არდეაელიტოსოლი ნატრიუმქლორიდი 3%
Ardeaelytosol natriumchlorid 3%
- მოქმედი ნივთიერება
- _ (Sodium chloride)
- ფორმა და შეფუთვა
- 3% 200მლ ი.ვ. საინფუზიო ხსნარი ბოთლი №1 (პირველადი შეფუთვით)
- მწარმოებელი
- ARDEAPHARMA, a.s., ჩეხეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- სისხლის შემცვლელები და საპერფუზიო ხსნარები, ელექტროლიტური ხსნარები
- ATC კოდი
- B05XA03
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-046243
- რეგისტრირებულია
- 7 სექტემბერი 2026, მოქმედებს 30 ივლისი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „ნიუფარმ ჯორჯია“
არდეაელიტოსოლი ნატრიუმქლორიდი 3% — ინსტრუქცია ქართულად
მიღების წესი და დოზირება
დოზა უნდა განისაზღვროს შრატში ელექტროლიტების არსებული კონცენტრაციის, მჟავა-ტუტოვანი ბალანსის, პაციენტის კლინიკური მდგომარეობის და მკურნალობაზე მათი წინა რეაქციის მიხედვით.
ჰიპონატრიემიის მკურნალობა: Na+ შესავსებად: (140 - არსებული Na+) x 0.2კგ = მმოლი Na+ (1 მმოლი Na+ შეესაბამება დაახლოებით 2 მლ ნატრიუმის ქლორიდის 3%-იან ხსნარს).
ზომიერად მძიმე ან მძიმე სიმპტომებით მიმდინარე მწვავე ჰიპონატრიემიის მკურნალობა:
150 მლ ნატრიუმის ქლორიდის 3%-იანი ხსნარის დაუყოვნებლივ შეყვანა 20 წუთის განმავლობაში, შრატში Na+-ის დონის კონტროლით. შემდგომი მკურნალობა უნდა განხორციელდეს პროდუქტის ზოგადი დახასიათების 4.2 პუნქტის შესაბამისად.
ზომიერად მძიმე ან მძიმე სიმპტომების გარეშე მიმდინარე მწვავე ჰიპონატრიემიის მკურნალობა: თუ შრატში Na+-ის დონის მკვეთრი დაქვეითება აღემატება 10 მმოლი/ლ, უნდა გაკეთდეს 150 მლ ნატრიუმის ქლორიდის 3%-იანი ხსნარის ინფუზია 20 წუთის განმავლობაში.
მეტაბოლური ალკალოზის მკურნალობა: დოზა გაანგარიშდება ფუძის სიჭარბის მიხედვით: ფუძის სიჭარბე x 0.3 x სხეულის წონა (კგ) = მმოლი Cl- ტუტის კორექციის შემთხვევაში.
ჰიპოქლორემიის მკურნალობა: ქლორიდის ჩანაცვლება (მმოლი/ლ) = 0.2 x სხეულის წონა (კგ) x (მოსალოდნელი Cl- - გაზომილი Cl-).
პედიატრიული პოპულაცია
ნატრიუმის ქლორიდის ჰიპერტონული ხსნარი გამოიყენება მხოლოდ სიმპტომური ჰიპონატრიემიის მქონე ბავშვების სამკურნალოდ, მოზრდილებში გამოყენებულის ანალოგიური მიდგომის გამოყენებით.
სხეულის წონის კგ-ზე ნატრიუმის ქლორიდის 6 მმოლი დოზა ჩვეულებრივ ზრდის შრატში ნატრიუმის დონეს დაახლოებით 10 მმოლი/ლ-ით.
შრატში ნატრიუმის კონცენტრაციის საწყისი სწრაფი თერაპიული მომატება მიზნათ უნდა ისახავდეს მხოლოდ 125 მმოლი/ლ-ის მიღწევას, შრატში ნატრიუმის დონე არ უნდა გაიზარდოს დღეში 10 მმოლი/ლ-ზე მეტით.
ინფუზიის სიჩქარე დაახლოებით 2 მმოლი/კგ/სთ-ს შეადგენს. ინფუზიის მაქსიმალური სიჩქარე დამოკიდებულია პაციენტის კლინიკურ მდგომარეობაზე.
შეყვანის მეთოდი
ინტრავენური გამოყენება.
არათავსებადობა
პრეპარატი თავსებადია უმრავლეს ზოგადად გამოსაყენებელ სამკურნალო საშუალებასთან.
ფიზიკურ-ქიმიური შეუთავსებლობა ცნობილი არ არის, გარდა იმ ხსნარებისა, რომლებიც შეიცავს დამჟანგავ ნივთიერებებს და ხსნარებს სხვადასხვა pH მნიშვნელობებით.
მითითება სამედიცინო პროდუქტის მოხმარებასთან დაკავშირებით
მკურნალობის პერიოდში შეიძლება ნატრიუმის ქლორიდის 3% ხსნარის გამოყენება გაზავების გარეშე ან ხსნარის გაზავება შეიძლება გადამტან ხსნარში (მაგალითად, ფიზიოლოგიურ ხსნარში ან გლუკოზის 5%-იან ხსნარში).
პარენტერალური სამედიცინო პროდუქტები შეყვანამდე უნდა შემოწმდეს ვიზუალურად. თუ შეიმჩნევა მყარი ნაწილაკები ან კონტეინერი დაზიანებულია, სამედიცინო პროდუქტი არ უნდა გამოიყენოთ.
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის.
სიფრთხილის ზომები
ნატრიუმის ქლორიდის ჰიპერტონული ხსნარი სიფრთხილის განსაკუთრებული ზომების დაცვით შეიყვანება სისხლში კალიუმის დაბალი დონის მქონე პაციენტებში და ისეთი მდგომარეობების დროს, როდესაც საჭიროა ნატრიუმის შეყვანის შეზღუდვა, (როგორიცაა გულის უკმარისობა, გენერალიზებული შეშუპება, ფილტვის შეშუპება, ჰიპერტენზია, კორტიკოსტეროიდული თერაპია ან სისხლში მჟავური ნივთიერებების მომატებული დონე).
მკურნალობის პერიოდში საჭიროა სითხის მიღებისა და გამოყოფის, მჟავა-ტუტოვანი ბალანსის და ორგანიზმის სხვა რუტინული ლაბორატორიული პარამეტრების მონიტორინგი.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ, ახლახანს იღებდით ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი.
კორტიკოსტეროიდებით მკურნალობამ შეიძლება გაზარდოს ორგანიზმში ნატრიუმისა და ქლორიდის შეკავება. ლითიუმით მკურნალობის დროს ნატრიუმისა და ლითიუმის თირკმლისმიერი ექსკრეცია შეიძლება გაიზარდოს.
საკვები და სასმელები
არდეაელიტოსოლი ნატრიუმქლორიდის გამოყენება შეიძლება საკვებთან და სასმელებთან ერთად ან მათ გარეშე.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ თქვენი სამედიცინო მდგომარეობა მოითხოვს, ორსულობა და ძუძუთი კვება არ წარმოადგენს ამ პრეპარატის გამოყენების უკუჩვენებას. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო მაღალი არტერიული წნევით გამოწვეული, ორსულობასთან დაკავშირებული გართულებების ნიშნებისა და სიმპტომების არსებობისას.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
ამ პრეპარატის შეყვანა ხდება მხოლოდ ჯანდაცვის დაწესებულებაში (მაგალითად, საავადმყოფოში). ამიტომ, სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე მისი ზემოქმედება არ განიხილება.
- როგორ გამოიყენება არდეაელიტოსოლი ნატრიუმქლორიდი
არდეაელიტოსოლი ნატრიუმის ქლორიდი შეიყვანება ინფუზიის სახით. ხსნარი შეიყვანება ცალკე ან გადამტან ხსნარში (მაგალითად, ნატრიუმის ქლორიდის 0.9%-იანი ან გლუკოზის 5%-იანი ხსნარი) გაზავების შემდეგ, პერიფერიულ ვენაში ნელი ინტრავენური ინფუზიის ან სწრაფი წყვეტილი ინტრავენური ბოლუსის სახით. ინფუზია კეთდება ექიმის ან ექთნის მიერ.
თქვენი ექიმი დაგინიშნავთ თქვენთვის საჭირო ხსნარის დოზას და შეყვანის სიხშირეს. ეს დამოკიდებული იქნება თქვენს ასაკზე, წონაზე, სამედიცინო მდგომარეობაზე და მკურნალობის დანიშნულებაზე.
თუ თქვენთვის შეყვანილი იქნა არდეაელიტოსოლი ნატრიუმის ქლორიდის საჭიროზე მეტი დოზა
მოცემული პრეპარატი შეიყვანება ჯანდაცვის დაწესებულებაში (მაგალითად, საავადმყოფოში) ჯანდაცვის სპეციალისტის მეთვალყურეობით, ამიტომ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მიიღოთ სამედიცინო პროდუქტის ჭარბი დოზა ან გამოტოვოთ დოზა. თუმცა, დოზის გადაჭარბების შემთხვევაში უნდა ჩაგიტარდეთ მკურნალობა თქვენი კლინიკური მდგომარეობის შესაბამისად.
ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენები
- როგორ ინახება არდეაელიტოსოლი ნატრიუმქლორიდი
- შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
- რას წარმოადგენს არდეაელიტოსოლი ნატრიუმქლორიდი და რისთვის გამოიყენება
არდეაელიტოსოლი ნატრიუმის ქლორიდი არის საინფუზიო ხსნარი, რომელიც გამოიყენება სითხის დანაკარგით მიმდინარე ნატრიუმის დანაკარგის სამკურნალოდ. ასევე, გამოიყენება ორგანიზმში ტუტე ნივთიერებების მომატებული დონის და ქლორიდის დაქვეითებული დონის მქონე პაციენტებში.
- რა უნდა იცოდეთ მანამ, სანამ მიიღებთ არდეაელიტოსოლი ნატრიუმქლორიდს
არდეაელიტოსოლი ნატრიუმქლორიდი არ უნდა მიიღოთ:
თუ გაქვთ სისხლში ნატრიუმის მაღალი დონე
თუ გაქვთ სისხლში ქლორიდის მაღალი დონე
თუ გაქვთ სისხლში მჟავური ნივთიერებების მაღალი დონე
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება არის ნატრიუმის ქლორიდი.
სხვა ინგრედიენტია საინექციო წყალი.
1000 მლ საინფუზიო ხსნარი შეიცავს 30.0 გ ნატრიუმის ქლორიდს.
არდეაელიტოსოლი ნატრიუმქლორიდის აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
არდეაელიტოსოლი ნატრიუმქლორიდი არის გამჭვირვალე, უფერო ხსნარი.
სამედიცინო პროდუქტი გამოდის მინის საინფუზიო ბოთლებში, რომლებიც დახურულია რეზინის საცობებით და ალუმინის ხუფებით. შეფუთვის ზომები: 1x100 მლ, 1x200 მლ, 20x100 მლ და 10x200 მლ.
შეიძლება, ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
ARDEAPHARMA, a.s., ტრებონსკა 229, შევეტინი, ჩეხეთის რესპუბლიკა.
ამ ჩანართის ბოლო რედაქტირების თარიღი: 2025 წლის 22 ივლისი
right3111500
ქვემოთ წარმოდგენილი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის
შენახვის პირობები
გახსნის ან გაზავების შემდეგ:
გახსნის შემდეგ ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა ნაჩვენებია 48 საათის განმავლობაში 25˚C-ზე.
გლუკოზის 5%-იან ხსნარში გაზავების შემდეგ ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა ნაჩვენებია 24 საათის განმავლობაში 25˚C-ზე და მაცივარში შენახვისას 2˚C-8˚C-ზე.
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით სამედიცინო პროდუქტი უნდა იქნას გამოყენებული დაუყოვნებლივ. თუ არ იქნება დაუყოვნებლივ გამოყენებული, შენახვის დროსა და პირობებზე პასუხისმგებელია მომხმარებელი და, როგორც წესი, არ უნდა იყოს 24 საათზე მეტი 2˚C-8˚C-ზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გახსნას/გაზავებას ადგილი აქვს კონტროლირებულ და დამტკიცებულ ასეპტიკურ პირობებში.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
sukls187013/2022
შეფუთვის ჩანართი: ინფორმაცია პაციენტისათვის
არდეაელიტოსოლი ნატრიუმქლორიდი 3% საინფუზიო ხსნარი
ნატრიუმის ქლორიდი
ამ პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ სრული ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს ჩანართი. შეიძლება, კვლავ დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
რომელიმე გვერდითი მოქმედების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ან ჩანართში. იხ. პარაგრაფი 4.
ჩანართის შინაარსი:
- რას წარმოადგენს არდეაელიტოსოლი ნატრიუმქლორიდი და რისთვის გამოიყენება
- რა უნდა იცოდეთ მანამ, სანამ მიიღებთ არდეაელიტოსოლი ნატრიუმქლორიდს
- როგორ გამოიყენება არდეაელიტოსოლი ნატრიუმქლორიდი
- შესაძლო გვერდითი მოქმედება
- როგორ ინახება არდეაელიტოსოლი ნატრიუმქლორიდი
- შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
- რას წარმოადგენს არდეაელიტოსოლი ნატრიუმქლორიდი და რისთვის გამოიყენება
არდეაელიტოსოლი ნატრიუმის ქლორიდი არის საინფუზიო ხსნარი, რომელიც გამოიყენება სითხის დანაკარგით მიმდინარე ნატრიუმის დანაკარგის სამკურნალოდ. ასევე, გამოიყენება ორგანიზმში ტუტე ნივთიერებების მომატებული დონის და ქლორიდის დაქვეითებული დონის მქონე პაციენტებში.
- რა უნდა იცოდეთ მანამ, სანამ მიიღებთ არდეაელიტოსოლი ნატრიუმქლორიდს
არდეაელიტოსოლი ნატრიუმქლორიდი არ უნდა მიიღოთ:
თუ გაქვთ სისხლში ნატრიუმის მაღალი დონე
თუ გაქვთ სისხლში ქლორიდის მაღალი დონე
თუ გაქვთ სისხლში მჟავური ნივთიერებების მაღალი დონე
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
ნატრიუმის ქლორიდის ჰიპერტონული ხსნარი სიფრთხილის განსაკუთრებული ზომების დაცვით შეიყვანება სისხლში კალიუმის დაბალი დონის მქონე პაციენტებში და ისეთი მდგომარეობების დროს, როდესაც საჭიროა ნატრიუმის შეყვანის შეზღუდვა, (როგორიცაა გულის უკმარისობა, გენერალიზებული შეშუპება, ფილტვის შეშუპება, ჰიპერტენზია, კორტიკოსტეროიდული თერაპია ან სისხლში მჟავური ნივთიერებების მომატებული დონე).
მკურნალობის პერიოდში საჭიროა სითხის მიღებისა და გამოყოფის, მჟავა-ტუტოვანი ბალანსის და ორგანიზმის სხვა რუტინული ლაბორატორიული პარამეტრების მონიტორინგი.
სხვა პრეპარატები და არდეაელიტოსოლი ნატრიუმქლორიდი
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ, ახლახანს იღებდით ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი.
კორტიკოსტეროიდებით მკურნალობამ შეიძლება გაზარდოს ორგანიზმში ნატრიუმისა და ქლორიდის შეკავება. ლითიუმით მკურნალობის დროს ნატრიუმისა და ლითიუმის თირკმლისმიერი ექსკრეცია შეიძლება გაიზარდოს.
საკვები და სასმელები
არდეაელიტოსოლი ნატრიუმქლორიდის გამოყენება შეიძლება საკვებთან და სასმელებთან ერთად ან მათ გარეშე.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა
თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ თქვენი სამედიცინო მდგომარეობა მოითხოვს, ორსულობა და ძუძუთი კვება არ წარმოადგენს ამ პრეპარატის გამოყენების უკუჩვენებას. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო მაღალი არტერიული წნევით გამოწვეული, ორსულობასთან დაკავშირებული გართულებების ნიშნებისა და სიმპტომების არსებობისას.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
ამ პრეპარატის შეყვანა ხდება მხოლოდ ჯანდაცვის დაწესებულებაში (მაგალითად, საავადმყოფოში). ამიტომ, სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე მისი ზემოქმედება არ განიხილება.
- როგორ გამოიყენება არდეაელიტოსოლი ნატრიუმქლორიდი
არდეაელიტოსოლი ნატრიუმის ქლორიდი შეიყვანება ინფუზიის სახით. ხსნარი შეიყვანება ცალკე ან გადამტან ხსნარში (მაგალითად, ნატრიუმის ქლორიდის 0.9%-იანი ან გლუკოზის 5%-იანი ხსნარი) გაზავების შემდეგ, პერიფერიულ ვენაში ნელი ინტრავენური ინფუზიის ან სწრაფი წყვეტილი ინტრავენური ბოლუსის სახით. ინფუზია კეთდება ექიმის ან ექთნის მიერ.
თქვენი ექიმი დაგინიშნავთ თქვენთვის საჭირო ხსნარის დოზას და შეყვანის სიხშირეს. ეს დამოკიდებული იქნება თქვენს ასაკზე, წონაზე, სამედიცინო მდგომარეობაზე და მკურნალობის დანიშნულებაზე.
თუ თქვენთვის შეყვანილი იქნა არდეაელიტოსოლი ნატრიუმის ქლორიდის საჭიროზე მეტი დოზა
მოცემული პრეპარატი შეიყვანება ჯანდაცვის დაწესებულებაში (მაგალითად, საავადმყოფოში) ჯანდაცვის სპეციალისტის მეთვალყურეობით, ამიტომ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მიიღოთ სამედიცინო პროდუქტის ჭარბი დოზა ან გამოტოვოთ დოზა. თუმცა, დოზის გადაჭარბების შემთხვევაში უნდა ჩაგიტარდეთ მკურნალობა თქვენი კლინიკური მდგომარეობის შესაბამისად.
ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი მოქმედება
როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.
იშვიათი გვერდითი მოქმედება (შეიძლება აღენიშნოს 1000-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 10000-დან 1-ზე მეტ ადამიანს) მოიცავს:
ორგანიზმის მდგომარეობის დარღვევებს,
შეშუპებას,
სისხლში ნატრიუმის და ქლორიდის მომატებულ დონეს,
გულის უკმარისობას,
დარღვევებს თირკმელების და საშარდე გზების მხრივ, რაც გამოწვეულია ჰიპერვოლემიით.
შეტყობინება გვერდითი მოქმედების შესახებ
რომელიმე გვერდითი მოქმედების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ჩანართში. ასევე, გვერდითი მოქმედების შესახებ შეტყობინების გაგზავნა შეგიძლიათ უშუალოდ ანგარიშგების ფორმით ვებ-გვერდზე: sukl.gov.cz/ nezadouciucinky,
ან გააგზავნოთ ფოსტით:
წამლის კონტროლის სახელმწიფო ინსტიტუტი, შრობაროვა 49/48, 100 00 პრაღა 10
ელ-ფოსტა: [email protected]
გვერდითი მოქმედების შესახებ შეტყობინების გაგზავნით შეგიძლიათ დახმარება ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებაში.
- როგორ ინახება არდეაელიტოსოლი ნატრიუმქლორიდი
ეს პრეპარატი ინახება ჯანდაცვის სპეციალისტის მიერ.
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე. არ გაყინოთ.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კონტეინერზე წარწერა „ვარგისია“-ს შემდეგ. ვარგისობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი, თუ შენიშნავთ, რომ ხსნარი არის მღვრიე (არ არის გამჭვირვალე), შეიცავს ხილვად ნაწილაკებს ან დაზიანებულია კონტეინერი.
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის.
- შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს არდეაელიტოსოლი ნატრიუმქლორიდი
მოქმედი ნივთიერება არის ნატრიუმის ქლორიდი.
სხვა ინგრედიენტია საინექციო წყალი.
1000 მლ საინფუზიო ხსნარი შეიცავს 30.0 გ ნატრიუმის ქლორიდს.
არდეაელიტოსოლი ნატრიუმქლორიდის აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
არდეაელიტოსოლი ნატრიუმქლორიდი არის გამჭვირვალე, უფერო ხსნარი.
სამედიცინო პროდუქტი გამოდის მინის საინფუზიო ბოთლებში, რომლებიც დახურულია რეზინის საცობებით და ალუმინის ხუფებით. შეფუთვის ზომები: 1x100 მლ, 1x200 მლ, 20x100 მლ და 10x200 მლ.
შეიძლება, ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
ARDEAPHARMA, a.s., ტრებონსკა 229, შევეტინი, ჩეხეთის რესპუბლიკა.
ამ ჩანართის ბოლო რედაქტირების თარიღი: 2025 წლის 22 ივლისი
right3111500
ქვემოთ წარმოდგენილი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის
დოზირება და შეყვანის წესი
დოზა უნდა განისაზღვროს შრატში ელექტროლიტების არსებული კონცენტრაციის, მჟავა-ტუტოვანი ბალანსის, პაციენტის კლინიკური მდგომარეობის და მკურნალობაზე მათი წინა რეაქციის მიხედვით.
ჰიპონატრიემიის მკურნალობა: Na+ შესავსებად: (140 - არსებული Na+) x 0.2კგ = მმოლი Na+ (1 მმოლი Na+ შეესაბამება დაახლოებით 2 მლ ნატრიუმის ქლორიდის 3%-იან ხსნარს).
ზომიერად მძიმე ან მძიმე სიმპტომებით მიმდინარე მწვავე ჰიპონატრიემიის მკურნალობა:
150 მლ ნატრიუმის ქლორიდის 3%-იანი ხსნარის დაუყოვნებლივ შეყვანა 20 წუთის განმავლობაში, შრატში Na+-ის დონის კონტროლით. შემდგომი მკურნალობა უნდა განხორციელდეს პროდუქტის ზოგადი დახასიათების 4.2 პუნქტის შესაბამისად.
ზომიერად მძიმე ან მძიმე სიმპტომების გარეშე მიმდინარე მწვავე ჰიპონატრიემიის მკურნალობა: თუ შრატში Na+-ის დონის მკვეთრი დაქვეითება აღემატება 10 მმოლი/ლ, უნდა გაკეთდეს 150 მლ ნატრიუმის ქლორიდის 3%-იანი ხსნარის ინფუზია 20 წუთის განმავლობაში.
მეტაბოლური ალკალოზის მკურნალობა: დოზა გაანგარიშდება ფუძის სიჭარბის მიხედვით: ფუძის სიჭარბე x 0.3 x სხეულის წონა (კგ) = მმოლი Cl- ტუტის კორექციის შემთხვევაში.
ჰიპოქლორემიის მკურნალობა: ქლორიდის ჩანაცვლება (მმოლი/ლ) = 0.2 x სხეულის წონა (კგ) x (მოსალოდნელი Cl- - გაზომილი Cl-).
პედიატრიული პოპულაცია
ნატრიუმის ქლორიდის ჰიპერტონული ხსნარი გამოიყენება მხოლოდ სიმპტომური ჰიპონატრიემიის მქონე ბავშვების სამკურნალოდ, მოზრდილებში გამოყენებულის ანალოგიური მიდგომის გამოყენებით.
სხეულის წონის კგ-ზე ნატრიუმის ქლორიდის 6 მმოლი დოზა ჩვეულებრივ ზრდის შრატში ნატრიუმის დონეს დაახლოებით 10 მმოლი/ლ-ით.
შრატში ნატრიუმის კონცენტრაციის საწყისი სწრაფი თერაპიული მომატება მიზნათ უნდა ისახავდეს მხოლოდ 125 მმოლი/ლ-ის მიღწევას, შრატში ნატრიუმის დონე არ უნდა გაიზარდოს დღეში 10 მმოლი/ლ-ზე მეტით.
ინფუზიის სიჩქარე დაახლოებით 2 მმოლი/კგ/სთ-ს შეადგენს. ინფუზიის მაქსიმალური სიჩქარე დამოკიდებულია პაციენტის კლინიკურ მდგომარეობაზე.
შეყვანის მეთოდი
ინტრავენური გამოყენება.
არათავსებადობა
პრეპარატი თავსებადია უმრავლეს ზოგადად გამოსაყენებელ სამკურნალო საშუალებასთან.
ფიზიკურ-ქიმიური შეუთავსებლობა ცნობილი არ არის, გარდა იმ ხსნარებისა, რომლებიც შეიცავს დამჟანგავ ნივთიერებებს და ხსნარებს სხვადასხვა pH მნიშვნელობებით.
მითითება სამედიცინო პროდუქტის მოხმარებასთან დაკავშირებით
მკურნალობის პერიოდში შეიძლება ნატრიუმის ქლორიდის 3% ხსნარის გამოყენება გაზავების გარეშე ან ხსნარის გაზავება შეიძლება გადამტან ხსნარში (მაგალითად, ფიზიოლოგიურ ხსნარში ან გლუკოზის 5%-იან ხსნარში).
პარენტერალური სამედიცინო პროდუქტები შეყვანამდე უნდა შემოწმდეს ვიზუალურად. თუ შეიმჩნევა მყარი ნაწილაკები ან კონტეინერი დაზიანებულია, სამედიცინო პროდუქტი არ უნდა გამოიყენოთ.
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის.
შენახვის ვადა
გახსნის ან გაზავების შემდეგ:
გახსნის შემდეგ ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა ნაჩვენებია 48 საათის განმავლობაში 25˚C-ზე.
გლუკოზის 5%-იან ხსნარში გაზავების შემდეგ ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა ნაჩვენებია 24 საათის განმავლობაში 25˚C-ზე და მაცივარში შენახვისას 2˚C-8˚C-ზე.
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით სამედიცინო პროდუქტი უნდა იქნას გამოყენებული დაუყოვნებლივ. თუ არ იქნება დაუყოვნებლივ გამოყენებული, შენახვის დროსა და პირობებზე პასუხისმგებელია მომხმარებელი და, როგორც წესი, არ უნდა იყოს 24 საათზე მეტი 2˚C-8˚C-ზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გახსნას/გაზავებას ადგილი აქვს კონტროლირებულ და დამტკიცებულ ასეპტიკურ პირობებში.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.
