პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები

აპიდრა სოლოსტარი

Apidra® SoloStar®

რეცეპტით100ერთინსტრუქცია ქართულადგერმანია
რისთვის გამოიყენება

შაქრიანი დიაბეტი, რომელიც საჭიროებს ინსულინით მკურნალობას, მოზრდილებში, მოზარდებსა და 6 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
insulin glulisine
ფორმა და შეფუთვა
100ერთეული/მლ 3მლ კანქვეშ შესაყვანი საინექციო ხსნარი წინასწარ შევსებული შპრიც-კალამი (Solostar) №5
მწარმოებელი
Sanofi-Aventis Deutschland GmbH, გერმანია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, სწრაფი მოქმედების საინექციო ინსულინები და ანალოგები
ATC კოდი
A10AB06
რეგისტრაციის ნომერი
რ-043039
რეგისტრირებულია
26 მარტი 2025, მოქმედებს 1 დეკემბერი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Sanofi-Aventis Deutschland GmbH (გერმანია)
განმცხადებელი
შპს „ფაინენშლ ჩეინ კორპორეიშნ“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებააპიდრა სოლოსტარი და სხვა წამალი ერთად

აპიდრა სოლოსტარი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

შაქრიანი დიაბეტი, რომელიც საჭიროებს ინსულინით მკურნალობას, მოზრდილებში, მოზარდებსა და 6 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში.

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატი აპიდრა სოლოსტარი გამოიყენება საშუალო ან ხანგრძლივი მოქმედების ინსულინის ან ხანგრძლივი მოქმედების ინსულინის ანალოგის შემცველი მკურნალობის რეჟიმით. გარდა ამისა, პრეპარატ აპიდრა სოლოსტარის გამოყენება შეიძლება პერორალურ ჰიპოგლიკემიურ პრეპარატებთან კომბინაციაში.

პრეპარატ აპიდრა სოლოსტარის დოზირების რეჟიმი შეირჩევა ინდივიდუალურად.

სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის მონიტორინგი რეკომენდებულია შაქრიანი დიაბეტის მქონე ყველა პაციენტისთვის.

პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები

პაციენტები თირკმელების ფუნქციის დარღვევით

ინსულინზე მოთხოვნა შეიძლება შემცირდეს თირკმელების უკმარისობის დროს.

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ინსულინზე მოთხოვნა შეიძლება შემცირდეს გლუკონეოგენეზის მიმართ დაქვეითებული უნარის და ინსულინის დაქვეითებული მეტაბოლიზმის გამო.

ხანდაზმული პაციენტები

შაქრიანი დიაბეტის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში ფარმაკოკინეტიკური მონაცემები არასაკმარისია.

ხანდაზმულებში თირკმლის ფუნქციის დარღვევამ შეიძლება მიგვიყვანოს ინსულინზე მოთხოვნის შემცირებამდე.

ბავშვები და მოზარდები

პრეპარატ აპიდრა სოლოსტარის გამოყენება შეიძლება 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში. 6 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის კლინიკური გამოყენების შესახებ ინფორმაცია შეზღუდულია.

გამოყენების წესი

პრეპარატის შეყვანა

პრეპარატი აპიდრა სოლოსტარი შეჰყავთ ჭამამდე ცოტა ხნით (0-15 წუთით) ადრე ან ჭამის შემდეგ.

პრეპარატი აპიდრა სოლოსტარი შეიყვანება კანქვეშ ინექციის გზით. პრეპარატ აპიდრა სოლოსტარის კანქვეშა ინექციები უნდა შეიყვანოთ მუცლის წინა კედლის, მხრის ან ბარძაყის არეში. ლიპოდისტროფიისა და კანის ლოკალიზებული ამილოიდოზის განვითარების რისკის შემცირების მიზნით ზემოთ მითითებული ინექციის ადგილები (მუცლის წინა კედლის, ბარძაყის ან მხრის არე) უნდა იცვლებოდეს პრეპარატის ყოველი ახალი შეყვანის დროს. დაუშვებელია პრეპარატის შეყვანა ლიპოდისტროფიის ან კანის ლოკალიზებული ამილოიდოზის არეში. შეწოვის სიჩქარეზე, და შესაბამისად, მოქმედების განვითარების დროსა და ხანგრძლივობაზე შეიძლება გავლენას ახდენდეს: ინექციის ადგილი, ფიზიკური დატვირთვა და სხვა ცვლადი ფაქტორები. მუცლის კედელში კანქვეშ შეყვანა უზრუნველყოფს უფრო დაჩქარებულ შეწოვას, ზემოთ მითითებულ სხვა ადგილებთან შედარებით (იხ. პარაგრაფი 5.2).

საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა იმისათვის, რომ არ დაუშვათ პრეპარატის მოხვედრა უშუალოდ სისხლძარღვებში. პრეპარატის შეყვანის შემდეგ ინექციის ადგილი არ უნდა დაიზილოს. პაციენტმა უნდა შეისწავლოს ინექციის შეყვანის სწორი ტექნიკა.

პრეპარატი აპიდრა სოლოსტარი განკუთვნილია მხოლოდ კანქვეშ შეყვანისთვის. თუ საჭიროა ინსულინის შეყვანა შპრიცის საშუალებით, ინტრავენური ინექციის ან ხანგრძლივი კანქვეშა ინფუზიის სახით ინსულინის პომპის საშუალებით, საჭიროა ინსულინის სხვა ფორმების (ფლაკონების) გამოყენება. ზუსტად უნდა დაიცვათ სოლოსტარის წინასწარ შევსებული შპრიც-კალმის სათანადო მოხმარების ინსტრუქცია (იხ. პარაგრაფი 6.6).

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა ინსულინ გლულიზინის ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომელიც მითითებულია პარაგრაფში 6.1.

ჰიპოგლიკემია.

სიფრთხილის ზომები

ინსულინის დოზის ნებისმიერი ცვლილება უნდა განხორციელდეს სიფრთხილით და მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით. ინსულინის კონცენტრაციის, მწარმოებლის, ინსულინის ტიპის (მაგალითად, სტანდარტული ინსულინი, NPH-ინსულინი, ინსულინის ანალოგები), ინსულინის სახეობის (ცხოველური წარმოების ინსულინი, ადამიანის ინსულინი) ან წარმოების წესის (რეკომბინანტული დნმ ტექნოლოგია ან ცხოველური წარმოშობის ინსულინი) შეცვლა შეიძლება იწვევდეს დოზირების შეცვლის საჭიროებას. გარდა ამისა, შეიძლება საჭირო გახდეს თანმხლები პერორალური ჰიპოგლიკემიური თერაპიის კორექტირება.

ინსულინზე მოთხოვნილება შეიძლება შეიცვალოს თანმხლების მდგომარეობების განვითარებისას, როგორიცაა თანმხლები დაავადებები, ემოციური დატვირთვები ან სტრესი.

ჰიპერგლიკემია

ინსულინის არაადეკვატური დოზირება ან მკურნალობის შეწყვეტა, განსაკუთრებით ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, შეიძლება იწვევდეს ჰიპერგლიკემიას და დიაბეტურ კეტოაციდოზს, მდგომარეობებს, რომლებიც პოტენციურად საშიშია სიცოცხლისათვის.

ჰიპოგლიკემია

ჰიპოგლიკემიის განვითარების დრო დამოკიდებულია გამოყენებული ინსულინების ეფექტის განვითარების სიჩქარეზე და, აქედან გამომდინარე, შეიძლება შეიცვალოს მკურნალობის რეჟიმის შეცვლისას.

როგორც ნებისმიერი ინსულინის გამოყენების შემთხვევაში, ზოგიერთი მდგომარეობის არსებობისას ჰიპოგლიკემიის მანიშნებელი სიმპტომები შეიძლება შეიცვალოს, შესუსტდეს მათი გამოხატულობა ან არ აღინიშნოს. მათ მიეკუთვნება:

გლიკემიური კონტროლის შესამჩნევად გაუმჯობესება;

ჰიპოგლიკემიის თანდათანობით განვითარება;

ხანდაზმული ასაკი;

ვეგეტატიური ნეიროპათია;

შაქრიანი დიაბეტის ხანგრძლივი ანამნეზი;

ფსიქიკური დარღვევა;

ინსულინ გლულიზინის ზოგიერთ სხვა სამკურნალო საშუალებასთან ერთდროულად გამოყენება (იხ. პარაგრაფი 4.5).

ასეთი სიტუაციები შეიძლება იწვევდეს მძიმე ჰიპოგლიკემიის განვითარებას (შეიძლება, ცნობიერების დაკარგვით) მანამ, სანამ პაციენტი მიხვდება, რომ განუვითარდა ჰიპოგლიკემია.

იმ შემთხვევაში, თუ პაციენტმა გაზარდა თავისი ფიზიკური დატვირთვა ან შეიცვალა კვების ჩვეულებრივი რეჟიმი, შეიძლება ასევე, საჭირო გახდეს დოზის კორექტირება. უშუალოდ ჭამის შემდეგ ფიზიკური ვარჯიშის შესრულებამ შეიძლება გაზარდოს ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკი. ადამიანის ხსნად ინსულინებთან შედარებით ინსულინის სწრაფად მოქმედი ანალოგების ინექციის შემდეგ ჰიპოგლიკემია შეიძლება უფრო ადრე განვითარდეს.

პრეპარატ აპიდრა სოლოსტარის შეთავსება პიოგლიტაზონთან

პიოგლიტაზონთან კომბინაციაში ინსულინის გამოყენებისას აღინიშნა გულის უკმარისობის განვითარების შემთხვევები, განსაკუთრებით მისი განვითარების რისკ-ფაქტორების მქონე პაციენეტბეში. ეს გასათვალისწინებელია იმ შემთხვევაში, თუ იგეგმება პიოგლიტაზონის და პრეპარატ აპიდრა სოლოსტარის ერთდროულად დანიშვნა. ამ კომბინაციის გამოყენებისას საჭიროა პაციენტებზე დაკვირვება გულის უკმარისობის სიმპტომების, წონის მატების და შეშუპების განვითარების თვალსაზრისით. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ სიმპტომების გამოხატულობის გაძლიერებისას პიოგლიტაზონი უნდა მოიხსნას.

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ

პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებული, რომ ინექციის ადგილების მუდმივად შეცვლა აუცილებელია ლიპოდისტროფიის და კანის ლოკალიზებული ამილოიდოზის განვითარების რისკის შესამცირებლად. არსებობს ინსულინის შეწოვის გახანგრძლივების და გლიკემიური კონტროლის გაუარესების რისკი ასეთი რეაქციების განვითარების ადგილებში ინსულინის ინექციის შესრულების შემდეგ. ცნობილია, რომ დაუზიანებელ არეში ინექციის ადგილის მოულოდნელად შეცვლა იწვევს ჰიპოგლიკემიას. ინექციის ადგილის შეცვლის შემდეგ რეკომენდებულია სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში ჰიპოგლიკემიური პრეპარატების დოზის კორექტირება.

დამატებითი ინფორმაცია

არაკომპენსირებული ჰიპოგლიკემიური ან ჰიპერგლიკემიური რეაქციები შეიძლება იწვევდეს გონების დაკარგვას, კომის განვითარებას ან ლეტალურ შედეგს.

ინსულინზე მოთხოვნილება შეიძლება შეიცვალოს დაავადებების ან ემოციური დატვირთვების დროს.

დამხმარე ნივთიერებები

პრეპარატი აპიდრა სოლოსტარი შეიცავს მეტაკრეზოლს, რომელიც შეიძლება იწვევდეს ალერგიული რეაქციების განვითარებას.

პრეპარატი აპიდრა სოლოსტარის ერთი დოზა შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს. ეს ნიშნავს, რომ ის პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ფარმაკოლოგიური ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა. სხვა მსგავსი სამკურნალო საშუალებების გამოცდილებიდან გამომდინარე, კლინიკური მნიშვნელობის მქონე ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება ნაკლებად სავარაუდოა.

ზიგიერთი სამკურნალო საშუალება შეიძლება გავლენას ახდენდეს გლუკოზის მეტაბოლიზმზე, რაც შეიძლება საჭიროებდეს ინსულინ გლულიზინის დოზის კორექციას და განსაკუთრებით მკაცრ დაკვირვებას მკურნალობაზე.

ნივთიერებებს, რომლებსაც შეუძლია ინსულინის ჰიპოგლიკემიური მოქმედების გაძლიერება და ჰიპოგლიკემიისადმი მიდრეკილების გაზრდა, მიეკუთვნება: პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებები, ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები, დიზოპირამიდი, ფიბრატები, ფლუოქსეტინი, მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორები, პენტოქსიფილინი, პროპოქსიფენი, სალიცილატები და სულფანილამიდური ანტიმიკრობული საშუალებები.

ნივთიერებებს, რომლებსაც შეუძლია ინსულინის ჰიპოგლიკემიური მოქმედების დაქვეითება, მიეკუთვნება: გლუკოკორტიკოსტეროიდები, დანაზოლი, დიაზოქსიდი, დიურეზული საშუალებები, გლუკაგონი, იზონიაზიდი, ფენოთიაზინის წარმოებულები, სომატროპინი, სიმპათომიმეტიკები (მაგალითად, ეპინეფრინი [ადრენალინი], სალბუტამოლი, ტერბუტალინი), ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები, ესტროგენები, გესტაგენები (მაგალითად, ჰორმონალური კონტრაცეპტივები), პროთეაზას ინჰიბიტორები და ატიპიური ნეიროლეფსიური საშუალებები (მაგალითად, ოლანზაპინი და კლოზაპინი).

ბეტა-ადრენობლოკერებს, კლონიდინს, ლითიუმის მარილებს ან ეთანოლს შეუძლია გააძლიეროს ან შეასუსტოს ინსულინის ჰიპოგლიკემიური მოქმედება.

პენტამიდინს შეუძლია გამოიწვიოს ჰიპოგლიკემია, რომელიც შემდგომში გადადის ჰიპერგლიკემიაში.

ამის გარდა, ისეთი სიმპათოლიზური პრეპარატების ზემოქმედებით, როგორიცაა ბეტა-ადრენობლოკერები, კლონიდინი, გუანეტიდინი და რეზერპინი, რეფლექტორული ადრენერგული აქტივაციის სიმპტომები ჰიპოგლიკემიის პასუხად შეიძლება იყოს ნაკლებად გამოხატული ან საერთოდ არ აღინიშნოს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულებში პრეპარატ აპიდრა სოლოსტარის გამოყენების კონტროლირებული კლინიკური კვლევები არ არის ჩატარებული.

ორსულებში ინსულინ გლულიზინის გამოყენების შესახებ შეზღუდული მონაცემები (ცნობილია ორსულობის 300-ზე ნაკლები შედეგი) არ მიუთითებს მის არასასიკეთო ზემოქმედებაზე ორსულობის მიმდინარეობაზე, მუცლად ყოფნის პერიოდში ნაყოფის ან ახალშობილი ბავშვის განვითარებაზე.

შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებმა უნდა აცნობონ მკურნალ ექიმს, რომ არიან ორსულად ან გეგმავენ დაორსულებას.

ორსულებში პრეპარატი აპიდრა სოლოსტარი გამოიყენება სიფრთხილის ზომების დაცვით. აუცილებელია სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის მკაცრი მონიტორინგი და გლიკემიური კონტროლის გაგრძელება.

ადრე არსებული ან გესტაციური შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში ორსულობის პერიოდში საჭიროა გლიკემიური კონტროლის გაგრძელება. ორსულობის პირველ ტრიმესტრში ინსულინზე მოთხოვნა შეიძლება შემცირდეს, ის ჩვეულებრივ შეიძლება გაიზარდოს მეორე და მესამე ტრიმესტრში. მშობიარობის შემდეგ ინსულინზე მოთხოვნა სწრაფად მცირდება.

ლაქტაცია

ცნობილი არ არის, გამოიყოფა თუ არა ინსულინ გლულიზინი დედის რძეში.

ძუძუთი კვების პერიოდში ქალებში შეიძლება საჭირო გახდეს ინსულინის დოზისა და დიეტის კორექცია.

ფერტილობა

ცხოველებში, ინსულინ გლულიზინის გამოყენებით ჩატარებულ რეპროდუქციულ კვლევებში ფერტილობაზე რაიმე არასასიკეთო ზემოქმედება გამოვლენილი არ არის.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ჰიპერგლიკემიის და ჰიპოგლიკემიის, ასევე მათი განვითარებისას გამოვლენილი მხედველობის დარღვევების დროს შეიძლება გაუარესდეს პაციენტის ყურადღების კონცენტრაციის უნარი და გახანგრძლივდეს ფსიქომოტორული რეაქციები. ეს შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდეს სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან პოტენციურად საშიში სხვა საქმიანობის შესრულებისას. ეს განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს იმ პაციენტებში, რომელთა ჰიპოგლიკემიის მანიშნებელი სიმპტომები მსუბუქად გამოხატულია ან საერთოდ არ აღინიშნება, ან ჰიპოგლიკემიის ხშირი ეპიზოდების შემთხვევაში. ეს ინდივიდუალურად უნდა იქნას გათვალისწინებული პაციენტის მიერ სატრანსპორტო საშუალებების მართვის და პოტენციურად საშიში სხვა საქმიანობის შესრულების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას.

აუცილებელია პაციენტის გაფრთხილება ჰიპოგლიკემიის თავიდან ასაცილებლად შესაბამისი ზომების მიღების შესახებ სატრანსპორტო საშუალებების მართვის დროს.

გვერდითი მოვლენები

აღინიშნა არასასურველი რეაქციები, რომლებიც ცნობილია ამ ფარმაკოლოგიური კლასისთვის და შესაბამისად, საერთოა ყველა ინსულინისთვის. არასასურველი რეაქციების სიხშირე განისაზღვრა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) კლასიფიკაციის შესაბამისად: ძალიან ხშირი (>1/10), ხშირი (>1/100, <1/10), არც ისე ხშირი (>1/1000, <1/100), იშვიათი (>1/10000, <1/1000), ძალიან იშვიათი (<1/10000), სიხშირე უცნობია (შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე).

სისტემათა და ორგანოთა კლასი MedDRA კლასიფიკაციით

ძალიან ხშირი

ხშირი

არახშირი

იშვიათი

დარღვევები მეტაბოლიზმისა და კვების მხრივ

ჰიპოგლიკემია

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ

რეაქციები ინექციის შეყვანის ადგილზე

ლიპოდისტროფია

ზოგადი ხასიათის დარღვევები და რეაქციების შეყვანის ადგილზე

ჰიპერმგრძნობელობის სისტემური რეაქციები

ცალკეული არასასურველი რეაქციების აღწერა

ჰიპოგლიკემია

ჰიპოგლიკემია, ინსულინით თერაპიის ყველაზე ხშირი არასასურველი რეაქცია, შეიძლება განვითარდეს, თუ ინსულინის დოზა ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე მისი საჭიროებაა.

ჰიპოგლიკემიის განვითარების სიმპტომები ჩვეულებრივ მოულოდნელად ვლინდება. თუმცა, ჩვეულებრივ ნეიროგლიკოპენიის ფონზე ფსიქონევროლოგიურ დარღვევებს (დაღლილობის შეგრძნება, უჩვეულო დაღლილობა ან სისუსტე, ყურადღების კონცენტრაციის უნარის დაქვეითება, ძილიანობა, მხედველობის დარღვევები, თავის ტკივილი, გულისრევა, ცნობიერების არევა ან გონების დაკარგვა, კრუნჩხვითი სინდრომი) წინ უსწრებს ადრენერგული კონტრრეგულაციის (ჰიპოგლიკემიაზე რეაქციის სახით სიმპათოადრენალური სისტემის აქტივაციის) სიმპტომები: შიმშილის შეგრძნება, გაღიზიანებადობა, ნერვული აგზნება ან ტრემორი, მოუსვენრობა, ფერმკრთალი კანის საფარი, „ცივი“ ოფლი, ტაქიკარდია, გამოხატული გულისცემა (რაც უფრო სწრაფად და მძიმე ხარისხით ვითარდება ჰიპოგლიკემია, მით უფრო ძლიერაა გამოხატული ადრენერგული კონტრრეგულაციის სიმპტომები).

მძიმე ჰიპოგლიკემიის ეპიზოდები, განსაკუთრებით რეციდივის შემთხვევაში, შეიძლება იწვევდეს ნერვული სისტემის დაზიანებას. ხანგრძლივი და გამოხატული ჰიპოგლიკემია შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდეს ადამიანის სიცოცხლისთვის, რადგან ჰიპოგლიკემიის ინტენსივობის გაზრდისას შესაძლებელია ლეტალური შედეგიც კი.

შეიძლება განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობის ადგილობრივი რეაქციები (ჰიპერემია, შეშუპება და ქავილი ინსულინის ინექციის ადგილზე). ეს რეაქციები ჩვეულებრივ დროებითია და ალაგდება პრეპარატის მიღების დაწყებიდან რამდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში. ზოგ შემთხვევაში ეს რეაქციები შეიძლება არ იყოს გამოწვეული ინსულინით და განპირობებული იყოს კანის გაღიზიანებით ინექციის წინ ანტისეპტიკური დამუშავების ან კანქვეშა ინექციის არასწორი ჩატარების შედეგად (კანქვეშა ინექციის ჩატარების სათანადო ტექნიკის დარღვევისას).

ნებისმიერი სხვა ინსულინის გამოყენების მსგავსად, ინექციის ადგილზე შეიძლება განვითარდეს ლიპოდისტროფია, რაც შეანელებს ინსულინის შეწოვას.

ინსულინის გამოყენებისას აღინიშნა კანის ლოკალიზებული ამილოიდოზის განვითარების შემთხვევები. ცნობილია ჰიპერგლიკემიის განვითარების შესახებ კანის ამილოიდოზის არეში განმეორებითი ინექციების შემთხვევაში. ცნობილია ჰიპოგლიკემიის განვითარების შემთხვევების შესახებ, როდესაც ინექცია მოულოდნელად იქნა შესრულებული დაუზიანებელ უბანში.

შეყვანის ერთ-ერთ არეში (ბარძაყის, მხრის, მუცლის კედლის წინა ზედაპირის არეში) ინექციების ადგილის მუდმივად მონაცვლეობა შეიძლება ხელს უწყობდეს ამ არასასურველი რეაქციების განვითარების შემცირებას და პროფილაქტიკას.

ზოგადი დარღვევები და რეაქციები შეყვანის ადგილზე

ჰიპერმგრძნობელობის სისტემური რეაქციები ითვალისწინებს გამონაყარს, ქავილს მთელ სხეულზე, ალერგიულ დერმატიტს, ჭინჭრის ციებას, სუნთქვის გაძნელებას, ქოშინს, არტერიული წნევის დაწევას, გახშირებულ პულსს, ძლიერ იფლიანობას, გულ-მკერდის არეში მოჭერის შეგრძნებას. გენერალიზებული ალერგიული რეაქციების მძიმე შემთხვევები, მათ შორის ანაფილაქსიური რეაქციები, შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდეს სიცოცხლისთვის.

რეგისტრირებულია სხვა ინსულინების, განსაკუთრებით ხანგრძლივი მოქმედების ინსულინების, ინსულინ გლულიზინის ნაცვლად შემთხვევით, შეცდომით შეყვანის შემთხვევები.

შეტყობინება საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ

სამკურნალო საშუალების ~სარგებელი-რისკის~ თანაფარდობის უწყვეტი მონიტორინგის უზრუნველყოფის მიზნით, მისი რეგისტრაციის შემდეგ საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინების გაგზავნა მნიშვნელოვანია. რეკომენდებულია, რომ სამედიცინო მუშაკმა გააგზავნოს შეტყობინება სამკურნალო საშუალების ნებისმიერი საეჭვო არასასურველი რეაქციის შესახებ ევრაზიული ეკონომიკური საბჭოს წევრი სახელმწიფოების არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებათა ნაციონალური სისტემის საშუალებით.

რუსეთის ფედერაცია

ჯანდაცვის სფეროში ზედამხედველობის ფედერალური სამსახური

მისამართი: 109074, ქ. მოსკოვი, სლავიანსკის მოედანი, სახლი 4, შ. 1

ტელეფონი: +7 (800) 550-99-03

ელექტრონული ფოსტის მისამართი: [email protected]

ვებ-გვერდი: http://www.roszdravnadzor.gov.ru

ბელარუსის რესპუბლიკა

რესპუბლიკური უნიტარული საწარმო „ჯანდაცვაში ექსპერტიზებისა და გამოცდების ცენტრი~

მისამართი: 220037, ქ. მინსკი, ტოვარიშესკის შესახვევი 2ა

ტელეფონი/ფაქსი: +375 17 242 00 29

ელექტრონული ფოსტის მისამართი: [email protected] @

ვებ-გვერდი: www.rceth.by

ყაზახეთის რესპუბლიკა

ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული კონტროლის კომიტეტის რესპუბლიკური სახელმწიფო საწარმო სამეურნეო მართვის უფლებით ~სამკურნალო საშუალებების და სამედიცინო ნაწარმის ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი~

მისამართი: ქ. ასტანა, ა. იმანოვის ქუჩა სახლი 13

ტელეფონი: +7 (7172) 78-98-28;

ვებ-გვერდი: www.ndda.kz

ჭარბი დოზა

სიმპტომები

შესაძლებელია ჰიპოგლიკემიის განვითარება ინსულინის ჭარბი დოზის შედეგად პაციენტის მიერ საკვების გამოყენების და ენერგეტიკული დანახარჯის მიმართ.

ინსულინ გლულიზინის დოზის გადაჭარბების შესახებ სპეციალური მონაცემები არ არსებობს. თუმცა, მისი დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ჰიპოგლიკემია.

მკურნალობა

ჰიპოგლიკემიის მსუბუქი ეპიზოდების მკურნალობა შესაძლებელია გლუკოზის ან შაქრის შემცველი პროდუქტების მიღებით. ამიტომ, შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის რეკომენდებულია თან იქონიონ შაქრის ნატეხები, კანფეტი, ნამცხვარი ან ხილის ტკბილი წვენი.

კომის განვითარებით, კრუნჩხვებით და ნევროლოგიური დარღვევებით მიმდინარე მძიმე ჰიპოგლიკემიის ეპიზოდების მკურნალობა ხდება კუნთში ან კანქვეშ 0,5-1 მგ გლუკაგონით ან დექსტროზის (გლუკოზის) ინტრავენური კონცენტრირებული (20%) ხსნარით, რომელიც შეჰყავს სამედიცინო მუშაკს.

გონების აღდგენის შემდეგ რეკომენდებულია, რომ პაციენტმა პერორალურად მიიღოს ნახშირწყლები ჰიპოგლიკემიის განმეორების თავიდან ასაცილებლად, რაც შესაძლებელია მოჩვენებითი კლინიკური გაუმჯობესების შემდეგ.

გლუკაგონის ინექციის შემდეგ საჭიროა ავადმყოფის დაკვირვება სტაციონარულ პირობებში ამ მძიმე ჰიპოგლიკემიის მიზეზის დასადგენად და მომავალში სხვა მსგავსი ეპიზოდების განვითარების თავიდან ასაცილებლად.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება: ინსულინ გლულიზინი*.

1 მლ ხსნარი შეიცავს 100 ერთ (3.49 მგ) ინსულინ გლულიზინს.

  • მიღებულია Escherichia coli-ს გამოყენებით რეკომბინანტული დნმ ტექნოლოგიით.

დამხმარე ნივთიერებები, რომელთა არსებობა სამკურნალო საშუალების შემადგენლობაში უნდა იქნას გათვალისწინებული: მეტაკრეზოლი, ნატრიუმი (იხ. პარაგრაფი 4.4).

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი იხ. პარაგრაფში 6.1.

  • სამკურნალწამლო ფორმა

ხსნარი კანქვეშ შეყვანისთვის.

გამჭვირვალე, უფერო ან თითქმის უფერო სითხე წინასწარ შევსებულ შპრიც-კალამში.

შენახვის პირობები

2 წელი

პრეპარატის ვარგისობის ვადა აპიდრა სოლო-სტარის ერთჯერად შპრიც-კალამში პირველად გამოყენების შემდეგ – 4 კვირა. რეკომენდებულია პრეპარატის პირველი შეყვანის თარიღის ეტიკეტზე აღნიშვნა.

  • 4. სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები შენახვისას

2-დან 8˚C ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ ადგილზე. არ გაყინოთ.

გამოყენების დაწყების შემდეგ აპიდრა სოლო-სტარის ერთჯერადი შპრიც-კალმები უნდა ინახებოდეს არაუმეტეს 25˚C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე, დაიცავით სინათლისგან.

აპიდრა სოლოსტარის შპრიც-კალამი არ უნდა გაგრილდეს გამოყენებამდე (გაგრილებული ხსნარის ინექცია უფრო მტკივნეულია).

  • 5 პირველადი შეფუთვა და შემადგენლობა

3 მლ პრეპარატი გამჭვირვალე, უფერო მინის (ტიპი I) კარტრიჯში. კარტრიჯი ერთი მხრიდან დაცობილია საცობით და შემოკრულია ალუმინის ხუფით, მეორე მხრიდან - პლუნჟერით. კარტრიჯი მოთავსებულია სოლოსტარის ერთჯერად შპრიც-კალამში. სოლოსტარის 5 შპრიც-კალამს ჩანართთან ერთად ათავსებენ მუყაოს კოლოფში.

  • 6 სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები გამოყენებული სამკურნალო საშუალების ან მისი გამოყენების შედეგად მიღებული ნარჩენების განადგურებისას, და სხვა მანიპულაციები პრეპარატთან დაკავშირებით

უტილიზაციასთან დაკავშირებით განსაკუთრებული მოთხოვნები არ არის.

ნებისმიერი დარჩენილი სამკურნალო საშუალება და ნარჩენები უნდა განადგურდეს დადგენილი წესით.

სოლოსტარის® შპრიც-კალმის მოხმარების ინსტრუქცია

სოლოსტარის® შპრიც-კალამი წარმოადგენს წინასწარ შევსებულ ერთჯერად შპრიც-კალამს ინსულინის შესაყვანად. შპრიც-კალმის გამოყენების დაწყებამდე ინსულინის ინექციის სწორად შესრულების საკითხზე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან.

შპრიც-კალმის პირველი გამოყენების წინ ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას. თუ არ შეგიძლიათ სოლოსტარის® შპრიც-კალმის გამოყენება ან ვერ იცავთ ინსტრუქციას, სოლოსტარის® შპრიც-კალამი უნდა გამოიყენოს მხოლოდ მომვლელმა პირმა, რომელიც შეძლებს ინსტრუქციის სრულად დაცვას.

შპრიც-კალმის მაცივარში შენახვის შემთხვევაში გაათბეთ ის ოთახის ტემპერატურაზე ინექციამდე 1-2 საათი.

დაიჭირეთ შპრიც-კალამი ისე, როგორც ნაჩვენებია ამ ინსტრუქციაში. დოზის სწორად აღების მიზნით, დაიჭირეთ შპრიც-კალამი ჰორიზონტალურად ისე, რომ ნემსი იყოს მარცხნივ, ხოლო დოზირების სკალა მარჯვნივ, როგორც ეს ნაჩვენებია ნახატზე ქვემოთ.

შეგიძლიათ შეიყვანოთ 1-დან 80 ერთეულამდე დოზა, 1 ერთეულის ინტერვალით. თითოეული შპრიც-კალამი შეიცავს რამდენიმე დოზას.

შპრიც-კალმის სქემატური აღწერა

  • 1079533655შპრიც-კალმის საფარი ნემსი (არ არის კომპლექტში) შპრიც-კალმის კორპუსი

შპრიც-კალმის საფარი ნემსი (არ არის კომპლექტში) შპრიც-კალმის კორპუსი

2172335696595ნემსის

შიდა

დამცავი

საფარი ნემსი

ნემსის

შიდა

დამცავი

საფარი ნემსი

1497330696595ნემსის გარე

დამცავი საფარი

ნემსის გარე

დამცავი საფარი

5648325756285საინექციო

ღილაკი

ღილაკი

საინექციო

ღილაკი

ღილაკი

4587875763905დოზის სელექტორი

დოზის სელექტორი

3275330800100რეზინის საცობი

რეზინის საცობი

5252085127000დოზის ინდიკატორი

დოზის ინდიკატორი

3989705178435ინსულინის საცავი

ინსულინის საცავი

1658620127000გარე დამცავი ლენტი

გარე დამცავი ლენტი

  • 54610814705შპრიც-კალმის სქემატური აღწერა

შპრიც-კალმის სქემატური აღწერა

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოლოსტარის® გამოყენების შესახებ

ყოველი გამოყენების წინ გამოიყენეთ ახალი ნემსი. გამოიყენეთ მხოლოდ სოლოსტარის® შპრიც-კალამთან შეთავსებადი ნემსი.

არ გამოიყენოთ დოზა ან/და არ დააჭიროთ დოზატორის ღილაკს, თუ არ არის დამაგრებული ნემსი.

ყოველი ინექციის წინ ჩაატარეთ უსაფრთხოების ტესტი (იხ. ეტაპი 3).

სოლოსტარის® შპრიც-კალამი გამოიყენეთ მხოლოდ პირადად, არ გადასცეთ ის სხვა პირს.

თუ ინექციას სხვა პირი ასრულებს, მან უნდა დაიცვას სიფრთხილის სპეციალური ზომები ნემსით შემთხვევით დაზიანების ან ინფექციის გადატანისგან თავის დაცვის მიზნით.

არასდროს გამოიყენოთ სოლოსტარის® შპრიც-კალამი, თუ ის დაზიანებულია ან არასათანადოდ ფუნქციონირებს. თან იქონიეთ სოლოსტარის® დამატებითი შპრიც-კალამი დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევისთვის.

ეტაპი 1. ინსულინის შემოწმება

გამოყენების წინ შეამოწმეთ შპრიც-კალმის ეტიკეტი იმისათვის, რომ დარწმუნდეთ, რომ სარგებლობთ კარგი ინსულინით. სოლოსტარის® შპრიც-კალამს, რომელიც შეიცავს პრეპარატ აპიდრას®, აქვს ლურჯი ფერის კორპუსი და მუქი ლურჯი ფერის საინექციო ღილაკი რელიეფური რგოლით ზედა ნაწილში.

მოხსენით ხუფი შპრიც-კალამს.

შეამოწმეთ ინსულინის ხსნარის გარეგნული მხარე. ნუ გამოიყენებთ სოლოსტარის® შპრიც-კალამს იმ შემთხვევაში, თუ ხსნარი ამღვრეულია, შეფერილია ან შეიცავს ნაწილაკებს.

ეტაპი 2. ნემსის დამაგრება

ყოველი ინექციისას გამოიყენეთ ახალი სტერილური ნემსი. ეს დაგიცავთ ინფიცირებისგან, ასევე ნემსის გაჭედვისგან.

მოხსენით გარე დამცავი ლენტი.

დაიკავეთ ნემსი სწორ მდგომარეობაში და დაამაგრეთ ის შპრიც-კალამზე (მისი მოჭერისას ან დაწოლისას, ნემსის ტიპის შესაბამისად).

134239025400

შპრიც-კალამთან შეერთების მომენტში ნემსი არ დახაროთ. აღნიშნულმა შეიძლება გამოიწვიოს რეზინის საცობის დაზიანება, ინსულინის დაღვრა ან ნემსის გატეხვა.

1485900114300

ეტაპი 3. უსაფრთხოების ტესტი

უსაფრთხოების ტესტი უნდა ჩატარდეს ყოველი ინექციის წინ. ეს გარანტირებულად მოგცემთ ზუსტ დოზას, ამისათვის:

დარწმუნდით, რომ შპრიც-კალამი და ნემსი სწორად ფუნქციონირებს

გამოდევნეთ ჰაერის ბუშტუკები

1366520230505

  • შეარჩიეთ 2 ერთეულის ოდენობის დოზა დოზის სელექტორზე.
  • მოხსენით ნემსის გარე დამცავი ხუფი და შეინახეთ, რადგან ის დაგჭირდებათ ინექციის შემდეგ. მოხსენით ნემსის შიდა დამცავი ხუფი და გადააგდეთ, რადგან ის აღარ დაგჭირდებათ.

140144553340

შეინახეთ გადააგდეთ

  • დაიკავეთ შპრიც-კალამი ისე, რომ ნემსის წვერი ზემოთ იყოს მიმართული.
  • თითი ოდნავ დაარტყით ინსულინის საცავს იმისათვის, რომ ჰაერის ბუშტუკები გადაადგილდეს ნემსის მიმართულებით.

1597025449580

  • დოზის გამოსაშვებად ბოლომდე დააწექით საინექციო ღილაკს. შეამოწმეთ, გამოდის თუ არა ინსულინი ნემსის ბოლოდან.

შესაძლებელია, უსაფრთხოების ტესტის ჩატარება რამდენჯერმე დაგჭირდეთ, ვიდრე ინსულინი არ გამოჩნდება.

იმ შემთხვევაში, თუ არ ჩანს არანაირი ინსულინი უსაფრთხოების ტესტის განმეორებით ჩატარების შემდეგ, შეამოწმეთ ჰაერის ბუშტუკები ხომ არ გაჩენილა.

ჰაერის ბუშტუკების არსებობის შემთხვევაში კიდევ გაიმეორეთ უსაფრთხოების ტესტი მათ საბოლოოდ გაქრობამდე.

თუ არ არის ჰაერის ბუშტუკები, მაშინ სავარაუდოდ ნემსი არის დაცობილი. ამ შემთხვევაში, გამოცვალეთ ნემსი. თუ ნემსის გამოცვლის შემდეგ ინსულინი არ გამოდის ნემსიდან, შეიძლება დაზიანებულია შპრიც-კალამი, მისი გამოყენება არ შეიძლება.

ეტაპი 4. ინსულინის დოზის დარეგულირება

დოზის დარეგულირება შესაძლებელია 1 ერთეულიანი ინტერვალით, მინიმალური 1 ერთეულიდან მაქსიმალურ 80 ერთეულამდე. იმ შემთხვევაში, თუ გესაჭიროებათ 80 ერთეულზე მეტი დოზა, მაშინ საჭიროა ორი ან ორზე მეტი ინექცია.

  • უსაფრთხოების ტესტის ჩატარების შემდეგ შეამოწმეთ, გამოჩნდა თუ არა ციფრი “0” დოზის ინდიკატორზე.
  • შეარჩიეთ სასურველი დოზა (ქვემოთ აღნიშნულ მაგალითში შერჩეულია 30 ერთეულის ოდენობის დოზა). იმ შემთხვევაში, თუ აირჩიეთ არასწორი დოზა უკან დააბრუნეთ დოზის სელექტორი საჭირო ნიშნულამდე.

149733040640

ნუ დააწვებით საინექციო ღილაკს დოზის შერჩევისას, რადგან შეიძლება დაიღვაროს ინსულინი, რაც, თავის მხრივ, გამოიწვევს არასწორი დოზის შერჩევას.

დოზის სელექტორის გადატრიალება შეიძლება მხოლოდ დოზის ერთეულის იმ რაოდენობაზე, რომელიც არის შპრიც-კალამში, ამიტომ, არ ეცადოთ დოზის სელექტორის ზედმეტად გადატრიალება ძალის დატანებით. იმ შემთხვევაში, თუ შპრიც-კალამი შეიცავს ინსულინის არასაკმარის რაოდენობას, დარჩენილი ინსულინის შეყვანა შეიძლება ახალი შპრიც-კალმით, ან მოახდინოთ მთლიანი დოზის ინექცია ახალი შპრიც-კალმის საშუალებით.

ეტაპი 5. ინსულინის ინექცია

  • ისარგებლეთ თქვენი მკურნალი ექიმის მიერ რეკომენდებული მეთოდით.
  • შეიყვანეთ ნემსი კანში.

141097066040

  • ბოლომდე დააჭირეთ თითი საინექციო ღილაკს. დოზის ინდიკატორზე გამოსახული ციფრი უნდა ჩამოვიდეს “0”-ზე.

138684015875

  • თითი გქონდეთ დაჭერილი საინექციო ღილაკზე და ნელა დაითვალეთ ათამდე. ეს პროცედურა იძლევა მთლიანი დოზის შეყვანის გარანტიას. შპრიც-კალმის დგუში გადაადგილდება თითოეული დოზის შეყვანისას. დგუში გაჩერდება კარტრიჯის ბოლოში 300 ერთეული ინსულინის სრულად გამოყენების შემდეგ.

ეტაპი 6. ნემსის მოხსნა

ყოველი ინექციის შემდეგ მოხსენით ნემსი და შეინახეთ შპრიც-კალამი ნემსის გარეშე. ეს ზომები თავიდან აგაცილებთ ნემსის დაბინძურების და შემდგომი ინფიცირების რისკს, ინსულინის საცავში ჰაერის შეპარვის და ინსულინის დაღვრის რისკს.

ა. შემთხვევითი დაზიანების თავიდან აცილების მიზნით მოათავსეთ ნემსზე გარე დამცავი ხუფი და გამოიყენეთ ის ნემსის მოსახსნელად. ნემსის საშუალებით შემთხვევითი ჭრილობის მიყენების რისკის შემცირების მიზნით არასდროს დაამაგროდ ხელმეორედ შიდა დამცავი ხუფი.

თუ ინექციას სხვა პირი ასრულებს, ან თქვენ უკეთებთ ინექციას სხვა პირს, ასეთმა ადამიანმა უნდა დაიცვას განსაკუთრებული სიფრთხილე ნემსის მოხსნის და უტილიზაციის დროს. დაიცავით სიფრთხილის ზომები, რომლებიც რეკომენდებულია ნემსების მოხსნასთან და უტილიზაციასთან დაკავშირებით (დაუკავშირდით თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას), იმისათვის, რომ შეამციროთ ნემსის საშუალებით შემთხვევითი ჭრილობის მიყენების და ინფექციური დაავადებების გადაცემის რისკი.

ბ. ნემსის უტილიზაცია უნდა განხორციელდეს უსაფრთხო გზით, თქვენი ექიმის რეკომენდაციის თანახმად.

გ. ყოველთვის გაუკეთეთ კალმის ხუფი შპრიც-კალამს. შეინახეთ შპრიც-კალამი მომდევნო ინექციამდე.

მოვლა

გამოყენებული შპრიც-კალმის უტილიზაცია უნდა განხორციელდეს ადგილობრივი კანონმდებლობის მოთხოვნების თანახმად.

დაიცავით შპრიც-კალამი მტვრისგან და ჭუჭყისგან. შეიძლება გარედან გაიწმინდოს სუფთა სველი ხელსახოცით. დაზიანებისგან დაცვის მიზნით არ ჩადოთ შპრიც-კალამი სითხეში, არ გარეცხოთ და გაწმინდოთ ზეთით.

სოლოსტარის® შპრიც-კალამი დამზადებულია ზუსტი და უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის. ის უნდა დაიჭიროთ ფრთხილად. დაიცავით შპრიც-კალამი დაზიანებისგან. თუ ფიქრობთ, რომ თქვენი შპრიც-კალამი დაზიანებულია, გამოიყენეთ ახალი.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)

ფარმაკოლოგიური თვისებები

შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო საშუალებები; ინსულინები და მათი ანალოგები; ხანმოკლე მოქმედების ინსულინები და მათი საინექციო ანალოგები.

ათქ კოდი: A10AB06.

მოქმედების მექანიზმი

ინსულინ გლულიზინი წარმოადგენს ადამიანის ინსულინის რეკომბინანტულ ანალოგს, რომლის მოქმედების ძალა ადამიანის სტანდარტული ინსულინის მოქმედების ძალის ტოლია. კანქვეშ შეყვანის შემდეგ ინსულინ გლულიზინის მოქმედება იწყება უფრო სწრაფად და მისი მოქმედების ხანგრძლივობა ნაკლებია, ადამიანის ხსნად ინსულინთან შედარებით.

ინსულინისა და მისი ანალოგების, მათ შორის ინსულინ გლულიზინის ყველაზე მნიშვნელოვან მოქმედებას წარმოადგენს გლუკოზის მეტაბოლიზმის რეგულაცია. ინსულინი აქვეითებს გლუკოზის კონცენტრაციას სისხლში, რაც ზრდის პერიფერიულ ქსოვილებში, განსაკუთრებით ჩონჩხის კუნთებსა და ცხიმოვან ქსოვილში, გლუკოზის შთანთქმას, ასევე აქვეითებს გლუკოზის წარმოქმნას ღვიძლში. ინსულინი თრგუნავს ლიპოლიზს ადიპოციტებში, ამცირებს პროთეოლიზს და აძლიერებს ცილის სინთეზს.

ჯანმრთელ მოხალისეებსა და შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში ჩატარებულ კვლევებში ნაჩვენებია, რომ კანქვეშ შეყვანისას ინსულინ გლულიზინი უფრო სწრაფად იწყებს მოქმედებას და მისი მოქმედება უფრო ხანმოკლეა, ადამიანის ხსნად ინსულინთან შედარებით. ინსულინ გლულიზინის კანქვეშ შეყვანისას ჰიპოგლიკემიური მოქმედება იწყება 10-20 წუთში. ინტრავენური შეყვანის შემთხვევაში ინსულინ გლულიზინისა და ადამიანის ხსნადი ინსულინის ჰიპოგლიკემიური მოქმედება თანაბარია. ინსულინ გლულიზინის ერთ ერთეულს გააჩნია ისეთივე გლუკოზის დამაქვეითებელი აქტივობა, როგორიც ადამიანის ხსნადი ინსულინის ერთ ერთეულს.

I ფაზის კვლევაში ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში შეფასდა ინსულინ გლულიზინის და ადამიანის ხსნადი ინსულინის გლუკოზის დონის დამაქვეითებელი პროფილები, რომლებიც კანქვეშ შეიყვანებოდა დოზით 0.15 ერთ/კგ სხვადასხვა დროს საკვების სტანდარტული 15 წუთიანი მიღების მიმართ. კვლევის შედეგებით ნაჩვენებია, რომ ინსულნ გლულიზინი, შეყვანილი ჭამამდე 2 წუთით ადრე, უზრუნველყოფდა ისეთივე გლიკემიურ კონტროლს საკვების მიღების შემდეგ, რასაც ადამიანის ხსნადი ინსულინი, შეყვანილი საკვების მიღებამდე 30 წუთით ადრე. ჭამამდე 2 წუთით ადრე შეყვანისას ინსულინ გლულიზინი უზრუნველყოფდა უკეთეს გლიკემიურ კონტროლს ჭამის შემდეგ, ვიდრე ადამიანის ხსნადი ინსულინი, შეყვანილი ჭამამდე 2 წუთით ადრე. ჭამის დაწყებიდან 15 წუთში შეყვანილმა ინსულინ გლულიზინმა უზრუნველყო ისეთივე გლიკემიური კონტროლი ჭამის შემდეგ, რაც ჭამამდე 2 წუთით ადრე შეყვანილმა ადამიანის ხსნადმა ინსულინმა.

I ფაზის კვლევამ, რომელიც ჩატარდა ინსულინ გლულიზინის, ინსულინ ლიზპროსა და ადამიანის ხსნადი ინსულინის გამოყენებით სიმსუქნით დაავადებულ პაციენტებში, აჩვენა, რომ ინსულინ გლულიზინი ინარჩუნებს სწრაფად მოქმედი ნაერთის თვისებებს. ამ კვლევაში დრო 20% საერთო AUC-მდე (მრუდის ქვეშ ფართობი “კონცენტრაცია-დრო~) შეადგენდა 114 წუთს ინსულინ გლულიზინისთვის, 121 წუთს ინსულინ ლიზპროსთვის და 150 წუთს ადამიანის ხსნადი ინსულინისთვის, ხოლო AUC(0-2სთ), რომელიც ასახავს გლუკოზის დამწევი მოქმედების ადრეულ ეტაპებს, შეადგენდა შესაბამისად 427 მგ/კგ ინსულინ გლულიზინისთვის, 354 მგ/კგ ინსულინ ლიზპროსთვის და 197 მგ/კგ ადამიანის ხსნადი ინსულინისთვის.

კლინიკური კვლევები

ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი

III ფაზის 26 კვირიან კლინიკურ კვლევაში, რომელშიც შედარებული იქნა ინსულინი გლულიზინი და ინსულინი ლიზპრო, რომლებიც კანქვეშ შეიყვანებოდა ჭამამდე ცოტახნით (0-15 წუთი) ადრე ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, რომლებიც ბაზალური ინსულინის სახით იყენებდნენ ინსულინ გლარგინს, ინსულინ გლულიზინი და ინსულინ ლიზპრო მსგავსი იყო გლიკემიური კონტროლის მხრივ, რომელიც შეფასდა გლიკოზილირებული ჰემოგლობინის (HbAIC) კონცენტრაციის შეცვლით კვლევის საბოლოო წერტილის მომენტისთვის, საწყის მაჩვენებელთან შედარებით. აღინიშნა სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის მსგავსი მნიშვნელობები, რომლებიც განისაზღვრა თვითკონტროლის გზით. ინსულინ გლულიზინის შეყვანისას, ინსულინ ლიზპროთი ჩატარებული მკურნალობისგან განსხვავებით, არ იყო საჭირო ბაზალური ინსულინის დოზის გაზრდა.

III ფაზის 12 კვირიანი კლინიკური კვლევით, რომელიც ჩატარდა ტიპი I შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, რომლებიც ბაზალური თერაპიის სახით იღებდნენ ინსულინ გლარგის, ნაჩვენებია, რომ უშუალოდ ჭამის შემდეგ ინსულინ გლულიზინის შეყვანის მოქმედება მსგავსი იყო უშუალოდ ჭამის წინ (0-15 წუთით ადრე) ინსულინ გლულიზინის ან ადამიანის ხსნადი ინსულინის (ჭამამდე 30-45 წუთით ადრე) მოქმედებისა.

პაციენტების პოპულაციაში, რომლებმაც დაიცვეს კვლევის პროტოკოლი, ინსულინ გლულიზინის ჭამამდე მიღების ჯგუფში აღინიშნა HbAIC-ის სარწმუნოდ უფრო მეტად შემცირება, ადამიანის ხსნადი ინსულინის მიმღებ პაციენტთა ჯგუფთან შედარებით.

ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი

III ფაზის 26 კვირიანი კლინიკური კვლევა შემდგომი 26 კვირიანი გაგრძელებით უსაფრთხოების კვლევის სახით, ჩატარდა ინსულინ გლულიზინის (ჭამამდე 0-15 წუთით ადრე) შესადარებლად ადამიანის ხსნად ინსულინთან (ჭამამდე 30-45 წუთით ადრე), რომლებიც შეიყვანებოდა კანქვეშ ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, რომლებიც ასევე ბაზალური ინსულინის სახით იღებდნენ ინსულინ-იზოფანს. პაციენტის სხეულის მასის საშუალო ინდექსი შეადგენდა 34,55 კგ/მ2. ინსულინ გლულიზინმა აჩვენა HbAIC-ის კონცენტრაციის უფრო მეტად შემცირება საწყის მაჩვენებელთან შედარებით, ვიდრე ადამიანის ხსნადმა ინსულინმა (-0.46% ინსულინ გლულიზინისთვის და -0.30% ადამიანის ხსნადი ინსულინისთვის, р=0.0029). ამ კვლევაში უმრავლეს შემთხვევაში (პაციენტების 79%) ურევდნენ ხანმოკლე მოქმედების ინსულინს ინსულინ-იზოფანთან უშუალოდ ინექციის წინ. რანდომიზაციისას პაციენტების 58% იღებდა პერორალურ ჰიპოგლიკემიურ პრეპარატებს, იმავე (უცვლელი) დოზით მათი მიღების გაგრძელების რეკომენდაციით.

ინსულინის უწყვეტი კანქვეშა ინფუზიის ჩატარებისას პომპის საშუალებით (ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის დროს) 59 პაციენტს ინსულინ გლულიზინის ან ინსულინ ასპარტის მიღებისას მკურნალობის ორივე ჯგუფში აღინიშნა კათეტერის ოკლუზიის დაბალი სიხშირე (0.08 ოკლუზია თვეში ინსულინ გლულიზინის გამოყენებისას და 0.15 ოკლუზია თვეში ინსულინ ასპარტის მიღებისას), ასევე შეყვანის ადგილზე რეაქციების მსგავსი სიხშირე (10.3% ინსულინ გლულიზინის მიღებისას და 13.3% ინსულინ ასპარტის მიღებისას).

ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის მქონე ბავშვებსა და მოზარდებში, რომლებშიც ბაზალური ინსულინის სახით დღე-ღამეში ერთხელ საღამოს შეჰყავდათ ინსულინ გლარგინი ან დღე-ღამეში ორჯერ დილით და საღამოს ინსულინ-იზოფანი, ინსულინ გლულიზინის და ინსულინ ლიზპროს ჭამამდე 15 წუთით ადრე კანქვეშ შეყვანის ეფექტიანობისა და უსაფრთხოების შედარებისას ნაჩვენებია, რომ გლიკემიური კონტროლი, ჰიპოგლიკემიის განვითარების სიხშირე, რომელიც საჭიროებდა მესამე პირების ჩარევას, ასევე მძიმე ჰიპოგლიკემიური ეპიზოდების სიხშირე მსგავსი იყო მკურნალობის ორივე ჯგუფში. ამასთან, მკურნალობის დაწყებიდან 26 კვირაში, გლიკემიური კონტროლის მისაღწევად ინსულინ გლულიზინით მკურნალობის, ინსულინ ლიზპროსთან შედარებით, საჭირო იყო ბაზალური ინსულინის, სწრაფი მოქმედების ინსულინის დღიური დოზის და ინსულინის ჯამური დოზის სარწმუნოდ ნაკლებად გაზრდა.

რასა და სქესი

მოზრდილებში ჩატარებულ კონტროლირებულ კლინიკურ კვლევებში რასობრივი კუთვნილებით და სქესით გამოყოფილი ქვეჯგუფების ანალიზისას არ იყო ნაჩვენები განსხვავება ინსულინ გლულიზინის უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის მხრივ.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ინსულინ გლულიზინში B3 პოზიციაში ადამიანის ინსულინის ასპარაგინის ამინომჟავას შეცვლა ლიზინით და B29 პოზიციაში ლიზინის შეცვლა გლუტამინის მჟავათი ხელს უწყობს აბსორბციის დაჩქარებას.

აბსორბცია

ჯანმრთელ მოხალისეებსა და ტიპი 1 და 2 შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში კონცენტრაცია-დროის ფარმაკოკინეტიკურმა მრუდეებმა აჩვენა, რომ ინსულინ გლულიზინის აბსორბცია დაახლოებით 2-ჯერ უფრო სწრაფი იყო, ხოლო სისხლის პლაზმაში მიღწეული მაქსიმალური კონცენტრაცია (Сmax) დაახლოებით 2-ჯერ მაღალი, ადამიანის ხსნად ინსულინთან შედარებით.

ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში ჩატარებულ კვლევაში 0.15 ერთ/კგ დოზით კანქვეშ შეყვანის შემდეგ, ინსულინ გლულიზინის სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციის (Tmax) მიღწევის დრო შეადგენდა 55 წუთს, ხოლო Cmax იყო 82+1.3 მკერთ/მლ, ადამიანის ხსნადი ინსულინის Tmax-თან შედარებით, რომელიც შეადგენდა 82 წუთს, ხოლო Cmax იყო 46+1.3 მკერთ/მლ. სისლხის სისტემურ მიმოქცევაში ინსულინ გლულიზინის არსებობის საშუალო დრო უფრო ნაკლები იყო (98 წთ), ვიდრე ადამიანის ხსნადი ინსულინის შემთხვევაში (161 წთ).

ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტების მონაწილეობით ჩატარებულ კვლევაში ინსულინ გლულიზინის 0.2 ერთ/კგ კანქვეშ შეყვანის შემდეგ Cmax იყო 91 მკერთ/მლ ინტერკვარტილურ დიაპაზონში 78-104 მკერთ/მლ.

ინსულინ გლულიზინის კანქვეშ მუცლის წინა კედელში, ბარძაყში ან მხარში (დელტისებურ კუნთში) შეყვანისას აბსორბცია უფრო სწრაფი იყო მუცლის წინა კედლის არეში შეყვანისას, პრეპარატის ბარძაყში შეყვანასთან შედარებით. დელტისებრი კუნთის არედან აბსორბციის სიჩქარე იყო შუალედურ ინტერვალში.

კანქვეშ შეყვანის შემდეგ ინსულინ გლულიზინის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენდა დაახლოებით 70%-ს (73% მუცლის წინა კედლის არეში, 71% დელტისებრი კუნთის არეში და 68% ბარძაყის არეში), დაბალი ვარიაბელურობით სხვადასხვა პაციენტში.

განაწილება და გამოყოფა

ინსულინ გლულიზინის და ადამიანის ხსნადი ინსულინის განაწილება და გამოყოფა ინტრავენური შეყვანის შემდეგ მსგავსია, მათი განაწილების მოცულობა შეადგენს შესაბამისად 13 ლ-ს და 22 ლ, ნახევარგამოყოფის პერიოდი კი 13 და 18 წუთს.

კანქვეშ შეყვანის შემდეგ ინსულინ გლულიზინი გამოიყოფა უფრო სწრაფად, ვიდრე ადამიანის ხსნადი ინსულინი, ნახევარგამოყოფის მოჩვენებითი პერიოდით 42 წუთი, ადამიანის ხსნადი ინსულინი ნახევარგამოყოფის მოჩვენებით პერიოდთან 86 წუთთან შედარებით. ჯანმრთელ პირებში და ტიპი 1 და 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პირებში ჩატარებული კვლევების ჯვარედინ ანალიზში ნახევარგამოყოფის მოჩვენებითი პერიოდი იყო 37 და 75 წუთის დიაპაზონში.

პაციენტების სპეციალური ჯგუფები

პაციენტები თირკმელების უკმარისობით

შაქრიანი დიაბეტის არმქონე და თირკმელების ფუნქციური მდგომარეობის სხვადასხვა ხარისხის მქონე (კრეატინინის კლირენსი >80 მლ/წთ, 30-50 მლ/წთ, <30 მლ/წთ) პირებში ჩატარებულ კლინიკურ კვლევაში ინსულინ გლულიზინის სწრაფი მოქმედების თვისება, როგორც წესი, გრძელდებოდა. მაგრამ, ინსულინის მოთხოვნა შეიძლება შემცირდეს თირკმელების უკმარისობის შემთხვევაში.

პაციენტები ღვიძლის უკმარისობით

პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლები შესწავლილი არ არის.

ხანდაზმული პაციენტები

შაქრიანი დიაბეტის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში ინსულინ გლულიზინის ფარმაკოკინეტიკური მონაცემები ძალიან შეზღუდულია.

ბავშვები და მოზარდები

ინსულინ გლულიზინის ფარმაკოკინეტიკური და ფარმაკოდინამიკური თვისებები შესწავლილია ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის მქონე ბავშვებსა (7-11 წელი) და მოზარდებში (12-16 წელი). ინსულინ გლულიზინი სწრაფად შეიწოვებოდა პაციენტების ორივე ჯგუფში, მოზრდილებში აღნიშნული Tmax და Cmax მაჩვენებლით. უშუალოდ ტესტირებული საკვების მიღების წინ შეყვანისას ინსულინ გლულიზინი, ისევე როგორც მოზრდილებში, უზრუნველყოფს ჭამის შემდეგ სისხლის გლუკოზის უკეთეს კონტროლს, ვიდრე ადამიანის ხსნადი ინსულინი. ჭამის შემდეგ სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის გაზრდა (AUC(0-6სთ)) შეადგენდა 641 მგxსთ/დლ ინსულინ გლულიზინისთვის და 801 მგxსთ/დლ ადამიანის ხსნადი ინსულინისთვის.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · პროდუქტის მახასიათებლები (ექიმისთვის)

ЛП-№000072-ГП-ВУ

თანმიმდევრობა 0014

შტამპი: შეთანხმებულია

ბელარუსის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ

ბელარუსის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს

  • 09.2024 წლის №1254 ბრძანება

სამკურნალო საშუალების ზოგადი დახასიათება

  • სამკურნალო საშუალების დასახელება

აპიდრა სოლოსტარი, 100 ერთ/მლ, ხსნარი კანქვეშ შეყვანისთვის

  • თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება: ინსულინ გლულიზინი*.

1 მლ ხსნარი შეიცავს 100 ერთ (3.49 მგ) ინსულინ გლულიზინს.

  • მიღებულია Escherichia coli-ს გამოყენებით რეკომბინანტული დნმ ტექნოლოგიით.

დამხმარე ნივთიერებები, რომელთა არსებობა სამკურნალო საშუალების შემადგენლობაში უნდა იქნას გათვალისწინებული: მეტაკრეზოლი, ნატრიუმი (იხ. პარაგრაფი 4.4).

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი იხ. პარაგრაფში 6.1.

  • სამკურნალწამლო ფორმა

ხსნარი კანქვეშ შეყვანისთვის.

გამჭვირვალე, უფერო ან თითქმის უფერო სითხე წინასწარ შევსებულ შპრიც-კალამში.

  • კლინიკური მონაცემები
  • 1 გამოყენების ჩვენება

შაქრიანი დიაბეტი, რომელიც საჭიროებს ინსულინით მკურნალობას, მოზრდილებში, მოზარდებსა და 6 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში.

  • 2 დოზირების რეჟიმი და გამოყენების წესი

დოზირების რეჟიმი

პრეპარატი აპიდრა სოლოსტარი გამოიყენება საშუალო ან ხანგრძლივი მოქმედების ინსულინის ან ხანგრძლივი მოქმედების ინსულინის ანალოგის შემცველი მკურნალობის რეჟიმით. გარდა ამისა, პრეპარატ აპიდრა სოლოსტარის გამოყენება შეიძლება პერორალურ ჰიპოგლიკემიურ პრეპარატებთან კომბინაციაში.

პრეპარატ აპიდრა სოლოსტარის დოზირების რეჟიმი შეირჩევა ინდივიდუალურად.

სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის მონიტორინგი რეკომენდებულია შაქრიანი დიაბეტის მქონე ყველა პაციენტისთვის.

პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები

პაციენტები თირკმელების ფუნქციის დარღვევით

ინსულინზე მოთხოვნა შეიძლება შემცირდეს თირკმელების უკმარისობის დროს.

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ინსულინზე მოთხოვნა შეიძლება შემცირდეს გლუკონეოგენეზის მიმართ დაქვეითებული უნარის და ინსულინის დაქვეითებული მეტაბოლიზმის გამო.

ხანდაზმული პაციენტები

შაქრიანი დიაბეტის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში ფარმაკოკინეტიკური მონაცემები არასაკმარისია.

ხანდაზმულებში თირკმლის ფუნქციის დარღვევამ შეიძლება მიგვიყვანოს ინსულინზე მოთხოვნის შემცირებამდე.

ბავშვები და მოზარდები

პრეპარატ აპიდრა სოლოსტარის გამოყენება შეიძლება 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში. 6 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის კლინიკური გამოყენების შესახებ ინფორმაცია შეზღუდულია.

გამოყენების წესი

პრეპარატის შეყვანა

პრეპარატი აპიდრა სოლოსტარი შეჰყავთ ჭამამდე ცოტა ხნით (0-15 წუთით) ადრე ან ჭამის შემდეგ.

პრეპარატი აპიდრა სოლოსტარი შეიყვანება კანქვეშ ინექციის გზით. პრეპარატ აპიდრა სოლოსტარის კანქვეშა ინექციები უნდა შეიყვანოთ მუცლის წინა კედლის, მხრის ან ბარძაყის არეში. ლიპოდისტროფიისა და კანის ლოკალიზებული ამილოიდოზის განვითარების რისკის შემცირების მიზნით ზემოთ მითითებული ინექციის ადგილები (მუცლის წინა კედლის, ბარძაყის ან მხრის არე) უნდა იცვლებოდეს პრეპარატის ყოველი ახალი შეყვანის დროს. დაუშვებელია პრეპარატის შეყვანა ლიპოდისტროფიის ან კანის ლოკალიზებული ამილოიდოზის არეში. შეწოვის სიჩქარეზე, და შესაბამისად, მოქმედების განვითარების დროსა და ხანგრძლივობაზე შეიძლება გავლენას ახდენდეს: ინექციის ადგილი, ფიზიკური დატვირთვა და სხვა ცვლადი ფაქტორები. მუცლის კედელში კანქვეშ შეყვანა უზრუნველყოფს უფრო დაჩქარებულ შეწოვას, ზემოთ მითითებულ სხვა ადგილებთან შედარებით (იხ. პარაგრაფი 5.2).

საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა იმისათვის, რომ არ დაუშვათ პრეპარატის მოხვედრა უშუალოდ სისხლძარღვებში. პრეპარატის შეყვანის შემდეგ ინექციის ადგილი არ უნდა დაიზილოს. პაციენტმა უნდა შეისწავლოს ინექციის შეყვანის სწორი ტექნიკა.

პრეპარატი აპიდრა სოლოსტარი განკუთვნილია მხოლოდ კანქვეშ შეყვანისთვის. თუ საჭიროა ინსულინის შეყვანა შპრიცის საშუალებით, ინტრავენური ინექციის ან ხანგრძლივი კანქვეშა ინფუზიის სახით ინსულინის პომპის საშუალებით, საჭიროა ინსულინის სხვა ფორმების (ფლაკონების) გამოყენება. ზუსტად უნდა დაიცვათ სოლოსტარის წინასწარ შევსებული შპრიც-კალმის სათანადო მოხმარების ინსტრუქცია (იხ. პარაგრაფი 6.6).

  • 3 უკუჩვენება

ჰიპერმგრძნობელობა ინსულინ გლულიზინის ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომელიც მითითებულია პარაგრაფში 6.1.

ჰიპოგლიკემია.

  • 4 განსაკუთრებული მითითება და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

ინსულინის დოზის ნებისმიერი ცვლილება უნდა განხორციელდეს სიფრთხილით და მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით. ინსულინის კონცენტრაციის, მწარმოებლის, ინსულინის ტიპის (მაგალითად, სტანდარტული ინსულინი, NPH-ინსულინი, ინსულინის ანალოგები), ინსულინის სახეობის (ცხოველური წარმოების ინსულინი, ადამიანის ინსულინი) ან წარმოების წესის (რეკომბინანტული დნმ ტექნოლოგია ან ცხოველური წარმოშობის ინსულინი) შეცვლა შეიძლება იწვევდეს დოზირების შეცვლის საჭიროებას. გარდა ამისა, შეიძლება საჭირო გახდეს თანმხლები პერორალური ჰიპოგლიკემიური თერაპიის კორექტირება.

ინსულინზე მოთხოვნილება შეიძლება შეიცვალოს თანმხლების მდგომარეობების განვითარებისას, როგორიცაა თანმხლები დაავადებები, ემოციური დატვირთვები ან სტრესი.

ჰიპერგლიკემია

ინსულინის არაადეკვატური დოზირება ან მკურნალობის შეწყვეტა, განსაკუთრებით ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, შეიძლება იწვევდეს ჰიპერგლიკემიას და დიაბეტურ კეტოაციდოზს, მდგომარეობებს, რომლებიც პოტენციურად საშიშია სიცოცხლისათვის.

ჰიპოგლიკემია

ჰიპოგლიკემიის განვითარების დრო დამოკიდებულია გამოყენებული ინსულინების ეფექტის განვითარების სიჩქარეზე და, აქედან გამომდინარე, შეიძლება შეიცვალოს მკურნალობის რეჟიმის შეცვლისას.

როგორც ნებისმიერი ინსულინის გამოყენების შემთხვევაში, ზოგიერთი მდგომარეობის არსებობისას ჰიპოგლიკემიის მანიშნებელი სიმპტომები შეიძლება შეიცვალოს, შესუსტდეს მათი გამოხატულობა ან არ აღინიშნოს. მათ მიეკუთვნება:

გლიკემიური კონტროლის შესამჩნევად გაუმჯობესება;

ჰიპოგლიკემიის თანდათანობით განვითარება;

ხანდაზმული ასაკი;

ვეგეტატიური ნეიროპათია;

შაქრიანი დიაბეტის ხანგრძლივი ანამნეზი;

ფსიქიკური დარღვევა;

ინსულინ გლულიზინის ზოგიერთ სხვა სამკურნალო საშუალებასთან ერთდროულად გამოყენება (იხ. პარაგრაფი 4.5).

ასეთი სიტუაციები შეიძლება იწვევდეს მძიმე ჰიპოგლიკემიის განვითარებას (შეიძლება, ცნობიერების დაკარგვით) მანამ, სანამ პაციენტი მიხვდება, რომ განუვითარდა ჰიპოგლიკემია.

იმ შემთხვევაში, თუ პაციენტმა გაზარდა თავისი ფიზიკური დატვირთვა ან შეიცვალა კვების ჩვეულებრივი რეჟიმი, შეიძლება ასევე, საჭირო გახდეს დოზის კორექტირება. უშუალოდ ჭამის შემდეგ ფიზიკური ვარჯიშის შესრულებამ შეიძლება გაზარდოს ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკი. ადამიანის ხსნად ინსულინებთან შედარებით ინსულინის სწრაფად მოქმედი ანალოგების ინექციის შემდეგ ჰიპოგლიკემია შეიძლება უფრო ადრე განვითარდეს.

პრეპარატ აპიდრა სოლოსტარის შეთავსება პიოგლიტაზონთან

პიოგლიტაზონთან კომბინაციაში ინსულინის გამოყენებისას აღინიშნა გულის უკმარისობის განვითარების შემთხვევები, განსაკუთრებით მისი განვითარების რისკ-ფაქტორების მქონე პაციენეტბეში. ეს გასათვალისწინებელია იმ შემთხვევაში, თუ იგეგმება პიოგლიტაზონის და პრეპარატ აპიდრა სოლოსტარის ერთდროულად დანიშვნა. ამ კომბინაციის გამოყენებისას საჭიროა პაციენტებზე დაკვირვება გულის უკმარისობის სიმპტომების, წონის მატების და შეშუპების განვითარების თვალსაზრისით. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ სიმპტომების გამოხატულობის გაძლიერებისას პიოგლიტაზონი უნდა მოიხსნას.

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ

პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებული, რომ ინექციის ადგილების მუდმივად შეცვლა აუცილებელია ლიპოდისტროფიის და კანის ლოკალიზებული ამილოიდოზის განვითარების რისკის შესამცირებლად. არსებობს ინსულინის შეწოვის გახანგრძლივების და გლიკემიური კონტროლის გაუარესების რისკი ასეთი რეაქციების განვითარების ადგილებში ინსულინის ინექციის შესრულების შემდეგ. ცნობილია, რომ დაუზიანებელ არეში ინექციის ადგილის მოულოდნელად შეცვლა იწვევს ჰიპოგლიკემიას. ინექციის ადგილის შეცვლის შემდეგ რეკომენდებულია სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში ჰიპოგლიკემიური პრეპარატების დოზის კორექტირება.

დამატებითი ინფორმაცია

არაკომპენსირებული ჰიპოგლიკემიური ან ჰიპერგლიკემიური რეაქციები შეიძლება იწვევდეს გონების დაკარგვას, კომის განვითარებას ან ლეტალურ შედეგს.

ინსულინზე მოთხოვნილება შეიძლება შეიცვალოს დაავადებების ან ემოციური დატვირთვების დროს.

დამხმარე ნივთიერებები

პრეპარატი აპიდრა სოლოსტარი შეიცავს მეტაკრეზოლს, რომელიც შეიძლება იწვევდეს ალერგიული რეაქციების განვითარებას.

პრეპარატი აპიდრა სოლოსტარის ერთი დოზა შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს. ეს ნიშნავს, რომ ის პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.

  • 5 ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

ფარმაკოლოგიური ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა. სხვა მსგავსი სამკურნალო საშუალებების გამოცდილებიდან გამომდინარე, კლინიკური მნიშვნელობის მქონე ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება ნაკლებად სავარაუდოა.

ზიგიერთი სამკურნალო საშუალება შეიძლება გავლენას ახდენდეს გლუკოზის მეტაბოლიზმზე, რაც შეიძლება საჭიროებდეს ინსულინ გლულიზინის დოზის კორექციას და განსაკუთრებით მკაცრ დაკვირვებას მკურნალობაზე.

ნივთიერებებს, რომლებსაც შეუძლია ინსულინის ჰიპოგლიკემიური მოქმედების გაძლიერება და ჰიპოგლიკემიისადმი მიდრეკილების გაზრდა, მიეკუთვნება: პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებები, ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები, დიზოპირამიდი, ფიბრატები, ფლუოქსეტინი, მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორები, პენტოქსიფილინი, პროპოქსიფენი, სალიცილატები და სულფანილამიდური ანტიმიკრობული საშუალებები.

ნივთიერებებს, რომლებსაც შეუძლია ინსულინის ჰიპოგლიკემიური მოქმედების დაქვეითება, მიეკუთვნება: გლუკოკორტიკოსტეროიდები, დანაზოლი, დიაზოქსიდი, დიურეზული საშუალებები, გლუკაგონი, იზონიაზიდი, ფენოთიაზინის წარმოებულები, სომატროპინი, სიმპათომიმეტიკები (მაგალითად, ეპინეფრინი [ადრენალინი], სალბუტამოლი, ტერბუტალინი), ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები, ესტროგენები, გესტაგენები (მაგალითად, ჰორმონალური კონტრაცეპტივები), პროთეაზას ინჰიბიტორები და ატიპიური ნეიროლეფსიური საშუალებები (მაგალითად, ოლანზაპინი და კლოზაპინი).

ბეტა-ადრენობლოკერებს, კლონიდინს, ლითიუმის მარილებს ან ეთანოლს შეუძლია გააძლიეროს ან შეასუსტოს ინსულინის ჰიპოგლიკემიური მოქმედება.

პენტამიდინს შეუძლია გამოიწვიოს ჰიპოგლიკემია, რომელიც შემდგომში გადადის ჰიპერგლიკემიაში.

ამის გარდა, ისეთი სიმპათოლიზური პრეპარატების ზემოქმედებით, როგორიცაა ბეტა-ადრენობლოკერები, კლონიდინი, გუანეტიდინი და რეზერპინი, რეფლექტორული ადრენერგული აქტივაციის სიმპტომები ჰიპოგლიკემიის პასუხად შეიძლება იყოს ნაკლებად გამოხატული ან საერთოდ არ აღინიშნოს.

  • 6 ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

ორსულებში პრეპარატ აპიდრა სოლოსტარის გამოყენების კონტროლირებული კლინიკური კვლევები არ არის ჩატარებული.

ორსულებში ინსულინ გლულიზინის გამოყენების შესახებ შეზღუდული მონაცემები (ცნობილია ორსულობის 300-ზე ნაკლები შედეგი) არ მიუთითებს მის არასასიკეთო ზემოქმედებაზე ორსულობის მიმდინარეობაზე, მუცლად ყოფნის პერიოდში ნაყოფის ან ახალშობილი ბავშვის განვითარებაზე.

შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებმა უნდა აცნობონ მკურნალ ექიმს, რომ არიან ორსულად ან გეგმავენ დაორსულებას.

ორსულებში პრეპარატი აპიდრა სოლოსტარი გამოიყენება სიფრთხილის ზომების დაცვით. აუცილებელია სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის მკაცრი მონიტორინგი და გლიკემიური კონტროლის გაგრძელება.

ადრე არსებული ან გესტაციური შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში ორსულობის პერიოდში საჭიროა გლიკემიური კონტროლის გაგრძელება. ორსულობის პირველ ტრიმესტრში ინსულინზე მოთხოვნა შეიძლება შემცირდეს, ის ჩვეულებრივ შეიძლება გაიზარდოს მეორე და მესამე ტრიმესტრში. მშობიარობის შემდეგ ინსულინზე მოთხოვნა სწრაფად მცირდება.

ლაქტაცია

ცნობილი არ არის, გამოიყოფა თუ არა ინსულინ გლულიზინი დედის რძეში.

ძუძუთი კვების პერიოდში ქალებში შეიძლება საჭირო გახდეს ინსულინის დოზისა და დიეტის კორექცია.

ფერტილობა

ცხოველებში, ინსულინ გლულიზინის გამოყენებით ჩატარებულ რეპროდუქციულ კვლევებში ფერტილობაზე რაიმე არასასიკეთო ზემოქმედება გამოვლენილი არ არის.

  • 7 ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

ჰიპერგლიკემიის და ჰიპოგლიკემიის, ასევე მათი განვითარებისას გამოვლენილი მხედველობის დარღვევების დროს შეიძლება გაუარესდეს პაციენტის ყურადღების კონცენტრაციის უნარი და გახანგრძლივდეს ფსიქომოტორული რეაქციები. ეს შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდეს სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან პოტენციურად საშიში სხვა საქმიანობის შესრულებისას. ეს განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს იმ პაციენტებში, რომელთა ჰიპოგლიკემიის მანიშნებელი სიმპტომები მსუბუქად გამოხატულია ან საერთოდ არ აღინიშნება, ან ჰიპოგლიკემიის ხშირი ეპიზოდების შემთხვევაში. ეს ინდივიდუალურად უნდა იქნას გათვალისწინებული პაციენტის მიერ სატრანსპორტო საშუალებების მართვის და პოტენციურად საშიში სხვა საქმიანობის შესრულების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას.

აუცილებელია პაციენტის გაფრთხილება ჰიპოგლიკემიის თავიდან ასაცილებლად შესაბამისი ზომების მიღების შესახებ სატრანსპორტო საშუალებების მართვის დროს.

  • 8 არასასურველი რეაქციები

აღინიშნა არასასურველი რეაქციები, რომლებიც ცნობილია ამ ფარმაკოლოგიური კლასისთვის და შესაბამისად, საერთოა ყველა ინსულინისთვის. არასასურველი რეაქციების სიხშირე განისაზღვრა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) კლასიფიკაციის შესაბამისად: ძალიან ხშირი (>1/10), ხშირი (>1/100, <1/10), არც ისე ხშირი (>1/1000, <1/100), იშვიათი (>1/10000, <1/1000), ძალიან იშვიათი (<1/10000), სიხშირე უცნობია (შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე).

სისტემათა და ორგანოთა კლასი MedDRA კლასიფიკაციით

ძალიან ხშირი

ხშირი

არახშირი

იშვიათი

დარღვევები მეტაბოლიზმისა და კვების მხრივ

ჰიპოგლიკემია

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ

რეაქციები ინექციის შეყვანის ადგილზე

ლიპოდისტროფია

ზოგადი ხასიათის დარღვევები და რეაქციების შეყვანის ადგილზე

ჰიპერმგრძნობელობის სისტემური რეაქციები

ცალკეული არასასურველი რეაქციების აღწერა

ჰიპოგლიკემია

ჰიპოგლიკემია, ინსულინით თერაპიის ყველაზე ხშირი არასასურველი რეაქცია, შეიძლება განვითარდეს, თუ ინსულინის დოზა ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე მისი საჭიროებაა.

ჰიპოგლიკემიის განვითარების სიმპტომები ჩვეულებრივ მოულოდნელად ვლინდება. თუმცა, ჩვეულებრივ ნეიროგლიკოპენიის ფონზე ფსიქონევროლოგიურ დარღვევებს (დაღლილობის შეგრძნება, უჩვეულო დაღლილობა ან სისუსტე, ყურადღების კონცენტრაციის უნარის დაქვეითება, ძილიანობა, მხედველობის დარღვევები, თავის ტკივილი, გულისრევა, ცნობიერების არევა ან გონების დაკარგვა, კრუნჩხვითი სინდრომი) წინ უსწრებს ადრენერგული კონტრრეგულაციის (ჰიპოგლიკემიაზე რეაქციის სახით სიმპათოადრენალური სისტემის აქტივაციის) სიმპტომები: შიმშილის შეგრძნება, გაღიზიანებადობა, ნერვული აგზნება ან ტრემორი, მოუსვენრობა, ფერმკრთალი კანის საფარი, „ცივი“ ოფლი, ტაქიკარდია, გამოხატული გულისცემა (რაც უფრო სწრაფად და მძიმე ხარისხით ვითარდება ჰიპოგლიკემია, მით უფრო ძლიერაა გამოხატული ადრენერგული კონტრრეგულაციის სიმპტომები).

მძიმე ჰიპოგლიკემიის ეპიზოდები, განსაკუთრებით რეციდივის შემთხვევაში, შეიძლება იწვევდეს ნერვული სისტემის დაზიანებას. ხანგრძლივი და გამოხატული ჰიპოგლიკემია შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდეს ადამიანის სიცოცხლისთვის, რადგან ჰიპოგლიკემიის ინტენსივობის გაზრდისას შესაძლებელია ლეტალური შედეგიც კი.

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ

შეიძლება განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობის ადგილობრივი რეაქციები (ჰიპერემია, შეშუპება და ქავილი ინსულინის ინექციის ადგილზე). ეს რეაქციები ჩვეულებრივ დროებითია და ალაგდება პრეპარატის მიღების დაწყებიდან რამდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში. ზოგ შემთხვევაში ეს რეაქციები შეიძლება არ იყოს გამოწვეული ინსულინით და განპირობებული იყოს კანის გაღიზიანებით ინექციის წინ ანტისეპტიკური დამუშავების ან კანქვეშა ინექციის არასწორი ჩატარების შედეგად (კანქვეშა ინექციის ჩატარების სათანადო ტექნიკის დარღვევისას).

ნებისმიერი სხვა ინსულინის გამოყენების მსგავსად, ინექციის ადგილზე შეიძლება განვითარდეს ლიპოდისტროფია, რაც შეანელებს ინსულინის შეწოვას.

ინსულინის გამოყენებისას აღინიშნა კანის ლოკალიზებული ამილოიდოზის განვითარების შემთხვევები. ცნობილია ჰიპერგლიკემიის განვითარების შესახებ კანის ამილოიდოზის არეში განმეორებითი ინექციების შემთხვევაში. ცნობილია ჰიპოგლიკემიის განვითარების შემთხვევების შესახებ, როდესაც ინექცია მოულოდნელად იქნა შესრულებული დაუზიანებელ უბანში.

შეყვანის ერთ-ერთ არეში (ბარძაყის, მხრის, მუცლის კედლის წინა ზედაპირის არეში) ინექციების ადგილის მუდმივად მონაცვლეობა შეიძლება ხელს უწყობდეს ამ არასასურველი რეაქციების განვითარების შემცირებას და პროფილაქტიკას.

ზოგადი დარღვევები და რეაქციები შეყვანის ადგილზე

ჰიპერმგრძნობელობის სისტემური რეაქციები ითვალისწინებს გამონაყარს, ქავილს მთელ სხეულზე, ალერგიულ დერმატიტს, ჭინჭრის ციებას, სუნთქვის გაძნელებას, ქოშინს, არტერიული წნევის დაწევას, გახშირებულ პულსს, ძლიერ იფლიანობას, გულ-მკერდის არეში მოჭერის შეგრძნებას. გენერალიზებული ალერგიული რეაქციების მძიმე შემთხვევები, მათ შორის ანაფილაქსიური რეაქციები, შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდეს სიცოცხლისთვის.

რეგისტრირებულია სხვა ინსულინების, განსაკუთრებით ხანგრძლივი მოქმედების ინსულინების, ინსულინ გლულიზინის ნაცვლად შემთხვევით, შეცდომით შეყვანის შემთხვევები.

შეტყობინება საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ

სამკურნალო საშუალების ~სარგებელი-რისკის~ თანაფარდობის უწყვეტი მონიტორინგის უზრუნველყოფის მიზნით, მისი რეგისტრაციის შემდეგ საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინების გაგზავნა მნიშვნელოვანია. რეკომენდებულია, რომ სამედიცინო მუშაკმა გააგზავნოს შეტყობინება სამკურნალო საშუალების ნებისმიერი საეჭვო არასასურველი რეაქციის შესახებ ევრაზიული ეკონომიკური საბჭოს წევრი სახელმწიფოების არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებათა ნაციონალური სისტემის საშუალებით.

რუსეთის ფედერაცია

ჯანდაცვის სფეროში ზედამხედველობის ფედერალური სამსახური

მისამართი: 109074, ქ. მოსკოვი, სლავიანსკის მოედანი, სახლი 4, შ. 1

ტელეფონი: +7 (800) 550-99-03

ელექტრონული ფოსტის მისამართი: [email protected]

ვებ-გვერდი: http://www.roszdravnadzor.gov.ru

ბელარუსის რესპუბლიკა

რესპუბლიკური უნიტარული საწარმო „ჯანდაცვაში ექსპერტიზებისა და გამოცდების ცენტრი~

მისამართი: 220037, ქ. მინსკი, ტოვარიშესკის შესახვევი 2ა

ტელეფონი/ფაქსი: +375 17 242 00 29

ელექტრონული ფოსტის მისამართი: [email protected] @

ვებ-გვერდი: www.rceth.by

ყაზახეთის რესპუბლიკა

ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული კონტროლის კომიტეტის რესპუბლიკური სახელმწიფო საწარმო სამეურნეო მართვის უფლებით ~სამკურნალო საშუალებების და სამედიცინო ნაწარმის ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი~

მისამართი: ქ. ასტანა, ა. იმანოვის ქუჩა სახლი 13

ტელეფონი: +7 (7172) 78-98-28;

ელექტრონული ფოსტის მისამართი: [email protected]

ვებ-გვერდი: www.ndda.kz

  • 9 დოზის გადაჭარბება

სიმპტომები

შესაძლებელია ჰიპოგლიკემიის განვითარება ინსულინის ჭარბი დოზის შედეგად პაციენტის მიერ საკვების გამოყენების და ენერგეტიკული დანახარჯის მიმართ.

ინსულინ გლულიზინის დოზის გადაჭარბების შესახებ სპეციალური მონაცემები არ არსებობს. თუმცა, მისი დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ჰიპოგლიკემია.

მკურნალობა

ჰიპოგლიკემიის მსუბუქი ეპიზოდების მკურნალობა შესაძლებელია გლუკოზის ან შაქრის შემცველი პროდუქტების მიღებით. ამიტომ, შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის რეკომენდებულია თან იქონიონ შაქრის ნატეხები, კანფეტი, ნამცხვარი ან ხილის ტკბილი წვენი.

კომის განვითარებით, კრუნჩხვებით და ნევროლოგიური დარღვევებით მიმდინარე მძიმე ჰიპოგლიკემიის ეპიზოდების მკურნალობა ხდება კუნთში ან კანქვეშ 0,5-1 მგ გლუკაგონით ან დექსტროზის (გლუკოზის) ინტრავენური კონცენტრირებული (20%) ხსნარით, რომელიც შეჰყავს სამედიცინო მუშაკს.

გონების აღდგენის შემდეგ რეკომენდებულია, რომ პაციენტმა პერორალურად მიიღოს ნახშირწყლები ჰიპოგლიკემიის განმეორების თავიდან ასაცილებლად, რაც შესაძლებელია მოჩვენებითი კლინიკური გაუმჯობესების შემდეგ.

გლუკაგონის ინექციის შემდეგ საჭიროა ავადმყოფის დაკვირვება სტაციონარულ პირობებში ამ მძიმე ჰიპოგლიკემიის მიზეზის დასადგენად და მომავალში სხვა მსგავსი ეპიზოდების განვითარების თავიდან ასაცილებლად.

  • ფარმაკოლოგიური თვისებები
  • 1 ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო საშუალებები; ინსულინები და მათი ანალოგები; ხანმოკლე მოქმედების ინსულინები და მათი საინექციო ანალოგები.

ათქ კოდი: A10AB06.

მოქმედების მექანიზმი

ინსულინ გლულიზინი წარმოადგენს ადამიანის ინსულინის რეკომბინანტულ ანალოგს, რომლის მოქმედების ძალა ადამიანის სტანდარტული ინსულინის მოქმედების ძალის ტოლია. კანქვეშ შეყვანის შემდეგ ინსულინ გლულიზინის მოქმედება იწყება უფრო სწრაფად და მისი მოქმედების ხანგრძლივობა ნაკლებია, ადამიანის ხსნად ინსულინთან შედარებით.

ინსულინისა და მისი ანალოგების, მათ შორის ინსულინ გლულიზინის ყველაზე მნიშვნელოვან მოქმედებას წარმოადგენს გლუკოზის მეტაბოლიზმის რეგულაცია. ინსულინი აქვეითებს გლუკოზის კონცენტრაციას სისხლში, რაც ზრდის პერიფერიულ ქსოვილებში, განსაკუთრებით ჩონჩხის კუნთებსა და ცხიმოვან ქსოვილში, გლუკოზის შთანთქმას, ასევე აქვეითებს გლუკოზის წარმოქმნას ღვიძლში. ინსულინი თრგუნავს ლიპოლიზს ადიპოციტებში, ამცირებს პროთეოლიზს და აძლიერებს ცილის სინთეზს.

ჯანმრთელ მოხალისეებსა და შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში ჩატარებულ კვლევებში ნაჩვენებია, რომ კანქვეშ შეყვანისას ინსულინ გლულიზინი უფრო სწრაფად იწყებს მოქმედებას და მისი მოქმედება უფრო ხანმოკლეა, ადამიანის ხსნად ინსულინთან შედარებით. ინსულინ გლულიზინის კანქვეშ შეყვანისას ჰიპოგლიკემიური მოქმედება იწყება 10-20 წუთში. ინტრავენური შეყვანის შემთხვევაში ინსულინ გლულიზინისა და ადამიანის ხსნადი ინსულინის ჰიპოგლიკემიური მოქმედება თანაბარია. ინსულინ გლულიზინის ერთ ერთეულს გააჩნია ისეთივე გლუკოზის დამაქვეითებელი აქტივობა, როგორიც ადამიანის ხსნადი ინსულინის ერთ ერთეულს.

I ფაზის კვლევაში ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში შეფასდა ინსულინ გლულიზინის და ადამიანის ხსნადი ინსულინის გლუკოზის დონის დამაქვეითებელი პროფილები, რომლებიც კანქვეშ შეიყვანებოდა დოზით 0.15 ერთ/კგ სხვადასხვა დროს საკვების სტანდარტული 15 წუთიანი მიღების მიმართ. კვლევის შედეგებით ნაჩვენებია, რომ ინსულნ გლულიზინი, შეყვანილი ჭამამდე 2 წუთით ადრე, უზრუნველყოფდა ისეთივე გლიკემიურ კონტროლს საკვების მიღების შემდეგ, რასაც ადამიანის ხსნადი ინსულინი, შეყვანილი საკვების მიღებამდე 30 წუთით ადრე. ჭამამდე 2 წუთით ადრე შეყვანისას ინსულინ გლულიზინი უზრუნველყოფდა უკეთეს გლიკემიურ კონტროლს ჭამის შემდეგ, ვიდრე ადამიანის ხსნადი ინსულინი, შეყვანილი ჭამამდე 2 წუთით ადრე. ჭამის დაწყებიდან 15 წუთში შეყვანილმა ინსულინ გლულიზინმა უზრუნველყო ისეთივე გლიკემიური კონტროლი ჭამის შემდეგ, რაც ჭამამდე 2 წუთით ადრე შეყვანილმა ადამიანის ხსნადმა ინსულინმა.

I ფაზის კვლევამ, რომელიც ჩატარდა ინსულინ გლულიზინის, ინსულინ ლიზპროსა და ადამიანის ხსნადი ინსულინის გამოყენებით სიმსუქნით დაავადებულ პაციენტებში, აჩვენა, რომ ინსულინ გლულიზინი ინარჩუნებს სწრაფად მოქმედი ნაერთის თვისებებს. ამ კვლევაში დრო 20% საერთო AUC-მდე (მრუდის ქვეშ ფართობი “კონცენტრაცია-დრო~) შეადგენდა 114 წუთს ინსულინ გლულიზინისთვის, 121 წუთს ინსულინ ლიზპროსთვის და 150 წუთს ადამიანის ხსნადი ინსულინისთვის, ხოლო AUC(0-2სთ), რომელიც ასახავს გლუკოზის დამწევი მოქმედების ადრეულ ეტაპებს, შეადგენდა შესაბამისად 427 მგ/კგ ინსულინ გლულიზინისთვის, 354 მგ/კგ ინსულინ ლიზპროსთვის და 197 მგ/კგ ადამიანის ხსნადი ინსულინისთვის.

კლინიკური კვლევები

ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი

III ფაზის 26 კვირიან კლინიკურ კვლევაში, რომელშიც შედარებული იქნა ინსულინი გლულიზინი და ინსულინი ლიზპრო, რომლებიც კანქვეშ შეიყვანებოდა ჭამამდე ცოტახნით (0-15 წუთი) ადრე ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, რომლებიც ბაზალური ინსულინის სახით იყენებდნენ ინსულინ გლარგინს, ინსულინ გლულიზინი და ინსულინ ლიზპრო მსგავსი იყო გლიკემიური კონტროლის მხრივ, რომელიც შეფასდა გლიკოზილირებული ჰემოგლობინის (HbAIC) კონცენტრაციის შეცვლით კვლევის საბოლოო წერტილის მომენტისთვის, საწყის მაჩვენებელთან შედარებით. აღინიშნა სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის მსგავსი მნიშვნელობები, რომლებიც განისაზღვრა თვითკონტროლის გზით. ინსულინ გლულიზინის შეყვანისას, ინსულინ ლიზპროთი ჩატარებული მკურნალობისგან განსხვავებით, არ იყო საჭირო ბაზალური ინსულინის დოზის გაზრდა.

III ფაზის 12 კვირიანი კლინიკური კვლევით, რომელიც ჩატარდა ტიპი I შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, რომლებიც ბაზალური თერაპიის სახით იღებდნენ ინსულინ გლარგის, ნაჩვენებია, რომ უშუალოდ ჭამის შემდეგ ინსულინ გლულიზინის შეყვანის მოქმედება მსგავსი იყო უშუალოდ ჭამის წინ (0-15 წუთით ადრე) ინსულინ გლულიზინის ან ადამიანის ხსნადი ინსულინის (ჭამამდე 30-45 წუთით ადრე) მოქმედებისა.

პაციენტების პოპულაციაში, რომლებმაც დაიცვეს კვლევის პროტოკოლი, ინსულინ გლულიზინის ჭამამდე მიღების ჯგუფში აღინიშნა HbAIC-ის სარწმუნოდ უფრო მეტად შემცირება, ადამიანის ხსნადი ინსულინის მიმღებ პაციენტთა ჯგუფთან შედარებით.

ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი

III ფაზის 26 კვირიანი კლინიკური კვლევა შემდგომი 26 კვირიანი გაგრძელებით უსაფრთხოების კვლევის სახით, ჩატარდა ინსულინ გლულიზინის (ჭამამდე 0-15 წუთით ადრე) შესადარებლად ადამიანის ხსნად ინსულინთან (ჭამამდე 30-45 წუთით ადრე), რომლებიც შეიყვანებოდა კანქვეშ ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, რომლებიც ასევე ბაზალური ინსულინის სახით იღებდნენ ინსულინ-იზოფანს. პაციენტის სხეულის მასის საშუალო ინდექსი შეადგენდა 34,55 კგ/მ2. ინსულინ გლულიზინმა აჩვენა HbAIC-ის კონცენტრაციის უფრო მეტად შემცირება საწყის მაჩვენებელთან შედარებით, ვიდრე ადამიანის ხსნადმა ინსულინმა (-0.46% ინსულინ გლულიზინისთვის და -0.30% ადამიანის ხსნადი ინსულინისთვის, р=0.0029). ამ კვლევაში უმრავლეს შემთხვევაში (პაციენტების 79%) ურევდნენ ხანმოკლე მოქმედების ინსულინს ინსულინ-იზოფანთან უშუალოდ ინექციის წინ. რანდომიზაციისას პაციენტების 58% იღებდა პერორალურ ჰიპოგლიკემიურ პრეპარატებს, იმავე (უცვლელი) დოზით მათი მიღების გაგრძელების რეკომენდაციით.

ინსულინის უწყვეტი კანქვეშა ინფუზიის ჩატარებისას პომპის საშუალებით (ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის დროს) 59 პაციენტს ინსულინ გლულიზინის ან ინსულინ ასპარტის მიღებისას მკურნალობის ორივე ჯგუფში აღინიშნა კათეტერის ოკლუზიის დაბალი სიხშირე (0.08 ოკლუზია თვეში ინსულინ გლულიზინის გამოყენებისას და 0.15 ოკლუზია თვეში ინსულინ ასპარტის მიღებისას), ასევე შეყვანის ადგილზე რეაქციების მსგავსი სიხშირე (10.3% ინსულინ გლულიზინის მიღებისას და 13.3% ინსულინ ასპარტის მიღებისას).

ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის მქონე ბავშვებსა და მოზარდებში, რომლებშიც ბაზალური ინსულინის სახით დღე-ღამეში ერთხელ საღამოს შეჰყავდათ ინსულინ გლარგინი ან დღე-ღამეში ორჯერ დილით და საღამოს ინსულინ-იზოფანი, ინსულინ გლულიზინის და ინსულინ ლიზპროს ჭამამდე 15 წუთით ადრე კანქვეშ შეყვანის ეფექტიანობისა და უსაფრთხოების შედარებისას ნაჩვენებია, რომ გლიკემიური კონტროლი, ჰიპოგლიკემიის განვითარების სიხშირე, რომელიც საჭიროებდა მესამე პირების ჩარევას, ასევე მძიმე ჰიპოგლიკემიური ეპიზოდების სიხშირე მსგავსი იყო მკურნალობის ორივე ჯგუფში. ამასთან, მკურნალობის დაწყებიდან 26 კვირაში, გლიკემიური კონტროლის მისაღწევად ინსულინ გლულიზინით მკურნალობის, ინსულინ ლიზპროსთან შედარებით, საჭირო იყო ბაზალური ინსულინის, სწრაფი მოქმედების ინსულინის დღიური დოზის და ინსულინის ჯამური დოზის სარწმუნოდ ნაკლებად გაზრდა.

რასა და სქესი

მოზრდილებში ჩატარებულ კონტროლირებულ კლინიკურ კვლევებში რასობრივი კუთვნილებით და სქესით გამოყოფილი ქვეჯგუფების ანალიზისას არ იყო ნაჩვენები განსხვავება ინსულინ გლულიზინის უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის მხრივ.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ინსულინ გლულიზინში B3 პოზიციაში ადამიანის ინსულინის ასპარაგინის ამინომჟავას შეცვლა ლიზინით და B29 პოზიციაში ლიზინის შეცვლა გლუტამინის მჟავათი ხელს უწყობს აბსორბციის დაჩქარებას.

აბსორბცია

ჯანმრთელ მოხალისეებსა და ტიპი 1 და 2 შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში კონცენტრაცია-დროის ფარმაკოკინეტიკურმა მრუდეებმა აჩვენა, რომ ინსულინ გლულიზინის აბსორბცია დაახლოებით 2-ჯერ უფრო სწრაფი იყო, ხოლო სისხლის პლაზმაში მიღწეული მაქსიმალური კონცენტრაცია (Сmax) დაახლოებით 2-ჯერ მაღალი, ადამიანის ხსნად ინსულინთან შედარებით.

ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში ჩატარებულ კვლევაში 0.15 ერთ/კგ დოზით კანქვეშ შეყვანის შემდეგ, ინსულინ გლულიზინის სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციის (Tmax) მიღწევის დრო შეადგენდა 55 წუთს, ხოლო Cmax იყო 82+1.3 მკერთ/მლ, ადამიანის ხსნადი ინსულინის Tmax-თან შედარებით, რომელიც შეადგენდა 82 წუთს, ხოლო Cmax იყო 46+1.3 მკერთ/მლ. სისლხის სისტემურ მიმოქცევაში ინსულინ გლულიზინის არსებობის საშუალო დრო უფრო ნაკლები იყო (98 წთ), ვიდრე ადამიანის ხსნადი ინსულინის შემთხვევაში (161 წთ).

ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტების მონაწილეობით ჩატარებულ კვლევაში ინსულინ გლულიზინის 0.2 ერთ/კგ კანქვეშ შეყვანის შემდეგ Cmax იყო 91 მკერთ/მლ ინტერკვარტილურ დიაპაზონში 78-104 მკერთ/მლ.

ინსულინ გლულიზინის კანქვეშ მუცლის წინა კედელში, ბარძაყში ან მხარში (დელტისებურ კუნთში) შეყვანისას აბსორბცია უფრო სწრაფი იყო მუცლის წინა კედლის არეში შეყვანისას, პრეპარატის ბარძაყში შეყვანასთან შედარებით. დელტისებრი კუნთის არედან აბსორბციის სიჩქარე იყო შუალედურ ინტერვალში.

კანქვეშ შეყვანის შემდეგ ინსულინ გლულიზინის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენდა დაახლოებით 70%-ს (73% მუცლის წინა კედლის არეში, 71% დელტისებრი კუნთის არეში და 68% ბარძაყის არეში), დაბალი ვარიაბელურობით სხვადასხვა პაციენტში.

განაწილება და გამოყოფა

ინსულინ გლულიზინის და ადამიანის ხსნადი ინსულინის განაწილება და გამოყოფა ინტრავენური შეყვანის შემდეგ მსგავსია, მათი განაწილების მოცულობა შეადგენს შესაბამისად 13 ლ-ს და 22 ლ, ნახევარგამოყოფის პერიოდი კი 13 და 18 წუთს.

კანქვეშ შეყვანის შემდეგ ინსულინ გლულიზინი გამოიყოფა უფრო სწრაფად, ვიდრე ადამიანის ხსნადი ინსულინი, ნახევარგამოყოფის მოჩვენებითი პერიოდით 42 წუთი, ადამიანის ხსნადი ინსულინი ნახევარგამოყოფის მოჩვენებით პერიოდთან 86 წუთთან შედარებით. ჯანმრთელ პირებში და ტიპი 1 და 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პირებში ჩატარებული კვლევების ჯვარედინ ანალიზში ნახევარგამოყოფის მოჩვენებითი პერიოდი იყო 37 და 75 წუთის დიაპაზონში.

პაციენტების სპეციალური ჯგუფები

პაციენტები თირკმელების უკმარისობით

შაქრიანი დიაბეტის არმქონე და თირკმელების ფუნქციური მდგომარეობის სხვადასხვა ხარისხის მქონე (კრეატინინის კლირენსი >80 მლ/წთ, 30-50 მლ/წთ, <30 მლ/წთ) პირებში ჩატარებულ კლინიკურ კვლევაში ინსულინ გლულიზინის სწრაფი მოქმედების თვისება, როგორც წესი, გრძელდებოდა. მაგრამ, ინსულინის მოთხოვნა შეიძლება შემცირდეს თირკმელების უკმარისობის შემთხვევაში.

პაციენტები ღვიძლის უკმარისობით

პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლები შესწავლილი არ არის.

ხანდაზმული პაციენტები

შაქრიანი დიაბეტის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში ინსულინ გლულიზინის ფარმაკოკინეტიკური მონაცემები ძალიან შეზღუდულია.

ბავშვები და მოზარდები

ინსულინ გლულიზინის ფარმაკოკინეტიკური და ფარმაკოდინამიკური თვისებები შესწავლილია ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის მქონე ბავშვებსა (7-11 წელი) და მოზარდებში (12-16 წელი). ინსულინ გლულიზინი სწრაფად შეიწოვებოდა პაციენტების ორივე ჯგუფში, მოზრდილებში აღნიშნული Tmax და Cmax მაჩვენებლით. უშუალოდ ტესტირებული საკვების მიღების წინ შეყვანისას ინსულინ გლულიზინი, ისევე როგორც მოზრდილებში, უზრუნველყოფს ჭამის შემდეგ სისხლის გლუკოზის უკეთეს კონტროლს, ვიდრე ადამიანის ხსნადი ინსულინი. ჭამის შემდეგ სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის გაზრდა (AUC(0-6სთ)) შეადგენდა 641 მგxსთ/დლ ინსულინ გლულიზინისთვის და 801 მგxსთ/დლ ადამიანის ხსნადი ინსულინისთვის.

  • ფარმაცევტული თვისებები
  • 1. დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი

მეტაკრეზოლი (მ-კრეზოლი)

ტრომეტამოლი (ტრომეტამინი)

ნატრიუმის ქლორიდი

პოლისორბატი 20

ნატრიუმის ჰიდროქსიდი

წყალბადქლორმჟავა

საინექციო წყალი

  • 2. შეუთავსებლობა

ხელმოსაწვდომი არ არის.

  • 3. ვარგისობის ვადა (შენახვის ვადა)

2 წელი

პრეპარატის ვარგისობის ვადა აპიდრა სოლო-სტარის ერთჯერად შპრიც-კალამში პირველად გამოყენების შემდეგ – 4 კვირა. რეკომენდებულია პრეპარატის პირველი შეყვანის თარიღის ეტიკეტზე აღნიშვნა.

  • 4. სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები შენახვისას

2-დან 8˚C ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ ადგილზე. არ გაყინოთ.

გამოყენების დაწყების შემდეგ აპიდრა სოლო-სტარის ერთჯერადი შპრიც-კალმები უნდა ინახებოდეს არაუმეტეს 25˚C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე, დაიცავით სინათლისგან.

აპიდრა სოლოსტარის შპრიც-კალამი არ უნდა გაგრილდეს გამოყენებამდე (გაგრილებული ხსნარის ინექცია უფრო მტკივნეულია).

  • 5 პირველადი შეფუთვა და შემადგენლობა

3 მლ პრეპარატი გამჭვირვალე, უფერო მინის (ტიპი I) კარტრიჯში. კარტრიჯი ერთი მხრიდან დაცობილია საცობით და შემოკრულია ალუმინის ხუფით, მეორე მხრიდან - პლუნჟერით. კარტრიჯი მოთავსებულია სოლოსტარის ერთჯერად შპრიც-კალამში. სოლოსტარის 5 შპრიც-კალამს ჩანართთან ერთად ათავსებენ მუყაოს კოლოფში.

  • 6 სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები გამოყენებული სამკურნალო საშუალების ან მისი გამოყენების შედეგად მიღებული ნარჩენების განადგურებისას, და სხვა მანიპულაციები პრეპარატთან დაკავშირებით

უტილიზაციასთან დაკავშირებით განსაკუთრებული მოთხოვნები არ არის.

ნებისმიერი დარჩენილი სამკურნალო საშუალება და ნარჩენები უნდა განადგურდეს დადგენილი წესით.

სოლოსტარის® შპრიც-კალმის მოხმარების ინსტრუქცია

სოლოსტარის® შპრიც-კალამი წარმოადგენს წინასწარ შევსებულ ერთჯერად შპრიც-კალამს ინსულინის შესაყვანად. შპრიც-კალმის გამოყენების დაწყებამდე ინსულინის ინექციის სწორად შესრულების საკითხზე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან.

შპრიც-კალმის პირველი გამოყენების წინ ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას. თუ არ შეგიძლიათ სოლოსტარის® შპრიც-კალმის გამოყენება ან ვერ იცავთ ინსტრუქციას, სოლოსტარის® შპრიც-კალამი უნდა გამოიყენოს მხოლოდ მომვლელმა პირმა, რომელიც შეძლებს ინსტრუქციის სრულად დაცვას.

შპრიც-კალმის მაცივარში შენახვის შემთხვევაში გაათბეთ ის ოთახის ტემპერატურაზე ინექციამდე 1-2 საათი.

დაიჭირეთ შპრიც-კალამი ისე, როგორც ნაჩვენებია ამ ინსტრუქციაში. დოზის სწორად აღების მიზნით, დაიჭირეთ შპრიც-კალამი ჰორიზონტალურად ისე, რომ ნემსი იყოს მარცხნივ, ხოლო დოზირების სკალა მარჯვნივ, როგორც ეს ნაჩვენებია ნახატზე ქვემოთ.

შეგიძლიათ შეიყვანოთ 1-დან 80 ერთეულამდე დოზა, 1 ერთეულის ინტერვალით. თითოეული შპრიც-კალამი შეიცავს რამდენიმე დოზას.

შპრიც-კალმის სქემატური აღწერა

  • 1079533655შპრიც-კალმის საფარი ნემსი (არ არის კომპლექტში) შპრიც-კალმის კორპუსი

შპრიც-კალმის საფარი ნემსი (არ არის კომპლექტში) შპრიც-კალმის კორპუსი

2172335696595ნემსის

შიდა

დამცავი

საფარი ნემსი

ნემსის

შიდა

დამცავი

საფარი ნემსი

1497330696595ნემსის გარე

დამცავი საფარი

ნემსის გარე

დამცავი საფარი

5648325756285საინექციო

ღილაკი

ღილაკი

საინექციო

ღილაკი

ღილაკი

4587875763905დოზის სელექტორი

დოზის სელექტორი

3275330800100რეზინის საცობი

რეზინის საცობი

5252085127000დოზის ინდიკატორი

დოზის ინდიკატორი

3989705178435ინსულინის საცავი

ინსულინის საცავი

1658620127000გარე დამცავი ლენტი

გარე დამცავი ლენტი

  • 54610814705შპრიც-კალმის სქემატური აღწერა

შპრიც-კალმის სქემატური აღწერა

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოლოსტარის® გამოყენების შესახებ

ყოველი გამოყენების წინ გამოიყენეთ ახალი ნემსი. გამოიყენეთ მხოლოდ სოლოსტარის® შპრიც-კალამთან შეთავსებადი ნემსი.

არ გამოიყენოთ დოზა ან/და არ დააჭიროთ დოზატორის ღილაკს, თუ არ არის დამაგრებული ნემსი.

ყოველი ინექციის წინ ჩაატარეთ უსაფრთხოების ტესტი (იხ. ეტაპი 3).

სოლოსტარის® შპრიც-კალამი გამოიყენეთ მხოლოდ პირადად, არ გადასცეთ ის სხვა პირს.

თუ ინექციას სხვა პირი ასრულებს, მან უნდა დაიცვას სიფრთხილის სპეციალური ზომები ნემსით შემთხვევით დაზიანების ან ინფექციის გადატანისგან თავის დაცვის მიზნით.

არასდროს გამოიყენოთ სოლოსტარის® შპრიც-კალამი, თუ ის დაზიანებულია ან არასათანადოდ ფუნქციონირებს. თან იქონიეთ სოლოსტარის® დამატებითი შპრიც-კალამი დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევისთვის.

ეტაპი 1. ინსულინის შემოწმება

გამოყენების წინ შეამოწმეთ შპრიც-კალმის ეტიკეტი იმისათვის, რომ დარწმუნდეთ, რომ სარგებლობთ კარგი ინსულინით. სოლოსტარის® შპრიც-კალამს, რომელიც შეიცავს პრეპარატ აპიდრას®, აქვს ლურჯი ფერის კორპუსი და მუქი ლურჯი ფერის საინექციო ღილაკი რელიეფური რგოლით ზედა ნაწილში.

მოხსენით ხუფი შპრიც-კალამს.

შეამოწმეთ ინსულინის ხსნარის გარეგნული მხარე. ნუ გამოიყენებთ სოლოსტარის® შპრიც-კალამს იმ შემთხვევაში, თუ ხსნარი ამღვრეულია, შეფერილია ან შეიცავს ნაწილაკებს.

ეტაპი 2. ნემსის დამაგრება

ყოველი ინექციისას გამოიყენეთ ახალი სტერილური ნემსი. ეს დაგიცავთ ინფიცირებისგან, ასევე ნემსის გაჭედვისგან.

მოხსენით გარე დამცავი ლენტი.

დაიკავეთ ნემსი სწორ მდგომარეობაში და დაამაგრეთ ის შპრიც-კალამზე (მისი მოჭერისას ან დაწოლისას, ნემსის ტიპის შესაბამისად).

134239025400

შპრიც-კალამთან შეერთების მომენტში ნემსი არ დახაროთ. აღნიშნულმა შეიძლება გამოიწვიოს რეზინის საცობის დაზიანება, ინსულინის დაღვრა ან ნემსის გატეხვა.

1485900114300

ეტაპი 3. უსაფრთხოების ტესტი

უსაფრთხოების ტესტი უნდა ჩატარდეს ყოველი ინექციის წინ. ეს გარანტირებულად მოგცემთ ზუსტ დოზას, ამისათვის:

დარწმუნდით, რომ შპრიც-კალამი და ნემსი სწორად ფუნქციონირებს

გამოდევნეთ ჰაერის ბუშტუკები

1366520230505

  • შეარჩიეთ 2 ერთეულის ოდენობის დოზა დოზის სელექტორზე.
  • მოხსენით ნემსის გარე დამცავი ხუფი და შეინახეთ, რადგან ის დაგჭირდებათ ინექციის შემდეგ. მოხსენით ნემსის შიდა დამცავი ხუფი და გადააგდეთ, რადგან ის აღარ დაგჭირდებათ.

140144553340

შეინახეთ გადააგდეთ

  • დაიკავეთ შპრიც-კალამი ისე, რომ ნემსის წვერი ზემოთ იყოს მიმართული.
  • თითი ოდნავ დაარტყით ინსულინის საცავს იმისათვის, რომ ჰაერის ბუშტუკები გადაადგილდეს ნემსის მიმართულებით.

1597025449580

  • დოზის გამოსაშვებად ბოლომდე დააწექით საინექციო ღილაკს. შეამოწმეთ, გამოდის თუ არა ინსულინი ნემსის ბოლოდან.

შესაძლებელია, უსაფრთხოების ტესტის ჩატარება რამდენჯერმე დაგჭირდეთ, ვიდრე ინსულინი არ გამოჩნდება.

იმ შემთხვევაში, თუ არ ჩანს არანაირი ინსულინი უსაფრთხოების ტესტის განმეორებით ჩატარების შემდეგ, შეამოწმეთ ჰაერის ბუშტუკები ხომ არ გაჩენილა.

ჰაერის ბუშტუკების არსებობის შემთხვევაში კიდევ გაიმეორეთ უსაფრთხოების ტესტი მათ საბოლოოდ გაქრობამდე.

თუ არ არის ჰაერის ბუშტუკები, მაშინ სავარაუდოდ ნემსი არის დაცობილი. ამ შემთხვევაში, გამოცვალეთ ნემსი. თუ ნემსის გამოცვლის შემდეგ ინსულინი არ გამოდის ნემსიდან, შეიძლება დაზიანებულია შპრიც-კალამი, მისი გამოყენება არ შეიძლება.

ეტაპი 4. ინსულინის დოზის დარეგულირება

დოზის დარეგულირება შესაძლებელია 1 ერთეულიანი ინტერვალით, მინიმალური 1 ერთეულიდან მაქსიმალურ 80 ერთეულამდე. იმ შემთხვევაში, თუ გესაჭიროებათ 80 ერთეულზე მეტი დოზა, მაშინ საჭიროა ორი ან ორზე მეტი ინექცია.

  • უსაფრთხოების ტესტის ჩატარების შემდეგ შეამოწმეთ, გამოჩნდა თუ არა ციფრი “0” დოზის ინდიკატორზე.
  • შეარჩიეთ სასურველი დოზა (ქვემოთ აღნიშნულ მაგალითში შერჩეულია 30 ერთეულის ოდენობის დოზა). იმ შემთხვევაში, თუ აირჩიეთ არასწორი დოზა უკან დააბრუნეთ დოზის სელექტორი საჭირო ნიშნულამდე.

149733040640

ნუ დააწვებით საინექციო ღილაკს დოზის შერჩევისას, რადგან შეიძლება დაიღვაროს ინსულინი, რაც, თავის მხრივ, გამოიწვევს არასწორი დოზის შერჩევას.

დოზის სელექტორის გადატრიალება შეიძლება მხოლოდ დოზის ერთეულის იმ რაოდენობაზე, რომელიც არის შპრიც-კალამში, ამიტომ, არ ეცადოთ დოზის სელექტორის ზედმეტად გადატრიალება ძალის დატანებით. იმ შემთხვევაში, თუ შპრიც-კალამი შეიცავს ინსულინის არასაკმარის რაოდენობას, დარჩენილი ინსულინის შეყვანა შეიძლება ახალი შპრიც-კალმით, ან მოახდინოთ მთლიანი დოზის ინექცია ახალი შპრიც-კალმის საშუალებით.

ეტაპი 5. ინსულინის ინექცია

  • ისარგებლეთ თქვენი მკურნალი ექიმის მიერ რეკომენდებული მეთოდით.
  • შეიყვანეთ ნემსი კანში.

141097066040

  • ბოლომდე დააჭირეთ თითი საინექციო ღილაკს. დოზის ინდიკატორზე გამოსახული ციფრი უნდა ჩამოვიდეს “0”-ზე.

138684015875

  • თითი გქონდეთ დაჭერილი საინექციო ღილაკზე და ნელა დაითვალეთ ათამდე. ეს პროცედურა იძლევა მთლიანი დოზის შეყვანის გარანტიას. შპრიც-კალმის დგუში გადაადგილდება თითოეული დოზის შეყვანისას. დგუში გაჩერდება კარტრიჯის ბოლოში 300 ერთეული ინსულინის სრულად გამოყენების შემდეგ.

ეტაპი 6. ნემსის მოხსნა

ყოველი ინექციის შემდეგ მოხსენით ნემსი და შეინახეთ შპრიც-კალამი ნემსის გარეშე. ეს ზომები თავიდან აგაცილებთ ნემსის დაბინძურების და შემდგომი ინფიცირების რისკს, ინსულინის საცავში ჰაერის შეპარვის და ინსულინის დაღვრის რისკს.

ა. შემთხვევითი დაზიანების თავიდან აცილების მიზნით მოათავსეთ ნემსზე გარე დამცავი ხუფი და გამოიყენეთ ის ნემსის მოსახსნელად. ნემსის საშუალებით შემთხვევითი ჭრილობის მიყენების რისკის შემცირების მიზნით არასდროს დაამაგროდ ხელმეორედ შიდა დამცავი ხუფი.

თუ ინექციას სხვა პირი ასრულებს, ან თქვენ უკეთებთ ინექციას სხვა პირს, ასეთმა ადამიანმა უნდა დაიცვას განსაკუთრებული სიფრთხილე ნემსის მოხსნის და უტილიზაციის დროს. დაიცავით სიფრთხილის ზომები, რომლებიც რეკომენდებულია ნემსების მოხსნასთან და უტილიზაციასთან დაკავშირებით (დაუკავშირდით თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას), იმისათვის, რომ შეამციროთ ნემსის საშუალებით შემთხვევითი ჭრილობის მიყენების და ინფექციური დაავადებების გადაცემის რისკი.

ბ. ნემსის უტილიზაცია უნდა განხორციელდეს უსაფრთხო გზით, თქვენი ექიმის რეკომენდაციის თანახმად.

გ. ყოველთვის გაუკეთეთ კალმის ხუფი შპრიც-კალამს. შეინახეთ შპრიც-კალამი მომდევნო ინექციამდე.

მოვლა

გამოყენებული შპრიც-კალმის უტილიზაცია უნდა განხორციელდეს ადგილობრივი კანონმდებლობის მოთხოვნების თანახმად.

დაიცავით შპრიც-კალამი მტვრისგან და ჭუჭყისგან. შეიძლება გარედან გაიწმინდოს სუფთა სველი ხელსახოცით. დაზიანებისგან დაცვის მიზნით არ ჩადოთ შპრიც-კალამი სითხეში, არ გარეცხოთ და გაწმინდოთ ზეთით.

სოლოსტარის® შპრიც-კალამი დამზადებულია ზუსტი და უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის. ის უნდა დაიჭიროთ ფრთხილად. დაიცავით შპრიც-კალამი დაზიანებისგან. თუ ფიქრობთ, რომ თქვენი შპრიც-კალამი დაზიანებულია, გამოიყენეთ ახალი.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)

  • სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი

გერმანია

სანოფი-ავენტის დოიჩლანდ გმბჰ

ბრუნინგშტრასე 50, 65926 მაინის ფრანკფურტი

  • 1 სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელის წარმომადგენელი

მომხმარებელთა პრეტენზიები გააგზავნეთ მისამართზე:

რუსეთის ფედერაცია

სს ~სანოფი რუსეთი~

მისამართი: 125375, ქ. მოსკოვი, ტვერის ქუჩა, სახლი 22

ტელეფონი: +7 (495) 721-14-00

ელექტრონული ფოსტის მისამართი: [email protected]

ბელარუსის რესპუბლიკა

შპს ~სვიქს ბიოფარმა~

მისამართი: 220004 მინსკი, დიმიტროვის ქუჩა, სახლი 5, ოფისი 5/40

ტელეფონი: +375-17-329-0770

ელექტრონული ფოსტის მისამართი: [email protected]

ყაზახეთის რესპუბლიკა

შპა ~Swixx Biopharma (სვიქს ბიოფარმა)~

მისამართი: 050012 ქ. ალმათი, ჟამბილის ქუჩა, სახლი 100

ტელეფონი: +7 (727) 339 17 90

ელექტრონული ფოსტის მისამართი: [email protected]

  • სარეგისტრაციო მოწმობის ნომერი

ЛП-N (000072) - (РГ-RU)

  • პირველადი რეგისტრაციის (რეგისტრაციის დადასტურების, ხელახალი რეგისტრაციის) თარიღი

პირველადი რეგისტრაციის თარიღი: 2020 წლის 16 ივლისი.

  • ტექსტის გადახედვის თარიღი

პრეპარატ აპიდრა სოლოსტარის ზოგადი დახასიათება წარმოდგენილია ევრაზიული ეკონომიკური კავშირის საინფორმაციო პორტალზე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ქსელში ~ინტერნეტი~ http://eec.eaeunion.org/

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა