პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანალგეზური საშუალებები

გაბაგამა 400

Gabagamma® 400

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადპოლონეთი
რისთვის გამოიყენება

გაბაგამა მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომლებიც გამოიყენება ეპილეფსიისა და პერიფერიული ნეიროპათიული ტკივილის (ნერვების დაზიანებით გამოწვეული ხანგრძლივი ტკივილი) სამკურნალოდ. გაბაგამას აქტიური ნივთიერებაა გაბაპენტინი. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
გაბაპენტინი (gabapentin)
ფორმა და შეფუთვა
400მგ მყარი კაფსულა №200
მწარმოებელი
Wörwag Pharma Operations Sp. z o.o., პოლონეთი
გაცემის წესი
I ჯგუფი, გაიცემა ფორმა №2 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანალგეზური საშუალებები, გაბაპენტინოიდები
ATC კოდი
N02BF01
რეგისტრაციის ნომერი
რ-043109
რეგისტრირებულია
10 აპრილი 2025, მოქმედებს 10 აპრილი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაგაბაგამა 400 და სხვა წამალი ერთად

გაბაგამა 400 — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

გაბაგამა მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომლებიც გამოიყენება ეპილეფსიისა და პერიფერიული ნეიროპათიული ტკივილის (ნერვების დაზიანებით გამოწვეული ხანგრძლივი ტკივილი) სამკურნალოდ.

გაბაგამას აქტიური ნივთიერებაა გაბაპენტინი.

გაბაგამა გამოიყენება:

სხვადასხვა ფორმის ეპილეფსია (გულყრები, რომლებიც თავდაპირველად შემოიფარგლება თავის ტვინის გარკვეული ნაწილებით, საიდანაც გულყრა შეიძლება გავრცელდეს ან არ გავრცელდეს თავის ტვინის სხვა ნაწილებში). მოზრდილებსა და 6 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებში ექიმი გაბაგამას დანიშნავს ეპილეფსიის სამკურნალოდ იმ შემთხვევაში, როცა მიმდინარე მკურნალობით სრულად ვერ კონტროლდება პაციენტის მდგომარეობა. პაციენტმა გაბაგამა უნდა მიიღოს არსებულ მკურნალობაზე დამატებით, თუ ექიმის მიერ არ არის სხვა დანიშნულება მოცემული. გაბაგამა ასევე შეიძლება დაინიშნოს მონოთერაპიის სახით მოზრდილებსა და 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში.

პერიფერიული ნეიროპათიული ტკივილი (ნერვების დაზიანებით გამოწვეული ხანგრძლივი ტკივილი). სხვადასხვა დაავადებებმა შეიძლება გამოიწვიოს პერიფერიული ნეიროპათიური ტკივილი (ძირითადად ვითარდება ფეხებში და/ან ხელებში), როგორიცაა დიაბეტი ან ჰერპეს ზოსტერი. ტკივილის შეგრძნებები შეიძლება იყოს აღიწეროს როგორც ცხელების, წვის, პულსირების, გამჭოლი ტკივილის, ჩხვლეტის, მწვავე ტკივილის, სპაზმების, ყრუ ტკივილის, ბწკენის, დაბუჟების, წვის და ჩხვლეტის შეგრძნებები.

მიღების წესი და დოზირება

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის ან დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ექიმი განსაზღვრავს პაციენტისათვის საჭირო დოზას. დაუშვებელია დანიშნულზე მეტი რაოდენობის მედიკამენტის მიღება.

ეპილეფსიის დროს რეკომენდებული დოზები

მოზრდილები და მოზარდები

უნდა მოხდეს დანიშნული რაოდენობით კაფსულების მიღება. ჩვეულებრივ, ექიმი თანდათანობით გაზრდის დოზას. საწყისი დღიური დოზაა 300-900 მგ. ამის შემდეგ დოზა შეიძლება თანდათანობით გაიზარდოს მაქსიმალურ დოზამდე, 3,600 მგ დღეში, რომელიც უნდა გაიყოს 3 დოზად, მაგ.: ერთი - დილით, მეორე - შუადღეს და მესამე - საღამოს.

6 წლის და მეტი ასაკის ბავშვები

ბავშვებისათვის დოზა განისაზღვრება ექიმის მიერ და გამოითვლება ბავშვის წონის მიხედვით. ჩვეულებრივ, მკურნალობა იწყება დაბალი საწყისი დოზით, რომელიც თანდათანობით იზრდება 3 დღის განმავლობაში. ჩვეულებრივი დოზა ეპილეფსიის გასაკონტროლებლად არის 25-35 მგ/კგ დღეში. ჩვეულებრივ მიიღება 3 დოზად გაყოფილი, ერთი კაფსულა - დილით, მეორე - შუადღეს და მესამე -საღამოს.

არ არის რეკომენდებული გაბაგამას მიღება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.

პერიფერიული ნეიროპათიური ტკივილის სამკურნალო რეკომენდებულა დოზები

მოზრდილები

უნდა მოხდეს დანიშნული რაოდენობით კაფსულების მიღება. ჩვეულებრივ ექიმი თანდათანობით გაზრდის დოზას. საწყისი დღიური დოზაა 300-900 მგ. ამის შემდეგ დოზა შეიძლება თანდათანობით გაიზარდოს მაქსიმალურ დოზამდე, 3,600 მგ დღეში, რომელიც უნდა გაიყოს 3 დოზად, მაგ.: ერთი - დილით, მეორე - შუადღეს და მესამე - საღამოს.

თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის პრობლემები ან იმყოფება ჰემოდიალიზზე

თუ პაციენტს თირკმლის პრობლემები აქვს ან იმყოფება ჰემოდიალიზზე, ექიმმა მედიკამენტი შეიძლება დანიშნოს განსხვავებული სიხშირით ან დოზით.

თუ პაციენტი ხანდაზმულია (65 წელზე მეტი ასაკისაა)

უნდა მიიღოს გაბაგამას ჩვეულებრივი დოზა, თუ არ აქვს თირკმლის პრობლემები. თუ პაციენტს თირკმლის პრობლემები აქვს, ექიმი მედიკამენტს დანიშნავს განსხვავებული სიხშირით და/ან დოზით.

საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ პაციენტი მიიჩნევს, რომ გაბაპენტინის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია.

მიღების მეთოდი

გაბაგამა განკუთვნილია შიგნით მისაღებად. კაფსულების გადაყლაპვა ყოველთვის უნდა მოხდეს საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად.

გაბაგამას მიღება უნდა გაგრძელდეს, სანამ ექიმი არ შეწყვეტს მკურნალობას.

გაბაგამას დოზის გადაჭარბებისას

დანიშნულზე მაღალი დოზების მიღებისას, შეიძლება გაძლიერდეს გვერდითი ეფექტები, მათ შორის: გონების დაკარგვა, თავბრუსხვევა, მხედველობის გაორება, მეტყველების გაძნელება, ძილიანობა და ფაღარათი. ექიმის მიერ დანიშნულზე გაბაგამას მეტი დოზის მიღებისას საჭიროა ექიმთან ან უახლოეს ჰოსპიტალში დაუყოვნებლივ მიმართვა. პაციენტმა თან უნდა იქონიოს დარჩენილი კაფსულები, შეფუთვა და გამოყენების ინსტრუქცია, რათა ჰოსპიტალში ადვილად განსაზღვრონ თუ რომელი მედიკამენტის მიღება მოხდა.

გაბაგამას მიღების დავიწყებისას

დოზის მიღების დავიწყებისას მისი მიღება უნდა მოხდეს გახსენებისთანავე, თუ არ არის მოახლოებული შემდეგი დოზის მიღების დრო. დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.

გაბაგამას მიღების შეწყვეტისას

დაუშვებელია გაბაგამას უეცრად შეწყვეტა. საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტს სურს გაბაგამათი მკურნალობის ნაადრევად შეწყვეტა. ექიმი პაციენტს ურჩევს, თუ როგორ უნდა მოხდეს მკურნალობის სწორად შეწყვეტა. თერაპიის შეწყვეტა უნდა მოხდეს თანდათანობით, 1 კვირის განმავლობაში. პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ შეიძლება განვითარდეს გარკვეული გვერდითი მოვლენები, ე.წ. მოხსნის სიმპტომები, როცა წყდება გაბაგამათი ხანმოკლე ან ხანგრძლივი მკურნალობა. ეს სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს გულყრებს, შფოთვას, ძილის გაძნელებას, გულისრევას, ტკივილს, ოფლიანობას, ტრემორს, თავის ტკივილს, დეპრესიას, უჩვეულოდ ყოფნის შეგრძნებას, თავბრუსხვევას და ზოგადად ცუდად ყოფნის შეგრძნებას. ეს ეფექტები ჩვეულებრივ ჩნდება გაბაგამას შეწყვეტიდან 48 საათში. თუ პაციენტს აღენიშნება მოხსნის სიმპტომები, საჭიროა ექიმთან მიმართვა.

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) გაბაპენტინის ან მე-6 პარაგრაფში ჩამოთვლილი პრეპარატის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.

სიფრთხილის ზომები

გაბაგამას მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია:

თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის პრობლემები, ექიმმა შეიძლება დანიშნოს სხვა დოზა;

თუ პაციენტი იმყოფება ჰემოდიალიზზე (დაშლის პროდუქტების გამოსაყოფად თირკმელების ფუნქციის დაზიანების დროს), ექიმს უნდა ეცნობოს, თუ განვითარდა კუნთების ტკივილი და/ან სისუსტე;

თუ პაციენტს განუვითარდა ისეთი ნიშნები, როგორიცაა მუცლის მუდმივი ხასიათის ტკივილი, გულისრევა და ღებინება, საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, რადგან ეს შეიძლება მწვავე პანკრეატიტის (პანკრეასის ანთება) სიმპტომები იყოს;

თუ პაციენტს აღენიშნება ნერვული სისტემის ან სასუნთქი ორგანოების დაავადებები, ან 65 წელზე მეტი ასაკისაა, ექიმმა შეიძლება დანიშნოს სხვა დოზ;ირების სქემა

ამ მედიკამენტის მიღებამდე მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ როდესმე პაციენტი ჭარბად იღებდა ალკოჰოლს ან ალკოჰოლდამოკიდებული, ან რეცეპტით გასაცემ ან არალეგალურ წამლებზე დამოკიდებული იყო. ეს ნიშნავს, რომ დიდი რისკია, პაციენტი გაბაგამაზე დამოკიდებული გახდეს.

გაბაპენტინის ბოროტად გამოყენების და დამოკიდებულების შემთხვევები აღწერილ იქნა მედიკამენტის პოსტმარკეტინგულ პერიოდში. თუ პაციენტს აღენიშნება ბოროტად გამოყენების ან დამოკიდებულების პრობლემები, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

დამოკიდებულება

ზოგიერთი პირი დამოკიდებული ხდება გაბაგამაზე (ამ მედიკამენტის მიღების მოთხოვნილება აქვს). გაბაგამას შეწყვეტის შემდეგ შეიძლება აღინიშნოს მოხსნის სიმპტომები (იხ. პარაგრაფი 3 “გაბაგამას მიღების წესი” და “გაბაგამას მიღების შეწყვეტისას”).

მნიშვნელოვანია ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტი შეშფოთებულია, რომ გაბაგამაზე დამოკიდებული გახდება.

თუ გაბაგამას მიღების დროს აღინიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშანი, ეს შეიძლება მიუთითებდეს, რომ პაციენტი დამოკიდებული ხდება წამალზე.

პაციენტს აქვს მოთხოვნილება, რომ მედიკამენტი უფრო ხანგრძლივად მიიღოს, ვიდრე ექიმის მიერ არის რეკომენდებული;

პაციენტს აქვს მოთხოვნილება, რომ მიიღოს რეკომენდებულზე მაღალი დოზა;

პაციენტი მედიკამენტს იღებს სხვა მიზნით, რომელიც განსხვავდება დანიშნულებისაგან;

პაციენტმა რამდენჯერმე უშედეგოდ სცადა მედიკამენტის მიღების შეწყვეტა ან მისი მიღების გაკონტროლება;

მედიკამენტის მიღების შეწყვეტისას პაციენტი თავს ცუდად გრძნობს და როგორც კი განაახლებს მიღებას, უკეთესად ხდება.

თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ეს ნიშანი, ექიმთან უნდა განიხილოს მკურნალობის სქემა, მედიკამეტის მიღების შეწყვეტის ჩათვლით და როგორ უნდა მოხდეს უსაფრთხოდ მისი მიღების შეწყვეტა.

ზოგიერთ პაციენტში აღწერილ იქნა თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის აზრები ანტიეპილეფსიური მედიკამენტებით, როგორიცაა გაბაპენტინი, მკურნალობის დროს. თუ პაციენტს როდესმე განუვითარდა ასეთი აზრები, საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პოტენციურად სერიოზული რეაქციების შესახებ

გაბაპენტინის მიღების დროს აღწერილ იქნა კანის მძიმე გამონაყარი, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი და წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით (DRESS). თუ პაციენტს აღენიშნება კანის ამ სერიოზულ რეაქციასთან დაკავშირებული რომელიმე სიმპტომი, რომელიც აღწერილია მე-4 პარაგრაფში, უნდა შეწყვიტოს გაბაპენტინის მიღება და დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს.

ეს სიმპტომები აღწერილია ინსტრუქციის მე-4 პარაგრაფში: “საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ მედიკამენტის მიღების შემდეგ ვითარდება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი, რადგან შეიძლება სერიოზული იყოს”.

კუნთების სისუტე, დაჭიმულობა ან ტკივილი, განსაკუთრებით, თუ ამავდროულად პაციენტი თავს ცუდად გრძნობს ან მაღალი ტემპერატურა აქვს, შეიძლება გამოწვეული იყოს კუნთების დაშლით, რომელიც შეიძლება სიცოცხლისათვის სახიფათო იყოს და გამოიწვიოს თირკმლის პრობლემები. შეიძლება აღინიშნოს შარდის ფერის ცვლილება და სისხლის ანალიზის ცვლილებები (განსაკუთრებით. კრეატინფოსფოკინაზას დონის მომატება). თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ეს სიმპტომი, საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უკანასკნელ პერიოდში იღებდა ან აპირებს მიიღოს სხვა რომელიმე მედიკამენტი, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჩათვლით. განსაკუთრებით, ექიმს (ან ფარმაცევტს) უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ან უკანასკნელ პერიოდში იღებდა გულყრების, ძილის დარღვევების, დეპრესიის, შფოთვის ან სხვა ნევროლოგიური ან ფსიქიკური პრობლემების გამო მედიკამენტებს.

ოპიოიდები, როგორიცაა მორფინის შემცველი მედიკამენტები

თუ პაციენტი იღებს ოპიოიდების შემცველ რომელიმე პროდუქტს (მაგ.: მორფინს), საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა, რადგან ოპიოიდებმა შეიძლება გააძლიერონ გაბაგამას ეფექტი. გარდა ამისა, გაბაგამას გამოყენება ოპიოიდებთან კომბინაციაში იწვევს უძილობას, სუნტქვის დათრგუნვას ან სიკვდილს.

დისპეფსიის საწინააღმდეგო ანტაციდები

გაბაგამას ერთდროული მიღებისას ალუმინის ან მაგნიუმის შემცველ ანტაციდებთან შეიძლება დაქვეითდეს გაბაპენტინის შეწოვა კუჭიდან. ამიტომ, გაბაგამას მიღება რეკომენდებულია ანტაციდების მიღებიდან არაუმცირეს 2 საათის შემდეგ.

გაბაგამა

არ არის მოსალოდნელი რაიმე ურთიერთქმედება სხვა ანტიეპილეფსიურ საშუალებებთან ან პერორალურ კონტრაცეპტივებთან.

შეიძლება გავლენა იქონიოს ზოგიერთ ლაბორატორიულ ანალიზზე. ამიტომ, თუ პაციენტს ესაჭიროება ანალიზის აღება, მკურნალ ექიმს ან ჰოსპიტლის პერსონალს უნდა აცნობოს მედიკამენტის შესახებ, რომელსაც იღებს.

გაბაგამას მიღება საკვებთან ერთად

გაბაგამას მიღება შეიძლება როგორც კვების დროს, ისე კვებისგან დამოუკიდებლად.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობა ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ორსულობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში, ამ მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

ორსულობა

გაბაგამა არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობა დროს, თუ არ არის ექიმის მიერ დანიშნული.

შვილოსნობის ასაკის მქონე ქლებმა უნდა გამოიყენონ ეფექტიანი კონტრაცეპცია.

გაბაპენტინი არ არის შესწავლილი ორსულ ქალებში. მაგრამ ანტიეპილეფისური მედიკამენტების კვლევებში აღწერილ იქნა გვერდით ეფექტები ნაყოფზე, განსაკუთრებით, როცა გამოიყენება ერთზე მეტი ანტიეპილეფსიური პრეპარატი. ამიტომ, ორსულობის დროს მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში და მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ ერთი ანტიეპილეფსიური მედიკამენტი და მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.

გაბაპენტინმა, ორსულობის დროს გამოყენებისას, შეიძლება გამოიწვიოს მოხსნის სიმპტომები ახალშობილებში. რისკი შეიძლება გაიზარდოს, თუ გაბაპენტინი გამოიყენება ოპიოიდურ ანალგეზურ საშუალებებთან ერთად (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ძლიერი ტკივილის დროს).

თუ გაბაგამათი მკურნალობის დროს დადგა ფეხმძიმობა ან პაციენტი ფიქრობს, რომ ორსულდაა ან გეგმავს ორსულობას, საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა. არ შეიძლება მედიკამენტის უეცრად შეწყვეტა, რადგან შეიძლება გამოიწვიოს გულყრები, რომელსაც შეიძლება სერიოზული შედეგები მოჰყვეს პაციენტისათვის ან ბავშვისთვის.

ძუძუთი კვება

გაბაპენტინი, გაბაგამას აქტიური ნივთიერება, გამოიყოფა დედის რძეში. რადგან ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვებზე ეფექტი უცნობია, არ არის რეკომენდებული გაბაგამას მიღება ძუძუთი კვების დროს.

რეპროდუქციული უნარი

ცხოველებზე კვლევებში არ აღინიშნა რაიმე ეფექტი რეპროდუქციული უნარზე.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

გაბაგამამ შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა, ძილიანობა და დაღლილობა. დაუშვებელია ავტომობილის, სხვა მექანიზმების ან პოტენციურად სახიფათო ქმედებების შესრულება, სანამ პაციენტს არ ეცოდინება, თუ როგორ მოქმედებს მედიკამენტი ამ აქტივობების შესრულების უნარზე.

გაბაგამა შეიცავს ლაქტოზას

გაბაგამას მყარი კაფსულები შეიცავს ლაქტოზას (შაქრის ტიპს). გაბაგამას მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტს დადგენილი აქვს რომელიმე შაქრის აუტანლობა.

გვერდითი მოვლენები

სხვა მედიკამენტების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა არა ყველა პაციენტში.

გაბაგამას მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი:

მოწითალო, არაკვანძოვანი, სამიზნის მსგავსი ან ცირკულარული ლაქები სხეულზე, ხშირად ცენტრში ბუშტუკებით, კანის აქერცვლა, წყლულები პირის ღრუში, ხახაში, ცხვირში, გენიტალიებზე და თვალებში. კანის ასეთ მძიმე გამონაყარს შეიძლება წინ უძღოდეს ცხელება და გრიპის მსგავსი სიმპტომები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი);

გავრცობილი გამონაყარი, სხეულის მაღალი ტემპერატურა და გადიდებული ლიმფური კვანძები (DRESS სინდრომი ან წამლის მიმართ ჰიპერმგრძნობელობითი სინდრომი).

საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი მედიკამენტის მიღების შემდეგ, რადგან ეს შეიძლება სერიოზული იყოს:

კანის მძიმე რეაქციები, რომლებიც საჭიროებენ გადაუდებელ დახმარებას, როგორიცაა ტუჩების და სახის შეშუპება, კანის სიწითლე და გამონაყარის განვითარება და/ან თმის ცვენა (შეიძლება სერიოზული ალერგიული რეაქციის სიმპტომები იყოს);

მუცლის მუდმივი ტკივილი, გულისრევა და ღებინება - ეს შეიძლება მწვავე პანკრეატიტის (პანკრეასის ანთება) სიმპტომები იყოს;

სუნთქვის გაძნელება, მძიმე შემთხვევაში პაციენტი შეიძლება საჭიროებდეს გადაუდებელ და ინტენსიურ თერაპიას, რათა შეძლოს ნორმალურად სუნთქვა;

გაბაგამამ შეიძლება გამოიწვიოს სეროზული ან სიცოცხლისათვის სახიფათო ალერგიული რეაქციები, რომლებიც აზიანებს კანს ან სხეულის სხვა ნაწილებს, როგორიცაა ღვიძლი ან სისხლის უჯრედები. ასეთი რეაქციების დროს გამონაყარი შეიძლება არ განვითარდეს. პაციენტი შეიძლება საჭიროებდეს ჰოსპიტალიზაციას ან გაბაგამას შეწყვეტას.

საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი:

კანზე გამონაყარი

ჭინჭრის ციება

ცხელება

ლიმფური კვანძების შესივება, რომელიც არ ცხრება

ტუჩების და ენის შესივება

კანისა და თვალის სკლერების სიყვითლე

უჩვეულო სისხლჩაქცევა ან სისხლდენა

გამოხატული დაღლილობა ან სისუსტე

კუნთების მოულოდნელი ტკივილი

ხშირი ინფექციები

ეს სიმპტომები შეიძლება მძიმე რეაქციის პირველი ნიშნები იყოს. ექიმმა უნდა გასინჯოს პაციენტი, რათა განსაზღვროს შეიძლება თუ არა გაბაგამას მიღების გაგრძელება.

თუ პაციენტი იმყოფება ჰემოდიალიზზე, ექიმს უნდა აცნობოს, თუ აღენიშნება კუნთების ტკივილი და/ან სისუსტე.

სხვა გვერდითი მოვლენებია:

ძალიან ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში)

ვირუსული ინფექცია;

ძილიანობა, თავბრუსხვევა, კოორდინაციის დარღვევები;

დაღლილობა, ცხელება.

ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

პნევმონია, სასუნთქი გზების ინფექცია, საშარდე გზების ინფექცია, ყურის ინფექცია ან სხვა ტიპის ინფექცია;

ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება;

მადის დაკარგვა, მადის გაძლიერება;

მრისხანება სხვების მიმართ, ცნობიერების დაბინდვა, გუნება-განწყობის ცვლილებები, დეპრესია, შფოთვა, ნევროზულობა, ფიქრის გაძნელება;

კრუნჩხვები, უნებლიე მოძრაობები, მეტყველების დარღვევები, მეხსიერების დაკარგვა, ტრემორი, დაძინების გაძნელება, თავის ტკივილი, მგრძნობიარე კანი, მგრძნობელობის დარღვევები (დაბუჟება), კოორდინაციის დარღვევები, თვალების პათოლოგიური მოძრაობა, რეფლექსების გაძლიერება, დაქვეითება ან გაქრობა;

მხედველობის დაბინდვა, მხედველობის გაორება;

ვერტიგო;

სისხლის წნევის გაზრდა, ალები ან სისხლძარღვების გაფართოება;

სუნთქვის გაძნელება, ბრონქიტი, ყელის ტკივილი, ხველა, ცხვირის სიმშრალე;

ღებინება, გულისრევა, კბილების პრობლემები, ღრძილების ანთება, დიარეა, მუცლის ტკივილი, დისპეფსია, ყაბზობა, პირის ან ხახის სიმშრალე, მეტეორიზმი;

სახის შეშუპება, სისხლჩაქცევები, გამონაყარი, ქავილი, აკნე;

სახსრების ტკივილი, კუნთების ტკივილი, წელის ტკივილი, კუნთების უნებლიე შეკუმშვები;

ერექციული დისფუნქცია (იმპოტენცია);

ხელებისა და ტერფების შეშუპება, სიარულის გაძნელება, სისუსტე, ტკივილი, ცუდად ყოფნის შეგრძნება, გრიპის მსგავსი სინდრომი;

ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება, წონის მატება;

შემთხვევითი ტრავმები, მოტეხილობები, სისხლჩაქცევები.

აგრესიული განწყობა და კრუნჩხვითი მოძრაობები ხშირად აღინიშნა ბავშვებში ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში.

არახშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

აგზნება (ქრონიკული მოუსვენრობა, უნებლიე და უმიზნო მოძრაობები);

ალერგიული რეაქცია, როგორიცაა ჭინჭრის ციება;

ნელი მოძრაობები;

გულის ფრიალი;

ყლაპვის გაძნელება;

შეშუპება, რომელიც ვლინდება სახეზე, სხეულზე და კიდურებზე;

სისხლის ანალიზების ცვლილებები, რომლებიც მიუთითებს ღვიძლის დაზიანებაზე;

ფსიქიკური დარღვევები;

დავარდნა;

სისხლში გლუკოზის დონის მომატება (უმეტესად დიაბეტის მქონე პაციენტებში).

იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 1.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

სისხლში გლუკოზის დონის დაქვეითება (უმეტესად აღინიშნება დიაბეტის მქონე პაციენტებში);

გონების დაკარგვა;

სუნთქვის გაძნელება, ზედაპირული სუნთქვა (სუნთქვის დათრგუნვა).

სიხშირე უცნობია: სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე

გაბაგამაზე დამოკიდებულება (წამალზე დამოკიდებულება).

პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ გაბაგამათი ხანმოკლე ან ხანგრძლივი მკურნალობის შეწყვეტისას შეიძლება განვითარდეს გარკვეული გვერდითი მოვლენები, ე.წ. მოხსნის სიმპტომები (იხ. პარაგრაფი “გაბაგამას მიღების შეწყვეტოსას”).

შემდეგი გვერდითი მოვლენები აღწერილ იქნა გაბაპენტინის პოსტმარკეტინგულ პერიოდში:

თომბოციტების (სისხლის შემადედებელი უჯრედების) რაოდენობის შემცირება;

ჰალუცინაციები, სუიციდური აზრები;

პრობლემები პათოლოგურ მოძრაობებთან დაკავშირებით, როგორიცაა მოტრიალება, კუნთების უნებლიე შეკუმშვა და შებოჭილობა;

ყურებში ხმაური;

კანის და თვალების გაყვითლება, ღვიძლის ანთება;

თირკმლის მწვავე უკმარისობა, შარდის შეუკავებლობა;

სარძევე ჯირკვლის ქსოვილის მომატება, სარძევე ჯირკვლების გადიდება;

გაბაპენტინის უექცარი მოხსნის შედეგად განვითარებული გვერდითი მოვლენები (შფოთვა, ძილის დარღვევები, გულისრევა, ტკივილი, ოფლიანობა), მკერდის არეში ტკივილი;

კუნთების ბოჭკოების დაშლა (რაბდომიოლიზი);

სისხლის ანალიზის ცვლილებები (კრეატინფოსფოკინაზას დონის მომატება);

სექსუალური ფუნქციის დარღვევა, როგორიცაა ერექციის მიუღწევლობა, ეაკულაციის დაყოვნება;

ნატრიუმის დონის დაქვეითება სისხლში;

ანაფილაქსია (სერიოზული, სიცოცხლისათვის სახიფათო ალერგიული რეაქცია, რომელიც მოითხოვს გადაუდებელ მკურნალობას და სიმპტომები მოიცავს სუნთქვის გაძნელებას, ტუჩების, ხახის და ენის შესივებას და ჰიპოტენზიას).

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება პირდაპირ შესაძლებელია ეროვნული შეტყობინების სისტემის საშუალებით, რომლის დეტალები მოცემულია V დანართში (ივსება ნაციონალურ დონეზე). გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებაა გაბაპენტინი. თითოეული მყარი ჟელატინის კაფსულა შეიცავს 100 მგ, 300 მგ ან 400 მგ გაბაპენტინს.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია:

კაფსულის შიგთავსი: ლაქტოზა, სიმინდის სახამებელი, ტალკი

კაფსულის გარსი: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი.

დამატებით გაბაგამა 300 მგ შეიცავს:

რკინის ყვითელი ოქსიდი ( E172).

დამატებით გაბაგამა 400 მგ შეიცავს:

რკინის ყვითელი ოქსიდი ( E172)

რკინის წითელი ოქსიდი ( E172)

გაბაგამა ფორმა და შეფუთვის შემადგენლობა:

მყარი კაფსულა

გაბაგამა 100: მყარი ჟელატინის კაფსულა თეთრი ფერის გაუმჭვირვალე კორპუსითა და თავსახურით.

გაბაგამა 300: მყარი ჟელატინის კაფსულა ყვითელი ფერის გაუმჭვირვალე კორპუსითა და თავსახურით.

გაბაგამა 400: მყარი ჟელატინის კაფსულა ნარინჯისფერი გაუმჭვირვალე კორპუსითა და თავსახურით.

მოწოდებულია პვქ/ალუმინის ბლისტერებით, მათზე 20, 30, 50, 100, 200 (2x100) მყარი კაფსულით ან HDPE ფლაკონით, რომელსაც პოლიპროპილენის (PP) თავსახური აქვს და მასში 100 მყარი კაფსულააა.

ყველა შეფუთვა ბაზარზე შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი.

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი

Wörwag Pharma GmbH & Co. KG

Flugfeld-Allee 24, 71034 Böblingen, Germany

ვოერვაგ ფარმა გმბჰ და კო.კგ

ფლუგფელდ ალეე 24, 71034 ბიობლინგენი, გერმანია

შენახვის პირობები

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია პრეპარატის მიღება მუყაოს კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

ინახება არაუმეტეს 25ºC-ზე.

მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის (HDPE) ფლაკონი: ინახება ორიგინალური შეფუთვით.

პვქ/ალუმინის ბლისტერი: ინახება ორიგინალური შეფუთვით.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. გამოუყენებელი მედიკამენტების გადაგდების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, პაციენტმა უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები ემსახურება გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის

გაბაგამა 100

100 მგ მყარი კაფსულები

გაბაგამა 300

300 მგ მყარი კაფსულები

გაბაგამა 400

400 მგ მყარი კაფსულები

გაბაპენტინი

პრეპარატის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის. დაუშვებელია მისი სხვა პირებისათვის მიცემა. სიმპტომების მსგავსების მიუხედავად, ის საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს მათთვის,

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. იხ. პარაგრაფი 4.

ინსტრუქციაში მოცემულია:

რას წარმოადგენს გაბაგამა და მათი გამოყენება

რა უნდა იცოდეს პაციენტმა გაბაგამას მიღებამდე

გაბაგამას მიღების წესი

შესაძლო გვერდითი მოვლენები

გაბაგამას შენახვის წესი

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას წარმოადგენს გაბაგამა და მათი გამოყენება

გაბაგამა მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომლებიც გამოიყენება ეპილეფსიისა და პერიფერიული ნეიროპათიული ტკივილის (ნერვების დაზიანებით გამოწვეული ხანგრძლივი ტკივილი) სამკურნალოდ.

გაბაგამას აქტიური ნივთიერებაა გაბაპენტინი.

გაბაგამა გამოიყენება:

სხვადასხვა ფორმის ეპილეფსია (გულყრები, რომლებიც თავდაპირველად შემოიფარგლება თავის ტვინის გარკვეული ნაწილებით, საიდანაც გულყრა შეიძლება გავრცელდეს ან არ გავრცელდეს თავის ტვინის სხვა ნაწილებში). მოზრდილებსა და 6 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებში ექიმი გაბაგამას დანიშნავს ეპილეფსიის სამკურნალოდ იმ შემთხვევაში, როცა მიმდინარე მკურნალობით სრულად ვერ კონტროლდება პაციენტის მდგომარეობა. პაციენტმა გაბაგამა უნდა მიიღოს არსებულ მკურნალობაზე დამატებით, თუ ექიმის მიერ არ არის სხვა დანიშნულება მოცემული. გაბაგამა ასევე შეიძლება დაინიშნოს მონოთერაპიის სახით მოზრდილებსა და 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში.

პერიფერიული ნეიროპათიული ტკივილი (ნერვების დაზიანებით გამოწვეული ხანგრძლივი ტკივილი). სხვადასხვა დაავადებებმა შეიძლება გამოიწვიოს პერიფერიული ნეიროპათიური ტკივილი (ძირითადად ვითარდება ფეხებში და/ან ხელებში), როგორიცაა დიაბეტი ან ჰერპეს ზოსტერი. ტკივილის შეგრძნებები შეიძლება იყოს აღიწეროს როგორც ცხელების, წვის, პულსირების, გამჭოლი ტკივილის, ჩხვლეტის, მწვავე ტკივილის, სპაზმების, ყრუ ტკივილის, ბწკენის, დაბუჟების, წვის და ჩხვლეტის შეგრძნებები.

რა უნდა იცოდეს პაციენტმა გაბაგამას მიღებამდე

დაუშვებელია გაბაგამას მიღება

თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) გაბაპენტინის ან მე-6 პარაგრაფში ჩამოთვლილი პრეპარატის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

გაბაგამას მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია:

თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის პრობლემები, ექიმმა შეიძლება დანიშნოს სხვა დოზა;

თუ პაციენტი იმყოფება ჰემოდიალიზზე (დაშლის პროდუქტების გამოსაყოფად თირკმელების ფუნქციის დაზიანების დროს), ექიმს უნდა ეცნობოს, თუ განვითარდა კუნთების ტკივილი და/ან სისუსტე;

თუ პაციენტს განუვითარდა ისეთი ნიშნები, როგორიცაა მუცლის მუდმივი ხასიათის ტკივილი, გულისრევა და ღებინება, საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, რადგან ეს შეიძლება მწვავე პანკრეატიტის (პანკრეასის ანთება) სიმპტომები იყოს;

თუ პაციენტს აღენიშნება ნერვული სისტემის ან სასუნთქი ორგანოების დაავადებები, ან 65 წელზე მეტი ასაკისაა, ექიმმა შეიძლება დანიშნოს სხვა დოზ;ირების სქემა

ამ მედიკამენტის მიღებამდე მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ როდესმე პაციენტი ჭარბად იღებდა ალკოჰოლს ან ალკოჰოლდამოკიდებული, ან რეცეპტით გასაცემ ან არალეგალურ წამლებზე დამოკიდებული იყო. ეს ნიშნავს, რომ დიდი რისკია, პაციენტი გაბაგამაზე დამოკიდებული გახდეს.

გაბაპენტინის ბოროტად გამოყენების და დამოკიდებულების შემთხვევები აღწერილ იქნა მედიკამენტის პოსტმარკეტინგულ პერიოდში. თუ პაციენტს აღენიშნება ბოროტად გამოყენების ან დამოკიდებულების პრობლემები, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

დამოკიდებულება

ზოგიერთი პირი დამოკიდებული ხდება გაბაგამაზე (ამ მედიკამენტის მიღების მოთხოვნილება აქვს). გაბაგამას შეწყვეტის შემდეგ შეიძლება აღინიშნოს მოხსნის სიმპტომები (იხ. პარაგრაფი 3 “გაბაგამას მიღების წესი” და “გაბაგამას მიღების შეწყვეტისას”).

მნიშვნელოვანია ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტი შეშფოთებულია, რომ გაბაგამაზე დამოკიდებული გახდება.

თუ გაბაგამას მიღების დროს აღინიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშანი, ეს შეიძლება მიუთითებდეს, რომ პაციენტი დამოკიდებული ხდება წამალზე.

პაციენტს აქვს მოთხოვნილება, რომ მედიკამენტი უფრო ხანგრძლივად მიიღოს, ვიდრე ექიმის მიერ არის რეკომენდებული;

პაციენტს აქვს მოთხოვნილება, რომ მიიღოს რეკომენდებულზე მაღალი დოზა;

პაციენტი მედიკამენტს იღებს სხვა მიზნით, რომელიც განსხვავდება დანიშნულებისაგან;

პაციენტმა რამდენჯერმე უშედეგოდ სცადა მედიკამენტის მიღების შეწყვეტა ან მისი მიღების გაკონტროლება;

მედიკამენტის მიღების შეწყვეტისას პაციენტი თავს ცუდად გრძნობს და როგორც კი განაახლებს მიღებას, უკეთესად ხდება.

თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ეს ნიშანი, ექიმთან უნდა განიხილოს მკურნალობის სქემა, მედიკამეტის მიღების შეწყვეტის ჩათვლით და როგორ უნდა მოხდეს უსაფრთხოდ მისი მიღების შეწყვეტა.

ზოგიერთ პაციენტში აღწერილ იქნა თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის აზრები ანტიეპილეფსიური მედიკამენტებით, როგორიცაა გაბაპენტინი, მკურნალობის დროს. თუ პაციენტს როდესმე განუვითარდა ასეთი აზრები, საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პოტენციურად სერიოზული რეაქციების შესახებ

გაბაპენტინის მიღების დროს აღწერილ იქნა კანის მძიმე გამონაყარი, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი და წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით (DRESS). თუ პაციენტს აღენიშნება კანის ამ სერიოზულ რეაქციასთან დაკავშირებული რომელიმე სიმპტომი, რომელიც აღწერილია მე-4 პარაგრაფში, უნდა შეწყვიტოს გაბაპენტინის მიღება და დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს.

ეს სიმპტომები აღწერილია ინსტრუქციის მე-4 პარაგრაფში: “საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ მედიკამენტის მიღების შემდეგ ვითარდება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი, რადგან შეიძლება სერიოზული იყოს”.

კუნთების სისუტე, დაჭიმულობა ან ტკივილი, განსაკუთრებით, თუ ამავდროულად პაციენტი თავს ცუდად გრძნობს ან მაღალი ტემპერატურა აქვს, შეიძლება გამოწვეული იყოს კუნთების დაშლით, რომელიც შეიძლება სიცოცხლისათვის სახიფათო იყოს და გამოიწვიოს თირკმლის პრობლემები. შეიძლება აღინიშნოს შარდის ფერის ცვლილება და სისხლის ანალიზის ცვლილებები (განსაკუთრებით. კრეატინფოსფოკინაზას დონის მომატება). თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ეს სიმპტომი, საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.

სხვა მედიკამენტები და გაბაგამა

ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უკანასკნელ პერიოდში იღებდა ან აპირებს მიიღოს სხვა რომელიმე მედიკამენტი, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჩათვლით. განსაკუთრებით, ექიმს (ან ფარმაცევტს) უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ან უკანასკნელ პერიოდში იღებდა გულყრების, ძილის დარღვევების, დეპრესიის, შფოთვის ან სხვა ნევროლოგიური ან ფსიქიკური პრობლემების გამო მედიკამენტებს.

ოპიოიდები, როგორიცაა მორფინის შემცველი მედიკამენტები

თუ პაციენტი იღებს ოპიოიდების შემცველ რომელიმე პროდუქტს (მაგ.: მორფინს), საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა, რადგან ოპიოიდებმა შეიძლება გააძლიერონ გაბაგამას ეფექტი. გარდა ამისა, გაბაგამას გამოყენება ოპიოიდებთან კომბინაციაში იწვევს უძილობას, სუნტქვის დათრგუნვას ან სიკვდილს.

დისპეფსიის საწინააღმდეგო ანტაციდები

გაბაგამას ერთდროული მიღებისას ალუმინის ან მაგნიუმის შემცველ ანტაციდებთან შეიძლება დაქვეითდეს გაბაპენტინის შეწოვა კუჭიდან. ამიტომ, გაბაგამას მიღება რეკომენდებულია ანტაციდების მიღებიდან არაუმცირეს 2 საათის შემდეგ.

გაბაგამა

არ არის მოსალოდნელი რაიმე ურთიერთქმედება სხვა ანტიეპილეფსიურ საშუალებებთან ან პერორალურ კონტრაცეპტივებთან.

შეიძლება გავლენა იქონიოს ზოგიერთ ლაბორატორიულ ანალიზზე. ამიტომ, თუ პაციენტს ესაჭიროება ანალიზის აღება, მკურნალ ექიმს ან ჰოსპიტლის პერსონალს უნდა აცნობოს მედიკამენტის შესახებ, რომელსაც იღებს.

გაბაგამას მიღება საკვებთან ერთად

გაბაგამას მიღება შეიძლება როგორც კვების დროს, ისე კვებისგან დამოუკიდებლად.

ორსულობა, ძუძუთი კვება და რეპროდუქციული უნარი

ორსულობა ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ორსულობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში, ამ მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

ორსულობა

გაბაგამა არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობა დროს, თუ არ არის ექიმის მიერ დანიშნული.

შვილოსნობის ასაკის მქონე ქლებმა უნდა გამოიყენონ ეფექტიანი კონტრაცეპცია.

გაბაპენტინი არ არის შესწავლილი ორსულ ქალებში. მაგრამ ანტიეპილეფისური მედიკამენტების კვლევებში აღწერილ იქნა გვერდით ეფექტები ნაყოფზე, განსაკუთრებით, როცა გამოიყენება ერთზე მეტი ანტიეპილეფსიური პრეპარატი. ამიტომ, ორსულობის დროს მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში და მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ ერთი ანტიეპილეფსიური მედიკამენტი და მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.

გაბაპენტინმა, ორსულობის დროს გამოყენებისას, შეიძლება გამოიწვიოს მოხსნის სიმპტომები ახალშობილებში. რისკი შეიძლება გაიზარდოს, თუ გაბაპენტინი გამოიყენება ოპიოიდურ ანალგეზურ საშუალებებთან ერთად (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ძლიერი ტკივილის დროს).

თუ გაბაგამათი მკურნალობის დროს დადგა ფეხმძიმობა ან პაციენტი ფიქრობს, რომ ორსულდაა ან გეგმავს ორსულობას, საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა. არ შეიძლება მედიკამენტის უეცრად შეწყვეტა, რადგან შეიძლება გამოიწვიოს გულყრები, რომელსაც შეიძლება სერიოზული შედეგები მოჰყვეს პაციენტისათვის ან ბავშვისთვის.

ძუძუთი კვება

გაბაპენტინი, გაბაგამას აქტიური ნივთიერება, გამოიყოფა დედის რძეში. რადგან ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვებზე ეფექტი უცნობია, არ არის რეკომენდებული გაბაგამას მიღება ძუძუთი კვების დროს.

რეპროდუქციული უნარი

ცხოველებზე კვლევებში არ აღინიშნა რაიმე ეფექტი რეპროდუქციული უნარზე.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა

გაბაგამამ შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა, ძილიანობა და დაღლილობა. დაუშვებელია ავტომობილის, სხვა მექანიზმების ან პოტენციურად სახიფათო ქმედებების შესრულება, სანამ პაციენტს არ ეცოდინება, თუ როგორ მოქმედებს მედიკამენტი ამ აქტივობების შესრულების უნარზე.

გაბაგამა შეიცავს ლაქტოზას

გაბაგამას მყარი კაფსულები შეიცავს ლაქტოზას (შაქრის ტიპს). გაბაგამას მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტს დადგენილი აქვს რომელიმე შაქრის აუტანლობა.

გაბაგამას მიღების წესი

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის ან დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ექიმი განსაზღვრავს პაციენტისათვის საჭირო დოზას. დაუშვებელია დანიშნულზე მეტი რაოდენობის მედიკამენტის მიღება.

ეპილეფსიის დროს რეკომენდებული დოზები

მოზრდილები და მოზარდები

უნდა მოხდეს დანიშნული რაოდენობით კაფსულების მიღება. ჩვეულებრივ, ექიმი თანდათანობით გაზრდის დოზას. საწყისი დღიური დოზაა 300-900 მგ. ამის შემდეგ დოზა შეიძლება თანდათანობით გაიზარდოს მაქსიმალურ დოზამდე, 3,600 მგ დღეში, რომელიც უნდა გაიყოს 3 დოზად, მაგ.: ერთი - დილით, მეორე - შუადღეს და მესამე - საღამოს.

6 წლის და მეტი ასაკის ბავშვები

ბავშვებისათვის დოზა განისაზღვრება ექიმის მიერ და გამოითვლება ბავშვის წონის მიხედვით. ჩვეულებრივ, მკურნალობა იწყება დაბალი საწყისი დოზით, რომელიც თანდათანობით იზრდება 3 დღის განმავლობაში. ჩვეულებრივი დოზა ეპილეფსიის გასაკონტროლებლად არის 25-35 მგ/კგ დღეში. ჩვეულებრივ მიიღება 3 დოზად გაყოფილი, ერთი კაფსულა - დილით, მეორე - შუადღეს და მესამე -საღამოს.

არ არის რეკომენდებული გაბაგამას მიღება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.

პერიფერიული ნეიროპათიური ტკივილის სამკურნალო რეკომენდებულა დოზები

მოზრდილები

უნდა მოხდეს დანიშნული რაოდენობით კაფსულების მიღება. ჩვეულებრივ ექიმი თანდათანობით გაზრდის დოზას. საწყისი დღიური დოზაა 300-900 მგ. ამის შემდეგ დოზა შეიძლება თანდათანობით გაიზარდოს მაქსიმალურ დოზამდე, 3,600 მგ დღეში, რომელიც უნდა გაიყოს 3 დოზად, მაგ.: ერთი - დილით, მეორე - შუადღეს და მესამე - საღამოს.

თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის პრობლემები ან იმყოფება ჰემოდიალიზზე

თუ პაციენტს თირკმლის პრობლემები აქვს ან იმყოფება ჰემოდიალიზზე, ექიმმა მედიკამენტი შეიძლება დანიშნოს განსხვავებული სიხშირით ან დოზით.

თუ პაციენტი ხანდაზმულია (65 წელზე მეტი ასაკისაა)

უნდა მიიღოს გაბაგამას ჩვეულებრივი დოზა, თუ არ აქვს თირკმლის პრობლემები. თუ პაციენტს თირკმლის პრობლემები აქვს, ექიმი მედიკამენტს დანიშნავს განსხვავებული სიხშირით და/ან დოზით.

საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ პაციენტი მიიჩნევს, რომ გაბაპენტინის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია.

მიღების მეთოდი

გაბაგამა განკუთვნილია შიგნით მისაღებად. კაფსულების გადაყლაპვა ყოველთვის უნდა მოხდეს საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად.

გაბაგამას მიღება უნდა გაგრძელდეს, სანამ ექიმი არ შეწყვეტს მკურნალობას.

გაბაგამას დოზის გადაჭარბებისას

დანიშნულზე მაღალი დოზების მიღებისას, შეიძლება გაძლიერდეს გვერდითი ეფექტები, მათ შორის: გონების დაკარგვა, თავბრუსხვევა, მხედველობის გაორება, მეტყველების გაძნელება, ძილიანობა და ფაღარათი. ექიმის მიერ დანიშნულზე გაბაგამას მეტი დოზის მიღებისას საჭიროა ექიმთან ან უახლოეს ჰოსპიტალში დაუყოვნებლივ მიმართვა. პაციენტმა თან უნდა იქონიოს დარჩენილი კაფსულები, შეფუთვა და გამოყენების ინსტრუქცია, რათა ჰოსპიტალში ადვილად განსაზღვრონ თუ რომელი მედიკამენტის მიღება მოხდა.

გაბაგამას მიღების დავიწყებისას

დოზის მიღების დავიწყებისას მისი მიღება უნდა მოხდეს გახსენებისთანავე, თუ არ არის მოახლოებული შემდეგი დოზის მიღების დრო. დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.

გაბაგამას მიღების შეწყვეტისას

დაუშვებელია გაბაგამას უეცრად შეწყვეტა. საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტს სურს გაბაგამათი მკურნალობის ნაადრევად შეწყვეტა. ექიმი პაციენტს ურჩევს, თუ როგორ უნდა მოხდეს მკურნალობის სწორად შეწყვეტა. თერაპიის შეწყვეტა უნდა მოხდეს თანდათანობით, 1 კვირის განმავლობაში. პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ შეიძლება განვითარდეს გარკვეული გვერდითი მოვლენები, ე.წ. მოხსნის სიმპტომები, როცა წყდება გაბაგამათი ხანმოკლე ან ხანგრძლივი მკურნალობა. ეს სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს გულყრებს, შფოთვას, ძილის გაძნელებას, გულისრევას, ტკივილს, ოფლიანობას, ტრემორს, თავის ტკივილს, დეპრესიას, უჩვეულოდ ყოფნის შეგრძნებას, თავბრუსხვევას და ზოგადად ცუდად ყოფნის შეგრძნებას. ეს ეფექტები ჩვეულებრივ ჩნდება გაბაგამას შეწყვეტიდან 48 საათში. თუ პაციენტს აღენიშნება მოხსნის სიმპტომები, საჭიროა ექიმთან მიმართვა.

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა მედიკამენტების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა არა ყველა პაციენტში.

გაბაგამას მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი:

მოწითალო, არაკვანძოვანი, სამიზნის მსგავსი ან ცირკულარული ლაქები სხეულზე, ხშირად ცენტრში ბუშტუკებით, კანის აქერცვლა, წყლულები პირის ღრუში, ხახაში, ცხვირში, გენიტალიებზე და თვალებში. კანის ასეთ მძიმე გამონაყარს შეიძლება წინ უძღოდეს ცხელება და გრიპის მსგავსი სიმპტომები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი);

გავრცობილი გამონაყარი, სხეულის მაღალი ტემპერატურა და გადიდებული ლიმფური კვანძები (DRESS სინდრომი ან წამლის მიმართ ჰიპერმგრძნობელობითი სინდრომი).

საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი მედიკამენტის მიღების შემდეგ, რადგან ეს შეიძლება სერიოზული იყოს:

კანის მძიმე რეაქციები, რომლებიც საჭიროებენ გადაუდებელ დახმარებას, როგორიცაა ტუჩების და სახის შეშუპება, კანის სიწითლე და გამონაყარის განვითარება და/ან თმის ცვენა (შეიძლება სერიოზული ალერგიული რეაქციის სიმპტომები იყოს);

მუცლის მუდმივი ტკივილი, გულისრევა და ღებინება - ეს შეიძლება მწვავე პანკრეატიტის (პანკრეასის ანთება) სიმპტომები იყოს;

სუნთქვის გაძნელება, მძიმე შემთხვევაში პაციენტი შეიძლება საჭიროებდეს გადაუდებელ და ინტენსიურ თერაპიას, რათა შეძლოს ნორმალურად სუნთქვა;

გაბაგამამ შეიძლება გამოიწვიოს სეროზული ან სიცოცხლისათვის სახიფათო ალერგიული რეაქციები, რომლებიც აზიანებს კანს ან სხეულის სხვა ნაწილებს, როგორიცაა ღვიძლი ან სისხლის უჯრედები. ასეთი რეაქციების დროს გამონაყარი შეიძლება არ განვითარდეს. პაციენტი შეიძლება საჭიროებდეს ჰოსპიტალიზაციას ან გაბაგამას შეწყვეტას.

საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი:

კანზე გამონაყარი

ჭინჭრის ციება

ცხელება

ლიმფური კვანძების შესივება, რომელიც არ ცხრება

ტუჩების და ენის შესივება

კანისა და თვალის სკლერების სიყვითლე

უჩვეულო სისხლჩაქცევა ან სისხლდენა

გამოხატული დაღლილობა ან სისუსტე

კუნთების მოულოდნელი ტკივილი

ხშირი ინფექციები

ეს სიმპტომები შეიძლება მძიმე რეაქციის პირველი ნიშნები იყოს. ექიმმა უნდა გასინჯოს პაციენტი, რათა განსაზღვროს შეიძლება თუ არა გაბაგამას მიღების გაგრძელება.

თუ პაციენტი იმყოფება ჰემოდიალიზზე, ექიმს უნდა აცნობოს, თუ აღენიშნება კუნთების ტკივილი და/ან სისუსტე.

სხვა გვერდითი მოვლენებია:

ძალიან ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში)

ვირუსული ინფექცია;

ძილიანობა, თავბრუსხვევა, კოორდინაციის დარღვევები;

დაღლილობა, ცხელება.

ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

პნევმონია, სასუნთქი გზების ინფექცია, საშარდე გზების ინფექცია, ყურის ინფექცია ან სხვა ტიპის ინფექცია;

ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება;

მადის დაკარგვა, მადის გაძლიერება;

მრისხანება სხვების მიმართ, ცნობიერების დაბინდვა, გუნება-განწყობის ცვლილებები, დეპრესია, შფოთვა, ნევროზულობა, ფიქრის გაძნელება;

კრუნჩხვები, უნებლიე მოძრაობები, მეტყველების დარღვევები, მეხსიერების დაკარგვა, ტრემორი, დაძინების გაძნელება, თავის ტკივილი, მგრძნობიარე კანი, მგრძნობელობის დარღვევები (დაბუჟება), კოორდინაციის დარღვევები, თვალების პათოლოგიური მოძრაობა, რეფლექსების გაძლიერება, დაქვეითება ან გაქრობა;

მხედველობის დაბინდვა, მხედველობის გაორება;

ვერტიგო;

სისხლის წნევის გაზრდა, ალები ან სისხლძარღვების გაფართოება;

სუნთქვის გაძნელება, ბრონქიტი, ყელის ტკივილი, ხველა, ცხვირის სიმშრალე;

ღებინება, გულისრევა, კბილების პრობლემები, ღრძილების ანთება, დიარეა, მუცლის ტკივილი, დისპეფსია, ყაბზობა, პირის ან ხახის სიმშრალე, მეტეორიზმი;

სახის შეშუპება, სისხლჩაქცევები, გამონაყარი, ქავილი, აკნე;

სახსრების ტკივილი, კუნთების ტკივილი, წელის ტკივილი, კუნთების უნებლიე შეკუმშვები;

ერექციული დისფუნქცია (იმპოტენცია);

ხელებისა და ტერფების შეშუპება, სიარულის გაძნელება, სისუსტე, ტკივილი, ცუდად ყოფნის შეგრძნება, გრიპის მსგავსი სინდრომი;

ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება, წონის მატება;

შემთხვევითი ტრავმები, მოტეხილობები, სისხლჩაქცევები.

აგრესიული განწყობა და კრუნჩხვითი მოძრაობები ხშირად აღინიშნა ბავშვებში ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში.

არახშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

აგზნება (ქრონიკული მოუსვენრობა, უნებლიე და უმიზნო მოძრაობები);

ალერგიული რეაქცია, როგორიცაა ჭინჭრის ციება;

ნელი მოძრაობები;

გულის ფრიალი;

ყლაპვის გაძნელება;

შეშუპება, რომელიც ვლინდება სახეზე, სხეულზე და კიდურებზე;

სისხლის ანალიზების ცვლილებები, რომლებიც მიუთითებს ღვიძლის დაზიანებაზე;

ფსიქიკური დარღვევები;

დავარდნა;

სისხლში გლუკოზის დონის მომატება (უმეტესად დიაბეტის მქონე პაციენტებში).

იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 1.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

სისხლში გლუკოზის დონის დაქვეითება (უმეტესად აღინიშნება დიაბეტის მქონე პაციენტებში);

გონების დაკარგვა;

სუნთქვის გაძნელება, ზედაპირული სუნთქვა (სუნთქვის დათრგუნვა).

სიხშირე უცნობია: სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე

გაბაგამაზე დამოკიდებულება (წამალზე დამოკიდებულება).

პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ გაბაგამათი ხანმოკლე ან ხანგრძლივი მკურნალობის შეწყვეტისას შეიძლება განვითარდეს გარკვეული გვერდითი მოვლენები, ე.წ. მოხსნის სიმპტომები (იხ. პარაგრაფი “გაბაგამას მიღების შეწყვეტოსას”).

შემდეგი გვერდითი მოვლენები აღწერილ იქნა გაბაპენტინის პოსტმარკეტინგულ პერიოდში:

თომბოციტების (სისხლის შემადედებელი უჯრედების) რაოდენობის შემცირება;

ჰალუცინაციები, სუიციდური აზრები;

პრობლემები პათოლოგურ მოძრაობებთან დაკავშირებით, როგორიცაა მოტრიალება, კუნთების უნებლიე შეკუმშვა და შებოჭილობა;

ყურებში ხმაური;

კანის და თვალების გაყვითლება, ღვიძლის ანთება;

თირკმლის მწვავე უკმარისობა, შარდის შეუკავებლობა;

სარძევე ჯირკვლის ქსოვილის მომატება, სარძევე ჯირკვლების გადიდება;

გაბაპენტინის უექცარი მოხსნის შედეგად განვითარებული გვერდითი მოვლენები (შფოთვა, ძილის დარღვევები, გულისრევა, ტკივილი, ოფლიანობა), მკერდის არეში ტკივილი;

კუნთების ბოჭკოების დაშლა (რაბდომიოლიზი);

სისხლის ანალიზის ცვლილებები (კრეატინფოსფოკინაზას დონის მომატება);

სექსუალური ფუნქციის დარღვევა, როგორიცაა ერექციის მიუღწევლობა, ეაკულაციის დაყოვნება;

ნატრიუმის დონის დაქვეითება სისხლში;

ანაფილაქსია (სერიოზული, სიცოცხლისათვის სახიფათო ალერგიული რეაქცია, რომელიც მოითხოვს გადაუდებელ მკურნალობას და სიმპტომები მოიცავს სუნთქვის გაძნელებას, ტუჩების, ხახის და ენის შესივებას და ჰიპოტენზიას).

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება პირდაპირ შესაძლებელია ეროვნული შეტყობინების სისტემის საშუალებით, რომლის დეტალები მოცემულია V დანართში (ივსება ნაციონალურ დონეზე). გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

გაბაგამას შენახვის წესი

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია პრეპარატის მიღება მუყაოს კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

ინახება არაუმეტეს 25ºC-ზე.

მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის (HDPE) ფლაკონი: ინახება ორიგინალური შეფუთვით.

პვქ/ალუმინის ბლისტერი: ინახება ორიგინალური შეფუთვით.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. გამოუყენებელი მედიკამენტების გადაგდების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, პაციენტმა უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები ემსახურება გარემოს დაცვას.

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს გაბაგამა

აქტიური ნივთიერებაა გაბაპენტინი. თითოეული მყარი ჟელატინის კაფსულა შეიცავს 100 მგ, 300 მგ ან 400 მგ გაბაპენტინს.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია:

კაფსულის შიგთავსი: ლაქტოზა, სიმინდის სახამებელი, ტალკი

კაფსულის გარსი: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი.

დამატებით გაბაგამა 300 მგ შეიცავს:

რკინის ყვითელი ოქსიდი ( E172).

დამატებით გაბაგამა 400 მგ შეიცავს:

რკინის ყვითელი ოქსიდი ( E172)

რკინის წითელი ოქსიდი ( E172)

გაბაგამა ფორმა და შეფუთვის შემადგენლობა:

მყარი კაფსულა

გაბაგამა 100: მყარი ჟელატინის კაფსულა თეთრი ფერის გაუმჭვირვალე კორპუსითა და თავსახურით.

გაბაგამა 300: მყარი ჟელატინის კაფსულა ყვითელი ფერის გაუმჭვირვალე კორპუსითა და თავსახურით.

გაბაგამა 400: მყარი ჟელატინის კაფსულა ნარინჯისფერი გაუმჭვირვალე კორპუსითა და თავსახურით.

მოწოდებულია პვქ/ალუმინის ბლისტერებით, მათზე 20, 30, 50, 100, 200 (2x100) მყარი კაფსულით ან HDPE ფლაკონით, რომელსაც პოლიპროპილენის (PP) თავსახური აქვს და მასში 100 მყარი კაფსულააა.

ყველა შეფუთვა ბაზარზე შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი.

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი

Wörwag Pharma GmbH & Co. KG

Flugfeld-Allee 24, 71034 Böblingen, Germany

ვოერვაგ ფარმა გმბჰ და კო.კგ

ფლუგფელდ ალეე 24, 71034 ბიობლინგენი, გერმანია

მწარმოებელი:

Medis International a.s.

Průmyslová 16, 747 23 Bolatice, Czechia

მედის ინთერნეშენელ ა.ს.

პრუმისლოვა 16, 747 23 ბოლატიჩე, ჩეხეთი

Wörwag Pharma Operations Sp.z.o.o

ul. gen, Mariana Langiewicza 58 , 95-050 Konstantynov Lodzki, Poland

ვოერვაგ ფარმა ოპერაციონს სპ.ზ.ო.ო

ულ. გენ მარიანა ლანგოევიცზა 58, 95-050 კონსტანტინოვ ლოძკი, პოლონეთი

Wörwag Pharma GmbH & Co. KG

Flugfeld-Allee 24, 71034 Böblingen, Germany

ვოერვაგ ფარმა გმბჰ და კო.კგ

ფლუგფელდ ალეე 24, 71034 ბიობლინგენი, გერმანია

ეს მედიკამენტი ევროპის ეკონომიკური ზონის წევრ სახელმწიფოებში წარმოდგენილია შემდეგი სახელწოდებით:

ჩეხეთის რესპუბლიკა: გაბაგამა 100/ 300/400 მგ

ლიეტუვა: გაბაგამა 100/ 300/ 400 მგ მყარი კაფსულები

გერმანია: გაბაგამა 100/ 300/ 400 მგ მყარი კაფსულები

სლოვაკეთი: გაბაგამა 100/ 300/ 400

ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია 2023 წლის აპრილი.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი I, გაიცემა ფორმა №2 რეცეპტით,

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა