ბეტამოქსი
Betamox
ბეტამოქსი არის ანტიბიოტიკი და კლავს ბაქტერიებს რომლებიც იწვევენ ინფექციებს. შეიცავს ორ სხვადასხვა მედიკამენტს სახელად ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა. ამოქსიცილინი ეკუთვნის პენიცილინებად წოდებულ მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც, ზოგჯერ, შესაძლოა ხელი შეეშალოს მოქმედებაში (გახდეს უმოქმედო). …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ამოქსიცილინი (amoxycillin) + კლავულანატი (clavulanate)
- ფორმა და შეფუთვა
- 500მგ + 125მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №16
- მწარმოებელი
- Laboratórios Atral, S.A., პორტუგალია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, პენიცილინის კომბინაციები, მათ შორის ბეტა-ლაქტამაზას ინჰიბიტორებთან
- ATC კოდი
- J01CR02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-023534
- რეგისტრირებულია
- 12 ოქტომბერი 2017, მოქმედებს 12 ოქტომბერი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „ნეტ ფარმა საქართველო“
- GMP
- -
ბეტამოქსი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ბეტამოქსი არის ანტიბიოტიკი და კლავს ბაქტერიებს რომლებიც იწვევენ ინფექციებს.
შეიცავს ორ სხვადასხვა მედიკამენტს სახელად ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა. ამოქსიცილინი ეკუთვნის პენიცილინებად წოდებულ მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც, ზოგჯერ, შესაძლოა ხელი შეეშალოს მოქმედებაში (გახდეს უმოქმედო). მეორე აქტიური კომპონენტი (კლავულანის მჟავა) ახდენს მსგავსი ფაქტის თავიდან აცილებას.
ბეტამოქსი გამოიყენება მოზრდილებსა და ბავშვებში შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:
შუა ყურის ინფექციები და სინუსიტი
სასუნთქი გზების ინფექციები
საშარდე გზების ინფექციები
კანის და რბილი ქსოვილების ინფექციები, მათ შორის დენტალური ინფექციები
ძვლებისა და სახსრების ინფექციები.
ბეტამოქსის მიღებამდე
მიღების წესი და დოზირება
მიიღეთ ბეტამოქსი ყოველთვის ექმის მითითებების საფუძველზე. თუ გაგიჩნდათ კითხვები, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მოზრდილები და ბავშვები სხეულის მასით ≥ 40 კგ ჩვეულებრივი დოზაა
1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში
ბავშვები სხეულის მასით < 40 კგ
6 ან ნაკლები წლის ასაკის ბავშვების მკურნალობა უმჯობესია ბეტამოქსის ორალური სუსპენზიით.
რჩევა თხოვეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ბეტამოქსის ტაბლეტის სახით მიღებაზე ბავშვისთვის რომელიც 40 კგ-ზე ნაკლებს იწონის.
თირკმელებისა და ღვიძლის პრობლემების მქონე პაციენტები
თუ გაქვთ თირკმელების პრობლემა, დოზა შესაძლებელია შესაცვლელი იყოს.
თქვენმა ექიმმა შესაძლოა აირჩიოს ან სხვა წამალი ან განსხვავებული დოზა.
თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემები, შესაძლოა დაგჭირდეთ სისხლის ხშირი ანალიზები რათა შემოწმდეს ღვიძლის ფუნქციონირება.
როგორ მიიღება ბეტამოქსი
გადაყლაპეთ მთლიანი ტაბლეტი ერთ ჭიქა წყალთან ერთად, კვების დასაწყისში ან ცოტათი ადრე.
გაანაწილეთ დოზები ერთნაირად დღის განმავლობაში, მინიმუმ 4 საათის ინტერვალით. არ მიიღოთ 2 დოზა 1 საათში.
არ მიიღოთ ბეტამოქსი 2 კვირაზე მეტ ხანს. თუ თავი უკეთესად არ იგრძენით, შეატყობინეთ თქვენს ექიმს.
თუ გადააჭარბებთ ბეტამოქსის მისაღებ დოზას თუ გადააჭარბებთ ბეტამოქსის მისაღებ დოზას, სიმპტომები შესაძლოა იყოს კუჭის გაღიზიანება (ღებინების შეგრძნება, გულისრევა ან დიარეა) ან კონვულსიები. შეატყონიმეთ თქვენს ექიმს როგორც კი შეძლებთ.
წაიღეთ ბეტამოქსის შეფუთვა ექიმისთვის საჩვენებლად.
თუ დაგავიწყდათ ბეტამოქსის მიღება თუ დაგავიწყდათ ერთი დოზის მიღება, მიიღეთ ის როგორც კი გაგახსენდებათ. არ უნდა მიიღოთ შემდეგი დოზა ზედმეტად ადრე, დაიცადეთ დაახლოებით 4 საათი მაგ დოზის მიღებამდე.
თუ შეწყვეტთ ბეტამოქსის მიღებას გააგრძელეთ ბეტამოქსის მიღება მკურნალობის დასრულებამდე, მიუხედავად იმისა თავს უკეთ იგრძნობთ თუ არა.
აუციებელია ყველა დანიშნული დოზის მიღება ინფექციის დასამარცხებლად. თუ რომელიმე ბაქტერიები გადარჩნენ, შეუძლიათ ხელახლა გამოიწვიონ ინფექცია (რეციდივი).
თუ კიდევ გაქვთ კითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ამოქსიცილინის, კლავულანის მჟავას, პენიცილინის ან ბეტამოქსის სხვა კომპონენტის მიმართ (იხ. ნაწილი 6).
თუ ოდესმე გქონიათ მწვავე ალერგიული რეაქცია (ჰიპერმგრძნობელობა) სხვა ნებისმიერ ანტიბიოტიკზე. ეს შესაძლოა იყოს კანის სიწითლე ან სახის ან კისრის შეშუპება.
თუ ოდესმე გქონიათ ღვიძლის პრობლემები ან სიყვითლე (მოყვითალო კანი), როდესაც მიიღეთ რომელიმ ანტიბიოტიკი.
არ მიიღოთ ბეტამოქსი თუ თქვენ შეგესაბამებათ ზემოთ აღწერილი რომელიმე პირობა. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ბეტამოქსის მიღებამდე.
გამოიჩინეთ განსაკუთრებული ყურადღება ბეტამოქსის მიმართ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ამ მედიკამენტის მიღებამდე, თუ:
გაქვთ ინფექციური მონონუკლეოზი,
მკურნალობთ ღვიძლის ან თირკმელების პრობლემებს,
არ გაქვთ რეგულარული შარდის ნაკადი.
თუ არ ხართ დარწმუნებული რომ ზემოთ აღწერილი პირობები თქვენ შეგესაბამებათ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ბეტამოქსის მიღებამდე.
ზოგიერთ შემთხვევებში, თქვენმა ექიმმა შესაძლოა გამოარკვიოს იმ ბაქტერიის სახეობა რომელიც იწვევს ინფექციას. შედეგების მიხედვით, შესაძლოა დაგინიშნოთ ბეტამოქსის განსხვავებული ფორმულირება ან სხვა მედიკამენტი.
ნიშნები რომლებზეც ყურადღებით უნდა იყოთ ბეტამოქსმა შესაძლოა გააუარესოს ზოგიერთი არსებული დაავადება ან გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი მოვლენები. მათ შორისაა ალერგიული რეაქციები, კონვულსიები და მსხვილი ნაწლავის ანთება.
უნდა იყოთ ყურადღებით შემდეგ სიმპტომებზე ბეტამოქსის მიღების პერიოდში, რათა შემცირდეს ნებისმიერი პრობლემის გამოვლინების რისკი.
იხილეთ „ნიშნები რომლებზეც ყურადღებით უნდა იყოთ“ მე-4 ნაწილში.
სისხლისა და შარდის ანალიზები თუ გაიკეთეთ სისხლის ანალიზები (როგორებიცაა ერითროციტების რაოდენობის განსაზღვრა ან ტესტი ღვიძლის ფუნქციის შესამოწმებლად) ან შარდის ანალიზები (რაც შეეხება გლუკოზას), გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ექთანს ბეტამოქსის მიღების შესახებ, რადგანაც ამ მედიკამენტს შეუძლია იმოქმედოს ამ სახის ანალიზების შედეგებზე.
ბეტამოქსის მიღება სხვა მედიკამენტებთან ერთად აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ ან მიიღეთ ამას წინათ სხვა მედიკამენტი, მათ შორის ექიმის რეცეპტის გარეშე მიღებული მედიკამენტები.
თუ იღებთ ალოპურინოლს (გამოიყენება პოდაგრას სამკურნალოდ) ბეტამოქსთან ერთად, უფრო მოსალოდნელია რომ ამან გამოიწვიოს თქვენში კანის ალერგიული რეაქცია.
თუ იღებთ პრობენეციდს (გამოიყენება პოდაგრას სამკურნალოდ) თქვენმა ექიმმა შესაძლოა გადაწყვიტოს შეუსაბამოს ბეტამოქსის დოზა.
თუ მედიკამენტები რომლებიც თრომბების წარმოქნმას უშლის ხელს (როგორიცაა ვაფარინი) იქნა მიღებული ბეტამოქსთან ერთად, შესაძლოა აუცილებელი გახდეს დამატებითი სისხლის ანალიზების ჩატარება.
ბეტამოქსმა შესაძლოა გავლენა იქონიოს მეთოტრექსატის (მედიკამენტი რომელიც გამოიყენება კიბოს ან რევმატოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ) მოქმედების ფორმაზე.
ორსულობა და ლაქტაცია გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე.
თუ ხართ ან ფიქრობთ რომ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, გთხოვთ შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება ბეტამოქსმა შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები და ამ სიმპტომებმა შესაძლოა მართვის უნარი წაგართვათ.
არ მართოთ ან გამოიყენოთ ნებისმიერი ინსტრუმენტი ან მექანიზმი, გარდა იმისა თუ თავს კარგად გრძნობთ.
გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა მედიკმენტი, ბეტამოქსსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, თუმცა არ ვლინდება ყველა ადამიანში.
ნიშნები რომლებზეც ყურადღებით უნდა იყოთ:
ალერგიული რეაქციები
გამონაყარი კანზე;
სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი), რასაც შესაძლოა გამოიავლინოს წითელი მოზრდილი ლაქები ან პურპურა კანზე, მაგრამ გარდა კანისა შეუძლიათ ასევე სხეულის სხვა ნაწილებზე იქონიონ გავლენა;
სიცხე, სახსრების ტკივილი, კისრის, იღლიის ან საზარდულის ლიმფური ჯირკვლების ანთება;
შეშუპება, ზოგჯერ სახის ან პირის (ანგიოდემა), რაც იწვევს სუნთქვის გაძნელებას;
გულისწასვლა.
მიმართეთ მაშინვე თქვენს ექიმს თუ რომელიმე ამ სიმპტომთაგანი გამოვლინდა. შეწყვიტეთ ბეტამოქსის მიღება.
მსხვილი ნაწლავის ანთება მსხვილი ნაწლავის ანთება, რაც იწვევს თხელ დიარეას როგორც წესი სისხლიანს ან ლორწოვანს, ტკივილს კუჭში და/ან სიცხეს.
მიმართეთ რაც შეიძლება მალე თქვენს ექიმს რჩევისთვის, თუ რომელიმე ამ სიმპტომთაგანი გამოვლინდა.
ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები შესაძლოა გამოუვლინდეს 1-ზე მეტს 10 ადამიანში:
დიარეა (მოზრდილებში).
ხშირი გვერდითი მოვლენები შესაძლოა გამოუვლინდეს 10-დან 1 ადამიანს:
კანდიდოზი (საშოს, პირის ან კანის ნაკეცების სოკოვანი ინფექცია),
ღებინების შეგრძნება (გულისრევა) განსაკუთრებით მაღალი დოზის დროს
თუ ეს მოხდა, მიიღეთ ბეტამოქსი კვებამდე
ღებინება;
დიარეა (ბავშვებში).
ნაკლებად ხშირი გვერდითი მოვლენები შესაძლოა გამოუვლინდეს 100-დან 1 ადამიანს:
გამონაყარი კანზე;
ჭინჭრის ციება;
დისპეფსია;
თავბურსხვევა;
თავის ტკივილი.
ნაკლებად ხშირი გვერდითი მოვლენები რომლებიც შესაძლოა სისხლს ანალიზებში გამოვლინდეს:
ღვიძლის მიერ წარმოქმნილი ზოგიერთი ნივთიერების (ფერმენტები) მომატება.
იშვიათი გვერდითი მოვლენები შესაძლოა გამოუვლინდეს 1000-დან 1 ადამიანს:
გამონაყარი კანზე, რომელმაც შესაძლოა წარმოქმნას პატარა ბუშტები (ცენტრალური მუქი ლაქა, რომელიც ირგვლივ უფრო ფერმკრთალია და შემოსაზღვრულია მუქი ხაზით - მულტიფორმული ერითემა).
თუ შეამჩნევთ რომელიმე სიმპტომს, სასწრაფოდ მიმართეთ თქვენს ექიმს.
იშვიათი გვერდითი მოვლენები რომლებიც შესაძლოა სისხლს ანალიზებში გამოვლინდეს:
კოაგულაციაში ჩართული სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება,
ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება.
სხვა გვერდითი მოვლენები გამოვლინდა სხვა გვერდითი ეფექტები ძალიან ცოტა ადამიანში, მაგრამ ზუსტი სიხშირე უცნობია:
ალერგიული რეაქციები (იხ. ზემოთ);
მსხვილი ნაწლავის ანთება (იხ. ზემოთ);
კანის მძიმე რეაქციები:
კანის გამონაყარი რომელიც ვრცელდება ბუშტუკებით და კანის აქერცვლით, კერძოდ პირის, ცხვირის, თვალების და სასქესო ორგანოების გარსემო (სტივენს-ჯონსის სინდრომი), და სხვა უფრო მძიმე ფორმა რაც იწვევს კანის მნიშვნელოვან აქერცვლას (სხეულის ზედაპირის 30%-ზე მეტს - ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი);
კანის მოწითალო გამონაყარი და გავრცელებული პატარა ჩირქოვანი ბუშტუკები (ბულოზური ექსფოლიაციური დერმატიტი);
ქერცლიანი და წითელი გამონაყარი და კანქვეშა ამობურცულებით და ბუშტუკებით (ეგზანთემატოზური პუსტულოზი).
მიმართეთ მაშინვე თქვენს ექიმს თუ შეამჩნევთ ამ რომელიმე სიმპტომს.
ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი);
სიყვითლე, გამოწვეული ბილირუბინის (ღვიძლის მიერ წარმოქმნილი ნივთიერება) მომატებით სისხლში, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს კანისა და თვალების თეთრი ნაწილის მოყვითალო შეფერილობა.
თირკმლის მილაკების ანთება;
სისხლის შედედების დროის მომატება;
ჰიპერაქტიურობა;
კონვულსიები (ადამიანებში რომლებიც იღებენ ბეტამოქსის მაღალ დოზას ან აქვთ თირკმლის პრობლემები;
შავი ენა, გამოიყურება როგორც თმიანი;
ლაქები კბილებზე (ბავშვებში), რაც როგორც წესია გამოხეხვასთან ერთად ქრება.
გვერდითი მოვლენები რომლებიც შესაძლოა სისხლს ან შარდის ანალიზებში გამოვლინდეს:
ლეოკოციტების რაოდენობის მკაფიო შემცირება;
ერითროციტების რაოდენობის შემცირება (ჰემოლიზური ანემია);
კრისტალები შარდში.
თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გამწვავდა ან გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენები რომლებიც ამ ბროშურაში არ არის მითითებული, შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შენახვის პირობები
შეინახეთ 25°C -ზე დაბალ ტემპერატურაზე. შეინახეთ თავდაპირველ შეფუთვაში ნესტისგან დასაცავად.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.
არ გამოიყენოთ ბეტამოქსი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ბოლო ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს.
არ გამოიყენოთ ბეტამოქსი თუ გამოვლინდა გაუარესების აშკარა ნიშნები.
მედიკამენტები არ უნდა გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს როგორ გადააგდოთ მედიკამენტები რომლებიც უკვე აღარ გჭირდებათ. ამ ზომების მიღება დაგეხმარებათ გარემოს დაცვაში.
სხვა ინფორმაციები
როგორია ბეტამოქსის შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებებია ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა.
თითო შემოგარსული ტაბლეტი (ტაბლეტი) შეიცავს 500 მგ ამოქსიცილინს (ტრიჰიდრატის ფორმით) და 125 მგ კლავულანის მჟავას (კალიუმის კლავულანის ფორმით).
სხვა კომპონენტებია: სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, პოვიდონი, ცელულოზას აცეტოფტალატი, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E 171), მაკროგოლი 400 და მაკროგოლი 6000.
როგორია ბეტამოქსის ფორმა და შეფუთვის შიგთავსი შემოგარსული ტაბლეტები მოთავსებულია Alu-oPA/Alu ბლისტერებში, შემდეგ კი მუყაოს ყუთში, და ხელმისაწვდომია 12, 16, 32 და 100 ცალიან შეფუთვებში.
შესაძლოა, ყველა შეფუთვა არ იყოს კომერციალიზებული.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
სარეკომენდაციო ვერსია
ინფორმაციული ბროშურა: ინფორმაცია მომხმარებელს
ბეტამოქსი ბეტამოქსი 500 მგ + 125 მგ შემოგარსული ტაბლეტები (ამოქსიცილინი + კლავულანის მჟავა)
ამ მედიკამენტის მიღებამდე, ყურადღებით წაიკითხეთ ეს ბროშურა.
შეინახეთ ეს ბროშურა. შესაძლოა მისი ხელახალი წაკითხვის აუცილებლობა გქონდეთ.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს მედიკამენტი დაგენიშნათ თქვენ (ან თქვენს ბავშვს).
დაუშვებელია მისი სხვისთვის მიცემა; მედიკამენტი შესაძლოა მათთვის საზიანო იყოს, იმ შემთხვევაშიც კი თუ დაავადების ნიშნები ერთნაირია.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამწვავების ან იმ გვერდითი მოვლენების გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც ამ ბროშურაში მითითებული არ არის, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
რას მოიცავს ეს ბროშურა:
რა არის ბეტამოქსი და რისთვის გამოიყენება
ბეტამოქსის მიღებამდე
როგორ მიიღება ბეტამოქსი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
როგორ ინახება ბეტამოქსი
სხვა ინფორმაციები
რა არის ბეტამოქსი და რისთვის გამოიყენება
ბეტამოქსი არის ანტიბიოტიკი და კლავს ბაქტერიებს რომლებიც იწვევენ ინფექციებს.
შეიცავს ორ სხვადასხვა მედიკამენტს სახელად ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა. ამოქსიცილინი ეკუთვნის პენიცილინებად წოდებულ მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც, ზოგჯერ, შესაძლოა ხელი შეეშალოს მოქმედებაში (გახდეს უმოქმედო). მეორე აქტიური კომპონენტი (კლავულანის მჟავა) ახდენს მსგავსი ფაქტის თავიდან აცილებას.
ბეტამოქსი გამოიყენება მოზრდილებსა და ბავშვებში შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:
შუა ყურის ინფექციები და სინუსიტი
სასუნთქი გზების ინფექციები
საშარდე გზების ინფექციები
კანის და რბილი ქსოვილების ინფექციები, მათ შორის დენტალური ინფექციები
ძვლებისა და სახსრების ინფექციები.
ბეტამოქსის მიღებამდე
არ მიიღოთ ბეტამოქსი
თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ამოქსიცილინის, კლავულანის მჟავას, პენიცილინის ან ბეტამოქსის სხვა კომპონენტის მიმართ (იხ. ნაწილი 6).
თუ ოდესმე გქონიათ მწვავე ალერგიული რეაქცია (ჰიპერმგრძნობელობა) სხვა ნებისმიერ ანტიბიოტიკზე. ეს შესაძლოა იყოს კანის სიწითლე ან სახის ან კისრის შეშუპება.
თუ ოდესმე გქონიათ ღვიძლის პრობლემები ან სიყვითლე (მოყვითალო კანი), როდესაც მიიღეთ რომელიმ ანტიბიოტიკი.
არ მიიღოთ ბეტამოქსი თუ თქვენ შეგესაბამებათ ზემოთ აღწერილი რომელიმე პირობა. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ბეტამოქსის მიღებამდე.
გამოიჩინეთ განსაკუთრებული ყურადღება ბეტამოქსის მიმართ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ამ მედიკამენტის მიღებამდე, თუ:
გაქვთ ინფექციური მონონუკლეოზი,
მკურნალობთ ღვიძლის ან თირკმელების პრობლემებს,
არ გაქვთ რეგულარული შარდის ნაკადი.
თუ არ ხართ დარწმუნებული რომ ზემოთ აღწერილი პირობები თქვენ შეგესაბამებათ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ბეტამოქსის მიღებამდე.
ზოგიერთ შემთხვევებში, თქვენმა ექიმმა შესაძლოა გამოარკვიოს იმ ბაქტერიის სახეობა რომელიც იწვევს ინფექციას. შედეგების მიხედვით, შესაძლოა დაგინიშნოთ ბეტამოქსის განსხვავებული ფორმულირება ან სხვა მედიკამენტი.
ნიშნები რომლებზეც ყურადღებით უნდა იყოთ ბეტამოქსმა შესაძლოა გააუარესოს ზოგიერთი არსებული დაავადება ან გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი მოვლენები. მათ შორისაა ალერგიული რეაქციები, კონვულსიები და მსხვილი ნაწლავის ანთება.
უნდა იყოთ ყურადღებით შემდეგ სიმპტომებზე ბეტამოქსის მიღების პერიოდში, რათა შემცირდეს ნებისმიერი პრობლემის გამოვლინების რისკი.
იხილეთ „ნიშნები რომლებზეც ყურადღებით უნდა იყოთ“ მე-4 ნაწილში.
სისხლისა და შარდის ანალიზები თუ გაიკეთეთ სისხლის ანალიზები (როგორებიცაა ერითროციტების რაოდენობის განსაზღვრა ან ტესტი ღვიძლის ფუნქციის შესამოწმებლად) ან შარდის ანალიზები (რაც შეეხება გლუკოზას), გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ექთანს ბეტამოქსის მიღების შესახებ, რადგანაც ამ მედიკამენტს შეუძლია იმოქმედოს ამ სახის ანალიზების შედეგებზე.
ბეტამოქსის მიღება სხვა მედიკამენტებთან ერთად აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ ან მიიღეთ ამას წინათ სხვა მედიკამენტი, მათ შორის ექიმის რეცეპტის გარეშე მიღებული მედიკამენტები.
თუ იღებთ ალოპურინოლს (გამოიყენება პოდაგრას სამკურნალოდ) ბეტამოქსთან ერთად, უფრო მოსალოდნელია რომ ამან გამოიწვიოს თქვენში კანის ალერგიული რეაქცია.
თუ იღებთ პრობენეციდს (გამოიყენება პოდაგრას სამკურნალოდ) თქვენმა ექიმმა შესაძლოა გადაწყვიტოს შეუსაბამოს ბეტამოქსის დოზა.
თუ მედიკამენტები რომლებიც თრომბების წარმოქნმას უშლის ხელს (როგორიცაა ვაფარინი) იქნა მიღებული ბეტამოქსთან ერთად, შესაძლოა აუცილებელი გახდეს დამატებითი სისხლის ანალიზების ჩატარება.
ბეტამოქსმა შესაძლოა გავლენა იქონიოს მეთოტრექსატის (მედიკამენტი რომელიც გამოიყენება კიბოს ან რევმატოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ) მოქმედების ფორმაზე.
ორსულობა და ლაქტაცია გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე.
თუ ხართ ან ფიქრობთ რომ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, გთხოვთ შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება ბეტამოქსმა შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები და ამ სიმპტომებმა შესაძლოა მართვის უნარი წაგართვათ.
არ მართოთ ან გამოიყენოთ ნებისმიერი ინსტრუმენტი ან მექანიზმი, გარდა იმისა თუ თავს კარგად გრძნობთ.
როგორ მიიღება ბეტამოქსი
მიიღეთ ბეტამოქსი ყოველთვის ექმის მითითებების საფუძველზე. თუ გაგიჩნდათ კითხვები, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მოზრდილები და ბავშვები სხეულის მასით ≥ 40 კგ ჩვეულებრივი დოზაა
1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში
ბავშვები სხეულის მასით < 40 კგ
6 ან ნაკლები წლის ასაკის ბავშვების მკურნალობა უმჯობესია ბეტამოქსის ორალური სუსპენზიით.
რჩევა თხოვეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ბეტამოქსის ტაბლეტის სახით მიღებაზე ბავშვისთვის რომელიც 40 კგ-ზე ნაკლებს იწონის.
თირკმელებისა და ღვიძლის პრობლემების მქონე პაციენტები
თუ გაქვთ თირკმელების პრობლემა, დოზა შესაძლებელია შესაცვლელი იყოს.
თქვენმა ექიმმა შესაძლოა აირჩიოს ან სხვა წამალი ან განსხვავებული დოზა.
თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემები, შესაძლოა დაგჭირდეთ სისხლის ხშირი ანალიზები რათა შემოწმდეს ღვიძლის ფუნქციონირება.
როგორ მიიღება ბეტამოქსი
გადაყლაპეთ მთლიანი ტაბლეტი ერთ ჭიქა წყალთან ერთად, კვების დასაწყისში ან ცოტათი ადრე.
გაანაწილეთ დოზები ერთნაირად დღის განმავლობაში, მინიმუმ 4 საათის ინტერვალით. არ მიიღოთ 2 დოზა 1 საათში.
არ მიიღოთ ბეტამოქსი 2 კვირაზე მეტ ხანს. თუ თავი უკეთესად არ იგრძენით, შეატყობინეთ თქვენს ექიმს.
თუ გადააჭარბებთ ბეტამოქსის მისაღებ დოზას თუ გადააჭარბებთ ბეტამოქსის მისაღებ დოზას, სიმპტომები შესაძლოა იყოს კუჭის გაღიზიანება (ღებინების შეგრძნება, გულისრევა ან დიარეა) ან კონვულსიები. შეატყონიმეთ თქვენს ექიმს როგორც კი შეძლებთ.
წაიღეთ ბეტამოქსის შეფუთვა ექიმისთვის საჩვენებლად.
თუ დაგავიწყდათ ბეტამოქსის მიღება თუ დაგავიწყდათ ერთი დოზის მიღება, მიიღეთ ის როგორც კი გაგახსენდებათ. არ უნდა მიიღოთ შემდეგი დოზა ზედმეტად ადრე, დაიცადეთ დაახლოებით 4 საათი მაგ დოზის მიღებამდე.
თუ შეწყვეტთ ბეტამოქსის მიღებას გააგრძელეთ ბეტამოქსის მიღება მკურნალობის დასრულებამდე, მიუხედავად იმისა თავს უკეთ იგრძნობთ თუ არა.
აუციებელია ყველა დანიშნული დოზის მიღება ინფექციის დასამარცხებლად. თუ რომელიმე ბაქტერიები გადარჩნენ, შეუძლიათ ხელახლა გამოიწვიონ ინფექცია (რეციდივი).
თუ კიდევ გაქვთ კითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა მედიკმენტი, ბეტამოქსსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, თუმცა არ ვლინდება ყველა ადამიანში.
ნიშნები რომლებზეც ყურადღებით უნდა იყოთ:
ალერგიული რეაქციები
გამონაყარი კანზე;
სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი), რასაც შესაძლოა გამოიავლინოს წითელი მოზრდილი ლაქები ან პურპურა კანზე, მაგრამ გარდა კანისა შეუძლიათ ასევე სხეულის სხვა ნაწილებზე იქონიონ გავლენა;
სიცხე, სახსრების ტკივილი, კისრის, იღლიის ან საზარდულის ლიმფური ჯირკვლების ანთება;
შეშუპება, ზოგჯერ სახის ან პირის (ანგიოდემა), რაც იწვევს სუნთქვის გაძნელებას;
გულისწასვლა.
მიმართეთ მაშინვე თქვენს ექიმს თუ რომელიმე ამ სიმპტომთაგანი გამოვლინდა. შეწყვიტეთ ბეტამოქსის მიღება.
მსხვილი ნაწლავის ანთება მსხვილი ნაწლავის ანთება, რაც იწვევს თხელ დიარეას როგორც წესი სისხლიანს ან ლორწოვანს, ტკივილს კუჭში და/ან სიცხეს.
მიმართეთ რაც შეიძლება მალე თქვენს ექიმს რჩევისთვის, თუ რომელიმე ამ სიმპტომთაგანი გამოვლინდა.
ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები შესაძლოა გამოუვლინდეს 1-ზე მეტს 10 ადამიანში:
დიარეა (მოზრდილებში).
ხშირი გვერდითი მოვლენები შესაძლოა გამოუვლინდეს 10-დან 1 ადამიანს:
კანდიდოზი (საშოს, პირის ან კანის ნაკეცების სოკოვანი ინფექცია),
ღებინების შეგრძნება (გულისრევა) განსაკუთრებით მაღალი დოზის დროს
თუ ეს მოხდა, მიიღეთ ბეტამოქსი კვებამდე
ღებინება;
დიარეა (ბავშვებში).
ნაკლებად ხშირი გვერდითი მოვლენები შესაძლოა გამოუვლინდეს 100-დან 1 ადამიანს:
გამონაყარი კანზე;
ჭინჭრის ციება;
დისპეფსია;
თავბურსხვევა;
თავის ტკივილი.
ნაკლებად ხშირი გვერდითი მოვლენები რომლებიც შესაძლოა სისხლს ანალიზებში გამოვლინდეს:
ღვიძლის მიერ წარმოქმნილი ზოგიერთი ნივთიერების (ფერმენტები) მომატება.
იშვიათი გვერდითი მოვლენები შესაძლოა გამოუვლინდეს 1000-დან 1 ადამიანს:
გამონაყარი კანზე, რომელმაც შესაძლოა წარმოქმნას პატარა ბუშტები (ცენტრალური მუქი ლაქა, რომელიც ირგვლივ უფრო ფერმკრთალია და შემოსაზღვრულია მუქი ხაზით - მულტიფორმული ერითემა).
თუ შეამჩნევთ რომელიმე სიმპტომს, სასწრაფოდ მიმართეთ თქვენს ექიმს.
იშვიათი გვერდითი მოვლენები რომლებიც შესაძლოა სისხლს ანალიზებში გამოვლინდეს:
კოაგულაციაში ჩართული სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება,
ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება.
სხვა გვერდითი მოვლენები გამოვლინდა სხვა გვერდითი ეფექტები ძალიან ცოტა ადამიანში, მაგრამ ზუსტი სიხშირე უცნობია:
ალერგიული რეაქციები (იხ. ზემოთ);
მსხვილი ნაწლავის ანთება (იხ. ზემოთ);
კანის მძიმე რეაქციები:
კანის გამონაყარი რომელიც ვრცელდება ბუშტუკებით და კანის აქერცვლით, კერძოდ პირის, ცხვირის, თვალების და სასქესო ორგანოების გარსემო (სტივენს-ჯონსის სინდრომი), და სხვა უფრო მძიმე ფორმა რაც იწვევს კანის მნიშვნელოვან აქერცვლას (სხეულის ზედაპირის 30%-ზე მეტს - ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი);
კანის მოწითალო გამონაყარი და გავრცელებული პატარა ჩირქოვანი ბუშტუკები (ბულოზური ექსფოლიაციური დერმატიტი);
ქერცლიანი და წითელი გამონაყარი და კანქვეშა ამობურცულებით და ბუშტუკებით (ეგზანთემატოზური პუსტულოზი).
მიმართეთ მაშინვე თქვენს ექიმს თუ შეამჩნევთ ამ რომელიმე სიმპტომს.
ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი);
სიყვითლე, გამოწვეული ბილირუბინის (ღვიძლის მიერ წარმოქმნილი ნივთიერება) მომატებით სისხლში, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს კანისა და თვალების თეთრი ნაწილის მოყვითალო შეფერილობა.
თირკმლის მილაკების ანთება;
სისხლის შედედების დროის მომატება;
ჰიპერაქტიურობა;
კონვულსიები (ადამიანებში რომლებიც იღებენ ბეტამოქსის მაღალ დოზას ან აქვთ თირკმლის პრობლემები;
შავი ენა, გამოიყურება როგორც თმიანი;
ლაქები კბილებზე (ბავშვებში), რაც როგორც წესია გამოხეხვასთან ერთად ქრება.
გვერდითი მოვლენები რომლებიც შესაძლოა სისხლს ან შარდის ანალიზებში გამოვლინდეს:
ლეოკოციტების რაოდენობის მკაფიო შემცირება;
ერითროციტების რაოდენობის შემცირება (ჰემოლიზური ანემია);
კრისტალები შარდში.
თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გამწვავდა ან გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენები რომლებიც ამ ბროშურაში არ არის მითითებული, შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
როგორ ინახება ბეტამოქსი
შეინახეთ 25°C -ზე დაბალ ტემპერატურაზე. შეინახეთ თავდაპირველ შეფუთვაში ნესტისგან დასაცავად.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.
არ გამოიყენოთ ბეტამოქსი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ბოლო ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს.
არ გამოიყენოთ ბეტამოქსი თუ გამოვლინდა გაუარესების აშკარა ნიშნები.
მედიკამენტები არ უნდა გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს როგორ გადააგდოთ მედიკამენტები რომლებიც უკვე აღარ გჭირდებათ. ამ ზომების მიღება დაგეხმარებათ გარემოს დაცვაში.
სხვა ინფორმაციები
როგორია ბეტამოქსის შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებებია ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა.
თითო შემოგარსული ტაბლეტი (ტაბლეტი) შეიცავს 500 მგ ამოქსიცილინს (ტრიჰიდრატის ფორმით) და 125 მგ კლავულანის მჟავას (კალიუმის კლავულანის ფორმით).
სხვა კომპონენტებია: სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, პოვიდონი, ცელულოზას აცეტოფტალატი, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E 171), მაკროგოლი 400 და მაკროგოლი 6000.
როგორია ბეტამოქსის ფორმა და შეფუთვის შიგთავსი შემოგარსული ტაბლეტები მოთავსებულია Alu-oPA/Alu ბლისტერებში, შემდეგ კი მუყაოს ყუთში, და ხელმისაწვდომია 12, 16, 32 და 100 ცალიან შეფუთვებში.
შესაძლოა, ყველა შეფუთვა არ იყოს კომერციალიზებული.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი: Laboratórios Atral, S.A. (Atral ლაბორატორიების საზოგადოება) Rua da Estação, nº42 (შტასაუს ქუჩა 42) Vala do Carregado (ვალა დუ კაღეგადუ) 2600-726 Castanheira do Ribatejo – Portugal (2600-726 კაშტანეირა დუ ღიბატეჟუ - პორტუგალია)
ეს ინფორმაციული ბროშურა ბოლოს დამტკიცდა 2010 წლის ნოემბერში. 34312701 ჩანაწერი: FI-12-მარტი-2017
გაფრთხილება / სამედიცინო განათლება ანტიბიოტიკები გამოიყენება ბაქტერიების მიერ გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ. არ აქვს არავითარი ეფექტი ვირუსის მიერ გამოწვეული ინფექციების მიმართ.
ზოგჯერ, ბაქტერიები რომლების იწვევენ ინფექციას არ პასუხობს ანტიბიოტიკით მკურნალობას. ყველაზე გავრცელებული მიზეზი ამის ასახსენლად ის არის რომ ბაქტერია რომელიც ვირუსს იწვევს რეზისტენტულია იმ ანტიბიოტიკის მიმართ რომელსაც იღებთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ანტიბიოტიკის მიუხედავად ბაქტერიებს შეუძლიათ გადარჩენა და გამრავლებაც.
ბაქტერიებს შეუძლიათ გახდნენ რეზისტენტულები ანტიბიოტიკების მიმართ მრავალი მიზეზის გამო. ანტიბიოტიკების ფრთხილად გამოყენება ეხმარება ბაქტერიების მათ მიმართ რეზისტენტულობის ჰიპოთეზების შემცირებას.
როცა თქვენი ექიმი გინიშნავთ ანტიბიოტიკით მკურნალობას, ეს თქვენს მხოლოდ ამჟამინდელ დაავადებას ეხება.
ყურადღება მიაქცეთ შემდეგ რჩევებს, რაც დაგეხმარებათ რეზისტენტული ბაქტერიების გამოჩენის თავიდან აცილებაში, რადგან ისინი ხელს უშლიან ანტიბიოტიკის ფუნქციონირებას.
ძალიან მნიშვნელოვანია რომ მიიროთ ანტიბიოტიკი სწორი დოზით, სწორ დროს და დღეების სწორი რაოდენობის განმავლობაში. წაიკითხეთ ეტიკეტზე არსებული ინსტრუქციები და თუ ვერ გაიგებთ რაიმეს, თქვენს ექიმს ან ფარმაცევთს სთხოვეთ რომ აგიხსნათ.
არ უნდა მიიღოთ ანტიბიოტიკები გარდა იმ შემთხვევისა თუ სპეციალურად თქვენთვის იქნა დანიშნული და უნდა გამოიყენოთ მხოლოდ იმ ინფექციის სამკურნალოდ რომლისთვისაც დაგენიშნათ.
არ უნდა მიიღოთ ანტიბიოტიკები რომლებიც სხვას დაუნიშნეს, მიუხედავად იმისა ჰქონდა მას თუ არა თქვენი მსგავსი ინფექცია.
არ უნდა მისცეთ სხვას ის ანტიბიოტიკები რომლებიც თქვენ დაგენიშნათ.
თუ დაგრჩათ ანტიბიოტიკი როდესაც დაასრულებთ მკურნალობას რაც ექიმმა დაგინიშნათ, უნდა მიაწოდოთ რაც დაგრჩათ აფთიაქს რათა სათანადოდ იქნას განადგურებული.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


