ძილის დარღვევა

მხედველობის ორგანოების

მხრივ

ხშირი

არამახვილი მხედველობა, დიპლოპია, კონიუნქტივიტი.

არახშირი

პერიფერიული მხედველობის დაკარგვა, მხედველობის დარღვევა, თვალების შეშუპება, მხედველობის არეს დეფექტი, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, ტკივილი თვალებში, ასთენოპია, ფოტოფსია, თვალების სიმშრალე, გაძლიერებული ცრემლდენა, თვალების გაღიზიანება, ბლეფარიტი, აკომოდაციის დარღვევა, სისხლჩაქცევა თვალის კაკალში, სინათლის შიში, ბადურას შეშუპება.

იშვიათი

მხედველობის დაკარგვა, ოსცილოფსია, სიღრმის მხედველობითი აღქმის შეცვლა, მიდრიაზი, სტრაბიზმი, ნათელი მხედველობა, ანიზოკორია, რქოვანას წყლულები, ეგზოფთალმი, თვალის კუნთის დამბლა, ირიტი, კერატოკონიუნქტივიტი, მიოზი, ღამის სიბრმავე, ოფთალმოპლეგია, მხედველობის ნერვის ატროფია, მხედველობის ნერვის დისკის შეშუპება, ფტოზი, უვეიტი.

სმენის ორგანოებისა და

ვესტიბულარული აპარატის

მხრივ

ხშირი

ვერტიგო.

არახშირი

ჰიპერაკუზია.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ

არახშირი

ტაქიკარდია, პირველი ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, სინუსური ბრადიკარდია, გულის შეგუბებითი უკმარისობა, არტერიული ჰიპოტენზია, არტერიული ჰიპერტენზია, წამოხურება, ჰიპერემია, კიდურებში სიცივის შეგრძნება.

იშვიათი

QT ინტერვალის გახანგრძლივება, სინუსური ტაქიკარდია, სინუსური არითმია.

სასუნთქი სისტემის, გულმკერდისა და შუასაყარის

ორგანოების მხრივ

ხშირი

ფარინგოლარინგეალური ტკივილი.

არახშირი

ქოშინი, სისხლდენა ცხვირიდან, ხველა, ცხვირის დახშობა, რინიტი, ხვრინვა, ცხვირის ლორწოვანი გარსის სიმშრალე.

იშვიათი

ფილტვების შეშუპება, ყელში მოჭერა, ლარინგოსპაზმი, აპნოე, ატელექტაზი, ბრონქიოლიტი, სლოკინი, ფილტვების ფიბროზი, მთქნარება.

სიხშირე უცნობია

სუნთქვის დათრგუნვა

საჭმლის მომნელებელი

სისტემის მხრივ

ხშირი

ღებინება, გულისრევა, ყაბზობა, დიარეა, მეტეორიზმი, მუცლის შებერილობა, სიმშრალე პირში, გასტროენტერიტი.

არახშირი

გასტროეზოფაგეალური რეფლუქსური დაავადება, ნერწყვის ჰიპერსეკრეცია, პირის ღრუს ჰიპესთეზია, ქოლეცისტიტი, ქოლელითიაზი, კოლიტი, სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან, მელენა, ენის შეშუპება, რექტალური სისხლდენა.

იშვიათი

ასციტი, პანკრეატიტი, ენის შეშუპება, დისფაგია, აფტოზური სტომატიტი, საყლაპავის წყლული, პერიოდონტული აბსცესები.

ჰეპატობილიარული დარღვევები

არახშირი

ღვიძლის ფერმენტების მომატებული დონე*

იშვიათი

სიყვითლე.

ძალიან იშვიათი

ღვიძლის უკმარისობა, ჰეპატიტი.

კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

ხშირი

ნაწოლები.

არახშირი

პაპულოზური გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ჰიპერჰიდროზი, ქავილი, ალოპეცია, კანის სიმშრალე, ეგზემა, ჰირსუტიზმი, კანის წყლულები, ვეზიკულო-ბულოზური გამონაყარი.

იშვიათი

ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ცივი ოფლი, ექსფოლიაციური დერმატიტი, ლიქენისმაგვარი დერმატიტი, მელანოზი, დარღვევები ფრჩხილების მხრივ, პეტექიალური გამონაყარი, პურპურა, პუსტულარული გამონაყარი, კანის ატროფია, კანის ნეკროზი, კვანძები კანზე და კანქვეშა კვანძები.

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ

ხშირი

კუნთების კრუნჩხვები, ართრალგია, ტკივილი ზურგში, ტკივილი კიდურებში, კისრის კუნთების სპაზმი.

არახშირი

სახსრების შეშუპება, მიალგია, კუნთების კრთომა, კისრის ტკივილი, კუნთების შებოჭილობა.

იშვიათი

რაბდომიოლიზი.

შარდგამომყოფი სისტემის მხრივ

არახშირი

შარდის შეუკავებლობა, დიზურია, ალბუმინურია, ჰემატურია, თირკმელებში კენჭების წარმოქმნა, ნეფრიტი.

იშვიათი

თირკმლის უკმარისობა, ოლიგურია, შარდის გამოყოფის შეფერხება, თირკმლის მწვავე უკმარისობა, გლომერულონეფრიტი, პიელონეფრიტი.

რეპროდუქციული სისტემისა

და სარძევე ჯირკვლების

მხრივ

ხშირი

ერექციული დისფუნქცია, იმპოტენცია.

არახშირი

სქესობრივი დისფუნქცია, ეაკულაციის შეფერხება, დისმენორეა, ტკივილი სარძევე ჯირკვლებში, ლეიკორეა, მონორაგია, მეტრორაგია.

იშვიათი

ამენორეა, გამონადენი სარძევე ჯირკვლებიდან, სარძევე ჯირკვლების გადიდება, გინეკომასტია, ცერვიციტი, ბალანიტი, ეპიდიდიმიტი.

ზოგადი დარღვევები

ხშირი

პერიფერიული შეშუპება, შეშუპება, სიარულის დარღვევა, დაცემები, სიმთვრალის შეგრძნება, უჩვეულო შეგრძნებები, მომატებული დაღლილობა.

არახშირი

გენერალიზებული შეშუპება, სახის შეშუპება, შებოჭვის შეგრძნება მკერდში, ტკივილი, ცხელება, წყურვილი, კანკალი, ზოგადი სისუსტე, შეუძლოდ ყოფნა, აბსცესი, ცხიმოვანი ქსოვილის ანთება, ფოტოსენსიბილიზაცია.

იშვიათი

გრანულომა, განზრახ ზიანის მიყენება, რეტროპერიტონეალური ფიბროზი, შოკი.

ლაბორატორიული კვლევები

ხშირი

სხეულის წონის მომატება.

არახშირი

სისხლში კრეატინფოსფოკინაზას (კფკ) დონის მომატება, სისხლში გლუკოზას დონის მომატება, თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, სისხლში კრეატინინის დონის მომატება, სისხლში კალიუმის დონის შემცირება, სხეულის მასის შემცირება.

იშვიათი

სისხლში ლეიკოციტების დონის შემცირება.

  • ალანინამინოტრანსფერაზას (ალტ) და ასპარტატამინოტრანსფერაზას (ასტ) დონის მომატება.

ზოგიერთ პაციენტთან აღინიშნებოდა მოხსნის სიმპტომები პრეგაბალინით მოკლევადიანი ან გრძელვადიანი მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. იყო შეტყობინებები შემდეგი სიმპტომების შესახებ: უძილობა, თავის ტკივილი, გულისრევა, შფოთვა, დიარეა, გრიპისმაგვარი სინდრომი, კრუნჩხვები, ნევროზულობა, დეპრესია, სუიციდური აზრები, ტკივილი, ჰიპერჰიდროზი და თავბრუსხვევა, რომლებიც მიუთითებენ მედიკამენტოზურ დამოკიდებულებაზე. მკურნალობის დაწყების წინ ეს ინფორმაცია უნდა მიეწოდოს პაციენტს.

პრეგაბალინით გრძელვადიანი თერაპიის შეწყვეტის თაობაზე არსებული მონაცემი მოწმობენ იმაზე, რომ მოხსნის სიმპტომების სიხშირე და სიმძიმე შეიძლება იყოს დამოკიდებული პრეგაბალინის დოზაზე.

ბავშვები. პრეგაბალინის უსაფრთხოების პროფილი, დადგენილი ხუთი კვლევის მიმდინარეობისას, რომლებიც ჩატარდა მეორეული გენერალიზაციით ან მის გარეშე მიმდინარე პარციალური კრუნჩხვითი შეტევების მქონე პედიატრიული პაციენტების მონაწილეობით (ეფექტურობისა და უსაფრთხოების 12-კვირიანი კვლევა პაციენტებში 4-დან 16 წლის ასაკამდე, n=295; ეფექტურობისა და უსაფრთხოების შეფასების 14 დღიანი კვლევა პაციენტებში 1 თვიდან 4 წლის ასაკამდე , n=175; სამკურნალო საშუალების ფარმაკოკინეტიკისა და ამტანობის კვლევა, n=65; უსაფრთხოების შესწავლის ორი ღია კვლევა 1-წლიანი ხანგრძლივობით, n=54 და n=431), იყო იმ პროფილის მსგავსი, რომელიც აღინიშნებოდა კვლევებში ეპილეფსიის მქონე ზრდასრულ პაციენტებში. ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენები, რომლებიც აღინიშნებოდა პრეგაბალინით თერაპიის 12-კვირიან კვლევაში, იყო ძილიანობა, პირექსია, ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, მადის მომატება, სხეულის მასის მომატება და ნაზოფარინგიტი. ყველაზე ხშირი გვერდითი რეაქციები, რომლებიც აღინიშნებოდა პრეგაბალინით მკურნალობის 14-დღიან კვლევაში, იყო ძილიანობა, ზედა სასუნთქი გზების ინფექცია და პირექსია (იხ. ნაწილები „გამოყენების წესი და დოზები“, „ფარმაკოდინამიკა“ და „ფარმაკოკინეტიკა“).

ჭარბი დოზა

იყო შეტყობინებები, რომ პრეგაბალინის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ყველაზე ხშირი გვერდითი რეაქციები იყო ძილიანობა, გონების აღრევა, აგზნებულობა და შფოთვა. ასევე იყო შეტყობინებები კრუნჩხვების შესახებ. იშვიათად შემოდიოდა შეტყობინებები კომის შემთხვევების შესახებ.

პრეგაბალინის დოზის გადაჭარბების მკურნალობა მდგომარეობს ზოგად შემანარჩუნებელ ღონისძიებებში და საჭიროების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს ჰემოდიალიზი (იხ. ნაწილი „გამოყენების წესი და დოზები“, ცხრილი 1).

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება: pregabalin;

1 კაფსულა შეიცავს 75 ან 150 მგ პრეგაბალინს მშრალ ნივთიერებაზე გადაანგარიშებით;

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, მონოჰიდრატი; პრეჟელატინიზირებული სახამებელი; ტალკი;

კაფსულის გარსი: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (E 171) – დოზირებისთვის 75 მგ; ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (E 171), პონსო 4R (E 124), პატენტირებული ლურჯი (E 131), ბრილიანტის შავი (E 151) - დოზირებისთვის 150 მგ.

სამკურნალო ფორმა. კაფსულები.

ძირითადი ფიზიკო-ქიმიური თვისებები:

  • 75 მგ კაფსულები: მყარი ჟელატინის კაფსულები თეთრი გაუმჭვირვალე კორპუსით და თეთრი თავსახურით; კაფსულის შიგთავსი - თეთრი ან თითქმის თეთრი შეფერილობის ფხვნილი;
  • 150 მგ კაფსულები: მყარი ჟელატინის კაფსულები თეთრი გაუმჭვირვალე კორპუსით და ლურჯი თავსახურით; კაფსულის შიგთვასი - თეთრი ან თითქმის თეთრი შეფერილობის ფხვნილი;

შენახვის პირობები

3 წელი.

შენახვის პირობები: ინახება ორიგინალ შეფუთვაში არა უმეტეს 250 C ტემპერატურაზე .

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

შეფუთვა:

10 კაფსულა ბლისტერში; 2 ბლისტერი შეკვრაში.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - I ჯგუფი, გაიცემა ფორმა №2 რეცეპტით

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანალგეტიკები. სხვა ანალგეტიკები და სიცხის დამწევი საშუალებები. გაბაპენტინოიდები.პრეგაბალინი. ათქ კოდი N02B F02.

ფარმაკოლოგიური თვისებები.

ფარმაკოდინამიკა.

მოქმედი ნივთიერება არის პრეგაბალინი, რომელიც წარმოადგენს გამა-ამინოერბოს მჟავას ((S)-3-(ამინომეთილ)-5-მეთილჰექსანის მჟავა) ანალოგს.

მოქმედების მექანიზმი.

პრეგაბალინი უერთდება პოტენციალდამოკიდებულ კალციუმის არხების დამატებით სუბერთეულს (α2-δ ცილა) ცენტრალურ ნერვულ სისტემაში.

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება.

  • ნეიროპათიური ტკივილი.

კვლევების დროს მოხდა სამკურნალო საშუალების ეფექტურობის დემონსტრირება დიაბეტური ნეიროპათიის, პოსტჰერპესული ნევრალგიისა და ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ. სამკურნალო საშუალების ეფექტურობა სხვა სახეობების ნეიროპათიური ტკივილის დროს არ ყოფილა შესწავლილი.

პრეგაბალინის შესწავლა ხდებოდა 10 კონტროლირებადი კლინიკური კვლევის მიმდინარეობისას 13 კვირამდე ხანგრძლივობით დოზირების რეჟიმით დღე-ღამეში ორჯერ და 8 კვირამდე ხანგრძლივობის კვლევების მიმდინარეობისას დოზირების რეჟიმით დღე-ღამეში სამჯერ. ზოგადად უსაფრთხოებისა და ეფექტურობის პროფილები დოზირების რეჟიმებისთვის ორჯერ და სამჯერ დღე-ღამეში იყო მსგავსი.

12 კვირამდე ხანგრძლივობის კლინიკური კვლევის მიმდინარეობისას, რომლებშიც სამკურნალო საშუალება გამოიყენებოდა ნეიროპათიური ტკივილის სამკურნალოდ, პერიფერიული და ცენტრალური წარმოშობის ტკივილის შემცირება აღინიშნებოდა პირველი კვირის შემდეგ და შენარჩუნდა მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში.

პერიფერიული ნეიროპათიური ტკივილის შესწავლის კონტროლირებადი კლინიკური კვლევების მიმდინარეობისას პაციენტთა 35%, რომლებიც ღებულობდნენ პრეგაბალინს, და პაციენტთა 18%, რომლებიც ღებულობდნენ პლაცებოს, ტკივილის შეფასების შკალის მიხედვით აღენიშნათ გაუმჯობესება 50%-ით. პაციენტებში, რომლებსაც არ განუვითარდათ ძილიანობა, ასეთი გაუმჯობესება აღინიშნებოდა პროგაბალინის მიმღებ პაციენტთა 33%-ში, და პლაცებოს ჯგუფის პაციენტთა 18%-ში. პაციენტებში, რომლებსაც განუვითარდათ ძილიანობა, თერაპიაზე რეაგირების მომხდენ პაციენტთა წილმა შეადგინა 48% პრეგაბალინის ჯგუფში და 16% პლაცებოს ჯგუფში.

ცენტრალური წარმოშობის ნეიროპათიური ტკივილის შესწავლის კონტროლირებადი კლინიკური კვლევების მიმდინარეობისას პრეგაბალინის მიმღებ პაციენტთა 22%-ს და პლაცებოს მიმღებ პაციენტთა 7%-ს აღენიშნებოდათ გაუმჯობესება 50%-ით ტკივილის შეფასების შკალის მიხედვით.

  • ეპილეფსია.

დამატებითი მკურნალობა. პრეგაბალინის შესწავლა ხდებოდა 12 კვირის ხანგრძლივობის 3 კონტროლირებადი კლინიკური კვლევის მიმდინარეობისას დოზირების რეჟიმით დღე-ღამეში ორჯერ ან სამჯერ. ზოგადად უსაფრთხოებისა და ეფექტურობის პროფილები დოზირების რეჟიმებისთვის ორჯერ და სამჯერ დღე-ღამეში იყო მსგავსი.

კრუნჩხვითი შეტევების სიხშირის შემცირება აღინიშნა უკვე პირველივე კვირას.

ბავშვები. პრეგაბალინის როგორც ეპილეფსიისას დამხმარე საშუალების ეფექტურობა და უსაფრთხოება 12 წლამდე ბავშვებში და მოზარდებში დადგენილი არ არის. გვერდითი რეაქციები, რომლებიც გამოვლინდა ფარმაკოკინეტიკისა და ამტანობის შესწავლის კვლევაში, რომელშიც ჩართულნი იყვნენ 3 თვიდან 16 წლამდე ასაკის პაციენტები (n = 65) პარციალური კრუნჩხვითი შეტევებით, იყო ისეთივე, როგორიც გვერდითი რეაქციები ზრდასრულებში. 12-კვირიანი პლაცებო-კონტროლირებადი კვლევის შედეგები 4-დან 16 წლამდე 295 ბავშვის მონაწილეობით და 14 დღიანი პლაცებო-კონტროლირებადი კვლევის შედეგები 1 თვიდან 4 წლამდე ასაკის 175 ბავშვის მონაწილეობით, რომლის მიზანი იყო პრეგაბალინის როგორც პარციალური კრუნჩხვითი შეტევების დამატებითი თერაპიის ეფექტურობისა და უსაფრთხოების შეფასება, და უსაფრთხოების 1-წლიანი ხანგრძლივობის ორი ღია კვლევის შედეგები 3 თვიდან 16 წლამდე ასაკის ეპილეფსიის მქონე 54 და 431 პედიატრიული ასაკის პაციენტის მონაწილეობით მიუთითებს იმაზე, რომ ისეთი გვერდითი რეაქციები, როგორებიცაა პირექსია და ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, ბავშვებში აღინიშნება უფრო ხშირად, ვიდრე ეპილეფსიის მქონე ზრდასრულებში (იხ. ნაწილები „გამოყენების წესი და დოზები“, „გვერდითი რეაქციები“ და „ფარმაკოკინეტიკა“).

12-კვირიან პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში ბავშვებს (4-დან 16 წლამდე) უნიშნავდნენ პრეგაბალინს 2,5 მგ/კგ/დღე (მაქსიმუმ 150 მგ/დღე), პრეგაბალინს 10 მგ/კგ/დღე (მაქსიმუმ 600 მგ/დღე) ან პლაცებოს. საწყის დონესთან შედარებით, პარციალური კრუნჩხვითი შეტევების ყველაზე მცირე 50%-იანი შემცირება აღინიშნებოდა 10 მგ/კგ დღე დოზით პრეგაბალინის მიმღები პაციენტების 40,6%-ს (p = 0,0068 პლაცებოსთან შედარებით), პაციენტების 29,1%-ს (p = 0,2600 პლაცებოსთან შედარებით), რომლებიც ღებულობდნენ პრეგაბალინის დოზით 2,5 მგ/კგ/დღე, და პლაცებოს მიმღებთა 22,6%-ს.

14 დღიან პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში პედიატრიული ასაკის პაციენტები (1 თვის ასაკიდან 4 წლამდე) ღებულობდნენ პრეგაბალინს დოზით 7 მგ/კგ/დღე, პრეგაბალინს დოზით 14 მგ/კგ/დღე ან პლაცებოს. კრუნჩხვითი შეტევების მედიანური სიხშირე 24 საათის განმავლობაში საწყის დონეზე და საბოლოო ვიზიტის დროს შეადგენდა 4,7-ს და 3,8 -ს პრეგაბალინის ჯგუფში დოზით 7 მგ/კგ/დღე, 5,4-ს და 1,4-ს პრეგაბალინის ჯგუფში დოზით 14 მგ/კგ/დღე და 2,9-ს და 2,3-ს პლაცებოს ჯგუფში შესაბამისად. პრეგაბალინი დოზით 14 მგ/კგ/დღე ამცირებდა პარციალური კრუნჩხვითი შეტე ვების წარმოქმნის ლოგარითმულად გარდაქმნილ სიხშირეს პლაცებოსთან შედარებით (p = 0,0223); პრეგაბალინის ჯგუფში დოზით 7 მგ/კგ/დღე არ აღინიშნებოდა გაუმჯობესება პლაცებოსთან შედარებით.

12 კვირიან პლაცებო-კონტრლირებად კვლევაში 219 პაციენტს (5 წლის ასაკიდან 65 წლამდე, რომელთაგანაც 66 იყო 5 წლის ასაკიდან 16 წლამდე) პირველადი გენერალიზირებული ტონურ-კლონური (პგტკ) შეტევებით დაენიშნა პრეგაბალინის დოზები 5 მგ/კგ/დღე (მაქსიმუმ 300 მგ/დღე), 10 მგ/კგ/დღე (მაქსიმუმ 600 მგ/დღე) ან პლაცებო დამატებითი თერაპიის სახით. პაციენტების პროცენტმა, რომელთაც პგტკ შეტევები შეუმცირდათ 50 %-ით მაინც, შეადგინა 41,3 %, 38,9% და 41,7% პრეგაბალინისთვის 5 მგ/კგ/დღე, პრეგაბალინისთვის 10 მგ/კგ/დღე და პლაცებოსთვის შესაბამისად.

მონოთერაპია (პაციენტებში პირველად დიაგნოსტირებული დაავადებით). პრეგაბალინის შესწავლა ხდებოდა 1 კონტროლირებადი კლინიკური კვლევის მიმდინარეობისას 56 კვირის ხანგრძლივობით დოზირების რეჟიმით დღე-ღამეში ორჯერ. პრეგაბალნის გამოყენებისას არ იყო მიღწეული არა ნაკლები ეფექტურობა ლამოტრიჯინის გამოყენებასთან შედარებით, 6 თვის შემდეგ საბოლოო წერტილის შეფასების თანახმად - კრუნჩხვითი შეტევების არარსებობა. პრეგაბალინი და ლამოტრიჯინი ერთნაირად ეფექტური და კარგად ასატანი იყო.

  • გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა.

პრეგაბალინის შესწავლა ხდებოდა 4-6 კვირის ხანგრძლივობის 6 კონტროლირებადი კვლევის, 8 კვირის ხანგრძლივობის ერთი კვლევის მიმდინარეობისას ხანდაზმული ასაკის პაციენტების მონაწილეობით და რეციდივის პროფილაქტიკის ორმაგი ბრმა ფაზის მქონე რეციდივის პროფილაქტიკის შესწავლის ერთი ხანგრძლივი კვლევის მიმდინარეობისას 6 თვის განმავლობაში.

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის სიმტომების შემცირება შფოთვის შეფასების ჰემილტონის შკალის თანახმად (HAM-A) აღინიშნა უკვე 1-ელ კვირას.

კონტროლირებადი კლინიკური კვლევების (4-8 კვირის ხანგრძლივობით) მიმდინარეობისას პრეგაბალინის მიმღებ პაციენტთა 52%-ს და პლაცებოს ჯგუფის პაციენტების 38%-ს აღენიშნათ გაუმჯობესება მინიმუმ 50%-ით HAM-A შკალის ქულების საერთო რაოდენობის მიხედვით საწყისი დონიდან საბოლოო წერტილამდე.

კოტროლირებადი კვლევების დროს არამკვეთრი მხედველობა უფრო ხშირად ვლინდებოდა პრეგაბალინის მიმღებ პაციენტებში, ვიდრე პლაცებოს მიმღებ პაციენტებში. თერაპიის გაგრძელებისას უმეტეს შემთხვევაში ეს მოვლენა ქრებოდა. ოფთალმოლოგიური გამოკვლევა (მხედველობის სიმახვილის შემოწმების, მხედველობის არეს ფორმალური შემოწმებისა და თვალის გაფართოებული გუგის დროს თვალის ფსკერის გამოკვლევის ჩათვლით) კონტროლირებადი კლინიკური კვლევების ფარგლებში ჩაუტარდა 3600-ზე მეტ პაციენტს. ამ პაციენტთა შორის მხედველობის სიმახვილე დაუქვეითდა პრეგაბალინის ჯგუფის პაციენტთა 6,5%-ს და პლაცებოს ჯგუფის პაციენტთა 4,8%-ს. მხედველობის არეს ცვლილებები გამოუვლინდა პრეგაბალინის მიმღებ პაციენტთა 12,4% და პლაცებოს ჯგუფის 11,7% პაციენტს. თვალის ფსკერზე ცვლილებები აღმოაჩნდათ პრეგაბალინის მიღებ პაციენტთა 1,7%-ს და პლაცებოს ჯგუფის პაციენტთა 2,1%-ს.

  • ფიბრომიალგია.

პრეგაბალინის ეფექტურობა დადგენილი იყო ერთ 14-კვირიან ორმაგ ბრმა პლაცებო-კონტროლირებად მულტიცენტრულ კვლევაში და ერთ მოხსნის 6-კვირიან რანდომიზირებულ კვლევაში. ამ კვლევებში ჩართულნი იყვნენ პაციენტები დიაგნოზით „ფიბრომიალგია“ამერიკის რევმატოლოგიის კოლეჯის კრიტერიუმების საფუძველზე (გავრცელებული ტკივილი 3 თვის განმავლობაში ანამნეზში და ტკივილი აღინიშნება 18-დან 11 ან მეტ სპეციფიკურ მტკივნეულ წერტილში). კვლევებმა აჩვენა ტკივილის შემცირება ვიზუალური ანალოგიის შკალის მიხედვით. გაუმჯობესება დამატებით გამოვლინდა პაციენტის ზოგადი შეფასებისა და ფიბრომიალგიის ზეგავლენის შესახებ გამოკითხვის მიხედვით.

ბავშვები. ჩატარდა პლაცებო-კონტროლირებადი კვლევა 15 კვირის ხანგრძლივობით ფიბრომიალგიის მქონე 12-17 წლის 107 ბავშვის მონაწილეობით, რომლებიც იყენებდნენ პრეგაბალინს დოზით 75-450 მგ დღე-ღამეში. ეფექტურობის პირველადი საბოლოო წერტილის შეფასების შედეგების მიხედვით (ტკივილის ზოგადი ინტენსივობის ცვლილება საბაზო დონიდან 15 კვირამდე; გამოთვლილია შეფასების 11-ქულიანი შკალის მეშვეობით) გამოვლინდა პრეგაბალინის მიმღებ პაციენტთა მდგომარეობის გაუმჯობესების უფრო მეტი რაოდენობა იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც ღებულობდნენ პლაცებოს, მაგრამ ამ გაუმჯობესებამ ვერ მიაღწიას სტატისტიკურ მნიშვნელობას. ყველაზე ხშირი გვერდითი რეაქციები , რომლებიც გამოვლინდა კლინიკურ კვლევებში იყო თავბრუსხვევა, გულისრევა, თავის ტკივილი, სხეულის მასის მომატება და დაღლილობა. უსაფრთხოების ზოგადი პროფილი მოზარდებში იყო ისეთივე, როგორიც ფიბრომიალგიის მქონე ზრდასრულებში.

ფარმაკოკინეტიკა.

პრეგაბალინის ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლები გაწონასწორებულ მდგომარეობაში იყო ისეთივე, როგორც ჯანმრთელ მოხალისეებში, პაციენტებში ეპილეფსიით, რომლებიც იღებდნენ ეპილეფსიის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებებს, და ქრონიკული ტკივილის მქონე პაციენტებში.

აბსორბცია.

პრეგაბალინი სწრაფად შეიწოვება უზმოზე მიღებისას და სისხლის პლაზმაში მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს ერთჯერადი ან მრავალჯერადი მიღებიდან 1 საათის განმავლობაში. პერორალური გამოყენებისას პრეგაბალინის გამოთვლილი ბიოშეღწევადობა შეადგენს 90% და მეტს და არ არის დამოკიდებული დოზაზე. მრავალჯერადი გამოყენების შემდეგ გაწონასწორებული მდგომარეობა მიიღწევა 24-48 საათის შემდეგ. პრეგაბალინის შეწოვის სიჩქარე მცირდება საკვებთან ერთად მიღებისას, რაც იწვევს მაქსიმალური კონცენტრაციის (Cmax) დაახლოებით 25-30%-ით შემცირებას და tmax გახანგრძლივებას დაახლოებით 2,5 საათით. თუმცა საკვებთან ერთად პრეგაბალინის მიღებას მისი აბსორბციის ხარისხზე კლინიკურად მნიშვნელოვანი ზეგავლენა არ მოუხდენია.

განაწილება.

პრეგაბალინი აღწევს ვირთხების, თაგვებისა და მაიმუნების ჰემატოენცეფალურ ბარიერში. პრეგაბალინი ასევე აღწევს ვირთხების პლაცენტის მიღმა და გამოიყოფა ვირთხების რძეში ლაქტაციის პერიოდში. ადამიანთან შინაგანად მიღების შემდეგ პრეგაბალინის განაწილების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 0,56 ლ/კგ. პრეგაბალინი არ უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს.

მეტაბოლიზმი.

ადამიანთან პრეგაბალინი ექვემდებარება უმნიშვნელო მეტაბოლიზმს. რადიოაქტიურად მარკირებული პრეგაბალინის დოზის შეყვანის შემდეგ რადიოაქტიური ნივთიერებების დაახლოებით 98% გამოიყოფა შარდით უცვლელი პრეგაბალინის სახით. პრეგაბალინის N-მეთილირებული წარმოებულის წილზე, რომელიც წარმოადგენს პრეგაბალინის ძირითად მეტაბოლიტს და განისაზღვრება შარდში, მოდიოდა მიღებული დოზის 0,9 %. პრეკლინიკურ კვლევებში დადგენილი იყო პრეგაბალინის S-ენანთიომერის R-ენანთიომერად რაცემიზაციის არარსებობა.

გამოყოფა.

სისხლის სისტემური მიმოქცევიდან პრეგაბალინი გამოიყოფა უცვლელი სახით უპირატესად თირკმელებით ექსკრეციის ხარჯზე. პრეგაბალინის ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი შეადგენს 6,3 საათს. პრეგაბალინის პლაზმისა და თირკმელის კლირენსი კრეატინინის კლირენსის პირდაპირპროპორციულია (იხ. ნაწილი „ფარმაკოკინეტიკა. თირკმლის უკმარისობა“)

თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებისათვის და ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტებისათვის აუცილებელია სამკურნალო საშუალების დოზის კორექტირება (იხ. თავი „გამოყენების წესი და დოზები“, ცხრილი 1).

ხაზოვნება/არახაზივნება.

პრეგაბალინის ფარმაკოკინეტიკა ხაზოვანია დოზების მთელი რეკომენდებული დიაპაზონისთვის. პრეგაბალინის ფარმაკოკინეტიკის ვარიაბელობა პაციენტებში დაბალია (20%-ზე ნაკლები). მრავალჯერადი დოზების ფარმაკოკინეტიკა წინასწარ დამოთვლადია იმ მონაცემების საფუძველზე, რომლებიც მიღებულია ერთჯერადი დოზის შეყვანისას. ამგვარად, სისხლის პლაზმაში პრეგაბალინის კონცენტრაციის გეგმიური კონტროლი აუცილებელი არ არის.

სქესი.

კვლევების მონაცემები მოწმობენ, რომ სქესი კლინიკურად მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს სისხლის პლაზმაში პრეგაბალინის კონცენტრაციაზე.

თირკმლის უკმარისობა.

პრეგაბალინის კლირენსი კრეატინინის კლირენსის პირდაპირ პროპორციულია. გარდა ამისა, პრეგაბალინი ეფექტურად გამოიდევნება პლაზმიდან ჰემოდიალიზის მეშვეობით (4 საათიანი ჰემოდიალიზის შემდეგ სისხლის პლაზმაში პრეგაბალინის კონცენტრაცია მცირდება დაახლოებით 50%-ით). ვინაიდან თირკმელებით გამოყოფა წარმოადგენს პრეგაბალინის გამოყოფის ძირითად გზას, თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში აუცილებელია პრეპარატის დოზის შემცირება, ხოლო ჰემოდიალიზის შემდეგ - დამატებითი დოზის მიღება (იხ. თავი „გამოყენების წესი და დოზები“, ცხრილი 1).

ღვიძლის უკმარისობა.

ფარმაკოკინეტიკის სპეციალური კვლევები ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტების მონაწილეობით არ ჩატარებულა. ვინაიდან პრეგაბალინი არ განიცდის მნიშვნელოვან მეტაბოლიზმს და გამოიყოფა შარდით უპირატესად უცვლელი სახით, ნაკლებსავარაუდოა, რომ ღვიძლის ფუნქციის დარღვევას შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს პრეგაბალინის კონცენტრაციაზე სისხლის პლაზმაში.

ბავშვები.

პრეგაბალინის ფარმაკოკინეტიკას აფასებდნენ ეპილეფსიის მქონე ბავშვებში (ასაკობრივი ჯგუფები: 1-დან 23 თვემდე, 2-დან 6 წლამდე, 7-დან 11 წლამდე და 12-დან 16 წლამდე) 2,5 მგ/კგ/დღე-ღამეში, 5 მგ/კგ/დღე-ღამეში, 10 მგ/კგ/დღე-ღამეში და 15 მგ/კგ/დღე-ღამეში დოზების გამოყენებით ფარმაკოკინეტიკისა და ამტანობის შესწავლის კვლევის მიმდინარეობისას. ბავშვებში პრეგაბალინის უზმოზე პერორალური მიღების შემდეგ პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო მთლიანობაში ანალოგიური იყო ყველა ასაკობრივ ჯგუფში და შეადგინა დაახლოებით 0,5 საათიდან 2 საათამდე მიღების შემდეგ. პრეგაბალინის Cmax და კონცენტრაციის დროზე დამოკიდებულების მრუდის ქვეშ ფართობის (AUC) მნიშვნელობა იზრდებოდა ხაზოვნად დოზის გაზრდასთან ერთად თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში. ბავშვებში 30 კგ-მდე სხეულის მასით AUC მნიშვნელობები 30%-ით ნაკლები იყო, რაც განპირობებულია სხეულის მასის მიხედვით დაკორექტირებული კლირენსის 43%-ით გაზრდით ამ პაციენტებში იმ პაციენტებთან შედარებით, რომელთა სხეულის მასა შეადგენს ≥30 კგ.

პრეგაბალინის ნახევარგამოყოფის საბოლოო პერიოდი შეადგენდა საშუალოდ დაახლოებით 3-4 საათს 6 წლამდე ასაკში და 4-6 საათს 7 წლიდან ასაკში.

პოპულაციური ფარმაკოკინეტიკური ანალიზის მიმდინარეობისას ნაჩვენები იყო, რომ კრეატინინის კლირენსი წარმოადგენდა მნიშვნელოვან კოვარიატას პერორალური პრეგაბალინის კლირენსისთვის, ხოლო სხეულის მასა წარმოადგენდა მნიშვნელოვან კოვარიატას პერორალური პრეგაბალინის განაწილების წარმოსახვითი მოცულობისთვის, და ეს კავშირი ბავშვებსა და ზრდასრულ პაციენტებში იყო ანალოგიური.

პრეგაბალინის ფარმაკოკინეტიკა 3 თვემდე ასაკის პაციენტებში შესწავლილი არ არის (იხ. თავი „გამოყენების წესი და დოზები“, „გვერდითი რეაქციები“ და „ფარმაკოკინეტიკა“).

ხანდაზმული ასაკის პაციენტები.

პრეგაბალინის კლირენსს გააჩნია ასაკთან ერთად შემცირების ტენდენცია. პრეგაბალინის კლირენსის ასეთი შემცირება მისი შინაგანად გამოყენების დროს უთანხმდება კლირენსის კრეატინინის შემცირებას, რომელიც დაკავშირებულია ასაკის გაზრდასთან. პაციენტებს თირკმლის ფუნქციის დარღვევით, რომელიც დამოკიდებულია ასაკზე, შეიძლება დასჭირდეთ პრეგაბალინის დოზის შემცირება (იხ. თავი „გამოყენების წესი და დოზები“, ცხრილი 1).

ძუძუთი კვება.

პრეგაბალინის ფარმაკოკინეტიკა 150 მგ დოზით მისი გამოყენებისას ყოველ 12 საათში (სადღეღამისო დოზა 300 მგ) შეაფასეს 10 მეძუძურ ქალთან, მშობიარობიდან სულ მცირე 12 კვირის შემდეგ. ძუძუთი კვება არ მოქმედებდა ან ჰქონდა უმნიშვნელო ზემოქმედებდა პრეგაბალინის ფარმაკოკინეტიკაზე. პრეგაბალინი ხვდებოდა დედის რძეში, ამ დროს მისი საშუალო კონცენტრაციები გაწონასწორებულ მდგომარეობაში შეადგენდა დედის სისხლის პლაზმაში კონცენტრაციის დაახლოებით 76%. გათვლილი დოზა, რომელსაც ბავშვი იღებს დედის რძესთან ერთად (რძის საშუალო მოხმარებისას 150 მლ/კგ/დღე-ღამეში) ქალისგან, რომელიც ღებულობს პრეგაბალინს დოზით 300 მგ/დღე-ღამეში ან მაქსიმალური დოზით 600 მგ/დღე-ღამეში, შეადგენს 0,31 ან 0,62 მგ/კგ/დღე-ღამეში შესაბამისად. ეს დაანგარიშებული დოზები შეადგენს დედის საერთო სადღეღამისო დოზის დაახლოებით 7%, მგ/კგ-ზე გადაანგარიშებით.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სამკურნალო საშუალების სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია

გაბალირი

GABALIR

შემადგენლობა:

მოქმედი ნივთიერება: pregabalin;

1 კაფსულა შეიცავს 75 ან 150 მგ პრეგაბალინს მშრალ ნივთიერებაზე გადაანგარიშებით;

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, მონოჰიდრატი; პრეჟელატინიზირებული სახამებელი; ტალკი;

კაფსულის გარსი: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (E 171) – დოზირებისთვის 75 მგ; ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (E 171), პონსო 4R (E 124), პატენტირებული ლურჯი (E 131), ბრილიანტის შავი (E 151) - დოზირებისთვის 150 მგ.

სამკურნალო ფორმა. კაფსულები.

ძირითადი ფიზიკო-ქიმიური თვისებები:

  • 75 მგ კაფსულები: მყარი ჟელატინის კაფსულები თეთრი გაუმჭვირვალე კორპუსით და თეთრი თავსახურით; კაფსულის შიგთავსი - თეთრი ან თითქმის თეთრი შეფერილობის ფხვნილი;
  • 150 მგ კაფსულები: მყარი ჟელატინის კაფსულები თეთრი გაუმჭვირვალე კორპუსით და ლურჯი თავსახურით; კაფსულის შიგთვასი - თეთრი ან თითქმის თეთრი შეფერილობის ფხვნილი;

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. ანალგეტიკები. სხვა ანალგეტიკები და სიცხის დამწევი საშუალებები. გაბაპენტინოიდები.პრეგაბალინი. ათქ კოდი N02B F02.

კლინიკური მახასიათებლები.

ჩვენებები.

ნეიროპათიური ტკივილი.

სამკურნალო საშუალება გაბალირი ნაჩვენებია პერიფერიული ან ცენტრალური წარმოშობის ნეიროპათიური ტკივილის სამკურნალოდ ზრდასრულებში.

ეპილეფსია.

სამკურნალო საშუალება გაბალირი ინიშნება მეორადი გენერალიზაციის არსებობის ან მისი არარსებობის დროს პარციალური კრუნჩხვითი შეტევებისას როგორც დამატებითი თერაპია ზრდასრულებში.

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა.

სამკურნალო საშუალება გაბალირი ინიშნება გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის სამკურნალოდ ზრდასრულებში.

ფიბრომიალგია.

უკუჩვენებები.

მომატებული მგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ (იხ. თავი „შემადგენლობა“).

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედებათა სხვა სახეობები.

ვინაიდან პრეგაბალინი უპირატესად გამოიყოფა უცვლელი სახით შარდით, ადამიანის ორგანიზმში ექვემდებარება უმნიშვნელო მეტაბოლიზმს (დოზის 2%-ზე ნაკლები გამოიყოფა შარდით მეტაბოლიტების სახით) არ აინჰიბირებს სხვა სამკურნალო საშუალებების in vitro მეტაბოლიზმს და არ უერთდება სისხლის პლაზმის ცილებს, ნაკლებსავარაუდოა, რომ პრეგაბალინს შეუძლია გამოიწვიოს ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება ან იყოს ასეთი ურთიერთქმედების ობიექტი.

In vivo კვლევა და პოპულაციური ფარმაკოკინეტიკური ანალიზი.

In vivo კვლევებში არ აღინიშნებოდა მნიშვნელოვანი კლინიკური ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება პრეგაბალინსა და ფენიტოინს, კარბამაზეპინს, ვალპროის მჟავას, ლამოტრიჯინს, გაბაპენტინს, ლორაზეპამს, ოქსიკოდონს ან ეთანოლს შორის. პოპულაციურმა ფარმაკოკინეტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ დიაბეტის საწინააღმდეგო პერორალურ საშუალებებს, დიურეზულებს, ინსულინს, ფენობარბიტალს, თიაგაბინსა და ტოპირამატს არ გააჩნიათ კლინიკურად მნიშვნელოვანი ზეგავლენა პრეგაბალინის კლირენსზე.

პერორალური კონტრაცეპტივები, ნორეთისტერონი და/ან ეთინილესტრადიოლი.

პრეგაბალინის პერორალურ კონტრაცეპტივებთან, ნორეთისტერონთან და/ან ეთინილესტრადიოლთან ერთდროულად გამოყენება ზეგავლენას არ ახდენს არცერთი ამ სამკურნალო საშუალების გაწონასწორებული მდგომარეობის ფარმაკოკინეტიკაზე.

ცნს-ზე მოქმედი სამკურნალო საშუალებები.

პრეგაბალინს შეუძლია ეთანოლისა და ლორაზეპამის მოქმედების გაძლიერება. არსებობს შეტყობინებები, რომლებიც იქნა მიღებული სამკურნალო საშუალების პოსტრეგისტრაციული გამოყენების დროს, სუნთქვის უკმარისობის, კომის და გარდაცვალების შესახებ პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ პრეგაბალინს და ოპოიდებს და/ან ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციის დამთრგუნველ სხვა სამკურნალო საშუალებებს.

პრეგაბალინი, სავარაუდოდ, ადიტიურად აძლიერებს ოქსიკოდონის ეფექტს, რომელიც გამოიხატება კოგნიტიური და ზოგადი მოტორული ფუნქციების დარღვევაში.

ურთიერთქმედება ხანდაზმული ასაკის პაციენტებთან.

ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედების სპეციალური კვლევები ხანდაზმული ასაკის პაციენტების მონაწილეობით არ ჩატარებულა. ურთიერთქმედების კვლევები ტარდებოდა მხოლოდ ზრდასრულებთან მიმართებაში.

გამოყენების თავისებურებები

პაციენტები შაქრიანი დიაბეტით.

თანამედროვე კლინიკური პრაქტიკის თანახმად, ზოგიეთი პაციენტისთვის შაქრიანი დიაბეტით, რომელთა სხეულის მასა გაიზარდა პრეგაბალინის გამოყენების დროს, შესაძლოა საჭირო გახდეს ჰიპომაგლიკემიზირებელი სამკურნალო საშუალებების დოზის კორექცია.

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.

არსებობს შეტყობინებები ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების, კერძოდ ანგიონევროზული შეშუპების განვითარების შესახებ. ანგიონევროზული შეშუპების ისეთი სიმპტომების არსებობისას, როგორებიცაა სახის შეშუპება, პერიორალური შეშუპება ან ზედა სასუნთქი გზების შეშუპება, პრეგაბალინის გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

მძიმე არასასურველი კანისმიერი რეაქციები (მაკრ)

პრეგაბალინით მკურნალობის პერიოდში დარეგისტრირდა მაკრ-ის იშვიათი შემთხვევები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი (სჯს) და ტოკსიკური ეპიდერმული ნეკროზი (ტენ), რომლებსაც შეუძლიათ საფრთხე შეუქმნან სიცოცხლეს ან გამოიწვიონ ლეტალური შედეგი. პაციენტებისთვის სამკურნალო საშუალების დანიშვნის დროს მათ უნდა მიეწოდოს ინფორმაცია კანისმიერი რეაქციების ნიშნებისა და სიმპტომების შესახებ და უტარდებოდეს საგულდაგულო დაკვირვება მათი წარმოქმნის საკითხზე. ისეთი ნიშნებისა და სიმპტომების წარმოქმნის შემთხვევაში, რომლებიც მიუთითებენ ამ რეაქციებზე, პრეგაბალინი დაუყოვნებლად უნდა მოიხსნას და უნდა იქნას განხილული ალტერნატიული მკურნალობის შესაძლებლობა (საჭიროების შემთხვევაში).

თავბრუსხვევა, ძილიანობა, გონების დაკარგვა, გონების აღრევა და ფსიქიკის აშლილობა.

პრეგაბალინის გამოყენებას თან ახლდა თავბრუსხვევისა და ძილიანობის გამოვლინება, რამაც შეიძლება გაზარდოს ტრავმული შემთხვევების (დაცემის) წარმოქმნის რისკი ხანდაზმულ პაციენტებში. არსებობს შეტყობინებები გონების დაკარგვის, გონების აღრევის, და ასევე ფსიქიკის აშლილობის შესახებ. ამიტომ პაციენტები ფრთხილად უნდა იყვნენ მანამ, სანამ მათთვის ცნობილი არ გახდება სამკურნალო საშუალების შესაძლო ზეგავლენის შესახებ.

მხედველობის დარღვევები.

კვლევების დროს შეტყობინებები არამკვეთრი მხედველობის შესახებ უფრო ხშირად იყო პაციენტებისგან, რომლებიც ღებულობდნენ პრეგაბალნს იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც ღებულობდნენ პლაცებოს. უმეტეს შემთხვევაში ეს მოვლენები ქრებოდა პრეპარატის მუდმივი გამოყენებისას.

კლინიკურ კვლევებში, რომელთა მიმდინარეობის დროს ტარდებოდა ოფთალმოლოგიური შემოწმება, მხედველობის სიმახვილის გაუარესებისა და მხედველობის არეების ცვლილებების შემთხვევების სიხშირე უფრო მაღალი იყო პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პრეგაბალინს, იმ პაციენტთა ჯგუფთან შედარებით, რომლებიც ღებულობდნენ პლაცებოს; თვალის ფსკერზე ცვლილებების სიხშირე უფრო მაღალი იყო პლაცებოს მიმღებ პაციენტებში (იხ. ნაწილი „ფარმაკოლოგიური თვისებები. ფარმაკოდინამიკა“).

ასევე იყო შეტყობინებები გვერდითი რეაქციების შესახებ მხედველობის ორგანოების მხრივ, კერძოდ მხედველობის დაკარგვის, არამკვეთრი მხედველობის ან მხედველობის სიმახვილის სხვა ცვლილებების შესახებ, რომელთაგან უმრავლესობა დროებითი იყო. პრეგაბალინის მოხსნამ შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის ორგანოების მხრივ ამ სიმპტომების შემცირება.

თირკმლის უკმარისობა.

არსებობს შეტყობინებები თირკმლის უკმარისობის შემთხვევების შესახებ. ზოგჯერ ეს ეფექტი შექცევადი იყო პრეგაბალინის მოხსნის შემდეგ.

ეპილეფსიის საწინააღმდეგო თანმხლები სამკურნალო საშუალებების მოხსნა.

მკურნალობისთვის პრეგაბალინის დამატების შედეგად კრუნჩხვებზე კონტროლის მიღწევის შემდეგ ეპილეფსიის საწინააღმდეგო თანმხლები პრეპარატების მოხსნის შესახებ მონაცემები არასაკმარისია იმისთვის, რომ მოხდეს პრეგაბალინით მონოთერაპიაზე გადასვლა.

მოხსნის სიმპტომები.

პრეგაბალინით ხანმოკლე ან ხანგრძლივი მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ ზოგიერთ პაციენტს აღენიშნა მოხსნის სიმპტომები. იყო შეტყობინებები შემდეგი სიმპტომების შესახებ: უძილობა, თავის ტკივილი, გულისრევა, შფოთვა, დიარეა, გრიპისმაგვარი სინდრომი, ნევროზულობა, დეპრესია, სუიციდური აზრები, ტკივილი, კრუნჩხვები, ჰიპერჰიდროზი და თავბრუსხვევა. მოხსნის სიმპტომების წარმოქმნა პრეგაბალინის გამოყენების შეწყვეტის შემდეგ მიუთითებს სამკურნალო საშუალებაზე დამოკიდებულებაზე(იხ. ნაწილი „გვერდითი რეაქციები“).

ეს ინფორმაცია პაციენტს უნდა მიეწოდოს მკურნალობის დასაწყისში.

პრეგაბალინის გამოყენების შეწყვეტის შემთხვევაში რეკომენდებულია მისი დოზის თანდათანი შემცირება მინიმუმ ერთი კვირის მანძილზე მაინც, სამკურნალო საშუალების გამოყენების ჩვენების მიუხედავად(იხ. ნაწილი „მიღების წესი და დოზირება“).

კრუნჩხვები, კერძოდ ეპილეფსიური სტატუსი და დიდი კრუნჩხვითი შეტევები შეიძლება წარმოიშვას პრეგაბალინით მკურნალობის დროს ან მალევე მისი გამოყენების შეწყვეტის შემდეგ. ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ პრეგაბალინის მოხსნის შესახებ მონაცემები მიუთითებენ იმაზე, რომ მოხსნის სიმპტომების წარმოქმნის სიხშირე დამათი სიმძიმის ხარისხი შეიძლება დამოკიდებული იყოს დოზაზე.

გულის შეგუბებითი უკმარისობა.

იყო შეტყობინებები გულის შეგუბებითი უკმარისობის შესახებ ზოგიერთ პაციენტებთან, რომლებიც იღებდნენ პრეგაბალინს. ასეთი რეაქცია უფრო ხშირად აღინიშნებოდა პრეგაბალინით ნეიროპათიური ტკივილის მკურნალობისას გულ-სისხლძარღვთა დარღვევების მქონე ხანდაზმული ასაკის პაციენტებში. ასეთ პაციენტებში პრეგაბალინის გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით. პრეგაბალინის გამოყენების შეწყვეტისას ეს მოვლენა შეიძლება ალაგდეს.

ზურგის ტვინის დაზიანების შედეგად ცენტრალური წარმოშობის ნეიროპათიური ტკივილის მკურნალობა.

ზურგის ტვინის დაზიანების შედეგად ცენტრალური წარმოშობის ნეიროპათიური ტკივილის მკურნალობის დროს მთლიანობაში გვერდითი რეაქციების, გვერდითი რეაქციებისა ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ, განსაკუთრებით ძილიანობის, წარმოქმნის სიხშირე მომატებული იყო. ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს თანმხლები სამკურნალო საშუალებების ადიტიურ მოქმედებასთან (მაგალითად ანტისპასტიკური სამკურნალო საშუალებების), რომლებიც აუცილებელია ამ მდგომარეობის სამკურნალოდ. ასეთი პაციენტებისთვის პრეგაბალინის დანიშვნის დროს ეს გარემოება უნდა იყოს გათვალისწინებული.

სუნთქვის დათრგუნვა

მიღებული იყო შეტყობინებები სუნთქვის მძიმე დათრგუნვის შემთხვევების შესახებ პრეგაბალინის გამოყენებასთან დაკავშირებით. პაციენტები სუნთქვითი ფუნქციის დარღვევით, რესპირატორული ან ნევროლოგიური დაავადებებით, თირკმლის უკმარისობით, რომლებიც ამავდროულად ღებულობდნენ ცნს-ის დეპრესანტებს, და ხანდაზმული პაციენტები შეიძლება დაექვემდებარონ ხსენებული მძიმე არასასურველი რეაქციის წარმოქმნის უფრო მაღალ რისკს. ამ პაციენტებს შესაძლოა დასჭირდეთ სამკურნალო საშუალების დოზის კორექცია (იხ. ნაწილი „გამოყენების წესი და დოზები“).

სუიციდური აზროვნება და საქციელი.

იყო შეტყობინებები სუიციდური აზროვნებისა და საქციელის შემთხვევების შესახებ პაციენტებში, რომლებსაც გარკვეული ჩვენებების საფუძველზე უტარდებოდათ მკურნალობა ეპილეფსიის საწინააღმდეგო პეპარატებით. ეპილეფსიის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებების რანდომიზირებული პლაცებო-კონტროლირებადი კვლევების მეტაანალიზმა ასევე გვაჩვენა სუიციდური აზროვნებისა და საქციელის გამოვლინების რისკის უმნიშვნელოდ გაზრდა. ამ რისკის წარმოქმნის მექანიზმი უცნობია.

პოსტმარკეტინგულ პერიოდში პაციენტებთან, რომლებიც ღებულობდნენ მკურნალობას პრეგაბალინით, აღინიშნებოდა სუიციდური აზროვნებისა და საქციელის შემთხვევები (იხ. ნაწილი „გვერდითი რეაქციები“). ეპიდემიოლოგიურ კვლევაში დიზაინის გამოყენებით, რომლის დროსაც კონტროლს წარმოადგენს თვითონ პაციენტი (მკურნალობის პერიოდების შედარება მკურნალობის გარეშე პერიოდთან ერთიდაიგივე პაციენტთან), მიღებული იყო მონაცემები პირველად გამოვლენილი სუიციდური საქციელისა და სუიციდის შედეგად გარდაცვალების რისკის ზრდის შესახებ პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ პრეგაბალინს.

პაციენტებმა (და პირებმა, რომლებიც მათ უვლიან) უნდა მიმართონ სამედიცინო დახმარებას სუიციდური აზროვნებისა ან საქციელის ნიშნების გამოვლინების შემთხვევებში. პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ დაკვირვების ქვეშ სუიციდური აზროვნებისა და საქციელის ნიშნების გამოვლინების საკითხთან დაკავშირებით და უნდა იქნას განხილული შესაბამისი მკურნალობის შესაძლებლობა.

უნდა იქნას განხილული პრეგაბალინით მკურნალობის შეწყვეტის შესაძლებლობა სუიციდური აზროვნებისა და ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქვედა ნაწილების ფუნქციის გაუარესება

არსებობს შეტყობინებები ისეთი მოვლენების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქვედა ნაწილების ფუნქციის გაუარესებასთან ( როგორებიცაა ნაწლავის გაუვალობა, ნაწლავის პარალიზური გაუვალობა, ყაბზობა) პრეგაბალინის ისეთ სამკურნალო საშუალებებთან ერთდროულად გამოყენების შედეგად, რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ ყაბზობა, მაგალითად ოპიოიდური ანალგეტიკებთან. პრეგაბალინისა და ოპიოიდების კომბინირებული გამოყენების დროს საჭიროა ზომების მიღება ყაბზობის პროფილაქტიკისთვის (განსაკუთრებით ქალებში და ხანდაზმული ასაკის პციენტებში).

ერთდროული გამოყენება ოპიოიდებთან

პრეგაბალინის ოპოიდებთან ერთდროული დანიშვნისას რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა ცნს-ის დათრგუნვის რისკის გამო (იხ. ნაწილი „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა სახეობები“). კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში, რომლებშიც მონაწილეობდნენ პრეგაბალინის ოპოიდებთან ერთდროულად მიმღები პაციენტები, მათ ჰქონდათ ოპოიდებთან დაკავშირებული ლეტალური შედეგის დადგომის მომატებული რისკი იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც ღებულობდნენ მხოლოდ ოპოიდებს (შანსების დაკორეგირებული შეფარდება [aOR} 1,68 [95% ნი :1,19-2,36]). რისკის ასეთი ზრდა აღინიშნებოდა პრეგაბალინის დაბალი დოზების გამოყენების დროს (≤ 300 მგ, aOR 1,52 [95% ნი : 1,04-2,22]), და ასევე აღინიშნებოდა რისკის ზრდის ტენდენცია პრეგაბალინის უფრო მაღალი დოზების გამოყენებისას ( > 300 მგ aOR 2,55 [95% ნი: 1,24-5,06]).

არასწორი გამოყენება, ბოროტად გამოყენება ან დამოკიდებულება

პრეგაბალინმა შეიძლება გამოიწვიოს მედიკამენტოზური დამოკიდებულება, რომელიც შეიძლება წარმოიქმნას სამკურნალო საშუალების თერაპიულ დოზებში გამოყენებისას. არსებობს შეტყობინებები სამკურნალო საშუალების ბოროტად გამოყენებისა და მისი არაშესაბამისად მიღების შემთხვევების შესახებ. ანამნეზში ფსიქოაქტიური ნივთიერებების ბოროტად გამოყენების ფაქტების მქონე პაციენტებთან პრეგაბალინის არასათანადოდ გამოყენების, ამ სამკურნალო საშუალების ბოროტად გამოყენებისა და მასზე დამოკიდებულების რისკი შეიძლება იყოს მომატებული, ამიტომ ასეთ პაციენტებში პრეგაბალინი უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით. საჭიროა პრეგაბალინის დანიშვნამდე გულდასმით შეფასდეს პაციენტის მიერ სამკურნალო საშუალების არასწორად გამოყენების, ბოროტად გამოყენების ან მასზე დამოკიდებულების გაჩენის რისკი.

პაციენტები, რომლებიც ღებულობენ მკურნალობას პრეგაბალინით უნდა იმყოფებოდნენ მეთვალყურეობის ქვეშ სამკურნალო საშუალების არასათანადოდ გამოყენების, მისი ბოროტად გამოყენების და მასზე დამოკიდებულების ისეთ სიმპტომებთან დაკავშირებით, როგორიცაა ტოლერანტობის განვითარება, დანიშნული დოზის გადაჭარბება და საქციელი, რომელიც მიმართულია სამკურნალო საშუალების ძებნაზე.

ენცეფალოპათია.

იყო შეტყობინებები ენცეფალოპათიის შესახებ, უპირატესად პაციენტებში თანმხლები დაავადებებით, რომლებსაც შეუძლიათ ენცეფალოპათიის გამოწვევა.

შვილიერების უნარის მქონე ქალები / კონტრაცეფცია

პრეგაბალინის გამოყენებამ ორსულობის პირველ ტრიმესტრში შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის მძიმე თანდაყოლილი მანკები. პრეგაბალინი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს იმ გამონაკლისი შემთხვევების გარდა, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი დედისათვის აშკარად აღემატება ნაყოფისთვის მოსალოდნელ რისკს. შვილიერების უნარის მქონე ქალები პრეგაბალინით მკურნალობის დროს უნდა იყენებდნენ კონტრაცეფციის ეფექტურ მეთოდებს (იხ. ნაწილი „გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში“).

ინფორმაცია დამხმარე ნივთიერებების შესახებ

სამკურნალო საშუალება გაბალირი შეიცავს ლაქტოზას. პაციენეტებმა ისეთი იშვიათი მემკვიდრეობითი დარღვევებით, როგორებიცაა გალაქტოზას აუტანლობა, ლაპას ლაქტაზას უკმარისობა ან გლუკოზასა და გალაქტოზას მალაბსორბციის სინდრომი არ უნდა გამოიყენონ ეს სამკურნალო საშუალება.

სამკურნალო საშუალება გაბალირი დოზით 150 მგ შეიცავს საღებავებს ბრილიანტის შავსა და პონსო R4-ს (ალისფერი R4), რომლებსაც შეუძლიათ გამოწვიონ ალერგიული რეაქციები.

გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში.

შვილიერების უნარის მქონე ქალები / კონტრაცეფცია ქალებისთვის

შვილიერების უნარის მქონე ქალებმა სამკურნალო საშუალებით მკურნალობის დროს უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის ეფექტური საშუალებები (იხ. ნაწილი „გამოყენების თავისებურებები“).

ორსულობა.

ცხოველებზე ჩატარებული კვლევების მსვლელობისას გამოვლენილი იყო რეპროდუქციული ტოქსიკურობა. დადგინდა, რომ ვირთხებში პრეგაბალინი აღწევს პლაცენტის მიღმა (იხ. ნაწილი „ფარმაკოკინეტიკა“). პრეგაბალინს შეუძლია შეაღწიოს პლაცენტის მიღმა ადამიანთან.

განვითარების თანდაყოლილი მძიმე მანკები

ობსერვაციული კვლევების მონაცემებმა, რომლებიც ჩატარებული იყო სკანდინავიურ ქვეყნებში და სადაც მონაწილეობას იღებდა ორსულობის პირველ ტრიმესტრში პრეგაბალინის მიმღები 2700-ზე მეტი ორსული ქალი, აჩვენა განვითარების თანდაყოლილი მძიმე მანკების (გთმმ) გავრცელების უფრო მაღალი მაჩვენებელი ბავშვთა პოპულაციაში (ცოცხლებში ან მკვდრადშობილ ბავშვებში), რომლებმაც განიცადეს პრეგაბალინის ზემოქმედება, იმ პოპულაციასთან შედარებით, რომელსაც არ განუცდია მისი ზემოქმედება (5,9% -ი 4,1%-თან შედარებით).

გთმმ-ს რისკი ბავშვთა პოპულაციაში, რომელმაც განიცადა პრეგაბალინის ზემოქმედება ორსულობის პირველ ტრიმესტრში, იყო ოდნავ უფრო მაღალი პოპულაციასთან შედარებით, რომელსაც არ განუცდია მისი ზემოქმედება (გავრცელების დაკორექტირებული კოეფიციენტი და 95% ნდობის ინტერვალი: 1,14 (0,96-1,35)) და პოპულაციასთან შედარებით, რომელმაც განიცადა ლამოტრიჯინის (1,29 ( 1,01 – 1,65)) ან დულოქსეტინის (1.39 (1,07-1,82)) ზემოქმედება.

კონკრეტული მანკების განვითარების ანლიზმა გვაჩვენა ნერვული სისტემის, მხედველობის ორგანოების მხრიდან მანკების განვითარების, პირ-სახის ნაპრალის, შარდგამომყოფი გზებისა და სასქესო ორგანოების მანკების განვითარების უფრო მაღალი რისკები, მაგრამ მათი მნიშვნელობები იყო დაბალი, ხოლო შეფასებები - არაზუსტი.

პრეგაბალინი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს აშკარა აუცილებლობის გამოკლებით (იმ შემთხვევების გარდა, როცა მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის აშკარად აღემატება ნაყოფისთვის შესაძლო რისკს).

ძუძუთი კვება.

პრეგაბალინის მცირე რაოდენობა აღმოჩენილი იქნა მეძუძური დედების რძეში. მეძუძურ დედებს უნდა ეცნობოთ, რომ პრეგაბალინის გამოყენების დროს ძუძუთი კვება არ არის რეკომენდებული.

ფერტილობა.

კლინიკური მონაცემები პრეგაბალინის ზეგავლენის შესახებ ქალთა ფერტილობაზე არ არსებობს.

სპერმატოზოიდების მოძრაობაზე პრეგაბალინის ზეგავლენის შესწავლის კლინიკური კვლევის დროს მამრობითი სქესის ჯანმრთელი მოხალისეები ღებულობდნენ პრეგაბალინს დოზით 600 მგ/დღე-ღამეში. პრეგაბალინის გამოყენების შემდეგ 3 თვის განმავლობაში სპერმატოზოიდების მოძრაობაზე არანაირი ზემოქმედება არ გამოვლენილა.

მდედრობთი სქესის ვირთხებში, ფერტილობის კვლევის მიმდინარეობისას აღინიშნა არასასურველი ზემოქმედება რეპროდუქციულ ფუნქციაზე. მამრბითი სქესის ვირთხებში ფერტილობის კვლევის მიმდინარეობისას აღინიშნა არასასურველი ზემოქმედება რეპროდუქციულ ფუნქციაზე და განვითარებაზე. ამ შედეგების კლინიკური მნიშვნელობა უცნობია.

ზეგავლენის უნარი რეაქციის სისწრაფეზე ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვის დროს.

პრეგაბალინს შეუძლია უმნიშვნელო ან ზომიერი ზეგავლენა მოახდინოს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და სხვა მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. პრეპარატს შეუძლია თავბრუსხვევისა და ძილიანობის გამოწვევა, რამაც შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და სხვა მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. ამიტომ პაციენტებისთვის რეკომენდებულია თავის შეკავება სატრანსპორტო საშუალებების მართვისგან ან რთულ ტექნიკასთან მუშაობისგან ან სხვა პოტენციურად საშიში საქმიანობისგან მანამ, სანამ არ გახდება ცნობილი მოქმედებს თუ არა პრეგაბალინი მათ მიერ ასეთი საქმიანობის შესრულების უნარზე.

გამოყენების წესი და დოზები.

გამოყენების წესი.

საკურნალო საშუალება გაბალირი მიიღება საკვებისგან დამოუკიდებლად.

სამკურნალო საშუალება გაბალირი განკუთვნილია მხოლოდ პერორალური გამოყენებისთვის.

დოზები.

დოზების დიაპაზონი შეიძლება იცვლებოდეს დღე-ღამეში 150-600 მგ დიაპაზონში. სადღეღამისო დოზა იყოფა 2 ან 3 მიღებად.

უფრო ნაკლები დოზირების (25 ან 50 მგ) გამოყენების საჭიროების შემთხვევაში პრეგაბალინის მიღება უნდა მოხდეს სხვა სამკურნალო ფორმით.

ნეიროპათიური ტკივილი.

პრეგაბალინით მკურნალობის დაწყება შეიძლება დღე-ღამეში 150 მგ დოზით, დაყოფილი 2 ან 3 მიღებად. სამკურნალო საშუალების ეფექტურობისა და პაციენტის მიერ მისი ატანის უნარის მიხედვით დოზის გაზრდა შეიძლება 300 მგ-მდე დღე-ღამეში 3-დან 7 დღემდე ინტერვალის შემდეგ, ხოლო საჭიროებისას - მაქსიმალურ დოზამდე 600 მგ დღე-ღამეში დამატებითი 7-დღიანი ინტერვალის შემდეგ.

ეპილეფსია.

პრეგაბალინით მკურნალობის დაწყება შეიძლება დოზით 150 მგ დღე-ღამეში, დაყოფილი 2 ან 3 მიღებად. სამკურნალო საშუალების ეფექტურობისა და პაციენტის მიერ მისი ატანის უნარის მიხედვით დოზის გაზრდა შეიძლება 300 მგ-მდე დღე-ღამეში მიღების პირველი კვირის შემდეგ. კიდევ ერთი კვირის შემდეგ დოზის გაზრდა შეიძლება მაქსიმალურამდე - 600 მგ დღე-ღამეში.

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა.

დოზა, რომელიც იყოფა 2 ან 3 მიღებად, შეიძლება შეიცვალოს 150-600 მგ ფარგლებში დღე-ღამეში. პერიოდულად უნდა შეფასდეს მკურნალობის გაგრძელების აუცილებლობა.

პრეგაბალინით მკურნალობის დაწყება შეიძლება დოზით 150 მგ დღე-ღამეში. სამკურნალო საშუალების ეფექტურობისა და პაციენტის მიერ მისი ატანის უნარის მიხედვით დოზის გაზრდა შეიძლება 300 მგ-მდე დღე-ღამეში მიღების პირველი კვირის შემდეგ. მიღების კიდევ ერთი კვირის შემდეგ დოზის გაზრდა შეიძლება 450 მგ-მდე დღე-ღამეში. კიდევ ერთი კვირის შემდეგ დოზის გაზრდა შეიძლება მაქსიმალურამდე - 600 მგ დღე-ღამეში.

ფიბრომიალგია.

ფიბრომიალგიის სამკურნალოდ რეკომენდებული დოზა შეადგენს 300-დან 450 მგ-მდე დღეში. მკურნალობა უნდა დაიწყოს 75 მგ დღეში ორჯერ (150 მგ დღეში). ეფექტურობისა და ამტანობის მიხედვით დოზის მომატება შეიძლება 150 მგ-მდე დღეში ორჯერ (300 მგ დღეში) ერთი კვირის განმავლობაში. პაციენტებისთვის, რომლებისთვისაც დღეში 300 მგ დოზის გამოყენება არასაკმარისად ეფექტურია, შეიძლება დოზის გაზრდა 225 მგ-მდე დღეში ორჯერ (450 მგ დღეში). თუმცა არსებობს დღეში 600 მგ დოზის გამოყენების კვლევები, იმის მტკიცებულებები, რომ ამ დოზის გამოყენებას დამატებითი უპირატესობა ექნება, არ არსებობს; ასევე ასეთი დოზა უფრო ცუდად ასატანი იყო. დოზადამოკიდებული გვერდითი რეაქციების გათვალისწინებით, დღეში 450 მგ-ზე მეტი დოზის გამოყენება რეკომენდებული არ არის. ვინაიდან პრეგაბალინი გამოიყოფა თირკმელებით, თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში საჭიროა სამკურნალო საშუალების დოზის კორექტირება.

პრეგაბალინით მკურნალობის შეწყვეტა.

თანამედროვე კლინიკური პრაქტიკის თანახმად, საჭიროების შემთხვევაში რეკომენდებულია პრეგაბალინით მკურნალობის თანდათან შეწყვეტა მინიმუმ ერთი კვირის განმავლობაში ჩვენებების მიუხედავად (იხ. ნაწილები „ გამოყენების თავისებურებები“ და „გვერდითი რეაქციები“).

პაციენტები თირკმლის უკმარისობით.

სისხლის სისტემური მიმოქცევიდან პრეგაბალინი გამოიყოფა უცვლელი სახით უპირატესად თირკმელებით ექსკრეციის ხარჯზე. ვინაიდან პრეგაბალინის კლირენსი კრეატინინის კლირენსის პირდაპირ პროპორციულია (იხ. ნაწილი „ფარმაკოკინეტიკა“), თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებისთვის დოზის შემცირება უნდა მოხდეს ინდივიდუალურად, კრეატინინის კლირენსის (CLcr) შესაბამისად, როგორც მითითებულია ცხრილში 1 და განსაზღვრულია ფორმულით:

1,23 x [140-ასაკი(წელი)] x წონა(კგ)

კრეატინინის დონე სისხლის პლაზმაში (მკმოლი/ლ)

CLcr (მლ/წთ)=

(x 0,85 ქალებისთვის)

პრეგაბალინი სისხლის პლაზმიდან ეფექტურად გამოიყოფა ჰემოდიალიზის მეშვეობით (სამკურნალო საშუალების 50%-ი 4 საათის განმავლობაში). ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტებისთვის პრეგაბალინის სადღეღამისო დოზის შერჩევა უნდა მოხდეს თირკმელების ფუნქციის შესაბამისად. სადღეღამისო დოზის გარდა, ჰემოდიალიზის ყოველი 4-საათიანი პროცედურის შემდეგ მაშინვე აუცილებლად უნდა მოხდეს სამკურნალო საშუალების დამატებითი დოზის მიღება (იხ. ცხრილი 1).

ცხრილი 1.

პრეგაბალინის დოზის კორექცია თირკმელების ფუნქციის შესაბამისად

კრეატინინის კლირენსი

(CLcr), (მლ/წთ)

პრეგაბალინის საერთო სადღეღამისო დოზა*

დოზირების რეჟიმი

საწყისი დოზა (მგ/დღე-ღამეში)

მაქსიმალური დოზა

(მგ/დღე-ღამეში)

≥ 60

150

600

ორჯერ ან სამჯერ დღე-ღამეში

≥ 30-<60

75

300

ორჯერ ან სამჯერ დღე-ღამეში

≥ 15-<30

25-50

150

ერთხელ ან ორჯერ დღე-ღამეში

< 15

25

75

ერთხელ დღეში

დამატებითი დოზა ჰემოდიალიზის შემდეგ (მგ)

25

100

ერთჯერადი დოზა*

  • საერთო სადღეღამისო დოზა (მგ/დღეში) უნდა გაიყოს მიღებათა რაოდენობაზე დოზირების რეჟიმის შესაბამისად, რათა მივიღოთ ერთჯერადად გამოსაყენებელი დოზა (მგ/დოზა).

+ დამატებითი დოზა - სამკურნალო საშუალების ერთჯერადი დამატებითი დოზა.

პაციენტები ღვიძლის უკმარისობით.

ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის დოზის კორექცია საჭირო არ არის (იხ. ნაწილი „ფარმაკოკინეტიკა“).

ხანდაზმული ასაკის პაციენტები (65 წელზე უფროსი).

ხანდაზმული ასაკის პაციენტებისთვის თირკმელების ფუნქციის გაუარესების გამო შესაძლოა საჭირო გახდეს პრეგაბალინის დოზის შემცირება (იხ. ნაწილი „გამოყენების თავისებურებანი“).

ბავშვები.

სამკურნალო საშუალება გაბალირის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა (18 წლამდე ბავშვებში) დადგენილი არ არის. ამჟამად ხელმისაწვდომი ინფორმაცია მოცემულია ნაწილში „გვერდითი რეაქციები“, და ასევე ნაწილებში „ფარმაკოდინამიკა“ და „ფარმაკოკინეტიკა“, თუმცა, მათზე დაყრდნობით, შეუძლებელია რამენაირი რეკომენდაციის გაწევა პაციენტთა ამ კატეგორიისთვის დოზირების თაობაზე.

დოზის გადაჭარბება.

იყო შეტყობინებები, რომ პრეგაბალინის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ყველაზე ხშირი გვერდითი რეაქციები იყო ძილიანობა, გონების აღრევა, აგზნებულობა და შფოთვა. ასევე იყო შეტყობინებები კრუნჩხვების შესახებ. იშვიათად შემოდიოდა შეტყობინებები კომის შემთხვევების შესახებ.

პრეგაბალინის დოზის გადაჭარბების მკურნალობა მდგომარეობს ზოგად შემანარჩუნებელ ღონისძიებებში და საჭიროების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს ჰემოდიალიზი (იხ. ნაწილი „გამოყენების წესი და დოზები“, ცხრილი 1).

გვერდითი რეაქციები.

პრეგაბალინის კვლევების კლინიკურ პროგრამაში მონაწილეობას ღებულობდა 8900-ზე მეტი პაციენტი, რომლებიც იყენებდნენ პრეგაბალინს, აქედან 5600-ზე მეტი მონაწილეობდა ორმაგ ბრმა პლაცებო-კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში. ყველაზე ხშირი გვერდითი რეაქციები იყო თავბრუსხვევა და ძილიანობა. გვერდითი რეაქციები ჩვეულებრივ ნაკლებად მნიშვნელოვანი და ზომიერად გამოხატული იყო. ყველა კონტროლირებად კვლევაში სამკურნალო საშუალების მოხსნის სიხშირე გვერდითი რეაქციების განვითარების გამო შეადგენდა 12%-ს პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ პრეგაბალინს, და 5% პაციენტებთან, რომლებიც ღებულობდნენ პლაცებოს. ყველაზე ხშირი გვერდითი რეაქციები, რომელთა განვითარებას მოყვებოდა პრეგაბალინის გამოყენების ჯგუფიდან გარიცხვა, იყო თავბრუსხვევა და ძილიანობა.

ცხრილში 2 მოცემულია ყველა გვერდითი რეაქცია, რომლებიც ვითარდებოდა უფრო ხშირად, ვიდრე პლაცებოს გამოყენებისას, და ერთზე მეტ პაციენტთან; ეს გვერდითი რეაქციები მოცემულია ორგანოების სისტემების კლასებისა და სიხშირის მიხედვით (ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100-დან <1/10-მდე); არახშირი (≥1/1000-დან <1/100-მდე); იშვიათი (≥1/10000-დან <1/1000-მდე); ძალიან იშვიათი (<1/10000), სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია).

ჩამოთვლილი გვერდითი რეაქციები ასევე შეიძლება დაკავშირებული იყოს ძირითადი დაავადების მიმდინარეობასთან და/ან სხვა სამკურნალო საშუალებების ამავდოულად მიღებასთან.

ზურგის ტვინის დაზიანების შედეგად განვითარებული ცენტრალური წარმოშობის ნეიროპათიური ტკივილის მკურნალობის დროს მთლიანობაში გვერდითი რეაქციების, ცნს-ს მხრივ გვერდითი რეაქციებისა და განსაკუთრებით ძილიანობის წარმოქმნის სიხშირე იყო მაღალი (იხ. ნაწილი „გამოყენების თავისებურებები“).

დამატებითი გვერდითი რეაქციები, რომელთა შესახებ შეტყობინებები იყო პრეგაბალინის ბაზარზე გამოსვლის შემდეგ, ჩართულია ქვევით მოყვანილ ჩამონათვალში და აღნიშნულია გრაფაში „სიხშირე უცნობია“.

ცხრილი 2.

სისტემურ-ორგანული კლასი

სიხშირე

გვერდითი რეაქციები

ინფექციები და ინვაზიები

ხშირი

ნაზოფარინგიტი

სისხლის სისტემისა და

ლიმფური სისტემის მხრივ

არახშირი

ნეიტროპენია

იმუნური სისტემის მხრივ

არახშირი

ჰიპერმგრძნობელობა

იშვიათი

ანგიონევროზული შეშუპება, ალერგიული რეაქცია, ანაფილაქტოიდური რეაქციები.

ნივთიერებათა ცვლის,

მეტაბოლიზმის მხრივ

ხშირი

მომატებული მადა.

არახშირი

მადის დაკარგვა, ჰიპოგლიკემია.

ფსიქიკის მხრივ

ხშირი

ეიფორიული განწყობა, გონების აღრევა, გაღიზიანებულობა, ლიბიდოს დაქვეითება, დეზორიენტაცია, უძილობა.

არახშირი

ჰალუცინაციები, პანიკური შეტევები, აგზნებულობა, შფოთვა, დეპრესია, დათრგუნული გუნება-განწყობა, ამაღლებული გუნება-განწყობა, აგრესია, განწყობის ცვლილებები, დეპერსონალიზაცია, სიტყვების შერჩევის გაძნელება, პათოლოგიური სიზმრები, ლიბიდოს გაძლიერება, ანორგაზმია, აპათია.

იშვიათი

დაუმუხრუჭებლობა, სუიციდური საქციელი, სუიციდური აზროვნება.

სიხშირე უცნობია

მედიკამენტოზური დამოკიდებულება

ნერვული სისტემის მხრივ

ძალიან ხშირი

თავბრუსხვევა, ძილიანობა, თავის ტკივილი.

ხშირი

ატაქსია, კოორდინაციის დარღვევა, ტრემორი, დიზართრია, ამნეზია, მეხსიერების გაუარესება, ყურადღების დარღვევა, პარესთეზიები, სედაციური ეფექტი, წონასწორობის დარღვევა, ლეთარგია.

არახშირი

სინკოპე, გაშეშება, მიოკლონია, გონების დაკარგვა, ფსიქომოტორული ჰიპერაქტივობა, დისკინეზია, პოსტურალური თავბრუსხვევა, ინტენციონური ტრემორი, ნისტაგმი, კოგნიციური ფუნქციების დარღვევა, ფსიქიკის დარღვევა,მეტყველების დარღვევები, ჰიპორეფლექსია, ჰიპერესთეზია, წვის შეგრძნება, აგევზია, ზოგადი დაუძლურება, აპათია, პარესთეზია პირის მიდამოში, მიოკლონუსი.

იშვიათი

კრუნჩხვები, პაროსმია, ჰიპოკინეზია, დისგრაფია, პარკინსონიზმი, ჰიპალგეზია, დამოკიდებულება, ნათხემის სინდრომი, კბილანებიანი ბორბლის სინდრომი, კომა, დელირიუმი, ენცეფალოპატია, ექსტრაპირამიდული სინდრომი, გიიენ-ბარეს სინდრომი, ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია, მანიაკალური რეაქციები, პარანოიდული რეაქციები, ძილის დარღვევა

მხედველობის ორგანოების

მხრივ

ხშირი

არამახვილი მხედველობა, დიპლოპია, კონიუნქტივიტი.

არახშირი

პერიფერიული მხედველობის დაკარგვა, მხედველობის დარღვევა, თვალების შეშუპება, მხედველობის არეს დეფექტი, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, ტკივილი თვალებში, ასთენოპია, ფოტოფსია, თვალების სიმშრალე, გაძლიერებული ცრემლდენა, თვალების გაღიზიანება, ბლეფარიტი, აკომოდაციის დარღვევა, სისხლჩაქცევა თვალის კაკალში, სინათლის შიში, ბადურას შეშუპება.

იშვიათი

მხედველობის დაკარგვა, ოსცილოფსია, სიღრმის მხედველობითი აღქმის შეცვლა, მიდრიაზი, სტრაბიზმი, ნათელი მხედველობა, ანიზოკორია, რქოვანას წყლულები, ეგზოფთალმი, თვალის კუნთის დამბლა, ირიტი, კერატოკონიუნქტივიტი, მიოზი, ღამის სიბრმავე, ოფთალმოპლეგია, მხედველობის ნერვის ატროფია, მხედველობის ნერვის დისკის შეშუპება, ფტოზი, უვეიტი.

სმენის ორგანოებისა და

ვესტიბულარული აპარატის

მხრივ

ხშირი

ვერტიგო.

არახშირი

ჰიპერაკუზია.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ

არახშირი

ტაქიკარდია, პირველი ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, სინუსური ბრადიკარდია, გულის შეგუბებითი უკმარისობა, არტერიული ჰიპოტენზია, არტერიული ჰიპერტენზია, წამოხურება, ჰიპერემია, კიდურებში სიცივის შეგრძნება.

იშვიათი

QT ინტერვალის გახანგრძლივება, სინუსური ტაქიკარდია, სინუსური არითმია.

სასუნთქი სისტემის, გულმკერდისა და შუასაყარის

ორგანოების მხრივ

ხშირი

ფარინგოლარინგეალური ტკივილი.

არახშირი

ქოშინი, სისხლდენა ცხვირიდან, ხველა, ცხვირის დახშობა, რინიტი, ხვრინვა, ცხვირის ლორწოვანი გარსის სიმშრალე.

იშვიათი

ფილტვების შეშუპება, ყელში მოჭერა, ლარინგოსპაზმი, აპნოე, ატელექტაზი, ბრონქიოლიტი, სლოკინი, ფილტვების ფიბროზი, მთქნარება.

სიხშირე უცნობია

სუნთქვის დათრგუნვა

საჭმლის მომნელებელი

სისტემის მხრივ

ხშირი

ღებინება, გულისრევა, ყაბზობა, დიარეა, მეტეორიზმი, მუცლის შებერილობა, სიმშრალე პირში, გასტროენტერიტი.

არახშირი

გასტროეზოფაგეალური რეფლუქსური დაავადება, ნერწყვის ჰიპერსეკრეცია, პირის ღრუს ჰიპესთეზია, ქოლეცისტიტი, ქოლელითიაზი, კოლიტი, სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან, მელენა, ენის შეშუპება, რექტალური სისხლდენა.

იშვიათი

ასციტი, პანკრეატიტი, ენის შეშუპება, დისფაგია, აფტოზური სტომატიტი, საყლაპავის წყლული, პერიოდონტული აბსცესები.

ჰეპატობილიარული დარღვევები

არახშირი

ღვიძლის ფერმენტების მომატებული დონე*

იშვიათი

სიყვითლე.

ძალიან იშვიათი

ღვიძლის უკმარისობა, ჰეპატიტი.

კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

ხშირი

ნაწოლები.

არახშირი

პაპულოზური გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ჰიპერჰიდროზი, ქავილი, ალოპეცია, კანის სიმშრალე, ეგზემა, ჰირსუტიზმი, კანის წყლულები, ვეზიკულო-ბულოზური გამონაყარი.

იშვიათი

ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ცივი ოფლი, ექსფოლიაციური დერმატიტი, ლიქენისმაგვარი დერმატიტი, მელანოზი, დარღვევები ფრჩხილების მხრივ, პეტექიალური გამონაყარი, პურპურა, პუსტულარული გამონაყარი, კანის ატროფია, კანის ნეკროზი, კვანძები კანზე და კანქვეშა კვანძები.

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ

ხშირი

კუნთების კრუნჩხვები, ართრალგია, ტკივილი ზურგში, ტკივილი კიდურებში, კისრის კუნთების სპაზმი.

არახშირი

სახსრების შეშუპება, მიალგია, კუნთების კრთომა, კისრის ტკივილი, კუნთების შებოჭილობა.

იშვიათი

რაბდომიოლიზი.

შარდგამომყოფი სისტემის მხრივ

არახშირი

შარდის შეუკავებლობა, დიზურია, ალბუმინურია, ჰემატურია, თირკმელებში კენჭების წარმოქმნა, ნეფრიტი.

იშვიათი

თირკმლის უკმარისობა, ოლიგურია, შარდის გამოყოფის შეფერხება, თირკმლის მწვავე უკმარისობა, გლომერულონეფრიტი, პიელონეფრიტი.

რეპროდუქციული სისტემისა

და სარძევე ჯირკვლების

მხრივ

ხშირი

ერექციული დისფუნქცია, იმპოტენცია.

არახშირი

სქესობრივი დისფუნქცია, ეაკულაციის შეფერხება, დისმენორეა, ტკივილი სარძევე ჯირკვლებში, ლეიკორეა, მონორაგია, მეტრორაგია.

იშვიათი

ამენორეა, გამონადენი სარძევე ჯირკვლებიდან, სარძევე ჯირკვლების გადიდება, გინეკომასტია, ცერვიციტი, ბალანიტი, ეპიდიდიმიტი.

ზოგადი დარღვევები

ხშირი

პერიფერიული შეშუპება, შეშუპება, სიარულის დარღვევა, დაცემები, სიმთვრალის შეგრძნება, უჩვეულო შეგრძნებები, მომატებული დაღლილობა.

არახშირი

გენერალიზებული შეშუპება, სახის შეშუპება, შებოჭვის შეგრძნება მკერდში, ტკივილი, ცხელება, წყურვილი, კანკალი, ზოგადი სისუსტე, შეუძლოდ ყოფნა, აბსცესი, ცხიმოვანი ქსოვილის ანთება, ფოტოსენსიბილიზაცია.

იშვიათი

გრანულომა, განზრახ ზიანის მიყენება, რეტროპერიტონეალური ფიბროზი, შოკი.

ლაბორატორიული კვლევები

ხშირი

სხეულის წონის მომატება.

არახშირი

სისხლში კრეატინფოსფოკინაზას (კფკ) დონის მომატება, სისხლში გლუკოზას დონის მომატება, თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, სისხლში კრეატინინის დონის მომატება, სისხლში კალიუმის დონის შემცირება, სხეულის მასის შემცირება.

იშვიათი

სისხლში ლეიკოციტების დონის შემცირება.

  • ალანინამინოტრანსფერაზას (ალტ) და ასპარტატამინოტრანსფერაზას (ასტ) დონის მომატება.

ზოგიერთ პაციენტთან აღინიშნებოდა მოხსნის სიმპტომები პრეგაბალინით მოკლევადიანი ან გრძელვადიანი მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. იყო შეტყობინებები შემდეგი სიმპტომების შესახებ: უძილობა, თავის ტკივილი, გულისრევა, შფოთვა, დიარეა, გრიპისმაგვარი სინდრომი, კრუნჩხვები, ნევროზულობა, დეპრესია, სუიციდური აზრები, ტკივილი, ჰიპერჰიდროზი და თავბრუსხვევა, რომლებიც მიუთითებენ მედიკამენტოზურ დამოკიდებულებაზე. მკურნალობის დაწყების წინ ეს ინფორმაცია უნდა მიეწოდოს პაციენტს.

პრეგაბალინით გრძელვადიანი თერაპიის შეწყვეტის თაობაზე არსებული მონაცემი მოწმობენ იმაზე, რომ მოხსნის სიმპტომების სიხშირე და სიმძიმე შეიძლება იყოს დამოკიდებული პრეგაბალინის დოზაზე.

ბავშვები. პრეგაბალინის უსაფრთხოების პროფილი, დადგენილი ხუთი კვლევის მიმდინარეობისას, რომლებიც ჩატარდა მეორეული გენერალიზაციით ან მის გარეშე მიმდინარე პარციალური კრუნჩხვითი შეტევების მქონე პედიატრიული პაციენტების მონაწილეობით (ეფექტურობისა და უსაფრთხოების 12-კვირიანი კვლევა პაციენტებში 4-დან 16 წლის ასაკამდე, n=295; ეფექტურობისა და უსაფრთხოების შეფასების 14 დღიანი კვლევა პაციენტებში 1 თვიდან 4 წლის ასაკამდე , n=175; სამკურნალო საშუალების ფარმაკოკინეტიკისა და ამტანობის კვლევა, n=65; უსაფრთხოების შესწავლის ორი ღია კვლევა 1-წლიანი ხანგრძლივობით, n=54 და n=431), იყო იმ პროფილის მსგავსი, რომელიც აღინიშნებოდა კვლევებში ეპილეფსიის მქონე ზრდასრულ პაციენტებში. ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენები, რომლებიც აღინიშნებოდა პრეგაბალინით თერაპიის 12-კვირიან კვლევაში, იყო ძილიანობა, პირექსია, ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, მადის მომატება, სხეულის მასის მომატება და ნაზოფარინგიტი. ყველაზე ხშირი გვერდითი რეაქციები, რომლებიც აღინიშნებოდა პრეგაბალინით მკურნალობის 14-დღიან კვლევაში, იყო ძილიანობა, ზედა სასუნთქი გზების ინფექცია და პირექსია (იხ. ნაწილები „გამოყენების წესი და დოზები“, „ფარმაკოდინამიკა“ და „ფარმაკოკინეტიკა“).

ვარგისობის ვადა:

3 წელი.

შენახვის პირობები: ინახება ორიგინალ შეფუთვაში არა უმეტეს 250 C ტემპერატურაზე .

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

შეფუთვა:

10 კაფსულა ბლისტერში; 2 ბლისტერი შეკვრაში.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - I ჯგუფი, გაიცემა ფორმა №2 რეცეპტით

მწარმოებელი:

სსს „კიევმედპრეპარატი“.

მწარმოებლის ადგილმდებარეობა და მისი საქმიანობის განხორციელების ადგილის მისამართი:

უკრაინა, 01032, ქ.კიევი, საკსაგანსკის ქ., 139

ბოლო გადახედვის თარიღი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა