მოდიოგენი არის თეთრი, ორმხრივამობურცული, მოგრძო ფორმის ტაბლეტი ჭდით. თითოეული ყუთი შეიცავს 30 ჭდიან ტაბლეტს. მოდიოგენი ნაჩვენებია ნარკოლეფსიის გამო ძილის გადაჭარბებული მიდრეკილების სამკურნალოდ.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- მოდაფინილი (modafinil)
- ფორმა და შეფუთვა
- 200მგ ტაბლეტი №30
- მწარმოებელი
- GEN İLAÇ VE SAĞLIK ÜRÜNLERI SAN. ve TIC. A.Ș.,, თურქეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ფსიქოანალეფსური საშუალებები, ცენტრალური მოქმედების სიმპათომიმეტური საშუალებები
- ATC კოდი
- N06BA07
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-042806
- რეგისტრირებულია
- 20 თებერვალი 2025, მოქმედებს 20 თებერვალი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გენ ილაჩ ვე საღლიქ ურუნლერი სანაი ვე თიჯარეთის წარმომადგენლობა საქართველოში“
- GMP
- -
მოდიოგენი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
მოდიოგენი არის თეთრი, ორმხრივამობურცული, მოგრძო ფორმის ტაბლეტი ჭდით. თითოეული ყუთი შეიცავს 30 ჭდიან ტაბლეტს.
მოდიოგენი ნაჩვენებია ნარკოლეფსიის გამო ძილის გადაჭარბებული მიდრეკილების სამკურნალოდ.
მიღების წესი და დოზირება
გამოყენების ინსტრუქცია და დოზირება/შეყვანის სიხშირე:
თუ ექიმმა სხვაგვარად არ გირჩიათ, გამოიყენეთ მოდიოგენის ჭდიანი ტაბლეტი შემდეგნაირად:
მიღების გზა და მეთოდი: ნარკოლეფსიის დროს მიიღება 200 - 400 მგ. კლინიკური პასუხის მიხედვით, პრეპარატის მიღება შესაძლებელია დღეში ერთხელ, ან ორად გაყოფილი დოზის დილით და შუადღისას.
მიიღეთ ჭდიანი ტაბლეტები საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად.
მიჰყევით ამ მითითებებს, თუ ექიმმა სხვაგვარად არ გირჩიათ. არ დაგავიწყდეთ წამლის დროულად მიღება.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
გამოყენება პედიატრიაში:
მოდიოგენი არ უნდა იქნას გამოყენებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებში, რადგან მისი უსაფრთხოება ჯერ დადგენილი არ არის.
გამოყენება ხანდაზმულებში:
ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციიდან გამომდინარე, 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში მკურნალობა უნდა დაიწყოთ დაბალი დოზებით.
განსაკუთრებული პირობები გამოყენებისას:
თირკმლის უკმარისობა:
თირკმელების მძიმე ქრონიკული უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი ≤ 20 მლ/წთ) მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს მოდაფინილის ფარმაკოკინეტიკაზე, რომელიც გამოიყენება 200 მგ ერთჯერადი დოზით. თირკმლის ფუნქციის დაქვეითების მქონე პაციენტებში გამოყენება იწყება ყოველდღიური დაბალი დოზების მიღებით.
ღვიძლის უკმარისობა:
ღვიძლის მძიმე უკმარისობისას რეკომენდებულია 50%-ით შემცირებული დოზის მიღება.
ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში მიზანშეწონილია 100 მგ მოდაფინილის დღეში ერთხელ გამოყენება.
თუ შეამჩნევთ, რომ მოდიოგენის ეფექტი ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ თქვენ მიიღებთ იმაზე მეტ მოდიოგენს, ვიდრე საჭიროა
ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევების განვითრებისას, როგორიცაა უძილობა, მოუსვენრობა, დეზორიენტაცია, დაბნეულობა, აგზნება, ჰალუცინაცია, გულისრევა, საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ დარღვევის განვითარებისას, როგორიცაა დიარეა, კარდიოვასკულარული ( გულ-სისხლძარღვთა) სისტემის დარღვევებისას, როგორიცაა ტაქიკარდია (გულის აჩქარება), ბრადიკარდია (ნელი გულისცემა), ჰიპერტენზია, გულმკერდის არეში ტკივილი, შეიძლება საჭირო გახდეს რეგურგიტაცია ან კუჭის ამორეცხვა (კუჭის დაცლა).
თუ თქვენ მიიღებთ მოდიოგენის საჭიროზე მეტ რაოდენობას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ მოდიოგენის მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულ დროს.
ეფექტები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს მოდიოგენით მკურნალობის შეწყვეტისას
მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი
სიფრთხილის ზომები
ნუ მიიღებთ მოდიოგენს
თუ;
ხართ ალერგიული მოდაფინილის ან მოდიოგენის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ,
ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას,
ძუძუთი კვებავთ ბავშვს,
გაქვთ ჰიპერტენზია (მომატებული არტერიული წნევა),
გაქვთ გულის რითმის დარღვევა (არითმია).
სიფრთხილით გამოიყენეთ მოდიოგენი, თუ გაქვთ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე მდგომარეობა;
თუ;
მოდიოგენის გამოყენების შემდეგ აღინიშნა აზროვნების ან მოძრაობის უნარების ცვლილება,
გაქვთ გულმკერდის ტკივილი ან გქონდათ გულის შეტევა,
გაქვთ ძილის დარღვევა,
გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობა,
გამოიყენეთ სიფრთხილით
გთხოვთ, მიმართოთ ექიმს, თუ ეს ჩამონათვალი ვრცელდება თქვენზე, თუნდაც წარსულში, ნებისმიერ დროს.
მოდიოგენი საკვებთან და სასმელთან ერთად
მოდიოგენი ჭდიანი ტაბლეტი შეიძლება მიღებულ იქნას საკვებთან ერთად.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
სიფრთხილეა საჭირო მოდიოგენის ჭდიანი ტაბლეტის ერთდროული გამოყენებისას ეპილეფსიის სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტებთან (განსაკუთრებით ფენიტოინი), ჰორმონალურ კონტრაცეპტივებთან, დეპრესიის, შფოთვის სამკურნალო საშუალებებთან, საძილე პრეპარატებთან, სისხლის შედედების საწინააღმდეგო პრეპარატებთან (ვარფარინი), ციკლოსპორინითან (გამოიყენება ართრიტი-სახსრების ანთების ან ფსორიაზის დროს) ანტივირუსულ საშუალებებთან (პროტეაზას ინჰიბიტორი), მაღალი წნევის და გულის პრობლემების დროს გამოყენებულ მედიკამენტებთან (კალციუმის არხის ბლოკატორები), ქოლესტერინის დამწევ საშუალებებთან (სტატინები), MAO-ს ინჰიბიტორებთან, რომლებიც გამოიყენება აივ ინფექციების საწინააღმდეგოდ.
თუ ამჟამად იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით რაიმე რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტს, გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ამ პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს პრეპარატი არ გამოიყენება ორსულობის დროს.
თუ მკურნალობის დროს შეამჩნევთ, რომ დაორსულდით, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.
ძუძუთი კვება
ამ პრეპარატის გამოყენებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
არ გამოიყენოთ მოდიოგენი, თუ ძუძუთი კვებავთ.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
არ არის საკმარისი მონაცემები იმის შესახებ, ახდენს თუ არა მოდიოგენი რაიმე გავლენას ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე, თუმცა ზოგიერთ ადამიანში შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დაბინდვა და თავბრუსხვევა.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოდიოგენის ზოგიერთ დამხმარე ნივთიერების შესახებ
მოდიოგენი შეიცავს 130 მგ ლაქტოზას მონოჰიდრატს. თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს პაციენტებში, რომლებიც მგრძნობიარე არიან მოდიოგენის ინგრედიენტების მიმართ.
თუ თქვენ გაქვთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი შემთხვევა, შეწყვიტეთ მოდიოგენის მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:
გულმკერდის არეში ტკივილი,
მენტალური პრობლემები,
ალერგიული რეაქციები
ეს ყველაფერი ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია.
თუ თქვენ გაქვთ რომელიმე ჩამოთვლილი, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია მონდიოგენზე. შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.
ყველა ეს მძიმე გვერდითი მოვლენა ძალიან იშვიათია.
თუ თქვენ გაქვთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი შემთხვევა, დაუყოვნებლივ აცნობეთ გადაუდებელი დახმარების ცენტრს ან უახლოეს ჰოსპიტალს:
მძიმე შეტევა ან მძიმე ალერგიული რეაქცია,
დეპრესია, შფოთვა, ჰალუცინაციები, სუიციდური მიდრეკილება, აგრესია და სხვა ფსიქიკური (ფსიქიატრიული) პრობლემები,
გულის პრობლემები გულმკერდის ტკივილის ჩათვლით
ეს ყველაფერი ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია. შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება.
მძიმე გვერდითი მოვლენები ძალიან იშვიათია.
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ შენიშნავთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილთაგანს:
შფოთვა,
თავის ტკივილი,
გულისრევა,
მღელვარება,
უძილობა,
ზურგის ტკივილი,
მადის დაქვეითება,
დიარეა,
პირის სიმშრალე,
მშრალი კანი,
პირის ღრუს წყლულები (სტომატიტი),
გულძმარვა,
კანის სიწითლე
საჭმლის მონელების დარღვევა,
კუნთების დაჭიმულობა,
ცხვირის გაჭედვა და ცხვირიდან გამონადენი,
კანიზე ჩხვლეტის შეგრძნება, მგრძნობელობის მატება,
ტრემორი,
დაღლილობა ან უძილობა,
ღებინება
ესენია მოდიოგენის საშუალო სიმძიმის გვერდითი მოვლენები.
თუ შენიშნავთ სხვა სიმპტომებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ფარმაცევტს ან ექიმს.
გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება:
გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას, თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც აღნიშნულია ან არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში. ასევე, გთხოვთ, შეატყობინოთ ნებისმიერი გვერდითი მოვლენის შესახებ, რომელსაც შეხვდებით, „მედიკამენტის გვერდითი ეფექტების მოხსენება“ ღილაკზე დაჭერით, რომელიც განთავსებულია www.titck.gov.tr საიტზე, ან დარეკეთ გვერდითი ეფექტების მოხსენების ხაზზე 0 800 314 0 8 თურქეთის ფარმაკოვიგილანციის ცენტრში (TÜFAM). გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ იმ პრეპარატის შესახებ უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას, რომელსაც ღებულობთ.
შენახვის პირობები
შეინახეთ მოდიოგენი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, ორიგინალ შეფუთვაში,
ინახება ოთახის ტემპერატურაზე, 25°C-ზე დაბლა.
გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.
არ გამოიყენოთ მოდიოგენი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
თუ შეამჩნევთ რაიმე დეფექტს პროდუქტსა და/ან შეფუთვაში, არ გამოიყენოთ MODIOGEN.
არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! გადაეცით გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ საკოლექციო სისტემას.
მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი:
GEN İLAÇ VE SAĞLIK ÜRÜNLERİ SAN. VE TİC. A.Ş.,
Mustafa Kemal Mah., 2119. Sok, No:3, D:2-3,
06520, Çankaya/ანკარა/ თურქეთი
Tel: + 90 (312) 219 62 19
Fax: + 90 (312) 219 60 10
e-mail: [email protected]
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
მოდიოგენი 200 მგ ტაბლეტი ჭდით
პერორალური გამოყენებისთვის.
აქტიური ნივთიერება: თითოეული ჭდიანი ტაბლეტი შეიცავს 200 მგ მოდაფინილს.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი (ძროხის რძისგან მიღებული), პრეჟელატინიზირებული სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, პოვიდონი, კროსპოვიდონი და მაგნიუმის სტეარატი.
ამ მედიკამენტის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ მთელი ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
- შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- ეს მედიკამენტი დაგენიშნათ თქვენ. არ გადასცეთ ის სხვა პირებს.
- ამ მედიკამენტის გამოყენების პერიოდში ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტისას, აცნობეთ ექიმს მისი გამოყენების შესახებ.
- დაიცავით ინსტრუქცია. ნუ გამოიყენებთ თქვენთვის დანიშნულ დოზაზე მაღალ ან დაბალ დოზას.
ამ ინსტრუქციაში:
- რა არის მოდიოგენი და რისთვის გამოიყენება? 2. რა უნდა იცოდეთ მოდიოგენის მიღებამდე ? 3. როგორ მიიღება მოდიოგენი? 4. შესაძლო გვერდითი ეფექტები 5. მოდიოგენის შენახმის წესი
სათაურები მოცემულია.
- რა არის მოდიოგენი და რისთვის გამოიყენება?
მოდიოგენი არის თეთრი, ორმხრივამობურცული, მოგრძო ფორმის ტაბლეტი ჭდით. თითოეული ყუთი შეიცავს 30 ჭდიან ტაბლეტს.
მოდიოგენი ნაჩვენებია ნარკოლეფსიის გამო ძილის გადაჭარბებული მიდრეკილების სამკურნალოდ.
- რა უნდა იცოდეთ მოდიოგენის მიღებამდე?
ნუ მიიღებთ მოდიოგენს
თუ;
ხართ ალერგიული მოდაფინილის ან მოდიოგენის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ,
ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას,
ძუძუთი კვებავთ ბავშვს,
გაქვთ ჰიპერტენზია (მომატებული არტერიული წნევა),
გაქვთ გულის რითმის დარღვევა (არითმია).
სიფრთხილით გამოიყენეთ მოდიოგენი, თუ გაქვთ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე მდგომარეობა;
თუ;
მოდიოგენის გამოყენების შემდეგ აღინიშნა აზროვნების ან მოძრაობის უნარების ცვლილება,
გაქვთ გულმკერდის ტკივილი ან გქონდათ გულის შეტევა,
გაქვთ ძილის დარღვევა,
გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობა,
გამოიყენეთ სიფრთხილით
გთხოვთ, მიმართოთ ექიმს, თუ ეს ჩამონათვალი ვრცელდება თქვენზე, თუნდაც წარსულში, ნებისმიერ დროს.
მოდიოგენი საკვებთან და სასმელთან ერთად
მოდიოგენი ჭდიანი ტაბლეტი შეიძლება მიღებულ იქნას საკვებთან ერთად.
ორსულობა
ამ პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს პრეპარატი არ გამოიყენება ორსულობის დროს.
თუ მკურნალობის დროს შეამჩნევთ, რომ დაორსულდით, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.
ძუძუთი კვება
ამ პრეპარატის გამოყენებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
არ გამოიყენოთ მოდიოგენი, თუ ძუძუთი კვებავთ.
ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება
არ არის საკმარისი მონაცემები იმის შესახებ, ახდენს თუ არა მოდიოგენი რაიმე გავლენას ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე, თუმცა ზოგიერთ ადამიანში შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დაბინდვა და თავბრუსხვევა.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოდიოგენის ზოგიერთ დამხმარე ნივთიერების შესახებ
მოდიოგენი შეიცავს 130 მგ ლაქტოზას მონოჰიდრატს. თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
სხვა პრეპარატები და მოდიოგენი
სიფრთხილეა საჭირო მოდიოგენის ჭდიანი ტაბლეტის ერთდროული გამოყენებისას ეპილეფსიის სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტებთან (განსაკუთრებით ფენიტოინი), ჰორმონალურ კონტრაცეპტივებთან, დეპრესიის, შფოთვის სამკურნალო საშუალებებთან, საძილე პრეპარატებთან, სისხლის შედედების საწინააღმდეგო პრეპარატებთან (ვარფარინი), ციკლოსპორინითან (გამოიყენება ართრიტი-სახსრების ანთების ან ფსორიაზის დროს) ანტივირუსულ საშუალებებთან (პროტეაზას ინჰიბიტორი), მაღალი წნევის და გულის პრობლემების დროს გამოყენებულ მედიკამენტებთან (კალციუმის არხის ბლოკატორები), ქოლესტერინის დამწევ საშუალებებთან (სტატინები), MAO-ს ინჰიბიტორებთან, რომლებიც გამოიყენება აივ ინფექციების საწინააღმდეგოდ.
თუ ამჟამად იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით რაიმე რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტს, გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- როგორ მიიღება მოდიოგენი?
გამოყენების ინსტრუქცია და დოზირება/შეყვანის სიხშირე:
თუ ექიმმა სხვაგვარად არ გირჩიათ, გამოიყენეთ მოდიოგენის ჭდიანი ტაბლეტი შემდეგნაირად:
მიღების გზა და მეთოდი: ნარკოლეფსიის დროს მიიღება 200 - 400 მგ. კლინიკური პასუხის მიხედვით, პრეპარატის მიღება შესაძლებელია დღეში ერთხელ, ან ორად გაყოფილი დოზის დილით და შუადღისას.
მიიღეთ ჭდიანი ტაბლეტები საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად.
მიჰყევით ამ მითითებებს, თუ ექიმმა სხვაგვარად არ გირჩიათ. არ დაგავიწყდეთ წამლის დროულად მიღება.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
გამოყენება პედიატრიაში:
მოდიოგენი არ უნდა იქნას გამოყენებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებში, რადგან მისი უსაფრთხოება ჯერ დადგენილი არ არის.
გამოყენება ხანდაზმულებში:
ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციიდან გამომდინარე, 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში მკურნალობა უნდა დაიწყოთ დაბალი დოზებით.
განსაკუთრებული პირობები გამოყენებისას:
თირკმლის უკმარისობა:
თირკმელების მძიმე ქრონიკული უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი ≤ 20 მლ/წთ) მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს მოდაფინილის ფარმაკოკინეტიკაზე, რომელიც გამოიყენება 200 მგ ერთჯერადი დოზით. თირკმლის ფუნქციის დაქვეითების მქონე პაციენტებში გამოყენება იწყება ყოველდღიური დაბალი დოზების მიღებით.
ღვიძლის უკმარისობა:
ღვიძლის მძიმე უკმარისობისას რეკომენდებულია 50%-ით შემცირებული დოზის მიღება.
ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში მიზანშეწონილია 100 მგ მოდაფინილის დღეში ერთხელ გამოყენება.
თუ შეამჩნევთ, რომ მოდიოგენის ეფექტი ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ თქვენ მიიღებთ იმაზე მეტ მოდიოგენს, ვიდრე საჭიროა
ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევების განვითრებისას, როგორიცაა უძილობა, მოუსვენრობა, დეზორიენტაცია, დაბნეულობა, აგზნება, ჰალუცინაცია, გულისრევა, საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ დარღვევის განვითარებისას, როგორიცაა დიარეა, კარდიოვასკულარული ( გულ-სისხლძარღვთა) სისტემის დარღვევებისას, როგორიცაა ტაქიკარდია (გულის აჩქარება), ბრადიკარდია (ნელი გულისცემა), ჰიპერტენზია, გულმკერდის არეში ტკივილი, შეიძლება საჭირო გახდეს რეგურგიტაცია ან კუჭის ამორეცხვა (კუჭის დაცლა).
თუ თქვენ მიიღებთ მოდიოგენის საჭიროზე მეტ რაოდენობას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ მოდიოგენის მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულ დროს.
ეფექტები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს მოდიოგენით მკურნალობის შეწყვეტისას
მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს პაციენტებში, რომლებიც მგრძნობიარე არიან მოდიოგენის ინგრედიენტების მიმართ.
თუ თქვენ გაქვთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი შემთხვევა, შეწყვიტეთ მოდიოგენის მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:
გულმკერდის არეში ტკივილი,
მენტალური პრობლემები,
ალერგიული რეაქციები
ეს ყველაფერი ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია.
თუ თქვენ გაქვთ რომელიმე ჩამოთვლილი, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია მონდიოგენზე. შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.
ყველა ეს მძიმე გვერდითი მოვლენა ძალიან იშვიათია.
თუ თქვენ გაქვთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი შემთხვევა, დაუყოვნებლივ აცნობეთ გადაუდებელი დახმარების ცენტრს ან უახლოეს ჰოსპიტალს:
მძიმე შეტევა ან მძიმე ალერგიული რეაქცია,
დეპრესია, შფოთვა, ჰალუცინაციები, სუიციდური მიდრეკილება, აგრესია და სხვა ფსიქიკური (ფსიქიატრიული) პრობლემები,
გულის პრობლემები გულმკერდის ტკივილის ჩათვლით
ეს ყველაფერი ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია. შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება.
მძიმე გვერდითი მოვლენები ძალიან იშვიათია.
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ შენიშნავთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილთაგანს:
შფოთვა,
თავის ტკივილი,
გულისრევა,
მღელვარება,
უძილობა,
ზურგის ტკივილი,
მადის დაქვეითება,
დიარეა,
პირის სიმშრალე,
მშრალი კანი,
პირის ღრუს წყლულები (სტომატიტი),
გულძმარვა,
კანის სიწითლე
საჭმლის მონელების დარღვევა,
კუნთების დაჭიმულობა,
ცხვირის გაჭედვა და ცხვირიდან გამონადენი,
კანიზე ჩხვლეტის შეგრძნება, მგრძნობელობის მატება,
ტრემორი,
დაღლილობა ან უძილობა,
ღებინება
ესენია მოდიოგენის საშუალო სიმძიმის გვერდითი მოვლენები.
თუ შენიშნავთ სხვა სიმპტომებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ფარმაცევტს ან ექიმს.
გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება:
გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას, თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც აღნიშნულია ან არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში. ასევე, გთხოვთ, შეატყობინოთ ნებისმიერი გვერდითი მოვლენის შესახებ, რომელსაც შეხვდებით, „მედიკამენტის გვერდითი ეფექტების მოხსენება“ ღილაკზე დაჭერით, რომელიც განთავსებულია www.titck.gov.tr საიტზე, ან დარეკეთ გვერდითი ეფექტების მოხსენების ხაზზე 0 800 314 0 8 თურქეთის ფარმაკოვიგილანციის ცენტრში (TÜFAM). გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ იმ პრეპარატის შესახებ უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას, რომელსაც ღებულობთ.
- მოდიოგენის შენახვის წესი
შეინახეთ მოდიოგენი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, ორიგინალ შეფუთვაში,
ინახება ოთახის ტემპერატურაზე, 25°C-ზე დაბლა.
გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.
არ გამოიყენოთ მოდიოგენი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
თუ შეამჩნევთ რაიმე დეფექტს პროდუქტსა და/ან შეფუთვაში, არ გამოიყენოთ MODIOGEN.
არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! გადაეცით გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ საკოლექციო სისტემას.
მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი:
GEN İLAÇ VE SAĞLIK ÜRÜNLERİ SAN. VE TİC. A.Ş.,
Mustafa Kemal Mah., 2119. Sok, No:3, D:2-3,
06520, Çankaya/ანკარა/ თურქეთი
Tel: + 90 (312) 219 62 19
Fax: + 90 (312) 219 60 10
e-mail: [email protected]
მწარმოებელი კომპანია:
GEN İLAÇ VE SAĞLIK ÜRÜNLERİ SAN. ve TİC. A.Ş.,
ASO 2. ve 3. OSB Alcı OSB Mah. 2013. Cad. No.24
Sincan/ანკარა
ეს ინსტრუქცია დამტკიცებულია 07/12/2018.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.



