ANDAZOL®-ი არის გარსით დაფარული ტაბლეტი, რომელიც შეიცავს 200 მგ ალბენდაზოლს და წარმოდგენილია 2, 6 და 40 ტაბლეტიან ბლისტერულ შეფუთვაში. ტაბლეტი შეიცავს მსხვილფეხა საქონლის რძისგან მიღებულ ლაქტოზას მონოჰიდრატს. შემოგარსული ტაბლეტები არის თეთრი, ორმხრივ ამოზნექილი და მრგვალი. ANDAZOL®-ი არის ანტიჰელმინთური პრეპარატი. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ალბენდაზოლი (albendazole)
- ფორმა და შეფუთვა
- 200მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №6
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიჰელმინთური საშუალებები, ბენზიმიდაზოლის წარმოებულები
- ATC კოდი
- P02CA03
- რეგისტრაციის ნომერი
- რ/ა-P-0310
- რეგისტრირებულია
- 15 ივლისი 2022, მოქმედებს 15 ივლისი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- GMP
- -
ანდაზოლი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ANDAZOL®-ი არის გარსით დაფარული ტაბლეტი, რომელიც შეიცავს 200 მგ ალბენდაზოლს და წარმოდგენილია 2, 6 და 40 ტაბლეტიან ბლისტერულ შეფუთვაში. ტაბლეტი შეიცავს მსხვილფეხა საქონლის რძისგან მიღებულ ლაქტოზას მონოჰიდრატს. შემოგარსული ტაბლეტები არის თეთრი, ორმხრივ ამოზნექილი და მრგვალი. ANDAZOL®-ი არის ანტიჰელმინთური პრეპარატი. ის ხელს უშლის ორგანიზმში ახლად გამოჩეკილი მწერების ლარვას განვითარებას ან გამრავლებას. ANDAZOL®-ი გამოიყენება ნაწლავის ჭიებით გამოწვეული გარკვეული ინფექციების სამკურნალოდ, როგორიცაა ღორის ლენტისებრი და ძაღლის ლენტისებრი ჭია.
ANDAZOL®-ი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა მიზნებისთვის, რომლებიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში.
ANDAZOL®-ის მიღებამდე რა უნდა გაითვალისწინოთ?
ANDAZOL®-ი არ გამოიყენოთ ქვემოთ მოცემულ შემთხვევებში:
არ გამოიყენოთ თუ ხართ მგრძნობიარე (ალერგიული) ალბენდაზოლის ან მებენდაზოლის მსგავსი პრეპარატების მიმართ.
ANDAZOL®-ის მიღების შემთხვევაში, სიფრთხილე გამოიჩინეთ, თუ:
თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემები ან თუ ღვიძლის ფუნქციის ტესტებით ადრე გამოვლინდა პათოლოგიური მაჩვენებლები
ანდაზოლს შეუძლია შეამციროს სისხლში იმ უჯრედების დონე, რომლებიც მონაწილეობენ თქვენს სხეულში ინფექციურ აგენტებთან ბრძოლაში. ამ მდგომარეობამ შეიძლება რაიმე ჭრილობის მიღების შემთხვევაში ადვილად გამოიწვიოს სისხლდენა ან ირგვლივ მყოფ დაავადებულ ადამიანთაგან ინფიცირების მიზეზი გახდეს. აქედან გამომდინარე თუ ამ უჯრედების დონე სისხლში ძალიან დაბალია, ANDAZOL®-ი გამოიყენეთ სიფრთხილით.
თუ ეს გაფრთხილებები ეხება თქვენს, თუნდაც წარსულში ნებისმიერ დროს, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს.
ANDAZOL®-ის მიღება საკვებსა და სასმელთან ერთად
მიიღეთ ANDAZOL®-ი საკვებთან ერთად გულისრევის შესამცირებლად.
მიღების წესი და დოზირება
ყოველთვის მიიღეთ ტაბლეტები ექიმის დანიშნულების მიხედვით. ზოგადი დოზა შემდეგია:
სწორად მიღებისა და დოზის/მიღების სიხშირის ინსტრუქციები:
ჰიდატიდური კისტა:
60 კგ და მეტი წონის მქონე პირებში; 400 მგ ორჯერ დღეში ჭამის დროს 28 დღის განმავლობაში. შემდეგ 14 დღიანი შესვენება. ეს სქემა მეორდება 3-ჯერ.
60 კგ-ზე ნაკლები სხეულის მასის მქონე პირებში; 15 მგ/კგ ორჯერ დღეში ჭამის დროს 28 დღის განმავლობაში. შემდეგ 14 დღიანი შესვენება. ეს სქემა მეორდება 3-ჯერ.
ნეიროცისტიცერკოზი:
60 კგ და მეტი წონის მქონე პირებში; 400 მგ ორჯერ დღეში ჭამის დროს 8-30 დღის განმავლობაში.
60 კგ-ზე ნაკლები სხეულის მასის მქონე პირებში; 15 მგ/კგ ორჯერ დღეში ჭამის დროს 8-30 დღის განმავლობაში.
სხვა ჰელმინთოზის ინფექციები:
დოზირების სქემა მოზრდილებში:
ასკარიდოზი, ენტერობიაზი (ოქსიურიაზი), ანკილოსტომოზი (N.americanus, A.duodenale), ტრიქურიაზი, ტრიქოსტრონგილიოზი: მიიღეთ 400 მგ ალბენდაზოლი ერთჯერადად (2 ცალი ANDAZOL®-ის 200 მგ გარსიანი ტაბლეტი). მკურნალობა შეიძლება განმეორდეს 3 კვირის შემდეგ.
ტაენიაზი (T Saginata, T.solium) და სტრონგილოიდოზი: 400 მგ ალბენდაზოლი ერთხელ დღეში ზედიზედ 3 დღის განმავლობაში (2 ცალი ANDAZOL®-ის 200 მგ გარსიანი ტაბლეტი). მკურნალობა შეიძლება განმეორდეს 3 კვირის შემდეგ.
კაპილარიაზი: 200 მგ ალბენდაზოლი 2-ჯერ დღეში მიიღება 10 დღის განმავლობაში (1 ცალი ANDAZOL®-ის 200 მგ გარსიანი ტაბლეტი).
ტრიქინოზი: 400 მგ ალბენდაზოლი 2-ჯერ დღეში 15 დღის განმავლობაში (2 ცალი ANDAZOL®-ის 200 მგ გარსიანი ტაბლეტი).
კლონორქიაზი: 400 მგ ალბენდაზოლი (2 ცალი ANDAZOL®-ის 200 მგ გარსიანი ტაბლეტი) ერთხელ ან ორჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში ან 10 მგ/კგ ალბენდაზოლი ორჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში.
გიარდიაზი: 400 მგ ალბენდაზოლი (2 ცალი ANDAZOL®-ის 200 მგ გარსიანი ტაბლეტი) მიიღება 3 დღის განმავლობაში.
მიღების გზა და მეთოდი:
ANDAZOL®-ი განკუთვნილია მხოლოდ პერორალური გამოყენებისთვის. მიიღეთ ტაბლეტები ნაჭამზე მინიმუმ ერთი ჭიქა წყლით (დაახლოებით 120 მლ). ზოგიერთ ადამიანს, განსაკუთრებით ბავშვებს, შეიძლება გაუჭირდეს ტაბლეტების მთლიანად გადაყლაპვა. ამ შემთხვევაში ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს დაქუცმაცების ან დაღეჭვის შედეგად წყლის მიყოლებით.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი:
მიღება ბავშვებში:
6 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოცდილება შეზღუდულია. ნეიროცისტიცერკოზის და ჰიდატიდური დაავადების დროს დოზირების სქემა მოზრდილებში გამოიყენება.
ასკარიდოზი, ენტერობიაზი (ოქსიურიაზი), ანკილოსტომოზური დაავადების (N.americanus, A.duodenale) ტრიქურიაზი მკურნალობისას:
2 წლამდე ბავშვები: 200 მგ ალბენდაზოლი მხოლოდ ერთხელ (1 ცალი ANDAZOL®-ის 200 მგ გარსიანი ტაბლეტი) მიიღება ერთჯერადი დოზით. მკურნალობა შეიძლება განმეორდეს 3 კვირის შემდეგ.
2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: გამოიყენება ზრდასრულებისთვის არსებული დოზირების სქემა.
ტაენიაზი (T.Saginata, T.solium) და სტრონგილოიდოზი:
2 წლამდე ბავშვები: 200 მგ ალბენდაზოლი (1 ცალი ANDAZOL®-ის 200 მგ გარსიანი ტაბლეტი) დღეში ერთხელ ზედიზედ 3 დღის განმავლობაში. მკურნალობა შეიძლება განმეორდეს 3 კვირის შემდეგ.

კაპილარიაზის სამკურნალოდ: 200 მგ ალბენდაზოლი ორჯერ დღეში (1 ცალი ANDAZOL®-ის 200 მგ გარსიანი ტაბლეტი)
ტრიქოსტრონგილიოზის სამკურნალოდ: 400 მგ ალბენდაზოლი ერთჯერადი დოზით (2 ცალი ANDAZOL®-ის 200 მგ გარსიანი ტაბლეტი)
მიღება ხანდაზმულებში:
შეიძლება დაინიშნოს იგივე დოზა, როგორც მოზრდილებში.
სპეციალური მიღების შემთხვევები:
თირკმლის უკმარისობა:
თუ გაქვთ თირკმლის უკმარისობა, აცნობეთ ექიმს დოზის კორექტირებისათვის.
ღვიძლის უკმარისობა:

თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ ANDAZOL®-ის ეფექტი ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ საჭიროზე მეტი ANDAZOL®-ი მიიღეთ:
თუ თქვენ გამოიყენეთ იმაზე მეტი ANDAZOL®-ი ვიდრე უნდა გამოგეყენებინათ, გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გამოიყენება დამხმარე და სიმპტომებზე ორიენტირებული მკურნალობა.
თუ დაგავიწყდათ ANDAZOL®-ის მიღება:
არ ინერვიულოთ, თუ დაგავიწყდათ წამლის მიღება, მიიღეთ ის როგორც კი გაგახსენდებათ. თუ ძალიან ახლოს არის შემდეგი დოზის მიღების დრო, დაელოდეთ მანამდე და განაგრძეთ ტაბლეტების მიღება ჩვეულებრივად. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
ANDAZOL®-ით მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში განვითარებული შესაძლო გვერდითი მოვლენები:
ყოველთვის მიიღეთ წამალი ექიმის მიერ რეკომენდებული მკურნალობის პერიოდის დასრულებამდე. შეიძლება ავადმყოფობის სიმპტომები გაუმჯობესდეს ინფექციის სრულ განკურნებამდე, ამ შემთხვევაში არ შეწყვიტოთ მკურნალობა.
რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები?
სხვა წამლების მსგავსად, მგრძნობიარე ადამიანებს ANDAZOL®-ის შემადგენლობაში შემავალ ნივთიერებებზე შეიძლება განუვითარდეთ გვერდითი მოვლენები.
თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე მოხდა, შეწყვიტეთ ANDAZOL®-ის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:
ჭინჭრის ციება (ჩვეულებრივ კანის ქავილი)
სუნთქვის გაძნელება
სახის, ტუჩების, ენისა და ყელის შეშუპება ეს ყველაფერი ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია. თუ თქვენ გაქვთ ერთ-ერთი ასეთი სიმპტომი, ეს ნიშნავს რომ თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია ANDAZOL®-ზე. შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია. ყველა ეს ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენა ძალზე იშვიათია.
თუ შეამჩნევთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილთაგანს, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:
მარტივი სისხლჩაქცევები ან სისხლდენა, ძლიერი სისუსტე
სიცხე, ყელის ტკივილი, ძლიერი თავის ტკივილი, კანის აქერცვლა და კანზე წითელი გამონაყარი
სიცხე რომელსაც თან ახლავს შემცივნება, სხეულის ტკივილი და გრიპის სიმპტომები
ეს ყველაფერი სერიოზული გვერდითი მოვლენებია. შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება. ასეთი სერიოზული გვერდითი მოვლენები ძალიან იშვიათია.
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ შენიშნავთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილთაგანს:
მუცლის ტკივილი
გულისრევა, ღებინება
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა
დროებითი თმისცვენა
ესენი ANDAZOL®-ის მსუბუქი გვერდითი მოვლენებია.
ორსულობა და ძუძუთი კვება
მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
არ გამოიყენოთ ANDAZOL®-ი თუ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას. გამოიყენეთ კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდი ANDAZOL®-ით მკურნალობის დროს და მკურნალობის დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში.
მკურნალობის დროს თუ აღმოაჩენთ რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ძუძუთი კვება

უცნობია გადადის თუ არა ANDAZOL®-ი დედის რძეში. რადგან მრავალი პრეპარატი გადადის დედის რძეში, მეძუძური დედები ფრთხილად უნდა იყვნენ.
სატრანსპორტო საშუალებებისა და დანადგარების მართვა
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ANDAZOL®-ის შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი დამხარე ნივთიერების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ეს წამალი შეიცავს ლაქტოზას. თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ ზოგიერთ შაქარზე მგრძნობიარე ხართ (აუტანლობა), ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
სხვა მედიკამენტებთან ერთად მიღება
ANDAZOL®-ის სხვა პრეპარატებთან ერთად მიღება შეიძლება პრობლემური იყოს:
ციმეტიდინი
დექსამეტაზონი
პრაზიკვანტელი
თეოფილინი
შეიძლება არსებობდეს სხვა პრეპარატები, რომლებსაც შეუძლიათ ურთიერთქმედება ANDAZOL®-თან. ვიტამინები, მინერალები, მცენარეული პროდუქტების ჩათვლით არ დაიწყოთ ახალი მედიკამენტების გამოყენება ექიმის კონსულტაციის გარეშე.
თუ ამჟამად ან ახლახან იღებდით რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემულ ნებისმიერ მედიკამენტს, გთხოვთ, აღნიშნულზე აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენები
მოხმარების ინსტრუქციაში ნახსენები ან სხვა გვერდითი მოვლენის დადგომის შემთხვევაში, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აგრეთვე, გადატანილი გვერდითი მოვლენების შესახებ შეგიძლიათ შეატყობინოთ თურქეთის ფარმაკოვიგილაციის ცენტრს (TUFAM), რისთვისაც შეგიძლიათ შეხვიდეთ ვებ-გვერდზე: www.titck.gov.tr და გადახვიდეთ „მედიკამენტის გვერდითი მოვლენების შეტყობინების“ გვერდზე, ან დარეკოთ გვერდითი მოვლენების შეტყობინების სპეციალურ ხაზზე: 0 800 314 00 08. გადატანილ გვერდით მოვლენებზე შეტყობინებით საკუთარ წვლილს შეიტანთ თქვენ მიერ მიღებული მედიკამენტის უსაფრთხოების გაზრდაში.
თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს
- როგორ შეინახოთ ANDAZOL®-ი?
შეინახეთ ANDAZOL®-ი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და მის შეფუთვაში.
შეინახეთ 250C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე.
გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.
არ გამოიყენოთ ANDAZOL®-ი ეტიკეტზე ან შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
არ გამოიყენოთ ANDAZOL®-ი თუ შეამჩნევთ რაიმე დაზიანებას პროდუქტზე და/ან მის შეფუთვაზე.
არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! ასეთი მედიკამენტები გადაეცით გარემოსდაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემგროვებელ სისტემას.
წარმოების ლიცენზიის მფლობელი:
ს.ს „ ბიოფარმა ილაჩ სან ვე თიჯ .“ (Biofarma İlaç San. Ve Tic. A.Ş.)
აქფინარის უბანი ოსმანგაზის გამზ. No: 156 სანჯაქთეფე/სტამბული
ტელ: (0216) 398 10 63
ფაქსი:(0216) 398 10 20
წარმოების ადგილი:

წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია 02/03/2015 წელს იქნა დადასტურებული.
2000043-F
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
ANDAZOL®
ANDAZOL® 200 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი
მიიღება პერორალურად (პირით).
თითოეული გარსიანი ტაბლეტი;
აქტიური ნივთიერება: 200 მგ ალბენდაზოლი
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი (მსხვილფეხა საქონლიოს რძიდან მიღებული), ცელულოზა (E460), ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, სიმინდის სახამებელი, პოვიდონი (E1201), ნატრიუმის ლაურილ სულფატი, საქარინის ნატრიუმი (E954), მაგნიუმის სტეარატი (E572), პოლივინილის სპირტი (E1203), ტიტანის დიოქსიდი (E171), ტალკი (E553b), სოიოს ლეციტინი (E322), ქსანტანის გუმფისი (E415) შეიცავს.
გთხოვთ, ამ მედიკამენტის მიღების დაწყებამდე ყურადღებით გაეცნოთ აღნიშნულ მოხმარების წესებს, რადგან ინსტრუქცია თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
შეინახეთ მოხმარების ინსტრუქცია. შეიძლება მოგვიანებით ხელახლა წაკითხვა დაგჭირდეთ;
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს;
თუ მედიკამენტი პირადად თქვენ დაგენიშნათ, არ მისცეთ სხვას;
მედიკამენტის მიღების პერიოდში, ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტისას, თქვენს ექიმს უთხარით, რომ იღებთ ამ მედიკამენტს;
ზუსტად დაიცავით ინსტრუქციაში მოცემული წესები. არ მიიღოთ იმაზე მეტი ან ნაკლები დოზა, რაც დაგენიშნათ.
აღნიშნული მოხმარების ინსტრუქციაში მიიღებთ პასუხებს შემდეგ კითხვებზე:
რა არის ANDAZOL®-ი და რისთვის გამოიყენება?
ANDAZOL®-ის მიღებამდე რა უნდა გაითვალისწინოთ?
როგორ უნდა მიიღოთ ANDAZOL®-ი?
რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები?
როგორ შეინახოთ ANDAZOL®-ი?
რა არის ANDAZOL® -ი და რისთვის გამოიყენება?
ANDAZOL®-ი არის გარსით დაფარული ტაბლეტი, რომელიც შეიცავს 200 მგ ალბენდაზოლს და წარმოდგენილია 2, 6 და 40 ტაბლეტიან ბლისტერულ შეფუთვაში. ტაბლეტი შეიცავს მსხვილფეხა საქონლის რძისგან მიღებულ ლაქტოზას მონოჰიდრატს. შემოგარსული ტაბლეტები არის თეთრი, ორმხრივ ამოზნექილი და მრგვალი. ANDAZOL®-ი არის ანტიჰელმინთური პრეპარატი. ის ხელს უშლის ორგანიზმში ახლად გამოჩეკილი მწერების ლარვას განვითარებას ან გამრავლებას. ANDAZOL®-ი გამოიყენება ნაწლავის ჭიებით გამოწვეული გარკვეული ინფექციების სამკურნალოდ, როგორიცაა ღორის ლენტისებრი და ძაღლის ლენტისებრი ჭია.
ANDAZOL®-ი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა მიზნებისთვის, რომლებიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში.
ANDAZOL®-ის მიღებამდე რა უნდა გაითვალისწინოთ?
ANDAZOL®-ი არ გამოიყენოთ ქვემოთ მოცემულ შემთხვევებში:
არ გამოიყენოთ თუ ხართ მგრძნობიარე (ალერგიული) ალბენდაზოლის ან მებენდაზოლის მსგავსი პრეპარატების მიმართ.
ANDAZOL®-ის მიღების შემთხვევაში, სიფრთხილე გამოიჩინეთ, თუ:
თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემები ან თუ ღვიძლის ფუნქციის ტესტებით ადრე გამოვლინდა პათოლოგიური მაჩვენებლები
ანდაზოლს შეუძლია შეამციროს სისხლში იმ უჯრედების დონე, რომლებიც მონაწილეობენ თქვენს სხეულში ინფექციურ აგენტებთან ბრძოლაში. ამ მდგომარეობამ შეიძლება რაიმე ჭრილობის მიღების შემთხვევაში ადვილად გამოიწვიოს სისხლდენა ან ირგვლივ მყოფ დაავადებულ ადამიანთაგან ინფიცირების მიზეზი გახდეს. აქედან გამომდინარე თუ ამ უჯრედების დონე სისხლში ძალიან დაბალია, ANDAZOL®-ი გამოიყენეთ სიფრთხილით.
თუ ეს გაფრთხილებები ეხება თქვენს, თუნდაც წარსულში ნებისმიერ დროს, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს.
ANDAZOL®-ის მიღება საკვებსა და სასმელთან ერთად
მიიღეთ ANDAZOL®-ი საკვებთან ერთად გულისრევის შესამცირებლად.
ორსულობა
მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
არ გამოიყენოთ ANDAZOL®-ი თუ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას. გამოიყენეთ კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდი ANDAZOL®-ით მკურნალობის დროს და მკურნალობის დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში.
მკურნალობის დროს თუ აღმოაჩენთ რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ძუძუთი კვება
მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
უცნობია გადადის თუ არა ANDAZOL®-ი დედის რძეში. რადგან მრავალი პრეპარატი გადადის დედის რძეში, მეძუძური დედები ფრთხილად უნდა იყვნენ.
სატრანსპორტო საშუალებებისა და დანადგარების მართვა
სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და დანადგარებთან მუშაობის უნარზე ზემოქმედება არ დაფიქსირებულა.
ANDAZOL®-ის შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი დამხარე ნივთიერების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ეს წამალი შეიცავს ლაქტოზას. თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ ზოგიერთ შაქარზე მგრძნობიარე ხართ (აუტანლობა), ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
სხვა მედიკამენტებთან ერთად მიღება
ANDAZOL®-ის სხვა პრეპარატებთან ერთად მიღება შეიძლება პრობლემური იყოს:
ციმეტიდინი
დექსამეტაზონი
პრაზიკვანტელი
თეოფილინი
შეიძლება არსებობდეს სხვა პრეპარატები, რომლებსაც შეუძლიათ ურთიერთქმედება ANDAZOL®-თან. ვიტამინები, მინერალები, მცენარეული პროდუქტების ჩათვლით არ დაიწყოთ ახალი მედიკამენტების გამოყენება ექიმის კონსულტაციის გარეშე.
თუ ამჟამად ან ახლახან იღებდით რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემულ ნებისმიერ მედიკამენტს, გთხოვთ, აღნიშნულზე აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
როგორ უნდა მიიღოთ ANDAZOL®-ი?
ყოველთვის მიიღეთ ტაბლეტები ექიმის დანიშნულების მიხედვით. ზოგადი დოზა შემდეგია:
სწორად მიღებისა და დოზის/მიღების სიხშირის ინსტრუქციები:
ჰიდატიდური კისტა:
60 კგ და მეტი წონის მქონე პირებში; 400 მგ ორჯერ დღეში ჭამის დროს 28 დღის განმავლობაში. შემდეგ 14 დღიანი შესვენება. ეს სქემა მეორდება 3-ჯერ.
60 კგ-ზე ნაკლები სხეულის მასის მქონე პირებში; 15 მგ/კგ ორჯერ დღეში ჭამის დროს 28 დღის განმავლობაში. შემდეგ 14 დღიანი შესვენება. ეს სქემა მეორდება 3-ჯერ.
ნეიროცისტიცერკოზი:
60 კგ და მეტი წონის მქონე პირებში; 400 მგ ორჯერ დღეში ჭამის დროს 8-30 დღის განმავლობაში.
60 კგ-ზე ნაკლები სხეულის მასის მქონე პირებში; 15 მგ/კგ ორჯერ დღეში ჭამის დროს 8-30 დღის განმავლობაში.
სხვა ჰელმინთოზის ინფექციები:
დოზირების სქემა მოზრდილებში:
ასკარიდოზი, ენტერობიაზი (ოქსიურიაზი), ანკილოსტომოზი (N.americanus, A.duodenale), ტრიქურიაზი, ტრიქოსტრონგილიოზი: მიიღეთ 400 მგ ალბენდაზოლი ერთჯერადად (2 ცალი ANDAZOL®-ის 200 მგ გარსიანი ტაბლეტი). მკურნალობა შეიძლება განმეორდეს 3 კვირის შემდეგ.
ტაენიაზი (T Saginata, T.solium) და სტრონგილოიდოზი: 400 მგ ალბენდაზოლი ერთხელ დღეში ზედიზედ 3 დღის განმავლობაში (2 ცალი ANDAZOL®-ის 200 მგ გარსიანი ტაბლეტი). მკურნალობა შეიძლება განმეორდეს 3 კვირის შემდეგ.
კაპილარიაზი: 200 მგ ალბენდაზოლი 2-ჯერ დღეში მიიღება 10 დღის განმავლობაში (1 ცალი ANDAZOL®-ის 200 მგ გარსიანი ტაბლეტი).
ტრიქინოზი: 400 მგ ალბენდაზოლი 2-ჯერ დღეში 15 დღის განმავლობაში (2 ცალი ANDAZOL®-ის 200 მგ გარსიანი ტაბლეტი).
კლონორქიაზი: 400 მგ ალბენდაზოლი (2 ცალი ANDAZOL®-ის 200 მგ გარსიანი ტაბლეტი) ერთხელ ან ორჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში ან 10 მგ/კგ ალბენდაზოლი ორჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში.
გიარდიაზი: 400 მგ ალბენდაზოლი (2 ცალი ANDAZOL®-ის 200 მგ გარსიანი ტაბლეტი) მიიღება 3 დღის განმავლობაში.
მიღების გზა და მეთოდი:
ANDAZOL®-ი განკუთვნილია მხოლოდ პერორალური გამოყენებისთვის. მიიღეთ ტაბლეტები ნაჭამზე მინიმუმ ერთი ჭიქა წყლით (დაახლოებით 120 მლ). ზოგიერთ ადამიანს, განსაკუთრებით ბავშვებს, შეიძლება გაუჭირდეს ტაბლეტების მთლიანად გადაყლაპვა. ამ შემთხვევაში ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს დაქუცმაცების ან დაღეჭვის შედეგად წყლის მიყოლებით.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი:
მიღება ბავშვებში:
6 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოცდილება შეზღუდულია. ნეიროცისტიცერკოზის და ჰიდატიდური დაავადების დროს დოზირების სქემა მოზრდილებში გამოიყენება.
ასკარიდოზი, ენტერობიაზი (ოქსიურიაზი), ანკილოსტომოზური დაავადების (N.americanus, A.duodenale) ტრიქურიაზი მკურნალობისას:
2 წლამდე ბავშვები: 200 მგ ალბენდაზოლი მხოლოდ ერთხელ (1 ცალი ANDAZOL®-ის 200 მგ გარსიანი ტაბლეტი) მიიღება ერთჯერადი დოზით. მკურნალობა შეიძლება განმეორდეს 3 კვირის შემდეგ.
2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: გამოიყენება ზრდასრულებისთვის არსებული დოზირების სქემა.
ტაენიაზი (T.Saginata, T.solium) და სტრონგილოიდოზი:
2 წლამდე ბავშვები: 200 მგ ალბენდაზოლი (1 ცალი ANDAZOL®-ის 200 მგ გარსიანი ტაბლეტი) დღეში ერთხელ ზედიზედ 3 დღის განმავლობაში. მკურნალობა შეიძლება განმეორდეს 3 კვირის შემდეგ.
2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: გამოიყენება ზრდასრულებისთვის არსებული დოზირების სქემა.
კაპილარიაზის სამკურნალოდ: 200 მგ ალბენდაზოლი ორჯერ დღეში (1 ცალი ANDAZOL®-ის 200 მგ გარსიანი ტაბლეტი)
ტრიქოსტრონგილიოზის სამკურნალოდ: 400 მგ ალბენდაზოლი ერთჯერადი დოზით (2 ცალი ANDAZOL®-ის 200 მგ გარსიანი ტაბლეტი)
მიღება ხანდაზმულებში:
შეიძლება დაინიშნოს იგივე დოზა, როგორც მოზრდილებში.
სპეციალური მიღების შემთხვევები:
თირკმლის უკმარისობა:
თუ გაქვთ თირკმლის უკმარისობა, აცნობეთ ექიმს დოზის კორექტირებისათვის.
ღვიძლის უკმარისობა:
თუ გაქვთ თირკმლის უკმარისობა, აცნობეთ ექიმს დოზის კორექტირებისათვის.
თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ ANDAZOL®-ის ეფექტი ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ საჭიროზე მეტი ANDAZOL®-ი მიიღეთ:
თუ თქვენ გამოიყენეთ იმაზე მეტი ANDAZOL®-ი ვიდრე უნდა გამოგეყენებინათ, გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გამოიყენება დამხმარე და სიმპტომებზე ორიენტირებული მკურნალობა.
თუ დაგავიწყდათ ANDAZOL®-ის მიღება:
არ ინერვიულოთ, თუ დაგავიწყდათ წამლის მიღება, მიიღეთ ის როგორც კი გაგახსენდებათ. თუ ძალიან ახლოს არის შემდეგი დოზის მიღების დრო, დაელოდეთ მანამდე და განაგრძეთ ტაბლეტების მიღება ჩვეულებრივად. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
ANDAZOL®-ით მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში განვითარებული შესაძლო გვერდითი მოვლენები:
ყოველთვის მიიღეთ წამალი ექიმის მიერ რეკომენდებული მკურნალობის პერიოდის დასრულებამდე. შეიძლება ავადმყოფობის სიმპტომები გაუმჯობესდეს ინფექციის სრულ განკურნებამდე, ამ შემთხვევაში არ შეწყვიტოთ მკურნალობა.
რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები?
სხვა წამლების მსგავსად, მგრძნობიარე ადამიანებს ANDAZOL®-ის შემადგენლობაში შემავალ ნივთიერებებზე შეიძლება განუვითარდეთ გვერდითი მოვლენები.
თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე მოხდა, შეწყვიტეთ ANDAZOL®-ის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:
ჭინჭრის ციება (ჩვეულებრივ კანის ქავილი)
სუნთქვის გაძნელება
სახის, ტუჩების, ენისა და ყელის შეშუპება ეს ყველაფერი ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია. თუ თქვენ გაქვთ ერთ-ერთი ასეთი სიმპტომი, ეს ნიშნავს რომ თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია ANDAZOL®-ზე. შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია. ყველა ეს ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენა ძალზე იშვიათია.
თუ შეამჩნევთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილთაგანს, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:
მარტივი სისხლჩაქცევები ან სისხლდენა, ძლიერი სისუსტე
სიცხე, ყელის ტკივილი, ძლიერი თავის ტკივილი, კანის აქერცვლა და კანზე წითელი გამონაყარი
სიცხე რომელსაც თან ახლავს შემცივნება, სხეულის ტკივილი და გრიპის სიმპტომები
ეს ყველაფერი სერიოზული გვერდითი მოვლენებია. შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება. ასეთი სერიოზული გვერდითი მოვლენები ძალიან იშვიათია.
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ შენიშნავთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილთაგანს:
მუცლის ტკივილი
გულისრევა, ღებინება
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა
დროებითი თმისცვენა
ესენი ANDAZOL®-ის მსუბუქი გვერდითი მოვლენებია.
გვერდითი მოვლენების აღრიცხვა
მოხმარების ინსტრუქციაში ნახსენები ან სხვა გვერდითი მოვლენის დადგომის შემთხვევაში, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აგრეთვე, გადატანილი გვერდითი მოვლენების შესახებ შეგიძლიათ შეატყობინოთ თურქეთის ფარმაკოვიგილაციის ცენტრს (TUFAM), რისთვისაც შეგიძლიათ შეხვიდეთ ვებ-გვერდზე: www.titck.gov.tr და გადახვიდეთ „მედიკამენტის გვერდითი მოვლენების შეტყობინების“ გვერდზე, ან დარეკოთ გვერდითი მოვლენების შეტყობინების სპეციალურ ხაზზე: 0 800 314 00 08. გადატანილ გვერდით მოვლენებზე შეტყობინებით საკუთარ წვლილს შეიტანთ თქვენ მიერ მიღებული მედიკამენტის უსაფრთხოების გაზრდაში.
თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს
- როგორ შეინახოთ ANDAZOL®-ი?
შეინახეთ ANDAZOL®-ი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და მის შეფუთვაში.
შეინახეთ 250C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე.
გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.
არ გამოიყენოთ ANDAZOL®-ი ეტიკეტზე ან შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
არ გამოიყენოთ ANDAZOL®-ი თუ შეამჩნევთ რაიმე დაზიანებას პროდუქტზე და/ან მის შეფუთვაზე.
არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! ასეთი მედიკამენტები გადაეცით გარემოსდაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემგროვებელ სისტემას.
წარმოების ლიცენზიის მფლობელი:
ს.ს „ ბიოფარმა ილაჩ სან ვე თიჯ .“ (Biofarma İlaç San. Ve Tic. A.Ş.)
აქფინარის უბანი ოსმანგაზის გამზ. No: 156 სანჯაქთეფე/სტამბული
ტელ: (0216) 398 10 63
ფაქსი:(0216) 398 10 20
წარმოების ადგილი:
ს.ს „ ბიოფარმა ილაჩ სან ვე თიჯ .“ (Biofarma İlaç San. Ve Tic. A.Ş.)
აქფინარის უბანი ოსმანგაზის გამზ. No: 156 სანჯაქთეფე/სტამბული
ტელ: (0216) 398 10 63
ფაქსი:(0216) 398 10 20
წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია 02/03/2015 წელს იქნა დადასტურებული.
2000043-F
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.