ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
სისხლის შემცვლელები და საპერფუზიო ხსნარები

არდეაელიტოსოლი კონც. კალიუმის ქლორიდი 7,45%

Ardeaelytosol conc. Kaliumchlorid 7,45%

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადჩეხეთი
მოქმედი ნივთიერება
_ (potassium chloride)
ფორმა და შეფუთვა
7,45% 80მლ კონცენტრატი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ბოთლი №1 (პირველადი შეფუთვით)
მწარმოებელი
ARDEAPHARMA, a.s., ჩეხეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სისხლის შემცვლელები და საპერფუზიო ხსნარები, ელექტროლიტური ხსნარები
ATC კოდი
B05XA01
რეგისტრაციის ნომერი
რ-045182
რეგისტრირებულია
7 აპრილი 2026, მოქმედებს 7 აპრილი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „ნიუფარმ ჯორჯია“
ურთიერთქმედების შემოწმებაარდეაელიტოსოლი კონც. კალიუმის ქლორიდი 7,45% და სხვა წამალი ერთად

არდეაელიტოსოლი კონც. კალიუმის ქლორიდი 7,45% — ინსტრუქცია ქართულად

მიღების წესი და დოზირება

დოზა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია კალიუმის დონეზე, ჩვენებაზე და პაციენტის ზოგად მდგომარეობაზე. შესაყვან საინფუზიო ხსნარში კალიუმის კონცენტრაცია არ უნდა აღემატებოდეს 40 მმოლ/ლ და კალიუმის შეყვანის სიჩქარე ან უნდა აღემატებოდეს 20 მმოლ/სთ მოზრდილ პაციენტებში. პრეპარატი განკუთვნილია მოზრდილებისა და ყველა ასაკის ბავშვისთვის.

შეყვანის მეთოდი

პრეპარატი არ შეიყვანება დამოუკიდებლად. ეს არის საინფუზიო ხსნარის კონცენტრატი და ყოველთვის უნდა გაზავდეს გლუკოზის ხსნარში ან სხვა საინფუზიო ფუძე-ხსნარში და შეყვანილი იქნას ნელი ინტრავენური ინფუზიის სახით.

შეიყვანება ინტრავენური წვეთოვანი ინფუზიის სახით დახურული სისტემის ხელსაწყოთი. ჩვეულებრივ, პრეპარატი შეიყვანება საინფუზიო სისტემის საშუალებით პერიფერიულ ვენაში.

სიფრთხილის ზომები

მკურნალობის პერიოდში აუცილებელია სისხლის შრატში კალიუმის დონის და ორგანიზმის მდგომარეობის სხვა ძირითადი მაჩვენებლების მონიტორინგი. უნდა იქნას შენარჩუნებული ინფუზიის სათანადო სიჩქარე.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ, ახლახანს იღებდით ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი.

ეს პრეპარატი უნდა მიიღოთ სიფრთხილის განსაკუთრებული ზომების დაცვით, როდესაც გამოიყენება ისეთ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც ზრდის კალიუმის დონეს, როგორიცაა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, ბეტა-ბლოკერები, ჰეპარინი, დიგოქსინი, ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები და ალდოსტერონის ეფექტების ბლოკერები.

ერთდროულად კალციუმის დიდი რაოდენობით მიღებამ შეიძლება დაარღვიოს კალციუმისა და კალიუმის იონების თანაფარდობა, რაც შეიძლება იწვევდეს გულის რითმის დარღვევებს.

არდეაელიტოსოლი კონც. კალიუმის ქლორიდი 7.45% საკვებთან და სასმელთან ერთად

არდეაელიტოსოლი კონც. კალიუმის ქლორიდი 7.45%-ის გამოყენება შეიძლება საკვებისა და სასმელებისგან დამოუკიდებლად.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ თქვენი სამედიცინო მდგომარეობა მოითხოვს, ორსულობა და ძუძუთი კვება ხელს არ უშლის ამ პრეპარატის გამოყენებას. თუმცა, ამ პერიოდში გამოყენებისას საჭიროა გაძლიერებული სიფრთხილე.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

არდეაელიტოსოლი კონც. კალიუმის ქლორიდი 7.45%-ის შეყვანა ხდება მხოლოდ ჯანდაცვის დაწესებულებაში; ამიტომ, სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნაზე ამ პრეპარატის ზემოქმედება არ განიხილება.

  • როგორ გამოიყენება არდეაელიტოსოლი კონც. კალიუმის ქლორიდი 7.45%

არდეაელიტოსოლი კონც. კალიუმის ქლორიდი 7.45% შეიყვანება ინფუზიის სახით. ხსნარი არ შეიყვანება დამოუკიდებლად, ის ყოველთვის უნდა გაზავდეს გლუკოზის ხსნარში ან სხვა საინფუზიო ფუძე-ხსნარში და შეყვანილი იქნას ნელი ინტრავენური ინფუზიის სახით. ინფუზია შეიყვანება ექიმის ან მედდის მიერ.

თქვენი ექიმი დაგინიშნავთ თქვენთვის საჭირო ხსნარის დოზას და შეყვანის სიხშირეს. ეს დამოკიდებული იქნება თქვენს ასაკზე, წონაზე, სამედიცინო მდგომარეობაზე და მკურნალობის დანიშნულებაზე. თქვენმა ექიმმა შეიძლება ასევე, მიიღოს გადაწყვეტილება, რომ პრეპარატი შეიყვანოს სხვა შესაბამისი გზით.

არდეაელიტოსოლი კონც. კალიუმის ქლორიდი 7.45%-ის საჭიროზე მეტი დოზის შეყვანის ან დოზის გამოტოვების შემთხვევაში

მოცემული პრეპარატი შეიყვანება ჯანდაცვის დაწესებულებაში (მაგალითად, საავადმყოფოში) ჯანდაცვის სპეციალისტის მეთვალყურეობით, ამიტომ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მიიღოთ ამ პრეპარატის ძალიან დიდი რაოდენობა ან გამოტოვოთ დოზა.

ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენები

  • როგორ ინახება არდეაელიტოსოლი კონც. კალიუმ ქლორიდი 7.45%
  • შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
  • რას წარმოადგენს არდეაელიტოსოლი კონც. კალიუმის ქლორიდი 7.45% და რისთვის გამოიყენება

არდეაელიტოსოლი კონც. კალიუმის ქლორიდი 7.45% არის საინფუზიო ხსნარის კონცენტრატი, რომელიც გამოიყენება ორგანიზმიდან კალიუმის დანაკარგის პროფილაქტიკისთვის და სამკურნალოდ. ეს დანაკარგი შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა მიზეზით, მაგალითად, თირკმელების დაავადების და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევების დროს. კალიუმის დანაკარგი შეიძლება ასევე, განვითარდეს ისეთი გარკვეული პრეპარატებით მკურნალობისას, როგორიცაა დიურეზულები და კორტიკოსტეროიდები. არასაკმარისი კალიუმის მიღების გამო სისხლში კალიუმის დაბალი დონე შეიძლება განვითარდეს ანორექსიის, კალიუმის დაბალი შემცველობით დიეტის დაცვის და ნატრიუმის მაღალი შემცველობით დიეტის დაცვის ფონზე.

  • რა უნდა იცოდეთ მანამ, სანამ მიიღებთ არდეაელიტოსოლი კონც. კალიუმის ქლორიდის 7.45%-ს

არდეაელიტოსოლი კონც. კალიუმის ქლორიდი 7.45% არ უნდა მიიღოთ

თუ გაქვთ სისხლში კალიუმის მაღალი დონე ან ისეთი მდგომარეობები, რომლებიც შეიძლება იწვევდეს კალიუმის დონის გაზრდას, როგორიცაა მძიმე ტრავმები, დამწვრობები, გაუწყლოება, სისხლის მომატებული მჟავიანობა, თირკმელების უკმარისობა, სისხლის წითელი უჯრედების დაშლა ან ადისონის დაავადება.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

sp.zn. sukls147891/2020

სარეკომენდაციო

შეფუთვის ჩანართი: ინფორმაცია პაციენტისათვის

არდეაელიტოსოლი კონც. კალიუმის ქლორიდი 7.45% კონცენტრატი საინფუზიო ხსნარისთვის

კალიუმის ქლორიდი

ამ პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ სრული ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს ჩანართი. შეიძლება, კვლავ დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.

ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ თქვენს ექიმს ან მედდას.

რომელიმე გვერდითი მოქმედების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ან ჩანართში. იხ. პარაგრაფი 4.

ჩანართის შინაარსი

  • რას წარმოადგენს არდეაელიტოსოლი კონც. კალიუმ ქლორიდი 7.45% და რისთვის გამოიყენება
  • რა უნდა იცოდეთ მანამ, სანამ მიიღებთ არდეაელიტოსოლი კონც. კალიუმ ქლორიდის 7.45%-ს
  • როგორ გამოიყენება არდეაელიტოსოლი კონც. კალიუმ ქლორიდი 7.45%
  • შესაძლო გვერდითი მოქმედება
  • როგორ ინახება არდეაელიტოსოლი კონც. კალიუმ ქლორიდი 7.45%
  • შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
  • რას წარმოადგენს არდეაელიტოსოლი კონც. კალიუმის ქლორიდი 7.45% და რისთვის გამოიყენება

არდეაელიტოსოლი კონც. კალიუმის ქლორიდი 7.45% არის საინფუზიო ხსნარის კონცენტრატი, რომელიც გამოიყენება ორგანიზმიდან კალიუმის დანაკარგის პროფილაქტიკისთვის და სამკურნალოდ. ეს დანაკარგი შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა მიზეზით, მაგალითად, თირკმელების დაავადების და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევების დროს. კალიუმის დანაკარგი შეიძლება ასევე, განვითარდეს ისეთი გარკვეული პრეპარატებით მკურნალობისას, როგორიცაა დიურეზულები და კორტიკოსტეროიდები. არასაკმარისი კალიუმის მიღების გამო სისხლში კალიუმის დაბალი დონე შეიძლება განვითარდეს ანორექსიის, კალიუმის დაბალი შემცველობით დიეტის დაცვის და ნატრიუმის მაღალი შემცველობით დიეტის დაცვის ფონზე.

  • რა უნდა იცოდეთ მანამ, სანამ მიიღებთ არდეაელიტოსოლი კონც. კალიუმის ქლორიდის 7.45%-ს

არდეაელიტოსოლი კონც. კალიუმის ქლორიდი 7.45% არ უნდა მიიღოთ

თუ გაქვთ სისხლში კალიუმის მაღალი დონე ან ისეთი მდგომარეობები, რომლებიც შეიძლება იწვევდეს კალიუმის დონის გაზრდას, როგორიცაა მძიმე ტრავმები, დამწვრობები, გაუწყლოება, სისხლის მომატებული მჟავიანობა, თირკმელების უკმარისობა, სისხლის წითელი უჯრედების დაშლა ან ადისონის დაავადება.

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

მკურნალობის პერიოდში აუცილებელია სისხლის შრატში კალიუმის დონის და ორგანიზმის მდგომარეობის სხვა ძირითადი მაჩვენებლების მონიტორინგი. უნდა იქნას შენარჩუნებული ინფუზიის სათანადო სიჩქარე.

სხვა პრეპარატები და არდეაელიტოსოლი კონც. კალიუმის ქლორიდი 7.45%

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ, ახლახანს იღებდით ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი.

ეს პრეპარატი უნდა მიიღოთ სიფრთხილის განსაკუთრებული ზომების დაცვით, როდესაც გამოიყენება ისეთ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც ზრდის კალიუმის დონეს, როგორიცაა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, ბეტა-ბლოკერები, ჰეპარინი, დიგოქსინი, ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები და ალდოსტერონის ეფექტების ბლოკერები.

ერთდროულად კალციუმის დიდი რაოდენობით მიღებამ შეიძლება დაარღვიოს კალციუმისა და კალიუმის იონების თანაფარდობა, რაც შეიძლება იწვევდეს გულის რითმის დარღვევებს.

არდეაელიტოსოლი კონც. კალიუმის ქლორიდი 7.45% საკვებთან და სასმელთან ერთად

არდეაელიტოსოლი კონც. კალიუმის ქლორიდი 7.45%-ის გამოყენება შეიძლება საკვებისა და სასმელებისგან დამოუკიდებლად.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა

თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ თქვენი სამედიცინო მდგომარეობა მოითხოვს, ორსულობა და ძუძუთი კვება ხელს არ უშლის ამ პრეპარატის გამოყენებას. თუმცა, ამ პერიოდში გამოყენებისას საჭიროა გაძლიერებული სიფრთხილე.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

არდეაელიტოსოლი კონც. კალიუმის ქლორიდი 7.45%-ის შეყვანა ხდება მხოლოდ ჯანდაცვის დაწესებულებაში; ამიტომ, სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნაზე ამ პრეპარატის ზემოქმედება არ განიხილება.

  • როგორ გამოიყენება არდეაელიტოსოლი კონც. კალიუმის ქლორიდი 7.45%

არდეაელიტოსოლი კონც. კალიუმის ქლორიდი 7.45% შეიყვანება ინფუზიის სახით. ხსნარი არ შეიყვანება დამოუკიდებლად, ის ყოველთვის უნდა გაზავდეს გლუკოზის ხსნარში ან სხვა საინფუზიო ფუძე-ხსნარში და შეყვანილი იქნას ნელი ინტრავენური ინფუზიის სახით. ინფუზია შეიყვანება ექიმის ან მედდის მიერ.

თქვენი ექიმი დაგინიშნავთ თქვენთვის საჭირო ხსნარის დოზას და შეყვანის სიხშირეს. ეს დამოკიდებული იქნება თქვენს ასაკზე, წონაზე, სამედიცინო მდგომარეობაზე და მკურნალობის დანიშნულებაზე. თქვენმა ექიმმა შეიძლება ასევე, მიიღოს გადაწყვეტილება, რომ პრეპარატი შეიყვანოს სხვა შესაბამისი გზით.

არდეაელიტოსოლი კონც. კალიუმის ქლორიდი 7.45%-ის საჭიროზე მეტი დოზის შეყვანის ან დოზის გამოტოვების შემთხვევაში

მოცემული პრეპარატი შეიყვანება ჯანდაცვის დაწესებულებაში (მაგალითად, საავადმყოფოში) ჯანდაცვის სპეციალისტის მეთვალყურეობით, ამიტომ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მიიღოთ ამ პრეპარატის ძალიან დიდი რაოდენობა ან გამოტოვოთ დოზა.

ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი მოქმედება

როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.

იშვიათი გვერდითი მოქმედება (შეიძლება აღენიშნოს 1000-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 10000-დან 1-ზე მეტ ადამიანს) მოიცავს:

ორგანიზმის მდგომარეობის დარღვევას, სისხლში კალიუმის დონის გაზრდას,

გულის რითმის დარღვევებს,

ნერვკუნთოვანი გამტარობის დარღვევებს, რომლებიც შეიძლება იწვევდეს კუნთების სისუსტეს, სენსორულ დარღვევებს ან დამბლას,

შესაძლოა ვენების ანთება სისხლის კოლტით ვენის გაჭედვით (თრომბოფლებიტი).

შეტყობინება გვერდითი მოქმედების შესახებ

რომელიმე გვერდითი მოქმედების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ან ჩანართში. ასევე, გვერდითი მოქმედების შესახებ შეტყობინების გაგზავნა შეგიძლიათ შემდეგ მისამართზე:

წამლის კონტროლის სახელმწიფო ინსტიტუტი, შრობაროვა 48, 100 41 პრაღა 10, ჩეხეთის რესპუბლიკა

ვებ-გვერდი: www.sukl.cz/nahlasit-nezadouci-ucinek

გვერდითი მოქმედების შესახებ შეტყობინების გაგზავნით შეგიძლიათ დახმარება ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებაში.

  • როგორ ინახება არდეაელიტოსოლი კონც. კალიუმის ქლორიდი 7.45%

ამ პრეპარატის შენახვა ჯანდაცვის სპეციალისტის პასუხისმგებლობაა.

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

არ გაყინოთ.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე წარწერა „ვარგისია“-ს შემდეგ. ვარგისობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

არ გამოიყენოთ არდეაელიტოსოლი კონც. კალიუმის ქლორიდი 7.45%, თუ შენიშნავთ სიმღვრივეს (ხსნარი არ არის გამჭვირვალე) ან/და ხილვად ნაწილაკებს ხსნარში, ასევე კონტეინერის დაზიანების შემთხვევაში. პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის.

  • შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია

არდეაელიტოსოლი კონც. კალიუმ ქლორიდი 7.45%-ის შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება: კალიუმის ქლორიდი. დამხმარე ნივთიერებები: საინექციო წყალი.

საინფუზიო ხსნარის კონცენტრატის თითოეული 1000 მლ შეიცავს 74,5 გ კალიუმის ქლორიდს.

არდეაელიტოსოლი კონც. კალიუმის ქლორიდი 7.45%-ის აღწერა და შეფუთვის შიგთავსი

არდეაელიტოსოლი კონც. კალიუმის ქლორიდი 7.45% არის გამჭვირვალე, უფერო ხსნარი.

პრეპარატი გამოდის მინის საინფუზიო ბოთლებში, რომლებიც დახურულია რეზინის საცობებით და ლითონის ხუფით, შეფუთვის ზომით 1x80 მლ, 1x200 მლ, 20x80 მლ და 10x200 მლ. შეიძლება, ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.

სავაჭრო ლიცენზიიც მფლობელი და მწარმოებელი

ARDEAPHARMA, a.s., ტრებონსკა 229, შევეტინი, ჩეხეთის რესპუბლიკა.

  • 1723028621300ამ ჩანართის ბოლო რედაქტირების თარიღი: 2.7.2020

ქვემოთ წარმოდგენილი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის

დოზირება და შეყვანის წესი

დოზა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია კალიუმის დონეზე, ჩვენებაზე და პაციენტის ზოგად მდგომარეობაზე. შესაყვან საინფუზიო ხსნარში კალიუმის კონცენტრაცია არ უნდა აღემატებოდეს 40 მმოლ/ლ და კალიუმის შეყვანის სიჩქარე ან უნდა აღემატებოდეს 20 მმოლ/სთ მოზრდილ პაციენტებში. პრეპარატი განკუთვნილია მოზრდილებისა და ყველა ასაკის ბავშვისთვის.

შეყვანის მეთოდი

პრეპარატი არ შეიყვანება დამოუკიდებლად. ეს არის საინფუზიო ხსნარის კონცენტრატი და ყოველთვის უნდა გაზავდეს გლუკოზის ხსნარში ან სხვა საინფუზიო ფუძე-ხსნარში და შეყვანილი იქნას ნელი ინტრავენური ინფუზიის სახით.

შეიყვანება ინტრავენური წვეთოვანი ინფუზიის სახით დახურული სისტემის ხელსაწყოთი. ჩვეულებრივ, პრეპარატი შეიყვანება საინფუზიო სისტემის საშუალებით პერიფერიულ ვენაში.

შესაძლო გვერდითი ეფექტები

არდეაელიტოსოლი კონც. კალიუმის ქლორიდი 7.45%-ის სათანადო დოზით და ინფუზიის სიჩქარით შეყვანისას უშუალო გვერდითი ეფექტები ცნობილი არ არის. ჭარბი დოზა ან ძალიან სწრაფად შეყვანა შეიძლება იწვევდეს ჰიპერკალიემიას, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს ნერვკუნთოვანი გამტარობის დარღვევების სახით (კუნთების სისუსტე, კიდურების პარესთეზია, დამბლა, გულის რიტმის დარღვევები, რაც პოტენციურად იწვევს გულის გაჩერებას), ადგილობრივი მოვლენები სისხლძარღვის კედელზე, როგორიცაა თრომბოფლებიტი.

არათავსებადობა

პრეპარატის დამატება შეიძლება უმრავლეს საინფუზიო ფუძე-ხსნარში.

საწყის კონცენტრირებულ ხსნარს არ დაამატოთ სხვა სამკურნალო საშუალებები.

ფიზიკურ-ქიმიური შეუთავსებლობა ცნობილი არ არის, გარდა ოქსიდანტების შემცველი ან მნიშვნელოვნად განსხვავებული pH-ის მქონე ხსნარებისა.

სიფრთხილის სპეციალური ზომები შენახვისას

არ გაყინოთ.

პირველად გახსნის შემდეგ

გახსნის შემდეგ ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა ნაჩვენებია 48 საათის განმავლობაში 25˚C-ზე.

მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით პროდუქტი უნდა იქნას გამოყენებული გახსნისთანავე. თუ არ იქნება დაუყოვნებლივ გამოყენებული, შენახვის დროსა და პირობებზე პასუხისმგებელია მომხმარებელი და, როგორც წესი, არ უნდა იყოს 24 საათზე მეტი 2˚C-8˚C-ზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გახსნას/გაზავებას ადგილი აქვს კონტროლირებულ და დამტკიცებულ ასეპტიკურ პირობებში.

მითითება მოხმარებასთან დაკავშირებით

პრეპარატი არ გამოიყენება გაუაზავებლად!

პარენტერალური სამკურნალო საშუალებები შეყვანამდე უნდა შემოწმდეს ვიზუალურად. თუ შეიმჩნევა მყარი ნაწილაკები ან კონტეინერი დაზიანებულია, პროდუქტი არ უნდა გამოიყენოთ.

პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის

უტილიზაცია

ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო საშუალება ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა