პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი

ტექსტი

უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი

საქართველოს კანონი

საქართველოს კანონი

საქართველოს კანონი

უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი

მუხლი 1. ტერმინთა განმარტება ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) პირი − ფიზიკური პირი, პარტნიორთა ჯგუფი, ასოციაცია, კორპორაცია, ორგანიზაცია ან ფიზიკურ პირთა ნებისმიერი სხვა გაერთიანება; ბ) უცხოური პრინციპალი: ბ.ა) უცხო ქვეყნის ხელისუფლება ან უცხოური პოლიტიკური პარტია; ბ.ბ) პირი, რომელიც საქართველოს ფარგლების გარეთ იმყოფება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს პირი საქართველოს მოქალაქეა და მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოს ტერიტორიაზეა, ან როდესაც ეს პირი ფიზიკური პირი არ არის, მაგრამ იგი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არის დაფუძნებული და ორგანიზებული და მისი საქმიანობის ძირითადი ადგილი საქართველოს ტერიტორიაზეა; ბ.გ) პარტნიორთა ჯგუფი, ასოციაცია, კორპორაცია, ორგანიზაცია ან ფიზიკურ პირთა სხვა გაერთიანება, რომლის საქმიანობაც მოწესრიგებულია უცხო ქვეყნის კანონით ან რომლის საქმიანობის ძირითადი ადგილი უცხო ქვეყნის ტერიტორიაზეა; გ) უცხოური პრინციპალის აგენტი (გარდა ამ მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა): გ.ა) პირი, რომელიც მოქმედებს, როგორც უცხოური პრინციპალის აგენტი, წარმომადგენელი, მის მიერ დასაქმებული პირი ან მის სამსახურში მყოფი პირი, ან სხვა პირი, რომელიც მოქმედებს უცხოური პრინციპალის მითითებით, მოთხოვნით, ინსტრუქციით ან კონტროლით, ან იმ პირის აგენტი, წარმომადგენელი, მის მიერ დასაქმებული პირი ან მის სამსახურში მყოფი პირი ან სხვა პირი, რომელიც მოქმედებს უცხოური პრინციპალის მითითებით, მოთხოვნით, ინსტრუქციით ან კონტროლით და რომლის საქმიანობას მთლიანად ან უმეტესწილად, პირდაპირ ან არაპირდაპირ ზედამხედველობს, მართავს, აკონტროლებს, აფინანსებს ან რომლის საქმიანობის სუბსიდირებას ახორციელებს უცხოური პრინციპალი, თუ აღნიშნული პირი აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას: გ.ა.ა) იგი უშუალოდ ან სხვა პირის მეშვეობით, უცხოური პრინციპალის სასარგებლოდ ან მისი ინტერესის გამო საქართველოში პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობს; გ.ა.ბ) იგი უშუალოდ ან სხვა პირის მეშვეობით, უცხოური პრინციპალის სასარგებლოდ ან მისი ინტერესის გამო საქართველოში მოქმედებს, როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობების მრჩეველი, სარეკლამო აგენტი, საინფორმაციო სამსახურის თანამშრომელი ან პოლიტიკური მრჩეველი; გ.ა.გ) იგი უშუალოდ ან სხვა პირის მეშვეობით, უცხოური პრინციპალის სასარგებლოდ ან მისი ინტერესის გამო საქართველოში მოიძიებს, აგროვებს, გამოყოფს ან გასცემს შემოწირულებას, სესხს, ფულს ან სხვა მატერიალურ ფასეულობას; გ.ა.დ) იგი საქართველოში წარმოადგენს უცხოური პრინციპალის ინტერესებს ნებისმიერი სახელმწიფო დაწესებულების ან თანამდებობის პირის წინაშე; გ.ბ) პირი, რომელიც თანხმდება, ნებას ავლენს ან უშვებს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ან სახელშეკრულებო ურთიერთობის გარეშე იმოქმედოს, როგორც ამ მუხლის „გ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულმა უცხოური პრინციპალის აგენტმა, ან რომელიც თავს უცხოური პრინციპალის აგენტად მოქმედად აჩვენებს ან წარმოაჩენს; დ) ტერმინი „უცხოური პრინციპალის აგენტი“ არ მოიცავს ახალი ამბების მასობრივი გავრცელების იმ საშუალებას, ახალი ამბების მასობრივად გამავრცელებელ პირთა იმ გაერთიანებას, მასობრივი ინფორმაციის იმ ბეჭდურ საშუალებას, მასობრივი ინფორმაციის ბეჭდური საშუალებით გამავრცელებელ პირთა იმ გაერთიანებას, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ჩამოყალიბდა/შეიქმნა. ეს ტერმინი არ მოიცავს აგრეთვე იმ გაზეთს, იმ ჟურნალს, იმ პერიოდულ ბეჭდურ გამოცემას, იმ პუბლიკაციას, რომელიც საქართველოში გამოიცემა ახალი ამბების კეთილსინდისიერი გავრცელებით ან ჟურნალისტური საქმიანობის კეთილსინდისიერი განხორციელებით, მათ შორის, რეკლამის შეთავაზების ან მოზიდვის, პროდუქტის ან მომსახურების გამოწერის შეთავაზების ან სხვა სახის საზღაურის მეშვეობით. ამ ქვეპუნქტის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ ახალი ამბების მასობრივი გავრცელების იმ საშუალებაზე, ახალი ამბების მასობრივად გამავრცელებელ პირთა იმ გაერთიანებაზე, მასობრივი ინფორმაციის იმ ბეჭდურ საშუალებაზე, მასობრივი ინფორმაციის ბეჭდური საშუალებით გამავრცელებელ პირთა იმ გაერთიანებაზე, აგრეთვე იმ გაზეთზე, იმ ჟურნალზე, იმ პერიოდულ ბეჭდურ გამოცემაზე, იმ პუბლიკაციაზე, რომლის არანაკლებ 80%-ის ბენეფიციარი მესაკუთრეები და რომლის მმართველები და ხელმძღვანელები (მათი არსებობის შემთხვევაში) საქართველოს მოქალაქეები არიან, რომელსაც არ ფლობს, არ ზედამხედველობს, არ მართავს, არ აკონტროლებს, არ აფინანსებს, რომლის სუბსიდირებას არ ახორციელებს და რომელსაც არანაირ პოლიტიკას არ განუსაზღვრავს ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უცხოური პრინციპალი ან უცხოური პრინციპალის აგენტი, რომელიც ამ კანონის შესაბამისად უნდა დარეგისტრირდეს; ე) უცხო ქვეყნის ხელისუფლება − პირი ან პირთა ჯგუფი, რომელიც ნებისმიერ უცხო ქვეყანაში ან უცხო ქვეყნის ნაწილში ახორციელებს სუვერენულ ფაქტობრივ ან სამართლებრივ პოლიტიკურ იურისდიქციას, ან პირთა ჯგუფის დანაყოფი, პირთა ჯგუფი ან ორგანო, რომელსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ დელეგირებული აქვს აღნიშნული სუვერენული ფაქტობრივი ან სამართლებრივი უფლებამოსილება ანდა ფუნქცია, ან უცხო ქვეყნის მეამბოხეთა დაჯგუფება ან ორგანო, რომლის მიმართაც ივარაუდება, რომ იგი ხელისუფლების უფლებამოსილებას ახორციელებს, მიუხედავად იმისა, აღიარა თუ არა საქართველომ მეამბოხეთა ეს დაჯგუფება ან ორგანო; ვ) უცხოური პოლიტიკური პარტია − უცხოური ორგანიზაცია, ფიზიკურ პირთა სხვა უცხოური გაერთიანება ან უცხოური ორგანიზაციის ან ფიზიკურ პირთა სხვა უცხოური გაერთიანების სტრუქტურული ერთეული ან ფილიალი, რომელიც მიზნად ისახავს, განახორციელოს ან რომელიც ახორციელებს ისეთ საქმიანობას, რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ ორიენტირებულია უცხო ქვეყნის ხელისუფლების ორგანოების ან მათი დანაყოფების ჩამოყალიბებაზე, მართვაზე, კონტროლზე, მართვის ან კონტროლის მოპოვებაზე, უცხო ქვეყნის ხელისუფლების ორგანოების ან მათი დანაყოფების პოლიტიკური ან საჯარო ინტერესების, პოლიტიკის განხორციელების ან ურთიერთობების ხელშეწყობაზე ან ამ ინტერესებზე, პოლიტიკის განხორციელებაზე ან ურთიერთობებზე გავლენის მოხდენაზე; ზ) მრჩეველი საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში − პირი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ახორციელებს ისეთ საქმიანობას, რომელიც მოიცავს უცხოური პრინციპალისთვის ინფორმაციის მიწოდებას, რჩევების მიცემას ან მის რაიმე ფორმით წარმომადგენლობას საზოგადოებასთან ურთიერთობების ნებისმიერ საკითხში, რომელიც ეხება უცხოური პრინციპალის პოლიტიკურ ან საჯარო ინტერესებს, მიდგომებს ან ურთიერთობებს; თ) სარეკლამო აგენტი − პირი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ არის ჩართული ზეპირი, ვიზუალური, გრაფიკული, წერილობითი ან ილუსტრირებული ინფორმაციის ან სხვა სახის პუბლიკაციის გამოცემაში ან გავრცელებაში, მათ შორის, რეკლამით, წიგნებით, პერიოდული გამოცემებით, გაზეთებით, ლექციებით, მაუწყებლობით, კინოკადრებით ან სხვა საშუალებების გამოყენებით; ი) საინფორმაციო სამსახურის თანამშრომელი − პირი, რომელიც აგროვებს, ავრცელებს ან აქვეყნებს პოლიტიკური, სამრეწველო, შრომითი, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული ან სხვა სახის სარგებლის, ფაქტების ან პირობების შესახებ ანგარიშებს, აღწერილობებს, ინფორმაციას ან მონაცემებს ნებისმიერი ქვეყნის (გარდა საქართველოსი) თაობაზე, ან აგროვებს, ავრცელებს ან აქვეყნებს მათ რომელიმე უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის ანდა პარტნიორთა ჯგუფის, ასოციაციის, კორპორაციის, ორგანიზაციის ან ფიზიკურ პირთა სხვა გაერთიანების ინტერესების შესაბამისად, რომლის საქმიანობაც მოწესრიგებულია უცხო ქვეყნის კანონით ან რომლის საქმიანობის ძირითადი ადგილი უცხო ქვეყნის ტერიტორიაზეა; კ) რეგისტრაციის განცხადება − განცხადება, რომელიც უნდა წარედგინოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, აგრეთვე ნებისმიერი დამატებითი დოკუმენტი, რომლის წარდგენაც საჭიროა ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, და რომელიც მოიცავს როგორც ყველა სავალდებულო დოკუმენტს, ისე დამატებით დოკუმენტებს ან მათში მითითებულ სხვა დოკუმენტაციას; ლ) ნაბეჭდი მასალა − გაზეთი, პერიოდული გამოცემა, წიგნი, ბროშურა, პარტიტურა, სავიზიტო ბარათი, სამისამართო ბარათი, ბეჭდვითი ნიმუში, გრავიურა, ფოტო, სურათი, ნახატი, გეგმა, რუკა, ამოსაჭრელი ნიმუში, კატალოგი, ბუკლეტი, რეკლამა, სხვადასხვა სახის დაბეჭდილი, გრავირებული, ლითოგრაფიული ან ავტოგრაფიული ჩანაწერი, აგრეთვე, ზოგადად, ანაბეჭდი, რომელიც მიღებულია ქაღალდზე ან სხვა, ქაღალდის მსგავს მასალაზე, პერგამენტზე ან მუყაოზე ბეჭდვის, გრავირების, ლითოგრაფიის ან ავტოგრაფიის მეშვეობით, გარდა გასამრავლებელი მანქანის (პრესის), საცვლელი ან უცვლელი შრიფტის მქონე შტამპისა და საბეჭდი მანქანის გამოყენებით მიღებული ანაბეჭდებისა; მ) პოლიტიკური საქმიანობა − პირის მიერ საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით ან განზრახვით განხორციელებული ან განსახორციელებელი საქმიანობა, რომელიც მიმართული იქნება საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, მიღებისკენ ან შეცვლისკენ, აგრეთვე ის საქმიანობა, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს; ნ) პოლიტიკური მრჩეველი − პირი, რომელიც ნებისმიერ სხვა პირს აწვდის ინფორმაციას ან აძლევს რჩევებს საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის საკითხებთან ან უცხო ქვეყნის ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკურ ან საჯარო ინტერესებთან, მიდგომებთან ან ურთიერთობებთან დაკავშირებით. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1292 – ვებგვერდი, 23.12.2025წ. მუხლი 2. რეგისტრაციის განცხადება 1. პირმა არ უნდა იმოქმედოს, როგორც უცხოური პრინციპალის აგენტმა, თუ მან სახელმწიფო აუდიტის სამსახურს არ წარუდგინა ავთენტური და სრულად შევსებული რეგისტრაციის განცხადება და დამატებითი დოკუმენტები, რომლებიც გათვალისწინებულია ამ პუნქტითა და ამ მუხლის მე-2 პუნქტით, ან თუ იგი ამ კანონით დადგენილი წესით გათავისუფლებული არ არის რეგისტრაციის ვალდებულებისგან. გარდა შემდგომ გათვალისწინებული შემთხვევებისა, პირმა იმ დღიდან 10 დღის განმავლობაში, როდესაც იგი უცხოური პრინციპალის აგენტი გახდება, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ფიცის ქვეშ, გენერალური აუდიტორის მიერ დადგენილი ფორმით უნდა წარუდგინოს რეგისტრაციის განცხადების ასლი. უცხოური პრინციპალის აგენტზე ვალდებულება, შეავსოს რეგისტრაციის განცხადება, ვრცელდება იმ დღიდან 10 დღის გასვლის შემდეგაც, როდესაც იგი უცხოური პრინციპალის აგენტი გახდება. უცხოური პრინციპალის აგენტის სტატუსის შეწყვეტა პირს არ ათავისუფლებს ვალდებულებისგან, შეავსოს რეგისტრაციის განცხადება იმ პერიოდისთვის, როდესაც იგი უცხოური პრინციპალის აგენტი იყო. რეგისტრაციის განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) განმცხადებლის სახელს, ძირითად იურიდიულ მისამართს და მასთან დაკავშირებულ ყველა სხვა იურიდიულ მისამართს საქართველოში ან საქართველოს ფარგლების გარეთ, აგრეთვე ყველა ფაქტობრივ მისამართს (მათი არსებობის შემთხვევაში); ბ) განმცხადებლის სტატუსს; ფიზიკური პირის შემთხვევაში − მისი მოქალაქეობის შესახებ ინფორმაციას, პარტნიორთა ჯგუფის შემთხვევაში − თითოეული პარტნიორის სახელს, საცხოვრებელი ადგილის მისამართს, მისი მოქალაქეობის შესახებ ინფორმაციას და თანაპარტნიორებთან დადებული ხელშეკრულებების ნამდვილ და სრულ ასლებს, ასოციაციის, კორპორაციის, ორგანიზაციის ან ფიზიკურ პირთა სხვა გაერთიანების შემთხვევაში − მისი მმართველებისა და ხელმძღვანელების ან მათი ფუნქციებისა და მოვალეობების შემსრულებელი პირების სახელებს, საცხოვრებელი ადგილების მისამართებს, მათი მოქალაქეობის შესახებ ინფორმაციას, ყველა დოკუმენტის (მათ შორის, სადამფუძნებლო შეთანხმების, წესდებისა და მათში შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების) ასლებს, აგრეთვე ნებისმიერი სხვა აქტის/დოკუმენტის ასლს და ყველა იმ ზეპირი შეთანხმების წესებისა და პირობების წერილობით აღწერას, რომლებიც ეხება მის ორგანიზებას, უფლებამოსილებებსა და მიზნებს, ასევე სრულ ინფორმაციას მისი მფლობელებისა და მაკონტროლებლების შესახებ; გ) ყოვლისმომცველ ინფორმაციას განმცხადებლის საქმიანობის არსის შესახებ, განმცხადებლის თანამშრომლების სრულ სიას და თითოეული მათგანის სამუშაოს სპეციფიკის აღწერას; ყველა იმ უცხოური პრინციპალის სახელსა და მისამართს, რომლისთვისაც განმცხადებელი მოქმედებს ან რომლისთვის მოქმედადაც თავს აჩვენებს ან წარმოაჩენს ან რომლისთვის მოქმედებასაც თანხმდება; ყველა ასეთი უცხოური პრინციპალის საქმიანობის ან სხვა სახის აქტივობის სპეციფიკის შესახებ ინფორმაციას, ხოლო თუ უცხოური პრინციპალი ფიზიკური პირი არ არის − ინფორმაციას იურიდიული პირის მფლობელისა და თითოეული მაკონტროლებლის თაობაზე; აგრეთვე არსებობის შემთხვევაში − ყველა იმ უცხოური პრინციპალის შესახებ ინფორმაციას, რომელსაც სრულად ან ნაწილობრივ ფლობს, ზედამხედველობს, მართავს, აკონტროლებს, აფინანსებს ან რომლის სუბსიდირებას ახორციელებს უცხო ქვეყნის ხელისუფლება ან/და უცხოური პოლიტიკური პარტია ან/და სხვა უცხოური პრინციპალი; დ) თითოეული წერილობითი შეთანხმების ასლს და ზეპირი შეთანხმებით გათვალისწინებულ წესებსა და პირობებს, მათ შორის, ასეთ შეთანხმებებში შეტანილ ცვლილებებს, ხოლო ხელშეკრულების არარსებობის შემთხვევაში − სრულ ინფორმაციას იმ გარემოებების შესახებ, რომელთა გამოც განმცხადებელი უცხოური პრინციპალის აგენტია; აგრეთვე თითოეული ასეთი ხელშეკრულების არსისა და შესაბამისი საქმიანობის მეთოდების სრულყოფილ აღწერას, იმ საქმიანობის დეტალურ აღწერას, რომელიც განხორციელდა ან განხორციელდება და რომელიც შეიძლება პოლიტიკურ საქმიანობად იქნეს მიჩნეული; ე) ინფორმაციას იმ შემოსავლის, შემოწირულების, ფულის ან მატერიალური ფასეულობის წარმომავლობისა და ოდენობის შესახებ, რომელიც განმცხადებელმა უცხოური პრინციპალისგან ბოლო 60 დღის განმავლობაში კომპენსაციის, დანახარჯის ან ნებისმიერი სხვა სახით მიიღო. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს აგრეთვე თითოეული ასეთი გადახდის ფორმა და დრო, გადახდის განმახორციელებელი პირის ვინაობა; ვ) დეტალურ ინფორმაციას ყველა იმ საქმიანობის (მათ შორის, პოლიტიკური საქმიანობის) შესახებ, რომელსაც განმცხადებელი ახორციელებს ან რომლის განმახორციელებლადაც თავს აჩვენებს ან წარმოაჩენს ან რომლის თავისთვის ან იმ სხვა პირისთვის (გარდა უცხოური პრინციპალისა) განხორციელებაზე თანხმდება, რომელიც განმცხადებელს ავალდებულებს, დარეგისტრირდეს ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად; ზ) იმ პირის (გარდა უცხოური პრინციპალისა) სახელს, საქმიანობისა და რეგისტრაციის მისამართებს, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში − აგრეთვე მოქალაქეობის შესახებ ინფორმაციას, რომლის ინტერესების შესაბამისადაც განმცხადებელი ახორციელებს იმ საქმიანობას, რომელიც, ამ კანონის თანახმად, მის რეგისტრაციას საჭიროებს, ან თავს აჩვენებს ან წარმოაჩენს ამ საქმიანობის განმახორციელებლად ან თანხმდება აღნიშნული საქმიანობის განხორციელებაზე, ასევე შესაბამის ინფორმაციას იმ მოცულობით, რამდენადაც ასეთი პირი ექვემდებარება რომელიმე უცხო ქვეყნის ხელისუფლების, უცხოური პოლიტიკური პარტიის ან სხვა უცხოური პრინციპალის მიერ ფლობას, ზედამხედველობას, მართვას, კონტროლს, დაფინანსებას ან სუბსიდირებას მთლიანად ან ნაწილობრივ; არსებობის შემთხვევაში − ინფორმაციას იმ შემოსავლის, შემოწირულების, ფულის ან მატერიალური ფასეულობის წარმომავლობისა და ოდენობის შესახებ, რომელიც განმცხადებელმა ამ მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის განმახორციელებელი პირისგან ბოლო 60 დღის განმავლობაში მიიღო. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს აგრეთვე თითოეული ასეთი გადახდის ფორმა და დრო, გადახდის განმახორციელებელი პირის ვინაობა; თ) დეტალურ ინფორმაციას იმ ფულის ან სხვა მატერიალური ფასეულობის შესახებ, რომელიც განმცხადებელმა ბოლო 60 დღის განმავლობაში დახარჯა ან განკარგა იმ საქმიანობისთვის, რომელიც, ამ კანონის თანახმად, მის რეგისტრაციას საჭიროებს და რომელიც მან განახორციელა, როგორც უცხოური პრინციპალის აგენტმა, თავისთვის ან/და სხვა პირისთვის, ან სხვა საქმიანობისთვის, რომელიც მას უცხოური პრინციპალის აგენტად ხდის; აგრეთვე დეტალურ ინფორმაციას მის მიერ ბოლო 60 დღის განმავლობაში ფულადი შენატანის ან/და სხვა მატერიალური ფასეულობის სახით განხორციელებული შემოწირულების შესახებ (გარდა იმ შემოწირულებისა, რომლის განხორციელებაც აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით), რომელიც რომელიმე პოლიტიკური თანამდებობის პირის არჩევნებს ან პოლიტიკური თანამდებობის პირის კანდიდატურის შესარჩევად გამართულ პრაიმერს, კონფერენციას ან ყრილობას უკავშირდება; ი) თითოეული წერილობითი შეთანხმების ასლს და ზეპირი შეთანხმებით გათვალისწინებულ წესებსა და პირობებს, მათ შორის, ასეთ შეთანხმებებში შეტანილ ცვლილებებს, ხოლო ხელშეკრულების არარსებობის შემთხვევაში − სრულ ინფორმაციას იმ საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა გარემოების შესახებ, რომელსაც განმცხადებელი ახორციელებს ან რომლის განმახორციელებლადაც თავს აჩვენებს ან წარმოაჩენს ან რომლის თავისთვის, უცხოური პრინციპალისთვის ან იმ სხვა პირისთვის (გარდა უცხოური პრინციპალისა) განხორციელებაზე თანხმდება, რომელიც განმცხადებელს ავალდებულებს, დარეგისტრირდეს ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად; კ) ყველა სხვა ინფორმაციას ან დოკუმენტს, რომელიც ამ კანონის მიზნებთან არის დაკავშირებული და შესაძლებელია პერიოდულად მოითხოვოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე; ლ) ინფორმაციას, დოკუმენტების ასლებსა და დამატებით დოკუმენტებს, რომლებიც საჭიროა რეგისტრაციის განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტებში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტის წარმოსაჩენად. 2. უცხოური პრინციპალის აგენტი, რომელმაც შეავსო რეგისტრაციის განცხადება ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, ვალდებულია ყოველი 6 თვის გასვლის შემდეგ, 30 დღის ვადაში, ფიცის ქვეშ, გენერალური აუდიტორის მიერ დადგენილი ფორმით წარუდგინოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ის ინფორმაცია, რომელსაც სახელმწიფო აუდიტის სამსახური, ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, საჭიროდ მიიჩნევს, რათა ინფორმაცია იყოს ზუსტი, სრულყოფილი და უახლესი იმ პერიოდისთვის, რომელსაც ის აღწერს. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „დ“, „ვ“ ან „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე განმცხადებელმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს 10 დღის ვადაში უნდა აცნობოს ნებისმიერი ცვლილების შესახებ. სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შეუძლია მოითხოვოს რეგისტრაციის განცხადებისთვის დართულ დამატებით დოკუმენტებში ყველა საკითხის ან კონკრეტული საკითხების თაობაზე ინფორმაციის უფრო ხშირად შეტანა, თუ იგი ამას, ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, ამ კანონის მიზნების განსახორციელებლად საჭიროდ მიიჩნევს. 3. რეგისტრაციის განცხადება და დამატებითი დოკუმენტები ფიცის ქვეშ უნდა იქნეს წარდგენილი. ფიზიკური პირი დოკუმენტაციას თავად ავსებს. თუ განმცხადებელი პარტნიორთა ჯგუფია, დოკუმენტაციას ავსებს მისი წევრების უმრავლესობა. თუ პირი არ არის არც ფიზიკური პირი და არც პარტნიორთა ჯგუფი, დოკუმენტაციას ავსებს მისი მმართველების, ხელმძღვანელების, დირექტორთა საბჭოს წევრების ან მათი ფუნქციებისა და მოვალეობების შემსრულებელი პირების (მათი არსებობის შემთხვევაში) უმრავლესობა. 4. რეგისტრაციის განცხადების ან დამატებითი დოკუმენტების შევსება და წარდგენა არ ნიშნავს იმას, რომ განმცხადებლის მიერ წარდგენილი ინფორმაცია აუცილებლად და სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას. ამასთანავე, ეს არ უნდა აღიქმებოდეს ისე, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური განმცხადებელს დამატებით დოკუმენტაციას არ მოსთხოვს. რეგისტრაციის განცხადების შევსება არ გამორიცხავს სისხლისსამართლებრივ დევნას, რომელიც გათვალისწინებულია ამ კანონით რეგისტრაციის განცხადების ან დამატებითი დოკუმენტების შესაბამის ვადებში განზრახ არასათანადოდ შევსებისთვის, არსებითი ფაქტების განზრახ გაყალბებისთვის, ისეთი ფაქტების გამოტოვებისთვის, რომლებიც რეგისტრაციის განცხადებაში მითითებული უნდა იყოს, ისეთი მატერიალური მტკიცებულების განზრახ წარუდგენლობისთვის ან ისეთი მატერიალური დოკუმენტის ასლის წარუდგენლობისთვის, რომლის წარდგენაც აუცილებელია რეგისტრაციის განცხადებისთვის. 5. გენერალური აუდიტორი ამ კანონის შესაბამისად უფლებამოსილია, პირის ფუნქციებიდან ან საქმიანობის ხასიათიდან გამომდინარე, ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო ინტერესების გათვალისწინებით დაადგინოს, რომ რეგისტრაცია ან დამატებითი ინფორმაციის წარდგენა ამ კანონის მიზნების განსახორციელებლად შეიძლება აუცილებელი არ იყოს, და დაუშვას შემდეგი გამონაკლისები: ა) რეგისტრაციის ან ამ კანონით გათვალისწინებული სხვა სახის ინფორმაციის წარდგენის ვალდებულებისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც ამავე კანონის შესაბამისად შევსებულ უცხოური პრინციპალის აგენტის რეგისტრაციის განცხადებაში მოხსენიებულია, როგორც პარტნიორი, მმართველი, დირექტორი ან თანამშრომელი; ბ) ამ კანონით გათვალისწინებული ინფორმაციის წარდგენის ვალდებულებისგან გაათავისუფლოს უცხოური პრინციპალის აგენტი. 6. ამ მუხლის შესაბამისად, რეგისტრაციის განცხადება ან/და დამატებითი დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს ელექტრონულად, აგრეთვე იმ დამატებითი ფორმატებით, რომლებიც შეიძლება სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მოითხოვოს. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1292 – ვებგვერდი, 23.12.2025წ. მუხლი 3. გამონაკლისები ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება შემდეგ უცხოური პრინციპალის აგენტებზე: ა) დიპლომატიურ და საკონსულო თანამდებობის პირებზე (მოხელეებზე) − შესაბამისი წესის დაცვით აკრედიტებულ, უცხო ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენელ, დიპლომატიური ან საკონსულო საქმიანობის განმახორციელებელ პირებზე, რომლებიც აღიარებული არიან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, − მაშინ, როდესაც ეს პირები (მოხელეები) ექსკლუზიურად არიან ჩართული ისეთ საქმიანობაში და ასრულებენ ისეთ ფუნქციებს (უფლება-მოვალეობებს), რომელიც/რომლებიც აღიარებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამასთანავე, აღნიშნული საქმიანობა მათ ფუნქციებს (უფლება-მოვალეობებს) შეესაბამება; ბ) უცხო ქვეყნის ხელისუფლების თანამდებობის პირზე − თუ ეს ხელისუფლება აღიარებულია საქარ

წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი და ბოლოს შემოწმდა 22 ნოემბერი, 2026; იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ „მაცნეზე“ გამოქვეყნებულ ტექსტს. AI ასისტენტის პასუხი კანონის ტექსტის განმარტებაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.