პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანალგეზური საშუალებები

ოქროს ვარსკვლავი ფხვნილი გრიპის და გაციების საწინააღმდეგოდ

Powder for colds and flu Golden Star

ურეცეპტოდ(325მგ+20მგ+10მგ+50მგ)ინსტრუქცია ქართულადვიეტნამი
რისთვის გამოიყენება

ინფექციურ-ანთებითი დაავადებები (მრდ, გრიპი), რომელსაც თან ახლავს მაღალი ტემპერატურა, ძლიერი შემცვინება, სხეულში ტეხვის შეგრძნება, თავის და კუნთების ტკივილი, სურდო, ცხვირის დაცობა, ცხვირის ცემინება.

სრულად
ფორმა და შეფუთვა
(325მგ+20მგ+10მგ+50მგ)/15გ 15გ ფხვნილი შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად ჟოლოს გემოთი პაკეტი №10
მწარმოებელი
Danapha Pharmaceutical Joint Stock Company, ვიეტნამი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანალგეზიური საშუალებები, ანილიდები
ATC კოდი
N02BE51
რეგისტრაციის ნომერი
რ-045018
რეგისტრირებულია
19 მარტი 2026, მოქმედებს 19 მარტი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
DANHSON -BG Ltd (ბულგარეთი)
განმცხადებელი
შპს „ჯი.დი.ერ.ეს“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაოქროს ვარსკვლავი ფხვნილი გრიპის და გაციების საწინააღმდეგოდ და სხვა წამალი ერთად

ოქროს ვარსკვლავი ფხვნილი გრიპის და გაციების საწინააღმდეგოდ — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ინფექციურ-ანთებითი დაავადებები (მრდ, გრიპი), რომელსაც თან ახლავს მაღალი ტემპერატურა, ძლიერი შემცვინება, სხეულში ტეხვის შეგრძნება, თავის და კუნთების ტკივილი, სურდო, ცხვირის დაცობა, ცხვირის ცემინება.

მიღების წესი და დოზირება

შიგნით მისაღებად

ერთი პაკეტის შიგთავსი უნდა გაიხსნას 1 ჭიქა ადუღებულ ცხელ წყალში. უნდა მოხდეს ცხელი ხსნარის მიღება. შეიძლება შაქრის დამატება გემოვნების მიხედვით.

განმეორებითი დოზის მიღება შესაძლებელია ყოველ 4 საათში (მაგრამ არაუმეტეს 3 დოზა 24 საათში).

გრიპისა და გაციების საწინააღმდეგო ფხვნილის “ოქროს ვარსკვლავის” მიღება შეიძლება დღის ნებისმიერ დროს, მაგრამ პრეპარატი საუკეთესო ეფექტს იძლება მისი ძილის წინ, ღამით მიღებისას. თუ სიმპტომები არ უმჯობესდება პრეპარატის მიღების დაწყებიდან 3 დღის შემდეგ, საჭიროა ექიმთან მიმართვა.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ცალკეული კომპონენტების მიმართ. ფეხმძიმობა, ძუძუთი კვების პერიოდი. პორტალური ჰიპერტენზია, ალკოჰოლიზმი, ღვიძლის უკმარისობა, ფერმენტ გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზის დეფიციტი.

დაუშვებელია 12 წლამდე ბავშვებში გამოყენება.

სიფრთხილით გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების დროს: არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, დახურულ კუთხოვანი გლაუცომა, ღვიძლის ან თირკმელების, ფილტვების (მათ შორის ბრონქული ასთმა) მძიმე დაავადებები, გაძნელებული შარდვა წინამდებარე ჯირკვლის ადენომის დროს, სისხლის დაავადებები, თანდაყოლილი ჰიპერბილირუბინემია (ჟილბერის, დუბინ-ჯონსონის და როტერის სინდრომები).

სიფრთხილის ზომები

ღვიძლის ტოქსიკური დაზიანების თავიდან ასაცილებლად პრეპარატი არ უნდა იქნას მიღებული ალკოჰოლურ სასმელებთან ერთად.

პრეპარატის მიღებისას არ არის რეკომენდებული ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა.

დაუშვებელია დაზიანებულ პაკეტში მოთავსებული პრეპარატის გამოყენება.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული მონოამინის ოქსიდაზის ინჰიბიტორებთან ერთად. პარაცეტამოლის ჰეპატოტოქსიკური რისკი იზრდება მისი ერთდროული მიღებისას ბარბიტურატებთან, დიფენინთან, კარბამაზეპინთან, რიფამპიცინთან, ზიდოვუდინთან და სხვა ღვიძლის მიკროსომული ფერმენტების ინდუქტორებთან.

აძლიერებს სედატიური საშუალებების, ეთანოლის მოქმედებას, ეთანოლი აძლიერებს ფენირამინის სედატიურ მოქმედებას. ანტიდეპრესანტები, პარკინსონის საწინააღმდეგო და ანტიფსიქოზური საშუალებები, ფენოთიაზინის წარმოებულები აძლიერებენ შარდის შეკავების რისკს, პირის სიმშრალეს, ყაბზობას.

გვერდითი მოვლენები

შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქციები (გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება), მომატებული აგზნებადობა, ფსიქომოტორული რეაქციების დაქვეითება, დაღლილობის შეგრძნება, პირის სიმშრალე, შარდის შეკავება, გულისრევა, ღებინება, კუჭის ტკივილი, გულისცემის შეგრძნება, მომატებული არტერიული წნევა, თავბრუსხვევა, ძილის დარღვევა, მიდრიაზი, აკომოდაციის პარეზი, თვალშიდა წნევის მომატება.

პარაცეტამოლის შემცველობის გამო: იშვიათად - სისხლის სისტემის დარღვევები (ანემია, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი); მაღალი დოზებით ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლოა ჰეპატოტოქსიკური და ნეფროტოქსიკური მოქმედება, ჰემოლიზური ანემია, მეტჰემოგლობინემია, პანციტოპენია.

ჭარბი დოზა

გულისრევა, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში; ჰეპატოტოქსიკური და ნეფროტოქსიკური მოქმედება, მძიმე შემთხვევებში ვითარდება ღვიძლის უკმარისობა, ენცეფალოპათია და კომატოზური მდგომარეობა. მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, გააქტივებული ნახშირი პირველ 6 საათში, SH-ჯგუფის დონატორების და გლუტათიონი-მეთიონინის სინთეზის წინამორბედების შეყვანა დოზის გადაჭარბებიდან 8-9 სთ-ის შემდეგ და N-აცეტილცისტეინის - 12 სთ-ის შემდეგ.

შემადგენლობა

1 პაკეტი შეიცავს:

აქტიური ნივთიერებები: პარაცეტამოლი 325 მგ, ფენილამინის მალეატი 20 მგ, ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი 10 მგ, ასკორბინის მჟავა 50 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: პოვიდონი, მანიტოლი, კალციუმის სამფუძიანი ფოსფატი, საქაროზა, ლიმონმჟავა, ნატრიუმის ციტრატი, ასპარტამი, ფორთოხლის არომატიზატორი (ფორთოხლის გემოსთვის), ჟოლოს არომატიზატორი (ჟოლოს გემოსთვის), ლიმონის არომატიზატორი (ლიმონის გემოსთვის).

აღწერა: მშრალი, ფხვიერი, დესპერსიული, არაერთგვაროვანი ფერის ფხვნილი ფორთოხლის, ჟოლოს და ლიმონის გემოთი.

შენახვის პირობები

ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას 15-25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

შენახვის ვადა: 3 წელი

გაცემის პირობები:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

ფარმაკოლოგიური თვისებები

მწვავე რესპირატორული დაავადების და “გაციების” სიმპტომების მოსახსნელი საშუალება (ანალგეზიური არანარკოტიკული საშუალება + ალფა-ადრენომიმეტური საშუალება + H1-ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორი + ვიტამინი).

ათქ კოდი: N02BE51

ფარმაკოლოგიური თვისებები

კომბინირებული პრეპარატი, ახასიათებს სიცხის დამწევი, ანთების საწინააღმდეგო, შეშუპების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, ანტიალერგიული მოქმედება.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

გრიპისა და გაციების საწინააღმდეგო ფხვნილის ოქროს ვარსკვლავი

პრეპარატის სავაჭრო სახელწოდება: გრიპისა და გაციების საწინააღმდეგო ფხვნილი ოქროს ვარსკვლავი

საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება: პარაცეტამოლი + ფენილეფრინი + ფენირამინი + ასკორბინის მჟავა

ფარმაცევტული ფორმა: ფხვნილი შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად, დოზირებული

შემადგენლობა:

1 პაკეტი შეიცავს:

აქტიური ნივთიერებები: პარაცეტამოლი 325 მგ, ფენილამინის მალეატი 20 მგ, ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი 10 მგ, ასკორბინის მჟავა 50 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: პოვიდონი, მანიტოლი, კალციუმის სამფუძიანი ფოსფატი, საქაროზა, ლიმონმჟავა, ნატრიუმის ციტრატი, ასპარტამი, ფორთოხლის არომატიზატორი (ფორთოხლის გემოსთვის), ჟოლოს არომატიზატორი (ჟოლოს გემოსთვის), ლიმონის არომატიზატორი (ლიმონის გემოსთვის).

აღწერა: მშრალი, ფხვიერი, დესპერსიული, არაერთგვაროვანი ფერის ფხვნილი ფორთოხლის, ჟოლოს და ლიმონის გემოთი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: მწვავე რესპირატორული დაავადების და “გაციების” სიმპტომების მოსახსნელი საშუალება (ანალგეზიური არანარკოტიკული საშუალება + ალფა-ადრენომიმეტური საშუალება + H1-ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორი + ვიტამინი).

ათქ კოდი: N02BE51

ფარმაკოლოგიური თვისებები

კომბინირებული პრეპარატი, ახასიათებს სიცხის დამწევი, ანთების საწინააღმდეგო, შეშუპების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, ანტიალერგიული მოქმედება.

გამოყენების ჩვენებები

ინფექციურ-ანთებითი დაავადებები (მრდ, გრიპი), რომელსაც თან ახლავს მაღალი ტემპერატურა, ძლიერი შემცვინება, სხეულში ტეხვის შეგრძნება, თავის და კუნთების ტკივილი, სურდო, ცხვირის დაცობა, ცხვირის ცემინება.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ცალკეული კომპონენტების მიმართ. ფეხმძიმობა, ძუძუთი კვების პერიოდი. პორტალური ჰიპერტენზია, ალკოჰოლიზმი, ღვიძლის უკმარისობა, ფერმენტ გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზის დეფიციტი.

დაუშვებელია 12 წლამდე ბავშვებში გამოყენება.

სიფრთხილით გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების დროს: არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, დახურულ კუთხოვანი გლაუცომა, ღვიძლის ან თირკმელების, ფილტვების (მათ შორის ბრონქული ასთმა) მძიმე დაავადებები, გაძნელებული შარდვა წინამდებარე ჯირკვლის ადენომის დროს, სისხლის დაავადებები, თანდაყოლილი ჰიპერბილირუბინემია (ჟილბერის, დუბინ-ჯონსონის და როტერის სინდრომები).

გამოყენების წესი და დოზები

შიგნით მისაღებად

ერთი პაკეტის შიგთავსი უნდა გაიხსნას 1 ჭიქა ადუღებულ ცხელ წყალში. უნდა მოხდეს ცხელი ხსნარის მიღება. შეიძლება შაქრის დამატება გემოვნების მიხედვით.

განმეორებითი დოზის მიღება შესაძლებელია ყოველ 4 საათში (მაგრამ არაუმეტეს 3 დოზა 24 საათში).

გრიპისა და გაციების საწინააღმდეგო ფხვნილის “ოქროს ვარსკვლავის” მიღება შეიძლება დღის ნებისმიერ დროს, მაგრამ პრეპარატი საუკეთესო ეფექტს იძლება მისი ძილის წინ, ღამით მიღებისას. თუ სიმპტომები არ უმჯობესდება პრეპარატის მიღების დაწყებიდან 3 დღის შემდეგ, საჭიროა ექიმთან მიმართვა.

გვერდითი მოვლენები

შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქციები (გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება), მომატებული აგზნებადობა, ფსიქომოტორული რეაქციების დაქვეითება, დაღლილობის შეგრძნება, პირის სიმშრალე, შარდის შეკავება, გულისრევა, ღებინება, კუჭის ტკივილი, გულისცემის შეგრძნება, მომატებული არტერიული წნევა, თავბრუსხვევა, ძილის დარღვევა, მიდრიაზი, აკომოდაციის პარეზი, თვალშიდა წნევის მომატება.

პარაცეტამოლის შემცველობის გამო: იშვიათად - სისხლის სისტემის დარღვევები (ანემია, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი); მაღალი დოზებით ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლოა ჰეპატოტოქსიკური და ნეფროტოქსიკური მოქმედება, ჰემოლიზური ანემია, მეტჰემოგლობინემია, პანციტოპენია.

დოზის გადაჭარბება

გულისრევა, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში; ჰეპატოტოქსიკური და ნეფროტოქსიკური მოქმედება, მძიმე შემთხვევებში ვითარდება ღვიძლის უკმარისობა, ენცეფალოპათია და კომატოზური მდგომარეობა. მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, გააქტივებული ნახშირი პირველ 6 საათში, SH-ჯგუფის დონატორების და გლუტათიონი-მეთიონინის სინთეზის წინამორბედების შეყვანა დოზის გადაჭარბებიდან 8-9 სთ-ის შემდეგ და N-აცეტილცისტეინის - 12 სთ-ის შემდეგ.

განსაკუთრებული მითითებები

ღვიძლის ტოქსიკური დაზიანების თავიდან ასაცილებლად პრეპარატი არ უნდა იქნას მიღებული ალკოჰოლურ სასმელებთან ერთად.

პრეპარატის მიღებისას არ არის რეკომენდებული ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა.

დაუშვებელია დაზიანებულ პაკეტში მოთავსებული პრეპარატის გამოყენება.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული მონოამინის ოქსიდაზის ინჰიბიტორებთან ერთად. პარაცეტამოლის ჰეპატოტოქსიკური რისკი იზრდება მისი ერთდროული მიღებისას ბარბიტურატებთან, დიფენინთან, კარბამაზეპინთან, რიფამპიცინთან, ზიდოვუდინთან და სხვა ღვიძლის მიკროსომული ფერმენტების ინდუქტორებთან.

აძლიერებს სედატიური საშუალებების, ეთანოლის მოქმედებას, ეთანოლი აძლიერებს ფენირამინის სედატიურ მოქმედებას. ანტიდეპრესანტები, პარკინსონის საწინააღმდეგო და ანტიფსიქოზური საშუალებები, ფენოთიაზინის წარმოებულები აძლიერებენ შარდის შეკავების რისკს, პირის სიმშრალეს, ყაბზობას.

გამოშვების ფორმა

ფხვნილი შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად, დოზირებული 15 გ.

15 გ ფხვნილი კომბინირებული მასალისგან (პოლიეთილენი, ალუმინის ფოლგა) დამზადებულ პაკეტში. 10 პაკეტი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას 15-25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

შენახვის ვადა: 3 წელი

გაცემის პირობები:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მწარმოებელი:

ДАНАФА ФАРМАСЬЮТИКАЛ ДЖОЙНТ СТОК КОМПАНИ,Вьетнам

დანაფა ფარმასიუთიქალ ჯოინთ სთოქ ქომპანი, ვიეტნამი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა