აპიდრაR სოლოსტარიR მოქმედი ნივთიერების სახით ინსულინის გლულიზინს შეიცავს, ეს არის უფერო, გამჭვირვალე ხსნარი. აპიდრასR 100 ერთ/მლ სოლოსტარისR საინექციო ხსნარი გამოყენებისთვის მზა კალამის შიგნით არის. ხსნარის 1მლ-ში 100 ერთეული (U) ინსულინის გლულიზინია (3.49 მგ-ის ექვივალენტი). …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- insulin glulisine
- ფორმა და შეფუთვა
- 100 ერთ/მლ საინექციო ხსნარი წინასწარ შევსებული კალამი (Solostar) №5
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, სწრაფი მოქმედების საინექციო ინსულინები და ანალოგები
- ATC კოდი
- A10AB06
- რეგისტრაციის ნომერი
- რ/ა-P-0201
- რეგისტრირებულია
- 1 აპრილი 2022, მოქმედებს 1 აპრილი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- GMP
- -
აპიდრა — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
აპიდრაR სოლოსტარიR მოქმედი ნივთიერების სახით ინსულინის გლულიზინს შეიცავს, ეს არის უფერო, გამჭვირვალე ხსნარი. აპიდრასR 100 ერთ/მლ სოლოსტარისR საინექციო ხსნარი გამოყენებისთვის მზა კალამის შიგნით არის. ხსნარის 1მლ-ში 100 ერთეული (U) ინსულინის გლულიზინია (3.49 მგ-ის ექვივალენტი). 1 საინექციო კალამის შიგნით 3 მლ ხსნარის შემცველი კარტრიჯია. შესაბამისად, თითოეული საინექციო კალამი ჯამში 300 ერთეულ ინსულინის გლულიზინს შეიცავს. თითოეულ შეფუთვაში 5 ცალი გამოყენებისთვის მზა სავსე საინექციო კალამია მოთავსებული.
აპიდრაR სოლოსტარიR რეკომბინანტული დნმ ტექნოლოგიის გამოყენებით არის წარმოებული. ინსულინის გლულიზინის ეფექტი სწრაფად იწყება და ხანმოკლე დროის განმავლობაში გრძელდება. აპიდრაR სოლოსტარიR გამოიყენება შაქრიანი დიაბეტის (diyabetes mellitus) მქონე ზრდასრულებში, მოზარდებსა და ბავშვებში 6 წლის ასაკის ზემოთ, ეს არის ინსულინის შემცველი ანტიდიაბეტური წამალი.
შაქრიანი დიაბეტი (diyabetes mellitus) ეს არის დაავადება, რომლის დროსაც სხეულში შაქრის დონის მარეგულირებელი ინსულინის წარმოება არასაკმარისი რაოდენეობით ხდება.
- აპიდრაR სოლოსტარისR გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
აპიდრაR სოლოსტარიR არ გამოიყენება ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს:
თუ, ინსულინის გლულიზინის ანდა აპიდრას შემადგენლობაში არსებული ნივთიერებებიდან რომელიმეს მიმართ ალერგია(მომატებული მგრძნობელობა) გაქვთ.
თუ, სისხლში შაქრის დონე დაბალი (ჰიპიგლიკემია) გაქვთ. ჰიპოგლიკემიის შემთხვევაში დაიცავით ჰიპოგლიკემიის მითითებები.
აპიდრაR სოლოსტარიR ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ:
დოზირება, სისხლში შაქრის დონის კონტროლი (სისხლის ანალიზები), დიეტა, ფიზიკური აქტივობა (ფიზიკური მუშაობა და ვარჯიში)ისე გაკეთეთ, როგორც ექიმთან კონსულტაციისას შეთანხმდით.
პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები
თუ, თირკმლების ანდა ღვიძლის პრობლემები გაქვთ, თქვენთვის საჭირო უფრო დაბალი დოზის მისაღებად ექიმს გაესაუბრეთ.
6 წლამდე ასაკის ბავშვებთან წამლის გამოყენებასთან დაკავშირებით საკმარისი კლინიკური მონაცემი არ არსებობს.
თუ, აღნიშნული გაფრთხილებები თქვენთან ვლინდება, თუნდაც წარსულის რომელიმე პერიოდში, გთხოვთ თქვენს ექიმს მიმართეთ.
მოგზაურობა
მოგზაურობამდე კონსულტაციის მისაღებად თქვენს ექიმს მიმართეთ. გაარკვიეთ:
ინსულინის ხელმისაწვდომობა იმ ქვეყანაში, სადაც მოგზაურობას აპირებთ,
ინსულინის, საინექციო შპრიცების და მსგავსი ნაწილების მიწოდება,
მოგზაურობის დროს ინსულინის სწორად შენახვა,
როგორი იქნება თქვენი კვების რეჟიმი და ინსულინის მიღება თქვენი მოგზაურობის დროს,
დროის სხვაობის შესაძლო შედეგები,
ჯანმრთელობის შესაძლო ახალი რისკები იმ ქვეყანაში, სადაც აპირებთ მოგზაურობას,
შეუძლოდ ყოფნის ანდა ავად გახდომისას, მწვავე შემთხვევებში როგორ უნდა მოიქცეთ
ზემოთ აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით ექიმს გაესაუბრეთ.
დაავადებები და ტრავმები
ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს შეიძლება საჭიროა გახდეს დიაბეტთან მიმართებაში უფრო მეტი ყურადღების გამოჩენა.
თუ ავად ხართ ანდა დიდი ჭრილობა გაქვთ, სისხლში შაქრის დონე შეიძლება მოიმატოს (ჰიპერგლიკემია).
თუ საკმარისი რაოდენობთ არ იკვებებით, სისხლში შაქრის დონე შეიძლება დაეცეს(ჰიპოგლიკემია) მსგავს მდგომარეობებში ხშირად საჭიროა ექიმის კონსულტაცია. დარწმუნდით, რომ ექიმს დროულად უკავშრდებით.
თუ, I ტიპის შაქრიანი დიაბეტი გაქვთ (ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი), ინსულინის მიღება არ შეწყვიტოთ და გააგრძელეთ ნახშირწყლების საკმარისი რაოდენობით მიღება. თქვენს ახლო მყოფ გარემოს, მომვლელს, მკურნალ ადამიანებს აცნობეთ, რომ ინსულინის მომხმარებელი ხართ.
აპიდრაR სოლოსტარისR გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
თუ ალკოჰოლს მიიღებთ, სისხლში შაქრის დონე შეიძლება მოიმატოს ანდა დაეცეს.
მიღების წესი და დოზირება
სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:
ექიმი, თქვენი ცხოვრების წესის, მანამდე გამოყენებული ინსულინის და სისხლში შაქრის (გლუკოზის)დონის შედეგების მიხედვით თქვენთვის აპიდრას საჭირო დოზას შეგირჩევთ.
აპიდრაR არის ხანმოკლე მოქმედების ინსულინი. ექიმი შეიძლება გირჩევთ აპიდრასR გამოყენებას სისხლში შაქრის მაღალი დონის სამკუნალოდ გამოყენებულ ტაბლეტირებულ ფორმებთან ერთად, ასევე ზოგიერთი ინსულინის, საშუალო მოქმედების ანდა ხანგრძლივი მოქმედების სხვა ინსულინებთან ერთად.
სხვა ინსულინის გამოყენებისას თუ ინსულინის გლულიზინის გამოყენებას დაიწყებთ, ამ დროს საჭიროა ექიმის მიერ დოზების ახალი, განმეორებითი რეგულაცია.
სისხლში შაქრის დონის ცვლილებაზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს. იმისთვის რომ, სისხლში შაქრის დონე აკონტროლოთ და თავიდან აიცილოთ სისხლში შაქრის ძალიან მაღალი ანდა ძალიან დაბალი დონე, უნდა იცოდეთ ეს ფაქტორები.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით უფრო დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ კოლოფში არსებული წამლის ინსტრუქცია, ნაწილი- ,,შესაძლო გვერითი ეფეტები’’.
მიცემის გზა და მეთოდი:
აპიდრაR კვებამდე 0-15 წუთით ადრე ანდა კვების დასრულებისთანავე უნდა მიიღოთ.
გამოყენების მეთოდი:
აპიდრაR კანქვეშა (კანქვეშ ინექცია)გამოყენებისთვისაა განკუთვნილი.
ექიმი გიჩვენებთ კანის მიდამოს, სადაც უნდა გაიკეთოთ აპიდრასR ინექცია. აპიდრასR ინექციის გაკეთება შესაძლებელია: მუცლის კედელზე, ბარძაყის და მკლავის ზედა ზედაპირზე ანდა მუცლის კედელზე უწყვეტი ინფუზიით. თუ, მუცლის კედელზე გაიკეთებთ ინექციას, ინსულინის ეფექტი შეიძლება უფრო ადრე დაიწყოს. როგორც ყველა ინსულინის შემთხვევაში, აპიდრასR ინექციის დროსაც რეკომენდირებულია საინექციო მიდამოების (მუცელი, ბარძაყი ანდა მკლავის ზედა მონაკვეთი) და ინფუზიის ადგილების მონაცვლეობა.
სოლოსტარისR საინექციო კალამის გამოყენება:
სოლოსტარიR ინსულინის გლულიზინით წინასწარ შევსებული კალამია, რომელიც გამოყენების შემდეგ უნდა გადააგდოთ.
ამ წამლის გამოყენების ინსტრუქციის ბოლოს ნაწილში მოცემულია ინფორმაცია ,,სოლოსტარის გამოყენება’’ და ყურადღებით წაიკითხეთ. კალამი გამოიყენეთ ისევე, როგორც არის მითითებული სოლოსტარის გამოყენების ინსტრუქციაში.
საინექციო კალამი სხვას არ გაუზიაროთ, რათა თავიდან აიცილოთ დაავადების შესაძლო გადაცემის ალბათობა.
ყოველი ინექციის წინ კალამს ახალი ნემსი მოარგეთ და უსაფრთხოების ტესტი გააკეთეთ. გამოიყენეთ ისეთი ნემსები, რომელიც მხოლოდ სოლოსტარიR -ის კალამს მოერგება(იხილეთ ნაწილი-,,სოლოსტარის გამოყენება’’)
გამოყენებამდე საინექციო კალამის შიგნით არსებული კარტრიჯი ვიზუალურად შეამოწმეთ. თუ, ხსნარი უფერო, გამჭვირვალეა და შიგნით ნაწილაკებს არ შეიცავს, შეგიძლიათ გამოიყენოთ. გამოყენებამდე შეანჯღრევას ანდა შერევას არ საჭიროებს.
თუ, შემაჩნევთ, რომ სისხლში შაქრის დონე მოულოდნელად უარესდება, გამოიყენეთ ახალი კალამი. თუ, ფიქრობთ, რომ სოლოსტარიR -ის საინექციო კალამს პრობლემა აქვს, გთხოვთ, სამედიცინო პერსონალს მიმართეთ.
თუ, ექიმი სხვა მითითებებს არ მოგცემთ, აღნიშნული რეკომენდაციები გაითვალისწინეთ.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებში გამოყენება:
აპიდრაR სოლოსტარისR 6 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენების შესახებ საკმარისი ინფორმაცია არ არსებობს.
ხანდაზმულებში გამოყენება:
ხანდაზმულებში ღვიძლის ფუნქციების გაუარესებამ შეიძლება გამოიწვიოს ინსულინის მოთხოვნილების შემცირება.
სიფრთხილის ზომები
თირკმლების უკმარისობა:
თირკმლის უკმარისობამ შეიძლება ინსულინის მოთხოვნილება შეამციროს.
ღვიძლის უკამრისობა:
ღვიძლის უკმარისობამ შეიძლება ინსულინის მოთხოვნილება შეამციროს.
თუ, თირკმლების ანდა ღვიძლის ფუნქციების დარღვევა გაქვთ ანდა ხანდაზმული ხართ, ექიმის გაგიკეთებს ანალიზებს და ამ ორგანოების ფუნქციების დარღვევის ხარისხს შეაფასებს, შემდეგ კი საჭიროების შემთხვევაში ინსულინის დოზას დაარეგულირებს.
თუ ფიქრობთ, რომ აპიდრაR სოლოსტარისR ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა სუსტია, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.
თუ, აპიდრაR სოლოსტარისR საჭიროზე მეტი დოზა გაიკეთეთ:
თუ, აპიდრაR სოლოსტარისR ინექციის საჭიროზე მეტი დოზა გაიკეთეთ, ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
თუ, საჭიროზე მეტი აპიდრასR ინექცია გაიკეთეთ, სისხლში შაქრის დონე შეიძლება ძალიან დაეცეს (ჰიპოგლიკემია). ასეთ შემთხვევაში სისხლში შაქრის დონე ხშირად გააკონტროლეთ. ზოგადად, ჰიპოგლიკემიის თავიდან აცილების მიზნით საჭიროა უფრო მეტი ჭამა და სისხლში შაქრის დონის ხშირი გაზომვა. ჰიპოგლიკემიის მკურნალობის შესახებ ინფორმაცია იხილეთ წამლის ინსტრუქციაში, რომელიც კოლოფში დევს, ნაწილი 4 -,, შესაძლო გვერითი ეფექტები’’.
თუ აპიდრასR გამოყენება დაგავიწყდებათ
თუ, აპიდრასR ერთი დოზის გაკეთება დაგავიწყდებათ ანდა ინსულინის
ინექციის საკმარისი დოზა ვერ გაკეთდება, სისხლში შაქრის დონე შეიძლება ძალიან მოიმატოს(ჰიპერგლიკემია). სისხლში შაქრის დონე ხშირად გააკონტროლეთ. სისხლში შაქრის მაღალი დონის (ჰიპერგლიკემიის) მკურნალობასთან დაკავშირებით ინფორმაცია იხილეთ კოლოფის შიგნით არსებულ წამლის ინსტრუქციაში, ნაწილი-4 ,,შესაძლო გვერდითი ეფექტები’’.
დავიწყებული დოზის აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ გაიკეთოთ.
მოვლენები, რომელიც აპიდრაR სოლოსტარითR მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:
აპიდრასR მოხმარების შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ჰიპერგლიკემია (სისხლში შაქრის ძალიან მაღალი დონე) და კეტოაციდოზი (სხეულის მიერ შაქრის ნაცვლად ცხიმის წვის შედეგად სისხლში მჟავის დაგროვება). ექიმის კონუსლტაციის გარეშე აპიდრასR მოხმარება არ შეწყვიტოთ. ექიმი საჭირო რეკომენდაციებს და მითითებებს მოგცემთ.
ინუსლინების შემთხვევით არევა:
აპიდრას და სხვა ინსულინებს შორის შემთხვევით წამლის არევის თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა ყოველი ინექციის წინ ინსულინის ეტიკეტის გაკონტროლება.
- რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:
როგორც ყველა წამალში, აპიდრაR სოლოსტარისR შემადგენლობაში არსებული ნივთიერების მიმართაც შეიძლება გამოვლინდეს მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები.
თუ, ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან რომელიმე გამოვლინდება, აპიდრას გამოყენება შეწყვიტეთ და სასწრაფოდ ექიმს აცნობეთ ანდა თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ.
ჰიპოგლიკემია(სისხლში შაქრის დაბალი დონე) შეიძლება ძალიან სერიოზული პრობლემა გახდეს, თუ სისხლში შაქრის დონე ძალიან დაეცემა, შეიძლება გამოვლინდეს გონების დაკარგვა, სისხლში შაქრის დონის მკვეთრმა დაცემამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს თავის ტვინის დაზინება და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა შეიქმნას. თუ, სისხლში შაქრის დაბალი დონის მაჩვენებელი ნიშნები თქვენთან ვლინდება, სასწრაფოდ სისხლში შაქრის დონის მომატების ღონისძიებებს მიმართეთ.
თუ, ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშნები თქვენთან ვლინდება, სასწრაფოდ ექიმს მიმართეთ:
კანის გავრცელებული რეაქციები(მთელ სხეულზე გამოვლენილი სიწითლე და ქავილი), კანზე ანდა ლორწოვან გარსებზე გამოვლენილი სერიოზული შეშუპება(ანგიოედემა), სუნთქვის გაძნელება, გულის ცემის გახშირება და კანკალი, სისხლის არტერიული წნევის დაცემა. აღნიშნული ნიშნების გამოვლენა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ანაფილაქსიური რეაქციის ნიშნებს მოიცავს და ინსულინის მიმართ განვითარებული ალერგიის ნიშნები შეიძლება იყოს.
უეცრად გამოვლენილი ცივი ოფლი, კანის სიფერმკრთალე, სისუსტე, კანკალი, შფოთვა, უჩვეულო დაღლილობის შეგრძნება და სისუსტე, გონების არევა, კონცენტრაციის დარღვევა, დაბუჯება, მომატებული შიმშილის შეგრძნება, მხედველობის და სმენის დარღვევები, თავის ტკივილი, გულისრევა და გულის ფრიალი-
ყველა ჩამოთვლილი სერიოზული გვერდითი ეფექტებია. ეს ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტები საკმაოდ იშვიათად ვლინდება.
თუ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმეს შეამჩნევთ, თქვენს ექიმს აცნობეთ:
ძალიან გავრცელებული გვერდითი ეფექტები (10 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან ვლინდება)
სისხლში შაქრის დონის დაცემა (ჰიპოგლიკემია):
სისხლში შაქრის დაბალი დონე (ჰიპოგლიკემია), მიუთიეთებს, რომ სისხლში შაქრის დონე არასაკამრისია.
სისხლში შაქრის დაბალი დონესა (ჰიპოგლიკემია) და მკურნალობასთან დაკავშირებით ინფორმაცია იხილეთ წამლის ინსტრუქციაში, ამ ნაწილის ბოლო მონაკვეთში, წამლის ინსტრუქცია კოლოფში დევს.
ხშირად გამოვლენილი გვერდითი ეფექტები (100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან, 10 ავამდყოფიდან კი <1 ავადმყოფთან ვლინდება.
კანის და ალერგიული რექციები:
ინექციის ადგილას კანის რეაქციები შეიძლება გამოვლინდეს(სიწითლე, ინექციის დროს უჩვეულო ტკივილი, ქავილი, ჭინჭრის ციება, შეშუპება ანდა ჩირქოვანი ანთება). აღნიშნული ცვლილებები ინექციის მიდამოს ირგვლივაც შეიძლება გავრცელდეს. ინსულინის მიმართ ეს რეაქციები მსუბუქი ხასიათისაა, ძირითადად, მკურნალობის გაგარძელებისას ანდა რამდენიმე დღეში ალაგდება.
ნაკლებად გავრცელებული გვერდითი ეფექტები: 1000 ავადმყოფიდან>1 ავადმყოფთან 100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან ვლინდება)
სისტემური ალერგიული რეაქციები
ხასიათდება ინსულინის მიმართ ალერგიის განვითარებით. აღნიშნულთან დაკავშირებული სიმპტომებია(მთელ სხეულზე განვითარებული სიწითლე და ქავილი) კანზე ანდა ლორწოვან გარსზე (ანგიოედემა) განვითარებული სერიოზული შეშუპებები, სუნთქვის გაძნელება, გულის ცემის გახშირება და ოფლიანობა, როემლსაც თან ახლავს სისხლის არტერიული წნევის დაცემა. ანაფილაქსიური რეაქციების მომცველი სერიოზული რეაქციების გამოვლენა სისცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობას ქმნის.
იშვიათი გვერდითი ეფექტები: 10.000 ავადმყოფიდან >1ავადმყოფთან, 1000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან ვლინდება)
ინექციის მიდამოში კანის ცვლილებები (ლიპოდისტროფია)
კანის ერთსადაიმავე მიდამოში ხშირი ინექციიების დროს, კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი შეიძლება განილიოს (ლიპოატროფია) ანდა გამოიწუროს. ამ მიდამოში ინსულინის ინექციის შემთხვევაში, შეწოვა ვერ იქნება სრული. ყოველი ინექციის დროს საჭიროა ინექციის მიდამოს შეცვლა, რაც დაგეხმარებათ კანის ასეთი სახის ცვლილებების თავიდან აცილებაში.
სხვა გვერდითი ეფექტები:
სისხლში შაქრის მაღალი დონე(ჰიპერგლიკემია): მიუთიეთებს, რომ სისხლში შაქრის რაოდენობა ძალიან მაღალია.
თუ, სისხლში შაქრის დონე ძალიან მაღალია, ეს ნიშნავს რომ უფრო მეტი ინსულინია საჭირო, ვიდრე იკეთებთ. სისხლში შაქრის მაღალი დონე(ჰიპერგლიკემია)-სთან დაკაშირებით უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ წამლის ინსტრუქციის ამ ნაწილის ბოლო მონაკვეთი,ინსტრუქცია არის კოლოფში.
თვალთან დაკაშირებული გვერდითი ეფექტები:
სისხლში შაქრის დონის მკვეთრმა ცვლილებამ შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის გარდამავალი დარღვევა (გაუმჯობესება ანდა გაუარესება). თუ პროლიფერაციული რეტინოპათია (დიაბეტთან დაკავშირებული თვალის დაავადება)გაქვთ, ძლიერმა ჰიპოგლიკემიის(სისხლში შაქრის დონის დაცემის ეპიზოდები) შეტევებმა შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის გარდამავალი დაკარგვა.
წამლის გამოყენების შემთხვევით არევა-შეშლა
დაფიქსირებულია შემთხვევითი შეცდომები, რომლის დროსაც ინსულინის გლულიზინის ნაცვლად გაკეთებულა სხვა ინსულინი.
ეს არის აპიდრაR სოლოსტარისR მსუბუქი გვერითი ეფექტები.
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არის ანდა არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.
- აპიდრაR სოლოსტარისR შენახვა
აპიდრაR სოლოსტარიR ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას შეფუთვაში შეინახეთ.
გამოყენებამდე: აპიდრაR სოლოსტარიR 2-80 C ტემპერატურას შორის მაცივარში შეინახეთ. არ გაყინოთ. სოლოსტარი მაცივარში საყინულეს განყოფილებაში ანდა ყინულის პარკთან პირდაპირი კონტაქტით არ შეინახოთ. სინათლისგან დაცვის მიზნით მუყაოს კოლოფში შეინახეთ.
გამოყენების დაწყების შემდეგ: გამოყენების დაწყების შემდეგ, აპიდრაR სოლოსტარიR <250 ოთახის ტემპერატურაზე, სინათლისგან და სითბოსგან მოშორებულ პირობებში, ორიგინალურ შეფუთვაში, 4 კვირის განმავლობაში შეგიძლიათ შეინახოთ. აპიდრაR სოლოსტარიR მაცივარში არ შეინახოთ.
გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.
შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ აპიდრაR სოლოსტარიR არ გამოიყენოთ. გამოყენების ბოლო ვადა არის იმ თვის ბოლო დღე.
გარემოს დაცვის მიზნით, აპიდრაR სოლოსტარიR ქალაქის წყლებსა ანდა ნაგავში არ ჩააგდოთ. ამ თემასთან დაკაშირებით ფარმაცევტს მიმართეთ.
ლიცენზიის მფლობელი:
შპს. სანოფი საღლიქ ურუნლერი
ბუიუქდერეს ქ. 193.. ლევენთი-სტამბული.
ტელ: 0 212 339 10 00; ფაქსი: 0 212 339 11 89;
წარმოების ადგილი:
Sanofi Aventis Pharma deutchland GmbH
D-65926 ფრანკფურტი , მაინი, გერმანია
აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 07.07.2011-ში დამოწმებულია.
ჰიპერგლიკემია და ჰიპოგლიკემია
ჰიპერგლიკემია და ჰიპოგლიკემია
ყოველთვის თან იქონიეთ გარკვეული რაოდენობით შაქარი (სულ ცოტა 20 გრამი).
თან ატარეთ ბარათი, სადაც მითითებულია, რომ დიაბეტი გაქვთ.
ჰიპერგლიკემია (სისხლში შაქრის მაღალი დონე)
თუ სისხლში შაქრის დონე ძალიან მაღალი გაქვთ (ჰიპერგლიკემია), შეიძლება ინსულინის საკამარისი დოზა არ გაგიკეთებით.
ქვემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო, სისხლში შაქრის დონე შეიძლება ძალიან მაღალი იყოს:
შეიძლება ინსულინის ინექცია არ გაგიკეთებიათ ანდა საკმარისი დოზით არ გაგიკეთებიათ ანდა ინსულინის შენახვის პირობების დარღვევის გამო ეფექტი შემცირებულია,
თუ ჩვეულებრივზე ნაკლები ფიზიკური დატვირთვა გაქვთ ანდა სტრესის ქვეშ ხართ (ფსიქიკური სტრესი, აღელვება) ანდა ტრავმა, ოპერაცია, ცხელებით მიმდინარე დაავადება ანდა სხვა რომელიმე დაავადება გადაიტანეთ,
სხვა რომელიმე წამალს ღებულობთ ანდა უკვე მიიღეთ (ნახეთ ნაწილი 2-,,სხვა წამლებთან ერთად გამოყენება’’).
ჰიპერგლიკემიის გამაფრთხილებელი ნიშნები
სისხლში შაქრის დონის ძალიან მომატების მაჩვენებელი ნიშნები შეიძლება იყოს: წყურვილი, ხშირი შარდვა, დაღლილობა, კანის სიმშრალე, სახის შეხურება, უმადობა, სისხლის წნევის დაცემა, გულის ფრიალი. შარდში შაქრის და კეტონური სხეულების მომატება,
კუჭის ტკივილი, ხშირი და ღრმა სუნთქვა, ძილიანობა ანდა გონების დაკარგვაც კი- ინსულინის უკმარისობის შედეგად განვითარებული სერიოზული მდგომარეობის (კეტოაციდოზის) ნიშანი შეიძლება იყოს.
სისხლში შაქრის დონის მომატების(ჰიპერგლიკემიის) დროს რა უნდა გავაკეთოთ?
ზემოთ ჩამოთვლილი სისხლში შაქრის დონის მომატების მაჩვენებელი ნიშნების გამოვლენისას, სასწრაფოდ სისხლში შაქრის დონე გაიზომეთ და შარდში კეტონური სხეულები არსებობის ტესტი გაიკეთეთ. სერიოზული ჰიპერგლიკემიის ანდა კეტოაციდოზის მკურნალობა საავადმყოფოში ექიმის კონტროლის ქვეშ უნდა განხორციელდეს.
ჰიპოგლიკემია (სისხლში შაქრის დაბალი დონე)
სისხლში შაქრის დონე ძალიან თუ დაეცემა, შეიძლება განვითარდეს გონების დაკარგვა. სერიოზულმა ჰიპოგლიკემიამ მიოკარდიუმის ინფარქტი ანდა თავის ტვინის დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა შეიქმნას. სწორი დახმარება რომ გაუწიოთ ავადმყოფს, საჭიროა სისხლში შაქრის დონის დაცემის ფაქტი დროულად შეამჩნიოთ.
ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობების დროს სისხლში შაქრის დონე შეიძლება ძალიან დაეცეს :
თუ, ინსულინის საჭიროზე მეტი დოზა გაუკეთეთ,
თუ, კვების ჯერი გამოტოვეთ ანდა კვება დააგვიანეთ
თუ, საკამრისი რაოდენობით არ შეჭამეთ ანდა ნახშირწყლების დაბალი შემცველი საკვები შეჭამეთ (შაქარს და შაქრის მსგავს ნივთიერებებს ნახშირწყლებს უწოდებენ. ხელოვნური დამატკბობელები ნახშირწყლები არ არის).
თუ, ღებინების ანდა დიარეის გამო ნახშირწყლები დაკარგეთ,
თუ,ალკოჰოლი მიიღეთ, ამასთან ერთად საკმარისი რაოდენობით საკვებიც არ მიიღეთ,
თუ, ჩვეულებრივზე მეტი ფიზიკური აქტივობა გქონდათ ანდა ფიზიკური აქტივობა ჩვეულებრივისგან განსხვავებული ტიპის იყო.
ტრავმის, ოპერაციის ანდა სტრესის შემდეგ გამოჯანმრთელების პროცესში ხართ,
ცხელებით მიმდინარე დაავადება გაქვთ ანდა ავადმყოფობის შემდეგ გამოჯანმრთელების პროცესში ხართ,
თუ, სხვა რომელიმე წამალს ღებულობთ ანდა რომელიმე წამლის მიღება უკვე შეწყვიტეთ, (იხილეთ ნაწილი 2-,,სხვა წამლებთან ერთად გამოყენება’’).
სისხლში შაქრის დაბალი დონის გამოვლენის ალბათობა ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს უფრო მეტია:
თუ, ინსულინოთერაპია ახლად დაწყებული გაქვთ ანდა სხვა ინსულინზე გადახვედით,
თუ, სისხლში შაქრის დონე თითქმის ნორმალურთან ახლოს ანდა სტაბილური არ არის,
თუ, ინსულინის ინექციის მიდამო შეცვალეთ (მაგ. ბარძყიდან წინამხარზე),
თუ, თირკმლების ანდა ღვიძლის სერიოზული დაავადება გაქვთ ანდა ჰიპოთიროიდიზმის მსგავსი სხვა დაავადება გაქვთ,
ჰიპოგლიკემიის გამაფრთხილებელი ნიშნები
სხეულზე გამოვლენილი ნიშნები:
ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშნები, სისხლში შაქრის დონის მკვეთრად ანდა სწრაფად დაცემაზე მიუთითებს:
ოფლიანობა, ნამიანი და ცივი კანი, შფოთვა, გულის ცემის გახშირება, სისხლის წნევის მომატება, გულის ფრიალი, გულის ცემის რთმის დარღვევა. აღნიშნული ნიშნები ხშირად თავის ტვინში შაქრის დონის შემცირებამდე ვლინდება.
თავის ტვინში გამოვლენილი ნიშნები:
ქვემოთ მოცემული ნიშნები თავის ტვინში შაქრის დონის დაცემაზე მიუთითებს:
თავის ტკივილი, ძლიერი შიმშილის გრძნობა, გულისრევა, ღებინება, სისუსტე, ძილიანობა, ძილის დარღვევები, შფოთვა, აგრესიული ქცევები, კონცენტრაციის დარღვევა, (გამღიზიანებელზე) რეაქციების დარღვევები, დეპრესია, გონების არევა, მეტყველების დარღვევა (ზოგჯერ მეტყველების სრულად შეწყვეტა), მხედველობის დარღვევა, კანკალი, დამბლა, წვის და ჩხვლეტის შეგრძნება(პარესთეზიები), გრძნობების შემცირება, პირის მიდამოში წვის და ჩხვლეტის შეგრძნება, თავბრუსხვევა, საკუთარ თავზე კონტროლის დაკარგვა, თვითმომსხურების დარღვევა, კრუნჩხვები და ცნობიერების დაკარგვა.
ჰიპოგლიკემიის პირველი ნიშნები (,,გამაფრთხილებელი ნიშნები’’) ქვემოთ მიცემული მდგომარეობების დროს შეიძლება შეიცვალოს, შეიძლება უფრო მსუბუქი იყოს ანდა ორივე ერთდროულად გამოვლინდეს:
თუ ხანდაზმული ხართ,
თუ, დიდი ხანია შაქრიანი დიაბეტი გაქვთ,
თუ, შაქრიანი დიაბეტის გამო ცნობილი ნერვული სისტემის დაავადება გაქვთ (დიაბეტური ავტონომიური ნეიროპათია)
თუ, ახლო პერიოდში ჰიპოგლიკემია გქონდათ (მაგ.1 დღის უკან) ანდა ჰიპოგლიკემია ნელი ფორმით განვითარდა,
თუ სისხლში შაქრის დონე თითქმის ნორმალურია ანდა ნორმალურთან ახლოსაა,
თუ სხვა წამლებს ღებულობთ ანდა უკვე მიიღეთ (იხილეთ ნაწილი 2-,,სხვა წამლებთან ერთად გამოყენება’’).
ასეთ მდგომარეობებში, პრობლემის გაცნობიერების გარეშე, ჰიპოგლიკემია და ცნობიერების დაკარგვაც კი შეიძლება განვითარდეს. ყოველთვის შეეცადეთ, რომ გამაფრთხილებელი ნიშნები დროულად ამოიცნოთ. თუ საჭიროა, სისხლში შაქრის დონე უფრო ხშირად გაიზომეთ. სისხლში შაქრის დონის ხშირი გაზომვა ჰიპოგლიკემიის შეტევების განვითარებას აგარიდებთ. თუ გამაფრთხილებელი ნიშნების გამოცნობა გიჭირთ, საკუთარი თავის და სხვების უსაფრთხოების მიზნით, შესაძლო სარისკო მოქმედებებს (მაგ. ავტომობილის მართვა) თავი აარიდეთ.
ჰიპოგლიკემიის გამოვლინებისას რა უნდა გავაკეთოთ?
- ინსულინის ინექცია არ გაიკეთოთ. მაშინვე 10-20 გრამი შაქარი ( გლუკოზა, შაქრის ნატეხი ანდა ტკბილი სასმელის სახით) მიიღეთ. ყურადღება: არ დაგავიწყდეთ! ხელოვნური დამატკბობელები და მათით დამტკბარი საკვები (მაგ. დიეტური სასმელები) ჰიპოგლიკემიის მდგომარეობას არ აუმჯობესებს.
- შემდეგ მიირთვით ისეთი საკვები, რომელიც სისხლში შაქრის დონეს ხანგრძლივად მოამატებს (მაგ. პური ანდა მაკარონი). ექიმს ანდა ექთანს აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია უნდა ჰქონდეს მოცემული.
- თუ , სისხლში შაქრის დაცემა (ჰიპოგლიკემია) განმეორდება, კვლავ 10-20 გრ შაქარი მიიღეთ.
- თუ ჰიპოგლიკემიას ვერ აკონტროლებთ ანდა ხშირად მეორდება, მაშინვე თქვენს ექიმს მიმართეთ.
თქვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს ქვემოთ მოცემული მონაცემები უთხარით:
თუ ისეთ მდგომარეობაში ხართ, რომ გადაყლაპვა არ შეგიძლიათ, ან გონება დაკარგული გაქვთ, გლუკოზის ანდა გლუკაგონის ინექცია (სისხლში შაქრის მომამატებელი წამალი) უნდა გაგიკეთონ. ამ ინექციის გაკეთება შეიძლება იმ შემთხვევაშიც, როცა ზუსტად არ არის განსაზღვრული ჰიპოგლიკემიური მდგომარეობა.
შაქრის (გლუკოზის) მიღებისთანავე საჭიროა სისხლში შაქრის დონის განსაზღვრა, ამ გზით ზუსტად გაირკვევა აღნიშნული მდგომარეობის მიზეზი ნამდვილად სისხლში შაქრის დაბალი დონეა (ჰიპოგლიკემიაა) თუ არა.
გამოყენებისთვის მზა სავსე კალამშია საინექციო ხსნარი აპიდრაR სოლოსტარიR
კალამის გამოყენება
თუ, ექიმმა გადაწყვიტა, რომ სოლოსტარიR თქვენთვის შესაბამისი პრეპარატია, სოლოსტარისR გამოყენებამდე ინექციის გაკეთების ტექნიკასთან დაკაშირებით ექიმს გაესაუბრეთ.
სოლოსტარისR საინექციო კალამის გამოყენებამდე ქვემოთ მოცემული მითითებები ყურადღებით წაიკითხეთ. თუ, ყველა მითითებას ვერ შეასრულებთ, მოიძიეთ ახლობელი ადამიანი, ვინც დაგეხმარებათ და სოლოსტარისR ინექცია გაიკეთეთ.
სოლოსტარიR ერთჯერადი გამოყენების ინსულინის საინექციო კალამია. 1 ერთეულის მატებით, 1-დან 80 ერთეულამდე დოზის შერჩევა არის შესაძლებელი.
წამლის გამოყენების ინსტრუქცია შეინახეთ, მომავალში შეიძლება დაგჭირდეთ. თუ, სოლოსტარისR ანდა შაქრიანი დიაბეტის შესახებ კითხვა გაგიჩნდებათ,თქვენს ექიმს მიმართეთ ანდა წამლის გამოყენების ინსტრუქციაში სანოფის ტელეფონის ნომერზე დარეკეთ.
კალამის გამოყენება
ფოტო- სადაც აღნიშნული და მითითებულია კალამის ტექნიკური მხარე.(მარცხნიდან-მარჯვნივ)
კალამის სახურავი-კალამის ნემსი(-ნემსი არ არის-წარწერა ზემოთ)
ნემსის გარე სახურავი-ნემსის შიგა სახურავი-ნემსი- დამცავი დისკი(წარწერები ქვემოთ)
(წარწერა ზემოთ)-ინსულინის რეზერვუარი- ინსულინის კორპუსი-დოზის ფანჯარა(წარწერები ზემო მონაკვეთში)-
წარწერები ქვემო მონაკვეთში: კაუჩუკის დისკი-დოზის შერჩევის ბორბალი-ინექციის ღილაკი.
სოლოსტარისR გამოყენებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ყოველი გამოყენების წინ ახალი ნემსი მოარგეთ. გამოიყენეთ მხოლოდ სოლოსტარისR ინექციისთვის შესაბამისი ნემსი.
ყოველთვის, ყოველი ინექციის წინ უსაფრთხოების ტესტი გააკეთეთ.
ეს კალამი პირადად თქვენი მხრიდან გამოყენებისთვისაა განკუთვნილი. სხვას არ გაუზიაროთ.
თუ, ინექციას სხვა გაგიკეთებთ, ამ პიროვნებამ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები, რომ ნემსი არ დაესოს ანდა ინფექცია არ გადაეცეს.
თუ, სოლოსტარისR კალამი დაზიანდა ანდა დარწმუნებული არა ხართ მის გამართულ მუშაობაში, კალამი კატეგორიულად არ გამოიყენოთ.
სოლოსტარისR საინექციო კალამის დაკარგვის ანდა დაზიანების შემთხვევისთვის, ყოველთვის იქონიეთ სათადარიგო სოლოსტარისR კალამი.
1-ლი საფეხური: ინსულინი შეამოწმეთ
ა. იმისთვის, რომ ინსულინის პრეპარატი სხვა წამალთან არ აგერიოთ, სოლოსტარისR ეტიკეტი გადაამოწმეთ. აპიდრაR სოლოსტარიR ცისფერი ფერისაა, საინექციო ღილაკი მუქი ცისფერი ფერისაა და ბოლოში რგოლი აქვს.
ბ. კალამის სახურავი მოხადეთ.
გ. შეამოწმეთ ინსულინის კალამი ვიზუალურად, აპიდრაR გამჭვირვალე ინსულინია. თუ, ინსულინის ხსნარი შემღვრეულია, ფერადია ანდა ნაწილაკებს შეიცავს, არ გამოიყენოთ.
მე-2 საფეხური: ნემსის მორგება
ყოველთვის, ყოველი ინექციის წინ ახალი, სტერიულური ნემსი მოარგეთ, აღნიშნული ქმედება დაავადების გადაცემის ანდა ნემსის პოტენციურ დახშობას თავიდან აგაცილებთ.
ა. ახალ ნემსზე არსებული დამცავი აპკი მოაცილეთ.
ბ. კალამი და ნემსი ერთ ღერძზე დაიჭირეთ და ნემსი კალამს მოარგეთ (ნემსი სახეობის შესაბამისად, კალამზე მოტრიალებით ანდა დაჭერით მოარგეთ). ფოტო
თუ ნემსს არასწორად დაჭერით მოარგებთ, კაუჩუკმა შეიძლება დისკი დააზიანოს და გამოჟონვა ანდა ნემსის გატეხვა გამოიწვიოს. ფოტო
მე-3 საფეხური: უსაფრთხოების ტესტის გაკეთება
ყოველთვის, ყოველი ინექციის გაკეთებამდე უსაფრთხოების ტესტი გააკეთეთ. აღნიშნულის წყალობით:
ნემსის ანდა კალამის გამართულად მუშაობაში დარწმუნდებით.
ჰაერის ბუშტუკებს გამოიტანთ.
ამ გზით თქვენ დარწმუნდებით, რომ სწორ დოზას ღებულობთ.
ა. დოზის შემრჩევი ბორბალის დატრიალებით 2 ერთეული დოზა შეარჩიეთ. ფოტო
ბ. ნემსის გარე სახურავი მოხადეთ და გვერდზე დადეთ, ეს სახურავი ინექციის შემდეგ გადასაგდები ნემსისთვის უნდა გამოიყენოთ. ნემსის შიგა სახურავი მოხადეთ და გადააგდეთ.
ფოტო-- სადაც მითითებულია გარე სახურავზე -შენახვა, შიგა სახურავზე -გადაგდება.
გ. კალამი დაიჭირეთ ისე, რომ ნემსი ზემოთ იყოს მიმართული.
დ. ინსულინის კორპუსზე მსუბუქი დარტყმით ჰაერის ბუშტუკების ნემის მიმართულებით გადასვლა უზრუნველყავით.
ე. ინჟექტორის(შპრიც-კალამის) ღილაკს ბოლომდე დააჭირეთ თითი. ნემსის წვერიდან ინსულინის გადმოსვლა შეამოწმეთ. ფოტო შესაბამისი შინაარსით.
ნემსის წვეროდან ინსულინის გადმოსვლის დანახვამდე, უსაფრთხოების ტესტის გაკეთება შეიძლება რამდენჯერმე დაგჭირდეთ.
თუ, ნემსის წვერიდან ინსულინი არ გადმოდის, გადაამოწმეთ ჰაერის ბუშტუკების არსებობა და ჰაერის ბუშტუკების გადანაცვლების მიზნით უსაფრთხოების ტესტი ორჯერ კიდევ გაიმეორეთ.
თუ, ჯერ კიდევ არ გადმოდის ინსულინი, ნემსის წვერი შეიძლება დახშული იყოს. ამ შემთხვევაში ნემსი უნდა შეცვალოთ და იგივე საფეხურები კვლავ გაიმეოროთ.
თუ ნემსის შეცვლის შემდეგაც არ გადმოდის ინსულინი, სოლოსტარიR შეიძლება დაზიანებული იყოს და ეს სოლოსტარისR კალამი არ გამოიყენოთ.
მე-4 საფეხური: დოზის შერჩევა
დოზის რეგულირება შეიძლება 1 ერთეულის მატებით, სულ ცოტა 1 ერთეული, მაქსიმუმ კი 80 ერთეულამდე შეიძლება დოზის შერჩევა. თუ 80 ერთეულზე მეტი დოზა გჭირდებათ, 2 ანდა მეტი შპრიც-კალამით შეგიძლიათ ეს დოზა გაიკეთოთ.
ა. უსაფრთხოების ტესტის გაკეთების შემდეგ, დოზის ფანჯარაში ,,0’’ მაჩვენებელი შეამოწმეთ.
ბ. ექიმის მიერ თქვენთვის რეკომენდირებული დოზა შეარჩიეთ(ქვემოთ მოცემულ ნიმუშში შერჩეული დოზა 30 ერთეულია). დოზის რეგულირებისას თუ სასურველ ერთეულს გასცდით, შეგიძლიათ, უკან დაატრიალოთ. ფოტო შესაბამისი შინაარსის.
დატრიალების დროს შპრიც-კალამის ღილაკს არ დააჭიროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ნემსის წვერიდან ინსულინი გადმოვა.
დოზის შერჩევის ფანჯარაში ინსულინის დარჩენილ ერთეულზე მეტი მაჩვენებლის შერჩევა არ მოხერხდება. დოზის შემრჩევი ბორბალი ძალით არ დაატრიალოთ, რადგანაც ამ დროს კალამში დარჩენილი რაოდენობა შეიძლება ინჟექტირებული იქნას და ინსულინის საჭირო დოზის ინექციისთვის ახალი სოლოსტარისR ინჟექტორის გახსნა დაგჭირდეთ ანდა სრული დოზის გაკეთება ახალი სოლოსტარისR კალმიდან მოგიწიოთ.
მე-5 საფეხური: ინსულინის დოზის …
ორსულობა და ძუძუთი კვება
წამლის გამოყენებამდე თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.
თუ ორსულად ხართ, ანდა ორსულობას გეგემავთ, თქვენ ექიმს აცნობეთ.
ორსულობის პერიოდში ანდა მშობიარობის შემდეგ შეიძლება საჭირო გახდეს ინსულინის დოზის ცვლილება. თქვენი ბავშვის ჯანმრთელობისთვის, საჭიროა შაქრიანი დიაბეტის სწორი მართვა და სისხლში შაქრის დონის დაცემის თავიდან აცილება.
ორსულებში აპიდრას გამოყენებასთან დაკაშირებით საკმარისი მონაცემი არ არსებობს.
თუ მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოავლენთ, მაშინვე თქვენს ექიმს ანდა ფარმცევტს მიმართეთ.
ძუძუთი კვება-ლაქტაცია
წამლის გამოყენებამდე თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს გაესაუბრეთ.
თუ, ბავშვს ძუძუთი კვებავთ, საჭიროა ინსულინის დოზის ანდა კვებითი რეჟიმის რეგულირება, ამიტომ გთხოვთ, ექიმს მიმართეთ.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
თუ, სისხლში შაქრის მაღალი დონე (ჰიპერგლიკემია) ანდა სისხლში შაქრის დაბალი დონე(ჰიპოგლიკემია) გაქვთ, აღნიშნულმა შეიძლება შეამციროს კონცენტრაციის და დროული რეაგირების უნარი.
თქვენი და თქვენი ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე, გთხოვთ რისკის შემქმნელი მდგომარეობები(ავტომობილისა და მექანიზმების მართვის დროს) გაითვალისწინეთ.
განსაკუთრებით ფრთხილად იყავით მაშინ, როცა სისხლში შაქრის დონის დაცემის(ჰიპოგლიკემიის) ნიშნებს ვერ ამჩნევთ ანდა ამ ნიშნების ამოცნობის უნარი დაქვეითებული გაქვთ ანდა სისხლში შაქრის დაცემის (ჰიპოგლიკემიის)ეპიზოდები ძალიან ხშირად გაქვთ. ამ დროს ავტომობილისა და მექანიზმების მართვასთან დაკაშირებით შეიძლება საჭირო გახდეს ექიმის კონსულტაცია.
ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს ყურადღების კონცენტრაცია და დროული რეაგირების უნარი შეიძლება შემცირდეს:
აპიდრაR სოლოსტარისR შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ ინფორმაცია
აღნიშნული სამედიცინო პროდუქტის თითოეული დოზა 1მმოლ (23 მგ)-ზე უფრო ნაკლებ ნატრიუმს ( 5.00 მგ/მლ ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი კ.მ. pH 7.3) შეიცავს. ანუ სინამდიველში, ,,ნატრიუმს არ შეიცავს’’. ნატრიუმთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის უარყოფთი ეფექტი მოსალოდნელი არ არის.
სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება
ზოგიერთი წამალი სისხლში შაქრის დონის მომატებას, ზოგირთი კი დაქვეითებას განაპირობებს, ზოგიერთმა კი მდგომარეობის მიხედვით შეიძლება ორივე ეფექტი გამოავლინოს. ყველა შემთხვევაში საჭიროა სისხლში შაქრის დონის ძალიან მაღალი ანდა ძალიან დაბალი მაჩვენებელი ავირიდოთ, ამისთვის კი საჭიროა ინსულინის დოზის რეგულირება. ყურადღებით უნდა იყოთ არა მხოლოდ რომელიმე ახალი წამლის მიღების დაწყებისას, არამედ ამ წამლის მიღების შეწყვეტის დროსაც.
წამლის მიღებამდე ექიმს ჰკითხეთ, სხვა წამლის სისხლში შაქრის დონეზე ზემოქმედების შესახებ, ასეთი მდგომარეობის განვითარების შემთხვევაში, როგორ უნდა მოიქცეთ.
წამლები, რომლებმაც შეიძლება სისხლში შაქრის დონის დაქვეითება(ჰიპოგლიკემია) განაპირობოს:
შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ გამოყენებული ყველა სხვა წამლები,
ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის(აგფ) ინჰიბიტორები(გამოიყენება გულის ზოგიერთი დაავადებების და მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ),
დისოპირამიდი, (გულის ზოგიერთი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება),
ფლუოქსეტინი, (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ),
ფიბრატები (გამოიყენება სისხლში ცხიმის მაღალი დონის სამკურნალოდ),
მონოამინოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორები (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ),
პენტოქსიფილინი, პროპოქსიფენი,სალიცილატები (გამოიყენება, როგორც ასპირინის მსგავსი ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი საშუალებები),
სულფონამიდური ანტიბიოტიკები.
წამლები, რომლებმაც შეიძლება სისხლში შაქრის დონის მომატება (ჰიპერგლიკემია) განაპირობოს:
კორტიოსტეროიდები (ანთების სამკურნალოდ გამოყენებული კორტიზოლის მსგავსი),
დანაზოლი (ოვულაციის სამკრუნალო ეფექტური წამალი) ,
დიაზოქსიდი (მაღალი არტერიული წნევის სამკრუნალოდ გამოიყენება),
შარდმდენები (დიურეტიკები) (მაღალი არტერიული წნევის ანდა სითხის ჭარბი შეკავების სამკურნალოდ გამოიყენება),
გლუკაგონი(მკვეთრი ჰიპოგლიკემიის სამკურნალოდ გამოყენებული პანკრეასის ჰორმონი),
იზონიაზიდი (გამოიყენება ტუბერკულოზის სამკურნალოდ),
ესტროგენები და პროსგეტერონები (ორსულობის კონტროლისთვის გამოყენებული ჩასახვის საწინააღმდეგო წამლების მსგავსი),
ფენოთიაზინის წარმოებულები (ფსიქიატრული დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება),
სომატროპინი (ზრდის ჰორმონი),
სიმპატომიმეტიკური წამლები (ეპინეფრინი, ადრენალინი ანდა ასთმის სამკურნალოდ გამოყენებული სალბუტამოლი, ტერბუტალინი),
ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები (ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების სამკრუნალოდ გამოიყენება),
პროტეაზას ინჰიბიტორები (გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ),
ატიპიური ანტიფსიქოზური წამლები (ოლანზეპინი და კლოზაპინი)
აღნიშნულმა წამლება შეიძლება სისხლში შაქრის დონე მოამატოს ანდა შეამციროს:
ბეტა- ბლოკერები (მაღალი წნევის სამკურნალოდ გამოიყენება)
კლონიდინი (მაღალი წნევის სამკურნალოდ გამოოიყენება)
ლითიუმის მარილები(ფსიქიატრიული დარღვევების სამკურნალოდ გამოიყენება)
პენტამიდინმა (პარაზიტებით გამოწვეული ზოგიერთი ინფექციის სამკურნალოდ გამოიყენება)ზოგჯერ ჰიპერგლიკემიიასთან ერთად, შეიძლება ჰიპოგლიკემიაც გამოიწვიოს.
სხვა სიმპატომიმეტიკურმა წამლებმა (კლონიდინის, გუანეტიდინის და რეზერპინის მსგავსად), ასევე ბეტა ბლოკერებმაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის დონის დაქვეითება(ჰიპოგლიკემია) და პირველი გამაფრთხილებელი ნიშნების შესუსტება ანდა სრულად გაქრობა.
თუ, ამ წამლებიდან რომელიმეს გამოყენებასთან დაკავშირებით დარწმუნებული არა ხართ, ვერ ხვდებით რომელი წამალია, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
აპიდრაR 100 ერთ/მლ სოლოსტარიR საინექციო ხსნარის შემცველი გამოყენებისთვის მზა კალამი
სანოფი
განკუთვნილია კანქვეშა მოხმარებისთვის
მოქმედი ნივთიერება: ინსულინის გლულიზინია. 1 მლ ხსნარი 100 ერთეულ (3,49 მგ-ის ექვივალენტ) მოქმედ ნივთიერებას, ინსულინის გლულიზინს შეიცავს.
დამხმარე ნივთიერებები: მეტაკრეზოლი, ტრომეტამოლი, ნატრიუმის ქლორიდი, პოლისორბატ 20, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, მარილმჟავა და საინექციო წყალი.
აღნიშნული წამლის გამოყენებამდე გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ, რადგანაც ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია შეინახეთ. შეიძლება განმეორებით გადაკითხვა დაგჭირდეთ.
დამატებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართოთ.
აღნიშნული წამალი პირადად თქვენთვისაა გამოწერილი, სხვას არ მისცეთ.
აღნიშნული წამლის გამოყენებისას თუ სხვა ექიმს ანდა საავადმყოფოს მიმართავთ, ექიმს მიაწოდეთ ინფორმაცია ამ წამლის მოხმარების შესახებ.
წამლის გამოყენების ინსტრუქცია ზუსტად შეასრულეთ. თქვენთვის რეკომენდირებული დოზის გარდა მაღალი ანდა დაბალი დოზა არ მიიღოთ.
<MAT> 539184
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგი სათაურების მომცველ მონაცემებს:
რა არის და რისთვის გამოიყენება აპიდრაR სოლოსტარიR ?
აპიდრაR სოლოსტარისR გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
როგორ გამოიყენება აპიდრაR სოლოსტარიR?
რა სახის შესაძლო გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს?
აპიდრაR სოლოსტარისR შენახვა
რა არის და რისთვის გამოიყენება აპიდრაR სოლოსტარიR ?
აპიდრაR სოლოსტარიR მოქმედი ნივთიერების სახით ინსულინის გლულიზინს შეიცავს, ეს არის უფერო, გამჭვირვალე ხსნარი. აპიდრასR 100 ერთ/მლ სოლოსტარისR საინექციო ხსნარი გამოყენებისთვის მზა კალამის შიგნით არის. ხსნარის 1მლ-ში 100 ერთეული (U) ინსულინის გლულიზინია (3.49 მგ-ის ექვივალენტი). 1 საინექციო კალამის შიგნით 3 მლ ხსნარის შემცველი კარტრიჯია. შესაბამისად, თითოეული საინექციო კალამი ჯამში 300 ერთეულ ინსულინის გლულიზინს შეიცავს. თითოეულ შეფუთვაში 5 ცალი გამოყენებისთვის მზა სავსე საინექციო კალამია მოთავსებული.
აპიდრაR სოლოსტარიR რეკომბინანტული დნმ ტექნოლოგიის გამოყენებით არის წარმოებული. ინსულინის გლულიზინის ეფექტი სწრაფად იწყება და ხანმოკლე დროის განმავლობაში გრძელდება. აპიდრაR სოლოსტარიR გამოიყენება შაქრიანი დიაბეტის (diyabetes mellitus) მქონე ზრდასრულებში, მოზარდებსა და ბავშვებში 6 წლის ასაკის ზემოთ, ეს არის ინსულინის შემცველი ანტიდიაბეტური წამალი.
შაქრიანი დიაბეტი (diyabetes mellitus) ეს არის დაავადება, რომლის დროსაც სხეულში შაქრის დონის მარეგულირებელი ინსულინის წარმოება არასაკმარისი რაოდენეობით ხდება.
- აპიდრაR სოლოსტარისR გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
აპიდრაR სოლოსტარიR არ გამოიყენება ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს:
თუ, ინსულინის გლულიზინის ანდა აპიდრას შემადგენლობაში არსებული ნივთიერებებიდან რომელიმეს მიმართ ალერგია(მომატებული მგრძნობელობა) გაქვთ.
თუ, სისხლში შაქრის დონე დაბალი (ჰიპიგლიკემია) გაქვთ. ჰიპოგლიკემიის შემთხვევაში დაიცავით ჰიპოგლიკემიის მითითებები.
აპიდრაR სოლოსტარიR ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ:
დოზირება, სისხლში შაქრის დონის კონტროლი (სისხლის ანალიზები), დიეტა, ფიზიკური აქტივობა (ფიზიკური მუშაობა და ვარჯიში)ისე გაკეთეთ, როგორც ექიმთან კონსულტაციისას შეთანხმდით.
პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები
თუ, თირკმლების ანდა ღვიძლის პრობლემები გაქვთ, თქვენთვის საჭირო უფრო დაბალი დოზის მისაღებად ექიმს გაესაუბრეთ.
6 წლამდე ასაკის ბავშვებთან წამლის გამოყენებასთან დაკავშირებით საკმარისი კლინიკური მონაცემი არ არსებობს.
თუ, აღნიშნული გაფრთხილებები თქვენთან ვლინდება, თუნდაც წარსულის რომელიმე პერიოდში, გთხოვთ თქვენს ექიმს მიმართეთ.
მოგზაურობა
მოგზაურობამდე კონსულტაციის მისაღებად თქვენს ექიმს მიმართეთ. გაარკვიეთ:
ინსულინის ხელმისაწვდომობა იმ ქვეყანაში, სადაც მოგზაურობას აპირებთ,
ინსულინის, საინექციო შპრიცების და მსგავსი ნაწილების მიწოდება,
მოგზაურობის დროს ინსულინის სწორად შენახვა,
როგორი იქნება თქვენი კვების რეჟიმი და ინსულინის მიღება თქვენი მოგზაურობის დროს,
დროის სხვაობის შესაძლო შედეგები,
ჯანმრთელობის შესაძლო ახალი რისკები იმ ქვეყანაში, სადაც აპირებთ მოგზაურობას,
შეუძლოდ ყოფნის ანდა ავად გახდომისას, მწვავე შემთხვევებში როგორ უნდა მოიქცეთ
ზემოთ აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით ექიმს გაესაუბრეთ.
დაავადებები და ტრავმები
ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს შეიძლება საჭიროა გახდეს დიაბეტთან მიმართებაში უფრო მეტი ყურადღების გამოჩენა.
თუ ავად ხართ ანდა დიდი ჭრილობა გაქვთ, სისხლში შაქრის დონე შეიძლება მოიმატოს (ჰიპერგლიკემია).
თუ საკმარისი რაოდენობთ არ იკვებებით, სისხლში შაქრის დონე შეიძლება დაეცეს(ჰიპოგლიკემია) მსგავს მდგომარეობებში ხშირად საჭიროა ექიმის კონსულტაცია. დარწმუნდით, რომ ექიმს დროულად უკავშრდებით.
თუ, I ტიპის შაქრიანი დიაბეტი გაქვთ (ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი), ინსულინის მიღება არ შეწყვიტოთ და გააგრძელეთ ნახშირწყლების საკმარისი რაოდენობით მიღება. თქვენს ახლო მყოფ გარემოს, მომვლელს, მკურნალ ადამიანებს აცნობეთ, რომ ინსულინის მომხმარებელი ხართ.
აპიდრაR სოლოსტარისR გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
თუ ალკოჰოლს მიიღებთ, სისხლში შაქრის დონე შეიძლება მოიმატოს ანდა დაეცეს.
ორსულობა
წამლის გამოყენებამდე თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.
თუ ორსულად ხართ, ანდა ორსულობას გეგემავთ, თქვენ ექიმს აცნობეთ.
ორსულობის პერიოდში ანდა მშობიარობის შემდეგ შეიძლება საჭირო გახდეს ინსულინის დოზის ცვლილება. თქვენი ბავშვის ჯანმრთელობისთვის, საჭიროა შაქრიანი დიაბეტის სწორი მართვა და სისხლში შაქრის დონის დაცემის თავიდან აცილება.
ორსულებში აპიდრას გამოყენებასთან დაკაშირებით საკმარისი მონაცემი არ არსებობს.
თუ მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოავლენთ, მაშინვე თქვენს ექიმს ანდა ფარმცევტს მიმართეთ.
ძუძუთი კვება-ლაქტაცია
წამლის გამოყენებამდე თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს გაესაუბრეთ.
თუ, ბავშვს ძუძუთი კვებავთ, საჭიროა ინსულინის დოზის ანდა კვებითი რეჟიმის რეგულირება, ამიტომ გთხოვთ, ექიმს მიმართეთ.
ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება
თუ, სისხლში შაქრის მაღალი დონე (ჰიპერგლიკემია) ანდა სისხლში შაქრის დაბალი დონე(ჰიპოგლიკემია) გაქვთ, აღნიშნულმა შეიძლება შეამციროს კონცენტრაციის და დროული რეაგირების უნარი.
თქვენი და თქვენი ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე, გთხოვთ რისკის შემქმნელი მდგომარეობები(ავტომობილისა და მექანიზმების მართვის დროს) გაითვალისწინეთ.
განსაკუთრებით ფრთხილად იყავით მაშინ, როცა სისხლში შაქრის დონის დაცემის(ჰიპოგლიკემიის) ნიშნებს ვერ ამჩნევთ ანდა ამ ნიშნების ამოცნობის უნარი დაქვეითებული გაქვთ ანდა სისხლში შაქრის დაცემის (ჰიპოგლიკემიის)ეპიზოდები ძალიან ხშირად გაქვთ. ამ დროს ავტომობილისა და მექანიზმების მართვასთან დაკაშირებით შეიძლება საჭირო გახდეს ექიმის კონსულტაცია.
ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს ყურადღების კონცენტრაცია და დროული რეაგირების უნარი შეიძლება შემცირდეს:
აპიდრაR სოლოსტარისR შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ ინფორმაცია
აღნიშნული სამედიცინო პროდუქტის თითოეული დოზა 1მმოლ (23 მგ)-ზე უფრო ნაკლებ ნატრიუმს ( 5.00 მგ/მლ ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი კ.მ. pH 7.3) შეიცავს. ანუ სინამდიველში, ,,ნატრიუმს არ შეიცავს’’. ნატრიუმთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის უარყოფთი ეფექტი მოსალოდნელი არ არის.
სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება
ზოგიერთი წამალი სისხლში შაქრის დონის მომატებას, ზოგირთი კი დაქვეითებას განაპირობებს, ზოგიერთმა კი მდგომარეობის მიხედვით შეიძლება ორივე ეფექტი გამოავლინოს. ყველა შემთხვევაში საჭიროა სისხლში შაქრის დონის ძალიან მაღალი ანდა ძალიან დაბალი მაჩვენებელი ავირიდოთ, ამისთვის კი საჭიროა ინსულინის დოზის რეგულირება. ყურადღებით უნდა იყოთ არა მხოლოდ რომელიმე ახალი წამლის მიღების დაწყებისას, არამედ ამ წამლის მიღების შეწყვეტის დროსაც.
წამლის მიღებამდე ექიმს ჰკითხეთ, სხვა წამლის სისხლში შაქრის დონეზე ზემოქმედების შესახებ, ასეთი მდგომარეობის განვითარების შემთხვევაში, როგორ უნდა მოიქცეთ.
წამლები, რომლებმაც შეიძლება სისხლში შაქრის დონის დაქვეითება(ჰიპოგლიკემია) განაპირობოს:
შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ გამოყენებული ყველა სხვა წამლები,
ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის(აგფ) ინჰიბიტორები(გამოიყენება გულის ზოგიერთი დაავადებების და მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ),
დისოპირამიდი, (გულის ზოგიერთი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება),
ფლუოქსეტინი, (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ),
ფიბრატები (გამოიყენება სისხლში ცხიმის მაღალი დონის სამკურნალოდ),
მონოამინოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორები (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ),
პენტოქსიფილინი, პროპოქსიფენი,სალიცილატები (გამოიყენება, როგორც ასპირინის მსგავსი ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი საშუალებები),
სულფონამიდური ანტიბიოტიკები.
წამლები, რომლებმაც შეიძლება სისხლში შაქრის დონის მომატება (ჰიპერგლიკემია) განაპირობოს:
კორტიოსტეროიდები (ანთების სამკურნალოდ გამოყენებული კორტიზოლის მსგავსი),
დანაზოლი (ოვულაციის სამკრუნალო ეფექტური წამალი) ,
დიაზოქსიდი (მაღალი არტერიული წნევის სამკრუნალოდ გამოიყენება),
შარდმდენები (დიურეტიკები) (მაღალი არტერიული წნევის ანდა სითხის ჭარბი შეკავების სამკურნალოდ გამოიყენება),
გლუკაგონი(მკვეთრი ჰიპოგლიკემიის სამკურნალოდ გამოყენებული პანკრეასის ჰორმონი),
იზონიაზიდი (გამოიყენება ტუბერკულოზის სამკურნალოდ),
ესტროგენები და პროსგეტერონები (ორსულობის კონტროლისთვის გამოყენებული ჩასახვის საწინააღმდეგო წამლების მსგავსი),
ფენოთიაზინის წარმოებულები (ფსიქიატრული დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება),
სომატროპინი (ზრდის ჰორმონი),
სიმპატომიმეტიკური წამლები (ეპინეფრინი, ადრენალინი ანდა ასთმის სამკურნალოდ გამოყენებული სალბუტამოლი, ტერბუტალინი),
ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები (ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების სამკრუნალოდ გამოიყენება),
პროტეაზას ინჰიბიტორები (გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ),
ატიპიური ანტიფსიქოზური წამლები (ოლანზეპინი და კლოზაპინი)
აღნიშნულმა წამლება შეიძლება სისხლში შაქრის დონე მოამატოს ანდა შეამციროს:
ბეტა- ბლოკერები (მაღალი წნევის სამკურნალოდ გამოიყენება)
კლონიდინი (მაღალი წნევის სამკურნალოდ გამოოიყენება)
ლითიუმის მარილები(ფსიქიატრიული დარღვევების სამკურნალოდ გამოიყენება)
პენტამიდინმა (პარაზიტებით გამოწვეული ზოგიერთი ინფექციის სამკურნალოდ გამოიყენება)ზოგჯერ ჰიპერგლიკემიიასთან ერთად, შეიძლება ჰიპოგლიკემიაც გამოიწვიოს.
სხვა სიმპატომიმეტიკურმა წამლებმა (კლონიდინის, გუანეტიდინის და რეზერპინის მსგავსად), ასევე ბეტა ბლოკერებმაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის დონის დაქვეითება(ჰიპოგლიკემია) და პირველი გამაფრთხილებელი ნიშნების შესუსტება ანდა სრულად გაქრობა.
თუ, ამ წამლებიდან რომელიმეს გამოყენებასთან დაკავშირებით დარწმუნებული არა ხართ, ვერ ხვდებით რომელი წამალია, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.
- როგორ გამოიყენება აპიდრაR სოლოსტარიR ?
სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:
ექიმი, თქვენი ცხოვრების წესის, მანამდე გამოყენებული ინსულინის და სისხლში შაქრის (გლუკოზის)დონის შედეგების მიხედვით თქვენთვის აპიდრას საჭირო დოზას შეგირჩევთ.
აპიდრაR არის ხანმოკლე მოქმედების ინსულინი. ექიმი შეიძლება გირჩევთ აპიდრასR გამოყენებას სისხლში შაქრის მაღალი დონის სამკუნალოდ გამოყენებულ ტაბლეტირებულ ფორმებთან ერთად, ასევე ზოგიერთი ინსულინის, საშუალო მოქმედების ანდა ხანგრძლივი მოქმედების სხვა ინსულინებთან ერთად.
სხვა ინსულინის გამოყენებისას თუ ინსულინის გლულიზინის გამოყენებას დაიწყებთ, ამ დროს საჭიროა ექიმის მიერ დოზების ახალი, განმეორებითი რეგულაცია.
სისხლში შაქრის დონის ცვლილებაზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს. იმისთვის რომ, სისხლში შაქრის დონე აკონტროლოთ და თავიდან აიცილოთ სისხლში შაქრის ძალიან მაღალი ანდა ძალიან დაბალი დონე, უნდა იცოდეთ ეს ფაქტორები.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით უფრო დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ კოლოფში არსებული წამლის ინსტრუქცია, ნაწილი- ,,შესაძლო გვერითი ეფეტები’’.
მიცემის გზა და მეთოდი:
აპიდრაR კვებამდე 0-15 წუთით ადრე ანდა კვების დასრულებისთანავე უნდა მიიღოთ.
გამოყენების მეთოდი:
აპიდრაR კანქვეშა (კანქვეშ ინექცია)გამოყენებისთვისაა განკუთვნილი.
ექიმი გიჩვენებთ კანის მიდამოს, სადაც უნდა გაიკეთოთ აპიდრასR ინექცია. აპიდრასR ინექციის გაკეთება შესაძლებელია: მუცლის კედელზე, ბარძაყის და მკლავის ზედა ზედაპირზე ანდა მუცლის კედელზე უწყვეტი ინფუზიით. თუ, მუცლის კედელზე გაიკეთებთ ინექციას, ინსულინის ეფექტი შეიძლება უფრო ადრე დაიწყოს. როგორც ყველა ინსულინის შემთხვევაში, აპიდრასR ინექციის დროსაც რეკომენდირებულია საინექციო მიდამოების (მუცელი, ბარძაყი ანდა მკლავის ზედა მონაკვეთი) და ინფუზიის ადგილების მონაცვლეობა.
სოლოსტარისR საინექციო კალამის გამოყენება:
სოლოსტარიR ინსულინის გლულიზინით წინასწარ შევსებული კალამია, რომელიც გამოყენების შემდეგ უნდა გადააგდოთ.
ამ წამლის გამოყენების ინსტრუქციის ბოლოს ნაწილში მოცემულია ინფორმაცია ,,სოლოსტარის გამოყენება’’ და ყურადღებით წაიკითხეთ. კალამი გამოიყენეთ ისევე, როგორც არის მითითებული სოლოსტარის გამოყენების ინსტრუქციაში.
საინექციო კალამი სხვას არ გაუზიაროთ, რათა თავიდან აიცილოთ დაავადების შესაძლო გადაცემის ალბათობა.
ყოველი ინექციის წინ კალამს ახალი ნემსი მოარგეთ და უსაფრთხოების ტესტი გააკეთეთ. გამოიყენეთ ისეთი ნემსები, რომელიც მხოლოდ სოლოსტარიR -ის კალამს მოერგება(იხილეთ ნაწილი-,,სოლოსტარის გამოყენება’’)
გამოყენებამდე საინექციო კალამის შიგნით არსებული კარტრიჯი ვიზუალურად შეამოწმეთ. თუ, ხსნარი უფერო, გამჭვირვალეა და შიგნით ნაწილაკებს არ შეიცავს, შეგიძლიათ გამოიყენოთ. გამოყენებამდე შეანჯღრევას ანდა შერევას არ საჭიროებს.
თუ, შემაჩნევთ, რომ სისხლში შაქრის დონე მოულოდნელად უარესდება, გამოიყენეთ ახალი კალამი. თუ, ფიქრობთ, რომ სოლოსტარიR -ის საინექციო კალამს პრობლემა აქვს, გთხოვთ, სამედიცინო პერსონალს მიმართეთ.
თუ, ექიმი სხვა მითითებებს არ მოგცემთ, აღნიშნული რეკომენდაციები გაითვალისწინეთ.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებში გამოყენება:
აპიდრაR სოლოსტარისR 6 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენების შესახებ საკმარისი ინფორმაცია არ არსებობს.
ხანდაზმულებში გამოყენება:
ხანდაზმულებში ღვიძლის ფუნქციების გაუარესებამ შეიძლება გამოიწვიოს ინსულინის მოთხოვნილების შემცირება.
გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:
თირკმლების უკმარისობა:
თირკმლის უკმარისობამ შეიძლება ინსულინის მოთხოვნილება შეამციროს.
ღვიძლის უკამრისობა:
ღვიძლის უკმარისობამ შეიძლება ინსულინის მოთხოვნილება შეამციროს.
თუ, თირკმლების ანდა ღვიძლის ფუნქციების დარღვევა გაქვთ ანდა ხანდაზმული ხართ, ექიმის გაგიკეთებს ანალიზებს და ამ ორგანოების ფუნქციების დარღვევის ხარისხს შეაფასებს, შემდეგ კი საჭიროების შემთხვევაში ინსულინის დოზას დაარეგულირებს.
თუ ფიქრობთ, რომ აპიდრაR სოლოსტარისR ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა სუსტია, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.
თუ, აპიდრაR სოლოსტარისR საჭიროზე მეტი დოზა გაიკეთეთ:
თუ, აპიდრაR სოლოსტარისR ინექციის საჭიროზე მეტი დოზა გაიკეთეთ, ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
თუ, საჭიროზე მეტი აპიდრასR ინექცია გაიკეთეთ, სისხლში შაქრის დონე შეიძლება ძალიან დაეცეს (ჰიპოგლიკემია). ასეთ შემთხვევაში სისხლში შაქრის დონე ხშირად გააკონტროლეთ. ზოგადად, ჰიპოგლიკემიის თავიდან აცილების მიზნით საჭიროა უფრო მეტი ჭამა და სისხლში შაქრის დონის ხშირი გაზომვა. ჰიპოგლიკემიის მკურნალობის შესახებ ინფორმაცია იხილეთ წამლის ინსტრუქციაში, რომელიც კოლოფში დევს, ნაწილი 4 -,, შესაძლო გვერითი ეფექტები’’.
თუ აპიდრასR გამოყენება დაგავიწყდებათ
თუ, აპიდრასR ერთი დოზის გაკეთება დაგავიწყდებათ ანდა ინსულინის
ინექციის საკმარისი დოზა ვერ გაკეთდება, სისხლში შაქრის დონე შეიძლება ძალიან მოიმატოს(ჰიპერგლიკემია). სისხლში შაქრის დონე ხშირად გააკონტროლეთ. სისხლში შაქრის მაღალი დონის (ჰიპერგლიკემიის) მკურნალობასთან დაკავშირებით ინფორმაცია იხილეთ კოლოფის შიგნით არსებულ წამლის ინსტრუქციაში, ნაწილი-4 ,,შესაძლო გვერდითი ეფექტები’’.
დავიწყებული დოზის აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ გაიკეთოთ.
მოვლენები, რომელიც აპიდრაR სოლოსტარითR მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:
აპიდრასR მოხმარების შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ჰიპერგლიკემია (სისხლში შაქრის ძალიან მაღალი დონე) და კეტოაციდოზი (სხეულის მიერ შაქრის ნაცვლად ცხიმის წვის შედეგად სისხლში მჟავის დაგროვება). ექიმის კონუსლტაციის გარეშე აპიდრასR მოხმარება არ შეწყვიტოთ. ექიმი საჭირო რეკომენდაციებს და მითითებებს მოგცემთ.
ინუსლინების შემთხვევით არევა:
აპიდრას და სხვა ინსულინებს შორის შემთხვევით წამლის არევის თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა ყოველი ინექციის წინ ინსულინის ეტიკეტის გაკონტროლება.
- რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:
როგორც ყველა წამალში, აპიდრაR სოლოსტარისR შემადგენლობაში არსებული ნივთიერების მიმართაც შეიძლება გამოვლინდეს მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები.
თუ, ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან რომელიმე გამოვლინდება, აპიდრას გამოყენება შეწყვიტეთ და სასწრაფოდ ექიმს აცნობეთ ანდა თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ.
ჰიპოგლიკემია(სისხლში შაქრის დაბალი დონე) შეიძლება ძალიან სერიოზული პრობლემა გახდეს, თუ სისხლში შაქრის დონე ძალიან დაეცემა, შეიძლება გამოვლინდეს გონების დაკარგვა, სისხლში შაქრის დონის მკვეთრმა დაცემამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს თავის ტვინის დაზინება და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა შეიქმნას. თუ, სისხლში შაქრის დაბალი დონის მაჩვენებელი ნიშნები თქვენთან ვლინდება, სასწრაფოდ სისხლში შაქრის დონის მომატების ღონისძიებებს მიმართეთ.
თუ, ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშნები თქვენთან ვლინდება, სასწრაფოდ ექიმს მიმართეთ:
კანის გავრცელებული რეაქციები(მთელ სხეულზე გამოვლენილი სიწითლე და ქავილი), კანზე ანდა ლორწოვან გარსებზე გამოვლენილი სერიოზული შეშუპება(ანგიოედემა), სუნთქვის გაძნელება, გულის ცემის გახშირება და კანკალი, სისხლის არტერიული წნევის დაცემა. აღნიშნული ნიშნების გამოვლენა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ანაფილაქსიური რეაქციის ნიშნებს მოიცავს და ინსულინის მიმართ განვითარებული ალერგიის ნიშნები შეიძლება იყოს.
უეცრად გამოვლენილი ცივი ოფლი, კანის სიფერმკრთალე, სისუსტე, კანკალი, შფოთვა, უჩვეულო დაღლილობის შეგრძნება და სისუსტე, გონების არევა, კონცენტრაციის დარღვევა, დაბუჯება, მომატებული შიმშილის შეგრძნება, მხედველობის და სმენის დარღვევები, თავის ტკივილი, გულისრევა და გულის ფრიალი-
ყველა ჩამოთვლილი სერიოზული გვერდითი ეფექტებია. ეს ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტები საკმაოდ იშვიათად ვლინდება.
თუ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმეს შეამჩნევთ, თქვენს ექიმს აცნობეთ:
ძალიან გავრცელებული გვერდითი ეფექტები (10 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან ვლინდება)
სისხლში შაქრის დონის დაცემა (ჰიპოგლიკემია):
სისხლში შაქრის დაბალი დონე (ჰიპოგლიკემია), მიუთიეთებს, რომ სისხლში შაქრის დონე არასაკამრისია.
სისხლში შაქრის დაბალი დონესა (ჰიპოგლიკემია) და მკურნალობასთან დაკავშირებით ინფორმაცია იხილეთ წამლის ინსტრუქციაში, ამ ნაწილის ბოლო მონაკვეთში, წამლის ინსტრუქცია კოლოფში დევს.
ხშირად გამოვლენილი გვერდითი ეფექტები (100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან, 10 ავამდყოფიდან კი <1 ავადმყოფთან ვლინდება.
კანის და ალერგიული რექციები:
ინექციის ადგილას კანის რეაქციები შეიძლება გამოვლინდეს(სიწითლე, ინექციის დროს უჩვეულო ტკივილი, ქავილი, ჭინჭრის ციება, შეშუპება ანდა ჩირქოვანი ანთება). აღნიშნული ცვლილებები ინექციის მიდამოს ირგვლივაც შეიძლება გავრცელდეს. ინსულინის მიმართ ეს რეაქციები მსუბუქი ხასიათისაა, ძირითადად, მკურნალობის გაგარძელებისას ანდა რამდენიმე დღეში ალაგდება.
ნაკლებად გავრცელებული გვერდითი ეფექტები: 1000 ავადმყოფიდან>1 ავადმყოფთან 100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან ვლინდება)
სისტემური ალერგიული რეაქციები
ხასიათდება ინსულინის მიმართ ალერგიის განვითარებით. აღნიშნულთან დაკავშირებული სიმპტომებია(მთელ სხეულზე განვითარებული სიწითლე და ქავილი) კანზე ანდა ლორწოვან გარსზე (ანგიოედემა) განვითარებული სერიოზული შეშუპებები, სუნთქვის გაძნელება, გულის ცემის გახშირება და ოფლიანობა, როემლსაც თან ახლავს სისხლის არტერიული წნევის დაცემა. ანაფილაქსიური რეაქციების მომცველი სერიოზული რეაქციების გამოვლენა სისცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობას ქმნის.
იშვიათი გვერდითი ეფექტები: 10.000 ავადმყოფიდან >1ავადმყოფთან, 1000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან ვლინდება)
ინექციის მიდამოში კანის ცვლილებები (ლიპოდისტროფია)
კანის ერთსადაიმავე მიდამოში ხშირი ინექციიების დროს, კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი შეიძლება განილიოს (ლიპოატროფია) ანდა გამოიწუროს. ამ მიდამოში ინსულინის ინექციის შემთხვევაში, შეწოვა ვერ იქნება სრული. ყოველი ინექციის დროს საჭიროა ინექციის მიდამოს შეცვლა, რაც დაგეხმარებათ კანის ასეთი სახის ცვლილებების თავიდან აცილებაში.
სხვა გვერდითი ეფექტები:
სისხლში შაქრის მაღალი დონე(ჰიპერგლიკემია): მიუთიეთებს, რომ სისხლში შაქრის რაოდენობა ძალიან მაღალია.
თუ, სისხლში შაქრის დონე ძალიან მაღალია, ეს ნიშნავს რომ უფრო მეტი ინსულინია საჭირო, ვიდრე იკეთებთ. სისხლში შაქრის მაღალი დონე(ჰიპერგლიკემია)-სთან დაკაშირებით უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ წამლის ინსტრუქციის ამ ნაწილის ბოლო მონაკვეთი,ინსტრუქცია არის კოლოფში.
თვალთან დაკაშირებული გვერდითი ეფექტები:
სისხლში შაქრის დონის მკვეთრმა ცვლილებამ შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის გარდამავალი დარღვევა (გაუმჯობესება ანდა გაუარესება). თუ პროლიფერაციული რეტინოპათია (დიაბეტთან დაკავშირებული თვალის დაავადება)გაქვთ, ძლიერმა ჰიპოგლიკემიის(სისხლში შაქრის დონის დაცემის ეპიზოდები) შეტევებმა შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის გარდამავალი დაკარგვა.
წამლის გამოყენების შემთხვევით არევა-შეშლა
დაფიქსირებულია შემთხვევითი შეცდომები, რომლის დროსაც ინსულინის გლულიზინის ნაცვლად გაკეთებულა სხვა ინსულინი.
ეს არის აპიდრაR სოლოსტარისR მსუბუქი გვერითი ეფექტები.
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არის ანდა არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.
- აპიდრაR სოლოსტარისR შენახვა
აპიდრაR სოლოსტარიR ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას შეფუთვაში შეინახეთ.
გამოყენებამდე: აპიდრაR სოლოსტარიR 2-80 C ტემპერატურას შორის მაცივარში შეინახეთ. არ გაყინოთ. სოლოსტარი მაცივარში საყინულეს განყოფილებაში ანდა ყინულის პარკთან პირდაპირი კონტაქტით არ შეინახოთ. სინათლისგან დაცვის მიზნით მუყაოს კოლოფში შეინახეთ.
გამოყენების დაწყების შემდეგ: გამოყენების დაწყების შემდეგ, აპიდრაR სოლოსტარიR <250 ოთახის ტემპერატურაზე, სინათლისგან და სითბოსგან მოშორებულ პირობებში, ორიგინალურ შეფუთვაში, 4 კვირის განმავლობაში შეგიძლიათ შეინახოთ. აპიდრაR სოლოსტარიR მაცივარში არ შეინახოთ.
გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.
შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ აპიდრაR სოლოსტარიR არ გამოიყენოთ. გამოყენების ბოლო ვადა არის იმ თვის ბოლო დღე.
გარემოს დაცვის მიზნით, აპიდრაR სოლოსტარიR ქალაქის წყლებსა ანდა ნაგავში არ ჩააგდოთ. ამ თემასთან დაკაშირებით ფარმაცევტს მიმართეთ.
ლიცენზიის მფლობელი:
შპს. სანოფი საღლიქ ურუნლერი
ბუიუქდერეს ქ. 193.. ლევენთი-სტამბული.
ტელ: 0 212 339 10 00; ფაქსი: 0 212 339 11 89;
წარმოების ადგილი:
Sanofi Aventis Pharma deutchland GmbH
D-65926 ფრანკფურტი , მაინი, გერმანია
აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 07.07.2011-ში დამოწმებულია.
ჰიპერგლიკემია და ჰიპოგლიკემია
ჰიპერგლიკემია და ჰიპოგლიკემია
ყოველთვის თან იქონიეთ გარკვეული რაოდენობით შაქარი (სულ ცოტა 20 გრამი).
თან ატარეთ ბარათი, სადაც მითითებულია, რომ დიაბეტი გაქვთ.
ჰიპერგლიკემია (სისხლში შაქრის მაღალი დონე)
თუ სისხლში შაქრის დონე ძალიან მაღალი გაქვთ (ჰიპერგლიკემია), შეიძლება ინსულინის საკამარისი დოზა არ გაგიკეთებით.
ქვემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო, სისხლში შაქრის დონე შეიძლება ძალიან მაღალი იყოს:
შეიძლება ინსულინის ინექცია არ გაგიკეთებიათ ანდა საკმარისი დოზით არ გაგიკეთებიათ ანდა ინსულინის შენახვის პირობების დარღვევის გამო ეფექტი შემცირებულია,
თუ ჩვეულებრივზე ნაკლები ფიზიკური დატვირთვა გაქვთ ანდა სტრესის ქვეშ ხართ (ფსიქიკური სტრესი, აღელვება) ანდა ტრავმა, ოპერაცია, ცხელებით მიმდინარე დაავადება ანდა სხვა რომელიმე დაავადება გადაიტანეთ,
სხვა რომელიმე წამალს ღებულობთ ანდა უკვე მიიღეთ (ნახეთ ნაწილი 2-,,სხვა წამლებთან ერთად გამოყენება’’).
ჰიპერგლიკემიის გამაფრთხილებელი ნიშნები
სისხლში შაქრის დონის ძალიან მომატების მაჩვენებელი ნიშნები შეიძლება იყოს: წყურვილი, ხშირი შარდვა, დაღლილობა, კანის სიმშრალე, სახის შეხურება, უმადობა, სისხლის წნევის დაცემა, გულის ფრიალი. შარდში შაქრის და კეტონური სხეულების მომატება,
კუჭის ტკივილი, ხშირი და ღრმა სუნთქვა, ძილიანობა ანდა გონების დაკარგვაც კი- ინსულინის უკმარისობის შედეგად განვითარებული სერიოზული მდგომარეობის (კეტოაციდოზის) ნიშანი შეიძლება იყოს.
სისხლში შაქრის დონის მომატების(ჰიპერგლიკემიის) დროს რა უნდა გავაკეთოთ?
ზემოთ ჩამოთვლილი სისხლში შაქრის დონის მომატების მაჩვენებელი ნიშნების გამოვლენისას, სასწრაფოდ სისხლში შაქრის დონე გაიზომეთ და შარდში კეტონური სხეულები არსებობის ტესტი გაიკეთეთ. სერიოზული ჰიპერგლიკემიის ანდა კეტოაციდოზის მკურნალობა საავადმყოფოში ექიმის კონტროლის ქვეშ უნდა განხორციელდეს.
ჰიპოგლიკემია (სისხლში შაქრის დაბალი დონე)
სისხლში შაქრის დონე ძალიან თუ დაეცემა, შეიძლება განვითარდეს გონების დაკარგვა. სერიოზულმა ჰიპოგლიკემიამ მიოკარდიუმის ინფარქტი ანდა თავის ტვინის დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა შეიქმნას. სწორი დახმარება რომ გაუწიოთ ავადმყოფს, საჭიროა სისხლში შაქრის დონის დაცემის ფაქტი დროულად შეამჩნიოთ.
ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობების დროს სისხლში შაქრის დონე შეიძლება ძალიან დაეცეს :
თუ, ინსულინის საჭიროზე მეტი დოზა გაუკეთეთ,
თუ, კვების ჯერი გამოტოვეთ ანდა კვება დააგვიანეთ
თუ, საკამრისი რაოდენობით არ შეჭამეთ ანდა ნახშირწყლების დაბალი შემცველი საკვები შეჭამეთ (შაქარს და შაქრის მსგავს ნივთიერებებს ნახშირწყლებს უწოდებენ. ხელოვნური დამატკბობელები ნახშირწყლები არ არის).
თუ, ღებინების ანდა დიარეის გამო ნახშირწყლები დაკარგეთ,
თუ,ალკოჰოლი მიიღეთ, ამასთან ერთად საკმარისი რაოდენობით საკვებიც არ მიიღეთ,
თუ, ჩვეულებრივზე მეტი ფიზიკური აქტივობა გქონდათ ანდა ფიზიკური აქტივობა ჩვეულებრივისგან განსხვავებული ტიპის იყო.
ტრავმის, ოპერაციის ანდა სტრესის შემდეგ გამოჯანმრთელების პროცესში ხართ,
ცხელებით მიმდინარე დაავადება გაქვთ ანდა ავადმყოფობის შემდეგ გამოჯანმრთელების პროცესში ხართ,
თუ, სხვა რომელიმე წამალს ღებულობთ ანდა რომელიმე წამლის მიღება უკვე შეწყვიტეთ, (იხილეთ ნაწილი 2-,,სხვა წამლებთან ერთად გამოყენება’’).
სისხლში შაქრის დაბალი დონის გამოვლენის ალბათობა ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს უფრო მეტია:
თუ, ინსულინოთერაპია ახლად დაწყებული გაქვთ ანდა სხვა ინსულინზე გადახვედით,
თუ, სისხლში შაქრის დონე თითქმის ნორმალურთან ახლოს ანდა სტაბილური არ არის,
თუ, ინსულინის ინექციის მიდამო შეცვალეთ (მაგ. ბარძყიდან წინამხარზე),
თუ, თირკმლების ანდა ღვიძლის სერიოზული დაავადება გაქვთ ანდა ჰიპოთიროიდიზმის მსგავსი სხვა დაავადება გაქვთ,
ჰიპოგლიკემიის გამაფრთხილებელი ნიშნები
სხეულზე გამოვლენილი ნიშნები:
ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშნები, სისხლში შაქრის დონის მკვეთრად ანდა სწრაფად დაცემაზე მიუთითებს:
ოფლიანობა, ნამიანი და ცივი კანი, შფოთვა, გულის ცემის გახშირება, სისხლის წნევის მომატება, გულის ფრიალი, გულის ცემის რთმის დარღვევა. აღნიშნული ნიშნები ხშირად თავის ტვინში შაქრის დონის შემცირებამდე ვლინდება.
თავის ტვინში გამოვლენილი ნიშნები:
ქვემოთ მოცემული ნიშნები თავის ტვინში შაქრის დონის დაცემაზე მიუთითებს:
თავის ტკივილი, ძლიერი შიმშილის გრძნობა, გულისრევა, ღებინება, სისუსტე, ძილიანობა, ძილის დარღვევები, შფოთვა, აგრესიული ქცევები, კონცენტრაციის დარღვევა, (გამღიზიანებელზე) რეაქციების დარღვევები, დეპრესია, გონების არევა, მეტყველების დარღვევა (ზოგჯერ მეტყველების სრულად შეწყვეტა), მხედველობის დარღვევა, კანკალი, დამბლა, წვის და ჩხვლეტის შეგრძნება(პარესთეზიები), გრძნობების შემცირება, პირის მიდამოში წვის და ჩხვლეტის შეგრძნება, თავბრუსხვევა, საკუთარ თავზე კონტროლის დაკარგვა, თვითმომსხურების დარღვევა, კრუნჩხვები და ცნობიერების დაკარგვა.
ჰიპოგლიკემიის პირველი ნიშნები (,,გამაფრთხილებელი ნიშნები’’) ქვემოთ მიცემული მდგომარეობების დროს შეიძლება შეიცვალოს, შეიძლება უფრო მსუბუქი იყოს ანდა ორივე ერთდროულად გამოვლინდეს:
თუ ხანდაზმული ხართ,
თუ, დიდი ხანია შაქრიანი დიაბეტი გაქვთ,
თუ, შაქრიანი დიაბეტის გამო ცნობილი ნერვული სისტემის დაავადება გაქვთ (დიაბეტური ავტონომიური ნეიროპათია)
თუ, ახლო პერიოდში ჰიპოგლიკემია გქონდათ (მაგ.1 დღის უკან) ანდა ჰიპოგლიკემია ნელი ფორმით განვითარდა,
თუ სისხლში შაქრის დონე თითქმის ნორმალურია ანდა ნორმალურთან ახლოსაა,
თუ სხვა წამლებს ღებულობთ ანდა უკვე მიიღეთ (იხილეთ ნაწილი 2-,,სხვა წამლებთან ერთად გამოყენება’’).
ასეთ მდგომარეობებში, პრობლემის გაცნობიერების გარეშე, ჰიპოგლიკემია და ცნობიერების დაკარგვაც კი შეიძლება განვითარდეს. ყოველთვის შეეცადეთ, რომ გამაფრთხილებელი ნიშნები დროულად ამოიცნოთ. თუ საჭიროა, სისხლში შაქრის დონე უფრო ხშირად გაიზომეთ. სისხლში შაქრის დონის ხშირი გაზომვა ჰიპოგლიკემიის შეტევების განვითარებას აგარიდებთ. თუ გამაფრთხილებელი ნიშნების გამოცნობა გიჭირთ, საკუთარი თავის და სხვების უსაფრთხოების მიზნით, შესაძლო სარისკო მოქმედებებს (მაგ. ავტომობილის მართვა) თავი აარიდეთ.
ჰიპოგლიკემიის გამოვლინებისას რა უნდა გავაკეთოთ?
- ინსულინის ინექცია არ გაიკეთოთ. მაშინვე 10-20 გრამი შაქარი ( გლუკოზა, შაქრის ნატეხი ანდა ტკბილი სასმელის სახით) მიიღეთ. ყურადღება: არ დაგავიწყდეთ! ხელოვნური დამატკბობელები და მათით დამტკბარი საკვები (მაგ. დიეტური სასმელები) ჰიპოგლიკემიის მდგომარეობას არ აუმჯობესებს.
- შემდეგ მიირთვით ისეთი საკვები, რომელიც სისხლში შაქრის დონეს ხანგრძლივად მოამატებს (მაგ. პური ანდა მაკარონი). ექიმს ანდა ექთანს აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია უნდა ჰქონდეს მოცემული.
- თუ , სისხლში შაქრის დაცემა (ჰიპოგლიკემია) განმეორდება, კვლავ 10-20 გრ შაქარი მიიღეთ.
- თუ ჰიპოგლიკემიას ვერ აკონტროლებთ ანდა ხშირად მეორდება, მაშინვე თქვენს ექიმს მიმართეთ.
თქვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს ქვემოთ მოცემული მონაცემები უთხარით:
თუ ისეთ მდგომარეობაში ხართ, რომ გადაყლაპვა არ შეგიძლიათ, ან გონება დაკარგული გაქვთ, გლუკოზის ანდა გლუკაგონის ინექცია (სისხლში შაქრის მომამატებელი წამალი) უნდა გაგიკეთონ. ამ ინექციის გაკეთება შეიძლება იმ შემთხვევაშიც, როცა ზუსტად არ არის განსაზღვრული ჰიპოგლიკემიური მდგომარეობა.
შაქრის (გლუკოზის) მიღებისთანავე საჭიროა სისხლში შაქრის დონის განსაზღვრა, ამ გზით ზუსტად გაირკვევა აღნიშნული მდგომარეობის მიზეზი ნამდვილად სისხლში შაქრის დაბალი დონეა (ჰიპოგლიკემიაა) თუ არა.
გამოყენებისთვის მზა სავსე კალამშია საინექციო ხსნარი აპიდრაR სოლოსტარიR
კალამის გამოყენება
თუ, ექიმმა გადაწყვიტა, რომ სოლოსტარიR თქვენთვის შესაბამისი პრეპარატია, სოლოსტარისR გამოყენებამდე ინექციის გაკეთების ტექნიკასთან დაკაშირებით ექიმს გაესაუბრეთ.
სოლოსტარისR საინექციო კალამის გამოყენებამდე ქვემოთ მოცემული მითითებები ყურადღებით წაიკითხეთ. თუ, ყველა მითითებას ვერ შეასრულებთ, მოიძიეთ ახლობელი ადამიანი, ვინც დაგეხმარებათ და სოლოსტარისR ინექცია გაიკეთეთ.
სოლოსტარიR ერთჯერადი გამოყენების ინსულინის საინექციო კალამია. 1 ერთეულის მატებით, 1-დან 80 ერთეულამდე დოზის შერჩევა არის შესაძლებელი.
წამლის გამოყენების ინსტრუქცია შეინახეთ, მომავალში შეიძლება დაგჭირდეთ. თუ, სოლოსტარისR ანდა შაქრიანი დიაბეტის შესახებ კითხვა გაგიჩნდებათ,თქვენს ექიმს მიმართეთ ანდა წამლის გამოყენების ინსტრუქციაში სანოფის ტელეფონის ნომერზე დარეკეთ.
კალამის გამოყენება
ფოტო- სადაც აღნიშნული და მითითებულია კალამის ტექნიკური მხარე.(მარცხნიდან-მარჯვნივ)
კალამის სახურავი-კალამის ნემსი(-ნემსი არ არის-წარწერა ზემოთ)
ნემსის გარე სახურავი-ნემსის შიგა სახურავი-ნემსი- დამცავი დისკი(წარწერები ქვემოთ)
(წარწერა ზემოთ)-ინსულინის რეზერვუარი- ინსულინის კორპუსი-დოზის ფანჯარა(წარწერები ზემო მონაკვეთში)-
წარწერები ქვემო მონაკვეთში: კაუჩუკის დისკი-დოზის შერჩევის ბორბალი-ინექციის ღილაკი.
სოლოსტარისR გამოყენებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ყოველი გამოყენების წინ ახალი ნემსი მოარგეთ. გამოიყენეთ მხოლოდ სოლოსტარისR ინექციისთვის შესაბამისი ნემსი.
ყოველთვის, ყოველი ინექციის წინ უსაფრთხოების ტესტი გააკეთეთ.
ეს კალამი პირადად თქვენი მხრიდან გამოყენებისთვისაა განკუთვნილი. სხვას არ გაუზიაროთ.
თუ, ინექციას სხვა გაგიკეთებთ, ამ პიროვნებამ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები, რომ ნემსი არ დაესოს ანდა ინფექცია არ გადაეცეს.
თუ, სოლოსტარისR კალამი დაზიანდა ანდა დარწმუნებული არა ხართ მის გამართულ მუშაობაში, კალამი კატეგორიულად არ გამოიყენოთ.
სოლოსტარისR საინექციო კალამის დაკარგვის ანდა დაზიანების შემთხვევისთვის, ყოველთვის იქონიეთ სათადარიგო სოლოსტარისR კალამი.
1-ლი საფეხური: ინსულინი შეამოწმეთ
ა. იმისთვის, რომ ინსულინის პრეპარატი სხვა წამალთან არ აგერიოთ, სოლოსტარისR ეტიკეტი გადაამოწმეთ. აპიდრაR სოლოსტარიR ცისფერი ფერისაა, საინექციო ღილაკი მუქი ცისფერი ფერისაა და ბოლოში რგოლი აქვს.
ბ. კალამის სახურავი მოხადეთ.
გ. შეამოწმეთ ინსულინის კალამი ვიზუალურად, აპიდრაR გამჭვირვალე ინსულინია. თუ, ინსულინის ხსნარი შემღვრეულია, ფერადია ანდა ნაწილაკებს შეიცავს, არ გამოიყენოთ.
მე-2 საფეხური: ნემსის მორგება
ყოველთვის, ყოველი ინექციის წინ ახალი, სტერიულური ნემსი მოარგეთ, აღნიშნული ქმედება დაავადების გადაცემის ანდა ნემსის პოტენციურ დახშობას თავიდან აგაცილებთ.
ა. ახალ ნემსზე არსებული დამცავი აპკი მოაცილეთ.
ბ. კალამი და ნემსი ერთ ღერძზე დაიჭირეთ და ნემსი კალამს მოარგეთ (ნემსი სახეობის შესაბამისად, კალამზე მოტრიალებით ანდა დაჭერით მოარგეთ). ფოტო
თუ ნემსს არასწორად დაჭერით მოარგებთ, კაუჩუკმა შეიძლება დისკი დააზიანოს და გამოჟონვა ანდა ნემსის გატეხვა გამოიწვიოს. ფოტო
მე-3 საფეხური: უსაფრთხოების ტესტის გაკეთება
ყოველთვის, ყოველი ინექციის გაკეთებამდე უსაფრთხოების ტესტი გააკეთეთ. აღნიშნულის წყალობით:
ნემსის ანდა კალამის გამართულად მუშაობაში დარწმუნდებით.
ჰაერის ბუშტუკებს გამოიტანთ.
ამ გზით თქვენ დარწმუნდებით, რომ სწორ დოზას ღებულობთ.
ა. დოზის შემრჩევი ბორბალის დატრიალებით 2 ერთეული დოზა შეარჩიეთ. ფოტო
ბ. ნემსის გარე სახურავი მოხადეთ და გვერდზე დადეთ, ეს სახურავი ინექციის შემდეგ გადასაგდები ნემსისთვის უნდა გამოიყენოთ. ნემსის შიგა სახურავი მოხადეთ და გადააგდეთ.
ფოტო-- სადაც მითითებულია გარე სახურავზე -შენახვა, შიგა სახურავზე -გადაგდება.
გ. კალამი დაიჭირეთ ისე, რომ ნემსი ზემოთ იყოს მიმართული.
დ. ინსულინის კორპუსზე მსუბუქი დარტყმით ჰაერის ბუშტუკების ნემის მიმართულებით გადასვლა უზრუნველყავით.
ე. ინჟექტორის(შპრიც-კალამის) ღილაკს ბოლომდე დააჭირეთ თითი. ნემსის წვერიდან ინსულინის გადმოსვლა შეამოწმეთ. ფოტო შესაბამისი შინაარსით.
ნემსის წვეროდან ინსულინის გადმოსვლის დანახვამდე, უსაფრთხოების ტესტის გაკეთება შეიძლება რამდენჯერმე დაგჭირდეთ.
თუ, ნემსის წვერიდან ინსულინი არ გადმოდის, გადაამოწმეთ ჰაერის ბუშტუკების არსებობა და ჰაერის ბუშტუკების გადანაცვლების მიზნით უსაფრთხოების ტესტი ორჯერ კიდევ გაიმეორეთ.
თუ, ჯერ კიდევ არ გადმოდის ინსულინი, ნემსის წვერი შეიძლება დახშული იყოს. ამ შემთხვევაში ნემსი უნდა შეცვალოთ და იგივე საფეხურები კვლავ გაიმეოროთ.
თუ ნემსის შეცვლის შემდეგაც არ გადმოდის ინსულინი, სოლოსტარიR შეიძლება დაზიანებული იყოს და ეს სოლოსტარისR კალამი არ გამოიყენოთ.
მე-4 საფეხური: დოზის შერჩევა
დოზის რეგულირება შეიძლება 1 ერთეულის მატებით, სულ ცოტა 1 ერთეული, მაქსიმუმ კი 80 ერთეულამდე შეიძლება დოზის შერჩევა. თუ 80 ერთეულზე მეტი დოზა გჭირდებათ, 2 ანდა მეტი შპრიც-კალამით შეგიძლიათ ეს დოზა გაიკეთოთ.
ა. უსაფრთხოების ტესტის გაკეთების შემდეგ, დოზის ფანჯარაში ,,0’’ მაჩვენებელი შეამოწმეთ.
ბ. ექიმის მიერ თქვენთვის რეკომენდირებული დოზა შეარჩიეთ(ქვემოთ მოცემულ ნიმუშში შერჩეული დოზა 30 ერთეულია). დოზის რეგულირებისას თუ სასურველ ერთეულს გასცდით, შეგიძლიათ, უკან დაატრიალოთ. ფოტო შესაბამისი შინაარსის.
დატრიალების დროს შპრიც-კალამის ღილაკს არ დააჭიროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ნემსის წვერიდან ინსულინი გადმოვა.
დოზის შერჩევის ფანჯარაში ინსულინის დარჩენილ ერთეულზე მეტი მაჩვენებლის შერჩევა არ მოხერხდება. დოზის შემრჩევი ბორბალი ძალით არ დაატრიალოთ, რადგანაც ამ დროს კალამში დარჩენილი რაოდენობა შეიძლება ინჟექტირებული იქნას და ინსულინის საჭირო დოზის ინექციისთვის ახალი სოლოსტარისR ინჟექტორის გახსნა დაგჭირდეთ ანდა სრული დოზის გაკეთება ახალი სოლოსტარისR კალმიდან მოგიწიოთ.
მე-5 საფეხური: ინსულინის დოზის ინჟექტირება-გაკეთება
ა.ინსულინის ინექციისთვის გამოიყენეთ ექიმის ანდა ექთნის მიერ რეკომენდირებული ტექნიკა.
ბ. ნემსი კანში ჩაარჭეთ. შესაბამისი შინაარსის ფოტო.
გ.ინჟექტორის ღილაკს ბოლომდე დააჭირეთ და დოზა შეიყვანეთ. ინექციის დასრულებისას დოზის ფანჯარაში გამოჩნდება ციფრი ,,0’’. შესაბამისი შინაარსის ფოტო, სადაც ნაჩვენებია, რომ ნემსი კანში 10 წამი უნდა დააყოვნოთ და შემდეგ ამოიღოთ.
დ. ინჟექტორის ღილაკზე დაჭერა დააგრძელეთ და ნემსის ინექციის მიდამოდან ამოღებამდე დაჭერილი გქონდეთ, ნელ-ნელა 10-მდე დაითვალეთ. ასეთი ქმედებებით დოზის სრულ ინექცირებაში გარანტირებულად დარწმუნდებით.
მე-6 საფეხური: ნემსის ამოღება და გადაგდება
ყოველთვის, ყველა ინექციის შემდეგ ნემსი მოხსენით და სოლოსტარისR ინექციის კალამი ნემსის გარეშე შეინახეთ. ასეთი ქმედებით:
დაავადების გადაცემას და/ანდა ინფექციას თავიდან აიცილებთ
ინსულინის კორპუსში ჰაერის მოხვედრას ანდა ინსულინის გამოჟონვას თავიდან აიცილებთ, აღნიშნულმა არასწორი დოზირება შეიძლება გამოიწვიოს.
ა. ნემსის გარე სახურავი ნემსს კვლავ მოარგეთ, ნემსი კალამს მოხსენით. შემთხვევით ნემსის დასობის თავიდან აცილების მიზნით, არავითარ შემთხვევაში ნემსს შიგნითა სახურავი არ მოარგოთ.
თუ ინექციას სხვა პირი აკეთებს, ამ პიროვნებამაც ნემსის მოხსნის და გადაგდების დროს სპეციალური ზომები უნდა მიიღოს. ნემსის დასობასთან დაკავშირებული პრობლემების და დაავადების გადაცემის რისკის შესამცირებლად, ნემსის მოხსნის და გადაგდებისას (მაგ. ერთი ხელით დახურვის ტექნიკა) რეკომენდირებული უსაფრთოების ზომები დაიცავით.
ბ. ჯანდაცვის პერსონალის მიერ მოცემული რეკომენდაციის მიხედვით, ნემსები უსაფრთხო ფორმით გადააგდეთ.
გ. კალამის სახურავი ყოველთვის კალამს კვლავ მოარგეთ და ისე შეინახეთ, შემდგომ ინექციამდე კალამი ამ მდგომარეობაში შეინახეთ.
შენახვა
გთხოვთ, სოლოსტარისR შენახვის შესახებ ინფორმაცია გამოყენების ინსტრუქციის მეორე მხარეს, ინსულინის ნაწილიდან შეამოწმეთ.
სოლოსტარიR გრილ ადგილას შეინახეთ. ინექციის გაკეთებამდე, კალამის ნორმალურ ოთახის ტემპერატურამდე დათბობის მიზნით, 1-2 საათით ადრე გრილი ადგილიდან გამოიტანეთ. ცივი ინსულინის გაკეთების შემთხვევაში, ტკივილი უფრო ძლიერია.
დაცლილი კალმები არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ და შესაბამისი ფორმით გადააგდეთ.
მოვლა
სოლოსტარისR საინექციო კალამი სიბინძურისგან და მტვერისგან დაიცავით.
კალამი გარედან სველი ქსოვილით გაწმინდეთ .
კალამი წყალში არ ჩადოთ, არ გარეცხოთ, ცხიმით არ დასვაროთ, აღნიშნულმა ჩარევებმა კალამი შეიძლება დააზიანოს.
სოლოსტარისR საინექციო კალამი ტექნიკურად ისეა შექმნილი, რომ სწორად და უსაფრთხოდ იმუშაოს. მოუფრთხილდით, კალამი დაზიანებისგან დაიცავით.
თუ, ეჭვი გაქვთ, რომ კალამი დაზიანებულია, გამოიყენეთ სოლოსტარისR ახალი საინექციო კალამი.
თარჯიმანი ნაილა იდნოევი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


