ბრონჰოსოლვი
Bronhosolv®
ბრონჰოსოლვი არის პრეპარატი, რომელიც ახდენს ბრონქული სეკრეტის გათხელებას, ნაჩვენებია მწვავე და ქრონიკული ბრონქული დაავადებების სამკურნალოდ, რასაც თან ახლავს ბლანტი სეკრეტი, როგორიცაა ტრაქეობრონქიტი, მწვავე ბრონქიტი, ფილტვისმიერი ბრონქოექტაზის გამწვავება (ბრონქების მეორადი ინფექცია ან სეკრეტის წარმოქმნა) და სხვა …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ბრომჰექსინი (bromhexine)
- ფორმა და შეფუთვა
- 10მგ/5მლ 50მლ პერორალური ხსნარი ფლაკონი №1 შეფუთვაში საზომ კოვზთან (2.5მლ და 5.0მლ) ერთად
- მწარმოებელი
- S.C. Laropharm S.R.L., რუმინეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ხველების და გაციების სამკურნალო პრეპარატები, მუკოლიზური საშუალებები
- ATC კოდი
- R05CB02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-020867
- რეგისტრირებულია
- 25 ნოემბერი 2016, მოქმედებს 25 ნოემბერი 2026-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „ნიუ ჯორჯია- 555“
- GMP
- -
ბრონჰოსოლვი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ბრონჰოსოლვი არის პრეპარატი, რომელიც ახდენს ბრონქული სეკრეტის გათხელებას, ნაჩვენებია მწვავე და ქრონიკული ბრონქული დაავადებების სამკურნალოდ, რასაც თან ახლავს ბლანტი სეკრეტი, როგორიცაა ტრაქეობრონქიტი, მწვავე ბრონქიტი, ფილტვისმიერი ბრონქოექტაზის გამწვავება (ბრონქების მეორადი ინფექცია ან სეკრეტის წარმოქმნა) და სხვა ფილტვისმიერი დაავადებები.
მიღების წესი და დოზირება
ბრონქოსოლვი მიიღეთ ყოველთვის ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
უფროსები და 10 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: რეკომენდებული დოზა შეადგენს 5 მლ (10მგ ბრონჰექსინი) 3 ჯერ დღეში.
ბავშვები 5-დან 10 წლამდე ასაკში: რეკომენდებული დოზა შეადგენს 2,5მგ (5მგ ბრომჰექსინი) 3 ჯერ დღეში.
დოზირების კოვზი განსაზღვრავს ორ დოზირებას 2,5/5მლ პერორალურ ხსნარს (სადაც 5 მგ შეესაბამება 2,5მლ ბრომჰექსინის ჰიდროქლორიდს და 10 მგ შეესაბამება 5 მლ ბრომჰექსინის ჰიდროქლორიდს).
მიღების წესი
ბრონქოსოლვი მიიღება ჭამიდან ნახევარი საათის შემდეგ.
მკურნალობის ხანგრძლივობა
თუ მკურნალობიდან 3 დღის განმავლობაში არ აღინიშნება სიმპტომების გაუმჯობესება ან ვლინდება პირიქით გაუარესება, უნდა მიმართოთ ექიმს.
თუ მიიღეთ ბრონქოსოლვის ჭარბი დოზირება
თუ მიიღეთ რეკომენდებულზე ჭარბი დოზირება შესაძლოა გამოვლინდეს გვერდითი ეფექტები უფრო რთული ფორმით ან აღინიშნოს სხვა სიმპტომები. უნდა მიმართოთ ექიმს, ფარმაცევტს ან ახლომდებარე კლინიკას.
თუ დაგავიწყდათ ბრონქოსოლვის დოზის მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზირების კომპენსირების მიზნით.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში აღნიშნული მედიკამენტის გამოყენების შესახებ უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
- თუ აღინიშნება ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ბრომჰექსინის ან სხვა ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ.
- თუ აღინიშნება თირკმლის რთული უკმარისობა
- თუ აღინიშნება სერიოზული ბრონქული სეკრეტი (მაგ., ალვეოლების გაშეშების სინდრომი).
დაიცავით განსაკუთრებული ყურადღება ბრონქოსოლვის გამოყენებისას
თუ აღინიშნება თირკმელების და ღვიძლის მძიმე უკმარისობა.
თუ აღინიშნება კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, კუჭის გაღიზიანება.
თუ არ შეგიძლიათ ამოხველება, რადგან შესაძლოა ამან გამოიწვიოს ნახველის დაგროვება და გაიზარდოს ობსტრუქციული ბრონქიტის რისკი.
სხვა მედიკამენტების გამოყენება
გთხოვთ, აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ სხვა მედიკამენტს ან მიიღეთ ახლო წარსულში, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემული პრეპარატებიც. ბრონქოსოლვით მკურნალობის პერიოდში არ შეიძლება ხველის საწინააღმდეგო საშუალებების (მაგ,. კოდეინის) გამოყენება, ანტიქოლინერგული მოქმედების პრეპარატების ან კუჭის გაღიზიანების სამკურნალო საშუალებების გამოყენება. ანტიბიოტიკების თანმდევი დანიშვნისას (ამოქსაცილინი, ამპიცილინი, ერითრომიცინი, ცეფუროქსიმი, დოქსიციკლინი, ოქსიტეტრაციკლინი) ხდება მათი უფრო სწრაფი განაწილება ფილტვებში. ოქსიტეტრაციკლინის გამოყენებისას იზრდება მისი კონცენტრაცია ნაზალურ სეკრეტში.
ბრონქოსოლვის გამოყენება საკვებ და სასმელ პროდუქტებთან ერთად
ალკოჰოლის გამოყენება ბრომჰექსინის მიღებისას ზრდის ტოქსიური ეფექტების განვითარების რისკს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის ნებისმიერი მედიკამენტის გამოყენებამდე.
ბრომჰექსინი აღწევს პლაცენტარულ ბარიერში. არ მოიპოვება მონაცემები ორსულ ქალებში ბრომჰექსინის გამოყენების შესახებ ან ძალიან მცირეა. ბრონქოსოლვის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულებში და ნაყოფიერების ასაკში მყოფ ქალებში, თუკი ისინი არ იღებენ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს. ბრომჰექსინი გამოიყოფა დედის რძეში. ექიმის მიერ უნდა მოხდეს პრეპარატის ლაქტაციის დროს გამოყენებისას რისკ-სარგებელის მკაცრი შეფასება.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ბრომჰექსინი არ ახდენს ზეგავლენას ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ბრონქოსოლვის ზოგიერთი შემადგენელი ინგრედიენტის მიმართ
დამხმარე ნივთიერებები: 3,5 მგ მეთილის p-ჰიდროქსიბენზოატი (E218), 1,5 მგ პროპილის p-ჰიდროქსიბენოატი (E216) 5 მლ შიგნით მისაღებ ხსნარში.
გვერდითი მოვლენები
ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად ბრონქოსოლვმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი რეაქციები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში.
გვერდითი მოვლენები შეფასებულია გამოვლენის სიხშირის მიხედვით:
ძალიან ხშირი: ვლინდება 10 პაციენტიდან 1-ზე მეტში
ხშირი: ვლინდება 100 პაციენტიდან 1-დან 10ში
არახშირი: ვლინდება 1000 პაციენტიდან 1-დან 10-ში
იშვიათი: ვლინდება 10 000 პაციენტიდან 1-დან 10-ში
ძალიან იშვიათი: ვლინდება 10000 პაციენტიდან 1-ზე ნალებში
უცნობია სიხშირე: არსებული მონაცემების მიხედვით შეუძლებელია სიხშირის განსაზღვრა
ჩვეულებრივ პრეპარატი კარგად აიტანება.
აღინიშნა შემდეგი გვერდითი ეფექტები:
დაუდგენელი სიხშირით შესაძლოა გამოვლინდეს უმნიშვნელო კუჭ-ნაწლავის დარღვევები (ღებინება, გულისრევა, დიარეა, მკერდის უჯრედის ტკივილი). ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა აღინიშნოს არსებული დაავადებების რეციდივი. გამოვლინდა შრატში ტრანსამინაზების დონის მომატება.
იშვიათად, თავის ტკივილი და თავბრუსხვევა
იშვიათად ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, რაც მოიცავს კანის და ლორწოვანი გარსის რეაქციებს (გამონაყარი, ჭინჭრის ცხელება), სახის შეშუპება, ქოშინი და ჰიპერთერმია, კანკალი, ოფლიანობა ცალკეულ შემთხვევებში.
თუ გამოვლინდება ნებისმიერი გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის აღნიშნული ამ გამოყენების ინსტრუქციაში, გთხოვთ აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს.
შენახვის პირობები
არ გამოიყენოთ ბრონქოსოლვი შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე. ინახება არაუმეტეს 25ºC ტემპერატურის პირობებში. პირველადი გახსნიდან ვარგისია მხოლოდ 14 დღის განმავლობაში. მედიკამენტი არ გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს მისი უტილიზაციის შესახებ. ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- დამატებითი ინფორმაციები
ბრონქოსოლვი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება არის ბრომჰექსინის ჰიდროქლორიდი. ერთი მლ შიგნით მისაღები ხსნარი შეიცავს 2 მლ ბრომჰექსინის ჰიდროქლორიდს.
დამხმარე ნივთიერებებია: ღვინის ძმარმჟავა, მეთილის პ-ჰიდროქსიბენზოატი (E218), პროპილის პ-ჰიდროქსიბენზოატი (E216), გასუფთავებული წყალი.
ბრომჰექსინის გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა
ბრომჰექსინი არის გამჭვირვალე, უფერო, უსუნო ხსნარი, მომწარო გემოთი.
შეფუთვა შეიცავს ყავისფერ პვქ ფლაკონს 50 მლ შიგნით მისაღები ხსნარით. დახურულია თეთრი პოლიეთილენის თავსახურით, დამხავი უსაფრთხოების რგოლით და პოლისტიროლის კოვზით 2,5 მლ და 5 მლ დოზირებით.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაცო ვერსია
ინსტრუქცია პრეპარატის სამედიცინო გამოყენების შესახებ:
ინფორმაცია პაციენტებისათვის
ბრონქოსოლვი 10 მგ/5მლ შიგნით მისაღები ხსნარი
ბრომჰექსინის ჰიდროქლორიდი
პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
ეს მედიკამენტი გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე. თუმცა აუცილებელია დაიცვათ ინსტრუქციაში აღნიშნული მითითებები საუკეთესო შედეგის მისაღებად.
- შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა მოგვიანებით კიდევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარამცევტს.
- თუ ვლინდება მდგომარეობის გართულება ან სიმპტომები არ გაუმჯობესდება 3 დღიანი მკურნალობის შემდეგ, უნდა მიმართოთ ექიმს.
- თუ გამოვლინდება ნებისმიერი გვერდითი ეფექტი ან შენიშნავთ ისეთ მოვლენებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციის პუნქტში 6, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს:
- რას წარმოადგენს ბრონქოსოლვი და რისთვის გამოიყენება?
- ინფორმაცია ბრონქოსოლვის გამოყენებამდე
- ბრონქოსოლვის მიღების წესი
- მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
- ბრონქოსოლვის შენახვის პირობები
- დამატებითი ინფორმაციები
- რას წარმოადგენს ბრონქოსოლვი და რისთვის გამოიყენება?
ბრონჰოსოლვი არის პრეპარატი, რომელიც ახდენს ბრონქული სეკრეტის გათხელებას, ნაჩვენებია მწვავე და ქრონიკული ბრონქული დაავადებების სამკურნალოდ, რასაც თან ახლავს ბლანტი სეკრეტი, როგორიცაა ტრაქეობრონქიტი, მწვავე ბრონქიტი, ფილტვისმიერი ბრონქოექტაზის გამწვავება (ბრონქების მეორადი ინფექცია ან სეკრეტის წარმოქმნა) და სხვა ფილტვისმიერი დაავადებები.
- ინფორმაცია ბრონქოსოლვის გამოყენებამდე
არ შეიძლება ბრონქსოსოლვის გამოყენება:
- თუ აღინიშნება ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ბრომჰექსინის ან სხვა ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ.
- თუ აღინიშნება თირკმლის რთული უკმარისობა
- თუ აღინიშნება სერიოზული ბრონქული სეკრეტი (მაგ., ალვეოლების გაშეშების სინდრომი).
დაიცავით განსაკუთრებული ყურადღება ბრონქოსოლვის გამოყენებისას
თუ აღინიშნება თირკმელების და ღვიძლის მძიმე უკმარისობა.
თუ აღინიშნება კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, კუჭის გაღიზიანება.
თუ არ შეგიძლიათ ამოხველება, რადგან შესაძლოა ამან გამოიწვიოს ნახველის დაგროვება და გაიზარდოს ობსტრუქციული ბრონქიტის რისკი.
სხვა მედიკამენტების გამოყენება
გთხოვთ, აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ სხვა მედიკამენტს ან მიიღეთ ახლო წარსულში, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემული პრეპარატებიც. ბრონქოსოლვით მკურნალობის პერიოდში არ შეიძლება ხველის საწინააღმდეგო საშუალებების (მაგ,. კოდეინის) გამოყენება, ანტიქოლინერგული მოქმედების პრეპარატების ან კუჭის გაღიზიანების სამკურნალო საშუალებების გამოყენება. ანტიბიოტიკების თანმდევი დანიშვნისას (ამოქსაცილინი, ამპიცილინი, ერითრომიცინი, ცეფუროქსიმი, დოქსიციკლინი, ოქსიტეტრაციკლინი) ხდება მათი უფრო სწრაფი განაწილება ფილტვებში. ოქსიტეტრაციკლინის გამოყენებისას იზრდება მისი კონცენტრაცია ნაზალურ სეკრეტში.
ბრონქოსოლვის გამოყენება საკვებ და სასმელ პროდუქტებთან ერთად
ალკოჰოლის გამოყენება ბრომჰექსინის მიღებისას ზრდის ტოქსიური ეფექტების განვითარების რისკს.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის ნებისმიერი მედიკამენტის გამოყენებამდე.
ბრომჰექსინი აღწევს პლაცენტარულ ბარიერში. არ მოიპოვება მონაცემები ორსულ ქალებში ბრომჰექსინის გამოყენების შესახებ ან ძალიან მცირეა. ბრონქოსოლვის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულებში და ნაყოფიერების ასაკში მყოფ ქალებში, თუკი ისინი არ იღებენ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს. ბრომჰექსინი გამოიყოფა დედის რძეში. ექიმის მიერ უნდა მოხდეს პრეპარატის ლაქტაციის დროს გამოყენებისას რისკ-სარგებელის მკაცრი შეფასება.
ზეგავლენა ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე
ბრომჰექსინი არ ახდენს ზეგავლენას ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ბრონქოსოლვის ზოგიერთი შემადგენელი ინგრედიენტის მიმართ
დამხმარე ნივთიერებები: 3,5 მგ მეთილის p-ჰიდროქსიბენზოატი (E218), 1,5 მგ პროპილის p-ჰიდროქსიბენოატი (E216) 5 მლ შიგნით მისაღებ ხსნარში.
- ბრონქოსოლვის მიღების წესი
ბრონქოსოლვი მიიღეთ ყოველთვის ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
უფროსები და 10 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: რეკომენდებული დოზა შეადგენს 5 მლ (10მგ ბრონჰექსინი) 3 ჯერ დღეში.
ბავშვები 5-დან 10 წლამდე ასაკში: რეკომენდებული დოზა შეადგენს 2,5მგ (5მგ ბრომჰექსინი) 3 ჯერ დღეში.
დოზირების კოვზი განსაზღვრავს ორ დოზირებას 2,5/5მლ პერორალურ ხსნარს (სადაც 5 მგ შეესაბამება 2,5მლ ბრომჰექსინის ჰიდროქლორიდს და 10 მგ შეესაბამება 5 მლ ბრომჰექსინის ჰიდროქლორიდს).
მიღების წესი
ბრონქოსოლვი მიიღება ჭამიდან ნახევარი საათის შემდეგ.
მკურნალობის ხანგრძლივობა
თუ მკურნალობიდან 3 დღის განმავლობაში არ აღინიშნება სიმპტომების გაუმჯობესება ან ვლინდება პირიქით გაუარესება, უნდა მიმართოთ ექიმს.
თუ მიიღეთ ბრონქოსოლვის ჭარბი დოზირება
თუ მიიღეთ რეკომენდებულზე ჭარბი დოზირება შესაძლოა გამოვლინდეს გვერდითი ეფექტები უფრო რთული ფორმით ან აღინიშნოს სხვა სიმპტომები. უნდა მიმართოთ ექიმს, ფარმაცევტს ან ახლომდებარე კლინიკას.
თუ დაგავიწყდათ ბრონქოსოლვის დოზის მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზირების კომპენსირების მიზნით.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში აღნიშნული მედიკამენტის გამოყენების შესახებ უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად ბრონქოსოლვმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი რეაქციები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში.
გვერდითი მოვლენები შეფასებულია გამოვლენის სიხშირის მიხედვით:
ძალიან ხშირი: ვლინდება 10 პაციენტიდან 1-ზე მეტში
ხშირი: ვლინდება 100 პაციენტიდან 1-დან 10ში
არახშირი: ვლინდება 1000 პაციენტიდან 1-დან 10-ში
იშვიათი: ვლინდება 10 000 პაციენტიდან 1-დან 10-ში
ძალიან იშვიათი: ვლინდება 10000 პაციენტიდან 1-ზე ნალებში
უცნობია სიხშირე: არსებული მონაცემების მიხედვით შეუძლებელია სიხშირის განსაზღვრა
ჩვეულებრივ პრეპარატი კარგად აიტანება.
აღინიშნა შემდეგი გვერდითი ეფექტები:
დაუდგენელი სიხშირით შესაძლოა გამოვლინდეს უმნიშვნელო კუჭ-ნაწლავის დარღვევები (ღებინება, გულისრევა, დიარეა, მკერდის უჯრედის ტკივილი). ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა აღინიშნოს არსებული დაავადებების რეციდივი. გამოვლინდა შრატში ტრანსამინაზების დონის მომატება.
იშვიათად, თავის ტკივილი და თავბრუსხვევა
იშვიათად ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, რაც მოიცავს კანის და ლორწოვანი გარსის რეაქციებს (გამონაყარი, ჭინჭრის ცხელება), სახის შეშუპება, ქოშინი და ჰიპერთერმია, კანკალი, ოფლიანობა ცალკეულ შემთხვევებში.
თუ გამოვლინდება ნებისმიერი გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის აღნიშნული ამ გამოყენების ინსტრუქციაში, გთხოვთ აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- ბრონქოსოლვის შენახვის პირობები
არ გამოიყენოთ ბრონქოსოლვი შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე. ინახება არაუმეტეს 25ºC ტემპერატურის პირობებში. პირველადი გახსნიდან ვარგისია მხოლოდ 14 დღის განმავლობაში. მედიკამენტი არ გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს მისი უტილიზაციის შესახებ. ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- დამატებითი ინფორმაციები
ბრონქოსოლვი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება არის ბრომჰექსინის ჰიდროქლორიდი. ერთი მლ შიგნით მისაღები ხსნარი შეიცავს 2 მლ ბრომჰექსინის ჰიდროქლორიდს.
დამხმარე ნივთიერებებია: ღვინის ძმარმჟავა, მეთილის პ-ჰიდროქსიბენზოატი (E218), პროპილის პ-ჰიდროქსიბენზოატი (E216), გასუფთავებული წყალი.
ბრომჰექსინის გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა
ბრომჰექსინი არის გამჭვირვალე, უფერო, უსუნო ხსნარი, მომწარო გემოთი.
შეფუთვა შეიცავს ყავისფერ პვქ ფლაკონს 50 მლ შიგნით მისაღები ხსნარით. დახურულია თეთრი პოლიეთილენის თავსახურით, დამხავი უსაფრთხოების რგოლით და პოლისტიროლის კოვზით 2,5 მლ და 5 მლ დოზირებით.
სავაჭრო ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი
ს.ც. ლაროფარმ სრლ რუმინეთი
ალექსანდრიის გზატკეცილი 145 ა, ბრაგადირუ, ილფოვ, რუმინეთი
წინამდებარე ინსტრუქციის ბოლო შემოწმების თარიღი 2012 წლის ოქტომბერი.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


