პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტითრომბოზული საშუალებები

ბრეილი

BREIL

რეცეპტით90მგინსტრუქცია ქართულადსაბერძნეთი
რისთვის გამოიყენება

რა არის ბრეილი ბრეილი შეიცავს აქტიურ ნივთიერება ტიკაგრელორს. იგი მიეკუთვნება ანტიაგრეგატული პრეპრატების ჯგუფს. რისთვის გამოიყენება ბრეილი ბრეილი 60 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები: ბრეილის კომბინაცია აცეტილსალიცილის მჟავასთან (სხვა ანტიაგრეგანტი) დასაშვებია მხოლოდ ზრდასრული პაციენტებისთვის. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ტიკაგრელორი (ticagrelor)
ფორმა და შეფუთვა
90მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №56 (4X14)
მწარმოებელი
ELPEN Pharmaceutical Co. Inc, საბერძნეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტითრომბოზული საშუალებები, თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორები გარდა ჰეპარინისა
ATC კოდი
B01AC24
რეგისტრაციის ნომერი
რ-038584
რეგისტრირებულია
12 ივლისი 2023, მოქმედებს 12 ივლისი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
GM Pharmaceuticals Ltd (საქართველო)
განმცხადებელი
შპს „ჯი ემ ფარმასიუთიქალს“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაბრეილი და სხვა წამალი ერთად

ბრეილი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

რა არის ბრეილი

ბრეილი შეიცავს აქტიურ ნივთიერება ტიკაგრელორს. იგი მიეკუთვნება ანტიაგრეგატული პრეპრატების ჯგუფს.

რისთვის გამოიყენება ბრეილი

ბრეილი 60 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები:

ბრეილის კომბინაცია აცეტილსალიცილის მჟავასთან (სხვა ანტიაგრეგანტი) დასაშვებია მხოლოდ ზრდასრული პაციენტებისთვის. თქვენ დაგინიშნეს ეს წამალი ვინაიდან თქვენ გქონდათ:

გულის შეტევა, ერთი წლის წინ.

იგი ამცირებს განმეორებითი შეტევის რისკს, ასევე ინსულტის და სიკვდილის ალბათობას, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს თქვენი გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან.

ბრეილი 90 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტებელეტები:

ბრეილის კომბინაცია აცეტილსალიცილის მჟავასთან (სხვა ანტიაგრეგანტი) დასაშვებია მხოლოდ ზრდასრული პაციენტებისთვის. თქვენ დაგინიშნეს ეს წამალი ვინაიდან თქვენ გქონდათ:

გულის შეტევა, ან

არასტაბილური სტენოკარიდა (სტენოკარდია ან ტკივილი მკერდის არეში, რომელიც ცუდად ექვემდებარება კონტროლს).

იგი ამცირებს განმეორებითი შეტევის რისკს, ასევე ინსულტის და სიკვდილის ალბათობას, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს თქვენი გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან.

ბრეილის მოქმედება:

ბრეილი მოქმედებს სისხლის უჯრედებზე თრომბოციტებზე. ეს მცირე ზომის სისხლის უჯრედები მონაწილობენ სისხლის შედედების პროცესში. თრომბოციტები შეწებების ხარჯზე ქოლავენ სისხლძარღვებში არსებულ ნაპრალებს და/ან ჭრლობებს და აჩერებენ სისხლდენას.

თრომბოციტებს ასევე შეუძლიათ წარმოქმნან თრომბები გულისა და ტვინის დაავადებულ სისხლძარღვებში. ეს შეიძლება იყოს ძალიან საშიში, ვინაიდან:

  • თრომბს შეუძლია სრულად შეაჩეროს სისხლის მიწოდება ქსოვილებში; ამან კი შეიძლება გამოიწვიოს გულის შეტევა (მიოკარდიუმის ინფარქტი) ან ინსულტი, ან:
  • თრომბს შეუძლია ნაწილობრივ დაბლოკოს გულის სისხლძარღვები; ეს ამცირებს სისხლის ნაკადს გულში და შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი გულმკერდის არეში, ეს ტკივილი არ არის პერმანენტული და შეტევა არის პერიოდული (ე.წ. "არასტაბილური სტენოკარდია").

ბრეილი ხელს უშლის თრომბოციტების აგრეგაციის პროცესს და ამცირებს სისხლში თრომბის წარმოქმნის ალბათობას, რაც თავის მხრივ ზრდის სისხლის ნაკადის დენადობას.

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატი ბრეილი უნდა მიიღოთ მკაცრად ექიმის დანიშნულების შესაბამისად. თუ გაქვთ შეკითხვები, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, ან ფარმაცევტს.

დოზირება

ბრეილი 60 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები:

რეკომენდებული დღიური დოზა არის ერთი 60 მგ ტაბლეტი ორჯერ დღეში. განაგრძეთ პრეპრატის მიღება ექიმის დანიშნულების შესაბამისად.

მიიღეთ პრეპარატი დაახლოებით ერთიდაიმავე დროს, ყოველ დღე (მაგალითად, ერთი ტაბლეტი დილით და მეორე საღამოს).

ბრეილი 90 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები:

საწყისი დოზა არის ერთდროულად ორი ტაბლეტი (180 მგ დამრტყმელი დოზა). ასეთ დოზას დაგინიშნავენ მხოლოდ საავადმყოფოში ყოფნის დროს აღნიშნული საწყისი დოზის შემდეგ, ჩვეულებრივ დოზას წარმოადგენს 90 მგ ერთი ტაბლეტი ორჯერ დღეში, 12 თვის განმვლობაში, თუ თქვენი ექიმი არ დაგინიშნავთ განსხვავებულ მკურნალობას.

მიიღეთ პრეპარატი დაახლოებით ერთიდაიმავე დროს ყოველ დღე - მაგალითად, ერთი ტაბლეტი დილით და მეორე საღამოს.

ბრეილის მიღება სხვა ანტიკოაგულანტებთან ერთად

თქვენმა ექიმმა შესაძლოა დაგინიშნოთ აცეტილსალიცილის მჟავაც. ეს არის ნივთიერება, რომელიც შედის ბევრი სისხლის შედედების საწინააღმდეგო პრეპარატის შემადგენლობაში. თქვენი ექიმი შეგირჩევთ დოზას (ჩვეულებრივ ეს არის 75-150 მგ დღეში).

როგორ უნდა მიიღოთ ბრეილი

შეგიძლიათ მიიღოთ პრეპრატი ჭამის წინ, ან ჭამის შემდეგ.

თქვენ შეგიძლიათ შეამოწმოთ, როდის მიიღეთ ბოლოს პრეპრატი ბლისტერის მეშვეობით, რომელზეც არის მითითებული მზე (დილის დოზისთვის) და მთვარე (საღმოს დოზისთვის). ეს დაგეხმარებათ განსაზღვროთ მიიღეთ თუ არა შესაბამისი დოზა.

თუ თქვენ გაქვთ ტაბლეტის გადაყლაპვის პრობლემა

თუ თქვენ გაქვთ ტაბლეტის გადაყლაპვის პრობლემა, შეგიძლიათ დაფშვნათ ტაბლეტი და შეურიოთ წყალს შემდეგნაირად:

დაფშვენით ტაბლეტი ფხვნილისებრ კონსისტენციამდე

ჩაყარეთ ფხვნილი ნახევარ ჭიქა წყალში

შეურიეთ ინტენსიურად და დალიეთ დაუყოვნებლად

რათა დარწმუნდეთ, რომ სრულად მიიღეთ წამლის დოზა, ჭიქაში გამოავლეთ ნახევარი ჭიქა წყალი და ისიც დალიეთ.

თუ თქვენ ხართ საავადმყოფოში, შესაძლოა პრეპარატი მოგცენ წყლიანი სუსპენზიის სახით ცხვირში ინსტალირებული მილის (ნაზოგასტრალური მილი) მეშვეობით.

თუ თქვენ მიიღეთ საჭირო დოზაზე მეტი ბრეილი

თუ თქვენ მიიღეთ საჭირო დოზაზე მეტი ბრეილი, შეატყობინეთ ექიმს ან მიაკითხეთ უახლოეს საავადმყოფოს. თან გააყოლეთ წამლის შეფუთვა. თქვენ შესაძლოა იყოთ სისხლდენის მაღალი რისკის ქვეშ.

თუ თქვენ დაგავიწყდათ ბრეილის მიღება

თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ იგი ჩვეულებრივ დროს

არ გააორმაგოთ დოზა (ორი ტაბლეტი ერთდროულად) გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით

თუ თქვენ შეწყვიტეთ ბრეილის მიღება

არ შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე. მიიღეთ პრეპარატი რეგულარულად და იმ ხანგრძლივობით რასაც ექიმი დაგინიშნავთ. თუ თქვენი ნებით შეწყვიტავთ ბრეილის მიღებას, ამან შესაძლოა გაზარდოს გულის შეტევის, ინსულტის და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებით გამოწვეული სიკვდილის რისკი.

თუ თქვენ გაქვთ დამატებით შეკითხვები ამ წამლის შესახებ მიმართეთ თქვენ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

თუ გაქვთ ალერგია ტიკაგრელორის, ასევე პრეპარატის ნებისმიერი სხვა დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც მოცემულია ნაწილში 6;

გაქვთ სისხლდენა

გქონიათ ინსულტი, ტვინში სისხლჩაქცევის გამო

გაქვთ მძიმე ღვიძლის დაავადება

იღებთ ნებისმიერ, ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს:

კეტოკონაზოლს (სოკოვანი ინფეციების სამკურნალოდ);

კლარითრომიცინს (ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ);

ნეფაზოდონს (ანტიდეპრესანტი);

რიტონავირს და ატაზანოვირს (გამოიყენება აივ ინფექციისა და შიდსის სამკურნალოდ)

არ მიიღოთ ბრეილი, თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებებიდან თუნდაც ერთი მაინც გეხებათ თქვენ. თუ არ ხართ რაიმე საკითხში დარწმუნებული, პრეპარატ ბრეილის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან.

სიფრთხილის ზომები

პრეპარატი ბრეილის მიღებამდე, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან, ან ფარმაცევტთან.

გაქვთ სისხლდენის მომატებული რისკი ვინაიდან:

ახლო წარსულში გქონდა სერიოზული ტრავმა;

ახლო წარსულში გაიკეთეთ ოპერაცია (სტომატოლოგიური მანიპულაციების ჩათვლით, გაიარეთ კონსულტაცია თქვენ სტომატოლოგთან)

გაქვთ მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს სისხლის შედედებაზე

უახლოეს წარსულში გქონდათ კუჭიდან და ნაწლავური სისხლდენა (მაგალითად კუჭის წყლულის ან მსხვილ ნაწლავში პოლიპების გამო)

ბრეილის მიღების ფონზე თქვენ უნდა გაიკეთოთ ოპერაცია (სტომატოლოგიური მანიპულაციების ჩათვლით). შესაბამისად იზრდება სისხლდენის რისკი. თქვენმა ექიმმა შესაძლოა მოგთხოვოთ, რომ ოპერაციამდე 5 დღით ადრე შეწყვიტოთ ამ პრეპარატის მიღება.

თქვენი გულისცემის სიხშირე არანორმალურად დაბალია (ჩვეულებრივ წუთში 60 დარტყმაზე ნაკლები) და თქვენ ჯერ არ გაქვთ ჩადგმული მოწყობილობა (კარდიოსტიმულატორი), რომელიც არეგულირებს გულისცემას.

გაქვთ ასთმა ან ფილტვების სხვა პრობლემები, ან გრთულებული სუნთქვა

გაქვთ ღვიძლის პრობლემები ან გქონიათ დაავადებები, რომელმაც იმოქმედა თქვენს ღვიძლზე.

თქვენი სისხლის ანალიზის შედეგებმა აჩვენა შარდმჟავას მომატებული დონე.

თუ ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გეხებათ (ან არ ხართ დარწმუნებული), ამ პრეპარატის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ თქვენ ერთდროულად იღებთ ორივე პრეპარატს ბრეილს და ჰეპარინს:

შეიძლება თქვენმა ექიმმა მოითხოვოს თქვენი სისხლის სადიაგნოსტიკო ტესტირება, თუ ის ეჭვობს ჰეპარინით გამოწვეულ თრომბოციტების იშვიათ დარღვევაზე. მნიშვნელოვანია აცნობოთ ექიმს, რომ იღებთ ბრეილს და ჰეპარინს, ვინაიდან ბრეილის მიღების ფონზე შესაძლოა შეიცვალოს სისხლის სადიაგნოსტიკო ტესტების შედეგები.

ბავშვები და მოზარდები

ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში პრეპარატ ბრეილის დანიშვნა არ არის რეკომენდებული.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, ან ფარმაცევტს, ნებისმიერი პრეპარატის შესახებ, რომელსაც იღებთ, პერიოდულად იღებდით, ან გეგმავთ მიღებას. ვინაიდან ბრეილმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ზოგიერთი წამლის მოქმედებაზე და თავის მხრივ სხვა წამლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ბრეილზე.

აცნობეთ თქვენ მკურნალ ექიმს თუ იღებთ ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამეტებს:

როზუვასტატინს, ან დღიურად 40 მგ-ზე მეტი დოზით სიმვასტატინს ან ლოვასტატინს (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ქოლესტერინის მაღალი დონის სამკურნალოდ)

რიფამპიცინს (ანტიბიოტიკი)

ფენიტოინს, კარბამაზეპინს და ფენობრბიტალს (კრუნჩხვების საწინააღმდეგო საშუალებები)

დიგოქსინს (გულის უკმარისობის სამკურნალო საშუალება)

ციკლოსპორინს (გამოიყენება თქვენი სხეული დაცვითი უნარის შესამცირებლად)

ქინიდინს და დილთიაზემს (გამოიყენება არითმიმის სამკურნალოდ)

ბეტა-ბლოკატორებს და ვერაპამილს (სისხლის მაღალი წნევის სამკურნალო საშუალებები)

მორფინს და სხვა ოპიოიდებს (ძლიერი ტკივილების სმკურნალო საშუალებები).

აუცილებლად აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ იღებთ ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამეტებს, რამაც შესაძლოა გაზარდოს სისხლდენის რისკი თქვენ ორგანიზმში.

ორალური ანტიკოაგულანტები ხშირად მოხსენებეულია, როგორც “სისხლის გამათხელებლები”, რომლებიც შეიცავენ ვარფარინს,

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (აბრავიატურა NSAID), რომლებსაც ძირითადად იღებენ, როგორც ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებს, მაგალითად იბუპროფენი ან ნაპრქსენი.

სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები (შემოკლებით SSRIs) გამოიყენება როგორც ანტიდეპრესანტები, მაგალითად პაროქსეტინი, სერტრალინი და ციტალოპრამი.

სხვა მედიკამეტები, მაგალითად კეტოკონაზოლი (სოკოთი გამოწვეული ინფექციების საწინააღმდეგო საშუალება), კლარითრომიცინი (ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების საწინააღმდეგო საშუალება), ნეფაზოდონი (ანტიდეპრესანტი), რიტონავირი და ატაზანოვირი (გამოიყენება აივ ინფექციისა და შიდსის სამკურნალოდ), ცისაპრაიდი (გულძმარვის საწინააღმდეგო საშუალება), ჭვავის რქის ალკალოიდები (შაკიკის და თავის ტკივილის სამკურნალო საშულაბები).

აცნობეთ თქვენ მკურნალ ექიმს, რომ იღებთ პრეპარატ ბრეილს, ვინაიდან შეიძლება გაიზარდოს შინაგანი სისხლდენის რისკი, თუ თქვენი ექიმი დაგინიშნავთ ფიბრინოლიზურ საშუალებებს, ე.წ. „თრომბის გამხსნელებს“, როგორიცაა სტრეპტოკინაზა ან ალტეპლაზა.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ორსულად ხართ ან გეგმავთ ორსულობას, ბრეილის მიღება არ არის რეკომენდებული. ამ მედიკამენტის მიღებისას ქალებმა უნდა გამოიყენონ შესაბამისი კონტრაცეპტივები, რათა თავიდან აიცილონ დაუგეგმავი ორსულობა.

თუ ბავშვი გყავთ ძუძუთი კვებაზე, პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ მკურნალ ექიმთან.

თუ ხართ ორსულად, ან ვარაუდობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის ყოლას, ამ მედიკამენტის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

მანქანის და სხვა მექანიზმების მართვა და გამოყენება

ბრეილი სავარაუდოდ არ იმოქმედებს მანქანის ან მექანიზმების მართვის უნარზე. თუ ამ მედიკამენტის მიღებისას იგრძნობთ თავბრუსხვევას ან დაბნეულობას, ფრთხილად იყავით მანქანის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის დროს.

გვერდითი მოვლენები

ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, ამ წამალმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველა პაციენტში არ ვლინდება. ამ პრეპარატის მიღების ფონზე, შემდეგი გვერდითი ეფექტები შეიძლება განვითარდეს:

ბრეილი მოქმედებს სისხლის შედედების პროცესზე, შესაბამისად ძირითადად გვერდითი ეფექტების უმეტესობა დაკავშირებულია სისხლდენასთან. სისხლდენა შესაძლოა განვითარდეს ადამიანის ორგანიზმის ნებისმიერ ნაწილში. ზოგიერთი სისხლდენის ტიპი, როგორიცაა სისხლჩაქცევები, ცხვირიდან სისხლდენა, უფრო ხშირად ვლინდება. მწვავე სისხლდენები იშვიათია, მაგრამ ისინი შესაძლოა სიხცოცხლისთვის სახიფათო იყოს.

თუ თქვენ შეამჩნევთ ნებისმიერ ქვემოთ ჩმოთვლილ ეფექტს – თქვენ შესაძლოა დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება:

სისხლდენა თავის ტვინში ან ქალაში არ არის ხშირი გვერდითი ეფექტი და შესაძლოა გამოვლინდეს ინსულტის მსგავსი მოვლენებით, როგორიც არის:

  • მკლავის, ფეხის ან სახის უეცარი დაბუჟება ან სისუსტე, განსაკუთრებით თუ ეს მხოლოდ სხეულის ერთ მხარეს ხდება
  • უეცარი დაბნეულობა, მეტყველების ან სხვების გაგების გართულება
  • უეცარი გართულებული სიარული ან წონასწორობის ან კოორდინაციის დაკარგვა
  • უეცარი თავბრუსხვევა ან ძლიერი თავის ტკივილი უცნობი მიზეზის გამო.

სისხლდენის ნიშნები როგორიცაა:

  • ძლიერი სისხლდენა ან სისხლდენა რომელსაც ვერ აკონტროლებთ
  • მოულოდნელი სისხლდენა ან სისხლდენა, რომელიც დიდხანს გრძელდება
  • ვარდისფერი, წითელი ან ყავისფერი შარდი
  • სისხლის წითლად ღებინება ან თქვენი ნაღებინები მასა ჰგავს „ყავის ნალექს"
  • წითელი ან შავი განავალი (კუპრის მსგავსი)
  • შედედებული სისხლის ამოხველება ან ღებინება

გულის წასვლა

დროებით გონების დაკარგვა შესაძლებელია გამოწვეული იყოს თავის ტვინის სისხლით ცუდი მომარაგების გამო (ეს გვერდითი ეფექტი ხშირია)

სისხლის შედედების პრობლემის ნიშნები, რომელსაც თრომბოციტური თრომბოციტოპენიური პურპურა (TTP) ეწოდება, შემდეგია:

ცხელება და მეწამული ლაქები (ე.წ. პურპურა) კანზე ან პირის ღრუში, კანის ან თვალების სიყვითლე, რომელიც შესაძლოა არ გამოვლდინდეს, აუხსნელი უკიდურესი დაღლილობა ან დაბნეულობა.

განიხილეთ თქვენ ექიმთან ერთად, თუ შეამჩნევთ ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმეს:

ჟანგბადის უკმარისობის შეგრძნება – რაც ძალიან ხშირია. ამის მიზეზი შესაძლებელია იყოს თქვენი დაავადებული გული, ან ბრეილის გვერდითი ეფექტი. ბრეილთან დაკავშირებული სუნთქვის უკმარისობა ძირითადად არის მსუბუქი და მისთვის დამახასიათებელია, უეცარი, მოულოდნელი შიმშილის გრძნობა ჰაერზე, რომელიც ჩვეულებრივ ხდება დასვენების დროს და შეიძლება გამოვლინდეს მკურნალობის პირველ კვირებში და ბევრ პაციენტში შესაძლოა გაქრეს დროთა განმავლობაში. თუ თქვენ გრძნობთ ჟანგბადის უკმარისობას და გიჭირთ სუნთქვა, და ეს მდგომარეობა მძიმდება ან გრძელდება ხანგრძლივად, შეატყობინეთ ამის შესახებ ექიმს. თქვენი ექიმი გადაწყვეტს საჭიროა თუ არა მკურნალობის გაგრძელება ან უფრო ღრმა შესწავლა.

სხვა შესაძლო გვერდითი ეფექტები

ძალიან ხშირი (რომელიც ვლინდება 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში)

სისხლში შარდმჟავას მომატებული დონე (ჩანს სისხლის ანალიზში)

სისხლდენა იწვევს სისხლის ფორმულის არევას

ხშირი (რომელიც ვლინდება 10-დან 1 პაციენტში)

  • სისხლჩაქცევები
  • თავის ტკივილი
  • თავბრუსხვევა ან ოთახის ტრიალი
  • დიარეა ან საჭმლის მონელების დარღვევა
  • ავადმყოფობის შეგრძნება (გულისრევა)
  • ყაბზობა
  • გამონაყარი
  • ქავილი
  • სახსრების ძლიერი ტკივილი და შეშუპება - ეს არის პოდაგრის ნიშნები
  • თავბრუსხვევის შეგრძნება ან გულის წავლის წინა მდგომარეობა, ან დაბინდული მხედველობა - ეს არის დაბალი წნევის ნიშნები
  • ცხვირიდან სისხლდენა
  • არ არის უჩვეულო ოპერაციის შემდგომი ან ჭრილობის და დაზიანების (მაგალითად, გაპარსვისას) შემთხვევაში ნორმაზე მეტი სისხლდენა
  • კუჭის ლორწოვანი გარსის სისხლდენა (წყლული)
  • ღრძილებიდან სისხლდენა

ნაკლებად ხშირი გვერდითი ეფეტები (შესაძლოა გამოვლინდეს 1-ზე მეტ პაციენტში 100-დან):

  • ალერგიული რეაქცია - გამონაყარი, ქავილი ან შეშუპებული სახე ან შეშუპებული ტუჩები/ენა შეიძლება იყოს ალერგიული რეაქციის ნიშნები
  • დაბნეულობა
  • თვალში სისხლჩაქცევით გამოწვეული მხედველობის პრობლემები
  • ვაგინალური სისხლდენა, რომელიც უფრო ინტენსიურია და გაქვთ სხვადასხვა დროს, და არ ემთხვევა ფიზიოლოგიური პერიოდის (მენსტრუალური) სისხლდენას.
  • სისხლდენა სახსრებსა და კუნთებში, რაც იწვევს მტკივნეულ შეშუპებას
  • ყურში სისხლჩაქცევა
  • შინაგანი სისხლდენა, ამან შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან გულის წასვლი წინა მდგომარეობა.

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტების გამოვლენისას გთხოვთ მიმართოთ ექიმს, ან ფარმაცევტს, ან ექთანს. მათ შორის შეატყობინეთ ისეთი გვერდითი ეფექტები, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში.

თქვენ შეგიძლიათ აცნობოთ ნებისმიერი გვერდითი ეფექტის შესახებ ნაციონალურ მარეგულირებელ ორგანოს. თქვენი შეტყობინების საშუალებით, თქვენ ხელს უწყობთ მეტი ინფორმაციის შეგროვებას ამ სამკურნალო საშუალების შესახებ.

ჭარბი დოზა

ტიკაგრელორი 900 მგ-მდე ერთჯერად დოზას კარგად იტანს ადამიანი. კუჭ-ნაწლავის ტოქსიკურობა არის დოზის შემზღუდავი ფაქტორი, რაც გამოვლინდა ერთჯერადად ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში. სხვა კლინიკურად მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს დოზის გადაჭარბებისას არის დისპნოე და პარკუჭოვან პაუზები (იხ. ქვეთავი 4.8).

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ზემოხსენებული სავარაუდო გვერდითი ეფექტები და ამიტომ საჭიროა ეკგ-ით მონიტორინგი.

ამ ეტაპზე უცნობია ტიკაგრელორის ეფექტის შექცევადობისთვის ანტიდოტი, ტიკაგრელორის დიალიზი ვერ ხდება (იხ. ქვეთავი 5.2).

დოზის გადაჭარბების მკურნალობა უნდა მოხდეს ადგილობრივად დანერგილი, სტანდარტული, სამედიცინო პრაქტიკის შესაბამისად. ტიკაგრელორის დოზის გადაჭარბების მოსალოდნელი ეფექტი არის გახანგრძლივებული სისხლდენის რისკის ზრდა, რომელიც გამოწვეულია თრომბოციტების ინჰიბირებით. თრომბოციტების გადასხმის კლინიკური სარგებელი ნაკლებად ეფექტურია სისხლდენის მქონე პაციენტებში (იხ. ქვეთავი 4.4). სისხლდენის შემთხვევაში საჭიროა სხვა სათანადო მდგომარეობის შემანარჩუნებელი ზომების მიღება.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება არის ტიკაგრელორი

ბრეილი 60 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 60 მგ ტიკაგრელორს;

ბრეილი 90 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 90 მგ ტიკაგრელორს;

დამხმარე ნივთიერებები:

ტაბლეტის გული: მანიტოლი, კალციუმის ჰიდროფოსფატის დიჰიდრატი, კროსპოვიდონი (ტიპი A), ჰიპრომელოზა (2910), მაგნიუმის სტერატი;

ტაბლეტის გარსი:

ბრეილი 60 მგ - Vivacoat light red PC-3P-578, რომელიც შედგება: ჰიპრომელოზა 2910 (E464), ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლ 400, წითელი რკინის ოქსიდი (E172).

ბრეილი 90 მგ - Vivacoat yellow PS-2P-040, რომელიც შედგება: ჰიპრომელოზა 2910 (E464), ტიტანის დიოქსიდი (E171), ტალკი (E553b), მაკროგოლ 400, ყვითელი რკინის ოქსიდი (E172).

როგორ გამოიყურება ბრეილი და შეფუთვის შემადგენლობა

ბრეილი 60 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი: ვარდისფერი, ორმხრივ ამოზნექილი, მრგავლი ფორმის, დაახლოებით 8.1 მმ დიამეტრის მქონე აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, რომლის ერთ მხარეს ამოტვიფრულია EL1.

ბრეილი 90 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი: ყვითელი, ორმხრივ ამოზნექილი, მრგავლი ფორმის, დაახლოებით 9.1 მმ დიამეტრის მქონე აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

გამჭვირვალე პვქ/პვდქ/ალუმინის ბლისტერები გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებული მუყაოს კოლოფში.

ბრეილის შეფუთვა: 56 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი ერთ შეფუთვაში.

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

სავაჭრო ლიცენზიის / რეგისტრაციის მფლობელი და მწარმოებელი

GM Pharmaceuticals LTD, საქართველო

შენახვის პირობები

შეინახეთ ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა შეესაბამება თვის ბოლო დღეს.

პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

არ გადაყაროთ პრეპარატი საყოფაცხოვრებო ნაგავში ან კანალიზაციაში. შეეკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა მოხდეს პრეპარატის გადაყრა, რომელიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას დაბინძურებისგან.

ფარმაკოლოგიური თვისებები

თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორები ჰეპარინის გარდა, ათქ კოდი: B01AC24.

მოქმედების მექანიზმი

ბრეილი შეიცავს ტიკაგრელორს, რომელიც მიეკუთვნება ციკლოპენტილტრიაზოლოპირიმიდინების (CPTP) ქიმიურ კლასს, არის ორალური, პირდაპირი მოქმედების, სელექტიური და P2Y12 რეცეპტორთან შექცევადად შემბოჭავი ანტაგონისტი, რაც განაპირობებს თრომბოციტების ადფ-მედიატირებული P2Y12-ზე დამოკიდებული თრომბოციტების აქტივაციის და აგრეგაციის პრევენციას. ტიკაგრელორი არ იწვევს ადფ შებოჭვის პრევენციას, მაგრამ P2Y12 რეცეპტორთან დაკავშირებისას, ხელს უშლის ადფ-ით გამოწვეული სიგნალის გადაცემის. რადგან, თრომბოციტები არიან ათეროსკლეროზული დაავადების თრომბოზული გართულებების წარმოშობის და განვითარების მიზეზი, თრომბოციტების ფუნქციის ინჰიბირებამ აჩვენა, რომ ამ დროს მცირდება CV მოვლენები, როგორიცაა სიკვდილი, მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი.

ტიკაგრელორი ასევე ზრდის ორგანიზმში ენდოგენურ ადენოზინის დონეს წონასწორული ნუკლეოზიდის გადამტანი-1 (ENT-1) ინჰიბირებით.

დადასტურებულია, რომ ტიკაგრელორი ჯანმრთელ სუბიექტებსა და მწვავე კორონარული სინდრომის მქონე პაციენტებში ზრდის ადენოზინით გამოწვეულ შემდეგ ეფექტებს: ვაზოდილატაცია (იზომება კორონარული სისხლის მიმოქცევით ჯანმრთელ მოხალისეებსა და ACS პაციენტებში; თავის ტკივილი), თრომბოციტების ფუნქციის დათრგუნვა (ადამიანის მთელ სისხლში in vitro) და დისპნოე. ამასთან, კავშირი ადენოზინის დონის ზრდასა და კლინიკურ შედეგებს შორის (მაგ. ავადობა-სიკვდილიანობა) ზუსტად დადგენილი არ არის.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

მოქმედების დაწყება

კორონარული არტერიის დაავადების (CAD) მქონე პაციენტებში სტაბილურად აცეტილსალიცილის მჟავას მიღებისას, ტიკაგრელორი სწრაფად ავლენს ფარმაკოლოგიურ ეფექტს, რაც გამოიხატება 0.5 საათში 180 მგ დოზის მიღების შემდეგ საშუალო დონის თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბირებით (IPA) დაახლოებით არის 41%, მაქსიმალური IPA ეფექტი - 89% დგება დოზის მიღებიდან 2-4 შემდეგ და ნარჩუნდება 2-8 საათის განმავლობაში. პაციენტთა 90%-ს საბოლოო IPA >70% აქვს დოზირებიდან 2 საათში.

მოქმედების დასასრული

თუ დაგეგმილია აორტაკორონარული შუნტირება პროცედურა, კლოპიდოგრელთან შედარებით, ტიკაგრელორით გამოწვეული სისხლდენის რისკი მეტია, თუ მისი მიღებას პაციენტი წყვეტს პროცედურამდე 96 საათზე ნაკლებ დროში.

სხვა წამალზე გადასვლის შედეგები

კლოპიდოგრელის 75 მგ დოზის, დღეში ორჯერ 90 მგ დოზის ტიკაგრელორზე გადასვლა იწვევს თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბირების აბსოლუტურ ზრდას 26.4%-ით, ხოლო ტიკაგრელორიდან კლოპიდოგრელზე გადასვლა იწვევს თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბირების აბსოლუტურ შემცირებას 24.5%-ით. პაციენტები შეიძლება გადავიდნენ კლოპიდოგრელიდან ტიკაგრელორზე, ისე რომ ანტითრომბოზული ეფექტი იქნება უცვლელი (იხ. ქვეთავი 4.2).

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

ტიკაგრელორის ეფექტურობისა და უსაფრთხოების კლინიკური მტკიცებულებები მიღებულია მე-3 ფაზის ორი კვლევის შედეგად:

  • PLATO [თრომბოციტების ინჰიბირება და შედეგი პაციენტში] კვლევა, ტიკაგრელორის შედარება კლოპიდოგრელთან, რომელიც მიმდინარეობს აცეტილსალიცილის მჟავასთან და სხვა სტანდარტულ თერაპიასთან ერთად კომბინაციაში.
  • PEGASUS TIMI-54 [ტიკაგრელორით მეორეული თრომბოზული მოვლენების პრევენცია მაღალი რისკის მწვავე კორონარული სინდრომით დაავადებულ პაციენტებში] კვლევა, ტიკაგრელორის აცეტილსალიცილის მჟავასთან კომბინაციის შედარება მხოლოდ აცეტილსალიცილის მჟავას თერაპიასთან.

PLATO კვლევა (მწვავე კორონარული სინდრომი)

PLATO კვლევაში მონაწილეობა მიიღო 18,624 პაციენტმა, რომლებსაც 24 საათის განმავლობაში გამოუვლინდათ არასტაბილური სტენოკარდიის (UA), არა-ST კბილის ზრდით მიმდინარე მიოკარდიუმის ინფარქტის (NSTEMI) ან ST კბილის ზრდით მიმდინარე მიოკარდიუმის ინფარქტის (STEMI) სიმპტომები და მათ უმთავრესად მკურნალობდნენ მედიკამენტებით, ან პერკუტანული კორონარული ჩარევით (PCI), ან აორტაკორონარული შუნტირების (CABG) გზით.

კლინიკური ეფექტი

აცეტილსალიცილის მჟავას ფონზე 90 მგ ტიკაგრელორის ორჯერ მიღებამ 75 მგ კლოპოდოგრელთან შედარებით, გამოავლინა უპირატესობა პაციენტის კარდიოვასკულარული სიკვდილის, მიოკარდიუმის ინფარქტის და ინსულტის პრევენციის მისაღწევად.

პატიენტები რომლებიც იღებენ 300 მგ კლოპიდოგრელის დიდ დოზას (600 მგ შესაძლებელია თუ პაციენტს აქვს პერკუტანული კორონალური ჩარევა) ან 180 მგ ტიკაგრელორი.

შედეგი გამოვლინდა ადრეულ სტადიაზე (აბსოლტური რისკი შემცირება ხდებოდა 0.6%-ით და ფარდობითი რისკის შემცირება 12%-ით 30 დღის განმავლობაში). მუდმივი მკურნალობის ფონზე, 12 თვის განმავლობაში აბსოლტური რისკი შემცირება ხდება 1.9%-ით და ფარდობითი რისკის შემცირება 16%-ით.

აღნიშნული მეტყველებს ტიკაგრელორით 90 მგ დღეში ორჯერ 12 თვის განმავლობაში მკურნალობის მიზანშეწონილობის შესახებ (იხ. ქვეთავი 4.2) 54 აცეტილსალიცილის მჟავის მკურნალობის ფონზე აგვაცილებს 1 ათეროთრომბულ შემთხვევას; 91 პაციენტის მკურნალობა თავიდან აგვაცილებს 1 კარდიოვასკულარულ სიკვდილს (იხ. ნახ. 1 და ცხრილი 4.)

ტიკაგრელორის სამკურნალო ეფექტი კლოპიდოგრელთან შედარებით უფრო მეტად მისაღებია პაციენტების ბევრი ქვეჯგუფისთვის, რომელთა შორის არის წონა, სქესი, შაქრიანი დიაბეტი ანამეზში, გარდამავალი იშემიური შეტევა ან არაჰემორაგიული ინსულტი ან რევასკულარიზაცია; ერთდროული მკურნალობის სქემაში არის ჰეპარინი, GpIIb/IIIa ინჰიბიტორები და პროტონული ტუმბოების ინჰიბიტორები (იხ. ქვეთავი 4.5.); ავადმყოფობის საბოლოო ინდექსის დიაგნოზი (მიკოარდიუმის ინფარქტი ST კბილის ზრდით, მიკოარდიუმის ინფარქტი ST კბილის ზრდის გარეშე ან არასტაბილური სტენოკარდია); და მკურნალობის მეთოდი განკუთვნილია რანდომიზაციისთვის (ინვაზიური ან სამედიცინო).

მხოლოდ უმნიშვნელო სამკურნალო ურთიერთქმედების ცვლილებას ჰქონდა ადგილი რეგიონის მიხედვით, ამ დროს რისკების შეფარდება პირველადი საბოლოო წერტილისთვის იყო ტიკაგრელორის სასარგებლოდ ჩრდილოეთ ამერიკის გარდა მთელ მსოფლიოში, მაგრამ კლოპიდოგრელის სასარგებლოდ ჩრდილოეთ ამერიკაში, რომელიც წარმოადგენს საერთო გამოკვლეული პოპულაციის დაახლოებით 10%-ს (ურთიერთქმედების p- მნიშვნელობა = 0.045).

კვლევის დროს ჩატარებული ანალიზები აჩვენებს შესაძლო კავშირს აცეტილსალიცილის მჟავას დოზასთან, მაგალითად აცეტილსალიცილის დოზის გაზრდის ფონზე ტიკაგრელორის ეფექტურობა მცირება. ტიკაგრელორთან ერთად აცეტილსალიცილის მჟავას პერმანენტული ყოველდღიური დოზა უნდა იყოს 75-150 მგ (იხ. ქვეთავები 4.2 და 4.4)

ნახ. 1 გვიჩვენებს ნებისმიერი მოსალოდნელი რისკის პირველი კლინიკური გამოვლენის კომბინაციის შეფასებას, ეფექტურ საბოლოო შედეგზე.

ნახ. 1 - ძირითადი კლინიკური კომბინაციის საბოლოო შედეგის კარდიოვასკულარული სიკვდილის, მიოკარდიუმის ინფარქტის და ინსულტის ანალიზი (PLATO)

ტიკაგრელორმა კლოპიდოგრელთან შედარებით, შეამცირა პირველადი დასახული შედეგის მიღწევა, როგორც UA / NSTEMI, ისე STEMI პოპულაციაში (იხ. ცხრილი 4). ამრიგად, 90 მგ ბრეილი დღეში ორჯერ აცეტილსალიცილის მჟავას მცირე დოზასთან ერთად შეიძლება გამოყენებულ იქნას ACS-ის მქონე პაციენტებში (არასტაბილური სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი ST კბილის ზრდის გარეშე [NSTEMI] ან მიოკარდიუმის ინფარქტი ST კბილის მომატებით [STEMI]); მათ შორის წამლებით მკურნალობის ქვეშ მყოფი პაციენტები და ისინი, ვისაც უტარდება კანქვეშა კორონარული ჩარევა (PCI) ან არტერიოკორონარული შუნტირება (CABG).

ცხრილი 4 - ეფექტურობის პირველადი და მეორეული შედეგების ანალიზი (PLATO)

ტიკაგრელორი 90მგ ორჯერ დღეში

(პაციენტების შემთხვევების %) N=9333

კლოპიდოგრელი 75 მგ ერთხელ დღეში

(პაციენტების შემთხვევების %) N=9291

ARRa

(%/yr)

RRRa (%)

(95% CI)

p-სიდიდე

კარდიოვასკულარული სიკვდილი, მიოკარდიუმის ინფარქტი (ასიმპტომური მი-ს გარდა) ან ინსულტი

  • 3
  • 9
  • 9

16 (8, 23)

  • 0003

ინვაზიური ჩარევა

  • 5
  • 0
  • 7

16 (6, 25)

  • 0025

მედიკამენტოზური ჩარევა

  • 3
  • 2
  • 3

15 (0.3, 27)

  • 0444d

კარდიოვასკულარული სიკვდილი

  • 8
  • 8
  • 1

21 (9, 31)

  • 0013

მიოკარდიუმის ინფარქტი (ასიმპტომური მი-ს გარდა)b

  • 4
  • 4
  • 1

16 (5, 25)

  • 0045

ინსულტი

  • 3
  • 1
  • 0.2
  • 17 (-52, 9)
  • 2249

ნებისმიერი მიზეზით გამოწვეული სიკვდილი, მიოკარდიუმის ინფარქტი (ასიმპტომური მი-ს გარდა) ან ინსულტი

  • 7
  • 5
  • 1

16 (8, 23)

  • 0001

CV sikvdili, saerTo MI,

insulti, SRI, RI, TIA an სხვა ATEc

  • 8
  • 7
  • 1

12 (5, 19)

  • 0006

ნებისმიერი მიზეზით გამოწვეული სიკვდილი,

  • 3
  • 4
  • 4

22 (11, 31)

  • 0003d

დადგენილი სტენტის თრომბოზი

  • 2
  • 7
  • 6

32 (8, 49)

  • 0123d

aARR =რისკის აბსოლუტური შემცირება; RRR= რისკის ფარდობითი შემცირება = (1 დაზიანრების ხარისხი)×100%. უარყოფითი RRR მიუთითებს ფარდობითი რისკის ზრდაზე

bფარული მიოკარდიუმის ინფარქტის (მი) გარდა.

c SRI = სერიოზული რეციდიული იშემია; RI = მორეციდივე იშემია; TIA = გარდამავალი იშემიური შეტევა; ATE = არტერიული თრომბოზული მოვლენა. საერთო MI მოიცავს ფარულ MI-საც. არსებული პრობლემის საწყის თარიღად მიიჩნევა აღმოჩენის დრო.

d მაჩვენებელის ნომინალური მნიშვნელობა: ყველა სხვა არის ფორმალურად მნიშვნელოვანი სტატისტიკისთვის, წინასწარ განსაზღვრული იერარქიული შემოწმებისთვის.

PLATO გენეტიკური ქვეკვლევა

PLATO კვლევის CYP2C19 და ABCB1 გენოტიპმა 10,285 პაციენტში უზრუნველყო, გენოტიპური ჯგუფების ასოცირება PLATO-ს შედეგებთან. ტიკაგრელორის უპირატესობა კლოპიდოგრელთან შედარებით, ძირითადი კარდიოვასკულარული შემთხვევების შემცირებაში მნიშვნელოვნად არ იცვლებოდა CYP2C19 ან ABCB1 გენოტიპის მქონე პაციენტებში. ტოტალური PLATO ძლიერი სისხლდენა არ განსხვავდებოდა ტიკაგრელორისა და კლოპიდოგრელის თერაპიიას შორის, CYP2C19 ან ABCB1 გენოტიპის მიუხედავად. არა-CABG PLATO ძლიერი სისხლდენა ტიკაგრელორის გამოყენებისას კლოპიდოგრელთან შედარებით გაიზარდა პაციენტებში, რომლებსაც ჰქონდათ დაკარგული ერთი ან მეტი CYP2C19 ფუნქციური ალელი, მაგრამ მსგავსი იყო პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ კლოპიდოგრელს და არ აღენიშნებოდათ ფუნქციური ალელის დაკარგვა.

ეფექტურობისა და უსაფრთხოების შეფარდება

ეფექტურობისა და უსაფრთხოების შეფარდება (კარდიო-ვასკულური სიკვდილი, მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი ან PLATO-თი განპირობებული "ტოტალური ძლიერი" სისხლდენა) გვიჩვენებს, რომ ტიკაგრელორის ეფექტურობის სარგებელი კლოპიდოგრელთან შედარებით არ ქრება ძლიერი სისხლდენის შემთხვევბი (ARR 1.4%, RRR 8% , HR 0.92; p = 0.0257) ACS–ის მომდევნო 12 თვის განმავლობაში.

კლინიკური უსაფრთხოება

ჰოლტერის ქვეკვლევა:

PLATO-ს დროს პარკუჭების პაუზების და სხვა არითმიული ეპიზოდების შესწავლის მიზნით, მკვლევარებმა ჩაატარეს ჰოლტერის მონიტორინგი დაახლოებით 3000 პაციენტიან ქვეჯგუფში, სადაც დაახლოებით 2000 ჩანაწერი უტარდებოდა ACS-ის მწვავე ფაზაში და შემდეგ ერთი თვის თავზე. უპირველესი დაკვირვების ცვლადი იყო ≥3 წამზე მეტი ან ტოლი პარკუჭოვანი პაუზების დაფიქსირება. პარკუჭოვანი პაუზები ტიკაგრელორის გამოყენებისას (6.0%), კლოპიდოგრელთან შედარებით (3.5%) უფრო მეტ პაციენტს აღენიშნათ მწვავე ფაზაში; და 2.2% და 1.6% შესაბამისად 1 თვის შემდეგ (იხ, ქვეთავი 4.4). პარკუჭების პაუზების ზრდა ACS–ის მწვავე ფაზაში უფრო გამოხატული იყო პაციენტებში გულის შეგუბებითი უკმარისობით (CHF) ანამნეზში, რომლებიც იღებდნენ ტიკაგრელორს (9.2% პაციენტების იმ 5.4%-თან შედარებით, რომლებსაც არ ჰქონდათ CHF ანამნეზში; ხოლო კლოპიდოგრელის გამოყენებისას - 4.0%, პაციენტების 3.6%-თან შედარებით, რომლებსაც არ ჰქონდათ CHF ანამნეზში). დისბალანსი არ გამოვლინდა ერთი თვის თავზე: 2.0% და 2.1%-თან შედარებით, რომლებსაც არ ჰქონდათ CHF ანამნეზში; და 3.8% კლოპიდოგრელის თერაპიაზე მყოფ 1.4%-თვის. ამ დისბალანსთან (კარდიოსტიმულატორის ჩასმის ჩათვლით) რაიმე არასასურველი კლინიკური შედეგები არ ყოფილა განსაზღვრული.

PEGASUS-ის კვლევა (მიოკარდიუმის ინფარქტით ანამნეზში)

PEGASUS TIMI-54-ში მონაწილეობდა 21.162 პაციენტი და იყო შემთხვევაზე ორიენტირებული, რანდომიზებული, ორმაგად ბრმა, პლაცებო კონტროლირებადი, საერთაშორისო მულტიცენტრული კვლევა პარალელურ ჯგუფებში, ათეროთრომბოზული მოვლენების პროფილაქტიკის შესაფასებლად ტიკაგრელორის 2 დოზის მიღებისას (90 მგ დღეში ორჯერ ან 60 მგ დღეში ორჯერ) კომბინირებული აცეტილსალიცილის მჟავას დაბალ დოზასთან (75-150 მგ), მხოლოდ აცეტილსალიცილის მჟავას მონოთერაპიასთან შედარებით, პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ანამნეზში მიოკარდიუმის ინფარქტი და ათეროთრომბოზის დამატებითი რისკ-ფაქტორები.

პაციენტების კვლევაში ჩართვის კრიტერიუმი იყო, თუ ისინი იყვნენ 50 წლის ან მეტი ასაკის, ანამნეზში ჰქონდა MI (რანდომიზაციამდე 1-დან 3 წლამდე) და ჰქონდათ ათეროთრომბოზის განვითარების ჩამოთვლილი რისკ-ფაქტორებიდან ერთ-ერთი მაინც: ასაკი ≥65 წელზე, შაქრიანი დიაბეტი, რომელიც საჭიროებს მედიკამენტოზურ მკურნალობას, მეორე გადატანილი MI, მულტისისხლძარღვოვანი გულის იშემიური დაავადება ან თირკმლის ქრონიკული დისფუნქციის ნიშნები.

პაციენტებს არ ჰქონდათ მონაწილეობის უფლება, თუ კვლევის პერიოდში დაგეგმილი იყო P2Y12 რეცეპტორების ანტაგონისტის, დიპირიდამოლის, ცილოსტაზოლის ან ანტიკოაგულანტების გამოყენება; თუ მათ ჰქონდათ სისხლდენის დარღვევა ან ანამნეზში იშემიური ინსულტი ან ინტრაკრანიალური სისხლდენა, ცენტრალური ნერვული სისტემის სიმსივნე ან ინტრაკრანიალური სისხლძარღვების ანომალია; თუ მათ ჰქონდათ კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა წინა 6 თვის განმავლობაში ან გადაიტანეს დიდი ოპერაცია წინა 30 დღის განმავლობაში.

კლინიკური უსაფრთხოება

სურათი 2 – პირველადი ანალიზი კომბინირებული მიზეზით, კარდიოვასკულური, მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი – გამოწვეული სიკვდილობის

ცხრილი 5 - პირველადი და მეორადი ეფექტურობის საბოლოო შედეგების ანალიზი (PEGASUS)

ტიკაგრელორი 60 მგ ორჯერ დღეში +ASA

N = 7045

ASA მხოლოდ

N = 7067

p-მეჩვენებელი

მახასიათეველი

პაციენტი გამოვლენილი დაავადებით

KM%

HR

(95% CI)

პაციენტი გამოვლენილი დაავადებით

KM%

პირველადი საბოლოო წერტილი

კარდიოვასკულარული სიკვდილი, მიოკარდიუმის ინფარქტი და ინსულტი ერთად

487 (6.9%)

  • 8%
  • 84

(0.74; 0.95)

578 (8.2%)

  • 0%
  • 0043 (ს)

კარდიოვასკულარული სიკვდილი

174 (2.5%)

  • 9%
  • 83

(0.68, 1.01)

210

(3.0%)

  • 4 %
  • 0676

მიოკარდიუმის ინფარქტი

285 (4.0%)

  • 5%
  • 84

(0.72, 0.98)

338 (4.8%)

  • 2%
  • 0314

ინსულტი

91 (1.3%)

  • 5%
  • 75

(0.57, 0.98)

122 (1.7%)

  • 9%
  • 0337

მეორეული საბოლოო წერტილი

კარდიოვასკულარული სიკვდილი

174 (2.5%)

  • 9%
  • 83

(0.68, 1.01)

210 (3.0%)

  • 4%

-

გარდაცველების ყველა სხვა მიზეზი

289 (4.1%)

  • 7%
  • 89

(0.76, 1.04)

326 (4.6%)

  • 2%

-

საფრთხის ხარისხი და p-მაჩვენებლის სიდიდეები გამოითვლებოდა ინდივიდუალურად ტიკაგრელორისთვის მხოლოდ ASA თერაპიისთან შედარებით კოქსის რისკების პროპორციული მოდელის მიხედვით საკველევ ჯგუფში, როგორც ერთადერთი ცვლადი, რომლის ახსნა შესაძლებელია.

KM პროცენტი გამოითვლებოდა 36 თვეზე.

შენიშვნა:

პირველი შემთხვევების რაოდენობა CV გარდაცვალებისას, MI და ინსულტი არის პირველი შემთხვევების რეალური რიცხვი თითოეული კომპონენტისთვის და არ ემატება მოვლენების რაოდენობას რომელიც არის კომბინირებული მიზეზით გამოწვეული სიკვდილობის საბოლოო შედეგი.

(s) მიუთითებს სტატისტიკურ მნიშვნელობას.

CI = ნდობის ინტერვალი; CV = გულსისხლძარღვთა; HR = საფრთხის ხარისხი; KM = კაპლან-მაიერი; MI = მიოკარდიუმის ინფარქტი; N = პაციენტების რაოდენობა.

ორივე შემთხვევაში 60 მგ ორჯერ დღეში და 90 მგ ორჯერ დღეში ტიკაგრელორის დანიშვნა ASA-თან კომბინაციაში იყო უფრო ეფექტური, მხოლოდ ASA-ს ათეროთრომბოზულ მოქმედებასთან შედარებით (ნაკრების შედეგი: CV სიკვდილი, MI და ინსულტი), მკურნალობის სტაბილური ეფექტით კვლევის მთელი პერიოდის განმავლობაში მიიღება 16% RRR და 1.27% ARR 60 მგ ტიკაგრელორისთვის და 15% RRR და 1.19% ARR 90 მგ ტიკაგრელორის მიღების შემთხვევაში.

მიუხედავად იმისა, რომ ეფექტურობის პროფილი ორივე დოზისთვის: 90 მგ და 60 მგ იყო მსგავსი, არსებობს მტკიცებულებები, რომ დაბალ დოზას აქვს უკეთესი ტოლერანტობა და უსაფრთხოების პროფილი სისხლდენის რისკთან და დისპნოესთან დაკავშირებით. ამიტომ, მხოლოდ ბრეილი 60 მგ დღეში ორჯერ ASA-თან ერთად, რეკომენდებულია ათეროთრომბოზული მოვლენების პროფილაქტიკისთვის (CV სიკვდილი, MI და ინსულტი) პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ MI და აქვთ ათეროთრომბოზული მოვლენის განვითარების მაღალი რისკი.

მხოლოდ ASA–თან შედარებით, ტიკაგრელორის 60 მგ ორჯერ დღეში, მნიშვნელოვნად ამცირებს CV სიკვდილის, MI და ინსულტის პირველად ჯამურ საბოლოო გამოსავალს. თითოეული კომპონენტი ხელს უწყობს პირველადი ჯამურ საბოლოო გამოსავლის შემცირებას (CV სიკვდილი 17% RRR MI 16% RRR და ინსულტი 25% RRR).

RRR ჯამური საბოლოო გამოსავლისთვის 1-დან 360 დღემდე (17% RRR) და 361 დღიდან და შემდეგ (16% RRR) იყო მსგავსი. ტიკაგრელორის ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ მონაცემები შეზღუდულია 3 წლის განმავლობაში ხანგრძლივი მკურნალობის ფონზე.

არ იყო არანაირი მტკიცებულება სარგებლისა (CV სიკვდილის, MI და ინსულტის ძირითადი ჯამური შედეგის შემცირება, მაგრამ ძირითადი სისხლდენის ზრდა), როდესაც 60 მგ ტიკაგრელორს დღეში ორჯერ იღებდნენ კლინიკურად სტაბილური პაციენტები MI გამოვლინებიდან >2 წლის შემდეგ, ან ადფ რეცეპტორების ინჰიბიტორის წინა მკურნალობის შეწყვეტიდან ერთი წლის შემდეგ (იხ. აგრეთვე ქვეთავი 4.2).

კლინიკური უსაფრთხოება

60 მგ ტიკაგრელორით მკურნალობის შეწყვეტის სიხშირე სისხლდენისა და ქოშინის გამო, უფრო მაღალი იყო >75 წლის პაციენტებში (42%), ვიდრე ახალგაზრდა პაციენტებში (დიაპაზონი: 23-31%), პლაცებოსთან შედარებით 10%-ზე მაღალი სხვაობით (42%, 29%-თან შედარებით) პაციენტებში > 75 წელზე.

პედიატრიული პოპულაცია

ევროპის წამლების სააგენტომ უარი თქვა ბრეილის კვლევების შედეგების წარდგენის ვალდებულებაზე პედიატრიული პოპულაციის ყველა ქვეჯგუფში, მწვავე კორონარული სინდრომით და მიოკარდიუმის ინფარქტით ანამნეზში (MI) (იხ. ქვეთავი 4.2. ინფორმაცია პედიატრიაში გამოყენების შესახებ).

  • 2. ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები

აბსორბცია

ტიკაგრელორის აბსორბცია ხდება სწრაფად, საშუალო Cmax შეადგენს დაახლოებით 1.5 სთ. ძირითადი მოცირკულირე მეტაბოლიტის AR-C124910XX (ასევე აქტიური) წარმოქმნა ტიკაგრელორიდან სწრაფად ხდება, საშუალო Cmax დაახლოებით 2.5 სთ-ს შეადგენს. ჯანმრთელ პირებში პერორალურად უზმოზე ტიკაგრელორის 90 მგ ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ, Cmax არის 529 ნგ / მლ და მრუდქვეშ ფართობი (AUC) არის 3451 ნგ*სთ / მლ. საწყისი მეტაბოლიტების თანაფარდობა შეადგენს 0.28 Cmax-თვის და 0.42 AUC-თვის. ტიკაგრელორის და AR-C124910XX–ის ფარმაკოკინეტიკა პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში ჰქონდათ MI, ზოგადად მსგავსი იყო ACS-ის პოპულაციაში. PEGASUS-ის კვლევაში ჩართული პოპულაციის ფარმაკოკინეტიკური ანალიზის საფუძველზე, ტიკაგრელორის საშუალო Cmax იყო 391 ნგ/მლ და AUC იყო 3801 ნგ*სთ/მლ სტაბილურ მდგომარეობაში 60 მგ-თვის. 90 მგ ტიკაგრელორისთვის Cmax იყო 627 ნგ/მლ და AUC იყო 6255 ნგ * სთ/მლ სტაციონარულ მდგომარეობაში.

ტიკაგრელორის საშუალო აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენდა 36%. ცხიმიანი საჭმლის მიღებამ გამოიწვია ტიკაგრელორის AUC-ს 21%-იანი ზრდა და აქტიური მეტაბოლიტის Cmax-ის 22%-ით შემცირება, მაგრამ გავლენა არ მოუხდენია ტიკაგრელორის Cmax-ზე ან აქტიური მეტაბოლიტის AUC-ზე. ეს მცირე ცვლილებები კლინიკურად უმნიშვნელოა; ამიტომ ტიკაგრელორის მიღება შესაძლებელია, როგორც ჭამის წინ ისე ჭამის შემდეგ. ტიკაგრელორი, ისევე როგორც მისი აქტიური მეტაბოლიტი არიან P-gp (გლიკოპროტეინული) სუბსტრატები.

ტიკაგრელორი, რომელიც გამოიყენება წყალში გახსნილი სუსპენზიის სახით ორალურად ან შეჰყავთ კუჭში ნაზოგასტრალური ზონდით, ტიკაგრელორის და მისი აქტიური მეტაბოლიტის AUC და Cmax მიხედვით, გააჩნია მთლიანი ტაბლეტის შესაბამისი ბიოშეღწევადობა. ტიკაგრელორის წყლიანი სუსპენზიის პირველადი მოქმედების ეფექტი (დოზის მიღებიდან 0,5 სთ და 1 სთ შემდეგ) ტაბლეტებთან შედარებით იყო უფრო მაღალი თუმცა, საბოლოოდ ისინი ზოგადად იძლევა იდენტურ კონცენტრაციის პროფილს (2-დან 48 საათამდე ინტერვალი).

განაწილება

სტაციონარულ მდგომარეობაში ტიკაგრელორის განაწილების მოცულობა შეადგენს 87.5 ლ. ტიკაგრელორი და აქტიური მეტაბოლიტი ძალიან ინტენსიურად უკავშირდებიან ადამიანის პლაზმის ცილებს (> 99.0%).

ბიოტრანსფორმაცია

CYP3A4 არის მთავარი ფერმენტი, რომელიც პასუხისმგებელია ტიკაგრელორის მეტაბოლიზმზე და აქტიური მეტაბოლიტის ფორმირებაზე და მათი ურთიერთქმედება CYP3A სხვა სუბსტრატებთან ვარირებს აქტივაციიდან ინჰიბირებამდე.

ტიკაგრელორის ძირითადი მეტაბოლიტი არის AR-C124910XX, რომელიც ასევე აქტიურია in vitro კვლევებში და უკავშირდება თრომბოციტების P2Y12 ADP–რეცეპტორებს. აქტიური მეტაბოლიტის სისტემური მოქმედება შეადგენს ტიკაგრელორის ეფექტის დაახლოებით 30-40%-ს.

ელიმინაცია

ტიკაგრელორის ელიმინაციის ძირითადი გზა არის ღვიძლისმიერი მეტაბოლიზმი. შეყვანილი რადიოაქტიურად მარკირებული ტიკაგრელორის საშუალო რადიოაქტიურობის აღდგენის მახიასიათებელი დაახლოებით შეადგენს 84% (განავალში 57.8%, შარდში 26.5%). შარდში ტიკაგრელორის და მისი აქტიური მეტაბოლიტების აღდგენა, ორივესი ერთად, შეადგენდა დოზის 1%-ზე ნაკლებს. აქტიური მეტაბოლიტის ელიმინაციის ძირითადი გზაა ბილიარული სეკრეცია. საშუალო T1/2 ტიკაგრელორისთვის შეადგენს დაახლოებით 7 სთ-ს და აქტიური მეტაბოლიტისთვის 8.5 სთ.

განსაკუთრებული პოპულაციები

ხანდაზმულები

პოპულაციის ფარმაკოკინეტიკური ანალიზის შედეგად ტიკაგრელორის და აქტიური მეტაბოლიტის უფრო ძლიერი ზემოქმედება (დაახლოებით 25%-ით მეტი ორივე მაჩვენებლისთვის: Cmax-სა და AUC-სთვის) დაფიქსირდა ხანდაზმულ (75 წლის) პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ACS, ახალგაზრდა პაციენტებთან შედარებით. ეს განსხვავებები არ არის კლინიკურად მნიშვნელოვნი (იხ. ქვეთავი 4.2).

პედიატრიული პოპულაცია

ტიკაგრელორის ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის შეფასებული პედიატრიულ პოპულაციაში (იხ. ქვეთავები 4.2 და 5.1).

სქესი

ტიკაგრელორის და მისი აქტიური მეტაბოლიტის უფრო ძლიერი ზემოქმედება აღინიშნებოდა ქალებში, მამაკაცებთან შედარებით. ეს განსხვავებები არ მიიჩნევა კლინიკურად მნიშვნელოვნად.

თირკმლის უკმარისობა

ტიკაგრელორის მოქმედების ეფექტურობა დაახლოებით 20%-ით ნაკლები იყო, ხოლო აქტიური მეტაბოლიტის დაახლოებით 17%-ით მაღალი იყო თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ), თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პირებთან შედარებით.

თირკმლის უკმარისობის ბოლო სტადიის მქონე პაციენტებში, რომლებიც ჰემოდიალიზზე იმყოფებოდნენ, 90 მგ ტიკაგრელორის AUC და Cmax, დიალიზის პროცედურებს შორის ინტერვალში …

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია მომხმარებლებისთვის

ბრეილი 60 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

ბრეილი 90 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

ტიკაგრელორი

პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით გამოყენების ინსტრუქციას, რადგან მასში მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია

  • შეინახეთ გამოყენების ინსტრუქცია, შესაძლოა კვლავ დაგჭირდეთ.
  • დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
  • პრეპარატი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. ნუ გადასცემთ მას სხვებს. ამით შეიძლება ზიანი მოუტანოთ მათ, თუნდაც მსგავსი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში.
  • ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება იმ გვერდით ეფექტსაც, რომელიც არ არის მოცემული აღნიშნულ გამოყენების ინსტრუქციის ნაწილში 4.

გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს:

  • რა არის ბრეილი და რისთვის გამოიყენება
  • რა უნდა იცოდეთ ბრეილის გამოყენებამდე
  • ბრეილის მიღების წესი
  • მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
  • ბრეილის შენახვის პირობები
  • შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფრმაცია
  • რა არის ბრეილი და რისთვის გამოიყენება

რა არის ბრეილი

ბრეილი შეიცავს აქტიურ ნივთიერება ტიკაგრელორს. იგი მიეკუთვნება ანტიაგრეგატული პრეპრატების ჯგუფს.

რისთვის გამოიყენება ბრეილი

ბრეილი 60 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები:

ბრეილის კომბინაცია აცეტილსალიცილის მჟავასთან (სხვა ანტიაგრეგანტი) დასაშვებია მხოლოდ ზრდასრული პაციენტებისთვის. თქვენ დაგინიშნეს ეს წამალი ვინაიდან თქვენ გქონდათ:

გულის შეტევა, ერთი წლის წინ.

იგი ამცირებს განმეორებითი შეტევის რისკს, ასევე ინსულტის და სიკვდილის ალბათობას, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს თქვენი გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან.

ბრეილი 90 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტებელეტები:

ბრეილის კომბინაცია აცეტილსალიცილის მჟავასთან (სხვა ანტიაგრეგანტი) დასაშვებია მხოლოდ ზრდასრული პაციენტებისთვის. თქვენ დაგინიშნეს ეს წამალი ვინაიდან თქვენ გქონდათ:

გულის შეტევა, ან

არასტაბილური სტენოკარიდა (სტენოკარდია ან ტკივილი მკერდის არეში, რომელიც ცუდად ექვემდებარება კონტროლს).

იგი ამცირებს განმეორებითი შეტევის რისკს, ასევე ინსულტის და სიკვდილის ალბათობას, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს თქვენი გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან.

ბრეილის მოქმედება:

ბრეილი მოქმედებს სისხლის უჯრედებზე თრომბოციტებზე. ეს მცირე ზომის სისხლის უჯრედები მონაწილობენ სისხლის შედედების პროცესში. თრომბოციტები შეწებების ხარჯზე ქოლავენ სისხლძარღვებში არსებულ ნაპრალებს და/ან ჭრლობებს და აჩერებენ სისხლდენას.

თრომბოციტებს ასევე შეუძლიათ წარმოქმნან თრომბები გულისა და ტვინის დაავადებულ სისხლძარღვებში. ეს შეიძლება იყოს ძალიან საშიში, ვინაიდან:

  • თრომბს შეუძლია სრულად შეაჩეროს სისხლის მიწოდება ქსოვილებში; ამან კი შეიძლება გამოიწვიოს გულის შეტევა (მიოკარდიუმის ინფარქტი) ან ინსულტი, ან:
  • თრომბს შეუძლია ნაწილობრივ დაბლოკოს გულის სისხლძარღვები; ეს ამცირებს სისხლის ნაკადს გულში და შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი გულმკერდის არეში, ეს ტკივილი არ არის პერმანენტული და შეტევა არის პერიოდული (ე.წ. "არასტაბილური სტენოკარდია").

ბრეილი ხელს უშლის თრომბოციტების აგრეგაციის პროცესს და ამცირებს სისხლში თრომბის წარმოქმნის ალბათობას, რაც თავის მხრივ ზრდის სისხლის ნაკადის დენადობას.

  • რა უნდა იცოდეთ ბრეილის გამოყენებამდე

არ მიიღოთ ბრეილი თუ:

თუ გაქვთ ალერგია ტიკაგრელორის, ასევე პრეპარატის ნებისმიერი სხვა დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც მოცემულია ნაწილში 6;

გაქვთ სისხლდენა

გქონიათ ინსულტი, ტვინში სისხლჩაქცევის გამო

გაქვთ მძიმე ღვიძლის დაავადება

იღებთ ნებისმიერ, ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს:

კეტოკონაზოლს (სოკოვანი ინფეციების სამკურნალოდ);

კლარითრომიცინს (ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ);

ნეფაზოდონს (ანტიდეპრესანტი);

რიტონავირს და ატაზანოვირს (გამოიყენება აივ ინფექციისა და შიდსის სამკურნალოდ)

არ მიიღოთ ბრეილი, თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებებიდან თუნდაც ერთი მაინც გეხებათ თქვენ. თუ არ ხართ რაიმე საკითხში დარწმუნებული, პრეპარატ ბრეილის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

პრეპარატი ბრეილის მიღებამდე, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან, ან ფარმაცევტთან.

გაქვთ სისხლდენის მომატებული რისკი ვინაიდან:

ახლო წარსულში გქონდა სერიოზული ტრავმა;

ახლო წარსულში გაიკეთეთ ოპერაცია (სტომატოლოგიური მანიპულაციების ჩათვლით, გაიარეთ კონსულტაცია თქვენ სტომატოლოგთან)

გაქვთ მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს სისხლის შედედებაზე

უახლოეს წარსულში გქონდათ კუჭიდან და ნაწლავური სისხლდენა (მაგალითად კუჭის წყლულის ან მსხვილ ნაწლავში პოლიპების გამო)

ბრეილის მიღების ფონზე თქვენ უნდა გაიკეთოთ ოპერაცია (სტომატოლოგიური მანიპულაციების ჩათვლით). შესაბამისად იზრდება სისხლდენის რისკი. თქვენმა ექიმმა შესაძლოა მოგთხოვოთ, რომ ოპერაციამდე 5 დღით ადრე შეწყვიტოთ ამ პრეპარატის მიღება.

თქვენი გულისცემის სიხშირე არანორმალურად დაბალია (ჩვეულებრივ წუთში 60 დარტყმაზე ნაკლები) და თქვენ ჯერ არ გაქვთ ჩადგმული მოწყობილობა (კარდიოსტიმულატორი), რომელიც არეგულირებს გულისცემას.

გაქვთ ასთმა ან ფილტვების სხვა პრობლემები, ან გრთულებული სუნთქვა

გაქვთ ღვიძლის პრობლემები ან გქონიათ დაავადებები, რომელმაც იმოქმედა თქვენს ღვიძლზე.

თქვენი სისხლის ანალიზის შედეგებმა აჩვენა შარდმჟავას მომატებული დონე.

თუ ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გეხებათ (ან არ ხართ დარწმუნებული), ამ პრეპარატის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ თქვენ ერთდროულად იღებთ ორივე პრეპარატს ბრეილს და ჰეპარინს:

შეიძლება თქვენმა ექიმმა მოითხოვოს თქვენი სისხლის სადიაგნოსტიკო ტესტირება, თუ ის ეჭვობს ჰეპარინით გამოწვეულ თრომბოციტების იშვიათ დარღვევაზე. მნიშვნელოვანია აცნობოთ ექიმს, რომ იღებთ ბრეილს და ჰეპარინს, ვინაიდან ბრეილის მიღების ფონზე შესაძლოა შეიცვალოს სისხლის სადიაგნოსტიკო ტესტების შედეგები.

ბავშვები და მოზარდები

ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში პრეპარატ ბრეილის დანიშვნა არ არის რეკომენდებული.

სხვა სამკურნალო საშუალებები და ბრეილი

აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, ან ფარმაცევტს, ნებისმიერი პრეპარატის შესახებ, რომელსაც იღებთ, პერიოდულად იღებდით, ან გეგმავთ მიღებას. ვინაიდან ბრეილმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ზოგიერთი წამლის მოქმედებაზე და თავის მხრივ სხვა წამლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ბრეილზე.

აცნობეთ თქვენ მკურნალ ექიმს თუ იღებთ ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამეტებს:

როზუვასტატინს, ან დღიურად 40 მგ-ზე მეტი დოზით სიმვასტატინს ან ლოვასტატინს (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ქოლესტერინის მაღალი დონის სამკურნალოდ)

რიფამპიცინს (ანტიბიოტიკი)

ფენიტოინს, კარბამაზეპინს და ფენობრბიტალს (კრუნჩხვების საწინააღმდეგო საშუალებები)

დიგოქსინს (გულის უკმარისობის სამკურნალო საშუალება)

ციკლოსპორინს (გამოიყენება თქვენი სხეული დაცვითი უნარის შესამცირებლად)

ქინიდინს და დილთიაზემს (გამოიყენება არითმიმის სამკურნალოდ)

ბეტა-ბლოკატორებს და ვერაპამილს (სისხლის მაღალი წნევის სამკურნალო საშუალებები)

მორფინს და სხვა ოპიოიდებს (ძლიერი ტკივილების სმკურნალო საშუალებები).

აუცილებლად აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ იღებთ ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამეტებს, რამაც შესაძლოა გაზარდოს სისხლდენის რისკი თქვენ ორგანიზმში.

ორალური ანტიკოაგულანტები ხშირად მოხსენებეულია, როგორც “სისხლის გამათხელებლები”, რომლებიც შეიცავენ ვარფარინს,

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (აბრავიატურა NSAID), რომლებსაც ძირითადად იღებენ, როგორც ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებს, მაგალითად იბუპროფენი ან ნაპრქსენი.

სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები (შემოკლებით SSRIs) გამოიყენება როგორც ანტიდეპრესანტები, მაგალითად პაროქსეტინი, სერტრალინი და ციტალოპრამი.

სხვა მედიკამეტები, მაგალითად კეტოკონაზოლი (სოკოთი გამოწვეული ინფექციების საწინააღმდეგო საშუალება), კლარითრომიცინი (ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების საწინააღმდეგო საშუალება), ნეფაზოდონი (ანტიდეპრესანტი), რიტონავირი და ატაზანოვირი (გამოიყენება აივ ინფექციისა და შიდსის სამკურნალოდ), ცისაპრაიდი (გულძმარვის საწინააღმდეგო საშუალება), ჭვავის რქის ალკალოიდები (შაკიკის და თავის ტკივილის სამკურნალო საშულაბები).

აცნობეთ თქვენ მკურნალ ექიმს, რომ იღებთ პრეპარატ ბრეილს, ვინაიდან შეიძლება გაიზარდოს შინაგანი სისხლდენის რისკი, თუ თქვენი ექიმი დაგინიშნავთ ფიბრინოლიზურ საშუალებებს, ე.წ. „თრომბის გამხსნელებს“, როგორიცაა სტრეპტოკინაზა ან ალტეპლაზა.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ორსულად ხართ ან გეგმავთ ორსულობას, ბრეილის მიღება არ არის რეკომენდებული. ამ მედიკამენტის მიღებისას ქალებმა უნდა გამოიყენონ შესაბამისი კონტრაცეპტივები, რათა თავიდან აიცილონ დაუგეგმავი ორსულობა.

თუ ბავშვი გყავთ ძუძუთი კვებაზე, პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ მკურნალ ექიმთან.

თუ ხართ ორსულად, ან ვარაუდობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის ყოლას, ამ მედიკამენტის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

მანქანის და სხვა მექანიზმების მართვა და გამოყენება

ბრეილი სავარაუდოდ არ იმოქმედებს მანქანის ან მექანიზმების მართვის უნარზე. თუ ამ მედიკამენტის მიღებისას იგრძნობთ თავბრუსხვევას ან დაბნეულობას, ფრთხილად იყავით მანქანის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის დროს.

  • ბრეილის მიღების წესი

პრეპარატი ბრეილი უნდა მიიღოთ მკაცრად ექიმის დანიშნულების შესაბამისად. თუ გაქვთ შეკითხვები, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, ან ფარმაცევტს.

დოზირება

ბრეილი 60 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები:

რეკომენდებული დღიური დოზა არის ერთი 60 მგ ტაბლეტი ორჯერ დღეში. განაგრძეთ პრეპრატის მიღება ექიმის დანიშნულების შესაბამისად.

მიიღეთ პრეპარატი დაახლოებით ერთიდაიმავე დროს, ყოველ დღე (მაგალითად, ერთი ტაბლეტი დილით და მეორე საღამოს).

ბრეილი 90 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები:

საწყისი დოზა არის ერთდროულად ორი ტაბლეტი (180 მგ დამრტყმელი დოზა). ასეთ დოზას დაგინიშნავენ მხოლოდ საავადმყოფოში ყოფნის დროს აღნიშნული საწყისი დოზის შემდეგ, ჩვეულებრივ დოზას წარმოადგენს 90 მგ ერთი ტაბლეტი ორჯერ დღეში, 12 თვის განმვლობაში, თუ თქვენი ექიმი არ დაგინიშნავთ განსხვავებულ მკურნალობას.

მიიღეთ პრეპარატი დაახლოებით ერთიდაიმავე დროს ყოველ დღე - მაგალითად, ერთი ტაბლეტი დილით და მეორე საღამოს.

ბრეილის მიღება სხვა ანტიკოაგულანტებთან ერთად

თქვენმა ექიმმა შესაძლოა დაგინიშნოთ აცეტილსალიცილის მჟავაც. ეს არის ნივთიერება, რომელიც შედის ბევრი სისხლის შედედების საწინააღმდეგო პრეპარატის შემადგენლობაში. თქვენი ექიმი შეგირჩევთ დოზას (ჩვეულებრივ ეს არის 75-150 მგ დღეში).

როგორ უნდა მიიღოთ ბრეილი

შეგიძლიათ მიიღოთ პრეპრატი ჭამის წინ, ან ჭამის შემდეგ.

თქვენ შეგიძლიათ შეამოწმოთ, როდის მიიღეთ ბოლოს პრეპრატი ბლისტერის მეშვეობით, რომელზეც არის მითითებული მზე (დილის დოზისთვის) და მთვარე (საღმოს დოზისთვის). ეს დაგეხმარებათ განსაზღვროთ მიიღეთ თუ არა შესაბამისი დოზა.

თუ თქვენ გაქვთ ტაბლეტის გადაყლაპვის პრობლემა

თუ თქვენ გაქვთ ტაბლეტის გადაყლაპვის პრობლემა, შეგიძლიათ დაფშვნათ ტაბლეტი და შეურიოთ წყალს შემდეგნაირად:

დაფშვენით ტაბლეტი ფხვნილისებრ კონსისტენციამდე

ჩაყარეთ ფხვნილი ნახევარ ჭიქა წყალში

შეურიეთ ინტენსიურად და დალიეთ დაუყოვნებლად

რათა დარწმუნდეთ, რომ სრულად მიიღეთ წამლის დოზა, ჭიქაში გამოავლეთ ნახევარი ჭიქა წყალი და ისიც დალიეთ.

თუ თქვენ ხართ საავადმყოფოში, შესაძლოა პრეპარატი მოგცენ წყლიანი სუსპენზიის სახით ცხვირში ინსტალირებული მილის (ნაზოგასტრალური მილი) მეშვეობით.

თუ თქვენ მიიღეთ საჭირო დოზაზე მეტი ბრეილი

თუ თქვენ მიიღეთ საჭირო დოზაზე მეტი ბრეილი, შეატყობინეთ ექიმს ან მიაკითხეთ უახლოეს საავადმყოფოს. თან გააყოლეთ წამლის შეფუთვა. თქვენ შესაძლოა იყოთ სისხლდენის მაღალი რისკის ქვეშ.

თუ თქვენ დაგავიწყდათ ბრეილის მიღება

თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ იგი ჩვეულებრივ დროს

არ გააორმაგოთ დოზა (ორი ტაბლეტი ერთდროულად) გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით

თუ თქვენ შეწყვიტეთ ბრეილის მიღება

არ შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე. მიიღეთ პრეპარატი რეგულარულად და იმ ხანგრძლივობით რასაც ექიმი დაგინიშნავთ. თუ თქვენი ნებით შეწყვიტავთ ბრეილის მიღებას, ამან შესაძლოა გაზარდოს გულის შეტევის, ინსულტის და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებით გამოწვეული სიკვდილის რისკი.

თუ თქვენ გაქვთ დამატებით შეკითხვები ამ წამლის შესახებ მიმართეთ თქვენ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები

ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, ამ წამალმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველა პაციენტში არ ვლინდება. ამ პრეპარატის მიღების ფონზე, შემდეგი გვერდითი ეფექტები შეიძლება განვითარდეს:

ბრეილი მოქმედებს სისხლის შედედების პროცესზე, შესაბამისად ძირითადად გვერდითი ეფექტების უმეტესობა დაკავშირებულია სისხლდენასთან. სისხლდენა შესაძლოა განვითარდეს ადამიანის ორგანიზმის ნებისმიერ ნაწილში. ზოგიერთი სისხლდენის ტიპი, როგორიცაა სისხლჩაქცევები, ცხვირიდან სისხლდენა, უფრო ხშირად ვლინდება. მწვავე სისხლდენები იშვიათია, მაგრამ ისინი შესაძლოა სიხცოცხლისთვის სახიფათო იყოს.

თუ თქვენ შეამჩნევთ ნებისმიერ ქვემოთ ჩმოთვლილ ეფექტს – თქვენ შესაძლოა დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება:

სისხლდენა თავის ტვინში ან ქალაში არ არის ხშირი გვერდითი ეფექტი და შესაძლოა გამოვლინდეს ინსულტის მსგავსი მოვლენებით, როგორიც არის:

  • მკლავის, ფეხის ან სახის უეცარი დაბუჟება ან სისუსტე, განსაკუთრებით თუ ეს მხოლოდ სხეულის ერთ მხარეს ხდება
  • უეცარი დაბნეულობა, მეტყველების ან სხვების გაგების გართულება
  • უეცარი გართულებული სიარული ან წონასწორობის ან კოორდინაციის დაკარგვა
  • უეცარი თავბრუსხვევა ან ძლიერი თავის ტკივილი უცნობი მიზეზის გამო.

სისხლდენის ნიშნები როგორიცაა:

  • ძლიერი სისხლდენა ან სისხლდენა რომელსაც ვერ აკონტროლებთ
  • მოულოდნელი სისხლდენა ან სისხლდენა, რომელიც დიდხანს გრძელდება
  • ვარდისფერი, წითელი ან ყავისფერი შარდი
  • სისხლის წითლად ღებინება ან თქვენი ნაღებინები მასა ჰგავს „ყავის ნალექს"
  • წითელი ან შავი განავალი (კუპრის მსგავსი)
  • შედედებული სისხლის ამოხველება ან ღებინება

გულის წასვლა

დროებით გონების დაკარგვა შესაძლებელია გამოწვეული იყოს თავის ტვინის სისხლით ცუდი მომარაგების გამო (ეს გვერდითი ეფექტი ხშირია)

სისხლის შედედების პრობლემის ნიშნები, რომელსაც თრომბოციტური თრომბოციტოპენიური პურპურა (TTP) ეწოდება, შემდეგია:

ცხელება და მეწამული ლაქები (ე.წ. პურპურა) კანზე ან პირის ღრუში, კანის ან თვალების სიყვითლე, რომელიც შესაძლოა არ გამოვლდინდეს, აუხსნელი უკიდურესი დაღლილობა ან დაბნეულობა.

განიხილეთ თქვენ ექიმთან ერთად, თუ შეამჩნევთ ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმეს:

ჟანგბადის უკმარისობის შეგრძნება – რაც ძალიან ხშირია. ამის მიზეზი შესაძლებელია იყოს თქვენი დაავადებული გული, ან ბრეილის გვერდითი ეფექტი. ბრეილთან დაკავშირებული სუნთქვის უკმარისობა ძირითადად არის მსუბუქი და მისთვის დამახასიათებელია, უეცარი, მოულოდნელი შიმშილის გრძნობა ჰაერზე, რომელიც ჩვეულებრივ ხდება დასვენების დროს და შეიძლება გამოვლინდეს მკურნალობის პირველ კვირებში და ბევრ პაციენტში შესაძლოა გაქრეს დროთა განმავლობაში. თუ თქვენ გრძნობთ ჟანგბადის უკმარისობას და გიჭირთ სუნთქვა, და ეს მდგომარეობა მძიმდება ან გრძელდება ხანგრძლივად, შეატყობინეთ ამის შესახებ ექიმს. თქვენი ექიმი გადაწყვეტს საჭიროა თუ არა მკურნალობის გაგრძელება ან უფრო ღრმა შესწავლა.

სხვა შესაძლო გვერდითი ეფექტები

ძალიან ხშირი (რომელიც ვლინდება 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში)

სისხლში შარდმჟავას მომატებული დონე (ჩანს სისხლის ანალიზში)

სისხლდენა იწვევს სისხლის ფორმულის არევას

ხშირი (რომელიც ვლინდება 10-დან 1 პაციენტში)

  • სისხლჩაქცევები
  • თავის ტკივილი
  • თავბრუსხვევა ან ოთახის ტრიალი
  • დიარეა ან საჭმლის მონელების დარღვევა
  • ავადმყოფობის შეგრძნება (გულისრევა)
  • ყაბზობა
  • გამონაყარი
  • ქავილი
  • სახსრების ძლიერი ტკივილი და შეშუპება - ეს არის პოდაგრის ნიშნები
  • თავბრუსხვევის შეგრძნება ან გულის წავლის წინა მდგომარეობა, ან დაბინდული მხედველობა - ეს არის დაბალი წნევის ნიშნები
  • ცხვირიდან სისხლდენა
  • არ არის უჩვეულო ოპერაციის შემდგომი ან ჭრილობის და დაზიანების (მაგალითად, გაპარსვისას) შემთხვევაში ნორმაზე მეტი სისხლდენა
  • კუჭის ლორწოვანი გარსის სისხლდენა (წყლული)
  • ღრძილებიდან სისხლდენა

ნაკლებად ხშირი გვერდითი ეფეტები (შესაძლოა გამოვლინდეს 1-ზე მეტ პაციენტში 100-დან):

  • ალერგიული რეაქცია - გამონაყარი, ქავილი ან შეშუპებული სახე ან შეშუპებული ტუჩები/ენა შეიძლება იყოს ალერგიული რეაქციის ნიშნები
  • დაბნეულობა
  • თვალში სისხლჩაქცევით გამოწვეული მხედველობის პრობლემები
  • ვაგინალური სისხლდენა, რომელიც უფრო ინტენსიურია და გაქვთ სხვადასხვა დროს, და არ ემთხვევა ფიზიოლოგიური პერიოდის (მენსტრუალური) სისხლდენას.
  • სისხლდენა სახსრებსა და კუნთებში, რაც იწვევს მტკივნეულ შეშუპებას
  • ყურში სისხლჩაქცევა
  • შინაგანი სისხლდენა, ამან შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან გულის წასვლი წინა მდგომარეობა.

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტების გამოვლენისას გთხოვთ მიმართოთ ექიმს, ან ფარმაცევტს, ან ექთანს. მათ შორის შეატყობინეთ ისეთი გვერდითი ეფექტები, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში.

თქვენ შეგიძლიათ აცნობოთ ნებისმიერი გვერდითი ეფექტის შესახებ ნაციონალურ მარეგულირებელ ორგანოს. თქვენი შეტყობინების საშუალებით, თქვენ ხელს უწყობთ მეტი ინფორმაციის შეგროვებას ამ სამკურნალო საშუალების შესახებ.

  • ბრეილის შენახვის პირობები

შეინახეთ ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა შეესაბამება თვის ბოლო დღეს.

პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

არ გადაყაროთ პრეპარატი საყოფაცხოვრებო ნაგავში ან კანალიზაციაში. შეეკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა მოხდეს პრეპარატის გადაყრა, რომელიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას დაბინძურებისგან.

  • შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფორმაცია

მოქმედი ნივთიერება არის ტიკაგრელორი

ბრეილი 60 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 60 მგ ტიკაგრელორს;

ბრეილი 90 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 90 მგ ტიკაგრელორს;

დამხმარე ნივთიერებები:

ტაბლეტის გული: მანიტოლი, კალციუმის ჰიდროფოსფატის დიჰიდრატი, კროსპოვიდონი (ტიპი A), ჰიპრომელოზა (2910), მაგნიუმის სტერატი;

ტაბლეტის გარსი:

ბრეილი 60 მგ - Vivacoat light red PC-3P-578, რომელიც შედგება: ჰიპრომელოზა 2910 (E464), ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლ 400, წითელი რკინის ოქსიდი (E172).

ბრეილი 90 მგ - Vivacoat yellow PS-2P-040, რომელიც შედგება: ჰიპრომელოზა 2910 (E464), ტიტანის დიოქსიდი (E171), ტალკი (E553b), მაკროგოლ 400, ყვითელი რკინის ოქსიდი (E172).

როგორ გამოიყურება ბრეილი და შეფუთვის შემადგენლობა

ბრეილი 60 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი: ვარდისფერი, ორმხრივ ამოზნექილი, მრგავლი ფორმის, დაახლოებით 8.1 მმ დიამეტრის მქონე აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, რომლის ერთ მხარეს ამოტვიფრულია EL1.

ბრეილი 90 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი: ყვითელი, ორმხრივ ამოზნექილი, მრგავლი ფორმის, დაახლოებით 9.1 მმ დიამეტრის მქონე აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

გამჭვირვალე პვქ/პვდქ/ალუმინის ბლისტერები გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებული მუყაოს კოლოფში.

ბრეილის შეფუთვა: 56 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი ერთ შეფუთვაში.

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

სავაჭრო ლიცენზიის / რეგისტრაციის მფლობელი და მწარმოებელი

GM Pharmaceuticals LTD, საქართველო

მწარმოებელი

ELPEN Pharmaceutical Co., Inc., საბერძნეთი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა