აპო-დეფერასიროქსი
APO-DEFERASIROX
აპო-დეფერასიროქსი გამოიყენება რკინის ქრონიკული ჭარბი დაგროვებისას: მოზრდილ პაციენტებსა და 6 წლის და ზემოთ ასაკის ბავშვებში, რომლებსაც უტარდებათ სისხლის ტრანსფუზიები ანემიის სამკურნალოდ; …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- დეფერასიროქსი (deferasirox)
- ფორმა და შეფუთვა
- 250მგ დისპერგირებადი ტაბლეტი პერორალური სუსპენზიის მოსამზადებლად №30
- მწარმოებელი
- LIFEPharma FZE, არაბეთის გაერთიანებული საამიროები
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ყველა სხვა თერაპიული საშუალებები, რკინის შემბოჭველი პრეპარატები
- ATC კოდი
- V03AC03
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-034314
- რეგისტრირებულია
- 3 თებერვალი 2022, მოქმედებს 3 თებერვალი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- -
აპო-დეფერასიროქსი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
აპო-დეფერასიროქსი გამოიყენება რკინის ქრონიკული ჭარბი დაგროვებისას:
მოზრდილ პაციენტებსა და 6 წლის და ზემოთ ასაკის ბავშვებში, რომლებსაც უტარდებათ სისხლის ტრანსფუზიები ანემიის სამკურნალოდ;
2-5 წლის ასაკის ბავშვებში, რომლებსაც უტარდებათ სისხლის ტრანსფუზიები ანემიის სამკურნალოდ, და რომლებშიც შეუძლებელია ადექვატური მკურნალობა დეფეროქსამინით;
თალასემიის მქონე მოზრდილ პაციენტებსა და 10 წლის და ზემოთ ასაკის ბავშვებში, რომლებიც არ საჭიროებენ სისხლის რეგულარულ ტრანსფუზიას ანემიის სამკურნალოდ.
როგორ მოქმედებს მედიკამენტი:
აპო-დეფერასიროქსი არის რკინის ქელატური აგენტი, რომელიც ორგანიზმიდან აცილებს ჭარბ რკინას (ე.წ. რკინის ჭარბად დაგროვება), რომლითაც მცირდება რკინის ჭარბი დაგროვებით გამოწვეული ორგანოების დაზიანების რისკი.
მიღების წესი და დოზირება
პაციენტებისათვის, რომლებსაც რეგულარულად უტარდება სისხლის ტრანსფუზია:
საწყისი დოზა: 10 მგ, 20 მგ ან 30 მგ სხეულის წონის ერთ კგ-ზე დღეში;
მაქსიმალური დოზა: 30 მგ სხეულის წონის ერთ კგ-ზე დღეში.
პაციენტებისათვის, რომლებსაც თალასემიის სინდრომი აქვთ და არ საჭიროებენ სისხლის რეგულარულ ტრანსფუზიას:
საწყისი დოზა: 10 მგ სხეულის წონის ერთ კგ-ზე დღეში;
მაქსიმალური დოზა: 20 მგ სხეულის წონის ერთ კგ-ზე დღეში.
დღიური დოზის კორექცია უნდა მოხდეს მკურნალობის მიმართ პასუხის მიხედვით.
როდის უნდა მოხდეს აპო-დეფერასიროქსის მიღება
აპო-დეფერასიროქსის მიღება უნდა მოხდეს დღეში ერთხელ, ყოველდღე, ერთსა და იმავე დროს;
მედიკამენტის მიღება უნდა მოხდეს მშიერ კუჭზე;
შემდეგ საჭიროა 30 წუთით მოცდა პირველი საკვების მიღებამდე.
როგორ უნდა მოხდეს აპო-დეფერასიროქსის მიღება:
ტაბლეტი უნდა მოთავსდეს ჭიქა წყალში, ფორთოხლის ან ვაშლის წვენში (100 მლ 1 გ-ზე ნაკლები დოზებისათვის და 200 მლ 1 გ-ზე მეტი დოზებისათვის);
საჭიროა მორევა სანამ ტაბლეტები მთლიანად არ გაიხსნება. ჭიქაში არსებული სითხე იქნება მღვრიე;
ჭიქაში არსებული სითხე მთლიანად უნდა დაილიოს. შემდეგ უნდა დაემატოს მცირე რაოდენობით წყალი ან წვენი ჭიქაში არსებულ ნარჩენებს და ისევ დაილიოს.
ტაბლეტები არ უნდა გაიხსნას გაზიან სასმელებში ან რძეში.
დაუშვებელია ტაბლეტების დაღეჭვა, გატეხვა ან გასრესვა. დაუშვებელია ტაბლეტების მთლიანად გადაყლაპვა.
უკუჩვენებები
თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) დეფერასიროქსის ან აპო-დეფერასიროქსის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია პარაგრაფში “დამხმარე ნივთიერებებია:,
თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის მძიმე დაავაება;
თუ პაციენტს აღენიშნება მიელოდისპლაზიური სინდრომის (MDS) შორსწასული სტადია ან გავრცობილი კიბო;
თუ პაციენტს აღენიშნება თრომბოციტების დაქვეითებული რაოდენობა (<50x109/ლ).
აქტიური ნივთიერებაა:
აქტიური ნივთიერებაა დეფერასიროქსი.
დამხმარე ნივთიერებებია:
სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, კროსპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი და მიკროკრისტალური ცელულოზა.
მედიკამენტის ფარმაცევტული ფორმებია:
აპო-დეფერასიროქსი მოწოდებულია ტაბლეტების სახით შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 125 მგ, 250 მგ ან 500 მგ დეფერასიროქსს.
თითოეული ბლისტერული შეფუთვა შეიცავს 30 დისპერგირებად ტაბლეტს.
სიფრთხილის ზომები
სერიოზული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
აპო-დეფერასიროქსი ინიშნება ექიმების მიერ, რომლებსაც აქვთ სისხლის ტრანსფუზიებით გამოწვეული რკინის ქრონიკული ჭარბი დაგროვების მკურნალობის გამოცდილება.
აპო-დეფერასიროქსი არ არის შესწავლილ თირკმლისა და ღვიძლის მძიმე პრობლემების (დაზიანების) მქონე პაციენტებში.
მძიმე გვერდითი მოვლენები, რომლებიც აღინიშნა აპო-დეფერასიროქსის გამოყენებისას, მოიცავს:
თირკმლის მწვავე უკმარისობას;
ღვიძლის უკამრისობას;
კუჭის ან ნაწლავების წყლულს ან სისხლდენას.
აპო-დეფერასიროქსის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია, თუ პაციენტს აღენიშნება:
გულის მძიმე პრობლემები (გულის მწვავე უკმარისობა);
კუჭის ან ნაწლავების წყლულები ან სისხლდენა;
ღვიძლის ან თირკმლის პრობლემები;
მხედველობითი (თვალის ) პრობლემები;
სმენის პრობლემები;
სისხლის დარღვევები (თრომბოციტების ან ლეიკოციტების დაქვეითებული დონე);
კანის პრობლემები.
აპო-დეფერასიროქსით მკურნალობის დროს საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება:
გამონაყარი, კანის სიწითლე, ტკივილი, ტუჩების, თვალების ან პირის შეშუპება ან ბუშტუკების განვითარება, კანის აქერცვლა, მაღალი ცხელება ან გრიპის მსგავსი სიმპტომები, და გადიდებული ლიმფური ჯირკვლები. თუ ვითარდება ეს სიმპტომები, ექიმმა შეიძლება შეწყვიტოს მკურნალობა;
მხედველობის ან სმენის პრობლემები.
ხანდაზმული პაციენტები (65 წლის და ზემოთ ასაკის):
ხანდაზმულ პაციენტებს შეიძლება აღენიშნებოდეთ უფრო მეტი გვერდითი მოვლენა, ვიდრე ახალგაზრდა პაციენტებს. საჭიროა მათი ყურადღებითი მონიტორინგი გვერდით მოვლენებზე, რადგან შეიძლება საჭირო გახდეს დოზის კორექცია.
ბავშვები და მოზარდები (2 წლიდან 16 წლის ჩათვლით): მათი ზრდა-განვითარება საჭიროებს მონიტორინგს აპო-დეფერასიროქსით მკურნალობის დროს.
ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება:
აპო-დეფერასიროქსი არ არის რეკომენდებული ფეხმძიმობის დროს, თუ არ არის აბსოლუტური ჩვენება. ფეხმძიმობის ან შესაძლო ფეხმძიმობის დროს, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. აპო-დეფერასიროქსმა შეიძლება დააქვეითოს ჰორმონული კონტრაცეპტივების ეფექტი და შეიძლება პაციენტი აღმოჩნდეს ფეხმძიმობის რისკის ქვეშ, თუ იღებს ჰორმონულ კონტრაცეპტივებს. ასევე, საჭიროა დამატებითი ან განსხვავებული ტიპის ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდების გამოყენება.
ძუძუთი კვება არ არის რეკომენდებული აპო-დეფერასიროქსით მკურნალობის დროს.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს იმ მედიკამენტების შესახებ, რომლებსაც პაციენტი იღებს ან უახლეს წარსულში იღებდა, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების, ვიტამინებისა და ბუნებრივი პროდუქტების ჩათვლით. ზოგიერთი მედიკამენტი ურთიერთქმედებაში შეიძლება შევიდეს აპო-დეფერასიროქსთან:
დაუშვებელია ალუმინის შემცველი ანტაციდების (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება გულძმარვის სამკურნალოდ) აპო-დეფერასიროქსთან ერთად დღის ერთსა და იმავე მონაკვეთში მიღება.
განსაკუთრებით, მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს:
ციკლოსპორინი (გამოიყენება ტრანსპლანტაციის დროს ტრანსპლანტანტის მოცილების ან სხვა მდგომარეობის პრევენციის მიზნით);
სიმვასტატინი (გამოიყენება ქოლესტერინის დონის დასაწევად);
ჰორმონული კონტრაცეპტივები (ჩასახვის საწინააღმდეგო მედიკამენტები);
გარკვეული ტკივილგამაყუჩებლები ან ანტიანთებითი მედიკამენტები (მაგ.: აცეტილსალიცილის მჟავა, იბუპროფენი, კორტიკოსტეროიდები);
პერორალური ბიფოსფონატები (გამოიყენება ოსტეოპოროზის სამკურნალოდ);
ანტიკოაგულანტები (გამოიყენება სისხლის შედედების პრევენციისათვის ან სამკურნალოდ);
რეპაგლინიდი (გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ);
რიფამპიცინი (გამოიყენება ტუბერკულოზის სამკურნალოდ);
პაკლიტაქსელი (გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ);
ფენიტოინი, ფენობარბიტალი (გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ);
რიტონავირი (გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ);
ქოლესტირამინი (ძირითადად გამოიყენება ქოლესტერინის დონის დასაწევად);
თეოფილინი (გამოიყენება რესპირატორული დაავადებების, როგორიცაა ასთმა, სამკურნალოდ);
ბუსულფანი (გამოიყენება ძვლის ტვინის გადანერგვამდე სამკურნალოდ).
მედიკამენტის სწორად გამოყენება
აპო-დეფერასიროქსის გამოყენება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა, თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
თუ პაციენტს აღენიშნება თავბრუსხვევა აპო-დეფერასიროქსის მიღების შემდეგ, დაუშვებელია ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა, სანამ თავს არ იგრძნობს ნორმალურად.
პაციენტს რეგულარულად უნდა ჩაუტარდეს სისხლისა და შარდის ანალიზები აპო-დეფერასიროქსით მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის შემდეგ. პაციენტის მდგომარეობა ასევე შეიძლება შეფასდეს მაგნიტურ რეზონანსული კვლევით (MRI). ამ კვლევების საშუალებით შესაძლებელია ორგანიზმში რკინის რაოდენობის (ფერიტინის დონის) მონიტორინგი, რათა შეფასდეს აპო-დეფერასიროქსის ეფექტი. ამ კვლევების საშუალებით ასევე ხდება თირკმლის ფუნქციის (სისხლში კრეატინინის დონის, შარდში ცილის არსებობის) და ღვიძლის ფუნქციის (სისხლში ტრანსამინაზების, ბილირუბინისა და ტუტე ფოსფატაზის დონის) მონიტორინგი. მკურნალი ექიმი მხედველობაში მიიღებს ამ ანალიზების შედეგებს, აპო-დეფერასიროქსის პაციენტისათვის შესაბამისი დოზის შესარჩევად და ასევე, აპო-დეფერასიროქსით მკურნალობის შესაწყვეტად.
ასევე, საჭიროა პაციენტის მხედველობისა და სმენის შემოწმება მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის განმავლობაში, პერიოდულად, სიფრთხილის ზომის სახით.
დეფერასიროქსის უსაფრთხოება რკინის სხვა ქელატებთან ერთად თერაპიის დროს დადგენილი არ არის.
გვერდითი მოვლენები
ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, აპო-დეფერასიროქსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა.
ხშირი: ეს გვერდითი მოვლენები შეიძლება აღინიშნოს ყოველი 100-დან 1-10 პაციენტში
კუჭ-ნაწლავის დარღვევები, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, ბოყინი, ყაბზობა, დიპეფსია;
კანზე გამონაყარი;
თავის ტკივილი.
არახშირი: ეს გვერდითი მოვლენები შეიძლება აღინიშნოს ყოველი 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში
თავბრუსხვევა;
ცხელება;
ყელის ტკივილი;
ხელებისა და ფეხების შეშუპება;
კანის ფერის ცვლილება;
შფოთვა;
ძილის დარღვევები;
დაღლილობა;
სმენის დაკარგვა;
მხედველობის ცვლილება (ადრეული კატარაქტა);
წყლული და/ან სისხლდენა კუჭიდან ან ნაწლავებიდან;
ღვიძლის დარღვევები;
შარდში სისხლის და/ან ცილის არსებობა;
თმის ცვენა;
უჯრედების რაოდენობის შემცირება, რომლებიც მონაწილეობენ სისხლის შედედებაში (თეომბოციტოპენია), ერითროციტების რაოდენობის შემცირება (ანემიის გაღრმავება) და ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება (ნეიტროპენია).
საჭიროა გარკვეული სისხლის ანალიზების აღება აპო-დეფერასიროქსით მკურნალობის დროს. ექიმი მოახდენს თირკმლის ფუნქციის, ღვიძლის ფუნქციის ან სისხლის უჯრედების რაოდენობის მონიტორინგს.
ასევე, ექიმი შეამოწმებს მხედველობასა და სმენას აპო-დეფერასიროქსით მკურნალობის განმავლობაში.
პაციენტს შეიძლება განუვითარდეს გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. თუ პაციენტი შეშფოთებულია, რომელიმე გვერდითი ეფექტის გამო, ან თავს გრძნობს შეუძლოდ რომელიმე გვერდითი ეფექტის გამო, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
მძიმე გვერდითი მოვლენები, მათი გამოვლენის სიხშირე და მართვა
სიმპტომი/ მოვლენა
საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა
უნდა შეწყდეს მედიკამენტის მიღება და საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა
მხოლოდ მძიმე შემთხვევებში
ყველა შემთხვევაში
არახშირი
არამკაფიო მხედველობა ან მხედველობის დაბინდვა
სმენის დაქვეითება
ძლიერი ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში (პანკრეატიტის ნიშნები)
სისხლიანი ღებინება და/ან კუპრისფერი განავალი
გულძმარვა ან მუცლის ტკივილი ხშირად (წყლულის ნიშნები), განსაკუთრებით ჭამის შემდეგ ან წამლის მიღების შემდეგ
იშვიათი
თირკმლის მწვავე უკმარისობა (თირკმლის მძიმე პრობლემები), შარდის გამოყოფის შემცირება (თირკმლის პრობლემის ნიშანი)
სუნთქვის გაძნელება, თავბრუსხვევა, გამონაყარი ან სახისა და ხორხის შეშუპება (ალერგიული რეაქციის ნიშნები)
აჩქარებული გულისცემა
მხედველობის ნაწილობრივი დაკარგვა
გამონაყარი, კანის სიწითლე, ტუჩებზე, თვალებზე ან პირის ღრუში ბუშტუკოვანი გამონაყარი, კანის აქერცვლა, მაღალი ცხელება, გრიპის მსგავსი სიმპტომები და გადიდებული ლიმფური ჯირკვლები (კანის მძიმე რეაქციის ნიშნები)
ძალიან იშვიათი
ძილიანობა, მუცლის ზედა ნაწილში, მარჯვნივ ტკივილი, სიყვითლე ან კანისა და სკლერების სიყვითლის მომატება და მუქი ფერის შარდი (ღვიძლის პრობლემების ნიშნები)
სიხშირე უცნობია
კუჭის ან ნაწლავის კედლის გახეთქვა, რომელიც შეიძლება მტკივნეული იყოს და გამოიწვიოს გულისრევა
ზემოთ ჩამოთვლილი არ წარმოადგენს გვერდითი მოვლენების სრულ ჩამონათვალს. თუ გამოვლინდა რაიმე მოულოდნელი გვერდითი ეფექტი აპო-პდეფერასიროქსით მკურნალობის დროს, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
ჭარბი დოზა
თუ პაციენტი ფიქრობს, რომ მიიღო დიდი რაოდენობით აპო-დეფერასიროქსი, ან ვინმემ შემთხვევით მიიღო ეს ტაბლეტები, საჭიროა დაუყოვნებლივ სამედიცინო პერსონალთან, საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებაში ან ინტოქსიკაციის მართვის რეგიონულ ცენტრში მიმართვა, სიმპტომების არარსებობის მიუხედავად. პაციენტმა ექიმს უნდა აჩვენოს ბლისტერი ან ტაბლეტები. შეიძლება საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. პაციენტს შეიძლება აღენიშნებოდეს ისეთი მოვლენები, როგორიცაა მუცლის ტკივილი, ფაღარათი, გულისრევა და ღებინება, თირკმლისა და ღვიძლის პრობლემები, რომლებიც შეიძლება სერიოზული იყოს.
დოზის გამოტოვება:
დოზის გამოტოვების შემთხვევაში საჭიროა მისი მიღება გახსნებისთანავე, იმავე დღეს, შემდეგი დოზის მიღება უნდა მოხდეს სქემის მიხედვით. არ შეიძლება ორმაგი დოზის მიღება მეორე დღეს, გამოტოვებულის სანაცვლოდ. დაუშვებელია ერთ დოზაზე მეტის მიღება იმავე დღეს.
შენახვის პირობები
ტაბლეტები ინახება ბავშვებისათვის და შინაური ცხოველებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია აპო-დეფერასიროქსის მიღება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე/კოლოფზე. შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
ინახება ოთახის ტემპერატურაზე (15ºC - 30ºC). ინახება ნესტისაგან დაცულ ადგილას.
ინახება ორიგინალური შეფუთვით.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო ვერსია
ნაწილი III: ინფორმაცია მომხმარებლისათვის
Prაპო-დეფერასიროქსი
დეფერასიროქსის დისპერგირებადი ტაბლეტები შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად
125 მგ, 250 მგ ან 500 მგ
აღნიშნული ინსტრუქცია წარმოადგენს სამნაწილიანი "პროდუქტის მონოგრაფიის" მე-3 ნაწილს, რომელიც გამოცემულ იქნა კანადაში აპო-დეფერასიროქსის ვაჭრობის ლიცენზიის გაცემის შემდეგ და შექმნილია სპეციალურად მომხმარებლისათვის. აღნიშნული ინსტრუქცია წარმოადგენს პრეპარატის შესახებ მოკლე შეჯამებას და არ მოიცავს სრულ ინფორმაციას აპო-დეფერასიროქსის შესახებ. საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა, თუ წარმოიშვა დამატებითი შეკითხვა ამ პრეპარატის შესახებ.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შეიძლება საჭირო გახდეს მისი ხელახალი გაცნობა. მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის. დაუშვებელია მისი სხვა პირებისათვის მიცემა ან სხვა დაავადებისათვის გამოყენება.
მედიკამენტის შესახებ
რისთვის გამოიყენება მედიკამენტი:
აპო-დეფერასიროქსი გამოიყენება რკინის ქრონიკული ჭარბი დაგროვებისას:
მოზრდილ პაციენტებსა და 6 წლის და ზემოთ ასაკის ბავშვებში, რომლებსაც უტარდებათ სისხლის ტრანსფუზიები ანემიის სამკურნალოდ;
2-5 წლის ასაკის ბავშვებში, რომლებსაც უტარდებათ სისხლის ტრანსფუზიები ანემიის სამკურნალოდ, და რომლებშიც შეუძლებელია ადექვატური მკურნალობა დეფეროქსამინით;
თალასემიის მქონე მოზრდილ პაციენტებსა და 10 წლის და ზემოთ ასაკის ბავშვებში, რომლებიც არ საჭიროებენ სისხლის რეგულარულ ტრანსფუზიას ანემიის სამკურნალოდ.
როგორ მოქმედებს მედიკამენტი:
აპო-დეფერასიროქსი არის რკინის ქელატური აგენტი, რომელიც ორგანიზმიდან აცილებს ჭარბ რკინას (ე.წ. რკინის ჭარბად დაგროვება), რომლითაც მცირდება რკინის ჭარბი დაგროვებით გამოწვეული ორგანოების დაზიანების რისკი.
როდის არ შეიძლება მედიკამენტის გამოყენება:
თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) დეფერასიროქსის ან აპო-დეფერასიროქსის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია პარაგრაფში “დამხმარე ნივთიერებებია:,
თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის მძიმე დაავაება;
თუ პაციენტს აღენიშნება მიელოდისპლაზიური სინდრომის (MDS) შორსწასული სტადია ან გავრცობილი კიბო;
თუ პაციენტს აღენიშნება თრომბოციტების დაქვეითებული რაოდენობა (<50x109/ლ).
აქტიური ნივთიერებაა:
აქტიური ნივთიერებაა დეფერასიროქსი.
დამხმარე ნივთიერებებია:
სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, კროსპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი და მიკროკრისტალური ცელულოზა.
მედიკამენტის ფარმაცევტული ფორმებია:
აპო-დეფერასიროქსი მოწოდებულია ტაბლეტების სახით შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 125 მგ, 250 მგ ან 500 მგ დეფერასიროქსს.
თითოეული ბლისტერული შეფუთვა შეიცავს 30 დისპერგირებად ტაბლეტს.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
სერიოზული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
აპო-დეფერასიროქსი ინიშნება ექიმების მიერ, რომლებსაც აქვთ სისხლის ტრანსფუზიებით გამოწვეული რკინის ქრონიკული ჭარბი დაგროვების მკურნალობის გამოცდილება.
აპო-დეფერასიროქსი არ არის შესწავლილ თირკმლისა და ღვიძლის მძიმე პრობლემების (დაზიანების) მქონე პაციენტებში.
მძიმე გვერდითი მოვლენები, რომლებიც აღინიშნა აპო-დეფერასიროქსის გამოყენებისას, მოიცავს:
თირკმლის მწვავე უკმარისობას;
ღვიძლის უკამრისობას;
კუჭის ან ნაწლავების წყლულს ან სისხლდენას.
აპო-დეფერასიროქსის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია, თუ პაციენტს აღენიშნება:
გულის მძიმე პრობლემები (გულის მწვავე უკმარისობა);
კუჭის ან ნაწლავების წყლულები ან სისხლდენა;
ღვიძლის ან თირკმლის პრობლემები;
მხედველობითი (თვალის ) პრობლემები;
სმენის პრობლემები;
სისხლის დარღვევები (თრომბოციტების ან ლეიკოციტების დაქვეითებული დონე);
კანის პრობლემები.
აპო-დეფერასიროქსით მკურნალობის დროს საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება:
გამონაყარი, კანის სიწითლე, ტკივილი, ტუჩების, თვალების ან პირის შეშუპება ან ბუშტუკების განვითარება, კანის აქერცვლა, მაღალი ცხელება ან გრიპის მსგავსი სიმპტომები, და გადიდებული ლიმფური ჯირკვლები. თუ ვითარდება ეს სიმპტომები, ექიმმა შეიძლება შეწყვიტოს მკურნალობა;
მხედველობის ან სმენის პრობლემები.
ხანდაზმული პაციენტები (65 წლის და ზემოთ ასაკის):
ხანდაზმულ პაციენტებს შეიძლება აღენიშნებოდეთ უფრო მეტი გვერდითი მოვლენა, ვიდრე ახალგაზრდა პაციენტებს. საჭიროა მათი ყურადღებითი მონიტორინგი გვერდით მოვლენებზე, რადგან შეიძლება საჭირო გახდეს დოზის კორექცია.
ბავშვები და მოზარდები (2 წლიდან 16 წლის ჩათვლით): მათი ზრდა-განვითარება საჭიროებს მონიტორინგს აპო-დეფერასიროქსით მკურნალობის დროს.
ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება:
აპო-დეფერასიროქსი არ არის რეკომენდებული ფეხმძიმობის დროს, თუ არ არის აბსოლუტური ჩვენება. ფეხმძიმობის ან შესაძლო ფეხმძიმობის დროს, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. აპო-დეფერასიროქსმა შეიძლება დააქვეითოს ჰორმონული კონტრაცეპტივების ეფექტი და შეიძლება პაციენტი აღმოჩნდეს ფეხმძიმობის რისკის ქვეშ, თუ იღებს ჰორმონულ კონტრაცეპტივებს. ასევე, საჭიროა დამატებითი ან განსხვავებული ტიპის ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდების გამოყენება.
ძუძუთი კვება არ არის რეკომენდებული აპო-დეფერასიროქსით მკურნალობის დროს.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა:
თუ პაციენტს აღენიშნება თავბრუსხვევა აპო-დეფერასიროქსის მიღების შემდეგ, დაუშვებელია ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა, სანამ თავს არ იგრძნობს ნორმალურად.
პაციენტს რეგულარულად უნდა ჩაუტარდეს სისხლისა და შარდის ანალიზები აპო-დეფერასიროქსით მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის შემდეგ. პაციენტის მდგომარეობა ასევე შეიძლება შეფასდეს მაგნიტურ რეზონანსული კვლევით (MRI). ამ კვლევების საშუალებით შესაძლებელია ორგანიზმში რკინის რაოდენობის (ფერიტინის დონის) მონიტორინგი, რათა შეფასდეს აპო-დეფერასიროქსის ეფექტი. ამ კვლევების საშუალებით ასევე ხდება თირკმლის ფუნქციის (სისხლში კრეატინინის დონის, შარდში ცილის არსებობის) და ღვიძლის ფუნქციის (სისხლში ტრანსამინაზების, ბილირუბინისა და ტუტე ფოსფატაზის დონის) მონიტორინგი. მკურნალი ექიმი მხედველობაში მიიღებს ამ ანალიზების შედეგებს, აპო-დეფერასიროქსის პაციენტისათვის შესაბამისი დოზის შესარჩევად და ასევე, აპო-დეფერასიროქსით მკურნალობის შესაწყვეტად.
ასევე, საჭიროა პაციენტის მხედველობისა და სმენის შემოწმება მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის განმავლობაში, პერიოდულად, სიფრთხილის ზომის სახით.
დეფერასიროქსის უსაფრთხოება რკინის სხვა ქელატებთან ერთად თერაპიის დროს დადგენილი არ არის.
მედიკამენტთან ურთიერთქმედება
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს იმ მედიკამენტების შესახებ, რომლებსაც პაციენტი იღებს ან უახლეს წარსულში იღებდა, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების, ვიტამინებისა და ბუნებრივი პროდუქტების ჩათვლით. ზოგიერთი მედიკამენტი ურთიერთქმედებაში შეიძლება შევიდეს აპო-დეფერასიროქსთან:
დაუშვებელია ალუმინის შემცველი ანტაციდების (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება გულძმარვის სამკურნალოდ) აპო-დეფერასიროქსთან ერთად დღის ერთსა და იმავე მონაკვეთში მიღება.
განსაკუთრებით, მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს:
ციკლოსპორინი (გამოიყენება ტრანსპლანტაციის დროს ტრანსპლანტანტის მოცილების ან სხვა მდგომარეობის პრევენციის მიზნით);
სიმვასტატინი (გამოიყენება ქოლესტერინის დონის დასაწევად);
ჰორმონული კონტრაცეპტივები (ჩასახვის საწინააღმდეგო მედიკამენტები);
გარკვეული ტკივილგამაყუჩებლები ან ანტიანთებითი მედიკამენტები (მაგ.: აცეტილსალიცილის მჟავა, იბუპროფენი, კორტიკოსტეროიდები);
პერორალური ბიფოსფონატები (გამოიყენება ოსტეოპოროზის სამკურნალოდ);
ანტიკოაგულანტები (გამოიყენება სისხლის შედედების პრევენციისათვის ან სამკურნალოდ);
რეპაგლინიდი (გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ);
რიფამპიცინი (გამოიყენება ტუბერკულოზის სამკურნალოდ);
პაკლიტაქსელი (გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ);
ფენიტოინი, ფენობარბიტალი (გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ);
რიტონავირი (გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ);
ქოლესტირამინი (ძირითადად გამოიყენება ქოლესტერინის დონის დასაწევად);
თეოფილინი (გამოიყენება რესპირატორული დაავადებების, როგორიცაა ასთმა, სამკურნალოდ);
ბუსულფანი (გამოიყენება ძვლის ტვინის გადანერგვამდე სამკურნალოდ).
მედიკამენტის სწორად გამოყენება
აპო-დეფერასიროქსის გამოყენება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა, თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული.
რეკომენდებული დოზა:
პაციენტებისათვის, რომლებსაც რეგულარულად უტარდება სისხლის ტრანსფუზია:
საწყისი დოზა: 10 მგ, 20 მგ ან 30 მგ სხეულის წონის ერთ კგ-ზე დღეში;
მაქსიმალური დოზა: 30 მგ სხეულის წონის ერთ კგ-ზე დღეში.
პაციენტებისათვის, რომლებსაც თალასემიის სინდრომი აქვთ და არ საჭიროებენ სისხლის რეგულარულ ტრანსფუზიას:
საწყისი დოზა: 10 მგ სხეულის წონის ერთ კგ-ზე დღეში;
მაქსიმალური დოზა: 20 მგ სხეულის წონის ერთ კგ-ზე დღეში.
დღიური დოზის კორექცია უნდა მოხდეს მკურნალობის მიმართ პასუხის მიხედვით.
როდის უნდა მოხდეს აპო-დეფერასიროქსის მიღება
აპო-დეფერასიროქსის მიღება უნდა მოხდეს დღეში ერთხელ, ყოველდღე, ერთსა და იმავე დროს;
მედიკამენტის მიღება უნდა მოხდეს მშიერ კუჭზე;
შემდეგ საჭიროა 30 წუთით მოცდა პირველი საკვების მიღებამდე.
როგორ უნდა მოხდეს აპო-დეფერასიროქსის მიღება:
ტაბლეტი უნდა მოთავსდეს ჭიქა წყალში, ფორთოხლის ან ვაშლის წვენში (100 მლ 1 გ-ზე ნაკლები დოზებისათვის და 200 მლ 1 გ-ზე მეტი დოზებისათვის);
საჭიროა მორევა სანამ ტაბლეტები მთლიანად არ გაიხსნება. ჭიქაში არსებული სითხე იქნება მღვრიე;
ჭიქაში არსებული სითხე მთლიანად უნდა დაილიოს. შემდეგ უნდა დაემატოს მცირე რაოდენობით წყალი ან წვენი ჭიქაში არსებულ ნარჩენებს და ისევ დაილიოს.
ტაბლეტები არ უნდა გაიხსნას გაზიან სასმელებში ან რძეში.
დაუშვებელია ტაბლეტების დაღეჭვა, გატეხვა ან გასრესვა. დაუშვებელია ტაბლეტების მთლიანად გადაყლაპვა.
დოზის გადაჭარბება:
თუ პაციენტი ფიქრობს, რომ მიიღო დიდი რაოდენობით აპო-დეფერასიროქსი, ან ვინმემ შემთხვევით მიიღო ეს ტაბლეტები, საჭიროა დაუყოვნებლივ სამედიცინო პერსონალთან, საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებაში ან ინტოქსიკაციის მართვის რეგიონულ ცენტრში მიმართვა, სიმპტომების არარსებობის მიუხედავად. პაციენტმა ექიმს უნდა აჩვენოს ბლისტერი ან ტაბლეტები. შეიძლება საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. პაციენტს შეიძლება აღენიშნებოდეს ისეთი მოვლენები, როგორიცაა მუცლის ტკივილი, ფაღარათი, გულისრევა და ღებინება, თირკმლისა და ღვიძლის პრობლემები, რომლებიც შეიძლება სერიოზული იყოს.
დოზის გამოტოვება:
დოზის გამოტოვების შემთხვევაში საჭიროა მისი მიღება გახსნებისთანავე, იმავე დღეს, შემდეგი დოზის მიღება უნდა მოხდეს სქემის მიხედვით. არ შეიძლება ორმაგი დოზის მიღება მეორე დღეს, გამოტოვებულის სანაცვლოდ. დაუშვებელია ერთ დოზაზე მეტის მიღება იმავე დღეს.
გვერდითი მოვლენები და მათი მართვა
ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, აპო-დეფერასიროქსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა.
ხშირი: ეს გვერდითი მოვლენები შეიძლება აღინიშნოს ყოველი 100-დან 1-10 პაციენტში
კუჭ-ნაწლავის დარღვევები, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, ბოყინი, ყაბზობა, დიპეფსია;
კანზე გამონაყარი;
თავის ტკივილი.
არახშირი: ეს გვერდითი მოვლენები შეიძლება აღინიშნოს ყოველი 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში
თავბრუსხვევა;
ცხელება;
ყელის ტკივილი;
ხელებისა და ფეხების შეშუპება;
კანის ფერის ცვლილება;
შფოთვა;
ძილის დარღვევები;
დაღლილობა;
სმენის დაკარგვა;
მხედველობის ცვლილება (ადრეული კატარაქტა);
წყლული და/ან სისხლდენა კუჭიდან ან ნაწლავებიდან;
ღვიძლის დარღვევები;
შარდში სისხლის და/ან ცილის არსებობა;
თმის ცვენა;
უჯრედების რაოდენობის შემცირება, რომლებიც მონაწილეობენ სისხლის შედედებაში (თეომბოციტოპენია), ერითროციტების რაოდენობის შემცირება (ანემიის გაღრმავება) და ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება (ნეიტროპენია).
საჭიროა გარკვეული სისხლის ანალიზების აღება აპო-დეფერასიროქსით მკურნალობის დროს. ექიმი მოახდენს თირკმლის ფუნქციის, ღვიძლის ფუნქციის ან სისხლის უჯრედების რაოდენობის მონიტორინგს.
ასევე, ექიმი შეამოწმებს მხედველობასა და სმენას აპო-დეფერასიროქსით მკურნალობის განმავლობაში.
პაციენტს შეიძლება განუვითარდეს გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. თუ პაციენტი შეშფოთებულია, რომელიმე გვერდითი ეფექტის გამო, ან თავს გრძნობს შეუძლოდ რომელიმე გვერდითი ეფექტის გამო, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
მძიმე გვერდითი მოვლენები, მათი გამოვლენის სიხშირე და მართვა
სიმპტომი/ მოვლენა
საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა
უნდა შეწყდეს მედიკამენტის მიღება და საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა
მხოლოდ მძიმე შემთხვევებში
ყველა შემთხვევაში
არახშირი
არამკაფიო მხედველობა ან მხედველობის დაბინდვა
სმენის დაქვეითება
ძლიერი ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში (პანკრეატიტის ნიშნები)
სისხლიანი ღებინება და/ან კუპრისფერი განავალი
გულძმარვა ან მუცლის ტკივილი ხშირად (წყლულის ნიშნები), განსაკუთრებით ჭამის შემდეგ ან წამლის მიღების შემდეგ
იშვიათი
თირკმლის მწვავე უკმარისობა (თირკმლის მძიმე პრობლემები), შარდის გამოყოფის შემცირება (თირკმლის პრობლემის ნიშანი)
სუნთქვის გაძნელება, თავბრუსხვევა, გამონაყარი ან სახისა და ხორხის შეშუპება (ალერგიული რეაქციის ნიშნები)
აჩქარებული გულისცემა
მხედველობის ნაწილობრივი დაკარგვა
გამონაყარი, კანის სიწითლე, ტუჩებზე, თვალებზე ან პირის ღრუში ბუშტუკოვანი გამონაყარი, კანის აქერცვლა, მაღალი ცხელება, გრიპის მსგავსი სიმპტომები და გადიდებული ლიმფური ჯირკვლები (კანის მძიმე რეაქციის ნიშნები)
ძალიან იშვიათი
ძილიანობა, მუცლის ზედა ნაწილში, მარჯვნივ ტკივილი, სიყვითლე ან კანისა და სკლერების სიყვითლის მომატება და მუქი ფერის შარდი (ღვიძლის პრობლემების ნიშნები)
სიხშირე უცნობია
კუჭის ან ნაწლავის კედლის გახეთქვა, რომელიც შეიძლება მტკივნეული იყოს და გამოიწვიოს გულისრევა
ზემოთ ჩამოთვლილი არ წარმოადგენს გვერდითი მოვლენების სრულ ჩამონათვალს. თუ გამოვლინდა რაიმე მოულოდნელი გვერდითი ეფექტი აპო-პდეფერასიროქსით მკურნალობის დროს, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
შენახვის წესი
ტაბლეტები ინახება ბავშვებისათვის და შინაური ცხოველებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია აპო-დეფერასიროქსის მიღება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე/კოლოფზე. შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
ინახება ოთახის ტემპერატურაზე (15ºC - 30ºC). ინახება ნესტისაგან დაცულ ადგილას.
ინახება ორიგინალური შეფუთვით.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
სამკურნალო პროდუქტებთან დაკავშირებული ნებისმიერი სავარაუდო გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება კანადის ჯანდაცვისათვის შესაძლებელია:
გვერდითი რეაქციების შეტყობინების ვებ-გვერდზე (https://www.canada.ca/en/health-canada/services/drugs-health-products/medeffevt-canada/adverse-reaction-reporting.html) განთავსებულია ინფორმაცია, როგორ უნდა მოხდეს შეტყობინება ონლაინ რეჟიმში, ფოსტით ან ფაქსით; ან
უფასო ტელეფონის ნომერზე დარეკვით: 1-866-234-2345
შენიშვნა: გვერდითი მოვლენების მართვის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, საჭიროა სამედიცნო სპეციალისტთან მიმართვა. სამედიცინო ხასიათის რჩევები არ არის მოწოდებული კანადის უსაფრთხოების პროგრამის მიერ.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
დამატებითი ინფორმაცია
აპო-დეფერასიროქსის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად:
საჭიროა სამედიცინო სპეციალისტთან მიმართვა;
ჯანდაცვის სპეციალისტებისათვის მომზადებული პროდუქტის სრული მონოგრაფიის ნახვა,, რომელიც მოიცავს მომხმარებლისთვის განკუთვნილ ინსტრუქციას, შესაძლებელია კანადის ჯანდაცვის ვებგვერდზე (https://health-products.canada.ca/dpd-bdpp/index-eng.jsp). მომხმარებლისათვის განკუთვნილი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია მწარმოებლის ვებგვერდიდან (http://www.apotex.ca/products ) ან ტელეფონის ნომერზე დარეკვით: 1-800-667-4708
ინსტრუქცია მომზადებულია: აპოტექს ინკ., ტორონტო, ონტარიო, M9L 1T9.
ინსტრუქციის უკანასკნელი შესწორების თარიღი: 2020 წლის 4 მაისი.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.



