პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ნერვული სისტემის სამკურნალო სხვა პრეპარატები

ალპოსცერი

ALPOSCER

რეცეპტით1000მგინსტრუქცია ქართულადსაქართველო
რისთვის გამოიყენება

ქალა-ტვინის მძიმე ტრავმის შემდგომი მწვავე პერიოდი, უპირატესად, დაზიანება ტვინის ღეროს დონეზე (ცნობიერების დარღვევა, კომატოზური მდგომარეობა, კეროვანი ნახევარსფერული სიმპტომატიკა, ტვინის ღეროს დაზიანების სიმპტომები). …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
choline alfoscerate
ფორმა და შეფუთვა
1000მგ/4მლ 4მლ ი.მ. და ი.ვ. საინექციო ხსნარი მინის ამპულა №5
მწარმოებელი
„AVERSI-RATIONAL“ LTD (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Private Joint Stock Company (PrJSC) “Pharmaceutical Firm “Darnytsia”(უკრაინა)), საქართველო
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ნერვული სისტემის დაავადებების სამკურნალო სხვა პრეპარატები, პარასიმპათომიმეტური სხვა საშუალებები
ATC კოდი
N07AX02
რეგისტრაციის ნომერი
რ-042779
რეგისტრირებულია
11 თებერვალი 2025, მოქმედებს 11 თებერვალი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
„AVERSI-RATIONAL“ LTD (საქართველო)
განმცხადებელი
შპს „ავერსი-რაციონალი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაალპოსცერი და სხვა წამალი ერთად

ალპოსცერი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ქალა-ტვინის მძიმე ტრავმის შემდგომი მწვავე პერიოდი, უპირატესად, დაზიანება ტვინის ღეროს დონეზე (ცნობიერების დარღვევა, კომატოზური მდგომარეობა, კეროვანი ნახევარსფერული სიმპტომატიკა, ტვინის ღეროს დაზიანების სიმპტომები).

დეგენერაციულ-ინვოლუციური ფსიქოორგანული სინდრომები ან ცერებროვასკულური უკმარისობის მეორადი შედეგები, ანუ, კოგნიტური ფუნქციის პირველადი ან მეორადი დარღვევები ხანდაზმულებში, რასაც ახასიეთებს მეხსიერების დარღვევა, ცნობიერების არევა, დეზორიენტაცია, მოტივაციისა და ინიციატივის დაქვეითება, კონცენტრაციის უნარის შესუსტება; ცვლილებები ემოციურ და ქცევის სფეროში: ემოციური არასტაბილურობა, გაღიზიანება, გარემოს მიმართ ინტერესის დაკარგვა; ფსევდომელანქოლია ხანდაზმულებში.

მიღების წესი და დოზირება

რეკომენდებულია ინტრამუსკულარი ან ინტრავენური ნელი შეყვანა დოზით 1000 მგ (1 ამპულა) დღე-ღამეში ერთხელ. დოზირება შეიძლება შეიცვალოს ექიმის დანიშნულების მიხედვით.

დაუშვებელია პრეპარატის სხვა სამკურნალო საშუალებებთან შერევა.

მკურნალობის საშუალო კურსი შეადგენს 15-20 დღეს.

ბავშვები

ქოლინის ალფოსცერატის გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება 18 წლამდე ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

ფსიქოზური სინდრომი, მძიმე ფსიქომოტორული აგზნება.

ორსულობის და ლაქტაციის პერიოდი.

სიფრთხილის ზომები

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატი არ ახდენს გავლენას ავტოტრანსპორტის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

შეფუთვა:

4 მლ საინექციო ხსნარი გამჭვირვალე მინის ამპულებში, 5 ამპულა მუყაოს კოლოფში.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

სხვა სამკურნალო საშუალებებთან პრეპარატის კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება დადგენილი არ არის.

ორსულობა და ძუძუთი კვება

პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში.

გვერდითი მოვლენები

როგორც წესი, ალპოსცერი კარგად აიტანება ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაშიც კი.

შესაძლებელია შეყვანის ადგილზე რეაქციების განვითარება, გულისრევა (მეორადი დოფამინერგული აქტივაციის შედეგად), არტერიული წნევის დაქვეითება, თავის ტკივილი. ძალიან იშვიათად ვითარდება აბდომინალური ტკივილი და ცნობიერების ხანმოკლე არევა. ასეთ შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის დოზის შემცირება.

შესაძლებელია ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების განვითარება გამონაყარის, ქავილის, ჭინჭრის ციების, ანგიონევროზული შეშუპების, კანის გაწითლების ჩათვლით.

მკურნალობის დაწყებიდან პირველი დღეების ან კვირების განმავლობაში შესაძლებელია გამოვლინდეს შფოთვა, აჟიტირება, უძილობა. ეს სიმპტომები გარდამავალია და არ საჭიროებს მკურნალობის შეწყვეტას, მაგრამ შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის დროებითი შემცირება.

იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

ჭარბი დოზა

ჭარბი დოზირების შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს გულისრევა, შფოთვა, აგზნება, უძილობა. საჭიროა პრეპარატის დოზის შემცირება. ტარდება სიმპტომური თერაპია.

შემადგენლობა

საინექციო ხსნარის 1 მლ შეიცავს: ქოლინის ალფოსცერატს 250 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: საინექციო წყალი.

შენახვის პირობები

ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე ორიგინალურ შეფუთვაში ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. დაუშვებელია გაყინვა.

ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.

ვარგისობის ვადა:

3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ქოლინის ალფოსცერატი მიეკუთვნება ცენტრალური ქოლინომიმეტიკების ჯგუფს უპირატესი მოქმედებით ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.

პრეპარატი შეიცავს 40.5% მეტაბოლურად დაცულ ქოლინს, რომლის გამოთავისუფლება ხდება თავის ტვინში. ფერმენტების ზემოქმედების შედეგად, ორგანიზმში ქოლინის ალფოსცერატი იშლება ქოლინის და გლიცეროფოსფატის გამოყოფით. ქოლინი მონაწილეობს ერთ-ერთი ძირითადი ნეირომედიატორის - აცეტილქოლინის ბიოსინთეზში, ხოლო გლიცეროფოსფატი წარმოადგენს ნეირონული მემბრანის ფოსფოლიპიდების წინამორბედს. ამგვარად, ალპოსცერი აუმჯობესებს ნერვული იმპულსების გადაცემას ქოლინერგულ ნეირონებში, ასევე სისხლის მიმოქცევას და მეტაბოლურ პროცესებს თავის ტვინში, დადებითად მოქმედებს ნეირონული მემბრანების პლასტიურობაზე და რეცეპტორების ფუნქციაზე, ააქტიურებს რეტიკულური ფორმაციის სტრუქტურებს და აღადგენს ცნობიერებას ტვინის ტრავმული დაზიანების დროს.

ტვინის ინვოლუციური დაავადებების დროს ალპოსცერი დადებითად მოქმედებს მეხსიერების ფუნქციაზე, შემეცნების უნარზე, ემოციური მდგომარეობის და ქცევის მაჩვენებლებზე.

ფარმაკოკინეტიკა:

საშუალოდ, აბსორბირდება სამკურნალო საშუალების შეყვანილი დოზის 88%. აკუმულირდება ძირითადად ტვინში (45%), ფილტვებსა და ღვიძლში. გამოიყოფა უმეტეს წილად ფილტვებით ნახშირბადის დიოქსიდის (СО2) სახით, ხოლო დანარჩენი რაოდენობა (15%) - შარდთან და ნაღველთან ერთად.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

ალპოსცერი

(ALPOSCER)

ზოგადი დახასიათება:

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ქოლინის ალფოსცერატი;

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:

გამჭვირვალე უფერო ხსნარი;

შემადგენლობა:

საინექციო ხსნარის 1 მლ შეიცავს: ქოლინის ალფოსცერატს 250 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: საინექციო წყალი.

გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ნერვულ სისტემაზე მოქმედი საშუალებები. პარასიმპათომიმეტურები. ქოლინის ალფოსცერატი.

ათქ-კოდი: N07AX02

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ქოლინის ალფოსცერატი მიეკუთვნება ცენტრალური ქოლინომიმეტიკების ჯგუფს უპირატესი მოქმედებით ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.

პრეპარატი შეიცავს 40.5% მეტაბოლურად დაცულ ქოლინს, რომლის გამოთავისუფლება ხდება თავის ტვინში. ფერმენტების ზემოქმედების შედეგად, ორგანიზმში ქოლინის ალფოსცერატი იშლება ქოლინის და გლიცეროფოსფატის გამოყოფით. ქოლინი მონაწილეობს ერთ-ერთი ძირითადი ნეირომედიატორის - აცეტილქოლინის ბიოსინთეზში, ხოლო გლიცეროფოსფატი წარმოადგენს ნეირონული მემბრანის ფოსფოლიპიდების წინამორბედს. ამგვარად, ალპოსცერი აუმჯობესებს ნერვული იმპულსების გადაცემას ქოლინერგულ ნეირონებში, ასევე სისხლის მიმოქცევას და მეტაბოლურ პროცესებს თავის ტვინში, დადებითად მოქმედებს ნეირონული მემბრანების პლასტიურობაზე და რეცეპტორების ფუნქციაზე, ააქტიურებს რეტიკულური ფორმაციის სტრუქტურებს და აღადგენს ცნობიერებას ტვინის ტრავმული დაზიანების დროს.

ტვინის ინვოლუციური დაავადებების დროს ალპოსცერი დადებითად მოქმედებს მეხსიერების ფუნქციაზე, შემეცნების უნარზე, ემოციური მდგომარეობის და ქცევის მაჩვენებლებზე.

ფარმაკოკინეტიკა:

საშუალოდ, აბსორბირდება სამკურნალო საშუალების შეყვანილი დოზის 88%. აკუმულირდება ძირითადად ტვინში (45%), ფილტვებსა და ღვიძლში. გამოიყოფა უმეტეს წილად ფილტვებით ნახშირბადის დიოქსიდის (СО2) სახით, ხოლო დანარჩენი რაოდენობა (15%) - შარდთან და ნაღველთან ერთად.

ჩვენება:

ქალა-ტვინის მძიმე ტრავმის შემდგომი მწვავე პერიოდი, უპირატესად, დაზიანება ტვინის ღეროს დონეზე (ცნობიერების დარღვევა, კომატოზური მდგომარეობა, კეროვანი ნახევარსფერული სიმპტომატიკა, ტვინის ღეროს დაზიანების სიმპტომები).

დეგენერაციულ-ინვოლუციური ფსიქოორგანული სინდრომები ან ცერებროვასკულური უკმარისობის მეორადი შედეგები, ანუ, კოგნიტური ფუნქციის პირველადი ან მეორადი დარღვევები ხანდაზმულებში, რასაც ახასიეთებს მეხსიერების დარღვევა, ცნობიერების არევა, დეზორიენტაცია, მოტივაციისა და ინიციატივის დაქვეითება, კონცენტრაციის უნარის შესუსტება; ცვლილებები ემოციურ და ქცევის სფეროში: ემოციური არასტაბილურობა, გაღიზიანება, გარემოს მიმართ ინტერესის დაკარგვა; ფსევდომელანქოლია ხანდაზმულებში.

მიღების წესი და დოზირება:

რეკომენდებულია ინტრამუსკულარი ან ინტრავენური ნელი შეყვანა დოზით 1000 მგ (1 ამპულა) დღე-ღამეში ერთხელ. დოზირება შეიძლება შეიცვალოს ექიმის დანიშნულების მიხედვით.

დაუშვებელია პრეპარატის სხვა სამკურნალო საშუალებებთან შერევა.

მკურნალობის საშუალო კურსი შეადგენს 15-20 დღეს.

ბავშვები

ქოლინის ალფოსცერატის გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება 18 წლამდე ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის.

გვერდითი მოვლენები:

როგორც წესი, ალპოსცერი კარგად აიტანება ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაშიც კი.

შესაძლებელია შეყვანის ადგილზე რეაქციების განვითარება, გულისრევა (მეორადი დოფამინერგული აქტივაციის შედეგად), არტერიული წნევის დაქვეითება, თავის ტკივილი. ძალიან იშვიათად ვითარდება აბდომინალური ტკივილი და ცნობიერების ხანმოკლე არევა. ასეთ შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის დოზის შემცირება.

შესაძლებელია ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების განვითარება გამონაყარის, ქავილის, ჭინჭრის ციების, ანგიონევროზული შეშუპების, კანის გაწითლების ჩათვლით.

მკურნალობის დაწყებიდან პირველი დღეების ან კვირების განმავლობაში შესაძლებელია გამოვლინდეს შფოთვა, აჟიტირება, უძილობა. ეს სიმპტომები გარდამავალია და არ საჭიროებს მკურნალობის შეწყვეტას, მაგრამ შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის დროებითი შემცირება.

იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

ფსიქოზური სინდრომი, მძიმე ფსიქომოტორული აგზნება.

ორსულობის და ლაქტაციის პერიოდი.

ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება:

სხვა სამკურნალო საშუალებებთან პრეპარატის კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება დადგენილი არ არის.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირების შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს გულისრევა, შფოთვა, აგზნება, უძილობა. საჭიროა პრეპარატის დოზის შემცირება. ტარდება სიმპტომური თერაპია.

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატი არ ახდენს გავლენას ავტოტრანსპორტის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

შეფუთვა:

4 მლ საინექციო ხსნარი გამჭვირვალე მინის ამპულებში, 5 ამპულა მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:

ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე ორიგინალურ შეფუთვაში ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. დაუშვებელია გაყინვა.

ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.

ვარგისობის ვადა:

3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

მწარმოებელი:

შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).

მისამართი:

საქართველო 0198, თბილისი, დავით კობახიძის ქ. 33.

www.rational.ge

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა