ბიკალუტამიდი აკორდი
Bicalutamide Accord
ბიკალუტამიდი აკორდი შეიცავს მედიკამენტს - ბიკალუტამიდს. ის მიეკუთვნება ე.წ. “ანტიანდროგენების” მედიკამენტების ჯგუფს. ბიკალუტამიდი აკორდი გამოიყენება პროსტატის კიბოს სამკურნალოდ; ის მოქმედებს მამაკაცის სასქესო ჰორმონების, როგორიცაა ტესტოსტერონი, ეფექტების ბლოკირების გზით.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ბიკალუტამიდი (bicalutamide)
- ფორმა და შეფუთვა
- 50მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28
- მწარმოებელი
- Accord Healthcare Limited, დიდი ბრიტანეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ენდოკრინული თერაპია, ანტიანდროგენები
- ATC კოდი
- L02BB03
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-040591
- რეგისტრირებულია
- 27 მარტი 2024, მოქმედებს 27 მარტი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- -
ბიკალუტამიდი აკორდი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ბიკალუტამიდი აკორდი შეიცავს მედიკამენტს - ბიკალუტამიდს. ის მიეკუთვნება ე.წ. “ანტიანდროგენების” მედიკამენტების ჯგუფს.
ბიკალუტამიდი აკორდი გამოიყენება პროსტატის კიბოს სამკურნალოდ;
ის მოქმედებს მამაკაცის სასქესო ჰორმონების, როგორიცაა ტესტოსტერონი, ეფექტების ბლოკირების გზით.
მიღების წესი და დოზირება
მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
მოზრდილებისათვის რეკომენდებული დოზაა ერთი ტაბლეტი ყოველდღე;
ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, წყლის მიყოლებით;
სასურველია ტაბლეტის ყოველდღე, ერთსა და იმავე დროს მიღება;
მედიკამენტის მიღება არ უნდა შეწყდეს მდგომარეობის გაუმჯობესების მიუხედავად, ექიმის გადაწყვეტილების გარეშე.
ბიკალუტამიდი აკორდით დოზის გადაჭარბებისას
ექიმის მიერ რეკომენდებულზე მეტი რაოდენობით ბიკალუტამიდი აკორდის მიღებისას საჭიროა ექიმთან ან ჰოსპიტალში დაუყოვნებლივ მიმართვა.
ბიკალუტამიდი აკორდის დოზის გამოტოვებისას
დოზის მიღების დავიწყებისას, გამოტოვებულ უნდა იქნას დავიწყებული დოზა და შემდეგი დოზის მიღება უნდა მოხდეს ჩვეულებრივ;
დაუშვებელია დოზის გაორმაგება (ორი დოზის ერთდროულად მიღება) გამოტოვებულის სანაცვლოდ.
ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით ნებისმიერი დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა.
უკუჩვენებები
თუ პაციენტი ალერგიულია ბიკალუტამიდის ან მედიკამენტის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. პარაგრაფში 6);
თუ პაციენტი ქალია;
თუ პაციენტი უკვე იღებს მედიკამენტს - ცისაპრიდს ან გარკვეულ ანტიჰისტამინურ მედიკამენტებს (ტერფენადინი ან ასტემიზოლი);
დაუშვებელია ბიკალუტამიდი აკორდის მიღება, თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი ეხება პაციენტს. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს ბიკალუტამიდი აკორდის მიღებამდე.
ბიკალუტამიდი აკორდის არ ინიშნება ბავშვებში.
სიფრთხილის ზომები
ბიკალუტამიდი აკორდის მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი: გულის ან სისხლძარღვების რაიმე პათოლოგია, მათ შორის გულის რითმის პრობლემები (არითმია), ან მკურნალობდა პრეპარატებით ამ მდგომარეობების გამო. გულის რითმის პრობლემების რისკი შეიძლება გაიზარდოს ბიკალუტამიდი აკორდის გამოყენებისას;
თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის პრობლემები;
თუ პაციენტი იღებს სისხლის გამათხევადებლებს სისხლის თრომბოზის პრევენციისათვის;
თუ პაციენტს აღენიშნება დიაბეტი და მკურნალობს “LHRH” ანალოგებით. ეს მოიცავს გოზერელინს, ბუზერელინს, ლეიპრორელინსა და ტრიპტორელინს;
თუ პაციენტს ესაჭიროება ჰოსპიტალიზაცია, სამედიცინო პერსონალს უნდა აცნობოს, რომ იღებს ბიკალუტამიდი აკორდს;
თუ პაციენტი იღებს ბიკალუტამიდი აკორდს, მან და/ან მისმა პარტნიორმა უნდა მიიღონ ჩასახვის საწინააღმდეგო ზომები ბიკალუტამიდი აკორდის მიღების განმავლობაში და ბიკალუტამიდი აკორდის შეწყვეტიდან 130 დღის განმავლობაში. საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია ჩასახვის საწინააღმდეგო ზომების შესახებ კითხვების არსებობისას.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს იმ სამკურნალო საშუალებების შესახებ, რომელთაც პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა, ან აპირებს, რომ მიიღოს, ურეცეპტოდ გასაცემი და მცენარეული მედიკამენტების ჩათვლით. ეს საჭიროა, რადგან ბიკალუტამიდი აკორდმა შეიძლება გავლენა იქონიონ სხვა მედიკამენტების მოქმედების მექანიზმზე. ასევე, სხვა მედიკამენტებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ბიკალუტამიდი აკორდის მოქმედების ეფექტზე.
დაუშვებელია ბიკალუტამიდი აკორდის მიღება, თუ პაციენტი უკვე იღებს შემდეგ მედიკამენტებს:
ცისაპრიდი (გამოიყენება ზოგიერთი ტიპის დისპეფსიის დროს);
გარკვეული ანტიჰისტამინური მედიკამენტები (ტერფენადინი ან ასტემიზოლი).
ბიკალუტამიდი აკორდი შეიძლება ურთიერთქმედებაში შევიდეს ზოგიერთ მედიკამენტთან, რომელიც გამოიყენება გულის რითმის პრობლემების დროს (როგორიცაა: ქინიდინი, პროკაინამიდი, ამიოდარონი და სოტალოლი) ან შეუძლია გაზარდოს გულის რითმის პრობლემების რისკი, როცა გამოიყენება ზოგიერთ სხვა მედიკამენტთან ერთად (როგორიცაა: მეთადონი (გამოიყენება ტკივილის მოსახსნელად და როგორც ნარკოტიკზე დამოკიდებულების დეტოქსიფიკაციის ნაწილი), მოქსიფლოქსაცინი (ანტიბიოტიკი), ანტიფსიქოზური საშუალებები (გამოიყენა მძიმე ფსიქიკური დაავადებების დროს).
ასევე, ექიმს ან ფარმაცვტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს შემდეგ მედიკამენტებს:
შიგნით მისაღები პრეპარატები, რომლებიც ახდენენ სისხლის თრომბების პრევენციას (ორალური ანტიკოაგულანტები), როგორიცაა: ვარფარინი. სისხლის გამათხევადებლები ან ანტითრომბოზული მედიკამენტები;
ციკლოსპორინი (გამოიყენება იმუნური სისტემის სუპრესიისათვის);
ციმეტიდინი (გამოიყენება კუჭის პრობლემების დროს);
კეტოკონაზოლი (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ);
კალციუმის არხების ბლოკატორები (გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის ან გულის ზოგიერთი პათოლოგიის დროს).
ფეხმძიმობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა
ბიკალუტამიდი აკორდი არ ინიშნება ქალებში, მათ შორის ფეხმძიმე ან მეძუძურ ქალებში.
ბიკალუტამიდი აკორდმა შეიძლება გავლენა იქონიონ მამაკაცის ფერტილობაზე, რომელიც შეიძლება შეუქცევადი იყოს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
არ არის მოსალოდნელი, რომ ბიკალუტამიდი აკორდმა გავლენა იქონიონ ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
თუმცა, თუ პაციენტს აღენიშნება ძილიანობა, სიფრთხილეა საჭირო ამ ქმედებების შესრულებისას.
ბიკალუტამიდი აკორდი შეიცავს ლაქტოზას
ბიკალუტამიდი აკორდი შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს, რომელიც წარმოადგენს შაქრის ტიპს. თუ პაციენტს აღენიშნება ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს პრეპარატიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა არა ყველა პაციენტში.
ალერგიული რეაქციები:
არახშირია (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
შემდეგი სიმპტომები ვითარდება მოულოდნელად:
გამონაყარი, ქავილი ან ჭინჭრის ციება კანზე;
სახის, ტუჩების, ენის, ხორხის ან სხეულის სხვა ნაწილების შეშუპება;
ქოშინი, ხმაურიანი სუნთქვა ან სუნთქვის გაძნელება.
ამ სიმპტომების განვითარებისას საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.
ასევე, დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ექიმს, თუ ვითარდება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი:
ძალიან ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):
ტკივილი მუცლის არეში;
სისხლიანი შარდი.
ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
კანის ან თვალის სკლერების გაყვითლება (სიყვითლე). ეს შეიძლება ღვიძლის პრობლემების ნიშნები იყოს ან იშვიათ (შეიძლება აღინიშნოს 1.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში) შემთხვევებში - ღვიძლის უკამრისობის.
არახშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
ძლიერი ქოშინი ან ქოშინი, რომელიც მოულოდნელად უარესდება. შეიძლება თან ახლდეს ხველა ან მაღალი ტემპერატურა (ცხელება), ეს შეიძლება ფილტვების ანთების, ე.წ. “ფილტვების ინტერსტიციალური დაავადების” ნიშნები იყოს.
სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე):
ეკგ ცვლილებები (QT ინტერვალის გახანგრძლივება).
სხვა შესაძლო გვერდითი მოვლენებია:
ძალიან ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში)
ერითროციტების დაბალი რაოდენობა (ანემია). იწვევს დაღლილობას ან სიფერმკრთალეს;
თავბრუსხვევა;
სარძევე ჯირკვლების შეშუპება და დაჭიმულობა;
სისუსტე;
ალები;
ყაბზობა;
გულისრევა;
შეშუპება.
ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
მადის დაკარგვა;
დისპეფსია;
მეტეორიზი;
წონის მომატება;
ქავილი;
კანის სიმშრალე;
გამონაყარი კანზე;
ერექციის მიუღწევლობა (იმპოტენცია);
დაქვეითებული ლიბიდო;
დეპრესია;
ძილიანობა;
თმის ცვენა;
თმის ხელახალი ზრდა ან თმის ჭარბი ზრდა;
ტკივილი მკერდში;
გულის დაქვეითებული ფუნქცია;
გულის შეტევა.
იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 1.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
კანის გაზრდილი მგრრძნობელობა მზის სინათლეზე.
მკურნალმა ექიმმა შეიძლება დანიშნოს სისხლის ანალიზები სისხლში რაიმე ცვლილების შესამოწმებლად. პაციენტი არ უნდა შეშფოთდეს გვერდითი მოვლენების ჩამონათვალით. გვერდითი მოვლენები შეიძლება სართოდ არ განვითარდეს.
შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ
ნებისმიერი სახის გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული ეხება იმ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც შესაძლოა არ იყოს მითითებული ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შესაძლებელია შეტყობინების სახელმწიფო სისტემის გამოყენებით: სამედიცინო და ბიოლოგიურ პროდუქტთა ფარმაკოუსაფრთოხების დეპარტამენტის სამედიცინო პროდუქტთა რეგისტრაციის ოფისი -Al. Jerozolimskie 181C, 02-222 ვარშავა, ტელ: + 48 22 49 21 301, ფაქს: + 48 22 49 21 309, ვებ-გვერდი: https://smz.ezdrowie.gov.pl
გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასვე შესაძლებელია სავაჭრო ლიცენზიის მფლობელთან.
გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თითოეულ პაციენტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ცნობების შეგროვებაში.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებაა ბიკალუტამიდი.
თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 50 მგ ბიკალუტამიდს.
დამხმარე ნივთიერებები:
ტაბლეტის შიგთავსი:
ლაქტოზის მონოჰიდრატი
ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (ტიპი A)
პოვიდონი K-30
მაგნიუმის სტეარატი
აპკიანი გარსი:
ჰიპრომელოზა E5
ტიტანიუმის დიოქსიდი E171
მაკროგოლი 400.
ბიკალუტამიდი აკორდის ფორმა და შეფუთვის შემცველობა
ბიკალუტამიდი აკორდი 50 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი არის თეთრი ან მოთეთრო ფერის, მრგვალი, ორმხრივამობურცული ტაბლეტები, გრავირებით “B50” ცალ მხარეს და მეორე მხარე - სადა.
ბიკალუტამიდი აკორდი ხელმისაწვდომია ბლისტერებზე შეფუთვით: 14, 20, 28, 30, 60, 84, 90, 98 ან 100 ტაბლეტი.
ყველა შეფუთვა გასაყიდად შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი.
A
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
Accord Healthcare Polska Sp. z o.o.
ul. Taśmowa 7, 02-677 Warsaw, Poland
შპს აკორდ ჰელსქეა პოლსკა,
ტამშოვას ქ. 7, 02-677 ვარშავა, პოლონეთი
შენახვის პირობები
ეს სამკურნალო პროდუქტი არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს.
მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია ბიკალუტამიდი აკორდის გამოყენება მუყაოს კოლოფსა და ბლისტერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს, მაგ: თვე/წელი.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან სახლის ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის
ბიკალუტამიდი აკორდი 50 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
ბიკალუტამიდი
პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
ნებისმიერი დამატებითი კითხვის არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
აღნიშნული პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის. დაუშვებელია მისი მიცემა სხვა პირებისათვის. სიმპტომების მსგავსების მიუხედავად, ის შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს მათთთვის.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ისეთ გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. იხ. მე-4 პარაგრაფი.
ინსტრუქციაში მოცემულია:
რას წარმოადგენს ბიკალუტამიდი აკორდი და მისი გამოყენება
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ბიკალუტამიდი აკორდის მიღებამდე
ბიკალუტამიდი აკორდის მიღების წესი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ბიკალუტამიდი აკორდის შენახვის წესი
შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია.
რას წარმოადგენს ბიკალუტამიდი აკორდი და მისი გამოყენება
ბიკალუტამიდი აკორდი შეიცავს მედიკამენტს - ბიკალუტამიდს. ის მიეკუთვნება ე.წ. “ანტიანდროგენების” მედიკამენტების ჯგუფს.
ბიკალუტამიდი აკორდი გამოიყენება პროსტატის კიბოს სამკურნალოდ;
ის მოქმედებს მამაკაცის სასქესო ჰორმონების, როგორიცაა ტესტოსტერონი, ეფექტების ბლოკირების გზით.
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ბიკალუტამიდი აკორდის მიღებამდე
დაუშვებელია ბიკალუტამიდი აკორდის მიღება:
თუ პაციენტი ალერგიულია ბიკალუტამიდის ან მედიკამენტის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. პარაგრაფში 6);
თუ პაციენტი ქალია;
თუ პაციენტი უკვე იღებს მედიკამენტს - ცისაპრიდს ან გარკვეულ ანტიჰისტამინურ მედიკამენტებს (ტერფენადინი ან ასტემიზოლი);
დაუშვებელია ბიკალუტამიდი აკორდის მიღება, თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი ეხება პაციენტს. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს ბიკალუტამიდი აკორდის მიღებამდე.
ბიკალუტამიდი აკორდის არ ინიშნება ბავშვებში.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ბიკალუტამიდი აკორდის მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი: გულის ან სისხლძარღვების რაიმე პათოლოგია, მათ შორის გულის რითმის პრობლემები (არითმია), ან მკურნალობდა პრეპარატებით ამ მდგომარეობების გამო. გულის რითმის პრობლემების რისკი შეიძლება გაიზარდოს ბიკალუტამიდი აკორდის გამოყენებისას;
თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის პრობლემები;
თუ პაციენტი იღებს სისხლის გამათხევადებლებს სისხლის თრომბოზის პრევენციისათვის;
თუ პაციენტს აღენიშნება დიაბეტი და მკურნალობს “LHRH” ანალოგებით. ეს მოიცავს გოზერელინს, ბუზერელინს, ლეიპრორელინსა და ტრიპტორელინს;
თუ პაციენტს ესაჭიროება ჰოსპიტალიზაცია, სამედიცინო პერსონალს უნდა აცნობოს, რომ იღებს ბიკალუტამიდი აკორდს;
თუ პაციენტი იღებს ბიკალუტამიდი აკორდს, მან და/ან მისმა პარტნიორმა უნდა მიიღონ ჩასახვის საწინააღმდეგო ზომები ბიკალუტამიდი აკორდის მიღების განმავლობაში და ბიკალუტამიდი აკორდის შეწყვეტიდან 130 დღის განმავლობაში. საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია ჩასახვის საწინააღმდეგო ზომების შესახებ კითხვების არსებობისას.
სხვა მედიკამენტები და ბიკალუტამიდი აკორდი
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს იმ სამკურნალო საშუალებების შესახებ, რომელთაც პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა, ან აპირებს, რომ მიიღოს, ურეცეპტოდ გასაცემი და მცენარეული მედიკამენტების ჩათვლით. ეს საჭიროა, რადგან ბიკალუტამიდი აკორდმა შეიძლება გავლენა იქონიონ სხვა მედიკამენტების მოქმედების მექანიზმზე. ასევე, სხვა მედიკამენტებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ბიკალუტამიდი აკორდის მოქმედების ეფექტზე.
დაუშვებელია ბიკალუტამიდი აკორდის მიღება, თუ პაციენტი უკვე იღებს შემდეგ მედიკამენტებს:
ცისაპრიდი (გამოიყენება ზოგიერთი ტიპის დისპეფსიის დროს);
გარკვეული ანტიჰისტამინური მედიკამენტები (ტერფენადინი ან ასტემიზოლი).
ბიკალუტამიდი აკორდი შეიძლება ურთიერთქმედებაში შევიდეს ზოგიერთ მედიკამენტთან, რომელიც გამოიყენება გულის რითმის პრობლემების დროს (როგორიცაა: ქინიდინი, პროკაინამიდი, ამიოდარონი და სოტალოლი) ან შეუძლია გაზარდოს გულის რითმის პრობლემების რისკი, როცა გამოიყენება ზოგიერთ სხვა მედიკამენტთან ერთად (როგორიცაა: მეთადონი (გამოიყენება ტკივილის მოსახსნელად და როგორც ნარკოტიკზე დამოკიდებულების დეტოქსიფიკაციის ნაწილი), მოქსიფლოქსაცინი (ანტიბიოტიკი), ანტიფსიქოზური საშუალებები (გამოიყენა მძიმე ფსიქიკური დაავადებების დროს).
ასევე, ექიმს ან ფარმაცვტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს შემდეგ მედიკამენტებს:
შიგნით მისაღები პრეპარატები, რომლებიც ახდენენ სისხლის თრომბების პრევენციას (ორალური ანტიკოაგულანტები), როგორიცაა: ვარფარინი. სისხლის გამათხევადებლები ან ანტითრომბოზული მედიკამენტები;
ციკლოსპორინი (გამოიყენება იმუნური სისტემის სუპრესიისათვის);
ციმეტიდინი (გამოიყენება კუჭის პრობლემების დროს);
კეტოკონაზოლი (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ);
კალციუმის არხების ბლოკატორები (გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის ან გულის ზოგიერთი პათოლოგიის დროს).
ფეხმძიმობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა
ბიკალუტამიდი აკორდი არ ინიშნება ქალებში, მათ შორის ფეხმძიმე ან მეძუძურ ქალებში.
ბიკალუტამიდი აკორდმა შეიძლება გავლენა იქონიონ მამაკაცის ფერტილობაზე, რომელიც შეიძლება შეუქცევადი იყოს.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა
არ არის მოსალოდნელი, რომ ბიკალუტამიდი აკორდმა გავლენა იქონიონ ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
თუმცა, თუ პაციენტს აღენიშნება ძილიანობა, სიფრთხილეა საჭირო ამ ქმედებების შესრულებისას.
ბიკალუტამიდი აკორდი შეიცავს ლაქტოზას
ბიკალუტამიდი აკორდი შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს, რომელიც წარმოადგენს შაქრის ტიპს. თუ პაციენტს აღენიშნება ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
ბიკალუტამიდი აკორდის მიღების წესი
მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
მოზრდილებისათვის რეკომენდებული დოზაა ერთი ტაბლეტი ყოველდღე;
ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, წყლის მიყოლებით;
სასურველია ტაბლეტის ყოველდღე, ერთსა და იმავე დროს მიღება;
მედიკამენტის მიღება არ უნდა შეწყდეს მდგომარეობის გაუმჯობესების მიუხედავად, ექიმის გადაწყვეტილების გარეშე.
ბიკალუტამიდი აკორდით დოზის გადაჭარბებისას
ექიმის მიერ რეკომენდებულზე მეტი რაოდენობით ბიკალუტამიდი აკორდის მიღებისას საჭიროა ექიმთან ან ჰოსპიტალში დაუყოვნებლივ მიმართვა.
ბიკალუტამიდი აკორდის დოზის გამოტოვებისას
დოზის მიღების დავიწყებისას, გამოტოვებულ უნდა იქნას დავიწყებული დოზა და შემდეგი დოზის მიღება უნდა მოხდეს ჩვეულებრივ;
დაუშვებელია დოზის გაორმაგება (ორი დოზის ერთდროულად მიღება) გამოტოვებულის სანაცვლოდ.
ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით ნებისმიერი დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს პრეპარატიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა არა ყველა პაციენტში.
ალერგიული რეაქციები:
არახშირია (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
შემდეგი სიმპტომები ვითარდება მოულოდნელად:
გამონაყარი, ქავილი ან ჭინჭრის ციება კანზე;
სახის, ტუჩების, ენის, ხორხის ან სხეულის სხვა ნაწილების შეშუპება;
ქოშინი, ხმაურიანი სუნთქვა ან სუნთქვის გაძნელება.
ამ სიმპტომების განვითარებისას საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.
ასევე, დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ექიმს, თუ ვითარდება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი:
ძალიან ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):
ტკივილი მუცლის არეში;
სისხლიანი შარდი.
ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
კანის ან თვალის სკლერების გაყვითლება (სიყვითლე). ეს შეიძლება ღვიძლის პრობლემების ნიშნები იყოს ან იშვიათ (შეიძლება აღინიშნოს 1.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში) შემთხვევებში - ღვიძლის უკამრისობის.
არახშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
ძლიერი ქოშინი ან ქოშინი, რომელიც მოულოდნელად უარესდება. შეიძლება თან ახლდეს ხველა ან მაღალი ტემპერატურა (ცხელება), ეს შეიძლება ფილტვების ანთების, ე.წ. “ფილტვების ინტერსტიციალური დაავადების” ნიშნები იყოს.
სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე):
ეკგ ცვლილებები (QT ინტერვალის გახანგრძლივება).
სხვა შესაძლო გვერდითი მოვლენებია:
ძალიან ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში)
ერითროციტების დაბალი რაოდენობა (ანემია). იწვევს დაღლილობას ან სიფერმკრთალეს;
თავბრუსხვევა;
სარძევე ჯირკვლების შეშუპება და დაჭიმულობა;
სისუსტე;
ალები;
ყაბზობა;
გულისრევა;
შეშუპება.
ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
მადის დაკარგვა;
დისპეფსია;
მეტეორიზი;
წონის მომატება;
ქავილი;
კანის სიმშრალე;
გამონაყარი კანზე;
ერექციის მიუღწევლობა (იმპოტენცია);
დაქვეითებული ლიბიდო;
დეპრესია;
ძილიანობა;
თმის ცვენა;
თმის ხელახალი ზრდა ან თმის ჭარბი ზრდა;
ტკივილი მკერდში;
გულის დაქვეითებული ფუნქცია;
გულის შეტევა.
იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 1.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
კანის გაზრდილი მგრრძნობელობა მზის სინათლეზე.
მკურნალმა ექიმმა შეიძლება დანიშნოს სისხლის ანალიზები სისხლში რაიმე ცვლილების შესამოწმებლად. პაციენტი არ უნდა შეშფოთდეს გვერდითი მოვლენების ჩამონათვალით. გვერდითი მოვლენები შეიძლება სართოდ არ განვითარდეს.
შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ
ნებისმიერი სახის გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული ეხება იმ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც შესაძლოა არ იყოს მითითებული ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შესაძლებელია შეტყობინების სახელმწიფო სისტემის გამოყენებით: სამედიცინო და ბიოლოგიურ პროდუქტთა ფარმაკოუსაფრთოხების დეპარტამენტის სამედიცინო პროდუქტთა რეგისტრაციის ოფისი -Al. Jerozolimskie 181C, 02-222 ვარშავა, ტელ: + 48 22 49 21 301, ფაქს: + 48 22 49 21 309, ვებ-გვერდი: https://smz.ezdrowie.gov.pl
გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასვე შესაძლებელია სავაჭრო ლიცენზიის მფლობელთან.
გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თითოეულ პაციენტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ცნობების შეგროვებაში.
ბიკალუტამიდი აკორდის შენახვის წესი
ეს სამკურნალო პროდუქტი არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს.
მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია ბიკალუტამიდი აკორდის გამოყენება მუყაოს კოლოფსა და ბლისტერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს, მაგ: თვე/წელი.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან სახლის ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ბიკალუტამიდი აკორდი
აქტიური ნივთიერებაა ბიკალუტამიდი.
თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 50 მგ ბიკალუტამიდს.
დამხმარე ნივთიერებები:
ტაბლეტის შიგთავსი:
ლაქტოზის მონოჰიდრატი
ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (ტიპი A)
პოვიდონი K-30
მაგნიუმის სტეარატი
აპკიანი გარსი:
ჰიპრომელოზა E5
ტიტანიუმის დიოქსიდი E171
მაკროგოლი 400.
ბიკალუტამიდი აკორდის ფორმა და შეფუთვის შემცველობა
ბიკალუტამიდი აკორდი 50 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი არის თეთრი ან მოთეთრო ფერის, მრგვალი, ორმხრივამობურცული ტაბლეტები, გრავირებით “B50” ცალ მხარეს და მეორე მხარე - სადა.
ბიკალუტამიდი აკორდი ხელმისაწვდომია ბლისტერებზე შეფუთვით: 14, 20, 28, 30, 60, 84, 90, 98 ან 100 ტაბლეტი.
ყველა შეფუთვა გასაყიდად შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი.
A
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
Accord Healthcare Polska Sp. z o.o.
ul. Taśmowa 7, 02-677 Warsaw, Poland
შპს აკორდ ჰელსქეა პოლსკა,
ტამშოვას ქ. 7, 02-677 ვარშავა, პოლონეთი
მწარმოებელი:
Accord Healthcare Polska Sp.z o.o.,
ul. Lutomierska 50, 95-200 Pabianice, Poland
შპს აკორდ ჰელსქეა პოლსკა,
ლუტომიერსკას ქ. 50, 95-200 პაბიანიცე, პოლონეთი
ეს სამედიცინო პროდუქტი ევროპის ეკონომიკური ზონის წევრ ქვეყნებში ავტორიზებულია შემდეგი სახელწოდებებით:
წევრი ქვეყანა
სამედიცინო პროდუქტის სახელწოდება
ბელგია
Bicalutamide Accord Healthcare 50mg Comprimés pelliculés / Filmomhulde Tabletten / Filmtabletten
ესტონეთი
Bicalutamide Accord 50mg õhukese polümeerikattega tabletid
გერმანია
Bicalutamide Accord 50mg Filmtabletten
ირლანდია
Bicalutamide 50mg Film-coated Tablets
იტალია
Bicalutamide AHCL 50 mg Compresse rivestite con film
ლატვია
Bicalutamide Accord 50 mg apvalkotās tabletes
მალტა
Bicalutamide 50 mg Film-coated Tablets
პორტუგალია
Bicalutamida Accord 50 mg comprimidos revestidos por película
სლოვაკეთი
Bikalutamid Accord 50 mg filmom obalené tablety
ესპანეთი
Bicalutamida Accord 50 mg comprimidos recubiertos con película EFG
ნიდერლანდები
Bicalutamide Accord 50 mg Filmomhulde Tabletten
გაერთიანებული სამეფო
Bicalutamide 50mg Film-coated Tablets
ბულგარეთი
Bicalutamide Accord 50mg Film-coated Tablets
კვიპროსი
Bicalutamide Accord 50mg Film-coated Tablets
ლიეტუვა
Bicalutamide Accord 50 mg plėvele dengtos tabletės
პოლონეთი
Bicalutamide
რუმინეთი
Accord Bicalutamida Accord 50 mg, comprimate filmate
ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: მარტი 2019.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


