ამოქსიკლავი-დენკ 500/62.5
AmoxiClav-Denk 500/62.5
ამოქსიკლავ-დენკ 500/62.5 გამოიყენება მწვავე და ქრონიკული ინფექციების სამკურნალოდ მოზრდილებში, რომელიც ექვემდებარება პერორალურ მკურნალობას. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ამოქსიცილინი (amoxicillin) + კლავულანატი (clavulanate)
- ფორმა და შეფუთვა
- 500მგ + 62.5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №16 (2X8)
- მწარმოებელი
- PenCef Pharma GmbH, გერმანია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, პენიცილინების კომბინაციები, მათ შორის ბეტა-ლაქტამაზას ინჰიბიტორებთან
- ATC კოდი
- J01CR02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-044304
- რეგისტრირებულია
- 11 ნოემბერი 2025, მოქმედებს 11 ნოემბერი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Denk Pharma GmbH & Co.KG (გერმანია)
- განმცხადებელი
- შპს „დენკ ფარმა კავკასია“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ამოქსიკლავი-დენკ 500/62.5 — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ამოქსიკლავ-დენკ 500/62.5 გამოიყენება მწვავე და ქრონიკული ინფექციების სამკურნალოდ მოზრდილებში, რომელიც ექვემდებარება პერორალურ მკურნალობას. გრამ-დადებითი და გრამ-უარყოფითი მიკროორგანიზმები არიან შესაძლო პათოგენები, რომელთა მდგრადობაც ბეტა-ლაქტამის შემცველი ანტიბიოტიკების მიმართ გამოწვეულია ბეტა-ლაქტამაზებით, რომლებიც თავის მხრივ მგრძნობიარეა ამოქსიცილინისა და კლავულანის მჟავას კომბინაციის მიმართ.
თუ არსებობს ლოგიკური ეჭვი, რომ ინფექცია შესაძლოა გამოწვეული იყოს ზემოთ-ხსენებული პათოგენებით, ამ მედიკამენტით კომბინირებული თერაპიის დაწყება შეიძლება ანტიბიოგრამის შედეგის განსაზღვრამდეც კი.
მედიკამენტი გამოიყენება შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:
ზედა და ქვედა რესპირატორული გზების ინფექციები მოიცავს:
ოტიტის მედია
მწვავე სინუსიტი
ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება
პნეუმონია
თირკმლის და ქვედა საშარდე გზების ინფექციები.
გენიტალიების ინფექციები
შენიშვნა:
მხედველობაშია მისაღები ოფიციალური საერთაშორისო სახელმძღვანელოები (გაიდლაინები) შესაბამისი ანტიმიკრობული საშუალების გამოყენების შესახებ.
მიღების წესი და დოზირება
ეს მედიკამენტი ყოველთვის მიიღება ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციის ზუსტი დაცვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
მოზრდილები, რომლებიც იწონიან 40 კგ ან მეტს
რეკომენდირებული დოზა: 2 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი დღეში 3-ჯერ
დაბალი დოზა: 2 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი დღეში 2-ჯერ
პაციენტები თირკმლის და ღვიძლის პრობლემებით
თუ გაქვთ თირკმლის პრობლემები, დოზა შეიძლება შემცირდეს. ექიმმა შეიძლება დანიშნოს სხვა სიძლიერის სხვა მედიკამენტი.
თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემები, შეიძლება დაგჭირდეთ უფრო ხშირი სისხლის ანალიზები, რათა ნახოთ, როგორ მუშაობს თქვენი ღვიძლი.
სასურველ ასეთ შემთხვევაში, რადგან შესაძლოა ვერ მოხდეს ადექვატური შეწოვა.
ამოქსიკლავ-დენკ-ის მიღების წესი
მიიღება საკვების მიღებისას ან ცოტა ხნით ადრე.
ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, ჭიქა წყლის მიყოლებით.
გამყოფი ხაზი არის მხოლოდ ტაბლეტის გაყოფის გასაადვილებლად, თუ გიჭირთ მისი მთლიანად მიღება.
დოზები თანაბრად გადაანაწილეთ დღის განმავლობაში, მინიმუმ 4 საათიანი ინტერვალით. არ მიიღოთ 2 დოზა 1 საათში.
ამოქსიკლავ-დენკი არ მიიღება 2 კვირაზე მეტხანს. თუ თავს მაინც ცუდად გრძნობთ, კვლავ უნდა მიმართოთ ექიმს.
ამოქსიკლავ-დენკ-ის დოზის გადაჭარბება
ამოქსიკლავ-დენკის დოზის გადაჭარბებისას, სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს დისპეფსიას (გულისრევის შეგრძნება, ღებინება ან დიარეა) ან კრუნჩხვებს. რაც შეიძლება მალე მიმართეთ ექიმს. იქონიეთ წამლის შეფუთვა, რათა აჩვენოთ ექიმს.
ამოქსიკლავ-დენკ-ის დოზის გამოტოვება
თუ პაციენტს დაავიწყდა ამოქსიკლავ-დენკ-ის მიღება დანიშნულ დროზე, მისი მიღება უნდა მოხდეს რაც შეიძლება მალე და მიმართოს მკურნალ ექიმს. ორ მისაღებ დოზას შორის საჭიროა იყოს ინტერვალი სულ მცირე 4 საათი. არ შეიძლება გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ გაორმაგებული დოზის მიღება.
ამოქსიკლავ-დენკ-ით მკურნალობის შეწყვეტა
ამოქსიკლავ-დენკის მიღება უნდა განაგრძნოთ მკურნალობის დასრულებამდე, იმ შემთხვევაშიც თუ თავს უკეთ იგრძნობთ. ინფექციასთან საბრძოლველად ყველა დოზა საჭიროა. თუ ზოგიერთი ბაქტერია გადარჩება, მათ შეუძლიათ ინფექციის ხელახლა გამოწვევა.
თუ წარმოიშვა დამატებითი შეკითხვები მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
თუ პაციენტი ალერგიულია ამოქსიცილინის, კლავულანის მჟავას, პენიცილინის ან ამ მედიკამენტის შემადგენელი სხვა ნივთიერებების მიმართ (ჩამოთვლილია პუნქტში 6).
თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება ალერგიული რეაქციები სხვა ნებისმიერი ანტიბიოტიკის მიმართ. ეს შეიძლება მოიცავდეს კანზე გამონაყარს ან სახის, ყელის შეშუპებას.
თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება ღვიძლის მხრივ დარღვევები ან სიყვითლე (კანის მხრივ) ანტიბიოტიკის მიღების დროს.
ამოქსიკლავ-დენკი არ მიიღება, თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი ეხება პაციენტს. თუ არ ხართ დარწმუნებული, ამოქსიკლავ-დენკ-ის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
სიფრთხილის ზომები
უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს ამოქსიკლავ-დენკ-ის მიღებამდე, თუ:
გაქვთ ჯირკვლოვანი ცხელება.
მკურნალობთ ღვიძლისა და თირკმლის პრობლემებს.
აღინიშნება ოლიგურია
თუ არ ხართ დარწმუნებული, გეხებათ თუ არა ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე, ამოქსიკლავ-დენკის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ზოგიერთ შემთხვევაში, მკურნალი ექიმი გამოიკვლევს ინფექციის გამომწვევი ბაქტერიის ტიპს. შედეგებიდან გამომდინარე, შეიძლება დაგენიშნოთ ამოქსიკლავ-დენკის განსხვავებული დოზა ან სხვა მედიკამენტი.
პირობები, რომლებსაც უნდა მიაქციოთ ყურადღება
ამოქსიკლავ-დენკმა შეიძლება გამოიწვიოს არსებული მდგომარეობის გაუარესება, ან გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი ეფექტები. ეს მოიცავს ალერგულ რეაქციებს, კრუნჩხვებს და მსხვილი ნაწლავის ანთებას. ამოქსიკლავ-დენკის მიღებისას ყურადღება უნდა მიაქციოთ გარკვეულ სიმპტომებს, რათა შეამციროღ ნებისმიერი პრობლემის რისკი. იხილეთ პუნქტი 4.
სისხლის და შარდის ტესტები
თუ იტარებთ სისხლის ანალიზებს (მაგ: ერითროციტების ან ღვიძლის ფუნქციური ანალიზები) ან შარდის ანალიზებს (გლუკოზის დონის განსაზღვრა), აცნობეთ ექიმს, რომ იღებთ ამოქსიკლავ-დენკს. ეს გამომდინარეობს იქედან, რომ ამოქსიკლავ დენკს შეუძლია გავლენა მოახდინოს ამ ტიპის ტესტებზე.
ბავშვები და მოზარდები
ამოქსიკლავ-დენკი არ ინიშნება პაციენტებში, რომელთა წონა არის 40 კგ-ზე ნაკლები.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ პაციენტი იღებს ან უახლოეს წარსულში იღებდა, ან გეგმავს რომ მიიღოს რომელიმე სხვა მედიკამენტი.
თუ იღებთ ალოპურინოლს (პოდაგრას სამკურნალო მედიკამენტი) ამოქსიკლავ-დენკ-თან ერთად, მეტად სავარუდოა, რომ განვითარდეს კანის ალერგიული რეაქციები.
თუ იღებთ პრობენეციდს (პოდაგრას სამკურნალო მედიკამენტი), მკურნალმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს ამოქსიკლავ-დენკის დოზის კორექტირება.
თუ ამოქსიკლავ დენკთან ერთად მიიღება სისხლის შედედების საწინააღმდეგო მედიკამენტები (ვარფარინი), შესაძლოა საჭირო გახდეს დამატებითი სისხლის ანალიზები.
ამოქსიკლავ-დენკს შეუძლია გავლენა მოახდინოს მეტოტრექსატის (სიმსივნის ან რევმატული დაავადებების სამკურნალო საშუალება) მოქმედებაზე.
ამოქსიკლავ-დენკმა შეიძლება გავლენა მოახდინოს მიკოფენოლატ მოფეტილის (გამოიყენება გადანერგილი ოგანოების უარყოფის პრევენციისთვის) მოქმედებაზე.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან ფიქრობთ დაორსულებას, ამ მედიკამენტის მიღებამდე რჩევის მისაღებად, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ამოქსიკლავ-დენკს შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოვლენები და სიმპტომებმა შეიძლება გამოიწვიოს მართვის უნარის დაქვეითება. არ მართოთ ავტომობილი და არ იმუშაოთ მექანიზმებთან, თუ თავს კარგად არ იგრძნობთ.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ამოქსიკლავ-დენკს შეიძლება ჰქონდეს გვერდით ეფექტები და სიმპტომებმა შეიძლება გამოიწვიოს მართვის უუნარობა.
არ მართოთ ავტომობილი ან სხვა მექანიზმები, ვიდრე თავს არ იგრძნობთ კარგად
ამოქსიკლავ-დენკი შეიცავს ნატრიუმს
მედიკამენტის თითო აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ), არსებითად ‘’ნატრიუმისგან-თავისუფალია”.
გვერდითი მოვლენები
ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით ეფექტებს. თუმცა ყველას არ უვითარდება ისინი.
ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტები შეიძლება განვითარდეს ამ მედიკამენტის მიღებისას:
პირობები, რომლებსაც უნდა მიაქციოთ ყურადღება
ალერგიული რეაქციები
გამონაყარი კანზე
სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი), რომელიც შეიძლება გამოვლინდეს კანზე წითელი ან იისფერი ამობურცული ლაქების სახით, თუმცა შეიძლება გავლენა იქონიოს სხეულის სხვა ნაწილებზეც
ცხელება, სახსრების ტკივილი, კისრის, იღლიის ან საზარდულის ჯირკვლების შეშუპება
შეშუპება, ზოგჯერ სახის ან ყელის (ანგიონევროზული შეშუპება), რაც იწვევს სუნთქვის გაძნელებას
კოლაფსი
გულმკერდის ტკივილი ალერგიული რეაქციების კონტექსტში, რაც შეიძლება იყოს გამოწვეული გულის ინფარქტით (Kounis syndrome)
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ აღინიშნა ამ სიმპტომებიდან რომელიმე. შეწყვიტეთ ამოქსიკლავ-დენკის მიღება.
მსხვილი ნაწლავის ანთება
მსხვილი ნაწლავის ანთება, იწვევს წყლიან დიარეას, ჩვეულებრივ სისხლითა და ლორწოთი, კუჭის ტკივილს და/ან ცხელებას.
პანკრეასის მწვავე ანთება (მწვავე პანკრეატიტი)
თუ მუცლის არეში ძლიერი და მუდმივი ტკივილი გაქვთ, ეს შეიძლება იყოს მწვავე პანკრეატიტის ნიშანი.
მედიკამენტური ენტეროკოლიტის სინდრომი (DIES)
DIES ძირითადად აღინიშნა ბავშვებში, რომლებიც იღებდნენ ამოქსიცილინს/კლავულანატს. ეს არის ალერგიული რეაქციის გარკვეული სახეობა, რომლის მთავარი სიმპტომია განმეორებითი ღებინება (პრეპარატის მიღებიდან 1-4 საათის შემდეგ). სხვა სიმპტომები შეიძლება იყოს მუცლის ტკივილი, ლეთარგია, დიარეა და დაბალი არტერიული წნევა.
დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს რჩევისთვის, თუ შეამჩნევთ ამ სიმპტომებიდან რომელიმეს.
ხშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1 ადამიანში)
thrush (კანდიდა – საშოს, პირის ღრუს ან კანის ნაკეცების სოკოვანი ინფექცია)
გულისრევა, განსაკუთრებით მაღალი დოზების მიღებისას
თუ გავლენა მოახდინა, მიიღეთ ამოქსიკლავ-დენკი ჭამის წინ.
ღებინება
დიარეა
არახშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1 ადამიანში)
გამონაყარი კანზე, ქავილი
ამობურცული, ქავილით გამოწვეული გამონაყარი (ჭინჭრის ციება)
საჭმლის მონელების დარღვევა
თავბრუსხვევა
თავის ტკივილი
არახშირი გვერდითი ეფექტები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს სისხლის ანალიზებში
ღვიძლის მიერ გამომუშავებული ზოგიერთი ნივთიერების (ფერმენტბის) რაოდენობის ზრდა
იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება აღინიშნოს 1,000-დან 1 ადამიანში)
გამონაყარი კანზე, შეიძლება იყოს ბუშტუკების სახით და სამიზნეს-მსგავსი (ცენტრალური მუქი ლაქები, რომლებიც გარშემორტყმულია უფრო ღია ფერის უბნით, კიდეებზე მუქი რგოლით – მულტიფორმული ერითემა)
თუ ამ სიმპტომებიდან რომელიმეს შეამჩნევთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
იშვიათი გვერდითი ეფექტები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს სისხლის ანალიზში
სისხლის შედედებისთვის საჭირო უჯრედების დაბალი რაოდენობა
ლეიკოციტების დაბალი რაოდენობა
სიხშირე უცნობია (ხელმისაწვდომი მონაცემების საფუძველზე სიხშირე ვერ დადგინდა)
ალერგიული რეაქციები (იხ. ზემოთ)
მსხვილი ნაწლავის ანთება (იხ. ზემოთ)
გამონაყარი ბუშტუკებით, რგოლისებრი ერითემა ან მარგალიტის ძაფის მსგავსი (ხაზოვანი IgA დაავადება)
თავის და ზურგის ტვინის გარშემო არსებული მემბრანების ანთება (ასეპტიკური მენინგიტი)
კანის სერიოზული რეაქციები:
ფართოდ გავრცელებული გამონაყარი ბუშტუკებით და კანის აქერცვლით, განსაკუთრებით პირის ღრუს, ცხვირის, თვალების და სასქესო ორგანოების ირგვლივ (სტივენს-ჯონსონის სინდრომი) და უფრო მწვავე ფორმა, რომელიც იწვევს კანის ფართო აქერცვლას (სხეულის ზედაპირის 30%-ზე მეტი – ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი)
გავრცელებული წითელი გამონაყარი კანზე პატარა ჩირქის შემცველი ბუშტუკებით (ბულოზური ექსფოლიაციური დერმატიტი)
წითელი, აქერცლილი გამონაყარი კანქვეშ ამობურცული და ბუშტუკებით (ეგზანთემატური პუსტულოზი)
გრიპის მსგავსი სიმპტომები გამონაყარით, ცხლებით, ჯირკვლების შეშუპებით და სისხლის ანალიზის პათოლოგიური შედეგებით (მათ შორის ლეიკოციტების (ეოზინოფილია) და ღვიძლის ფერმენტების მომატებით) (წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS))
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ რომელიმე ამ სიმპტომს.
ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი)
სიყვითლე, რაც გამოწვეულია სისხლში ბილირუბინის მომატებით (ნივთიერება, რომელსაც გამოიმუშავებს ღვიძლი), რამაც შეიძლება გააყვითლოს თქვენი ბავშვის კანი და თვალების თეთრი გარსი.
თირკმლის ანთება
სისხლის შედედების დროის გაზრდა
ჰიპერაქტიურობა
კრუნჩხვები (ადამიანებში, რომლებიც იღებენ ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავას მაღალ დოზებს ან აქვთ თირკმლის პრობლემები)
შავი ფერის ენა, რომელიც თმიანია
კბილების შეღებვა (ბავშვებში) რომელიც ჩვეულებრივ იწმინდება კბილების გახეხვით
გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს სისხლის ან შარდის ანალიზებში
ლეიკოციტების მკვეთრი შემცირება
ერიტროციტების დაბალი რაოდენობა (ჰემოლიზური ანემია)
კრისტალები შარდში, რაც იწვევს თირკმელების დაზიანებას
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი მიიღებს სერიოზულ სახეს, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული ასევე ეხება ნებისმიერ გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის აღნიშნული მოცემულ ინსტრუქციაში. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, პაციენტი გვეხმარება ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის მოპოვებაში.
ჭარბი დოზა
შესაძლებელია გამოვლინდეს გასტროინტესტინალური ნიშნები და სითხის და ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა. ამოქსიცილინური კრისტალურიის გამოვლენას, ზოგ შემთხვევაში შესაძლოა მოჰყვეს თირკმლის უკმარისობის განვითარება (იხ. პუნქტი 4.4).
კრუნჩხვები შესაძლოა განვითარდეს თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ან მაღალი დოზების მიმღებ პაციენტებში.
ამოქსიცილინი როგორც აღინიშნა, შარდის ბუშტის კათეტერში ილექება, ძირითადად, დიდი დოზების ინტრავენური შეყვანის შემდეგ. უნდა ჩატარდეს გამტარობის რეგულარული შემოწმება (იხ. პუნქტი 4.4).
ინტოქსიკაციის მკურნალობა
კუჭ–ნაწლავის სიმპტომების მკურნალობა შესაძლებელია სიმპტომურად, წყლის/ელექტროლიტური ბალანსის გათვალისწინებით.
ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავის სისხლის მიმოქცევიდან გამოდევნა ხდება ჰემოდიალიზის საშუალებით.
შემადგენლობა
რა არის ამოქსიკლავ-დენკი და მისი გამოყენება
ამოქსიკლავ-დენკი არის ანტიბიოტიკი, რომელიც შედგება პენიცილინ ამოქსიცილინისგან და ბ-ლაქტამაზას ინჰიბიტორ კლავულანის მჟავასგან.
ამოქსიკლავ-დენკი გამოიყენება მწვავე და ქრონიკული ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც ექვემდებარება პერორალურ მკურნალობას. გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები არიან შესაძლო პათოგენები, რომელთა მდგრადობაც ბეტა ლაქტამის შემცველი ანტიბიოტიკების მიმართ გამოწვეულია ბეტა ლაქტამაზებით, რომლებიც თავის მხრივ მგრძნობიარეა ამოქსიცილინისა და კლავულანის მჟავას კომბინაციის მიმართ.
თუ არსებობს ლოგიკური ეჭვი, რომ ინფექცია შესაძლოა გამოწვეული იყოს ზემოთ ხსენებული პათოგენებით, ამოქსიკლავ-დენკ-ით მკურნალობის დაწყება შეიძლება ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობის განსაზღვრამდე (ანტიბიოგრამა).
მედიკამენტი გამოიყენება შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:
ზედა და ქვედა რესპირატორული გზების ინფექციები:
შუა ყურის ინფექციები (ოტიტის მედია)
პარანაზალური წიაღების მწვავე ინფექციები (მწვავე სინუსიტი)
ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება
ფილტვის ინფექციები (პნეუმონია)
თირკმლის და ქვედა საშარდე გზების ინფექციები.
სასქესო ორგანოების ინფექციები.
შენიშვნა:
პნევმონიის მკურნალობა უნდა დაიწყოს პარენტერალურად, გასანკუთრებით პნევმონიის მძიმე ფორმების დროს, რომელიც შეძენილია საავადმყოფოს გარეთ.
მხედველობაში მისაღებია ოფიციალური საერთაშორისო სახელმძღვანელოები (გაიდლაინები) შესაბამისი ანტიმიკრობული საშუალების გამოყენების შესახებ.
დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, თუ როგორ მოქმედებს ამოქსიკლავ-დენკი ან რატო დაენიშნა აღნიშნული პაციენტს, უნდა მიმართოთ ექიმს.
რა არის გასათვალისწინებელი ამოქსიკლავ-დენკ-ის მიღებამდე
შენახვის პირობები
ეს მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას
მედიკამენტი არ გამოიყენება ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვასა და ბლისტერზე “Exp”-ის შემდეგ. ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
შენახვის ვადა: 2 წელი.
ინახება 250C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. სინათლისგან დაცვის მიზნით ინახება ორიგინალ შეფუთვაში.
არ გამოიყენოთ, თუ შეამჩნევთ სამკურნალო პროდუქტის შეფუთვაზე რაიმე სახის ცვლილებას, თუ შეფუთვა დაზიანებულია ან აღენიშნება ფალსიფიკაციის ნიშნები.
არ შეიძლება რომელიმე მედიკამენტის გადაგდება სანაგვე ურნაში ან საკანალიზაციო წყალში. უნდა მიემართოს ფარმაცევტს იმ მედიკამენტის განადგურებისათვის, რომელიც აღარ გამოიყენება. ეს ღონისძიება დაიცავს გარემოს.
ფარმაკოლოგიური თვისებები
სისტემური გამოყენების ანტიბაქტერიული საშუალებები, პენიცილინების კომბინაციები, მათ შორის ბეტა-ლაქტამაზას ინჰიბიტორები, ათქ კოდი: J01CR02
ამოქსიცილინი არის ნახევრად-სინთეზური პენიცილინი (ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკი), რომლიც აინჰიბირებს ერთ ან რამდენიმე ფერმენტს (ე.წ პენიცილინის შემაკავშირებელი ცილები, PBP) ბაქტერიული პეპტიდოგლიკანის ბიოსინთეზურ გზაზე, რომელიც წარმოადგენს ბაქტერიული უჯრედის კედლის განუყოფელ სტრუქტურულ კომპონენტს. პეპტიდოგლიკანის სინთეზის ინჰიბირება იწვევს უჯრედის კედლის შესუსტებას, რასაც, როორც წესი, მოჰყვება უჯრედის ლიზისი და სიკვდილი. Aმოქსიცილინი მგრძნობიარეა რეზისტენტული ბაქტერიების მიერ გამომუშავებული ბეტა-ლაქტამაზების დეგრადაციის მიმართ და შესაბამისად, მხოლოდ ამოქსიცილინის მოქმედების სპექტრი არ მოიცავს ამ ფერმენტების წარმომქმნელ ორგანიზმებს.
კლავულანის მჟავა ბეტა-ლაქტამია, რომელიც სტრუქტურულად პენიცილინებთანაა დაკავშირებული. ის არა აქტიურს ხდის ზოგიერთ ბეტა-ლაქტამაზას ფერმენტს, რითაც ხელს უშლის ამოქსიცილინის ინაქტივაციას. Mხოლოდ კლავულანის მჟავას კლინიკურად სასარგებლო ანტიბაქტერიული ეფექტი არ გააჩნია.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
აბსორბცია
ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა, სრულად იხსნება წყლიან ხსნარებში ფიზიოლოგიურ PH-ზე. პერორალური მიღებისას ორივე კომპონენტი სწრაფად და ადვილად შეიწოვება. პერორალური მიღების შემდეგ, ამოქსიცილინის და კლავულანის მჟავას ბიოშეღწევადობა დაახლოებით 70%-ია. ორივე კომპონენტის პლაზმური პროფილები მსგავსია და თითოეულ შემთხვევაში პლაზმური კონცენტრაციის პიკური მიღწევის დრო (Tmax) დაახლოებით ერთი საათია.
ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავას მიღებისას მიღწეული ამოქსიცილინისა და კლავულანის მჟავას შრატის კონცენტრაციები მსგავსია იმ კონცენტრაციებისა, რომლებიც მიიღწევა მხოლოდ ამოქსიცილინის ან კლავულანის მჟავას ექვივალენტური დოზების პერორალური მიღებისას.
განაწილება
პლაზმაში კლავულანის მჟავის მთლიანი რაოდენობის დაახლოებით 25% და პლაზმაში ამოქსიცილინის მთლიანი რაოდენობის 18% უკავშირდება ცილებს. განაწილების აშკარა მოცულობა ამოქსიცილინისთვის დაახლოებით 0.3-0.4 ლ/კგ-ია, ხოლო კლავულანის მჟავასთვის – დაახლოებით 0.2 ლ/კგ.
ამოქსიცილინი, ისევე როგორც პენიცილინების უმეტესობა, შეიძლება გადავიდეს დედის რძეში. კლავულანის მჟავას გარკვეული რაოდენობა ასევე შეიძლება აღმოჩნდეს დედის რძეში. როგორც ამოქსიცილინი, ასევე კლავულანის მჟავა კვეთს პლაცენტარულ ბარიერს.
ბიოტრანსფორმაცია
ამოქსიცილინი ნაწილობრივ გამოიყოფა შარდში არააქტიური პენიცილინის მჟავის სახით, რაოდენობრივად, რომელიც შეადგენს საწყისი დოზის 10-დან 25%-მდე. Kკლავულანის მჟავა ადამიანებში ინტენსიურად მეტაბოლიზდება და გამოიყოფა შარდის და ფეკალიების მეშვეობით, ასევე ნახშირორჟანგის სახით.
გამოყოფა
ამოქსიცილინის გამოყოფის ძირითადი გზაა თირკმელები, ხოლო კლავულანის მჟავას შემთხვევაში – როგორც თირკმლის, ასევე არათირკმლისმიერი გზები.
ამოქსიკლავ-დენკ 500/62.5-ის შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებებია: ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა. თითო შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 500 მგ ამოქსიცილინს (ტრიჰიდრატს) და 62.5 მგ კლავულანის მჟავას (კლავულანის კალიუმი).
დამხმარე ნივთიერებებია: მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, კროსპოვიდონი, კოლოიდური ანჰიდროზული სილიციუმი, მაგნიუმის სტეარატი [მცენარეული], ტიტანის დიოქსიდი, ბუტილირებული ფუძე მეთაკრილატის კოპოლიმერი, ტალკი, მაკროგოლ 6000.
მიწოდების ზოგადი კლასიფიკაცია
სამედიცინო პროდუქტის გაცემის წესი არის სამედიცინო დანიშნულება.
ამოქსიკლავ-დენკ 500/62.5-ის აღწერილობა და შეფუთვა
ამოქსიკლავ-დენკ 500/62.5 არის თეთრი ფერის, მოგრძო ფორმის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ორივე მხარეს გამყოფი ხაზით.
ამოქსიკლავ-დენკ 500/62.5 ხელმისაწვდომია ალუმინის/ალუმინის ბლისტერებში.
შეფუთვაში: აპკიანი გარსით დაფარული 16 ტაბლეტი.
მარკეტინგული აუტორიზაციის მფლობელი
დენკ ფარმა გმბჰ&კო. კგ
პრინცრეგენტენსტრ. 79
81675 მიუნხენი
გერმანია
ბალკის, შეფუთვის მწარმოებელი და სერიის გამშვები
პენცეფ ფარმა გმბჰ
ბრეიტენბახსტრ. 13-14
13509 ბერლინი
გერმანია
გამოყენების აღნიშნული ინსტრუქცია საბოლოოდ გადაიხედა 09/2024-ში.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
ამოქსიკლავ-დენკ 500/62.5
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი- ორალურად მისაღებად
პენიცილინისა და ბ-ლაქტამაზას ინჰიბიტორის კომბინაცია.
აქტიური ნივთიერებები: ამოქსიცილინს + კლავულანის მჟავა
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის
აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე საჭიროა მთლიანი ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან იგი შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა წარმოიქმნას მისი ხელახალი წაკითხვის საჭიროება;
დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
აღნიშნული პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისთვის. არ შეიძლება მისი გადაცემა სხვისთვის. სიმპტომების მსგავსების მიუხედავად, მან შესაძლოა ზიანი მიაყენოს სხვას.
გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება ისეთ გვერდით ეფექტებს, რაც არ არის მითითებული გამოყენების აღნიშნულ ინსტრუქციაში. იხ. პუნქტი 4.
გამოყენების ამ ინსტრუქციაშია
რა არის ამოქსიკლავ-დენკი და მისი გამოყენება
რა არის გასათვალისწინებელი ამოქსიკლავ-დენკ-ის მიღებამდე
ამოქსიკლავ-დენკ-ის მიღების წესი
შესაძლო გვერდითი ეფექტები
ამოქსიკლავ-დენკ-ის შენახვის წესი
შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია.
რა არის ამოქსიკლავ-დენკი და მისი გამოყენება
ამოქსიკლავ-დენკი არის ანტიბიოტიკი, რომელიც შედგება პენიცილინ ამოქსიცილინისგან და ბ-ლაქტამაზას ინჰიბიტორ კლავულანის მჟავასგან.
ამოქსიკლავ-დენკი გამოიყენება მწვავე და ქრონიკული ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც ექვემდებარება პერორალურ მკურნალობას. გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები არიან შესაძლო პათოგენები, რომელთა მდგრადობაც ბეტა ლაქტამის შემცველი ანტიბიოტიკების მიმართ გამოწვეულია ბეტა ლაქტამაზებით, რომლებიც თავის მხრივ მგრძნობიარეა ამოქსიცილინისა და კლავულანის მჟავას კომბინაციის მიმართ.
თუ არსებობს ლოგიკური ეჭვი, რომ ინფექცია შესაძლოა გამოწვეული იყოს ზემოთ ხსენებული პათოგენებით, ამოქსიკლავ-დენკ-ით მკურნალობის დაწყება შეიძლება ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობის განსაზღვრამდე (ანტიბიოგრამა).
მედიკამენტი გამოიყენება შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:
ზედა და ქვედა რესპირატორული გზების ინფექციები:
შუა ყურის ინფექციები (ოტიტის მედია)
პარანაზალური წიაღების მწვავე ინფექციები (მწვავე სინუსიტი)
ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება
ფილტვის ინფექციები (პნეუმონია)
თირკმლის და ქვედა საშარდე გზების ინფექციები.
სასქესო ორგანოების ინფექციები.
შენიშვნა:
პნევმონიის მკურნალობა უნდა დაიწყოს პარენტერალურად, გასანკუთრებით პნევმონიის მძიმე ფორმების დროს, რომელიც შეძენილია საავადმყოფოს გარეთ.
მხედველობაში მისაღებია ოფიციალური საერთაშორისო სახელმძღვანელოები (გაიდლაინები) შესაბამისი ანტიმიკრობული საშუალების გამოყენების შესახებ.
დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, თუ როგორ მოქმედებს ამოქსიკლავ-დენკი ან რატო დაენიშნა აღნიშნული პაციენტს, უნდა მიმართოთ ექიმს.
რა არის გასათვალისწინებელი ამოქსიკლავ-დენკ-ის მიღებამდე
არ შეიძლება ამოქსიკლავ-დენკ-ის მიღება
თუ პაციენტი ალერგიულია ამოქსიცილინის, კლავულანის მჟავას, პენიცილინის ან ამ მედიკამენტის შემადგენელი სხვა ნივთიერებების მიმართ (ჩამოთვლილია პუნქტში 6).
თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება ალერგიული რეაქციები სხვა ნებისმიერი ანტიბიოტიკის მიმართ. ეს შეიძლება მოიცავდეს კანზე გამონაყარს ან სახის, ყელის შეშუპებას.
თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება ღვიძლის მხრივ დარღვევები ან სიყვითლე (კანის მხრივ) ანტიბიოტიკის მიღების დროს.
ამოქსიკლავ-დენკი არ მიიღება, თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი ეხება პაციენტს. თუ არ ხართ დარწმუნებული, ამოქსიკლავ-დენკ-ის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს ამოქსიკლავ-დენკ-ის მიღებამდე, თუ:
გაქვთ ჯირკვლოვანი ცხელება.
მკურნალობთ ღვიძლისა და თირკმლის პრობლემებს.
აღინიშნება ოლიგურია
თუ არ ხართ დარწმუნებული, გეხებათ თუ არა ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე, ამოქსიკლავ-დენკის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ზოგიერთ შემთხვევაში, მკურნალი ექიმი გამოიკვლევს ინფექციის გამომწვევი ბაქტერიის ტიპს. შედეგებიდან გამომდინარე, შეიძლება დაგენიშნოთ ამოქსიკლავ-დენკის განსხვავებული დოზა ან სხვა მედიკამენტი.
პირობები, რომლებსაც უნდა მიაქციოთ ყურადღება
ამოქსიკლავ-დენკმა შეიძლება გამოიწვიოს არსებული მდგომარეობის გაუარესება, ან გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი ეფექტები. ეს მოიცავს ალერგულ რეაქციებს, კრუნჩხვებს და მსხვილი ნაწლავის ანთებას. ამოქსიკლავ-დენკის მიღებისას ყურადღება უნდა მიაქციოთ გარკვეულ სიმპტომებს, რათა შეამციროღ ნებისმიერი პრობლემის რისკი. იხილეთ პუნქტი 4.
სისხლის და შარდის ტესტები
თუ იტარებთ სისხლის ანალიზებს (მაგ: ერითროციტების ან ღვიძლის ფუნქციური ანალიზები) ან შარდის ანალიზებს (გლუკოზის დონის განსაზღვრა), აცნობეთ ექიმს, რომ იღებთ ამოქსიკლავ-დენკს. ეს გამომდინარეობს იქედან, რომ ამოქსიკლავ დენკს შეუძლია გავლენა მოახდინოს ამ ტიპის ტესტებზე.
ბავშვები და მოზარდები
ამოქსიკლავ-დენკი არ ინიშნება პაციენტებში, რომელთა წონა არის 40 კგ-ზე ნაკლები.
სხვა მედიკამენტები და ამოქსიკლავ-დენკი
უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ პაციენტი იღებს ან უახლოეს წარსულში იღებდა, ან გეგმავს რომ მიიღოს რომელიმე სხვა მედიკამენტი.
თუ იღებთ ალოპურინოლს (პოდაგრას სამკურნალო მედიკამენტი) ამოქსიკლავ-დენკ-თან ერთად, მეტად სავარუდოა, რომ განვითარდეს კანის ალერგიული რეაქციები.
თუ იღებთ პრობენეციდს (პოდაგრას სამკურნალო მედიკამენტი), მკურნალმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს ამოქსიკლავ-დენკის დოზის კორექტირება.
თუ ამოქსიკლავ დენკთან ერთად მიიღება სისხლის შედედების საწინააღმდეგო მედიკამენტები (ვარფარინი), შესაძლოა საჭირო გახდეს დამატებითი სისხლის ანალიზები.
ამოქსიკლავ-დენკს შეუძლია გავლენა მოახდინოს მეტოტრექსატის (სიმსივნის ან რევმატული დაავადებების სამკურნალო საშუალება) მოქმედებაზე.
ამოქსიკლავ-დენკმა შეიძლება გავლენა მოახდინოს მიკოფენოლატ მოფეტილის (გამოიყენება გადანერგილი ოგანოების უარყოფის პრევენციისთვის) მოქმედებაზე.
ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა
თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან ფიქრობთ დაორსულებას, ამ მედიკამენტის მიღებამდე რჩევის მისაღებად, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ამოქსიკლავ-დენკს შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოვლენები და სიმპტომებმა შეიძლება გამოიწვიოს მართვის უნარის დაქვეითება. არ მართოთ ავტომობილი და არ იმუშაოთ მექანიზმებთან, თუ თავს კარგად არ იგრძნობთ.
ავტომობილებისა და სხვა მექანიზმების მართვა
ამოქსიკლავ-დენკს შეიძლება ჰქონდეს გვერდით ეფექტები და სიმპტომებმა შეიძლება გამოიწვიოს მართვის უუნარობა.
არ მართოთ ავტომობილი ან სხვა მექანიზმები, ვიდრე თავს არ იგრძნობთ კარგად
ამოქსიკლავ-დენკი შეიცავს ნატრიუმს
მედიკამენტის თითო აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ), არსებითად ‘’ნატრიუმისგან-თავისუფალია”.
ამოქსიკლავ-დენკ-ის მიღების წესი
ეს მედიკამენტი ყოველთვის მიიღება ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციის ზუსტი დაცვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
მოზრდილები, რომლებიც იწონიან 40 კგ ან მეტს
რეკომენდირებული დოზა: 2 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი დღეში 3-ჯერ
დაბალი დოზა: 2 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი დღეში 2-ჯერ
პაციენტები თირკმლის და ღვიძლის პრობლემებით
თუ გაქვთ თირკმლის პრობლემები, დოზა შეიძლება შემცირდეს. ექიმმა შეიძლება დანიშნოს სხვა სიძლიერის სხვა მედიკამენტი.
თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემები, შეიძლება დაგჭირდეთ უფრო ხშირი სისხლის ანალიზები, რათა ნახოთ, როგორ მუშაობს თქვენი ღვიძლი.
სასურველ ასეთ შემთხვევაში, რადგან შესაძლოა ვერ მოხდეს ადექვატური შეწოვა.
ამოქსიკლავ-დენკ-ის მიღების წესი
მიიღება საკვების მიღებისას ან ცოტა ხნით ადრე.
ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, ჭიქა წყლის მიყოლებით.
გამყოფი ხაზი არის მხოლოდ ტაბლეტის გაყოფის გასაადვილებლად, თუ გიჭირთ მისი მთლიანად მიღება.
დოზები თანაბრად გადაანაწილეთ დღის განმავლობაში, მინიმუმ 4 საათიანი ინტერვალით. არ მიიღოთ 2 დოზა 1 საათში.
ამოქსიკლავ-დენკი არ მიიღება 2 კვირაზე მეტხანს. თუ თავს მაინც ცუდად გრძნობთ, კვლავ უნდა მიმართოთ ექიმს.
ამოქსიკლავ-დენკ-ის დოზის გადაჭარბება
ამოქსიკლავ-დენკის დოზის გადაჭარბებისას, სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს დისპეფსიას (გულისრევის შეგრძნება, ღებინება ან დიარეა) ან კრუნჩხვებს. რაც შეიძლება მალე მიმართეთ ექიმს. იქონიეთ წამლის შეფუთვა, რათა აჩვენოთ ექიმს.
ამოქსიკლავ-დენკ-ის დოზის გამოტოვება
თუ პაციენტს დაავიწყდა ამოქსიკლავ-დენკ-ის მიღება დანიშნულ დროზე, მისი მიღება უნდა მოხდეს რაც შეიძლება მალე და მიმართოს მკურნალ ექიმს. ორ მისაღებ დოზას შორის საჭიროა იყოს ინტერვალი სულ მცირე 4 საათი. არ შეიძლება გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ გაორმაგებული დოზის მიღება.
ამოქსიკლავ-დენკ-ით მკურნალობის შეწყვეტა
ამოქსიკლავ-დენკის მიღება უნდა განაგრძნოთ მკურნალობის დასრულებამდე, იმ შემთხვევაშიც თუ თავს უკეთ იგრძნობთ. ინფექციასთან საბრძოლველად ყველა დოზა საჭიროა. თუ ზოგიერთი ბაქტერია გადარჩება, მათ შეუძლიათ ინფექციის ხელახლა გამოწვევა.
თუ წარმოიშვა დამატებითი შეკითხვები მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით ეფექტებს. თუმცა ყველას არ უვითარდება ისინი.
ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტები შეიძლება განვითარდეს ამ მედიკამენტის მიღებისას:
პირობები, რომლებსაც უნდა მიაქციოთ ყურადღება
ალერგიული რეაქციები
გამონაყარი კანზე
სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი), რომელიც შეიძლება გამოვლინდეს კანზე წითელი ან იისფერი ამობურცული ლაქების სახით, თუმცა შეიძლება გავლენა იქონიოს სხეულის სხვა ნაწილებზეც
ცხელება, სახსრების ტკივილი, კისრის, იღლიის ან საზარდულის ჯირკვლების შეშუპება
შეშუპება, ზოგჯერ სახის ან ყელის (ანგიონევროზული შეშუპება), რაც იწვევს სუნთქვის გაძნელებას
კოლაფსი
გულმკერდის ტკივილი ალერგიული რეაქციების კონტექსტში, რაც შეიძლება იყოს გამოწვეული გულის ინფარქტით (Kounis syndrome)
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ აღინიშნა ამ სიმპტომებიდან რომელიმე. შეწყვიტეთ ამოქსიკლავ-დენკის მიღება.
მსხვილი ნაწლავის ანთება
მსხვილი ნაწლავის ანთება, იწვევს წყლიან დიარეას, ჩვეულებრივ სისხლითა და ლორწოთი, კუჭის ტკივილს და/ან ცხელებას.
პანკრეასის მწვავე ანთება (მწვავე პანკრეატიტი)
თუ მუცლის არეში ძლიერი და მუდმივი ტკივილი გაქვთ, ეს შეიძლება იყოს მწვავე პანკრეატიტის ნიშანი.
მედიკამენტური ენტეროკოლიტის სინდრომი (DIES)
DIES ძირითადად აღინიშნა ბავშვებში, რომლებიც იღებდნენ ამოქსიცილინს/კლავულანატს. ეს არის ალერგიული რეაქციის გარკვეული სახეობა, რომლის მთავარი სიმპტომია განმეორებითი ღებინება (პრეპარატის მიღებიდან 1-4 საათის შემდეგ). სხვა სიმპტომები შეიძლება იყოს მუცლის ტკივილი, ლეთარგია, დიარეა და დაბალი არტერიული წნევა.
დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს რჩევისთვის, თუ შეამჩნევთ ამ სიმპტომებიდან რომელიმეს.
ხშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1 ადამიანში)
thrush (კანდიდა – საშოს, პირის ღრუს ან კანის ნაკეცების სოკოვანი ინფექცია)
გულისრევა, განსაკუთრებით მაღალი დოზების მიღებისას
თუ გავლენა მოახდინა, მიიღეთ ამოქსიკლავ-დენკი ჭამის წინ.
ღებინება
დიარეა
არახშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1 ადამიანში)
გამონაყარი კანზე, ქავილი
ამობურცული, ქავილით გამოწვეული გამონაყარი (ჭინჭრის ციება)
საჭმლის მონელების დარღვევა
თავბრუსხვევა
თავის ტკივილი
არახშირი გვერდითი ეფექტები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს სისხლის ანალიზებში
ღვიძლის მიერ გამომუშავებული ზოგიერთი ნივთიერების (ფერმენტბის) რაოდენობის ზრდა
იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება აღინიშნოს 1,000-დან 1 ადამიანში)
გამონაყარი კანზე, შეიძლება იყოს ბუშტუკების სახით და სამიზნეს-მსგავსი (ცენტრალური მუქი ლაქები, რომლებიც გარშემორტყმულია უფრო ღია ფერის უბნით, კიდეებზე მუქი რგოლით – მულტიფორმული ერითემა)
თუ ამ სიმპტომებიდან რომელიმეს შეამჩნევთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
იშვიათი გვერდითი ეფექტები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს სისხლის ანალიზში
სისხლის შედედებისთვის საჭირო უჯრედების დაბალი რაოდენობა
ლეიკოციტების დაბალი რაოდენობა
სიხშირე უცნობია (ხელმისაწვდომი მონაცემების საფუძველზე სიხშირე ვერ დადგინდა)
ალერგიული რეაქციები (იხ. ზემოთ)
მსხვილი ნაწლავის ანთება (იხ. ზემოთ)
გამონაყარი ბუშტუკებით, რგოლისებრი ერითემა ან მარგალიტის ძაფის მსგავსი (ხაზოვანი IgA დაავადება)
თავის და ზურგის ტვინის გარშემო არსებული მემბრანების ანთება (ასეპტიკური მენინგიტი)
კანის სერიოზული რეაქციები:
ფართოდ გავრცელებული გამონაყარი ბუშტუკებით და კანის აქერცვლით, განსაკუთრებით პირის ღრუს, ცხვირის, თვალების და სასქესო ორგანოების ირგვლივ (სტივენს-ჯონსონის სინდრომი) და უფრო მწვავე ფორმა, რომელიც იწვევს კანის ფართო აქერცვლას (სხეულის ზედაპირის 30%-ზე მეტი – ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი)
გავრცელებული წითელი გამონაყარი კანზე პატარა ჩირქის შემცველი ბუშტუკებით (ბულოზური ექსფოლიაციური დერმატიტი)
წითელი, აქერცლილი გამონაყარი კანქვეშ ამობურცული და ბუშტუკებით (ეგზანთემატური პუსტულოზი)
გრიპის მსგავსი სიმპტომები გამონაყარით, ცხლებით, ჯირკვლების შეშუპებით და სისხლის ანალიზის პათოლოგიური შედეგებით (მათ შორის ლეიკოციტების (ეოზინოფილია) და ღვიძლის ფერმენტების მომატებით) (წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS))
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ რომელიმე ამ სიმპტომს.
ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი)
სიყვითლე, რაც გამოწვეულია სისხლში ბილირუბინის მომატებით (ნივთიერება, რომელსაც გამოიმუშავებს ღვიძლი), რამაც შეიძლება გააყვითლოს თქვენი ბავშვის კანი და თვალების თეთრი გარსი.
თირკმლის ანთება
სისხლის შედედების დროის გაზრდა
ჰიპერაქტიურობა
კრუნჩხვები (ადამიანებში, რომლებიც იღებენ ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავას მაღალ დოზებს ან აქვთ თირკმლის პრობლემები)
შავი ფერის ენა, რომელიც თმიანია
კბილების შეღებვა (ბავშვებში) რომელიც ჩვეულებრივ იწმინდება კბილების გახეხვით
გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს სისხლის ან შარდის ანალიზებში
ლეიკოციტების მკვეთრი შემცირება
ერიტროციტების დაბალი რაოდენობა (ჰემოლიზური ანემია)
კრისტალები შარდში, რაც იწვევს თირკმელების დაზიანებას
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი მიიღებს სერიოზულ სახეს, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული ასევე ეხება ნებისმიერ გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის აღნიშნული მოცემულ ინსტრუქციაში. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, პაციენტი გვეხმარება ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის მოპოვებაში.
ამოქსიკლავ-დენკ-ის შენახვის წესი
ეს მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას
მედიკამენტი არ გამოიყენება ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვასა და ბლისტერზე “Exp”-ის შემდეგ. ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
შენახვის ვადა: 2 წელი.
ინახება 250C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. სინათლისგან დაცვის მიზნით ინახება ორიგინალ შეფუთვაში.
არ გამოიყენოთ, თუ შეამჩნევთ სამკურნალო პროდუქტის შეფუთვაზე რაიმე სახის ცვლილებას, თუ შეფუთვა დაზიანებულია ან აღენიშნება ფალსიფიკაციის ნიშნები.
არ შეიძლება რომელიმე მედიკამენტის გადაგდება სანაგვე ურნაში ან საკანალიზაციო წყალში. უნდა მიემართოს ფარმაცევტს იმ მედიკამენტის განადგურებისათვის, რომელიც აღარ გამოიყენება. ეს ღონისძიება დაიცავს გარემოს.
შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სისტემური გამოყენების ანტიბაქტერიული საშუალებები, პენიცილინების კომბინაციები, მათ შორის ბეტა-ლაქტამაზას ინჰიბიტორები, ათქ კოდი: J01CR02
ამოქსიცილინი არის ნახევრად-სინთეზური პენიცილინი (ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკი), რომლიც აინჰიბირებს ერთ ან რამდენიმე ფერმენტს (ე.წ პენიცილინის შემაკავშირებელი ცილები, PBP) ბაქტერიული პეპტიდოგლიკანის ბიოსინთეზურ გზაზე, რომელიც წარმოადგენს ბაქტერიული უჯრედის კედლის განუყოფელ სტრუქტურულ კომპონენტს. პეპტიდოგლიკანის სინთეზის ინჰიბირება იწვევს უჯრედის კედლის შესუსტებას, რასაც, როორც წესი, მოჰყვება უჯრედის ლიზისი და სიკვდილი. Aმოქსიცილინი მგრძნობიარეა რეზისტენტული ბაქტერიების მიერ გამომუშავებული ბეტა-ლაქტამაზების დეგრადაციის მიმართ და შესაბამისად, მხოლოდ ამოქსიცილინის მოქმედების სპექტრი არ მოიცავს ამ ფერმენტების წარმომქმნელ ორგანიზმებს.
კლავულანის მჟავა ბეტა-ლაქტამია, რომელიც სტრუქტურულად პენიცილინებთანაა დაკავშირებული. ის არა აქტიურს ხდის ზოგიერთ ბეტა-ლაქტამაზას ფერმენტს, რითაც ხელს უშლის ამოქსიცილინის ინაქტივაციას. Mხოლოდ კლავულანის მჟავას კლინიკურად სასარგებლო ანტიბაქტერიული ეფექტი არ გააჩნია.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
აბსორბცია
ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა, სრულად იხსნება წყლიან ხსნარებში ფიზიოლოგიურ PH-ზე. პერორალური მიღებისას ორივე კომპონენტი სწრაფად და ადვილად შეიწოვება. პერორალური მიღების შემდეგ, ამოქსიცილინის და კლავულანის მჟავას ბიოშეღწევადობა დაახლოებით 70%-ია. ორივე კომპონენტის პლაზმური პროფილები მსგავსია და თითოეულ შემთხვევაში პლაზმური კონცენტრაციის პიკური მიღწევის დრო (Tmax) დაახლოებით ერთი საათია.
ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავას მიღებისას მიღწეული ამოქსიცილინისა და კლავულანის მჟავას შრატის კონცენტრაციები მსგავსია იმ კონცენტრაციებისა, რომლებიც მიიღწევა მხოლოდ ამოქსიცილინის ან კლავულანის მჟავას ექვივალენტური დოზების პერორალური მიღებისას.
განაწილება
პლაზმაში კლავულანის მჟავის მთლიანი რაოდენობის დაახლოებით 25% და პლაზმაში ამოქსიცილინის მთლიანი რაოდენობის 18% უკავშირდება ცილებს. განაწილების აშკარა მოცულობა ამოქსიცილინისთვის დაახლოებით 0.3-0.4 ლ/კგ-ია, ხოლო კლავულანის მჟავასთვის – დაახლოებით 0.2 ლ/კგ.
ამოქსიცილინი, ისევე როგორც პენიცილინების უმეტესობა, შეიძლება გადავიდეს დედის რძეში. კლავულანის მჟავას გარკვეული რაოდენობა ასევე შეიძლება აღმოჩნდეს დედის რძეში. როგორც ამოქსიცილინი, ასევე კლავულანის მჟავა კვეთს პლაცენტარულ ბარიერს.
ბიოტრანსფორმაცია
ამოქსიცილინი ნაწილობრივ გამოიყოფა შარდში არააქტიური პენიცილინის მჟავის სახით, რაოდენობრივად, რომელიც შეადგენს საწყისი დოზის 10-დან 25%-მდე. Kკლავულანის მჟავა ადამიანებში ინტენსიურად მეტაბოლიზდება და გამოიყოფა შარდის და ფეკალიების მეშვეობით, ასევე ნახშირორჟანგის სახით.
გამოყოფა
ამოქსიცილინის გამოყოფის ძირითადი გზაა თირკმელები, ხოლო კლავულანის მჟავას შემთხვევაში – როგორც თირკმლის, ასევე არათირკმლისმიერი გზები.
ამოქსიკლავ-დენკ 500/62.5-ის შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებებია: ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა. თითო შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 500 მგ ამოქსიცილინს (ტრიჰიდრატს) და 62.5 მგ კლავულანის მჟავას (კლავულანის კალიუმი).
დამხმარე ნივთიერებებია: მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, კროსპოვიდონი, კოლოიდური ანჰიდროზული სილიციუმი, მაგნიუმის სტეარატი [მცენარეული], ტიტანის დიოქსიდი, ბუტილირებული ფუძე მეთაკრილატის კოპოლიმერი, ტალკი, მაკროგოლ 6000.
მიწოდების ზოგადი კლასიფიკაცია
სამედიცინო პროდუქტის გაცემის წესი არის სამედიცინო დანიშნულება.
ამოქსიკლავ-დენკ 500/62.5-ის აღწერილობა და შეფუთვა
ამოქსიკლავ-დენკ 500/62.5 არის თეთრი ფერის, მოგრძო ფორმის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ორივე მხარეს გამყოფი ხაზით.
ამოქსიკლავ-დენკ 500/62.5 ხელმისაწვდომია ალუმინის/ალუმინის ბლისტერებში.
შეფუთვაში: აპკიანი გარსით დაფარული 16 ტაბლეტი.
მარკეტინგული აუტორიზაციის მფლობელი
დენკ ფარმა გმბჰ&კო. კგ
პრინცრეგენტენსტრ. 79
81675 მიუნხენი
გერმანია
ბალკის, შეფუთვის მწარმოებელი და სერიის გამშვები
პენცეფ ფარმა გმბჰ
ბრეიტენბახსტრ. 13-14
13509 ბერლინი
გერმანია
გამოყენების აღნიშნული ინსტრუქცია საბოლოოდ გადაიხედა 09/2024-ში.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.



