პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტითრომბოზული საშუალებები

ბრილინტა

BRILINTA

რეცეპტით90მგინსტრუქცია ქართულადშვედეთი
რისთვის გამოიყენება

ბრილინტა აცეტილსალიცილის მჟავასთან (ASA) ერთად ნაჩვენებია ათეროთრომბოზული მოვლენების პრევენციისთვის მოზრდილ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მწვავე კორონარული სინდრომი (არასტაბილური ანგინა, ST სეგმენტის ელევაციის გარეშე მიმდინარე მიოკარდიუმის ინფარქტი [NSTEMI] ან ST სეგმენტის ელევაციით მიმდინარე მიოკარდიუმის …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ტიკაგრელორი (ticagrelor)
ფორმა და შეფუთვა
90მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №56 (4X14)
მწარმოებელი
AstraZeneca AB, შვედეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტითრომბოზული საშუალებები, თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორები გარდა ჰეპარინისა
ATC კოდი
B01AC24
რეგისტრაციის ნომერი
რ-035998
რეგისტრირებულია
29 ივლისი 2022, მოქმედებს 29 ივლისი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
AstraZeneca AB (შვედეთი)
განმცხადებელი
ასტრაზენეკა იუქეი ლიმითედის წარმომადგენლობა საქართველოში
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაბრილინტა და სხვა წამალი ერთად

ბრილინტა — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ბრილინტა აცეტილსალიცილის მჟავასთან (ASA) ერთად ნაჩვენებია ათეროთრომბოზული მოვლენების პრევენციისთვის მოზრდილ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მწვავე კორონარული სინდრომი (არასტაბილური ანგინა, ST სეგმენტის ელევაციის გარეშე მიმდინარე მიოკარდიუმის ინფარქტი [NSTEMI] ან ST სეგმენტის ელევაციით მიმდინარე მიოკარდიუმის ინფარქტი [STEMI]); იმ პაციენტების ჩათვლით რომელთა მენეჯმენტიც ხდება კონსერვატულად და რომლებსაც უტარდებათ პერკუტანული კორონარული ინტერვენცია (PCI) ან კორონარული არტერიების შუნტირება (CABG).

დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. ფარმაკოდინამიური მახასიათებლები.

მიღების წესი და დოზირება

ბრილინტათი მკურნალობა უნდა დაიწყოს ერთჯერადი 180მგ დატვირთვის დოზით (ორი 90მგ ტაბლეტი) და გაგრძელდეს დღე-ღამეში ორჯერ 90მგ-ს მიღებით. პაციენტებმა, რომლებიც ბრილინტას იღებენ, აგრეთვე უნდა გამოიყენონ ASA ყოველდღიურად თუ არ არსებობს სპეციფიური უკუჩვენება. ASA-ს საწყისი დოზის შემდეგ ბრილინტას მიღება უნდა გაგრძელდეს ASA-ს შემანარჩუნებელ დოზასთან (75-150მგ) ერთად (იხ. ფარმაკოდინამიური მახასიათებლები).

მკურნალობა რეკომენდებულია 12 თვის განმავლობაში, სანამ არ დადგება ბრილინტას მოხსნის კლინიკური ჩვენება (იხ. ფარმაკოდინამიური მახასიათებლები). 12 თვეზე ხანგრძლივი გამოცდილება შეზღუდულია.

ASA-ს შეწყვეტა შეიძლება განიხილებოდეს 3 თვის შემდეგ ACS-ის მქონე პაციენტებში, რომლებსაც ჩაუტარდათ პერკუტანული კორონარული ინტერვენციის (PCI) პროცედურა და აქვთ სისხლდენის გაზრდილი რისკი. ამ შემთხვევაში, ტიკაგრელორი, როგორც მონო ანტითრომბოციტული თერაპია, უნდა გაგრძელდეს 9 თვის განმავლობაში (იხ. პარაგრაფი „სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას“).

პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მწვავე კორონარული სინდრომი (ACS), ანტითრომბოციტული თერაპიის ნაადრევმა მოხსნამ ბრილინტას ჩათვლით შეიძლება გამოიწვიოს კარდიოვასკულური მიზეზით გამოწვეული სიკვდილის, მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის რისკის ზრდა პაციენტის მიმდინარე დაავადების შედეგად. აქედან გამომდინარე, მკუნრალობის ადრე მოხსნას უნდა მოერიდონ.

პაციენტმა ბრილინტას დოზის გამოტოვების შემთხვევაში უნდა მიიღოს მხოლოდ ერთი ტაბლეტი (შემდეგი დოზა) დაგეგმილ დროს.

პაციენტები, რომლებიც კლოპიდოგრელით მკურნალობენ, შეიძლება პირდაპირ გადავიდნენ ბრილინტაზე საჭიროების შემთხვევაში (იხ. ფარმაკოდინამიური მახასიათებლები). პრასუგელიდან ბრილინტაზე გადასვლა გამოკვლეული არ არის.

განსაკუთრებული პოპულაციები

ხანდაზმულები

ხანდაზმულებში დოზის ცვლილება საჭირო არ არის (იხ. ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები)

თირკმლის დაზიანება

თირკმლის დაზიანების მქონე პაციენტებში დოზის ცვლილება აუცილებელი არ არის (იხ. ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები)

ღვიძლის დაზიანება

ღვიძლის მწვავე უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში ტიკაგრელორი შესწავლილი არ არის, აქედან გამომდინარე, ამ პირებში მისი გამოყენება უკუნაჩვებებია (იხ. უკუჩვენება) ღვიძლის საშუალო უკმარისობით დაავადებული პაციენტების შესახებ არსებობს მხოლოდ შეზღუდული ინფორმაცია. დოზის ცვლილება რეკომენდებული არ არის, მაგრამ ტიკაგრელორი სიფრთხილით უნდა გამოიყენონ (იხ. განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას და ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები). ღვიძლის მსუბუქი უკმარისობით დაავადებული პაციენტებისთვის დოზის ცვლილება აუცილებელი არ არის (იხ.ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები).

პედიატრიული პოპულაცია

18 წლამდე ასაკის ბავშვებში ტიკაგრელორის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის. ტიკაგრელორის გამოყენება ნამგლისებრუჯრედოვანი ანემიის მქონე ბავშვებში მიზანშეწონილი არ არის (იხ. „ფარმაკოდინამიკური მახასიათებლები“ და „ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები“).

გამოყენების მეთოდი

პერორალური გამოყენებისთვის.

ბრილინტას გამოყენება შეიძლება საკვებთან ერთად და მის გარეშე.

იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც არ შეუძლიათ ტაბლეტის მთლიანად გადაყლაპვა, შესაძლებელია ტაბლეტების წვრილად დაფხვნა, ნახევარ ჭიქა წყალში გახსნა და დაუყოვნებლივ დალევა. შემდეგ ჭიქა უნდა გაირეცხოს ნახევარი ჭიქა წყლით და შიგთავსი უნდა დალიონ. მიქსტურის გამოყენება აგრეთვე შესაძლებელია ნაზოგასტრალური მილის (CH8 ან მეტი) საშუალებით. მიქსტურის გამოყენების შემდეგ მნიშვნელოვანია ნაზოგასტრალური მილის წყლით ჩარეცხვა.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან შემავსებლების პარაგრაფში ჩამოთვლილი შემავსლებლების მიმართ (იხ. არასასურველი ეფექტები)

აქტიური პათოლოგიური სისხლდენა

ანამნეზში ინტრაკრანიალური ჰემორაგია (იხ. არასასურველი ეფექტები)

ღვიძლის მწვავე უკმარისობა (იხ. დოზირება და გამოყენების მეთოდი, განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისთვის და ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები) CYP3A4 ძლიერ ინჰიბიტორებთან ერთად მიღება (მაგ. კეტოკონაზოლი, კლარიტრომიცინი, ნეფაზოდონი, რიტონავირი და ატაზანავირი), რადგან ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ტიკაგრელორისადმი ექსპოზიციის მნიშვნელოვანი გაზრდა (იხ. ურთიერთქმედება სხვა სამედიცინო პროდუქტებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები)

სიფრთხილის ზომები

სისხლდენის რისკი

3 ფაზის ცენტრალურ კვლევაში (PLATO (თრომბოციტების ინჰიბირება და პაციენტის გამოსავალი) 18,624 პაციენტი) გამორიცხვის მთავარი კრიტერიუმები მოიცავდა სისხლდენის, კლინიკურად მნიშვნელოვანი თრომბოციტოპენიის ან ანემიის მომატებულ რისკს, ანამნეზში ინტრაკრანიალურ ჰემორაგიას, ბოლო 6 თვის განმავლობაში გასტროინტესტინურ სისხლდენას ან ბოლო 30 დღის განმავლობაში გადატანილ მასშტაბურ ოპერაციას. მწვავე კორონარული სინდრომით დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც ბრილინტათი და ASA-თი მკურნალობდნენ, გამოვლინდა არა- CABG მასშტაბური სისხლდენის რისკის ზრდა და აგრეთვე ზოგადი სისხლდენა და უფრო მეტ შემთხვევაში იყო საჭირო სამედიცინო ზედამხედველობა სისხლდენის დროს ე.ი მასშტაბური + მცირე PLATO სისხლდენა მაგრამ არა ფატალური ან სიცოცხლისთვის სახიფათო სისხლდენა (იხ. არასასურველი ეფექტები).

აქედან გამომდინარე, ტიკაგრელორის გამოყენება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ სისხლდენის მომატებული რისკი, უნდა დაბალანსდეს ათეროთრომბოზული მოვლენების პრევენციის სარგებლით. კლინიკური ჩვენების შემთხვევაში ტიკაგრელორი სიფრთხილით უნდა გამოიყენონ პაციენტების შემდეგ ჯგუფებში:

სისხლდენისადმი მიდრეკილების მქონე პაციენტები (მაგ. ტრავმის, ბოლო დროს გადატანილი ოპერაციის, კოაგულაციის დარღვევის, აქტიური ან ბოლო პერიოდში არსებული გასტროინტესტინური სისხლდენის ჩათვლით) ან პაციენტები, რომლებსაც გაზრდილი აქვს ტრავმის შედეგად სისხლდენის წარმოქმნის რისკი. ტიკაგრელორის გამოყენება უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ აქტიური პათოლოგიური სისხლდენა, ანამნეზში ინტრაკრანიალური ჰემორაგია და ღვიძლის მწვავე უკმარისობა (იხ. უკუჩვენება)

პაციენტები, რომლებიც იღებენ სამედიცინო პროდუქტებს, რომლებმაც შეიძლება გაზარდოს სისხლდენის რისკი (მაგ. ანთებისსაწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები (აასს), ორალური ანტიკოაგულანტები და/ან ფიბრინოლიზური საშუალებები) ტიკაგრელორის დოზირების შემდეგ 24 საათის განმავლობაში.

ორმა რანდომიზებულმა, კონტროლირებადმა კვლევამ (TICO და TWILIGHT) ACS-ის მქონე პაციენტებში, რომლებსაც ჩაუტარდათ PCI პროცედურა წამლით დაფარულისტენტით, შეწყვიტეს ASA ტიკაგრელორით და ASA (DAPT) -თი 3 თვიანი ორმაგი ანტითრომბოციტული თერაპიის შემდეგ და მონო ანტითრომბოციტური თერაპია (SAPT) გააგრძელეს ტიკაგრელორით, შესაბამისად - 9 და 12 თვის განმავლობაში, აჩვენა, სისხლდენის რისკის შემცირება ძირითადი გვერდითი გულ-სისხლძარღვთა მოვლენების რისკის (MACE) ზრდის გარეშე, გაგრძელებულ DAPT-თან შედარებით. სისხლდენის გაზრდილი რისკის მქონე პაციენტებში 3 თვის შემდეგ ASA–ს შეწყვეტის და 9 თვის განმავლობაში ტიკაგრელორით მონო ანტითრომბოციტური თერაპიის გაგრძელების გადაწყვეტილება, უნდა ეფუძნებოდეს სისხლდენის რისკის კლინიკურ შეფასება თრომბოზული მოვლენების რისკთან შედარებით, (იხილეთ პარაგრაფი „დოზირება და მიღების მეთოდი“).

თრომბოციტების ტრანსფუზიამ არ შეამცირა ტიკაგრელორის ანტითრომბოზული ეფექტი ჯანმრთელ მოხალისეებში და ნაკლებ სავარაუდოა კლინიკური სარგებელი სისხლდენის მქონე პაციენტებში. რადგან ტიკაგრელორის დესმოპრესინთან ერთად გამოყენებამ არ შეამცირა სისხლდენის დრო, კლინიკური სისხლდენის მენეჯმენტში ამ უკანასკნელის ეფექტურობა ნაკლებსავარაუდოა (იხ. ურთიერთქმედება სხვა სამედიცინო პროდუქტებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები)

ანტიფიბრინოლიზური თერაპია (ამინოკაპრონის მჟავა ან ტრანექსამის მჟავა) და/ან VIIa რეკომბინანტული ფაქტორით თერაპია შეიძლება ზრდიდეს ჰემოსტაზს. ტიკაგრელორის მიღება შეიძლება განახლდეს სისხლდენის მიზეზის იდენტიფიცირების და კონტროლის შემდეგ.

ქირურგიული ოპერაცია

პაციენტებს უნდა ურჩიონ, რომ მათ მკურნალ ექიმებს და სტომატოლოგებს ნებისმიერი ოპერაციის დაგეგმვამდე და ახალი სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე აცნობონ, რომ ტიკაგრელორს იღებენ.

PLATO კვლევაში პაციენტებში, რომლებსაც უტარდებოდათ კორონარული არტერიების შუნტირება (CABG), ტიკაგრელორის გამოყენებისას სისხლდენა უფრო ხშირი იყო, ვიდრე კლოპიდოგრელის მიღებისას, როდესაც მისი გამოყენება წყდებოდა ოპერაციამდე 1 დღით ადრე, მაგრამ სიხშირე კლოპიდოგრელის მსგავსი იყო თერაპიის ოპერაციამდე 2 დღით ან უფრო ადრე შეწყვეტისას (იხ. არასასურველი ეფექტები). თუ პაციენტს უნდა გაუკეთდეს გეგმიური ოპერაცია და ანტითრომბოციტური ეფექტი სასურველი არ არის, ტიკაგრელორი უნდა მოიხსნას ოპერაციამდე 5 დღით ადრე (იხ. ფარმაკოდინამიური მახასიათებლები)

ღვიძლის დაზიანება

ტიკაგრელორის გამოყენება უკუნაჩვენებია ღვიძლის მწვავე უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში (იხ.დოზირება და გამოყენების მეთოდი და უკუჩვენება). ღვიძლის საშუალო უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში ტიკაგრელორის გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია, აქედან გამომდინარე, ამ პირებში საჭიროა სიფრთხილე (იხ. დოზირება და გამოყენების მეთოდი და ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები)

ბრადიკარდიის რისკის მქონე პაციენტები

კლოპიდოგრელთან შედარებით, ტიკაგრელორით მკურნალობის დროს ჰოლტერის ეკგ მონიტორინგმა აჩვენა უმეტესად ასიმპტომური ვენტრიკულური პაუზების სიხშირის ზრდა. ტიკაგრელორის უსაფრთხოების და ეფექტურობის შეფასების მთავარ PLATO კვლევას გამოეთიშნენ პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებოდათ ბრადიკარდიის მომატებული რისკი (მაგ. პაციენტები პეისმეიკერის გარეშე, რომლებსაც აღენიშნებათ სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი, მე-2 ან მე-3 ხარისხის ავ ბლოკადა ან ბრადიკარდიასთან დაკავშირებული სინკოპე). აქედან გამომდინარე, შეზღუდული კლინიკური გამოცდილების გამო ტიკაგრელორი ამ პაციენტებში სიფრთხილით უნდა გამოიყენონ (იხ. ფარმაკოდინამიური მახასიათებლები)

დამატებით, სიფრთხილეა საჭირო ტიკაგრელორის ბრადიკარდიის გამომწვევ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას. თუმცა, კლინიკურად მნიშვნელოვანი გვერდითი რეაქციები არ აღინიშნა PLATO კვლევაში ბრადიკარდიის გამომწვევ ერთ ან მეტ მედიკამენტთან ერთად მიღებისას (მაგ. 96% ბეტა-ბლოკერები, 33% კალციუმის არხების ბლოკერები დილთაიზემი და ვერაპამილი, 4% დიგოქსინი) (იხ. ურთიერთქმედება სხვა სამედიცინო პროდუქტებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები)

PLATO -ში ჰოლტერით ქვე-კვლევისას ტიკაგრელორის მიღებისას უფრო მეტ პაციენტს აღენიშნებოდა 3 სეკუნდზე მეტი ვენტრიკულური პაუზა, ვიდრე კლოპიდოგრელის გამოყენებისას ACS-ს მწვავე ფაზაში. ჰოლტერით აღმოჩენილი ვენტრიკულური პაუზების ზრდა უფრო მაღალი იყო გულის ქრონიკული უკმარისობით (გიდ) დაავადებულ პაციენტებში, ვიდრე კვლევის საერთო პოპულაციაში ACS-ს მწვავე ფაზისას, მაგრამ, არა ტიკაგრელორის ერთი თვის განმავლობაში მიღებისას, ან კლოპიდოგრელთან შედარებით. პაციენტების ამ პოპულაციის დისბალანსთან დაკავშირებით არ აღინიშნა გვერდითი კლინიკური შედეგები (სინკოპეს და პეისმეიკერის ჩადგმის ჩათვლით) (იხ. ფარმაკოდინამიური მახასიათებლები)

პოსტმარკეტინგულ პირობებში პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ტიკაგრელორს, აღწერილია ბრადიარითმული მოვლენები და AV ბლოკადა (იხ. „არასასურველი ეფექტები“), ძირითადად პაციენტებში ACS-ით, რომელთა შემთხვევაშიც გულის იშემიას და თანმხლებ მედიკამენტებს, რომლებიც ამცირებენ გულისცემას ან გავლენას ახდენენ გულის გამტარობაზე, შეუძლიათ ზემოქმედების მოხდენა. პაციენტის კლინიკური მდგომარეობა და თანმხლები მედიკამენტები უნდა შეფასდეს, როგორც პოტენციური მიზეზები მკურნალობის კორექტირებამდე.

დისპნოე

პაციენტებში, რომლებიც ტიკაგრელორს იღებდნენ, აღწერილი იყო დისპნოე. დისპნოე ჩვეულებრივ მსუბუქი ან საშუალო ინტენსივობისაა და ხშირად ქრება მკურნალობის მოხსნის საჭიროების გარეშე. პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ასთმა/ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ), შეიძლება მომატებული იყოს ტიკაგრელორის გამოყენებისას დისპნოეს განვითარების აბსოლუტური რისკი. ტიკაგრელორი სიფრთხილით უნდა გამოიყენონ პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ ასთმა და/ან ფქოდ. მექანიზმი დადგენილი არ არის. თუ პაციენტი აღნიშნავს ახალ, გახანგრძლივებულ ან გაუარესებულ დისპნოეს, ეს მოვლენა სრულად უნდა შეფასდეს და აუტანლობის შემთხვევაში ტიკაგრელორით მკურნალობა უნდა შეწყდეს. დამატებით დეტალები იხ. პარაგრაფში არასასურველი ეფექტები.

ცენტრალური ძილის აპნოე

პოსტ-მარკეტინგულ პერიოდში აღწერილია ცენტრალური ძილის აპნოე, მათ შორის ჩეინ-სტოკსის სუნთქვის შემთხვევები პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ტიკაგრელორს. თუ არსებობს ეჭვი ცენტრალური ძილის აპნოეს შესახებ, უნდა განიხილებოდეს შემდგომი კლინიკური შეფასება.

კრეატინინის მომატება

ტიკაგრელორით მკურნალობისას შეიძლება მოიმატოს კრეატინინის დონემ. მექანიზმი დადგენილი არ არის. თირკმლის ფუნქციის შემოწმება უნდა მოხდეს რუტინული სამედიცინო პრაქტიკის შესაბამისად. ACS დაავადებულ პაციენტებში რეკომენდებულია თირკმლის ფუნქციის შემოწმება ტიკაგრელორით მკურნალობის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ 75 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებს, თირკმლის საშუალო/მწვავე უკმარისობით დაავადებულ პირებს და იმ პაციენტებს რომლებიც ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკერებით (ARB) მკურნალობენ.

შარდის მჟავას მომატება

ტიკაგრლორით მკურნალობისას შეიძლება განვითარდეს ჰიპერურიკემია (იხ. არასასურველი ეფექტები). სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ ჰიპერურიკემია ან ნიკრისის ქარით გამოწვეულo ართრიტი. უსაფრთხოების გამო ტიკაგრელორის გამოყენება უკუნაჩვენებია შარდის მჟავას ნეფროპათიით დაავადებულ პაციენტებში.

თრომბოზური თრომბოციტოპენიური პურპურა (TTP)

თრომბოზური თრომბოციტოპენიური პურპურა (TTP) ძალიან იშვიათად არის აღწერილი ტიკაგრელორის გამოყენებისას. ხასიათდება თრომბოციტოპენიით და მიკროანგიოპათიური ჰემოლიზური ანემიით, რაც დაკავშირებულია ნევროლოგიურ აღმოჩენებთან, თირკმლის დისფუნქციასთან ან ცხელებასთნ. TTP პოტენციურად ფატალური მდგომარეობაა და საჭიროებს შესაბამის მკურნალობას პლაზმაფერეზის ჩათვლით.

დაბრკოლება თრომბოციტების ფუნქციის ტესტებში ჰეპარინით ინდუცირებული თრომბოციტოპენიის (HIT) დიაგნოსტიკისთვის

ჰეპარინით ინდუცირებულ თრომბოციტების აქტივაციის (HIPA) ტესტში, რომელიც გამოიყენება HIT დიაგნოსტიკისთვის, თრომბოციტების საწინააღმდეგო ფაქტორი 4/ჰეპარინის ანტისხეულები პაციენტის შრატში ააქტიურებენ ჯანმრთელი დონორების თრომბოციტებს ჰეპარინის არსებობის დროს.

ცრუ უარყოფითი შედეგები თრომბოციტების ფუნქციის ტესტში (მოიცავს მაგრამ შეიძლება არ შემოიფარგლებოდეს HIPA ტესტით) HIT-სთვის აღწერილია პაციენტებში, რომლებმაც მიიღეს ტიკაგრელორი.

ეს უკავშირდება ჯანმრთელი დონორის თრომბოციტებზე P2Y12-რეცეპტორის ინჰიბირებას ტიკაგრელორით ჩატარებულ ტესტში პაციენტის შრატში/პლაზმაში. ინფორმაცია თანმხლებ მკურნალობაზე ტიკაგრელორით საჭიროა HIT თრომბოციტების ფუნქციის ტესტების ინტერპრეტაციისთვის.

პაციენტებში, ვისაც განუვითარდათ HIT, უნდა შეფასდეს ტიკაგრელორით უწყვეტი მკურნალობის სარგებელი-რისკი, HIT-ის პროთრომბოზული მდგომარეობის გათვალისწინებით და ასევე სისხლდენის მომატებული რისკის გათვალისწინებით ანტიკოაგულანტებით და ტიკაგრელორით ერთდროული მკურნალობისას.

სხვა

იმ კავშირის საფუძველზე, რომელიც აღინიშნა PLATO-ში ASA შემანარჩუნებელ დოზას და ტიკაგრელორის ეფექტურობას შორის კლოპიდოგრელთან შედარებით, ტიკაგრელორის და ASA მაღალი შემანარჩუნებელი დოზის (>300მგ) ერთად გამოყენება რეკომენდებული არ არის (იხ. ფარმაკოდინამიური მახასიათებლები)

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ტიკაგრელორი ძირითადად არის CYP3A4 სუბსტრატი და CYP3A4-ს მსუბუქი ინჰიბიტორი. ტიკაგრელორი აგრეთვე არის P-გლიკოპროტეინის (P-gp) სუბსტრატი და P-gp სუსტი ინჰიბიტორი, შეიძლება გაზარდოს P-gp სუბსტრატების ექსპოზიცია.

ტიკაგრელორზე სამედიცინო და სხვა პროდუქტების ეფექტი

CYP3A4 ინჰიბიტორები

CYP3A4 ძლიერი ინჰიბიტორები – კეტოკონაზოლის ტიკაგრელორთან ერთად გამოყენებისას ტიკაგრელორის Cmax და AUC 2.4-და 7.3-პუნქტით იზრდებოდა. აქტიური მეტაბოლიტის Cmax და AUC შემცირდა 89 და 56%-ით. მოსალოდნელია CYP3A4 სხვა ძლიერი ინჰიბიტორების (კლარიტრომიცინი, ნეფაზოდონი, რიტონავირი და ატაზანავირი) მსგასი ეფექტი და აქედან გამომდინარე ტიკაგრელორთან ერთად მათი გამოყენება უკუნაჩვენებია (იხ. უკუჩვენება და განსაკუთრებული გაფრთხილებები).

CYP3A4 საშუალო ინჰიბიტორები – დილთიაზემის ტიკაგრელორთან ერთად გამოყენებისას ტიკაგრელორის Cmax 69% და AUC 2.7-პუნქტით გაიზარდა, აქტიური მეტაბოლიტის Cmax 38% -ით შემცირდა და AUC უცვლელი დარჩა. პლაზმაში დილთიაზემის დონეზე ტიკაგრელორის ეფექტი არ აღინიშნა. მოსალოდნელია CYP3A4 სხვა საშუალო ინჰიბიტორების (მაგ. ამპრენავირი, აპრეპიტანტი, ერითრომიცინი და ფლუკონაზოლი) მსგავსი ეფექტი და მათი გამოყენება აგრეთვე შეიძლება ტიკაგრელორთან ერთად.

გრეიპფრუტის წვენის ყოველდღიურად დიდი რაოდენობით მოხმარებისას (3X200მლ) აღინიშნა ტიკაგრელორის ექსპოზიციის 2 პუნქტით ზრდა. პაციენტების უმრავლესობისთვის ექსპოზიციის ზრდის ეს მაგნიტუდა კლინიკურად მნიშვნელოვანი არ არის.

CYP3A ინდუქტორები

ტიკაგრელორთან ერთად რიფამპიცინის გამოყენებისას ტიკაგრელორის Cmax და AUC 73% და 86%-ით შემცირდა. აქტიური მეტაბოლიტის Cmax უცვლელი დარჩა, AUC დაქვეითდა 46%-ით. მოსალოდნელია რომ CYP3A სხვა ინდუქტორები (მაგ. ფენიტოინი, კარბამაზეპინი და ფენობარბიტალი) აგრეთვე დააქვეითებს ტიკაგრელორის ექსპოზიციას. ტიკაგრელორის CYP3A-ს ძლიერ ინდუქტორებთან ერთად გამოყენებისას შეიძლება დაქვეითდეს მისი ექსპოზიცია და ეფექტურობა, აქედან გამომდინარე მათი ერთად მიღება რეკომენდებული არ არის.

ციკლოსპორინი (P-gp და CYP3A ინჰიბიტორი)

ციკლოსპირინის (600მგ) ტიკაგრელორთან ერთად მიღებისას ტიკაგრელორის Cmax და AUC 2.3-და 2.8-პუნქტით გაიზარდა. აქტიური მეტაბოლიტის AUC გაიზარდა 32%-ით, Cmax შემცირდა 15%-ით.

არ არსებობს მონაცემები ტიკაგრელორის სხვა აქტიურ ნივთიერებებთან ერთად მიღების შესახებ, რომლებიც აგრეთვე არიან P-gp ძლიერი ინჰიბიტორები და CYP3A4 საშუალო ინჰიბიტორები (მაგ. ვერაპამილი, ქინიდინი) და აგრეთვე შეუძლიათ გაზარდონ ტიკაგრელორის ექსპოზიცია. თუ კავშირის აცილება შეუძლებელია, მათი ერთობლივად გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით (იხ. განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას).

სხვა

კლინიკური ფარმაკოლოგიის ურთერთქმედების კვლევევბმა აჩვენა რომ ტიკაგრელორის და ჰეპარინის, ენოქსაპარინის და ASA ან დესმოპრესინის ერთად გამოყენებას არ ქონდა ეფექტი ტიკაგრელორის ან აქტიური მეტაბოლიტების ფარმაკოკინეტიკაზე და ADP-გამოწვეულ თრომბოციტების აგრეგაციაზე მხოლოდ ტიკაგრელორის გამოყენებასთან შედარებით. კლინიკური ჩვენების შემთხვევაში ტიკაგრელორთან ერთად სიფრთხილით უნდა გამოიყენონ ჰემოსტაზზე მოქმედი სამედიცინო პროდუქტები.

ACS დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც მორფით მკურნალობდნენ, აღინიშნა ორალური P2Y12 ინჰიბიტორების, ტიკაგრელორის და მისი აქტიური მეტაბოლიტის ჩათვლით, ექსპოზიციის გახანგრძლივება და დაქვეითება (ტიკაგრელორის ექსპოზიციის 35% შემცირება). ეს ურთიერთქმედება შეიძლება დაკავშირებული იყოს გასტროინტესტინური მობილობის შემცირებასთან და შეიძლება ეხებოდეს სხვა ოპიოიდებსაც. კლინიკური მნიშვნელობა უცნობია, მაგრამ მონაცემები აჩვენებს ტიკაგრელორის შემცირებულ ეფექტურობას, ტიკაგრელორის და მორფინის ერთად გამოყენებისას ACS მქონე პაციენტებში, რომლებშიც მორფინის გამოყენების გადადება არ შეიძლება და კრიტიკულია P2Y12 -ს სწრაფი ინჰიბირების საჭიროება, შეიძლება გაითვალისწინონ პარენტერალური P2Y12 ინჰიბიტორის გამოყენება.

ტიკაგრელორის ეფექტები სხვა სამედიცინო პროდუქტებზე

სამედიცინო პროდუქტები, რომლებიც CYP3A4-თ მეტაბოლიზდება

სიმვასტატინი – ტიკაგრელორის სიმვასტატინთნ ერთდ მიღებისას სიმვასტატინის Cmax 81% და AUC 56%-ით გაიზარდა, სიმვასტატინის მჟავას Cmax 64% და AUC 52%-თ გაიზარდა, ზოგიერთ ინდივიდში 2-3 პუნქტით. ტიკაგრელორის სიმვასტატინის 40მგ-ზე მაღალ სადღეღამისო დოზასთან ერთად მიღებამ შეიძლება გამოწვიოს სიმვასტატინის გვერდითი რეაქციები და უნდა შეადარონ პოტენციურ სარგებელს. პლაზმაში ტიკაგრელორის დონეზე არ აღინიშნა სიმვასტატინის ეფექტი. ტიკაგრელორს შეიძლება მსგავსი ეფექტი ქონდეს ლოვასტატინზე. ტიკაგრელორის და სიმვასტატინის ან ლოვსტატინის დღე-ღამეში 40მგ-ზე მეტი დოზის ერთად მიღება რეკომენდებული არ არის.

ატორვასტატინი - ატორვასტატინის და ტიკაგრელორის მიღებისას ატორვასტატინის მჟავას Cmax 23% და AUC 36%-ით გაიზარდა. AUC და Cmax მსგავსი ზრდა აღინიშნა ატორვასტატინის მჟავას ყველა მეტაბოლიტისთვის. ზრდა კლინიკურად მნიშვნელოვანი არ არის.

არ შეიძლება გამოირიცხოს სხვა შტამებზე მსგავსი ეფექტი, რომლებიც CYP3A4თი PLATO -ში პაციენტებმა რომლებიც ტიკაგრელორს იღებდნენ მიიღეს სხვადასხვა შტამები, ეჭვი არ გაჩენილა სტატინების უსაფრთხოებაზე PLATO-ს კონტინგენტის 93%-ში, რომლებიც ამ სამედიცინო პროდუქტს იღებდნენ.

ტიკაგრელორი არის CYP3A4 -ს მსუბუქი ინჰიბიტორი. ტიკაგრელორის და ვიწრო თერაპიული ინდექსის მქონე CYP3A4 სუბსტრატების ერთად გამოყენება (მაგ. ციზაპრიდი ან ერგოტის ალკალოიდები) რეკომენდებული არ არის, რადგან ტიკაგრელორი ზრდის ამ სამედიცინო პროდუქტების ექსპოზიციას.

P-gp სუბსტრატები (დიგოქსინის, ციკლოსპორინის ჩათვლით)

ტიკაგრელორის გამოყენებისას დიგოქსინის Cmax 75% და AUC 28%-ით გაიზარდა. დიგოქსინის საშუალო დონე 30%-ით გაიზარდა ტიკაგრელორთან ერთად გამოყენებისას ზოგიერთ ინდივიდში, მაქიმალური ზრდა შეადგენდა 2 პუნქტს. დიგოქსინის გამოყენებისას ტიკაგრელორის და მისი აქტიური მეტაბოლიტების Cmax და AUC არ შეიცვალა. აქედან გამომდინარე ტიკაგრელორთან ერთად ვიწრო თერაპიული ინდექსის მქონე P-gp დამოკიდებული სამედიცინო პროდუქტების გამოყენებისას რეკომენდებულია შესაბამისი კლინიკური და/ან ლაბორატორიული მონიტორინგი.

სისხლში ციკლოსპორინის დონეზე არ აღინიშნა ტიკაგრელორის ეფექტი. ტიკაგრელორის ეფექტი P-gp სხვა სუბსტრატებზე შესწავლილი არ არის.

სამედიცინო პროდუქტები, რომლებიც CYP2C9-თი მეტაბოლიზდება

ტიკაგრელორის ტოლბუტამიდთან ერთად გამოყენებამ არ გამოიწვია პლაზმაში რომელიმე სამედიცინო პროდუქტის დონის ცვლილება, რაც მიუთითებს რომ ტიკაგრელორი არ არის CYP2C9 ინჰიბიტორი და ნაკლებად სავარაუდოა ისეთი მედიკამენტების CYP2C9-თი მედიატირებულ მეტაბოლიზმზე მოქმედება, როგორიცაა ვარფარინი და ტოლბუტამიდი.

როზუვასტატინი (BCRP სუბსტრატი)

ნაჩვენებია, რომ ტიკაგრელორი ზრდის როზუვასტატინის Cmax-ს დაახლოებით 2,5-ჯერ, ხოლო AUC-ს — დაახლოებით 2,4-ჯერ, , რამაც შეიძლება გამოიწვიოს მიოპათიის, მათ შორის რაბდომიოლიზის განვითარების რისკი. გასათვალისწინებელია როზუვასტატინის გამოყენებით მიღებული ძირითადი კარდიოვასკულური მოვლენების პრევენციის სარგებელი როზუვასტატინის პლაზმური კონცენტრაციის გაზრდილ რისკთან შედარებით

ორალური კონტრაცეპტივები

ტიკაგრელორის, ლევონორგესტრელის და ეთინილ ესტრადიოლის გამოყენებისას ეთინილ ესტრადიოლის ექსპოზიცია დაახლეობით 20%-ით გაიზარდა მაგრამ არ შეიცვალა ლევონორგესტრელის ფარმაკოკინეტიკა. ორალურ კონტრაცეპტივებზე კლინიკურად მნიშვნელოვანი ეფექტი მოსალოდნელი არ არის ლევონორგესტრელის, ეთინილ ესტრადიოლის და ტიკაგრელორის ერთად გამოყენებისას.

ბრადიკარდიის გამომწვევი სამედიცინო პროდუქტები

უპირატესად ასიმპტომური ვენტრიკულური პაუზების და ბრადიკარდიის გამო სიფრთხილეა საჭირო ტიკაგრელორის ბრადიკარდიის გამომწვევ სამედიცინო პროდუქტებთან ერთად გამოყენებისას (იხ. განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას) თუმცა კლინიკურად მნიშვნელოვანი გვერდითი რეაქციები არ აღნიშნა PLATO კვლევაში ბრადიკარდიის გამომწვევ ერთ ან მეტ სამედიცინო პროდუქტთან ერთად მიღებისას (მაგ. 96% ბეტა ბლოკერები, 33% კალციუმის არხების ბლოკერები დილთიაზემი და ვერაპამილი და 4% დიგოქსინი).

სხვა თანმხლები თერაპია

კლინიკურ კვლევებში ტიკაგრელორის გამოყენება ხდებოდა ASA, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებთან, სტატინებთან, ბეტა-ბლოკერებთან, ანგიოტენზინის გარდამქმნელი ენზიმის (ACE) ინჰიბიტორებთან და ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკერების ინჰიბიტორებთან ერთად საჭიროებისამებრ ხანგრძლივი დროით, ასევე მას იყენებდნენ ჰეპარინთან, დაბალი მოლეკულური წონის ჰეპარინთან და ინტრავენურ GpIIb/IIIa ინჰიბიტორებთან ერთად ხანმოკლე დროით (იხ. ფარმაკოდინამიური მახასიათებლები). ამ სამედიცინო პროდუქტებთან კლინიკურად მნიშვნელოვანი გვერდითი ურთიერთქმედების მტკიცებულება არ აღინიშნა.

ტიკაგრელორის ჰეპარინთან, ენოქსაპარინთან ან დესმოპრესინთან ერთად გამოყენებისას არ აღინიშნა ეფექტი აქტივირებულ ნაწილობრივ თრომბოპლასტინის დროზე (aPTT), აქტივირებულ კოაგულაციურ დროზე (ACT) ან Xa ფაქტორის შეფასებებზე. თუმცა პოტენციური ფარმაკოდინამიური ურთირთქმედების გამო სიფრთხილეა საჭირო ტიკაგრელორის და ჰომეოსტაზზე მოქმედი პრეპარატების ერთად გამოყენებისას.

კანიდან სისხლდენის ანომალიების გამო SSRIs-ს გამოყენების დროს (მაგ. პაროქსეტინი, სერტრალინი და ციტალოპრამი) სიფრთხილეა საჭირო SSRIs -ს ტიკაგრელორთან ერთად გამოყენებისას რადგან ამან შეიძლება გაზარდოს სისხლდენის რისკი.

ორსულობა და ძუძუთი კვება

შვილოსნობის უნარის მქონე ქალები

ტიკაგრელორით თერაპიის დროს შვილოსნობის უნარის მქონე ქალებმა ორსულობის თავიდან ასაცილებლად უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის შესაბამისი მეთოდები.

ორსულობა

ორსულ ქალებში არ არსებობს ან არსებობს შეზღუდული მონაცემები ტიკაგრელორის გამოყენების შესახებ. ცხოველების კვლევებმა გამოავლინა რეპროდუქციული ტოქსიურობა (იხ. კლინიკამდელი უსაფრთხოების მონაცემები). ორსულობის დროს ტიკაგრელორის გამოყენება რეკომენდებული არ არის.

ძუძუთი კვება

ცხოველებში ხელმისაწვდომმა ფარმაკოდინამიურმა/ტოქსიკოლოგიურმა მონაცემებმა აჩვენა ტიკაგრელორის და მისი აქტიური მეტაბოლიტების რძეში გამოყოფა (იხ.კლინიკამდელი უსაფრთხოების მონაცემები). არ შეიძლება ახალშობილებისთვის რისკის გამორიცხვა. გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული ძუძუთი კვების შეწყვეტის ან ტიკაგრელორით თერაპიის შეწყვეტის/შეჩერების შესახებ, ასევე უნდა გაითვალისწინონ ბავშვისთვის ძუძუთი კვების და დედისთვის თერაპიის სარგებელი.

ფერტილობა

ტიკაგრელორს ეფექტი არ ქონდა მამრების ან მდედრების ფერტილობაზე ცხოველებში (იხ.კლინიკამდელი უსაფრთხოების მონაცემები).

ეფექტი ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე

ტიკაგრელორი არ მოქმედებს ან უმნიშვნელო გავლენას ახდენს ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე. ტიკაგრელორით მკურნალობის დროს შეიძლება აღინიშნოს თავბრუსხვევა და კონფუზია. აქედან გამომდინარე პაციენტები, რომლებსაც ეს სიმპტომები აღენიშნებათ ფრთხილად უნდა იყვნენ ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენებისას.

გვერდითი მოვლენები

უსაფრთხოების პროფილის შეჯამება

ტიკაგრელორის უსაფრთხოების პროფილი შეფასდა ორ დიდ 3 ფაზიან გამოსავლის კვლევაში (PLATO და PEGASUS) რომლებშიც ჩართული იყო 39,000-ზდე მეტი პაციენტი (იხ. ფარმაკოდინამიური მახასიათებლები)

PLATO-ში პაციენტებში, რომლებიც ტიკაგრელორს იღებდნენ უფრო ხშირი იყო პრეპარატის მოხსნა გვერდითი მოვლენების გამო ვიდრე კლოპიდოგრელის გამოყენებისას (7.4% vs. 5.4%). PEGASUS-ში პაციენტებში, რომლებიც ტიკაგრელორს იღებდნენ უფრო ხშირი იყო პრეპარატის მოხსნა გვერდითი მოვლენების გამო მხოლოდ ASA თერაპიასთან შედარებით (16.1% 60მგ ტიკაგრელორისთვის - ASA -სvs. 8.5% მხოლოდ ASA თერაპიისთვის). პაციენტებში, რომლებიც ტიკაგრელორს იღებდნენ ყველაზე ხშირად აღწერილი გვერდითი მოვლენები იყო სისხლდენა და დისპნოე (იხ. განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისთვის)

გვერდითი რეაქციების ჩამონათვალი ცხრილში

შემდეგი გვერდითი რეაქციები იდენტიფიცირებულია კვლევების შემდეგ ან აღწერილია ტიკაგრელორის პოსტ-მარკეტინგულ კლინიკურ გამოცდილებაში (ცხრილი 1).

გვერდითი რეაქციები ჩამოთვლილია MedDRA ორგანოთა სისტემის კლასის (SOC) მიხედვით. ყოველი SOC-ისთვის გვერდითი რეაქციები დახარისხებულია სიხშირის მიხედვით. სიხშირის კატეგორიები განსაზღვრულია შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100 - 1/10), ნაკლებად ხშირი (≥1/1,000 - 1/100), იშვიათი (≥1/10,000 - 1/1,000), ძალიან იშვიათი (<1/10,000), უცნობია (დადგენა შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით).

ცხრილი 1 – გვერდითი რეაქციების სიხშირე ორგანოთა სისტემის კლასის (SOC) მიხედვით

SOC

ძალიან ხშირი

ხშირი

ნაკლებად ხშირი

უცნობია

კეთილთვისებიანი, ავთვისებიანი და არასპეციფიური ნეოპლაზიები (ცისტების და პოლიპების ჩათვლით)

სიმსივნიდან სისხლდენაა

სისხლის და ლიმფური სისტემის დარღვევები

სისხლის დარღვევებიბ

თრომბოზული თრომბოციტოპენიური პურპურაგ

იმუნური სისტემა

მომატებული მგრძნობელობა ანგიოედემის ჩათვლითგ

მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები

ჰიპერურიკემიად

ნიკრისის ქარი/ნიკრისის ქარით გამოწვეული ართრიტი

ფსიქიატრული დარღვევები

კონფუზია

ნერვული სისტემის დარღვევები

თავბრუსხვევა, სინკოპე, თავის ტკივილი

ინტრაკრანიალური ჰემორაგია

თვალის დარღვევები

თვალში ჰემორაგიაე

ყურის და ლაბირინთის დარღვევები

ვერტიგო

ყურის ჰემორაგია

დარღვევები გულის მხრივ

ბრადიარითმია,

AV ბლოკადაგ

ვასკულური დარღვეევბი

ჰიპოტენზია

რესპირატორული, თორაკალური და შუასაყრის დარღვევები

დისპნოე

რესპირატორული სისტემიდან სისხდლენავ

გასტროინტესტინური დარღვევები

გასტროინტესტინური ჰემორაგიაზ

დიარეა, გულისრევა, დისპეფსია, ყაბზობა

რეტროპერიტონეალური ჰემორაგია

კანის და კანქვეშა ქსოვილში დარღვევები

კანქვეშ ან დერმული სისხლდენა, გამონაყარი, ქავილი

ძვალ-კუნთოვანი შემაერთებელი ქსოვილის და ძვლის დარღვევები

კუნთებიდან სისხლდენათ

თირკმლის და შარდის დარღვევები

საშარდე ტრაქტიდან სისხლდენაი

რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლის დარღვევები

რეპროდუქციული სისტემიდან სისხლდენაკ

გამოკვლევები

სისხლში კრეატინინის მომატებად

დაზიანება, მოწამვლა და პროცედურული გართულებები

პროცედურის შემდგომი ჰემორაგია, ტრავმული სისხლდენალ

ა. მაგ. სისხლდენა შარდის ბუშტის კიბოდან, კუჭის კიბოდან, მსხვილი ნაწლავის კიბოდან

ბ მაგ. სისხლჩაქცევების მომატებული ტენდენცია, სპონტანური ჰემატომა, ჰემორაგიული დიათეზი

გ იდენტიფიცირებულია პოსტ-მარკეტინგული გამოცდილებიდან

დ სიხშირე მიღებულია ლაბორატორიული დაკვირვებებით (შარდის მჟავას მომატება >ნორმის ზედა ზღვარზე საბაზისოს ნორმალური მაჩვენებლის შეთხვევაში. რეატინინის მომატება საბაზისო დონიდან>50%-ით), აღწერილი არ არის დაუმუშავებელი გვერდითი მოვლენების სიხშირე

ე მაგ. კონუქტივალური, რეტინული, ონტაროკულარული სისხლდენა

ვ მაგ. ეპისტაქსისი, ჰემოპტოზი

ზ მაგ. ღრძილებიდან სისხლდენა, რექტალური ჰემორაგია, კუჭის წყლულიდან ჰემორაგია

თ მაგ. ეკქიმოზი, კანის ჰემორაგია, პეტექიები

ი მაგ. ჰამართროზი, კუნთების ჰემორაგია

კ მაგ. ჰემატურია, ჰემორაგიული ცისტიტი

ლ მაგ. ვაგინალური ჰემორაგია, ჰემატოსპერმია, პოსტმენოპაუზური ჰემორაგია

მ მაგ. კონტუზია, ტრავმული ჰემატომა, ტრავმული ჰემორაგია

ნ მაგ. სპონტანური, პროცედურასთან დაკავშირებული ან ტრავმული ინტრაკრანიალური ჰემორაგია

შერჩეული გვერდითი რეაქციების აღწერა

სისხლდენა

PLATO-ში აღნიშნული სისხლდენა

სისხლდენის საერთო გამოსავალი და სიხშირე PLATO კვლევაში ნაჩვენებია მე-2 ცხრილში.

ცრხილი 2 – სისხლდენის საერთო მოვლენების ანალიზი, კაპლან მეიერის შეფასება 12 თვის შემდეგ (PLATO)

ბრილინტა

(%/წელიწადში)

N=9235

კლოპიდოგრელი

(%/წელიწადში)

N=9186

p-მნიშვნელობა

PLATO საერთო მასშტაბური

  • 6
  • 2
  • 4336

PLATO მასშტაბური ფატალური/სიცოცხლისთვის სახიფათო

  • 8
  • 8
  • 6988

არაCABG PLATO მასშტაბური

  • 5
  • 8
  • 0264

არა პროცედურული PLATO მასშტაბური

  • 1
  • 3
  • 0058

PLATO საერთო მასშტაბური + მცირე

  • 1
  • 6
  • 0084

არა პროცედურული PLATO მასშტაბური+მცირე

  • 9
  • 3
  • 0001

TIMI-განსაზღვრული მასშტაბური

  • 9
  • 7
  • 5669

TIMI-განსაზღვრული მასშტაბური+მცირე

  • 4
  • 9
  • 3272

სისხლდენის კატეგორიების განსაზღვრებები

მასშტაბური ფატალური/სიცოცხლისთვის სახიფათო სისხლდენა: კლინიკურად აშკარაა ჰემოგლობინის >50გ/დლ დაქვეითებით ან ≥4 წითელი უჯრედების ერთეულის ტრანფუზიით; ან ფატალური: ან ინტრაკრანიალური ; ან ინტრაპერიკარდიული გულის ტამპონადით ან ჰიპოვოლემიურ შოკით ან მწვავე ჰიპოტენზიით რაც საჭიროებს პრესორების გამოყენებას ან ოპერაციას.

მასშტაბური სხვა: კლინიკურად აშკარაა ჰემოგლობინის 30-50გ/დლ დაქვეითება ან წითელი უჯრედების 2-3 ერთეულის ტრანსფუზია; ან მნიშვნელოვანი ქმედუუნარობა

მცირე სისხლდენა: შეჩერებისთვის საჭიროებს სამედიცინო ჩარევას ან სისხლდენის მკურნალობას.

TIMI მასშტაბური სისხლდენა: კლინიკურად აშკარაა ჰემოგლობინის >50გ/დკ დაქვეითება ან ინტრაკრანიალური ჰემორაგია.

TIMI მცირე სისხლდენა: კლინიკურად აშკარაა ჰემოგლობინის 0-50გ/დლ დაქვეითება.

  • p-მნიშვნელობა გამოთვლილია Cox პროპორციული საფრთხის მოდელით მკურნალობის ჯგუფებში როგორც ერთადერთი განმარტებითი ცვლადი.

ტიკაგრელორი და კლოპიდოგრელი სიხშირით არ განსხვავდებოდა PLATO მასშტაბური ფატალური/სიცოცხლისთვის სახიფათო, PLATO ტოტალური მასშტაბური სისხლდენის ან TIMI მცირე სისხლდენის (ცხრილი 2) მხრივ. თუმცა უფრო მეტი PLATO კომბინირებული მასშტაბური_მცირე სისხლდენა განვითარდა ტიკაგრელორის გამოყენებისას კლოპიდოგრელთან შედარებით. PLATO-ში უფრო ნაკლებ პაციენტს აღენიშნებოდა ფატალური სისხლდენა 20 (0.2%) ტიკაგრელორისთვის და 23 (0.3%) კლოპიდოგრელისთვის (იხ. განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას)

ასაკი, სქესი, წონა, რასა, გეოგრაფიული რეგიონი, კონკურენტული მდგომარეობა, თანმხლები თერაპია და ანამნეზი ინსულტის ან ტრანზიტორული იშემიური შეტევის ჩათვლით არ წინასწარმეტყველებდა საერთო ან არა-პროცედურულ PLATO მასშტაბურ სისხლდენას. აქედან გამომდინარე სისხლდენის სუბერთეულის რისკად გარკვეული ჯგუფი იდენტიფიცირებული არ იყო.

CABG-დაკავშირებული სისხლდენა:

PLATO-ში 1584 პაციენტიდან 42%-ს (კოჰორტის 12%) რომლებსაც ჩაუტარდათ კორონარული არტერიების შუნტირება (CABG) აღენიშნებოდა PLATO მასშტაბური ფატალური/სიცოცხლისთვის სახიფათო სისხლდენა, მკურნალობის ჯგუფებს შორის განსხვავების გარეშე. ფატალური CABG სისხლდენა აღინიშნა ყოველი მკურნალობის ჯგუფში 6 პაციენტში (იხ. განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისთვის)

არა-CABG დაკავშირებული და არა-პროცედურული სისხლდენა:

ტიკაგრელორი და კლოპიდოგრელი არ განსხვავდებოდა არა- CABG PLATO-განსაზღვრულ მასშტაბურ ფატალური/სიცოცხლისთვის სახიფათო სისხლდენას შორის, მაგრამ PLATO-განსაზღვრული ტოტალური მასშტაბური, TIMI მასშტაბური და TIMI მასშტაბური+მცირე სისხლდენა უფრო ხშირი იყო ტიკაგრელორის გამოყენებისას. მსგავსად, პროცედურებთან დაკავშირებული სისხლდენის მოშორებისას უფრო მეტი სისხლდენა ვითარდებოდა ტიკაგრელორის გამოყენებისას კლოპიდოგრელთან შედარებით (ცხრილი 2). მკურნალობის შეწყვეტა არა-პროცედურული სისხლდენის გამო უფრო ხშირი იყო ტიკაგრელორის (2.9%) ვიდრე კლოპიდოგრელის (1.2%; p<0.001) გამოყენებისას.

ინტრაკრანიალური სისხლდენა:

ტიკაგრელორის გამოყენებისას აღინიშნა უფრო მეტი არა პროცედურული სისხლდენა (n=27 სისხლდენა 26 პაციენტში 0.3%) ვიდრე კლოპიდოგრელის მიღებისას (n=14 სისხლდენა 0.2%), ტიკაგრელორის შემთხვევაში ფატალური იყო 11 ხოლო კლოპიდოგრელისას 1 შემთხვევა. საერთო ფატალურ სისხლდენებს შორის განსხვავება არ აღინიშნა.

სისხლდენა PEGASUS-ში

სისხლდენის მოვლენების საერთო გამოსავალი PEGASUS კვლევაში ნაჩვენებია ცხრილში.

ცხრილი 3 – სისხლდენის საერთო მოვლენების ანალიზი, კაპლან მეიერის შეფასება 36 თვის შემდეგ (PEGASUS)

ტიკაგრელორი 60მგ დღე-ღამეში ორჯერ

+ ASA N=6958

მხოლოდ ASA

N=6996

უსაფრთხოების საბოლოო წერტილები

KM%

Hazard Ratio (95% CI)

KM%

p-მნიშვნელობა

TIMI-განსაზღვრული სისხლდენის კატეგორიები

TIMI მასშტაბური

  • 3
  • 32

(1.68, 3.21)

  • 1

<0.0001

ფატალური

  • 3
  • 00

(0.44, 2.27)

  • 3
  • 0000

ICH

  • 6
  • 33

(0.77, 2.31)

  • 5
  • 3130

სხვა TIMI მასშტაბური

  • 6
  • 61

(2.31, 5.65)

  • 5

<0.0001

TIMI მასშტაბური ან მცირე

  • 4
  • 54

(1.93, 3.35)

  • 4

<0.0001

TIMI მასშტაბური ან მცირე ან რომელიც საჭიროებს სამედიცინო ყურადღება

  • 6
  • 64

(2.35, 2.97)

  • 0

<0.0001

PLATO-განსაზღვრული სისხლდენის კატეგორიები

PLATO მასშტაბური

  • 5
  • 57

(1.95, 3.37)

  • 4

<0.0001

ფატალური/ სიცოცხლისთვის სახიფათო

  • 4
  • 38

(1.73, 3.26)

  • 1

<0.0001

სხვა PLATO მასშტაბური

  • 1
  • 37

(1.95, 5.83)

  • 3

<0.0001

PLATO მასშტაბური ან მცირე

  • 2
  • 71

(2.40, 3.08)

  • 2

<0.0001

სისხლდენის კატეგორიების განმარტებები

TIMI მასშტაბური: ფატალური სისხლდენა ან ნებისმიერი ინტრაკრანიალური სისხლდენა ან ჰემორაგიის კლინიკურად ღია ნიშნები რომელიც დაკავშირებულია ჰემოგლობინის (Hgb) ≥50 გ/დლ დაქვეითებასთან ან როდესაც ხელმისაწვდომი არ არის, როდესაც აღინიშნება ჰემატოკრიტის (Hct) 15% დაქვეითება. ფატალური: სისხლდენა რომელმაც პირდაპირ გამოიწვია სიკვდილი 7 დღის განმავლობაში.

ICH: ინტრაკრანიალური ჰემორაგია

სხვაTIMI მასშტაბური: არა-ფატალური არა ICH TIMI მასშტაბური სისხლდენა

TIMI მცირე: კლინიკურად აშკარაა ჰემოგლობინის 30-50გ/დლ დაქვეითება.

TIMI რომელიც სამედიცინო ყურადღებას საჭიროებს: საჭიროებს ინტერვენციას ან იწვევს ჰოსპიტალიზაციას ან საჭიროებს შეფასებას.

PLATO მასშტაბური ფატალური/სიცოცხლისთვის სახიფათო; ფატალური სისხლდენა ან ნებისმიერი ინტრაკრანიალური სისხლდენა ან ინტრაპერიკარდიული სიხლდენა გულის ტამპონადით ან ჰიპოვოლემიური შოკი ან მწვავე ჰიპოტენზია რაც საჭიროებს პრესორების/ინოტროპული საშუალებების გამოყენებას ან ოპერაციას ან კლინიკურად აშკარაა ჰემოგლობინის <50გ/დლ დაქვეითება ან სისხლის წითელი უჯრედების ≥4 ერთეულის ტრანსფუზია.

PLATO მასშტაბური სხვა: განაპირობებს ქმედუნარიანობის მნიშვნელოვან დაქვეითებას ან კლინიკურად აშკარაა ჰემოგლობინის 30-50გ/დკ დაქვეითებით ან სისხლის წითელი უჯრედების 2-3 ერთეულის ტრანსფუზიით.

PLATO მცირე: საჭიროებს სამედიცინო ჩარევას შეჩერებისთვის ან სისხლდენის მკურნალობისთვის.

PEGASUS-ში, TIMI მასშტაბური სისხლდენა დღე-ღამეში ორჯერ 60მგ ტიკაგრელორის გამოყენებისას უფრო მაღალი იყო, ვიდრე მხოლოდ ASA -ს მიღებისას. სისხლდენის რისკის მომატება არ აღინიშნა ფატალური სისხლდენისთვის და მხოლოდ მცირედ გაიზარდა ინტრაკრანიალური ჰემორაგია მხოლოდ ASA თერაპიასთან შედარებით. კვლევაში აღინიშნა ფატალური სისხლდენის რამდენიმე მოვლენა, 11 (0.3%) 60მგ ტიკაგრელორის გამოყენებისას და 12 (0.3%) მხოლოდ ASA თერაპიისას. 60მგ ტიკაგრელორის გამოყენებისას TIMI მასშტაბური სისხლდენის რისკის ზრდა ძირითადად განპირობებული იყო TIMI მასშტაბური სისხლდენით რაც გამოწვეული იყო გასტროინტესტინურ SOC-ში აღნიშნული მოვლენებით.

სისხლდენის ზრდა TIMI მასშტაბურის მსგავსად აღინიშნა TIMI მასშტაბური ან მცირესთვის და PLATO მასშტაბური და PLATO მასშტაბური ან მცირე კატეგორიებისთვის (იხ. ცხრილი 3). მკურალობის შეწყვეტა სისხლდენის გამო უფრო ხშირი იყო 60მგ ტიკაგრელორის გამოყენებისას მხოლოდ ASA თერაპიასთან შედარებით (6.2% და 1.5%). ამ სისხლდენების უმრავლესობა იყო ნაკლები სიმწვავის (კლასიფიცირებული როგორც TIMI, რომელიც სამედიცინო ყურადღებას საჭიროებს) მაგ. ეპისტაქსისი, სისხლჩაქცევები და ჰემატომები.

60მგ ტიკაგრელორის სიხლდენის პროფილი შეთავსებადი იყო რამდენიმე წინასწარ განსაზღვრულ ქვე-ჯგუფში (მაგ. ასაკის, სქესის, წონის, რასის, გეოგრაფიული რეგიონის, თანხმლები მდგომარეობების, თანხმლები თერაპიის და ანამნეზის მიხედვით) TIMI მასშტაბური, TIMI მასშტაბური ან მცირე და PLATO მასშტაბური მოვლენებისთვის.

ინტრაკრანიალური სისხლდენა:

სპონტანური ICHs მსგავსი სიხშირით იყო აღწერილი 60მგ ტიკაგრელორის და მხოლოდ ASA თერაპიის დროს (n=13, 0.2% მკურნალობის ორივე ჯგუფში). ტრავმული და პროცედურული ICH მცირედ გაიზარდა 60მგ ტიკაგრელორის გამოყენებისას (n=15, 0.2%) მხოლოდ ASA თერაპიასთან შედარებით (n=10, 0.1%). 60მგ ტიკაგრელორის გამოყენებისას აღნიშნა ფატალური ICH-ს 6 ხოლო მხოლოდ ASA თერაპიისას 5 შემთხვევა. ინტრაკრანიალური სისხლდენის სიხშირე ორივე ჯგუფში დაბალი იყო გამოსაკვლევი პოპულაციის მნიშვნელოვანი თანმხლები დაავადებების და კვ რისკ ფაქტორების გათვალისწინებით.

დისპნოე

დისპნოე, სუნთქვის უკმარისობის შეგრძნება აღწერილია პაციენტებში, რომლებიც ტიკაგრელორით მკურნალობდნენ. PLATO-ში დისპნოეს გვერდითი მოვლენები (AEs) (დისპნოე, დისპნოე მოსვენების მდგომარეობაში, დისპნოე დატვირთვის დროს, პაროქსიზმული ღამის და ღამის დისპნოე) კომბინირებისას აღინიშნა ტიკაგრელორით ნამკურნალები პაციენტების დაახლოებით 13,8 ხოლო კლოპიდოგრელით ნამკურნალები პაციენტების 7.8%-ში. იმ პაციენტების 2.2%-ში რომლებიც ტიკაგრელორს იღებდნენ და იმ პირების 0,6%-ში რომლებიც კლოპიდოგრელით მკურნალობდნენ მკვლევარებმა დისპნოე უშუალოდ მკურნალობასთან დაკავშირებულად მიიჩნიეს PLATO კვლევაში და რამდენიმე იყო სერიოზული (0.14% ტიკაგრელორი; 0.02% კლოპიდოგრელი). დისპნოეს ყველაზე ხშირად აღწერილი სიმპტომები იყო მსუბუქი ან საშუალო ინტენსივობის, უმრავლესობა აღწერილი იყო როგორც ერთჯერადი ადრეული ეპიზოდი მკურნალობის დაწყების შემდეგ.

კლოპიდოგრელთან შედარებით ასთმა/ფქოდ-თი დაავადებულ პაციენტებში რომლებიც ტიკაგრელორს იღებენ შეიძლება მომატებული იყოს არა-სერიოზული დისპნოეს (3.29% ტიკაგრელორი versus 0.53% კლოპიდოგრელი) და სერიოზული დისპნოეს (0.38% ტიკაგრელორი versus 0.00% კლოპიდოგრელი) რისკი. აბსოლუტურ ვადებში რისკი უფრო მაღალი იყო, ვიდრე საერთო PLATO პოპულაციაში. ტიკაგრელორი სიფრთხილით უნდა გამოიყენონ პაციენტებში რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ ასთმა და/ან ფქოდ (იხ. განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას)

ეპიზოდების დაახლოებით 30% გაქრა 7 დღის განმავლობაში. PLATO მოიცავდა პაციენტებს, რომლებსაც დასაწყისში აღენიშნებოდათ გულის უკმარისობა, ფქოდ ან ასთმა; ამ პაციენტებში და ხანდაზმულებში უფრო მოსალოდნელი იყო დისპნოეს განვითარება. ტიკაგრელორისთვის პაციენტების 0,9%-მა გამოსაკვლევი პრეპარატის მიღება შეწყვიტა დისპნოეს გამო, კლოპიდოგრელისთვის იგივე მაჩვენებელი შეადგენდა 0.1%-ს. ტიკაგრელორის გამოყენებისას დისპნოეს უფრო მაღალი სიხშირე დაკავშირებული არ არის გულის ან ფილტვის ახალ დაავადებასთან ან უკვე არსებულის გაუარესებასთან (იხ. განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას) ტიკაგრელორი არ მოქმედებს ფილტვის ფუნქციურ ტესტებზე.

PEGASUS-ში პაციენტებში, რომლებიც 60მგ ტიკაგრელორს იღებდნენ დღე-ღამეში ორჯერ, დისპნოე აღინიშნა 14.2%-ზე მეტში, მხოლოდ ASA მიღებისას იგივე მაჩვენებელი 5.5%-ს შეადგენდა. როგორც PLATO-ში ყველაზე ხშირად აღწერილი დისპნოე იყო მსუბუქი ან საშუალო ინტენსივობის (იხ. განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას) პაციენტები რომლებშიც აღინიშნა დისპნოე იყვნენ უფრო ხანდაზმულები და დასაწყისში უფრო ხშირად აღენიშნებოდათ დისპნოე, ფქოდ ან ასთმა.

გამოკვლევები

შარდის მჟავას მომატება: PLATO-ში ტიკაგრელორის გამოყენებისას შარდის მჟავა ნორმის ზედა ზღვარზე მეტად გაიზარდა პაციენტების 22%-ში ხოლო კლოპიდოგრელის მიღებისას 13%-ში. PEGASUS-ში იგივე მაჩვენებლები იყო 9.1%, 8.8% და 5.5% 90მგ, 60მგ ტიკაგრელორის და პლაცებოსთვის. ტიკაგრელორის გამოყენებისას, შრატში შარდის მჟავას საშუალო დონე დაახლოებთ 15%-ით ხოლო კლოპიდოგრელის მიღებისას 7.5%-ით გაიზარდა, მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ დაახლოებით 7%-ით შემცირდა ტიკაგრელორის გამოყენებისას და არ დაქვეითდა კლოპიდოგრელის მიღებისას.

PEGASUS-ში შრატში შარდის მჟავას საშუალო დონის შექცევადი 6.3 და 5.6%-ით ზრდა აღინიშნა 90 და 60მგ ტიკაგრელორის გამოყენებისას და 1.5% ით დაქვეითდა პლაცებოს ჯგუფში. PLATO-ში ნიკრისის ქარით გამოწვეული ართრიტის სიხშირე იყო 0.2% ტიკაგრელორისთვის და 0.1% კლოპიდოგრელისთვის. PEGASUS-ში ნიკრისის ქარის/ნიკრისის ქარით გამოწვეული შესაბამისი რაოდენობა იყო 1.6%, 1.5% და 1.1% 90, 60მგ ტიკაგრელორისთვის და პლაცებოსთვის.

საეჭვო გვერდითი რეაქციების შეტყობინება

სამედიცინო პროდუქტის ლიცენზირების შემდეგ მნიშვნელოვანია საეჭვო გვერდით რეაქციების შეტყობინება. ეს იძლევა სამედიცინო პროდუქტის სარგებლის/რისკის მონიტორინგის გაგრძელების საშუალებას. ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალებს თხოვენ საეჭვო გვერდით რეაქციების შეტყობინებას.

ჭარბი დოზა

ტიკაგრელორი კარგად აიტანება 900მგ-მდე ერთჯერადი დოზით. გასტროინტესტინური ტოქსიურობა დოზის შემზღუდავი იყო ერთჯერადი დოზის ზრდის კვლევაში. სხვა კლინიკურად მნიშვნელოვანი გვერდითი რეაქციები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს დოზის გადაჭარბებისას მოიცავს დისპნოეს და ვენტრიკულურ პაუზებს (იხ. არასასურველი ეფექტები)

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ზემოაღწერილი გვერდითი რეაქციები და უნდა მოხდეს ეკგ მონიტორინგი.

ამჟამად უცნობია ანტიდოტი ტიკაგრელორის ეფექტების შექცევადობისთვის, ტიკაგრელორის დიალიზი მოსალოდნელი არ არის (იხ. განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისთვის). დოზის გადაჭარბების მკურნალობა უნდა მოხდეს სტანდარტული სამედიცინო პრაქტიკის მიხედვით. ტიკაგრელორის დოზის გადაჭარბების მოსალოდნელი ეფექტია სისხლდენის ხანგრძლივობის გაზრდის რისკი რაც დაკავშირებულია თრომბოციტების ინჰიბირებასთან. სისხლდენის დროს თრომბოციტების ტრანსფუზიის კლინიკური სარგებელი ნაკლებსავარაუდოა (იხ. განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისთვის). სისხლდენის შემთხვევაში უნდა მიიღონ სხვა შესაბამისი დამხმარე ზომები.

ფარმაკოდინამიური მახასიათებლები

შენახვის პირობები

არაუმეტეს 30°С ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა

3 წელი. გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

ფარმაკოლოგიური თვისებები

თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორები ჰეპარინის გარდა.

მოქმედების მექანიზმი

ბრილინტა შეიცავს ტიკაგრელორს, რომელიც არის

ციკლოპენტილტრიაზოლოპირიმიდინების (CPTP), ქიმიური კლასის წევრი, არის ორალური, პირდაპირი მოქმედების, სელექციური და P2Y12 რეცეპტორთან შექცევადად დაკავშირებული ანტაგონისტი, განაპირობებს თრომბოციტების ADP-მედიატირებული P2Y12 დამოკიდებული აქტივაციის და აგრეგაციის პრევენციას. ტიკაგრელორი არ იწვევს ADP წარმოქმნის პრევენციას P2Y12 რეცეპტორთან დაკავშირებისას განაპირობებს სიგნალის ADP-გამოწვეული გადაცემის პრევენციას. რადგან თრომბოციტები მონაწილეობს ათეროსკლეროზის თრომბოზული გართულებების წარმოქმნაში და/ან ევოლუციაში, თრომბოციტების ფუნქციის ინჰიბირება ამცირებს კვ მოვლენების რისკს როგორიცაა გარდაცვალება, MI ან ინსულტი.

ტიკაგრელორი აგრეთვე ზრდის ადგილობრივი ენდოგენური ადენოზინის დონეს გამათანაბრებელი ნუკლეოზიდის ტრანსპორტერი- -1 (ENT-1)-ს ინჰიბირებით.

ტიკაგრელორი ზრდის ადენოზინით გამოწვეულ შემდეგ ეფექტებს ჯანმრთელ სუბიექტებში და 918210-84455ACS დაავადებულ პაციენტებში: ვაზოდილატაცია (იზომება კორონარული სისხლის ნაკადის ზრდით ჯანმრთელ მოხალისეებში და ACS პაციენტებში, თავის ტკივილი), თრომბოციტების ფუნქციის ინჰიბირება (ადამიანის მთელ სისხლში in vitro) და დისპნოე. თუმცა ადენოზინის ზრდას და კლინიკურ გამოსავლას შორის (მაგ. ავადობა-სიკვდილიანობა) კავშირი ზუსტად დადგენილი არ არის.

ფარმაკოდინამიური ეფექტები

მოქმედების დაწყება

პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებთ კორონარული არტერიების სტაბილური დაავადება (CAD) ASA-ს მიღებისას ტიკაგრელორი სწრაფად ავლენს ფარმაკოლოგიურ ეფექტს რაც ვლინდება თრომბოციტების აგრეგაციის საშუალო ინჰიბირებით (IPA) 180მგ დატვირთვის დოზის მიღებიდან 0,5 საათის შემდეგ 41%-ში, მაქსიმალური IPA ეფექტი- 89% დგება დოზის მიღებიდან 2-4 საათის შემდეგ და ნარჩუნდება 2-8 საათის განმავლობაში. პაციენტების 90%-ში საბოლოო 2 IPA>70% იყო დოზირებიდან 2 საათის შემდეგ.

მოქმედების დასრულება

თუ იგეგმება CABG პროცედურა, იზრდება ტიკაგრელორით გამოწვეული სისხლდენის რისკი კლოპიდოგრელთან შედარებით, როდესაც მისი მიღება წყდება პროცედურამდე 96 საათით ადრე.

შეცვლის მონაცემები

75მგ კლოპიდოგრელის შეცვლა დღე-ღამეში 90მგ ტიკაგრელორით იწვევს აბსოლუტური IPA -ს 26.4% -თ ზრდას და ტიკაგრელორიდან კლოპიდოგრელზე გადასხვლა იწვევს აბსოლუტური IPA-ს 24.5%-თ შემცირებას. კლოპიდოგრელიდან ტიკაგრელორზე გადასხვლა შესაძლებელია ანტითრომბოციტური ეფექტის დარღვევის გარეშე (იხ. დოზირება და გამოყენების მეთდი)

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

PLATO კვლევა მოიცავდა 18,624 პაციენტს რომლებიც წარმოდგენილნი იყვნენ არასტაბილური ანგინის (UA), არა- ST ელევაციით მიმდინარე მიოკარდიუმის ინფარქტის (NSTEMI) ან ST ელევაციით მიმდინარე მიოკარდიუმის ინფარქტის (STEMI) სიმპტომების განვითარებიდან 24 საათის განმავლობაში და რომლებსაც დასაწყისში ჩუატარდათ მკურნალობა ან პერკუტანული კორონარული ჩარევა (PCI), ან CABG.1247140-317500

ყოველდღიურად ASA-ს მიღების ფონზე 90მგ ტიკაგრელორის დრე-ღამეში ორჯერ გამოყენებას 75მგ კლოპიდოგრელზე უკეთესი ეფექტი ქონდა კვ სიკვდილის, მ.ი ან ინსულტის პრევენციაში, განსხვავება გამოწეული იყო კვ სიკვდილით და MI-თ. პაციენტებმა მიიღეს კლოპიდოგრელის 300მგ დატვირთვის დოზა (PCI შემთხვევაში შესაძლებელია 600მგ) ან 180მგ ტიკაგრელორი.

შედეგები ადრე გამოვლინდა (აბსოლუტური რისკის შემცირება [ARR] 0.6% და შედარებითი რისკის შემცირება RRR] - 12% 30 დღის შემდეგ), მკურნალობის მუდმივი ეფექტით 12 თვის განმავლობაში, ARR 1.9% -ს შეადგენდა წელიწადში ხოლო RRR - 16%-ს. ეს აჩვენებს რომ გამართლებულია 12 თვის განმავლობაში პაციენტების მკურნალობა დღე-ღამეში ორჯერ 90მგ ტიკაგრელორით (იხ. პარაგრაფი 4.2) 54 ACS პაციენტის ტიკაგრელორით მკურნალობა კლოპიდოგრელის გარეშე მოახდენს 1 ათეროთრომბოზული მოვლენის პრევენციას; 91 -ის მკურნალობა მოახდენს 1 კვ სიკვდილის პრევენციას (იხ. სურათი 1 და ცხრილი 3).

ტიკაგრელორის კლოპიდოგრელზე ძლიერი სამკურნალო ეფექტი შეთავსებადია მრავალ ქვეჯგუფში წონის, სქესის შაქრიანი დიაბეტის, ტრანზიტორული იშემიური ან არაიშემიური ინსულტის ან რევასკულარიზაციის ანამნეზის ჩათვლით, ასევე თანმხლები თერაპიის ჩათვლით ჰეპარინის, GpIIb/IIIa ინჰიბიტორბეის და პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების გამოყენებით (იხ. ურთიერთქმედება სხვა სამედიცინო პროდუქტებთნ და ურთიერთქმედების სხვა ფორმები) მოვლენის დიაგნოზის საბოლოო ინდექსი (STEMI, NSTEMI, ან UA); და მკურნალობის გზა განისაზღვრა რანდომიზაციისას (ინვაზიური ან სამედიცინო).

მკურნალობის ყოველკვირეული მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება აღინიშნა რეგიონში, სადაც პირველადი საბოლოო წერტილის საფრთხის წილი (HR) ტიკაგრელორის სასარგებლოდაა დანარჩენ მსოფლიოში, მაგრამ კლოპიდოგრელის სასარგებლოდაა ჩრდილოეთ ამერიკაში, რომელიც საერთ გამოსაკვლევი პოპულაციის დაახლოებით 10%-ს წარმოადგენს (ინტერაქციის p-მნიშვნელობა=0.045). ანალიზები აჩვენებს ASA -ს დოზასთან შესაძლო კავშირს, ტიკაგრელორის ეფექტურობა შემცირდა A დოზის მატებასთან ერთად. ტიკაგრელორთან ერთად ASA -ს ქრონიკული სადღეღამისო დოზა უნდა იყოს 75-150მგ (იხ. დოზირება და გამოყენების მეთოდი და განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისთვის).

სურათი 1 აჩვენებს ნებისმიერი მოვლენის პირველი გამოვლენის რისკს კომბინირებული ეფექტურობის საბოლოო წერტილში.

სურათი 1.

სურათი 1 – ძირითადი კლინიკური კომბინირებული საბოლოო წერტილი სვ სიკვდილობა, მ.ი და ინსულტისთვის (PLATO)

ბრილინტამ შეამცირა ძირითადი კომბინირებული საბოლოო წერტილის განვითარება კლოპიდოგრელთან შედარებით UA/NSTEMI და STEMI პოპულაციაში (ცხრილი 4).

3179445-439420

ცხრილ 4-პირველადი და მეორადი ეფექტურობის საბოლოო წერტილის ანალიზი (PLATO)

ტიკაგრელორი

90 მგ დღე-ღამეში ორჯერ

(მოვლენის მქონე პაციენტების %)

N=9333

კლოპიდოგრელი

75 მგ

დღე-ღამეში ერთხელ

(მოვლენის მქონე პაციენტების %)

N=9291

ARRა

(%/yr)

RRRა (%)

(95% CI)

p-მნიშვნელობა

სვ სიკვდილობა, მ.ი (მუნჯი

MI-ს გარდა) ან ინსულტი

  • 3
  • 9
  • 9

16 (8, 23)

  • 0003

ინვაზია

  • 5
  • 0
  • 7

16 (6, 25)

  • 0025

მკურნალობა

  • 3
  • 2
  • 3

15 (0.3, 27)

  • 0444d

სვ სიკვდილობა

  • 8
  • 8
  • 1

21 (9, 31)

  • 0013

MI (მუნჯი MI-ს გარდა)ბ

  • 4
  • 4
  • 1

16 (5, 25)

  • 0045

ინსულტი

  • 3
  • 1
  • 0.2
  • 17 (-52, 9)
  • 2249

ყველა მიზეზით გამოწვეული გარდაცვალება

MI (მუნჯი MI-ს გარდა) ან ინსულტი

  • 7
  • 5
  • 1

16 (8, 23)

  • 0001

სვ სიკვდილობა, საერთო MI,

ინსულტი SRI, RI, TIA

და სხვა ATEგ

  • 8
  • 7
  • 1

12 (5, 19)

  • 0006

ნებისმიერი მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობა

  • 3
  • 4
  • 4

22 (11, 31)

  • 0003დ

სტენტის თრომბოზი

  • 2
  • 7
  • 6

32 (8, 49)

  • 0123დ

აARR = რისკის აბსოლუტური შემცირება; RRR = შედარებითი რისკის შემცირება = (1-საფრთხის წილი) x 100%. ნეგატიური RRR აჩვენებს შედარებითი რისკის ზრდაზე

ბ მუნჯი MI-ს გარდა

გSRI = სერიოზული რეციდიული იშემია; RI = რეციდიული იშემია TIA = ტრანზიტორული იშემიური შეტევა; ATE = არტერიული თრომბოზული მოვლენა საერთო MI მოიცავს მუნჯ MI-ს. მოვლენის თარიღად მიიჩნევენა აღმოჩენის დროს.

დ ნომინალური მნიშვნელობის მაჩვენებელი; ყველა სხვა არის ფორმალურად სტატისტიკურად მნიშვნელოვანი წინასწარ განსაზღვრული იერარქიული შემოწმების მიხედვით.

ჰოლტერით ქვე-კვლევა:

PLATO- განმავლობაში ვენტრიკულური პაუზების და სხვა არითმიული ეპიზოდების შესწავლისთვის ჰოლტერის მონიტორინგი ჩატარდა დაახლოებით 3000 პაციენტში, რომელთაგან დაახლოებით 2000-ს ჩანაწერი უტარდებოდა ACS-ს მწვავე ფაზაში და ერთი თვის შემდგომ პერიოდში. ინტერესის ძირითადი ცვლადი იყო ვენტრიკულური პაუზები ≥3 სეკუნდით. ვენტრიკულური [პაუზები უფრო მეტ პაციენტს აღენიშნებოდა ტიკაგრელორის გამოყენებისას (6.0%) კლოპიდოგრელთან შედარებით (3.5%) მწვავე ფაზაში, ეს მაჩვენებელი1 თვის შემდეგ შეადგენდა 2.2 და 1.6%-ს (იხ.განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისთვის).

ACS-ს მწვავე ფაზაში ვენტრიკულური პაუზების ზრდა უფრო მეტი იყო ანამნეზში CHF-ს მქონე პაციენტებში, რომლებიც ტიკაგრელორს იღებდნენ (9.2% versus 5.4% CHF ანამნეზის გარეშე; კლოპიდოგრელის გამოყენებისას- 4.0% და 3.6% CHF ანამნეზის გარეშე). დისბალანსი არ გამოვლინდა ერთი თვის შემდეგ: : 2.0% ტიკაგრელორისთვის და 2.1 კლოპიდოგრელისთვის CHF ანამნეზით და მის გარეშე და 3.8% და 1.4% კლოპიდოგრელისთვის. ამ დისბალანსთან დაკავშირებული არ იყო გვერდითი კლინიკური შედეგები (პეისმეიკერის ჩადგმის დროს).

PLATO გენეტიკური ქვე-კვლევა

CYP2C19 და ABCB1 გენოტიპირებამ 10,285 პაციენტში PLATO-ში გამოავლინა გენოტიპები ჯგუფის PLATO გამოსავალთან კავშირი. ტიკაგრელორის უპირატესობა კლოპიდოგრელთან შედარებით მასშტაბური კვ მოვლენების შემცირებაში მნიშვნელოვნად არ იცვლებოდა CYP2C19 ან ABCB1 გენოტიპის პაციენტებში. საერთო PLATO კვლევის მსგავსად, ტოტალური PLATO მასშტაბური სისხლდენა არ განსხვავდებოდა ტიკაგრელორს და კლოპიდოგრელს შორის CYP2C19 ან ABCB1 გენოტიპის მიუხედავად. არა-CABG PLATO მასშტაბური სისხლდენა ტიკაგრელორის გამოყენებისას კლოპიდოგრელთან შედარბეით გაიზარდა პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ CYP2C19 ფუნქციური ალელების ერთ ან მეტი დანაკარგი, მაგრამ მსგავსი იყო პაციენტებში, რომლებიც კლოპიდოგრელს იღებდნენ და არ აღენიშნებოდათ ფუნქციური ალელის დანაკარგი.

ეფექტურობის და უსაფრთხოების კომბინაცია

ეფექტურობის და უსაფრთხოების კომბინაცია (სვ სიკვდილობა მ.ი, ინსულტი ან PLATO-განსაზვრული „ტოტალური მასშტაბური“ სისხლდენა) მიუთითებს, რომ ტიკაგრელორის ეფექტურობის სარგებელი კლოპიდოგრელთან შედარებით არ ქრება სისხლდენის მასშტაბური მოვლენებით (ARR 1.4%, RRR 8%, HR 0.92; p=0.0257) ACS-ს შემდეგ 12 თვის განმავლობაში.

პედიატრიული პოპულაცია

რანდომიზებულ, ორმაგად ბრმა, პარალელურ ჯგუფებიან III ფაზის კვლევაში (HESTIA 3), ნამგლისებრუჯრედოვანი ანემიის მქონე 193 პედიატრიული პაციენტი (2-დან 18 წლამდე ასაკის) რანდომიზებული იყო პლაცებოს ან ტიკაგრელორის ჯგუფში 15 მგ-დან 45 მგ-მდე დოზებით, დღეში ორჯერ, სხეულის წონის მიხედვით.

ტიკაგრელორმა გამოიწვია თრომბოციტების მედიანური ინჰიბიცია 35% დოზის მიღებამდე და 56% დოზის მიღებიდან 2 საათის შემდეგ წონასწორულ მდგომარეობაში.

პლაცებოსთან შედარებით, ტიკაგრელორმა არ აჩვენა მკურნალობის სარგებელი ვაზოოკლუზიური კრიზების სიხშირეზე.

ევროპის წამლის სააგენტომ მოიხსნა ბრილინტას კვლევების შედეგების გადაცემის ვალდებულება პედიატრიული პოპულაციის ყველა სუბ-ერთეულში, რომელსაც ანამნეზში აღენიშნებოდა მწვავე კორონარული სინდრომი (ACS) და მიოკარდიუმის ინფარქტი (MI) (იხ. დოზირება და გამოყენების მეთოდი და ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები).

ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები

ტიკაგრელორს ახასიათებს ხაზოვანი ფარმაკოკინეტიკა და ტიკაგრელორის ან აქტიური მეტაბოლიტისადმი ექსპოზიცია (AR-C124910XX) დაახლოებით დოზის პროპორციულია 1260მგ-მდე.

აბსორბცია

ტიკაგრელორის აბსორბცია სწრაფად ხდება საშუალო tmax დაახლოებით 1.5 საათს შეადგენს. ძირითადი მოცირკულირე მეტაბოლიტის AR-C124910XX (აგრეთვე აქტიური) წარმოქმნა სწრაფად ხდება, საშუალო tmax დაახლოებით 2.5 საათს შეადგენს. ჯანმრთელ სუბიექტებში ორალურად ტიკაგრელორის 90მგ დოზის უზმოდ მიღებისას Cmax შეადგენს 529 ნგ/მლ-ს AUC 3451 ნგ*სთ/მლ-ს. მეტაბოლიტის წინაპრების შეფარდება შეადგენს 0.28 Cmax-სთვის და 0.42 AUC-სთვის. ტიკაგრელორის და AR-C124910XX -ს ფარმაკოკინეტიკა ანამნეზში MI-ს მქონე პაციენტებში ჩვეულებრივ ACS პოპულაციის მსგავსი იყო. PEGASUS კვლევის პოპილაციური ფარმაკოკინეტიკური ანალიზის საფუძველზე ტიკაგრელორის საშუალო Cmax იყო 391 ნგ/მლ AUC - 3801 ნგ*სთ/მლ მყარ მდგომარეობაში 60მგ-სთვის. 90მგ ტიკაგრელორისთვის Cmax იყო 627 ნგ/მლ AUC იყო6255 ნგ*სთ/მლ მყარ მდგომარეობაში.

ტიკაგრელორის საშუალო აბსოლუტური ბიომისაწვდომობა შეადგენდა 36%-ს. ცხიმიანი საკვების მიღებამ გამოიწვია ტიკაგრელორის AUC 21თ-ით ზრდა და აქტიური მეტაბოლიტის Cmax -ის 22%-ით დაქვეითება, მაგრამ ეფექტი არ ქონდა ტიკაგრელორის Cmax-ზე ან აქტიური მეტაბოლიტის AUC-ზე. ეს მცირე ცვლილებები მინიმალური კლინიკური მნიშვნელობისაა; აქედან გამომდინარე ტიკაგრელორის მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან მის გარეშე. ტიკაგრელორი ისევე როგორც მისი აქტიური მეტაბოლიტი არის P-gp სუბსტრატი.

ტიკაგრელორს, რომელიც გამოიყენება წყალში გახსნილი დაფხვნილი ტაბლეტების სახით, ორალურად ან კუჭში შეყავთ ნაზოგასტრალური ზონდით, გააჩნია მთლიან ტაბლეტთან შედარებადი ბიოშეღწევადობა ტიკაგრელორის და აქტიური მეტაბოლიტის AUC და Cmax მიხედვით. საწყისი ექსპოზიცია (დოზირებიდან 0,5 და 1 საათის შემდეგ) ტიგაკრელორის წყალში გახსნილი დაფხვნილი ტაბლეტების გამოყენებისას უფრო მაღალი იყო სრულ ტაბლეტთან შედარებით, კონცენტრაციის პროფილი ჩვეულებრივ იდენტურია (2-48 საათი).

განაწილება

მყარ მდგომარეობაში ტიკაგრელორის განაწილების მოცულობა შეადგენს 87.5ლ-ს. ტიკაგრელორი და აქტიური მეტაბოლიტი ექსტენსიურად უკავშირდება ადამიანის პლაზმის ცილებს (>99.0%).

ბიოტრანსფორმაცია

CYP3A4 არის ტიკაგრელორის მეტაბოლიზმზე და აქტიური მეტაბოლიტის ფორმირებაზე პასუხისმგებელი მთავარი ენზიმი, მათი ურთიერთქმედება CYP3A სხვა სუბსტრატებთან ვარირებს აქტივაციიდან ინჰიბირებამდე.

ტიკაგრელორის მთავარი მეტაბოლიტია AR-C124910XX, რომელიც ასევე აქტიურია in vitro შეფასებით და უკავშირდება თრომბოციტების P2Y12 ADP-რეცეპტორს. აქტიური მეტაბოლიტის სისტემური ექსპოზიცია შეადგენს ტიკაგრელორის დაახლეობით 30-40%-ს.

ელიმინაცია

ტიკაგრელორის ელიმინაციის ძირითადი გზაა ღვიძლით მეტაბოლიზმი. რადიოდანიშნული ტიკაგრელორის მიღებისას აღდგება რადიოაქტივობის საშუალოდ 84% (57.8% განავალში, 26.5% შარდში). შარდში ტიკაგრელორის და მისი აქტიური მეტაბოლიტების აღდგენა შეადგენდა დოზის 1%-ზე ნაკლებს. აქტიური მეტაბოლიტის ელიმინაციი ძირითადი გზაა ბილიარული სეკრეცია. საშუალო t1/2 დაახლოებით 7 საათს შეადგენდა ტიკაგრელორისთვის და 8,5 საათს აქტიური მეტაბოლიტისთვის.

განსაკუთრებული პოპულაციები

ხანდაზმულები

პოპულაციის ფარმაკოკიენტიკურ ანალიზში ტიკაგრელორის და აქტიური მეტაბოლიტის უფრო მაღალი ექსპოზიცია (დაახლოებით 25% Cmax და AUC-სთვის) აღინიშნა ხანდაზმულ ACS პაციენტებში (≥75 წელი) ახალგაზრდებთან შედარებით. ეს განსხვავება კლინიკურად მნიშვნელოვნად არ მიიჩნევა (იხ. დოზირება და გამოყენების მეთოდი)

პედიატრიული პოპულაცია

არსებობს შეზღუდული მონაცემები ბავშვებში ნამგლისებურუჯრედოვანი ანემიით (იხ.დოზირება და გამოყენების მეთოდი და ფარმაკოდინამიური მახასიათებლები)

HESTIA 3 კვლევაში, 2-დან 18 წლამდე ასაკის პაციენტებმა, რომელთა წონა იყო ≥ 12-დან ≤ 24 კგ-მდე, > 24-დან ≤ 48 კგ-მდე და > 48 კგ, მიიღეს ტიკაგრელორი, 15მგ პედიატრიული დისპერსიული ტაბლეტების სახით. შესაბამისად 15მგ, 30მგ და 45 მგ დოზით, ორჯერ დღეში. პოპულაციის ფარმაკოკინეტიკური ანალიზის საფუძველზე, საშუალო AUC მერყეობდა 1095 ნგ*სთ/მლ-დან 1458 ნგ*სთ/მლ-მდე და საშუალო Cmax მერყეობდა 143 ნგ/მლ-დან 206 ნგ/მლ-მდე წონასწორულ მდგომარეობაში.

სქესი

ტიკაგრელორის და აქტიური მეტაბოლიტის უფრო მაღალი ექსპოზიცია აღინიშნა ქალებში. ეს განსხვავება კლინიკურად ეფექტურად არ მიიჩნევა.

თირკმლის დაზიანება

ტიკაგრელორისადმი ექსპოზიცია დაახლოებით 20%-ით დაბალი იყო, ხოლო აქტიური მეტაბოლიტისადმი ექსპოზიცია დაახლოებით 17%-ით მაღალი იყო თირკმლის მწვავე უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი <30მლ/წთ) ნორმალურ ფუნქციასთან შედარებით.

თირკმლის დაავადების ტერმინალური სტადიის მქონე პაციენტებში, რომლებიც ჰემოდიალიზზე იმყოფებოდნენ 90მგ ტიკაგრელორის AUC და Cmax დიალიზისგან თავისუფალ დროს გამოყენებისას 38 და 51%-ით მაღალი იყო თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე სუბიექტებთან შედარებით. ექსპოზციიის მსგავსი ზრდა აღინიშნა ტიკაგრელორის უშუალოდ დიალიზამდე გამოყენებისას (49% და 61%) რაც მიუთითებს რომ ტიკაგრელორი არ დიალიზდება. აქტიური მეტაბოლიტისადმი ექსპოზიცია ნაკლებად იზრდებოდა (AUC 13-14% და Cmax 17-36%).თირკმლის დაავადების ტერმინალური სტადიის მქონე პაციენტებში თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბირების ეფექტი (IPA) დიალიზზე დამოკიდებული არ იყო და ჰგავდა თირკმლის ნორმალური ფუნქციის მაჩვენებლებს (იხ. დოზირება და გამოყენების მეთოდი)

ღვიძლის დაზიანება

ტიკაგრელორის Cmax და AUC ღვიძლის საშუალო უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში 12% და 23%-ით მაღალი იყო ჯანმრთელ სუბიექტებთან შედარებით. თუმცა ტიკაგრელორის IPA ეფექტი ორივე ჯგუფში მსგავსი იყო. ღვიძლის საშუალო უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში დოზის ცვლილება საჭირო არ არის. ღვიძლის მწვავე უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში ტიკაგრელორი შესწავლილი არ არის, ღვიძლის საშუალო უკმარისობის მქონე პაციენტებში არ არსებობს ფარმაკოკინეტიკური ინფორმაცია. პაციენტებში, რომლებსაც დასაწყისში აღენიშნებოდათ ღვიძლის ერთი ან მეტი ფუნქციური ტესტის საშუალო ან მწვავე მომატება პლაზმაში ტიკაგრელორის კონცენტრაცია იმ პირების მსგავსი ან ოდნავ მაღალი იყო, რომლებსაც ეს არ აღენიშნებოდათ. ღვიძლის საშუალო უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში დოზის ცვლილება რეკომენდებული არ არის (იხ.დოზირება და გამოყენების მეთოდი და განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას)

ეთნიკურობა

აზიური წარმომავლობის პაციენტებში საშუალო ბიომისაწვდომლობა 39%-ით მაღალია კავკასიური რასის პირებთან შედარებით. შავკანიან პაციენტებში ტიკაგრელორის ბიომისაწვდომობა 18%-ით დაბალი იყო კავკასიური რასის პირებთან შედარებით, კლინიკურ ფარმაკოლოგიურ კვლევებში იაპონელებში ტიკაგრელორისადმი ექსპოზიცია (Cmax და AUC) დაახლოებით 40%-ით მეტი იყო (20% წონის მიხედვით ცვლილების შემდეგ) კავკასიური რასის პირებთან შედარებით. ესპანური ან ლათინური წარმოშობის პაციენტებში ექსპოზიცია კავკასიური რასის მსგავსი იყო.

უსაფრთხოების მონაცემები

ტიკაგრელორის და მისი ძირითადი მეტაბოლიტის კლინიკამდელმა მონაცემებმა არ გამოავლინა ადამიანისთვის დაუშვებელი რისკი უსაფრთხოების ფარმაკოლოგიის, ერთჯერადი და განმეორებითი დოზების ტოქსიურობის და გენოტოქსიურობის პოტენციალის კვლევების საფუძველზე. ცხოველების რამდენიმე სახეობაში აღინიშნა კლინიკურად მნიშვნელოვანი გასტროინტესტინური გაღიზიანება (იხ. არასასურველი ეფექტები).

მდედრ ვირთხებში ტიკაგრელორის მაღალი დოზის გამოყენებისას აღინიშნა საშვილოსნოს სიმსივნეების (ადენოკარცინომა) და ღვიძლის ადენომების სიხშირის ზრდა. საშვილოსნოს სიმსივნეების მექანიზმს სავარაუდოდ შეადგენს ჰორმონალური დისბალანსი, რაც ვირთხებში სიმსივნეებს იწვევს. ღვიძლის ადენომების განვითარების მექანიზმს სავარაუდოდ წარმოადგენს ღვიძლში მღრღნელებისთვის სპეციფიური ენზიმის ინდუქცია. აქედან გამომდინარე კარცინოგენების აღმოჩენები ადამიანებში ნაკლებად მნიშვნელოვანია.

ვირთხებში დედისთვის ტოქსიური დოზების გამოყენებისას აღინიშნა განვითარების მცირე ანომალიები. კურდღელბში მაღალი დოზის გამოყენებისას აღინიშნა ღვიძლის მომწიფების და ჩონჩხის განვითარების მცირე ჩამორჩენა დედის ტოქსიურობის გარეშე.

ვირთხების და კურდღლების კვლევებმა გამოავლინა რეპროდუქციული ტოქსირობა, დედის წონის მცირე მატება და ახალშობილების გადარჩენის და დაბადების დროს არსებული წონის შემცირება, ზრდის ჩამორჩენით. ტიკაგრელორი იწვევდა არარეგულარულ ციკლს (ძირითადად ციკლის გახანგრძლივებას) მდედრ ვირთხებში მაგრამ არ მოქმედებდა მამრი და მდედრი ვირთხების საერთო ფერტილობაზე. რადიოდანიშნული ტიკაგრელორით ჩატარებულმა ფარმაკოკინეტიკურმა კვლევებმა აჩვენა რომ წინაპარი შენაერთი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა ვირთხების რძეში (იხ. ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია)

ინსტრუქციის სრული ტექსტი · პროდუქტის მახასიათებლები (ექიმისთვის)

გამოყენების ინსტრუქცია

ბრილინტა (BRILINTA)

სამკურნალო საშუალების დასახელება

სავაჭრო დასახელება: ბრილინტა

საერთაშორისო არაპატენტური დასახელება: ტიკაგრელორი

წამლის ფორმა: აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

1 ტაბლეტის შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერება: ტიკაგრელორი 90მგ

დამხმარე ნივთიერებები: მანიტოლი 126მგ, კალციუმის ჰიდროფოსფატი 63მგ, ნატრიუმის კარბოქსიმეთილსახამებელი 9მგ, ჰიპროლოზა 9მგ, მაგნიუმის სტეარატი 3მგ;

გარსის შემადგენლობა: ჰიპრომელოზა 2910 5,6მგ, ტიტანის დიოქსიდი E 171 1,7 მგ, ტალკი 1,0მგ, მაკროგოლი 400 0,6მგ, საღებავი რკინის ყვითელი ოქსიდი E 172 0,1 მგ.

აღწერა

მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, აპკიანი გარსით დაფარული ყვითელი ფერის ტაბლეტები, გრავირებით 90 ერთ მხარეს.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიაგრეგანტული საშუალება

ათქ კოდი: В01АС24

კლინიკური მახასიათებლები

თერაპიული ჩვენება

ბრილინტა აცეტილსალიცილის მჟავასთან (ASA) ერთად ნაჩვენებია ათეროთრომბოზული მოვლენების პრევენციისთვის მოზრდილ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მწვავე კორონარული სინდრომი (არასტაბილური ანგინა, ST სეგმენტის ელევაციის გარეშე მიმდინარე მიოკარდიუმის ინფარქტი [NSTEMI] ან ST სეგმენტის ელევაციით მიმდინარე მიოკარდიუმის ინფარქტი [STEMI]); იმ პაციენტების ჩათვლით რომელთა მენეჯმენტიც ხდება კონსერვატულად და რომლებსაც უტარდებათ პერკუტანული კორონარული ინტერვენცია (PCI) ან კორონარული არტერიების შუნტირება (CABG).

დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. ფარმაკოდინამიური მახასიათებლები.

დოზირება და გამოყენების მეთოდი

დოზირება

ბრილინტათი მკურნალობა უნდა დაიწყოს ერთჯერადი 180მგ დატვირთვის დოზით (ორი 90მგ ტაბლეტი) და გაგრძელდეს დღე-ღამეში ორჯერ 90მგ-ს მიღებით. პაციენტებმა, რომლებიც ბრილინტას იღებენ, აგრეთვე უნდა გამოიყენონ ASA ყოველდღიურად თუ არ არსებობს სპეციფიური უკუჩვენება. ASA-ს საწყისი დოზის შემდეგ ბრილინტას მიღება უნდა გაგრძელდეს ASA-ს შემანარჩუნებელ დოზასთან (75-150მგ) ერთად (იხ. ფარმაკოდინამიური მახასიათებლები).

მკურნალობა რეკომენდებულია 12 თვის განმავლობაში, სანამ არ დადგება ბრილინტას მოხსნის კლინიკური ჩვენება (იხ. ფარმაკოდინამიური მახასიათებლები). 12 თვეზე ხანგრძლივი გამოცდილება შეზღუდულია.

ASA-ს შეწყვეტა შეიძლება განიხილებოდეს 3 თვის შემდეგ ACS-ის მქონე პაციენტებში, რომლებსაც ჩაუტარდათ პერკუტანული კორონარული ინტერვენციის (PCI) პროცედურა და აქვთ სისხლდენის გაზრდილი რისკი. ამ შემთხვევაში, ტიკაგრელორი, როგორც მონო ანტითრომბოციტული თერაპია, უნდა გაგრძელდეს 9 თვის განმავლობაში (იხ. პარაგრაფი „სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას“).

პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მწვავე კორონარული სინდრომი (ACS), ანტითრომბოციტული თერაპიის ნაადრევმა მოხსნამ ბრილინტას ჩათვლით შეიძლება გამოიწვიოს კარდიოვასკულური მიზეზით გამოწვეული სიკვდილის, მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის რისკის ზრდა პაციენტის მიმდინარე დაავადების შედეგად. აქედან გამომდინარე, მკუნრალობის ადრე მოხსნას უნდა მოერიდონ.

პაციენტმა ბრილინტას დოზის გამოტოვების შემთხვევაში უნდა მიიღოს მხოლოდ ერთი ტაბლეტი (შემდეგი დოზა) დაგეგმილ დროს.

პაციენტები, რომლებიც კლოპიდოგრელით მკურნალობენ, შეიძლება პირდაპირ გადავიდნენ ბრილინტაზე საჭიროების შემთხვევაში (იხ. ფარმაკოდინამიური მახასიათებლები). პრასუგელიდან ბრილინტაზე გადასვლა გამოკვლეული არ არის.

განსაკუთრებული პოპულაციები

ხანდაზმულები

ხანდაზმულებში დოზის ცვლილება საჭირო არ არის (იხ. ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები)

თირკმლის დაზიანება

თირკმლის დაზიანების მქონე პაციენტებში დოზის ცვლილება აუცილებელი არ არის (იხ. ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები)

ღვიძლის დაზიანება

ღვიძლის მწვავე უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში ტიკაგრელორი შესწავლილი არ არის, აქედან გამომდინარე, ამ პირებში მისი გამოყენება უკუნაჩვებებია (იხ. უკუჩვენება) ღვიძლის საშუალო უკმარისობით დაავადებული პაციენტების შესახებ არსებობს მხოლოდ შეზღუდული ინფორმაცია. დოზის ცვლილება რეკომენდებული არ არის, მაგრამ ტიკაგრელორი სიფრთხილით უნდა გამოიყენონ (იხ. განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას და ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები). ღვიძლის მსუბუქი უკმარისობით დაავადებული პაციენტებისთვის დოზის ცვლილება აუცილებელი არ არის (იხ.ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები).

პედიატრიული პოპულაცია

18 წლამდე ასაკის ბავშვებში ტიკაგრელორის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის. ტიკაგრელორის გამოყენება ნამგლისებრუჯრედოვანი ანემიის მქონე ბავშვებში მიზანშეწონილი არ არის (იხ. „ფარმაკოდინამიკური მახასიათებლები“ და „ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები“).

გამოყენების მეთოდი

პერორალური გამოყენებისთვის.

ბრილინტას გამოყენება შეიძლება საკვებთან ერთად და მის გარეშე.

იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც არ შეუძლიათ ტაბლეტის მთლიანად გადაყლაპვა, შესაძლებელია ტაბლეტების წვრილად დაფხვნა, ნახევარ ჭიქა წყალში გახსნა და დაუყოვნებლივ დალევა. შემდეგ ჭიქა უნდა გაირეცხოს ნახევარი ჭიქა წყლით და შიგთავსი უნდა დალიონ. მიქსტურის გამოყენება აგრეთვე შესაძლებელია ნაზოგასტრალური მილის (CH8 ან მეტი) საშუალებით. მიქსტურის გამოყენების შემდეგ მნიშვნელოვანია ნაზოგასტრალური მილის წყლით ჩარეცხვა.

უკუჩვენება

მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან შემავსებლების პარაგრაფში ჩამოთვლილი შემავსლებლების მიმართ (იხ. არასასურველი ეფექტები)

აქტიური პათოლოგიური სისხლდენა

ანამნეზში ინტრაკრანიალური ჰემორაგია (იხ. არასასურველი ეფექტები)

ღვიძლის მწვავე უკმარისობა (იხ. დოზირება და გამოყენების მეთოდი, განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისთვის და ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები) CYP3A4 ძლიერ ინჰიბიტორებთან ერთად მიღება (მაგ. კეტოკონაზოლი, კლარიტრომიცინი, ნეფაზოდონი, რიტონავირი და ატაზანავირი), რადგან ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ტიკაგრელორისადმი ექსპოზიციის მნიშვნელოვანი გაზრდა (იხ. ურთიერთქმედება სხვა სამედიცინო პროდუქტებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები)

განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას

სისხლდენის რისკი

3 ფაზის ცენტრალურ კვლევაში (PLATO (თრომბოციტების ინჰიბირება და პაციენტის გამოსავალი) 18,624 პაციენტი) გამორიცხვის მთავარი კრიტერიუმები მოიცავდა სისხლდენის, კლინიკურად მნიშვნელოვანი თრომბოციტოპენიის ან ანემიის მომატებულ რისკს, ანამნეზში ინტრაკრანიალურ ჰემორაგიას, ბოლო 6 თვის განმავლობაში გასტროინტესტინურ სისხლდენას ან ბოლო 30 დღის განმავლობაში გადატანილ მასშტაბურ ოპერაციას. მწვავე კორონარული სინდრომით დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც ბრილინტათი და ASA-თი მკურნალობდნენ, გამოვლინდა არა- CABG მასშტაბური სისხლდენის რისკის ზრდა და აგრეთვე ზოგადი სისხლდენა და უფრო მეტ შემთხვევაში იყო საჭირო სამედიცინო ზედამხედველობა სისხლდენის დროს ე.ი მასშტაბური + მცირე PLATO სისხლდენა მაგრამ არა ფატალური ან სიცოცხლისთვის სახიფათო სისხლდენა (იხ. არასასურველი ეფექტები).

აქედან გამომდინარე, ტიკაგრელორის გამოყენება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ სისხლდენის მომატებული რისკი, უნდა დაბალანსდეს ათეროთრომბოზული მოვლენების პრევენციის სარგებლით. კლინიკური ჩვენების შემთხვევაში ტიკაგრელორი სიფრთხილით უნდა გამოიყენონ პაციენტების შემდეგ ჯგუფებში:

სისხლდენისადმი მიდრეკილების მქონე პაციენტები (მაგ. ტრავმის, ბოლო დროს გადატანილი ოპერაციის, კოაგულაციის დარღვევის, აქტიური ან ბოლო პერიოდში არსებული გასტროინტესტინური სისხლდენის ჩათვლით) ან პაციენტები, რომლებსაც გაზრდილი აქვს ტრავმის შედეგად სისხლდენის წარმოქმნის რისკი. ტიკაგრელორის გამოყენება უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ აქტიური პათოლოგიური სისხლდენა, ანამნეზში ინტრაკრანიალური ჰემორაგია და ღვიძლის მწვავე უკმარისობა (იხ. უკუჩვენება)

პაციენტები, რომლებიც იღებენ სამედიცინო პროდუქტებს, რომლებმაც შეიძლება გაზარდოს სისხლდენის რისკი (მაგ. ანთებისსაწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები (აასს), ორალური ანტიკოაგულანტები და/ან ფიბრინოლიზური საშუალებები) ტიკაგრელორის დოზირების შემდეგ 24 საათის განმავლობაში.

ორმა რანდომიზებულმა, კონტროლირებადმა კვლევამ (TICO და TWILIGHT) ACS-ის მქონე პაციენტებში, რომლებსაც ჩაუტარდათ PCI პროცედურა წამლით დაფარულისტენტით, შეწყვიტეს ASA ტიკაგრელორით და ASA (DAPT) -თი 3 თვიანი ორმაგი ანტითრომბოციტული თერაპიის შემდეგ და მონო ანტითრომბოციტური თერაპია (SAPT) გააგრძელეს ტიკაგრელორით, შესაბამისად - 9 და 12 თვის განმავლობაში, აჩვენა, სისხლდენის რისკის შემცირება ძირითადი გვერდითი გულ-სისხლძარღვთა მოვლენების რისკის (MACE) ზრდის გარეშე, გაგრძელებულ DAPT-თან შედარებით. სისხლდენის გაზრდილი რისკის მქონე პაციენტებში 3 თვის შემდეგ ASA–ს შეწყვეტის და 9 თვის განმავლობაში ტიკაგრელორით მონო ანტითრომბოციტური თერაპიის გაგრძელების გადაწყვეტილება, უნდა ეფუძნებოდეს სისხლდენის რისკის კლინიკურ შეფასება თრომბოზული მოვლენების რისკთან შედარებით, (იხილეთ პარაგრაფი „დოზირება და მიღების მეთოდი“).

თრომბოციტების ტრანსფუზიამ არ შეამცირა ტიკაგრელორის ანტითრომბოზული ეფექტი ჯანმრთელ მოხალისეებში და ნაკლებ სავარაუდოა კლინიკური სარგებელი სისხლდენის მქონე პაციენტებში. რადგან ტიკაგრელორის დესმოპრესინთან ერთად გამოყენებამ არ შეამცირა სისხლდენის დრო, კლინიკური სისხლდენის მენეჯმენტში ამ უკანასკნელის ეფექტურობა ნაკლებსავარაუდოა (იხ. ურთიერთქმედება სხვა სამედიცინო პროდუქტებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები)

ანტიფიბრინოლიზური თერაპია (ამინოკაპრონის მჟავა ან ტრანექსამის მჟავა) და/ან VIIa რეკომბინანტული ფაქტორით თერაპია შეიძლება ზრდიდეს ჰემოსტაზს. ტიკაგრელორის მიღება შეიძლება განახლდეს სისხლდენის მიზეზის იდენტიფიცირების და კონტროლის შემდეგ.

ქირურგიული ოპერაცია

პაციენტებს უნდა ურჩიონ, რომ მათ მკურნალ ექიმებს და სტომატოლოგებს ნებისმიერი ოპერაციის დაგეგმვამდე და ახალი სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე აცნობონ, რომ ტიკაგრელორს იღებენ.

PLATO კვლევაში პაციენტებში, რომლებსაც უტარდებოდათ კორონარული არტერიების შუნტირება (CABG), ტიკაგრელორის გამოყენებისას სისხლდენა უფრო ხშირი იყო, ვიდრე კლოპიდოგრელის მიღებისას, როდესაც მისი გამოყენება წყდებოდა ოპერაციამდე 1 დღით ადრე, მაგრამ სიხშირე კლოპიდოგრელის მსგავსი იყო თერაპიის ოპერაციამდე 2 დღით ან უფრო ადრე შეწყვეტისას (იხ. არასასურველი ეფექტები). თუ პაციენტს უნდა გაუკეთდეს გეგმიური ოპერაცია და ანტითრომბოციტური ეფექტი სასურველი არ არის, ტიკაგრელორი უნდა მოიხსნას ოპერაციამდე 5 დღით ადრე (იხ. ფარმაკოდინამიური მახასიათებლები)

ღვიძლის დაზიანება

ტიკაგრელორის გამოყენება უკუნაჩვენებია ღვიძლის მწვავე უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში (იხ.დოზირება და გამოყენების მეთოდი და უკუჩვენება). ღვიძლის საშუალო უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში ტიკაგრელორის გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია, აქედან გამომდინარე, ამ პირებში საჭიროა სიფრთხილე (იხ. დოზირება და გამოყენების მეთოდი და ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები)

ბრადიკარდიის რისკის მქონე პაციენტები

კლოპიდოგრელთან შედარებით, ტიკაგრელორით მკურნალობის დროს ჰოლტერის ეკგ მონიტორინგმა აჩვენა უმეტესად ასიმპტომური ვენტრიკულური პაუზების სიხშირის ზრდა. ტიკაგრელორის უსაფრთხოების და ეფექტურობის შეფასების მთავარ PLATO კვლევას გამოეთიშნენ პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებოდათ ბრადიკარდიის მომატებული რისკი (მაგ. პაციენტები პეისმეიკერის გარეშე, რომლებსაც აღენიშნებათ სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი, მე-2 ან მე-3 ხარისხის ავ ბლოკადა ან ბრადიკარდიასთან დაკავშირებული სინკოპე). აქედან გამომდინარე, შეზღუდული კლინიკური გამოცდილების გამო ტიკაგრელორი ამ პაციენტებში სიფრთხილით უნდა გამოიყენონ (იხ. ფარმაკოდინამიური მახასიათებლები)

დამატებით, სიფრთხილეა საჭირო ტიკაგრელორის ბრადიკარდიის გამომწვევ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას. თუმცა, კლინიკურად მნიშვნელოვანი გვერდითი რეაქციები არ აღინიშნა PLATO კვლევაში ბრადიკარდიის გამომწვევ ერთ ან მეტ მედიკამენტთან ერთად მიღებისას (მაგ. 96% ბეტა-ბლოკერები, 33% კალციუმის არხების ბლოკერები დილთაიზემი და ვერაპამილი, 4% დიგოქსინი) (იხ. ურთიერთქმედება სხვა სამედიცინო პროდუქტებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები)

PLATO -ში ჰოლტერით ქვე-კვლევისას ტიკაგრელორის მიღებისას უფრო მეტ პაციენტს აღენიშნებოდა 3 სეკუნდზე მეტი ვენტრიკულური პაუზა, ვიდრე კლოპიდოგრელის გამოყენებისას ACS-ს მწვავე ფაზაში. ჰოლტერით აღმოჩენილი ვენტრიკულური პაუზების ზრდა უფრო მაღალი იყო გულის ქრონიკული უკმარისობით (გიდ) დაავადებულ პაციენტებში, ვიდრე კვლევის საერთო პოპულაციაში ACS-ს მწვავე ფაზისას, მაგრამ, არა ტიკაგრელორის ერთი თვის განმავლობაში მიღებისას, ან კლოპიდოგრელთან შედარებით. პაციენტების ამ პოპულაციის დისბალანსთან დაკავშირებით არ აღინიშნა გვერდითი კლინიკური შედეგები (სინკოპეს და პეისმეიკერის ჩადგმის ჩათვლით) (იხ. ფარმაკოდინამიური მახასიათებლები)

პოსტმარკეტინგულ პირობებში პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ტიკაგრელორს, აღწერილია ბრადიარითმული მოვლენები და AV ბლოკადა (იხ. „არასასურველი ეფექტები“), ძირითადად პაციენტებში ACS-ით, რომელთა შემთხვევაშიც გულის იშემიას და თანმხლებ მედიკამენტებს, რომლებიც ამცირებენ გულისცემას ან გავლენას ახდენენ გულის გამტარობაზე, შეუძლიათ ზემოქმედების მოხდენა. პაციენტის კლინიკური მდგომარეობა და თანმხლები მედიკამენტები უნდა შეფასდეს, როგორც პოტენციური მიზეზები მკურნალობის კორექტირებამდე.

დისპნოე

პაციენტებში, რომლებიც ტიკაგრელორს იღებდნენ, აღწერილი იყო დისპნოე. დისპნოე ჩვეულებრივ მსუბუქი ან საშუალო ინტენსივობისაა და ხშირად ქრება მკურნალობის მოხსნის საჭიროების გარეშე. პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ასთმა/ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ), შეიძლება მომატებული იყოს ტიკაგრელორის გამოყენებისას დისპნოეს განვითარების აბსოლუტური რისკი. ტიკაგრელორი სიფრთხილით უნდა გამოიყენონ პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ ასთმა და/ან ფქოდ. მექანიზმი დადგენილი არ არის. თუ პაციენტი აღნიშნავს ახალ, გახანგრძლივებულ ან გაუარესებულ დისპნოეს, ეს მოვლენა სრულად უნდა შეფასდეს და აუტანლობის შემთხვევაში ტიკაგრელორით მკურნალობა უნდა შეწყდეს. დამატებით დეტალები იხ. პარაგრაფში არასასურველი ეფექტები.

ცენტრალური ძილის აპნოე

პოსტ-მარკეტინგულ პერიოდში აღწერილია ცენტრალური ძილის აპნოე, მათ შორის ჩეინ-სტოკსის სუნთქვის შემთხვევები პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ტიკაგრელორს. თუ არსებობს ეჭვი ცენტრალური ძილის აპნოეს შესახებ, უნდა განიხილებოდეს შემდგომი კლინიკური შეფასება.

კრეატინინის მომატება

ტიკაგრელორით მკურნალობისას შეიძლება მოიმატოს კრეატინინის დონემ. მექანიზმი დადგენილი არ არის. თირკმლის ფუნქციის შემოწმება უნდა მოხდეს რუტინული სამედიცინო პრაქტიკის შესაბამისად. ACS დაავადებულ პაციენტებში რეკომენდებულია თირკმლის ფუნქციის შემოწმება ტიკაგრელორით მკურნალობის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ 75 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებს, თირკმლის საშუალო/მწვავე უკმარისობით დაავადებულ პირებს და იმ პაციენტებს რომლებიც ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკერებით (ARB) მკურნალობენ.

შარდის მჟავას მომატება

ტიკაგრლორით მკურნალობისას შეიძლება განვითარდეს ჰიპერურიკემია (იხ. არასასურველი ეფექტები). სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ ჰიპერურიკემია ან ნიკრისის ქარით გამოწვეულo ართრიტი. უსაფრთხოების გამო ტიკაგრელორის გამოყენება უკუნაჩვენებია შარდის მჟავას ნეფროპათიით დაავადებულ პაციენტებში.

თრომბოზური თრომბოციტოპენიური პურპურა (TTP)

თრომბოზური თრომბოციტოპენიური პურპურა (TTP) ძალიან იშვიათად არის აღწერილი ტიკაგრელორის გამოყენებისას. ხასიათდება თრომბოციტოპენიით და მიკროანგიოპათიური ჰემოლიზური ანემიით, რაც დაკავშირებულია ნევროლოგიურ აღმოჩენებთან, თირკმლის დისფუნქციასთან ან ცხელებასთნ. TTP პოტენციურად ფატალური მდგომარეობაა და საჭიროებს შესაბამის მკურნალობას პლაზმაფერეზის ჩათვლით.

დაბრკოლება თრომბოციტების ფუნქციის ტესტებში ჰეპარინით ინდუცირებული თრომბოციტოპენიის (HIT) დიაგნოსტიკისთვის

ჰეპარინით ინდუცირებულ თრომბოციტების აქტივაციის (HIPA) ტესტში, რომელიც გამოიყენება HIT დიაგნოსტიკისთვის, თრომბოციტების საწინააღმდეგო ფაქტორი 4/ჰეპარინის ანტისხეულები პაციენტის შრატში ააქტიურებენ ჯანმრთელი დონორების თრომბოციტებს ჰეპარინის არსებობის დროს.

ცრუ უარყოფითი შედეგები თრომბოციტების ფუნქციის ტესტში (მოიცავს მაგრამ შეიძლება არ შემოიფარგლებოდეს HIPA ტესტით) HIT-სთვის აღწერილია პაციენტებში, რომლებმაც მიიღეს ტიკაგრელორი.

ეს უკავშირდება ჯანმრთელი დონორის თრომბოციტებზე P2Y12-რეცეპტორის ინჰიბირებას ტიკაგრელორით ჩატარებულ ტესტში პაციენტის შრატში/პლაზმაში. ინფორმაცია თანმხლებ მკურნალობაზე ტიკაგრელორით საჭიროა HIT თრომბოციტების ფუნქციის ტესტების ინტერპრეტაციისთვის.

პაციენტებში, ვისაც განუვითარდათ HIT, უნდა შეფასდეს ტიკაგრელორით უწყვეტი მკურნალობის სარგებელი-რისკი, HIT-ის პროთრომბოზული მდგომარეობის გათვალისწინებით და ასევე სისხლდენის მომატებული რისკის გათვალისწინებით ანტიკოაგულანტებით და ტიკაგრელორით ერთდროული მკურნალობისას.

სხვა

იმ კავშირის საფუძველზე, რომელიც აღინიშნა PLATO-ში ASA შემანარჩუნებელ დოზას და ტიკაგრელორის ეფექტურობას შორის კლოპიდოგრელთან შედარებით, ტიკაგრელორის და ASA მაღალი შემანარჩუნებელი დოზის (>300მგ) ერთად გამოყენება რეკომენდებული არ არის (იხ. ფარმაკოდინამიური მახასიათებლები)

ურთიერთქმედება სხვა სამედიცინო პროდუქტებთან და ურთერთქმედების სხვა ფორმები

ტიკაგრელორი ძირითადად არის CYP3A4 სუბსტრატი და CYP3A4-ს მსუბუქი ინჰიბიტორი. ტიკაგრელორი აგრეთვე არის P-გლიკოპროტეინის (P-gp) სუბსტრატი და P-gp სუსტი ინჰიბიტორი, შეიძლება გაზარდოს P-gp სუბსტრატების ექსპოზიცია.

ტიკაგრელორზე სამედიცინო და სხვა პროდუქტების ეფექტი

CYP3A4 ინჰიბიტორები

CYP3A4 ძლიერი ინჰიბიტორები – კეტოკონაზოლის ტიკაგრელორთან ერთად გამოყენებისას ტიკაგრელორის Cmax და AUC 2.4-და 7.3-პუნქტით იზრდებოდა. აქტიური მეტაბოლიტის Cmax და AUC შემცირდა 89 და 56%-ით. მოსალოდნელია CYP3A4 სხვა ძლიერი ინჰიბიტორების (კლარიტრომიცინი, ნეფაზოდონი, რიტონავირი და ატაზანავირი) მსგასი ეფექტი და აქედან გამომდინარე ტიკაგრელორთან ერთად მათი გამოყენება უკუნაჩვენებია (იხ. უკუჩვენება და განსაკუთრებული გაფრთხილებები).

CYP3A4 საშუალო ინჰიბიტორები – დილთიაზემის ტიკაგრელორთან ერთად გამოყენებისას ტიკაგრელორის Cmax 69% და AUC 2.7-პუნქტით გაიზარდა, აქტიური მეტაბოლიტის Cmax 38% -ით შემცირდა და AUC უცვლელი დარჩა. პლაზმაში დილთიაზემის დონეზე ტიკაგრელორის ეფექტი არ აღინიშნა. მოსალოდნელია CYP3A4 სხვა საშუალო ინჰიბიტორების (მაგ. ამპრენავირი, აპრეპიტანტი, ერითრომიცინი და ფლუკონაზოლი) მსგავსი ეფექტი და მათი გამოყენება აგრეთვე შეიძლება ტიკაგრელორთან ერთად.

გრეიპფრუტის წვენის ყოველდღიურად დიდი რაოდენობით მოხმარებისას (3X200მლ) აღინიშნა ტიკაგრელორის ექსპოზიციის 2 პუნქტით ზრდა. პაციენტების უმრავლესობისთვის ექსპოზიციის ზრდის ეს მაგნიტუდა კლინიკურად მნიშვნელოვანი არ არის.

CYP3A ინდუქტორები

ტიკაგრელორთან ერთად რიფამპიცინის გამოყენებისას ტიკაგრელორის Cmax და AUC 73% და 86%-ით შემცირდა. აქტიური მეტაბოლიტის Cmax უცვლელი დარჩა, AUC დაქვეითდა 46%-ით. მოსალოდნელია რომ CYP3A სხვა ინდუქტორები (მაგ. ფენიტოინი, კარბამაზეპინი და ფენობარბიტალი) აგრეთვე დააქვეითებს ტიკაგრელორის ექსპოზიციას. ტიკაგრელორის CYP3A-ს ძლიერ ინდუქტორებთან ერთად გამოყენებისას შეიძლება დაქვეითდეს მისი ექსპოზიცია და ეფექტურობა, აქედან გამომდინარე მათი ერთად მიღება რეკომენდებული არ არის.

ციკლოსპორინი (P-gp და CYP3A ინჰიბიტორი)

ციკლოსპირინის (600მგ) ტიკაგრელორთან ერთად მიღებისას ტიკაგრელორის Cmax და AUC 2.3-და 2.8-პუნქტით გაიზარდა. აქტიური მეტაბოლიტის AUC გაიზარდა 32%-ით, Cmax შემცირდა 15%-ით.

არ არსებობს მონაცემები ტიკაგრელორის სხვა აქტიურ ნივთიერებებთან ერთად მიღების შესახებ, რომლებიც აგრეთვე არიან P-gp ძლიერი ინჰიბიტორები და CYP3A4 საშუალო ინჰიბიტორები (მაგ. ვერაპამილი, ქინიდინი) და აგრეთვე შეუძლიათ გაზარდონ ტიკაგრელორის ექსპოზიცია. თუ კავშირის აცილება შეუძლებელია, მათი ერთობლივად გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით (იხ. განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას).

სხვა

კლინიკური ფარმაკოლოგიის ურთერთქმედების კვლევევბმა აჩვენა რომ ტიკაგრელორის და ჰეპარინის, ენოქსაპარინის და ASA ან დესმოპრესინის ერთად გამოყენებას არ ქონდა ეფექტი ტიკაგრელორის ან აქტიური მეტაბოლიტების ფარმაკოკინეტიკაზე და ADP-გამოწვეულ თრომბოციტების აგრეგაციაზე მხოლოდ ტიკაგრელორის გამოყენებასთან შედარებით. კლინიკური ჩვენების შემთხვევაში ტიკაგრელორთან ერთად სიფრთხილით უნდა გამოიყენონ ჰემოსტაზზე მოქმედი სამედიცინო პროდუქტები.

ACS დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც მორფით მკურნალობდნენ, აღინიშნა ორალური P2Y12 ინჰიბიტორების, ტიკაგრელორის და მისი აქტიური მეტაბოლიტის ჩათვლით, ექსპოზიციის გახანგრძლივება და დაქვეითება (ტიკაგრელორის ექსპოზიციის 35% შემცირება). ეს ურთიერთქმედება შეიძლება დაკავშირებული იყოს გასტროინტესტინური მობილობის შემცირებასთან და შეიძლება ეხებოდეს სხვა ოპიოიდებსაც. კლინიკური მნიშვნელობა უცნობია, მაგრამ მონაცემები აჩვენებს ტიკაგრელორის შემცირებულ ეფექტურობას, ტიკაგრელორის და მორფინის ერთად გამოყენებისას ACS მქონე პაციენტებში, რომლებშიც მორფინის გამოყენების გადადება არ შეიძლება და კრიტიკულია P2Y12 -ს სწრაფი ინჰიბირების საჭიროება, შეიძლება გაითვალისწინონ პარენტერალური P2Y12 ინჰიბიტორის გამოყენება.

ტიკაგრელორის ეფექტები სხვა სამედიცინო პროდუქტებზე

სამედიცინო პროდუქტები, რომლებიც CYP3A4-თ მეტაბოლიზდება

სიმვასტატინი – ტიკაგრელორის სიმვასტატინთნ ერთდ მიღებისას სიმვასტატინის Cmax 81% და AUC 56%-ით გაიზარდა, სიმვასტატინის მჟავას Cmax 64% და AUC 52%-თ გაიზარდა, ზოგიერთ ინდივიდში 2-3 პუნქტით. ტიკაგრელორის სიმვასტატინის 40მგ-ზე მაღალ სადღეღამისო დოზასთან ერთად მიღებამ შეიძლება გამოწვიოს სიმვასტატინის გვერდითი რეაქციები და უნდა შეადარონ პოტენციურ სარგებელს. პლაზმაში ტიკაგრელორის დონეზე არ აღინიშნა სიმვასტატინის ეფექტი. ტიკაგრელორს შეიძლება მსგავსი ეფექტი ქონდეს ლოვასტატინზე. ტიკაგრელორის და სიმვასტატინის ან ლოვსტატინის დღე-ღამეში 40მგ-ზე მეტი დოზის ერთად მიღება რეკომენდებული არ არის.

ატორვასტატინი - ატორვასტატინის და ტიკაგრელორის მიღებისას ატორვასტატინის მჟავას Cmax 23% და AUC 36%-ით გაიზარდა. AUC და Cmax მსგავსი ზრდა აღინიშნა ატორვასტატინის მჟავას ყველა მეტაბოლიტისთვის. ზრდა კლინიკურად მნიშვნელოვანი არ არის.

არ შეიძლება გამოირიცხოს სხვა შტამებზე მსგავსი ეფექტი, რომლებიც CYP3A4თი PLATO -ში პაციენტებმა რომლებიც ტიკაგრელორს იღებდნენ მიიღეს სხვადასხვა შტამები, ეჭვი არ გაჩენილა სტატინების უსაფრთხოებაზე PLATO-ს კონტინგენტის 93%-ში, რომლებიც ამ სამედიცინო პროდუქტს იღებდნენ.

ტიკაგრელორი არის CYP3A4 -ს მსუბუქი ინჰიბიტორი. ტიკაგრელორის და ვიწრო თერაპიული ინდექსის მქონე CYP3A4 სუბსტრატების ერთად გამოყენება (მაგ. ციზაპრიდი ან ერგოტის ალკალოიდები) რეკომენდებული არ არის, რადგან ტიკაგრელორი ზრდის ამ სამედიცინო პროდუქტების ექსპოზიციას.

P-gp სუბსტრატები (დიგოქსინის, ციკლოსპორინის ჩათვლით)

ტიკაგრელორის გამოყენებისას დიგოქსინის Cmax 75% და AUC 28%-ით გაიზარდა. დიგოქსინის საშუალო დონე 30%-ით გაიზარდა ტიკაგრელორთან ერთად გამოყენებისას ზოგიერთ ინდივიდში, მაქიმალური ზრდა შეადგენდა 2 პუნქტს. დიგოქსინის გამოყენებისას ტიკაგრელორის და მისი აქტიური მეტაბოლიტების Cmax და AUC არ შეიცვალა. აქედან გამომდინარე ტიკაგრელორთან ერთად ვიწრო თერაპიული ინდექსის მქონე P-gp დამოკიდებული სამედიცინო პროდუქტების გამოყენებისას რეკომენდებულია შესაბამისი კლინიკური და/ან ლაბორატორიული მონიტორინგი.

სისხლში ციკლოსპორინის დონეზე არ აღინიშნა ტიკაგრელორის ეფექტი. ტიკაგრელორის ეფექტი P-gp სხვა სუბსტრატებზე შესწავლილი არ არის.

სამედიცინო პროდუქტები, რომლებიც CYP2C9-თი მეტაბოლიზდება

ტიკაგრელორის ტოლბუტამიდთან ერთად გამოყენებამ არ გამოიწვია პლაზმაში რომელიმე სამედიცინო პროდუქტის დონის ცვლილება, რაც მიუთითებს რომ ტიკაგრელორი არ არის CYP2C9 ინჰიბიტორი და ნაკლებად სავარაუდოა ისეთი მედიკამენტების CYP2C9-თი მედიატირებულ მეტაბოლიზმზე მოქმედება, როგორიცაა ვარფარინი და ტოლბუტამიდი.

როზუვასტატინი (BCRP სუბსტრატი)

ნაჩვენებია, რომ ტიკაგრელორი ზრდის როზუვასტატინის Cmax-ს დაახლოებით 2,5-ჯერ, ხოლო AUC-ს — დაახლოებით 2,4-ჯერ, , რამაც შეიძლება გამოიწვიოს მიოპათიის, მათ შორის რაბდომიოლიზის განვითარების რისკი. გასათვალისწინებელია როზუვასტატინის გამოყენებით მიღებული ძირითადი კარდიოვასკულური მოვლენების პრევენციის სარგებელი როზუვასტატინის პლაზმური კონცენტრაციის გაზრდილ რისკთან შედარებით

ორალური კონტრაცეპტივები

ტიკაგრელორის, ლევონორგესტრელის და ეთინილ ესტრადიოლის გამოყენებისას ეთინილ ესტრადიოლის ექსპოზიცია დაახლეობით 20%-ით გაიზარდა მაგრამ არ შეიცვალა ლევონორგესტრელის ფარმაკოკინეტიკა. ორალურ კონტრაცეპტივებზე კლინიკურად მნიშვნელოვანი ეფექტი მოსალოდნელი არ არის ლევონორგესტრელის, ეთინილ ესტრადიოლის და ტიკაგრელორის ერთად გამოყენებისას.

ბრადიკარდიის გამომწვევი სამედიცინო პროდუქტები

უპირატესად ასიმპტომური ვენტრიკულური პაუზების და ბრადიკარდიის გამო სიფრთხილეა საჭირო ტიკაგრელორის ბრადიკარდიის გამომწვევ სამედიცინო პროდუქტებთან ერთად გამოყენებისას (იხ. განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას) თუმცა კლინიკურად მნიშვნელოვანი გვერდითი რეაქციები არ აღნიშნა PLATO კვლევაში ბრადიკარდიის გამომწვევ ერთ ან მეტ სამედიცინო პროდუქტთან ერთად მიღებისას (მაგ. 96% ბეტა ბლოკერები, 33% კალციუმის არხების ბლოკერები დილთიაზემი და ვერაპამილი და 4% დიგოქსინი).

სხვა თანმხლები თერაპია

კლინიკურ კვლევებში ტიკაგრელორის გამოყენება ხდებოდა ASA, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებთან, სტატინებთან, ბეტა-ბლოკერებთან, ანგიოტენზინის გარდამქმნელი ენზიმის (ACE) ინჰიბიტორებთან და ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკერების ინჰიბიტორებთან ერთად საჭიროებისამებრ ხანგრძლივი დროით, ასევე მას იყენებდნენ ჰეპარინთან, დაბალი მოლეკულური წონის ჰეპარინთან და ინტრავენურ GpIIb/IIIa ინჰიბიტორებთან ერთად ხანმოკლე დროით (იხ. ფარმაკოდინამიური მახასიათებლები). ამ სამედიცინო პროდუქტებთან კლინიკურად მნიშვნელოვანი გვერდითი ურთიერთქმედების მტკიცებულება არ აღინიშნა.

ტიკაგრელორის ჰეპარინთან, ენოქსაპარინთან ან დესმოპრესინთან ერთად გამოყენებისას არ აღინიშნა ეფექტი აქტივირებულ ნაწილობრივ თრომბოპლასტინის დროზე (aPTT), აქტივირებულ კოაგულაციურ დროზე (ACT) ან Xa ფაქტორის შეფასებებზე. თუმცა პოტენციური ფარმაკოდინამიური ურთირთქმედების გამო სიფრთხილეა საჭირო ტიკაგრელორის და ჰომეოსტაზზე მოქმედი პრეპარატების ერთად გამოყენებისას.

კანიდან სისხლდენის ანომალიების გამო SSRIs-ს გამოყენების დროს (მაგ. პაროქსეტინი, სერტრალინი და ციტალოპრამი) სიფრთხილეა საჭირო SSRIs -ს ტიკაგრელორთან ერთად გამოყენებისას რადგან ამან შეიძლება გაზარდოს სისხლდენის რისკი.

ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია

შვილოსნობის უნარის მქონე ქალები

ტიკაგრელორით თერაპიის დროს შვილოსნობის უნარის მქონე ქალებმა ორსულობის თავიდან ასაცილებლად უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის შესაბამისი მეთოდები.

ორსულობა

ორსულ ქალებში არ არსებობს ან არსებობს შეზღუდული მონაცემები ტიკაგრელორის გამოყენების შესახებ. ცხოველების კვლევებმა გამოავლინა რეპროდუქციული ტოქსიურობა (იხ. კლინიკამდელი უსაფრთხოების მონაცემები). ორსულობის დროს ტიკაგრელორის გამოყენება რეკომენდებული არ არის.

ძუძუთი კვება

ცხოველებში ხელმისაწვდომმა ფარმაკოდინამიურმა/ტოქსიკოლოგიურმა მონაცემებმა აჩვენა ტიკაგრელორის და მისი აქტიური მეტაბოლიტების რძეში გამოყოფა (იხ.კლინიკამდელი უსაფრთხოების მონაცემები). არ შეიძლება ახალშობილებისთვის რისკის გამორიცხვა. გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული ძუძუთი კვების შეწყვეტის ან ტიკაგრელორით თერაპიის შეწყვეტის/შეჩერების შესახებ, ასევე უნდა გაითვალისწინონ ბავშვისთვის ძუძუთი კვების და დედისთვის თერაპიის სარგებელი.

ფერტილობა

ტიკაგრელორს ეფექტი არ ქონდა მამრების ან მდედრების ფერტილობაზე ცხოველებში (იხ.კლინიკამდელი უსაფრთხოების მონაცემები).

ეფექტი ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე

ტიკაგრელორი არ მოქმედებს ან უმნიშვნელო გავლენას ახდენს ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე. ტიკაგრელორით მკურნალობის დროს შეიძლება აღინიშნოს თავბრუსხვევა და კონფუზია. აქედან გამომდინარე პაციენტები, რომლებსაც ეს სიმპტომები აღენიშნებათ ფრთხილად უნდა იყვნენ ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენებისას.

არასასურველი ეფექტები

უსაფრთხოების პროფილის შეჯამება

ტიკაგრელორის უსაფრთხოების პროფილი შეფასდა ორ დიდ 3 ფაზიან გამოსავლის კვლევაში (PLATO და PEGASUS) რომლებშიც ჩართული იყო 39,000-ზდე მეტი პაციენტი (იხ. ფარმაკოდინამიური მახასიათებლები)

PLATO-ში პაციენტებში, რომლებიც ტიკაგრელორს იღებდნენ უფრო ხშირი იყო პრეპარატის მოხსნა გვერდითი მოვლენების გამო ვიდრე კლოპიდოგრელის გამოყენებისას (7.4% vs. 5.4%). PEGASUS-ში პაციენტებში, რომლებიც ტიკაგრელორს იღებდნენ უფრო ხშირი იყო პრეპარატის მოხსნა გვერდითი მოვლენების გამო მხოლოდ ASA თერაპიასთან შედარებით (16.1% 60მგ ტიკაგრელორისთვის - ASA -სvs. 8.5% მხოლოდ ASA თერაპიისთვის). პაციენტებში, რომლებიც ტიკაგრელორს იღებდნენ ყველაზე ხშირად აღწერილი გვერდითი მოვლენები იყო სისხლდენა და დისპნოე (იხ. განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისთვის)

გვერდითი რეაქციების ჩამონათვალი ცხრილში

შემდეგი გვერდითი რეაქციები იდენტიფიცირებულია კვლევების შემდეგ ან აღწერილია ტიკაგრელორის პოსტ-მარკეტინგულ კლინიკურ გამოცდილებაში (ცხრილი 1).

გვერდითი რეაქციები ჩამოთვლილია MedDRA ორგანოთა სისტემის კლასის (SOC) მიხედვით. ყოველი SOC-ისთვის გვერდითი რეაქციები დახარისხებულია სიხშირის მიხედვით. სიხშირის კატეგორიები განსაზღვრულია შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100 - 1/10), ნაკლებად ხშირი (≥1/1,000 - 1/100), იშვიათი (≥1/10,000 - 1/1,000), ძალიან იშვიათი (<1/10,000), უცნობია (დადგენა შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით).

ცხრილი 1 – გვერდითი რეაქციების სიხშირე ორგანოთა სისტემის კლასის (SOC) მიხედვით

SOC

ძალიან ხშირი

ხშირი

ნაკლებად ხშირი

უცნობია

კეთილთვისებიანი, ავთვისებიანი და არასპეციფიური ნეოპლაზიები (ცისტების და პოლიპების ჩათვლით)

სიმსივნიდან სისხლდენაა

სისხლის და ლიმფური სისტემის დარღვევები

სისხლის დარღვევებიბ

თრომბოზული თრომბოციტოპენიური პურპურაგ

იმუნური სისტემა

მომატებული მგრძნობელობა ანგიოედემის ჩათვლითგ

მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები

ჰიპერურიკემიად

ნიკრისის ქარი/ნიკრისის ქარით გამოწვეული ართრიტი

ფსიქიატრული დარღვევები

კონფუზია

ნერვული სისტემის დარღვევები

თავბრუსხვევა, სინკოპე, თავის ტკივილი

ინტრაკრანიალური ჰემორაგია

თვალის დარღვევები

თვალში ჰემორაგიაე

ყურის და ლაბირინთის დარღვევები

ვერტიგო

ყურის ჰემორაგია

დარღვევები გულის მხრივ

ბრადიარითმია,

AV ბლოკადაგ

ვასკულური დარღვეევბი

ჰიპოტენზია

რესპირატორული, თორაკალური და შუასაყრის დარღვევები

დისპნოე

რესპირატორული სისტემიდან სისხდლენავ

გასტროინტესტინური დარღვევები

გასტროინტესტინური ჰემორაგიაზ

დიარეა, გულისრევა, დისპეფსია, ყაბზობა

რეტროპერიტონეალური ჰემორაგია

კანის და კანქვეშა ქსოვილში დარღვევები

კანქვეშ ან დერმული სისხლდენა, გამონაყარი, ქავილი

ძვალ-კუნთოვანი შემაერთებელი ქსოვილის და ძვლის დარღვევები

კუნთებიდან სისხლდენათ

თირკმლის და შარდის დარღვევები

საშარდე ტრაქტიდან სისხლდენაი

რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლის დარღვევები

რეპროდუქციული სისტემიდან სისხლდენაკ

გამოკვლევები

სისხლში კრეატინინის მომატებად

დაზიანება, მოწამვლა და პროცედურული გართულებები

პროცედურის შემდგომი ჰემორაგია, ტრავმული სისხლდენალ

ა. მაგ. სისხლდენა შარდის ბუშტის კიბოდან, კუჭის კიბოდან, მსხვილი ნაწლავის კიბოდან

ბ მაგ. სისხლჩაქცევების მომატებული ტენდენცია, სპონტანური ჰემატომა, ჰემორაგიული დიათეზი

გ იდენტიფიცირებულია პოსტ-მარკეტინგული გამოცდილებიდან

დ სიხშირე მიღებულია ლაბორატორიული დაკვირვებებით (შარდის მჟავას მომატება >ნორმის ზედა ზღვარზე საბაზისოს ნორმალური მაჩვენებლის შეთხვევაში. რეატინინის მომატება საბაზისო დონიდან>50%-ით), აღწერილი არ არის დაუმუშავებელი გვერდითი მოვლენების სიხშირე

ე მაგ. კონუქტივალური, რეტინული, ონტაროკულარული სისხლდენა

ვ მაგ. ეპისტაქსისი, ჰემოპტოზი

ზ მაგ. ღრძილებიდან სისხლდენა, რექტალური ჰემორაგია, კუჭის წყლულიდან ჰემორაგია

თ მაგ. ეკქიმოზი, კანის ჰემორაგია, პეტექიები

ი მაგ. ჰამართროზი, კუნთების ჰემორაგია

კ მაგ. ჰემატურია, ჰემორაგიული ცისტიტი

ლ მაგ. ვაგინალური ჰემორაგია, ჰემატოსპერმია, პოსტმენოპაუზური ჰემორაგია

მ მაგ. კონტუზია, ტრავმული ჰემატომა, ტრავმული ჰემორაგია

ნ მაგ. სპონტანური, პროცედურასთან დაკავშირებული ან ტრავმული ინტრაკრანიალური ჰემორაგია

შერჩეული გვერდითი რეაქციების აღწერა

სისხლდენა

PLATO-ში აღნიშნული სისხლდენა

სისხლდენის საერთო გამოსავალი და სიხშირე PLATO კვლევაში ნაჩვენებია მე-2 ცხრილში.

ცრხილი 2 – სისხლდენის საერთო მოვლენების ანალიზი, კაპლან მეიერის შეფასება 12 თვის შემდეგ (PLATO)

ბრილინტა

(%/წელიწადში)

N=9235

კლოპიდოგრელი

(%/წელიწადში)

N=9186

p-მნიშვნელობა

PLATO საერთო მასშტაბური

  • 6
  • 2
  • 4336

PLATO მასშტაბური ფატალური/სიცოცხლისთვის სახიფათო

  • 8
  • 8
  • 6988

არაCABG PLATO მასშტაბური

  • 5
  • 8
  • 0264

არა პროცედურული PLATO მასშტაბური

  • 1
  • 3
  • 0058

PLATO საერთო მასშტაბური + მცირე

  • 1
  • 6
  • 0084

არა პროცედურული PLATO მასშტაბური+მცირე

  • 9
  • 3
  • 0001

TIMI-განსაზღვრული მასშტაბური

  • 9
  • 7
  • 5669

TIMI-განსაზღვრული მასშტაბური+მცირე

  • 4
  • 9
  • 3272

სისხლდენის კატეგორიების განსაზღვრებები

მასშტაბური ფატალური/სიცოცხლისთვის სახიფათო სისხლდენა: კლინიკურად აშკარაა ჰემოგლობინის >50გ/დლ დაქვეითებით ან ≥4 წითელი უჯრედების ერთეულის ტრანფუზიით; ან ფატალური: ან ინტრაკრანიალური ; ან ინტრაპერიკარდიული გულის ტამპონადით ან ჰიპოვოლემიურ შოკით ან მწვავე ჰიპოტენზიით რაც საჭიროებს პრესორების გამოყენებას ან ოპერაციას.

მასშტაბური სხვა: კლინიკურად აშკარაა ჰემოგლობინის 30-50გ/დლ დაქვეითება ან წითელი უჯრედების 2-3 ერთეულის ტრანსფუზია; ან მნიშვნელოვანი ქმედუუნარობა

მცირე სისხლდენა: შეჩერებისთვის საჭიროებს სამედიცინო ჩარევას ან სისხლდენის მკურნალობას.

TIMI მასშტაბური სისხლდენა: კლინიკურად აშკარაა ჰემოგლობინის >50გ/დკ დაქვეითება ან ინტრაკრანიალური ჰემორაგია.

TIMI მცირე სისხლდენა: კლინიკურად აშკარაა ჰემოგლობინის 0-50გ/დლ დაქვეითება.

  • p-მნიშვნელობა გამოთვლილია Cox პროპორციული საფრთხის მოდელით მკურნალობის ჯგუფებში როგორც ერთადერთი განმარტებითი ცვლადი.

ტიკაგრელორი და კლოპიდოგრელი სიხშირით არ განსხვავდებოდა PLATO მასშტაბური ფატალური/სიცოცხლისთვის სახიფათო, PLATO ტოტალური მასშტაბური სისხლდენის ან TIMI მცირე სისხლდენის (ცხრილი 2) მხრივ. თუმცა უფრო მეტი PLATO კომბინირებული მასშტაბური_მცირე სისხლდენა განვითარდა ტიკაგრელორის გამოყენებისას კლოპიდოგრელთან შედარებით. PLATO-ში უფრო ნაკლებ პაციენტს აღენიშნებოდა ფატალური სისხლდენა 20 (0.2%) ტიკაგრელორისთვის და 23 (0.3%) კლოპიდოგრელისთვის (იხ. განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას)

ასაკი, სქესი, წონა, რასა, გეოგრაფიული რეგიონი, კონკურენტული მდგომარეობა, თანმხლები თერაპია და ანამნეზი ინსულტის ან ტრანზიტორული იშემიური შეტევის ჩათვლით არ წინასწარმეტყველებდა საერთო ან არა-პროცედურულ PLATO მასშტაბურ სისხლდენას. აქედან გამომდინარე სისხლდენის სუბერთეულის რისკად გარკვეული ჯგუფი იდენტიფიცირებული არ იყო.

CABG-დაკავშირებული სისხლდენა:

PLATO-ში 1584 პაციენტიდან 42%-ს (კოჰორტის 12%) რომლებსაც ჩაუტარდათ კორონარული არტერიების შუნტირება (CABG) აღენიშნებოდა PLATO მასშტაბური ფატალური/სიცოცხლისთვის სახიფათო სისხლდენა, მკურნალობის ჯგუფებს შორის განსხვავების გარეშე. ფატალური CABG სისხლდენა აღინიშნა ყოველი მკურნალობის ჯგუფში 6 პაციენტში (იხ. განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისთვის)

არა-CABG დაკავშირებული და არა-პროცედურული სისხლდენა:

ტიკაგრელორი და კლოპიდოგრელი არ განსხვავდებოდა არა- CABG PLATO-განსაზღვრულ მასშტაბურ ფატალური/სიცოცხლისთვის სახიფათო სისხლდენას შორის, მაგრამ PLATO-განსაზღვრული ტოტალური მასშტაბური, TIMI მასშტაბური და TIMI მასშტაბური+მცირე სისხლდენა უფრო ხშირი იყო ტიკაგრელორის გამოყენებისას. მსგავსად, პროცედურებთან დაკავშირებული სისხლდენის მოშორებისას უფრო მეტი სისხლდენა ვითარდებოდა ტიკაგრელორის გამოყენებისას კლოპიდოგრელთან შედარებით (ცხრილი 2). მკურნალობის შეწყვეტა არა-პროცედურული სისხლდენის გამო უფრო ხშირი იყო ტიკაგრელორის (2.9%) ვიდრე კლოპიდოგრელის (1.2%; p<0.001) გამოყენებისას.

ინტრაკრანიალური სისხლდენა:

ტიკაგრელორის გამოყენებისას აღინიშნა უფრო მეტი არა პროცედურული სისხლდენა (n=27 სისხლდენა 26 პაციენტში 0.3%) ვიდრე კლოპიდოგრელის მიღებისას (n=14 სისხლდენა 0.2%), ტიკაგრელორის შემთხვევაში ფატალური იყო 11 ხოლო კლოპიდოგრელისას 1 შემთხვევა. საერთო ფატალურ სისხლდენებს შორის განსხვავება არ აღინიშნა.

სისხლდენა PEGASUS-ში

სისხლდენის მოვლენების საერთო გამოსავალი PEGASUS კვლევაში ნაჩვენებია ცხრილში.

ცხრილი 3 – სისხლდენის საერთო მოვლენების ანალიზი, კაპლან მეიერის შეფასება 36 თვის შემდეგ (PEGASUS)

ტიკაგრელორი 60მგ დღე-ღამეში ორჯერ

+ ASA N=6958

მხოლოდ ASA

N=6996

უსაფრთხოების საბოლოო წერტილები

KM%

Hazard Ratio (95% CI)

KM%

p-მნიშვნელობა

TIMI-განსაზღვრული სისხლდენის კატეგორიები

TIMI მასშტაბური

  • 3
  • 32

(1.68, 3.21)

  • 1

<0.0001

ფატალური

  • 3
  • 00

(0.44, 2.27)

  • 3
  • 0000

ICH

  • 6
  • 33

(0.77, 2.31)

  • 5
  • 3130

სხვა TIMI მასშტაბური

  • 6
  • 61

(2.31, 5.65)

  • 5

<0.0001

TIMI მასშტაბური ან მცირე

  • 4
  • 54

(1.93, 3.35)

  • 4

<0.0001

TIMI მასშტაბური ან მცირე ან რომელიც საჭიროებს სამედიცინო ყურადღება

  • 6
  • 64

(2.35, 2.97)

  • 0

<0.0001

PLATO-განსაზღვრული სისხლდენის კატეგორიები

PLATO მასშტაბური

  • 5
  • 57

(1.95, 3.37)

  • 4

<0.0001

ფატალური/ სიცოცხლისთვის სახიფათო

  • 4
  • 38

(1.73, 3.26)

  • 1

<0.0001

სხვა PLATO მასშტაბური

  • 1
  • 37

(1.95, 5.83)

  • 3

<0.0001

PLATO მასშტაბური ან მცირე

  • 2
  • 71

(2.40, 3.08)

  • 2

<0.0001

სისხლდენის კატეგორიების განმარტებები

TIMI მასშტაბური: ფატალური სისხლდენა ან ნებისმიერი ინტრაკრანიალური სისხლდენა ან ჰემორაგიის კლინიკურად ღია ნიშნები რომელიც დაკავშირებულია ჰემოგლობინის (Hgb) ≥50 გ/დლ დაქვეითებასთან ან როდესაც ხელმისაწვდომი არ არის, როდესაც აღინიშნება ჰემატოკრიტის (Hct) 15% დაქვეითება. ფატალური: სისხლდენა რომელმაც პირდაპირ გამოიწვია სიკვდილი 7 დღის განმავლობაში.

ICH: ინტრაკრანიალური ჰემორაგია

სხვაTIMI მასშტაბური: არა-ფატალური არა ICH TIMI მასშტაბური სისხლდენა

TIMI მცირე: კლინიკურად აშკარაა ჰემოგლობინის 30-50გ/დლ დაქვეითება.

TIMI რომელიც სამედიცინო ყურადღებას საჭიროებს: საჭიროებს ინტერვენციას ან იწვევს ჰოსპიტალიზაციას ან საჭიროებს შეფასებას.

PLATO მასშტაბური ფატალური/სიცოცხლისთვის სახიფათო; ფატალური სისხლდენა ან ნებისმიერი ინტრაკრანიალური სისხლდენა ან ინტრაპერიკარდიული სიხლდენა გულის ტამპონადით ან ჰიპოვოლემიური შოკი ან მწვავე ჰიპოტენზია რაც საჭიროებს პრესორების/ინოტროპული საშუალებების გამოყენებას ან ოპერაციას ან კლინიკურად აშკარაა ჰემოგლობინის <50გ/დლ დაქვეითება ან სისხლის წითელი უჯრედების ≥4 ერთეულის ტრანსფუზია.

PLATO მასშტაბური სხვა: განაპირობებს ქმედუნარიანობის მნიშვნელოვან დაქვეითებას ან კლინიკურად აშკარაა ჰემოგლობინის 30-50გ/დკ დაქვეითებით ან სისხლის წითელი უჯრედების 2-3 ერთეულის ტრანსფუზიით.

PLATO მცირე: საჭიროებს სამედიცინო ჩარევას შეჩერებისთვის ან სისხლდენის მკურნალობისთვის.

PEGASUS-ში, TIMI მასშტაბური სისხლდენა დღე-ღამეში ორჯერ 60მგ ტიკაგრელორის გამოყენებისას უფრო მაღალი იყო, ვიდრე მხოლოდ ASA -ს მიღებისას. სისხლდენის რისკის მომატება არ აღინიშნა ფატალური სისხლდენისთვის და მხოლოდ მცირედ გაიზარდა ინტრაკრანიალური ჰემორაგია მხოლოდ ASA თერაპიასთან შედარებით. კვლევაში აღინიშნა ფატალური სისხლდენის რამდენიმე მოვლენა, 11 (0.3%) 60მგ ტიკაგრელორის გამოყენებისას და 12 (0.3%) მხოლოდ ASA თერაპიისას. 60მგ ტიკაგრელორის გამოყენებისას TIMI მასშტაბური სისხლდენის რისკის ზრდა ძირითადად განპირობებული იყო TIMI მასშტაბური სისხლდენით რაც გამოწვეული იყო გასტროინტესტინურ SOC-ში აღნიშნული მოვლენებით.

სისხლდენის ზრდა TIMI მასშტაბურის მსგავსად აღინიშნა TIMI მასშტაბური ან მცირესთვის და PLATO მასშტაბური და PLATO მასშტაბური ან მცირე კატეგორიებისთვის (იხ. ცხრილი 3). მკურალობის შეწყვეტა სისხლდენის გამო უფრო ხშირი იყო 60მგ ტიკაგრელორის გამოყენებისას მხოლოდ ASA თერაპიასთან შედარებით (6.2% და 1.5%). ამ სისხლდენების უმრავლესობა იყო ნაკლები სიმწვავის (კლასიფიცირებული როგორც TIMI, რომელიც სამედიცინო ყურადღებას საჭიროებს) მაგ. ეპისტაქსისი, სისხლჩაქცევები და ჰემატომები.

60მგ ტიკაგრელორის სიხლდენის პროფილი შეთავსებადი იყო რამდენიმე წინასწარ განსაზღვრულ ქვე-ჯგუფში (მაგ. ასაკის, სქესის, წონის, რასის, გეოგრაფიული რეგიონის, თანხმლები მდგომარეობების, თანხმლები თერაპიის და ანამნეზის მიხედვით) TIMI მასშტაბური, TIMI მასშტაბური ან მცირე და PLATO მასშტაბური მოვლენებისთვის.

ინტრაკრანიალური სისხლდენა:

სპონტანური ICHs მსგავსი სიხშირით იყო აღწერილი 60მგ ტიკაგრელორის და მხოლოდ ASA თერაპიის დროს (n=13, 0.2% მკურნალობის ორივე ჯგუფში). ტრავმული და პროცედურული ICH მცირედ გაიზარდა 60მგ ტიკაგრელორის გამოყენებისას (n=15, 0.2%) მხოლოდ ASA თერაპიასთან შედარებით (n=10, 0.1%). 60მგ ტიკაგრელორის გამოყენებისას აღნიშნა ფატალური ICH-ს 6 ხოლო მხოლოდ ASA თერაპიისას 5 შემთხვევა. ინტრაკრანიალური სისხლდენის სიხშირე ორივე ჯგუფში დაბალი იყო გამოსაკვლევი პოპულაციის მნიშვნელოვანი თანმხლები დაავადებების და კვ რისკ ფაქტორების გათვალისწინებით.

დისპნოე

დისპნოე, სუნთქვის უკმარისობის შეგრძნება აღწერილია პაციენტებში, რომლებიც ტიკაგრელორით მკურნალობდნენ. PLATO-ში დისპნოეს გვერდითი მოვლენები (AEs) (დისპნოე, დისპნოე მოსვენების მდგომარეობაში, დისპნოე დატვირთვის დროს, პაროქსიზმული ღამის და ღამის დისპნოე) კომბინირებისას აღინიშნა ტიკაგრელორით ნამკურნალები პაციენტების დაახლოებით 13,8 ხოლო კლოპიდოგრელით ნამკურნალები პაციენტების 7.8%-ში. იმ პაციენტების 2.2%-ში რომლებიც ტიკაგრელორს იღებდნენ და იმ პირების 0,6%-ში რომლებიც კლოპიდოგრელით მკურნალობდნენ მკვლევარებმა დისპნოე უშუალოდ მკურნალობასთან დაკავშირებულად მიიჩნიეს PLATO კვლევაში და რამდენიმე იყო სერიოზული (0.14% ტიკაგრელორი; 0.02% კლოპიდოგრელი). დისპნოეს ყველაზე ხშირად აღწერილი სიმპტომები იყო მსუბუქი ან საშუალო ინტენსივობის, უმრავლესობა აღწერილი იყო როგორც ერთჯერადი ადრეული ეპიზოდი მკურნალობის დაწყების შემდეგ.

კლოპიდოგრელთან შედარებით ასთმა/ფქოდ-თი დაავადებულ პაციენტებში რომლებიც ტიკაგრელორს იღებენ შეიძლება მომატებული იყოს არა-სერიოზული დისპნოეს (3.29% ტიკაგრელორი versus 0.53% კლოპიდოგრელი) და სერიოზული დისპნოეს (0.38% ტიკაგრელორი versus 0.00% კლოპიდოგრელი) რისკი. აბსოლუტურ ვადებში რისკი უფრო მაღალი იყო, ვიდრე საერთო PLATO პოპულაციაში. ტიკაგრელორი სიფრთხილით უნდა გამოიყენონ პაციენტებში რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ ასთმა და/ან ფქოდ (იხ. განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას)

ეპიზოდების დაახლოებით 30% გაქრა 7 დღის განმავლობაში. PLATO მოიცავდა პაციენტებს, რომლებსაც დასაწყისში აღენიშნებოდათ გულის უკმარისობა, ფქოდ ან ასთმა; ამ პაციენტებში და ხანდაზმულებში უფრო მოსალოდნელი იყო დისპნოეს განვითარება. ტიკაგრელორისთვის პაციენტების 0,9%-მა გამოსაკვლევი პრეპარატის მიღება შეწყვიტა დისპნოეს გამო, კლოპიდოგრელისთვის იგივე მაჩვენებელი შეადგენდა 0.1%-ს. ტიკაგრელორის გამოყენებისას დისპნოეს უფრო მაღალი სიხშირე დაკავშირებული არ არის გულის ან ფილტვის ახალ დაავადებასთან ან უკვე არსებულის გაუარესებასთან (იხ. განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას) ტიკაგრელორი არ მოქმედებს ფილტვის ფუნქციურ ტესტებზე.

PEGASUS-ში პაციენტებში, რომლებიც 60მგ ტიკაგრელორს იღებდნენ დღე-ღამეში ორჯერ, დისპნოე აღინიშნა 14.2%-ზე მეტში, მხოლოდ ASA მიღებისას იგივე მაჩვენებელი 5.5%-ს შეადგენდა. როგორც PLATO-ში ყველაზე ხშირად აღწერილი დისპნოე იყო მსუბუქი ან საშუალო ინტენსივობის (იხ. განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას) პაციენტები რომლებშიც აღინიშნა დისპნოე იყვნენ უფრო ხანდაზმულები და დასაწყისში უფრო ხშირად აღენიშნებოდათ დისპნოე, ფქოდ ან ასთმა.

გამოკვლევები

შარდის მჟავას მომატება: PLATO-ში ტიკაგრელორის გამოყენებისას შარდის მჟავა ნორმის ზედა ზღვარზე მეტად გაიზარდა პაციენტების 22%-ში ხოლო კლოპიდოგრელის მიღებისას 13%-ში. PEGASUS-ში იგივე მაჩვენებლები იყო 9.1%, 8.8% და 5.5% 90მგ, 60მგ ტიკაგრელორის და პლაცებოსთვის. ტიკაგრელორის გამოყენებისას, შრატში შარდის მჟავას საშუალო დონე დაახლოებთ 15%-ით ხოლო კლოპიდოგრელის მიღებისას 7.5%-ით გაიზარდა, მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ დაახლოებით 7%-ით შემცირდა ტიკაგრელორის გამოყენებისას და არ დაქვეითდა კლოპიდოგრელის მიღებისას.

PEGASUS-ში შრატში შარდის მჟავას საშუალო დონის შექცევადი 6.3 და 5.6%-ით ზრდა აღინიშნა 90 და 60მგ ტიკაგრელორის გამოყენებისას და 1.5% ით დაქვეითდა პლაცებოს ჯგუფში. PLATO-ში ნიკრისის ქარით გამოწვეული ართრიტის სიხშირე იყო 0.2% ტიკაგრელორისთვის და 0.1% კლოპიდოგრელისთვის. PEGASUS-ში ნიკრისის ქარის/ნიკრისის ქარით გამოწვეული შესაბამისი რაოდენობა იყო 1.6%, 1.5% და 1.1% 90, 60მგ ტიკაგრელორისთვის და პლაცებოსთვის.

საეჭვო გვერდითი რეაქციების შეტყობინება

სამედიცინო პროდუქტის ლიცენზირების შემდეგ მნიშვნელოვანია საეჭვო გვერდით რეაქციების შეტყობინება. ეს იძლევა სამედიცინო პროდუქტის სარგებლის/რისკის მონიტორინგის გაგრძელების საშუალებას. ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალებს თხოვენ საეჭვო გვერდით რეაქციების შეტყობინებას.

დოზის გადაჭარბება

ტიკაგრელორი კარგად აიტანება 900მგ-მდე ერთჯერადი დოზით. გასტროინტესტინური ტოქსიურობა დოზის შემზღუდავი იყო ერთჯერადი დოზის ზრდის კვლევაში. სხვა კლინიკურად მნიშვნელოვანი გვერდითი რეაქციები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს დოზის გადაჭარბებისას მოიცავს დისპნოეს და ვენტრიკულურ პაუზებს (იხ. არასასურველი ეფექტები)

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ზემოაღწერილი გვერდითი რეაქციები და უნდა მოხდეს ეკგ მონიტორინგი.

ამჟამად უცნობია ანტიდოტი ტიკაგრელორის ეფექტების შექცევადობისთვის, ტიკაგრელორის დიალიზი მოსალოდნელი არ არის (იხ. განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისთვის). დოზის გადაჭარბების მკურნალობა უნდა მოხდეს სტანდარტული სამედიცინო პრაქტიკის მიხედვით. ტიკაგრელორის დოზის გადაჭარბების მოსალოდნელი ეფექტია სისხლდენის ხანგრძლივობის გაზრდის რისკი რაც დაკავშირებულია თრომბოციტების ინჰიბირებასთან. სისხლდენის დროს თრომბოციტების ტრანსფუზიის კლინიკური სარგებელი ნაკლებსავარაუდოა (იხ. განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისთვის). სისხლდენის შემთხვევაში უნდა მიიღონ სხვა შესაბამისი დამხმარე ზომები.

ფარმაკოდინამიური მახასიათებლები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორები ჰეპარინის გარდა.

მოქმედების მექანიზმი

ბრილინტა შეიცავს ტიკაგრელორს, რომელიც არის

ციკლოპენტილტრიაზოლოპირიმიდინების (CPTP), ქიმიური კლასის წევრი, არის ორალური, პირდაპირი მოქმედების, სელექციური და P2Y12 რეცეპტორთან შექცევადად დაკავშირებული ანტაგონისტი, განაპირობებს თრომბოციტების ADP-მედიატირებული P2Y12 დამოკიდებული აქტივაციის და აგრეგაციის პრევენციას. ტიკაგრელორი არ იწვევს ADP წარმოქმნის პრევენციას P2Y12 რეცეპტორთან დაკავშირებისას განაპირობებს სიგნალის ADP-გამოწვეული გადაცემის პრევენციას. რადგან თრომბოციტები მონაწილეობს ათეროსკლეროზის თრომბოზული გართულებების წარმოქმნაში და/ან ევოლუციაში, თრომბოციტების ფუნქციის ინჰიბირება ამცირებს კვ მოვლენების რისკს როგორიცაა გარდაცვალება, MI ან ინსულტი.

ტიკაგრელორი აგრეთვე ზრდის ადგილობრივი ენდოგენური ადენოზინის დონეს გამათანაბრებელი ნუკლეოზიდის ტრანსპორტერი- -1 (ENT-1)-ს ინჰიბირებით.

ტიკაგრელორი ზრდის ადენოზინით გამოწვეულ შემდეგ ეფექტებს ჯანმრთელ სუბიექტებში და 918210-84455ACS დაავადებულ პაციენტებში: ვაზოდილატაცია (იზომება კორონარული სისხლის ნაკადის ზრდით ჯანმრთელ მოხალისეებში და ACS პაციენტებში, თავის ტკივილი), თრომბოციტების ფუნქციის ინჰიბირება (ადამიანის მთელ სისხლში in vitro) და დისპნოე. თუმცა ადენოზინის ზრდას და კლინიკურ გამოსავლას შორის (მაგ. ავადობა-სიკვდილიანობა) კავშირი ზუსტად დადგენილი არ არის.

ფარმაკოდინამიური ეფექტები

მოქმედების დაწყება

პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებთ კორონარული არტერიების სტაბილური დაავადება (CAD) ASA-ს მიღებისას ტიკაგრელორი სწრაფად ავლენს ფარმაკოლოგიურ ეფექტს რაც ვლინდება თრომბოციტების აგრეგაციის საშუალო ინჰიბირებით (IPA) 180მგ დატვირთვის დოზის მიღებიდან 0,5 საათის შემდეგ 41%-ში, მაქსიმალური IPA ეფექტი- 89% დგება დოზის მიღებიდან 2-4 საათის შემდეგ და ნარჩუნდება 2-8 საათის განმავლობაში. პაციენტების 90%-ში საბოლოო 2 IPA>70% იყო დოზირებიდან 2 საათის შემდეგ.

მოქმედების დასრულება

თუ იგეგმება CABG პროცედურა, იზრდება ტიკაგრელორით გამოწვეული სისხლდენის რისკი კლოპიდოგრელთან შედარებით, როდესაც მისი მიღება წყდება პროცედურამდე 96 საათით ადრე.

შეცვლის მონაცემები

75მგ კლოპიდოგრელის შეცვლა დღე-ღამეში 90მგ ტიკაგრელორით იწვევს აბსოლუტური IPA -ს 26.4% -თ ზრდას და ტიკაგრელორიდან კლოპიდოგრელზე გადასხვლა იწვევს აბსოლუტური IPA-ს 24.5%-თ შემცირებას. კლოპიდოგრელიდან ტიკაგრელორზე გადასხვლა შესაძლებელია ანტითრომბოციტური ეფექტის დარღვევის გარეშე (იხ. დოზირება და გამოყენების მეთდი)

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

PLATO კვლევა მოიცავდა 18,624 პაციენტს რომლებიც წარმოდგენილნი იყვნენ არასტაბილური ანგინის (UA), არა- ST ელევაციით მიმდინარე მიოკარდიუმის ინფარქტის (NSTEMI) ან ST ელევაციით მიმდინარე მიოკარდიუმის ინფარქტის (STEMI) სიმპტომების განვითარებიდან 24 საათის განმავლობაში და რომლებსაც დასაწყისში ჩუატარდათ მკურნალობა ან პერკუტანული კორონარული ჩარევა (PCI), ან CABG.1247140-317500

ყოველდღიურად ASA-ს მიღების ფონზე 90მგ ტიკაგრელორის დრე-ღამეში ორჯერ გამოყენებას 75მგ კლოპიდოგრელზე უკეთესი ეფექტი ქონდა კვ სიკვდილის, მ.ი ან ინსულტის პრევენციაში, განსხვავება გამოწეული იყო კვ სიკვდილით და MI-თ. პაციენტებმა მიიღეს კლოპიდოგრელის 300მგ დატვირთვის დოზა (PCI შემთხვევაში შესაძლებელია 600მგ) ან 180მგ ტიკაგრელორი.

შედეგები ადრე გამოვლინდა (აბსოლუტური რისკის შემცირება [ARR] 0.6% და შედარებითი რისკის შემცირება RRR] - 12% 30 დღის შემდეგ), მკურნალობის მუდმივი ეფექტით 12 თვის განმავლობაში, ARR 1.9% -ს შეადგენდა წელიწადში ხოლო RRR - 16%-ს. ეს აჩვენებს რომ გამართლებულია 12 თვის განმავლობაში პაციენტების მკურნალობა დღე-ღამეში ორჯერ 90მგ ტიკაგრელორით (იხ. პარაგრაფი 4.2) 54 ACS პაციენტის ტიკაგრელორით მკურნალობა კლოპიდოგრელის გარეშე მოახდენს 1 ათეროთრომბოზული მოვლენის პრევენციას; 91 -ის მკურნალობა მოახდენს 1 კვ სიკვდილის პრევენციას (იხ. სურათი 1 და ცხრილი 3).

ტიკაგრელორის კლოპიდოგრელზე ძლიერი სამკურნალო ეფექტი შეთავსებადია მრავალ ქვეჯგუფში წონის, სქესის შაქრიანი დიაბეტის, ტრანზიტორული იშემიური ან არაიშემიური ინსულტის ან რევასკულარიზაციის ანამნეზის ჩათვლით, ასევე თანმხლები თერაპიის ჩათვლით ჰეპარინის, GpIIb/IIIa ინჰიბიტორბეის და პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების გამოყენებით (იხ. ურთიერთქმედება სხვა სამედიცინო პროდუქტებთნ და ურთიერთქმედების სხვა ფორმები) მოვლენის დიაგნოზის საბოლოო ინდექსი (STEMI, NSTEMI, ან UA); და მკურნალობის გზა განისაზღვრა რანდომიზაციისას (ინვაზიური ან სამედიცინო).

მკურნალობის ყოველკვირეული მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება აღინიშნა რეგიონში, სადაც პირველადი საბოლოო წერტილის საფრთხის წილი (HR) ტიკაგრელორის სასარგებლოდაა დანარჩენ მსოფლიოში, მაგრამ კლოპიდოგრელის სასარგებლოდაა ჩრდილოეთ ამერიკაში, რომელიც საერთ გამოსაკვლევი პოპულაციის დაახლოებით 10%-ს წარმოადგენს (ინტერაქციის p-მნიშვნელობა=0.045). ანალიზები აჩვენებს ASA -ს დოზასთან შესაძლო კავშირს, ტიკაგრელორის ეფექტურობა შემცირდა A დოზის მატებასთან ერთად. ტიკაგრელორთან ერთად ASA -ს ქრონიკული სადღეღამისო დოზა უნდა იყოს 75-150მგ (იხ. დოზირება და გამოყენების მეთოდი და განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისთვის).

სურათი 1 აჩვენებს ნებისმიერი მოვლენის პირველი გამოვლენის რისკს კომბინირებული ეფექტურობის საბოლოო წერტილში.

სურათი 1.

სურათი 1 – ძირითადი კლინიკური კომბინირებული საბოლოო წერტილი სვ სიკვდილობა, მ.ი და ინსულტისთვის (PLATO)

ბრილინტამ შეამცირა ძირითადი კომბინირებული საბოლოო წერტილის განვითარება კლოპიდოგრელთან შედარებით UA/NSTEMI და STEMI პოპულაციაში (ცხრილი 4).

3179445-439420

ცხრილ 4-პირველადი და მეორადი ეფექტურობის საბოლოო წერტილის ანალიზი (PLATO)

ტიკაგრელორი

90 მგ დღე-ღამეში ორჯერ

(მოვლენის მქონე პაციენტების %)

N=9333

კლოპიდოგრელი

75 მგ

დღე-ღამეში ერთხელ

(მოვლენის მქონე პაციენტების %)

N=9291

ARRა

(%/yr)

RRRა (%)

(95% CI)

p-მნიშვნელობა

სვ სიკვდილობა, მ.ი (მუნჯი

MI-ს გარდა) ან ინსულტი

  • 3
  • 9
  • 9

16 (8, 23)

  • 0003

ინვაზია

  • 5
  • 0
  • 7

16 (6, 25)

  • 0025

მკურნალობა

  • 3
  • 2
  • 3

15 (0.3, 27)

  • 0444d

სვ სიკვდილობა

  • 8
  • 8
  • 1

21 (9, 31)

  • 0013

MI (მუნჯი MI-ს გარდა)ბ

  • 4
  • 4
  • 1

16 (5, 25)

  • 0045

ინსულტი

  • 3
  • 1
  • 0.2
  • 17 (-52, 9)
  • 2249

ყველა მიზეზით გამოწვეული გარდაცვალება

MI (მუნჯი MI-ს გარდა) ან ინსულტი

  • 7
  • 5
  • 1

16 (8, 23)

  • 0001

სვ სიკვდილობა, საერთო MI,

ინსულტი SRI, RI, TIA

და სხვა ATEგ

  • 8
  • 7
  • 1

12 (5, 19)

  • 0006

ნებისმიერი მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობა

  • 3
  • 4
  • 4

22 (11, 31)

  • 0003დ

სტენტის თრომბოზი

  • 2
  • 7
  • 6

32 (8, 49)

  • 0123დ

აARR = რისკის აბსოლუტური შემცირება; RRR = შედარებითი რისკის შემცირება = (1-საფრთხის წილი) x 100%. ნეგატიური RRR აჩვენებს შედარებითი რისკის ზრდაზე

ბ მუნჯი MI-ს გარდა

გSRI = სერიოზული რეციდიული იშემია; RI = რეციდიული იშემია TIA = ტრანზიტორული იშემიური შეტევა; ATE = არტერიული თრომბოზული მოვლენა საერთო MI მოიცავს მუნჯ MI-ს. მოვლენის თარიღად მიიჩნევენა აღმოჩენის დროს.

დ ნომინალური მნიშვნელობის მაჩვენებელი; ყველა სხვა არის ფორმალურად სტატისტიკურად მნიშვნელოვანი წინასწარ განსაზღვრული იერარქიული შემოწმების მიხედვით.

ჰოლტერით ქვე-კვლევა:

PLATO- განმავლობაში ვენტრიკულური პაუზების და სხვა არითმიული ეპიზოდების შესწავლისთვის ჰოლტერის მონიტორინგი ჩატარდა დაახლოებით 3000 პაციენტში, რომელთაგან დაახლოებით 2000-ს ჩანაწერი უტარდებოდა ACS-ს მწვავე ფაზაში და ერთი თვის შემდგომ პერიოდში. ინტერესის ძირითადი ცვლადი იყო ვენტრიკულური პაუზები ≥3 სეკუნდით. ვენტრიკულური [პაუზები უფრო მეტ პაციენტს აღენიშნებოდა ტიკაგრელორის გამოყენებისას (6.0%) კლოპიდოგრელთან შედარებით (3.5%) მწვავე ფაზაში, ეს მაჩვენებელი1 თვის შემდეგ შეადგენდა 2.2 და 1.6%-ს (იხ.განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისთვის).

ACS-ს მწვავე ფაზაში ვენტრიკულური პაუზების ზრდა უფრო მეტი იყო ანამნეზში CHF-ს მქონე პაციენტებში, რომლებიც ტიკაგრელორს იღებდნენ (9.2% versus 5.4% CHF ანამნეზის გარეშე; კლოპიდოგრელის გამოყენებისას- 4.0% და 3.6% CHF ანამნეზის გარეშე). დისბალანსი არ გამოვლინდა ერთი თვის შემდეგ: : 2.0% ტიკაგრელორისთვის და 2.1 კლოპიდოგრელისთვის CHF ანამნეზით და მის გარეშე და 3.8% და 1.4% კლოპიდოგრელისთვის. ამ დისბალანსთან დაკავშირებული არ იყო გვერდითი კლინიკური შედეგები (პეისმეიკერის ჩადგმის დროს).

PLATO გენეტიკური ქვე-კვლევა

CYP2C19 და ABCB1 გენოტიპირებამ 10,285 პაციენტში PLATO-ში გამოავლინა გენოტიპები ჯგუფის PLATO გამოსავალთან კავშირი. ტიკაგრელორის უპირატესობა კლოპიდოგრელთან შედარებით მასშტაბური კვ მოვლენების შემცირებაში მნიშვნელოვნად არ იცვლებოდა CYP2C19 ან ABCB1 გენოტიპის პაციენტებში. საერთო PLATO კვლევის მსგავსად, ტოტალური PLATO მასშტაბური სისხლდენა არ განსხვავდებოდა ტიკაგრელორს და კლოპიდოგრელს შორის CYP2C19 ან ABCB1 გენოტიპის მიუხედავად. არა-CABG PLATO მასშტაბური სისხლდენა ტიკაგრელორის გამოყენებისას კლოპიდოგრელთან შედარბეით გაიზარდა პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ CYP2C19 ფუნქციური ალელების ერთ ან მეტი დანაკარგი, მაგრამ მსგავსი იყო პაციენტებში, რომლებიც კლოპიდოგრელს იღებდნენ და არ აღენიშნებოდათ ფუნქციური ალელის დანაკარგი.

ეფექტურობის და უსაფრთხოების კომბინაცია

ეფექტურობის და უსაფრთხოების კომბინაცია (სვ სიკვდილობა მ.ი, ინსულტი ან PLATO-განსაზვრული „ტოტალური მასშტაბური“ სისხლდენა) მიუთითებს, რომ ტიკაგრელორის ეფექტურობის სარგებელი კლოპიდოგრელთან შედარებით არ ქრება სისხლდენის მასშტაბური მოვლენებით (ARR 1.4%, RRR 8%, HR 0.92; p=0.0257) ACS-ს შემდეგ 12 თვის განმავლობაში.

პედიატრიული პოპულაცია

რანდომიზებულ, ორმაგად ბრმა, პარალელურ ჯგუფებიან III ფაზის კვლევაში (HESTIA 3), ნამგლისებრუჯრედოვანი ანემიის მქონე 193 პედიატრიული პაციენტი (2-დან 18 წლამდე ასაკის) რანდომიზებული იყო პლაცებოს ან ტიკაგრელორის ჯგუფში 15 მგ-დან 45 მგ-მდე დოზებით, დღეში ორჯერ, სხეულის წონის მიხედვით.

ტიკაგრელორმა გამოიწვია თრომბოციტების მედიანური ინჰიბიცია 35% დოზის მიღებამდე და 56% დოზის მიღებიდან 2 საათის შემდეგ წონასწორულ მდგომარეობაში.

პლაცებოსთან შედარებით, ტიკაგრელორმა არ აჩვენა მკურნალობის სარგებელი ვაზოოკლუზიური კრიზების სიხშირეზე.

ევროპის წამლის სააგენტომ მოიხსნა ბრილინტას კვლევების შედეგების გადაცემის ვალდებულება პედიატრიული პოპულაციის ყველა სუბ-ერთეულში, რომელსაც ანამნეზში აღენიშნებოდა მწვავე კორონარული სინდრომი (ACS) და მიოკარდიუმის ინფარქტი (MI) (იხ. დოზირება და გამოყენების მეთოდი და ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები).

ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები

ტიკაგრელორს ახასიათებს ხაზოვანი ფარმაკოკინეტიკა და ტიკაგრელორის ან აქტიური მეტაბოლიტისადმი ექსპოზიცია (AR-C124910XX) დაახლოებით დოზის პროპორციულია 1260მგ-მდე.

აბსორბცია

ტიკაგრელორის აბსორბცია სწრაფად ხდება საშუალო tmax დაახლოებით 1.5 საათს შეადგენს. ძირითადი მოცირკულირე მეტაბოლიტის AR-C124910XX (აგრეთვე აქტიური) წარმოქმნა სწრაფად ხდება, საშუალო tmax დაახლოებით 2.5 საათს შეადგენს. ჯანმრთელ სუბიექტებში ორალურად ტიკაგრელორის 90მგ დოზის უზმოდ მიღებისას Cmax შეადგენს 529 ნგ/მლ-ს AUC 3451 ნგ*სთ/მლ-ს. მეტაბოლიტის წინაპრების შეფარდება შეადგენს 0.28 Cmax-სთვის და 0.42 AUC-სთვის. ტიკაგრელორის და AR-C124910XX -ს ფარმაკოკინეტიკა ანამნეზში MI-ს მქონე პაციენტებში ჩვეულებრივ ACS პოპულაციის მსგავსი იყო. PEGASUS კვლევის პოპილაციური ფარმაკოკინეტიკური ანალიზის საფუძველზე ტიკაგრელორის საშუალო Cmax იყო 391 ნგ/მლ AUC - 3801 ნგ*სთ/მლ მყარ მდგომარეობაში 60მგ-სთვის. 90მგ ტიკაგრელორისთვის Cmax იყო 627 ნგ/მლ AUC იყო6255 ნგ*სთ/მლ მყარ მდგომარეობაში.

ტიკაგრელორის საშუალო აბსოლუტური ბიომისაწვდომობა შეადგენდა 36%-ს. ცხიმიანი საკვების მიღებამ გამოიწვია ტიკაგრელორის AUC 21თ-ით ზრდა და აქტიური მეტაბოლიტის Cmax -ის 22%-ით დაქვეითება, მაგრამ ეფექტი არ ქონდა ტიკაგრელორის Cmax-ზე ან აქტიური მეტაბოლიტის AUC-ზე. ეს მცირე ცვლილებები მინიმალური კლინიკური მნიშვნელობისაა; აქედან გამომდინარე ტიკაგრელორის მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან მის გარეშე. ტიკაგრელორი ისევე როგორც მისი აქტიური მეტაბოლიტი არის P-gp სუბსტრატი.

ტიკაგრელორს, რომელიც გამოიყენება წყალში გახსნილი დაფხვნილი ტაბლეტების სახით, ორალურად ან კუჭში შეყავთ ნაზოგასტრალური ზონდით, გააჩნია მთლიან ტაბლეტთან შედარებადი ბიოშეღწევადობა ტიკაგრელორის და აქტიური მეტაბოლიტის AUC და Cmax მიხედვით. საწყისი ექსპოზიცია (დოზირებიდან 0,5 და 1 საათის შემდეგ) ტიგაკრელორის წყალში გახსნილი დაფხვნილი ტაბლეტების გამოყენებისას უფრო მაღალი იყო სრულ ტაბლეტთან შედარებით, კონცენტრაციის პროფილი ჩვეულებრივ იდენტურია (2-48 საათი).

განაწილება

მყარ მდგომარეობაში ტიკაგრელორის განაწილების მოცულობა შეადგენს 87.5ლ-ს. ტიკაგრელორი და აქტიური მეტაბოლიტი ექსტენსიურად უკავშირდება ადამიანის პლაზმის ცილებს (>99.0%).

ბიოტრანსფორმაცია

CYP3A4 არის ტიკაგრელორის მეტაბოლიზმზე და აქტიური მეტაბოლიტის ფორმირებაზე პასუხისმგებელი მთავარი ენზიმი, მათი ურთიერთქმედება CYP3A სხვა სუბსტრატებთან ვარირებს აქტივაციიდან ინჰიბირებამდე.

ტიკაგრელორის მთავარი მეტაბოლიტია AR-C124910XX, რომელიც ასევე აქტიურია in vitro შეფასებით და უკავშირდება თრომბოციტების P2Y12 ADP-რეცეპტორს. აქტიური მეტაბოლიტის სისტემური ექსპოზიცია შეადგენს ტიკაგრელორის დაახლეობით 30-40%-ს.

ელიმინაცია

ტიკაგრელორის ელიმინაციის ძირითადი გზაა ღვიძლით მეტაბოლიზმი. რადიოდანიშნული ტიკაგრელორის მიღებისას აღდგება რადიოაქტივობის საშუალოდ 84% (57.8% განავალში, 26.5% შარდში). შარდში ტიკაგრელორის და მისი აქტიური მეტაბოლიტების აღდგენა შეადგენდა დოზის 1%-ზე ნაკლებს. აქტიური მეტაბოლიტის ელიმინაციი ძირითადი გზაა ბილიარული სეკრეცია. საშუალო t1/2 დაახლოებით 7 საათს შეადგენდა ტიკაგრელორისთვის და 8,5 საათს აქტიური მეტაბოლიტისთვის.

განსაკუთრებული პოპულაციები

ხანდაზმულები

პოპულაციის ფარმაკოკიენტიკურ ანალიზში ტიკაგრელორის და აქტიური მეტაბოლიტის უფრო მაღალი ექსპოზიცია (დაახლოებით 25% Cmax და AUC-სთვის) აღინიშნა ხანდაზმულ ACS პაციენტებში (≥75 წელი) ახალგაზრდებთან შედარებით. ეს განსხვავება კლინიკურად მნიშვნელოვნად არ მიიჩნევა (იხ. დოზირება და გამოყენების მეთოდი)

პედიატრიული პოპულაცია

არსებობს შეზღუდული მონაცემები ბავშვებში ნამგლისებურუჯრედოვანი ანემიით (იხ.დოზირება და გამოყენების მეთოდი და ფარმაკოდინამიური მახასიათებლები)

HESTIA 3 კვლევაში, 2-დან 18 წლამდე ასაკის პაციენტებმა, რომელთა წონა იყო ≥ 12-დან ≤ 24 კგ-მდე, > 24-დან ≤ 48 კგ-მდე და > 48 კგ, მიიღეს ტიკაგრელორი, 15მგ პედიატრიული დისპერსიული ტაბლეტების სახით. შესაბამისად 15მგ, 30მგ და 45 მგ დოზით, ორჯერ დღეში. პოპულაციის ფარმაკოკინეტიკური ანალიზის საფუძველზე, საშუალო AUC მერყეობდა 1095 ნგ*სთ/მლ-დან 1458 ნგ*სთ/მლ-მდე და საშუალო Cmax მერყეობდა 143 ნგ/მლ-დან 206 ნგ/მლ-მდე წონასწორულ მდგომარეობაში.

სქესი

ტიკაგრელორის და აქტიური მეტაბოლიტის უფრო მაღალი ექსპოზიცია აღინიშნა ქალებში. ეს განსხვავება კლინიკურად ეფექტურად არ მიიჩნევა.

თირკმლის დაზიანება

ტიკაგრელორისადმი ექსპოზიცია დაახლოებით 20%-ით დაბალი იყო, ხოლო აქტიური მეტაბოლიტისადმი ექსპოზიცია დაახლოებით 17%-ით მაღალი იყო თირკმლის მწვავე უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი <30მლ/წთ) ნორმალურ ფუნქციასთან შედარებით.

თირკმლის დაავადების ტერმინალური სტადიის მქონე პაციენტებში, რომლებიც ჰემოდიალიზზე იმყოფებოდნენ 90მგ ტიკაგრელორის AUC და Cmax დიალიზისგან თავისუფალ დროს გამოყენებისას 38 და 51%-ით მაღალი იყო თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე სუბიექტებთან შედარებით. ექსპოზციიის მსგავსი ზრდა აღინიშნა ტიკაგრელორის უშუალოდ დიალიზამდე გამოყენებისას (49% და 61%) რაც მიუთითებს რომ ტიკაგრელორი არ დიალიზდება. აქტიური მეტაბოლიტისადმი ექსპოზიცია ნაკლებად იზრდებოდა (AUC 13-14% და Cmax 17-36%).თირკმლის დაავადების ტერმინალური სტადიის მქონე პაციენტებში თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბირების ეფექტი (IPA) დიალიზზე დამოკიდებული არ იყო და ჰგავდა თირკმლის ნორმალური ფუნქციის მაჩვენებლებს (იხ. დოზირება და გამოყენების მეთოდი)

ღვიძლის დაზიანება

ტიკაგრელორის Cmax და AUC ღვიძლის საშუალო უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში 12% და 23%-ით მაღალი იყო ჯანმრთელ სუბიექტებთან შედარებით. თუმცა ტიკაგრელორის IPA ეფექტი ორივე ჯგუფში მსგავსი იყო. ღვიძლის საშუალო უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში დოზის ცვლილება საჭირო არ არის. ღვიძლის მწვავე უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში ტიკაგრელორი შესწავლილი არ არის, ღვიძლის საშუალო უკმარისობის მქონე პაციენტებში არ არსებობს ფარმაკოკინეტიკური ინფორმაცია. პაციენტებში, რომლებსაც დასაწყისში აღენიშნებოდათ ღვიძლის ერთი ან მეტი ფუნქციური ტესტის საშუალო ან მწვავე მომატება პლაზმაში ტიკაგრელორის კონცენტრაცია იმ პირების მსგავსი ან ოდნავ მაღალი იყო, რომლებსაც ეს არ აღენიშნებოდათ. ღვიძლის საშუალო უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში დოზის ცვლილება რეკომენდებული არ არის (იხ.დოზირება და გამოყენების მეთოდი და განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას)

ეთნიკურობა

აზიური წარმომავლობის პაციენტებში საშუალო ბიომისაწვდომლობა 39%-ით მაღალია კავკასიური რასის პირებთან შედარებით. შავკანიან პაციენტებში ტიკაგრელორის ბიომისაწვდომობა 18%-ით დაბალი იყო კავკასიური რასის პირებთან შედარებით, კლინიკურ ფარმაკოლოგიურ კვლევებში იაპონელებში ტიკაგრელორისადმი ექსპოზიცია (Cmax და AUC) დაახლოებით 40%-ით მეტი იყო (20% წონის მიხედვით ცვლილების შემდეგ) კავკასიური რასის პირებთან შედარებით. ესპანური ან ლათინური წარმოშობის პაციენტებში ექსპოზიცია კავკასიური რასის მსგავსი იყო.

უსაფრთხოების მონაცემები

ტიკაგრელორის და მისი ძირითადი მეტაბოლიტის კლინიკამდელმა მონაცემებმა არ გამოავლინა ადამიანისთვის დაუშვებელი რისკი უსაფრთხოების ფარმაკოლოგიის, ერთჯერადი და განმეორებითი დოზების ტოქსიურობის და გენოტოქსიურობის პოტენციალის კვლევების საფუძველზე. ცხოველების რამდენიმე სახეობაში აღინიშნა კლინიკურად მნიშვნელოვანი გასტროინტესტინური გაღიზიანება (იხ. არასასურველი ეფექტები).

მდედრ ვირთხებში ტიკაგრელორის მაღალი დოზის გამოყენებისას აღინიშნა საშვილოსნოს სიმსივნეების (ადენოკარცინომა) და ღვიძლის ადენომების სიხშირის ზრდა. საშვილოსნოს სიმსივნეების მექანიზმს სავარაუდოდ შეადგენს ჰორმონალური დისბალანსი, რაც ვირთხებში სიმსივნეებს იწვევს. ღვიძლის ადენომების განვითარების მექანიზმს სავარაუდოდ წარმოადგენს ღვიძლში მღრღნელებისთვის სპეციფიური ენზიმის ინდუქცია. აქედან გამომდინარე კარცინოგენების აღმოჩენები ადამიანებში ნაკლებად მნიშვნელოვანია.

ვირთხებში დედისთვის ტოქსიური დოზების გამოყენებისას აღინიშნა განვითარების მცირე ანომალიები. კურდღელბში მაღალი დოზის გამოყენებისას აღინიშნა ღვიძლის მომწიფების და ჩონჩხის განვითარების მცირე ჩამორჩენა დედის ტოქსიურობის გარეშე.

ვირთხების და კურდღლების კვლევებმა გამოავლინა რეპროდუქციული ტოქსირობა, დედის წონის მცირე მატება და ახალშობილების გადარჩენის და დაბადების დროს არსებული წონის შემცირება, ზრდის ჩამორჩენით. ტიკაგრელორი იწვევდა არარეგულარულ ციკლს (ძირითადად ციკლის გახანგრძლივებას) მდედრ ვირთხებში მაგრამ არ მოქმედებდა მამრი და მდედრი ვირთხების საერთო ფერტილობაზე. რადიოდანიშნული ტიკაგრელორით ჩატარებულმა ფარმაკოკინეტიკურმა კვლევებმა აჩვენა რომ წინაპარი შენაერთი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა ვირთხების რძეში (იხ. ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია)

გამოშვების ფორმა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, 90მგ.

14 ტაბლეტი ალ/პვქ/პვდქ ბლისტერში. 4 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში პირველი გახსნის კონტროლით.

შენახვის პირობები

არაუმეტეს 30°С ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა

3 წელი. გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

მწარმოებელი ფირმის დასახელება და მისამართი

ასტრაზენეკა აბ, სოდერტალიე, შვედეთი

დამატებითი ინფორმაცია გაიცემა მოთხოვნის შესაბამისად:

ასტრაზენეკა იუქეი ლიმითედის (დიდი ბრიტანეთი) წარმომადგენლობა საქართველოში

ქ. თბილისი, გამრეკელის ქუჩა #19

ტელ.+ 995 322 386898

ბრილინტა - სავაჭრო ნიშანი, ასტრაზენეკას კომპანიების ჯგუფის საკუთრება

©Astrazeneca 2026

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა