ბრომჰექსინი სოფარმა
BROMHEXINE SOPHARMA
ბრომჰექსინი სოფარმას ტაბლეტები ათხიერებს სქელ ნახველს ბრონქებში, რომელიც წარმოიქმნება სასუნთქი გზების სხვადასხვა მწვავე და ქრონიკული დაავადებებისას. ამგვარად, ადვილდება ნახველის გამოყოფა, მცირდება ხველა და უმჯობესდება სუნთქვა. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ბრომჰექსინი (bromhexine)
- ფორმა და შეფუთვა
- 8მგ ტაბლეტი №20
- მწარმოებელი
- SOPHARMA AD, ბულგარეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ხველისა და გაციების სამკურნალო პრეპარატები, მუკოლიზური საშუალებები
- ATC კოდი
- R05CB02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-035478
- რეგისტრირებულია
- 7 ივნისი 2022, მოქმედებს 7 ივნისი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს "სოფარმა"-ს წარმომადგენლობა საქართველოში
- GMP
- -
ბრომჰექსინი სოფარმა — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ბრომჰექსინი სოფარმას ტაბლეტები ათხიერებს სქელ ნახველს ბრონქებში, რომელიც წარმოიქმნება სასუნთქი გზების სხვადასხვა მწვავე და ქრონიკული დაავადებებისას. ამგვარად, ადვილდება ნახველის გამოყოფა, მცირდება ხველა და უმჯობესდება სუნთქვა.
გამოიყენება სასუნთქი სისტემის მწვავე და ქრონიკული დაავადებების სიმპტომური მკურნალობისათვის, რომელიც დაკავშირებულია სასუნთქ გზებში სქელი სეკრეტის ჩამოყალიბებასა და ბრონქებიდან მისი გამოდევნის გართულებასთან.
მიღების წესი და დოზირება
მოზრდილები და 14 წელზე მეტი ასაკის ბავშვები:
1-2 ტაბლეტი 3ჯერ დღეში.
გამოყენება ბავშვებში:
6-14 წლის ასაკის ბავშვები და 50კგ-ზე ნაკლები სხეულის მასის მქონე პაციენტები: 1 ტაბლეტი 3ჯერ დღეში.
6 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვები: 8 მგ-იანი ტაბლეტური ფორმა არ არის ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის შესაფერისი, რეკომენდებულია ბრომჰექსინი სოფარმას სიროფის ფორმის გამოყენება.
მიღების გზა
ტაბლეტები მიიღება პერორალურად, ჭამის შემდეგ, საკმარისი სითხის რაოდენობის დახმარებით.
მკურნალობის ხანგრძლივობა
მკურნალობის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ჩვენებასა და დაავადების სირთულეზე, არ მიიღოთ პრეპარატი 4-5 დღეზე მეტხანსEექიმის კონსულტაციის გარეშე.
თუ მიიღეთ ბრომჰექსინი სოფარმა ტაბლეტების საჭიროზე მეტი დოზა
თუ მიიღეთ ბრომჰექსინი სოფარმა ტაბლეტების დანიშნულზე მეტი დოზა, მიმართეთ რჩევისთვის თქვენს მკურნალ ექიმს.
თუ გამოტოვეთ ბრომჰექსინი სოფარმა ტაბლეტების მიღება
თუ გამოტოვეთ ერთი დოზა, მიიღეთ ის რაც შეიძლება მალე. თუ თითქმის დადგა შემდეგი დოზის მიღების დრო, მიიღეთ ის ჩვეულებრივ. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ. გააგრძელეთ სამკურნალო პრეპარატის მიღება მკურნალი ექიმის რეკომენდაციის დაცვით.
თუ შეწყვიტეთ ბრომჰექსინი სოფარმას მიღება
პრეპარატის მიღების შეწყვეტამდე, მიმართეთ რჩევისთვის თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ამ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
- თუ თქვენ გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) პრეპარატის მოქმედი ნივთიერების ან ნებისმიერი სხვა შემადგენელი კომპონენტისადმი (იხილეთ პუნქტი 6).
- თუ ხართ ორსულად ან კვებავთ ძუძუთი.
სიფრთხილის ზომები
ბრომჰექსინი სოფარმა ტაბლეტების მიღებამდე დაეკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ გაქვთ:
- ამოხველების ან ნახველის ამოღების გაძნელება ან დაქვეითებული გაქვთ ხველის რეფლექსი;
- კუჭის წყლულოვანი დაავადება.
Bბრომჰექსინმა შეიძლება გამოიწვიოს კანის სერიოზული რეაქციები. თუ გაგიჩნდათ კანზე გამონაყარი, მათ შორის ლორწოვანის დაზიანებები (მათ შორის, პირზე, ყელში, ცხვირზე, თვალებზე, სასქესო ორგანოებზე) შეწყვიტეთ ბრონჰექსინი სოფარმა ტაბლეტების მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.
Pპაციენტებმა თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის დარღვევით, არ უნდა მიიღოს აღნიშნული წამალი ექიმთან კონსულტაციის გარეშე, რადგან მან შეიძლება საჭიროდ ჩათვალოს დოზის შემცირება და მიღებებს შორის ინტერვალის გაზრდა.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ან ახლახან იღებდით ანპირებთ მიიღოთ სხვა სამკურნალო პრეპარატები.
ბრომჰექსინის და სხვა პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას არ არის შემჩნეული სერიოზული არასასურველი ურთიერთქმედება.
- ბრომჰექსინი სოფარმა ტაბლეტები ერთდროული გამოყენება ხველის დამთრგუნველ სამკურნალო პრეპრატებთან, მაგ. როგორიცაა კოდეინი, მიზანშეწონილი არ არის.
- ბრომჰექსინის ერთდროული გამოყენება იმ პრეპარატთან, რომელიც ამცირებს ბრონქულ სეკრეციას (მაგ. Aტროპინის და მისი წარმოების შემცველი), მიზანშეწონილი არ არის.
- ბრომჰექსინის და ანტიბიოტიკების (ამოქსიცილინი, ცეფუროქსიმი, ერითრომიცინი, დოქსიციკლინი) ერთდროული გამოყენება იწვევს ფილტვის ქსოვილში ანტიბიოტიკის კონცენტრაციის მომატებას და მათი მოქმედების გაუმჯობესებას.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან მეძუძური დედა ან თვლით, რომ შესაძლოა ხართ ორსულად ან გეგმავთ
დაორსულებას, რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ამ სამკურნალო პრეპარატის
გამოყენების დაწყებამდე.
ბრომჰექსინი სოფერმა ტაბლეტები ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს არ გამოიყენება.
სატრანსპორტი საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
ბრომჰექსინი სოფარმა ტაბლეტები არ ახდენს არასასურველ გავლენას მოძრაობით რეაქციებსა და ყურადღებაზე, ამიტომ მისი გამოყენება შეუძლიათ სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს და მანქანების ოპერატორებს.
ბრომჰექსინი სოფარმა ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას.
თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ მას რჩევისათვის.
- როგორ გამოიყენოთ ბრომჰექსინი სოფარმა ტაბლეტები
სამკურნალო საშუალება ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ისე, როგორც ეს გითხრათ თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა. თუ არ ხართ დარწმუნებული რამეში, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენები
ყველა სამკურნალო პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ყველას არ უვლინდება.
არასასურველი რეაქციები კლასიფიცირდება სიხშირის მიხედვით:
არახშირი(ემართება 1-დან 100 პაციენტს)
გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, დიარეა, შემცივნება.
იშვიათი (ემართება 1-დან 1000 პაციენტს)
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, სუნთქვის გაძნელება (ბრონქოსპაზმი).
გაურკვეველი სიხშირით (არსებული მონაცემები ვერ იძლება შეფასების საშუალებას)
ანაფილაქსიური რეაქციები, ანაფილაქსიური შოკის ჩათვლით, ანგიონევროზული შეშუპება (კანის სწრაფად განვითარებადი შეშუპება, კანქვეშა ქსოვილი, ლორწოვანი გარსები ან ლორწოვანქვეშა შრე) და პრურიტუსი (ქავილი).
კანის მძიმე გვერდითი მოვლენები (მათ შორის ერითემა მულტიფორმული, სტივენს-ჯონსონის სინდრომი/ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი და მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი).
არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინების წარდგენა
რაიმე არასასურველი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული ვრცელდება იმ არასასურველ რექციებზე, რომლებიც არ არის მითითებული წინამდებარე ინსტრუქციაში. თქვენ, ასევე შეგიძლიათ აცნობოთ არასასურველი რეაქციის შესახებ პირდაპირ წამლის აღმასრულებელ სააგენტოს: “დამიან გრუევის” ქუჩა #8, 1303 სოფია, ტელ: +359 2 8903417, ვებ-გვერდი: www.bda.bg. გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინებით, თქვენ შეიტანთ თქვენს წვლილს აღნიშნული პრეპარატის უსაფრთხოებაში.
- როგორ შეინახოთ ბრომჰექსინი სოფარმა
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში, 25 °C ზე ნაკლები ტემპერატურის პირობებში.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ტაბლეტები შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს.
სამკურნალო პრეპარატები არ უნდა გადააგდოთ კანალიზაციაში, ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერში. კითხეთ თქვენს ფარმაცევტს როგორ გაანადგუროთ არასაჭირო სამკურნალო პრეპარატები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
შემადგენლობა
- აქტიური ნივთიერება: ბრომჰექსინის ჰიდროქლორიდი 8 მგ.
- სხვა ინგრედიენტები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი.
როგორ გამოიყურება ბრომჰექსინი სოფარმა და რას შეიცავს შეფუთვია
მრგვალი, ორმხრივ ამობურცული ტაბლეტები, დიამეტრით 7მმ, თეთრი ფერის, უსუნო.
20 ტაბლეტი მყარ, ნარინჯისფერ, გამჭირვალე PVC/ალუმინის ფოლგის ბლისტერზე, 1 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III , გაიცემა რეცეპტის გარეშე
გამოყენების ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი
სს სოფარმა
ილიენსკოეს გზატკეცილი 16, 1220 სოფია, ბულგარეთი
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
დანართი ფურცელი: ინფორმაცია მომხმარებლისათვის
სარეკომენდაციო ვერსია
ბრონჰექსინი სოფარმა 8მგ ტაბლეტები
Bromhexine Sopharma 8 mg tablets
ბრომჰექსინის ჰიდროქლორიდი (bromhexine hydrochloride)
ამ სამკურნალო პრეპარატის გამოყენებამდე, გულდასმით წაიკითხეთ ეს დანართი ფურცელი, ვინაიდან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
- შეინახეთ ეს დანართი ფურცელი. შესაძლოა საჭირო გახდეს მისი ხელახლა წაკითხვა.
- ნებისმიერი დამატებითი კითხვის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- ეს სამკურნალო საშუალება დაგენიშნათ პირადად თქვენ. არ გადასცეთ ის სხვა პირებს. ამან შესაძლოა ზიანი მიაყენოს მათ, იმის მიუხედავად, რომ მათ აქვთ ისეთივე სიმპტომები, როგორიც თქვენ.
- თუ ნებისმიერი გვერდითი მოვლენა ხდება სერიოზული ან შენიშნეთ სხვა სიმპტომები, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. იხილეთ პუნქტი 4.
ამ დანართ ფურცელში მოცემულია:
- რას წარმოადგენს ბრომჰექსინი სოფარმა და რისთვის გამოიყენება ის
- რა უნდა იცოდეთ ბრომჰექსინი სოფარმას მიღების დაწყებამდე
- როგორ უნდა მიიღოთ ბრომჰექსინი სოფარმა
- შესაძლო გვერდითი რეაქციები
- როგორ ინახება ბრომჰექსინი სოფარმა
- შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფორმაცია
- რას წარმოადგენს ბრომჰექსინი სოფარმა და რისთვის გამოიყენება ის
ბრომჰექსინი სოფარმას ტაბლეტები ათხიერებს სქელ ნახველს ბრონქებში, რომელიც წარმოიქმნება სასუნთქი გზების სხვადასხვა მწვავე და ქრონიკული დაავადებებისას. ამგვარად, ადვილდება ნახველის გამოყოფა, მცირდება ხველა და უმჯობესდება სუნთქვა.
გამოიყენება სასუნთქი სისტემის მწვავე და ქრონიკული დაავადებების სიმპტომური მკურნალობისათვის, რომელიც დაკავშირებულია სასუნთქ გზებში სქელი სეკრეტის ჩამოყალიბებასა და ბრონქებიდან მისი გამოდევნის გართულებასთან.
- რა უნდა იცოდეთ ბრომჰექსინი სოფარმა ტაბლეტების მიღების დაწყებამდე
არ მიიღოთ ბრომჰექსინი სოფარმა ტაბლეტები
- თუ თქვენ გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) პრეპარატის მოქმედი ნივთიერების ან ნებისმიერი სხვა შემადგენელი კომპონენტისადმი (იხილეთ პუნქტი 6).
- თუ ხართ ორსულად ან კვებავთ ძუძუთი.
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
ბრომჰექსინი სოფარმა ტაბლეტების მიღებამდე დაეკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ გაქვთ:
- ამოხველების ან ნახველის ამოღების გაძნელება ან დაქვეითებული გაქვთ ხველის რეფლექსი;
- კუჭის წყლულოვანი დაავადება.
Bბრომჰექსინმა შეიძლება გამოიწვიოს კანის სერიოზული რეაქციები. თუ გაგიჩნდათ კანზე გამონაყარი, მათ შორის ლორწოვანის დაზიანებები (მათ შორის, პირზე, ყელში, ცხვირზე, თვალებზე, სასქესო ორგანოებზე) შეწყვიტეთ ბრონჰექსინი სოფარმა ტაბლეტების მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.
Pპაციენტებმა თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის დარღვევით, არ უნდა მიიღოს აღნიშნული წამალი ექიმთან კონსულტაციის გარეშე, რადგან მან შეიძლება საჭიროდ ჩათვალოს დოზის შემცირება და მიღებებს შორის ინტერვალის გაზრდა.
სხვა სამკურნალო საშუალებები და ბრომჰექსინი სოფარმა ტაბელტები
გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ან ახლახან იღებდით ანპირებთ მიიღოთ სხვა სამკურნალო პრეპარატები.
ბრომჰექსინის და სხვა პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას არ არის შემჩნეული სერიოზული არასასურველი ურთიერთქმედება.
- ბრომჰექსინი სოფარმა ტაბლეტები ერთდროული გამოყენება ხველის დამთრგუნველ სამკურნალო პრეპრატებთან, მაგ. როგორიცაა კოდეინი, მიზანშეწონილი არ არის.
- ბრომჰექსინის ერთდროული გამოყენება იმ პრეპარატთან, რომელიც ამცირებს ბრონქულ სეკრეციას (მაგ. Aტროპინის და მისი წარმოების შემცველი), მიზანშეწონილი არ არის.
- ბრომჰექსინის და ანტიბიოტიკების (ამოქსიცილინი, ცეფუროქსიმი, ერითრომიცინი, დოქსიციკლინი) ერთდროული გამოყენება იწვევს ფილტვის ქსოვილში ანტიბიოტიკის კონცენტრაციის მომატებას და მათი მოქმედების გაუმჯობესებას.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა
თუ ხართ ორსულად ან მეძუძური დედა ან თვლით, რომ შესაძლოა ხართ ორსულად ან გეგმავთ
დაორსულებას, რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ამ სამკურნალო პრეპარატის
გამოყენების დაწყებამდე.
ბრომჰექსინი სოფერმა ტაბლეტები ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს არ გამოიყენება.
სატრანსპორტი საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
ბრომჰექსინი სოფარმა ტაბლეტები არ ახდენს არასასურველ გავლენას მოძრაობით რეაქციებსა და ყურადღებაზე, ამიტომ მისი გამოყენება შეუძლიათ სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს და მანქანების ოპერატორებს.
ბრომჰექსინი სოფარმა ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას.
თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ მას რჩევისათვის.
- როგორ გამოიყენოთ ბრომჰექსინი სოფარმა ტაბლეტები
სამკურნალო საშუალება ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ისე, როგორც ეს გითხრათ თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა. თუ არ ხართ დარწმუნებული რამეში, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
რეკომენდებული დოზები:
მოზრდილები და 14 წელზე მეტი ასაკის ბავშვები:
1-2 ტაბლეტი 3ჯერ დღეში.
გამოყენება ბავშვებში:
6-14 წლის ასაკის ბავშვები და 50კგ-ზე ნაკლები სხეულის მასის მქონე პაციენტები: 1 ტაბლეტი 3ჯერ დღეში.
6 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვები: 8 მგ-იანი ტაბლეტური ფორმა არ არის ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის შესაფერისი, რეკომენდებულია ბრომჰექსინი სოფარმას სიროფის ფორმის გამოყენება.
მიღების გზა
ტაბლეტები მიიღება პერორალურად, ჭამის შემდეგ, საკმარისი სითხის რაოდენობის დახმარებით.
მკურნალობის ხანგრძლივობა
მკურნალობის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ჩვენებასა და დაავადების სირთულეზე, არ მიიღოთ პრეპარატი 4-5 დღეზე მეტხანსEექიმის კონსულტაციის გარეშე.
თუ მიიღეთ ბრომჰექსინი სოფარმა ტაბლეტების საჭიროზე მეტი დოზა
თუ მიიღეთ ბრომჰექსინი სოფარმა ტაბლეტების დანიშნულზე მეტი დოზა, მიმართეთ რჩევისთვის თქვენს მკურნალ ექიმს.
თუ გამოტოვეთ ბრომჰექსინი სოფარმა ტაბლეტების მიღება
თუ გამოტოვეთ ერთი დოზა, მიიღეთ ის რაც შეიძლება მალე. თუ თითქმის დადგა შემდეგი დოზის მიღების დრო, მიიღეთ ის ჩვეულებრივ. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ. გააგრძელეთ სამკურნალო პრეპარატის მიღება მკურნალი ექიმის რეკომენდაციის დაცვით.
თუ შეწყვიტეთ ბრომჰექსინი სოფარმას მიღება
პრეპარატის მიღების შეწყვეტამდე, მიმართეთ რჩევისთვის თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ამ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა სამკურნალო პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ყველას არ უვლინდება.
არასასურველი რეაქციები კლასიფიცირდება სიხშირის მიხედვით:
არახშირი(ემართება 1-დან 100 პაციენტს)
გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, დიარეა, შემცივნება.
იშვიათი (ემართება 1-დან 1000 პაციენტს)
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, სუნთქვის გაძნელება (ბრონქოსპაზმი).
გაურკვეველი სიხშირით (არსებული მონაცემები ვერ იძლება შეფასების საშუალებას)
ანაფილაქსიური რეაქციები, ანაფილაქსიური შოკის ჩათვლით, ანგიონევროზული შეშუპება (კანის სწრაფად განვითარებადი შეშუპება, კანქვეშა ქსოვილი, ლორწოვანი გარსები ან ლორწოვანქვეშა შრე) და პრურიტუსი (ქავილი).
კანის მძიმე გვერდითი მოვლენები (მათ შორის ერითემა მულტიფორმული, სტივენს-ჯონსონის სინდრომი/ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი და მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი).
არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინების წარდგენა
რაიმე არასასურველი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული ვრცელდება იმ არასასურველ რექციებზე, რომლებიც არ არის მითითებული წინამდებარე ინსტრუქციაში. თქვენ, ასევე შეგიძლიათ აცნობოთ არასასურველი რეაქციის შესახებ პირდაპირ წამლის აღმასრულებელ სააგენტოს: “დამიან გრუევის” ქუჩა #8, 1303 სოფია, ტელ: +359 2 8903417, ვებ-გვერდი: www.bda.bg. გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინებით, თქვენ შეიტანთ თქვენს წვლილს აღნიშნული პრეპარატის უსაფრთხოებაში.
- როგორ შეინახოთ ბრომჰექსინი სოფარმა
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში, 25 °C ზე ნაკლები ტემპერატურის პირობებში.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ტაბლეტები შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს.
სამკურნალო პრეპარატები არ უნდა გადააგდოთ კანალიზაციაში, ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერში. კითხეთ თქვენს ფარმაცევტს როგორ გაანადგუროთ არასაჭირო სამკურნალო პრეპარატები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ბრომჰექსინი სოფარმას ტაბლეტები
- აქტიური ნივთიერება: ბრომჰექსინის ჰიდროქლორიდი 8 მგ.
- სხვა ინგრედიენტები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი.
როგორ გამოიყურება ბრომჰექსინი სოფარმა და რას შეიცავს შეფუთვია
მრგვალი, ორმხრივ ამობურცული ტაბლეტები, დიამეტრით 7მმ, თეთრი ფერის, უსუნო.
20 ტაბლეტი მყარ, ნარინჯისფერ, გამჭირვალე PVC/ალუმინის ფოლგის ბლისტერზე, 1 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III , გაიცემა რეცეპტის გარეშე
გამოყენების ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი
სს სოფარმა
ილიენსკოეს გზატკეცილი 16, 1220 სოფია, ბულგარეთი
ინსტრუქციის ბოლო გადახედვის თარიღი:
2016 წლის იანვარი.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


