ამოკლავინი 875მგ/125მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი
Amoklavin® 875mg/125mg Film Kaplı Tablet
- მოქმედი ნივთიერება
- amoxycillin + clavulanate
- ფორმა და შეფუთვა
- 875მგ+125მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №14
- მწარმოებელი
- Deva Holding A.Ş., თურქეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისათვის, პენიცილინების კომბინაციები, მათ შორის ბეტა-ლაქტამაზას ინჰიბიტორებთან
- ATC კოდი
- J01CR02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-045264
- რეგისტრირებულია
- 22 აპრილი 2026, მოქმედებს 22 აპრილი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „ნიუ ჯორჯია - 555“
ამოკლავინი 875მგ/125მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი — ინსტრუქცია ქართულად
მიღების წესი და დოზირება
სწორი გამოყენებისა და დოზის/მიღების სიხშირის ინსტრუქცია:
ამოკლავინი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ისე, როგორც ექიმმა ან ფარმაცევტმა დაგინიშნათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ზრდასრულებისა და ≥40 კგ წონის ბავშვებისთვის
- 1 ტაბლეტი დღეში ორჯერ, როგორც სტანდარტული დოზა (ყველა ჩვენებისთვის),
- რეკომენდებულია 1 ტაბლეტის მიღება დღეში 3-ჯერ, როგორც მაღალი დოზა (განსაკუთრებით შუა ოტიტის, ქვედა სასუნთქი გზების ინფექციების და საშარდე გზების ინფექციების დროს).
40 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვებისთვის:
6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სასურველია ამოკლავინის პერორალური სუსპენზიების გამოყენება. 40 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვებისთვის ამოკლავინის ტაბლეტების გამოყენებამდე უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს. ტაბლეტის ფორმა არ არის შესაფერისი 25 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვებისთვის.
თირკმლის ან ღვიძლის პრობლემების მქონე პაციენტებისთვის:
- თუ გაქვთ თირკმლის პრობლემები, შესაძლოა შეიცვალოს თქვენი წამლის დოზა. ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სხვა დოზა ან სხვა წამალი.
- თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემები, შესაძლოა უფრო ხშირად ჩაგიტარდეთ სისხლის ანალიზები ღვიძლის მდგომარეობის შესამოწმებლად.
მიღების გზა და მეთოდი
მიიღეთ საკვებთან ერთად.
ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად დაღეჭვის გარეშე. საჭიროების შემთხვევაში, გადაყლაპვის გაძნელების გამო, ტაბლეტები შეიძლება გაიყოს ორ ნაწილად და გადაიყლაპოს ზედიზედ დაღეჭვის გარეშე.
მიიღეთ დოზები თანაბრად მთელი დღის განმავლობაში, მინიმუმ 4 საათის ინტერვალით. არ მიიღოთ ორი დოზა ერთ საათის განმავლობაში. არ გამოიყენოთ ამოკლავინი 2 კვირაზე მეტხანს. თუ თავს მაინც ცუდად გრძნობთ, მიმართეთ ექიმს.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები
გამოყენება ბავშვებში: ბავშვების მკურნალობა შესაძლებელია ამოკლავინის ტაბლეტებით ან სუსპენზიით. 25 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვებს ამოკლავინის ტაბლეტებით მკურნალობა არ შეუძლიათ. 6 წლის და უმცროსი ასაკის ბავშვებისა ან 25 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვებისატვის სასურველია ამოკლავინის სუსპენზიის ფორმებით მკურნალობა.
ხანდაზმულებში გამოყენება: არ საჭიროებს დოზის კორექციას.
გამოყენების განსაკუთრებული პირობები
თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა: თუ გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობა, დოზა ფრთხილად უნდა დაარეგულიროთ და საჭიროების შემთხვევაში შეამციროთ.
ჰემოდიალიზი (სისხლის გაწმენდის პროცესი): თუ იტარებთ ჰემოდიალიზს, დოზა ფრთხილად უნდა დაარეგულიროთ.
თუ ფიქრობთ, რომ ამოკლავინის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ მიიღეთ ამოკლავინის საჭიროზე მეტი დოზა
თუ მიიღეთ ამოკლავინის საჭიროზე მეტი დოზა, სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს კუჭის აშლას (გულისრევა, ღებინება ან დიარეა) ან კრუნჩხვებს.
თუ მიიღეთ ამოკლავინის საჭიროზე მეტი დოზა, რაც შეიძლება მალე აცნობეთ ექიმს. შეგიძლიათ თან წაიღოთ წამლის კოლოფი, რათა ექიმს აჩვენოთ.
თუ მიიღეთ ამოკლავინის საჭიროზე მეტი დოზა, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ ამოკლავინის მიღება
თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ ის როგორც კი გაგახსენდებათ. არ მიიღოთ შემდეგი დოზა ძალიან ადრე; შემდეგი დოზის მიღებამდე დაელოდეთ დაახლოებით ოთხი საათი.
უკუჩვენებები
თუ გაქვთ ალერგია ამოქსიცილინის, კლავულანის მჟავის, პენიცილინის ან ამ პრეპარატის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (იხილეთ დამხმარე ნივთიერებების სია ამ ჩანართის დასაწყისში),
თუ ოდესმე გქონიათ სერიოზული ალერგიული რეაქცია (ჰიპერმგრძნობელობა) სხვა ანტიბიოტიკის მიმართ: ეს რეაქცია შეიძლება მოიცავდეს კანზე გამონაყარს ან სახის ან ყელის შეშუპებას,
თუ ანტიბიოტიკების გამოყენებისას ოდესმე გქონიათ სიყვითლე ან ღვიძლის პრობლემები,
თუ ზემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე თქვენ გეხებათ, არ გამოიყენოთ ამოკლავინი.
თუ არ ხართ დარწმუნებული, ამოკლავინის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ამოკლავინის გამოყენებისას განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ
თუ მკურნალობთ ღვიძლის ან თირკმლის პრობლემების გამო.
თუ გაქვთ არარეგულარული შარდის გამოყოფა
თუ გაქვთ ჯირკვლოვანი ცხელება (ვირუსული ინფექციის სახეობა)
თუ ეჭვობთ ინფექციურ მონონუკლეოზს (ინფექციური დაავადება), (ამოქსიცილინის გამოყენების შემდეგ წითელას მსგავსი გამონაყარის გაჩენა შეიძლება დაკავშირებული იყოს ინფექციურ მონონუკლეოზთან)
გამოიყენეთ ამოკლავინი ექიმის მიერ რეკომენდებული ვადით. ხანგრძლივი გამოყენება იწვევს არამგრძნობიარე ორგანიზმების (მაგ., სოკოების) ჭარბ ზრდას.
ამოკლავინის მიმღებ ზოგიერთ პაციენტში აღინიშნა სისხლდენისა და პროთრომბინის დროის გახანგრძლივება. თუ მას ანტიკოაგულანტებთან ერთად გამოიყენებთ, უნდა ჩატარდეს შესაბამისი მონიტორინგი.
პაციენტებში, რომლებსაც აქვთ შარდის გამოყოფის შემცირება, დაფიქსირდა კრისტალურია (კენჭები შარდში). ამის შესამცირებლად საჭიროა სითხის საკმარისი რაოდენობით მიღება.
თუ შეინიშნება ანტიბიოტიკებით გამოწვეული მსხვილი ნაწლავის ანთება (კოლიტი), ამოკლავინით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და თუ ეს სიტუაცია თქვენ ან თქვენს შვილს განუვითარდა, ის უნდა შეაფასოს ექიმმა და დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა. ამ შემთხვევაში, არ გამოიყენოთ და არ მისცეთ თქვენს შვილს ნაწლავის მოქმედების შემაფერხებელი ანტიპერისტალტიკური პრეპარატები.
თუ ეს გაფრთხილებები თქვენ გეხებათ, მაშინაც კი, თუ ისინი წარსულში გეხებოდათ,, მიმართეთ ექიმს.
ზოგიერთ შემთხვევაში, ექიმს შეუძლია განსაზღვროს ინფექციის გამომწვევი ბაქტერიის ტიპი. შედეგების მიხედვით, შეიძლება დაინიშნოს ამოკლავინის განსხვავებული დოზა ან სხვა პრეპარატი.
სიტუაციები, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ:
ეს შეიძლება იყოს მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი (AGEP – კლინიკური მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება ანთებითი სითხით ბუშტუკის (პუსტულის) წარმოქმნით გაშლილ, გაწითლებულ კანზე, რომელსაც თან ახლავს მაღალი სიცხე, რომელიც სწრაფად და მოკლე დროში ვითარდება, ხშირად პრეპარატის მიღების შემდეგ). ეს რეაქცია მოითხოვს ამოკლავინის მიღების შეწყვეტას და ამოქსიცილინის შემდგომი გამოყენება არ უნდა განიხილებოდეს. ამოკლავინმა შეიძლება გააუარესოს ზოგიერთი არსებული სამედიცინო მდგომარეობა ან გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი მოვლენები. ესენია ალერგიული რეაქციები, კრუნჩხვები და მსხვილი ნაწლავის ანთება. ნებისმიერი პრობლემის რისკის შესამცირებლად, ამოკლავინის მიღებისას ყურადღება უნდა მიაქციოთ გარკვეულ სიმპტომებს. იხილეთ მე-4 ნაწილი „სიტუაციები, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ“.
სისხლისა და შარდის ანალიზი
თუ იტარებთ სისხლის ანალიზებს (სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობა ან ღვიძლის ფუნქციის ტესტები) ან შარდის ანალიზებს (გლუკოზის დონე), აცნობეთ ექიმს, რომ იღებთ ამოკლავინს. ეს იმიტომ ხდება, რომ ამოკლავინმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ამ ტესტების შედეგებზე.
ამოკლავინის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევის რისკის შესამცირებლად, ამოკლავინი უნდა მიიღოთ საკვებთან ერთად.
ორსულობა და ძუძუთი კვება
მედიკამენტის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
არ გამოიყენოთ პრეპარატი ორსულობის დროს, განსაკუთრებით ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში, თუ ექიმი ამას საჭიროდ არ ჩათვლის.
ამოკლავინის და ჩასახვის საწინააღმდეგო აბების ერთდროულად მიღებამ შეიძლება შეამციროს ამ უკანასკნელის ეფექტურობა. ამიტომ, ამოკლავინის მიღებისას შეიძლება საჭირო გახდეს კონტრაცეფციის დამატებითი მეთოდების გამოყენება.
თუ მკურნალობის დროს გაიგებთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ლაქტაცია

პრეპარატ ამოკლავინის ორივე აქტიური ინგრედიენტი გამოიყოფა დედის რძეში. ამასთან დაკავშირებით, ახალშობილს შეიძლება განუვითარდეს დიარეა და ლორწოვანი გარსების სოკოვანი ინფექცია, ამიტომ შესაძლოა საჭირო გახდეს ძუძუთი კვების შეწყვეტა. ძუძუთი კვების დროს ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავას გამოყენების მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ექიმი.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ამოკლავინმა შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი ეფექტები, როგორიცაა ალერგიული რეაქციები, თავბრუსხვევა და კრუნჩხვები (კრუნჩხვები; კუნთების პათოლოგიური შეკუმშვა, რომელიც შეიძლება იყოს ხანგრძლივი ან წყვეტილი, რაც გამოწვეულია ტვინის უჯრედების პათოლოგიური აქტივობით). არ მართოთ ავტომობილი და არ გამოიყენოთ მექანიზმები მანამ, სანამ თავს კარგად არ იგრძნობთ.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ამოკლავინის ზოგიერთი ნივთიერებების შესახებ
ემ პროდუქტის თითო ტაბლეტი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ); ანუ, ფაქტობრივად, ნატრიუმის გარეშეა“.
სხვა მედიკამენტების მიღება
- თუ ამოკლავინთან ერთად იღებთ ალოპურინოლს (გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ), შესაძლოა უფრო მეტად სავარაუდო იყოს კანის ალერგიული რეაქცია.
- თუ იღებთ პრობენეციდს (გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ), ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს ამოკლავინის დოზის კორექტირება.
- თუ იღებთ სისხლის შედედების საწინააღმდეგო პრეპარატებს (მაგალითად, ვარფარინი), შეიძლება დაგჭირდეთ დამატებითი სისხლის ანალიზები.
- ამოკლავინმა შეიძლება გავლენა მოახდინოს მეტოტრექსატის (კიბოს ან რევმატული დაავადებების სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატი) მოქმედებაზე.
- ამოკლავინმა შეიძლება გავლენა მოახდინოს მიკოფენოლატ მოფეტილის (ორგანოების ტრანსპლანტაციის დროს გამოყენებული პრეპარატი) მოქმედებაზე.
- ამოკლავინის ორალურ კონტრაცეპტივებთან ერთად გამოყენებამ შეიძლება შეამციროს ორალური კონტრაცეპტივების ეფექტურობა.
გთხოვთ, აცნობოთ ექიმს, თუ იღებთ ან ბოლო დროს მიიღეთ სხვა პრეპარატები, მათ შორის რეცეპტის გარეშე გაცემული პრეპარატები.
გვერდითი მოვლენები
- როგორ შევინახოთ ამოკლავინი
რა არის ამოკლავინი და რისთვის გამოიყენება
ამოკლავინი ფართო სპექტრის ანტიბაქტერიული პრეპარატია, რომელიც ანადგურებს ინფექციების გამომწვევ ბაქტერიებს. ის შეიცავს ორ განსხვავებულ აქტიურ ნივთიერებას, ამოქსიცილინს და კლავულანის მჟავას. ამოქსიცილინი მიეკუთვნება „პენიცილინები“-ს სახელწოდებით ცნობილ მედიკამენტების ჯგუფს, რომელთა ინაქტივაცია (მოქმედების შეჩერება) ზოგჯერ შესაძლებელია და კლავულანის მჟავა ხელს უშლის ამოქსიცილინის ინაქტივაციას.
ამოკლავინი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი ხელმისაწვდომია ბლისტერულ შეფუთვაში, რომელიც შეიცავს 10, 14 ან 20 თეთრ, უსუნო, ოდნავ ამოზნექილ, მოგრძო, ერთგვაროვან, აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტს, ერთ მხარეს გამყოფი ჭდით და მეორე მხარეს DEVA-ს წარწერით. ჭდის დანიშნულებაა ტაბლეტის გადაყლაპვისას გატეხვის გაადვილება. ამოქსიცილინის ტრიჰიდრატი წარმოებულია მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ცხვრის ან თხის რძისგან.
ამოკლავინი განკუთვნილია პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით გამოწვეული შემდეგი ინფექციების ხანმოკლე მკურნალობისთვის ზრდასრულებსა და ბავშვებში:
- ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, როგორიცაა ბაქტერიებით გამოწვეული სინუსების ანთება (დიაგნოსტირებული სათანადო დიაგნოზით), მწვავე შუა ოტიტი და მორეციდივე ტონზილიტი.
- ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები, როგორიცაა ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება (დიაგნოსტირებულია სათანადო დიაგნოზით), არაჰოსპიტალური პნევმონია (ფილტვების ანთება, რომელიც ვითარდება ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში).
- საშარდე გზების ინფექციები, როგორიცაა შარდის ბუშტის ანთება, თირკმელების ბაქტერიული ინფექციები
- კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები, როგორიცაა ცელულიტი (კანქვეშა შრისა და ცხიმოვანი ქსოვილის ანთება) და ცხოველის ნაკბენები
- სტომატოლოგიური ინფექციები, როგორიცაა მძიმე სტომატოლოგიური აბსცესები გავრცელებული ცელულიტით (კანქვეშა შრისა და ცხიმოვანი ქსოვილის ანთება).
- ძვლებისა და სახსრების ინფექციები, განსაკუთრებით ძვლების ანთება (ოსტეომიელიტი).
რა უნდა იცოდეთ ამოკლავინის გამოყენებამდე
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
სარეკომენდაციო ვერსია
შეფუთვის ჩანართი
ამოკლავინი® 875მგ/125მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
შიგნით მისაღებად.
აქტიური ნივთიერება: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 875მგ ამოქსიცილინის ექვივალენტურ ამოქსიცილინის ტრიჰიდრატს (წარმოებული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ცხვრის ან თხის რძისგან) და 125 მგ კლავულანის მჟავის ექვივალენტურ კალიუმის კლავულანატს.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, უწყლო კოლოიდური სილიციუმი, სილიციუმის კოლოიდური ჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი; Aquar. Prfrd. Hspbpp 218011: ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი 3350, პოლიდექსტროზა, კოპოვიდონი, საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდები.
ამ მედიკამენტის მიღების დაწყებამდე ყურადღებით გაეცანით შეფუთვის ჩანართს, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა, ხელახლა დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს მედიკამენტი თქვენთვისაა დანიშნული. არ გადასცეთ ის სხვებს.
ამ მედიკამენტის მიღებისას, ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტისას აცნობეთ თქვენს ექიმს მისი გამოყენების შესახებ.
ზუსტად დაიცავით ამ ფურცელ-ჩანართში მითითებული ინსტრუქციები. არ მიიღოთ მედიკამენტი რეკომენდებულზე მაღალი ან დაბალი დოზით.
ფურცელ-ჩანართის შინაარსი:
- რა არის ამოკლავინი და რისთვის გამოიყენება
- რა უნდა იცოდეთ ამოკლავინის გამოყენებამდე
- ამოკლავინის მიღების წესი
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
- როგორ შევინახოთ ამოკლავინი
რა არის ამოკლავინი და რისთვის გამოიყენება
ამოკლავინი ფართო სპექტრის ანტიბაქტერიული პრეპარატია, რომელიც ანადგურებს ინფექციების გამომწვევ ბაქტერიებს. ის შეიცავს ორ განსხვავებულ აქტიურ ნივთიერებას, ამოქსიცილინს და კლავულანის მჟავას. ამოქსიცილინი მიეკუთვნება „პენიცილინები“-ს სახელწოდებით ცნობილ მედიკამენტების ჯგუფს, რომელთა ინაქტივაცია (მოქმედების შეჩერება) ზოგჯერ შესაძლებელია და კლავულანის მჟავა ხელს უშლის ამოქსიცილინის ინაქტივაციას.
ამოკლავინი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი ხელმისაწვდომია ბლისტერულ შეფუთვაში, რომელიც შეიცავს 10, 14 ან 20 თეთრ, უსუნო, ოდნავ ამოზნექილ, მოგრძო, ერთგვაროვან, აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტს, ერთ მხარეს გამყოფი ჭდით და მეორე მხარეს DEVA-ს წარწერით. ჭდის დანიშნულებაა ტაბლეტის გადაყლაპვისას გატეხვის გაადვილება. ამოქსიცილინის ტრიჰიდრატი წარმოებულია მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ცხვრის ან თხის რძისგან.
ამოკლავინი განკუთვნილია პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით გამოწვეული შემდეგი ინფექციების ხანმოკლე მკურნალობისთვის ზრდასრულებსა და ბავშვებში:
- ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, როგორიცაა ბაქტერიებით გამოწვეული სინუსების ანთება (დიაგნოსტირებული სათანადო დიაგნოზით), მწვავე შუა ოტიტი და მორეციდივე ტონზილიტი.
- ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები, როგორიცაა ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება (დიაგნოსტირებულია სათანადო დიაგნოზით), არაჰოსპიტალური პნევმონია (ფილტვების ანთება, რომელიც ვითარდება ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში).
- საშარდე გზების ინფექციები, როგორიცაა შარდის ბუშტის ანთება, თირკმელების ბაქტერიული ინფექციები
- კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები, როგორიცაა ცელულიტი (კანქვეშა შრისა და ცხიმოვანი ქსოვილის ანთება) და ცხოველის ნაკბენები
- სტომატოლოგიური ინფექციები, როგორიცაა მძიმე სტომატოლოგიური აბსცესები გავრცელებული ცელულიტით (კანქვეშა შრისა და ცხიმოვანი ქსოვილის ანთება).
- ძვლებისა და სახსრების ინფექციები, განსაკუთრებით ძვლების ანთება (ოსტეომიელიტი).
რა უნდა იცოდეთ ამოკლავინის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ ამოკლავინი,
თუ გაქვთ ალერგია ამოქსიცილინის, კლავულანის მჟავის, პენიცილინის ან ამ პრეპარატის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (იხილეთ დამხმარე ნივთიერებების სია ამ ჩანართის დასაწყისში),
თუ ოდესმე გქონიათ სერიოზული ალერგიული რეაქცია (ჰიპერმგრძნობელობა) სხვა ანტიბიოტიკის მიმართ: ეს რეაქცია შეიძლება მოიცავდეს კანზე გამონაყარს ან სახის ან ყელის შეშუპებას,
თუ ანტიბიოტიკების გამოყენებისას ოდესმე გქონიათ სიყვითლე ან ღვიძლის პრობლემები,
თუ ზემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე თქვენ გეხებათ, არ გამოიყენოთ ამოკლავინი.
თუ არ ხართ დარწმუნებული, ამოკლავინის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ამოკლავინის გამოყენებისას განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ
თუ მკურნალობთ ღვიძლის ან თირკმლის პრობლემების გამო.
თუ გაქვთ არარეგულარული შარდის გამოყოფა
თუ გაქვთ ჯირკვლოვანი ცხელება (ვირუსული ინფექციის სახეობა)
თუ ეჭვობთ ინფექციურ მონონუკლეოზს (ინფექციური დაავადება), (ამოქსიცილინის გამოყენების შემდეგ წითელას მსგავსი გამონაყარის გაჩენა შეიძლება დაკავშირებული იყოს ინფექციურ მონონუკლეოზთან)
გამოიყენეთ ამოკლავინი ექიმის მიერ რეკომენდებული ვადით. ხანგრძლივი გამოყენება იწვევს არამგრძნობიარე ორგანიზმების (მაგ., სოკოების) ჭარბ ზრდას.
ამოკლავინის მიმღებ ზოგიერთ პაციენტში აღინიშნა სისხლდენისა და პროთრომბინის დროის გახანგრძლივება. თუ მას ანტიკოაგულანტებთან ერთად გამოიყენებთ, უნდა ჩატარდეს შესაბამისი მონიტორინგი.
პაციენტებში, რომლებსაც აქვთ შარდის გამოყოფის შემცირება, დაფიქსირდა კრისტალურია (კენჭები შარდში). ამის შესამცირებლად საჭიროა სითხის საკმარისი რაოდენობით მიღება.
თუ შეინიშნება ანტიბიოტიკებით გამოწვეული მსხვილი ნაწლავის ანთება (კოლიტი), ამოკლავინით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და თუ ეს სიტუაცია თქვენ ან თქვენს შვილს განუვითარდა, ის უნდა შეაფასოს ექიმმა და დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა. ამ შემთხვევაში, არ გამოიყენოთ და არ მისცეთ თქვენს შვილს ნაწლავის მოქმედების შემაფერხებელი ანტიპერისტალტიკური პრეპარატები.
თუ ეს გაფრთხილებები თქვენ გეხებათ, მაშინაც კი, თუ ისინი წარსულში გეხებოდათ,, მიმართეთ ექიმს.
ზოგიერთ შემთხვევაში, ექიმს შეუძლია განსაზღვროს ინფექციის გამომწვევი ბაქტერიის ტიპი. შედეგების მიხედვით, შეიძლება დაინიშნოს ამოკლავინის განსხვავებული დოზა ან სხვა პრეპარატი.
სიტუაციები, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ:
ეს შეიძლება იყოს მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი (AGEP – კლინიკური მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება ანთებითი სითხით ბუშტუკის (პუსტულის) წარმოქმნით გაშლილ, გაწითლებულ კანზე, რომელსაც თან ახლავს მაღალი სიცხე, რომელიც სწრაფად და მოკლე დროში ვითარდება, ხშირად პრეპარატის მიღების შემდეგ). ეს რეაქცია მოითხოვს ამოკლავინის მიღების შეწყვეტას და ამოქსიცილინის შემდგომი გამოყენება არ უნდა განიხილებოდეს. ამოკლავინმა შეიძლება გააუარესოს ზოგიერთი არსებული სამედიცინო მდგომარეობა ან გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი მოვლენები. ესენია ალერგიული რეაქციები, კრუნჩხვები და მსხვილი ნაწლავის ანთება. ნებისმიერი პრობლემის რისკის შესამცირებლად, ამოკლავინის მიღებისას ყურადღება უნდა მიაქციოთ გარკვეულ სიმპტომებს. იხილეთ მე-4 ნაწილი „სიტუაციები, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ“.
სისხლისა და შარდის ანალიზი
თუ იტარებთ სისხლის ანალიზებს (სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობა ან ღვიძლის ფუნქციის ტესტები) ან შარდის ანალიზებს (გლუკოზის დონე), აცნობეთ ექიმს, რომ იღებთ ამოკლავინს. ეს იმიტომ ხდება, რომ ამოკლავინმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ამ ტესტების შედეგებზე.
ამოკლავინის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევის რისკის შესამცირებლად, ამოკლავინი უნდა მიიღოთ საკვებთან ერთად.
ორსულობა
მედიკამენტის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
არ გამოიყენოთ პრეპარატი ორსულობის დროს, განსაკუთრებით ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში, თუ ექიმი ამას საჭიროდ არ ჩათვლის.
ამოკლავინის და ჩასახვის საწინააღმდეგო აბების ერთდროულად მიღებამ შეიძლება შეამციროს ამ უკანასკნელის ეფექტურობა. ამიტომ, ამოკლავინის მიღებისას შეიძლება საჭირო გახდეს კონტრაცეფციის დამატებითი მეთოდების გამოყენება.
თუ მკურნალობის დროს გაიგებთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ლაქტაცია
მედიკამენტის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
პრეპარატ ამოკლავინის ორივე აქტიური ინგრედიენტი გამოიყოფა დედის რძეში. ამასთან დაკავშირებით, ახალშობილს შეიძლება განუვითარდეს დიარეა და ლორწოვანი გარსების სოკოვანი ინფექცია, ამიტომ შესაძლოა საჭირო გახდეს ძუძუთი კვების შეწყვეტა. ძუძუთი კვების დროს ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავას გამოყენების მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ექიმი.
ავტომობილის მართვა და სხვა მექანიზმებთან მუშაობა
ამოკლავინმა შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი ეფექტები, როგორიცაა ალერგიული რეაქციები, თავბრუსხვევა და კრუნჩხვები (კრუნჩხვები; კუნთების პათოლოგიური შეკუმშვა, რომელიც შეიძლება იყოს ხანგრძლივი ან წყვეტილი, რაც გამოწვეულია ტვინის უჯრედების პათოლოგიური აქტივობით). არ მართოთ ავტომობილი და არ გამოიყენოთ მექანიზმები მანამ, სანამ თავს კარგად არ იგრძნობთ.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ამოკლავინის ზოგიერთი ნივთიერებების შესახებ
ემ პროდუქტის თითო ტაბლეტი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ); ანუ, ფაქტობრივად, ნატრიუმის გარეშეა“.
სხვა მედიკამენტების მიღება
- თუ ამოკლავინთან ერთად იღებთ ალოპურინოლს (გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ), შესაძლოა უფრო მეტად სავარაუდო იყოს კანის ალერგიული რეაქცია.
- თუ იღებთ პრობენეციდს (გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ), ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს ამოკლავინის დოზის კორექტირება.
- თუ იღებთ სისხლის შედედების საწინააღმდეგო პრეპარატებს (მაგალითად, ვარფარინი), შეიძლება დაგჭირდეთ დამატებითი სისხლის ანალიზები.
- ამოკლავინმა შეიძლება გავლენა მოახდინოს მეტოტრექსატის (კიბოს ან რევმატული დაავადებების სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატი) მოქმედებაზე.
- ამოკლავინმა შეიძლება გავლენა მოახდინოს მიკოფენოლატ მოფეტილის (ორგანოების ტრანსპლანტაციის დროს გამოყენებული პრეპარატი) მოქმედებაზე.
- ამოკლავინის ორალურ კონტრაცეპტივებთან ერთად გამოყენებამ შეიძლება შეამციროს ორალური კონტრაცეპტივების ეფექტურობა.
გთხოვთ, აცნობოთ ექიმს, თუ იღებთ ან ბოლო დროს მიიღეთ სხვა პრეპარატები, მათ შორის რეცეპტის გარეშე გაცემული პრეპარატები.
ამოკლავინის მიღების წესი
სწორი გამოყენებისა და დოზის/მიღების სიხშირის ინსტრუქცია:
ამოკლავინი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ისე, როგორც ექიმმა ან ფარმაცევტმა დაგინიშნათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ზრდასრულებისა და ≥40 კგ წონის ბავშვებისთვის
- 1 ტაბლეტი დღეში ორჯერ, როგორც სტანდარტული დოზა (ყველა ჩვენებისთვის),
- რეკომენდებულია 1 ტაბლეტის მიღება დღეში 3-ჯერ, როგორც მაღალი დოზა (განსაკუთრებით შუა ოტიტის, ქვედა სასუნთქი გზების ინფექციების და საშარდე გზების ინფექციების დროს).
40 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვებისთვის:
6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სასურველია ამოკლავინის პერორალური სუსპენზიების გამოყენება. 40 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვებისთვის ამოკლავინის ტაბლეტების გამოყენებამდე უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს. ტაბლეტის ფორმა არ არის შესაფერისი 25 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვებისთვის.
თირკმლის ან ღვიძლის პრობლემების მქონე პაციენტებისთვის:
- თუ გაქვთ თირკმლის პრობლემები, შესაძლოა შეიცვალოს თქვენი წამლის დოზა. ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სხვა დოზა ან სხვა წამალი.
- თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემები, შესაძლოა უფრო ხშირად ჩაგიტარდეთ სისხლის ანალიზები ღვიძლის მდგომარეობის შესამოწმებლად.
მიღების გზა და მეთოდი
მიიღეთ საკვებთან ერთად.
ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად დაღეჭვის გარეშე. საჭიროების შემთხვევაში, გადაყლაპვის გაძნელების გამო, ტაბლეტები შეიძლება გაიყოს ორ ნაწილად და გადაიყლაპოს ზედიზედ დაღეჭვის გარეშე.
მიიღეთ დოზები თანაბრად მთელი დღის განმავლობაში, მინიმუმ 4 საათის ინტერვალით. არ მიიღოთ ორი დოზა ერთ საათის განმავლობაში. არ გამოიყენოთ ამოკლავინი 2 კვირაზე მეტხანს. თუ თავს მაინც ცუდად გრძნობთ, მიმართეთ ექიმს.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები
გამოყენება ბავშვებში: ბავშვების მკურნალობა შესაძლებელია ამოკლავინის ტაბლეტებით ან სუსპენზიით. 25 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვებს ამოკლავინის ტაბლეტებით მკურნალობა არ შეუძლიათ. 6 წლის და უმცროსი ასაკის ბავშვებისა ან 25 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვებისატვის სასურველია ამოკლავინის სუსპენზიის ფორმებით მკურნალობა.
ხანდაზმულებში გამოყენება: არ საჭიროებს დოზის კორექციას.
გამოყენების განსაკუთრებული პირობები
თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა: თუ გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობა, დოზა ფრთხილად უნდა დაარეგულიროთ და საჭიროების შემთხვევაში შეამციროთ.
ჰემოდიალიზი (სისხლის გაწმენდის პროცესი): თუ იტარებთ ჰემოდიალიზს, დოზა ფრთხილად უნდა დაარეგულიროთ.
თუ ფიქრობთ, რომ ამოკლავინის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ მიიღეთ ამოკლავინის საჭიროზე მეტი დოზა
თუ მიიღეთ ამოკლავინის საჭიროზე მეტი დოზა, სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს კუჭის აშლას (გულისრევა, ღებინება ან დიარეა) ან კრუნჩხვებს.
თუ მიიღეთ ამოკლავინის საჭიროზე მეტი დოზა, რაც შეიძლება მალე აცნობეთ ექიმს. შეგიძლიათ თან წაიღოთ წამლის კოლოფი, რათა ექიმს აჩვენოთ.
თუ მიიღეთ ამოკლავინის საჭიროზე მეტი დოზა, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ ამოკლავინის მიღება
თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ ის როგორც კი გაგახსენდებათ. არ მიიღოთ შემდეგი დოზა ძალიან ადრე; შემდეგი დოზის მიღებამდე დაელოდეთ დაახლოებით ოთხი საათი.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზების ასანაზღაურებლად.
თუ შეწყვიტეთ ამოკლავინის მიღება
ამოკლავინი უნდა მიიღოთ ექიმის მიერ რეკომენდებული დოზით. გააგრძელეთ ამოკლავინის მიღება მკურნალობის სრული პერიოდის განმავლობაში, თუნდაც თავს უკეთ გრძნობდეთ. მიღებული თითოეული დოზა აუცილებელია ინფექციასთან საბრძოლველად. თუ ბაქტერიების ნაწილი გადარჩა, მათ შეუძლიათ ინფექციის რეციდივის გამოწვევა.
ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოვლინდეს იმ ადამიანებში, რომლებსაც აქვთ მომატებული მგრძნობელობა ამოკლავინის ინგრედიენტების მიმართ. ამ მედიკამენტის გამოყენებისას შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები.
თუ შენიშნავთ რომელიმე შემდეგ გვერდით ეფექტს, შეწყვიტეთ ამოკლავინის მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას:
სიტუაციები, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ
ალერგიული რეაქციები:
- კანზე გამონაყარი,
- სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი); კანზე წითელი ან იისფერი ამობურცული ხილული ლაქები, მაგრამ შეიძლება სხეულის სხვა ნაწილებზეც მოიცავდეს,
- ცხელება, სახსრების ტკივილი, კისრის, იღლიის ან საზარდულის ჯირკვლების შეშუპება,
- ზოგჯერ სახის ან ყელის შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება), შეშუპება, რომელიც სუნთქვას ართულებს,
- კოლაფსი (პერიფერიული სისხლძარღვების გაფართოებით და იქ სისხლის დაგროვებით გამოწვეული მძიმე კოლაფსი, ორგანიზმში ყველა ძალის უეცარი შეწყვეტა),
- ალერგიულ რეაქციებთან დაკავშირებული ტკივილი გულმკერდის არეში (კოუნისის სინდრომი), რაც შეიძლება ალერგიით გამოწვეული გულის შეტევის სიმპტომი იყოს.
თუ ამ სიმპტომებიდან რომელიმე შენიშნეთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, შეწყვიტეთ ამოკლავინის მიღება.
მსხვილი ნაწლავის ანთება
მსხვილი ნაწლავის ანთება, რომელიც იწვევს წყლიან დიარეას, კუჭის ტკივილს და/ან ცხელებას, ხშირად თან ახლავს სისხლიანი და ლორწოვანი ქსოვილის (ლორწო) გამონადენი.
წამლით გამოწვეული ენტეროკოლიტის სინდრომი (DIES)
DIES-ის შემთხვევები დაფიქსირდა განსაკუთრებით ბავშვებში, რომლებიც იღებდნენ ამოქსიცილინს/კლავულანის მჟავას. ეს არის ალერგიული რეაქციის სპეციფიკური ტიპი, რომლის ძირითადი სიმპტომია განმეორებითი ღებინება (წამლის გამოყენებიდან 1-დან 4 საათამდე). სხვა სიმპტომებია მუცლის ტკივილი, ლეთარგია (მუდმივი ძილი), დიარეა და დაბალი არტერიული წნევა.
პანკრეასის მწვავე ანთება (მწვავე პანკრეატიტი)
თუ გაქვთ ძლიერი და მუდმივი ტკივილი მუცლის არეში, ეს შეიძლება იყოს მწვავე პანკრეატიტის ნიშანი.
თუ თქვენ განიცდით ამ სიმპტომებს, რაც შეიძლება მალე დაუკავშირდით ექიმს რჩევის მისაღებად.
გვერდითი მოვლენები აღწერილია შემდეგ კატეგორიებში:
ძალიან ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10 პაციენტიდან სულ მცირე 1-ში.
ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 100 პაციენტიდან 1-ზე მეტში.
არც ისე ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 1000 პაციენტიდან 1-ზე მეტში.
იშვიათი: შეიძლება გამოვლინდეს 1000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 10000 პაციენტიდან 1-ზე მეტში.
ძალიან იშვიათი: შეიძლება გამოვლინდეს 10000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში.
უცნობი: არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია.
ძალიან ხშირი:
- დიარეა (ზრდასრულებში)
ხშირი:
- სოკოვანი ინფექციის სახეობა, რომელიც აზიანებს ლორწოვან გარსებსა და კანს (ლორწოვან-კანის კანდიდოზი).
- გულისრევის შეგრძნება, განსაკუთრებით მაღალი დოზებით მიღებისას.
თუ ეს ეფექტი აღინიშნება, ამოკლავინი უნდა მიიღოთ საკვებთან ერთად.
- ღებინება
- დიარეა (ბავშვებში)
არც ისე ხშირი:
- კანზე გამონაყარი
- ქავილი
- ჭინჭრის ციება
- თავბრუსხვევა
- თავის ტკივილი
- საჭმლის მონელების გაძნელება
არც ისე ხშირი გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს სისხლის ანალიზში:
- ღვიძლის მიერ გამომუშავებული ზოგიერთი ნივთიერების (ფერმენტების) დონის მომატება (ეს გვერდითი ეფექტი შეიძლება გამოვლინდეს სისხლის ანალიზში)
იშვიათი:
- კანზე გამონაყარი ჩნდება ამობურცული და პატარა ლაქების სახით (მულტიფორმული ერითემა, რომელიც შეინიშნება ცენტრალური მუქი ლაქების გარშემო უფრო ღია ფერის არეთი და საზღვარზე მუქი რგოლით)
თუ შეამჩნევთ რომელიმე ამ სიმპტომს, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
- შექცევადი ლეიკოპენია (ნეიტროპენიის ჩათვლით) და თრომბოციტოპენია (სისხლის ზოგიერთი უჯრედის რაოდენობის შემცირება).
იშვიათი გვერდითი მოვლენები შეიძლება ასევე გამოვლინდეს სისხლის ანალიზებში:
- სისხლის შედედებისთვის საჭირო უჯრედების რაოდენობის შემცირება
- ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება
უცნობია:
- ალერგიული რეაქციები (იხ. ზემოთ)
- მსხვილი ნაწლავის ანთება (იხ. ზემოთ)
- ტვინისა და ზურგის ტვინის გარშემო გარსების ანთება (ასეპტიკური მენინგიტი)
- კანის სერიოზული რეაქციები:
- ფართოდ გავრცელებული კანზე გამონაყარი ბუშტუკებით და აქერცლილი კანით, განსაკუთრებით პირის ღრუს, ცხვირის, თვალების და სასქესო ორგანოების ირგვლივ (სტივენს-ჯონსონის სინდრომი), ხოლო უფრო მძიმე ფორმებში, კანის ინტენსიური აქერცვლა (სხეულის ზედაპირის 30%-ზე მეტი - ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი)
- ფართოდ გავრცელებული კანის წითელი გამონაყარი პატარა ჩირქის შემცველი ბუშტუკებით (ბულოზური ექსფოლიატიური დერმატიტი)
- წითელი, ქერცლიანი გამონაყარი ბუშტუკებით და კანქვეშ ბუშტუკებით (ეგზანთემატოზური პუსტულოზი).
- გამონაყარი გრიპის მსგავსი სიმპტომებით, ცხელებით, ჯირკვლების შეშუპებით და სისხლის ანალიზის პათოლოგიური შედეგებით (მათ შორის ლეიკოციტების (ეოზინოფილია) და ღვიძლის ფერმენტების მატებით) (წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS)).
- წითელი გამონაყარი, რომელიც ხშირად ჩნდება დუნდულების ორივე მხარეს, ბარძაყის ზედა შიდა ზედაპირზე, იღლიებსა და კისერზე (წამალთან დაკავშირებული სიმეტრიული ინტერტრიგინოზული და უეცარი ეგზანთემა (SDRIFE).
- არამგრძნობიარე მიკროორგანიზმების ჭარბი ზრდა
თუ შეამჩნევთ რომელიმე ამ სიმპტომს, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
- გამონაყარი ცენტრში ქერქით ან ბუშტუკები, რომლებიც წრეზეა განლაგებული, როგორც მარგალიტის ძაფი (ხაზოვანი IgA დაავადება)
- ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი)
- სიყვითლე, რომელიც გამოწვეულია სისხლში ბილირუბინის (ღვიძლის მიერ გამომუშავებული ნივთიერება) მომატებით, რაც იწვევს კანისა და თვალის თეთრი გარსის გაყვითლებას
- თირკმლის მილების ანთება (ინტერსტიციული ნეფრიტი)
- სისხლის შედედების გახანგრძლივება
- ჰიპერაქტიურობა
- კრუნჩხვები (ამოქსიცილინ-კლავულანის მჟავას მაღალი დოზების მიმღებ ან თირკმლის პრობლემების მქონე პირებში)
- ენის შავი შეფერილობა
გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს სისხლის ან შარდის ანალიზებში:
- ლეიკოციტების რაოდენობის მკვეთრი შემცირება
- სისხლის წითელი უჯრედების დაბალი რაოდენობა (ჰემოლიზური ანემია)
- კრისტალების გაჩენა შარდში (კრისტალურია (რაც იწვევს თირკმლის მწვავე დაზიანებას))
თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ, აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება
თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ისინი ჩამოთვლილი გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ასევე, შეგიძლიათ შეატყობინოთ ნებისმიერი გვერდითი მოვლენის შესახებ თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TÜFAM) ვებგვერდზე www.titck.gov.tr-ზე „წამლის გვერდითი მოვლენების შეტყობინების“ ხატულაზე დაწკაპუნებით ან გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების ცხელ ხაზზე დარეკვით ნომერზე 0 800 314 00 08. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით, თქვენ ხელს შეუწყობთ თქვენს მიერ გამოყენებული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებას.
როგორ შევინახოთ ამოკლავინი
ამოკლავინი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილას, ორიგინალ შეფუთვაში.
შეინახეთ 25°C-მდე ოთახის ტემპერატურაზე და მშრალ ადგილას.
გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.
არ გამოიყენოთ ამოკლავინი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.
არ გადააგდოთ მედიკამენტები ჩამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ გადაყაროთ გამოუყენებელი მედიკამენტები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
სავაჭრო ავტორიცაზიის მფლობელი:
შპს დევა ჰოლდინგი
კიუჩუკჩექმეჯე - სტამბოლი
წარმოების ადგილი:
შპს დევა ჰოლდინგი
კაპაკლი - თექირდაგი
ეს შეფუთვის ჩანართი დამტკიცდა 2025 წლის 22 აპრილს.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.