პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
რადიოფარმაცევტული თერაპიული საშუალებები

¹³¹I-ნატრიუმის-იოდიდი თიროტოპი 38-7400 MBq მყარი კაფსულა

¹³¹I-Nátrium-jodid ThyroTop 38-7400 MBq kemény kapszula

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადუნგრეთი
რისთვის გამოიყენება

131I-ნატრიუმ-იოდიდი თიროტოპ 38-7400 მბკ მყარი კაფსულები არის პრეპარატი, რომელიც გამოიყენება მოზრდილებში, ბავშვებსა და მოზარდებში შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ: ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეები და ჰიპერაქტიური ფარისებრი ჯირკვალი. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
იოდიდი (iodide)
ფორმა და შეფუთვა
185.00 (MBq) მეგაბეკერელი აქტივობის პერორალურად მისაღები მყარი კაფსულა №1
მწარმოებელი
Izotóp Intézet Kft., უნგრეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით, გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებებში
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
რადიოფარმაცევტული თერაპიული საშუალებები, იოდის (131I) ნაერთები
ATC კოდი
V10XA01
რეგისტრაციის ნომერი
რ-043912
რეგისტრირებულია
25 აგვისტო 2025, მოქმედებს 25 აგვისტო 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „ავერსი-ფარმა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმება¹³¹I-ნატრიუმის-იოდიდი თიროტოპი 38-7400 MBq მყარი კაფსულა და სხვა წამალი ერთად

¹³¹I-ნატრიუმის-იოდიდი თიროტოპი 38-7400 MBq მყარი კაფსულა — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

131I-ნატრიუმ-იოდიდი თიროტოპ 38-7400 მბკ მყარი კაფსულები არის პრეპარატი, რომელიც გამოიყენება მოზრდილებში, ბავშვებსა და მოზარდებში შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:

ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეები და

ჰიპერაქტიური ფარისებრი ჯირკვალი.

ეს პრეპარატი შეიცავს ნატრიუმის იოდიდს (131I), რადიოაქტიურ ნივთიერებას, რომელიც გროვდება გარკვეულ ორგანოებში, როგორიცაა ფარისებრი ჯირკვალი. ეს პრეპარატი არის რადიოაქტიური, თუმცა თქვენი ექიმები მიიჩნევენ, რომ პრეპარატის სასარგებლო ეფექტი თქვენს მდგომარეობაზე აღემატება რადიაციით გამოწვეულ შესაძლო ზიანს.

მიღების წესი და დოზირება

რადიოაქტიური პროდუქტების სამედიცინო მიზნებისთვის გამოყენებაზე, დამუშავებაზე და განადგურებაზე მოქმედებს მკაცრი კანონები. 131I-ნატრიუმ-იოდიდი თიროტოპი გამოიყენება მხოლოდ სპეციალურად აღჭურვილ, კონტროლირებად სივრცეებში.

ამ პრეპარატის მიღება ხდება მხოლოდ პერსონალის თანდასწრებით, რომლებიც მომზადებული და კვალიფიცირებული არიან მის უსაფრთხო გამოსაყენებაში. ეს პერსონალი განსაკუთრებულად იზრუნებს ამ პრეპარატის უსაფრთხოდ გამოყენებაზე და აგიხსნიან პროცედურის მიმდინარეობას.

ექიმი-რადიოლოგი, რომელიც ზედამხედველობს პროცედურას, განსაზღვრავს თქვენთვის 131I-ნატრიუმ-იოდიდი თიროტოპის სწორ დოზას. ეს იქნება ყველაზე მცირე რაოდენობა, რომელიც აუცილებელია სასურველი ეფექტის მისაღებად.

131I-ნატრიუმ-იოდიდი თიროტოპს მიიღებთ ერთი კაფსულის სახით სპეციალისტების თანდასწრებით, რომლებიც პასუხისმგებელნი იქნებიან სიფრთხილის ყველა საჭირო ზომაზე.

მოზრდილებისთვის რეკომენდებული დოზებია:

200-800 მბკ ჰიპერაქტიური ფარისებრი ჯირკვალის სამკურნალოდ;

1850-3700 მბკ ფარისებრი ჯირკვლის ნაწილობრივი ან სრული მოცილებისთვის და გავრცელებული კიბოს უჯრედების სამკურნალოდ, რომლებიც ცნობილია მეტასტაზების სახელით;

3700-11100 მბკ მეტასტაზების შემდგომი მკურნალობისთვის.

მბკ (მეგაბეკერელი) არის ერთეული, რომელიც გამოიყენება წამლის რადიოაქტიურობის რაოდენობის გასაზომად.

გამოყენება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში

ბავშვებისა და მოზარდებში გამოიყენება უფრო დაბალი დოზები.

როგორ მიიღება 131I-ნატრიუმ-იოდიდი თიროტოპი და რას მოიცავს პროცედურა

131I-ნატრიუმ-იოდიდი თიროტოპი მიიღება ერთი კაფსულის სახით.

კაფსულის მიღებისას კუჭი ცარიელი უნდა იყოს.

მიიღეთ კაფსულა დიდი რაოდენობით წყალთან ერთად, რათა რაც შეიძლება სწრაფად მოხვდეს კუჭში. მცირეწლოვანმა ბავშვებმა კაფსულა უნდა მიიღონ დაქუცმაცებულ საკვებთან ერთად.

დალიეთ რაც შეიძლება მეტი წყალი მკურნალობის დასრულებიდან მეორე დღეს. ეს ხელს შეუწყობს მოქმედი ნივთიერების გამოდევნას შარდის ბუშტიდან.

პროცედურის ხანგრძლივობა

თქვენი ექიმი-რადიოლოგი გაცნობებთ რა დრო დასჭირდება პროცედურას.

131I-ნატრიუმ-იოდიდი თიროტოპის მიღების შემდეგ

ექიმი-რადიოლოგი გაცნობებთ დაგჭირდებათ თუ არა რაიმე განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები ამ პრეპარატის მიღების შემდეგ. განსაკუთრებით:

მნიშვნელოვანია, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში თავიდან აიცილოთ ახლო კონტაქტი ჩვილებთან და ორსულ ქალებთან. თქვენი ექიმი-რადიოლოგი რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს ეს პერიოდი.

უნდა დალიოთ დიდი რაოდენობით სითხე და ხშირად მოშარდოთ, რათა პრეპარატი ორგანიზმიდან გამოიდევნოს;

ფრთხილად უნდა ჩარეცხოთ ტუალეტი და კარგად დაიბანოთ ხელები, რადგან თქვენს სხეულში არსებული სითხეები რამდენიმე დღის განმავლობაში რადიოაქტიური იქნება;

მიიღოთ ლიმონმჟავას შემცველი სასმელები ან ტკბილეული, მაგალითად, ფორთოხლის, ლიმონის ან ლაიმის წვენი, რაც ხელს შეუწყობს ნერწყვის გამომუშავებას და ნერწყვის ჯირკვლებში ნერწყვის დაგროვების თავიდან აცილებას;

უნდა მიიღოთ საფაღარათე საშუალებები, რათა სტიმულირდეს ნაწლავური მოძრაობა,

თუ დღეში ერთზე ნაკლები ნაწლავური მოქმედება გაქვთ.

თქვენი სისხლი, განავალი, შარდი ან შესაძლო ნაღებინარი მასები რამდენიმე დღის განმავლობაში შეიძლება იყოს რადიოაქტიური და არ უნდა შევიდეს კონტაქტში სხვა ადამიანებთან.

თუ გაქვთ კითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმ-რადიოლოგს.

თუ მიიღეთ დანიშნულზე მეტი 131I-ნატრიუმ-იოდიდი თიროტოპი

დოზის გადაჭარბება ნაკლებად სავარაუდოა, რადგან თქვენ მიიღებთ 131I-ნატრიუმ-იოდიდი თიროტოპის მხოლოდ ერთ დოზას, რომელსაც ზუსტად გააკონტროლებს ექიმი-რადიოლოგი, რომელიც ზედამხედველობს პროცედურას. თუმცა, დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ შესაბამის მკურნალობას.

თუ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვა 131I-ნატრიუმ-იოდიდი თიროტოპის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ ექიმ-რადიოლოგს, რომელიც ზედამხედველობს პროცედურას.

უკუჩვენებები

თუ ხართ:

ალერგიული ნატრიუმის იოდიდზე ან ამ წამლის რომელიმე სხვა ინგრედიენტზე (ჩამოთვლილი მე-6 პარაგრაფში);

ორსულად;

მეძუძური.

თუ გაქვთ:

ყლაპვის პრობლემები;

საყლაპავის გაუვალობა;

კუჭთან დაკავშირებული პრობლემები;

კუჭ-ნაწლავის პერისტალტიკის დაქვეითება.

თუ რომელიმე აღნიშნული გეხებთ, მიმართეთ თქვენს ექიმ-რადიოლოგს.

სიფრთხილის ზომები

აცნობეთ ექიმ-რადიოლოგს:

თუ გაქვთ თირკმლის ფუნქციის დაქვეითება,

თუ გაქვთ შარდის გამოყოფის პრობლემა,

თუ გაქვთ საჭმლის მონელების ან კუჭთან დაკავშირებული პრობლემები,

თუ გადმოკარკლული თვალები, რომელიც გაწუხებთ, დაავადების სიმპტომების ნაწილია (გრეივსის დაავადებით გამოწვეული ოფთალმოპათია).

თუ რომელიმე აღნიშნული გეხებთ, მიმართეთ თქვენს ექიმ-რადიოლოგს. 131I-ნატრიუმ-იოდიდი თიროტოპი შეიძლება არ იყოს თქვენთვის შესაფერისი.

თქვენი ექიმი გეტყვით, თუ იქნება საჭიროა რაიმე განსაკუთრებული სიფრთხილის ზომების მიღება ამ პრეპარატის გამოყენების შემდეგ. კითხვების შემთხვევაში, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმ-რადიოლოგთან.

ხანდაზმულ პაციენტებში, რომელთაც ამოჭრილი ჰქონდათ ფარისებრი ჯირკვალი, შეინიშნებოდა ნატრიუმის დაბალი დონე სისხლში. ეს მოვლენა განსაკუთრებით ხშირია ქალებსა და ისეთი მედიკამენტების მიმღებ პაციენტებში, რომლებიც აძლიერებს სითხისა და ნატრიუმის გამოყოფას შარდით (დიურეზული საშუალებები, როგორიცაა ჰიდროქლოროთიაზიდი). თუ თქვენ ეკუთვნით ამ ჯგუფთაგან რომელიმეს, თქვენამ ექიმი შესაძლოა რეგულარულად დაგინიშნოთ სისხლის ანალიზი ელექტროლიტების (მაგალითად: ნატრიუმის) დონის შესამოწმებლად სისხლში.

131I-ნატრიუმ-იოდიდი თიროტოპის მიღებამდე, თქვენ უნდა

დაიცავით დიეტა იოდის დაბალი შემცველობით.

დალიოთ ბევრი წყალი პროცედურის დაწყებამდე, რათა 131I-ნატრიუმ-იოდიდი თიროტოპის მიღების შემდეგ პირველ საათებში რაც შეიძლება ბევრი შარდის გამოყოფა შეძლოთ.

იყოთ უზმოზე მიღების დღეს.

ბავშვები და მოზარდები

გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმ-რადიოლოგთან, თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ან თუ არ შეგიძლიათ კაფსულის გადაყლაპვა.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს ექიმ-რადიოლოგს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან აპირებთ მიიღოთ სხვა ნებისმიერი მედიკამენტი, მათ შორის რეცეპტის გარეშე გაცემული მედიკამენტები. აცნობეთ თქვენს ექიმ-რადიოლოგს, თუ იღებთ ან დანიშნული გაქვთ ქვემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტები ან ნივთიერებები, რადგან მათ შეუძლიათ გავლენა მოახდინონ აღნიშნული მკურნალობის ეფექტიანობაზე.

თქვენმა ექიმმა შეიძლება გირჩიოთ შეწყვიტოთ შემდეგი მედიკამენტების მიღება მკურნალობამდე:

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შესამცირებელი მედიკამენტები, როგორიცაა კარბიმაზოლი, მეთიმაზოლი, პროპილთიურაცილი, პერქლორატი - 1 კვირის განმავლობაში;

სალიცილატები: მედიკამენტები ტკივილის, ცხელების ან ანთების შესამცირებლად, როგორიცაა ასპირინი - 1 კვირის განმავლობაში;

კორტიზონი: მედიკამენტები ანთების შესამცირებლად ან გადანერგილი ორგანოების შეუთავსებლობის თავიდან ასაცილებლად - 1 კვირის განმავლობაში;

ნატრიუმის ნიტროპრუსიდი: მაღალი არტერიული წნევის შესამცირებელი პრეპარატი, ასევე გამოიყენება ოპერაციის დროს - 1 კვირის განმავლობაში;

ნატრიუმის სულფობრომოფთალეინი: პრეპარატი ღვიძლის ფუნქციის შესამოწმებლად - 1 კვირის განმავლობაში;

სხვა მედიკამენტები - 1 კვირის განმავლობაში:

სისხლის კოაგულაციის შესამცირებლად;

პარაზიტული ინვაზიის სამკურნალოდ;

ანტიჰისტამინები: გამოიყენება ალერგიის სამკურნალოდ;

პენიცილინები და სულფონამიდები: ანტიბიოტიკები;

ტოლბუტამიდი: პრეპარატი სისხლში შაქრის დონის შესამცირებლად;

თიოპენტალი: საანესთეზიო საშუალება, რომელიც გამოიყენება ოპერაციებში ტვინის წნევის შესამცირებლად და სერიოზული ეპილეფსიური შეტევების სამკურნალოდ - 1 კვირის განმავლობაში;

ფენილბუტაზონი: პრეპარატი, რომელიც ამცირებს ტკივილს და ანთებას - 1-2 კვირის განმავლობაში;

იოდის შემცველი პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება სასუნთქი გზების გასათავისუფლებლად ნახველისგან - 2 კვირის განმავლობაში;

იოდის შემცველი მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება მხოლოდ სხეულის შეზღუდულ ადგილებზე - 1-9 თვის განმავლობაში;

იოდის შემცველი კონტრასტული საშუალებები - 1 წლამდე;

იოდის მარილების შემცველი ვიტამინები - 2 კვირის განმავლობაში;

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების შემცველი მედიკამენტები, როგორიცაა ლევოთიროქსინი (6 კვირის განმავლობაში) ან ტრიიოდოთირონინი (2 კვირის განმავლობაში);

ბენზოდიაზეპინები: მედიკამენტები, რომლებიც ამშვიდებენ ფსიქოემოციურ მდგომარეობას და ეხმარებიან პაციენტებს დაძინებაში და კუნთების მოდუნებაში - 4 კვირის განმავლობაში;

ლითიუმი: პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ბიპოლარული აშლილობის სამკურნალოდ - 4 კვირის განმავლობაში;

ამიოდარონი: გულის რითმის დარღვევის სამკურნალო პრეპარატი - 3-6 თვის განმავლობაში.

131I-ნატრიუმ-იოდიდი თიროტოპი საკვებთან ერთად

მკურნალობამდე თქვენმა ექიმმა შეიძლება გირჩიოთ დიეტის დაცვა იოდის დაბალი შემცველობით და შეიძლება გთხოვოთ, რომ მოერიდოთ ისეთ საკვებს, როგორიცაა მოლუსკები და კიბოსნაირები.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ამ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ორსულობის დროს. ამიტომ, 131I-ნატრიუმ-იოდიდი თიროტოპის მიღებამდე უნდა აცნობოთ ექიმ-რადიოლოგს, თუ არსებობს შესაძლებლობა, რომ იყოთ ორსულად ან თუ გადაგიცდათ მენსტრუაცია, ან ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას.

თუ ხართ ორსულად

არ მიიღოთ 131I-ნატრიუმ-იოდიდი თიროტოპი თუ ხართ ორსულად. ამ პრეპარატის გამოყენებამდე უნდა გამოირიცხოს ორსულობის ნებისმიერი შესაძლებლობა.

კონტრაცეფცია მამაკაცებსა და ქალებში

131I-ნატრიუმ-იოდიდი თიროტოპის გამოყენების შემდეგ ქალები არ უნდა დაორსულდნენ მინიმუმ 6 თვის განმავლობაში. ორსულობის თავიდან ასაცილებლად ქალებისთვის რეკომენდებულია კონტრაცეპტივების გამოყენება რამდენიმე თვის განმავლობაში. სიფრთხილის ზომების ფარგლებში, მამაკაცებმა არ უნდა დააორსულონ ქალები 131I-ნატრიუმ-იოდიდი თიროტოპით მკურნალობის შემდეგ 6 თვის განმავლობაში, რათა დასხივებული სპერმატოზოიდები ჩანაცვლეს დაუსხივებელით.

ფერტილობა

131I-ნატრიუმ-იოდიდი თიროტოპით მკურნალობამ შეიძლება დროებით შეამციროს ფერტილობა მამაკაცებსა და ქალებში. მამაკაცებში ნატრიუმის იოდიდის მაღალმა დოზებმა (131I) შეიძლება დროებით იმოქმედოს სპერმის წარმოებაზე. თუ ოდესმე გსურთ შვილის ყოლა, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან თქვენი სპერმის სპერმის ბანკში შენახვის შესახებ.

თუ ხართ მეძუძური

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს, რადგან მკურნალობამდე უნდა შეწყვიტოთ ძუძუთი კვება. ძუძუთი კვება არ უნდა განახლდეს 131I-ნატრიუმ-იოდიდი თიროტოპით მკურნალობის შემდეგ.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ნაკლებად სავარაუდოა, რომ 131I-ნატრიუმ-იოდიდი თიროტოპი იმოქმედებს თქვენს სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

131I-ნატრიუმ-იოდიდი თიროტოპი შეიცავს ნატრიუმს

ეს პრეპარატი შეიცავს 115 მგ ნატრიუმს (საკვები/სუფრის მარილის ძირითადი კომპონენტი) თითოეულ კაფსულაში. ეს შეადგენს მოზრდილი ადამიანისთვის რეკომენდებული ნატრიუმის მაქსიმალური დღიური რაციონის 5.75%-ს და უნდა იქნას გათვალისწინებული, თუ ხართ ნატრიუმ-კონტროლირებად დიეტაზე.

გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა მედიკამენტმა, ამ პრეპარატსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, მაგრამ ისინი არ აღინიშნება ყველა პაციენტში.

ხშირი გვერდითი მოვლენებია: ჰიპოთირეოზი (ფარისებრი ჯირკვლის დაქვეითებული ფუნქცია), დროებითი ჰიპერთირეოზი (ჰიპერაქტიური ფარისებრი ჯირკვალი), დარღვევები სანერწყვე და საცრემლე ჯირკვლლების მხრივ და ადგილობრივი რადიაციული ეფექტები. კიბოს მკურნალობისას, დამატებით ხშირად შეიძლება აღინიშნოს გვერდითი მოვლენები კუჭისა და ნაწლავების მხრივ და ძვლის ტვინში სისხლის უჯრედების წარმოების შემცირება.

თუ გაქვთ სერიოზული ალერგიული რეაქცია, რომელიც იწვევს სუნთქვის გაძნელებას ან თავბრუსხვევას, ან თუ გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის მძიმე ჰიპერაქტიური კრიზი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

131I-ნატრიუმ-იოდიდი თიროტოპის ყველა გვერდითი მოვლენა ჩამოთვლილია ქვემოთ, დაჯგუფებულია იმ მდგომარეობების მიხედვით, რისთვისაც გამოიყენება 131I-ნატრიუმ-იოდიდი თიროტოპი, რადგან ისინი დამოკიდებულია იმ დოზებზე, რომლებიც გამოიყენება სხვადასხვა მკურნალობის დროს.

ჰიპერაქტიური ფარისებრი ჯირკვლის მკურნალობა

ძალიან ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში):

ფარისებრი ჯირკვლის დაქვეითებული ფუნქცია.

ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში):

თვალის ანთების ტიპი, რომელსაც ეწოდება ენდოკრინული ოფთალმოპათია (გრეივსის დაავადების მკურნალობის შემდეგ);

დროებით ჰიპერაქტიური ფარისებრი ჯირკვლი;

სანერწყვე ჯირკვლის ანთება.

ძალიან იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 10000 1-ზე ნაკლებ ადამიანში):

ხმოვანი იოგების პარალიზება.

სიხშირე უცნობია (სიხშირე არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით):

სერიოზული ალერგიული რეაქცია, რომელიც იწვევს სუნთქვის გაძნელებას ან თავბრუსხვევას;

ფარისებრი ჯირკვლის მძიმე ჰიპერაქტიური კრიზი;

ფარისებრი ჯირკვლის ანთება;

საცრემლე ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება, რომელიც ხასიათდება მშრალი თვალებით;

პარათირეოიდული ჰორმონის წარმოების შემცირება ან შეწყვეტა, ხელებში, თითებში და პირის ირგვლივ ჩხვლეტის შეგრძნებით, რაც შეიძლება გადაიზარდოს კუნთების უფრო მძიმე ფორმის კრუნჩხვებში;

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის დეფიციტი შთამომავლობაში;

ღვიძლის პათოლოგიური ფუნქცია.

კიბოს მკურნალობა

სისხლის უჯრედების მკვეთრი შემცირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისუსტე, სისხლჩაქცევები ან გაზარდოს ინფექციები;

სისხლის წითელი უჯრედების ნაკლებობა;

ძვლის ტვინის უკმარისობა სისხლის წითელი უჯრედების, სისხლის თეთრი უჯრედების ან ორივეს შემცირებით;

ყნოსვის ან გემოს შეგრძნების დარღვევა ან დაკარგვა;

გულისრევა (შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება);

მადის შემცირება;

საკვერცხეების ფუნქციის დარღვევა;

გრიპის მსგავსი დაავადება;

თავის ტკივილი, კისრის ტკივილი;

უკიდურესი დაღლილობა ან ძილიანობა;

ანთება, რომელიც იწვევს თვალის სიწითლეს, ცრემლიანობას და ქავილს;

სანერწყვე ჯირკვლის ანთება ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა პირის, ცხვირის და თვალების სიმშრალე; კბილების კარიესი, კბილების დაკარგვა.

სისხლის თეთრი უჯრედების პათოლოგიური, სიმსივნური მატება;

სისხლის თეთრი უჯრედების ან თრომბოციტების ნაკლებობა;

სურდო;

სუნთქვის გაძნელება;

ღებინება;

ქსოვილის შეშუპებული უბნები;

იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში):

მძიმე ან დროებით ჰიპერაქტიური ფარისებრი ჯირკვალი.

კიბო, მათ შორის შარდის ბუშტის, მსხვილი ნაწლავის და კუჭის;

ძვლის ტვინში სისხლის უჯრედების წარმოების მუდმივი ან მძიმე შემცირება;

ფარისებრი ჯირკვლის ანთება;

პარათირეოიდული ჰორმონის წარმოების შემცირება ან შეწყვეტა;

პარათირეოიდული ჰორმონის წარმოება გაზრდა;

ფარისებრი ჯირკვლის დაქვეითებული ფუნქცია;

ტრაქეის ანთება ან ყელის შევიწროება ან ორივე ერთად;

ფილტვებში შემაერთებელი ქსოვილის პროლიფერაცია;

სუნთქვის გაძნელება ან ხიხინი;

ფილტვის ანთება;

ხმოვანი იოგების პარალიზება, ხმის ჩახლეჩა, ხმოვანი ბგერების წარმოქმნის უნარის დაქვეითება;

პირისა და ყელის ტკივილი;

ტვინში სითხის დაგროვება;

კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება;

ყლაპვის გაძნელება;

შარდის ბუშტის ანთება;

დარღვეული მენსტრუალური ციკლი;

მამაკაცის ფერტილობის დაქვეითება, სპერმის დაბალი რაოდენობა ან სპერმის წარმოქმნის უნარის დაკარგვა;

თუ აღგენიშნებაღ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმ-რადიოლოგს. აღნიშნული მოიცავს იმ შესაძლო გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც ჩამოთვლილი არ არის წინამდებარე ფურცელ-ჩანართში.

შეტყობინებები გვერდითი მოვლენების შესახებ

თუ აღგენიშნებათ ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმ-რადიოლოგს ან ექთანს. აღნიშნული ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებრე ჩანართ-ფურცელში. გვერდითი მოვლენების შესახებ თქვენ, ასევე, შეგიძლიათ შეატყობინოთ პირდაპირ შეტყობინების ეროვნული სისტემის ერთ-ერთი კონტაქტის საშუალებით (უნგრეთში www.ogyei.gov.hu). გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თქვენ დაგვეხმარებით უზრუნველვყოთ მეტი ინფორმაცია წამლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

ჭარბი დოზა

ეს პრეპარატი უნდა გამოიყენოს მხოლოდ შესაბამისად ავტორიზებულმა პერსონალმა სტაციონარულ გარემოში. შესაბამისად, დოზის გადაჭარბების რისკი თეორიულია.

რადიაციული დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, პაციენტის მიერ შეთვისებული დოზა უნდა შემცირდეს, თუ ეს შესაძლებელია, ორგანიზმიდან რადიონუკლიდის გამოყოფის გაზრდით, ხშირი შარდვით, ფორსირებული დიურეზით და შარდის ბუშტის ხშირი დაცლით. გარდა ამისა, რეკომენდებულია ფარისებრი ჯირკვლის ბლოკირება (მაგალითად: კალიუმის პერქლორატით), რათა შემცირდეს ფარისებრი ჯირკვლის რადიაციული ზემოქმედება. ნატრიუმის იოდიდის (¹³¹I) ათვისების შესამცირებლად შესაძლებელია ღებინების მასტიმულირებელი საშუალებების გამოყენებაც.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერებაა ნატრიუმის იოდიდი (131I), ნატრიუმის იოდიდის სახით.

თითოეული მყარი კაფსულა შეიცავს 38-7400 მბკ ნატრიუმის იოდიდს (131I).

სხვა ინგრედიენტებია: დინატრიუმის ჰიდროფოსფატის დიჰიდრატი, ნატრიუმის თიოსულფატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ნატრიუმის კარბონატი, ნატრიუმის წყალბადის კარბონატი, საინექციო წყალი, ჟელატინის კაფსულის გარსი.

131I-ნატრიუმ-იოდიდი თიროტოპის გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი

უფერო მყარი კაფსულა.

38-7400 მბკ აქტივობის მქონე კაფსულები.

მაღალი აქტივობის 131I-ნატრიუმ-იოდიდის კაფსულები მოთავსებულია ტყვიის კონტეინერში, რომელშიც დაფიქსირებულია ხრახნიანი თავსახურით და პლასტმასის ჩანართით. შეფუთვა ყოველთვის შეიცავს ერთ კაფსულას.

ეტიკეტირებული ტყვიის კონტეინერი შეფუთულია ეტიკეტირებული თუნუქის კონტეინერში.

მარკეტინგული რეგისტრაციის მფლობელი და მწარმოებელი

Institute Of Isotopes Co. Ltd. (იზოტოპების ინსტიტუტი კო. ლტდ)

1121 ბუდაპეშტი, კონკოლი თიგე მიკლოშის ქ. 29-33

1535 ბუდაპეშტი, საფოსტო ყუთი 851.

ტელ.: 36 1 391 0859; 36 1 391 0860; ფაქსი: 36 1 395 9070,

ელ.ფოსტა: [email protected]

ეს სამკურნალო საშუალება ნებადართულია ევროპის ეკონომიკური ზონის წევრ სახელმწიფოებში შემდეგი დასახელებით:

უნგრეთი - 131I-Nátrium-jodid ThyroTop 38-7400 MBq kemény kapszula

რუმინეთი - Thyrotop-131 38-7400 MBq capsule pentru uz terapeutic

წინამდებარე ფურცელი-ჩანართი უკანასკნელად განახლდა: 2024 წლის ოქტომბერში.

შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ სამედიციონო პერსონალისთვის ან ჯანდაცვის მუშაკებისთვის.

131I-ნატრიუმ-იოდიდი თიროტოპის პროდუქტის მახასიათებლების სრული შეჯამება (SmPC) მოცემულია როგორც ცალკე დოკუმენტი პროდუქტის შეფუთვაში, რომლის მიზანია მიაწოდოს ჯანდაცვის მუშაკს სხვა დამატებითი სამეცნიერო და პრაქტიკული ინფორმაცია ამ რადიოფარმაცევტული საშუალების მიღებისა და გამოყენების შესახებ. იხ. 131I-ნატრიუმ-იოდიდი თიროტოპის SmPC.

შენახვის პირობები

თქვენ არ მოგიწევთ ამ მედიკამენტის შენახვა. ამ პრეპარატის შენახვა ხდება სპეციალისტის პასუხისმგებლობით შესაბამის ადგილას. ის ინახება ეროვნული რეგულაციების შესაბამისად, რომლებიც რადიოაქტიური მასალების შენახვას არეგულირებს. შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ სპეციალისტებისთვის.

არ შეინახოთ 25°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე. შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში, რათა თავიდან აიცილოთ გარე რადიაციის ზემოქმედება. რადიოფარმაცევტული საშუალებების შენახვა უნდა მოხდეს რადიოაქტიური მასალების ეროვნული რეგულაციების შესაბამისად.

მოარიდეთ ნესტს, მჟავა ორთქლებსა და დამჟანგავ ნივთიერებებს. 131I-ნატრიუმ-იოდიდი თიროტოპის გამოყენება არ შეიძლება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ეტიკეტზე “EXP”-ის შემდეგ.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: თერაპიული რადიოფარმაცევტული საშუალებები; იოდის (¹³¹I) ნაერთები, ათქ კოდი: V1OXA01

ფარმაკოლოგიურად აქტიური ნივთიერებაა ნატრიუმის იოდიდი (¹³¹I), ნატრიუმის იოდიდის ფორმით, რომელიც ფარისებრი ჯირკვლის მიერ შეიწოვება. ფიზიკური დაშლა ძირითადად ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილში მიმდინარეობს, სადაც ნატრიუმის იოდიდს (¹³¹I) ხანგრძლივი დაყოვნების დრო ახასიათებს, რაც უზრუნველყოფს ამ ორგანოზე სელექციურ რადიაციულ ზემოქმედებას.

თერაპიული ჩვენებისთვის გამოყენებული რაოდენობით, ნატრიუმის იოდიდის (¹³¹I) ფარმაკოდინამიკური ეფექტი მოსალოდნელი არ არის.

რადიაციული ზემოქმედების 90%-ზე მეტი განპირობებულია გამოყოფილი ბეტა-რადიაციით, რომლის საშუალო დიაპაზონი 0.5 მმ-ია. ბეტა-რადიაცია დოზაზე დამოკიდებულად ამცირებს უჯრედის ფუნქციასა და უჯრედის დაყოფის უნარს, რაც იწვევს უჯრედის განადგურებას. ვინაიდან, ნატრიუმის იოდიდის (¹³¹I) გავრცელების დიაპაზონი მცირეა და ფარისებრი ჯირკვლის გარდა პრაქტიკულად სხვაგან არ ხდება შეწოვა, ამიტომ რადიაციული ზემოქმედება ფარისებრი ჯირკვლის გარდა სხვა ორგანოებზე მინიმალურია.

ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები

შეწოვა

პერორალური მიღების შემდეგ ნატრიუმის იოდიდი (¹³¹I) სწრაფად შეიწოვება ზედა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან (90% 60 წუთში). შეწოვაზე გავლენას ახდენს კუჭის დაცლა. ის მატულობს ჰიპერთირეოზის დროს და მცირდება ჰიპოთირეოზის დროს.

შრატში აქტივობის დონის კვლევებმა აჩვენა, რომ 10–20 წუთიანი სწრაფი მატების შემდეგ, წონასწორობა მიიღწევა დაახლოებით 40 წუთის შემდეგ. ნატრიუმის იოდიდის (¹³¹I) ხსნარის პერორალური მიღების შემდეგ წონასწორობა მიიღწევა ამავე დროს.

განაწილება და ორგანოს მიერ შეთვისება

ფარმაკოკინეტიკა შეესაბამება არა მარკირებული იოდიდის ფარმაკოკინეტიკას. სისხლის მიმოქცევაში მოხვედრის შემდეგ, იგი ნაწილდება ექსტრა ფარისებრ განყოფილებაში. აქედან მას ძირითადად ფარისებრი ჯირკვალი შთანთქავს, რომელიც იოდიდის დაახლოებით 20%-ს გამოიყოფს ერთი გავლისას ან გამოიყოფა თირკმელებით.

ფარისებრი ჯირკვალის მიერ იოდის ათვისება მაქსიმუმს აღწევს 24-48 საათის შემდეგ; მაქსიმალური პიკის 50% მიიღწევა 5 საათის შემდეგ. ათვისებაზე გავლენას ახდენს რამდენიმე ფაქტორი: პაციენტის ასაკი, ფარისებრი ჯირკვლის მოცულობა, თირკმლისმიერი კლირენსი, იოდიდისა და სხვა პრეპარატების პლაზმური კონცენტრაცია (იხ. პარაგრაფი 4.5). ფარისებრი ჯირკვლის მიერ იოდიდის კლირენსი ჩვეულებრივ შეადგენს 5-50 მლ/წთ-ს. იოდის დეფიციტის შემთხვევაში კლირენსი იზრდება 100 მლ/წთ-მდე, ხოლო ჰიპერთირეოზის შემთხვევაში შეიძლება იყოს 1,000 მლ/წთ-მდე. იოდით გადატვირთვის შემთხვევაში კლირენსი შეიძლება შემცირდეს 2-5 მლ/წთ-მდე. იოდიდი ასევე გროვდება თირკმელებში.

ნატრიუმის იოდიდი (¹³¹I) მცირე რაოდენობით შეიწოვება სანერწყვე ჯირკვლების და კუჭის ლორწოვანის მიერ, და ასევე ლოკალიზდება ასევე ლოკალიზდება დედის რძეში, პლაცენტასა და ქოროიდულ წნულში.

ბიოგარდაქმნა

ფარისებრი ჯირკვლის მიერ შეწოვილი იოდიდი გადის ფარისებრი ჰორმონების ცნობილ მეტაბოლურ გზას და ინტეგრირდება იმ ორგანულ ნაერთებში, რომლიდანაც სინთეზდება ფარისებრი ჰორმონები.

გამოყოფა

შარდით გამოყოფა შეადგენს 37–75%-ს, განავლით გამოყოფა დაახლოებით 10%-ია, ხოლო გამოყოფა ოფლით თითქმის უმნიშვნელოა.

შარდით გამოყოფა ხასიათდება თირკმლისმიერი კლირენსით, რომელიც შეადგენს თირკმლისმიერი ნაკადის დაახლოებით 3%-ს და შედარებით სტაბილურია ინდივიდებს შორის. კლირენსი მცირდება ჰიპოთირეოზის და თირკმლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში და იმატებს ჰიპერთირეოზის დროს. თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე ევთირეოიდულ პაციენტებში მიღებული აქტივობის 50-75% გამოიყოფა შარდით 48 საათის განმავლობაში.

ნახევარგამოყოფის პერიოდი

რადიოიოდის ეფექტური ნახევარგამოყოფის პერიოდი სისხლის პლაზმაში შეადგენს დაახლოებით 12 საათს და დაახლოებით 6 დღეს ფარისებრ ჯირკვალში. ამრიგად, ნატრიუმის იოდიდის (¹³¹I) მიღების შემდეგ აქტივობის დაახლოებით 40%-ის ეფექტური ნახევარგამოყოფის პერიოდია 6 საათი, ხოლო დანარჩენი 60%-ის 8 დღე.

თირკმლის უკმარისობა

თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებს შეიძლება ჰქონდეთ შემცირებული რადიოიოდის კლირენსი, რაც გამოიწვევს ნატრიუმის იოდიდის (¹³¹I) რადიაციული ექსპოზიციის გაზრდას. მაგალითად, ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, რომლებიც იყვნენ უწყვეტ ამბულატორიულ პერიტონეალურ დიალიზზე (CAPD), რადიოიოდის კლირენსი 5-ჯერ უფრო დაბალი იყო, ვიდრე თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

შეფუთვის ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია პაციენტისთვის

131I-ნატრიუმ-იოდიდი თიროტოპ 38-7400 მბკ მყარი კაფსულები

ნატრიუმის იოდიდი (131I)

ამ პრეპარატის მიღებამდე, სრულად და ყურადღებით გაეცანით წინამდებარე ფურცელ-ჩანართს, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. შესაძლებელია დაგჭირდეთ მისი ხელახალი წაკითხვა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმ-რადიოლოგს, რომელიც დააკვირდება პროცედურის მიმდინარეობას.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმ-რადიოლოგს. აღნიშნული მოიცავს ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომლებიც არ არის მოცემული წინამდებარე ფურცელ-ჩანართში.

მოცემული ფურცელ-ჩანართი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:

რას წარმოადგენს 131I-ნატრიუმ-იოდიდი თიროტოპი და რისთვის გამოიყენება

რა უნდა იცოდეთ 131I-ნატრიუმ-იოდიდი თიროტოპის გამოყენებამდე

როგორ გამოიყენება 131I-ნატრიუმ-იოდიდი თიროტოპი

შესაძლო გვერდითი მოვლენები

როგორ ინახება 131I-ნატრიუმ-იოდიდი თიროტოპი

შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას წარმოადგენს 131I-ნატრიუმ-იოდიდი თიროტოპი და რისთვის გამოიყენება

131I-ნატრიუმ-იოდიდი თიროტოპ 38-7400 მბკ მყარი კაფსულები არის პრეპარატი, რომელიც გამოიყენება მოზრდილებში, ბავშვებსა და მოზარდებში შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:

ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეები და

ჰიპერაქტიური ფარისებრი ჯირკვალი.

ეს პრეპარატი შეიცავს ნატრიუმის იოდიდს (131I), რადიოაქტიურ ნივთიერებას, რომელიც გროვდება გარკვეულ ორგანოებში, როგორიცაა ფარისებრი ჯირკვალი. ეს პრეპარატი არის რადიოაქტიური, თუმცა თქვენი ექიმები მიიჩნევენ, რომ პრეპარატის სასარგებლო ეფექტი თქვენს მდგომარეობაზე აღემატება რადიაციით გამოწვეულ შესაძლო ზიანს.

რა უნდა იცოდეთ იცოდეთ 131I-ნატრიუმ-იოდიდი თიროტოპის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ 131I-ნატრიუმ-იოდიდი თიროტოპი:

თუ ხართ:

ალერგიული ნატრიუმის იოდიდზე ან ამ წამლის რომელიმე სხვა ინგრედიენტზე (ჩამოთვლილი მე-6 პარაგრაფში);

ორსულად;

მეძუძური.

თუ გაქვთ:

ყლაპვის პრობლემები;

საყლაპავის გაუვალობა;

კუჭთან დაკავშირებული პრობლემები;

კუჭ-ნაწლავის პერისტალტიკის დაქვეითება.

თუ რომელიმე აღნიშნული გეხებთ, მიმართეთ თქვენს ექიმ-რადიოლოგს.

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

აცნობეთ ექიმ-რადიოლოგს:

თუ გაქვთ თირკმლის ფუნქციის დაქვეითება,

თუ გაქვთ შარდის გამოყოფის პრობლემა,

თუ გაქვთ საჭმლის მონელების ან კუჭთან დაკავშირებული პრობლემები,

თუ გადმოკარკლული თვალები, რომელიც გაწუხებთ, დაავადების სიმპტომების ნაწილია (გრეივსის დაავადებით გამოწვეული ოფთალმოპათია).

თუ რომელიმე აღნიშნული გეხებთ, მიმართეთ თქვენს ექიმ-რადიოლოგს. 131I-ნატრიუმ-იოდიდი თიროტოპი შეიძლება არ იყოს თქვენთვის შესაფერისი.

თქვენი ექიმი გეტყვით, თუ იქნება საჭიროა რაიმე განსაკუთრებული სიფრთხილის ზომების მიღება ამ პრეპარატის გამოყენების შემდეგ. კითხვების შემთხვევაში, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმ-რადიოლოგთან.

ხანდაზმულ პაციენტებში, რომელთაც ამოჭრილი ჰქონდათ ფარისებრი ჯირკვალი, შეინიშნებოდა ნატრიუმის დაბალი დონე სისხლში. ეს მოვლენა განსაკუთრებით ხშირია ქალებსა და ისეთი მედიკამენტების მიმღებ პაციენტებში, რომლებიც აძლიერებს სითხისა და ნატრიუმის გამოყოფას შარდით (დიურეზული საშუალებები, როგორიცაა ჰიდროქლოროთიაზიდი). თუ თქვენ ეკუთვნით ამ ჯგუფთაგან რომელიმეს, თქვენამ ექიმი შესაძლოა რეგულარულად დაგინიშნოთ სისხლის ანალიზი ელექტროლიტების (მაგალითად: ნატრიუმის) დონის შესამოწმებლად სისხლში.

131I-ნატრიუმ-იოდიდი თიროტოპის მიღებამდე, თქვენ უნდა

დაიცავით დიეტა იოდის დაბალი შემცველობით.

დალიოთ ბევრი წყალი პროცედურის დაწყებამდე, რათა 131I-ნატრიუმ-იოდიდი თიროტოპის მიღების შემდეგ პირველ საათებში რაც შეიძლება ბევრი შარდის გამოყოფა შეძლოთ.

იყოთ უზმოზე მიღების დღეს.

ბავშვები და მოზარდები

გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმ-რადიოლოგთან, თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ან თუ არ შეგიძლიათ კაფსულის გადაყლაპვა.

სხვა სამკურნალო საშუალებები და 131I-ნატრიუმ-იოდიდი თიროტოპი

აცნობეთ თქვენს ექიმ-რადიოლოგს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან აპირებთ მიიღოთ სხვა ნებისმიერი მედიკამენტი, მათ შორის რეცეპტის გარეშე გაცემული მედიკამენტები. აცნობეთ თქვენს ექიმ-რადიოლოგს, თუ იღებთ ან დანიშნული გაქვთ ქვემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტები ან ნივთიერებები, რადგან მათ შეუძლიათ გავლენა მოახდინონ აღნიშნული მკურნალობის ეფექტიანობაზე.

თქვენმა ექიმმა შეიძლება გირჩიოთ შეწყვიტოთ შემდეგი მედიკამენტების მიღება მკურნალობამდე:

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შესამცირებელი მედიკამენტები, როგორიცაა კარბიმაზოლი, მეთიმაზოლი, პროპილთიურაცილი, პერქლორატი - 1 კვირის განმავლობაში;

სალიცილატები: მედიკამენტები ტკივილის, ცხელების ან ანთების შესამცირებლად, როგორიცაა ასპირინი - 1 კვირის განმავლობაში;

კორტიზონი: მედიკამენტები ანთების შესამცირებლად ან გადანერგილი ორგანოების შეუთავსებლობის თავიდან ასაცილებლად - 1 კვირის განმავლობაში;

ნატრიუმის ნიტროპრუსიდი: მაღალი არტერიული წნევის შესამცირებელი პრეპარატი, ასევე გამოიყენება ოპერაციის დროს - 1 კვირის განმავლობაში;

ნატრიუმის სულფობრომოფთალეინი: პრეპარატი ღვიძლის ფუნქციის შესამოწმებლად - 1 კვირის განმავლობაში;

სხვა მედიკამენტები - 1 კვირის განმავლობაში:

სისხლის კოაგულაციის შესამცირებლად;

პარაზიტული ინვაზიის სამკურნალოდ;

ანტიჰისტამინები: გამოიყენება ალერგიის სამკურნალოდ;

პენიცილინები და სულფონამიდები: ანტიბიოტიკები;

ტოლბუტამიდი: პრეპარატი სისხლში შაქრის დონის შესამცირებლად;

თიოპენტალი: საანესთეზიო საშუალება, რომელიც გამოიყენება ოპერაციებში ტვინის წნევის შესამცირებლად და სერიოზული ეპილეფსიური შეტევების სამკურნალოდ - 1 კვირის განმავლობაში;

ფენილბუტაზონი: პრეპარატი, რომელიც ამცირებს ტკივილს და ანთებას - 1-2 კვირის განმავლობაში;

იოდის შემცველი პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება სასუნთქი გზების გასათავისუფლებლად ნახველისგან - 2 კვირის განმავლობაში;

იოდის შემცველი მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება მხოლოდ სხეულის შეზღუდულ ადგილებზე - 1-9 თვის განმავლობაში;

იოდის შემცველი კონტრასტული საშუალებები - 1 წლამდე;

იოდის მარილების შემცველი ვიტამინები - 2 კვირის განმავლობაში;

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების შემცველი მედიკამენტები, როგორიცაა ლევოთიროქსინი (6 კვირის განმავლობაში) ან ტრიიოდოთირონინი (2 კვირის განმავლობაში);

ბენზოდიაზეპინები: მედიკამენტები, რომლებიც ამშვიდებენ ფსიქოემოციურ მდგომარეობას და ეხმარებიან პაციენტებს დაძინებაში და კუნთების მოდუნებაში - 4 კვირის განმავლობაში;

ლითიუმი: პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ბიპოლარული აშლილობის სამკურნალოდ - 4 კვირის განმავლობაში;

ამიოდარონი: გულის რითმის დარღვევის სამკურნალო პრეპარატი - 3-6 თვის განმავლობაში.

131I-ნატრიუმ-იოდიდი თიროტოპი საკვებთან ერთად

მკურნალობამდე თქვენმა ექიმმა შეიძლება გირჩიოთ დიეტის დაცვა იოდის დაბალი შემცველობით და შეიძლება გთხოვოთ, რომ მოერიდოთ ისეთ საკვებს, როგორიცაა მოლუსკები და კიბოსნაირები.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ამ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ორსულობის დროს. ამიტომ, 131I-ნატრიუმ-იოდიდი თიროტოპის მიღებამდე უნდა აცნობოთ ექიმ-რადიოლოგს, თუ არსებობს შესაძლებლობა, რომ იყოთ ორსულად ან თუ გადაგიცდათ მენსტრუაცია, ან ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას.

თუ ხართ ორსულად

არ მიიღოთ 131I-ნატრიუმ-იოდიდი თიროტოპი თუ ხართ ორსულად. ამ პრეპარატის გამოყენებამდე უნდა გამოირიცხოს ორსულობის ნებისმიერი შესაძლებლობა.

კონტრაცეფცია მამაკაცებსა და ქალებში

131I-ნატრიუმ-იოდიდი თიროტოპის გამოყენების შემდეგ ქალები არ უნდა დაორსულდნენ მინიმუმ 6 თვის განმავლობაში. ორსულობის თავიდან ასაცილებლად ქალებისთვის რეკომენდებულია კონტრაცეპტივების გამოყენება რამდენიმე თვის განმავლობაში. სიფრთხილის ზომების ფარგლებში, მამაკაცებმა არ უნდა დააორსულონ ქალები 131I-ნატრიუმ-იოდიდი თიროტოპით მკურნალობის შემდეგ 6 თვის განმავლობაში, რათა დასხივებული სპერმატოზოიდები ჩანაცვლეს დაუსხივებელით.

ფერტილობა

131I-ნატრიუმ-იოდიდი თიროტოპით მკურნალობამ შეიძლება დროებით შეამციროს ფერტილობა მამაკაცებსა და ქალებში. მამაკაცებში ნატრიუმის იოდიდის მაღალმა დოზებმა (131I) შეიძლება დროებით იმოქმედოს სპერმის წარმოებაზე. თუ ოდესმე გსურთ შვილის ყოლა, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან თქვენი სპერმის სპერმის ბანკში შენახვის შესახებ.

თუ ხართ მეძუძური

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს, რადგან მკურნალობამდე უნდა შეწყვიტოთ ძუძუთი კვება. ძუძუთი კვება არ უნდა განახლდეს 131I-ნატრიუმ-იოდიდი თიროტოპით მკურნალობის შემდეგ.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

ნაკლებად სავარაუდოა, რომ 131I-ნატრიუმ-იოდიდი თიროტოპი იმოქმედებს თქვენს სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

131I-ნატრიუმ-იოდიდი თიროტოპი შეიცავს ნატრიუმს

ეს პრეპარატი შეიცავს 115 მგ ნატრიუმს (საკვები/სუფრის მარილის ძირითადი კომპონენტი) თითოეულ კაფსულაში. ეს შეადგენს მოზრდილი ადამიანისთვის რეკომენდებული ნატრიუმის მაქსიმალური დღიური რაციონის 5.75%-ს და უნდა იქნას გათვალისწინებული, თუ ხართ ნატრიუმ-კონტროლირებად დიეტაზე.

როგორ გამოიყენება 131I-ნატრიუმ-იოდიდი თიროტოპი

რადიოაქტიური პროდუქტების სამედიცინო მიზნებისთვის გამოყენებაზე, დამუშავებაზე და განადგურებაზე მოქმედებს მკაცრი კანონები. 131I-ნატრიუმ-იოდიდი თიროტოპი გამოიყენება მხოლოდ სპეციალურად აღჭურვილ, კონტროლირებად სივრცეებში.

ამ პრეპარატის მიღება ხდება მხოლოდ პერსონალის თანდასწრებით, რომლებიც მომზადებული და კვალიფიცირებული არიან მის უსაფრთხო გამოსაყენებაში. ეს პერსონალი განსაკუთრებულად იზრუნებს ამ პრეპარატის უსაფრთხოდ გამოყენებაზე და აგიხსნიან პროცედურის მიმდინარეობას.

ექიმი-რადიოლოგი, რომელიც ზედამხედველობს პროცედურას, განსაზღვრავს თქვენთვის 131I-ნატრიუმ-იოდიდი თიროტოპის სწორ დოზას. ეს იქნება ყველაზე მცირე რაოდენობა, რომელიც აუცილებელია სასურველი ეფექტის მისაღებად.

131I-ნატრიუმ-იოდიდი თიროტოპს მიიღებთ ერთი კაფსულის სახით სპეციალისტების თანდასწრებით, რომლებიც პასუხისმგებელნი იქნებიან სიფრთხილის ყველა საჭირო ზომაზე.

მოზრდილებისთვის რეკომენდებული დოზებია:

200-800 მბკ ჰიპერაქტიური ფარისებრი ჯირკვალის სამკურნალოდ;

1850-3700 მბკ ფარისებრი ჯირკვლის ნაწილობრივი ან სრული მოცილებისთვის და გავრცელებული კიბოს უჯრედების სამკურნალოდ, რომლებიც ცნობილია მეტასტაზების სახელით;

3700-11100 მბკ მეტასტაზების შემდგომი მკურნალობისთვის.

მბკ (მეგაბეკერელი) არის ერთეული, რომელიც გამოიყენება წამლის რადიოაქტიურობის რაოდენობის გასაზომად.

გამოყენება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში

ბავშვებისა და მოზარდებში გამოიყენება უფრო დაბალი დოზები.

როგორ მიიღება 131I-ნატრიუმ-იოდიდი თიროტოპი და რას მოიცავს პროცედურა

131I-ნატრიუმ-იოდიდი თიროტოპი მიიღება ერთი კაფსულის სახით.

კაფსულის მიღებისას კუჭი ცარიელი უნდა იყოს.

მიიღეთ კაფსულა დიდი რაოდენობით წყალთან ერთად, რათა რაც შეიძლება სწრაფად მოხვდეს კუჭში. მცირეწლოვანმა ბავშვებმა კაფსულა უნდა მიიღონ დაქუცმაცებულ საკვებთან ერთად.

დალიეთ რაც შეიძლება მეტი წყალი მკურნალობის დასრულებიდან მეორე დღეს. ეს ხელს შეუწყობს მოქმედი ნივთიერების გამოდევნას შარდის ბუშტიდან.

პროცედურის ხანგრძლივობა

თქვენი ექიმი-რადიოლოგი გაცნობებთ რა დრო დასჭირდება პროცედურას.

131I-ნატრიუმ-იოდიდი თიროტოპის მიღების შემდეგ

ექიმი-რადიოლოგი გაცნობებთ დაგჭირდებათ თუ არა რაიმე განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები ამ პრეპარატის მიღების შემდეგ. განსაკუთრებით:

მნიშვნელოვანია, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში თავიდან აიცილოთ ახლო კონტაქტი ჩვილებთან და ორსულ ქალებთან. თქვენი ექიმი-რადიოლოგი რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს ეს პერიოდი.

უნდა დალიოთ დიდი რაოდენობით სითხე და ხშირად მოშარდოთ, რათა პრეპარატი ორგანიზმიდან გამოიდევნოს;

ფრთხილად უნდა ჩარეცხოთ ტუალეტი და კარგად დაიბანოთ ხელები, რადგან თქვენს სხეულში არსებული სითხეები რამდენიმე დღის განმავლობაში რადიოაქტიური იქნება;

მიიღოთ ლიმონმჟავას შემცველი სასმელები ან ტკბილეული, მაგალითად, ფორთოხლის, ლიმონის ან ლაიმის წვენი, რაც ხელს შეუწყობს ნერწყვის გამომუშავებას და ნერწყვის ჯირკვლებში ნერწყვის დაგროვების თავიდან აცილებას;

უნდა მიიღოთ საფაღარათე საშუალებები, რათა სტიმულირდეს ნაწლავური მოძრაობა,

თუ დღეში ერთზე ნაკლები ნაწლავური მოქმედება გაქვთ.

თქვენი სისხლი, განავალი, შარდი ან შესაძლო ნაღებინარი მასები რამდენიმე დღის განმავლობაში შეიძლება იყოს რადიოაქტიური და არ უნდა შევიდეს კონტაქტში სხვა ადამიანებთან.

თუ გაქვთ კითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმ-რადიოლოგს.

თუ მიიღეთ დანიშნულზე მეტი 131I-ნატრიუმ-იოდიდი თიროტოპი

დოზის გადაჭარბება ნაკლებად სავარაუდოა, რადგან თქვენ მიიღებთ 131I-ნატრიუმ-იოდიდი თიროტოპის მხოლოდ ერთ დოზას, რომელსაც ზუსტად გააკონტროლებს ექიმი-რადიოლოგი, რომელიც ზედამხედველობს პროცედურას. თუმცა, დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ შესაბამის მკურნალობას.

თუ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვა 131I-ნატრიუმ-იოდიდი თიროტოპის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ ექიმ-რადიოლოგს, რომელიც ზედამხედველობს პროცედურას.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა მედიკამენტმა, ამ პრეპარატსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, მაგრამ ისინი არ აღინიშნება ყველა პაციენტში.

ხშირი გვერდითი მოვლენებია: ჰიპოთირეოზი (ფარისებრი ჯირკვლის დაქვეითებული ფუნქცია), დროებითი ჰიპერთირეოზი (ჰიპერაქტიური ფარისებრი ჯირკვალი), დარღვევები სანერწყვე და საცრემლე ჯირკვლლების მხრივ და ადგილობრივი რადიაციული ეფექტები. კიბოს მკურნალობისას, დამატებით ხშირად შეიძლება აღინიშნოს გვერდითი მოვლენები კუჭისა და ნაწლავების მხრივ და ძვლის ტვინში სისხლის უჯრედების წარმოების შემცირება.

თუ გაქვთ სერიოზული ალერგიული რეაქცია, რომელიც იწვევს სუნთქვის გაძნელებას ან თავბრუსხვევას, ან თუ გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის მძიმე ჰიპერაქტიური კრიზი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

131I-ნატრიუმ-იოდიდი თიროტოპის ყველა გვერდითი მოვლენა ჩამოთვლილია ქვემოთ, დაჯგუფებულია იმ მდგომარეობების მიხედვით, რისთვისაც გამოიყენება 131I-ნატრიუმ-იოდიდი თიროტოპი, რადგან ისინი დამოკიდებულია იმ დოზებზე, რომლებიც გამოიყენება სხვადასხვა მკურნალობის დროს.

ჰიპერაქტიური ფარისებრი ჯირკვლის მკურნალობა

ძალიან ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში):

ფარისებრი ჯირკვლის დაქვეითებული ფუნქცია.

ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში):

თვალის ანთების ტიპი, რომელსაც ეწოდება ენდოკრინული ოფთალმოპათია (გრეივსის დაავადების მკურნალობის შემდეგ);

დროებით ჰიპერაქტიური ფარისებრი ჯირკვლი;

სანერწყვე ჯირკვლის ანთება.

ძალიან იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 10000 1-ზე ნაკლებ ადამიანში):

ხმოვანი იოგების პარალიზება.

სიხშირე უცნობია (სიხშირე არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით):

სერიოზული ალერგიული რეაქცია, რომელიც იწვევს სუნთქვის გაძნელებას ან თავბრუსხვევას;

ფარისებრი ჯირკვლის მძიმე ჰიპერაქტიური კრიზი;

ფარისებრი ჯირკვლის ანთება;

საცრემლე ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება, რომელიც ხასიათდება მშრალი თვალებით;

პარათირეოიდული ჰორმონის წარმოების შემცირება ან შეწყვეტა, ხელებში, თითებში და პირის ირგვლივ ჩხვლეტის შეგრძნებით, რაც შეიძლება გადაიზარდოს კუნთების უფრო მძიმე ფორმის კრუნჩხვებში;

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის დეფიციტი შთამომავლობაში;

ღვიძლის პათოლოგიური ფუნქცია.

კიბოს მკურნალობა

ძალიან ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში):

სისხლის უჯრედების მკვეთრი შემცირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისუსტე, სისხლჩაქცევები ან გაზარდოს ინფექციები;

სისხლის წითელი უჯრედების ნაკლებობა;

ძვლის ტვინის უკმარისობა სისხლის წითელი უჯრედების, სისხლის თეთრი უჯრედების ან ორივეს შემცირებით;

ყნოსვის ან გემოს შეგრძნების დარღვევა ან დაკარგვა;

გულისრევა (შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება);

მადის შემცირება;

საკვერცხეების ფუნქციის დარღვევა;

გრიპის მსგავსი დაავადება;

თავის ტკივილი, კისრის ტკივილი;

უკიდურესი დაღლილობა ან ძილიანობა;

ანთება, რომელიც იწვევს თვალის სიწითლეს, ცრემლიანობას და ქავილს;

სანერწყვე ჯირკვლის ანთება ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა პირის, ცხვირის და თვალების სიმშრალე; კბილების კარიესი, კბილების დაკარგვა.

ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში):

სისხლის თეთრი უჯრედების პათოლოგიური, სიმსივნური მატება;

სისხლის თეთრი უჯრედების ან თრომბოციტების ნაკლებობა;

სურდო;

სუნთქვის გაძნელება;

ღებინება;

ქსოვილის შეშუპებული უბნები;

იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში):

მძიმე ან დროებით ჰიპერაქტიური ფარისებრი ჯირკვალი.

სიხშირე უცნობია (სიხშირე არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით):

სერიოზული ალერგიული რეაქცია, რომელიც იწვევს სუნთქვის გაძნელებას ან თავბრუსხვევას;

კიბო, მათ შორის შარდის ბუშტის, მსხვილი ნაწლავის და კუჭის;

ძვლის ტვინში სისხლის უჯრედების წარმოების მუდმივი ან მძიმე შემცირება;

ფარისებრი ჯირკვლის ანთება;

პარათირეოიდული ჰორმონის წარმოების შემცირება ან შეწყვეტა;

პარათირეოიდული ჰორმონის წარმოება გაზრდა;

ფარისებრი ჯირკვლის დაქვეითებული ფუნქცია;

ტრაქეის ანთება ან ყელის შევიწროება ან ორივე ერთად;

ფილტვებში შემაერთებელი ქსოვილის პროლიფერაცია;

სუნთქვის გაძნელება ან ხიხინი;

ფილტვის ანთება;

ხმოვანი იოგების პარალიზება, ხმის ჩახლეჩა, ხმოვანი ბგერების წარმოქმნის უნარის დაქვეითება;

პირისა და ყელის ტკივილი;

ტვინში სითხის დაგროვება;

კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება;

ყლაპვის გაძნელება;

შარდის ბუშტის ანთება;

დარღვეული მენსტრუალური ციკლი;

მამაკაცის ფერტილობის დაქვეითება, სპერმის დაბალი რაოდენობა ან სპერმის წარმოქმნის უნარის დაკარგვა;

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის დეფიციტი შთამომავლობაში;

ღვიძლის პათოლოგიური ფუნქცია.

თუ აღგენიშნებაღ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმ-რადიოლოგს. აღნიშნული მოიცავს იმ შესაძლო გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც ჩამოთვლილი არ არის წინამდებარე ფურცელ-ჩანართში.

შეტყობინებები გვერდითი მოვლენების შესახებ

თუ აღგენიშნებათ ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმ-რადიოლოგს ან ექთანს. აღნიშნული ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებრე ჩანართ-ფურცელში. გვერდითი მოვლენების შესახებ თქვენ, ასევე, შეგიძლიათ შეატყობინოთ პირდაპირ შეტყობინების ეროვნული სისტემის ერთ-ერთი კონტაქტის საშუალებით (უნგრეთში www.ogyei.gov.hu). გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თქვენ დაგვეხმარებით უზრუნველვყოთ მეტი ინფორმაცია წამლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

როგორ ინახება 131I-ნატრიუმ-იოდიდი თიროტოპი

თქვენ არ მოგიწევთ ამ მედიკამენტის შენახვა. ამ პრეპარატის შენახვა ხდება სპეციალისტის პასუხისმგებლობით შესაბამის ადგილას. ის ინახება ეროვნული რეგულაციების შესაბამისად, რომლებიც რადიოაქტიური მასალების შენახვას არეგულირებს. შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ სპეციალისტებისთვის.

არ შეინახოთ 25°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე. შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში, რათა თავიდან აიცილოთ გარე რადიაციის ზემოქმედება. რადიოფარმაცევტული საშუალებების შენახვა უნდა მოხდეს რადიოაქტიური მასალების ეროვნული რეგულაციების შესაბამისად.

მოარიდეთ ნესტს, მჟავა ორთქლებსა და დამჟანგავ ნივთიერებებს. 131I-ნატრიუმ-იოდიდი თიროტოპის გამოყენება არ შეიძლება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ეტიკეტზე “EXP”-ის შემდეგ.

შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს 131I-ნატრიუმ-იოდიდი თიროტოპი

მოქმედი ნივთიერებაა ნატრიუმის იოდიდი (131I), ნატრიუმის იოდიდის სახით.

თითოეული მყარი კაფსულა შეიცავს 38-7400 მბკ ნატრიუმის იოდიდს (131I).

სხვა ინგრედიენტებია: დინატრიუმის ჰიდროფოსფატის დიჰიდრატი, ნატრიუმის თიოსულფატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ნატრიუმის კარბონატი, ნატრიუმის წყალბადის კარბონატი, საინექციო წყალი, ჟელატინის კაფსულის გარსი.

131I-ნატრიუმ-იოდიდი თიროტოპის გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი

უფერო მყარი კაფსულა.

38-7400 მბკ აქტივობის მქონე კაფსულები.

მაღალი აქტივობის 131I-ნატრიუმ-იოდიდის კაფსულები მოთავსებულია ტყვიის კონტეინერში, რომელშიც დაფიქსირებულია ხრახნიანი თავსახურით და პლასტმასის ჩანართით. შეფუთვა ყოველთვის შეიცავს ერთ კაფსულას.

ეტიკეტირებული ტყვიის კონტეინერი შეფუთულია ეტიკეტირებული თუნუქის კონტეინერში.

მარკეტინგული რეგისტრაციის მფლობელი და მწარმოებელი

Institute Of Isotopes Co. Ltd. (იზოტოპების ინსტიტუტი კო. ლტდ)

1121 ბუდაპეშტი, კონკოლი თიგე მიკლოშის ქ. 29-33

1535 ბუდაპეშტი, საფოსტო ყუთი 851.

ტელ.: 36 1 391 0859; 36 1 391 0860; ფაქსი: 36 1 395 9070,

ელ.ფოსტა: [email protected]

ეს სამკურნალო საშუალება ნებადართულია ევროპის ეკონომიკური ზონის წევრ სახელმწიფოებში შემდეგი დასახელებით:

უნგრეთი - 131I-Nátrium-jodid ThyroTop 38-7400 MBq kemény kapszula

რუმინეთი - Thyrotop-131 38-7400 MBq capsule pentru uz terapeutic

წინამდებარე ფურცელი-ჩანართი უკანასკნელად განახლდა: 2024 წლის ოქტომბერში.

შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ სამედიციონო პერსონალისთვის ან ჯანდაცვის მუშაკებისთვის.

131I-ნატრიუმ-იოდიდი თიროტოპის პროდუქტის მახასიათებლების სრული შეჯამება (SmPC) მოცემულია როგორც ცალკე დოკუმენტი პროდუქტის შეფუთვაში, რომლის მიზანია მიაწოდოს ჯანდაცვის მუშაკს სხვა დამატებითი სამეცნიერო და პრაქტიკული ინფორმაცია ამ რადიოფარმაცევტული საშუალების მიღებისა და გამოყენების შესახებ. იხ. 131I-ნატრიუმ-იოდიდი თიროტოპის SmPC.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა