- მოქმედი ნივთიერება
- მომეტაზონი (mometasone)
- ფორმა და შეფუთვა
- 50მკგ/დოზა 140 დოზა ნაზალური სპრეი, სუსპენზია ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- Apotex Inc., კანადა
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ნაზალური პრეპარატები, კორტიკოსტეროიდები
- ATC კოდი
- R01AD09
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-041108
- რეგისტრირებულია
- 24 მაისი 2024, მოქმედებს 24 მაისი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- -
აპო-მომეტაზონი — ინსტრუქცია ქართულად
მიღების წესი და დოზირება
მოზრდილები და 12 წლის და მეტი ასაკის ბავშვები
დღეში ერთხელ თითოეულ ნესტოში უნდა მოხდეს ორი შესხურება ნაზად შეყნოსვასთან ერთად.
სიმპტომების გაკონტროლების შემდეგ დოზა შეიძლება შემცირდეს ერთ (1) შესხურებამდე თითოეულ ნესტოში დღეში ერთხელ, რათა შენარჩუნდეს სიმპტომების კონტროლი.
სიმპტომების მიხედვით პაციენტმა შეიძლება შეწვიტოს მედიკამენტის გამოყენება და ხელახლა დაიწყოს.
პროდუქტის გამოყენებისას:
დაუშვებელია 24 საათში 4 შესხურებაზე მეტის გამოყენება;
დაუშვებელია ფლაკონის სხვისთვის მიცემა, რადგან შეიძლება გავრცელდეს მიკროორგანიზმები;
დაუშვებელია უწყვეტად ექვს თვეზე მეტხანს გამოყენება, ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
უნდა შეწყდეს გამოყენება და საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა, თუ:
ალერგიის სიმპტომები არ უმჯობესდება ერთი კვირის შემდეგ;
იცვლება მხედველობა;
აღინიშნება ძლიერი ან ხშირი სისხლდენა ცხვირიდან;
ვითარდება ინფექციის სიმპტომი.
უკუჩვენებები
ნაზალური ალერგიის და გაჭედვის მოხსნა არ გამოიყენება:
თუ პაციენტი ალერგიულია ნაზალური ალერგიის და გაჭედვის მოხსნის ან მის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ;
თუ პაციენტს აქვს ინფექცია ცხვირში (ყვითელი ან მწვანე გამონადენი ცხვირიდან), რომელიც არ არის ნამკურნალები;
თუ პაციენტს ახლო წარსულში ჩაუტარდა ცხვირის ოპერაცია ან აღენიშნებოდა ტრავმა. ამ შემთხვევაში რეკომენდებულია ნაზალური ალერგიის და გაჭედვის მოხსნის გამოყენება მოხდეს შეხორცების პროცესის დამთავრების შემდეგ;
თუ პაციენტს აღენიშნება ხშირი და ძლიერი სისხლდენა ცხვირიდან;
თუ პაციენტს დადგენილი აქვს ტუბერკულოზის დიაგნოზი და ის არ არის ნამკურნალები;*
თუ პაციენტს აღენიშნება არანამკურნალები სოკოვანი, ბაქტერიული ან სისტემური ვირუსული ინფექციები;*
თუ პაციენტს აქვს თვალის მარტივი ჰერპესული (ვირუსული) ინფექცია და ის არ არის ნამკურნალები.*
- დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები.
მედიკამენტის აქტიური ნივთიერება:
ნაზალური ალერგიის და გაჭედვის მოხსნა შეიცავს მომეტაზონის ფუროატს.
მედიკამენტის დამხმარე ნივთიერებები:
ბენზალკონიუმის ქლორიდი, ლიმონმჟავა, გლიცერინი, მიკროკრისტალური ცელულოზა და ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა, პოლისორბატი 80, გაწმენდილი წყალი და ნატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი.
მედიკამენტის დოზირების ფორმები:
ნაზალური ალერგიის და გაჭედვის მოხსნა წარმოდგენილია ნაზალური სპრეის მოწყობილობით, რომლითაც შესაძლებელია 140 შესხურება. თითოეული შესხურების შედეგად წარმოიქმნება უსუნო ნისლი, რომელიც შეიცავს 50 მკგ მომეტაზონის ფუროატის ექვივალენტურ რაოდენობას.
სიფრთხილის ზომები
დაუშვებელია ნაზალური ალერგიის და გაჭედვის მოხსნის თვალებში ან პირში შესხურება. ის განკუთვნილია მხოლოდ ნაზალური გამოყენებისათვის.
ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების დროს ნაზალური ალერგიის და გაჭედვის მოხსნის გამოყენებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია. ამ მედიკამენტით მკურნალობის დროს ძუძუთი კვება არ არის რეკომენდებული.
ნაზალური ალერგიის და გაჭედვის მოხსნის გამოყენების დაწყებამდე პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ მას აღენიშნება ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან რომელიმე. უნდა შეწყდეს მკურნალობა და პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს, თუ განუვითარდა რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი:
ცხვირში წყლულების გაჩენა
ტუბერკულოზი (აქტიური ან ქრონიკული)
ინფექცია (სოკოვანი, ბაქტერიული ან ვირუსული)
თვალის მარტივი ჰერპესული (ვირუსული) ინფექცია
მხედველობის ცვლილება
ძლიერი ან ხშირი სისხლდენა ცხვირიდან
(დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, იხ. მედიკამენტის შესახებ ინფორმაცია/მედიკამენტი არ გამოიყენება).
თუმცა მომეტაზონის ფუროატის წყლიანი ნაზალური სპრეის გამოყენების დროს არ არის აღწერილი, გლაუკომის (თვალშიდა წნევის მომატება) ან კატარაქტის (თვალის ბროლის შემღვრევა) განვითარება აღინიშნა ინტრანაზალური და საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას.
თუმცა მომეტაზონის ფუროატის წყლიანი ნაზალური სპრეის გამოყენების დროს არ არის აღწერილი, ზრდის სიჩქარის შენელება აღინიშნა ზოგიერთ ბავშვში ინტრანაზალური კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას. მშობელმა და მკურნალმა ექიმმა უნდა გააკონტროლონ ბავშვის ზრდა.
თუ პაციენტს მიაჩნია, რომ ნაზალური ალერგიის და გაჭედვის მოხსნის გამოყენების დაწყების შემდეგ განუვითარდა ცხვირის ინფექცია (ცხვირიდან გამჭვირვალე გამონადენი გახდა ყვითელი ან მწვანე) ან პაციენტს აქვს ან კონტაქტი ჰქონდა ჩუტყვავილით, წითელათი ან ტუბერკულოზით დაავადებულთან, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს ზუსტად მითითებების შესაბამისად. დაუშვებელია ნაზალური ალერგიის და გაჭედვის მოხსნის რეკომენდებულზე მაღალი დოზების გამოყენება მისი ეფექტიანობის გაზრდის მიზნით (დამატებითი ინფორმაციისათვის იხ. მედიკამენტის სწორად გამოყენება). დაუშვებელია პრეპარატის სხვა პირებისთვის მიცემა; ის საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს მათთვის, სიმპტომების მსგავსების მიუხედავად. დაუშვებელია ამ პრეპარატის სხვა დაავადებების სამკურნალოდ გამოყენება, როგორიცაა გაცივება.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
მედიკამენტებს შორის შესაძლო ურთიერთქმედების თავიდან ასაცილებლად, პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი სხვა მედიკამენტის შესახებ, რომელსაც იღებს, განსაკუთრებით პერორალური ან საინექციო კორტიკოსტეროიდების შესახებ. ნაზალური ალერგიის და გაჭედვის მოხსნის გამოყენების დროს შეიძლება საჭირო გახდეს ზოგიერთი პრეპარატის დოზის კორექცია.
პრეპარატები, რომლებმაც შეიძლება იმოქმედონ ნაზალური ალერგიის და გაჭედვის მოხსნაზე, ჩამოთვლილია ქვემოთ. ექიმმა შეიძლება მოახდინოს პაციენტის მონიტორინგი, თუ ის იღებს ამ მედიკამენტებს:
კეტოკონაზოლი;
იტრაკონაზოლი;
კლარიტრომიცინი;
რიტონავირი;
კობიცისტატის შემცველი პროდუქტები.
მედიკამენტის სწორად გამოყენება:
განკუთვნილია მხოლოდ ინტრანაზალური გამოყენებისთვის. დაუშვებელია პრეპარატის თვალებში ან პირში შესხურება
საჭიროა გამოყენების ინსტრუქციების დაცვა, რომელიც აღწერილია ქვემოთ, სპრეის ფლაკონის სწორად გამოსაყენებლად. დამატებითი კითხვების შემთხვევაში, საჭიროა დარეკვა ტელეფონზე: 1-800-667-4708.
გვერდითი მოვლენები
გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს კორტიკოსტეროიდების შემცველი ნაზალური სპრეის გამოყენებისას, ნაზალური ალერგიის და გაჭედვის მოხსნის ჩათვლით, არის თავის ტკივილი, ცხვირიდან სისხლდენა ან სისხლიან-ლორწოვანი გამონადენი, წვა ან ცხვირის შიგნითა გარსის გაღიზიანება, ცემინება ან ყელის ტკივილი.
ძალიან იშვიათად აღინიშნა გემოს ან სუნის შეგრძნების დარღვევა. თუ ეს გვერდითი მოვლენები არ ქრება თვისით ან უარესდება, უნდა შეწყდეს გამოყენება და საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
კლინიკურ კვლევებში აღწერილ იქნა შემდეგი ნაკლებად ხშირი გვერდითი მოვლენები: ლიმფური კვანძების გადიდება, მხედველობის ცვლილებები, ცრემლდენა, თვალების სიმშრალე, თვალის ანთება ან ინფექცია, ყურის ტკივილი, ყურებში ხმაური, ტკივილი მუცლის არეში, ყაბზობა, ფაღარათი, გულისრევა, ენისა და კბილის დაზიანებები, პირის სიმშრალე, ალერგიული სიმპტომების გაძლიერება, სხეულის შეშუპება სახის შეშუპების ჩათვლით, ცხელება, გრიპის მსგავსი სიმპტომები, წყურვილის შეგრძნება, ჰერპესი, ინფექციები, კუნთების და/ან სახსრების ტკივილი, ტრემორი, თავბრუსხვევა, შაკიკი, დეპრესია, ღამის კოშმარები, რომლებიც იწვევს ძილის დარღვევას, დაღლილობა, ხმის დაკარგვა, ბრონქიტი, სუნთქვის გაძნელება, ხმაურიანი სუნთქვა, აკნე, გამონაყარი კანზე და ჰიპერტენზია.
გარდა ზოგიერთი ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენისა, აღინიშნა შემდეგი პოსტ-მარკეტინგული გვერდითი მოვლენები: ცხვირის ძგიდის პერფორაცია.
მძიმე გვერდითი მოვლენები და მათი მართვა
სიმპტომი/ეფექტი
პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს
საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა
მხოლოდ მძიმე შემთხვევაში
ყველა შემთხვევაში
იშვიათი
დაუყოვნებელი ჰიპერმგრძნობელობა:
ალერგიული რეაქცია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს უეცრად განვითარებული ხმაურიანი სუნთქვა ან სუნთქვის გაძნელება პრეპარატის მიღებიდან ხანმოკლე პერიოდში
√
არახშირი
ტკივილი გულმკერდის არეში,
არარეგულარული ან სწრაფი გულისცემა
√
სიხშირე უცნობია
მხედველობის დაბინდვა. თვალშიდა წნევის გაზრდა, თვალის ტკივილი, მხედველობის გაუარესება
√
თუ პაციენტს აღენიშნება ნებისმიერი არასასურველი ან შემაწუხებელი გვერდითი მოვლენა, მათ შორის, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ჭარბი დოზა
თუ პაციენტი ან მომვლელი მიიჩნევს, რომ მიიღო ნაზალური ალერგიის და გაჭედვის მოხსნის ზედმეტი დოზა, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს, საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას ან ინტოქსიკაციის კონტროლის რეგიონულ ცენტრს სიმპტომების არარსებობის შემთხვევაშიც კი.
დოზის გამოტოვება
დოზის გამოტოვების შემთხვევაში პაციენტმა არ უნდა ინერვიულოს; დაახლოებით ერთი საათის შუალედში გახსენებისას უნდა მოხდეს გამოტოვებული დოზის მიღება. მოგვიანებით გახსენებისას, გამოტოვებული დოზა აღარ მიიღება და საჭიროა მკურნალობის სქემის ჩვეულებრივად გაგრძელება. დაუშვებელია დოზის გაორმაგება.
გამოყენების ინსტრუქციები
დგუშის მომზადება
- საჭიროა ფლაკონის კარგად შენჯღრევა;
- საჭიროა პლასტმასის თავსახურის მოხსნა (სურ. 1)
სურათი 1
- პირველად გამოყენებისას ან თუ არ არის გამოყენებული კვირაზე ან უფრო მეტი ხნის განმავლობაში, გაფრქვევა უნდა მოხდეს ჰაერში.
დაუშვებელია ნაზალური აპლიკატორის გახვრეტა.
დგუშის მოსამზადებლად აპლიკატორის მხრებზე, საჩვენებელი და შუა თითების გამოყენებით, საჭიროა ქვემოთა მიმართულებით ზეწოლა, ამავე დროს ფლაკონის ძირი დაჭერილი უნდა იყოს ცერა თითით (სურათი 2). ამ დროს უნდა მოხდეს გაფრქვევა.
სურათი 2
დგუშზე ზექოლა და გათავისუფლება უნდა მოხდეს ათჯერ (10), ან სანამ არ გამოჩნდება წვრილად გაფრქვეული ნაკადი. სპრეი არ უნდა მოხვდეს თვალებში ან სახეზე;
დგუში მზად არის გამოსაყენებლად.
გამოყენება და გაწმენდა
- ყოველი გამოყენების წინ ფლაკონი უნდა შეინჯღრეს.
2.
საჭიროა ცხვირის ნაზად მოწმენდა ნესტოების გასაწმენდად;
საჭიროა ნესტოს დახურვა თითის გამოყენებით;
პაციენტმა ოდნავ წინ უნდა დახაროს თავი და ვერტიკალურ მდგომარეობაში დაჭერილი ნაზალური აპლიკატორი მეორე ნესტოში ფრთხილად მოათავსოს (სურათი 3).
სურათი 3
არ უნდა მოხდეს შესხურება პირდაპირ ცხვირის ძგიდეზე (2 ნესტოს შორის კედელზე).
3.
ფლაკონი დაჭერილი უნდა იყოს ვერტიკალურად, თავით ზემოთ, და ნაზალური აპლიკატორის მხრებზე უნდა მოხდეს მაგრად ზეწოლა;
უნდა მოხდეს ნესტოთი ნაზად შესუნტქვა;
შემდეგ საჭიროა პირით ამოსუნთქვა.
მოზრდილები და 12 წლის და მეტი ასაკის ბავშვები: 2 შესხურება თითოეულ ნესტოში.
- იგივე მოქმედება მეორდება მეორე ნესტოში.
- ნაზალური აპლიკატორის გარეთა ნაწილის გაწმენდა უნდა მოხდეს სუფთა ქსოვილით და ყოველი გამოყენების შემდეგ საჭიროა პლასტმასის თავსახურის დახურვა.
რა უნდა გაკეთდეს, თუ აპლიკატორი ბლოკირებულია
თუ აპლიკატორი ბლოკირებულია, ის უნდა გაიწმინდოს შიგნიდან.
დაუშვებელია ნაზალური აპლიკატორის გაწმენდა ქინძისთავის ან სხვა ბასრი საგნის გამოყენებით, რადგან შეიძლება დაზიანდეს აპლიკატორი.
- უნდა მოიხსნას პლასტმასის თავსახური.
- საჭიროა ნაზალური აპლიკატორის ზემოთ ნაზად აქაჩვა მის მოსახსნელად (სურათი 4).
სურათი 4
- ნაზალური აპლიკატორის ორივე ბოლო უნდა გაირეცხოს ცივი წყლით და უნდა გაშრეს ჰაერზე (სურათი 5).
სურათი 5
- როგორც კი გაშრება, ნაზალური აპლიკატორი უნდა დამაგრდეს დგუშზე.
- საჭიროა დგუშის ხელახლა მომზადება
(იხ. დგუშის მომზადების ინსტრუქციები).
საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის შენახვა შემდგომი გამოყენებისათვის. დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა დარეკვა ტელეფონზე: 1-800-667-4708.
შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება 2°C-დან 25°C-მდე (36°F და 77°F).
ინახება სინათლისგან დაცულ ადგილას.
დაუშვებელია გაყინვა.
პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.
ნაზალური ალერგიის და გაჭედვის მოხსნის კოლოფიდან ამოღების შემდეგ, საჭიროა პროდუქტის დაცვა პირდაპირი მზის სხივების ხანგრძლივი ზემოქმედებისგან. მზის სხივების ხანმოკლე ზემოქმედება, ჩვეულებრივი გამოყენების დროს, მისაღებია.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
ნაწილი III: ინფორმაცია მომხმარებლისთვის
ნაზალური ალერგიის და გაჭედვის მოხსნა
მომეტაზონის ფუროატი წყლიანი ნაზალური სპრეი
აპოტექს სტანდარტი
წინამდებარე ინსტრუქცია წარმოადგენს სამნაწილიანი "პროდუქტის მონოგრაფიის" მე-3 ნაწილს, რომელიც გამოცემულ იქნა ნაზალური ალერგიის და გაჭედვის მოხსნის კანადაში ვაჭრობის ლიცენზიის გაცემის შემდეგ და შექმნილია სპეციალურად მომხმარებლისთვის. წინამდებარე ინსტრუქცია წარმოადგენს პრეპარატის ზოგად მიმოხილვას და არ მოიცავს სრულ ინფორმაციას ნაზალური ალერგიის და გაჭედვის მოხსნის შესახებ. საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა ნაზალური ალერგიის და გაჭედვის მოხსნის მიღების დაწყებამდე და ამ მედიკამენტთან დაკავშირებით რაიმე შეკითხვის არსებობის შემთხვევაში საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
ინფორმაცია მედიკამენტის შესახებ
მედიკამენტის გამოყენების ჩვენება:
ნაზალური ალერგიის და გაჭედვის მოხსნა არის კორტიკოსტეროიდი, რომელიც ამცირებს ანთებას. ის გამოიყენება მოზრდილებსა და 12 წლის და მეტი ასაკის ბავშვებში სიმპტომების დროებით მოსახსნელად ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობების დროს:
სეზონური ალერგიული რინიტი: ე.წ. ,,გარე ალერგია”, გამოწვეულია ალერგიით ბალახზე, ხეებზე და ამბროზიის მტვერზე..
წლიური ალერგიული რინიტი: წლის განმავლობაში/სახლის ალერგია გამოწვეულია მტვრის ტკიპებით, ცხოველებით და ობის სოკოთი.
ალერგიები. სიმპტომები მოიცავს
ცხვირის გაჭედვას;
ცხვირიდან გამონადენს;
ცხვირის ქავილს;
ცემინებას.
სრული ეფექტი დამოკიდებულია ყოვედღიურ და უწყვეტ გამოყენებაზე იქამდე, სანამ ნარჩუნდება ალერგიის გამომწვევი.
მოქმედების მექანიზმი:
ცხვირში შესხურების შემდეგ პრეპარატი ამცირებს ცხვირის გასავლების ანთებას და ხსნის ალერგიის სიმპტომებს.
ზოგიერთ პაციენტში ნაზალური ალერგიის და გაჭედვის მოხსნა სიმპტომებს ხსნის 12 საათის განმავლობაში, ზოგიერთში კი საჭიროა არაუმცირეს 48 საათამდე მოცდა ყოველდღიური გამოყენების შემთხვევაშიც კი.
პრეპარატი არ გამოიყენება:
ნაზალური ალერგიის და გაჭედვის მოხსნა არ გამოიყენება:
თუ პაციენტი ალერგიულია ნაზალური ალერგიის და გაჭედვის მოხსნის ან მის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ;
თუ პაციენტს აქვს ინფექცია ცხვირში (ყვითელი ან მწვანე გამონადენი ცხვირიდან), რომელიც არ არის ნამკურნალები;
თუ პაციენტს ახლო წარსულში ჩაუტარდა ცხვირის ოპერაცია ან აღენიშნებოდა ტრავმა. ამ შემთხვევაში რეკომენდებულია ნაზალური ალერგიის და გაჭედვის მოხსნის გამოყენება მოხდეს შეხორცების პროცესის დამთავრების შემდეგ;
თუ პაციენტს აღენიშნება ხშირი და ძლიერი სისხლდენა ცხვირიდან;
თუ პაციენტს დადგენილი აქვს ტუბერკულოზის დიაგნოზი და ის არ არის ნამკურნალები;*
თუ პაციენტს აღენიშნება არანამკურნალები სოკოვანი, ბაქტერიული ან სისტემური ვირუსული ინფექციები;*
თუ პაციენტს აქვს თვალის მარტივი ჰერპესული (ვირუსული) ინფექცია და ის არ არის ნამკურნალები.*
- დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები.
მედიკამენტის აქტიური ნივთიერება:
ნაზალური ალერგიის და გაჭედვის მოხსნა შეიცავს მომეტაზონის ფუროატს.
მედიკამენტის დამხმარე ნივთიერებები:
ბენზალკონიუმის ქლორიდი, ლიმონმჟავა, გლიცერინი, მიკროკრისტალური ცელულოზა და ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა, პოლისორბატი 80, გაწმენდილი წყალი და ნატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი.
მედიკამენტის დოზირების ფორმები:
ნაზალური ალერგიის და გაჭედვის მოხსნა წარმოდგენილია ნაზალური სპრეის მოწყობილობით, რომლითაც შესაძლებელია 140 შესხურება. თითოეული შესხურების შედეგად წარმოიქმნება უსუნო ნისლი, რომელიც შეიცავს 50 მკგ მომეტაზონის ფუროატის ექვივალენტურ რაოდენობას.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
დაუშვებელია ნაზალური ალერგიის და გაჭედვის მოხსნის თვალებში ან პირში შესხურება. ის განკუთვნილია მხოლოდ ნაზალური გამოყენებისათვის.
ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების დროს ნაზალური ალერგიის და გაჭედვის მოხსნის გამოყენებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია. ამ მედიკამენტით მკურნალობის დროს ძუძუთი კვება არ არის რეკომენდებული.
ნაზალური ალერგიის და გაჭედვის მოხსნის გამოყენების დაწყებამდე პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ მას აღენიშნება ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან რომელიმე. უნდა შეწყდეს მკურნალობა და პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს, თუ განუვითარდა რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი:
ცხვირში წყლულების გაჩენა
ტუბერკულოზი (აქტიური ან ქრონიკული)
ინფექცია (სოკოვანი, ბაქტერიული ან ვირუსული)
თვალის მარტივი ჰერპესული (ვირუსული) ინფექცია
მხედველობის ცვლილება
ძლიერი ან ხშირი სისხლდენა ცხვირიდან
(დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, იხ. მედიკამენტის შესახებ ინფორმაცია/მედიკამენტი არ გამოიყენება).
თუმცა მომეტაზონის ფუროატის წყლიანი ნაზალური სპრეის გამოყენების დროს არ არის აღწერილი, გლაუკომის (თვალშიდა წნევის მომატება) ან კატარაქტის (თვალის ბროლის შემღვრევა) განვითარება აღინიშნა ინტრანაზალური და საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას.
თუმცა მომეტაზონის ფუროატის წყლიანი ნაზალური სპრეის გამოყენების დროს არ არის აღწერილი, ზრდის სიჩქარის შენელება აღინიშნა ზოგიერთ ბავშვში ინტრანაზალური კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას. მშობელმა და მკურნალმა ექიმმა უნდა გააკონტროლონ ბავშვის ზრდა.
თუ პაციენტს მიაჩნია, რომ ნაზალური ალერგიის და გაჭედვის მოხსნის გამოყენების დაწყების შემდეგ განუვითარდა ცხვირის ინფექცია (ცხვირიდან გამჭვირვალე გამონადენი გახდა ყვითელი ან მწვანე) ან პაციენტს აქვს ან კონტაქტი ჰქონდა ჩუტყვავილით, წითელათი ან ტუბერკულოზით დაავადებულთან, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს ზუსტად მითითებების შესაბამისად. დაუშვებელია ნაზალური ალერგიის და გაჭედვის მოხსნის რეკომენდებულზე მაღალი დოზების გამოყენება მისი ეფექტიანობის გაზრდის მიზნით (დამატებითი ინფორმაციისათვის იხ. მედიკამენტის სწორად გამოყენება). დაუშვებელია პრეპარატის სხვა პირებისთვის მიცემა; ის საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს მათთვის, სიმპტომების მსგავსების მიუხედავად. დაუშვებელია ამ პრეპარატის სხვა დაავადებების სამკურნალოდ გამოყენება, როგორიცაა გაცივება.
სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება
მედიკამენტებს შორის შესაძლო ურთიერთქმედების თავიდან ასაცილებლად, პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი სხვა მედიკამენტის შესახებ, რომელსაც იღებს, განსაკუთრებით პერორალური ან საინექციო კორტიკოსტეროიდების შესახებ. ნაზალური ალერგიის და გაჭედვის მოხსნის გამოყენების დროს შეიძლება საჭირო გახდეს ზოგიერთი პრეპარატის დოზის კორექცია.
პრეპარატები, რომლებმაც შეიძლება იმოქმედონ ნაზალური ალერგიის და გაჭედვის მოხსნაზე, ჩამოთვლილია ქვემოთ. ექიმმა შეიძლება მოახდინოს პაციენტის მონიტორინგი, თუ ის იღებს ამ მედიკამენტებს:
კეტოკონაზოლი;
იტრაკონაზოლი;
კლარიტრომიცინი;
რიტონავირი;
კობიცისტატის შემცველი პროდუქტები.
მედიკამენტის სწორად გამოყენება:
განკუთვნილია მხოლოდ ინტრანაზალური გამოყენებისთვის. დაუშვებელია პრეპარატის თვალებში ან პირში შესხურება
საჭიროა გამოყენების ინსტრუქციების დაცვა, რომელიც აღწერილია ქვემოთ, სპრეის ფლაკონის სწორად გამოსაყენებლად. დამატებითი კითხვების შემთხვევაში, საჭიროა დარეკვა ტელეფონზე: 1-800-667-4708.
რეკომენდებული დოზა და გამოყენების ინსტრუქცია:
მოზრდილები და 12 წლის და მეტი ასაკის ბავშვები
დღეში ერთხელ თითოეულ ნესტოში უნდა მოხდეს ორი შესხურება ნაზად შეყნოსვასთან ერთად.
სიმპტომების გაკონტროლების შემდეგ დოზა შეიძლება შემცირდეს ერთ (1) შესხურებამდე თითოეულ ნესტოში დღეში ერთხელ, რათა შენარჩუნდეს სიმპტომების კონტროლი.
სიმპტომების მიხედვით პაციენტმა შეიძლება შეწვიტოს მედიკამენტის გამოყენება და ხელახლა დაიწყოს.
პროდუქტის გამოყენებისას:
დაუშვებელია 24 საათში 4 შესხურებაზე მეტის გამოყენება;
დაუშვებელია ფლაკონის სხვისთვის მიცემა, რადგან შეიძლება გავრცელდეს მიკროორგანიზმები;
დაუშვებელია უწყვეტად ექვს თვეზე მეტხანს გამოყენება, ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
უნდა შეწყდეს გამოყენება და საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა, თუ:
ალერგიის სიმპტომები არ უმჯობესდება ერთი კვირის შემდეგ;
იცვლება მხედველობა;
აღინიშნება ძლიერი ან ხშირი სისხლდენა ცხვირიდან;
ვითარდება ინფექციის სიმპტომი.
დოზის გადაჭარბება
თუ პაციენტი ან მომვლელი მიიჩნევს, რომ მიიღო ნაზალური ალერგიის და გაჭედვის მოხსნის ზედმეტი დოზა, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს, საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას ან ინტოქსიკაციის კონტროლის რეგიონულ ცენტრს სიმპტომების არარსებობის შემთხვევაშიც კი.
დოზის გამოტოვება
დოზის გამოტოვების შემთხვევაში პაციენტმა არ უნდა ინერვიულოს; დაახლოებით ერთი საათის შუალედში გახსენებისას უნდა მოხდეს გამოტოვებული დოზის მიღება. მოგვიანებით გახსენებისას, გამოტოვებული დოზა აღარ მიიღება და საჭიროა მკურნალობის სქემის ჩვეულებრივად გაგრძელება. დაუშვებელია დოზის გაორმაგება.
გამოყენების ინსტრუქციები
დგუშის მომზადება
- საჭიროა ფლაკონის კარგად შენჯღრევა;
- საჭიროა პლასტმასის თავსახურის მოხსნა (სურ. 1)
სურათი 1
- პირველად გამოყენებისას ან თუ არ არის გამოყენებული კვირაზე ან უფრო მეტი ხნის განმავლობაში, გაფრქვევა უნდა მოხდეს ჰაერში.
დაუშვებელია ნაზალური აპლიკატორის გახვრეტა.
დგუშის მოსამზადებლად აპლიკატორის მხრებზე, საჩვენებელი და შუა თითების გამოყენებით, საჭიროა ქვემოთა მიმართულებით ზეწოლა, ამავე დროს ფლაკონის ძირი დაჭერილი უნდა იყოს ცერა თითით (სურათი 2). ამ დროს უნდა მოხდეს გაფრქვევა.
სურათი 2
დგუშზე ზექოლა და გათავისუფლება უნდა მოხდეს ათჯერ (10), ან სანამ არ გამოჩნდება წვრილად გაფრქვეული ნაკადი. სპრეი არ უნდა მოხვდეს თვალებში ან სახეზე;
დგუში მზად არის გამოსაყენებლად.
გამოყენება და გაწმენდა
- ყოველი გამოყენების წინ ფლაკონი უნდა შეინჯღრეს.
2.
საჭიროა ცხვირის ნაზად მოწმენდა ნესტოების გასაწმენდად;
საჭიროა ნესტოს დახურვა თითის გამოყენებით;
პაციენტმა ოდნავ წინ უნდა დახაროს თავი და ვერტიკალურ მდგომარეობაში დაჭერილი ნაზალური აპლიკატორი მეორე ნესტოში ფრთხილად მოათავსოს (სურათი 3).
სურათი 3
არ უნდა მოხდეს შესხურება პირდაპირ ცხვირის ძგიდეზე (2 ნესტოს შორის კედელზე).
3.
ფლაკონი დაჭერილი უნდა იყოს ვერტიკალურად, თავით ზემოთ, და ნაზალური აპლიკატორის მხრებზე უნდა მოხდეს მაგრად ზეწოლა;
უნდა მოხდეს ნესტოთი ნაზად შესუნტქვა;
შემდეგ საჭიროა პირით ამოსუნთქვა.
მოზრდილები და 12 წლის და მეტი ასაკის ბავშვები: 2 შესხურება თითოეულ ნესტოში.
- იგივე მოქმედება მეორდება მეორე ნესტოში.
- ნაზალური აპლიკატორის გარეთა ნაწილის გაწმენდა უნდა მოხდეს სუფთა ქსოვილით და ყოველი გამოყენების შემდეგ საჭიროა პლასტმასის თავსახურის დახურვა.
რა უნდა გაკეთდეს, თუ აპლიკატორი ბლოკირებულია
თუ აპლიკატორი ბლოკირებულია, ის უნდა გაიწმინდოს შიგნიდან.
დაუშვებელია ნაზალური აპლიკატორის გაწმენდა ქინძისთავის ან სხვა ბასრი საგნის გამოყენებით, რადგან შეიძლება დაზიანდეს აპლიკატორი.
- უნდა მოიხსნას პლასტმასის თავსახური.
- საჭიროა ნაზალური აპლიკატორის ზემოთ ნაზად აქაჩვა მის მოსახსნელად (სურათი 4).
სურათი 4
- ნაზალური აპლიკატორის ორივე ბოლო უნდა გაირეცხოს ცივი წყლით და უნდა გაშრეს ჰაერზე (სურათი 5).
სურათი 5
- როგორც კი გაშრება, ნაზალური აპლიკატორი უნდა დამაგრდეს დგუშზე.
- საჭიროა დგუშის ხელახლა მომზადება
(იხ. დგუშის მომზადების ინსტრუქციები).
საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის შენახვა შემდგომი გამოყენებისათვის. დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა დარეკვა ტელეფონზე: 1-800-667-4708.
გვერდითი მოვლენები და მათი მართვა
გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს კორტიკოსტეროიდების შემცველი ნაზალური სპრეის გამოყენებისას, ნაზალური ალერგიის და გაჭედვის მოხსნის ჩათვლით, არის თავის ტკივილი, ცხვირიდან სისხლდენა ან სისხლიან-ლორწოვანი გამონადენი, წვა ან ცხვირის შიგნითა გარსის გაღიზიანება, ცემინება ან ყელის ტკივილი.
ძალიან იშვიათად აღინიშნა გემოს ან სუნის შეგრძნების დარღვევა. თუ ეს გვერდითი მოვლენები არ ქრება თვისით ან უარესდება, უნდა შეწყდეს გამოყენება და საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
კლინიკურ კვლევებში აღწერილ იქნა შემდეგი ნაკლებად ხშირი გვერდითი მოვლენები: ლიმფური კვანძების გადიდება, მხედველობის ცვლილებები, ცრემლდენა, თვალების სიმშრალე, თვალის ანთება ან ინფექცია, ყურის ტკივილი, ყურებში ხმაური, ტკივილი მუცლის არეში, ყაბზობა, ფაღარათი, გულისრევა, ენისა და კბილის დაზიანებები, პირის სიმშრალე, ალერგიული სიმპტომების გაძლიერება, სხეულის შეშუპება სახის შეშუპების ჩათვლით, ცხელება, გრიპის მსგავსი სიმპტომები, წყურვილის შეგრძნება, ჰერპესი, ინფექციები, კუნთების და/ან სახსრების ტკივილი, ტრემორი, თავბრუსხვევა, შაკიკი, დეპრესია, ღამის კოშმარები, რომლებიც იწვევს ძილის დარღვევას, დაღლილობა, ხმის დაკარგვა, ბრონქიტი, სუნთქვის გაძნელება, ხმაურიანი სუნთქვა, აკნე, გამონაყარი კანზე და ჰიპერტენზია.
გარდა ზოგიერთი ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენისა, აღინიშნა შემდეგი პოსტ-მარკეტინგული გვერდითი მოვლენები: ცხვირის ძგიდის პერფორაცია.
მძიმე გვერდითი მოვლენები და მათი მართვა
სიმპტომი/ეფექტი
პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს
საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა
მხოლოდ მძიმე შემთხვევაში
ყველა შემთხვევაში
იშვიათი
დაუყოვნებელი ჰიპერმგრძნობელობა:
ალერგიული რეაქცია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს უეცრად განვითარებული ხმაურიანი სუნთქვა ან სუნთქვის გაძნელება პრეპარატის მიღებიდან ხანმოკლე პერიოდში
√
არახშირი
ტკივილი გულმკერდის არეში,
არარეგულარული ან სწრაფი გულისცემა
√
სიხშირე უცნობია
მხედველობის დაბინდვა. თვალშიდა წნევის გაზრდა, თვალის ტკივილი, მხედველობის გაუარესება
√
თუ პაციენტს აღენიშნება ნებისმიერი არასასურველი ან შემაწუხებელი გვერდითი მოვლენა, მათ შორის, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
შენახვის წესი
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება 2°C-დან 25°C-მდე (36°F და 77°F).
ინახება სინათლისგან დაცულ ადგილას.
დაუშვებელია გაყინვა.
პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.
ნაზალური ალერგიის და გაჭედვის მოხსნის კოლოფიდან ამოღების შემდეგ, საჭიროა პროდუქტის დაცვა პირდაპირი მზის სხივების ხანგრძლივი ზემოქმედებისგან. მზის სხივების ხანმოკლე ზემოქმედება, ჩვეულებრივი გამოყენების დროს, მისაღებია.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
სამკურნალო პროდუქტების გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სავარაუდო გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში კანადის ჯანდაცვას შეიძლება ეცნობოს შემდეგი გზით:
გვერდითი მოვლენების შეტყობინების შესახებ ვებ-გვერდით (http://www.canada.ca/en/health-canada/services/drugs-health-products/medeffect-canada/adverse-reaction-reporting.html) ინფორმაციის მისაღებად, როგორ უნდა მოხდეს შეტყობინება ონლაინ, ფოსტით ან ფაქსით; ან
უფასო ტელეფონის ნომერზე: 1-866-234-2345
შენიშვნა: გვერდითი მოვლენების მართვის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, საჭიროა ჯანდაცვის სპეციალისტთან მიმართვა. კანადის უსაფრთხოების პროგრამის მიერ არ ხდება სამედიცინო ხასიათის რჩევების მიწოდება.
დამატებითი ინფორმაცია
სპორტული ღონისძიებების ჩასატარებლად მედიკამენტების ტესტირება: ეს პროდუქტი არის ნაზალური გამოყენების კორტიკოსტეროიდი. მიუხედავად იმისა, რომ ის სისხლში არ იზომება, შარდში შესაძლებელია კორტიკოსტეროიდების დადგენა პრეპარატების დოპინგ-კონტროლის დროს. შესაბამისად სპორტულ სააგენტოებს მის გამოსაყენებლად შეიძლება დასჭირდეთ წინასწარი წერილობითი ნებართვის აღება.
შესაძლოა საჭირო გახდეს ინსტრუქციის კიდევ ერთხელ წაკითხვა. ის უნდა იქნას შენახული პრეპარატის მიღების დასრულებამდე.
ნაზალური ალერგიის და გაჭედვის მოხსნის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად:
საჭიროა სამედიცინო სპეციალისტთან მიმართვა;
სამედიცინო სპეციალისტებისათვის განკუთვნილი პროდუქტის სრული მონოგრაფიის, რომელიც მოიცავს პაციენტებისათვის მედიკამენტის შესახებ ინფორმაციასაც, გაცნობა შესალებელია კანადის ჯანდაცვის ვებ-გვერდზე: (https://www.canada.ca/ en/health-canada/services/drugs-health-products/drug-products/ drug-product-database.html). გამოყენების ინსტრუქციის ნახვა შეიძლება მწარმოებლის ვებ-გვერდზე: http://www/apotex.ca/products ან ტელეფონზე დარეკვით: 1-800-667-4708.
წინამდებარე ინსტრუქცია მომზადდა: აპოტექს ინკ, ტორონტო, ონტარიო, M9L 1T9.
უკანასკნელი შესწორების თარიღი: 2023 წლის 25 სექტემბერი.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


