ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანალგეზური საშუალებები

ასტრაციტრონი ფორტე

ASTRACITRON FORTE

ურეცეპტოდ(650მგ+10მგ+20მგ+50მგ)ინსტრუქცია ქართულადუკრაინა
რისთვის გამოიყენება

მწვავე რესპირატორული ინფექციების და გრიპის სიმპტომური მკურნალობა: სხეულის მომატებული ტემპერატურა, თავის ტკივილი, ცხვირის გაჭედილობა, სურდო, ტკივილი და ტეხა კუნთებში.

სრულად
ფორმა და შეფუთვა
(650მგ+10მგ+20მგ+50მგ)/20გ 20გ ფხვნილი შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი №10
მწარმოებელი
„ASTRAPHARM“ LLC, უკრაინა
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანალგეზური საშუალებები, ანილიდები
ATC კოდი
N02BE51
რეგისტრაციის ნომერი
რ-045303
რეგისტრირებულია
30 აპრილი 2026, მოქმედებს 30 აპრილი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
„ASTRAPHARM“ LLC (უკრაინა)
განმცხადებელი
შპს „ნიუ ჯორჯია-555“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაასტრაციტრონი ფორტე და სხვა წამალი ერთად

ასტრაციტრონი ფორტე — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

მწვავე რესპირატორული ინფექციების და გრიპის სიმპტომური მკურნალობა:

სხეულის მომატებული ტემპერატურა,

თავის ტკივილი,

ცხვირის გაჭედილობა,

სურდო,

ტკივილი და ტეხა კუნთებში.

მიღების წესი და დოზირება

საშეს შიგთავსი უნდა გახსნათ ცხელი (არა მდუღარე) წყლის ჭიქაში და დალიოთ. პრეპარატის მიღება შეიძლება განმეორდეს ყოველ 3-4 საათში, მაგრამ არაუმეტეს 3 საშესი დღე-ღამეში.

გამოყენების მაქსიმალური ვადა- 5 დღე.

ბავშვები

პრეპარატი უკუნაჩვენებია 14 წლამდე ასაკის ბავშვებში.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ; ღვიძლის და/ან თირკმელების ფუნქციიის მძიმე დარღვევები; თანდაყოლილი ჰიპერბილირუბინემია; გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი; ფენილკეტონურია; ალკოჰოლიზმი; სისხლის დაავედებები; ლეიკოპენია, ანემია; არითმიის, არტერიული ჰიპერტენზიის, ათეროსკლეროზის, გულის იშემიური დაავადების მძიმე ფორმები; ჰიპერთირეოზი; მწვავე პანკრეატიტი; წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფია შარდის შეკავებით; შარდის ბუშტის ყელის ობსტრუქცია; პილოროდუოდენალური ობსტრუქცია; ბრონქიალური ასთმა; დახურულკუთხიანი გლაუკომა; ფეოქრომოციტომა; თრომბოზი; თრომბოფლებიტი; შაქრიანი დიაბეტი, ეპილეფსია, მომატებული აგზნების მდგომარეობები; ძილის დარღვევები; თანმხლები მკურნალობა ტრიციკლური ანტიდეპრესანტებით, β-ბლოკერებით, სხვა სიმპატომიმეტიკებით, პრეპარატებით, რომლებიც თრგუნავენ ან ზრდიან მადას და ამფეტამინის ტიპის ფსიქოსტიმულატორებით; თანმხლები მკურნალობა და 2 კვირა მაო-ს ინჰიბიტორბის გამოყენების შემდეგ.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

პარაცეტამოლის შეწოვის სიჩქარე შეიძლება გაიზარდოს მეტოკლოპრამიდთან და დომპეტიდონთან ერთად გამოყენებისას და შემცირდეს ქოლესტირამინთან (ეს ეფექტი უმნიშვნელოა, თუ ქოლესტირამინი გამოიყენება 1 საათის შემდეგ). პარაცეტამოლის ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება გაძლიერდეს ვარფარინის და კუმარინის სხვა წარმოებულების ანტიკოაგულაციური ეფექტი და გაიზარდოს სისხლდენის რისკი. პარაცეტამოლის ეპიზოდური გამოყენებისას ესეთი ეფექტი გამოხატული არ არის. ბარბიტურატები ამცირებენ პარცეტამოლის სიცხისდამწევ ეფექტს. ჰეპატოტოქსიკური პრეპარატები ზრდიან პარაცეტამოლის კუმულაციის და მისი ჭარბი დოზირების ალბათობას. პარაცეტამოლის ჰეპატოტოქსიკურობის რისკი იზრდება პრეპარატების გამოყენებისას, რომლებიც აინდუცირებენ ღვიძლის მიკროსომურ ფერმენტებს (ბარბიტურატები; კრუნჩვის საწინააღმდეგო პრეპარატები- ფენიტოინი, ფენობარბიტალი, კარბამაზეპინი და ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პრეპარატები- რიფამპიცინი, იზონიაზიდი). პარაცეტამოლი აქვეითებს დიურეტიკების ეფექტურობას, შეიძლება გაახანგრძლივოს ქლორამფენიკოლების ნახევრად გამოყოფის პერიოდი; შეიძლება დააინდუციროს ლამოტრიჯინის მეტაბოლიზმი ღვიძლში, რასთანაც დაკავშირებით მცირდება მისი ბიომისაწვდომობა და ეფექტურობა. პარაცეტამოლისა და ზიდოვუდინის რეგულარული მიღებისას შესაძლებალია ნეიტროპენია და ღვიძლის დაზიანების რისკის მომატება. პრობენიციდის მიღებისას პარაცეტამოლის დოზა უნდა შემცირდეს, რადგან ის ახდენს გავლენას პარაცეტამოლის მეტაბოლიზმზე. პარაცეტამოლმა შეიძლება მოახდინოს გავლენა შარდმჟავას დონის განსაზღვრის შედეგებზე ფოსფორ-ვოლფრამ-მჟავას მეთოდის გამოყენებით. პარაცეტამოლის ჰეპატოტოქსიკურობა შეიძლება გაძლიერდეს ალკოჰოლის ხანგრძლივი ან გადაჭარბებული გამოყენებისას. არ უნდა იქნას გამოყენებული ალკოჰოლთან ერთდროულად.

ფენილეფრინის და მაო-ს ინჰიბიტორების ურთიერთქმედება იწვევს ჰიპერტენზიულ ეფექტის, ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან (ამიტრიპტილინთან)- ზრდის გულ-სისხლძარღვოვან გვერდით ეფექტებს, დიგოქსინთან და გულის გლიკოზიდებთან- იწვევს არითმიებსა და ინფარქტს, შეიძლება შეამციროს β- ბლოკერებისა და სხვა ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების (რეზერპინის, მეთილდოპას, დებრიზოქინის, გუანეთიდინის) ეფექტურობა, რასაც თან ახლავს არტერიული ჰიპერტენზიის და გვერდითი გულ-სისხლძარღვოვანი რეაქციების მომატების რისკი.

ფენიეფრინის და ჭვავის რქის ალკალოიდების ( ერგოტამინი და მეთილსერგიდი) ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ერგოტიზმის რისკი.

პერორალური გამოყენებისას ასკორბინის მჟავა აძლიერებს რკინის შეწოვას, ზრდის ეთინილესტრადიოლის, პენიცილინების, ტეტრაციკლინების დონეს; აქვეითებს ანტიფქიქოზური პრეპარატების, ფენოთიაზინის წარმოებულების დონეს სისხლში; ამცირებს ჰეპარინის და ირიბი ანტიკოაგულანტების ეფექტურობას; ზრდის კრისტალურიის რისკს სალიცილატებით მკურნალობისას და გლაუკომის რისკს გლუკოკორტიკოსტეროიდებით მკურნალობისას; დიდი დოზები ამცირებენ ტრიციკლური ანტიდეპრესანტების ეფექტურობას. ასკორბინის მჟავის მიღება შესაძლებელია დეფეროქსამინის ინექციიდან 2 საათის შემდეგ, რადგანაც მათი ერთდროული მიღება ზრდის რკინის ტოქსიკურობას, განსაკუტრებით მიოკარიუმში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის დეკომპენსაცია. დიდი დოზების ხანგრძლივმა მიღებამ დისულფირამით მკურნალობისას ამუხრუჭებს დისულფირამ-ალკოჰოლის რეაქციას. ასკორბინის მჟავას აბსორბცია მცირდება პერორალური კონტრაცეპტივების მიღებისას, ხილისა და ბოსტნეულის წვენების, ტუტე სასმელების მიღებისას.

ფენირამინი აძლიერებს ატროპინის, სპაზმოლიზური პრეპარატების, ტრიციკლური ანტიდეპრესანტებისა და პარკონსონიზმის საწინააღმდეგო პრეპარატების ანტიქოლინერგიულ მოქმედებას, აინჰიბირებს ანტიკოაგულანტების მოქმედებას. ფენირამინის ერთდროულმა გამოყენებამ საძილე საშუალებებთან, ბარბიტურატებთან, დამამშვიდებლებთან, ნეიროლეპტიკებთან, ტრანკვილიზატორებთან, ანესთეტიკებთან, ნარკოზულ ანალგეტიკებთან, ალკოჰოლთან შეიძლება მნიშვნელოვნად გაზარდოს მისი დამთრგუნველი მოქმედება.

სიფრთხილე უნდა იყოს დაცული პარაცეტამოლის ერთდროული გამოყენებისას ფლუკლოქსაცილინთან, რადგან ერთდროული მიღება ასოციირდება მაღალი ანიონური ხვრელის მეტაბოლურ აციდოზთან, განსაკუთრებით რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში (იხილეთ „გამოყენების თავისებურებები“).

გამოყენების თავისებურებები

არ შეიძლება რეკომენდებული დოზების გადაჭარბება. თუ სიმპტომები არ უმჯობესდება 5 დღის განმავლობაში ან მათ თან ახლავს მაღალი ტემპერატურა, ციებ-ცხელება 3 დღეზე მეტი ხანგრძლივობით, გამონაყარი ან გახანგრძლივებული თავის ტკივილი, რჩევისთვის უნდა მიმართოთ ექიმს, ვინაიდან ეს მოვლენები შეიძლება იყოს უფრო სერიოზული დაავადების სიმპტომები.

ღვიძლის მძიმე დაზიანების რისკთან დაკავშირებით ჭარბი დოზირებისას არ უნდა იქნას გამოყენებული სხვა პრეპარატებთან ერთდროულად, რომლებიც განკუთვნილია გაციებისა და სურდოს (სისხლძარღვთა შემავიწროვებელი, პარაცეტამოლის შემცველი) სიმპტომური მკურნალობისთვის. სიფრთხილით ინიშნება რეინოს დაავადების, არტერიული ჰიპერტენზიის, გულის დაავადებების, არითმიების, ბრადიკარდიის, ფარისებრი ჯირკვლის, ღვიძლის და თირკმელების დაავადებების, მწვავე ჰეპატიტის, გლაუკომის, ფილტვების ქრონიკული დაავადებების, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფიის (შარდის შეკავების რისკის გამო), სისხლის შედედების, ჰემოლიზური ანემიის, კვების ქრონიკული ნაკლებობის, გაუწყლოვნების, სტენოზური პეპტიკური წყლულის დროს. ჰეპატოტოქსიკურობის რისკი იზრდება ღვიძლის ალკოჰოლური დაზიანების და ალკოჰოლის ბოროტად გამოყენების მქონე პირებში.

პრეპარატი შეიცავს ფენილეფრინს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სტენოკარდიის შეტევები. თუ პაციენტს დადგენილი აქვს ზოგიერთი შაქრების აუტანლობა, უნდა გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან მანამ, სანამ დაიწყებთ ამ სამკურნალო საშუალების მიღებას, სიფრთხილით გამოიყენება შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში. შეიძლება იყოს ვნების მომტანი კბილებისთვის.

ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს ნატრიუმს. სიფრთხილით უნდა გამოიყენებოდეს იმ პაციენტების მიერ, რომლებიც იცავენ დიეტას ნატრიუმის კონტროლირებადი შემცველობით.

პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა რჩევისთვის მიმართოთ ექიმს, თუ გაქვთ ღვიძლის, თირკმელების დაავადებები; ღებულობთ ვარფარინს ან მსგავს ანტიკოაგულანტებს; თუ ყოველდღიურად ღებულობთ ანალგეტიკებს ართრიტის მსუბუქი ფორმების დროს; ბრონქების და ფილტვების დაავადებისას (ასთმა, ემფიზემა, ქრინიკული ბრონქიტი).

პრეპარატმა შეიძლება გავლენა მოახდინოს სისხლში გლუკოზის, შარდმჟავას, კრეატინინისა და არაორგანული ფოსფატების შემცველობის ლაბორატორიული კვლევების შედეგებზე. განავალში ფარული სისხლის კვლევის შედეგი შეიძლება იყოს უარყოფითი.

მძიმე ინფექციების (სეფსისი) მქონე პაციენტებს, რომლების დროს მცირდება გლუტატიონის დონე, პარაცეტამოლის მიღებისას იზრდება მეტაბოლური აციდოზის რისკი, მისი სიმპტომების- ღრმა, გახშირებული ან გაძნელებული სუნთქვა, გულისრევა, ღებინება, მადის დაკარგვა, ამ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.

არ არის რეკომენდებული ამ პრეპარატის მიღება დღის ბოლოს, ვინაიდან ასკორბინის მჟავა დიდი დოზებით ახდენს მსუბუქ მასტიმულირებელ მოქმედებას. ასკორბინის მჟავას კორტიკოსტეროიდულ ჰორმონებზე მასტიმულირებელ გავლენასთან დაკავშირებით საჭიროა თირკმელების ფუნქციის და არტერიული წნევის კონტროლი.

განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პაციენტებში რკინის მეტაბოლიზმის დარღვევით (ჰემოსიდეროზი, ჰემოქრომატოზი, ტალასემია), ანამნეზში ნეფროლითიაზით (ჰიპეროქსალურიისა და საშარდე ტრაქტში ოქსალატების ნალექის რისკი ასკორბინის მჟავას დიდი დოზების მიღების შემდეგ).

ასკორბინის მჟავას ხანგრძლივმა გამოყენებამ დიდი დოზებით შეიძლება დააჩქაროს მისი საკუთარი მეტაბოლიზმი, ამიტომ მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ შესაძლებელია პარადოქსული ჰიპოვიტამინოზი. არ უნდა გამოიყენოთ C ვიტამინის შემცველ სხვა პრეპარატებთან ერთად. ასკორბინის მჟავას შეწოვა შეიძლება შეიცვალოს ნაწლავების მოტორიკის დარღვევის, ენტერიტის ან კუჭის შემცირებული სეკრეციის დროს.

რეკომენდებულია სიფრთხილე პარაცეტამოლის ერთდროული გამოყენებისას ფლუკლოქსაცილინთან ერთად, მეტაბოლური აციდოზის მაღალი ანიონური ხვრელით მომატებული რისკის გამო, განსაკუთრებით პაციენტებში თირკმელების მძიმე უკმარისობით, სეფსისით, კვების ნაკლებობით და გლუტატიონის დეფიციტის სხვა წყაროებით (მაგალითად, ქრონიკული ალკოჰოლოზმით). პარაცეტამოლის დოზები. რეკომენდებულია ზედმიწევნითი მონიტორინგი, შარდში 5-ოქსოპროლინის განსაზღვრის ჩათვლით.

გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში.

პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში. პრეპარატის ზემოქმედება ფერტილობაზე სპეციალურად შესწავლილი არ არის. პრეკლინიკურმა კვლევებმა არ გამოავლინა პარაცეტამოლის რაიმე განსაკუთრებული გავლენა ფერტილობაზე მისი გამოყენებისას თერაპიულ დოზებში. ფენილეფრინის და ფენირამინის გავლენის სათანადო კვლევები ცხოველების რეპროდუქციულ ტოქსიკურობაზე არ ჩატარებულა.

რეაქციის სიჩქარეზე გავლენის უნარი ავტოტრანსპორტისა ან სხვა მექანიზმების მართვის დროს:

რადგანაც პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა და სხვა გვერდითი რეაქციები ნერვული სისტემის და მხედველობის ორგანოების მხრივ, მისი გამოყენებისას არ არის რეკომენდებული ავტომობილის მართვა და რთულ მექანიზმებთან მუშაობა.

ჭარბი დოზა

პარაცეტამოლი: პირველ 24 საათში ვლინდება კანის სიფერმკრთალე, გულისრევა, ღებინება, ანორექსია და მუცლის ტკივილი. მაღალი დოზების მიღებისას შეიძლება გამოვლინდეს ორიენტაციის დარღვევები, ფსიქომოტორული აგზნება, თავბრუსხვევა, ძილის და გულის რითმის დარღვევა, პანკრეატიტი, ჰეპატონეკროზი.

ღვიძლის დაზიენების პირველი ნიშანი შეიძლება იყოს მუცლის ტკივილი, რომელიც პირველ 12-48 საათში ყოვლეთვის არ ვლინდება, ხოლო შეიძლება გამოვლინდეს მოგვიანებით, პრეპარატის გამოყენებიდან 4-6 დღის შემდეგ. ღვიძლის დაზიანება ჩვეულებრივ წარმოქმნება პრეპარატის მიღებიდან მაქსიმუმ 72-96 საათის შემდეგ. შეიძლება განვითარდეს გლუკოზის მეტაბოლიზმის დარღვევები და მეტაბოლური აციდოზი, სისხლჩაქცევები. მაღალი დოზების ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია აპლასტიური ანემია, პანციტოპენია, აგრანულოციტოზი, ნეიტროპენია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია.

იშვიათ შემთხვევებში იყო ცნობები თირკმელების მწვავე უკმარისობის შესახებ მილაკების ნეკროზით, რომელიც შესაძლებელია ღვიძლის მძიმე დაზიანების გარეშეც, რაც გამოიხატება წელის ძლიერი ტკივილით, ჰემატურიით, პროტეინურიით. შესაძლებელია ნეფროტოქსიკურობა: თირკმლის კოლიკა, ინტერსტიციალური ნეფრიტი, კაპილარული ნეკროზი.

მოზრდილის მიერ 10 გ-ს და მეტი პარაცეტამოლის გამოყენებამ და ბავშვის მიერ 150 მგ/სხეულის წონის კგ-ზე მეტის პარაცეტამოლის გამოყენებამ, განსაკუთრებით ალკოჰოლთან ერთად, შეიძლება გამოიწვიოს ჰეპატოკაპილარული ნეკროზი ენცეფალოპათიის, სისხლჩაქცევების, ჰიპოგლიკემიის, ღვიძლისმიერი კომის და ლეტალური შედეგის განვითარებით.

რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში (ხანგრძლივი მკურნალობა კარბამაზეპინით, ფენობარბიტალით, ფენიტოინით, პრიმიდონით, რიფამპიცინით, კრაზანითა და სხვა ღვიძლის ფერმენტების მაინდუცირებელი პრეპარატებით; ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება; გლუტატიონური კახექსია (საჭმლის მონელების დარღვევები, მუკოვისციდოზი)- პარაცეტამოლის უფრო მაღალმა რაოდენობამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანება.

დოზის გადაჭარბებისას საჭიროა სასწრაფო სამედიცინო დახმარება. პაციენტი დაუყოვნებლივ უნდა იყოს მიყვანილი საავადმყოფოში, მაშინაც კი, როდესაც არ არსებობენ დოზის გადაჭარბების ადრეული სიმპტომები. სიმპტომები შეიძლება შემოიფარგლებოდეს გულისრევით და ღებინებით, ან შეიძლება არ გამოხატონ დოზის გადაჭარბების სიმძიმე ან ორგანოების დაზიანების რისკი. პირველ საათში დოზის გაჭადარბებიდან უნდა იქნას მიღებული აქტივირებული ნაშირი. პარაცეტამოლის კონცენტრაცია სისხლში უნდა იყოს განსაზღვრული მიღებიდან 4 საათის შემდეგ ან უფრო გვიან (უფრო ადრეული კონცენტრაციები არასარწმუნოა). N-აცეტილცისტეინით მკურნალობა შეიძლება გამოიყენებოდეს პარაცეტამოლის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში, მაგრამ მაქსიმალური ეფექტი ვითარდება გამოყენებისას პირველ 8 საათში, რის შემდეგ მისი ეფექტურობა მკვეთრად მცირდება. N-აცეტილცისტეინის შეყვანის საჭიროებისას ის უნდა იყოს შეყვანილი დოზების დადგენილი ჩამონათვალის შესაბამისად. ალტერნატივის სახით ღებინების არარსებობისას, საავადმყოფოდან მოშორებით შესაძლებელია მეთიონინის გამოყენება პერორალურად.

ფენილეფრინი: წარმოიქმნება ჰიპერჰიდროზი, ფსიქომოტორული აგზნება ან ცნს-ის დათრგუნვა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, ცნობიერების დაკარგვა, არითმიები, ტრემორი, ჰიპერ-რეფლექსია, კრუნჩხვები, გულისრევა, ღებინება, გაღიზიანებლობა, მოუსვენრობა, არტერიული ჰიპერტენზია; მძიმე შემთხვევებში კომა. ჰიპერტენზიული ეფექტების აღმოფხვრისთვის შესაძლებელია ალფა-რეცეპტორების ბლოკერების ინტრავენური გამოყენება, კრუნჩხვების დროს- დიაზეპამის.

ფენირამინი: წარმოიქმნება ატროპინის მაგვარი სიმპტომები: მიდრიაზი, ფოტოფობია, კანის და ლორწოვანი გარსების სიმშრალე, ჰიპერთერმია, ნაწლავების ატონია. ცნს-ის დათრგუნვა იწვევს სუნთქვის და გულ-სისლძარღვთა სისტემის მუშაობის დარღვევას (ბრადიკარდია, არტერიული ჰიპოტონია, კოლაფსი). სიმპტომები, რომლებიც განპირობებულია ფენირამინის პარასიმპათოლიზური ეფექტის და ფენილეფრინის სიმპათომიმეტური ეფექტის ურთიერთპოტენცირებით: ძილიანობა, რომლის დროს შეიძლება განვითარდეს აგზნება (განსაკუთრებით ბავშვებში) ან ცნს-ის დათრგუნვა, მხედველობის დარღვევა, გამონაყარი, მუდმივი თავის ტკივილი, ნევროზულობა, უძილობა. არ არსებობს სპეციალური ანტიდოტი ანტიჰისტამიმური პრეპარატების დოზის გადაჭარბების სამკურნალოდ. პაციენტი უნდა იყოს უზრუნველყოფილი ჩვეულებრივი გადაუდებელი დახმარებით, მათ შორის აქტივირებული ნახშირის, მარილიანი სასაქმებელი პრეპარატის მიცემით და უნდა იქნას მიღებული სტანდარტული ზომები კარდიორესპირატორული სისტემის მხარდაჭერისთვის. არ შეიძლება სტიმულატორების გამოყენება; არტერიული ჰიპოტენზიის სამკურნალოდ შესაძლებელია სისხლძარღვთა შემავიწროვებელი საშუალებების გამოყენება.

ასკორბინის მჟავა: ვითარდება გულისრევა, ღებინება ან დიარეა (რომლებიც ქრება მისი შეწყვეტის შემდეგ); მუცლის შებერილობა და ტკივილი, ქავილი, გამონაყარი კანზე, მომატებული აგზნებადობა. 3000 მგ-ზე მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიონ ოსმოსური დიარეა და კუჭ-ნაწლავის დარღვევები, თუთიის, სპილენძის მიმოცვლის დარღვევა, მიოკარდიუმის დისტროფია; ხანგრძლივი გამოყენებისას მაღალი დოზებით შესაძლებელია კუჭქვეშა ჯირკვლის ინსულარული აპარატის ფუნქციის დათრგუნვა და გლუკოზურია.

დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ასკორბინის მჟავას და შარდმჟავას თირკმლისმიერი ექსკრეციის ცვლილებები, შარდის აცეტილირებით და ოქსალატური კონკრემენტების გამოყოფით ნალექში.

მკურნალობა სიმპტომურია: პირველი 6 საათის განმავლობაში საჭიროა კუჭის გამორეცხვა, ხოლო პირველი 8 საათის განმავლობაში- მეთიონინის შეყვანა პერორალურად ან ინტრავენურად - ცისტეამინის ან N-აცეტილცისტეინის შეყვანა.

გვერდითი რეაქციები:

კანისა და კნაქვეშა ქსოვილი მხრივ: ქავილი, გამონაყარი, დერმატიტი, ჭინჭრის ციება, მულტიფორმული ექსუდაციური ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ლაიელის სინდრომი.

იმუნური სისტემის მხრივ: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ანაფილაქსიური შოკის, ანგიონევროზული შოკის ჩათვლით.

ნევროლოგიური დარღვევები: თავის ტკივილი, თავბსრუსხვევა, ტრემორი, მოუსვენრობა, ნევროზულობა, გაღიზიანებლობა, შიშის შეგრძნება, უძილობა, ძილიანობა, ცნობიერების არევა, ჰალუცინაციები, ფსიქომოტორული აგზნება, ორიენტაციის დარღვევა, დეპრესიული მდგომარეობები, პარესთეზიები, ხმაური ყურებში, ცალკეულ შემთხვევებში- კომა, კრუნჩხვები, დისკინეზია, ქცევის ცვლილებები.

სასუნთქი სისტემის მხრივ: აცეტილსალიცილის მჟავას და აასს საშუალებების მიმართ მგრძნობიარე პაციენტებში - ბრონქოსპაზმი.

მხედველობის ორგანოების მხრივ: მხედველობისა და აკომოდაციის დარღვევა, მიდრიაზი, თვალშიგა წნევის მომატება, თვალების სიმშრალე.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, გულძმარვა, პირის ღრუს სიმშრალე, დისკომფორტი და ტკივილი მუცლის არეში, შეკრულობა, დიარეა, მეთეორიზმი, ანორექსია, აფტები, ჰიპერსალივაცია, ჰემორაგიები, ლორწოვანი გარსების გაღიზიანება.

ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ: ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ჰიპერტრანსამინაზემია, როგორც წესი სიყვითლის გარეშე, ჰეპატონეკროზი (მაღალი დოზების გამოყენებისას).

ენდოკრინური სისტემის მხრივ: ჰიპოგლიკემია ჰიპოგლიკემიურ კომამდე.

სისხლისა და ლიმფატური სისტემის მხრივ: ანემია, მათ შორის ჰემოლიზური, სულფჰემოგლობინემია და მეტჰემოგლობინემია (ციანოზი, ქოშინი, ტკივილი გულის არეში), სილურჯეები და სისხლდენები, თრომბოციტოპენია, ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი, ლეიკოპენია, პანციტოპენია.

თირკმელებისა და შარდის გამომყოფი სისტემის მხრივ: ნეფროტოქსიკურობა, ინტერსტიციალური ნეფრიტი, კაპილარული ნეკროზი, დიზურია, შარდის შეკავება და შარდის გამოყოფის გაძნელება, თირკმლის კოლიკა, თირკმლის უკმარისობა.

კარდიალური დარღვევები: არტერიული ჰიპერტენზია, ტაქიკარდია, ბრადიკარდია, გახშირებული გულისცემა, არითმია, ქოშინი, გულის ტკივილი, სტენოკარდიული შეტევები.

სხვა: ზოგადი სისუსტე, შეუძლოდ ყოფნა.

განსხვავებით მეორე თაობის ანტიჰისტამინური პრეპარატებისაგან, ფენირამინის გამოყენება არ ასოციირდება QT- ინტერვალის პროლონგირებასთან და გულის არითმიასთან.

ვარგისობის ვადა: 2 წელი

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერებები: პარაცეტამოლი, ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი, ფენირამინის მალეატი,

ასკორბინის მჟავა

1 საშე შეიცავს 650 მგ პარაცეტამოლს, 10 მგ ფენილეფრინის ჰიდროქლორიდს, 20 მგ ფენირამინის მალეატს, 50 მგ ასკორბინის მჟავას.

დამხმარე ნივთიერებები: ლიმონმჟავა, მონოჰიდრატი; გლუკოზა, მონოჰიდრატი; ნატრიუმის ციტრატი; სილიციუმის უწყლო კოლოიდური დიოქსიდი; არომატიზატორი „ლიმონი“; საღებარი „ქინოლინის ყვითელი“ (E104).

წამლის ფორმა: ფხვნილი ორალური ხსნარისთვის.

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: თეთრი ან თითქმის თეთრი ფხვნილი ლიმონის არომატით.

შენახვის პირობები

შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში არაუმეტეს 25 °С ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა:

20 გ საშეში, №10 საშე კოლოფში.

გაცემის კატეგორიები: ურეცეპტოდ.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მწარმოებელი: შპს „ასტრაფარმი“.

მწარმოებლის ადგილმდებარეობა და საქმიანობის განხორციელების მისამართი:

უკრაინა, 08132, კიევის ოლქი, ბუჩას რაიონი, ქ. ვიშნევე, კიევის ქ. 6.

ბოლო გადახედვის თარიღი:

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანალგეზიური და ანტიპირეტული საშუალებები. პარაცატამოლი, კომპინაცია ფსიქოლეპტიკების გარეშე.

ათქ კოდი: N02B E51.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოდინამიკა.

პარაცეტამოლი ახდენს სიცხისდამწევ, ტკივილგამაყუჩებელ და მსუბუქად გამოხატულ ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას. თრგუნავს პროსტაგლანდინების სინთეზს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში (ცნს) და იწვევს ტკივილის იმპულსების გატარების ბლორიკებას.

ფენირამინის მალეატი- ჰისტამინის H1-რეცეპტორების ბლოკატორი, ამცირებს სისხლძარღვების გამტარობას, თავიდან აცილებს ცრემლდენას, თვალებისა და ცხვირის ქავილს.

ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი- ά- ადრენომიმეტიკი, ახდენს სისხლძარღვების შემავიწროვებელ მოქმედებას, ამცირებს ცხვირისა და დანამატი სინუსების ლორწოვანი გარსის შეშუპებას.

ასკორბინის მჟავა ზრდის ორგანიზმის არასპეციფიკურ რეზისტენტობას.

ფარმაკოკინეტიკა

პარაცეტამოლი კარგად აბსორბირდება, გადადის პლაცენტარულ ბარიერში, უმნიშვნელო ხარისხით აღწევს ძუძუს რძეში, მეტაბოლიზდება P450 ციტოქრომის სისტემით, გამოიყოფა თირკმელების მეშვეობით, ნახევრადგამოყოფის პერიოდი- 1-4 საათი.

მოქმედების ხანგრძლივობა- 3-4 საათი.

ფენირამინის მალეატი კარგად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მეტაბოლიზდება ღვიძლში P450 ციტოქრომის სისტემით, ნახევრადგამოყოფის პერიოდი- 16-18 საათი, 70-83% გამოიყოფა თირკმელების მეშვეობით.

ფენილეფრინის ჰიდროქლორიდის მოქმედება ვითარდება სწრაფად და ხანგრძლივდება დაახლოებით 20 წუთი. მეტაბოლიზდება ღვიძლში ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, გამოიყოფა თირკმელების მეშვეობით.

ასკორბინის მჟავა სწრაფად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, მეტაბოლიზდება ღვიძლში, გამოიყოფა თირკმელების მეშვეობით.

დასმულია ლურჯი მრგვალი ბეჭედი: „ასტრაფარმი, საიდენტიფიკაციო კოდი 31364232, დოკუმენტებისთვის #5“. ხელმოწერილია.

კლინიკური თვისებები.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სამკურნალო საშუალების სამედიცინო გამოყენების

ინსტრუქცია

ასტრაციტრონი-ფორტე

(ASTRACITRONFORTE)

შემადგენლობა:

მოქმედი ნივთიერებები: პარაცეტამოლი, ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი, ფენირამინის მალეატი,

ასკორბინის მჟავა

1 საშე შეიცავს 650 მგ პარაცეტამოლს, 10 მგ ფენილეფრინის ჰიდროქლორიდს, 20 მგ ფენირამინის მალეატს, 50 მგ ასკორბინის მჟავას.

დამხმარე ნივთიერებები: ლიმონმჟავა, მონოჰიდრატი; გლუკოზა, მონოჰიდრატი; ნატრიუმის ციტრატი; სილიციუმის უწყლო კოლოიდური დიოქსიდი; არომატიზატორი „ლიმონი“; საღებარი „ქინოლინის ყვითელი“ (E104).

წამლის ფორმა: ფხვნილი ორალური ხსნარისთვის.

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: თეთრი ან თითქმის თეთრი ფხვნილი ლიმონის არომატით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ანალგეზიური და ანტიპირეტული საშუალებები. პარაცატამოლი, კომპინაცია ფსიქოლეპტიკების გარეშე.

ათქ კოდი: N02B E51.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოდინამიკა.

პარაცეტამოლი ახდენს სიცხისდამწევ, ტკივილგამაყუჩებელ და მსუბუქად გამოხატულ ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას. თრგუნავს პროსტაგლანდინების სინთეზს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში (ცნს) და იწვევს ტკივილის იმპულსების გატარების ბლორიკებას.

ფენირამინის მალეატი- ჰისტამინის H1-რეცეპტორების ბლოკატორი, ამცირებს სისხლძარღვების გამტარობას, თავიდან აცილებს ცრემლდენას, თვალებისა და ცხვირის ქავილს.

ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი- ά- ადრენომიმეტიკი, ახდენს სისხლძარღვების შემავიწროვებელ მოქმედებას, ამცირებს ცხვირისა და დანამატი სინუსების ლორწოვანი გარსის შეშუპებას.

ასკორბინის მჟავა ზრდის ორგანიზმის არასპეციფიკურ რეზისტენტობას.

ფარმაკოკინეტიკა

პარაცეტამოლი კარგად აბსორბირდება, გადადის პლაცენტარულ ბარიერში, უმნიშვნელო ხარისხით აღწევს ძუძუს რძეში, მეტაბოლიზდება P450 ციტოქრომის სისტემით, გამოიყოფა თირკმელების მეშვეობით, ნახევრადგამოყოფის პერიოდი- 1-4 საათი.

მოქმედების ხანგრძლივობა- 3-4 საათი.

ფენირამინის მალეატი კარგად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მეტაბოლიზდება ღვიძლში P450 ციტოქრომის სისტემით, ნახევრადგამოყოფის პერიოდი- 16-18 საათი, 70-83% გამოიყოფა თირკმელების მეშვეობით.

ფენილეფრინის ჰიდროქლორიდის მოქმედება ვითარდება სწრაფად და ხანგრძლივდება დაახლოებით 20 წუთი. მეტაბოლიზდება ღვიძლში ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, გამოიყოფა თირკმელების მეშვეობით.

ასკორბინის მჟავა სწრაფად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, მეტაბოლიზდება ღვიძლში, გამოიყოფა თირკმელების მეშვეობით.

დასმულია ლურჯი მრგვალი ბეჭედი: „ასტრაფარმი, საიდენტიფიკაციო კოდი 31364232, დოკუმენტებისთვის #5“. ხელმოწერილია.

კლინიკური თვისებები.

ჩვენებები:

მწვავე რესპირატორული ინფექციების და გრიპის სიმპტომური მკურნალობა:

სხეულის მომატებული ტემპერატურა,

თავის ტკივილი,

ცხვირის გაჭედილობა,

სურდო,

ტკივილი და ტეხა კუნთებში.

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ; ღვიძლის და/ან თირკმელების ფუნქციიის მძიმე დარღვევები; თანდაყოლილი ჰიპერბილირუბინემია; გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი; ფენილკეტონურია; ალკოჰოლიზმი; სისხლის დაავედებები; ლეიკოპენია, ანემია; არითმიის, არტერიული ჰიპერტენზიის, ათეროსკლეროზის, გულის იშემიური დაავადების მძიმე ფორმები; ჰიპერთირეოზი; მწვავე პანკრეატიტი; წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფია შარდის შეკავებით; შარდის ბუშტის ყელის ობსტრუქცია; პილოროდუოდენალური ობსტრუქცია; ბრონქიალური ასთმა; დახურულკუთხიანი გლაუკომა; ფეოქრომოციტომა; თრომბოზი; თრომბოფლებიტი; შაქრიანი დიაბეტი, ეპილეფსია, მომატებული აგზნების მდგომარეობები; ძილის დარღვევები; თანმხლები მკურნალობა ტრიციკლური ანტიდეპრესანტებით, β-ბლოკერებით, სხვა სიმპატომიმეტიკებით, პრეპარატებით, რომლებიც თრგუნავენ ან ზრდიან მადას და ამფეტამინის ტიპის ფსიქოსტიმულატორებით; თანმხლები მკურნალობა და 2 კვირა მაო-ს ინჰიბიტორბის გამოყენების შემდეგ.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა სახეობები

პარაცეტამოლის შეწოვის სიჩქარე შეიძლება გაიზარდოს მეტოკლოპრამიდთან და დომპეტიდონთან ერთად გამოყენებისას და შემცირდეს ქოლესტირამინთან (ეს ეფექტი უმნიშვნელოა, თუ ქოლესტირამინი გამოიყენება 1 საათის შემდეგ). პარაცეტამოლის ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება გაძლიერდეს ვარფარინის და კუმარინის სხვა წარმოებულების ანტიკოაგულაციური ეფექტი და გაიზარდოს სისხლდენის რისკი. პარაცეტამოლის ეპიზოდური გამოყენებისას ესეთი ეფექტი გამოხატული არ არის. ბარბიტურატები ამცირებენ პარცეტამოლის სიცხისდამწევ ეფექტს. ჰეპატოტოქსიკური პრეპარატები ზრდიან პარაცეტამოლის კუმულაციის და მისი ჭარბი დოზირების ალბათობას. პარაცეტამოლის ჰეპატოტოქსიკურობის რისკი იზრდება პრეპარატების გამოყენებისას, რომლებიც აინდუცირებენ ღვიძლის მიკროსომურ ფერმენტებს (ბარბიტურატები; კრუნჩვის საწინააღმდეგო პრეპარატები- ფენიტოინი, ფენობარბიტალი, კარბამაზეპინი და ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პრეპარატები- რიფამპიცინი, იზონიაზიდი). პარაცეტამოლი აქვეითებს დიურეტიკების ეფექტურობას, შეიძლება გაახანგრძლივოს ქლორამფენიკოლების ნახევრად გამოყოფის პერიოდი; შეიძლება დააინდუციროს ლამოტრიჯინის მეტაბოლიზმი ღვიძლში, რასთანაც დაკავშირებით მცირდება მისი ბიომისაწვდომობა და ეფექტურობა. პარაცეტამოლისა და ზიდოვუდინის რეგულარული მიღებისას შესაძლებალია ნეიტროპენია და ღვიძლის დაზიანების რისკის მომატება. პრობენიციდის მიღებისას პარაცეტამოლის დოზა უნდა შემცირდეს, რადგან ის ახდენს გავლენას პარაცეტამოლის მეტაბოლიზმზე. პარაცეტამოლმა შეიძლება მოახდინოს გავლენა შარდმჟავას დონის განსაზღვრის შედეგებზე ფოსფორ-ვოლფრამ-მჟავას მეთოდის გამოყენებით. პარაცეტამოლის ჰეპატოტოქსიკურობა შეიძლება გაძლიერდეს ალკოჰოლის ხანგრძლივი ან გადაჭარბებული გამოყენებისას. არ უნდა იქნას გამოყენებული ალკოჰოლთან ერთდროულად.

ფენილეფრინის და მაო-ს ინჰიბიტორების ურთიერთქმედება იწვევს ჰიპერტენზიულ ეფექტის, ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან (ამიტრიპტილინთან)- ზრდის გულ-სისხლძარღვოვან გვერდით ეფექტებს, დიგოქსინთან და გულის გლიკოზიდებთან- იწვევს არითმიებსა და ინფარქტს, შეიძლება შეამციროს β- ბლოკერებისა და სხვა ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების (რეზერპინის, მეთილდოპას, დებრიზოქინის, გუანეთიდინის) ეფექტურობა, რასაც თან ახლავს არტერიული ჰიპერტენზიის და გვერდითი გულ-სისხლძარღვოვანი რეაქციების მომატების რისკი.

ფენიეფრინის და ჭვავის რქის ალკალოიდების ( ერგოტამინი და მეთილსერგიდი) ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ერგოტიზმის რისკი.

პერორალური გამოყენებისას ასკორბინის მჟავა აძლიერებს რკინის შეწოვას, ზრდის ეთინილესტრადიოლის, პენიცილინების, ტეტრაციკლინების დონეს; აქვეითებს ანტიფქიქოზური პრეპარატების, ფენოთიაზინის წარმოებულების დონეს სისხლში; ამცირებს ჰეპარინის და ირიბი ანტიკოაგულანტების ეფექტურობას; ზრდის კრისტალურიის რისკს სალიცილატებით მკურნალობისას და გლაუკომის რისკს გლუკოკორტიკოსტეროიდებით მკურნალობისას; დიდი დოზები ამცირებენ ტრიციკლური ანტიდეპრესანტების ეფექტურობას. ასკორბინის მჟავის მიღება შესაძლებელია დეფეროქსამინის ინექციიდან 2 საათის შემდეგ, რადგანაც მათი ერთდროული მიღება ზრდის რკინის ტოქსიკურობას, განსაკუტრებით მიოკარიუმში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის დეკომპენსაცია. დიდი დოზების ხანგრძლივმა მიღებამ დისულფირამით მკურნალობისას ამუხრუჭებს დისულფირამ-ალკოჰოლის რეაქციას. ასკორბინის მჟავას აბსორბცია მცირდება პერორალური კონტრაცეპტივების მიღებისას, ხილისა და ბოსტნეულის წვენების, ტუტე სასმელების მიღებისას.

ფენირამინი აძლიერებს ატროპინის, სპაზმოლიზური პრეპარატების, ტრიციკლური ანტიდეპრესანტებისა და პარკონსონიზმის საწინააღმდეგო პრეპარატების ანტიქოლინერგიულ მოქმედებას, აინჰიბირებს ანტიკოაგულანტების მოქმედებას. ფენირამინის ერთდროულმა გამოყენებამ საძილე საშუალებებთან, ბარბიტურატებთან, დამამშვიდებლებთან, ნეიროლეპტიკებთან, ტრანკვილიზატორებთან, ანესთეტიკებთან, ნარკოზულ ანალგეტიკებთან, ალკოჰოლთან შეიძლება მნიშვნელოვნად გაზარდოს მისი დამთრგუნველი მოქმედება.

სიფრთხილე უნდა იყოს დაცული პარაცეტამოლის ერთდროული გამოყენებისას ფლუკლოქსაცილინთან, რადგან ერთდროული მიღება ასოციირდება მაღალი ანიონური ხვრელის მეტაბოლურ აციდოზთან, განსაკუთრებით რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში (იხილეთ „გამოყენების თავისებურებები“).

გამოყენების თავისებურებები

არ შეიძლება რეკომენდებული დოზების გადაჭარბება. თუ სიმპტომები არ უმჯობესდება 5 დღის განმავლობაში ან მათ თან ახლავს მაღალი ტემპერატურა, ციებ-ცხელება 3 დღეზე მეტი ხანგრძლივობით, გამონაყარი ან გახანგრძლივებული თავის ტკივილი, რჩევისთვის უნდა მიმართოთ ექიმს, ვინაიდან ეს მოვლენები შეიძლება იყოს უფრო სერიოზული დაავადების სიმპტომები.

ღვიძლის მძიმე დაზიანების რისკთან დაკავშირებით ჭარბი დოზირებისას არ უნდა იქნას გამოყენებული სხვა პრეპარატებთან ერთდროულად, რომლებიც განკუთვნილია გაციებისა და სურდოს (სისხლძარღვთა შემავიწროვებელი, პარაცეტამოლის შემცველი) სიმპტომური მკურნალობისთვის. სიფრთხილით ინიშნება რეინოს დაავადების, არტერიული ჰიპერტენზიის, გულის დაავადებების, არითმიების, ბრადიკარდიის, ფარისებრი ჯირკვლის, ღვიძლის და თირკმელების დაავადებების, მწვავე ჰეპატიტის, გლაუკომის, ფილტვების ქრონიკული დაავადებების, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფიის (შარდის შეკავების რისკის გამო), სისხლის შედედების, ჰემოლიზური ანემიის, კვების ქრონიკული ნაკლებობის, გაუწყლოვნების, სტენოზური პეპტიკური წყლულის დროს. ჰეპატოტოქსიკურობის რისკი იზრდება ღვიძლის ალკოჰოლური დაზიანების და ალკოჰოლის ბოროტად გამოყენების მქონე პირებში.

პრეპარატი შეიცავს ფენილეფრინს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სტენოკარდიის შეტევები. თუ პაციენტს დადგენილი აქვს ზოგიერთი შაქრების აუტანლობა, უნდა გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან მანამ, სანამ დაიწყებთ ამ სამკურნალო საშუალების მიღებას, სიფრთხილით გამოიყენება შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში. შეიძლება იყოს ვნების მომტანი კბილებისთვის.

ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს ნატრიუმს. სიფრთხილით უნდა გამოიყენებოდეს იმ პაციენტების მიერ, რომლებიც იცავენ დიეტას ნატრიუმის კონტროლირებადი შემცველობით.

პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა რჩევისთვის მიმართოთ ექიმს, თუ გაქვთ ღვიძლის, თირკმელების დაავადებები; ღებულობთ ვარფარინს ან მსგავს ანტიკოაგულანტებს; თუ ყოველდღიურად ღებულობთ ანალგეტიკებს ართრიტის მსუბუქი ფორმების დროს; ბრონქების და ფილტვების დაავადებისას (ასთმა, ემფიზემა, ქრინიკული ბრონქიტი).

პრეპარატმა შეიძლება გავლენა მოახდინოს სისხლში გლუკოზის, შარდმჟავას, კრეატინინისა და არაორგანული ფოსფატების შემცველობის ლაბორატორიული კვლევების შედეგებზე. განავალში ფარული სისხლის კვლევის შედეგი შეიძლება იყოს უარყოფითი.

მძიმე ინფექციების (სეფსისი) მქონე პაციენტებს, რომლების დროს მცირდება გლუტატიონის დონე, პარაცეტამოლის მიღებისას იზრდება მეტაბოლური აციდოზის რისკი, მისი სიმპტომების- ღრმა, გახშირებული ან გაძნელებული სუნთქვა, გულისრევა, ღებინება, მადის დაკარგვა, ამ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.

არ არის რეკომენდებული ამ პრეპარატის მიღება დღის ბოლოს, ვინაიდან ასკორბინის მჟავა დიდი დოზებით ახდენს მსუბუქ მასტიმულირებელ მოქმედებას. ასკორბინის მჟავას კორტიკოსტეროიდულ ჰორმონებზე მასტიმულირებელ გავლენასთან დაკავშირებით საჭიროა თირკმელების ფუნქციის და არტერიული წნევის კონტროლი.

განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პაციენტებში რკინის მეტაბოლიზმის დარღვევით (ჰემოსიდეროზი, ჰემოქრომატოზი, ტალასემია), ანამნეზში ნეფროლითიაზით (ჰიპეროქსალურიისა და საშარდე ტრაქტში ოქსალატების ნალექის რისკი ასკორბინის მჟავას დიდი დოზების მიღების შემდეგ).

ასკორბინის მჟავას ხანგრძლივმა გამოყენებამ დიდი დოზებით შეიძლება დააჩქაროს მისი საკუთარი მეტაბოლიზმი, ამიტომ მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ შესაძლებელია პარადოქსული ჰიპოვიტამინოზი. არ უნდა გამოიყენოთ C ვიტამინის შემცველ სხვა პრეპარატებთან ერთად. ასკორბინის მჟავას შეწოვა შეიძლება შეიცვალოს ნაწლავების მოტორიკის დარღვევის, ენტერიტის ან კუჭის შემცირებული სეკრეციის დროს.

რეკომენდებულია სიფრთხილე პარაცეტამოლის ერთდროული გამოყენებისას ფლუკლოქსაცილინთან ერთად, მეტაბოლური აციდოზის მაღალი ანიონური ხვრელით მომატებული რისკის გამო, განსაკუთრებით პაციენტებში თირკმელების მძიმე უკმარისობით, სეფსისით, კვების ნაკლებობით და გლუტატიონის დეფიციტის სხვა წყაროებით (მაგალითად, ქრონიკული ალკოჰოლოზმით). პარაცეტამოლის დოზები. რეკომენდებულია ზედმიწევნითი მონიტორინგი, შარდში 5-ოქსოპროლინის განსაზღვრის ჩათვლით.

გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში.

პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში. პრეპარატის ზემოქმედება ფერტილობაზე სპეციალურად შესწავლილი არ არის. პრეკლინიკურმა კვლევებმა არ გამოავლინა პარაცეტამოლის რაიმე განსაკუთრებული გავლენა ფერტილობაზე მისი გამოყენებისას თერაპიულ დოზებში. ფენილეფრინის და ფენირამინის გავლენის სათანადო კვლევები ცხოველების რეპროდუქციულ ტოქსიკურობაზე არ ჩატარებულა.

რეაქციის სიჩქარეზე გავლენის უნარი ავტოტრანსპორტისა ან სხვა მექანიზმების მართვის დროს:

რადგანაც პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა და სხვა გვერდითი რეაქციები ნერვული სისტემის და მხედველობის ორგანოების მხრივ, მისი გამოყენებისას არ არის რეკომენდებული ავტომობილის მართვა და რთულ მექანიზმებთან მუშაობა.

გამოყენების წესი და დოზები:

საშეს შიგთავსი უნდა გახსნათ ცხელი (არა მდუღარე) წყლის ჭიქაში და დალიოთ. პრეპარატის მიღება შეიძლება განმეორდეს ყოველ 3-4 საათში, მაგრამ არაუმეტეს 3 საშესი დღე-ღამეში.

გამოყენების მაქსიმალური ვადა- 5 დღე.

ბავშვები

პრეპარატი უკუნაჩვენებია 14 წლამდე ასაკის ბავშვებში.

დოზის გადაჭარბება:

პარაცეტამოლი: პირველ 24 საათში ვლინდება კანის სიფერმკრთალე, გულისრევა, ღებინება, ანორექსია და მუცლის ტკივილი. მაღალი დოზების მიღებისას შეიძლება გამოვლინდეს ორიენტაციის დარღვევები, ფსიქომოტორული აგზნება, თავბრუსხვევა, ძილის და გულის რითმის დარღვევა, პანკრეატიტი, ჰეპატონეკროზი.

ღვიძლის დაზიენების პირველი ნიშანი შეიძლება იყოს მუცლის ტკივილი, რომელიც პირველ 12-48 საათში ყოვლეთვის არ ვლინდება, ხოლო შეიძლება გამოვლინდეს მოგვიანებით, პრეპარატის გამოყენებიდან 4-6 დღის შემდეგ. ღვიძლის დაზიანება ჩვეულებრივ წარმოქმნება პრეპარატის მიღებიდან მაქსიმუმ 72-96 საათის შემდეგ. შეიძლება განვითარდეს გლუკოზის მეტაბოლიზმის დარღვევები და მეტაბოლური აციდოზი, სისხლჩაქცევები. მაღალი დოზების ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია აპლასტიური ანემია, პანციტოპენია, აგრანულოციტოზი, ნეიტროპენია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია.

იშვიათ შემთხვევებში იყო ცნობები თირკმელების მწვავე უკმარისობის შესახებ მილაკების ნეკროზით, რომელიც შესაძლებელია ღვიძლის მძიმე დაზიანების გარეშეც, რაც გამოიხატება წელის ძლიერი ტკივილით, ჰემატურიით, პროტეინურიით. შესაძლებელია ნეფროტოქსიკურობა: თირკმლის კოლიკა, ინტერსტიციალური ნეფრიტი, კაპილარული ნეკროზი.

მოზრდილის მიერ 10 გ-ს და მეტი პარაცეტამოლის გამოყენებამ და ბავშვის მიერ 150 მგ/სხეულის წონის კგ-ზე მეტის პარაცეტამოლის გამოყენებამ, განსაკუთრებით ალკოჰოლთან ერთად, შეიძლება გამოიწვიოს ჰეპატოკაპილარული ნეკროზი ენცეფალოპათიის, სისხლჩაქცევების, ჰიპოგლიკემიის, ღვიძლისმიერი კომის და ლეტალური შედეგის განვითარებით.

რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში (ხანგრძლივი მკურნალობა კარბამაზეპინით, ფენობარბიტალით, ფენიტოინით, პრიმიდონით, რიფამპიცინით, კრაზანითა და სხვა ღვიძლის ფერმენტების მაინდუცირებელი პრეპარატებით; ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება; გლუტატიონური კახექსია (საჭმლის მონელების დარღვევები, მუკოვისციდოზი)- პარაცეტამოლის უფრო მაღალმა რაოდენობამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანება.

დოზის გადაჭარბებისას საჭიროა სასწრაფო სამედიცინო დახმარება. პაციენტი დაუყოვნებლივ უნდა იყოს მიყვანილი საავადმყოფოში, მაშინაც კი, როდესაც არ არსებობენ დოზის გადაჭარბების ადრეული სიმპტომები. სიმპტომები შეიძლება შემოიფარგლებოდეს გულისრევით და ღებინებით, ან შეიძლება არ გამოხატონ დოზის გადაჭარბების სიმძიმე ან ორგანოების დაზიანების რისკი. პირველ საათში დოზის გაჭადარბებიდან უნდა იქნას მიღებული აქტივირებული ნაშირი. პარაცეტამოლის კონცენტრაცია სისხლში უნდა იყოს განსაზღვრული მიღებიდან 4 საათის შემდეგ ან უფრო გვიან (უფრო ადრეული კონცენტრაციები არასარწმუნოა). N-აცეტილცისტეინით მკურნალობა შეიძლება გამოიყენებოდეს პარაცეტამოლის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში, მაგრამ მაქსიმალური ეფექტი ვითარდება გამოყენებისას პირველ 8 საათში, რის შემდეგ მისი ეფექტურობა მკვეთრად მცირდება. N-აცეტილცისტეინის შეყვანის საჭიროებისას ის უნდა იყოს შეყვანილი დოზების დადგენილი ჩამონათვალის შესაბამისად. ალტერნატივის სახით ღებინების არარსებობისას, საავადმყოფოდან მოშორებით შესაძლებელია მეთიონინის გამოყენება პერორალურად.

ფენილეფრინი: წარმოიქმნება ჰიპერჰიდროზი, ფსიქომოტორული აგზნება ან ცნს-ის დათრგუნვა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, ცნობიერების დაკარგვა, არითმიები, ტრემორი, ჰიპერ-რეფლექსია, კრუნჩხვები, გულისრევა, ღებინება, გაღიზიანებლობა, მოუსვენრობა, არტერიული ჰიპერტენზია; მძიმე შემთხვევებში კომა. ჰიპერტენზიული ეფექტების აღმოფხვრისთვის შესაძლებელია ალფა-რეცეპტორების ბლოკერების ინტრავენური გამოყენება, კრუნჩხვების დროს- დიაზეპამის.

ფენირამინი: წარმოიქმნება ატროპინის მაგვარი სიმპტომები: მიდრიაზი, ფოტოფობია, კანის და ლორწოვანი გარსების სიმშრალე, ჰიპერთერმია, ნაწლავების ატონია. ცნს-ის დათრგუნვა იწვევს სუნთქვის და გულ-სისლძარღვთა სისტემის მუშაობის დარღვევას (ბრადიკარდია, არტერიული ჰიპოტონია, კოლაფსი). სიმპტომები, რომლებიც განპირობებულია ფენირამინის პარასიმპათოლიზური ეფექტის და ფენილეფრინის სიმპათომიმეტური ეფექტის ურთიერთპოტენცირებით: ძილიანობა, რომლის დროს შეიძლება განვითარდეს აგზნება (განსაკუთრებით ბავშვებში) ან ცნს-ის დათრგუნვა, მხედველობის დარღვევა, გამონაყარი, მუდმივი თავის ტკივილი, ნევროზულობა, უძილობა. არ არსებობს სპეციალური ანტიდოტი ანტიჰისტამიმური პრეპარატების დოზის გადაჭარბების სამკურნალოდ. პაციენტი უნდა იყოს უზრუნველყოფილი ჩვეულებრივი გადაუდებელი დახმარებით, მათ შორის აქტივირებული ნახშირის, მარილიანი სასაქმებელი პრეპარატის მიცემით და უნდა იქნას მიღებული სტანდარტული ზომები კარდიორესპირატორული სისტემის მხარდაჭერისთვის. არ შეიძლება სტიმულატორების გამოყენება; არტერიული ჰიპოტენზიის სამკურნალოდ შესაძლებელია სისხლძარღვთა შემავიწროვებელი საშუალებების გამოყენება.

ასკორბინის მჟავა: ვითარდება გულისრევა, ღებინება ან დიარეა (რომლებიც ქრება მისი შეწყვეტის შემდეგ); მუცლის შებერილობა და ტკივილი, ქავილი, გამონაყარი კანზე, მომატებული აგზნებადობა. 3000 მგ-ზე მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიონ ოსმოსური დიარეა და კუჭ-ნაწლავის დარღვევები, თუთიის, სპილენძის მიმოცვლის დარღვევა, მიოკარდიუმის დისტროფია; ხანგრძლივი გამოყენებისას მაღალი დოზებით შესაძლებელია კუჭქვეშა ჯირკვლის ინსულარული აპარატის ფუნქციის დათრგუნვა და გლუკოზურია.

დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ასკორბინის მჟავას და შარდმჟავას თირკმლისმიერი ექსკრეციის ცვლილებები, შარდის აცეტილირებით და ოქსალატური კონკრემენტების გამოყოფით ნალექში.

მკურნალობა სიმპტომურია: პირველი 6 საათის განმავლობაში საჭიროა კუჭის გამორეცხვა, ხოლო პირველი 8 საათის განმავლობაში- მეთიონინის შეყვანა პერორალურად ან ინტრავენურად - ცისტეამინის ან N-აცეტილცისტეინის შეყვანა.

გვერდითი რეაქციები:

კანისა და კნაქვეშა ქსოვილი მხრივ: ქავილი, გამონაყარი, დერმატიტი, ჭინჭრის ციება, მულტიფორმული ექსუდაციური ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ლაიელის სინდრომი.

იმუნური სისტემის მხრივ: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ანაფილაქსიური შოკის, ანგიონევროზული შოკის ჩათვლით.

ნევროლოგიური დარღვევები: თავის ტკივილი, თავბსრუსხვევა, ტრემორი, მოუსვენრობა, ნევროზულობა, გაღიზიანებლობა, შიშის შეგრძნება, უძილობა, ძილიანობა, ცნობიერების არევა, ჰალუცინაციები, ფსიქომოტორული აგზნება, ორიენტაციის დარღვევა, დეპრესიული მდგომარეობები, პარესთეზიები, ხმაური ყურებში, ცალკეულ შემთხვევებში- კომა, კრუნჩხვები, დისკინეზია, ქცევის ცვლილებები.

სასუნთქი სისტემის მხრივ: აცეტილსალიცილის მჟავას და აასს საშუალებების მიმართ მგრძნობიარე პაციენტებში - ბრონქოსპაზმი.

მხედველობის ორგანოების მხრივ: მხედველობისა და აკომოდაციის დარღვევა, მიდრიაზი, თვალშიგა წნევის მომატება, თვალების სიმშრალე.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, გულძმარვა, პირის ღრუს სიმშრალე, დისკომფორტი და ტკივილი მუცლის არეში, შეკრულობა, დიარეა, მეთეორიზმი, ანორექსია, აფტები, ჰიპერსალივაცია, ჰემორაგიები, ლორწოვანი გარსების გაღიზიანება.

ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ: ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ჰიპერტრანსამინაზემია, როგორც წესი სიყვითლის გარეშე, ჰეპატონეკროზი (მაღალი დოზების გამოყენებისას).

ენდოკრინური სისტემის მხრივ: ჰიპოგლიკემია ჰიპოგლიკემიურ კომამდე.

სისხლისა და ლიმფატური სისტემის მხრივ: ანემია, მათ შორის ჰემოლიზური, სულფჰემოგლობინემია და მეტჰემოგლობინემია (ციანოზი, ქოშინი, ტკივილი გულის არეში), სილურჯეები და სისხლდენები, თრომბოციტოპენია, ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი, ლეიკოპენია, პანციტოპენია.

თირკმელებისა და შარდის გამომყოფი სისტემის მხრივ: ნეფროტოქსიკურობა, ინტერსტიციალური ნეფრიტი, კაპილარული ნეკროზი, დიზურია, შარდის შეკავება და შარდის გამოყოფის გაძნელება, თირკმლის კოლიკა, თირკმლის უკმარისობა.

კარდიალური დარღვევები: არტერიული ჰიპერტენზია, ტაქიკარდია, ბრადიკარდია, გახშირებული გულისცემა, არითმია, ქოშინი, გულის ტკივილი, სტენოკარდიული შეტევები.

სხვა: ზოგადი სისუსტე, შეუძლოდ ყოფნა.

განსხვავებით მეორე თაობის ანტიჰისტამინური პრეპარატებისაგან, ფენირამინის გამოყენება არ ასოციირდება QT- ინტერვალის პროლონგირებასთან და გულის არითმიასთან.

ვარგისობის ვადა: 2 წელი

შენახვის პირობები:

შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში არაუმეტეს 25 °С ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა:

20 გ საშეში, №10 საშე კოლოფში.

გაცემის კატეგორიები: ურეცეპტოდ.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მწარმოებელი: შპს „ასტრაფარმი“.

მწარმოებლის ადგილმდებარეობა და საქმიანობის განხორციელების მისამართი:

უკრაინა, 08132, კიევის ოლქი, ბუჩას რაიონი, ქ. ვიშნევე, კიევის ქ. 6.

ბოლო გადახედვის თარიღი:

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა