პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
სარჩევი · 33 თავი
  1. ზოგადი ნაწილი კარი I სისხლის სამართლის პროცესის კანონმდებლობა და პრინციპები
  2. თავი I სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა, მისი ამოცანები და მოქმედების სფერო
  3. თავი II სისხლის სამართლის პროცესის პრინციპები
  4. კარი II სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეები
  5. თავი III სასამართლო
  6. თავი IV პროკურორი, გამომძიებელი
  7. თავი V ბრალდებული, ადვოკატი
  8. თავი VI მოწმე და სისხლის სამართლის პროცესის სხვა მონაწილეები
  9. თავი VII დაზარალებული
  10. თავი VII¹ მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი
  11. თავი VIII სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოებები, აცილება
  12. თავი IX სისხლის სამართლის პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების წესი
  13. კარი III მტკიცებულება
  14. თავი X მტკიცებულება, მტკიცების საგანი და პროცესი
  15. თავი XI საპროცესო პასუხისმგებლობა სასამართლოში საპროცესო მოვალეობათა შეუსრულებლობისა და წესრიგის დარღვევისათვის
  16. თავი XII საპროცესო ვადები და ხარჯები
  17. თავი XIII შუამდგომლობა, საჩივარი და მათი განხილვის ზოგადი წესი
  18. კერძო ნაწილი კარი IV გამოძიება
  19. თავი XIV გამოძიების საფუძვლები
  20. თავი XV საგამოძიებო მოქმედებები
  21. თავი XVI კომპიუტერულ მონაცემთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებები
  22. თავი XVI¹
  23. თავი XVII სხვა საპროცესო მოქმედებები
  24. თავი XVII¹
  25. კარი V სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება, აღკვეთის ღონისძიების შერჩევა, საპროცესო შეთანხმება
  26. თავი XVIII სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძვლები, დაკავება, ბრალდებულად ცნობა
  27. თავი XIX სასამართლო განხილვის ზოგადი დებულებანი
  28. თავი XX ბრალდებულის პირველი წარდგენა სასამართლოში, აღკვეთის ღონისძიებანი
  29. თავი XXI საპროცესო შეთანხმება
  30. კარი VI წინასასამართლო სხდომა და საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში
  31. თავი XXII წინასასამართლო სხდომა
  32. თავი XXIII საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში
  33. თავი XXIV სასამართლოს განაჩენის დადგენა და მისი აღსრულება
  34. თავი XXV აპელაცია
  35. თავი XXVI კასაცია
  36. თავი XXVII ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის წესი
  37. კარი VII (ამოღებულია)
  38. თავი XXVIII. (ამოღებულია)
  39. თავი XXIX პროცესი იურიდიული პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების დროს
  40. კარი VIII გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
  41. თავი XXX გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

კერძო ნაწილი კარი IV გამოძიება

თავი XVI¹

მუხლი 143⁶. ფარული საგამოძიებო მოქმედების შეწყვეტა და შეჩერება

1. ფარული საგამოძიებო მოქმედების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პროკურორი გამომძიებლის მიმართვის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით. პროკურორი ვალდებულია ფარული საგამოძიებო მოქმედების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოს, რომელიც აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისთანავე წყვეტს ფარულ საგამოძიებო მოქმედებას.

2. ფარული საგამოძიებო მოქმედება შეწყდება, თუ:

ა) შესრულდება ფარული საგამოძიებო მოქმედების შესახებ განჩინებით გათვალისწინებული კონკრეტული ამოცანა;

ბ) დადგინდება გარემოებები, რომლებიც ადასტურებს, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედების შესახებ განჩინებით გათვალისწინებული კონკრეტული ამოცანის შესრულება ობიექტურად შეუძლებელია ან ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას გამოძიებისთვის არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს;

გ) შეწყდება გამოძიება ან/და სისხლისსამართლებრივი დევნა;

დ) აღარ არსებობს ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელების სამართლებრივი საფუძველი.

3. თუ გავიდა ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადა ან ფარული საგამოძიებო მოქმედების შეჩერებიდან 3 დღეში არ აღმოიფხვრა მისი შეჩერების საფუძველი, ამ ნაწილში მითითებული ვადის გასვლისთანავე შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანო წყვეტს ფარულ საგამოძიებო მოქმედებას.

4. თუ სასამართლომ უკანონოდ ცნო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში დაწყებული ფარული საგამოძიებო მოქმედება ან ამოიწურა გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში დაწყებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ დადგენილებაში მითითებული 48-საათიანი ვადა, შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანო სასამართლოს განჩინების მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში დაწყებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების 48-საათიანი ვადის ამოწურვისთანავე წყვეტს ფარულ საგამოძიებო მოქმედებას.

5. ფარული საგამოძიებო მოქმედება შეიძლება შეაჩეროს გენერალურმა აუდიტორმა კონტროლის ელექტრონული სისტემით, თუ:

ა) მისთვის ამ კოდექსის 143³ მუხლის 5¹ ნაწილით დადგენილი წესით მიწოდებული არ არის ამ კოდექსის 143¹ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის შესახებ მოსამართლის განჩინების ელექტრონული ეგზემპლარი, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს;

ბ) მისთვის ამ კოდექსის 143³ მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი წესით, მატერიალური (დოკუმენტური) სახით წარდგენილი არ არის ამ კოდექსის 143¹ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის შესახებ მოსამართლის განჩინების ეგზემპლარი, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს;

გ) მისთვის ამ კოდექსის 143³ მუხლის 6² ნაწილით დადგენილი წესით მიწოდებული არ არის პროკურორის დადგენილების ელექტრონული ეგზემპლარი, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს;

დ) მისთვის ამ კოდექსის 143³ მუხლის 6² ნაწილით დადგენილი წესით, მატერიალური (დოკუმენტური) სახით წარდგენილი არ არის გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ამ კოდექსის 143¹ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ პროკურორის დადგენილება, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს;

ე) მისთვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით ან მატერიალური (დოკუმენტური) სახით წარდგენილი პროკურორის დადგენილების რეკვიზიტები ან/და სარეზოლუციო ნაწილი ბუნდოვანება-უზუსტობას შეიცავს;

ვ) მისთვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარდგენილი პროკურორის დადგენილების ელექტრონული ეგზემპლარის რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილში და მატერიალური (დოკუმენტური) სახით წარდგენილი პროკურორის დადგენილების რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილში ამ კოდექსის 143³ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული მონაცემი ერთმანეთს არ ემთხვევა.

5¹. (ამოღებულია - 30.12.2021, №1314).

5². (ამოღებულია - 30.12.2021, №1314).

5³. (ამოღებულია - 30.12.2021, №1314).

5⁴. (ამოღებულია - 30.12.2021, №1314).

5⁵. (ამოღებულია - 30.12.2021, №1314).

5⁶. (ამოღებულია - 30.12.2021, №1314).

5⁷. (ამოღებულია - 30.12.2021, №1314).

5⁸. (ამოღებულია - 30.12.2021, №1314).

5⁹. (ამოღებულია - 30.12.2021, №1314).

5¹⁰. (ამოღებულია - 30.12.2021, №1314).

6. მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში სააგენტო მისი შეჩერების შესახებ დაუყოვნებლივ ატყობინებს შესაბამის პროკურორს ან შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს უფლებამოსილ წარმომადგენელს.

7. მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების ამ მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში მისი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრას, კერძოდ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის მოსამართლის განჩინების ელექტრონული ეგზემპლარის წარდგენას, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, ან პროკურორის დადგენილების ელექტრონული ეგზემპლარის წარდგენას, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, უზრუნველყოფს სააგენტო.

8. მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების ამ მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში მისი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრას, კერძოდ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის მოსამართლის განჩინების ეგზემპლარის მატერიალური (დოკუმენტური) სახით წარდგენას, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, უზრუნველყოფს სასამართლო.

9. მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების ამ მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში მისი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრას, კერძოდ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის პროკურორის დადგენილების მატერიალური (დოკუმენტური) სახით წარდგენას, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, უზრუნველყოფს პროკურორი ან შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენელი.

10. მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების ამ მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ან „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში მისი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრას, კერძოდ, პროკურორის დადგენილებაში ამ კოდექსის 143³ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული მონაცემის შესაბამისი წესით მითითებას და აღნიშნული დადგენილების სააგენტოსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის წარდგენას უზრუნველყოფს პროკურორი ან შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენელი.

11. მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების ამ მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში ფარულ საგამოძიებო მოქმედებას სააგენტო აგრძელებს მოსამართლის განჩინების ან პროკურორის დადგენილების ელექტრონული ეგზემპლარის სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის ამ კოდექსით დადგენილი ზოგადი წესით მიწოდების პროგრამულად დადასტურებისთანავე.

12. მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების ამ მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში ფარულ საგამოძიებო მოქმედებას სააგენტო აგრძელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ კონტროლის ელექტრონული სისტემით მოსამართლის განჩინების მიღების პროგრამულად დადასტურებისთანავე.

13. მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების ამ მუხლის მე-5 ნაწილის „დ“, „ე“ ან „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში ფარულ საგამოძიებო მოქმედებას სააგენტო აგრძელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ კონტროლის ელექტრონული სისტემით პროკურორის დადგენილების მიღების პროგრამულად დადასტურებისთანავე.

14. შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანო ფარული საგამოძიებო მოქმედების დასრულებისთანავე ადგენს ოქმს. ოქმში ზუსტად უნდა იყოს აღნიშნული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების სამართლებრივი საფუძველი, მისი დაწყების დრო და დასრულების დრო, ოქმის შედგენის ადგილი, ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების სახე და მისი ჩატარებისას გამოყენებული ტექნიკური საშუალებები, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ადგილი, ფარული საგამოძიებო მოქმედების ობიექტი, ხოლო ამ კოდექსის 143¹ მუხლის პირველი ნაწილის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას − აგრეთვე ფარული საგამოძიებო მოქმედების ობიექტის ტექნიკური იდენტიფიკატორი. ოქმი გადაეცემა შესაბამის უფლებამოსილ საგამოძიებო ორგანოს, რომელიც მას დაუყოვნებლივ წარუდგენს პროკურორს, ფარული საგამოძიებო მოქმედებების სასამართლო რეესტრსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. ოქმი ამ თავით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით გადაეცემა აგრეთვე დაცვის მხარეს.

15. ფარული საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას, პროკურორის/მოსამართლის მოთხოვნის შემთხვევაში, ფარული საგამოძიებო მოქმედების განმახორციელებელი ორგანო ვალდებულია გასცეს შუალედური ოქმი.

16. თუ ფარული საგამოძიებო მოქმედების შეჩერებიდან 3 დღეში არ აღმოიფხვრა მისი შეჩერების საფუძველი, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალა ნადგურდება ამ კოდექსით დადგენილი წესით.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (6)

საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2634– ვებგვერდი, 18.08.2014წ.

საქართველოს 2017 წლის 22 მარტის კანონი №476 - ვებგვერდი, 27.03.2017წ.

საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი № 3276 – ვებგვერდი, 09.08.2018წ.

საქართველოს 2019 წლის 8 მაისის კანონი №4604 - ვებგვერდი, 08.05.2019წ.

საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1314 – ვებგვერდი, 13.01.2022წ.

საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1300 – ვებგვერდი, 23.12.2025წ.

მუხლი 143⁷. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მინიმუმამდე დაყვანა

1. ფარული საგამოძიებო მოქმედების განმახორციელებელი ორგანო, აგრეთვე საგამოძიებო ორგანო ან პირი ვალდებული არიან, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მაქსიმალურად შეზღუდონ იმ კომუნიკაციისა და პირის მონიტორინგი, რომელთაც გამოძიებასთან კავშირი არ აქვთ.

2. სასულიერო პირის, ადვოკატის, ექიმის, ჟურნალისტისა და იმუნიტეტის მქონე პირის მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს არ უკავშირდება შესაბამისად მათ მიერ სასულიერო მოღვაწეობის ან პროფესიული საქმიანობის დროს კანონით დაცული ინფორმაციის მოპოვებას.

3. ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია ადვოკატის პირადი კომუნიკაციის შესახებ უნდა გაიმიჯნოს ადვოკატსა და კლიენტს შორის განხორციელებული კომუნიკაციის შესახებ ინფორმაციისაგან. ადვოკატსა და კლიენტს შორის განხორციელებული კომუნიკაციის შინაარსი, რომელიც ადვოკატის პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება, დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2634– ვებგვერდი, 18.08.2014წ.

საქართველოს 2014 წლის 30 ნოემბრის კანონი №2870 - ვებგვერდი, 30.11.2014წ.

მუხლი 143⁸. ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის/მასალის განადგურება

1. ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, პროკურორის გადაწყვეტილებით, დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს ფარული საგამოძიებო მოქმედების შეწყვეტის ან დასრულების შემდეგ, თუ მას არა აქვს ღირებულება გამოძიებისათვის. ასევე დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს იმ ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, რომელიც გადაუდებელი აუცილებლობისას მოსამართლის განჩინების გარეშე ჩატარდა და, მიუხედავად სასამართლოს მიერ მისი კანონიერად ცნობისა, ბრალდების მხარემ ამ კოდექსის 83-ე მუხლით დადგენილი წესით არ წარუდგინა ის მტკიცებულებად საქმის არსებითად განმხილველ სასამართლოს. დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად მოპოვებული ის მასალაც, რომელიც არ ეხება პირის დანაშაულებრივ საქმიანობას, მაგრამ შეიცავს ცნობებს მისი ან სხვა პირის პირადი ცხოვრების შესახებ და „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად უნდა განადგურდეს.

2. ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალა, რომელსაც სასამართლო დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობს, განადგურდება საბოლოო ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე განაჩენის გამოტანიდან 6 თვის გასვლის შემდეგ, დაუყოვნებლივ. ეს მასალა განადგურებამდე სასამართლოს სპეციალურ საცავში ინახება. დაუშვებელია ვინმეს მიერ აღნიშნული მასალის გაცნობა, ასლის გადაღება და გამოყენება, გარდა მისი მხარეთა მიერ საპროცესო უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებისა.

3. ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალა, რომელიც საქმეს ნივთიერ მტკიცებულებად დაერთვის, ამ კოდექსის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად შეინახება სასამართლოში ამ სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით. ამ ვადის გასვლის შემდეგ აღნიშნული მასალა დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს.

4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალის სათანადოდ დაცვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება იმ სასამართლოს ადმინისტრაციას, სადაც განადგურებამდე ინახებოდა ეს მასალა.

5. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ ინფორმაციას ანადგურებს შესაბამისი საქმის გამოძიებაზე საპროცესო ზედამხედველობის განმახორციელებელი პროკურორი ან სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერი პროკურორი ან მათი ზემდგომი პროკურორი იმ მოსამართლის/იმ სასამართლოს მოსამართლის თანდასწრებით, რომელმაც/რომლის მოსამართლემაც მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მოსამართლის განჩინების გარეშე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად/უკანონოდ ცნობის შესახებ. ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალის განადგურების შესახებ ოქმი, რომელიც დადასტურებულია შესაბამისი პროკურორისა და მოსამართლის ხელმოწერებით, გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და აისახება ფარული საგამოძიებო მოქმედებების სასამართლო რეესტრში.

6. ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ მასალას ანადგურებს ის მოსამართლე ან იმ სასამართლოს მოსამართლე, რომელმაც ან რომლის მოსამართლემაც მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების თაობაზე ან გადაუდებელი აუცილებლობისას მოსამართლის განჩინების გარეშე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ან უკანონოდ ცნობის შესახებ.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (6)

საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2634 – ვებგვერდი, 18.08.2014წ.

საქართველოს 2017 წლის 22 მარტის კანონი №476 - ვებგვერდი, 27.03.2017წ.

საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი № 3276 – ვებგვერდი, 09.08.2018წ.

საქართველოს 2019 წლის 8 მაისის კანონი №4604 - ვებგვერდი, 08.05.2019წ.

საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1314 – ვებგვერდი, 13.01.2022წ.

საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1300 – ვებგვერდი, 23.12.2025წ.

მუხლი 143⁹. ფარული საგამოძიებო მოქმედების შესახებ შეტყობინება

1. ფარული საგამოძიებო მოქმედების დასრულებამდე ამ მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის გაცნობის უფლება აქვთ მხოლოდ გამომძიებელს, პროკურორს და მოსამართლეს (თუ ეს ინფორმაცია არსებითად უკავშირდება მათ მიერ განსახილველ საკითხს).

2. ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია დაცვის მხარეს მიეწოდება ამ კოდექსის 83-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, აგრეთვე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისას.

3. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების, ამ მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალის შინაარსისა და აღნიშნული მასალის განადგურების შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს პირს, რომლის მიმართაც ჩატარდა აღნიშნული ფარული საგამოძიებო მოქმედება. ამ პირს ასეთი ინფორმაციის მიწოდებასთან ერთად გადაეცემა მოსამართლის განჩინება მის მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ, აგრეთვე ის მასალა, რომლის საფუძველზედაც მიიღო მოსამართლემ ამგვარი გადაწყვეტილება, და განემარტება აღნიშნული განჩინების ამ კოდექსის 143³მუხლის მე-15 ნაწილით დადგენილი წესით გასაჩივრების უფლება. გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ როდის ეცნობოს პირს მის მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ და გადაეცეს შესაბამისი განჩინება და მასალა, სამართალწარმოების ინტერესებიდან გამომდინარე, როგორც სამართალწარმოების მიმდინარეობისას, ისე მისი დასრულების შემდეგ, იღებს პროკურორი.

4. თუ პროკურორი გადაწყვეტს, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედების დასრულებიდან/შეწყვეტიდან 12 თვის ვადაში პირს არ აცნობოს მის მიმართ ამ მოქმედების ჩატარების შესახებ, იგი ვალდებულია აღნიშნული ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 72 საათისა შუამდგომლობით მიმართოს იმ სასამართლოს, რომლის მოსამართლემაც მიიღო განჩინება ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების თაობაზე, და მოითხოვოს ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ინფორმაციის შესაბამისი პირისთვის მიწოდების არაუმეტეს 12 თვით გადავადება. შუამდგომლობაში დასაბუთებული უნდა იყოს ის საფრთხე, რომელიც პირისთვის შეტყობინებით შეექმნება ფარული საგამოძიებო მოქმედების ლეგიტიმური მიზნის მიღწევას, ამოცანის შესრულებასა და სამართალწარმოების ინტერესებს. მოსამართლე შუამდგომლობას განიხილავს მისი წარდგენიდან 48 საათში, ამ კოდექსის 112-ე მუხლით დადგენილი წესით, საკუთარი შეხედულებისამებრ, ზეპირი მოსმენით ან მის გარეშე. შუამდგომლობის ზეპირი მოსმენით განხილვისას მოსამართლე შეტყობინებით უზრუნველყოფს შესაბამისი პროკურორის მონაწილეობას განხილვაში. მისი გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს შუამდგომლობის განხილვას. განხილვის შედეგად მოსამართლე იღებს გადაწყვეტილებას პროკურორის შუამდგომლობის დაკმაყოფილების და ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების თაობაზე შესაბამისი პირისთვის შეტყობინების გადავადების შესახებ ან შუამდგომლობის დაკმაყოფილებასა და ამგვარი ინფორმაციის მიწოდების გადავადებაზე უარის თქმის თაობაზე.

5. თუ ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებისა და შესაბამისი ვადის ამოწურვის შემდეგ კვლავ არსებობს იმავე ნაწილით განსაზღვრული საფრთხე, პროკურორი უფლებამოსილია აღნიშნული ნაწილით დადგენილი წესით ორჯერ მოითხოვოს ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ინფორმაციის შესაბამისი პირისთვის მიწოდების გადავადება. პროკურორი უფლებამოსილია თითოეულ ჯერზე მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის მიწოდების არაუმეტეს 12 თვით გადავადება.

6. თუ ფარული საგამოძიებო მოქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 143-ე−143², 144-ე−144³, 223-ე−224¹, 230-ე−232-ე, 234-ე−235¹ და 255¹ მუხლებით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 260¹ მუხლის მე-3 ნაწილით, 260² და 260³მუხლებით, 261-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, 261¹ მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, 262-ე და 263-ე მუხლებითა და XXXVII−XXXVIII და XLVII თავებით გათვალისწინებულ დანაშაულთან დაკავშირებით ჩატარდა, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ იმ პირისთვის შეტყობინება, რომლის მიმართაც ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედება, შეიძლება გადავადდეს იმდენჯერ, რამდენჯერაც ეს აუცილებელი იქნება, რათა საფრთხე არ შეექმნას სახელმწიფო უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ წესრიგსა და სამართალწარმოების ინტერესებს. ამ შემთხვევაში ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ შესაბამისი პირისთვის შეტყობინება ამ მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი წესით თითოეულ ჯერზე შეიძლება გადავადდეს არაუმეტეს 12 თვით.

7. თუ ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმეზე პროკურორმა შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიიღო, პირს, რომლის მიმართაც ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედება, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ უნდა ეცნობოს აღნიშნული შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუყოვნებლივ.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (3)

საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2634– ვებგვერდი, 18.08.2014წ.

საქართველოს 2022 წლის 6 სექტემბრის კანონი №1722 – ვებგვერდი, 14.09.2022წ.

საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №500 – ვებგვერდი, 17.04.2025წ.

მუხლი 143¹⁰. ფარული საგამოძიებო მოქმედებების რეესტრი

1. საქართველოს უზენაესი სასამართლო ადგენს ფარული საგამოძიებო მოქმედებების რეესტრს, რომელშიც აისახება ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაცია, კერძოდ: ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებით სასამართლოებში შესული შუამდგომლობების და სასამართლოთა მიერ მათზე მიღებული განჩინებების შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად მოპოვებული მასალის განადგურების თაობაზე ინფორმაცია, რომელიც არ ეხებოდა პირის დანაშაულებრივ საქმიანობას, მაგრამ შეიცავდა ცნობებს მისი ან სხვა პირის პირადი ცხოვრების შესახებ და „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად განადგურდა.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლო ვალდებულია ყოველი წლის ბოლოს გამოაქვეყნოს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაცია.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2634– ვებგვერდი, 18.08.2014წ.

თავი XVII სხვა საპროცესო მოქმედებები

მუხლი 144. ექსპერტიზის დანიშვნის საფუძველი

1. თუ მეცნიერების, ტექნიკის, ხელოვნების სათანადო დარგის ან ამა თუ იმ ხელობის ექსპერტთა მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დადგენა, ასევე თუ სხეულს ან ინფორმაციის შემცველ ობიექტს აჩნევია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე კვალი, ნიშანი ან თავისებურება, რომლის სწორად გაგება და აღქმა სპეციალური ცოდნის გარეშე შეუძლებელია, ტარდება ექსპერტიზა.

2. ექსპერტიზა ტარდება მხარის ინიციატივით.

3. თუ საექსპერტო კვლევის ობიექტი მეორე მხარესთან ინახება, იგი ვალდებულია გადასცეს ობიექტი ექსპერტიზის ინიციატორი მხარის ექსპერტს. ექსპერტიზის ინიციატორი მხარე უფლებამოსილია ჩაატაროს ექსპერტიზა. თუ მხარე ნებაყოფლობით ვერ იღებს, იგი უფლებამოსილია საექსპერტო კვლევის ობიექტის ექსპერტისათვის გადაცემის შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს გამოძიების ადგილის მიხედვით. შუამდგომლობა განხილულ უნდა იქნეს არა უგვიანეს 48 საათისა. შუამდგომლობის განხილვის დრო და ადგილი ეცნობება მხარეებს. შუამდგომლობის ავტორის გამოუცხადებლობის შემთხვევაში შუამდგომლობა არ განიხილება. სასამართლო უფლებამოსილია შუამდგომლობა განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს განჩინება არ გასაჩივრდება.

(ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 144-ე მუხლის მე-3 ნაწილის მე-8 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ბრალდებულის სტატუსის არმქონე პირს უკრძალავს მისგან ნიმუშის აღების შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება №3/6/1846 – ვებგვერდი, 26.06.2025წ.

3¹. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ ექსპერტიზის ინიციატორი მხარის ექსპერტმა ვერ ან არ უზრუნველყო საექსპერტო კვლევის ობიექტის დაცვა, ექსპერტის დასკვნა დაუშვებელი მტკიცებულებაა, ხოლო ექსპერტის მოწმედ დაკითხვა დაუშვებელია.

3². პირველადი გამოკვლევის ფარგლებში დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მოპოვებული საგნის, დოკუმენტის, ნივთის, ნივთიერების, ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტის ექსპერტისთვის გადაცემის შემდეგ ექსპერტი ადგენს საექსპერტო კვლევის ობიექტზე ექსპერტიზის მრავალჯერადად ჩატარების შესაძლებლობას.

3³. თუ ამ მუხლის 3² ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ექსპერტმა დაადგინა, რომ საექსპერტო კვლევის ობიექტი შეიძლება ვარგისი იყოს ექსპერტიზის მხოლოდ ერთჯერადად ჩასატარებლად (გამოლევადია, ექვემდებარება განადგურებას), აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ამის დადგენა შეუძლებელია, ექსპერტმა ეს დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს ბრალდების მხარეს, ბრალდების მხარემ კი, თავის მხრივ, დაუყოვნებლივ − დაცვის მხარეს.

3⁴. ამ მუხლის 3³ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაცვის მხარეს უფლება აქვს, შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 3 დღის ვადაში წერილობითი შეკითხვები წარუდგინოს ბრალდების მხარეს. ბრალდების მხარე ამ შეკითხვებს დაუყოვნებლივ უგზავნის ექსპერტს.

3⁵. პირველადი გამოკვლევის ფარგლებში შედგენილი ექსპერტიზის დასკვნა დაცვის მხარეს გადაეცემა ამ კოდექსის 146-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი წესით.

4. ექსპერტიზის ჩატარების შესახებ გამომძიებლის, პროკურორის დადგენილება და დაცვის მხარის მიმართვა სავალდებულოა საექსპერტო დაწესებულებისათვის, ექსპერტისათვის და იმ პირისათვის, რომელიც საექსპერტო კვლევის ობიექტია.

5. ექსპერტიზის ჩატარების შესახებ დადგენილებაში და დაცვის მხარის მიმართვაში აღინიშნება ექსპერტიზის დანიშვნის საფუძველი, ექსპერტის წინაშე დასმული კითხვები, საექსპერტო დაწესებულების დასახელება ან იმ პირის გვარი, რომელსაც დაევალა ექსპერტიზის ჩატარება.

6. დაცვის მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსის 46-ე მუხლით დადგენილ ფარგლებში და დადგენილი წესით მოითხოვოს მისი ინიციატივით ჩატარებული ექსპერტიზის ხარჯების სახელმწიფოს ხარჯზე ანაზღაურება.

7. გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილებით შესაძლებელია უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჩატარდეს ექსპერტიზა სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის გაგზავნის გარეშე იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი საპროცესო მოქმედების სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის წარდგენის გარეშე ჩატარება დაშვებულია შესაბამისი უცხო სახელმწიფოს სამართლით.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (5)

საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4631 - ვებგვერდი, 19.05.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 14 ივნისის კანონი №741 – ვებგვერდი, 27.06.2013წ.

საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3157 – ვებგვერდი, 06.08.2018წ.

საქართველოს 2019 წლის 17 ოქტომბრის კანონი №5186 – ვებგვერდი, 23.10.2019წ.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება №3/6/1846 – ვებგვერდი, 26.06.2025წ.

მუხლი 145. საექსპერტო კვლევის ობიექტი

1. საექსპერტო კვლევის ობიექტი, თუ მისი მოცულობა და თვისება ამის საშუალებას იძლევა, ექსპერტს უნდა გადაეცეს შეფუთული და დალუქული სახით.

2. საექსპერტო კვლევის ობიექტი შეიძლება დაიხარჯოს იმ ოდენობით, რამდენიც საჭიროა საექსპერტო კვლევისათვის.

3. ექსპერტიზის დამთავრებისთანავე საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუხარჯავი ნაწილი შეფუთული და დალუქული სახით უნდა დაუბრუნდეს ექსპერტიზის დამნიშვნელ პირს ან ორგანოს, ხოლო თუ ექსპერტიზა ტარდება ამ კოდექსის 144-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საექსპერტო კვლევის ობიექტი უბრუნდება მხარეს, რომელთანაც ის ინახებოდა ექსპერტიზის დანიშვნამდე.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 146. ექსპერტის დასკვნა

1. საჭირო გამოკვლევის ჩატარების შემდეგ ექსპერტი იძლევა დასკვნას. წერილობით დასკვნას იგი ადასტურებს ხელმოწერით.

2. ექსპერტის დასკვნაში უნდა აღინიშნოს ექსპერტის ვინაობა (სახელი, გვარი, განათლება, სპეციალობა, სპეციალობით მუშაობის სტაჟი, სამეცნიერო ხარისხი და სამეცნიერო წოდება, სამუშაო ადგილი და თანამდებობა), ის, რომ ექსპერტი გააფრთხილეს განზრახ არასწორი დასკვნის მიცემისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ, ექსპერტიზის ჩატარების საფუძველი, ვინ ესწრებოდა მას, რა მასალები გამოიყენა, რა საგანი, დოკუმენტი, ნიმუში ან სხვა ობიექტი გამოიკვლია, რა გამოკვლევა ჩაატარა და რა მეთოდები გამოიყენა ექსპერტმა, დასაბუთებული პასუხები დასმულ კითხვებზე, ექსპერტის ინიციატივით დადგენილი და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებანი.

3. ექსპერტის დასკვნას უნდა დაერთოს გამოკვლევის ჩატარების შემდეგ დარჩენილი ნივთები, ნიმუშები, ფოტოსურათები, სქემები და სხვა მასალები, რომლებიც ადასტურებს ექსპერტის დასკვნას.

4. ექსპერტის დასკვნის მიღებისთანავე ექსპერტიზის ინიციატორმა მხარემ ის დაუყოვნებლივ უნდა გადასცეს მეორე მხარეს ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 147. ნიმუშის აღება

1. ნიმუშის აღება ტარდება მხარის მიერ. მხარეს უფლება აქვს, აიღოს ადამიანის, გვამის, ცხოველის, ნივთიერების, საგნის ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტის თვისებების ამსახველი ნიმუში.

2. თუ ნიმუშის აღებისათვის აუცილებელია ქირურგიული ან სამედიცინო საშუალებების გამოყენება, ნიმუშს იღებს ექსპერტი.

3. ნიმუშის აღება, რომელიც არ იწვევს ძლიერი ტკივილის შეგრძნებას, დასაშვებია იმ პირის თანხმობით, რომლისგანაც ნიმუში უნდა იქნეს აღებული. თუ ნიმუშის აღება არ იწვევს ძლიერი ტკივილის შეგრძნებას და პირი უარს აცხადებს ნიმუშის ნებაყოფლობით აღებაზე ან პირს უნარი არა აქვს, გამოხატოს ნება მისგან ნიმუშის აღების შესახებ, ნიმუშის აღება ტარდება მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით. თუ არსებობს ამ კოდექსის 112-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობა, ნიმუშის აღება შესაძლებელია სასამართლოს განჩინების გარეშე, გამომძიებლის დადგენილებით.

4. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ნიმუშის აღების დაწყებიდან 12 საათის განმავლობაში (ხოლო თუ ამ ვადის ამოწურვა არასამუშაო დროს ემთხვევა − ამ დროის გასვლიდან არაუგვიანეს 1 საათისა) პროკურორმა ნიმუშის აღების შესახებ უნდა შეატყობინოს სასამართლოს გამოძიების ადგილის მიხედვით ან სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ჩატარდა საპროცესო მოქმედება, უნდა წარუდგინოს მას შუამდგომლობა ნიმუშის აღების კანონიერების შემოწმების შესახებ და უნდა გადასცეს სისხლის სამართლის საქმის მასალები (ან მათი ასლები), რომლებიც ასაბუთებს ამ საპროცესო მოქმედების გადაუდებლად ჩატარების აუცილებლობას. სასამართლო საქმის მასალების შესვლიდან არაუგვიანეს 24 საათისა, ზეპირი მოსმენის გარეშე წყვეტს შუამდგომლობას. სასამართლო უფლებამოსილია შუამდგომლობა განიხილოს პროკურორისა და იმ პირის მონაწილეობით, რომლის მიმართაც ჩატარდა საპროცესო მოქმედება.

5. ნიმუშის აღება, რომელიც იწვევს ძლიერი ტკივილის შეგრძნებას, დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში და იმ პირის თანხმობით, რომლისგანაც ნიმუში უნდა იქნეს აღებული, აგრეთვე მშობლის, მეურვის ან მზრუნველის თანხმობით, თუ ამ პირს 16 წელი არ შესრულებია ან თუ ის ფსიქიკურად დაავადებულია, ან სასამართლოს განჩინებით.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2015 წლის 19 თებერვლის კანონი №3090 - ვებგვერდი, 06.03.2015წ.

მუხლი 147¹. სამედიცინო გამოკვლევა

1. სამედიცინო გამოკვლევა ტარდება მხარის მიერ სამედიცინო დაწესებულებაში შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ექიმის მიერ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენის მიზნით. სამედიცინო გამოკვლევა მოიცავს ნებისმიერი სახის სამედიცინო მანიპულაციასა და პროცედურას, რომლებიც არ იწვევს ძლიერი ტკივილის შეგრძნებას.

2. სამედიცინო გამოკვლევის ჩატარება დასაშვებია იმ პირის თანხმობით, რომლის მიმართაც უნდა ჩატარდეს საპროცესო მოქმედება. თუ პირი უარს აცხადებს სამედიცინო გამოკვლევის ჩატარებაზე ან მას არ აქვს უნარი, გამოხატოს სამედიცინო გამოკვლევის ჩატარების ნება, სამედიცინო გამოკვლევა ტარდება მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს განჩინებით. თუ არსებობს ამ კოდექსის 112-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედების გადაუდებლად ჩატარების აუცილებლობა, სამედიცინო გამოკვლევა შეიძლება ჩატარდეს სასამართლოს განჩინების გარეშე, გამომძიებლის დადგენილებით.

3. საპროცესო მოქმედების გადაუდებლად ჩატარების აუცილებლობის არსებობის შემთხვევაში სამედიცინო გამოკვლევის დაწყებიდან 48 საათის განმავლობაში პროკურორმა გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს ან სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ჩატარდა საპროცესო მოქმედება, უნდა შეატყობინოს სამედიცინო გამოკვლევის ჩატარების თაობაზე, უნდა წარუდგინოს შუამდგომლობა სამედიცინო გამოკვლევის კანონიერების შემოწმების შესახებ და უნდა გადასცეს სისხლის სამართლის საქმის მასალები, რომლებიც ასაბუთებს ამ საპროცესო მოქმედების გადაუდებლად ჩატარების აუცილებლობას, ან მათი ასლები. სასამართლო აღნიშნული საქმის მასალების მიღებიდან არაუგვიანეს 24 საათისა, ზეპირი მოსმენის გარეშე წყვეტს ამ შუამდგომლობას. სასამართლო უფლებამოსილია შუამდგომლობა განიხილოს პროკურორისა და იმ პირის მონაწილეობით, რომლის მიმართაც ჩატარდა საპროცესო მოქმედება.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №500 – ვებგვერდი, 17.04.2025წ.

მუხლი 148. ნიმუშის აღების საფუძველი

ნიმუშის აღებისათვის სასამართლოს განჩინება გამოიტანება ამ კოდექსის 144-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წესით.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 149. გამოცხადების სავალდებულოობა, მიყვანა

1. მხარე უფლებამოსილია დააყენოს შუამდგომლობა სასამართლო სხდომაზე თავისი მოწმის გამოძახების შესახებ.

2. პირი, რომელსაც კანონით დადგენილ შემთხვევებში იძახებს სასამართლო, ვალდებულია გამოცხადდეს ზუსტად დანიშნულ დროს და ადგილას. გამოუცხადებლობის შემთხვევაში იგი შეიძლება იძულებით მიიყვანონ.

3. მიყვანა ხორციელდება იმ მიზნით, რომ უზრუნველყოფილ იქნეს საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედებაში ან სასამართლო სხდომაში მოწმის მონაწილეობა, თუ იგი უარს ამბობს ნებაყოფლობით გამოცხადებაზე.

4. ექსპერტიზის ინიციატორი მხარე ვალდებულია უზრუნველყოს ბრალდებულის, დაზარალებულისა და მოწმის ექსპერტთან მიყვანა, თუ აუცილებელი გახდა მათი სხეულის ან ფსიქიკის გამოკვლევა ან თუ აუცილებლად იქნა მიჩნეული ექსპერტიზაზე აღნიშნულ პირთა დასწრება. იძულებით მიყვანა ხდება მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით, რომელიც გამოიტანება ამ კოდექსის 144-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წესით. გამოძიების სტადიაზე ბრალდებულის მიყვანა დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს განჩინებით.

5. მიყვანის შესახებ გადაწყვეტილებაში აღნიშნული უნდა იყოს: მისაყვანი პირის სახელი, გვარი, საპროცესო მდგომარეობა, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილი; მისი მიყვანის საფუძველი; როდის და სად უნდა მიიყვანონ პირი; ვის ევალება მისი მიყვანა.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 150. მიყვანის შესახებ გადაწყვეტილების აღსრულება

1. მიყვანის შესახებ გადაწყვეტილება აღსასრულებლად გადაეცემა შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს.

2. როდესაც მისაყვან პირს აღმოაჩენენ, უფლებამოსილი თანამდებობის პირი მას ხელწერილით აცნობს გადაწყვეტილებას მიყვანის შესახებ და მიჰყავს გადაწყვეტილებაში მითითებულ ორგანოში (პირთან). ამასთანავე, გადაწყვეტილებაზე უნდა გაკეთდეს ჩანაწერი პირის აღმოჩენის დროისა და ადგილის, მიყვანის დროის, აგრეთვე მიყვანასთან დაკავშირებით მისი განცხადებებისა და საჩივრების შესახებ.

3. მიყვანის შესახებ გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს გონივრულ ვადაში.

4. თუ უფლებამოსილი თანამდებობის პირი დაადგენს, რომ პირის მიყვანა შეუძლებელია, იგი მიყვანის შესახებ გადაწყვეტილებაზე წერილობით მიუთითებს ამის მიზეზებს და გადაწყვეტილებას აღსრულების გარეშე უბრუნებს მიყვანის ინიციატორს.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 151. ქონებაზე ყადაღის დადების მიზანი და საფუძველი

1. სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების, ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად სასამართლოს შეუძლია მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ყადაღა დაადოს ბრალდებულის, მისი მოქმედებისათვის მატერიალურად პასუხისმგებელი პირის ან/და მასთან დაკავშირებული პირის ქონებას, მათ შორის, საბანკო ანგარიშებს, თუ არსებობს მონაცემები, რომ ქონებას გადამალავენ ან დახარჯავენ ან/და ქონება დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული. თუ არსებობს მონაცემები, რომ ქონება დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული, მაგრამ მისი მოძიება ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია ყადაღა დაადოს ამ ქონების ეკვივალენტური ღირებულების ქონებას. ამ ნაწილში მითითებული პირობების არსებობისას, თუ ბრალდებული თანამდებობის პირია, პროკურორი ვალდებულია სასამართლოს წინაშე დააყენოს შუამდგომლობა თანამდებობის პირის ქონებაზე, მათ შორის, საბანკო ანგარიშებზე, ყადაღის დადების, აგრეთვე თანამდებობის პირის მიერ სახელმწიფოს სახელით დადებული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შეჩერების ან სარჩელის უზრუნველყოფის სხვა ღონისძიებების განხორციელების თაობაზე.

2. ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქონებაზე ყადაღის დადება ასევე გამოიყენება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე–330-ე და 331¹ მუხლებით გათვალისწინებული ერთ-ერთი დანაშაულის ან სხვა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მომზადებისას, აგრეთვე მათი აღკვეთის უზრუნველსაყოფად, თუ არსებობს საკმარისი მონაცემები, რომ ეს ქონება გამოყენებული იქნება დანაშაულის ჩასადენად.

3. სასამართლოს შეუძლია ასევე ყადაღა დაადოს ქონებას, თუ არსებობს საკმარისი მონაცემები, რომ ეს კორუფციული, რეკეტული, „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“ ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებული პირის ქონებაა.

3¹. ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ განჩინებით შეიძლება ასევე ყადაღა დაედოს ქონებას, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ ქონების მიმართ ჩადენილია დანაშაული, ან/და არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ეს ქონება დანაშაულებრივი გზითაა მოპოვებული, ამასთანავე, აღნიშნულ ქონებაზე ყადაღის დადება საჭიროა ერთი ან რამდენიმე შემდეგი მიზნის მისაღწევად:

ა) ახალი დანაშაულის ჩადენის აღსაკვეთად;

ბ) განადგურებისგან ან დაზიანებისგან მის დასაცავად;

გ) მისი გადამალვის, გასხვისების ან დახარჯვის აღსაკვეთად;

დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის საფუძველზე მისი შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად.

3². დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის უზრუნველსაყოფად ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ განჩინებით ყადაღა ედება აგრეთვე ამ კოდექსის XVII¹ თავით გათვალისწინებულ ქონებას.

4. ქონებაზე ყადაღის დადებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტისას შესაძლოა გამოყენებულ იქნეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებები, თუ ისინი არ ეწინააღმდეგება ამ კოდექსს.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (5)

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328

საქართველოს 2018 წლის 18 აპრილის კანონი №2153 – ვებგვერდი, 01.05.2018წ.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება №2/1/1434,1466 – ვებგვერდი, 01.03.2022წ.

საქართველოს 2022 წლის 23 სექტემბრის კანონი №1854 – ვებგვერდი, 28.09.2022წ.

საქართველოს 2025 წლის 3 სექტემბრის კანონი №954 – ვებგვერდი, 05.09.2025წ.

მუხლი 152. ქონებაზე ყადაღის დადებისას უფლებამოსილებათა შეზღუდვა

1. ამ კოდექსის 151-ე მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით ან იმავე მუხლის 3¹ ნაწილის „ა“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ქონებაზე ყადაღის დადება მის მესაკუთრეს ან მფლობელს უკრძალავს ქონების განკარგვას, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში – აგრეთვე ქონებით სარგებლობას.

1¹. ამ კოდექსის 151-ე მუხლის 3¹ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ქონებაზე ყადაღის დადება მის მესაკუთრეს ან მფლობელს უკრძალავს ქონებით მხოლოდ სარგებლობას, ხოლო იმავე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − ქონების მხოლოდ განკარგვას.

2. კომერციული ბანკის ლიკვიდატორი, სპეციალური მმართველი ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერის, მიკრობანკის ლიკვიდატორი უფლებამოსილია ყადაღადადებული ანგარიშები „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სხვა კომერციულ ბანკში, სხვა საგადახდო მომსახურების პროვაიდერში, სხვა მიკრობანკში ან/და საქართველოს ეროვნულ ბანკში გადაიტანოს.

3. „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონით, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით, „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ლიკვიდატორი ან სპეციალური მმართველი უფლებამოსილია ყადაღადადებული ფასიანი ქაღალდების ანგარიშები უცვლელად გადაიტანოს სხვა ანგარიშის მწარმოებელთან ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ფინანსურ ინსტიტუტში.

მუხლი 153. ქონება, რომელსაც არ შეიძლება ყადაღა დაედოს

1. არ შეიძლება ყადაღა დაედოს პირისთვის საჭირო კვების პროდუქტებს, სათბობს, პროფესიული საქმიანობის ინვენტარს და სხვა საგნებს, რომლებიც უზრუნველყოფს ადამიანის ნორმალურ სასიცოცხლო პირობებს, აგრეთვე „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ფინანსურ გირავნობას (ფინანსური გირავნობის საგანს), „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში შემავალ აქტივებს და „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისტემის მონაწილის ანგარიშსწორების ანგარიშს.

2. საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართვის საფუძველზე არ შეიძლება ყადაღა დაედოს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის ქონებას და მასში არსებულ საბანკო ანგარიშებს, ხოლო ყადაღადადებულ ქონებასა და საბანკო ანგარიშებზე ყადაღის მოქმედება უნდა შეჩერდეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართვაში მითითებული ვადით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 90 კალენდარულ დღეს. მოსამართლე განჩინებას გამოიტანს საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართვიდან 24 საათის განმავლობაში. თუ რეზოლუციის რეჟიმი განჩინებაში განსაზღვრულ ვადაზე ადრე დასრულდება, საქართველოს ეროვნული ბანკი ვალდებულია ამის შესახებ შეატყობინოს სასამართლოს, რომელიც გააუქმებს შეჩერების შესახებ განჩინების მოქმედებას.

3. არ შეიძლება ყადაღა დაედოს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 2¹ მუხლის 4² პუნქტით გათვალისწინებულ საპენსიო აქტივებს, თუ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მოთხოვნილია იმავე პუნქტში მითითებული შესაბამისი კანონით განსაზღვრული სუბიექტის მიმართ არსებული სადავო მოთხოვნიდან გამომდინარე.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (11)

საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1902 – ვებგვერდი, 11.01.2018წ.

საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5660 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.

საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1805 - ვებგვერდი, 23.09.2022წ.

საქართველოს 2022 წლის 23 სექტემბრის კანონი №1854 – ვებგვერდი, 28.09.2022წ.

საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2619 – ვებგვერდი, 10.03.2023წ.

საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3725 – ვებგვერდი, 07.12.2023წ.

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6314 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.

საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5660 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.

საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5684 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.

საქართველოს 2022 წლის 29 ნოემბრის კანონი №2118 – ვებგვერდი, 16.12.2022წ.

საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3351 – ვებგვერდი, 19.07.2023წ.

მუხლი 154. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ შუამდგომლობა და მისი განხილვის წესი

1. მხარე ადგენს და გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს უგზავნის დასაბუთებულ შუამდგომლობას ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ და მისი განხილვისათვის საჭირო ინფორმაციას.

1¹. ამ კოდექსის 158-ე მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ქონებაზე ყადაღის დადების წინა ეტაპზე დადგენილი 12-თვიანი ვადის ამოწურვამდე, თუ კვლავ არსებობს ქონებაზე ყადაღის დადების შესაბამისი საფუძველი, ბრალდების მხარე უფლებამოსილია სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით შემდეგ ეტაპზე დადგენილი 12 თვის ვადით ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ.

1². ამ კოდექსის 158-ე მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ გაუქმდა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ განჩინება, თუმცა არ ამოწურულა იმავე ნაწილით გათვალისწინებული ვადა და არსებობს ამავე კოდექსის 151-ე მუხლის 3¹ ნაწილით გათვალისწინებული საფუძველი, ბრალდების მხარე უფლებამოსილია სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით დარჩენილ ეტაპებზე დადგენილი ვადით ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ.

1³. ამ კოდექსის 151-ე მუხლის 3¹ ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლით ქონებაზე ყადაღის დადების შემდეგ, თუ დასტურდება ამ კოდექსის 151-ე მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობა, ბრალდების მხარე უფლებამოსილია სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით შეცვლილი საფუძვლით ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ.

1⁴. ბრალდების მხარე უფლებამოსილია სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ განჩინების სრულად ან ნაწილობრივ გაუქმების თაობაზე.

2. მოსამართლე შუამდგომლობისა და მისი განხილვისათვის საჭირო ინფორმაციის შესვლიდან არა უგვიანეს 48 საათისა ზეპირი მოსმენის გარეშე წყვეტს შუამდგომლობას. მოსამართლე უფლებამოსილია შუამდგომლობა განიხილოს შუამდგომლობის დამყენებელი მხარის მონაწილეობით. ამ შემთხვევაში შუამდგომლობის განხილვისას გამოიყენება ამ კოდექსის 144-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წესი.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2022 წლის 23 სექტემბრის კანონი №1854 – ვებგვერდი, 28.09.2022წ.

მუხლი 155. დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ

1. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში (გარდა ამ კოდექსის 153-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა), თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ქონებას გადამალავენ ან გაანადგურებენ, პროკურორს უფლება აქვს, გამოიტანოს დასაბუთებული დადგენილება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ.

2. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ დადგენილების აღსრულებიდან 12 საათის განმავლობაში (ხოლო თუ ამ ვადის ამოწურვა ემთხვევა არასამუშაო დროს, მაშინ ამ დროის გასვლიდან არა უგვიანეს 1 საათისა) პროკურორმა ყადაღის დადების თაობაზე უნდა შეატყობინოს გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს ან სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ჩატარდა საპროცესო მოქმედება, უნდა წარუდგინოს შუამდგომლობა ყადაღის კანონიერების შემოწმების შესახებ და უნდა გადასცეს სისხლის სამართლის საქმის მასალები (ან მათი ასლები), რომლებიც ასაბუთებს საგამოძიებო მოქმედების გადაუდებლად ჩატარების აუცილებლობას. სასამართლო მასალების შესვლიდან არა უგვიანეს 24 საათისა ზეპირი მოსმენის გარეშე წყვეტს შუამდგომლობას. სასამართლო უფლებამოსილია შუამდგომლობა განიხილოს პროკურორის და იმ პირის მონაწილეობით, რომლის მიმართაც ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5660 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.

მუხლი 156. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ სასამართლოს განჩინების გასაჩივრება

ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ სასამართლოს განჩინება უნდა გადაეცეს გასაჩივრების უფლების მქონე პირს განჩინების გამოცემიდან 48 საათის განმავლობაში. ეს განჩინება საჩივრდება ამ კოდექსის 207-ე მუხლით დადგენილი წესით. განჩინების გასაჩივრება შეუძლიათ პროკურორს, ბრალდებულს ან/და პირს, რომლის ქონებრივი უფლებებიც შეიძლება დაირღვეს ამ განჩინების შედეგად, აგრეთვე მათ ადვოკატებს. განჩინების გასაჩივრების ვადა აითვლება უფლებამოსილი პირისთვის მისი გადაცემის მომენტიდან.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2013 წლის 14 ივნისის კანონი №741 – ვებგვერდი, 27.06.2013წ.

მუხლი 157. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ განჩინების (დადგენილების) აღსრულების წესი

1. მხარე სასამართლოს განჩინებას, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში – პროკურორის დადგენილებას ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ წარუდგენს იმ პირს, რომელთანაც არის ქონება, და მოითხოვს ამ ქონების გადმოცემას. თუ ამ მოთხოვნის შესრულებაზე უარი ითქვა ან არსებობს სარწმუნო მონაცემები, რომ მთელი ქონება არ გადმოცემულა, ტარდება ჩხრეკა ამ კოდექსით დადგენილი წესით.

2. ყადაღის დადებისას განისაზღვრება, რა საგანსა და ფასეულობას უნდა დაედოს ყადაღა განჩინებაში (დადგენილებაში) აღნიშნული თანხის ფარგლებში.

3. ქონებაზე ყადაღის დადებაში შესაძლოა მონაწილეობა მიიღოს ექსპერტმა, რომელიც განსაზღვრავს ქონების ღირებულებას.

4. დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა და იმ ქონების ღირებულება, რომელსაც ყადაღა ედება, განისაზღვრება საშუალო საბაზრო ფასებით.

5. საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადებისას იზღუდება პირის უფლება, განკარგოს თავის საბანკო ანგარიშზე არსებული ან რიცხული ფულადი სახსრები, ხოლო გარკვეული ოდენობის თანხაზე ყადაღის დადებისას იზღუდება პირის უფლება, განკარგოს თავის საბანკო ანგარიშზე არსებული ან რიცხული ფულადი სახსრები ყადაღის მოცულობის ფარგლებში. თუ საკუთრება დანაშაულებრივი გზით მოპოვებული სახსრებით არის შეძენილი ან გაზრდილი, ყადაღა შეიძლება დაედოს მთელ ქონებას ან მის მეტ წილს. ყადაღა ედება ბრალდებულის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის, დაკავშირებული პირის ან/და რეკეტული დაჯგუფების ქონებას (მათ შორის, იურიდიული პირისა და მისი შვილობილი კომპანიების ქონებას), მიუხედავად ბრალდებულის წილისა ამ ქონებაში, თუ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომ ეს ქონება ან მისი ნაწილი რეკეტულია.

6. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ დგება ოქმი.

7. ყადაღადადებული ქონება, გარდა უძრავი და დიდგაბარიტიანი საგნებისა, ამოღებულ უნდა იქნეს.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6314 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.

მუხლი 158. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ სასამართლოს განჩინების მოქმედების ვადა

1. ქონებას ყადაღა ედება განაჩენის აღსასრულებლად მიქცევამდე, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტამდე, გარდა ამ კოდექსის 151-ე მუხლის 3¹ ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. ამ კოდექსის 151-ე მუხლის 3¹ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ქონებას ყადაღა ედება 2 ეტაპად და თითოეულ ეტაპზე ქონებაზე ყადაღის დადების ვადა 12 თვეა.

3. ამ კოდექსის 151-ე მუხლის 3¹ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ დაწყებულია „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესაბამისი პროცედურები, ქონებას ყადაღა ედება 4 ეტაპად და თითოეულ ეტაპზე ყადაღის დადების ვადა 12 თვეა.

მუხლი 158¹. ყადაღადადებული ქონების მიზნობრივი განკარგვა

1. პირი, რომლის საკუთრებაშიც არის ყადაღადადებული ქონება (შემდგომ − ქონების მესაკუთრე), უფლებამოსილია დანაშაულის ჩადენის შედეგად მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე მიმართოს პროკურორს და ითხოვოს ყადაღადადებული ქონების სრულად ან ნაწილობრივ მიზნობრივი განკარგვა. ყადაღადადებული ქონების მიზნობრივი განკარგვა შეიძლება განხორციელდეს როგორც მისი (ყადაღის ობიექტის), ისე პირის მიერ ამ ქონების მიზნობრივი რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხის გადაცემის ფორმით.

2. ყადაღის პირის საბანკო/ელექტრონულ ანგარიშზე დადების შემთხვევაში იგი (ამ ანგარიშის მესაკუთრე/განმკარგავი პირი) უფლებამოსილია ზიანის ასანაზღაურებლად ან სხვა მოტივირებული საფუძვლით მიმართოს პროკურორს და ითხოვოს აღნიშნულ ანგარიშზე არსებული ფულადი ნაშთის სრულად ან ნაწილობრივ მიზნობრივი განკარგვა.

3. პროკურორსა და ქონების მესაკუთრეს, მის ადვოკატს შორის წერილობით გაფორმებული თანხმობის დოკუმენტის საფუძველზე პროკურორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით ყადაღადადებული ქონების სრულად ან ნაწილობრივ მიზნობრივი განკარგვის თაობაზე, აგრეთვე შუამდგომლობით ყადაღადადებულ საბანკო/ელექტრონულ ანგარიშზე არსებული ფულადი ნაშთის სრულად ან ნაწილობრივ მიზნობრივი განკარგვის თაობაზე.

4. თანხმობის დოკუმენტის გაფორმების შემთხვევაში დგება თანხმობის შესახებ ოქმი (ქონების მიზნობრივი განკარგვის ოქმი), რომელშიც ასახულია პროკურორსა და ქონების მესაკუთრეს (საბანკო/ელექტრონული ანგარიშის მესაკუთრეს/განმკარგავ პირს) შორის მოლაპარაკების პროცესი. ამ ოქმის ასლი ქონების მესაკუთრესა და მის ადვოკატს გადაეცემა. აღნიშნულ ოქმს ხელს აწერენ პროკურორი, ქონების მესაკუთრე და მისი ადვოკატი.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (3)

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება №2/1/1434,1466 – ვებგვერდი, 01.03.2022წ.

საქართველოს 2022 წლის 23 სექტემბრის კანონი №1854 – ვებგვერდი, 28.09.2022წ.

საქართველოს 2025 წლის 3 სექტემბრის კანონი №954 – ვებგვერდი, 05.09.2025წ.

მუხლი 158². ქონების მიზნობრივი განკარგვის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობა და მისი განხილვის წესი

1. თუ პროკურორი და ქონების მესაკუთრე, მისი ადვოკატი ქონების მიზნობრივ განკარგვაზე შეთანხმდებიან, პროკურორი გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს მიმართავს წერილობითი შუამდგომლობით ქონების მიზნობრივი განკარგვის თაობაზე.

2. პროკურორის შუამდგომლობას თან ერთვის ქონების მესაკუთრის წერილობითი განცხადება და სისხლის სამართლის საქმის იმ მასალების ასლები, რომლებიც აუცილებელია შუამდგომლობის განხილვისთვის. ამ განცხადებაში დადასტურებული უნდა იყოს, რომ ქონების მესაკუთრემ ნებაყოფლობით განაცხადა მისი განკარგვის თაობაზე და იგი სრულად აცნობიერებს მოსალოდნელ სამართლებრივ შედეგებს.

3. შუამდგომლობას ხელს აწერენ პროკურორი, ქონების მესაკუთრე და მისი ადვოკატი. შუამდგომლობას თან ერთვის ქონების მიზნობრივი განკარგვის ოქმი.

4. შუამდგომლობის განხილვისას სასამართლო სისხლის სამართლის საქმის შესაბამისი მასალების საფუძველზე ამოწმებს, დასაბუთებულია თუ არა შუამდგომლობა, არსებობს თუ არა ამ კოდექსით გათვალისწინებული გარემოებები და არის თუ არა მოთხოვნა კანონიერი.

5. შუამდგომლობის განხილვისას სასამართლო ვალდებულია დარწმუნდეს, რომ:

ა) ქონების მიზნობრივი განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან უკანონო დაპირების გარეშე;

ბ) ქონების მიზნობრივი განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილება ნებაყოფლობითია;

გ) ქონების მესაკუთრე სრულად აცნობიერებს მოსალოდნელ სამართლებრივ შედეგებს;

დ) ქონების მესაკუთრემ მიიღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება;

ე) ის სრულად ასახავს მხარეთა შორის დადებული შეთანხმების ყველა პირობას.

6. მოსამართლე ვალდებულია ქონების მესაკუთრეს განუმარტოს, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული შეთანხმების აღსრულებას.

7. მოსამართლე შუამდგომლობას იხილავს ზეპირი მოსმენით, მისთვის შუამდგომლობით მიმართვიდან 72 საათის ვადაში და იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობის დაკმაყოფილებისა და ქონების მიზნობრივი განკარგვის თაობაზე ან შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარი არ საჩივრდება, თუმცა არ ზღუდავს სასამართლოსთვის 3 თვის შემდეგ ხელახლა მიმართვის შესაძლებლობას.

8. ქონების მიზნობრივი განკარგვის თაობაზე სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილში სხვა აუცილებელ რეკვიზიტებთან ერთად უნდა მიეთითოს განსაკარგავი ქონების მაიდენტიფიცირებელი ნიშნები და მოცულობა, ქონების მიმღები პირის ვინაობა, გადაწყვეტილება ქონებაზე დადებული ყადაღის სრულად ან ნაწილობრივ მოხსნის თაობაზე.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2025 წლის 3 სექტემბრის კანონი №954 – ვებგვერდი, 05.09.2025წ.

მუხლი 158³. ქონების მიზნობრივი განკარგვის თაობაზე სასამართლოს განჩინების აღსრულება

ქონების მიზნობრივი განკარგვის თაობაზე სასამართლოს განჩინების აღსრულება სავალდებულოა აღსრულების უფლებამოსილების მქონე შესაბამისი დაწესებულებისთვის (სუბიექტისთვის). იგი ვალდებულია სასამართლოს განჩინება შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ აღასრულოს.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2025 წლის 3 სექტემბრის კანონი №954 – ვებგვერდი, 05.09.2025წ.

მუხლი 158⁴. ყადაღადადებული მოძრავი ქონების კაპიტალიზაცია

1. თუ ბრალდებულის მოძრავ ქონებას შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად ყადაღა ადევს და, იმავდროულად, ამ ქონების შენახვა მისი ღირებულების მნიშვნელოვნად შემცირებას იწვევს, პროკურორი უფლებამოსილია შუამდგომლობით მოითხოვოს ქონების კაპიტალიზაციის აუქციონის წესით გასხვისებით განხორციელება.

2. ქონების კაპიტალიზაციისა და კაპიტალიზებულ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ შუამდგომლობას იხილავს სასამართლო გამოძიების ადგილის მიხედვით, ამ კოდექსის 154-ე მუხლით დადგენილი წესით და იღებს გადაწყვეტილებას (განჩინებას) შუამდგომლობის დაკმაყოფილების, ქონების კაპიტალიზაციისა და კაპიტალიზებულ ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე ან შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. განჩინება საჩივრდება ამ კოდექსის 207-ე მუხლით დადგენილი წესით. განჩინების გასაჩივრების უფლება აქვს პროკურორს, ბრალდებულს, ბრალდებულის ადვოკატს. განჩინების გასაჩივრების ვადა აითვლება მისი უფლებამოსილი პირისთვის გადაცემის მომენტიდან.

3. პროკურორის შუამდგომლობას უნდა ერთოდეს მოძრავი ქონების შეფასების დოკუმენტი.

4. შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ განჩინება აღსასრულებლად ეგზავნება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომელიც უზრუნველყოფს ქონების საშუალო საბაზრო ფასის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეალიზაციას.

5. ქონების გასხვისების შედეგად მიღებული თანხა სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე განთავსდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე და ამის შესახებ ეცნობება პროკურორს.

6. ყადაღადადებული ქონების კაპიტალიზაცია დაინტერესებულ პირს არ ართმევს უფლებას, კაპიტალიზებულ ქონებაზე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით იდავოს.

7. ქონების გასხვისების შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმეზე ისეთი შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას, რომლის თანახმად, ბრალდებულს ეს ქონება არ უნდა ჩამორთმეოდა, ამ ქონების გასხვისების შედეგად მიღებული/ამონაგები თანხა ბრალდებულს გადაეცემა.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2025 წლის 3 სექტემბრის კანონი №954 – ვებგვერდი, 05.09.2025წ.

მუხლი 159. ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების საფუძველი

ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენება შეიძლება, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ თანამდებობაზე (სამუშაოზე) დარჩენით იგი ხელს შეუშლის გამოძიებას, დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ან განაგრძობს დანაშაულებრივ საქმიანობას.

(ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 159-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით არჩეული პირების თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენებას)

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება №3/ 1 /574 – ვებგვერდი, 29.05.2014წ.

მუხლი 160. სასამართლოს განჩინება ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების შესახებ

1. ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ პროკურორი წერილობითი შუამდგომლობით მიმართავს გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს, რომელსაც საკმარისი საფუძვლის არსებობისას გამოაქვს განჩინება ამ ღონისძიების გამოყენების შესახებ.

2. ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების შესახებ სასამართლოს განჩინებაში უნდა აღინიშნოს თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადასაყენებელი პირის ვინაობა, მისი თანამდებობა (სამუშაო ადგილი), თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების საფუძველი, ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების მოთხოვნა, რომელიც დაწესებულების, საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელს ეგზავნება.

3. სასამართლოს განჩინება ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების შესახებ სავალდებულოა შესაბამისი დაწესებულების, საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელისათვის. იგი ვალდებულია სასამართლოს განჩინება შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ აღასრულოს და ეს შეატყობინოს სასამართლოს.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება №3/ 1 /574 – ვებგვერდი, 29.05.2014წ.

მუხლი 161. ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების ვადა

1. მოსამართლეს უფლება აქვს, გამოიტანოს განჩინება საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების შესახებ.

2. სასამართლოს განჩინება ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების ან გადაყენებაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს ამ კოდექსის 207-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 162. ზოგიერთი პირის თანამდებობიდან გადაყენება (თანამდებობრივი უფლებამოსილების განხორციელებისაგან ჩამოცილება)

1. საქართველოს პარლამენტის წევრის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების დეპუტატების, საქართველოს სახალხო დამცველის, მოსამართლის, გენერალური აუდიტორის თანამდებობიდან გადაყენების (თანამდებობრივი უფლებამოსილების განხორციელებისაგან ჩამოცილების) საკითხი წყდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ პირთა თანამდებობიდან გადაყენების (თანამდებობრივი უფლებამოსილების განხორციელებისაგან ჩამოცილების) მოთხოვნით მიმართვის უფლება აქვს საქართველოს გენერალურ პროკურორს.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2012 წლის 2 2 ივნისის კანონი №6 550 – ვებგვერდი, 29 .0 6 .2012წ.

საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი № 3814 – ვებგვერდი, 13.12.2018წ.

მუხლი 163. ბრალდებულისათვის (მსჯავრდებულისათვის) საქართველოს მოქალაქის პასპორტის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების შეჩერების საფუძველი

საქართველოს მოქალაქის პასპორტის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მოქმედება შეიძლება შეჩერდეს, თუ პირი, რომელზედაც გაცემულია საქართველოს მოქალაქის პასპორტი, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი, ბრალდებულია (მსჯავრდებულია) ამ კოდექსით დადგენილი წესით და არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ აღნიშნული პასპორტის/ დოკუმენტის გამოყენებით იგი შეძლებს საქართველოდან გასვლას ან საზღვარგარეთ გადაადგილებას.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №4995 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.

მუხლი 164. გადაწყვეტილება ძებნილი ბრალდებულისათვის (მსჯავრდებულისათვის) საქართველოს მოქალაქის პასპორტის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების შეჩერების შესახებ

1. ძებნილი ბრალდებულისათვის (მსჯავრდებულისათვის) საქართველოს მოქალაქის პასპორტის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ პროკურორი წერილობითი შუამდგომლობით მიმართავს გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს, რომელსაც საკმარისი საფუძვლის არსებობისას გამოაქვს განჩინება ამ ღონისძიების გამოყენების შესახებ. სასამართლო უფლებამოსილია შუამდგომლობა განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს ამ კოდექსის 207-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.

2. საქართველოს მოქალაქის პასპორტის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების შეჩერების შესახებ სასამართლოს განჩინებაში უნდა აღინიშნოს: განჩინების შედგენის თარიღი და ადგილი; რომელი თანამდებობის პირი ან ორგანოა უფლებამოსილი, აღასრულოს განჩინება; პასპორტის/დოკუმენტის მფლობელის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი; პასპორტის/დოკუმენტის ნომერი, პასპორტის/დოკუმენტის გამცემი ორგანო და პასპორტის/დოკუმენტის გაცემის თარიღი.

3. საქართველოს მოქალაქის პასპორტის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების შეჩერება გულისხმობს ძებნილი ბრალდებულისათვის (მსჯავრდებულისათვის) საქართველოდან გასვლის ან საზღვარგარეთ გადაადგილების უფლების შეზღუდვას. საქართველოს მოქალაქის პასპორტი, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი, რომლის მოქმედებაც შეჩერდა, არ შეიძლება გამოყენებულ (მიღებულ) იქნეს, როგორც საქართველოდან გასვლისათვის ან საზღვარგარეთ გადაადგილებისათვის საკმარისი (საჭირო) დოკუმენტი.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328

საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №4995 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.

მუხლი 165. ძებნილი ბრალდებულისათვის (მსჯავრდებულისათვის) საქართველოს მოქალაქის პასპორტის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების შეჩერების ვადა

1. ძებნილი ბრალდებულისათვის (მსჯავრდებულისათვის) საქართველოს მოქალაქის პასპორტის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მოქმედება შეჩერდება განაჩენის აღსრულებამდე, სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტამდე.

2. პროკურორი უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე, ნებისმიერ დროს გამოიტანოს დადგენილება საქართველოს მოქალაქის პასპორტის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების შეჩერების გაუქმების შესახებ.

3. საქართველოს მოქალაქის პასპორტის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების შეჩერების გაუქმების შესახებ დადგენილება პროკურორმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს.

4. პირს, რომლის საქართველოს მოქალაქის პასპორტის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მოქმედებაც შეჩერდა, უფლება აქვს, აცნობოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს აღნიშნული პასპორტის/დოკუმენტის მოქმედების შეჩერების გაუქმების შესახებ.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №4995 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6317 - ვებგვერდი, 19 .0 6 .201 2 წ.

მუხლი 165¹. პენიტენციური დაწესებულებიდან ან მოთავსების სხვა ადგილიდან გაყვანისას/გადაყვანისას ან ექსტრადიციისას გაქცეული ბრალდებულის/ მსჯავრდებულის ძებნა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომ − სპეციალური პენიტენციური სამსახური) გენერალური დირექტორის შუამდგომლობის საფუძველზე პროკურორი გამოსცემს დადგენილებას პენიტენციური დაწესებულებიდან ან მოთავსების სხვა ადგილიდან გაყვანისას/გადაყვანისას ან ექსტრადიციისას გაქცეული ბრალდებულის/მსჯავრდებულის პოლიციის ორგანოების მეშვეობით ძებნის შესახებ.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №945 - ვებგვერდი, 20.06.2017წ.

საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3126 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.

მუხლი 165². ბრალდებულისთვის ხანმოკლე პაემნის ან/და ხანგრძლივი პაემნის, მიმოწერის ან/და სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, მისი გასაჩივრება და გადასინჯვა

1. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული ბრალდებულის მიერ ხანმოკლე პაემნის ან/და ხანგრძლივი პაემნის, მიმოწერის ან/და სატელეფონო საუბრის უფლებით სარგებლობის შედეგად ჩადენილი იქნება დანაშაული, განხორციელდება მოწმეზე ზემოქმედება, ხელი შეეშლება მტკიცებულების მოპოვებას ან სხვაგვარად შეფერხდება მართლმსაჯულების განხორციელება, პროკურორი ან გამომძიებელი უფლებამოსილია ამ ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებულს ამ კოდექსით დადგენილი წესით შეუზღუდოს ხანმოკლე პაემნის ან/და ხანგრძლივი პაემნის, მიმოწერის ან/და სატელეფონო საუბრის უფლება.

2. ბრალდებულს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლება/უფლებები პროკურორის ან გამომძიებლის დადგენილებით შეიძლება შეეზღუდოს არაუმეტეს 2 თვით, გარდა ამავე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დადგენილებით განსაზღვრული უფლების/უფლებების შეზღუდვის ვადის ამოწურვის შემდეგ ამ უფლების/უფლებების შეზღუდვა უქმდება.

3. თუ ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ვადის ამოწურვის მომენტისთვის კვლავ არსებობს ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველი, ან თუ აღნიშნული სამართლებრივი საფუძველი ბრალდებულის ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლების/უფლებების შეზღუდვის გაუქმების შემდეგ კვლავ გამოვლინდა, პროკურორი ან გამომძიებელი უფლებამოსილია ეს უფლება/უფლებები იმდენჯერ შეზღუდოს, რამდენჯერაც შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი იარსებებს. ამ შემთხვევაში აღნიშნული უფლება/უფლებები თითოეულ ჯერზე შეიძლება შეიზღუდოს არაუმეტეს 2 თვით.

4. თუ ბრალდებულის ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლების/უფლებების შეზღუდვისთვის საჭირო, შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი აღარ არსებობს, პროკურორი ვალდებულია გააუქმოს თავისი ან გამომძიებლის დადგენილება, ხოლო გამომძიებელი ვალდებულია გააუქმოს თავისი დადგენილება.

5. თუ ბრალდებულის ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლების/უფლებების შეზღუდვისთვის საჭირო, შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი აღარ არსებობს, ბრალდებულს ან მის ადვოკატს უფლება აქვს, შუამდგომლობით მიმართოს პროკურორს და მოითხოვოს იმავე ნაწილით გათვალისწინებული დადგენილების გაუქმება.

6. პროკურორის ან გამომძიებლის მიერ მიღებულ, ამ მუხლის პირველი ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ დადგენილებას, აგრეთვე ამავე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით პროკურორის მიერ მიღებულ დადგენილებას შესაბამისი დადგენილების მიმღები უგზავნის პენიტენციურ დაწესებულებას ბრალდებულისთვის გადასაცემად, აგრეთვე ბრალდებულის ადვოკატს (მისი არსებობის შემთხვევაში).

7. ბრალდებულს ან მის ადვოკატს უფლება აქვს, პროკურორის მიერ მიღებული, ამ მუხლის პირველი ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დადგენილება, აგრეთვე ამავე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით პროკურორის მიერ მიღებული დადგენილება ჩაბარებიდან 5 დღეში გაასაჩივროს ზემდგომ პროკურორთან, ხოლო ამ საჩივართან დაკავშირებით ზემდგომი პროკურორის მიერ მიღებული დადგენილება ჩაბარებიდან 5 დღეში გაასაჩივროს შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში.

8. ბრალდებულს ან მის ადვოკატს უფლება აქვს, გამომძიებლის მიერ მიღებული, ამ მუხლის პირველი ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დადგენილება ჩაბარებიდან 5 დღეში გაასაჩივროს პროკურორთან, ხოლო ამ საჩივართან დაკავშირებით პროკურორის მიერ მიღებული დადგენილება ჩაბარებიდან 5 დღეში გაასაჩივროს შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში.

9. რაიონული (საქალაქო) სასამართლო უფლებამოსილია ამ მუხლით გათვალისწინებული საჩივარი განიხილოს წარდგენიდან 5 დღის ვადაში, ზეპირი მოსმენით ან ზეპირი მოსმენის გარეშე. მოსამართლე აღნიშნულ საჩივარს ზეპირი მოსმენით განხილვის შემთხვევაში მხარეთა მონაწილეობით განიხილავს. მხარის გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საჩივრის განხილვას.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №4031 - ვებგვერდი, 26.12.2023წ.

თავი XVII¹

მუხლი 165⁴. დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულების დაკისრება

1. გამამტყუნებელი განაჩენით დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულება შემდეგი თანამიმდევრობით ეკისრებათ:

ა) მსჯავრდებულს − მის საკუთრებაში არსებული ქონებიდან;

ბ) მსჯავრდებულის ახლო ნათესავს ან სხვა პირს − მსჯავრდებულის იმ ქონებიდან, რომელიც მან ერთჯერადი ან მრავალჯერადი გადაცემის შედეგად მსჯავრდებულის მიერ ამ კოდექსის 165³ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემდეგ უსასყიდლოდ ან საბაზრო ღირებულებაზე მნიშვნელოვნად დაბალ ფასად მიიღო;

გ) ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მსჯავრდებულის ახლო ნათესავს ან სხვა პირს − მის საკუთრებაში არსებული იმ სხვა ქონებიდან, რომლის მიღებასთან დაკავშირებითაც იგი ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო, თუ ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქონება დაზარალებულის კომპენსაციის გადასახდელად საკმარისი არ არის;

დ) მსჯავრდებულის ახლო ნათესავს ან სხვა პირს − მსჯავრდებულის იმ ქონებიდან, რომელიც მან ერთჯერადი ან მრავალჯერადი გადაცემის შედეგად მსჯავრდებულის მიერ ამ კოდექსის 165³მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემდეგ სასყიდლით მიიღო, თუ მსჯავრდებულის ახლო ნათესავი ან სხვა პირი ამ ქონების მიღებასთან დაკავშირებით ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო;

ე) ამ ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მსჯავრდებულის ახლო ნათესავს ან სხვა პირს − მის საკუთრებაში არსებული იმ სხვა ქონებიდან, რომლის მიღებასთან დაკავშირებითაც იგი ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო, თუ ამ ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქონება დაზარალებულის კომპენსაციის გადასახდელად საკმარისი არ არის;

ვ) მსჯავრდებულის ახლო ნათესავს − იმ ქონებიდან, რომლის მიღებასთან დაკავშირებითაც იგი ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო;

ზ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381³ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენ პირს − იმავე ნაწილით გათვალისწინებული ქონებიდან და სატრანსპორტო საშუალებიდან.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში დაზარალებულის კომპენსაცია გადაიხდება მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“−„ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში დაზარალებულის კომპენსაცია გადაიხდება იმავე ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მსჯავრდებულის ახლო ნათესავის ან სხვა პირის მიმართ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე.

4. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში დაზარალებულის კომპენსაცია გადაიხდება იმავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო დამნაშავედ ცნობილი პირის მიმართ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე.

5. მსჯავრდებულისა და ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირის სახელით ან მათ სასარგებლოდ დაზარალებულის კომპენსაცია მთლიანად ან ნაწილობრივ ნებისმიერმა პირმა შეიძლება გადაიხადოს. თუ ამ პირმა დაზარალებულის კომპენსაციის ნაწილი გადაიხადა, მის მიერ გადახდილი დაზარალებულის კომპენსაციის ეს ნაწილი დაზარალებულის კომპენსაციაში ჩაითვლება.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2025 წლის 3 სექტემბრის კანონი №954 – ვებგვერდი, 05.09.2025წ.

მუხლი 165⁵. დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიებები

დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიებებია:

ა) იმ ქონებაზე ყადაღის დადება, რომლითაც, ამ თავის შესაბამისად, დაზარალებულის კომპენსაცია უნდა იქნეს გადახდილი;

ბ) მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვა.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2025 წლის 3 სექტემბრის კანონი №954 – ვებგვერდი, 05.09.2025წ.

მუხლი 165⁶. ქონებაზე ყადაღის დადება

1. თუ დაზარალებული წერილობით არ აცხადებს უარს მისთვის დაზარალებულის კომპენსაციის გადახდაზე, დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის უზრუნველსაყოფად ყადაღა ამ კოდექსის 165⁴მუხლით გათვალისწინებულ შესაბამის ქონებას ედება.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ შესაბამის ქონებას ყადაღა დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანის პროპორციულად უნდა დაედოს.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2025 წლის 3 სექტემბრის კანონი №954 – ვებგვერდი, 05.09.2025წ.

მუხლი 165⁷. მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვა

1. მსჯავრდებულს საქართველოდან გასვლა აეკრძალება, თუ ერთდროულად არსებობს შემდეგი საფუძვლები:

ა) მსჯავრდებული ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 187-ე და 188-ე მუხლებით (თუ ზიანი 10 000 ლარს აღემატება), 205¹ მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 220-ე ან 220¹ მუხლით ან 286¹ მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო;

ბ) მსჯავრდებული საქართველოს მოქალაქეა ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირია;

გ) დაზარალებული წერილობით არ აცხადებს უარს მისთვის დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის უზრუნველსაყოფად მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვაზე.

2. (ამოღებულია - 16.10.2025, №984).

3. (ამოღებულია - 16.10.2025, №984).

4. მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვის აღსრულების მონიტორინგს ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოყენებით ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2025 წლის 3 სექტემბრის კანონი №954 – ვებგვერდი, 05.09.2025წ.

საქართველოს 2025 წლის 16 ოქტომბრის კანონი №984 – ვებგვერდი, 17.10.2025წ.

მუხლი 165⁸. მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვის გაუქმება

მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვა უქმდება, თუ მსჯავრდებულმა გადაიხადა დაზარალებულის კომპენსაცია ან დაზარალებული წერილობით აცხადებს უარს მისთვის დაზარალებულის კომპენსაციის გადახდაზე.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2025 წლის 3 სექტემბრის კანონი №954 – ვებგვერდი, 05.09.2025წ.

საქართველოს 2025 წლის 16 ოქტომბრის კანონი №984 – ვებგვერდი, 17.10.2025წ.

კარი V სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება, აღკვეთის ღონისძიების შერჩევა, საპროცესო შეთანხმება

თავი XVIII სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძვლები, დაკავება, ბრალდებულად ცნობა

მუხლი 166. სისხლისსამართლებრივი დევნა # #

სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება და განხორციელება მხოლოდ პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილებაა.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 167. სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და სასამართლო განხილვის არდაწყება და შეჩერება

1. სისხლისსამართლებრივი დევნა იწყება პირის დაკავებისთანავე ან ბრალდებულად ცნობისთანავე (თუ ის არ დაუკავებიათ).

2. სისხლისსამართლებრივი დევნა ან/და სასამართლო განხილვა არ უნდა დაიწყოს ან უნდა შეჩერდეს:

ა) თუ საქართველოს პარლამენტმა/საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ/საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თანხმობა არ მისცა გენერალური აუდიტორის/მოსამართლის იმ ვადით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემაზე, რა ვადაშიც აღნიშნულ პირს იმუნიტეტი იცავს;

ბ) თუ დაისვა უცხოელისათვის იმუნიტეტის ჩამორთმევის საკითხი – საკითხის დასმის დღიდან მის ოფიციალურად გადაწყვეტამდე;

გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143¹ ან/და 143² მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში დაზარალებული პირის მიმართ – მოსაფიქრებელი ვადის განმავლობაში;

დ) თუ კანონის კონსტიტუციურობის თაობაზე სასამართლომ მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს – მიმართვის დღიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე;

ე) თუ დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას შერაცხადი იყო, მაგრამ მისი ჩადენის შემდეგ შეურაცხაობის გამო პროცესუუნარო გახდა.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილში მითითებული რომელიმე გარემოების არსებობის შემთხვევაში გამოძიებისას პროკურორი, ხოლო საქმის სასამართლო განხილვისას – სასამართლო მხარის შუამდგომლობით იღებს გადაწყვეტილებას სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და სასამართლო განხილვის შეჩერების შესახებ.

4. თუ ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული შეჩერების საფუძველი აღარ არსებობს, სასამართლო განხილვა/სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს/განახლდეს.

5. საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის, საქართველოს საერთო სასამართლოს სხვა მოსამართლის, გენერალური აუდიტორის, საქართველოს სახალხო დამცველის, დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირის, აგრეთვე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იმ წარმომადგენლის, რომელიც თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდების შესაბამისად სარგებლობს იმუნიტეტით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის, დაპატიმრებისა და მათ მიმართ სისხლის სამართლის საპროცესო იძულების სხვა ღონისძიების გამოყენების განსაკუთრებული წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, ამ კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (11)

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328

საქართველოს 2012 წლის 2 2 ივნისის კანონი №6 550 – ვებგვერდი, 29 .0 6 .2012წ.

საქართველოს 2014 წლის 4 აპრილის კანონი №2209 – ვებგვერდი, 08.04.2014წ.

საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2634– ვებგვერდი, 18.08.2014წ.

საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი № 3276 – ვებგვერდი, 09.08.2018წ.

საქართველოს 2018 წლის 5 სექტემბრის კანონი №3373 – ვებგვერდი, 21.09.2018წ.

საქართველოს 2019 წლის 8 მაისის კანონი №4604 - ვებგვერდი, 08.05.2019წ.

საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1314 – ვებგვერდი, 13.01.2022წ.

საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №697 – ვებგვერდი, 25.06.2025წ.

საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1300 – ვებგვერდი, 23.12.2025წ.

საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1339 – ვებგვერდი, 23.12.2025წ.

მუხლი 168. დისკრეციული დევნა

1. დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებით სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარს პროკურორი აფორმებს შესაბამისი დადგენილებით. სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ დადგენილების გამოტანამდე პროკურორი ვალდებულია კონსულტაცია გაიაროს დაზარალებულთან და შეადგინოს ოქმი ამ კოდექსის 56-ე მუხლის 5¹ ნაწილით დადგენილი წესით, ხოლო დადგენილების გამოტანის შემთხვევაში გაუგზავნოს მისი ასლი დაზარალებულს დადგენილების გამოტანიდან 1 კვირის ვადაში.

2. დაზარალებულს უფლება აქვს, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ პროკურორის დადგენილება ერთჯერადად გაასაჩივროს ზემდგომ პროკურორთან. ამ შემთხვევაში, თუ ზემდგომი პროკურორი საჩივარს არ დააკმაყოფილებს, დაზარალებულს უფლება აქვს, პროკურორის გადაწყვეტილება გაასაჩივროს გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში. სასამართლოს განჩინება გამოაქვს 15 დღის ვადაში, ზეპირი მოსმენით ან მის გარეშე. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება.

3. თუ ზემდგომმა პროკურორმა ან სასამართლომ გააუქმა სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ პროკურორის დადგენილება და არ გასულა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის ხანდაზმულობის ვადა, სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს. ამ შემთხვევაში საქართველოს გენერალური პროკურორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისა და სხვა საპროკურორო საქმიანობის განხორციელების ვალდებულებას სხვა პროკურორს აკისრებს.

4. ამ მუხლში მითითებული გადაწყვეტილებების შესახებ ეცნობება დაზარალებულს.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (7)

საქართველოს 2014 წლის 24 ივლისის კანონი №2518 - ვებგვერდი, 06.08.2014წ.

საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი № 3276 – ვებგვერდი, 09.08.2018წ.

საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი № 3814 – ვებგვერდი, 13.12.2018წ.

საქართველოს 2019 წლის 8 მაისის კანონი №4604 - ვებგვერდი, 08.05.2019წ.

საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1314 – ვებგვერდი, 13.01.2022წ.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება №1/5/1355,1389 – ვებგვერდი, 31.07.2023წ.

საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №697 – ვებგვერდი, 25.06.2025წ.

მუხლი 168¹. განრიდება

1. პროკურორს შეუძლია არ დაიწყოს ან შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა პირის (განრიდების სუბიექტის) მიმართ ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, თუ პირი (განრიდების სუბიექტი) შეასრულებს ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებიდან ერთს ან რამდენიმეს:

ა) უკანონოდ მოპოვებული ქონების სახელმწიფოსთვის გადაცემა ან ამ ქონების ღირებულების ანაზღაურება;

ბ) დანაშაულის იარაღის ან/და სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული ობიექტის სახელმწიფოსთვის გადაცემა;

გ) მისი ქმედების შედეგად მიყენებული ზიანის სრული ან ნაწილობრივი ანაზღაურება;

დ) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ფულადი თანხის გადახდა, რომლის მინიმალური ოდენობაა 500 ლარი;

ე) საზოგადოებისათვის სასარგებლო უსასყიდლო სამუშაოს შესრულება 40 საათიდან 400 საათამდე;

ვ) ოჯახური დანაშაულის შემთხვევაში − ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა.

2. განრიდება არ გამოიყენება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143¹, 143², 143³, 144-ე, 144¹, 144² და 144³მუხლებით, აგრეთვე სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპებით განსაზღვრულ დანაშაულთა საქმეებზე.

3. თუ პირი (განრიდების სუბიექტი) არ შეასრულებს განრიდების პირობებს, პროკურორს უფლება აქვს, დაიწყოს ან განაახლოს სისხლისსამართლებრივი დევნა.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (3)

საქართველოს 2011 წლის 21 ივნისის კანონი №4868 - ვებგვერდი, 06.07.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 25 ნოემბრის კანონი №5352 - ვებგვერდი, 05.12.2011წ.

საქართველოს 2014 წლის 17 ოქტომბრის კანონი №2706 - ვებგვერდი, 31.10 .2014 წ.

მუხლი 168². განრიდების გამოყენების წესი

1. პირისათვის (განრიდების სუბიექტისათვის) განრიდების შეთავაზება ხორციელდება წერილობითი ფორმით. მასში მოცემულია განრიდების პირობები, მათი შესრულების დრო, ადგილი და საშუალება.

2. პირს (განრიდების სუბიექტს) წერილობით განემარტება, რომ განრიდების პირობების შესრულება ნებაყოფლობითია და ის სარგებლობს ბრალდებულის ყველა უფლებით.

3. განრიდების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე პროკურორი კონსულტაციას გადის დაზარალებულთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

4. განრიდება, როგორც წესი, გამოიყენება წინასასამართლო სხდომის გამართვამდე. განრიდება შეიძლება აგრეთვე გამოყენებულ იქნეს წინასასამართლო სხდომის შემდეგ, თუ მხარეები განრიდების გამოყენების მიზნით სასამართლოს მიმართავენ შუამდგომლობით საქმის პროკურორისათვის დაბრუნების თაობაზე. ამ შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია საქმე დაუბრუნოს პროკურორს, რომელიც ბრალდებულს შესთავაზებს განრიდებას.

5. განრიდება არ გამოიყენება იმ ბრალდებულის მიმართ, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა.

6. განრიდების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას პროკურორი ხელმძღვანელობს ამ კოდექსითა და სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპებით.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2011 წლის 21 ივნისის კანონი №4868 - ვებგვერდი, 06.07.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 25 ნოემბრის კანონი №5352 - ვებგვერდი, 05.12.2011წ.

მუხლი 169. პირის ბრალდებულად ცნობა

1. პირის ბრალდებულად ცნობის საფუძველია გამოძიების სტადიაზე შეკრებილ იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ ამ პირმა დანაშაული ჩაიდინა.

(ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების – ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება №1/1/548 – ვებგვერდი, 04.02.2015წ.

2. ბრალის წაყენებისათვის საკმარისი საფუძვლის არსებობისას პროკურორი უფლებამოსილია გამოიტანოს დადგენილება პირის ბრალდების შესახებ. დადგენილების გამოტანის შემდეგ პროკურორი განსაზღვრავს ბრალის წაყენების დროსა და ადგილს. ბრალი წაყენებულ უნდა იქნეს დადგენილების გამოტანიდან არა უგვიანეს 24 საათისა.

3. ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს:

ა) ბრალდებულის სახელი და გვარი, მამის სახელი, დაბადების რიცხვი, თვე და წელი, პირადი ნომერი;

ბ) ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით;

გ) გამოძიებით მოპოვებული მტკიცებულებები, რომლებიც საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ აღნიშნული დანაშაული ამ პირმა ჩაიდინა;

დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი, ნაწილი და ქვეპუნქტი, რომლებითაც გათვალისწინებულია ეს დანაშაული.

4. ბრალდების შესახებ დადგენილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს გადაწყვეტილებას პირის ბრალდების თაობაზე.

5. პროკურორი ან მისი დავალებით გამომძიებელი ბრალდების შესახებ დადგენილებას გააცნობს ბრალდებულსა და მის ადვოკატს (თუ ბრალდებულის ინტერესებს ადვოკატი იცავს), რომლებიც ხელმოწერით ადასტურებენ დადგენილების გაცნობისა და მისი ასლის მიღების ფაქტს. დადგენილების ასლი ბრალდებულის უფლებებისა და მოვალეობების ნუსხით გადაეცემა ბრალდებულს ან/და მის ადვოკატს. თუ ბრალდებული ან მისი ადვოკატი უარს ამბობს დადგენილების გაცნობისა და მისი ასლის მიღების ფაქტის ხელმოწერით დადასტურებაზე, დადგენილებაზე აღინიშნება ხელმოწერაზე უარის თქმის მიზეზი.

6. თუ ბრალდებული თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, მას ან მის ახლო ნათესავს ეძლევა გონივრული ვადა ადვოკატის ასაყვანად. თუ იგი ამ ვადაში არ აიყვანს ადვოკატს, ბრალდებულს ადვოკატი დაენიშნება სავალდებულო წესით. პროკურორი ან მისი დავალებით გამომძიებელი ბრალის წასაყენებლად იძახებს ბრალდებულის ადვოკატს და გააცნობს ბრალდების შესახებ დადგენილებას, რაც ჩაითვლება ბრალის წაყენებად. ბრალდებულის ადვოკატი წერილობით ადასტურებს ბრალდების გაცნობის ფაქტს.

7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ბრალდებისთვის აუცილებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის თანხმობა. გენერალური აუდიტორის ბრალდებისთვის აუცილებელია საქართველოს პარლამენტის თანხმობა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის, საქართველოს საერთო სასამართლოს სხვა მოსამართლის ბრალდებისთვის აუცილებელია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თანხმობა.

8. დანაშაულის ერთი შემთხვევის გამო წინასასამართლო სხდომის დაწყებამდე პირი ბრალდებულად შეიძლება ცნობილი იყოს არა უმეტეს 9 თვისა, თუ ამ ვადის გასვლამდე მისთვის დანაშაულის სხვა შემთხვევის გამო არ წაუყენებიათ ახალი ბრალი. ასეთი ბრალის წაყენებისას აღნიშნული ვადის დინება წყდება და ვადა აითვლება ახალი ბრალის წაყენების დღიდან. აღნიშნული ვადის გასვლისთანავე წყდება სისხლისსამართლებრივი დევნა პირის მიმართ. თუ პირის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაუშვებელია მომავალში მისთვის იმავე ბრალის წაყენება.

9. პირს უფლება აქვს, ბრალდების შესახებ დადგენილების გადაცემიდან 10 დღის ვადაში, ამ კოდექსით დადგენილი წესით შეიტანოს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შეგნებულად გაჭიანურების თაობაზე საჩივარი ზემდგომ პროკურორთან ან გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, რომელიც საჩივარს იხილავს მისი შესვლიდან 3 დღე-ღამის ვადაში. სასამართლო უფლებამოსილია საჩივარი განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. საჩივრის დაკმაყოფილება არის ამ პირის მიმართ აღნიშნულ ბრალდებასთან დაკავშირებით არსებული ყველა იმ მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის საფუძველი, რომელიც მოპოვებულ იქნა გამოძიების დროს, მას შემდეგ, რაც შეიქმნა პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საკმარისი საფუძველი. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლოს განჩინება შეიძლება ამ კოდექსის 207-ე მუხლით გათვალისწინებული წესით გასაჩივრდეს შესაბამისი სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (11)

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328

საქართველოს 2012 წლის 2 2 ივნისის კანონი №6 550 – ვებგვერდი, 29 .0 6 .2012წ.

საქართველოს 2014 წლის 4 აპრილის კანონი №2209 – ვებგვერდი, 08.04.2014წ.

საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2634– ვებგვერდი, 18.08.2014წ.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება №1/1/548 – ვებგვერდი, 04.02.2015წ.

საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი № 3276 – ვებგვერდი, 09.08.2018წ.

საქართველოს 2018 წლის 5 სექტემბრის კანონი №3373 – ვებგვერდი, 21.09.2018წ.

საქართველოს 2019 წლის 8 მაისის კანონი №4604 - ვებგვერდი, 08.05.2019წ.

საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1314 – ვებგვერდი, 13.01.2022წ.

საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №697 – ვებგვერდი, 25.06.2025წ.

საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1300 – ვებგვერდი, 23.12.2025წ.

მუხლი 170. დაკავება

1. დაკავება არის თავისუფლების ხანმოკლე აღკვეთა.

2. პირი დაკავებულად ითვლება მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვის მომენტიდან. დაკავების მომენტიდან პირი ითვლება ბრალდებულად.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 171. დაკავების საფუძველი

1. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირმა ჩაიდინა დანაშაული, რომლისთვისაც კანონით სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა, ამასთანავე, პირი მიიმალება ან არ გამოცხადდება სასამართლოში, გაანადგურებს საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს, ან თუ განიხილება „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად უცხო სახელმწიფოსგან თანხმობის გამოთხოვის საკითხი, გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს პროკურორის შუამდგომლობით, ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს განჩინება პირის დაკავების თაობაზე. ეს განჩინება არ გასაჩივრდება.

2. პირის დაკავება სასამართლოს განჩინების გარეშე შესაძლებელია, თუ:

ა) პირს წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე;

ბ) პირი დაინახეს დანაშაულის ჩადენის ადგილას და მის მიმართ დაუყოვნებლივ ხორციელდება სისხლისსამართლებრივი დევნა მისი დაკავების მიზნით;

გ) პირზე, მასთან ან მის ტანსაცმელზე აღმოჩნდა ჩადენილი დანაშაულის აშკარა კვალი;

დ) პირი დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიიმალა, მაგრამ შემდგომ იგი თვითმხილველმა ამოიცნო;

ე) პირი შესაძლოა მიიმალოს;

ვ) პირი ძებნილია;

ზ) ამ შესაძლებლობას ითვალისწინებს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონი.

3. პირის დაკავება სასამართლოს განჩინების გარეშე ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირმა ჩაიდინა დანაშაული და მისი მიმალვის, სასამართლოში გამოუცხადებლობის, საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის განადგურებისა თუ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე თავიდან ვერ იქნება აცილებული სხვა, ალტერნატიული ღონისძიებით, რომელიც პროპორციულია სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის გარემოებებისა და ბრალდებულის პირადი მონაცემებისა.

4. არ შეიძლება დაკავებულ იქნეს ბავშვის უფლებათა კოდექსის 26-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული არასრულწლოვანი, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (3)

საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3157 – ვებგვერდი, 06.08.2018წ.

საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის კანონი №5010 – ვებგვერდი, 27.09.2019წ.

საქართველოს 2020 წლის 21 მაისის კანონი №5910 – ვებგვერდი, 25.05.2020წ.

მუხლი 172. პირი, რომელსაც აქვს დაკავების უფლება

დაკავების უფლება აქვს გამოძიების ჩატარების უფლებამოსილებით აღჭურვილი ორგანოს იმ თანამშრომელს, რომელიც ასრულებს ოპერატიულ ფუნქციებს, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მოვალეობას, აწარმოებს გამოძიებას ან ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 173. იმუნიტეტი დაკავებისას

არ შეიძლება დაკავებულ იქნენ: დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირი და მისი ოჯახის წევრები, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრი, გენერალური აუდიტორი, საქართველოს სახალხო დამცველი, მოსამართლე. ეს აკრძალვა, საქართველოს პრეზიდენტის, დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირისა და მისი ოჯახის წევრების გარდა, არ ვრცელდება ამ კოდექსის 171-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაზე.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (7)

საქართველოს 2012 წლის 2 2 ივნისის კანონი №6 550 – ვებგვერდი, 29 .0 6 .2012წ.

საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2634– ვებგვერდი, 18.08.2014წ.

საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი № 3276 – ვებგვერდი, 09.08.2018წ.

საქართველოს 2019 წლის 8 მაისის კანონი №4604 - ვებგვერდი, 08.05.2019წ.

საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1314 – ვებგვერდი, 13.01.2022წ.

საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №697 – ვებგვერდი, 25.06.2025წ.

საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1300 – ვებგვერდი, 23.12.2025წ.

მუხლი 174. დაკავების წესი

1. თუ არსებობს დაკავების საფუძველი, დამკავებელი მოხელე ვალდებულია დაკავებულს გასაგები ფორმით შეატყობინოს ეს, განუმარტოს, რა დანაშაულის ჩადენაშია ის ბრალდებული, და აცნობოს, რომ მას აქვს უფლება ადვოკატზე, დუმილისა და კითხვებზე პასუხის გაცემისაგან თავის შეკავების უფლება, უფლება, არ დაიბრალოს დანაშაული, და რომ ყველაფერი, რასაც იგი იტყვის, შესაძლებელია მის წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული სასამართლოში. დაუშვებელი მტკიცებულებაა ის განცხადება, რომელიც დაკავებულმა ამ ნაწილით გათვალისწინებული განმარტების მიღებამდე გააკეთა.

2. დამკავებელმა მოხელემ დაკავებული დაუყოვნებლივ უნდა მიიყვანოს პოლიციის უახლოეს დაწესებულებაში ან სხვა სამართალდამცავ ორგანოში.

3. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ დაკავებულს აქვს იარაღი ან/და აპირებს თავიდან მოიშოროს, დააზიანოს ან გაანადგუროს მტკიცებულების მნიშვნელობის მქონე საგანი, ნივთიერება ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი, დამკავებელ მოხელეს უფლება აქვს, ჩაატაროს პირადი ჩხრეკა ამ კოდექსის 121-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული წესით.

4. დაკავების ადგილას მიყვანისთანავე დაკავებული ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის დასადგენად, მისი მოთხოვნის შემთხვევაში, უნდა შემოწმდეს ექიმის მიერ და უნდა შედგეს სათანადო ცნობა.

5. დაკავების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 72 საათს. დაკავებიდან არა უგვიანეს 48 საათისა დაკავებულს უნდა გადაეცეს ბრალდების შესახებ დადგენილება. თუ ამ ვადაში დაკავებულს დადგენილება არ გადაეცა, იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

6. დაკავების ვადა ითვლება ბრალდებულის პატიმრობის ვადაში.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3891 - სსმ I, №67, 09.12.2010 წ., მუხ.418

მუხლი 175. დაკავების ოქმი

1. დამკავებელმა მოხელემ დაკავებისთანავე, დაუყოვნებლივ უნდა შეადგინოს დაკავების ოქმი. თუ დაკავების ოქმის შედგენა დაკავებისთანავე ობიექტური მიზეზით (მიზეზებით) შეუძლებელია, იგი უნდა შედგეს დაკავებულის პოლიციის დაწესებულებაში ან სხვა სამართალდამცავ ორგანოში მიყვანისთანავე.

2. დაკავების ოქმში უნდა აღინიშნოს: ვინ, სად, როდის, რა ვითარებაში, ამ კოდექსში მითითებულ რომელ საფუძველზეა დაკავებული, დაკავებულის ფიზიკური მდგომარეობა დაკავების მომენტში, რომელი დანაშაულის ჩადენაშია იგი ბრალდებული, მისი პოლიციის დაწესებულებაში ან სხვა სამართალდამცავ ორგანოში მიყვანის ზუსტი დრო, ამ კოდექსით გათვალისწინებული ბრალდებულის უფლებებისა და მოვალეობების ნუსხა, აგრეთვე შესაბამის შემთხვევაში ის ობიექტური მიზეზი (მიზეზები), რომლის (რომელთა) არსებობის გამოც შეუძლებელი იყო დაკავების ოქმის შედგენა დაკავებისთანავე.

3. დაკავების ოქმს ხელს აწერენ: თანამდებობის პირი, რომელმაც პირი დააკავა, დაკავებული და მისი ადვოკატი (მისი ყოფნის შემთხვევაში). ბრალდებულის პოლიციის დაწესებულებაში ან სხვა სამართალდამცავ ორგანოში მიყვანისთანავე ოქმს ხელს აწერს პოლიციის ან სხვა სამართალდამცავი ორგანოს უფლებამოსილი პირი. დაკავებულს გადაეცემა დაკავების ოქმის ასლი. თუ დაკავებისას ჩატარდა პირის პირადი ჩხრეკა, ამ საგამოძიებო მოქმედების თაობაზე ცალკე ოქმი არ დგება.

4. თუ დაკავებისას პირს არ განემარტა ამ კოდექსის 174-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებები და არ გადაეცა დაკავების ოქმი ან თუ დაკავების ოქმი შედგენილია არსებითი დარღვევით, რომელიც აუარესებს პირის სამართლებრივ მდგომარეობას, თავისუფლებაშეზღუდული პირი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 176. დაკავებულის გათავისუფლების საფუძველი და წესი

1. დაკავებული უნდა გათავისუფლდეს, თუ:

ა) არ დადასტურდა ეჭვი, რომ მან ჩაიდინა დანაშაული;

ბ) არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შესახებ;

გ) გავიდა დაკავების ამ კოდექსით დადგენილი ვადა;

დ) არ იქნა მიღებული უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს ან თანამდებობის პირის თანხმობა დაკავებაზე;

ე) დაკავებისას არსებითად დაირღვა სისხლის სამართლის საპროცესო კანონი;

ვ) სისხლის სამართლის პროცესის მიზნების მისაღწევად დაკავება აღარ არის აუცილებელი.

2. დაკავებული თავისუფლდება პროკურორის ან მოსამართლის გადაწყვეტილებით.

3. დაკავებული თავისუფლდება დაკავებულთა ყოფნის ადგილის უფროსის დადგენილებით, თუ გავიდა დაკავების ვადა.

4. გათავისუფლებისას დაკავებულს გადაეცემა გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების ასლი.

5. იმის მიუხედავად, იქნება თუ არა დაკავებული მსჯავრდებული, მას უკანონო და დაუსაბუთებელი დაკავების შედეგად მიყენებული ზიანი სრული მოცულობით აუნაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

6. პროკურორის დადგენილებით შესაძლებელია ბრალდებულის დროებით გამოყვანა დაკავების ადგილიდან მის მიერ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის მისაღებად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ჩასატარებელია ისეთი საგამოძიებო მოქმედება, რომელში მონაწილეობაც მოითხოვს დაკავებულის თანხმობას. დაკავებულს საგამოძიებო მოქმედების დასრულებისთანავე, დაუყოვნებლივ აბრუნებენ დაკავების ადგილას.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328

საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3891 - სსმ I, №67, 09.12.2010 წ., მუხ.418

მუხლი 177. შეტყობინება დაკავების, დაპატიმრების ან ექსპერტიზისათვის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების შესახებ

1. პროკურორი ან მისი დავალებით გამომძიებელი ვალდებულია პირის დაკავებიდან, დაპატიმრებიდან ან ექსპერტიზისათვის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებიდან არა უგვიანეს 3 საათისა შეატყობინოს ეს მისი ოჯახის რომელიმე წევრს, ხოლო თუ ასეთი არ არსებობს – რომელიმე ნათესავს ან ახლობელს, დაპატიმრების ან სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების შემთხვევაში კი აგრეთვე შეატყობინოს სამუშაო ან სწავლის ადგილას.

2. თუ დაკავებული, დაპატიმრებული ან ექსპერტიზისათვის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული პირი სხვა სახელმწიფოს მოქალაქეა, ეს ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ ვადაში უნდა ეცნობოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელიც აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ ატყობინებს შესაბამისი სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328

საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი № 6439 – ვებგვერდი, 22 .0 6 .2012წ.

მუხლი 178. დაკავებული, დაპატიმრებული ან ექსპერტიზისათვის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული პირის კმაყოფაზე მყოფი პირის, მისი საცხოვრებელი ბინისა და სხვა ქონების მეურვეობის ღონისძიებანი

1. თუ დაკავებულ, დაპატიმრებულ ან ექსპერტიზისათვის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებულ პირს ჰყავს არასრულწლოვანი შვილი, ხანდაზმული მშობელი, ან მის კმაყოფაზეა სხვა პირი, რომელიც ზედამხედველობისა და დახმარების გარეშე რჩება, პროკურორი და სასამართლო ვალდებული არიან ისინი სამეურვეოდ გადასცენ ნათესავს, სხვა პირს ან შესაბამის დაწესებულებას, ხოლო თუ პირს უზედამხედველოდ რჩება ქონება, – განახორციელონ მისი დაცვის ღონისძიება.

2. გატარებულ ღონისძიებათა შესახებ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინონ დაკავებულ, დაპატიმრებულ ან ექსპერტიზისათვის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებულ პირს, რის თაობაზედაც გამომძიებელი ან პროკურორი ადგენს ცნობას, რომელიც სისხლის სამართლის საქმეს დაერთვის, ან/და კეთდება ჩანაწერი სასამართლო სხდომის ოქმში.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 179. სისხლის სამართლის პროცესის წარმოება არაიდენტიფიცირებული ბრალდებულის, მსჯავრდებულის მიმართ

1. თუ დანაშაულის ჩადენისათვის დაკავებული პირის ვინაობა (სახელი, გვარი, ასაკი, სქესი, მოქალაქეობა) დაუდგენელია და იგი უარს აცხადებს თვითიდენტიფიცირებაზე ან ფიზიკური ნაკლის თუ სხვა ობიექტურ გარემოებათა გამო შეუძლებელი ხდება მისი იდენტიფიცირება, გამომძიებელი ან პროკურორი ადგენს ოქმს, რომელშიც შესაბამისი ექსპერტების მონაწილეობით აღიწერება პირის ყველა შესაძლო გარეგნული ნიშანი (სავარაუდო ასაკი, სქესი, სიმაღლე, თმის ფერი, თვალების ფერი, გარეგნობისა და იერის სხვა თავისებურებანი), რომლებითაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება (ოქმს უნდა დაერთოს პირის ფოტოსურათი). ამასთანავე, საპროცესო ხელმძღვანელობის განმახორციელებელი პროკურატურის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანხმობით პირს შესაძლებელია მიენიჭოს პირობითი სახელი ციფრების ან/და ასოების იმგვარი კომბინაციით, რომელიც საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან შესაძლებელს გახდის ამ პირის იდენტიფიცირებას შემდგომი საპროცესო მოქმედებების დროს. პირობითი სახელი არ შეიძლება იყოს ადამიანის პატივისა და ღირსების შემლახველი და შეურაცხმყოფელი.

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ შემთხვევაში ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შემდგომი საპროცესო მოქმედება ტარდება სრული მოცულობით, დაუბრკოლებლად. ამასთანავე, ყველა საპროცესო მოქმედება არაიდენტიფიცირებული ბრალდებულის, მსჯავრდებულის მიმართ ტარდება ადვოკატის სავალდებულო მონაწილეობით. დანიშნული ადვოკატის ხარჯებს ანაზღაურებს სახელმწიფო.

3. არაიდენტიფიცირებული პირის ბრალდებიდან არა უგვიანეს 3 დღე-ღამისა, საჭიროების შემთხვევაში, ამ კოდექსით დადგენილი წესით ინიშნება სამედიცინო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომლითაც სხვა საკითხებთან ერთად უნდა დადგინდეს ამ პირის ფსიქიკური მდგომარეობა, სისხლის ჯგუფი, სხვა ბიომეტრული მონაცემები და უნდა განხორციელდეს დაქტილოსკოპიური რეგისტრაცია.

4. გამომძიებელი, პროკურორი ვალდებული არიან უზრუნველყონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გონივრული ღონისძიების გატარება ამ მუხლში აღნიშნული პირის იდენტიფიცირების მიზნით (მისი სახელის, გვარის, ასაკის, მოქალაქეობისა და შერაცხადობის დასადგენად).

5. თუ არაიდენტიფიცირებული პირის ვინაობა დადგინდება სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანამდე, გამომძიებელი, პროკურორი, სასამართლო ვალდებული არიან ამ გარემოებას 48 საათის განმავლობაში შეუსაბამონ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებები.

6. არაიდენტიფიცირებული პირის მიმართ განაჩენის დადგენამდე სასამართლო ვალდებულია დარწმუნდეს, რომ გატარებულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გონივრული ღონისძიება აღნიშნული პირის იდენტიფიცირებისათვის.

7. თუ არაიდენტიფიცირებული პირის ვინაობა დადგინდება მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლის შემდეგ და ეს გარემოება გავლენას ახდენს დანაშაულის კვალიფიკაციაზე ან სასჯელის ზომაზე ან იწვევს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას, განაჩენი უნდა გადაისინჯოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ამ კოდექსით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს გარემოებები იწვევს შებრუნებას საუარესოდ.

საქართველოს 20 12 წლის 22 მაისის კანონი № 6253 – ვებგვერდი, 29.05.2012წ.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 180. პირის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსება

1. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას შეურაცხი იყო ან მისი ჩადენის შემდეგ გახდა შეურაცხი, და საჯარო უსაფრთხოების ინტერესები მოითხოვს მის სამედიცინო დაწესებულებაში იზოლირებას, გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს პროკურორის ან ადვოკატის შუამდგომლობით გამოაქვს პირის სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების თაობაზე განჩინება. შუამდგომლობა განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე , 48 საათის განმავლობაში, ხოლო მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება .

(ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 180-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების სიტყვები „შუამდგომლობა განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე“ და „ხოლო მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება“) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება №2/2/1506 – ვებგვერდი, 15.04.2022წ.

2. პირის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების თაობაზე სასამართლოს განჩინება დგება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ დადგენილებისაგან (განჩინებისაგან) დამოუკიდებლად. მასში უნდა აღინიშნოს: სამედიცინო დაწესებულებაში მოსათავსებელი პირის სახელი, გვარი და საპროცესო მდგომარეობა; სამედიცინო დაწესებულების დასახელება, რომელშიც პირი თავსდება.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება №2/2/1506 – ვებგვერდი, 15.04.2022წ.

მუხლი 181. სამედიცინო დაწესებულებაში პირის ყოფნის ვადა

1. ბრალდებული შეიძლება სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსდეს არა უმეტეს 20 დღის ვადით.

2. განსაკუთრებულ შემთხვევაში, ექიმთა დასკვნის საფუძველზე, რომლებიც სტაციონარულ ექსპერტიზას ატარებენ, ეს ვადა შეიძლება სასამართლოს განჩინებით გაგრძელდეს კიდევ 10 დღით. ვადის შემდგომი გაგრძელება დაუშვებელია, თუნდაც სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული პირი ამაზე თანახმა იყოს.

3. თუ პირი ერთ სისხლის სამართლის საქმეზე რამდენჯერმე იყო მოთავსებული სამედიცინო დაწესებულებაში, ამ დაწესებულებაში მისი ყოფნის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს ამ მუხლით დადგენილ ვადას.

4. ბრალდებული ან მისი ადვოკატი უფლებამოსილია სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით სტაციონარულ ექსპერტიზაზე ყოფნის ვადის გაგრძელების შესახებ. სტაციონარულ ექსპერტიზაზე ყოფნის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს.

5. ბრალდებულის სტაციონარულ ექსპერტიზაზე ყოფნის ვადა ჩაითვლება პატიმრობის ვადაში, გარდა მისი ადვოკატის შუამდგომლობით ჩატარებულ სტაციონარულ ექსპერტიზაზე ყოფნის ვადისა.

ბმული ამ მუხლზე

თავი XIX სასამართლო განხილვის ზოგადი დებულებანი

მუხლი 182. სასამართლო სხდომის საჯაროობა # # #

1. სასამართლო სხდომა, როგორც წესი, ტარდება ზეპირად და საჯაროდ.

2. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ მასალებს სასამართლო დახურულ სხდომაზე განიხილავს.

3. სასამართლოს შეუძლია მხარის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვის შესახებ:

ა) პერსონალური მონაცემების, პროფესიული ან კომერციული საიდუმლოების დაცვის მიზნით;

ბ) (ამოღებულია - 12.06.2015, №3715);

გ) პროცესის მონაწილის ან/და მისი ოჯახის წევრის (ახლო ნათესავის) პირადი უსაფრთხოების დაცვის მიზნით ან თუ გამოიყენება პროცესის მონაწილის დაცვის ის სპეციალური ღონისძიება, რომელიც მოითხოვს სასამართლო სხდომის დახურვას;

დ) სქესობრივი დანაშაულის, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ან ოჯახური დანაშაულის მსხვერპლის ინტერესების დაცვის მიზნით;

ე) პირადი მიმოწერის და პირადი შეტყობინების სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებისას, თუ ამაზე თანახმა არ არის პირი;

ვ) თუ პროცესის მონაწილე ჩართული იყო ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში ან ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაში.

4. მოსამართლე უფლებამოსილია წესრიგის დაცვის მიზნით, საკუთარი ინიციატივით ნაწილობრივ ან სრულად დახუროს სასამართლო სხდომა.

4¹. სასამართლო სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვის შესახებ განჩინების გამოტანის მიუხედავად, მოსამართლე უფლებამოსილია ამ საქმეში დაზარალებულად ცნობილ პირს მისცეს სხდომაზე ან სხდომის ნაწილზე დასწრების უფლება.

4². დახურულ სასამართლო სხდომაზე მოწმისა და დაზარალებულის მონაწილეობით მტკიცებულებათა გამოკვლევის პროცესს, მოწმის/დაზარალებულის სურვილის შემთხვევაში, ესწრება პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი.

5. თუ დახურულ სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვის საკითხის გადაწყვეტა მოითხოვს ისეთი გარემოების საჯაროდ განხილვას, რომელიც საჯაროდ არ უნდა გაცხადდეს, და სხდომის დახურვის შუამდგომლობას მოწინააღმდეგე მხარე არ ეთანხმება, ეს საკითხი დახურულ სხდომაზე განიხილება.

6. მოსამართლე ვალდებულია საჯაროდ გამოაცხადოს სასამართლო სხდომის დახურვის საფუძველი.

7. სასამართლოს შეუძლია დაავალდებულოს დახურულ სხდომაზე დამსწრე პირი, არ გაახმაუროს ის ინფორმაცია, რომელიც მისთვის ამ სხდომაზე გახდა ცნობილი.

8. სასამართლო სხდომაზე 14 წლამდე პირი არ დაიშვება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ის პროცესის მონაწილეა. სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია 14 წლამდე პირს დართოს ნება, დაესწროს სასამართლო სხდომას.

9. შეიარაღებული პირი სასამართლო სხდომის დარბაზში დაიშვება მხოლოდ სხდომის თავმჯდომარის ნებართვით.

10. სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია არ დაუშვას სასამართლო სხდომაზე პირი, რომელიც შეუფერებელ ფორმაში ან მდგომარეობაში გამოცხადდა.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (7)

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №63 28 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.

საქართველოს 2014 წლის 24 ივლისის კანონი №2518 - ვებგვერდი, 06.08.2014წ.

საქართველოს 2014 წლის 17 ოქტომბრის კანონი №2706 - ვებგვერდი, 31.10 .2014 წ.

საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი № 3715 – ვებგვერდი, 24.06.2015წ.

საქართველოს 2018 წლის 4 მაისის კანონი №2270 – ვებგვერდი, 21.05.2018წ.

საქართველოს 2021 წლის 22 ივნისის კანონი №663 – ვებგვერდი, 24.06.2021წ.

საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №500 – ვებგვერდი, 17.04.2025წ.

მუხლი 182¹. (ამოღებულია)

ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2013 წლის 18 იანვრის კანონი №205 - ვებგვერდი, 28.01.2013წ.

საქართველოს 2013 წლის 1 მაისის კანონი №583 – ვებგვერდი, 20.05.2013წ.

მუხლი 183. საქმის განხილვისას სასამართლოს შემადგენლობის უცვლელობა

სასამართლომ საქმე უცვლელი შემადგენლობით უნდა განიხილოს. თუ რომელიმე მოსამართლეს არ შეუძლია სასამართლო სხდომაში მონაწილეობის მიღება, მას ცვლიან იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლით და საქმის განხილვა ხელახლა იწყება, გარდა ამ კოდექსის 184-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 184. სათადარიგო მოსამართლე

1. სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საქმეზე შეიძლება დაინიშნოს სათადარიგო მოსამართლე, რომელიც ცვლის სასამართლო შემადგენლობიდან გასულ მოსამართლეს, და საქმის განხილვა გრძელდება.

2. თუ საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო იხილავს, სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საქმეზე სავალდებულო წესით ინიშნება სათადარიგო მოსამართლე, რომელიც ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ცვლის მას, და ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცესი გრძელდება.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2021 წლის 28 ივნისის კანონი №707 – ვებგვერდი, 29.06.2021წ.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება №1/4/1300 – ვებგვერდი, 22.11.2024წ.

მუხლი 185. სასამართლო განხილვის ადგილი და უწყვეტობა

1. სასამართლო განხილვა მიმდინარეობს სასამართლო სხდომის დარბაზში. შემთხვევის ან სხვა ადგილის, ნაგებობის, ტრანსპორტის ან სხვა ისეთი ობიექტის დათვალიერების მიზნით, რომლის სასამართლო სხდომის დარბაზში მიტანაც შეუძლებელია, აგრეთვე დასაკითხი პირის მძიმე ავადმყოფობის გამო ან სხვა ობიექტური მიზეზით სასამართლო განხილვა შესაძლებელია მხარეთა შუამდგომლობით ჩატარდეს სასამართლო სხდომის დარბაზის გარეთ.

2. სასამართლო განხილვა მიმდინარეობს უწყვეტად, გარდა შესვენებისათვის საჭირო დროისა. სასამართლოში საქმის განხილვის გადადება მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით შესაძლებელია მხოლოდ მოსამართლის, ნაფიცი მსაჯულის, მხარის, მოწმის ან თარჯიმნის გამოუცხადებლობის, საგამოძიებო მოქმედების ჩატარების, აგრეთვე ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში. საქმის განხილვის გადადების პერიოდში სასამართლო უფლებამოსილია განიხილოს სხვა სისხლის სამართლის საქმე (შუამდგომლობა, საჩივარი).

3. 18 საათის შემდეგ შესაძლებელია სასამართლომ მხარის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით გადადოს საქმის განხილვა.

4. მხარეს უფლება აქვს, სასამართლოს წინასწარ მიმართოს დასაბუთებული შუამდგომლობით სასამართლო განხილვის სხდომის თარიღის შეცვლის (დადგენილ თარიღზე ადრე ან გვიან დანიშვნის) შესახებ, რის თაობაზედაც უნდა აცნობოს მეორე მხარეს. სასამართლო შუამდგომლობას განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე. მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება.

5. მხარეებს უფლება აქვთ, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ერთობლივად, წინასწარ მიმართონ სასამართლოს დასაბუთებული შუამდგომლობით სასამართლო განხილვის სხდომის თარიღის შეცვლის (დადგენილ თარიღზე ადრე ან გვიან დანიშვნის) შესახებ. სასამართლო შუამდგომლობას განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე. მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრდება.

6. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი გამოაქვს წინასასამართლო სხდომის მოსამართლის მიერ საქმის არსებითი განხილვისათვის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 24 თვისა.

7. ამ მუხლის მე-6 ნაწილით დადგენილი ვადა არ გამოიყენება იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებული თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას ან/და ბრალდებულის მიმართ გამოცხადებულია ძებნა.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (4)

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328

საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3891 - სსმ I, №67, 09.12.2010 წ., მუხ.418

საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4631 - ვებგვერდი, 19.05.2011წ.

საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3976 - ვებგვერდი, 20.07.2015წ.

მუხლი 186. სასამართლო სხდომის განაწესი

1. სასამართლო სხდომის დარბაზში სასამართლოს შესვლისა და დარბაზიდან მისი გასვლის წინ სასამართლო სხდომის მდივანი შესაბამისად აცხადებს: „აბრძანდით, სასამართლო მობრძანდება!“, „აბრძანდით, სასამართლო მიბრძანდება!“. ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე სასამართლო სხდომის ყველა დამსწრე ფეხზე დგება.

2. სასამართლო განხილვის მონაწილე სასამართლოს თავაზიანად და პატივისცემით მიმართავს, რის შემდეგაც ფეხზე ამდგარი აკეთებს საჭირო განცხადებას. სასამართლოში ქცევის წესებიდან გამონაკლისი დასაშვებია სასამართლო სხდომის თავმჯდომარის ნებართვით.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 187. სასამართლო სხდომის დაწყება

სასამართლო სხდომა იწყება მოსამართლის (საქმის კოლეგიური წესით განხილვის შემთხვევაში – მომხსენებელი მოსამართლის) მოხსენებით საქმის განხილვის დაწყების შესახებ.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 188. მხარის გამოცხადება სასამართლო სხდომაზე

1. მხარე ვალდებულია დადგენილ დროს გამოცხადდეს სასამართლო სხდომაზე.

2. მხარე ვალდებულია ამ კოდექსით დადგენილი წესით, სასამართლო განხილვის დაწყებამდე შეატყობინოს სასამართლოს საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შესახებ.

3. მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, შესაძლებელია სასამართლო განხილვაში ამავე მხარემ მონაწილეობა მიიღოს დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, რაც წინასწარ ეცნობება მხარეებს.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6392 - ვებგვერდი, 19.06.2012წ.

მუხლი 189. ბრალდებულის დაუსწრებლად საქმის განხილვა

1. ბრალდებულის დაუსწრებლად საქმის განხილვა დასაშვებია, თუ იგი თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას. ასეთ შემთხვევაში საქმის განხილვაში ბრალდებულის ადვოკატის მონაწილეობა სავალდებულოა.

2. თუ დაპატიმრებული ბრალდებული სასამართლო სხდომაზე არ იქნა წარმოდგენილი ტრანსპორტირების განუხორციელებლობის გამო, სასამართლო გადადებს საქმის განხილვას გონივრული ვადით, მაგრამ არაუმეტეს 10 დღისა, და ამის თაობაზე აცნობებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს, რომელიც ვალდებულია მომდევნო სხდომაზე უზრუნველყოს ბრალდებულის წარმოდგენა და სასამართლოს აცნობოს ბრალდებულის ტრანსპორტირების განუხორციელებლობის მიზეზი.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3528 - ვებგვერდი, 18.05.2015წ.

საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3126 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.

მუხლი 190. პროკურორის და ადვოკატის მონაწილეობა სასამართლო განხილვაში და მათი გამოუცხადებლობის შედეგები

1. თუ ადვოკატი არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე, სასამართლო ბრალდებულის დაცვას უზრუნველყოფს სახელმწიფოს ხარჯზე, ამ კოდექსით დადგენილი წესით და გადადებს საქმის განხილვას გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს 10 დღისა. სასამართლო უფლებამოსილია მომდევნო სხდომაზე კიდევ ერთხელ გადადოს საქმის განხილვა არა უმეტეს 5 დღით, თუ დაცვის მხარე წარმოადგენს მოტივირებულ შუამდგომლობას, რომელშიც დასაბუთებულია ადვოკატის გამოუცხადებლობის ობიექტური მიზეზი. შუამდგომლობის წარმოუდგენლობის, წარმოდგენილი შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობის ან დაკმაყოფილების შემდეგ ადვოკატის კვლავ გამოუცხადებლობის შემთხვევაში სხდომა გრძელდება იურიდიული დახმარების შესაბამისი სამსახურის ადვოკატის მონაწილეობით.

2. თუ საქმე იხილება ორი ან მეტი ბრალდებულის მიმართ და სასამართლო სხდომაზე რომელიმე მათგანის ადვოკატი არ გამოცხადდა, სასამართლოს შეუძლია საქმის განხილვა განაგრძოს სხვა ბრალდებულთა მიმართ, თუ ეს არ შელახავს ბრალდებულის ინტერესებს და გავლენას არ მოახდენს მტკიცებულებათა გამოკვლევის სისრულესა და ობიექტურობაზე. ამასთანავე, სასამართლომ უნდა უზრუნველყოს ადვოკატისთვის მისი მონაწილეობის გარეშე წარმოებული სასამართლო სხდომის ოქმის გაცნობა.

3. პროკურორის გამოუცხადებლობისას სასამართლო გადადებს საქმის განხილვას გონივრული ვადით, მაგრამ არაუმეტეს 10 დღისა, და ამას აცნობებს საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და ზემდგომ პროკურორს, რომელიც ვალდებულია მომდევნო სხდომაზე უზრუნველყოს პროკურორის მონაწილეობა და სასამართლოს აცნობოს გამოუცხადებლობის მიზეზი.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328

საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი № 3814 – ვებგვერდი, 13.12.2018წ.

მუხლი 191. სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა საქმის არსებითი განხილვის დროს. შეურაცხაობის საკითხის განხილვა

1. როდესაც არსებობს ამ კოდექსით დადგენილი საფუძველი, საქმის არსებითად განმხილველი სასამართლო მხარის შუამდგომლობით წყვეტს სისხლისსამართლებრივ დევნას. ამასთანავე, სასამართლო აუქმებს გამოყენებულ აღკვეთის ღონისძიებას, აგრეთვე წყვეტს ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა საკითხს.

2. თუ დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას შეურაცხი იყო, სასამართლო მხარის შუამდგომლობით შეწყვეტს მის მიმართ სისხლისსამართლებრივ დევნას. ამასთანავე, საქმის განმხილველი მოსამართლე ვალდებულია „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 22¹მუხლის 1¹ პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე იმავე განჩინებით გადაწყვიტოს ამ პირისთვის იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ჩატარების საკითხი. ეს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს ამ კოდექსის 207-ე მუხლით დადგენილი წესით.

2¹. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსამართლე განჩინებით განსაზღვრავს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ვადას. ამ მუხლით დადგენილი წესით აღნიშნული ვადის განსაზღვრისას გაითვალისწინება ბრალდებულის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა და ბრალდებულის მიერ საკუთარი თავისთვის ან/და სხვისთვის ზიანის მიყენების, მისი მუქარის ან/და ძალადობის შემცველი ქცევის რისკის ხარისხი, რომელთა შეფასებაც მოცემულია ბრალდებულის შერაცხადობის თაობაზე სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნაში.

2². ამ მუხლის 2¹ ნაწილით განსაზღვრულ განჩინებაში მიეთითება, რომ იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა შეიძლება შეწყდეს დადგენილ ვადაზე ადრე, „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 22¹ მუხლის 1¹ პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების აღმოფხვრისთანავე, თუ მათი აღმოფხვრა დადასტურდება იმავე კანონით დადგენილი წესით.

2³. ამ მუხლის 2¹ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა ინიშნება იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის კრიტერიუმების ამოწურვამდე, მაგრამ არაუმეტეს 4 წლის ვადით.

3. თუ დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას შერაცხადი იყო, მაგრამ მისი ჩადენის შემდეგ შეურაცხი გახდა, სასამართლოს გამოაქვს გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც განსაზღვრავს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდას შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში მის გამოჯანმრთელებამდე, რის შემდეგაც მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდა გრძელდება საერთო წესით.

(191-ე მუხლის მე-3 ნაწილი ძალადაკარგულად იქნა ცნობილი) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება №3/4/1543 – ვებგვერდი, 16.07.2024წ.

3¹. თუ დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას შერაცხადი იყო, მაგრამ მისი ჩადენის შემდეგ შეურაცხაობის გამო პროცესუუნარო გახდა, სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში განსაზღვრავს მსჯავრდებულის შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში გამოჯანმრთელებამდე მოთავსებას, რის შემდეგაც მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდა საერთო წესით გრძელდება.

3². თუ დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენის შემდეგ ფსიქიკურად დაავადდა და ამის გამო პროცესუუნარო გახდა, სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე მოსამართლე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მკურნალობის ჩატარების მიზნით საქმის არსებით განხილვას არ იწყებს 3 თვე ან აჩერებს 3 თვით.

3³. მოსამართლე ამ მუხლის 3² ნაწილით გათვალისწინებულ შუამდგომლობას წყვეტს შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე. აღნიშნული შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში მოსამართლეს დასაბუთებული განჩინება გამოაქვს. სასამართლო ამ განჩინებას უგზავნის მხარეებს, აგრეთვე სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, თუ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაა გამოყენებული. აღნიშნულ განჩინებაში მოსამართლე ასევე უთითებს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოსათავსებელი პირის სახელსა და გვარს, მის საპროცესო მდგომარეობას, აგრეთვე იმ სამედიცინო დაწესებულების დასახელებას, რომელშიც ეს პირი თავსდება.

3⁴. მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ განჩინება ერთჯერადად, გამოტანიდან 48 საათში საჩივრდება სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში. სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე საჩივარს განიხილავს მისი შეტანიდან არაუგვიანეს 48 საათისა, ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენით ან მის გარეშე. საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის განჩინება დაუყოვნებლივ ეგზავნება მხარეებსა და გასაჩივრებული განჩინების გამომტან მოსამართლეს.

3⁵. სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა დაიწყება/განახლდება, თუ „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად გამოტანილი დასკვნის საფუძველზე (შეფასების შედეგად) დადგინდება, რომ ბრალდებული ამ მუხლის 3² ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამოტანილ განჩინებაში მითითებულ ვადაში პროცესუნარიანი გახდა, ან გასულია ამ მუხლის 3³ ნაწილით გათვალისწინებულ განჩინებაში მითითებული ვადა.

4. თუ დადგინდა, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სამართალწარმოება დასრულებულია, ფსიქიკური აშლილობის ნიშნები აღენიშნება, მისთვის ფსიქიატრიული დახმარების გაწევის საკითხი წყდება „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და პენიტენციური კოდექსის შესაბამისად. მსჯავრდებულის გამოჯანმრთელების შემთხვევაში მის მიერ სასჯელის მოხდა გრძელდება საერთო წესით.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (9)

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328

საქართველოს 2014 წლის 26 ივლისის კანონი №2539 - ვებგვერდი, 06.08.2014წ.

საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3528 - ვებგვერდი, 18.05.2015წ.

საქართველოს 2020 წლის 23 ივნისის კანონი №6363 – ვებგვერდი, 01.07.2020წ.

საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3998 - ვებგვერდი, 26.12.2023წ.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება №3/4/1543 – ვებგვერდი, 16.07.2024წ.

საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1339 – ვებგვერდი, 23.12.2025წ.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2026 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება №1/1/1794 – ვებგვერდი, 04.05.2026წ.

საქართველოს 2026 წლის 28 ოქტომბრის კანონი №1902/2 – ვებგვერდი, 29.10.2026წ.

მუხლი 191¹. მოსამართლის უფლებამოსილება ბრალდებულის/ მსჯავრდებულის მიმართ წამების, დამამცირებელი ან/და არაადამიანური მოპყრობის განხორციელების ან შესაძლო განხორციელების შემთხვევაში

1. თუ სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე მოსამართლეს გაუჩნდა ეჭვი, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ განხორციელდა წამება, დამამცირებელი ან/და არაადამიანური მოპყრობა, ან თუ ამის შესახებ თავად ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა განუცხადა სასამართლოს, მოსამართლე რეაგირებისათვის მიმართავს შესაბამის გამოძიების ორგანოს.

2. თუ პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ბრალდებულის/მსჯავრდებულის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, ან/და თუ მოსამართლეს გაუჩნდა ეჭვი, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ განხორციელდა ან შესაძლოა განხორციელდეს წამება, დამამცირებელი ან/და არაადამიანური მოპყრობა, მოსამართლე უფლებამოსილია განჩინებით დაავალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს ასეთი ბრალდებულის/მსჯავრდებულის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელი განსაკუთრებული ზომების მიღება.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი № 3276 – ვებგვერდი, 09.08.2018წ.

საქართველოს 2019 წლის 8 მაისის კანონი №4604 - ვებგვერდი, 08.05.2019წ.

მუხლი 192. სასამართლო სხდომაზე განჩინების გამოტანის წესი

1. სასამართლო განხილვის დროს, განაჩენის გარდა, ყველა გადასაწყვეტ საკითხზე სასამართლოს გამოაქვს განჩინება.

1¹. სასამართლოს განჩინებაში შეიძლება მიეთითოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების ნორმები და მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა.

2. სასამართლოს განჩინება გამოაქვს სათათბირო ოთახში გაუსვლელად. განჩინება შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში.

3. სასამართლო უფლებამოსილია განჩინება გამოიტანოს სათათბირო ოთახში.

4. სასამართლოს განჩინება ცხადდება საჯაროდ.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2022 წლის 18 ოქტომბრის კანონი №1918 – ვებგვერდი, 24.10.2022წ.

მუხლი 193. სასამართლოს თათბირი და კენჭისყრა კოლეგიური განხილვის დროს

1. სასამართლოს თათბირი საიდუმლოა. სათათბირო ოთახში აკრძალულია კომუნიკაციის ყოველგვარი ტექნიკური საშუალებით სარგებლობა.

2. სასამართლოს შეუძლია საქმის განხილვასთან დაკავშირებული საკითხები გადაწყვიტოს ადგილზე თათბირით.

3. სასამართლოს თათბირსა და კენჭისყრაში მონაწილეობს მხოლოდ საქმის განმხილველი მოსამართლე.

4. სხდომის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს სასამართლოს თათბირს და აყალიბებს საკითხებს, რომლებზედაც გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული.

5. სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით. გადაწყვეტილება სასჯელის ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის შესახებ მიიღება მხოლოდ ერთხმად.

6. მოსამართლეს არა აქვს უფლება, თავი შეიკავოს კენჭისყრაში მონაწილეობისაგან. სხდომის თავმჯდომარე ხმას აძლევს ბოლოს.

7. თუ სასამართლოს თათბირის დროს საკითხზე განსხვავებული აზრი წარმოიშობა, პირველად კენჭი ეყრება ბრალდებულის სასარგებლო პოზიციას.

8. თუ მოსამართლე სამართლებრივ საკითხზე კენჭისყრისას უმცირესობაშია, იგი ვალდებულია წერილობით ჩამოაყალიბოს განსხვავებული აზრი. განსხვავებული აზრი წარედგინება სხდომის თავმჯდომარეს და დაერთვის გადაწყვეტილებას.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 194. სასამართლო გადაწყვეტილების გამოქვეყნება

1. სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ზეპირად ცხადდება. ზეპირი გადაწყვეტილება ფიქსირდება სასამართლო სხდომის ოქმში, ხოლო წერილობითი დაერთვის ოქმს, რის შესახებაც ოქმში აღნიშვნა კეთდება.

2. სასამართლო გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 195. სასამართლო სხდომის ოქმი

1. სასამართლო სხდომის შესახებ დგება ოქმი. იგი შეიძლება შედგეს სტენოგრაფიისა და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით. ოქმში სრულად აისახება სასამართლო პროცესის მიმდინარეობა.

2. სასამართლო სხდომის თავმჯდომარემ და მდივანმა სასამართლო სხდომის დამთავრებიდან ან, სხდომის გადადების შემთხვევაში, სხდომის გადადებიდან არაუგვიანეს 5 დღისა ხელი უნდა მოაწერონ ოქმს, რაც დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ მხარეებს.

3. სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია უზრუნველყოს ოქმის მხარეებისათვის გაცნობის შესაძლებლობა.

4. მხარეებს უფლება აქვთ, სასამართლო სხდომის ოქმის ხელმოწერის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან 5 დღის ვადაში გააკეთონ შენიშვნები ოქმზე. ამ შენიშვნებს 5 დღის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს ამ საქმის განმხილველი სასამართლო.

5. შენიშვნების განხილვის შემდეგ სასამართლოს გამოაქვს განჩინება, რომლითაც ადასტურებს შენიშვნების სისწორეს ან უარყოფს მათ. ოქმზე შენიშვნები და სასამართლოს განჩინება დაერთვის საქმეს. შენიშვნების წარმდგენ მხარეს შეუძლია სასამართლოს განჩინება გაასაჩივროს განაჩენთან ერთად.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2013 წლის 14 ივნისის კანონი №741 – ვებგვერდი, 27.06.2013წ.

თავი XX ბრალდებულის პირველი წარდგენა სასამართლოში, აღკვეთის ღონისძიებანი

მუხლი 196. ბრალდებულის პირველი წარდგენა სასამართლოში # # # # #

1. დაკავებიდან არა უგვიანეს 48 საათისა პროკურორი გამოძიების ადგილის მიხედვით მაგისტრატ მოსამართლეს წარუდგენს შუამდგომლობას აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ.

2. განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც ბრალდებულის დაკავებულთა მოთავსების ადგილიდან სასამართლოში მიყვანა შეუძლებელია მისი ავადმყოფობის ან სტიქიური უბედურების გამო ან სხვა ობიექტური მიზეზით, მოსამართლეს შეუძლია სასამართლო სხდომა ჩაატაროს დაკავებულთა მოთავსების ადგილას.

3. თუ ამ მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობა დაკავებიდან 48 საათში არ წარედგინება მაგისტრატ მოსამართლეს, დაკავებული დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 197. ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომა, უფლებათა განმარტება

1. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობის წარდგენიდან არა უგვიანეს 24 საათისა მაგისტრატი მოსამართლე ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით:

ა) არკვევს ბრალდებულის ვინაობას;

ბ) არკვევს, ესმის თუ არა ბრალდებულს სისხლის სამართლის პროცესის ენა;

გ) ბრალდებულს განუმარტავს ბრალდების არსს და მის უფლებებს, მათ შორის, წამებისა და არაჰუმანური მოპყრობისათვის საჩივრის (სარჩელის) შეტანის უფლებას;

დ) ბრალდებულს აცნობებს ბრალდებით გათვალისწინებული სასჯელის სახეს და ზომას;

დ¹) ბრალდებულს აცნობებს ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის შესახებ;

ე) არკვევს საპროცესო შეთანხმების დადების შესაძლებლობას და მხარეთა თანხმობის შემთხვევაში იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას;

ვ) იხილავს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობას;

ზ) ბრალდებულისგან არკვევს, აქვს თუ არა რაიმე საჩივარი ან შუამდგომლობა მისი უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით;

თ) ახორციელებს ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომა მიმდინარეობს უწყვეტად.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №500 – ვებგვერდი, 17.04.2025წ.

მუხლი 198. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზნები და საფუძველი

1. აღკვეთის ღონისძიება გამოიყენება იმ მიზნით, რომ ბრალდებულმა თავი არ აარიდოს სასამართლოში გამოცხადებას, აღიკვეთოს მისი შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობა, უზრუნველყოფილ იქნეს განაჩენის აღსრულება. ბრალდებულს პატიმრობა ან სხვა აღკვეთის ღონისძიება არ შეიძლება შეეფარდოს, თუ ამ ნაწილით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა შესაძლებელია სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებით.

2. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველია დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული მიიმალება ან არ გამოცხადდება სასამართლოში, გაანადგურებს საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს.

3. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობის წარდგენისას პროკურორი ვალდებულია დაასაბუთოს მის მიერ მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიების მიზანშეწონილობა და სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზანშეუწონლობა.

4. სასამართლო უფლებამოსილია ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა შეუძლებელია სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებით.

5. აღკვეთის ღონისძიებისა და მისი კონკრეტული სახის გამოყენების საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნებას, მის საქმიანობას, ასაკს, ჯანმრთელობას, ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურებას, ადრე შეფარდებული რომელიმე აღკვეთის ღონისძიების დარღვევის ფაქტს და სხვა გარემოებებს.

6. აღკვეთის ღონისძიების სახით საექსტრადიციო პატიმრობა, გარდა ამ მუხლითა და ამ კოდექსის 205-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, გამოიყენება აგრეთვე ექსტრადიციის დაკმაყოფილების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების აღსრულების (ეტაპირების) მიზნით. ამ შემთხვევაში სასამართლო ითვალისწინებს მხოლოდ „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის 11¹პუნქტით განსაზღვრულ გარემოებებს.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2021 წლის 30 მარტის კანონი №430 – ვებგვერდი, 13.04.2021წ.

მუხლი 199. აღკვეთის ღონისძიების სახეები

1. აღკვეთის ღონისძიების სახეებია: გირაო, შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ, პირადი თავდებობა, სამხედრო მოსამსახურის ქცევისადმი სარდლობის მეთვალყურეობა და პატიმრობა.

2. აღკვეთის ღონისძიებასთან ერთად ბრალდებულის მიმართ შეიძლება აგრეთვე გამოყენებულ იქნეს: ვალდებულება, დანიშნულ დროს ან გამოძახებისთანავე გამოცხადდეს სასამართლოში; გარკვეული საქმიანობის ან პროფესიის განხორციელების აკრძალვა; სასამართლოში, პოლიციაში ან სხვა სახელმწიფო ორგანოში ყოველდღიურად ან სხვა პერიოდულობით გამოცხადებისა და ანგარიშგების ვალდებულება; სასამართლოს მიერ დანიშნული უწყების ზედამხედველობა; ელექტრონული მონიტორინგი; ვალდებულება გარკვეულ ადგილას ყოფნისა გარკვეულ საათებში ან უამისოდ; გარკვეული ადგილის დაუტოვებლობის ან მასში შეღწევის აკრძალვა; სპეციალური ნებართვის გარეშე გარკვეულ პირებთან შეხვედრის აკრძალვა; პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება; სასამართლოს მიერ განსაზღვრული ნებისმიერი სხვა ღონისძიება, რომელიც აუცილებელია აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზნების მისაღწევად.

3. თუ პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ან ოჯახური დანაშაულის ბრალდებით, სასამართლო აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხთან ერთად პრიორიტეტულად განიხილავს ბრალდებულისათვის იარაღის ჩამორთმევის ვალდებულების დაკისრების ან/და გარკვეულ ადგილზე შესვლისა და დაზარალებულთან მიახლოების აკრძალვის საკითხს.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (4)

საქართველოს 2014 წლის 17 ოქტომბრის კანონი №2706 - ვებგვერდი, 31.10 .2014 წ.

საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი № 3715 – ვებგვერდი, 24.06.2015წ.

საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №768 - ვებგვერდი, 25.05.2017წ.

საქართველოს 2018 წლის 30 მაისის კანონი №2396 – ვებგვერდი, 08.06.2018წ.

მუხლი 200. გირაო

1. გირაო არის ფულადი თანხა ან უძრავი ქონება. ფულადი თანხა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შეაქვს ბრალდებულს ან მისი სახელით ან მის სასარგებლოდ სხვა პირს სასამართლოსათვის მიცემული წერილობითი ვალდებულებით ბრალდებულის სათანადო ქცევისა და გამომძიებელთან, პროკურორთან, სასამართლოში დროულად გამოცხადების უზრუნველყოფის თაობაზე. ფულადი თანხის ნაცვლად შეტანილ უძრავ ქონებას ედება ყადაღა. გირაოს მიღების შესახებ დგება ოქმი, რომლის ერთი ასლი გადაეცემა გირაოს შემტანს.

2. პროკურორი სასამართლოში ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შესახებ შუამდგომლობის წარდგენის დროს მიუთითებს გირაოს თანხის ოდენობას და მისი შეტანის ვადას. გირაოს თანხის ოდენობის განსაზღვრის შემდეგ ბრალდებულს, მისი სახელით ან მის სასარგებლოდ სხვა პირს შეუძლია გირაოს თანხის ნაცვლად შეიტანოს ფულადი თანხის ეკვივალენტური უძრავი ქონება. გირაოს თანხის ოდენობა განისაზღვრება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და ბრალდებულის ქონებრივი შესაძლებლობის გათვალისწინებით. გირაოს თანხა არ შეიძლება იყოს 1 000 ლარზე ნაკლები.

3. გირაოს შეტანის წინ მის შემტანს აფრთხილებენ წერილობითი ვალდებულებით განსაზღვრული პირობის შეუსრულებლობის იმ შესაძლო შედეგების შესახებ, რომლებიც მითითებულია ამ მუხლის მე-7 ნაწილში.

4. ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შესახებ შუამდგომლობით პროკურორი ამ კოდექსით დადგენილი წესით მიმართავს სასამართლოს გამოძიების ადგილის მიხედვით.

5. თუ ბრალდებულმა დადგენილ ვადაში არ უზრუნველყო სასამართლოს მიერ გირაოს სახით შეფარდებული ფულადი თანხის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანა ან უძრავი ქონების შეტანა, პროკურორი სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე.

6. სასამართლო პროკურორის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით, გირაოს გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით პატიმრობას უფარდებს ბრალდებულს, რომლის მიმართაც გამოყენებულია დაკავება სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიების სახით, მის მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე გირაოს სრულად ან ნაწილობრივ (მაგრამ არანაკლებ 50%-ისა) შეტანამდე. გირაოს შეტანას ადასტურებს სასამართლო ან პროკურორი.

(ძალადაკარგულად იქნა ცნობილი მე-200 მუხლის მე-6 ნაწილის პირველი წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს მოსამართლის მიერ ბრალდებულის გირაოს შეტანამდე გათავისუფლებას) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება №3/5/1341,1660 – ვებგვერდი, 28.06.2022წ.

7. თუ ბრალდებულმა, რომლის მიმართაც აღკვეთის ღონისძიებად შერჩეულია გირაო, დაარღვია ამ ღონისძიების გამოყენების პირობა ან კანონი, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით გირაო შეიცვლება უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით. ამავე განჩინებით გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო უძრავი ქონება გირაოს სახით შეფარდებული ფულადი თანხის ამოღების მიზნით, აღსასრულებლად მიიქცევა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

8. ბრალდებულს ან მის სასარგებლოდ გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდება გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით) და უძრავი ქონება, თუ ბრალდებული ზუსტად და კეთილსინდისიერად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას და მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება არ შეცვლილა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით.

9. თუ ბრალდებულის სასარგებლოდ გირაოს შემტანი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე წერილობით მიმართავს შესაბამისად პროკურორს ან სასამართლოს, რომ იგი ვერ უზრუნველყოფს ბრალდებულის სათანადო ქცევას და მის დროულად გამოცხადებას გამომძიებელთან, პროკურორთან, სასამართლოში, გირაოს შემტანს 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდება გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა (გირაოს შეტანის დროს არსებული ინფლაციის მაჩვენებლის გათვალისწინებით) და უძრავი ქონება, ხოლო ბრალდებულის მიმართ შეიძლება შეირჩეს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება.

10. გირაოს შემტანს გირაოს თანხა დაუბრუნდება საქმის განმხილველი სასამართლოს ან პროკურორის გადაწყვეტილების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის გზით.

11. თუ ბრალდებული კეთილსინდისიერად ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას, პროკურორი უფლებამოსილია გირაოს თანხის შემცირების შესახებ შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს გამოძიების ადგილის ან განსჯადობის მიხედვით. მითითებული შუამდგომლობის წარდგენისას და განხილვისას გამოიყენება ამ ნაწილით და ამ კოდექსით დადგენილი წესები. გამოძიების ეტაპზე შუამდგომლობა განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე, მისი წარდგენიდან 24 საათში.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (3)

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328

საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3972 - სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.436

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება №3/5/1341,1660 – ვებგვერდი, 28.06.2022წ.

მუხლი 201. (ამოღებულია)

ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი № 3715 – ვებგვერდი, 24.06.2015წ.

მუხლი 202. შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ

შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ დანაშაულის საქმეზე, რომელიც სასჯელის სახით არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1 წელზე მეტი ვადით.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 203. პირადი თავდებობა

1. პირადი თავდებობისას სანდო პირები კისრულობენ წერილობით ვალდებულებას, რომ ისინი უზრუნველყოფენ ბრალდებულის სათანადო ქცევას და გამომძიებელთან, პროკურორთან, სასამართლოში გამოცხადებას.

2. თავდებთა რაოდენობას განსაზღვრავს სასამართლო.

3. პირადი თავდებობის არჩევა დასაშვებია მხოლოდ თავდების შუამავლობით ან თანხმობით, აგრეთვე ბრალდებულის თანხმობით.

4. თავდებს უნდა გააცნონ იმ ბრალდების არსი, რომელთან დაკავშირებითაც შერჩეულია ეს აღკვეთის ღონისძიება, სასჯელი, რომელიც შეიძლება დაენიშნოს ბრალდებულს, და პასუხისმგებლობა, რომელიც დაეკისრება თავდებს, თუ ბრალდებული ჩაიდენს ქმედებას, რომლის აღსაკვეთადაც გამოყენებულ იქნა თავდებობა. გარდა ამისა, თითოეულ თავდებს ჩამოერთმევა ხელწერილი თავდებობის შესახებ, რომელიც დაერთვის სისხლის სამართლის საქმეს.

5. თავდებს შეუძლია უარი თქვას ნაკისრ ვალდებულებაზე იმ საფუძვლის გამოვლენამდე, რომელსაც მისი პასუხისმგებლობა მოსდევს. თავდებს ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში უფლება არა აქვს, თავი იმართლოს იმით, რომ ბრალდებულის საქციელის კონტროლის შესაძლებლობა არ ჰქონდა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის დაამტკიცებს დაუძლეველი ძალის მოქმედებას.

6. თუ ბრალდებული ჩაიდენს ქმედებას, რომლის აღსაკვეთადაც გამოყენებულ იქნა თავდებობა, სასამართლოს შეუძლია თითოეულ თავდებს მხარის შუამდგომლობით დააკისროს ჯარიმა ამ კოდექსის 91-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 204. სამხედრო მოსამსახურის ქცევისადმი სარდლობის მეთვალყურეობა

1. ბრალდებული, რომელიც არის წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის, საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის ან სარეზერვო სამხედრო სამსახურის მოსამსახურე, სასამართლოს განჩინებით შეიძლება გადაცემულ იქნეს სამხედრო ნაწილის, სამხედრო შენაერთის, სამხედრო დაწესებულების სარდლობის მეთვალყურეობაში.

2. სარდლობის მეთვალყურეობა გულისხმობს საქართველოს თავდაცვის ძალების წესდებით გათვალისწინებული ზომების მიღებას ბრალდებულის სათანადო ქცევის და გამომძიებელთან, პროკურორთან, სასამართლოში გამოცხადების უზრუნველსაყოფად.

3. ამ აღკვეთის ღონისძიების მოქმედების პერიოდში ბრალდებული არ უნდა დაინიშნოს გუშაგად და სხვა პასუხსაგებ განწესში. მას უნდა ჩამოერთვას მშვიდობიან დროში იარაღის ტარების უფლება, არ უნდა გაიგზავნოს ნაწილის გარეთ მარტო სამუშაოდ, არ უნდა გათავისუფლდეს ნაწილიდან და უნდა იმყოფებოდეს სამხედრო მეთაურებისა და უფროსების მეთვალყურეობაში.

4. სამხედრო ნაწილის, შენაერთის, სამხედრო დაწესებულების სარდლობას უნდა განემარტოს იმ ბრალდების არსი, რომელთან დაკავშირებითაც შერჩეულია ეს აღკვეთის ღონისძიება.

5. სასამართლოს განჩინება ამ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის, შეცვლისა თუ გაუქმების შესახებ სავალდებულოა სამხედრო ნაწილის, შენაერთის, სამხედრო დაწესებულების სარდლობისათვის.

6. მეთვალყურეობის დაწესების შესახებ სამხედრო ნაწილის, შენაერთის, სამხედრო დაწესებულების სარდლობა ატყობინებს პროკურორს ან სასამართლოს.

7. სამხედრო მეთაური (უფროსი), რომელიც მეთვალყურეობს ბრალდებულს, ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს გამომძიებელს, პროკურორს, სასამართლოს ამ ბრალდებულის არასათანადო ქცევის შესახებ, რომლის თავიდან ასაცილებლადაც შერჩეულ იქნა ეს აღკვეთის ღონისძიება. ამ შემთხვევაში პროკურორის შუამდგომლობით უნდა შეირჩეს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3610 – ვებგვერდი, 21.11.2018წ.

საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3537 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.

წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი და ბოლოს შემოწმდა 22 ნოემბერი, 2026; იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ „მაცნეზე“ გამოქვეყნებულ ტექსტს. AI ასისტენტის პასუხი კანონის ტექსტის განმარტებაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.