პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტინეოპლაზური საშუალებები

აქვითეკანი

AqVitecan

რეცეპტით300მგინსტრუქცია ქართულადგერმანია
რისთვის გამოიყენება

აქვითეკანი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება ციტოსტატიკები (სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებები). აქვითეკანი გამოიყენება მოზრდილებში მსხვილი ნაწლავის ან სწორი ნაწლავის გავრცელებული კიბოს მკურნალობისთვის, სხვა მედიკამენტებთან კომბინაციაში ან ცალკე. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ირინოტეკანი (irinotecan)
ფორმა და შეფუთვა
300მგ/15მლ (20მგ/მლ) 15მლ კონცენტრატი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ყავისფერი მინის ფლაკონი №1
მწარმოებელი
AqVida GmbH, გერმანია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტინეოპლაზური საშუალებები, ტოპოიზომერაზა 1 -ის (TOP1) ინჰიბიტორები
ATC კოდი
L01CE02
რეგისტრაციის ნომერი
რ-044437
რეგისტრირებულია
5 დეკემბერი 2025, მოქმედებს 26 მარტი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
„AVERSI-RATIONAL“ LTD (საქართველო)
განმცხადებელი
შპს „ავერსი-რაციონალი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებააქვითეკანი და სხვა წამალი ერთად

აქვითეკანი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

აქვითეკანი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება ციტოსტატიკები (სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებები). აქვითეკანი გამოიყენება მოზრდილებში მსხვილი ნაწლავის ან სწორი ნაწლავის გავრცელებული კიბოს მკურნალობისთვის, სხვა მედიკამენტებთან კომბინაციაში ან ცალკე. აქვითეკანი არის კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატი, რომელიც შეიცავს აქტიურ ინგრედიენტს ირინოტეკანის ჰიდროქლორიდის ტრიჰიდრატს. ირინოტეკანის ჰიდროქლორიდის ტრიჰიდრატი აჩერებს კიბოს უჯრედების ზრდას და გავრცელებას ორგანიზმში.

ექიმმა შეიძლება გამოიყენოს აქვითეკანის კომბინაცია 5-ფტორურაცილთან/ფოლის მჟავასთან (5FU/FA) და ბევაციზუმაბთან მსხვილი ნაწლავის (კოლინჯის ან სწორი ნაწლავის) კიბოს სამკურნალოდ.

ექიმმა შეიძლება გამოიყენოს აქვითეკანის კომბინაცია კაპეციტაბინთან ბევაციზუმთან ერთად ან მის გარეშე კოლინჯის ან სწორი ნაწლავის კიბოს სამკურნალოდ.

თქვენმა ექიმმა შეიძლება გამოიყენოს აქვითეკანის კომბინაცია ცეტუქსიმაბთან მსხვილი ნაწლავის კიბოს განსაკუთრებული ტიპის (RAS ველური ტიპის) სამკურნალოდ, რომელიც აექსპრესირებს ცილას, რომელსაც ეწოდება EGFR.

მიღების წესი და დოზირება

გამოიყენეთ ეს პრეპარატი ყოველთვის ზუსტად ისე, როგორც ექიმმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს.

აქვითეკანი მოგეცემათ ექიმის ან ჯანდაცვის სპეციალისტის მიერ.

ექიმმა შეიძლება გირჩიოთ აქვითეკანის პირველი დოზის მიღებამდე დნმ-ის ტესტის ჩატარება.

ზოგიერთ ადამიანს გენეტიკურად უფრო ხშირად აქვს გარკვეული გვერდითი ეფექტები ამ წამლისგან.

თქვენ შეიძლება დაგინიშნონ სხვა მედიკამენტები, რათა თავიდან აიცილოთ გულისრევა, ღებინება, დიარეა და სხვა გვერდითი ეფექტები აქვითეკანით მკურნალობის დროს. ეს მედიკამენტები ჩვეულებრივ გამოიყენება აქვითეკანით მკურნალობის შემდეგ სულ მცირე ერთი დღის განმავლობაში.

უთხარით ჯანდაცვის სპეციალისტს, თუ თქვენ გაქვთ წვის შეგრძნება, ტკივილი ან შეშუპება საინფუზიო ნემსის გარშემო აქვითეკანის ინფუზიის დროს. თუ ეს პრეპარატი შემთხვევით გაჟონავს ვენიდან, შეიძლება გამოიწვიოს ქსოვილის დაზიანება. თუ აქვითეკანით მკურნალობის დროს გექნებათ ტკივილი ან შეამჩნევთ სიწითლეს ან შეშუპებას ინფუზიის ადგილზე, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან სამედიცინო მომსახურეობის მომწოდებელს.

აქვითეკანი მიიღება ინტრავენური ინფუზიის სახით 30-90 წუთის განმავლობაში.

ინფუზიის რაოდენობა დამოკიდებულია თქვენს ასაკზე, სიმაღლეზე და ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე. ეს ასევე დამოკიდებულია ნებისმიერ სხვა მკურნალობაზე, რომელიც შესაძლოა მიგიღიათ თქვენი კიბოს გამო. თქვენი ექიმი გამოთვლის თქვენი სხეულის ფართობს კვადრატულ მეტრებში (მ2) თქვენი სიმაღლისა და წონის მიხედვით.

თუ ადრე მკურნალობდით 5-ფტორურაცილით, ჩვეულებრივ იმკურნალებთ მხოლოდ აქვითეკანით, საწყისი დოზით 350 მგ/მ2 ყოველ 3 კვირაში.

თუ ადრე არ ჩაგიტარდათ ქიმიოთერაპია, ჩვეულებრივ მიიღებთ 180 მგ/მ2 აქვითეკანს ყოველ 2 კვირაში, რასაც მოჰყვება ფოლინის მჟავა და 5-ფტორურაცილი.

თუ ირინოტეკანს იღებთ ცეტუქსიმაბთან კომბინაციაში, ჩვეულებრივ მიიღებთ აქვითეკანის იმავე დოზას, რომელიც მიცემული იყო ირინოტეკანის შემცველი წინა მკურნალობის რეჟიმის ბოლო ციკლებში. აქვითეკანი არ უნდა იქნას შეყვანილი ცეტუქსიმაბის ინფუზიის დასრულებიდან 1 საათზე ნაკლებ დროში.

ეს დოზები შეიძლება დარეგულირდეს თქვენი ექიმის მიერ თქვენი მდგომარეობისა და ნებისმიერი გვერდითი ეფექტის მიხედვით.

თუ გამოიყენებთ საჭიროზე მეტ აქვითეკანს

ნაკლებად სავარაუდოა, რომ თქვენ მიიღებთ აქვითეკანის ზედმეტად დიდ დოზას. ასეთ შემთხვევაში შეიძლება გამგივლინდეთ სისხლის სისტემური მძიმე დარღვევები და დიარეა. დიარეას გამო დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად და შესაძლო ინფექციური გართულებების სამკურნალოდ საჭიროა საუკეთესო შესაძლო შემანარჩუნებელი თერაპია. გაესაუბრეთ ექიმს, რომელიც ახორციელებს თქვენი პრეპარატის შეყვანას.

თუ დაგავიწყდათ აქვითეკანის გამოყენება

მნიშვნელოვანია დაიცვათ მკურნალობის ყველა დანიშნულება. დოზის გამოტოვების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

უკუჩვენებები

ხართ ალერგიული აქტიური ნივთიერების ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ, რომელიც ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში

გაქვთ ან გქონდათ ნაწლავის ქრონიკული ანთებითი დაავადება ან ნაწლავის ქრონიკული ობსტრუქცია

ძუძუთი კვებავთ

გაქვთ ღვიძლის მძიმე დარღვევები (ბილირუბინის დონე ნორმის ზედა ზღვარზე 3-ჯერ მეტია)

გაქვთ ძვლის ტვინის მძიმე უკმარისობა

გაქვთ ცუდი ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობა (შეფასებული საერთაშორისო სტანდარტით [WHO კრიტერიუმების მიხედვით ფუნქვიური სტატუსი > 2])

იყენებთ კრაზანას ნატურალურ საშუალებას (Hypericum perforatum)

უნდა აიცრათ ან ცოტა ხნის წინ აიცერით ცოცხალი შესუსტებული ვაქცინებით (ვაქცინები ყვითელი ცხელების, ჩუტყვავილას, ჰერპეს ზოსტერის, წითელას, ყბაყურას, წითურას, ტუბერკულოზის, როტავირუსის, გრიპის), ასევე ქიმიოთერაპიის დროს და 6 თვის შემდეგ.

თუ თქვენ იღებთ აქვითეკანს სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად, გაეცანით ამ პრეპარატების პროდუქტის ინფორმაციას სხვა უკუჩვენებების სანახავად.

სიფრთხილის ზომები

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ხანდაზმულ პაციენტებში.

ვინაიდან აქვითეკანი არის კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატი, ის მოგეცემათ სპეციალიზებულ განყოფილებაში და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, რომელიც კვალიფიცირებულია კიბოს საწინააღმდეგო მედიკამენტების გამოყენებაში. განყოფილების პერსონალი აგიხსნით, რაზე გჭირდებათ განსაკუთრებული ზრუნვა მკურნალობის დროს და მის შემდეგ. ეს ფურცელი-დანართი დაგეხმარებათ ამის დამახსოვრებაში.

გთხოვთ მიმართოთ ექიმს აქვითეკანის გამოყენებამდე,

თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემები

თუ გაქვთ თირკმლების პრობლემები

თუ გაქვთ ასთმა

თუ ოდესმე მიიღეთ სხივური თერაპია

თუ ადრე აქვითეკანით მკურნალობის შემდეგ გქონდათ ძლიერი დიარეა ან ცხელება

თუ გაქვთ გულის პრობლემები

თუ ეწევით, გაქვთ მაღალი სისხლის წნევა ან მაღალი ქოლესტერინი, რადგან ამან შეიძლება გაზარდოს გულის პრობლემების რისკი აქვითეკანით მკურნალობის დროს

თუ გაგიკეთებიათ ან აპირებთ რაიმე ვაქცინაციას

თუ თქვენ იღებთ სხვა მედიკამენტებს. გთხოვთ, ასევე წაიკითხოთ ქვემოთ მოცემული ნაწილი „სხვა პრეპარატები და აქვითეკანი“

თუ გაქვთ ჟილბერის სინდრომი, მემკვიდრეობითი მდგომარეობა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ბილირუბინის დონის მომატება და სიყვითლე (კანის და თვალების გაყვითლება).

აქვითეკანის მიღებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში

აქვითეკანის შეყვანის დროს (30-90 წთ) და შეყვანიდან მალევე შეიძლება განიცადოთ ქვემოთ ჩამოთვლილი ზოგიერთი სიმპტომი:

დიარეა

ცრემლდენა

ოფლიანობა

მხედველობის დარღვევა

მუცლის ტკივილი

გადაჭარბებული ნერწყვდენა.

მწვავე ქოლინერგული სინდრომი

ამ პრეპარატმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ნერვული სისტემის იმ უბანზე, რომელიც პასუხისმგებელია სხეულიდან ექსკრეციაზე. შედეგი არის მდგომარეობა, რომელსაც ეწოდება "ქოლინერგული სინდრომი". ის მოიცავს სიმპტომებს, როგორიცაა სურდო, ნერწყვდენის მომატება, ცრემლდენა, ოფლიანობა, კანის სიწითლე, აბდომინური კრუნჩხვები და დიარეა. დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან ჯანდაცვის სპეციალისტს, თუ შეამჩნევთ რომელიმე ამ სიმპტომს, რადგან არსებობს მედიკამენტები მათ სამკურნალოდ.

აქვითეკანით მკურნალობის დაწყების შემდეგი დღიდან მომდევნო მკურნალობამდე

ამ პერიოდში შეიძლება განიცადოთ სხვადასხვა სიმპტომები, რომლებიც შეიძლება იყოს სერიოზული და საჭიროებდეს სასწრაფო მკურნალობას და საფუძვლიან მეთვალყურეობას.

დიარეა

თუ თქვენი დიარეა იწყება აქვითეკანის მიღებიდან 24 საათზე მეტი ხნის შემდეგ („დაგვიანებული დიარეა“), ის შეიძლება იყოს მძიმე. ხშირად ვლინდება მიღებიდან დაახლოებით 5 დღის შემდეგ. დიარეას მკურნალობა უნდა ჩატარდეს დაუყოვნებლივ და იმყოფებოდეს საგულდაგულო მეთვალყურეობის ქვეშ. თუ დარჩება მკურნალობის გარეშე, შეიძლება გამოიწვიოს გაუწყლოება და ქიმიური ბალანსის სერიოზული დარღვევა, რაც შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს. თქვენი ექიმი დაგინიშნავთ მედიკამენტებს ამ გვერდითი მოვლენის თავიდან ასაცილებლად ან გასაკონტროლებლად. დარწმუნდით, დაუყოვნებლივ რომ მიიღოთ პრეპარატი, ამიტომ ის სახლში გქონდეთ, როცა დაგჭირდებათ. პირველი თხევადი განავლის შემდეგ დაუყოვნებლივ გააკეთეთ შემდეგი:

მიიღეთ ნებისმიერი ანტიდიარეალური მკურნალობა, რომელიც ექიმმა დაგინიშნათ, ზუსტად ისე, როგორც მან აგიხსნათ. არ შეცვალოთ მკურნალობა ექიმთან კონსულტაციის გარეშე. დიარეასთვის რეკომენდებულ მკურნალობას წარმოადგენს ლოპერამიდი (4 მგ პირველ მიღებაზე და შემდეგ 2 მგ ყოველ 2 საათში, მათ შორის ღამის განმავლობაში). ეს უნდა გაგრძელდეს ბოლო თხევადი განავლის შემდეგ მინიმუმ 12 საათის განმავლობაში. არ მიიღოთ ლოპერამიდის რეკომენდებული დოზა 48 საათზე მეტი ხნის განმავლობაში.

დაუყოვნებლივ დალიეთ დიდი რაოდენობით წყალი და რეჰიდრატაციული სითხეები (მაგ., წყალი, სოდიანი წყალი, გაზიანი სასმელები, ბულიონი ან პერორალური რეჰიდრატაციული თერაპია).

დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, რომელიც ხელმძღვანელობს მკურნალობას და უთხარით მას დიარეას შესახებ. თუ ექიმთან დაკავშირება არ შეგიძლიათ, დაუკავშირდით საავადმყოფოს განყოფილებას, რომელიც ზედამხედველობს აქვიყეკანით მკურნალობას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ იცოდნენ დიარეას შესახებ.

დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ექიმს ან მკურნალობის ზედამხედველ განყოფილებას, თუ

დიარეასთან ერთად გაქვთ გულისრევა, ღებინება ან ცხელება.

დიარეას მკურნალობის დაწყებიდან 48 საათის შემდეგ ჯერ კიდევ გაქვთ დიარეა.

შენიშვნა: არ მიიღოთ დიარეას სამკურნალოდ სხვა მედიკამენტი, გარდა ექიმის მიერ დანიშნულისა და ზემოთ აღწერილი სითხეებისა. მიჰყევით ექიმის მითითებებს. ნუ გამოიყენებთ დიარეას საწინააღმდეგო მედიკამენტს სიფრთხილის მიზნით, რათა თავიდან აიცილოთ დიარეას შემდგომი ეპიზოდი, მაშინაც კი, თუ წინა ციკლებში გქონდათ დაგვიანებული დიარეა.

ცხელება

თუ თქვენი სხეულის ტემპერატურა იზრდება 38 °C-ზე მეტით, ეს შეიძლება იყოს ინფექციის ნიშანი, განსაკუთრებით თუ თქვენ ასევე გაქვთ დიარეა. თუ თქვენ გაქვთ სიცხე (38 °C-ზე მეტი), დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან საავადმყოფოს განყოფილებას, რათა დაგინიშნოთ საჭირო მკურნალობა.

გულისრევა და ღებინება

თუ გაქვთ გულისრევა და/ან ღებინება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან საავადმყოფოს განყოფილებას. თქვენი ექიმი მოგცემთ მედიკამენტებს, რათა თავიდან აიცილოთ გულისრევა და ღებინება მკურნალობის დაწყებამდე. თქვენი ექიმი ალბათ დაგინიშნავთ გულისრევის საწინააღმდეგო პრეპარატებს, რომელთა მიღებაც შეგიძლიათ სახლში. საჭიროების შემთხვევაში შეინახეთ ეს პრეპარატები ახლოს. დაურეკეთ ექიმს, თუ გულისრევისა და ღებინების გამო არ შეგიძლიათ სითხის მიღება პირის ღრუს საშუალებით.

ნეიტროპენია

აქვითეკანმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ინფექციებთან ბრძოლაში. ამას ნეიტროპენია ეწოდება. ნეიტროპენია ჩვეულებრივ ვლინდება აქვითეკანით მკურნალობის დროს და შექცევადია. თქვენმა ექიმმა უნდა უზრუნველყოს, რომ რეგულარულად გაიაროთ სისხლის ტესტები სისხლის თეთრი უჯრედების მონიტორინგისთვის. ნეიტროპენია სერიოზული მდგომარეობაა, რომელიც საჭიროებს დაუყოვნებლივ მკურნალობას და საგულდაგულო დაკვირვებას.

დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან ჯანდაცვის სპეციალისტს, თუ შეამჩნევთ ინფექციის რაიმე ნიშანს, როგორიცაა ცხელება (38°C ან მეტი), შემცივნება, ტკივილი შარდვის დროს, ახლად დაწყებული ხველა ან ხველა ლორწოსთან ერთად. მოერიდეთ ავადმყოფ ან ინფექციის მქონე ადამიანებთან ყოფნას. დაუყონებლივ აცნობეთ ექიმს ინფექციის ნიშნების განვითარების შემთხვევაში.

სისხლის დონის მონიტორინგი

თქვენი ექიმი სავარაუდოდ შეამოწმებს თქვენი სისხლს მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის დროს, რათა შეამოწმოს რა გავლენას ახდენს პრეპარატი სისხლის მაჩვენებლებზე ან სისხლის ქიმიურ ანალიზზე. ტესტის შედეგების მიხედვით, შეიძლება დაგჭირდეთ მედიკამენტები ამ ეფექტების სამკურნალოდ. გარდა ამისა, თქვენს ექიმს შეიძლება დასჭირდეს პრეპარატის შემდეგი დოზის შემცირება ან გადადება შემდგომი დროისთვის ან მკურნალობის შეწყვეტა. დაიცავით თქვენი ექიმის ყველა ვიზიტი და ვიზიტები ლაბორატორიული ტესტებისთვის.

ამ მედიკამენტმა შეიძლება შეამციროს თქვენი თრომბოციტების დონე მიღებიდან რამდენიმე კვირაში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენის რისკი. მიმართეთ თქვენს ექიმს რაიმე მედიკამენტების ან დანამატების მიღებამდე, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სისხლის შედედების უნარზე, როგორიცაა ასპირინი ან ასპირინის შემცველი მედიკამენტები, ვარფარინი ან ვიტამინი E. დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ თქვენ გაქვთ რაიმე უჩვეულო სისხლჩაქცევა ან სისხლდენა, როგორიცაა ცხვირიდან სისხლდენა, ღრძილების სისხლდენა კბილების გახეხვისას ან შავი განავალი (კუპრისებრი განავალი).

ფილტვის დაავადება

იშვიათ შემთხვევებში ამ პრეპარატით მკურნალობა იწვევს ფილტვების სერიოზულ პრობლემებს. დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ გაგიჩნდებათ ან გაუარესდება ხველა, ან თუ გაქვთ სუნთქვის გაძნელება და ცხელება. თქვენმა ექიმმა შეიძლება საჭიროდ ჩათვალოს მკურნალობის შეწყვეტა ამ პრობლემის გამოსასწორებლად.

ამ პრეპარატმა შეიძლება გაზარდოს სისხლის თრომბების წარმოქმნის სერიოზული რისკი თქვენი ფეხების ან ფილტვების ვენებში. ეს თრომბები შეიძლება გადავიდეს სხეულის სხვა ნაწილებში, როგორიცაა ფილტვები ან ტვინი. დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ გულმკერდის ტკივილს, ქოშინს ან შეშუპებას, ტკივილს, სიწითლეს ან სითბოს შეგრძნებას მკლავში ან ფეხში.

ნაწლავის ქრონიკული ანთება და/ან ნაწლავის გაუვალობა

მიმართეთ ექიმს, თუ გაწუხებთ მუცლის ტკივილი და ვერ ახერხებთ ნაწლავების დაცლას, განსაკუთრებით თუ გაწუხებთ შებერილობა და მადის დაკარგვა.

რადიაციული თერაპია

თუ ცოტა ხნის წინ მიიღეთ რადიაციული თერაპია მენჯის ან მუცლის არეში, შეიძლება გქონდეთ ძვლის ტვინის დეპრესიის გაზრდილი რისკი. გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს აქვითეკანით მკურნალობის დაწყებამდე.

თირკმლის ფუნქცია

დაფიქსირდა თირკმლის დისფუნქციის შემთხვევები.

გულის დაავადება

აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ ან გქონდათ გულის დაავადება, ან თუ ადრე იღებდით კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატებს. თქვენი ექიმი ყურადღებით დაგაკვირდებათ თქვენ და განიხილავს თქვენთან ერთად, თუ როგორ უნდა შეამციროთ რისკის ფაქტორები (მაგ., მოწევა, მაღალი არტერიული წნევა და ცხიმის გადაჭარბებული მოხმარება).

სისხლძარღვთა დაავადებები

აქვითეკანი ასოცირდება სისხლის მიმოქცევის დარღვევის იშვიათ შემთხვევებთან (სისხლის თრომბების წარმოქმნა ფეხისა და ფილტვის სისხლძარღვებში) და იშვიათად შეიძლება განვითარდეს რამდენიმე რისკ-ფაქტორის მქონე პაციენტებში.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

აქვითეკანით მკურნალობის დაწყებამდე და ყოველი შემდგომი მკურნალობის ციკლის წინ უნდა მოხდეს ღვიძლის ფუნქციის მონიტორინგი (სისხლის ანალიზით).

იმუნოსუპრესანტების ეფექტები/ინფექციებისადმი მომატებული მგრძნობელობა

თუ თქვენი იმუნური სისტემა დათრგუნულია ქიმიოთერაპიული საშუალებებით, მათ შორის ირინოტეკანით, გარკვეული ვაქცინების გამოყენებამ (ცოცხალი ან დასუსტებული ცოცხალი ვაქცინები) შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ან ფატალური ინფექციები. ცოცხალი შესუსტებული ვაქცინები არ უნდა იქნას გამოყენებული ქიმიოთერაპიის დროს და დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში. შესაძლებელია მოკლული ან ინაქტივირებული ვაქცინების შეყვანა; თუმცა, ასეთ ვაქცინაზე რეაგირება შეიძლება შესუსტდეს.

სხვა

ამ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს პირის ღრუს ან ტუჩის წყლულები. ეს ხშირად ხდება მკურნალობის დაწყებიდან პირველ რამდენიმე კვირაში. ამან შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი პირის ღრუში, სისხლდენა ან პრობლემები ჭამის დროს. ექიმმა ან ჯანდაცვის სპეციალისტმა შეიძლება მოგცეთ რეკომენდაციები დისკომფორტის შესამცირებლად, როგორიცაა კვების ან კბილების გახეხვის წესის შეცვლა. აუცილებლობის შემთხვევაში ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები.

კონტრაცეფციისა და ძუძუთი კვების შესახებ ინფორმაციისთვის იხილეთ ქვემოთ მოცემული ინფორმაცია ნაწილში „კონტრაცეფცია, ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა“.

აცნობეთ ექიმს ან სტომატოლოგს, თუ აპირებთ ოპერაციის ან სხვა პროცედურის ჩატარებას.

თუ გამოიყენება კიბოს სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად თქვენი მდგომარეობის სამკურნალოდ, მნიშვნელოვანია, რომ წაიკითხოთ სხვა პრეპარატების ფურცლები-დანართებიც. მიიღეთ ეს პრეპარატი მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, თუ ცნობილია, რომ გაქვთ აუტანლობა გარკვეული შაქრის მიმართ.

თუ ზემოთ აღწერილი სიმპტომებიდან ერთი ან მეტი განვიტარდა საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, დაუყოვნებლივ შეატყობინეთ ექიმს, რომელმაც გამოგიწერათ აქვითეკანი, ან თუ თქვენ ვერ დაუკავშირდებით მას, მაშინ უნდა აცნობოთ საავადმყოფოს განყოფილებას, სადაც შეგიყვანეს ინფუზია, რათა გირჩიონ სწორი ქმედებები და, საჭიროების შემთხვევაში, სწორი მკურნალობა.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

გთხოვთ, აცნობოთ ექიმს, თუ იღებთ/იყენებთ, ახლახან იღებდით/იყენებდით ან გეგმავთ მიიღოთ/გამოიყენოთ სხვა მედიკამენტები, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემული მედიკამენტები. ეს მოიცავს მცენარეულ მედიკამენტებს, ძლიერ ვიტამინებს და მინერალურ დანამატებს.

პრეპარატები, რომლებიც კრუნჩხვების სამკურნალოდ გამოიყენება (კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი, ფენიტოინი და ფოსფენიტოინი)

პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ (კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი და პოზაკონაზოლი)

პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ (კლარითრომიცინი, ერითრომიცინი და ტელითრომიცინი)

პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ტუბერკულოზის სამკურნალოდ (რიფამპიცინი და რიფაბუტინი)

კრაზანა (მცენარეული დიეტური დანამატი)

შესუსტებული ცოცხალი ვაქცინები

პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება აივ-ის სამკურნალოდ (ინდინავირი, რიტონავირი, ამპრენავირი, ფოსამპრენავირი, ნელფინავირი, ატაზანავირი და სხვა)

მედიკამენტები, რომლებიც თრგუნავენ იმუნურ სისტემას ორგანოთა გადანერგვის შემდეგ უარყოფის თავიდან ასაცილებლად (ციკლოსპორინი და ტაკროლიმუსი)

პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ (რეგორაფენიბი, კრიზოტინიბი, იდეალისიბი და აპალუტამიდი)

K ვიტამინის ანტაგონისტები (ტიპიური სისხლის გამათხელებლები, მაგ., ვარფარინი)

კუნთების მარელაქსირებელი საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ზოგადი ანესთეზიისა და ქირურგიის დროს (სუქსამეთონიუმი)

5-ფტორურაცილი/ფოლინის მჟავა

ბევაციზუმაბი (პრეპარატი, რომელიც აფერხებს სისხლძარღვების ზრდას)

ცეტუქსიმაბი (EGF რეცეპტორის ინჰიბიტორი)

აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს აქვითეკანის მიღებამდე, თუ თქვენ უკვე იღებთ ან ახლახან გქონდათ ქიმიოთერაპია (და რადიოთერაპია).

თუ თქვენ გჭირდებათ ოპერაცია, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ანესთეზიოლოგს, რომ მკურნალობთ ირინოტეკანით, რადგან ამან შეიძლება შეცვალოს ოპერაციის დროს გამოყენებული ზოგიერთი მედიკამენტის მოქმედება.

არ დაიწყოთ ან შეწყვიტოთ სხვა მედიკამენტებით მკურნალობა აქვითეკანით მკურნალობის დროს ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე.

ამ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს მძიმე დიარეა. ამ პრეპარატის გამოყენებისას ეცადეთ მოერიდოთ საფაღარათო და განავლის დამარბილებელ საშუალებებს.

შეიძლება არსებობდეს სხვა მედიკამენტები, რომლებიც ურთიერთქმედებენ აქვითეკანთან. განიხილეთ თქვენი სხვა მედიკამენტები, მცენარეული პრეპარატები და დიეტური დანამატები თქვენს ექიმთან, ფარმაცევტთან ან ჯანდაცვის სპეციალისტთან და შეამოწმეთ, შეიძლება თუ არა ამ მედიკამენტთან ერთად ალკოჰოლის დალევამ გამოიწვიოს პრობლემები.

კონტრაცეფცია, ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა

კონტრაცეფცია

თუ თქვენ ხართ შვილოსნობის ასაკის ქალი, მაშინ უნდა გამოიყენოთ ეფექტური კონტრაცეფცია მკურნალობის დროს და მისი შეწყვვეტიდან 6 თვის განმავლობაში.

როგორც მამაკაცმა, თქვენ უნდა გამოიყენოთ ეფექტური კონტრაცეფცია მკურნალობის დროს და მისი შეწყვეტიდან 3 თვის განმავლობაში. მნიშვნელოვანია ექიმთან გადაამოწმოთ, თუ რა სახის ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები შეიძლება გამოიყენოთ ამ მედიკამენტთან ერთად.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ამ მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები ნაყოფთან, თუ იგი ინიშნება ჩასახვის დროს ან ორსულობის დროს. მკურნალობის დაწყებამდე ექიმი დარწმუნდება, რომ ორსულად არ ხართ. თუ ორსულად ხართ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ამ პრეპარატის მიღებამდე.

ძუძუთი კვება

ირინოტეკანი და მისი მეტაბოლიტი განისაზღვრა დედის რძეში.

არ კვებოთ ძუძუთი აქვითეკანით მკურნალობის დროს.

რაიმე პრეპარატის მიღებამდე გაესაუბრეთ ექიმს.

ფერტილობა

კვლევები არ ჩატარებულა. თუმცა, ამ პრეპარატებს შეუძლია გავლენა მოახდინოს ფერტილობაზე. ამ მედიკამენტის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ამ პრეპარატთან დაკავშირებული შესაძლო რისკების შესახებ და იმის შესახებ, თუ როგორ შენარჩუნდეს ბავშვის გაჩენის შესაძლებლობა.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

რიგ შემთხვევებში, აქვითეკანმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, რომლებიც გავლენას ახდენენ მანქანის მართვისა და ხელსაწყოების და მექანიზმების გამოყენების უნარზე. დაუკავშირდით თქვენს ექიმს, თუ არ ხართ დარწმუნებული.

აქვითეკანის მიღებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში შეიძლება იგრძნოთ თავბრუსხვევა ან მხედველობის პრობლემები. ამ შემთხვევაში, არ მართოთ ავტომობილი და არ გამოიყენოთ მექანიზმები.

აქვითეკანი შეიცავს სორბიტოლს

ეს პრეპარატი შეიცავს 45 მგ სორბიტოლს 1 მლ-ზე.

სორბიტოლი ფრუქტოზის წყაროა. თუ თქვენ (ან თქვენს შვილს) გაქვთ მემკვიდრეობითი ფრუქტოზის აუტანლობა (HFI), იშვიათი გენეტიკური აშლილობა, თქვენ (ან თქვენმა შვილმა) არ უნდა მიიღოთ ეს პრეპარატი. HFI-ის მქონე პაციენტებს არ შეუძლიათ ფრუქტოზის დაშლა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი ეფექტები.

ამ მედიკამენტის მიღებამდე უნდა აცნობოთ ექიმს, თუ თქვენ (ან თქვენს შვილს) გაქვთ HFI ან თუ თქვენს შვილს აღარ შეუძლია ტკბილი საკვების ან სასმელის მიღება, რადგან გრძნობს თავს შეუძლოდ, აღებინებს ან აქვს უსიამოვნო ეფექტები, როგორიცაა შებერილობა, კუჭის სპაზმები ან დიარეა.

აქვითეკანი შეიცავს ნატრიუმს

ეს პრეპარატი შეიცავს 0.1 მმოლ (ან 2.04 მგ) ნატრიუმს საინფუზიო ხსნარის კონცენტრატის თითო მლ-ზე. აქვითეკანის სხვადასხვა ზომის შეფუთვა შეიცავს ნატრიუმის შემდეგ რაოდენობას:

5 მლ-ფლაკონი სამკურნალო პროდუქტი ამ შეფუთვის ზომით შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს, რაც ნიშნავს, რომ პრაქტიკულად „ნატრიუმისგან თავისუფალია“.

15 მლ-ფლაკონი სამკურნალო პროდუქტი ამ შეფუთვის ზომით შეიცავს 36 მგ ნატრიუმს (სუფრის მარილის მთავარი ინგრედიენტი), ეს უდრის მოზრდილებისთვის ნატრიუმის რეკომენდებული მაქსიმალური ყოველდღიური დიეტური მოხმარების 1.8%-ს.

გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. თქვენი ექიმი განიხილავს თქვენთან ერთად ამ გვერდით ეფექტებს და აგიხსნით თქვენი მკურნალობის რისკებსა და სარგებელს.

ზოგიერთი გვერდითი ეფექტი შესაძლოა საჭიროებდეს დაუყოვნებლივ მკურნალობას.

იხილეთ აგრეთვე ინფორმაცია ნაწილში „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“.

თუ ამ პრეპარატის მიღების შემდეგ გამოგივლინდათ შემდეგი გვერდითი მოვლენებიდან ერთი ან მეტი, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს. თუ არ იმყოფებით საავადმყოფოში, სასწრაფოდ უნდა წახვიდეთ საავადმყოფოში.

ალერგიული რეაქციები. თუ გაწუხებთ მსტვინავი სუნთქვა, სუნთქვის გაძნელება, შეშუპება, გამონაყარი ან ქავილი (განსაკუთრებით ის, რომელიც ფარავს მთელ სხეულს), დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ჯანდაცვის სპეციალისტს.

მძიმე ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური რეაქციები) ყველაზე ხშირად შეიძლება განვითარდეს პრეპარატის შეყვანიდან რამდენიმე წუთში: გამონაყარი კანის გაწითლების და ქავილის ჩათვლით, ხელების, ფეხების, ტერფების, სახის, ტუჩების, პირის ღრუს ან ყელის შეშუპება (რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება) ასევე შეიძლება იგრძნოთ, რომ ხართ გულის წასვლის პირას.

დიარეა (იხილეთ ნაწილი 2).

ადრეული დიარეა: ვლინდება ამ პრეპარატის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში და თან ახლავს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ცხვირიდან გამონადენი, ნერწყვდენის მომატება, ცრემლდენა, ოფლიანობა, სახის სიწითლე და მუცლის სპაზმები. (ეს შეიძლება უკვე მოხდეს პრეპარატის მიღების დროს. ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან ჯანდაცვის სპეციალისტს. შეიძლება დაგინიშნონ მედიკამენტები ამ ადრეული გვერდითი ეფექტების შესაჩერებლად ან შესამსუბუქებლად.)

დაგვიანებული დიარეა: ვლინდება ამ მედიკამენტის მიღებიდან 24 საათის შემდეგ. იმის გამო, რომ დიარეამ შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაცია და ელექტროლიტური დისბალანსი, მნიშვნელოვანია ექიმთან ან ჯანდაცვის სპეციალისტთან კონტაქტი მედიკამენტების მონიტორინგისა და შეყვანისთვის და კვებასთან დაკავშირებული რჩევისთვის.

ძალიან ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში)

სისხლის დარღვევები: ნეიტროპენია (სისხლის გარკვეული თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება), თრომბოციტოპენია (სისხლის თრომბოციტების რაოდენობის შემცირება), ანემია.

დაგვიანებული დიარეა

გულისრევა და ღებინება

თმის ცვენა (თმები იზრდება მკურნალობის დასრულების შემდეგ)

კომბინირებული თერაპიის დროს ღვიძლის ფერმენტების ან ბილირუბინის დონის გარდამავალი მატება.

ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-მდე ადამიანში)

მწვავე ქოლინერგული სინდრომი: ძირითადი სიმპტომებია ადრეული დიარეა და სხვა განსხვავებული სიმპტომები, როგორიცაა მუცლის ტკივილი; თვალების სიწითლე, ტკივილი, ქავილი და ცრემლდენა (კონიუნქტივიტი); ცხვირიდან გამონადენი (რინიტი); დაბალი არტერიული წნევა; სისხლძარღვების გაფართოება; ოფლიანობა, შემცივნება; ზოგადი სისუსტე, თავბრუსხვევა; ვიზუალური დარღვევები, დაპატარავებული თვალის გუგები; ცრემლდენა და მომატებული ნერწყვდენა, რომლებიც ვითარდება აქვითეკანის ინფუზიიდან პირველი 24 საათის განმავლობაში.

ცხელება, ინფექციები (სეფსისის ჩათვლით)

ცხელება დაკავშირებული სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის მკვეთრ შემცირებასთან

დეჰიდრატაცია, რომელიც ჩვეულებრივ ასოცირდება დიარეასთან და/ან ღებინებასთან

ყაბზობა

დაღლილობა

სისხლში ღვიძლის ფერმენტების და კრეატინინის დონის მომატება.

არახშირი (შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1-მდე ადამიანში)

ალერგიული რეაქციები. თუ შეამჩნევთ მსტვინავ სუნთქვას, სუნთქვის გაძნელებას, შეშუპებას, გამონაყარს ან ქავილს (განსაკუთრებით მთელ სხეულზე) დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ჯანდაცვის სპეციალისტს

მსუბუქი კანის რეაქციები; მსუბუქი რეაქციები ინფუზიის ადგილზე

სუნთქვის გაძნელება

ფილტვის დაავადება (ფილტვის ინტერსტიციული დაავადება)

ნაწლავის გაუვალობა

დიარეათი გამოწვეული მუცლის ტკივილი და ანთება (მდგომარეობა, რომელიც ცნობილია როგორც ფსევდომემბრანული კოლიტი)

თირკმლის უკმარისობის, დაბალი არტერიული წნევის ან გულ-სისხლძარღვთა უკმარისობის იშვიათი შემთხვევები დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებსაც განუვითარდათ დეჰიდრატაციის ეპიზოდები დიარეასთან და/ან ღებინებასთან ან სეფსისთან ერთად.

იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 1000-დან 1-მდე ადამიანში)

მძიმე ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური რეაქციები) ყველაზე ხშირად შეიძლება განვითარდეს პრეპარატის შეყვანიდან რამდენიმე წუთში: გამონაყარი კანის გაწითლების და ქავილის ჩათვლით, ხელების, ფეხების, ტერფების, სახის, ტუჩების, პირის ან ყელის შეშუპება (რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება) ასევე შეიძლება იგრძნოთ, რომ ხართ გულის წასვლის პირას. თუ ეს მოხდება, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.

ადრეული ეფექტები, როგორიცაა კუნთების შეკუმშვა ან კუნთების სპაზმი და დაბუჟება (პარესთეზია)

კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა და მსხვილი ნაწლავის ანთება, აპენდიქსის ჩათვლით

ნაწლავის პერფორაცია; ანორექსია; მუცლის ტკივილი; ლორწოვანი გარსების ანთება

კუჭ-ქვეშა ჯირკვლის ანთება

არტერიული წნევის მომატება შეყვანის დროს და მის შემდეგ

სისხლში კალიუმის და ნატრიუმის დონის დაქვეითება, განსაკუთრებით დიარეასთან და ღებინებასთან ერთად.

ძალიან იშვიათიe (შეიძლება გამოვლინდეს 10 000-დან 1 ადამიანში)

მეტყველების უნარის დროებითი დაქვეითება

გარკვეული საჭმლის მომნელებელი ფერმენტების,რომლებიც მეტაბოლიზებენ შაქარს და ცხიმს, მომატებული დონე,

უცნობია (არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით)

მძიმე, მუდმივი ან სისხლიანი დიარეა (რომელიც შეიძლება ასოცირებული იყოს კუჭის ტკივილთან ან ცხელებასთან) გამოწვეული ბაქტერიით, რომელსაც ეწოდება Clostridium difficile

სისხლის ინფექციები

დეჰიდრატაცია (დიარეას და ღებინების გამო)

თავბრუსხვევა, სწრაფი გულისცემა და ფერმკრთალი კანი (მდგომარეობა, რომელსაც ჰიპოვოლემია ეწოდება)

ალერგიული რეაქცია

მეტყველების დროებითი დარღვევები მკურნალობის დროს ან ცოტა ხნის შემდეგ

ჩხვლეტა

მაღალი არტერიული წნევა (ინფუზიის დროს ან მის შემდეგ)

გულის პრობლემები *

ფილტვის დაავადება, რომელიც იწვევს ხიხინს და ქოშინს (იხილეთ ნაწილი 2)

სლოკინი

ნაწლავის გაუვალობა

გადიდებული მსხვილი ნაწლავი

სისხლდენა ნაწლავებიდან

მსხვილი ნაწლავის ანთება

პათოლოგიური ლაბორატორიული ტესტის შედეგები

ხვრელი ნაწლავში

ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება

კანის რეაქციები

რეაქციები იმ ადგილზე, სადაც პრეპარატი იქნა შეყვანილი

სისხლში კალიუმის დაბალი დონე

სისხლში მარილის დაბალი დონე ძირითადად დაკავშირებული დიარეასთან და ღებინებასთან

კუნთების სპაზმები

თირკმლების პრობლემები *

დაბალი არტერიული წნევა*

სოკოვანი ინფექციები

ვირუსული ინფექციები

  • ამ მოვლენების იშვიათი შემთხვევები აღინიშნა პაციენტებში, რომლებსაც განუვითარდათ დეჰიდრატაციის ეპიზოდები დიარეასთან და/ან ღებინებასთან, ან სისხლის ინფექციებთან დაკავშირებით.

თუ ღებულობთ აქვითეკანს ცეტუქსიმაბთან ერთად, ზოგიერთი გამოვლენილი გვერდითი ეფექტი შეიძლება გამოწვეული იყოს ამ კომბინაციით. ასეთი გვერდითი ეფექტები შეიძლება მოიცავდეს აკნეს მსგავს გამონაყარს. ამიტომ, აუცილებლად უნდა წაიკითხოთ ცეტუქსიმაბის ფურცელი-დანართი.

თუ თქვენ იღებთ აქვითეკანს კაპეციტაბინთან კომბინაციაში, ზოგიერთი გვერდითი ეფექტი შეიძლება გამოწვეული იყოს ამ კომბინაციით. ასეთი გვერდითი ეფექტები შეიძლება მოიცავდეს: თრომბების წარმოქმნას (ძალიან ხშირი), ალერგიული რეაქციებს, გულის შეტევას და ცხელებას პაციენტებში სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი რაოდენობით (ხშირი). ამიტომ, აუცილებლად უნდა წაიკითხოთ კაპეციტაბინის ფურცელი-დანართი.

თუ თქვენ იღებთ აქვითეკანს კაპეციტაბინთან და ბევაციზუმაბთან კომბინაციაში, ზოგიერთი გვერდითი ეფექტი, რომელსაც თქვენ აღნიშნავთ, შეიძლება იყოს ამ კომბინაციით გამოწვეული. ასეთი გვერდითი ეფექტებია: სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი რაოდენობა, თრომბების წარმოქმნა, მაღალი არტერიული წნევა და გულის შეტევა. ამიტომ, აუცილებლად უნდა წაიკითხოთ კაპეციტაბინისა და ბევაციზუმაბის ფურცელი-დანართი.

თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი ეფექტების მოხსენება

თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-დანართში. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

ჭარბი დოზა

სიმპტომები

არსებობს ცნობები ჭაები დოზირების შესახებ რეკომენდებულ თერაპიულ დოზაზე ორჯერ მეტი დოზით, რაც შეიძლება ფატალური იყოს. არასასურველი ეფექტებიდან ძირითადად აღინიშნა მძიმე ნეიტროპენია და მძიმე დიარეა.

მკურნალობა

ირინოტეკანის ანტიდოტი ცნობილი არ არის. საჭიროა ოპტიმალური შემანარჩუნებელი თერაპია დიარეით გამოწვეული დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად და ნებისმიერი ინფექციური გართულებების სამკურნალოდ.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება არის ირინოტეკანის ჰიდროქლორიდის ტრიჰიდრატი.

საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად კონცენტრატის 5 მლ ან 15 მლ 1 ფლაკონი შეიცავს 100 მგ ან 300 მგ ირინოტეკანის ჰიდროქლორიდის ტრიჰიდრატს.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია სორბიტოლი (Ph. Eur.), რძემჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი და საინექციო წყალი.

როგორ გამოიყურება აქვითეკანი და შეფუთვის შიგთავსი

აქვითეკანი არის ღია ყვითელი, გამჭვირვალე კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად.

აქვითეკანი ხელმისაწვდომია ერთეულ შეფუთვაში, რომელიც შეიცავს ყავისფერი მინის ფლაკონს 5 მლ ან 15 მლ ხსნარით.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

შენახვის პირობები

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ეტიკეტზე და მუყაოს კოლოფზე „EXP“-ს შემდეგ. ვარგისობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.

შენახვის პირობები

შეინახეთ ფლაკონი გარე მუყაოს კოლოფში სინათლისგან დასაცავად.

არ გაყინოთ.

ინახება არაუმეტეს 300С ტემპერატურაზე.

განადგურება

არ გადააგდოთ მედიკამენტები ჩამდინარე წყალში (მაგ., ტუალეტში ან ნიჟარაში). ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ მედიკამენტები, როდესაც მათ აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანტინეოპლასტიკური საშუალებები, ტოპოიზომერაზა I-ის (TOP1) ინჰიბიტორები

ათქ კოდი: L01CE02.

მოქმედების მექანიზმი

ექსპერიმენტული მონაცემები

ირინოტეკანი არის კამპტოთეცინის ნახევრად სინთეზური წარმოებული. ეს არის ანტინეოპლასტიკური საშუალება, რომელიც მოქმედებს როგორც დნმ ტოპოიზომერაზა I-ის სპეციფიკური ინჰიბიტორი. უმეტეს ქსოვილში, ირინოტეკანი მეტაბოლიზდება კარბოქსილესტერაზებით SN-38-მდე, რომელიც აღმოჩნდა, რომ უფრო აქტიურია, ვიდრე ირინოტეკანი გასუფთავებული ტოპოიზომერაზა I-ის მიმართ და უფრო ციტოტოქსიური ვიდრე ირინოტეკანი ადამიანისა და თაგვის სიმსივნური უჯრედების რამდენიმე ხაზის მიმართ. ირინოტეკანით ან SN-38-ით დნმ ტოპოიზომერაზა I-ის ინჰიბირება იწვევს დნმ-ის ერთჯაჭვიან რღვევებს, რომლებიც ბლოკავს დნმ-ის რეპლიკაციის ჩანგლს და იწვევს ციტოტოქსიკურობას. აღმოჩნდა, რომ ეს ციტოტოქსიკური ეფექტი იყო დროზე დამოკიდებული და S-ფაზის სპეციფიკური.

In vitro, ირინოტეკანი და SN-38 მნიშვნელოვნად არ გამოიცნობა P-გლიკოპროტეინით (MDR) და ირინოტეკანმა აჩვენა ციტოტოქსიკური აქტივობა დოქსორუბიცინისა და ვინბლასტინის მიმართ რეზისტენტული უჯრედული ხაზების წინააღმდეგ.

გარდა ამისა, ირინოტეკანი ავლენს ფართო ანტისიმსივნურ აქტივობას in vivo თაგვის სიმსივნის მოდელების მიმართ (პანკრეასის სადინრის ადენოკარცინომა P03, სარძევე ჯირკვლის ადენოკარცინომა MA16/C, მსხვილი ნაწლავის ადენოკარცინომა C38 და C51) და ადამიანის ქსენოგრაფტების მიმართ (მსხვილი ნაწლავის ადენოკარცინომა Co-4, სარძევე ჯირკვლის ადენოკარცინომა MX-1, კუჭის ადენოკარცინომა ST-15 და SC-16). ირინოტეკანი ასევე აქტიურია სიმსივნეების მიმართ, რომლებიც ახდენენ P-გლიკოპროტეინის ექსპრესიას (MDR) (P388 ლეიკემია, რეზისტენტული დოქსორუბიცინისა და ვინკრისტინის მიმართ).

გარდა ირინოტეკანის სიმსივნის საწინააღმდეგო აქტივობისა, ირინოტეკანის ყველაზე მნიშვნელოვანი ფარმაკოლოგიური ეფექტია აცეტილქოლინესტერაზას ინჰიბირება.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ინფორმაცია მომხმარებლისთვის

აქვითეკანი 20 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად

ირინოტეკანის ჰიდროქლორიდის ტრიჰიდრატი

ყურადღებით წაიკითხეთ ეს ფურცელი-დანართი მთლიანად, სანამ დაიწყებთ ამ პრეპარატის გამოყენებას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს ფურცელი-დანართი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ჯანდაცვის სპეციალისტს.

თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით ეფექტებს, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ჯანდაცვის სპეციალისტს.. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-დანართში. იხილეთ ნაწილი 4.

რა არის მოცემული ამ ფურცელ-დანართში

რა არის აქვითეკანი და რისთვის გამოიყენება ის

რა უნდა იცოდეთ აქვითეკანის გამოყენებამდე

როგორ გამოვიყენოთ აქვითეკანი

შესაძლო გვერდითი ეფექტები

როგორ შევინახოთ აქვითეკანი

კოლოფის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რა არის აქვითეკანი და რისთვის გამოიყენება ის

აქვითეკანი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება ციტოსტატიკები (სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებები). აქვითეკანი გამოიყენება მოზრდილებში მსხვილი ნაწლავის ან სწორი ნაწლავის გავრცელებული კიბოს მკურნალობისთვის, სხვა მედიკამენტებთან კომბინაციაში ან ცალკე. აქვითეკანი არის კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატი, რომელიც შეიცავს აქტიურ ინგრედიენტს ირინოტეკანის ჰიდროქლორიდის ტრიჰიდრატს. ირინოტეკანის ჰიდროქლორიდის ტრიჰიდრატი აჩერებს კიბოს უჯრედების ზრდას და გავრცელებას ორგანიზმში.

ექიმმა შეიძლება გამოიყენოს აქვითეკანის კომბინაცია 5-ფტორურაცილთან/ფოლის მჟავასთან (5FU/FA) და ბევაციზუმაბთან მსხვილი ნაწლავის (კოლინჯის ან სწორი ნაწლავის) კიბოს სამკურნალოდ.

ექიმმა შეიძლება გამოიყენოს აქვითეკანის კომბინაცია კაპეციტაბინთან ბევაციზუმთან ერთად ან მის გარეშე კოლინჯის ან სწორი ნაწლავის კიბოს სამკურნალოდ.

თქვენმა ექიმმა შეიძლება გამოიყენოს აქვითეკანის კომბინაცია ცეტუქსიმაბთან მსხვილი ნაწლავის კიბოს განსაკუთრებული ტიპის (RAS ველური ტიპის) სამკურნალოდ, რომელიც აექსპრესირებს ცილას, რომელსაც ეწოდება EGFR.

რა უნდა იცოდეთ აქვითეკანის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ აქვითეკანი, თუ თქვენ

ხართ ალერგიული აქტიური ნივთიერების ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ, რომელიც ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში

გაქვთ ან გქონდათ ნაწლავის ქრონიკული ანთებითი დაავადება ან ნაწლავის ქრონიკული ობსტრუქცია

ძუძუთი კვებავთ

გაქვთ ღვიძლის მძიმე დარღვევები (ბილირუბინის დონე ნორმის ზედა ზღვარზე 3-ჯერ მეტია)

გაქვთ ძვლის ტვინის მძიმე უკმარისობა

გაქვთ ცუდი ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობა (შეფასებული საერთაშორისო სტანდარტით [WHO კრიტერიუმების მიხედვით ფუნქვიური სტატუსი > 2])

იყენებთ კრაზანას ნატურალურ საშუალებას (Hypericum perforatum)

უნდა აიცრათ ან ცოტა ხნის წინ აიცერით ცოცხალი შესუსტებული ვაქცინებით (ვაქცინები ყვითელი ცხელების, ჩუტყვავილას, ჰერპეს ზოსტერის, წითელას, ყბაყურას, წითურას, ტუბერკულოზის, როტავირუსის, გრიპის), ასევე ქიმიოთერაპიის დროს და 6 თვის შემდეგ.

თუ თქვენ იღებთ აქვითეკანს სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად, გაეცანით ამ პრეპარატების პროდუქტის ინფორმაციას სხვა უკუჩვენებების სანახავად.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ხანდაზმულ პაციენტებში.

ვინაიდან აქვითეკანი არის კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატი, ის მოგეცემათ სპეციალიზებულ განყოფილებაში და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, რომელიც კვალიფიცირებულია კიბოს საწინააღმდეგო მედიკამენტების გამოყენებაში. განყოფილების პერსონალი აგიხსნით, რაზე გჭირდებათ განსაკუთრებული ზრუნვა მკურნალობის დროს და მის შემდეგ. ეს ფურცელი-დანართი დაგეხმარებათ ამის დამახსოვრებაში.

გთხოვთ მიმართოთ ექიმს აქვითეკანის გამოყენებამდე,

თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემები

თუ გაქვთ თირკმლების პრობლემები

თუ გაქვთ ასთმა

თუ ოდესმე მიიღეთ სხივური თერაპია

თუ ადრე აქვითეკანით მკურნალობის შემდეგ გქონდათ ძლიერი დიარეა ან ცხელება

თუ გაქვთ გულის პრობლემები

თუ ეწევით, გაქვთ მაღალი სისხლის წნევა ან მაღალი ქოლესტერინი, რადგან ამან შეიძლება გაზარდოს გულის პრობლემების რისკი აქვითეკანით მკურნალობის დროს

თუ გაგიკეთებიათ ან აპირებთ რაიმე ვაქცინაციას

თუ თქვენ იღებთ სხვა მედიკამენტებს. გთხოვთ, ასევე წაიკითხოთ ქვემოთ მოცემული ნაწილი „სხვა პრეპარატები და აქვითეკანი“

თუ გაქვთ ჟილბერის სინდრომი, მემკვიდრეობითი მდგომარეობა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ბილირუბინის დონის მომატება და სიყვითლე (კანის და თვალების გაყვითლება).

აქვითეკანის მიღებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში

აქვითეკანის შეყვანის დროს (30-90 წთ) და შეყვანიდან მალევე შეიძლება განიცადოთ ქვემოთ ჩამოთვლილი ზოგიერთი სიმპტომი:

დიარეა

ცრემლდენა

ოფლიანობა

მხედველობის დარღვევა

მუცლის ტკივილი

გადაჭარბებული ნერწყვდენა.

მწვავე ქოლინერგული სინდრომი

ამ პრეპარატმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ნერვული სისტემის იმ უბანზე, რომელიც პასუხისმგებელია სხეულიდან ექსკრეციაზე. შედეგი არის მდგომარეობა, რომელსაც ეწოდება "ქოლინერგული სინდრომი". ის მოიცავს სიმპტომებს, როგორიცაა სურდო, ნერწყვდენის მომატება, ცრემლდენა, ოფლიანობა, კანის სიწითლე, აბდომინური კრუნჩხვები და დიარეა. დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან ჯანდაცვის სპეციალისტს, თუ შეამჩნევთ რომელიმე ამ სიმპტომს, რადგან არსებობს მედიკამენტები მათ სამკურნალოდ.

აქვითეკანით მკურნალობის დაწყების შემდეგი დღიდან მომდევნო მკურნალობამდე

ამ პერიოდში შეიძლება განიცადოთ სხვადასხვა სიმპტომები, რომლებიც შეიძლება იყოს სერიოზული და საჭიროებდეს სასწრაფო მკურნალობას და საფუძვლიან მეთვალყურეობას.

დიარეა

თუ თქვენი დიარეა იწყება აქვითეკანის მიღებიდან 24 საათზე მეტი ხნის შემდეგ („დაგვიანებული დიარეა“), ის შეიძლება იყოს მძიმე. ხშირად ვლინდება მიღებიდან დაახლოებით 5 დღის შემდეგ. დიარეას მკურნალობა უნდა ჩატარდეს დაუყოვნებლივ და იმყოფებოდეს საგულდაგულო მეთვალყურეობის ქვეშ. თუ დარჩება მკურნალობის გარეშე, შეიძლება გამოიწვიოს გაუწყლოება და ქიმიური ბალანსის სერიოზული დარღვევა, რაც შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს. თქვენი ექიმი დაგინიშნავთ მედიკამენტებს ამ გვერდითი მოვლენის თავიდან ასაცილებლად ან გასაკონტროლებლად. დარწმუნდით, დაუყოვნებლივ რომ მიიღოთ პრეპარატი, ამიტომ ის სახლში გქონდეთ, როცა დაგჭირდებათ. პირველი თხევადი განავლის შემდეგ დაუყოვნებლივ გააკეთეთ შემდეგი:

მიიღეთ ნებისმიერი ანტიდიარეალური მკურნალობა, რომელიც ექიმმა დაგინიშნათ, ზუსტად ისე, როგორც მან აგიხსნათ. არ შეცვალოთ მკურნალობა ექიმთან კონსულტაციის გარეშე. დიარეასთვის რეკომენდებულ მკურნალობას წარმოადგენს ლოპერამიდი (4 მგ პირველ მიღებაზე და შემდეგ 2 მგ ყოველ 2 საათში, მათ შორის ღამის განმავლობაში). ეს უნდა გაგრძელდეს ბოლო თხევადი განავლის შემდეგ მინიმუმ 12 საათის განმავლობაში. არ მიიღოთ ლოპერამიდის რეკომენდებული დოზა 48 საათზე მეტი ხნის განმავლობაში.

დაუყოვნებლივ დალიეთ დიდი რაოდენობით წყალი და რეჰიდრატაციული სითხეები (მაგ., წყალი, სოდიანი წყალი, გაზიანი სასმელები, ბულიონი ან პერორალური რეჰიდრატაციული თერაპია).

დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, რომელიც ხელმძღვანელობს მკურნალობას და უთხარით მას დიარეას შესახებ. თუ ექიმთან დაკავშირება არ შეგიძლიათ, დაუკავშირდით საავადმყოფოს განყოფილებას, რომელიც ზედამხედველობს აქვიყეკანით მკურნალობას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ იცოდნენ დიარეას შესახებ.

დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ექიმს ან მკურნალობის ზედამხედველ განყოფილებას, თუ

დიარეასთან ერთად გაქვთ გულისრევა, ღებინება ან ცხელება.

დიარეას მკურნალობის დაწყებიდან 48 საათის შემდეგ ჯერ კიდევ გაქვთ დიარეა.

შენიშვნა: არ მიიღოთ დიარეას სამკურნალოდ სხვა მედიკამენტი, გარდა ექიმის მიერ დანიშნულისა და ზემოთ აღწერილი სითხეებისა. მიჰყევით ექიმის მითითებებს. ნუ გამოიყენებთ დიარეას საწინააღმდეგო მედიკამენტს სიფრთხილის მიზნით, რათა თავიდან აიცილოთ დიარეას შემდგომი ეპიზოდი, მაშინაც კი, თუ წინა ციკლებში გქონდათ დაგვიანებული დიარეა.

ცხელება

თუ თქვენი სხეულის ტემპერატურა იზრდება 38 °C-ზე მეტით, ეს შეიძლება იყოს ინფექციის ნიშანი, განსაკუთრებით თუ თქვენ ასევე გაქვთ დიარეა. თუ თქვენ გაქვთ სიცხე (38 °C-ზე მეტი), დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან საავადმყოფოს განყოფილებას, რათა დაგინიშნოთ საჭირო მკურნალობა.

გულისრევა და ღებინება

თუ გაქვთ გულისრევა და/ან ღებინება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან საავადმყოფოს განყოფილებას. თქვენი ექიმი მოგცემთ მედიკამენტებს, რათა თავიდან აიცილოთ გულისრევა და ღებინება მკურნალობის დაწყებამდე. თქვენი ექიმი ალბათ დაგინიშნავთ გულისრევის საწინააღმდეგო პრეპარატებს, რომელთა მიღებაც შეგიძლიათ სახლში. საჭიროების შემთხვევაში შეინახეთ ეს პრეპარატები ახლოს. დაურეკეთ ექიმს, თუ გულისრევისა და ღებინების გამო არ შეგიძლიათ სითხის მიღება პირის ღრუს საშუალებით.

ნეიტროპენია

აქვითეკანმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ინფექციებთან ბრძოლაში. ამას ნეიტროპენია ეწოდება. ნეიტროპენია ჩვეულებრივ ვლინდება აქვითეკანით მკურნალობის დროს და შექცევადია. თქვენმა ექიმმა უნდა უზრუნველყოს, რომ რეგულარულად გაიაროთ სისხლის ტესტები სისხლის თეთრი უჯრედების მონიტორინგისთვის. ნეიტროპენია სერიოზული მდგომარეობაა, რომელიც საჭიროებს დაუყოვნებლივ მკურნალობას და საგულდაგულო დაკვირვებას.

დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან ჯანდაცვის სპეციალისტს, თუ შეამჩნევთ ინფექციის რაიმე ნიშანს, როგორიცაა ცხელება (38°C ან მეტი), შემცივნება, ტკივილი შარდვის დროს, ახლად დაწყებული ხველა ან ხველა ლორწოსთან ერთად. მოერიდეთ ავადმყოფ ან ინფექციის მქონე ადამიანებთან ყოფნას. დაუყონებლივ აცნობეთ ექიმს ინფექციის ნიშნების განვითარების შემთხვევაში.

სისხლის დონის მონიტორინგი

თქვენი ექიმი სავარაუდოდ შეამოწმებს თქვენი სისხლს მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის დროს, რათა შეამოწმოს რა გავლენას ახდენს პრეპარატი სისხლის მაჩვენებლებზე ან სისხლის ქიმიურ ანალიზზე. ტესტის შედეგების მიხედვით, შეიძლება დაგჭირდეთ მედიკამენტები ამ ეფექტების სამკურნალოდ. გარდა ამისა, თქვენს ექიმს შეიძლება დასჭირდეს პრეპარატის შემდეგი დოზის შემცირება ან გადადება შემდგომი დროისთვის ან მკურნალობის შეწყვეტა. დაიცავით თქვენი ექიმის ყველა ვიზიტი და ვიზიტები ლაბორატორიული ტესტებისთვის.

ამ მედიკამენტმა შეიძლება შეამციროს თქვენი თრომბოციტების დონე მიღებიდან რამდენიმე კვირაში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენის რისკი. მიმართეთ თქვენს ექიმს რაიმე მედიკამენტების ან დანამატების მიღებამდე, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სისხლის შედედების უნარზე, როგორიცაა ასპირინი ან ასპირინის შემცველი მედიკამენტები, ვარფარინი ან ვიტამინი E. დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ თქვენ გაქვთ რაიმე უჩვეულო სისხლჩაქცევა ან სისხლდენა, როგორიცაა ცხვირიდან სისხლდენა, ღრძილების სისხლდენა კბილების გახეხვისას ან შავი განავალი (კუპრისებრი განავალი).

ფილტვის დაავადება

იშვიათ შემთხვევებში ამ პრეპარატით მკურნალობა იწვევს ფილტვების სერიოზულ პრობლემებს. დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ გაგიჩნდებათ ან გაუარესდება ხველა, ან თუ გაქვთ სუნთქვის გაძნელება და ცხელება. თქვენმა ექიმმა შეიძლება საჭიროდ ჩათვალოს მკურნალობის შეწყვეტა ამ პრობლემის გამოსასწორებლად.

ამ პრეპარატმა შეიძლება გაზარდოს სისხლის თრომბების წარმოქმნის სერიოზული რისკი თქვენი ფეხების ან ფილტვების ვენებში. ეს თრომბები შეიძლება გადავიდეს სხეულის სხვა ნაწილებში, როგორიცაა ფილტვები ან ტვინი. დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ გულმკერდის ტკივილს, ქოშინს ან შეშუპებას, ტკივილს, სიწითლეს ან სითბოს შეგრძნებას მკლავში ან ფეხში.

ნაწლავის ქრონიკული ანთება და/ან ნაწლავის გაუვალობა

მიმართეთ ექიმს, თუ გაწუხებთ მუცლის ტკივილი და ვერ ახერხებთ ნაწლავების დაცლას, განსაკუთრებით თუ გაწუხებთ შებერილობა და მადის დაკარგვა.

რადიაციული თერაპია

თუ ცოტა ხნის წინ მიიღეთ რადიაციული თერაპია მენჯის ან მუცლის არეში, შეიძლება გქონდეთ ძვლის ტვინის დეპრესიის გაზრდილი რისკი. გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს აქვითეკანით მკურნალობის დაწყებამდე.

თირკმლის ფუნქცია

დაფიქსირდა თირკმლის დისფუნქციის შემთხვევები.

გულის დაავადება

აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ ან გქონდათ გულის დაავადება, ან თუ ადრე იღებდით კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატებს. თქვენი ექიმი ყურადღებით დაგაკვირდებათ თქვენ და განიხილავს თქვენთან ერთად, თუ როგორ უნდა შეამციროთ რისკის ფაქტორები (მაგ., მოწევა, მაღალი არტერიული წნევა და ცხიმის გადაჭარბებული მოხმარება).

სისხლძარღვთა დაავადებები

აქვითეკანი ასოცირდება სისხლის მიმოქცევის დარღვევის იშვიათ შემთხვევებთან (სისხლის თრომბების წარმოქმნა ფეხისა და ფილტვის სისხლძარღვებში) და იშვიათად შეიძლება განვითარდეს რამდენიმე რისკ-ფაქტორის მქონე პაციენტებში.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

აქვითეკანით მკურნალობის დაწყებამდე და ყოველი შემდგომი მკურნალობის ციკლის წინ უნდა მოხდეს ღვიძლის ფუნქციის მონიტორინგი (სისხლის ანალიზით).

იმუნოსუპრესანტების ეფექტები/ინფექციებისადმი მომატებული მგრძნობელობა

თუ თქვენი იმუნური სისტემა დათრგუნულია ქიმიოთერაპიული საშუალებებით, მათ შორის ირინოტეკანით, გარკვეული ვაქცინების გამოყენებამ (ცოცხალი ან დასუსტებული ცოცხალი ვაქცინები) შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ან ფატალური ინფექციები. ცოცხალი შესუსტებული ვაქცინები არ უნდა იქნას გამოყენებული ქიმიოთერაპიის დროს და დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში. შესაძლებელია მოკლული ან ინაქტივირებული ვაქცინების შეყვანა; თუმცა, ასეთ ვაქცინაზე რეაგირება შეიძლება შესუსტდეს.

სხვა

ამ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს პირის ღრუს ან ტუჩის წყლულები. ეს ხშირად ხდება მკურნალობის დაწყებიდან პირველ რამდენიმე კვირაში. ამან შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი პირის ღრუში, სისხლდენა ან პრობლემები ჭამის დროს. ექიმმა ან ჯანდაცვის სპეციალისტმა შეიძლება მოგცეთ რეკომენდაციები დისკომფორტის შესამცირებლად, როგორიცაა კვების ან კბილების გახეხვის წესის შეცვლა. აუცილებლობის შემთხვევაში ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები.

კონტრაცეფციისა და ძუძუთი კვების შესახებ ინფორმაციისთვის იხილეთ ქვემოთ მოცემული ინფორმაცია ნაწილში „კონტრაცეფცია, ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა“.

აცნობეთ ექიმს ან სტომატოლოგს, თუ აპირებთ ოპერაციის ან სხვა პროცედურის ჩატარებას.

თუ გამოიყენება კიბოს სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად თქვენი მდგომარეობის სამკურნალოდ, მნიშვნელოვანია, რომ წაიკითხოთ სხვა პრეპარატების ფურცლები-დანართებიც. მიიღეთ ეს პრეპარატი მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, თუ ცნობილია, რომ გაქვთ აუტანლობა გარკვეული შაქრის მიმართ.

თუ ზემოთ აღწერილი სიმპტომებიდან ერთი ან მეტი განვიტარდა საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, დაუყოვნებლივ შეატყობინეთ ექიმს, რომელმაც გამოგიწერათ აქვითეკანი, ან თუ თქვენ ვერ დაუკავშირდებით მას, მაშინ უნდა აცნობოთ საავადმყოფოს განყოფილებას, სადაც შეგიყვანეს ინფუზია, რათა გირჩიონ სწორი ქმედებები და, საჭიროების შემთხვევაში, სწორი მკურნალობა.

სხვა მედიკამენტები და აქვითეკანი

გთხოვთ, აცნობოთ ექიმს, თუ იღებთ/იყენებთ, ახლახან იღებდით/იყენებდით ან გეგმავთ მიიღოთ/გამოიყენოთ სხვა მედიკამენტები, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემული მედიკამენტები. ეს მოიცავს მცენარეულ მედიკამენტებს, ძლიერ ვიტამინებს და მინერალურ დანამატებს.

პრეპარატები, რომლებიც კრუნჩხვების სამკურნალოდ გამოიყენება (კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი, ფენიტოინი და ფოსფენიტოინი)

პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ (კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი და პოზაკონაზოლი)

პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ (კლარითრომიცინი, ერითრომიცინი და ტელითრომიცინი)

პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ტუბერკულოზის სამკურნალოდ (რიფამპიცინი და რიფაბუტინი)

კრაზანა (მცენარეული დიეტური დანამატი)

შესუსტებული ცოცხალი ვაქცინები

პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება აივ-ის სამკურნალოდ (ინდინავირი, რიტონავირი, ამპრენავირი, ფოსამპრენავირი, ნელფინავირი, ატაზანავირი და სხვა)

მედიკამენტები, რომლებიც თრგუნავენ იმუნურ სისტემას ორგანოთა გადანერგვის შემდეგ უარყოფის თავიდან ასაცილებლად (ციკლოსპორინი და ტაკროლიმუსი)

პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ (რეგორაფენიბი, კრიზოტინიბი, იდეალისიბი და აპალუტამიდი)

K ვიტამინის ანტაგონისტები (ტიპიური სისხლის გამათხელებლები, მაგ., ვარფარინი)

კუნთების მარელაქსირებელი საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ზოგადი ანესთეზიისა და ქირურგიის დროს (სუქსამეთონიუმი)

5-ფტორურაცილი/ფოლინის მჟავა

ბევაციზუმაბი (პრეპარატი, რომელიც აფერხებს სისხლძარღვების ზრდას)

ცეტუქსიმაბი (EGF რეცეპტორის ინჰიბიტორი)

აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს აქვითეკანის მიღებამდე, თუ თქვენ უკვე იღებთ ან ახლახან გქონდათ ქიმიოთერაპია (და რადიოთერაპია).

თუ თქვენ გჭირდებათ ოპერაცია, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ანესთეზიოლოგს, რომ მკურნალობთ ირინოტეკანით, რადგან ამან შეიძლება შეცვალოს ოპერაციის დროს გამოყენებული ზოგიერთი მედიკამენტის მოქმედება.

არ დაიწყოთ ან შეწყვიტოთ სხვა მედიკამენტებით მკურნალობა აქვითეკანით მკურნალობის დროს ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე.

ამ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს მძიმე დიარეა. ამ პრეპარატის გამოყენებისას ეცადეთ მოერიდოთ საფაღარათო და განავლის დამარბილებელ საშუალებებს.

შეიძლება არსებობდეს სხვა მედიკამენტები, რომლებიც ურთიერთქმედებენ აქვითეკანთან. განიხილეთ თქვენი სხვა მედიკამენტები, მცენარეული პრეპარატები და დიეტური დანამატები თქვენს ექიმთან, ფარმაცევტთან ან ჯანდაცვის სპეციალისტთან და შეამოწმეთ, შეიძლება თუ არა ამ მედიკამენტთან ერთად ალკოჰოლის დალევამ გამოიწვიოს პრობლემები.

კონტრაცეფცია, ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა

კონტრაცეფცია

თუ თქვენ ხართ შვილოსნობის ასაკის ქალი, მაშინ უნდა გამოიყენოთ ეფექტური კონტრაცეფცია მკურნალობის დროს და მისი შეწყვვეტიდან 6 თვის განმავლობაში.

როგორც მამაკაცმა, თქვენ უნდა გამოიყენოთ ეფექტური კონტრაცეფცია მკურნალობის დროს და მისი შეწყვეტიდან 3 თვის განმავლობაში. მნიშვნელოვანია ექიმთან გადაამოწმოთ, თუ რა სახის ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები შეიძლება გამოიყენოთ ამ მედიკამენტთან ერთად.

ორსულობა

ამ მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები ნაყოფთან, თუ იგი ინიშნება ჩასახვის დროს ან ორსულობის დროს. მკურნალობის დაწყებამდე ექიმი დარწმუნდება, რომ ორსულად არ ხართ. თუ ორსულად ხართ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ამ პრეპარატის მიღებამდე.

ძუძუთი კვება

ირინოტეკანი და მისი მეტაბოლიტი განისაზღვრა დედის რძეში.

არ კვებოთ ძუძუთი აქვითეკანით მკურნალობის დროს.

რაიმე პრეპარატის მიღებამდე გაესაუბრეთ ექიმს.

ფერტილობა

კვლევები არ ჩატარებულა. თუმცა, ამ პრეპარატებს შეუძლია გავლენა მოახდინოს ფერტილობაზე. ამ მედიკამენტის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ამ პრეპარატთან დაკავშირებული შესაძლო რისკების შესახებ და იმის შესახებ, თუ როგორ შენარჩუნდეს ბავშვის გაჩენის შესაძლებლობა.

ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება

რიგ შემთხვევებში, აქვითეკანმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, რომლებიც გავლენას ახდენენ მანქანის მართვისა და ხელსაწყოების და მექანიზმების გამოყენების უნარზე. დაუკავშირდით თქვენს ექიმს, თუ არ ხართ დარწმუნებული.

აქვითეკანის მიღებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში შეიძლება იგრძნოთ თავბრუსხვევა ან მხედველობის პრობლემები. ამ შემთხვევაში, არ მართოთ ავტომობილი და არ გამოიყენოთ მექანიზმები.

აქვითეკანი შეიცავს სორბიტოლს

ეს პრეპარატი შეიცავს 45 მგ სორბიტოლს 1 მლ-ზე.

სორბიტოლი ფრუქტოზის წყაროა. თუ თქვენ (ან თქვენს შვილს) გაქვთ მემკვიდრეობითი ფრუქტოზის აუტანლობა (HFI), იშვიათი გენეტიკური აშლილობა, თქვენ (ან თქვენმა შვილმა) არ უნდა მიიღოთ ეს პრეპარატი. HFI-ის მქონე პაციენტებს არ შეუძლიათ ფრუქტოზის დაშლა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი ეფექტები.

ამ მედიკამენტის მიღებამდე უნდა აცნობოთ ექიმს, თუ თქვენ (ან თქვენს შვილს) გაქვთ HFI ან თუ თქვენს შვილს აღარ შეუძლია ტკბილი საკვების ან სასმელის მიღება, რადგან გრძნობს თავს შეუძლოდ, აღებინებს ან აქვს უსიამოვნო ეფექტები, როგორიცაა შებერილობა, კუჭის სპაზმები ან დიარეა.

აქვითეკანი შეიცავს ნატრიუმს

ეს პრეპარატი შეიცავს 0.1 მმოლ (ან 2.04 მგ) ნატრიუმს საინფუზიო ხსნარის კონცენტრატის თითო მლ-ზე. აქვითეკანის სხვადასხვა ზომის შეფუთვა შეიცავს ნატრიუმის შემდეგ რაოდენობას:

5 მლ-ფლაკონი სამკურნალო პროდუქტი ამ შეფუთვის ზომით შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს, რაც ნიშნავს, რომ პრაქტიკულად „ნატრიუმისგან თავისუფალია“.

15 მლ-ფლაკონი სამკურნალო პროდუქტი ამ შეფუთვის ზომით შეიცავს 36 მგ ნატრიუმს (სუფრის მარილის მთავარი ინგრედიენტი), ეს უდრის მოზრდილებისთვის ნატრიუმის რეკომენდებული მაქსიმალური ყოველდღიური დიეტური მოხმარების 1.8%-ს.

  • როგორ გამოვიყენოთ აქვითეკანი

გამოიყენეთ ეს პრეპარატი ყოველთვის ზუსტად ისე, როგორც ექიმმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს.

აქვითეკანი მოგეცემათ ექიმის ან ჯანდაცვის სპეციალისტის მიერ.

ექიმმა შეიძლება გირჩიოთ აქვითეკანის პირველი დოზის მიღებამდე დნმ-ის ტესტის ჩატარება.

ზოგიერთ ადამიანს გენეტიკურად უფრო ხშირად აქვს გარკვეული გვერდითი ეფექტები ამ წამლისგან.

თქვენ შეიძლება დაგინიშნონ სხვა მედიკამენტები, რათა თავიდან აიცილოთ გულისრევა, ღებინება, დიარეა და სხვა გვერდითი ეფექტები აქვითეკანით მკურნალობის დროს. ეს მედიკამენტები ჩვეულებრივ გამოიყენება აქვითეკანით მკურნალობის შემდეგ სულ მცირე ერთი დღის განმავლობაში.

უთხარით ჯანდაცვის სპეციალისტს, თუ თქვენ გაქვთ წვის შეგრძნება, ტკივილი ან შეშუპება საინფუზიო ნემსის გარშემო აქვითეკანის ინფუზიის დროს. თუ ეს პრეპარატი შემთხვევით გაჟონავს ვენიდან, შეიძლება გამოიწვიოს ქსოვილის დაზიანება. თუ აქვითეკანით მკურნალობის დროს გექნებათ ტკივილი ან შეამჩნევთ სიწითლეს ან შეშუპებას ინფუზიის ადგილზე, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან სამედიცინო მომსახურეობის მომწოდებელს.

აქვითეკანი მიიღება ინტრავენური ინფუზიის სახით 30-90 წუთის განმავლობაში.

ინფუზიის რაოდენობა დამოკიდებულია თქვენს ასაკზე, სიმაღლეზე და ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე. ეს ასევე დამოკიდებულია ნებისმიერ სხვა მკურნალობაზე, რომელიც შესაძლოა მიგიღიათ თქვენი კიბოს გამო. თქვენი ექიმი გამოთვლის თქვენი სხეულის ფართობს კვადრატულ მეტრებში (მ2) თქვენი სიმაღლისა და წონის მიხედვით.

თუ ადრე მკურნალობდით 5-ფტორურაცილით, ჩვეულებრივ იმკურნალებთ მხოლოდ აქვითეკანით, საწყისი დოზით 350 მგ/მ2 ყოველ 3 კვირაში.

თუ ადრე არ ჩაგიტარდათ ქიმიოთერაპია, ჩვეულებრივ მიიღებთ 180 მგ/მ2 აქვითეკანს ყოველ 2 კვირაში, რასაც მოჰყვება ფოლინის მჟავა და 5-ფტორურაცილი.

თუ ირინოტეკანს იღებთ ცეტუქსიმაბთან კომბინაციაში, ჩვეულებრივ მიიღებთ აქვითეკანის იმავე დოზას, რომელიც მიცემული იყო ირინოტეკანის შემცველი წინა მკურნალობის რეჟიმის ბოლო ციკლებში. აქვითეკანი არ უნდა იქნას შეყვანილი ცეტუქსიმაბის ინფუზიის დასრულებიდან 1 საათზე ნაკლებ დროში.

ეს დოზები შეიძლება დარეგულირდეს თქვენი ექიმის მიერ თქვენი მდგომარეობისა და ნებისმიერი გვერდითი ეფექტის მიხედვით.

თუ გამოიყენებთ საჭიროზე მეტ აქვითეკანს

ნაკლებად სავარაუდოა, რომ თქვენ მიიღებთ აქვითეკანის ზედმეტად დიდ დოზას. ასეთ შემთხვევაში შეიძლება გამგივლინდეთ სისხლის სისტემური მძიმე დარღვევები და დიარეა. დიარეას გამო დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად და შესაძლო ინფექციური გართულებების სამკურნალოდ საჭიროა საუკეთესო შესაძლო შემანარჩუნებელი თერაპია. გაესაუბრეთ ექიმს, რომელიც ახორციელებს თქვენი პრეპარატის შეყვანას.

თუ დაგავიწყდათ აქვითეკანის გამოყენება

მნიშვნელოვანია დაიცვათ მკურნალობის ყველა დანიშნულება. დოზის გამოტოვების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

  • შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. თქვენი ექიმი განიხილავს თქვენთან ერთად ამ გვერდით ეფექტებს და აგიხსნით თქვენი მკურნალობის რისკებსა და სარგებელს.

ზოგიერთი გვერდითი ეფექტი შესაძლოა საჭიროებდეს დაუყოვნებლივ მკურნალობას.

იხილეთ აგრეთვე ინფორმაცია ნაწილში „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“.

თუ ამ პრეპარატის მიღების შემდეგ გამოგივლინდათ შემდეგი გვერდითი მოვლენებიდან ერთი ან მეტი, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს. თუ არ იმყოფებით საავადმყოფოში, სასწრაფოდ უნდა წახვიდეთ საავადმყოფოში.

ალერგიული რეაქციები. თუ გაწუხებთ მსტვინავი სუნთქვა, სუნთქვის გაძნელება, შეშუპება, გამონაყარი ან ქავილი (განსაკუთრებით ის, რომელიც ფარავს მთელ სხეულს), დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ჯანდაცვის სპეციალისტს.

მძიმე ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური რეაქციები) ყველაზე ხშირად შეიძლება განვითარდეს პრეპარატის შეყვანიდან რამდენიმე წუთში: გამონაყარი კანის გაწითლების და ქავილის ჩათვლით, ხელების, ფეხების, ტერფების, სახის, ტუჩების, პირის ღრუს ან ყელის შეშუპება (რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება) ასევე შეიძლება იგრძნოთ, რომ ხართ გულის წასვლის პირას.

დიარეა (იხილეთ ნაწილი 2).

ადრეული დიარეა: ვლინდება ამ პრეპარატის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში და თან ახლავს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ცხვირიდან გამონადენი, ნერწყვდენის მომატება, ცრემლდენა, ოფლიანობა, სახის სიწითლე და მუცლის სპაზმები. (ეს შეიძლება უკვე მოხდეს პრეპარატის მიღების დროს. ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან ჯანდაცვის სპეციალისტს. შეიძლება დაგინიშნონ მედიკამენტები ამ ადრეული გვერდითი ეფექტების შესაჩერებლად ან შესამსუბუქებლად.)

დაგვიანებული დიარეა: ვლინდება ამ მედიკამენტის მიღებიდან 24 საათის შემდეგ. იმის გამო, რომ დიარეამ შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაცია და ელექტროლიტური დისბალანსი, მნიშვნელოვანია ექიმთან ან ჯანდაცვის სპეციალისტთან კონტაქტი მედიკამენტების მონიტორინგისა და შეყვანისთვის და კვებასთან დაკავშირებული რჩევისთვის.

ძალიან ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში)

სისხლის დარღვევები: ნეიტროპენია (სისხლის გარკვეული თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება), თრომბოციტოპენია (სისხლის თრომბოციტების რაოდენობის შემცირება), ანემია.

დაგვიანებული დიარეა

გულისრევა და ღებინება

თმის ცვენა (თმები იზრდება მკურნალობის დასრულების შემდეგ)

კომბინირებული თერაპიის დროს ღვიძლის ფერმენტების ან ბილირუბინის დონის გარდამავალი მატება.

ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-მდე ადამიანში)

მწვავე ქოლინერგული სინდრომი: ძირითადი სიმპტომებია ადრეული დიარეა და სხვა განსხვავებული სიმპტომები, როგორიცაა მუცლის ტკივილი; თვალების სიწითლე, ტკივილი, ქავილი და ცრემლდენა (კონიუნქტივიტი); ცხვირიდან გამონადენი (რინიტი); დაბალი არტერიული წნევა; სისხლძარღვების გაფართოება; ოფლიანობა, შემცივნება; ზოგადი სისუსტე, თავბრუსხვევა; ვიზუალური დარღვევები, დაპატარავებული თვალის გუგები; ცრემლდენა და მომატებული ნერწყვდენა, რომლებიც ვითარდება აქვითეკანის ინფუზიიდან პირველი 24 საათის განმავლობაში.

ცხელება, ინფექციები (სეფსისის ჩათვლით)

ცხელება დაკავშირებული სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის მკვეთრ შემცირებასთან

დეჰიდრატაცია, რომელიც ჩვეულებრივ ასოცირდება დიარეასთან და/ან ღებინებასთან

ყაბზობა

დაღლილობა

სისხლში ღვიძლის ფერმენტების და კრეატინინის დონის მომატება.

არახშირი (შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1-მდე ადამიანში)

ალერგიული რეაქციები. თუ შეამჩნევთ მსტვინავ სუნთქვას, სუნთქვის გაძნელებას, შეშუპებას, გამონაყარს ან ქავილს (განსაკუთრებით მთელ სხეულზე) დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ჯანდაცვის სპეციალისტს

მსუბუქი კანის რეაქციები; მსუბუქი რეაქციები ინფუზიის ადგილზე

სუნთქვის გაძნელება

ფილტვის დაავადება (ფილტვის ინტერსტიციული დაავადება)

ნაწლავის გაუვალობა

დიარეათი გამოწვეული მუცლის ტკივილი და ანთება (მდგომარეობა, რომელიც ცნობილია როგორც ფსევდომემბრანული კოლიტი)

თირკმლის უკმარისობის, დაბალი არტერიული წნევის ან გულ-სისხლძარღვთა უკმარისობის იშვიათი შემთხვევები დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებსაც განუვითარდათ დეჰიდრატაციის ეპიზოდები დიარეასთან და/ან ღებინებასთან ან სეფსისთან ერთად.

იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 1000-დან 1-მდე ადამიანში)

მძიმე ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური რეაქციები) ყველაზე ხშირად შეიძლება განვითარდეს პრეპარატის შეყვანიდან რამდენიმე წუთში: გამონაყარი კანის გაწითლების და ქავილის ჩათვლით, ხელების, ფეხების, ტერფების, სახის, ტუჩების, პირის ან ყელის შეშუპება (რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება) ასევე შეიძლება იგრძნოთ, რომ ხართ გულის წასვლის პირას. თუ ეს მოხდება, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.

ადრეული ეფექტები, როგორიცაა კუნთების შეკუმშვა ან კუნთების სპაზმი და დაბუჟება (პარესთეზია)

კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა და მსხვილი ნაწლავის ანთება, აპენდიქსის ჩათვლით

ნაწლავის პერფორაცია; ანორექსია; მუცლის ტკივილი; ლორწოვანი გარსების ანთება

კუჭ-ქვეშა ჯირკვლის ანთება

არტერიული წნევის მომატება შეყვანის დროს და მის შემდეგ

სისხლში კალიუმის და ნატრიუმის დონის დაქვეითება, განსაკუთრებით დიარეასთან და ღებინებასთან ერთად.

ძალიან იშვიათიe (შეიძლება გამოვლინდეს 10 000-დან 1 ადამიანში)

მეტყველების უნარის დროებითი დაქვეითება

გარკვეული საჭმლის მომნელებელი ფერმენტების,რომლებიც მეტაბოლიზებენ შაქარს და ცხიმს, მომატებული დონე,

უცნობია (არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით)

მძიმე, მუდმივი ან სისხლიანი დიარეა (რომელიც შეიძლება ასოცირებული იყოს კუჭის ტკივილთან ან ცხელებასთან) გამოწვეული ბაქტერიით, რომელსაც ეწოდება Clostridium difficile

სისხლის ინფექციები

დეჰიდრატაცია (დიარეას და ღებინების გამო)

თავბრუსხვევა, სწრაფი გულისცემა და ფერმკრთალი კანი (მდგომარეობა, რომელსაც ჰიპოვოლემია ეწოდება)

ალერგიული რეაქცია

მეტყველების დროებითი დარღვევები მკურნალობის დროს ან ცოტა ხნის შემდეგ

ჩხვლეტა

მაღალი არტერიული წნევა (ინფუზიის დროს ან მის შემდეგ)

გულის პრობლემები *

ფილტვის დაავადება, რომელიც იწვევს ხიხინს და ქოშინს (იხილეთ ნაწილი 2)

სლოკინი

ნაწლავის გაუვალობა

გადიდებული მსხვილი ნაწლავი

სისხლდენა ნაწლავებიდან

მსხვილი ნაწლავის ანთება

პათოლოგიური ლაბორატორიული ტესტის შედეგები

ხვრელი ნაწლავში

ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება

კანის რეაქციები

რეაქციები იმ ადგილზე, სადაც პრეპარატი იქნა შეყვანილი

სისხლში კალიუმის დაბალი დონე

სისხლში მარილის დაბალი დონე ძირითადად დაკავშირებული დიარეასთან და ღებინებასთან

კუნთების სპაზმები

თირკმლების პრობლემები *

დაბალი არტერიული წნევა*

სოკოვანი ინფექციები

ვირუსული ინფექციები

  • ამ მოვლენების იშვიათი შემთხვევები აღინიშნა პაციენტებში, რომლებსაც განუვითარდათ დეჰიდრატაციის ეპიზოდები დიარეასთან და/ან ღებინებასთან, ან სისხლის ინფექციებთან დაკავშირებით.

თუ ღებულობთ აქვითეკანს ცეტუქსიმაბთან ერთად, ზოგიერთი გამოვლენილი გვერდითი ეფექტი შეიძლება გამოწვეული იყოს ამ კომბინაციით. ასეთი გვერდითი ეფექტები შეიძლება მოიცავდეს აკნეს მსგავს გამონაყარს. ამიტომ, აუცილებლად უნდა წაიკითხოთ ცეტუქსიმაბის ფურცელი-დანართი.

თუ თქვენ იღებთ აქვითეკანს კაპეციტაბინთან კომბინაციაში, ზოგიერთი გვერდითი ეფექტი შეიძლება გამოწვეული იყოს ამ კომბინაციით. ასეთი გვერდითი ეფექტები შეიძლება მოიცავდეს: თრომბების წარმოქმნას (ძალიან ხშირი), ალერგიული რეაქციებს, გულის შეტევას და ცხელებას პაციენტებში სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი რაოდენობით (ხშირი). ამიტომ, აუცილებლად უნდა წაიკითხოთ კაპეციტაბინის ფურცელი-დანართი.

თუ თქვენ იღებთ აქვითეკანს კაპეციტაბინთან და ბევაციზუმაბთან კომბინაციაში, ზოგიერთი გვერდითი ეფექტი, რომელსაც თქვენ აღნიშნავთ, შეიძლება იყოს ამ კომბინაციით გამოწვეული. ასეთი გვერდითი ეფექტებია: სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი რაოდენობა, თრომბების წარმოქმნა, მაღალი არტერიული წნევა და გულის შეტევა. ამიტომ, აუცილებლად უნდა წაიკითხოთ კაპეციტაბინისა და ბევაციზუმაბის ფურცელი-დანართი.

თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი ეფექტების მოხსენება

თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-დანართში. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

  • როგორ შევინახოთ აქვითეკანი

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ეტიკეტზე და მუყაოს კოლოფზე „EXP“-ს შემდეგ. ვარგისობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.

შენახვის პირობები

შეინახეთ ფლაკონი გარე მუყაოს კოლოფში სინათლისგან დასაცავად.

არ გაყინოთ.

ინახება არაუმეტეს 300С ტემპერატურაზე.

განადგურება

არ გადააგდოთ მედიკამენტები ჩამდინარე წყალში (მაგ., ტუალეტში ან ნიჟარაში). ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ მედიკამენტები, როდესაც მათ აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს აქვითეკანი

აქტიური ნივთიერება არის ირინოტეკანის ჰიდროქლორიდის ტრიჰიდრატი.

საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად კონცენტრატის 5 მლ ან 15 მლ 1 ფლაკონი შეიცავს 100 მგ ან 300 მგ ირინოტეკანის ჰიდროქლორიდის ტრიჰიდრატს.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია სორბიტოლი (Ph. Eur.), რძემჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი და საინექციო წყალი.

როგორ გამოიყურება აქვითეკანი და შეფუთვის შიგთავსი

აქვითეკანი არის ღია ყვითელი, გამჭვირვალე კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად.

აქვითეკანი ხელმისაწვდომია ერთეულ შეფუთვაში, რომელიც შეიცავს ყავისფერი მინის ფლაკონს 5 მლ ან 15 მლ ხსნარით.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი

შპს „ავერსი–რაციონალი“

საქართველო 0198, თბილისი, დავით კობახიძის ქ. 33

მწარმოებელი:

AqVida GmbH,

ვერკშტრ. 21,

23942 დასოვ,

გერმანია

ბაზარზე რეალიზაციის ნებართვის გამცემი:

AqVida GmbH

კაიზერ-ვილჰელმის ქ. 89,

20355 ჰამბურგი,

გერმანია

ეს ფურცელი-დანართი ბოლოს გადაიხედა 2024 წლის ოქტომბერში.

  • ----------------------------------------------------------------------------------------------------------

შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის:

გამოყენების ინსტრუქცია:

აქვითეკანი 20 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად

აქ მოცემულია აქვითეკანი 20 მგ/მლ კონცენტრატის საინფუზიო ხსნარისთვის მომზადების, შენახვისა და შეყვანის შესახებ ინფორმაციის მიმოხილვა.

მნიშვნელოვანია, რომ წაიკითხოთ მთლიანად ინსტრუქციები, სანამ დაიწყებთ პრეპარატის მომზადებას.

გთხოვთ, აგრეთვე იხილოთ სამკურნალო პროდუქტის ზოგადი დახასიათება სრული აღწერილობისა და დამატებითი ინფორმაციისთვის.

ფარმაცევტული ფორმა

აქვითეკანი მოწოდებულია კონცენტრატის სახით ინტრავენური საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ყავისფერ მინის ფლაკონებში, რომლებიც შეიცავს 5 მლ ან 15 მლ სტერილურ, გამჭვირვალე, ღია ყვითელი ფერის ხსნარს.

გამოსაყენებლად მზა საინფუზიო ხსნარის მომზადება

აქვითეკანი არის ციტოტოქსიური პროდუქტი. გთხოვთ, დაიცავით თქვენი ადგილობრივი წესები ციტოსტატიკური პრეპარატების უსაფრთხო მოპყრობის ან განადგურების შესახებ.

უსაფრთხო მოპყრობა

ისევე როგორც ყველა ანტინეოპლასტიკური საშუალება, ირინოტეკანი უნდა მომზადდეს და მოპყრობილ იქნეს სიფრთხილით. აუცილებელია სათვალეების, ნიღბის და ხელთათმანების ტარება. თუ ირინოტეკანის ხსნარი ან საინფუზიო ხსნარი მოხვდება კანთან, დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ საპნით და წყლით. თუ ირინოტეკანის ხსნარი ან საინფუზიო ხსნარი მოხვდება ლორწოვან გარსებთან, დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ წყლით.

განზავების ინსტრუქციები

აქვითეკანის ხსნარები უნდა მომზადდეს კონტროლირებად და ვალიდირებულ ასეპტიკურ პირობებში. თუ შეამჩნევთ ნალექს ფლაკონში ან მისი განზავების შემდეგ, პრეპარატი უნდა განადგურდეს ციტოსტატიკური საშუალებების ჩვეულებრივი სტანდარტების შესაბამისად.

აქვითეკანი თავსებადია 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნართან და 5% გლუკოზის ხსნართან და არ უნდა განზავდეს სხვა სამკურნალო საშუალებებთან.

ხსნარის მოსამზადებლად გამოიყენეთ კალიბრირებული შპრიცი, რათა ამოიღოთ საჭირო რაოდენობის აქვითეკანი ფლაკონიდან ასეპტიკურ პირობებში და შეიყვანოთ იგი 250 მლ საინფუზიო ტომარაში, რომელიც შეიცავს ან 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარს ან 5% გლუკოზის ხსნარს. ამის შემდეგ საინფუზიო ხსნარი უნდა შეინჯღრეს ხელით, რათა საფუძვლიანად მოხდეს შერევა.

განადგურება

ყველა მასალა, რომელიც გამოიყენება მოსამზადებლად და შეყვანისათვის, ან რომელიც შედის კონტაქტში აქვითეკანთან, უნდა განადგურდეს ციტოტოქსიკურ საშუალებებთან მოპყრობის ეროვნული სახელმძღვანელოს შესაბამისად.

გამოსაყენებლად მზა საინფუზიო ხსნარის შენახვის ინსტრუქცია

გამოსაყენებლად მზა საინფუზიოხ სნარის ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარით ან 5% გლუკოზის ხსნარით მომზადების შემდეგ ნაჩვენებია 12 საათის განმავლობაში 25 °C-ზე დაბალ ტემპერატურაზე და 48 საათის განმავლობაში, როდესაც დაცულია სინათლისგან 2-დან 8 °C ტემპერატურაზე.

მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით გამოსაყენებლად მზა საინფუზიო ხსნარი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული.

თუ დაუყოვნებლივ არ გამოიყენება, ვარგისობის ვადა და შენახვის პირობები გამოყენებამდე არის მომხმარებლის პასუხისმგებლობა და არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს 2-დან 8 °C ტემპერატურაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც განზავება განხორციელდა კონტროლირებად და ვალიდირებულ ასეპტიკურ პირობებში.

დოზირება და შეყვანის წესი

მხოლოდ ზრდასრულებისთვის მოზრდილებისთვის.

აქვითეკანი უნდა განზავდეს ზემოთ მოცემული ინსტრუქციების მიხედვით და შეიყვანილ იქნას პერიფერიულ ან ცენტრალურ ვენაში.

არ უნდა იქნას შეყვანილი ინტრავენური ბოლუსის ან ინტრავენური ინფუზიის სახით, რომელიც გრძელდება 30 წუთზე ნაკლებ ან 90 წუთზე მეტ ხანს.

დოზის რეკომენდაციებისთვის, გთხოვთ, იხილოთ პროდუქტის ზოგადი დახასიათება.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა