ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ფსიქოანალეფსური საშუალებები

ასპენდოსი

ASPENDOS®

რეცეპტით100მგინსტრუქცია ქართულადკვიპროსი
მოქმედი ნივთიერება
მოდაფინილი (modafinil)
ფორმა და შეფუთვა
100მგ ტაბლეტი №30 (3X10)
მწარმოებელი
Medochemie Ltd, კვიპროსი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ფსიქოანალეფსური საშუალებები, ცენტრალური მოქმედების სიმპათომიმეტური საშუალებები
ATC კოდი
N06BA07
რეგისტრაციის ნომერი
რ-046061
რეგისტრირებულია
31 ივლისი 2026, მოქმედებს 31 ივლისი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „ომმურ“
ურთიერთქმედების შემოწმებაასპენდოსი და სხვა წამალი ერთად

ასპენდოსი — ინსტრუქცია ქართულად

მიღების წესი და დოზირება

ეს წამალი ყოველთვის ზუსტად ექიმის მითითების შესაბამისად მიიღეთ. თუ დარწმუნებული არ ხართ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, წყლის მიყოლებით.

რეკომენდებული დოზაა:

ზრდასრულები:

რეკომენდებული დოზაა 200 მგ დღეში. პრეპარატის მიღება შესაძლებელია დღეში ერთხელ (დილით) ან ორ მიღებად (100 მგ დილით და 100 მგ შუადღისას).

ზოგიერთ შემთხვევაში, ექიმმა შესაძლოა მიიღოს გადაწყვეტილება დღიური დოზის 400 მგ-მდე გაზრდის შესახებ.

ხანდაზმული პაციენტები (65 წელზე უფროსი ასაკის)

რეკომენდებული დოზაა 100 მგ დღეში. პრეპარატის მიღება შესაძლებელია დღეში ერთხელ (დილით) ან ორ მიღებად (50 მგ დილით და 50 მგ დღის განმავლობაში).

ექიმი დოზას გაზრდის (მაქსიმუმ 400 მგ-მდე დღეში) მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ აღგენიშნებათ ღვიძლის ან თირკმლის პრობლემები.

თირკმლისა და ღვიძლის მძიმე დაავადებების მქონე ზრდასრულები

რეკომენდებული დოზაა 100 მგ დღეში.

ექიმი რეგულარულად გადახედავს თქვენს მკურნალობას, რათა დარწმუნდეს, რომ ის თქვენთვის შესაფერისია.

თუ მიიღეთ ასპენდოსის საჭიროზე მეტი დოზა

ზედმეტად ბევრი აბის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს გულისრევის შეგრძნება, მოუსვენრობა, დეზორიენტაცია, გონების არევა, აგზნებულობა (ნერვიულობა, მოუსვენრობა), შფოთვა ან ზედმეტი აღგზნება. ასევე შესაძლოა აღინიშნოს ძილის დარღვევა, დიარეა, ჰალუცინაციები (არარსებული მოვლენების ან საგნების აღქმა), გულმკერდის არეში ტკივილი, გულისცემის რიტმის ცვლილება ან არტერიული წნევის მომატება.

დაუყოვნებლივ მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას ან აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს. თან იქონიეთ ეს ჩანართი ფურცელი და დარჩენილი აბები.

თუ დაგავიწყდათ ასპენდოსის მიღება:

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით; მომდევნო დოზა მიიღეთ ჩვეულ დროს. თუ ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები გაგიჩნდებათ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

  • თუ გაქვთ ალერგია მოდაფინილზე ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა კომპონენტზე (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში).
  • თუ გაქვთ გულის არარეგულარული რითმი.
  • თუ გაქვთ არაკონტროლირებადი, საშუალო ან მძიმე ხარისხის მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია).

სიფრთხილის ზომები

ასპენდოსის მიღებამდე მიმართეთ ექიმს იმ შემთხვევაში, თუ:

  • გაქვთ გულის პრობლემები ან მაღალი არტერიული წნევა. ასპენდოსით მკურნალობის პერიოდში ექიმმა რეგულარულად უნდა შეამოწმოს ეს მაჩვენებლები.
  • ოდესმე გქონიათ დეპრესია, დაქვეითებული გუნება-განწყობა, შფოთვა, ფსიქოზი (რეალობასთან კავშირის დაკარგვა), მანია (ჭარბი აგზნება ან ჭარბი ბედნიერების განცდა) ან ბიპოლარული აშლილობა, რადგან ასპენდოსმა შესაძლოა გააუარესოს თქვენი მდგომარეობა.
  • გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის პრობლემები (რადგან დაგჭირდებათ პრეპარატის უფრო დაბალი დოზის მიღება).
  • წარსულში გქონიათ ალკოჰოლთან ან ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემები.

ბავშვები და მოზარდები

18 წლის ასაკამდე ბავშვებს წამლის მიღება ეკრძალებათ.

სხვა საკითხები, რომლებზეც შესაძლოა გაისაუბროთ ექიმთან ან ფარმაცევტთან

  • ზოგიერთ ინდივიდს ამ პრეპარატის მიღებისას აღენიშნებოდა სუიციდური ან აგრესიული აზრები ან ქცევა. დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ დეპრესიის ნიშნებს, აგრესიას ან მტრულ დამოკიდებულებას სხვების მიმართ, სუიციდურ აზრებს ან ქცევის სხვაგვარ ცვლილებებს (იხილეთ მე-4 ნაწილი). შეგიძლიათ სთხოვოთ ოჯახის წევრს ან ახლო მეგობარს, დაგეხმარონ დეპრესიის ნიშნების ან ქცევის სხვა ცვლილებების შემჩნევაში.
  • ამ პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლოა განვითარდეს მასზე დამოკიდებულება, თუ პრეპარატის ხანგრძლივად მიღება გესაჭიროებათ, ექიმი რეგულარულად შეამოწმებს, არის თუ არა ის კვლავ საუკეთესო არჩევანი თქვენთვის.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლახან მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა რაიმე მედიკამენტი.

ასპენდოსისა და ზოგიერთ სხვა მედიკამენტს შორის შესაძლოა განხორციელდეს ურთიერთქმედება, რის გამოც ექიმმა შეიძლება შეცვალოს თქვენ მიერ მისაღები დოზები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ ასპენდოსთან ერთად იღებთ ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტებს:

  • ჰორმონალური კონტრაცეპტივები (მათ შორის კონტრაცეპტული აბები, იმპლანტები, საშვილოსნოსშიდა საშუალებები (სპირალები) და პლასტირები). ასპენდოსით მკურნალობის პერიოდში და მკურნალობის დასრულებიდან ორი თვის განმავლობაში უნდა გამოიყენოთ ჩასახვის საწინააღმდეგო სხვა მეთოდები, რადგან ასპენდოსი ამცირებს მათ ეფექტიანობას.
  • ომეპრაზოლი (გამოიყენება მჟავა რეფლუქსის, მონელების დარღვევის ან წყლულის დროს).
  • აივ-ინფექციის სამკურნალო ანტივირუსული საშუალებები (პროტეაზას ინჰიბიტორები, მაგ. ინდინავირი ან რიტონავირი).
  • ციკლოსპორინი (გამოიყენება ორგანოს გადანერგვისას უარყოფითი რეაქციის თავიდან ასაცილებლად, ან ართრიტისა და ფსორიაზის სამკურნალოდ).
  • ეპილეფსიის სამკურნალო საშუალებები (მაგ. კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი ან ფენიტოინი).
  • დეპრესიის (მაგ. ამიტრიპტილინი, ციტალოპრამი ან ფლუოქსეტინი) ან შფოთვის (მაგ. დიაზეპამი) სამკურნალო საშუალებები.
  • სისხლის გამათხელებელი საშუალებები (მაგ. ვარფარინი). მკურნალობის პერიოდში ექიმი გააკონტროლებს თქვენი სისხლის შედედების მაჩვენებლებს.
  • კალციუმის არხების ბლოკატორები ან ბეტა-ბლოკატორები, რომლებიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის ან გულის დაავადებების დროს (მაგ. ამლოდიპინი, ვერაპამილი ან პროპრანოლოლი).
  • სტატინები ქოლესტერინის დონის შესამცირებლად (მაგ. ატორვასტატინი ან სიმვასტატინი).

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან კვებავთ ბავშვს ძუძუთი, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად, ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. არსებობს ვარაუდი, რომ ორსულობის პერიოდში მოდაფინილის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს თანდაყოლილი მანკები.

ესაუბრეთ ექიმს კონტრაცეფციის იმ მეთოდების შესახებ, რომლებიც თქვენთვის შესაფერისი იქნება ასპენდოსით მკურნალობის პერიოდში (და მისი შეწყვეტიდან ორი თვის განმავლობაში), ან თუ გაქვთ რაიმე სხვა შეკითხვა ან ჩივილი.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ასპენდოსმა შესაძლოა გამოიწვიოს მხედველობის დაბინდვა ან თავბრუსხვევა (აღენიშნება 10-დან 1-მდე პაციენტში).

თუ თქვენ აღგენიშნებათ აღნიშნული სიმპტომები, ან პრეპარატის მიღებისას თავს ძლიერ ძილიანად გრძნობთ,არ მართოთ ავტომობილი და არ იმუშაოთ მექანიზმებთან.

ასპენდოსი შეიცავს ლაქტოზას.

თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ გარკვეული შაქრების აუტანლობა,

ამ სამკურნალო საშუალების მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

ასპენდოსი შეიცავს ნატრიუმს.

ეს პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს თითო ტაბლეტში, ანუ პრაქტიკულად „ნატრიუმისგან თავისუფალია“.

გვერდითი მოვლენები

  • როგორ ინახება ასპენდოსი
  • შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

რა არის ასპენდოსი და რისთვის გამოიყენება იგი

ტაბლეტების აქტიური ნივთიერებაა მოდაფინილი.

მოდაფინილის მიღება შეუძლიათ ნარკოლეფსიით დაავადებულ ზრდასრულებს, რათა შეინარჩუნონ სიფხიზლე. ნარკოლეფსია არის მდგომარეობა, რომელიც იწვევს დღის განმავლობაში ძლიერ ძილიანობას და შეუსაბამო სიტუაციებში უეცრად ჩაძინებისკენ მიდრეკილებას (ძილის შეტევებს). მოდაფინილმა შესაძლოა შეამსუბუქოს ნარკოლეფსიის სიმპტომები და შეამციროს ძილის შეტევების ალბათობა, თუმცა არსებობს მდგომარეობის გაუმჯობესების სხვა გზებიც, რომელთა შესახებაც ექიმი გაგიწევთ რეკომენდაციას.

რა უნდა იცოდეთ ასპენდოსის მიღებამდე

შემადგენლობა

  • აქტიური ნივთიერებაა მოდაფინილი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 100 მგმოდაფინილს.
  • შემავსებლები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის კროსკარმელოზა (E468), ალუმინ-მაგნიუმის სილიკატი, პოვიდონი K 90 (E1201), ტალკი (E553b), მაგნიუმის სტეარატი (E572).

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

როგორ გამოიყურება ასპენდოსი და შეფუთვის შემადგენლობა

ასპენდოსი არის თეთრი ფერის, მრგვალი, ორმხრივად ამოზნექილი ტაბლეტი, რომლის დიამეტრი 9 მმ-ია.

ტაბლეტები დაფასოებულია PVC/AL ბლისტერებში; ხელმისაწვდომია 20, 30, 60 და 90 ტაბლეტიანი შეფუთვები.

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი:

Medochemie Ltd, 1- 10 Konstantinoupoleos Str., 3011-Limasso1, კვიპროსი

მწარმოებელი

Medochemie Ltd - Central Factory, 1-10 Konstantinoupoleos Str., 3011-Limassol, კვიპროსი

ეს სამკურნალწამლო საშუალება EEA-ს წევრ ქვეყნებში ავტორიზებულია შემდეგი სახელწოდებებით:

ბულგარეთი, კვიპროსი, ნიდერლანდები, რუმინეთი, სლოვაკეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა: ასპენდოსი

წინამდებარე საინფორმაციო ფურცელი გადაიხედა 2022 წლის 17 ოქტომბერს.

ბეჭედი /Medochemie LTD/

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

ასპენდოსი l00 მგ ტაბლეტები

მოდაფინილი

შეფუთვის ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისათვის

ამ მედიკამენტის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე ჩანართი ფურცელი, რადგან ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

  • შეინახეთ ეს ჩანართი ფურცელი. შესაძლოა, მისი ხელახლა წაკითხვა დაგჭირდეთ.
  • დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
  • ეს მედიკამენტი მხოლოდ თქვენთვისაა დანიშნული. არ გადასცეთ ის სხვებს. მან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათაც ისეთივე სიმპტომები აქვთ, როგორიც თქვენ.
  • ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ისეთ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის მითითებული ამ ჩანართი ფურცელში. იხილეთ მე-4 ნაწილი.

რა არის მოცემულ ჩანართი ფურცელში:

  • რა არის ასპენდოსი და რისთვის გამოიყენება
  • რა უნდა იცოდეთ ასპენდოსის მიღებამდე
  • როგორ მიიღება ასპენდოსი
  • შესაძლო გვერდითი მოვლენები
  • როგორ ინახება ასპენდოსი
  • შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

რა არის ასპენდოსი და რისთვის გამოიყენება იგი

ტაბლეტების აქტიური ნივთიერებაა მოდაფინილი.

მოდაფინილის მიღება შეუძლიათ ნარკოლეფსიით დაავადებულ ზრდასრულებს, რათა შეინარჩუნონ სიფხიზლე. ნარკოლეფსია არის მდგომარეობა, რომელიც იწვევს დღის განმავლობაში ძლიერ ძილიანობას და შეუსაბამო სიტუაციებში უეცრად ჩაძინებისკენ მიდრეკილებას (ძილის შეტევებს). მოდაფინილმა შესაძლოა შეამსუბუქოს ნარკოლეფსიის სიმპტომები და შეამციროს ძილის შეტევების ალბათობა, თუმცა არსებობს მდგომარეობის გაუმჯობესების სხვა გზებიც, რომელთა შესახებაც ექიმი გაგიწევთ რეკომენდაციას.

რა უნდა იცოდეთ ასპენდოსის მიღებამდე

არ მიიღოთ ასპენდოსი:

  • თუ გაქვთ ალერგია მოდაფინილზე ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა კომპონენტზე (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში).
  • თუ გაქვთ გულის არარეგულარული რითმი.
  • თუ გაქვთ არაკონტროლირებადი, საშუალო ან მძიმე ხარისხის მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია).

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

ასპენდოსის მიღებამდე მიმართეთ ექიმს იმ შემთხვევაში, თუ:

  • გაქვთ გულის პრობლემები ან მაღალი არტერიული წნევა. ასპენდოსით მკურნალობის პერიოდში ექიმმა რეგულარულად უნდა შეამოწმოს ეს მაჩვენებლები.
  • ოდესმე გქონიათ დეპრესია, დაქვეითებული გუნება-განწყობა, შფოთვა, ფსიქოზი (რეალობასთან კავშირის დაკარგვა), მანია (ჭარბი აგზნება ან ჭარბი ბედნიერების განცდა) ან ბიპოლარული აშლილობა, რადგან ასპენდოსმა შესაძლოა გააუარესოს თქვენი მდგომარეობა.
  • გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის პრობლემები (რადგან დაგჭირდებათ პრეპარატის უფრო დაბალი დოზის მიღება).
  • წარსულში გქონიათ ალკოჰოლთან ან ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემები.

ბავშვები და მოზარდები

18 წლის ასაკამდე ბავშვებს წამლის მიღება ეკრძალებათ.

სხვა საკითხები, რომლებზეც შესაძლოა გაისაუბროთ ექიმთან ან ფარმაცევტთან

  • ზოგიერთ ინდივიდს ამ პრეპარატის მიღებისას აღენიშნებოდა სუიციდური ან აგრესიული აზრები ან ქცევა. დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ დეპრესიის ნიშნებს, აგრესიას ან მტრულ დამოკიდებულებას სხვების მიმართ, სუიციდურ აზრებს ან ქცევის სხვაგვარ ცვლილებებს (იხილეთ მე-4 ნაწილი). შეგიძლიათ სთხოვოთ ოჯახის წევრს ან ახლო მეგობარს, დაგეხმარონ დეპრესიის ნიშნების ან ქცევის სხვა ცვლილებების შემჩნევაში.
  • ამ პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლოა განვითარდეს მასზე დამოკიდებულება, თუ პრეპარატის ხანგრძლივად მიღება გესაჭიროებათ, ექიმი რეგულარულად შეამოწმებს, არის თუ არა ის კვლავ საუკეთესო არჩევანი თქვენთვის.

სხვა წამლები და ასპენდოსი

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლახან მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა რაიმე მედიკამენტი.

ასპენდოსისა და ზოგიერთ სხვა მედიკამენტს შორის შესაძლოა განხორციელდეს ურთიერთქმედება, რის გამოც ექიმმა შეიძლება შეცვალოს თქვენ მიერ მისაღები დოზები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ ასპენდოსთან ერთად იღებთ ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტებს:

  • ჰორმონალური კონტრაცეპტივები (მათ შორის კონტრაცეპტული აბები, იმპლანტები, საშვილოსნოსშიდა საშუალებები (სპირალები) და პლასტირები). ასპენდოსით მკურნალობის პერიოდში და მკურნალობის დასრულებიდან ორი თვის განმავლობაში უნდა გამოიყენოთ ჩასახვის საწინააღმდეგო სხვა მეთოდები, რადგან ასპენდოსი ამცირებს მათ ეფექტიანობას.
  • ომეპრაზოლი (გამოიყენება მჟავა რეფლუქსის, მონელების დარღვევის ან წყლულის დროს).
  • აივ-ინფექციის სამკურნალო ანტივირუსული საშუალებები (პროტეაზას ინჰიბიტორები, მაგ. ინდინავირი ან რიტონავირი).
  • ციკლოსპორინი (გამოიყენება ორგანოს გადანერგვისას უარყოფითი რეაქციის თავიდან ასაცილებლად, ან ართრიტისა და ფსორიაზის სამკურნალოდ).
  • ეპილეფსიის სამკურნალო საშუალებები (მაგ. კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი ან ფენიტოინი).
  • დეპრესიის (მაგ. ამიტრიპტილინი, ციტალოპრამი ან ფლუოქსეტინი) ან შფოთვის (მაგ. დიაზეპამი) სამკურნალო საშუალებები.
  • სისხლის გამათხელებელი საშუალებები (მაგ. ვარფარინი). მკურნალობის პერიოდში ექიმი გააკონტროლებს თქვენი სისხლის შედედების მაჩვენებლებს.
  • კალციუმის არხების ბლოკატორები ან ბეტა-ბლოკატორები, რომლებიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის ან გულის დაავადებების დროს (მაგ. ამლოდიპინი, ვერაპამილი ან პროპრანოლოლი).
  • სტატინები ქოლესტერინის დონის შესამცირებლად (მაგ. ატორვასტატინი ან სიმვასტატინი).

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა

თუ ხართ ორსულად ან კვებავთ ბავშვს ძუძუთი, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად, ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. არსებობს ვარაუდი, რომ ორსულობის პერიოდში მოდაფინილის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს თანდაყოლილი მანკები.

ესაუბრეთ ექიმს კონტრაცეფციის იმ მეთოდების შესახებ, რომლებიც თქვენთვის შესაფერისი იქნება ასპენდოსით მკურნალობის პერიოდში (და მისი შეწყვეტიდან ორი თვის განმავლობაში), ან თუ გაქვთ რაიმე სხვა შეკითხვა ან ჩივილი.

ავტომობილისა და მექანიზმების მართვა

ასპენდოსმა შესაძლოა გამოიწვიოს მხედველობის დაბინდვა ან თავბრუსხვევა (აღენიშნება 10-დან 1-მდე პაციენტში).

თუ თქვენ აღგენიშნებათ აღნიშნული სიმპტომები, ან პრეპარატის მიღებისას თავს ძლიერ ძილიანად გრძნობთ,არ მართოთ ავტომობილი და არ იმუშაოთ მექანიზმებთან.

ასპენდოსი შეიცავს ლაქტოზას.

თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ გარკვეული შაქრების აუტანლობა,

ამ სამკურნალო საშუალების მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

ასპენდოსი შეიცავს ნატრიუმს.

ეს პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს თითო ტაბლეტში, ანუ პრაქტიკულად „ნატრიუმისგან თავისუფალია“.

როგორ უნდა მიიღოთ ასპენდოსი

ეს წამალი ყოველთვის ზუსტად ექიმის მითითების შესაბამისად მიიღეთ. თუ დარწმუნებული არ ხართ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, წყლის მიყოლებით.

რეკომენდებული დოზაა:

ზრდასრულები:

რეკომენდებული დოზაა 200 მგ დღეში. პრეპარატის მიღება შესაძლებელია დღეში ერთხელ (დილით) ან ორ მიღებად (100 მგ დილით და 100 მგ შუადღისას).

ზოგიერთ შემთხვევაში, ექიმმა შესაძლოა მიიღოს გადაწყვეტილება დღიური დოზის 400 მგ-მდე გაზრდის შესახებ.

ხანდაზმული პაციენტები (65 წელზე უფროსი ასაკის)

რეკომენდებული დოზაა 100 მგ დღეში. პრეპარატის მიღება შესაძლებელია დღეში ერთხელ (დილით) ან ორ მიღებად (50 მგ დილით და 50 მგ დღის განმავლობაში).

ექიმი დოზას გაზრდის (მაქსიმუმ 400 მგ-მდე დღეში) მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ აღგენიშნებათ ღვიძლის ან თირკმლის პრობლემები.

თირკმლისა და ღვიძლის მძიმე დაავადებების მქონე ზრდასრულები

რეკომენდებული დოზაა 100 მგ დღეში.

ექიმი რეგულარულად გადახედავს თქვენს მკურნალობას, რათა დარწმუნდეს, რომ ის თქვენთვის შესაფერისია.

თუ მიიღეთ ასპენდოსის საჭიროზე მეტი დოზა

ზედმეტად ბევრი აბის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს გულისრევის შეგრძნება, მოუსვენრობა, დეზორიენტაცია, გონების არევა, აგზნებულობა (ნერვიულობა, მოუსვენრობა), შფოთვა ან ზედმეტი აღგზნება. ასევე შესაძლოა აღინიშნოს ძილის დარღვევა, დიარეა, ჰალუცინაციები (არარსებული მოვლენების ან საგნების აღქმა), გულმკერდის არეში ტკივილი, გულისცემის რიტმის ცვლილება ან არტერიული წნევის მომატება.

დაუყოვნებლივ მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას ან აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს. თან იქონიეთ ეს ჩანართი ფურცელი და დარჩენილი აბები.

თუ დაგავიწყდათ ასპენდოსის მიღება:

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით; მომდევნო დოზა მიიღეთ ჩვეულ დროს. თუ ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები გაგიჩნდებათ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა მედიკამენტმა, შესაძლოა ამ პრეპარატმაც გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ:

  • უეცრად გაგიჭირდათ სუნთქვა, გესმით ხიხინი ან შეგიშუპდათ სახე, პირი ან ყელი.
  • შენიშნეთ გამონაყარი ან ქავილი (განსაკუთრებით, თუ ის მთელ სხეულზე ვრცელდება). მძიმე გამონაყარმა შეიძლება გამოიწვიოს ბუშტუკების გაჩენა ან კანის აქერცვლა, ასევე წყლულები პირის ღრუში, თვალებზე, ცხვირსა ან სასქესო ორგანოებზე. შესაძლოა ასევე აღგენიშნოთ მაღალი ტემპერატურა (ცხელება) და სისხლის ანალიზის არანორმალური მაჩვენებლები.
  • გრძნობთ რაიმე ცვლილებას თქვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და ზოგად მდგომარეობაში. სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს:

ხასიათის ცვალებადობა ან პათოლოგიური აზრები

  • აგრესია ან მტრული დამოკიდებულება,
  • მეხსიერების დაქვეითება ან გონების არევა,
  • უკიდურესი ბედნიერების განცდა,
  • ზედმეტი აღგზნებულობა ან ჰიპერაქტიურობა,
  • შფოთვა ან ნერვიულობა,
  • დეპრესია, სუიციდური აზრები ან ქცევა,
  • აგზნებულობა ან ფსიქოზი (რეალობასთან კავშირის დაკარგვა, რაც შეიძლება მოიცავდეს ბოდვებს ან არარსებული მოვლენების/ობიექტების აღქმას), განყენებულობის ან გრძნობების დაქვეითების შეგრძნება, ან პიროვნული აშლილობა.

სხვა გვერდითი მოვლენები მოიცავს შემდეგს:

ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს):

თავის ტკივილი

ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1-მდე ადამიანს):

  • თავბრუსხვევა.
  • ძილიანობა, ძლიერი დაღლილობა ან ძილის დარღვევა (უძილობა).
  • გულისცემის შეგრძნება (შესაძლოა იყოს ჩვეულებრივზე უფრო სწრაფი).
  • გულმკერდის არეში ტკივილი.
  • სახის აწითლება.
  • პირის სიმშრალე.
  • მადის დაკარგვა, გულისრევის შეგრძნება, ტკივილი მუცლის არეში, მონელების დარღვევა, დიარეა ან ყაბზობა.
  • სისუსტე.
  • ხელებისა და ფეხების დაბუჟება ან ჩხვლეტის შეგრძნება.
  • მხედველობის დაბინდვა.
  • ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების ცვლილება სისხლის ანალიზში (ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება).
  • გაღიზიანებადობა.

არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღენიშნოს 100-დან 1-მდე ადამიანს):

  • ზურგის, კისრისა და კუნთების ტკივილი, კუნთების სისუსტე, ფეხის კუნთების კრუნჩხვა, სახსრების ტკივილი, კუნთების თრთოლვა ან კანკალი.
  • თავბრუსხვევა (ბრუნვის შეგრძნება).
  • კუნთების შეუფერხებლად მოძრაობის გაძნელება ან მოძრაობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები, კუნთების დაჭიმულობა, კოორდინაციის დარღვევა.
  • თივის ცხელების სიმპტომები, მათ შორის ქავილი ან გამონადენი ცხვირიდან და ცრემლდენა თვალებიდან.
  • გაძლიერებული ხველა, ასთმა ან სუნთქვის უკმარისობა.
  • გამონაყარი კანზე, აკნე ან კანის ქავილი.
  • ოფლიანობა.
  • არტერიული წნევის ცვლილებები (მაღალი ან დაბალი), გულის მუშაობის დარღვევა (ეკგ-ს ცვლილებები), არარეგულარული ან უჩვეულოდ ნელი გულისცემა.
  • ყლაპვის გაძნელება, ენის შეშუპება ან პირის ღრუს წყლულები.
  • მეტეორიზმი (აირების დაგროვება), რეგურგიტაცია (კუჭის შიგთავსის ამოსვლა), მადის მომატება, წონის ცვლილება, წყურვილი ან გემოს შეგრძნების შეცვლა.
  • ღებინება.
  • შაკიკი.
  • მეტყველების პრობლემები.
  • შაქრიანი დიაბეტი სისხლში შაქრის დონის მომატებით.
  • სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონე.
  • ხელებისა და ფეხების შეშუპება.
  • ძილის დარღვევა ან უჩვეულო სიზმრები.
  • სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება.
  • ცხვირიდან სისხლდენა, ყელის ტკივილი ან ცხვირის ღრუს ანთება (სინუსიტი).
  • მხედველობის დარღვევა ან თვალების სიმშრალე.
  • შარდის შემადგენლობის ცვლილება ან გახშირებული შარდვა.
  • მენსტრუალური ციკლის დარღვევა.
  • სისხლის ანალიზის არანორმალური შედეგები, რომლებიც მიუთითებს ლეიკოციტების (სისხლის თეთრი უჯრედების) რაოდენობის ცვლილებაზე.
  • მოუსვენრობა და გაზრდილი მოძრაობითი აქტივობა.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ისეთ გვერდით ეფექტებსაც, რომლებიც არ არის მითითებული ამ ჩანართ ფურცელში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტების შესახებ პირდაპირ შემდეგ მისამართზე: Pharmaceutical Services, Ministry of Health, CY-1475 Nicosia, ტელ.: +357 22 608607, ფაქსი: +357 22 608669, ვებგვერდი: www.moh.gov.cy/phs. გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით თქვენ ხელს უწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი მონაცემების შეგროვებას.

როგორ უნდა იქნას შენახული ასპენდოსი

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და მათთვის დაფარულ ადგილას.

შეინახეთ 30°С-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი ფლაკონსა და ბლისტერზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა გულისხმობს თვის ბოლო დღეს.

არ გადაყაროთ მედიკამენტები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ მოიქცეთ იმ მედიკამენტების შემთხვევაში, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები გარემოს დაცვაში დაგეხმარებათ.

კოლოფის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ასპენდოსი:

  • აქტიური ნივთიერებაა მოდაფინილი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 100 მგმოდაფინილს.
  • შემავსებლები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის კროსკარმელოზა (E468), ალუმინ-მაგნიუმის სილიკატი, პოვიდონი K 90 (E1201), ტალკი (E553b), მაგნიუმის სტეარატი (E572).

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

როგორ გამოიყურება ასპენდოსი და შეფუთვის შემადგენლობა

ასპენდოსი არის თეთრი ფერის, მრგვალი, ორმხრივად ამოზნექილი ტაბლეტი, რომლის დიამეტრი 9 მმ-ია.

ტაბლეტები დაფასოებულია PVC/AL ბლისტერებში; ხელმისაწვდომია 20, 30, 60 და 90 ტაბლეტიანი შეფუთვები.

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი:

Medochemie Ltd, 1- 10 Konstantinoupoleos Str., 3011-Limasso1, კვიპროსი

მწარმოებელი

Medochemie Ltd - Central Factory, 1-10 Konstantinoupoleos Str., 3011-Limassol, კვიპროსი

ეს სამკურნალწამლო საშუალება EEA-ს წევრ ქვეყნებში ავტორიზებულია შემდეგი სახელწოდებებით:

ბულგარეთი, კვიპროსი, ნიდერლანდები, რუმინეთი, სლოვაკეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა: ასპენდოსი

წინამდებარე საინფორმაციო ფურცელი გადაიხედა 2022 წლის 17 ოქტომბერს.

ბეჭედი /Medochemie LTD/

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა