ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

LOUDspeakers: მოცემულ რეალობაში ერთმანეთის მიმართ სოლიდარობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება

"მოცემულ რეალობაში ერთმანეთის მიმართ სოლიდარობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.
ჩვენი სოლიდარობა Kordz-ს, მის ოჯახს და პროტესტის გამო შევიწროებულ ყველა ადამიანს," - წერს ბენდი LOUDspeakers სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, გორში, "კამარა ფესტივალის" ფარგლებში დაგეგმილი Kordz-ის კონცერტი გაუქმდა. მუსიკოსის განცხადებით, გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მედიის ნაწილის მხრიდან შეტევა და მუქარა, რის გამოც ღონისძიების ადგილზე უსაფრთხოების გარანტიები აღარ არსებობდა. Kordz-მა ასევე განაცხადა, რომ გორის მუნიციპალიტეტი კონცერტის მასპინძელ სივრცეს მისი გამოსვლის შემთხვევაში "გაბრაზებული ბრბოთი" დაემუქრა.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 სექტემბერი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.