პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

აუგმენტინი

Augmentin

რეცეპტით625მგინსტრუქცია ქართულადდიდი ბრიტანეთი
რისთვის გამოიყენება

აუგმენტინი არის ანტიბიოტიკი გამოხატული ფართო სპექტრის აქტივობით ძირითადად გავრცელებული ბაქტერიული პათოგენების წინააღმდეგ და გამოიყენება ზოგად პრაქტიკაში და ჰოსპიტალური მკურნალობისათვის. …

სრულად
ფორმა და შეფუთვა
625მგ (500მგ + 125მგ) ტაბლეტი №14 (2X7)
მწარმოებელი
SMITHKLINE BEECHAM LIMITED, დიდი ბრიტანეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, პენიცილინების კომბინაციები, მათ შორის ბეტა-ლაქტამაზას ინჰიბიტორებთან
ATC კოდი
J01CR02
რეგისტრაციის ნომერი
რ-043404
რეგისტრირებულია
12 ივნისი 2025, მოქმედებს 12 ივნისი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
GlaxoSmithKline Export Ltd (დიდი ბრიტანეთი)
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებააუგმენტინი და სხვა წამალი ერთად

აუგმენტინი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

აუგმენტინი არის ანტიბიოტიკი გამოხატული ფართო სპექტრის აქტივობით ძირითადად გავრცელებული ბაქტერიული პათოგენების წინააღმდეგ და გამოიყენება ზოგად პრაქტიკაში და ჰოსპიტალური მკურნალობისათვის. კლავულანატის β-ლაქტამაზური მაინჰიბირებელი მოქმედება აფართოებს ამოქსიცილინის სპექტრს ორგანიზმების უფრო ფართო სპექტრის წინააღმდეგ, მათ შორის მოიცავს ბევრ β-ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტულ მიკროორგანიზმს.

აუგმენტინი გამოყენებულ უნდა იქნეს ანტიბიოტიკების გამოყენების ადგილობრივი ოფიციალური გაიდლაინების და მგრძნობელობის მონაცემების მიხედვით.

აუგმენტინის შიგნით მისაღები ფორმა ორჯერ დღეში ნაჩვენებია შემდეგი ბაქტერიული ინფექციების ხანმოკლე მკურნალობისათვის:

ზედა რესპირატორული გზების ინფექციები (მათ შორის ყელ-ყურ-ცხვირის), როგორიცაა:რეციდიული ტონზილიტი, სინუსიტი, შუა ყურის ანთება.

ქვედა რესპირატორული გზების ინფექციები, როგორიცაა: ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გამწვავება (AECOPD)/ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება (AECB), წილოვანი და ბრონქოპნევმონია.

შარდ-სასქესო გზების ინფექციები, როგორიცაა: ცისტიტი, ურეთრიტი, პიელონეფრიტი.

კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები: როგორიცაა: ფურუნკული, აბსცესი, ცელულიტი, ჭრილობის ინფექციები.

ძვლისა და სახსრების ინფექციები, როგორიცაა: ოსტეომიელიტი.

დენტალური ინფექციები, როგორიცაა: დენტოალვეოლარული აბსცესი.

სხვა ინფექციები: როგორიცაა: სეპტიკური აბორტი, მშობიარობის შემდგომი სეფსისი, ინტრა-აბდომინალური სეფსისი.

აუგმენტინისადმი მგრძნობელობა იცვლება გეოგრაფიულად და დროის მიხედვით (დამატებითი ინფორმაციისათვის იხ. ფარმაკოლოგიური თვისებები, ფარმაკოდინამიკა). თუ ხელმისაწვდომია, განხილულ უნდა იქნეს ადგილობრივი მგრძნობელობის მონაცემები და საჭიროების შემთხვევაში გაკეთდეს მიკრობიოლოგიური ნიმუშების და მგრძნობელობის ანალიზი.

უკუჩვენებები

აუგმენტინი უკუნაჩვენებია პაციენტებში ბეტა-ლაქტამური ჰიპერმგრძნობელობით ანამნეზში, მაგ. პენიცილინების და ცეფალოსპორინების მიმართ.

აუგმენტინი უკუნაჩვენებია აუგმენტინთან ასოცირებული სიყვითლის/ღვიძლის დისფუნქციის ანამნეზის მქონეპაციენტებში.

სიფრთხილის ზომები

აუგმენტინით თერაპიის დაწყებამდე საჭიროა ანამნეზის გულდასმით შეკრება ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციების შესახებ პენიცილინების, ცეფალოსპორინების ან სხვა ალერგენების მიმართ.

მძიმე და ზოგჯერ სიცოცხლისათვის სახიფათო ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები (მათ შორის ანაფილაქტოიდური და მძიმე კანისმიერი გვერდითი რეაქციები) აღინიშნა პაციენტებში პენიცილინით თერაპიის დროს. ეს რეაქციები უფრო მეტად მოსალოდნელია განვითარდეს პენიცილინის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის ანამნეზის მქონე პირებში (იხ. უკუჩვენებები). ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები ასევე შეიძლება პროგრესირდეს კუნისის სინდრომამდე - მძიმე ალერგიული რეაქცია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტი. ამ რეაქციების სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს მკერდის არეში ტკივილს, რომელიც ვითარდება აუგმენტინის მიმართ ალერგიულ რეაქციასთან ერთად (იხ. გვერდითი რეაქციები), წამლით გამოწვეული ენტეროკოლიტის სინდრომი აღწერილ იქნა ძირითადად ბავშვებში, რომლებიც იღებდნენ აუგმენტინს (იხ. გვერდითი რეაქციები). წამლით გამოწვეული ენტეროკოლიტის სინდრომი ალერგიული რეაქციაა, რომლის წამყვანი სიმპტომია გახანგრძლივებული ღებინება (სამკურნალო პროდუქტის მიღებიდან 1-4 საათის შემდეგ), კანის ალერგიული ან რესპირატორული სიმპტომების გარეშე. შემდგომი სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს მუცლის ტკივილს, მოდუნებას, ფაღარათს, ჰიპოტენზიას ან ნეიტროფილურ ლეიკოციტოზს. მძიმე შემთხვევებში წამლით გამოწვეული ენტეროკოლიტის სინდრომი შეიძლება პროგრესირდეს შოკამდე. თუ ვითარდება ალერგიული რეაქცია, აუგმენტინით თერაპია უნდა შეწყდეს და დაიწყოს შესაბამისი ალტერნატიული თერაპია.

მძიმე ანაფილაქსიური რეაქციები მოითხოვს დაუყოვნებლივ მკურნალობას ადრენალინით. შეიძლება ასევე საჭირო გახდეს ჟანგბადის მიწოდება, ინტრავენური (ი.ვ.) სტეროიდები და სასუნთქი გზების ფუნქციის შენარჩუნება, მათშორის, ინტუბაცია.

ჰემოფაგოციტური ლიმფოჰისტიოციტოზი (ჰლჰ)/მაკროფაგების აქტივაციის სინდრომი (მას) აღწერილ იქნა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ამოქსიცილინის კლავულანატს (იხ. გვერდითი რეაქციები). ჰლჰ/მას არის იმუნიტეტის პათოლოგიური აქტივაციის სინდრომი, რომელიც შეიძლება სიცოცხლისათვის სახიფათო იყოს. ჰლჰ/მას-ის კლინიკური ნიშნები და სიმპტომები მოიცავს ცხელებას, გამონაყარს, ნევროლოგიურ სიმპტომებს, ჰეპატოსპლენომეგალიას, ლიმფადენოპათიას, ციტოპენიას, შრატში ფერიტინის მაღალ დონეს, ჰიპერტრიგლიცერიდემიას და ღვიძლის ფუნქციისა და კოაგულაციის ნორმიდან გადახრას.

პაციენტები, რომლებსაც განუვითარდათ ეს ნიშნები და სიმპტომები, დაუყოვნებლივ უნდა შეფასდნენ და განხილულ უნდა იქნეს ჰლჰ/მას-ის დიაგნოზი. აუგმენტინით თერაპია უნდა შეწყდეს, თუ არ დადგინდება ჰლჰ/მას-ის ალტერნატიული ეტიოლოგია.

აუგმენტინი არ უნდა დაინიშნოს, თუ ეჭვია ინფექციურ მონონუკლეოზზე, რადგან აღინიშნა ამ მდგომარობასთან დაკავშირებული წითელას მსგავსი გამონაყარის განვითარება ამოქსიცილინის გამოყენების შემდეგ.

ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება ზოგჯერ გამოიწვიოს არამგრძნობიარე ორგანიზმების გამრავლება.

ფსევდომემბრანოზული კოლიტი აღინიშნა ანტიბიოტიკების მიღების დროს და ცვალებადობს სიმძიმის მიხედვით სუსტიდან სიცოცხლისათვის სახიფათომდე. ამიტომ, მნიშვნელოვანია განხილულ იქნეს ეს დიაგნოზი იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ დიარეა ანტიბიოტიკებით მკურნალობის დროს ან მის შემდეგ. გახანგრძლივებული ან გამოხატული დიარეის დროს ან თუ პაციენტს აღენიშნება მუცლის კოლიკა, მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და საჭიროა პაციენტის შემდგომი გამოკვლევა.

პროთრომბინის დროის გახანგრძლივება (გაზრდილი INR) იშვიათად აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ აუგმენტინს და ორალურ ანტიკოაგულანტებს. ანტიკოაგულანტების ერთდროულად დანიშვნისას საჭიროა სათანადო მონიტორინგი. ორალური ანტიკოაგულანტების დოზის კორექცია შეიძლება საჭირო იყოს ანტიკოაგულაციის საჭირო დოზის შესანარჩუნებლად.

ღვიძლის ფუნქციის ტესტების ცვლილებები აღინიშნა ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც იღებდნენ აუგმენტინს. ამ ცვლილებების კლინიკური მნიშვნელობა უცნობია. აუგმენტინი სიფრთხილით უნდა იყოს გამოყენებული ღვიძლის დისფუნქციის მქონე პაციენტებში.

ქოლესტაზური სიყვითლე, რომელიც შეიძლება იყოს მძიმე, მაგრამ ძირითადად შექცევადი, აღინიშნა იშვიათად. ნიშნები და სიმპტომები შეიძლება არ გამოვლინდეს მკურნალობის შეწყვეტიდან 6 კვირამდე.

თირკმლის დაზიანების მქონე პაციენტებში აუგმენტინის დოზის კორექცია უნდა მოხდეს, როგორც რეკომენდებულია პარაგრაფში “დოზირება და მიღების წესი”.

შარდის რაოდენობის დაქვეითების დროს ძალიან იშვიათად აღინიშნა კრისტალურია, უპირატესად პარენტერალური თერაპიის დროს. ამოქსიცილინის მაღალი დოზების მიღებისას რეკომენდებულია სითხის ადექვატური რაოდენობის მიღების და შარდის ადექვატური რაოდენობის შენარჩუნება, რათა შემცირდეს ამოქსიცილინის კრისტალურიის განვითარების ალბათობა (იხ. დოზის გადაჭარბება).

ურთიერთქმედებები

არ არის რეკომენდებული პრობენეციდის ერთდროული გამოყენება. პრობენეციდი აქვეითებს ამოქსიცილინის თირკმელების მილაკოვან სეკრეციას. აუგმენტინთან ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ამოქსიცილინის, მაგრამ არა კლავულანის მჟავას დონის გაზრდა სისხლში.

ალოპურინოლის მიღებამ ამოქსიცილინით თერაპიის დროს შეიძლება გაზარდოს კანის ალერგიული რეაქციების რისკი. არ არის მონაცემები აუგმენტინის და ალოპურინოლის ერთდროული გამოყენების შესახებ.

როგორც წესი, სხვა ანტიბიოტიკების მსგავსად, აუგმენტინმა შეიძლება გავლენა იქონიოს ნაწლავების ფლორაზე, რაც იწვევს ესტროგენის დაბალ რეაბსორბციას და კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივების დაქვეითებულ ეფექტურობას.

ლიტერატურაში აღწერილია იშვიათი შემთხვევები, როცა იზრდება საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების მაჩვენებელი პაციენტებში, რომლებიც იღებენ აცენოკუმაროლს ან ვარფარინს და ამავე დროს იტარებენ ამოქსიცილინის კურსს. თუ აუცილებელია ერთდროული დანიშვნა, აუგმენტინის დამატების ან მოხსნის დროს საჭიროა პროთრომბინის დროის ან საერთაშორისო ნორმალიზებული მაჩვენებლის მონიტორინგი.

პაციენტებში, რომლებიც იღებენ მიკოფენოლატის მოფეტილს, მიკოფენოლის მჟავას აქტიური მეტაბოლიტის კონცენტრაცია სისხლში შემდეგი დოზის მიღებამდე (პრედოზის კონცენტრაცია) შემცირდა დაახლოებით 50%-ით ორალური ამოქსიცილინის და კლავულანის მჟავას მიღების შემდეგ. პრედოზის დონის ცვლილება შეიძლება ზუსტად არ აჩვენებდეს მფა-ის ექსპოზიციის საერთო ცვლილებას.

პენიცილინებმა შეიძლება დააქვეითოს მეთოტრექსატის გამოყოფა და გამოიწვიოს ტოქსიკურობის შესაძლო ზრდა.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ცხოველებზე (თაგვებსა და ვირთაგვებში, დოზებზე, რომლებიც 10-ჯერ აჭარბებს ადამიანის დოზას) რეპროდუქციულმა კვლევებმა ორალური და პარენტერალური აუგმენტინის მიღებისას არ გამოავლინა რაიმე ტერატოგენული ეფექტი. ერთჯერად კვლევაში ქალში, ნაადრევი მშობიარობით, სანაყოფე გარსის ნაადრევი რუპტურით (pPROM) აღინიშნა, რომ აუგმენტინით პროფილაქტიკური მკურნალობა შეიძლება დაკავშირებული ყოფილიყო ნეკროზული ენტეროკოლიტის გაზრდილ რისკთან ახალშობილში. ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, ორსულობის დროს, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში, არ უნდა დაინიშნოს, გარდა იმ შემთხვევისა თუ ექიმი არ ჩათვლის მას აუცილებლობად.

აუგმენტინი შეიძლება დაინიშნოს ლაქტაციის დროს. მგრძნობელობის რისკის გარდა, რომელიც დაკავშირებულია ნარჩენი რაოდენობის გამოყოფასთან დედის რძეში, არ არის ცნობილი რაიმე საზიანო გავლენა ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილზე.

გვერდითი მოვლენები

მონაცემები ფართო კლინიკური კვლევებიდან გამოყენებულ იქნა, რათა განსაზღვრულიყო გვერდითი ეფექტების სიხშირე ძალიან ხშირიდან იშვიათამდე. სხვა გვერდითი მოვლენების სიხშირე (როგორიცაა <1/10.000 სიხშირით განვითარება) ძირითადად განისაზღვრა პოსტმარკეტინგული მონაცემების მიხედვით და მიუთითებს უფრო შეტყობინების სიხშირეს, ვიდრე ჭეშმარიტ სიხშირეს.

ქვემოთ მოცემული შეთანხმება გამოყენებულია სიხშირის კლასიფიკაციისათვის:

ძალიან ხშირი ≥1/10

ხშირი ≥1/100-დან <1/10-მდე

არახშირი ≥1/1,000-დან <1/100-მდე

იშვიათი ≥1/10,000-დან <1/1,000-მდე

ძალიან იშვიათი <1/10,000

ინფექციები და ინვაზიები

ხშირი: კან-ლორწოვანის კანდიდოზი

სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები

იშვიათი: შექცევადი ლეიკოპენია (მათ შორის ნეიტროპენია) და თრომბოციტოპენია

ძალიან იშვიათი: შექცევადი აგრანულოციტოზი და ჰემოლიზური ანემია. სისხლდენის დროის და პროთრომბინის დროისგახანგრძლივება

იმუნური სისტემის დარღვევები

ძალიან იშვიათი: ჰემოფაგოციტური ლიმფოჰისტიოციტოზი/მაკროფაგების აქტივაციის სინდრომი, ანაფილაქსია, ანგიონევროზული შეშუპება (იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები), შრატისმიერი დაავადების მსგავსი სინდრომი, ჰიპერმგრძნობელობითი ვასკულიტი (იხ. ასევე კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები).

ნერვული სისტემის დარღვევები

არახშირი: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი

ძალიან იშვიათი: შექცევადი ჰიპერაქტიურობა, ასეპტიკური მენინგიტი, კრუნჩხვები.კრუნჩხვები შეიძლება განვითარდეს პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ დაქვეითებული თირკმლის ფუნქცია ან რომლებიც იღებენ მაღალ დოზებს.

კარდიალური დარღვევები

ძალიან იშვიათი: კუნისის სინდრომი (იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები)

კუჭ-ნაწლავის დარღვევები

მოზრდილები:

ძალიან ხშირი: დიარეა

ხშირი: გულისრევა, ღებინება

ბავშვები:

ხშირი: დიარეა, გულისრევა, ღებინება

ყველა პოპულაცია:

გულისრევა ხშირად დაკავშირებულია მაღალ ორალურ დოზებთან. თუ გასტრო-ინტესტინური რეაქციები ვლინდება, მათი შემცირება შესაძლებელია აუგმენტინის მიღებით კვების დასაწყისში.

არახშირი: დისპეფსია

ძალიან იშვიათი: ანტიბიოტიკთან ასოცირებული კოლიტი (მათ შორის ფსევდომემბრანოზული კოლიტი და ჰემორაგიული კოლიტი), წამლით გამოწვეული ენტეროკოლიტის სინდრომი – (იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები), შავი ბუსუსებიანი ენა.

ჰეპატობილიარული დარღვევები:

არახშირი: ასტ და/ან ალტდონის ზომიერი მომატება აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ბეტა-ლაქტამური ჯგუფის ანტიბიოტიკებით, თუმცა ამ მაჩვენებლების მნიშვნელობა უცნობია.

ძალიან იშვიათი: ჰეპატიტი და ქოლესტაზური სიყვითლე. ეს მოვლენები აღინიშნა სხვა პენიცილინების და ცეფალოსპორინების მიღების დროს.

ღვიძლისმიერი მოვლენები უპირატესად აღინიშნა მამაკაცებში და ხანდაზმულ პაციენტებში და შეიძლება დაკავშირებული იყოს გახანგრძლივებულ მკურნალობასთან. ეს მოვლენები ძალიან იშვიათად აღინიშნა ბავშვებში. ნიშნები და სიმპტომები ჩვეულებრივ ვითარდება მკურნალობის დროს ან მკურნალობიდან ხანმოკლე პერიოდის შემდეგ, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება არ გამოვლინდეს მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში. ეს სიმპტომები ჩვეულებრივ შექცევადი ხასიათისაა. ღვიძლისმიერი მოვლენები შეიძლება იყოს მძიმე ხასიათის და უკიდურესად იშვიათ შემთხვევებში აღინიშნა სიკვდილი. თითქმის ყველა შემთხვევაში პაციენტებს აღენიშნებოდათ მძიმე თანმხლები დაავადება ან იღებდნენ თანმხლებ მედიკამენტებს, რომლებსაც აქვთ პოტენციური ეფექტი ღვიძლზე.

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

არახშირი: გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება

იშვიათი: მულტიფორმული ერითემა

ძალიან იშვიათი: სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, ბულოზური ექსფოლიაციური დერმატიტი, მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი (AGEP), წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით (DRESS) და წამალთან დაკავშირებული კანის ნაოჭების და მოხრის ადგილების სიმეტრიული ეგზანთემა (SDRIFE) (ბაბუინის სინდრომი) (იხ. ასევე იმუნური სისტემის დარღვევები).

თუ აღინიშნება ჰიპერმგრძნობელობითი დერმატიტის რეაქცია, მკურნალობა უნდა შეწყდეს.

ხაზოვანი IgA-დამოკიდებული ბულოზური დერმატოზი.

თირკმლისა და საშარდეგზებისდარღვევები

ძალიან იშვიათი: ინტერსტიციული ნეფრიტი, კრისტალურია (იხ. დოზის გადაჭარბება).

ჭარბი დოზა

შეიძლება განვითარდეს გასტროინტესტინური სიმპტომები და სითხისა და ელექტროლიტების ბალანსის დარღვევა. გასტროინტესტინური სიმპტომების მკურნალობა უნდა მოხდეს სიმპტომურად, წყლის/ ელექტროლიტების ბალანსზე ყურადღების მიქცევით.

აღინიშნა ამოქსიცილინის კრისტალურია, რომელმაც ზოგიერთ შემთხვევებში გამოიწვია თირკმლის უკმარისობა (იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები).

აუგმენტინის გამოყოფა შესაძლებელია ჰემოდიალიზის საშუალებით.

შემადგენლობა

აუგმენტინი 625 მგ ტაბლეტები: თეთრი ან მოთეთრო ფერის, ოვალური ფორმის, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, გრავირებით “AC” და გამყოფი ხაზით ცალ მხარეს, მეორე მხარე - სადა.

თითოეული ტაბლეტი შეიცავს 500 მგ ამოქსიცილინს (ამოქსიცილინის ტრიჰიდრატის სახით) და 125 მგ კლავულანის მჟავას (კალიუმის კლავულანატის სახით).

აუგმენტინი 1 გ ტაბლეტები: თეთრი ან მოთეთრო ფერის, ოვალური ფორმის, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, გრავირებით “AC” და გამყოფი ხაზით ცალ მხარეს, მეორე მხარე - სადა.

თითოეული ტაბლეტი შეიცავს 875 მგ ამოქსიცილინს (ამოქსიცილინის ტრიჰიდრატის სახით) და 125 მგ კლავულანის მჟავას (კალიუმის კლავულანატის სახით).

კლინიკური ინფორმაცია

შენახვის პირობები

შენახვა

შენახვის პირობები დეტალურად მოცემულია შეფუთვაზე.

დაუშვებელია შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება.

ინახება ორიგინალი შეფუთვით მშრალ ადგილას ნესტისაგან დასაცავად.

აუგმენტინის ტაბლეტების შეფუთვა შეიცავს დესიკანტის საშეტებს. მათი ამოღება ან ჭამა დაუშვებელია.

კონტეინერის ფორმა და შემცველობა

აუგმენტინის ტაბლეტები მოწოდებულია მუყაოს კოლოფში, რომელიც შეიცავს ბლისტერულ შეფუთვას, თითოეული ბლისტერი მოთავსებულია დალუქულ პაკეტში დესიკანტის საშეტთან ერთად.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ათქ კოდი: J01CR02

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პენიცილინების კომბინაციები, ბეტა-ლაქტამაზას ინჰიბიტორების ჩათვლით

ბევრი ანტიბიოტიკის მიმართ რეზისტენტობა გამოწვეულია ბაქტერიული ფერმენტებით, რომლებიც შლიან ანტიბიოტიკს, სანამ ის დაიწყებს პათოგენზე ზემოქმედებას. აუგმენტინში შემავალი კლავულანატი ეწინააღმდეგება ამ დამცველობით მექანიზმს ბეტა-ლაქტამაზას ფერმენტის ბლოკირებით, რაც ორგანიზმებს მგრძნობიარეს ხდის ამოქსიცილინის სწრაფი ბაქტერიოციდული ეფექტის მიმართ იმ კონცენტრაციით, რომელიც ადვილად მიიღწევა ორგანიზმში. კლავულანატს თავისთავად სუსტი ანტიბაქტერიული მოქმედება გააჩნია, თუმცა ამოქსიცილინთან ერთად, როგორც ეს წარმოდგენილია აუგმენტინში, ის წარმოქმნის ფართო სპექტრის ანტიბიოტიკს, რომელიც ფართოდ გამოიყენება ჰოსპიტალური მკურნალობისათვის და ზოგად პრაქტიკაში.

ქვემოთ ჩამოთვლილი ორგანიზმები კატეგორიზებულია აუგმენტინის მიმართ მათი in vitro მგრძნობელობის მიხედვით.

მიკროორგანიზმების in vitro მგრძნობელობა აუგმენტინის მიმართ

ვარსკვლავით (*)აღნიშნულია აუგმენტინის კლინიკური ეფექტურობა კლინიკურ კვლევებში.

ორგანიზმები, რომლებიც არ წარმოქმნიან ბეტა-ლაქტამაზას იდენტიფიცირებულები არიან ნიშნით (†). თუ ორგანიზმი მგრძნობიარეა ამოქსიცილინის მიმართ, ის მიჩნეულია აუგმენტინის მიმართ მგრძნობიარედ.

ძირითადი მგრძნობიარე სახეობები

გრამდადებითი აერობები:

Bacillius anthracis

Enterococcus faecalis

Listeria monocytogenes

Nocardia asteroids

Streptococcus pyogenes*†

Streptococcus agalactiae*†

Streptococcus spp. (სხვა ბეტა-ჰემოლიზური) *†

Staphylococcus aureus (მეტიცილინმგრძნობიარე)*

Staphylococcus saprophyticus(მეტიცილინმგრძნობიარე)

კოაგულაზაუარყოფითი სტაფილოკოკები (მეტიცილინმგრძნობიარე)

გრამუარყოფითი აერობები:

Bordetella pertussis

Haemophilus influenzae*

Haemophilus parainfluenzae

Helicobacter pylori

Moraxella catarrhalis*

Neisseria gonorrhoeae

Pasteurella multocida

Vibrio cholera

სხვა:

Borrelia burgdorferi

Leptospira ictterohaemorrhagiae

Treponema pallidum

გრამდადებითი ანაერობები:

Clostridium spp.

Peptococcus niger

Peptostreptococcus magnus

Peptostreptococcus micros

Peptostreptococcus spp.

გრამუარყოფითი ანაერობები:

Bacteroides fragilis

Bacteroides spp.

Capnocytophaga spp.

Eikenella corrodens

Fusobacterium nucleatum

Fusobacterium spp.

Porphyromonas spp.

Prevotella spp.

სახეობები, რომლებისთვისაც შეძენილი რეზისტენტობა შეიძლება პრობლემური იყოს

გრამუარყოფითი აერობები:

Escherichia coli*

Klebsiella oxytoca

Klebsiella pneumoniae*

Klebsiella spp.

Proteus mirabilis

Proteus vulgaris

Proteus spp.

Salmonella spp.

Shigella spp.

გრამდადებითი აერობები:

Corynebacterium spp.

Enterococcus faecium

Streptococcus pneumoniae*†

Viridans group streptococcus

ბუნებრივად რეზისტენტული ორგანიზმები

გრამუარყოფითი აერობები:

Acinetobacter spp.

Citrobacter freundii

Enterobacter spp.

Hafnia alvei

Legionella pneumophila

Morganella morganii

Providencia spp.

Pseudomonas spp.

Serratia spp.

Stenotrophomas maltophilia

Yersinia enterolitica

სხვა:

Chlamydia pneumoniae

Chlamydia psittaci

Chlamydia spp.

Coxiella burnetti

Mycoplasma spp.

ფარმაკოკინეტიკა

აუგმენტინის ორი კომპონენტის ფარმაკოკინეტიკა ძალიან ჰგავს ერთმანეთს. პლაზმაში პიკურ დონეს ორივე აღწევს დაახლოებით 1 საათის შემდეგ შიგნით მიღებისას. აუგმენტინის შეწოვა ოპტიმალურია ჭამის დაწყებისას.

აუგმენტინის დოზის გაორმაგება იწვევს პლაზმაში მისი დონის დაახლოებით გაორმაგებას.

კლავულანატს და ამოქსიცილინს პლაზმაში დაკავშირების დაბალი დონე ახასიათებს;

დაახლოებით 70% თავისუფალი რჩება პლაზმაში.

არაკლინიკური ინფორმაცია

არ არის დამატებითი ინფორმაცია.

ფარმაცევტული ინფორმაცია

დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი

აუგმენტინის ტაბლეტები შეიცავენ: ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი (E572), კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, პოლიეთილენგლიკოლი, დიმეთიკონი (სილიკონის ზეთი).

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

აუგმენტინი BD ტაბლეტები

ამოქსიცილინის ტრიჰიდრატი - კალიუმის კლავულანატი

თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

აუგმენტინი 625 მგ ტაბლეტები: თეთრი ან მოთეთრო ფერის, ოვალური ფორმის, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, გრავირებით “AC” და გამყოფი ხაზით ცალ მხარეს, მეორე მხარე - სადა.

თითოეული ტაბლეტი შეიცავს 500 მგ ამოქსიცილინს (ამოქსიცილინის ტრიჰიდრატის სახით) და 125 მგ კლავულანის მჟავას (კალიუმის კლავულანატის სახით).

აუგმენტინი 1 გ ტაბლეტები: თეთრი ან მოთეთრო ფერის, ოვალური ფორმის, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, გრავირებით “AC” და გამყოფი ხაზით ცალ მხარეს, მეორე მხარე - სადა.

თითოეული ტაბლეტი შეიცავს 875 მგ ამოქსიცილინს (ამოქსიცილინის ტრიჰიდრატის სახით) და 125 მგ კლავულანის მჟავას (კალიუმის კლავულანატის სახით).

კლინიკური ინფორმაცია

ჩვენებები

აუგმენტინი არის ანტიბიოტიკი გამოხატული ფართო სპექტრის აქტივობით ძირითადად გავრცელებული ბაქტერიული პათოგენების წინააღმდეგ და გამოიყენება ზოგად პრაქტიკაში და ჰოსპიტალური მკურნალობისათვის. კლავულანატის β-ლაქტამაზური მაინჰიბირებელი მოქმედება აფართოებს ამოქსიცილინის სპექტრს ორგანიზმების უფრო ფართო სპექტრის წინააღმდეგ, მათ შორის მოიცავს ბევრ β-ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტულ მიკროორგანიზმს.

აუგმენტინი გამოყენებულ უნდა იქნეს ანტიბიოტიკების გამოყენების ადგილობრივი ოფიციალური გაიდლაინების და მგრძნობელობის მონაცემების მიხედვით.

აუგმენტინის შიგნით მისაღები ფორმა ორჯერ დღეში ნაჩვენებია შემდეგი ბაქტერიული ინფექციების ხანმოკლე მკურნალობისათვის:

ზედა რესპირატორული გზების ინფექციები (მათ შორის ყელ-ყურ-ცხვირის), როგორიცაა:რეციდიული ტონზილიტი, სინუსიტი, შუა ყურის ანთება.

ქვედა რესპირატორული გზების ინფექციები, როგორიცაა: ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გამწვავება (AECOPD)/ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება (AECB), წილოვანი და ბრონქოპნევმონია.

შარდ-სასქესო გზების ინფექციები, როგორიცაა: ცისტიტი, ურეთრიტი, პიელონეფრიტი.

კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები: როგორიცაა: ფურუნკული, აბსცესი, ცელულიტი, ჭრილობის ინფექციები.

ძვლისა და სახსრების ინფექციები, როგორიცაა: ოსტეომიელიტი.

დენტალური ინფექციები, როგორიცაა: დენტოალვეოლარული აბსცესი.

სხვა ინფექციები: როგორიცაა: სეპტიკური აბორტი, მშობიარობის შემდგომი სეფსისი, ინტრა-აბდომინალური სეფსისი.

აუგმენტინისადმი მგრძნობელობა იცვლება გეოგრაფიულად და დროის მიხედვით (დამატებითი ინფორმაციისათვის იხ. ფარმაკოლოგიური თვისებები, ფარმაკოდინამიკა). თუ ხელმისაწვდომია, განხილულ უნდა იქნეს ადგილობრივი მგრძნობელობის მონაცემები და საჭიროების შემთხვევაში გაკეთდეს მიკრობიოლოგიური ნიმუშების და მგრძნობელობის ანალიზი.

დოზირება და მიღების წესი

ფარმაცევტული ფორმა: აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

დოზა დამოკიდებულია პაციენტის ასაკსა და თირკმლის ფუნქციაზე და ინფექციის სიმძიმეზე.

გასტროინტესტინური აუტანლობის შესამცირებლად ინიშნება ჭამის დაწყებისას. აუგმენტინის შეწოვა ოპტიმალურია, როცა მისი მიღება ხდება კვების დაწყებასთან ერთად.

თერაპიის ხანგრძლივობამ არ უნდა გადააჭარბოს 14 დღეს განხილვის გარეშე.

თერაპია შეიძლება დაიწყოს პარენტერალურად და გაგრძელდეს შიგნით მისაღები პრეპარატით.

ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, დაღეჭვის გარეშე. საჭიროების შემთხვევაში, ტაბლეტები შეიძლება გაიყოს ორად და გადაიყლაპოს დაღეჭვის გარეშე.

აუგმენტინის ტაბლეტები არ არის რეკომენდებული 12 წლის და ნაკლები ასაკის ბავშვებისათვის.

მოზრდილები და 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვები

ჩვეულებრივ რეკომენდებული დღიური დოზაა:

მსუბუქი-საშუალო სიმძიმის ინფექციები

აუგმენტინი 625 მგ ერთი ტაბლეტი ყოველ 12 საათში

მძიმე ინფექციები

აუგმენტინი 1 გ ერთი ტაბლეტი ყოველ 12 საათში

თირკმლის დაზიანება

არ არის საჭირო დოზის კორექცია პაციენტებში, რომელთა კრეატინინის კლირენსი (კრკლ) მეტია, ვიდრე 30 მლ/წთ.

აუგმენტინი 1 გ ტაბლეტი გამოიყენება მხოლოდ იმ პაციენტებში, რომელთა კრეატინინის კლირენსი (კრკლ) მეტია, ვიდრე 30 მლ/წთ.

კრკლ 10-30 მლ/წთ

აუგმენტინი 625 მგ ერთი ტაბლეტი ყოველ 12 საათში

კრკლ<10 მლ/წთ

აუგმენტინი 625 მგ ერთი ტაბლეტი ყოველ 24 საათში

ჰემოდიალიზი

აუგმენტინი 625 მგ ერთი ტაბლეტი ყოველ 24 საათში, პლუს ერთი ტაბლეტი დიალიზის დროს, რომელიც უნდა გამეორდეს დიალიზის სეანსის ბოლოს (რადგან ამოქსიცილინის და კლავულანის მჟავას პლაზმური კონცენტრაციები შემცირებულია)

ღვიძლის დაზიანება

ინიშნება სიფრთხილით; ღვიძლის ფუნქციის მონიტორინგი უნდა ჩატარდეს რეგულარული ინტერვალებით.

უკუჩვენებები

აუგმენტინი უკუნაჩვენებია პაციენტებში ბეტა-ლაქტამური ჰიპერმგრძნობელობით ანამნეზში, მაგ. პენიცილინების და ცეფალოსპორინების მიმართ.

აუგმენტინი უკუნაჩვენებია აუგმენტინთან ასოცირებული სიყვითლის/ღვიძლის დისფუნქციის ანამნეზის მქონეპაციენტებში.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

აუგმენტინით თერაპიის დაწყებამდე საჭიროა ანამნეზის გულდასმით შეკრება ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციების შესახებ პენიცილინების, ცეფალოსპორინების ან სხვა ალერგენების მიმართ.

მძიმე და ზოგჯერ სიცოცხლისათვის სახიფათო ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები (მათ შორის ანაფილაქტოიდური და მძიმე კანისმიერი გვერდითი რეაქციები) აღინიშნა პაციენტებში პენიცილინით თერაპიის დროს. ეს რეაქციები უფრო მეტად მოსალოდნელია განვითარდეს პენიცილინის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის ანამნეზის მქონე პირებში (იხ. უკუჩვენებები). ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები ასევე შეიძლება პროგრესირდეს კუნისის სინდრომამდე - მძიმე ალერგიული რეაქცია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტი. ამ რეაქციების სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს მკერდის არეში ტკივილს, რომელიც ვითარდება აუგმენტინის მიმართ ალერგიულ რეაქციასთან ერთად (იხ. გვერდითი რეაქციები), წამლით გამოწვეული ენტეროკოლიტის სინდრომი აღწერილ იქნა ძირითადად ბავშვებში, რომლებიც იღებდნენ აუგმენტინს (იხ. გვერდითი რეაქციები). წამლით გამოწვეული ენტეროკოლიტის სინდრომი ალერგიული რეაქციაა, რომლის წამყვანი სიმპტომია გახანგრძლივებული ღებინება (სამკურნალო პროდუქტის მიღებიდან 1-4 საათის შემდეგ), კანის ალერგიული ან რესპირატორული სიმპტომების გარეშე. შემდგომი სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს მუცლის ტკივილს, მოდუნებას, ფაღარათს, ჰიპოტენზიას ან ნეიტროფილურ ლეიკოციტოზს. მძიმე შემთხვევებში წამლით გამოწვეული ენტეროკოლიტის სინდრომი შეიძლება პროგრესირდეს შოკამდე. თუ ვითარდება ალერგიული რეაქცია, აუგმენტინით თერაპია უნდა შეწყდეს და დაიწყოს შესაბამისი ალტერნატიული თერაპია.

მძიმე ანაფილაქსიური რეაქციები მოითხოვს დაუყოვნებლივ მკურნალობას ადრენალინით. შეიძლება ასევე საჭირო გახდეს ჟანგბადის მიწოდება, ინტრავენური (ი.ვ.) სტეროიდები და სასუნთქი გზების ფუნქციის შენარჩუნება, მათშორის, ინტუბაცია.

ჰემოფაგოციტური ლიმფოჰისტიოციტოზი (ჰლჰ)/მაკროფაგების აქტივაციის სინდრომი (მას) აღწერილ იქნა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ამოქსიცილინის კლავულანატს (იხ. გვერდითი რეაქციები). ჰლჰ/მას არის იმუნიტეტის პათოლოგიური აქტივაციის სინდრომი, რომელიც შეიძლება სიცოცხლისათვის სახიფათო იყოს. ჰლჰ/მას-ის კლინიკური ნიშნები და სიმპტომები მოიცავს ცხელებას, გამონაყარს, ნევროლოგიურ სიმპტომებს, ჰეპატოსპლენომეგალიას, ლიმფადენოპათიას, ციტოპენიას, შრატში ფერიტინის მაღალ დონეს, ჰიპერტრიგლიცერიდემიას და ღვიძლის ფუნქციისა და კოაგულაციის ნორმიდან გადახრას.

პაციენტები, რომლებსაც განუვითარდათ ეს ნიშნები და სიმპტომები, დაუყოვნებლივ უნდა შეფასდნენ და განხილულ უნდა იქნეს ჰლჰ/მას-ის დიაგნოზი. აუგმენტინით თერაპია უნდა შეწყდეს, თუ არ დადგინდება ჰლჰ/მას-ის ალტერნატიული ეტიოლოგია.

აუგმენტინი არ უნდა დაინიშნოს, თუ ეჭვია ინფექციურ მონონუკლეოზზე, რადგან აღინიშნა ამ მდგომარობასთან დაკავშირებული წითელას მსგავსი გამონაყარის განვითარება ამოქსიცილინის გამოყენების შემდეგ.

ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება ზოგჯერ გამოიწვიოს არამგრძნობიარე ორგანიზმების გამრავლება.

ფსევდომემბრანოზული კოლიტი აღინიშნა ანტიბიოტიკების მიღების დროს და ცვალებადობს სიმძიმის მიხედვით სუსტიდან სიცოცხლისათვის სახიფათომდე. ამიტომ, მნიშვნელოვანია განხილულ იქნეს ეს დიაგნოზი იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ დიარეა ანტიბიოტიკებით მკურნალობის დროს ან მის შემდეგ. გახანგრძლივებული ან გამოხატული დიარეის დროს ან თუ პაციენტს აღენიშნება მუცლის კოლიკა, მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და საჭიროა პაციენტის შემდგომი გამოკვლევა.

პროთრომბინის დროის გახანგრძლივება (გაზრდილი INR) იშვიათად აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ აუგმენტინს და ორალურ ანტიკოაგულანტებს. ანტიკოაგულანტების ერთდროულად დანიშვნისას საჭიროა სათანადო მონიტორინგი. ორალური ანტიკოაგულანტების დოზის კორექცია შეიძლება საჭირო იყოს ანტიკოაგულაციის საჭირო დოზის შესანარჩუნებლად.

ღვიძლის ფუნქციის ტესტების ცვლილებები აღინიშნა ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც იღებდნენ აუგმენტინს. ამ ცვლილებების კლინიკური მნიშვნელობა უცნობია. აუგმენტინი სიფრთხილით უნდა იყოს გამოყენებული ღვიძლის დისფუნქციის მქონე პაციენტებში.

ქოლესტაზური სიყვითლე, რომელიც შეიძლება იყოს მძიმე, მაგრამ ძირითადად შექცევადი, აღინიშნა იშვიათად. ნიშნები და სიმპტომები შეიძლება არ გამოვლინდეს მკურნალობის შეწყვეტიდან 6 კვირამდე.

თირკმლის დაზიანების მქონე პაციენტებში აუგმენტინის დოზის კორექცია უნდა მოხდეს, როგორც რეკომენდებულია პარაგრაფში “დოზირება და მიღების წესი”.

შარდის რაოდენობის დაქვეითების დროს ძალიან იშვიათად აღინიშნა კრისტალურია, უპირატესად პარენტერალური თერაპიის დროს. ამოქსიცილინის მაღალი დოზების მიღებისას რეკომენდებულია სითხის ადექვატური რაოდენობის მიღების და შარდის ადექვატური რაოდენობის შენარჩუნება, რათა შემცირდეს ამოქსიცილინის კრისტალურიის განვითარების ალბათობა (იხ. დოზის გადაჭარბება).

ურთიერთქმედებები

არ არის რეკომენდებული პრობენეციდის ერთდროული გამოყენება. პრობენეციდი აქვეითებს ამოქსიცილინის თირკმელების მილაკოვან სეკრეციას. აუგმენტინთან ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ამოქსიცილინის, მაგრამ არა კლავულანის მჟავას დონის გაზრდა სისხლში.

ალოპურინოლის მიღებამ ამოქსიცილინით თერაპიის დროს შეიძლება გაზარდოს კანის ალერგიული რეაქციების რისკი. არ არის მონაცემები აუგმენტინის და ალოპურინოლის ერთდროული გამოყენების შესახებ.

როგორც წესი, სხვა ანტიბიოტიკების მსგავსად, აუგმენტინმა შეიძლება გავლენა იქონიოს ნაწლავების ფლორაზე, რაც იწვევს ესტროგენის დაბალ რეაბსორბციას და კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივების დაქვეითებულ ეფექტურობას.

ლიტერატურაში აღწერილია იშვიათი შემთხვევები, როცა იზრდება საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების მაჩვენებელი პაციენტებში, რომლებიც იღებენ აცენოკუმაროლს ან ვარფარინს და ამავე დროს იტარებენ ამოქსიცილინის კურსს. თუ აუცილებელია ერთდროული დანიშვნა, აუგმენტინის დამატების ან მოხსნის დროს საჭიროა პროთრომბინის დროის ან საერთაშორისო ნორმალიზებული მაჩვენებლის მონიტორინგი.

პაციენტებში, რომლებიც იღებენ მიკოფენოლატის მოფეტილს, მიკოფენოლის მჟავას აქტიური მეტაბოლიტის კონცენტრაცია სისხლში შემდეგი დოზის მიღებამდე (პრედოზის კონცენტრაცია) შემცირდა დაახლოებით 50%-ით ორალური ამოქსიცილინის და კლავულანის მჟავას მიღების შემდეგ. პრედოზის დონის ცვლილება შეიძლება ზუსტად არ აჩვენებდეს მფა-ის ექსპოზიციის საერთო ცვლილებას.

პენიცილინებმა შეიძლება დააქვეითოს მეთოტრექსატის გამოყოფა და გამოიწვიოს ტოქსიკურობის შესაძლო ზრდა.

ორსულობა და ლაქტაცია

ცხოველებზე (თაგვებსა და ვირთაგვებში, დოზებზე, რომლებიც 10-ჯერ აჭარბებს ადამიანის დოზას) რეპროდუქციულმა კვლევებმა ორალური და პარენტერალური აუგმენტინის მიღებისას არ გამოავლინა რაიმე ტერატოგენული ეფექტი. ერთჯერად კვლევაში ქალში, ნაადრევი მშობიარობით, სანაყოფე გარსის ნაადრევი რუპტურით (pPROM) აღინიშნა, რომ აუგმენტინით პროფილაქტიკური მკურნალობა შეიძლება დაკავშირებული ყოფილიყო ნეკროზული ენტეროკოლიტის გაზრდილ რისკთან ახალშობილში. ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, ორსულობის დროს, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში, არ უნდა დაინიშნოს, გარდა იმ შემთხვევისა თუ ექიმი არ ჩათვლის მას აუცილებლობად.

აუგმენტინი შეიძლება დაინიშნოს ლაქტაციის დროს. მგრძნობელობის რისკის გარდა, რომელიც დაკავშირებულია ნარჩენი რაოდენობის გამოყოფასთან დედის რძეში, არ არის ცნობილი რაიმე საზიანო გავლენა ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილზე.

გავლენა ავტომობილის მართვის და სხვა მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

გვერდითი ეფექტები ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე არ გამოვლენილა.

გვერდითი რეაქციები

მონაცემები ფართო კლინიკური კვლევებიდან გამოყენებულ იქნა, რათა განსაზღვრულიყო გვერდითი ეფექტების სიხშირე ძალიან ხშირიდან იშვიათამდე. სხვა გვერდითი მოვლენების სიხშირე (როგორიცაა <1/10.000 სიხშირით განვითარება) ძირითადად განისაზღვრა პოსტმარკეტინგული მონაცემების მიხედვით და მიუთითებს უფრო შეტყობინების სიხშირეს, ვიდრე ჭეშმარიტ სიხშირეს.

ქვემოთ მოცემული შეთანხმება გამოყენებულია სიხშირის კლასიფიკაციისათვის:

ძალიან ხშირი ≥1/10

ხშირი ≥1/100-დან <1/10-მდე

არახშირი ≥1/1,000-დან <1/100-მდე

იშვიათი ≥1/10,000-დან <1/1,000-მდე

ძალიან იშვიათი <1/10,000

ინფექციები და ინვაზიები

ხშირი: კან-ლორწოვანის კანდიდოზი

სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები

იშვიათი: შექცევადი ლეიკოპენია (მათ შორის ნეიტროპენია) და თრომბოციტოპენია

ძალიან იშვიათი: შექცევადი აგრანულოციტოზი და ჰემოლიზური ანემია. სისხლდენის დროის და პროთრომბინის დროისგახანგრძლივება

იმუნური სისტემის დარღვევები

ძალიან იშვიათი: ჰემოფაგოციტური ლიმფოჰისტიოციტოზი/მაკროფაგების აქტივაციის სინდრომი, ანაფილაქსია, ანგიონევროზული შეშუპება (იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები), შრატისმიერი დაავადების მსგავსი სინდრომი, ჰიპერმგრძნობელობითი ვასკულიტი (იხ. ასევე კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები).

ნერვული სისტემის დარღვევები

არახშირი: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი

ძალიან იშვიათი: შექცევადი ჰიპერაქტიურობა, ასეპტიკური მენინგიტი, კრუნჩხვები.კრუნჩხვები შეიძლება განვითარდეს პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ დაქვეითებული თირკმლის ფუნქცია ან რომლებიც იღებენ მაღალ დოზებს.

კარდიალური დარღვევები

ძალიან იშვიათი: კუნისის სინდრომი (იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები)

კუჭ-ნაწლავის დარღვევები

მოზრდილები:

ძალიან ხშირი: დიარეა

ხშირი: გულისრევა, ღებინება

ბავშვები:

ხშირი: დიარეა, გულისრევა, ღებინება

ყველა პოპულაცია:

გულისრევა ხშირად დაკავშირებულია მაღალ ორალურ დოზებთან. თუ გასტრო-ინტესტინური რეაქციები ვლინდება, მათი შემცირება შესაძლებელია აუგმენტინის მიღებით კვების დასაწყისში.

არახშირი: დისპეფსია

ძალიან იშვიათი: ანტიბიოტიკთან ასოცირებული კოლიტი (მათ შორის ფსევდომემბრანოზული კოლიტი და ჰემორაგიული კოლიტი), წამლით გამოწვეული ენტეროკოლიტის სინდრომი – (იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები), შავი ბუსუსებიანი ენა.

ჰეპატობილიარული დარღვევები:

არახშირი: ასტ და/ან ალტდონის ზომიერი მომატება აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ბეტა-ლაქტამური ჯგუფის ანტიბიოტიკებით, თუმცა ამ მაჩვენებლების მნიშვნელობა უცნობია.

ძალიან იშვიათი: ჰეპატიტი და ქოლესტაზური სიყვითლე. ეს მოვლენები აღინიშნა სხვა პენიცილინების და ცეფალოსპორინების მიღების დროს.

ღვიძლისმიერი მოვლენები უპირატესად აღინიშნა მამაკაცებში და ხანდაზმულ პაციენტებში და შეიძლება დაკავშირებული იყოს გახანგრძლივებულ მკურნალობასთან. ეს მოვლენები ძალიან იშვიათად აღინიშნა ბავშვებში. ნიშნები და სიმპტომები ჩვეულებრივ ვითარდება მკურნალობის დროს ან მკურნალობიდან ხანმოკლე პერიოდის შემდეგ, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება არ გამოვლინდეს მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში. ეს სიმპტომები ჩვეულებრივ შექცევადი ხასიათისაა. ღვიძლისმიერი მოვლენები შეიძლება იყოს მძიმე ხასიათის და უკიდურესად იშვიათ შემთხვევებში აღინიშნა სიკვდილი. თითქმის ყველა შემთხვევაში პაციენტებს აღენიშნებოდათ მძიმე თანმხლები დაავადება ან იღებდნენ თანმხლებ მედიკამენტებს, რომლებსაც აქვთ პოტენციური ეფექტი ღვიძლზე.

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

არახშირი: გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება

იშვიათი: მულტიფორმული ერითემა

ძალიან იშვიათი: სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, ბულოზური ექსფოლიაციური დერმატიტი, მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი (AGEP), წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით (DRESS) და წამალთან დაკავშირებული კანის ნაოჭების და მოხრის ადგილების სიმეტრიული ეგზანთემა (SDRIFE) (ბაბუინის სინდრომი) (იხ. ასევე იმუნური სისტემის დარღვევები).

თუ აღინიშნება ჰიპერმგრძნობელობითი დერმატიტის რეაქცია, მკურნალობა უნდა შეწყდეს.

ხაზოვანი IgA-დამოკიდებული ბულოზური დერმატოზი.

თირკმლისა და საშარდეგზებისდარღვევები

ძალიან იშვიათი: ინტერსტიციული ნეფრიტი, კრისტალურია (იხ. დოზის გადაჭარბება).

დოზის გადაჭარბება

შეიძლება განვითარდეს გასტროინტესტინური სიმპტომები და სითხისა და ელექტროლიტების ბალანსის დარღვევა. გასტროინტესტინური სიმპტომების მკურნალობა უნდა მოხდეს სიმპტომურად, წყლის/ ელექტროლიტების ბალანსზე ყურადღების მიქცევით.

აღინიშნა ამოქსიცილინის კრისტალურია, რომელმაც ზოგიერთ შემთხვევებში გამოიწვია თირკმლის უკმარისობა (იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები).

აუგმენტინის გამოყოფა შესაძლებელია ჰემოდიალიზის საშუალებით.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ათქ კოდი: J01CR02

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პენიცილინების კომბინაციები, ბეტა-ლაქტამაზას ინჰიბიტორების ჩათვლით

ბევრი ანტიბიოტიკის მიმართ რეზისტენტობა გამოწვეულია ბაქტერიული ფერმენტებით, რომლებიც შლიან ანტიბიოტიკს, სანამ ის დაიწყებს პათოგენზე ზემოქმედებას. აუგმენტინში შემავალი კლავულანატი ეწინააღმდეგება ამ დამცველობით მექანიზმს ბეტა-ლაქტამაზას ფერმენტის ბლოკირებით, რაც ორგანიზმებს მგრძნობიარეს ხდის ამოქსიცილინის სწრაფი ბაქტერიოციდული ეფექტის მიმართ იმ კონცენტრაციით, რომელიც ადვილად მიიღწევა ორგანიზმში. კლავულანატს თავისთავად სუსტი ანტიბაქტერიული მოქმედება გააჩნია, თუმცა ამოქსიცილინთან ერთად, როგორც ეს წარმოდგენილია აუგმენტინში, ის წარმოქმნის ფართო სპექტრის ანტიბიოტიკს, რომელიც ფართოდ გამოიყენება ჰოსპიტალური მკურნალობისათვის და ზოგად პრაქტიკაში.

ქვემოთ ჩამოთვლილი ორგანიზმები კატეგორიზებულია აუგმენტინის მიმართ მათი in vitro მგრძნობელობის მიხედვით.

მიკროორგანიზმების in vitro მგრძნობელობა აუგმენტინის მიმართ

ვარსკვლავით (*)აღნიშნულია აუგმენტინის კლინიკური ეფექტურობა კლინიკურ კვლევებში.

ორგანიზმები, რომლებიც არ წარმოქმნიან ბეტა-ლაქტამაზას იდენტიფიცირებულები არიან ნიშნით (†). თუ ორგანიზმი მგრძნობიარეა ამოქსიცილინის მიმართ, ის მიჩნეულია აუგმენტინის მიმართ მგრძნობიარედ.

ძირითადი მგრძნობიარე სახეობები

გრამდადებითი აერობები:

Bacillius anthracis

Enterococcus faecalis

Listeria monocytogenes

Nocardia asteroids

Streptococcus pyogenes*†

Streptococcus agalactiae*†

Streptococcus spp. (სხვა ბეტა-ჰემოლიზური) *†

Staphylococcus aureus (მეტიცილინმგრძნობიარე)*

Staphylococcus saprophyticus(მეტიცილინმგრძნობიარე)

კოაგულაზაუარყოფითი სტაფილოკოკები (მეტიცილინმგრძნობიარე)

გრამუარყოფითი აერობები:

Bordetella pertussis

Haemophilus influenzae*

Haemophilus parainfluenzae

Helicobacter pylori

Moraxella catarrhalis*

Neisseria gonorrhoeae

Pasteurella multocida

Vibrio cholera

სხვა:

Borrelia burgdorferi

Leptospira ictterohaemorrhagiae

Treponema pallidum

გრამდადებითი ანაერობები:

Clostridium spp.

Peptococcus niger

Peptostreptococcus magnus

Peptostreptococcus micros

Peptostreptococcus spp.

გრამუარყოფითი ანაერობები:

Bacteroides fragilis

Bacteroides spp.

Capnocytophaga spp.

Eikenella corrodens

Fusobacterium nucleatum

Fusobacterium spp.

Porphyromonas spp.

Prevotella spp.

სახეობები, რომლებისთვისაც შეძენილი რეზისტენტობა შეიძლება პრობლემური იყოს

გრამუარყოფითი აერობები:

Escherichia coli*

Klebsiella oxytoca

Klebsiella pneumoniae*

Klebsiella spp.

Proteus mirabilis

Proteus vulgaris

Proteus spp.

Salmonella spp.

Shigella spp.

გრამდადებითი აერობები:

Corynebacterium spp.

Enterococcus faecium

Streptococcus pneumoniae*†

Viridans group streptococcus

ბუნებრივად რეზისტენტული ორგანიზმები

გრამუარყოფითი აერობები:

Acinetobacter spp.

Citrobacter freundii

Enterobacter spp.

Hafnia alvei

Legionella pneumophila

Morganella morganii

Providencia spp.

Pseudomonas spp.

Serratia spp.

Stenotrophomas maltophilia

Yersinia enterolitica

სხვა:

Chlamydia pneumoniae

Chlamydia psittaci

Chlamydia spp.

Coxiella burnetti

Mycoplasma spp.

ფარმაკოკინეტიკა

აუგმენტინის ორი კომპონენტის ფარმაკოკინეტიკა ძალიან ჰგავს ერთმანეთს. პლაზმაში პიკურ დონეს ორივე აღწევს დაახლოებით 1 საათის შემდეგ შიგნით მიღებისას. აუგმენტინის შეწოვა ოპტიმალურია ჭამის დაწყებისას.

აუგმენტინის დოზის გაორმაგება იწვევს პლაზმაში მისი დონის დაახლოებით გაორმაგებას.

კლავულანატს და ამოქსიცილინს პლაზმაში დაკავშირების დაბალი დონე ახასიათებს;

დაახლოებით 70% თავისუფალი რჩება პლაზმაში.

არაკლინიკური ინფორმაცია

არ არის დამატებითი ინფორმაცია.

ფარმაცევტული ინფორმაცია

დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი

აუგმენტინის ტაბლეტები შეიცავენ: ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი (E572), კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, პოლიეთილენგლიკოლი, დიმეთიკონი (სილიკონის ზეთი).

შენახვის ვადა

შენახვის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.

შენახვა

შენახვის პირობები დეტალურად მოცემულია შეფუთვაზე.

დაუშვებელია შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება.

ინახება ორიგინალი შეფუთვით მშრალ ადგილას ნესტისაგან დასაცავად.

აუგმენტინის ტაბლეტების შეფუთვა შეიცავს დესიკანტის საშეტებს. მათი ამოღება ან ჭამა დაუშვებელია.

კონტეინერის ფორმა და შემცველობა

აუგმენტინის ტაბლეტები მოწოდებულია მუყაოს კოლოფში, რომელიც შეიცავს ბლისტერულ შეფუთვას, თითოეული ბლისტერი მოთავსებულია დალუქულ პაკეტში დესიკანტის საშეტთან ერთად.

შეუთავსებლობები

არ არის ცნობილი.

გამოყენება და მოხმარება

პაკეტი ბლისტერით შეიცავს დესიკანტის საშეტს, რომლის ამოღება ან ჭამა დაუშვებელია. ნებისმიერი გახსნილი ან გამოუყენებელი ტაბლეტი შენახვის შემდეგ გადაგდებულ უნდა იქნეს შეფუთვაზე მითითებულის შესაბამისად.

ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

ყველა გამოშვების ფორმა ხელმისაწვდომი არ არის ყველა ქვეყანაში.

ვერსიის ნომერი: GDS30/IPI17

გამოცემის თარიღი: 2025 წლის 18 ივლისი

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა