დოქსორუბიცინი მიეკუთვნება ანტრაციკლინების ჯგუფის მედიკამენტებს. ის კლავს სიმსივნურ და სისხლის კიბოს უჯრედებს. თქვენს ექიმს შეუძლია აგიხსნათ, თუ როგორ დაგეხმარებათ დოქსორუბიცინი თქვენს მდგომარეობაში. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- დოქსორუბიცინი (doxorubicin)
- ფორმა და შეფუთვა
- 50მგ/25მლ (2მგ/მლ) 25მლ კონცენტრატი ი.ვ. საინფუზიო და ინტრავეზიკულურად შესაყვანი ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- medac GmbH, გერმანია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტინეოპლაზური საშუალებები, ანთრაციკლინები და მონათესავე სუბსტანციები
- ATC კოდი
- L01DB01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-042457
- რეგისტრირებულია
- 2 დეკემბერი 2024, მოქმედებს 2 დეკემბერი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „მერმისი”
- GMP
- -
ადრიმედაკი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
დოქსორუბიცინი მიეკუთვნება ანტრაციკლინების ჯგუფის მედიკამენტებს. ის კლავს სიმსივნურ და სისხლის კიბოს უჯრედებს. თქვენს ექიმს შეუძლია აგიხსნათ, თუ როგორ დაგეხმარებათ დოქსორუბიცინი თქვენს მდგომარეობაში.
ეს მედიკამენტი სამკურნალოდ გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
სარძევე ჯირკვლის კიბო
საკვეერცხეების კიბო
საშვილოსნოს კიბო
შარდის ბუშტის კიბო
ფილტვის კიბო
ფარისებრი ჯირკვლის კიბო
რბილი ქსოვილებისა და ძვლების კიბო (სარკომა)
ნეირობლასტომა (ნერვული უჯრედების კიბო)
ვილმსის სიმსივნე
ლიმფური კვანძების ავთვისებიანი სიმსივნე (ჰოჯკინის და არაჰოჯკინის ლიმფომები)
სხვადასხვა სახის ლეიკემია (სისხლის კიბო, ლეიკოციტების დეგენერაცია)
კიბო გარკვეული ლეიკოციტების ძვლის ტვინში უკონტროლო პროლიფერაცით (მრავლობითი მიელომა)
- რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ადრიმედაკის გამოყენების წინ?
ადრიმედაკის გამოყენება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში. გთხოვთ აცნობეთ თქვენს ექიმს:
თუ აღინიშნება ალერგია დოქსორუბიცინზე ან პრეპარატის შემადგენლობაში არსებულ მე-6 პუნქტში ჩამოთვლილ რომელიმე კომპონენტზე.
თუ გითხრეს, რომ თქვენი სისხლი ძალიან თხელია (ძვლის ტვინის დაავადება).
თუ ამჟამად გაქვთ ან წარსულში გქონიათ გულთან დაკავშირებული პრობლემები.
თუ წარსულში იღებდით დოქსორუბიცინს, სხვა ანტრაციკლინებს (განსაზღვრულ დოზაზე მეტს), კიბოს სამკურნალო სხვა მედიკამენტებს ან იმუნური სისტემს დამთრგუნველ მედიკამენტებს (იმუნოდეპრესანტებს).
თუ გაქვთ მიდრეკილება სისხლდენებისადმი.
თუ გაქვთ ინფექცია.
თუ პირის ღრუში გაქვთ ლორწოვანი გარსის მძიმე ფორმის წყლულები
თუ თქვენი ღვიძლის ფუნქცია დაქვეითებულია.
თუ გაქვთ შარდის ბუშტის ინფექცია ან თუ გაქვთ სისხლი შარდში (იმ შემთხვევაში, თუ წამალი უნდა შეიყვანოთ შარდის ბუშტში).
თუ ბავშვს კვებავთ ძუძუთი.
მიღების წესი და დოზირება
დოზა ჩვეულებრივ გამოითვლება სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით. ცალკე გამოყენებისას 60-75 მგ დოზა სხეულის ზედაპირის კვადრატულ მეტრზე შეიძლება მიეცეს ყოველ სამ კვირაში. სხვა სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებებთან კომბინირებისას, შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შემცირება 30-40 მგ-მდე სხეულის ზედაპირის კვადრატულ მეტრზე. მიღება შეიძლება ყოველ სამ კვირაში ან ერთჯერადი დოზით ან განაწილებული ზედიზედ სამი დღის განმავლობაში (20-25 მგ სხეულის ზედაპირის კვადრატულ მეტრზე დღეში). ყოველკვირეულად მიღებისას რეკომენდებული დოზაა 20 მგ სხეულის ზედაპირის კვადრატულ მეტრზე.
თქვენი ექიმი გეტყვით რა დოზა გჭირდებათ.
თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევიის მქონე პაციენტები
თუ გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, საჭიროა დოზის შემცირება. თქვენი ექიმი მოგაწვდით ინფორმაციას თქვენთვის შესაბამის დოზაზე.
ბავშვები /ძლიერ ჭარბწონიანი პაციენტები / ხანდაზმული ადამიანები /დასხივებული პაციენტები
შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის შემცირება ბავშვებში, ძალიან ჭარბწონიან პაციენტებში, ხანდაზმულ და დასხივებულ პაციენტებში. თქვენი ექიმი მოგაწვდით ინფორმაციას თქვენთვის შესაბამის დოზაზე.
თუ გამოიყენეთ ადრიმედაკის იმაზე მეტი დოზა, ვიდრე ექიმის მიერ იყო დანიშნული
მკურნალობის დროს და მკურნალობის შემდეგ თქვენ იქნებით ექიმის ან სხვა მედპერსონალის მეთვაყურეობის ქვეშ. ჭარბი დოზირების შემთხვევაში დოქსორუბიცინის შესაძლო გვერდითი მოვლენები უფრო მეტადაა გამოხატული. შესაძლოა განვითარდეს სისხლის მაჩვენებლების ცვლილებები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და გულთან დაკავშირებული პრობლემები. გულთან დაკავშირებული პრობლემები შესაძლოა განვითარდეს ჭარბი დოზირების შემთხვევიდან 6 თვის შემდეგაც კი.
ჭარბი დოზირების შემთხვევაში ექიმი მიიღებს შესაბამის ზომებს. ეს შასაძლოა იყოს სისხლის გადასხმა და/ან ანტიბიოტიკებით მკურნალობა.
გთხოვთ აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან ნებისმიერი.
თუ შეწყვიტეთ ადრიმედაკის გამოყენება
თქვენი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას ადრიმედაკით მკურნალობის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით. თუ მკურნალობა შეწყდება ექიმის მიერ რეკომენდებული სამკურნალო ციკლის დასრულებამდე, დოქსორუბიცინით მკურნალობის ეფექტი შესაძლოა შემცირდეს.
თუ გსურთ მკურნალობის შეწყვეტა, მიმართეთ რჩევისთვის ექიმს.
- რა გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს?
ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ გექნებათ რომელიმე გვერდითი მოვლენა:
უკუჩვენებები
ხსნარი არაა გამჭვირვალე, არაა წითელი და ნაწილაკების გარეშე.
არასოდეს არ გადააგდოთ მედიკამენტი გამდინარე წყალში (მაგალითად, უნიტაზში ან ნიჟარაში). იკითხეთ აფთიაქში, თუ როგორ უნდა მოხდეს დარჩენილი მედიკამენტის უტილიზაცია. ამით თქვენ შეიტანთ წვლილს გარემოს დაცვაში. დამატებით ინფორმაციას შესაძლოა გაეცნოთ შემდეგ მისამართზე http://www.bfarm.de/arzneimittelentsorgung.
დარჩენილი სამკურნალო პროდუქტები და ყველა მასალა, რომელიც გამოიყენება განზავებისა და შეყვანისთვის, უნდა განადგურდეს სახიფათო ნარჩენების განადგურების მოქმედი სამართლებრივი რეგულაციების შესაბამისად, მათ შორის, ციტოსტატიკების შესახებ კლინიკის სტანდარტული პროცედურების შესაბამისად.
სიფრთხილის ზომები
გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს, ფარამცევტს ან მედდას ადრიმედაკის გამოყენებამდე.
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო
- თუ თქვენ წარსულში გიტარდებოდათ სხივური თერაპია
- თუ ორსულად ხართ, გსურთ დაორსულდეთ, შესაძლოა დაორსულდეთ მომავალში ან გსურთ შვილის გაჩენა.
- თუ საჭიროა ნატრიუმის კონტროლირებადი დიეტის დაცვა.
თუ თქვენ გაქვთ წვის შეგრძნება საინფუზიო არეში, ეს შეიძლება იყოს ინექციის დროს დაშვებული შეცდომის ნიშანი. ამ შემთხვევაში ინფუზია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
თუ თქვენ მკურნალობთ ადრიმედაკით, უნდა მოერიდოთ კონტაქტს იმ ადამიანებთან, რომლებმაც ცოტა ხნის წინ ჩაუტარეს პოლიომიელიტის საწინააღმდეგო აცრა.
ადრიმედაკის გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან აპირებთ მიიღოთ სხვა მედიკამენტი.
ქვემოთ ჩამოთვლილმა მედიკამენტებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ადრიმედაკზე:
სხვა ციტოსტატიკები (კიბოს საწინააღმდეგო მედიკამენტები), მაგ. ანტრაციკლინები (დაუნორუბიცინი, ეპირუბიცინი, იდარუბიცინი), ცისპლატინი, ციკლოფოსფამიდი, ციკლოსპორინი, ციტარაბინი, დაკარბაზინი, დაქტინომცინი, ფტორურაცილი, მიტომიცინ C, ტაქსანი (მაგ. პაკლიტაქსელი), მერკაპტოპურინი, მეტოტრექსატი, სტრეპტოზოცინი და სორაფენიბი.
საგულე მედიკამენტები (გამოიყენება გულის დაავადებების სამკურნალოდ), მაგ. კალციუმის ანტაგონისტები, ვერაპამილი, დიგოქსინი.
ციტოქრომ P-450-ის ინჰიბიტორები (მედიკამენტები (მაგ. ციმეტიდინი), რომელიც აქვეითებს ციტოქრომ P-450-ის ფერემნტების ფუნქციას. ეს ფერმენტები საჭიროა ორგანიზმში ტოქსინების დაშლისთვის.
მედიკამენტები, რომელიც ასტიმულირებს ციტოქრომ P-450-ის წარმოქმნას (მაგ. რიფამპიცინი, ბარბიტურატები)
ეპილეფსის საწინააღმდეგო მედიკამენტები (მაგ. კარბამეზაპინი, ფენიტოინი, ვალპროის მჟავა).
ჰეპარინი (თრომბის წარმოქმნის საწინააღმდეგო მედიკამენტი).
ამიდოპირინის წარმოებულები (ტკივილის საწინააღმდეგო საშუალება).
ანტირეტროვირუსული მედიკამენტები (მედიკამენტები, რომელიც გამოიყენება ისეთი ინფექციების სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია გარკვეული ფორმის ვირუსებით, მაგ. რიტონავირი აივის დროს).
ქლორამფენიკოლი
სულფანილამიდი (გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების მკურნალობისთვის).
პროგესტერონი (გამოიყენება ორსულობს დროს, როდესაც არსებობს აბორტის რისკი).
ამფოტერიცინ B (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების მკურნალობისთვის).
ცოცხალი ვაქცინები (მაგ. პოლიომიელიტის ვაქცინა, მალარიის ვაქცინა).
ტრასტუზუმაბი (გამოიყენება სარძევე ჯირკვლის კიბოს დროს). ტრასტუზუმაბის ორგანიზმიდან სრულად გამოდევნას შესაძლოა დასჭირდეს 7 თვემდე, ტრასტუზუმაბი გავლენას ახდენს გულის ფუნქციაზე. არ უნდა გამოიყენოთ დოქსორუბიცინი ტრასტუზუმაბის შეწყვეტიდან 7 თვის განმავლობაში. თუ დოქსორუბცინი დაინიშნა ამ დროის გასვლამდე, აუცილებლად დეტალურად უნდა გაკონტოლდეს გულის ფუნქცია.
კლოზაპინი (გამოიყენება მაგ. ისეთი ფსიქოზების სამკურნალოდ როგორიცაა შიზოფრენია).
მედიკამენტები, რომელიც გამოიყენება სისხლში შარდმჟავას დონის დაქვეითებისთვის. შესაძლოა საჭირო გახდეს ასეთი მედიკამენტების დოზის კორექცია.
ყურადღება მიაქციეთ, შესაძლოა ეს ინფორმაცია ასევე ეხებოდეს ისეთ მედიკამენტებს, რომელსაც იყენებდით ახლო წარსულში ან მოგვიანებით.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსული ან მეძუძური დედა, ვარაუდობთ რომ ორსულად ხართ ან გეგმავთ დაორსულაბას, მედიკამენტის მიღების დაწყებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ორსულობა
თუ ქალი ხართ, დოქსორუბიცინის მიღების დროს და ბოლო დოზის მიღებიდან 7 თვის განმავლობაში არ შეიძლება დაორსულება. თუ მკურნალობის დამთავრების შემდეგ გეგმავთ დაორსულებას, რეკომენდებულია წინასწარ გაიაროთ კონსულტაცია გენეტიკოსთან.
მამაკაცის და ქალის კონტრაცეფცია
თუ კაცი ხართ, უნდა გამოიყენოთ კონტრაცეფციის შესაბამისი მეთოდები, რათა თქვენი პარტნიორი არ დაორსულდეს დოქსორუბიცინით მკურნალობის დროს და მედიკამენტის ბოლო მიღებიდან მინიმუმ 4 თვის განმავლობაში.
დოქსორუბიცინით მკურნალობა არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს.
ძუძუთი კვება
არ უნდა კვებოთ ძუძუთი ადრიმედაკით მკურნალობის დროს და ბოლო მიღებიდან მინიმუმ 2 კვირის განმავლობაში.
ფერტილობა
მკურნალობის შემდეგ თუ გსურთ შვილების ყოლა, მიმართეთ ექიმს. დოქსორუბიცინმა შესაძლოა გამოიწვიოს შეუქცევადი უშვილობა. ამის გამო, თუ კაცი ხართ, მკურნალობის დაწყებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან სპერმის შენახვასთან (კრიოკონსერვაციასთან) დაკავშირებით. ქალებმა ასევე უნდა გაიარონ კონსულტაცია მკურნალობის დაწყებამდე შვილოსნობის ფუნქციის შენახვასთან დაკავშირებთ.
ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმცევტთან.
ავტომანქანის და მექანიზმების მართვა
არ მართოთ მანქანა ან სხვა მექანიზმები, რადგან ხშირია თავბრუსხვევა, გულისრევა და პირღებინება.
ადრიმედაკი შეიცავს ნატრიუმს
გთხოვთ აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ უნდა დაიცვათ მარილის შემზღუდველი დიეტა. ექიმი გაითვალისწინებს, რომ ეს მედიკამენტი შეიცავს 0,154 მმოლ (3,54 მგ) ნატრიუმს მლ საინფუზიო ხსნარზე. ადრიმედაკის სხვადასხვა შეფუთვები შეიცავს ნატრიუმის სხვადასხვა რაოდენობას:
5 მლ-იანი ფლაკონი:
ამ ზომის შეფუთვა შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, ანუ ის თითქმის „თავისუფალია ნატრიუმისგან“.
10 მლ-იანი ფლაკონი:
ამ ზომის შეფუთვა შეიცავს 35,42 მგ ნატრიუმს (საკვები მარილის ძირითადი კომპონენტი). ეს შეესაბამება ზრდასრული ადამიანის საკვებში რეკომენდებული მაქსიმალური დღიური მოხმარების 1,77%.
25 მლ-იანი ფლაკონი:
ამ ზომის შეფუთვა შეიცავს 88,55 მგ ნატრიუმს (საკვები მარილის ძირითადი კომპონენტი). ეს შეესაბამება ზრდასრული ადამიანის საკვებში რეკომენდებული მაქსიმალური დღიური მოხმარების 4,43%.
75 მლ-იანი ფლაკონი:
ამ ზომის შეფუთვა შეიცავს 265,65 მგ ნატრიუმს (საკვები მარილის ძირითადი კომპონენტი). ეს შეესაბამება ზრდასრული ადამიანის საკვებში რეკომენდებული მაქსიმალური დღიური მოხმარების 13,28 %.
100 მლ-იანი ფლაკონი:
ამ ზომის შეფუთვა შეიცავს 354,20 მგ ნატრიუმს (საკვები მარილის ძირითადი კომპონენტი). ეს შეესაბამება ზრდასრული ადამიანის საკვებში რეკომენდებული მაქსიმალური დღიური მოხმარების 17,71 %.
- როგორ მიიღოთ ადრიმედაკი?
შენიშვნები და მიღების წესები
არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება საკუთარ თავზე საკუთარი ხელით მედიკამენტის გაკეთება. მედიკამენტი სისხლძარღვში ინტრავენური ინფუზიით გაგიკეთდებათ ექიმის მეთვაყურეობით. თქვენ იქნებით რეგულარული მეთვაყურეობის ქვეშ, როგორც მედიკამენტის გაკეთების დროს, ასევე გაკეთების შემდეგ. შარდის ბუშტის ზედაპირული კიბოს შემთხვევაში შესაძლოა მედიკამენტი გაკეთდეს შარდის ბუშტში (ინტრავეზიკალურად).
გვერდითი მოვლენები
შესაძლოა განვითარდეს ურტიკარია, ცხელება, შემცივნება, მძიმე ჰიპერმგრძნობელობა. ალერგიული რეაქციის ეს ფორმა შესაძლოა საშიში იყოს სიცოცხლისთვის.
გულთან დაკავშირებული პრობლემები - მაგალითად, შესაძლოა შენიშნოთ, რომ გული არანორმალურად ძლიერად გიცემთ, რაც იწვევს პულსის მატებას. თუ გაქვთ გულთან დაკავშირებული პრობლემები, ეკგ კვლევა ჩაგიტარდებათ რეგულარულად. თუ ადრიმედაკით მკურნალობის დაწყებამდე გქონდათ გულთან დაკავშირებული პრობლემები (მათ შორის დიდი ხნის წინათ განვითარებული გულის პრობლემა), აუცილებლად აცნობეთ ექიმს.
სისხლის მაჩვენებლის ცვლილებები - ლეიკოციტების რაოდენობს დაქვეითება (შესაძლოა გაიზარდოს ინფექციებისადმი მიმღებლობა), თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება (შესაძლოა განვითარდეს უჩვეულო სისხლდენა), ასევე შესაძლოა შენიშნოთ ანემიის ნიშნები (სისუსტე, დაღლილობა, სუნთქვის გაძნელება შფოთვის შეგრძნებით).
შესაძლოა შარდი გახდეს წითელი, განსაკუთრებით ადრიმედაკის ყოველი ინექციის შემდეგ პირველი მოშარდვისას. ეს არაა საყურადღებო, თქვენ შარდს მალევე დაუბრუნდება ნორმალური ფერი.
გვერდითი ეფექტების გამოვლენის სიხშირის შესახებ ინფორმაცია ეფუძნება შემდეგ კატეგორიებს:
ძალიან ხშირი
ვითარდება 10 ადამიანიდან 1-ზე მეტ ადამიანში
ხშირი
ვითარდება 10 ადამიანიდან 1-ზე ნაკლებ ადამიანში
ნაკლებად ხშირი
ვითარდება 100-დან 1-მდე ადამიანში
იშვიათი
ვითარდება 1.000-დან 1-მდე ადამიანში
ძალიან იშვიათი
ვითარდება 10 000-დან 1-მდე ადამიანში
უცნობი
სიხშირე არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით ვერ ფასდება
ძალიან ხშირი (ვითარდება 10 ადამიანიდან 1-ზე მეტ ადამიანში)
ინფექციები
ძვლის ტვინის აქტივობის დაქვეითება (მიელოსუპრესია), ლეიკოციტების ნაკლებობა (ლეიკოპენია), გარკვეული ლეიკოციტების და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (ნეიტროპენია და თრომბოციტოპენია), ერითროციტების რაოდენობის შემცირება (ანემია), ქსოვილებში ჟანგბადის უკმარისობა (ქსოვილოვანი ჰიპოქსია) ან ქსოვილის კვდომა.
გარკვეული ლიეკოციტებს რაოდენობის შემცირება, რომელსაც ერთვის ცხელება (ფებრილური ნეიტროპენია)
ვენების ანთება, რომელი იწვევს თრომბის განვითარებას (თრომბოფლებიტი)
გულისრევა და/ან პირღებინება
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვანი გარსის ანთება, წვის შეგრძნებით ყელის ან პირის ღრუს არეში (მუკოზიტი)
პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება (სტომატიტი)
დიარეა - შესაძლოა გამოიწვიოს გაუწყლოება
ხელ-ფეხის სინდრომი (მტკივნეული სიწითლე და შეშუპება ხელისგულების და ტერფების არეში)
ფრჩხილების აშრევება
თმის ცვენა (ალოპეცია)
კანის ლოკალური დაზიანება, კანის სიწითლე
კანის მომატებული მგრძნობელობა სინათლის სხივებისადმი
კანზე გამონაყარი
შემცივნება, ცხელება, სისუსტის შეგრძნება (ასთენია)
ცვლილებები გულის ფუნქციების კვლევებში (მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქციის უსიმპტომო დაქვეითება (LVEF), ცვლილებები კარდიოგრამაში (ეკგ), ღვიძლის ფუნქციის (ტრანსამინაზების) ცვლილება
წონის მატება
ხშირი (ვითარდება 10 ადამიანიდან 1-ზე ნაკლებ ადამიანში):
გულის ისეთი დაზიანება, როგორიცაა გულის კუნთის დაავადება (კარდიომოპათია), გახშირებული გულისცემა (ტაქიკარდია), გულის არითმია გახშირებული გულისცემით (ტაქიარითმია), გულისცემის შემცირება (ბრადიკარდია), გულის უკმარისობა, გულის სისუტე
კვებითი დარღვევა (მადის დაკარგვა)
ცისტიტი, რომელსაც ზოგჯერ ერთვის მტკივნეული შარდვა, ხშირი ან ღამის საათებში შარდვა, სისხლი შარდში და შარდის ბუშტის სპაზმები (შარდის ბუშტში მედიკამენტის შეყვანის შემდეგ).
მთლიან სხეულის მძიმე ინფექცია (სეფსისი)
სისხლის ბაქტერიული ინფექცია (სეფსისი)
კანის და ფრჩხილების ფერი შესაძლოა გამუქდეს
კანის ქავილი
ურტიკარია
ადგილობრივი ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია მედიკამენტის შეყვანის არეში
კონიუნქტივიტი (სიწითლე და ცრემლდენა თვალების არეში)
ვენების ანთება (ფლებიტი)
სისხლდენა
საყლაპავი მილის ანთება, ტკივილი მუცლის არეში და წვის შეგრძნება.
ნაკლებად ხშირი (ვითარდება 100-დან 1-მდე ადამიანში):
გამოშრობა (დეჰიდრატაცია)
ვენის კედლების გამკვრივება (ფლებოსკლეროზი)
მსხვილი ნაწლავის ანთება (კოლიტი)
ნაწლავის ანთება (მძიმე შემთხვევებიც, ზოგჯერ მძიმე ინფექციები) დოქსორუბიცინით და ციტარაბინით (კიბოს საწინააღმდეგო მედიკამენტი) კომბინაციის შემთხვევაში
კუჭის ანთება შესაძლო სისხლდენასთან ერთად (ეროზიული გასტრიტი)
სისხლდენა კუჭიდან ან თორმეტგოჯა ნაწლავიდან
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ქსოვილის წყლული ან ნეკროზი
სისხლის მოწამვლა ორგანოების ფუნქციის და წნევის დაქვეითებით (სეპტიური შოკი)
სისხლის კიბო, გარკვეულ კიბოს საწინააღმდეგო მედიკამენტებთან კომბინაციის შედეგად (მეორადი ლეიკოზი, მწვავე ლიმფოციტური ლეიკოზი)
სისხლძარღვში თრომბის გაჩენა (თრომბოემბოლია).
იშვიათი (ვითარდება 1.000-დან 1-მდე ადამიანში):
კიბოს უჯრედების სწრაფი დაშლა, რომელიც იწვევს ნივთიერებათა ცვლის დარღვევას (სიმსივნის ლიზისის სინდრომი)
ქსოვილების კვდომა (ქსოვილების ნეკროზი)
მწვავე და სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიში გენერალიზებული ალერგიული რეაქცია, რომელიც მოიცავს ქავილს, გამონაყარს, ცხელებას, შემცივნებას, ქუთუთოების და ენის ალერგიულ შეშუპებას და სუნთქვის გაძნელებას (ანაფილაქსიური რეაქცია)
გამონაყრის მსგავსი სიმპტომები (ერითემატოზული რეაქციები) იმ ვენის არეში, სადაც გაკეთდა ინექცია
თავბრუსხვევა
პნევმონია რადიოთერაპიის შემდეგ
სუნთქვის გაძნელება, ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება, სუნთქვის გახშირება და გაძნელება
ცრემლდენის გაძლიერება.
ძალიან იშვიათი (ვითარდება 10 000-დან 1-მდე ადამიანში):
სისხლში შარდმჟავას დონის მომატება (ჰიპერურიკემია)
გულის ზოგიერთი არითმია (ატრიოვენტრიკულური ბლოკადა)
დაბალი არტერიული წნევა და სისხლის დინების შემცირება (ცირკულარული შოკი)
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის დაზიანება (ეროზია), პირის ღრუს ფერის ცვლილება
საერთო კუნთოვანი სისუსტე
მენსტრუალური ციკლის არარსებობა
სპერმატოზოიდების რაოდენობის შემცირება ან მათი არარსებობა
ავადმყოფობის განცდა.
უცნობია (სიხშირე არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით ვერ ფასდება):
სიცხის შეგრძნება
გულის კუნთების ძლიერი სისუსტე (გულის უკმარისობა)
გულის არითმია
ხველა ან სუნთქვის გაძნელება (ბრონქოსპაზმი)
ღვიძლის დაავადება
შარდის წითელი შეფერილობა მკურნალობიდან 1-2 დღის შემდეგ
თირკმლის ფუნქციის დაქვეითება თირკმლის უკმარისობის შესაძლო განვითარებით
კაცებში უშვილობა
რქოვანას ანთება (კერატიტი)
სახსრების ტკივილი
ჩხვლეტის ან წვის შეგრძნება ინფუზიის ადგილას
მედიკამენტის გაკეთების ადგილას შესაძლოა განვითარეს წვა, სიწითლე და შეშუპება. თუ ეს ვითარდება ინფუზიის დროს, აუცილებლად აცნობეთ ამის შესახებ ექიმს ან ექთანს, რადგან ამ შემთხვევაში ინფუზია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და განახლდეს სხეულის სხვა უბანში.
გვერდითი მოვლენების შეტყობინება
თუ შეამჩნიეთ გვერდითი მოვლენები შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება იმ გვერდით მოვლენებს, რომელიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შეტყობინება შეგიძლიათ ასევე შემდეგ მისამართზე, Bundesinstitut für Arzneimittel und Medizinprodukte, Abt. Pharmakovigilanz, Kurt-Georg-Kiesinger-Allee 3, D-53175 Bonn, ვებ.გვერდი: www.bfarm.de. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ ეხმარებით ამ წამლის უსაფრთხოების შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის დაგროვებაში.
შემადგენლობა
1 მლ შეიცავს 2 მგ დოქსორუბიცინის ჰიდროქლორიდს.
ყოველი 5 მლ-იანი ფლაკონი შეიცავს 10 მგ დოქსორუბიცინის ჰიდროქლორიდს.
ყოველი 10 მლ-იანი ფლაკონი შეიცავს 20 მგ დოქსორუბიცინის ჰიდროქლორიდს.
ყოველი 25 მლ-იანი ფლაკონი შეიცავს 50 მგ დოქსორუბიცინის ჰიდროქლორიდს.
ყოველი 75 მლ-იანი ფლაკონი შეიცავს 150 მგ დოქსორუბიცინის ჰიდროქლორიდს.
ყოველი 100 მლ-იანი ფლაკონი შეიცავს 200 მგ დოქსორუბიცინის ჰიდროქლორიდს.
დამხმარე ნივთიერებები:
ნატრიუმის ქლორიდი, მარილმჟავა 36 %-იანი (pH-ის დასარეგულირებლად), საინექციო წყალი.
როგორ გამოიყურება ადრიმედაკი და შეფუთვის შიგთავსი
ადრიმედაკი არის გამჭვირვალე წითელი ხსნარი, რომელიც პრაქტიკულად არ შეიცავს ნაწილაკებს.
შეფუთვის ზომები:
შეფუთვაში მოთავსებულია 1 ხსნარი, ფლაკონი 5/10/25/75 ან 100 მლ-იანი ხსნარით. ეს შეესაბამება აქტიური ნივთიერების დოქსორუბიცინ ჰიდროქლორიდის 10/20/50/150 ან 200 მგ-ს ფლაკონზე.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც წარმოდგენილია შეფუთვაზე. ვადის გასვლის დღედ მიჩნეულია მითითებული თვის ბოლო რიცხვი.
გაუხსნელი ფლაკონი შეინახეთ მაცივარში (2°C - 8°C). შეინახეთ თავისი შეფუთვით, რათა დაიცვათ სინათლისგან. მედიკამენტი უნდა გამოიყენოთ ფლაკონის გახსნისთანავე.
განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისათვის.
პირველი გამოყენების შემდეგ უნდა მოხდეს ფლაკონში დარჩენილი გამოუყენებელი ხსნარის უტილიზაცია.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო ვერსია
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტებისთვის
ადრიმედაკი® 2 მგ/მლ
საინფუზიო ხსნარი
დოქსორუბიცინის ჰიდროქლორიდი
პრეპარატის გამოყენების წინ ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია, რადგან მასში მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
შეინახეთ ეს ინსტრუქცია, შესაძლოა მოგვიანებით კვლავ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
აღნიშნული პრეპარატი თქვენ დაგენიშნათ. ნუ გადასცემთ მას სხვებს. პრეპარატს შეუძლია ავნოს სხვა ადამიანებს, იმ შემთხვევაშიც კი თუ მათი ჩივილები თქვენსას ემთხვევა.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება იმ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის მითითებული ამ ინსტრუაქციაში (იხილეთ მე-4 თავი).
ინსტრუქციის შინაარსი
რას წარმოადგენს და რისთვის გამოიყენება ადრიმედაკი?
რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ადრიმედაკის გამოყენების წინ?
როგორ მიიღოთ ადრიმედაკი?
რა გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს?
როგორ ინახება ადრიმედაკი?
შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
- რას წარმოადგენს და რისთვის გამოიყენება ადრიმედაკი?
დოქსორუბიცინი მიეკუთვნება ანტრაციკლინების ჯგუფის მედიკამენტებს. ის კლავს სიმსივნურ და სისხლის კიბოს უჯრედებს. თქვენს ექიმს შეუძლია აგიხსნათ, თუ როგორ დაგეხმარებათ დოქსორუბიცინი თქვენს მდგომარეობაში.
ეს მედიკამენტი სამკურნალოდ გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
სარძევე ჯირკვლის კიბო
საკვეერცხეების კიბო
საშვილოსნოს კიბო
შარდის ბუშტის კიბო
ფილტვის კიბო
ფარისებრი ჯირკვლის კიბო
რბილი ქსოვილებისა და ძვლების კიბო (სარკომა)
ნეირობლასტომა (ნერვული უჯრედების კიბო)
ვილმსის სიმსივნე
ლიმფური კვანძების ავთვისებიანი სიმსივნე (ჰოჯკინის და არაჰოჯკინის ლიმფომები)
სხვადასხვა სახის ლეიკემია (სისხლის კიბო, ლეიკოციტების დეგენერაცია)
კიბო გარკვეული ლეიკოციტების ძვლის ტვინში უკონტროლო პროლიფერაცით (მრავლობითი მიელომა)
- რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ადრიმედაკის გამოყენების წინ?
ადრიმედაკის გამოყენება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში. გთხოვთ აცნობეთ თქვენს ექიმს:
თუ აღინიშნება ალერგია დოქსორუბიცინზე ან პრეპარატის შემადგენლობაში არსებულ მე-6 პუნქტში ჩამოთვლილ რომელიმე კომპონენტზე.
თუ გითხრეს, რომ თქვენი სისხლი ძალიან თხელია (ძვლის ტვინის დაავადება).
თუ ამჟამად გაქვთ ან წარსულში გქონიათ გულთან დაკავშირებული პრობლემები.
თუ წარსულში იღებდით დოქსორუბიცინს, სხვა ანტრაციკლინებს (განსაზღვრულ დოზაზე მეტს), კიბოს სამკურნალო სხვა მედიკამენტებს ან იმუნური სისტემს დამთრგუნველ მედიკამენტებს (იმუნოდეპრესანტებს).
თუ გაქვთ მიდრეკილება სისხლდენებისადმი.
თუ გაქვთ ინფექცია.
თუ პირის ღრუში გაქვთ ლორწოვანი გარსის მძიმე ფორმის წყლულები
თუ თქვენი ღვიძლის ფუნქცია დაქვეითებულია.
თუ გაქვთ შარდის ბუშტის ინფექცია ან თუ გაქვთ სისხლი შარდში (იმ შემთხვევაში, თუ წამალი უნდა შეიყვანოთ შარდის ბუშტში).
თუ ბავშვს კვებავთ ძუძუთი.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს, ფარამცევტს ან მედდას ადრიმედაკის გამოყენებამდე.
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო
- თუ თქვენ წარსულში გიტარდებოდათ სხივური თერაპია
- თუ ორსულად ხართ, გსურთ დაორსულდეთ, შესაძლოა დაორსულდეთ მომავალში ან გსურთ შვილის გაჩენა.
- თუ საჭიროა ნატრიუმის კონტროლირებადი დიეტის დაცვა.
თუ თქვენ გაქვთ წვის შეგრძნება საინფუზიო არეში, ეს შეიძლება იყოს ინექციის დროს დაშვებული შეცდომის ნიშანი. ამ შემთხვევაში ინფუზია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
თუ თქვენ მკურნალობთ ადრიმედაკით, უნდა მოერიდოთ კონტაქტს იმ ადამიანებთან, რომლებმაც ცოტა ხნის წინ ჩაუტარეს პოლიომიელიტის საწინააღმდეგო აცრა.
ადრიმედაკის გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან აპირებთ მიიღოთ სხვა მედიკამენტი.
ქვემოთ ჩამოთვლილმა მედიკამენტებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ადრიმედაკზე:
სხვა ციტოსტატიკები (კიბოს საწინააღმდეგო მედიკამენტები), მაგ. ანტრაციკლინები (დაუნორუბიცინი, ეპირუბიცინი, იდარუბიცინი), ცისპლატინი, ციკლოფოსფამიდი, ციკლოსპორინი, ციტარაბინი, დაკარბაზინი, დაქტინომცინი, ფტორურაცილი, მიტომიცინ C, ტაქსანი (მაგ. პაკლიტაქსელი), მერკაპტოპურინი, მეტოტრექსატი, სტრეპტოზოცინი და სორაფენიბი.
საგულე მედიკამენტები (გამოიყენება გულის დაავადებების სამკურნალოდ), მაგ. კალციუმის ანტაგონისტები, ვერაპამილი, დიგოქსინი.
ციტოქრომ P-450-ის ინჰიბიტორები (მედიკამენტები (მაგ. ციმეტიდინი), რომელიც აქვეითებს ციტოქრომ P-450-ის ფერემნტების ფუნქციას. ეს ფერმენტები საჭიროა ორგანიზმში ტოქსინების დაშლისთვის.
მედიკამენტები, რომელიც ასტიმულირებს ციტოქრომ P-450-ის წარმოქმნას (მაგ. რიფამპიცინი, ბარბიტურატები)
ეპილეფსის საწინააღმდეგო მედიკამენტები (მაგ. კარბამეზაპინი, ფენიტოინი, ვალპროის მჟავა).
ჰეპარინი (თრომბის წარმოქმნის საწინააღმდეგო მედიკამენტი).
ამიდოპირინის წარმოებულები (ტკივილის საწინააღმდეგო საშუალება).
ანტირეტროვირუსული მედიკამენტები (მედიკამენტები, რომელიც გამოიყენება ისეთი ინფექციების სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია გარკვეული ფორმის ვირუსებით, მაგ. რიტონავირი აივის დროს).
ქლორამფენიკოლი
სულფანილამიდი (გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების მკურნალობისთვის).
პროგესტერონი (გამოიყენება ორსულობს დროს, როდესაც არსებობს აბორტის რისკი).
ამფოტერიცინ B (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების მკურნალობისთვის).
ცოცხალი ვაქცინები (მაგ. პოლიომიელიტის ვაქცინა, მალარიის ვაქცინა).
ტრასტუზუმაბი (გამოიყენება სარძევე ჯირკვლის კიბოს დროს). ტრასტუზუმაბის ორგანიზმიდან სრულად გამოდევნას შესაძლოა დასჭირდეს 7 თვემდე, ტრასტუზუმაბი გავლენას ახდენს გულის ფუნქციაზე. არ უნდა გამოიყენოთ დოქსორუბიცინი ტრასტუზუმაბის შეწყვეტიდან 7 თვის განმავლობაში. თუ დოქსორუბცინი დაინიშნა ამ დროის გასვლამდე, აუცილებლად დეტალურად უნდა გაკონტოლდეს გულის ფუნქცია.
კლოზაპინი (გამოიყენება მაგ. ისეთი ფსიქოზების სამკურნალოდ როგორიცაა შიზოფრენია).
მედიკამენტები, რომელიც გამოიყენება სისხლში შარდმჟავას დონის დაქვეითებისთვის. შესაძლოა საჭირო გახდეს ასეთი მედიკამენტების დოზის კორექცია.
ყურადღება მიაქციეთ, შესაძლოა ეს ინფორმაცია ასევე ეხებოდეს ისეთ მედიკამენტებს, რომელსაც იყენებდით ახლო წარსულში ან მოგვიანებით.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა
თუ ხართ ორსული ან მეძუძური დედა, ვარაუდობთ რომ ორსულად ხართ ან გეგმავთ დაორსულაბას, მედიკამენტის მიღების დაწყებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ორსულობა
თუ ქალი ხართ, დოქსორუბიცინის მიღების დროს და ბოლო დოზის მიღებიდან 7 თვის განმავლობაში არ შეიძლება დაორსულება. თუ მკურნალობის დამთავრების შემდეგ გეგმავთ დაორსულებას, რეკომენდებულია წინასწარ გაიაროთ კონსულტაცია გენეტიკოსთან.
მამაკაცის და ქალის კონტრაცეფცია
თუ კაცი ხართ, უნდა გამოიყენოთ კონტრაცეფციის შესაბამისი მეთოდები, რათა თქვენი პარტნიორი არ დაორსულდეს დოქსორუბიცინით მკურნალობის დროს და მედიკამენტის ბოლო მიღებიდან მინიმუმ 4 თვის განმავლობაში.
დოქსორუბიცინით მკურნალობა არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს.
ძუძუთი კვება
არ უნდა კვებოთ ძუძუთი ადრიმედაკით მკურნალობის დროს და ბოლო მიღებიდან მინიმუმ 2 კვირის განმავლობაში.
ფერტილობა
მკურნალობის შემდეგ თუ გსურთ შვილების ყოლა, მიმართეთ ექიმს. დოქსორუბიცინმა შესაძლოა გამოიწვიოს შეუქცევადი უშვილობა. ამის გამო, თუ კაცი ხართ, მკურნალობის დაწყებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან სპერმის შენახვასთან (კრიოკონსერვაციასთან) დაკავშირებით. ქალებმა ასევე უნდა გაიარონ კონსულტაცია მკურნალობის დაწყებამდე შვილოსნობის ფუნქციის შენახვასთან დაკავშირებთ.
ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმცევტთან.
ავტომანქანის და მექანიზმების მართვა
არ მართოთ მანქანა ან სხვა მექანიზმები, რადგან ხშირია თავბრუსხვევა, გულისრევა და პირღებინება.
ადრიმედაკი შეიცავს ნატრიუმს
გთხოვთ აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ უნდა დაიცვათ მარილის შემზღუდველი დიეტა. ექიმი გაითვალისწინებს, რომ ეს მედიკამენტი შეიცავს 0,154 მმოლ (3,54 მგ) ნატრიუმს მლ საინფუზიო ხსნარზე. ადრიმედაკის სხვადასხვა შეფუთვები შეიცავს ნატრიუმის სხვადასხვა რაოდენობას:
5 მლ-იანი ფლაკონი:
ამ ზომის შეფუთვა შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, ანუ ის თითქმის „თავისუფალია ნატრიუმისგან“.
10 მლ-იანი ფლაკონი:
ამ ზომის შეფუთვა შეიცავს 35,42 მგ ნატრიუმს (საკვები მარილის ძირითადი კომპონენტი). ეს შეესაბამება ზრდასრული ადამიანის საკვებში რეკომენდებული მაქსიმალური დღიური მოხმარების 1,77%.
25 მლ-იანი ფლაკონი:
ამ ზომის შეფუთვა შეიცავს 88,55 მგ ნატრიუმს (საკვები მარილის ძირითადი კომპონენტი). ეს შეესაბამება ზრდასრული ადამიანის საკვებში რეკომენდებული მაქსიმალური დღიური მოხმარების 4,43%.
75 მლ-იანი ფლაკონი:
ამ ზომის შეფუთვა შეიცავს 265,65 მგ ნატრიუმს (საკვები მარილის ძირითადი კომპონენტი). ეს შეესაბამება ზრდასრული ადამიანის საკვებში რეკომენდებული მაქსიმალური დღიური მოხმარების 13,28 %.
100 მლ-იანი ფლაკონი:
ამ ზომის შეფუთვა შეიცავს 354,20 მგ ნატრიუმს (საკვები მარილის ძირითადი კომპონენტი). ეს შეესაბამება ზრდასრული ადამიანის საკვებში რეკომენდებული მაქსიმალური დღიური მოხმარების 17,71 %.
- როგორ მიიღოთ ადრიმედაკი?
შენიშვნები და მიღების წესები
არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება საკუთარ თავზე საკუთარი ხელით მედიკამენტის გაკეთება. მედიკამენტი სისხლძარღვში ინტრავენური ინფუზიით გაგიკეთდებათ ექიმის მეთვაყურეობით. თქვენ იქნებით რეგულარული მეთვაყურეობის ქვეშ, როგორც მედიკამენტის გაკეთების დროს, ასევე გაკეთების შემდეგ. შარდის ბუშტის ზედაპირული კიბოს შემთხვევაში შესაძლოა მედიკამენტი გაკეთდეს შარდის ბუშტში (ინტრავეზიკალურად).
დოზირება
დოზა ჩვეულებრივ გამოითვლება სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით. ცალკე გამოყენებისას 60-75 მგ დოზა სხეულის ზედაპირის კვადრატულ მეტრზე შეიძლება მიეცეს ყოველ სამ კვირაში. სხვა სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებებთან კომბინირებისას, შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შემცირება 30-40 მგ-მდე სხეულის ზედაპირის კვადრატულ მეტრზე. მიღება შეიძლება ყოველ სამ კვირაში ან ერთჯერადი დოზით ან განაწილებული ზედიზედ სამი დღის განმავლობაში (20-25 მგ სხეულის ზედაპირის კვადრატულ მეტრზე დღეში). ყოველკვირეულად მიღებისას რეკომენდებული დოზაა 20 მგ სხეულის ზედაპირის კვადრატულ მეტრზე.
თქვენი ექიმი გეტყვით რა დოზა გჭირდებათ.
თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევიის მქონე პაციენტები
თუ გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, საჭიროა დოზის შემცირება. თქვენი ექიმი მოგაწვდით ინფორმაციას თქვენთვის შესაბამის დოზაზე.
ბავშვები /ძლიერ ჭარბწონიანი პაციენტები / ხანდაზმული ადამიანები /დასხივებული პაციენტები
შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის შემცირება ბავშვებში, ძალიან ჭარბწონიან პაციენტებში, ხანდაზმულ და დასხივებულ პაციენტებში. თქვენი ექიმი მოგაწვდით ინფორმაციას თქვენთვის შესაბამის დოზაზე.
თუ გამოიყენეთ ადრიმედაკის იმაზე მეტი დოზა, ვიდრე ექიმის მიერ იყო დანიშნული
მკურნალობის დროს და მკურნალობის შემდეგ თქვენ იქნებით ექიმის ან სხვა მედპერსონალის მეთვაყურეობის ქვეშ. ჭარბი დოზირების შემთხვევაში დოქსორუბიცინის შესაძლო გვერდითი მოვლენები უფრო მეტადაა გამოხატული. შესაძლოა განვითარდეს სისხლის მაჩვენებლების ცვლილებები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და გულთან დაკავშირებული პრობლემები. გულთან დაკავშირებული პრობლემები შესაძლოა განვითარდეს ჭარბი დოზირების შემთხვევიდან 6 თვის შემდეგაც კი.
ჭარბი დოზირების შემთხვევაში ექიმი მიიღებს შესაბამის ზომებს. ეს შასაძლოა იყოს სისხლის გადასხმა და/ან ანტიბიოტიკებით მკურნალობა.
გთხოვთ აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან ნებისმიერი.
თუ შეწყვიტეთ ადრიმედაკის გამოყენება
თქვენი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას ადრიმედაკით მკურნალობის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით. თუ მკურნალობა შეწყდება ექიმის მიერ რეკომენდებული სამკურნალო ციკლის დასრულებამდე, დოქსორუბიცინით მკურნალობის ეფექტი შესაძლოა შემცირდეს.
თუ გსურთ მკურნალობის შეწყვეტა, მიმართეთ რჩევისთვის ექიმს.
- რა გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს?
ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ გექნებათ რომელიმე გვერდითი მოვლენა:
გვერდითი მოვლენები ჩამოთვლილია სიმძიმის მიხედვით.
შესაძლოა განვითარდეს ურტიკარია, ცხელება, შემცივნება, მძიმე ჰიპერმგრძნობელობა. ალერგიული რეაქციის ეს ფორმა შესაძლოა საშიში იყოს სიცოცხლისთვის.
გულთან დაკავშირებული პრობლემები - მაგალითად, შესაძლოა შენიშნოთ, რომ გული არანორმალურად ძლიერად გიცემთ, რაც იწვევს პულსის მატებას. თუ გაქვთ გულთან დაკავშირებული პრობლემები, ეკგ კვლევა ჩაგიტარდებათ რეგულარულად. თუ ადრიმედაკით მკურნალობის დაწყებამდე გქონდათ გულთან დაკავშირებული პრობლემები (მათ შორის დიდი ხნის წინათ განვითარებული გულის პრობლემა), აუცილებლად აცნობეთ ექიმს.
სისხლის მაჩვენებლის ცვლილებები - ლეიკოციტების რაოდენობს დაქვეითება (შესაძლოა გაიზარდოს ინფექციებისადმი მიმღებლობა), თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება (შესაძლოა განვითარდეს უჩვეულო სისხლდენა), ასევე შესაძლოა შენიშნოთ ანემიის ნიშნები (სისუსტე, დაღლილობა, სუნთქვის გაძნელება შფოთვის შეგრძნებით).
შესაძლოა შარდი გახდეს წითელი, განსაკუთრებით ადრიმედაკის ყოველი ინექციის შემდეგ პირველი მოშარდვისას. ეს არაა საყურადღებო, თქვენ შარდს მალევე დაუბრუნდება ნორმალური ფერი.
გვერდითი ეფექტების გამოვლენის სიხშირის შესახებ ინფორმაცია ეფუძნება შემდეგ კატეგორიებს:
ძალიან ხშირი
ვითარდება 10 ადამიანიდან 1-ზე მეტ ადამიანში
ხშირი
ვითარდება 10 ადამიანიდან 1-ზე ნაკლებ ადამიანში
ნაკლებად ხშირი
ვითარდება 100-დან 1-მდე ადამიანში
იშვიათი
ვითარდება 1.000-დან 1-მდე ადამიანში
ძალიან იშვიათი
ვითარდება 10 000-დან 1-მდე ადამიანში
უცნობი
სიხშირე არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით ვერ ფასდება
ძალიან ხშირი (ვითარდება 10 ადამიანიდან 1-ზე მეტ ადამიანში)
ინფექციები
ძვლის ტვინის აქტივობის დაქვეითება (მიელოსუპრესია), ლეიკოციტების ნაკლებობა (ლეიკოპენია), გარკვეული ლეიკოციტების და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (ნეიტროპენია და თრომბოციტოპენია), ერითროციტების რაოდენობის შემცირება (ანემია), ქსოვილებში ჟანგბადის უკმარისობა (ქსოვილოვანი ჰიპოქსია) ან ქსოვილის კვდომა.
გარკვეული ლიეკოციტებს რაოდენობის შემცირება, რომელსაც ერთვის ცხელება (ფებრილური ნეიტროპენია)
ვენების ანთება, რომელი იწვევს თრომბის განვითარებას (თრომბოფლებიტი)
გულისრევა და/ან პირღებინება
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვანი გარსის ანთება, წვის შეგრძნებით ყელის ან პირის ღრუს არეში (მუკოზიტი)
პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება (სტომატიტი)
დიარეა - შესაძლოა გამოიწვიოს გაუწყლოება
ხელ-ფეხის სინდრომი (მტკივნეული სიწითლე და შეშუპება ხელისგულების და ტერფების არეში)
ფრჩხილების აშრევება
თმის ცვენა (ალოპეცია)
კანის ლოკალური დაზიანება, კანის სიწითლე
კანის მომატებული მგრძნობელობა სინათლის სხივებისადმი
კანზე გამონაყარი
შემცივნება, ცხელება, სისუსტის შეგრძნება (ასთენია)
ცვლილებები გულის ფუნქციების კვლევებში (მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქციის უსიმპტომო დაქვეითება (LVEF), ცვლილებები კარდიოგრამაში (ეკგ), ღვიძლის ფუნქციის (ტრანსამინაზების) ცვლილება
წონის მატება
ხშირი (ვითარდება 10 ადამიანიდან 1-ზე ნაკლებ ადამიანში):
გულის ისეთი დაზიანება, როგორიცაა გულის კუნთის დაავადება (კარდიომოპათია), გახშირებული გულისცემა (ტაქიკარდია), გულის არითმია გახშირებული გულისცემით (ტაქიარითმია), გულისცემის შემცირება (ბრადიკარდია), გულის უკმარისობა, გულის სისუტე
კვებითი დარღვევა (მადის დაკარგვა)
ცისტიტი, რომელსაც ზოგჯერ ერთვის მტკივნეული შარდვა, ხშირი ან ღამის საათებში შარდვა, სისხლი შარდში და შარდის ბუშტის სპაზმები (შარდის ბუშტში მედიკამენტის შეყვანის შემდეგ).
მთლიან სხეულის მძიმე ინფექცია (სეფსისი)
სისხლის ბაქტერიული ინფექცია (სეფსისი)
კანის და ფრჩხილების ფერი შესაძლოა გამუქდეს
კანის ქავილი
ურტიკარია
ადგილობრივი ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია მედიკამენტის შეყვანის არეში
კონიუნქტივიტი (სიწითლე და ცრემლდენა თვალების არეში)
ვენების ანთება (ფლებიტი)
სისხლდენა
საყლაპავი მილის ანთება, ტკივილი მუცლის არეში და წვის შეგრძნება.
ნაკლებად ხშირი (ვითარდება 100-დან 1-მდე ადამიანში):
გამოშრობა (დეჰიდრატაცია)
ვენის კედლების გამკვრივება (ფლებოსკლეროზი)
მსხვილი ნაწლავის ანთება (კოლიტი)
ნაწლავის ანთება (მძიმე შემთხვევებიც, ზოგჯერ მძიმე ინფექციები) დოქსორუბიცინით და ციტარაბინით (კიბოს საწინააღმდეგო მედიკამენტი) კომბინაციის შემთხვევაში
კუჭის ანთება შესაძლო სისხლდენასთან ერთად (ეროზიული გასტრიტი)
სისხლდენა კუჭიდან ან თორმეტგოჯა ნაწლავიდან
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ქსოვილის წყლული ან ნეკროზი
სისხლის მოწამვლა ორგანოების ფუნქციის და წნევის დაქვეითებით (სეპტიური შოკი)
სისხლის კიბო, გარკვეულ კიბოს საწინააღმდეგო მედიკამენტებთან კომბინაციის შედეგად (მეორადი ლეიკოზი, მწვავე ლიმფოციტური ლეიკოზი)
სისხლძარღვში თრომბის გაჩენა (თრომბოემბოლია).
იშვიათი (ვითარდება 1.000-დან 1-მდე ადამიანში):
კიბოს უჯრედების სწრაფი დაშლა, რომელიც იწვევს ნივთიერებათა ცვლის დარღვევას (სიმსივნის ლიზისის სინდრომი)
ქსოვილების კვდომა (ქსოვილების ნეკროზი)
მწვავე და სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიში გენერალიზებული ალერგიული რეაქცია, რომელიც მოიცავს ქავილს, გამონაყარს, ცხელებას, შემცივნებას, ქუთუთოების და ენის ალერგიულ შეშუპებას და სუნთქვის გაძნელებას (ანაფილაქსიური რეაქცია)
გამონაყრის მსგავსი სიმპტომები (ერითემატოზული რეაქციები) იმ ვენის არეში, სადაც გაკეთდა ინექცია
თავბრუსხვევა
პნევმონია რადიოთერაპიის შემდეგ
სუნთქვის გაძნელება, ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება, სუნთქვის გახშირება და გაძნელება
ცრემლდენის გაძლიერება.
ძალიან იშვიათი (ვითარდება 10 000-დან 1-მდე ადამიანში):
სისხლში შარდმჟავას დონის მომატება (ჰიპერურიკემია)
გულის ზოგიერთი არითმია (ატრიოვენტრიკულური ბლოკადა)
დაბალი არტერიული წნევა და სისხლის დინების შემცირება (ცირკულარული შოკი)
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის დაზიანება (ეროზია), პირის ღრუს ფერის ცვლილება
საერთო კუნთოვანი სისუსტე
მენსტრუალური ციკლის არარსებობა
სპერმატოზოიდების რაოდენობის შემცირება ან მათი არარსებობა
ავადმყოფობის განცდა.
უცნობია (სიხშირე არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით ვერ ფასდება):
სიცხის შეგრძნება
გულის კუნთების ძლიერი სისუსტე (გულის უკმარისობა)
გულის არითმია
ხველა ან სუნთქვის გაძნელება (ბრონქოსპაზმი)
ღვიძლის დაავადება
შარდის წითელი შეფერილობა მკურნალობიდან 1-2 დღის შემდეგ
თირკმლის ფუნქციის დაქვეითება თირკმლის უკმარისობის შესაძლო განვითარებით
კაცებში უშვილობა
რქოვანას ანთება (კერატიტი)
სახსრების ტკივილი
ჩხვლეტის ან წვის შეგრძნება ინფუზიის ადგილას
მედიკამენტის გაკეთების ადგილას შესაძლოა განვითარეს წვა, სიწითლე და შეშუპება. თუ ეს ვითარდება ინფუზიის დროს, აუცილებლად აცნობეთ ამის შესახებ ექიმს ან ექთანს, რადგან ამ შემთხვევაში ინფუზია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და განახლდეს სხეულის სხვა უბანში.
გვერდითი მოვლენების შეტყობინება
თუ შეამჩნიეთ გვერდითი მოვლენები შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება იმ გვერდით მოვლენებს, რომელიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შეტყობინება შეგიძლიათ ასევე შემდეგ მისამართზე, Bundesinstitut für Arzneimittel und Medizinprodukte, Abt. Pharmakovigilanz, Kurt-Georg-Kiesinger-Allee 3, D-53175 Bonn, ვებ.გვერდი: www.bfarm.de. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ ეხმარებით ამ წამლის უსაფრთხოების შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის დაგროვებაში.
- როგორ ინახება ადრიმედაკი?
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც წარმოდგენილია შეფუთვაზე. ვადის გასვლის დღედ მიჩნეულია მითითებული თვის ბოლო რიცხვი.
გაუხსნელი ფლაკონი შეინახეთ მაცივარში (2°C - 8°C). შეინახეთ თავისი შეფუთვით, რათა დაიცვათ სინათლისგან. მედიკამენტი უნდა გამოიყენოთ ფლაკონის გახსნისთანავე.
განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისათვის.
პირველი გამოყენების შემდეგ უნდა მოხდეს ფლაკონში დარჩენილი გამოუყენებელი ხსნარის უტილიზაცია.
არ გამოიყენოთ მედიკამენტი, თუ შენიშნეთ ნებისმიერი ჩამოთვლილი ცვლილება: ხსნარი არაა გამჭვირვალე, არაა წითელი და ნაწილაკების გარეშე.
არასოდეს არ გადააგდოთ მედიკამენტი გამდინარე წყალში (მაგალითად, უნიტაზში ან ნიჟარაში). იკითხეთ აფთიაქში, თუ როგორ უნდა მოხდეს დარჩენილი მედიკამენტის უტილიზაცია. ამით თქვენ შეიტანთ წვლილს გარემოს დაცვაში. დამატებით ინფორმაციას შესაძლოა გაეცნოთ შემდეგ მისამართზე http://www.bfarm.de/arzneimittelentsorgung.
დარჩენილი სამკურნალო პროდუქტები და ყველა მასალა, რომელიც გამოიყენება განზავებისა და შეყვანისთვის, უნდა განადგურდეს სახიფათო ნარჩენების განადგურების მოქმედი სამართლებრივი რეგულაციების შესაბამისად, მათ შორის, ციტოსტატიკების შესახებ კლინიკის სტანდარტული პროცედურების შესაბამისად.
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ადრიმედაკი
1 მლ შეიცავს 2 მგ დოქსორუბიცინის ჰიდროქლორიდს.
ყოველი 5 მლ-იანი ფლაკონი შეიცავს 10 მგ დოქსორუბიცინის ჰიდროქლორიდს.
ყოველი 10 მლ-იანი ფლაკონი შეიცავს 20 მგ დოქსორუბიცინის ჰიდროქლორიდს.
ყოველი 25 მლ-იანი ფლაკონი შეიცავს 50 მგ დოქსორუბიცინის ჰიდროქლორიდს.
ყოველი 75 მლ-იანი ფლაკონი შეიცავს 150 მგ დოქსორუბიცინის ჰიდროქლორიდს.
ყოველი 100 მლ-იანი ფლაკონი შეიცავს 200 მგ დოქსორუბიცინის ჰიდროქლორიდს.
დამხმარე ნივთიერებები:
ნატრიუმის ქლორიდი, მარილმჟავა 36 %-იანი (pH-ის დასარეგულირებლად), საინექციო წყალი.
როგორ გამოიყურება ადრიმედაკი და შეფუთვის შიგთავსი
ადრიმედაკი არის გამჭვირვალე წითელი ხსნარი, რომელიც პრაქტიკულად არ შეიცავს ნაწილაკებს.
შეფუთვის ზომები:
შეფუთვაში მოთავსებულია 1 ხსნარი, ფლაკონი 5/10/25/75 ან 100 მლ-იანი ხსნარით. ეს შეესაბამება აქტიური ნივთიერების დოქსორუბიცინ ჰიდროქლორიდის 10/20/50/150 ან 200 მგ-ს ფლაკონზე.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
მედაკი
სპეციალიზირებული კლინიკური პროდუქციის საზოგადოება
თეატრის ქუჩა 6
22880 ვედელი
გერმანია
ეს პრეპარატი ევროპის ეკონომიკური სივრცის ქვეყნებში და გაერთიანებულ სამეფოში (ჩრდილოეთ ირლანდია) ნებადართულია შემდეგი დასახელებით:
გერმანია Adrimedac 2 mg/ml Infusionslösung
ფინეთი Doxorubicin medac 2 mg/ml
infuusioneste, liuos
ისლანდია Doxorubicin medac 2 mg/ml
innrennslislyf, lausn
პორტუგალია Doxorrubicina medac
სლოვაკეთი Doxorubicin medac 2 mg/ml
infúzny roztok
ჩეხეთი Doxorubicin medac 2 mg/ml
infuzní roztok
გაერთიანებული სამეფო Doxorubicin hydrochloride
(ჩრდილოეთ ირლანდია)
ბოლო ცვლილებები ამ ინსტრუქციაში შეტანილია 2023 წლის მარტში.
277096396200
შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია სამედიცინო პერსონალისთვის:
შეუთავსებლობა
დოქსორუბიცინი არ შეიძლება შეურიოთ ჰეპარინს, რადგან შესაძლოა მოხდეს ნალექის განვითარება, ასევე არ შეიძლება 5-ფტორურაცილთან შერევა, რადგან შესაძლოა ნივთიერების დაშლა გამოიწვიოს. თავიდან უნდა იქნას აცილებული ნებისმიერი ხანგრძლივი კონტაქტი ხსნართან ბაზისური pH-ით, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება აქტიური ნივთიერების ჰიდროლიზი.
რადგან არ ჩატარებულა კვლევები თავსებადობაზე, არა შეიძლება ამ მედიკამენტის სხვა მედიკამენტებთან შერევა.
გახსნილი ფლაკონი
მედიკამენტი უნდა გამოიყენოთ ფლაკონის გახსნისთანავე.
წარმოებული საინფუზიო ხსნარი
0,5 მგ/მლ კონცენტრაციის მოხმარებისთვის მზა საინფუზიო ხსნარის ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა, რომელიც მომზადებულია 0,9%-იანი ფიზიოლოგიური ხსნარით ან 5 %-იანი გლუკოზის ხსნარით, შემოწმებულია 2°C– 8°C ან ოთახის ტემპერატურზე (20°C-იდან 25°C-მდე) 7 დღემდე, იმ პირობით რომ მომზადება მოხდება სინათლისგან დაცულ პოლიეთილენის პაკეტებში. მიკრობოლოგიური კუთხით მედიკამენტი გამოყენებული უნდა იქნას დაუყოვნებლივ. გამოუყენებლობის შემთხვევაში მომხმარებელი თავად იღებს პასუხისმგებლობას გამოყენებამდე შენახვის ხანგრძლივობასა და შენახვის პირობებზე, რომელიც ჩვეულებრივ არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს 2°C-დან 8°C-მდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც განზავება განხორციელდა კონტროლირებად და შემოწმებულ ასეპტიკურ პირობებში.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები უტილიზაციის და სხვა მანიპულაციების დროს.
განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისათვის.
გამოუყენებელი მედიკამენტის ან ნარჩენების უტილიზაცია უნდა მოხდეს ქვეყანაში არსებული მოთხოვნების შესაბამისად.
დაიცავით რეკომენდაციები ციტოსტატიკებთან მუშაობის შესახებ.
ამ ნივთიერების ტოქსიკური ბუნების გამო რეკომენდებულია შემდეგი დამცავი ზომები:
თანამშრომლებმა უნდა ისწავლონ ნივთიერებასთან სწორად მუშაობა.
ორსულებს უნდა აეკრძალოთ ამ ნივთიერებასთან მუშაობა.
დოქსორუბიცინთან მუშაობისას უნდა ატაროთ დამცავი ტანსაცმელი: დამცავი სათვალეები, დამცავი ხალათი, ერთჯერადი ხელთათმანები და დამცავი ნიღაბი.
გამოყოფილი უნდა იყოს ცალკე სამუშაო ადგილი (სასურველია ლამინარული ნაკადით). სამუშაო ზედაპირი დაცული უნდა იყოს შემწოვი დამცავი ფოლგით.
მედიკამენტის მიღების ან დასუფთავებისთვის გამოყენებული ყველა ნივთი, ხელთათმანების ჩათვლით, უნდა შეგროვდეს სახიფათო ნარჩენების ყუთში და გაიგზავნოს მაღალ ტემპერატურაზე (700°C) დასაწვავად.
კანთან კონტაქტის შემთხვევაში დაიბანეთ დაზიანებული ადგილი საპნითა და წყლით ან ნატრიუმის ბიკარბონატის ხსნარით. არ შეიძლება კანის ფრჩხილებისთვის განკუთვნილი ჯაგრისით გახეხვა.
თვალებთან კონტაქტის შემთხვევაში, დაზიანებული თვალები ჩამოიბანეთ დიდი რაოდენობის წყლით, მინიმუმ 15 წუთის განმავლობაში, ამ დროს ქუთუთოები უნდა ამოძრაოთ. შემდეგ მიმართეთ ექიმს.
ციტოსტატიკების დაღვრის ან გაჟონვის შემთხვევაში, დაამუშავეთ დაბინძურებული ზედაპირები/ობიექტები ნატრიუმის ჰიპოქლორიტის განზავებული ხსნარით (1% ქლორი), სასურველია ხსნარი დატოვოთ ღამითაც. შემდეგ ის უნდა გარეცხოთ წყლით.
დასუფთავებისთვის გამოყენებული ყველა მასალის უტილიზაცია უნდა მოხდეს ზემოთ აღწერილის მიხედვით.
ხელთათმანების გახდის შემდეგ ყოველთვის დაიბანეთ ხელები.
82411-VP1
DC
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


