ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ
ტექსტი
ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ
საქართველოს კანონი
საქართველოს კანონი
საქართველოს კანონი
ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ
თავი I ზოგადი დებულებები. ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის არსი და მიზანი მუხლი 1. კანონის მიზანი ამ კანონის მიზანია ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნის, ფუნქციონირებისა და განვითარების ტექნიკური, ორგანიზაციული და სამართლებრივი საფუძვლების დადგენა, საქართველოს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის ევროპის კავშირის სივრცითი ინფორმაციის ინფრასტრუქტურაში (INSPIRE) ინტეგრაციისთვის საჭირო ტექნიკური, ორგანიზაციული და სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა და ამ კანონით გათვალისწინებულ სამართლებრივ ურთიერთობებში ბარიერების თავიდან აცილება. მუხლი 2. კანონის მოქმედების სფერო 1. ეს კანონი აწესრიგებს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის ფარგლებში სივრცითი მონაცემების, მეტამონაცემებისა და მათთან დაკავშირებული ქსელური სერვისების წარმოებასთან, ხელმისაწვდომობასა და გამოყენებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, განსაზღვრავს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სუბიექტებს (შემდგომ − სუბიექტი), ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის კოორდინაციის უფლებამოსილების მქონე ორგანოს − კოორდინატორს (შემდგომ − კოორდინატორი) და მათ უფლებებსა და მოვალეობებს, აგრეთვე არეგულირებს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ სხვა სათანადო საკითხებს. 2. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება იმ ელექტრონულ (ციფრულ) სივრცით მონაცემებზე, მეტამონაცემებსა და მათთან დაკავშირებულ ქსელურ სერვისებზე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიის, საქართველოს მიმდებარე ზონის, საქართველოს განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ან/და საქართველოს კონტინენტური შელფის არეალებს მიეკუთვნება და რომელთა მიმართაც სუბიექტი ახორციელებს ამავე კანონით გათვალისწინებულ საქმიანობას. 3. თუ ერთი და იმავე სივრცითი მონაცემების ნაკრების რამდენიმე ვერსია რამდენიმე სუბიექტთან ინახება, ეს კანონი ვრცელდება მხოლოდ უფლებამოსილი სუბიექტის/სუბიექტების მიერ წარმოებულ თავდაპირველ ვერსიაზე (დედანზე), რომლის საფუძველზედაც სხვა ვერსია (ასლი) შეიქმნა. მუხლი 3. ტერმინთა განმარტება ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) გეოგრაფიული ინფორმაციული სისტემა − სივრცითი მონაცემების დამუშავების ინსტრუმენტების ერთობლიობა, რომლითაც შესაძლებელია სხვადასხვა სახის სივრცითი მონაცემების შექმნა, შენახვა, დამუშავება, ანალიზი, მოდელირება, მართვა და ვიზუალიზაცია; ბ) ეროვნულ გეოპორტალზე გამოქვეყნებული სივრცითი მონაცემების რესურსებთან დაშვება (ლიცენზია) − სივრცითი მონაცემების, მეტამონაცემებისა და მათთან დაკავშირებული ქსელური სერვისების ან/და მათი ნაწილის გამოყენებისა და გავრცელების უფლება, რომელიც ორმხრივი ან მრავალმხრივი შეთანხმების საფუძველზე სუბიექტს ან/და მესამე პირს აქვს მინიჭებული; გ) ეროვნული გეოპორტალი − ამ კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებული ეროვნული გეოპორტალი; დ) თემატური სივრცითი მონაცემების ნაკრები − ამ კანონის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული თემატური სივრცითი მონაცემების ნაკრები (ერთობლიობა), რომელიც არ მიეკუთვნება საბაზისო სივრცითი მონაცემების ნაკრებს, იქმნება საბაზისო სივრცითი მონაცემების ნაკრებზე დაყრდნობით და ცალკე გამოყოფს ან დეტალურად აღწერს მასში არსებული ინფორმაციის სპეციფიკურ მხარეს ან მოიცავს დამატებით ინფორმაციას; ე) მეტამონაცემი (ინფორმაცია მონაცემების შესახებ − ISO 19115) − სივრცითი მონაცემების რესურსის აღწერილობის შემცველი ინფორმაცია, რომლითაც შესაძლებელია მისი მოძიება, შეფასება და გამოყენება; ვ) საბაზისო სივრცითი მონაცემების ნაკრები − ამ კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული საბაზისო სივრცითი მონაცემების ნაკრები (ერთობლიობა), რომელიც სივრცითი მონაცემების წარმოების საფუძველია, დამოუკიდებლად გამოყოფს ან განაზოგადებს ადგილმდებარეობის შესახებ ზუსტ ინფორმაციას და რომლითაც შესაძლებელია სხვადასხვა წყაროდან მიღებული მონაცემების შედარება და ამ მონაცემების გეოგრაფიული კონტექსტის განმარტება; ზ) სივრცითი მონაცემი (გეოგრაფიული მონაცემი − ISO 19100) − ნებისმიერი მონაცემი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ უკავშირდება კონკრეტულ ადგილმდებარეობას სივრცეში ან გეოგრაფიულ არეალს; თ) სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურა − საინფორმაციო ქსელურ-ანალიტიკური სისტემა, რომელიც მოიცავს სივრცით მონაცემებსა და მეტამონაცემებს, მათი მართვის პოლიტიკას, თანამედროვე ტექნოლოგიებსა და სტანდარტებს, ადამიანურ რესურსებსა და მათთან დაკავშირებულ ქმედებებს და ორიენტირებულია აღნიშნული მონაცემებისა და მეტამონაცემების ღია, დეცენტრალიზებულ და კოორდინირებულ მართვაზე, მრავალფუნქციურ გამოყენებასა და გაზიარებაზე; ი) სივრცითი მონაცემის მწარმოებელი − საჯარო დაწესებულება, ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელიც აწარმოებს ან აახლებს სივრცით მონაცემს ან/და მეტამონაცემს; კ) სივრცითი მონაცემების რესურსი − სივრცითი მონაცემების ნაკრები, სივრცითი მონაცემების ნაკრებების სერია ან სივრცით მონაცემებთან დაკავშირებული ქსელური სერვისი; ლ) სივრცითი მონაცემების რესურსის მფლობელი − საჯარო დაწესებულება, ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელიც ფლობს ან/და განკარგავს სივრცით მონაცემებს ან/და მეტამონაცემებს; მ) სივრცითი მონაცემების მომხმარებელი − ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელიც იყენებს სივრცით მონაცემებსა და მეტამონაცემებს; ნ) სივრცითი მონაცემების ნაკრები − ძირითადი საერთო მახასიათებლის მქონე სივრცითი მონაცემების იდენტიფიცირებადი ერთობლიობა; ო) სივრცითი მონაცემების ნაკრებების სერია − ერთი და იმავე სპეციფიკაციის საფუძველზე შექმნილი სივრცითი მონაცემების ნაკრებების ერთობლიობა; პ) სივრცითი ობიექტი (გეოგრაფიული ობიექტი − ISO 19100) − რეალურ სამყაროში არსებული მოვლენის აბსტრაქტული გამოხატულება, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ უკავშირდება კონკრეტულ ადგილმდებარეობას სივრცეში ან გეოგრაფიულ არეალს (მათ შორის, ავტონომიური რესპუბლიკა, მუნიციპალიტეტი, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეული, დასახლება (ქალაქი, დაბა, სოფელი) და მასში არსებული გეოგრაფიული ობიექტები: ზონა, მიკრორაიონი, კვარტალი, დასახლებაში არსებული სხვა ერთიანი ან რამდენიმე გეოგრაფიული ობიექტისგან შემდგარი განაშენიანებული ტერიტორია, ქუჩა, პროსპექტი (გამზირი), ხეივანი, გზატკეცილი, შესახვევი, ჩიხი, გასასვლელი, სანაპირო, ესპლანადა, მოედანი, სკვერი, ბულვარი, ბაღი, პარკი, ტყე-პარკი, სასაფლაო, პანთეონი, შენობა-ნაგებობა, სატრანსპორტო სისტემის ობიექტი, მიწის ნაკვეთი, სხვა გეოგრაფიული ობიექტი); ჟ) ფუნქციური თავსებადობა (ინტეროპერაბელურობა) − ამ კანონის მე-12 მუხლით განსაზღვრული ფუნქციური თავსებადობა (ინტეროპერაბელურობა); რ) ქსელური სერვისი − ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით სივრცითი მონაცემის ან/და მეტამონაცემის დამუშავებასთან დაკავშირებული ოპერაცია ან ოპერაციების ერთობლიობა; ს) ევროპის კავშირის სივრცითი ინფორმაციის ინფრასტრუქტურა (INSPIRE) − ევროპის კავშირის სათანადო სამართლებრივი აქტით შექმნილი ევროპის კავშირის სივრცითი ინფორმაციის ინფრასტრუქტურა (Infrastructure for Spatial Information in the European Community (INSPIRE)); ტ) ISO − სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (International Organization for Standardization); უ) OGC − სტანდარტიზაციის არაკომერციული საერთაშორისო ორგანიზაცია − ღია გეოსივრცითი კონსორციუმი (Open Geospatial Consortium). მუხლი 4. ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის არსი და მიზანი 1. ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურა არის ელექტრონული მმართველობის პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი და ქვეყნის სივრცითი მოწყობის საფუძველი. 2. ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურა არის საქართველოს საინფორმაციო ქსელურ-ანალიტიკური სისტემა (ვირტუალური ინფრასტრუქტურა), რომელიც მოიცავს სივრცით მონაცემებს, მეტამონაცემებსა და მათთან დაკავშირებულ ქსელურ სერვისებს, მათი მართვის პოლიტიკას, მათთან დაკავშირებულ თანამედროვე ტექნოლოგიებს, სამართლებრივ აქტებს, მონაცემებთან წვდომისა და მათი გამოყენებისა და გაზიარების შესახებ უწყებათაშორის შეთანხმებებს, ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებს, ტექნიკურ სპეციფიკაციებს, კოორდინაციისა და მონიტორინგის მექანიზმებსა და პროცედურებს, ადამიანურ რესურსებსა და ქმედებებს და ორიენტირებულია მონაცემების ღია, დეცენტრალიზებულ და კოორდინირებულ მართვაზე, მრავალფუნქციურ გამოყენებასა და გაზიარებაზე. 3. ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნის მიზანია სივრცითი მონაცემების, მეტამონაცემებისა და მათთან დაკავშირებული ქსელური სერვისების წარმოების, გაზიარების, გამოყენებისა და ხელმისაწვდომობის სტანდარტიზებული სისტემის (ქვეყნის ერთიანი გეოინფორმაციული სივრცის) ჩამოყალიბება, რომელიც იმოქმედებს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკისა და მუნიციპალიტეტის დონეებზე და დარგობრივი მიმართულებებით. 4. ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის კომპონენტებია: ა) სივრცითი მონაცემები; ბ) ქსელური სერვისები; გ) მეტამონაცემები; დ) ეროვნული გეოპორტალი და შესაბამისი ტექნიკური ინფრასტრუქტურა; ე) ტექნიკური სტანდარტები და სამართლებრივი მარეგულირებელი ნორმები; ვ) კოორდინაციისა და მონიტორინგის მექანიზმები; ზ) ორგანიზაციული სტრუქტურა. 5. ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის პრინციპებია: ა) ეფექტიანობა − სივრცითი მონაცემები უნდა შეიქმნას/შეგროვდეს მხოლოდ ერთხელ და შენახული უნდა იყოს იქ, სადაც მათი შენახვა ყველაზე ეფექტიანად არის შესაძლებელი; ბ) ხელმისაწვდომობა − ერთ დონეზე შექმნილი/შეგროვებული სივრცითი მონაცემები უნდა იყოს გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი საჯარო მმართველობის ყველა დონეზე; გ) თავსებადობა − სხვადასხვა სუბიექტის მიერ წარმოებული აქტუალური და უტყუარი სივრცითი მონაცემების კომბინირებით შესაძლებელი უნდა იყოს კომპლექსური გადაწყვეტილებების მიღება საჯარო მმართველობის ყველა დონეზე; დ) კოორდინაცია − სისტემის მდგრადობისა და ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად პროცესები დეცენტრალიზებულად და კოორდინირებულად უნდა იმართებოდეს. 6. სუბიექტის ინტელექტუალური საკუთრების უფლება დაცულია. სუბიექტის ინტელექტუალური საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება საქართველოს სათანადო ნორმატიული აქტებით. თავი II გეოგრაფიული მონაცემები მუხლი 5. სივრცითი მონაცემები 1. სავალდებულოა ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურაში სივრცითი მონაცემების ყველა იმ ნაკრების ასახვა, რომელსაც აწარმოებს, ფლობს ან/და განკარგავს საჯარო დაწესებულება ან/და მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი. 2. ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურაში შეიძლება აისახოს აგრეთვე სივრცითი მონაცემების ის ნაკრებები, რომლებსაც აწარმოებს, ფლობს ან/და განკარგავს ფიზიკური პირი ან/და ისეთი იურიდიული პირი, რომელიც საჯარო დაწესებულების მიერ არ არის დაფუძნებული. 3. ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურაში ასახული სივრცითი მონაცემები იყოფა საბაზისო სივრცითი მონაცემების ნაკრებად და თემატური სივრცითი მონაცემების ნაკრებად. 4. საბაზისო სივრცითი მონაცემების ნაკრებს მიეკუთვნება: ა) გეოდეზიურ-კარტოგრაფიული საფუძველი, რომელიც მოიცავს: ა.ა) სახელმწიფო გეგმურ-სიმაღლურ მოდელს, რომელიც ყველა მასშტაბის ტოპოგრაფიული აგეგმვის მთავარი გეოდეზიური საფუძველია და საქართველოს ტერიტორიაზე კოორდინატებისა და სიმაღლეების განვრცობის ერთიან სისტემას ქმნის; ა.ბ) სახელმწიფო სარეფერენციო კოორდინატთა ათვლის სისტემას, რომლითაც განისაზღვრება კარტეზიანული (სამგანზომილებიანი) კოორდინატები (X, Y, Z), გეოდეზიური კოორდინატები (გრძედი, განედი) და სიმაღლე (h, Ell); ა.გ) კარტოგრაფიულ პროექციასა და ბადეს (კილომეტრულს ან გეოგრაფიულს), რომელიც სხვადასხვა მასშტაბის რუკების მათემატიკური საფუძველია; ბ) რელიეფის ციფრული მოდელი − დედამიწის ზედაპირის მოდელი, მიწის მონაცემები ან ბათიმეტრიული მონაცემები, რომლებიც დედამიწის მორფოლოგიას გამოსახავს. სიმაღლური მონაცემები მოიცავს როგორც მიწის, ზღვის ფსკერის (ბათიმეტრია), სანაპირო ზოლის, ისე კვაზიგეოიდალურ სიმაღლურ მოდელს, რომლის საშუალებითაც განისაზღვრება სიმაღლური მაჩვენებლები ქვეყანაში მოქმედ სიმაღლურ სისტემაში; გ) აეროგამოსახულება და კოსმოსური გამოსახულება − დედამიწის ზედაპირის გეორეფერენსირებული გამოსახულება (სურათი), რომელიც აეროსენსორის ან/და კოსმოსური სენსორის მეშვეობით მიიღება; დ) ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული − საქართველოს სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიულ ფონდში დაცული და მუნიციპალიტეტების რეესტრში ასახული მონაცემები ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის, მისი საზღვრისა და მასში შემავალი დასახლების შესახებ; ე) გეოგრაფიული სახელი (ტოპონიმი) − ბუნებრივი წარმონაქმნის სახელწოდებასთან ან/და ადამიანის მიერ შექმნილი გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდებასთან დაკავშირებული მონაცემი, რომელიც ისტორიულ-კულტურული ან/და საზოგადოებრივი ინტერესის საგანია; ვ) მიწის კადასტრი − მიწის ნაკვეთის საზღვრის კონფიგურაციისა და ადგილმდებარეობის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის, ხაზოვანი ნაგებობის, სერვიტუტის ან/და სხვა სამართლებრივი შეზღუდვის ფარგლების შესახებ ზუსტი ინფორმაცია, რომელიც გრაფიკულად და ტექსტობრივად არის გამოსახული, აგრეთვე უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებული საკადასტრო მონაცემები (საკადასტრო ზონირების, მიწის ნაკვეთის, შენობა-ნაგებობის, ხაზოვანი ობიექტის შესახებ მონაცემები და სხვა მონაცემები), რომლებიც საკადასტრო კარტოგრაფიის ძირითადი მონაცემებია და რომლებითაც დგინდება რეგისტრირებული უძრავი ნივთის საზღვრები და საკადასტრო მახასიათებლები; ზ) მისამართი − სივრცითი ობიექტის, ბინის ან სხვა გეოგრაფიული ობიექტის სივრცეში ლოკალიზაციის საშუალება, მისი ადგილმდებარეობის აღმნიშვნელი უნიკალური ტექსტობრივი ჩანაწერი, რომელიც შეიცავს ამ გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდების ან/და ნუმერაციის შესახებ ინფორმაციას, აგრეთვე სამისამართო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემი გეოგრაფიული ობიექტის ნომრის, საფოსტო ინდექსის ან/და სხვა მნიშვნელოვანი მახასიათებლების შესახებ; თ) სატრანსპორტო ქსელი − საავტომობილო ტრანსპორტის, სარკინიგზო ტრანსპორტის, საჰაერო ტრანსპორტის, საწყლოსნო ტრანსპორტისა და საბაგირო ტრანსპორტის ქსელებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის (მათ შორის, გზის, ბილიკისა და პირუტყვის გადასარეკი გზის) შესახებ მონაცემები; ი) ჰიდროგრაფია − ზედაპირული წყლის ობიექტის (მდინარის, ტბის, წყალსაცავის, მყინვარის, ჭაობის, ლაგუნის), სანაპირო წყლის, საზღვაო არეალის, ჰიდროგრაფიული აუზისა და ქვეაუზის და მათი მახასიათებლების შესახებ მონაცემები; კ) დაცული და მართვადი ტერიტორია − მონაცემები სპეციალური დაცვისადმი ან/და სპეციალური სამართლებრივი რეგულირებისადმი დაქვემდებარებული განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე აკვატორიის, სახმელეთო ზონის, რეგიონის ან/და ანგარიშვალდებულების მომცველი ტერიტორიული ერთეულის (სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის, დაცული ლანდშაფტის, აღკვეთილის, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ადგილის, ზღვის ან/და შიდა წყლების რეგულირებადი ფარვატერის, სანაპირო ზონის მართვის პუნქტის, ნაგავსაყრელის, გეოლოგიური კვლევის ან/და სასმელი წყლის წყაროს რეგულირებადი არეალის, ტერიტორიული და ურბანული დაგეგმარების ინსტრუმენტებით განსაზღვრული სხვა შესაბამისი ზონის) შესახებ, რომელიც ასეთად მიჩნეულია, სამართლებრივად წესრიგდება ან/და გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობის ან/და სათანადო საერთაშორისო სამართლებრივი აქტის/აქტების შესაბამისად; ლ) სტატისტიკური მონაცემი − ოფიციალური სტატისტიკური მონაცემი, რომელიც დაკავშირებულია ადგილმდებარეობასთან და რომლის საშუალებითაც შესაძლებელია თითოეული ერთეულის შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის უნიკალური, სტაბილური იდენტიფიკატორების გამოყენებით წარმოდგენა; მ) დემოგრაფია − მოსახლეობის ტერიტორიული განაწილების (მათ შორის, მოსახლეობის მახასიათებლებისა და საქმიანობის სახეების) შესახებ მონაცემები, რომლებიც დაჯგუფებულია გეოგრაფიული ბადის, რეგიონის, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის ან/და სხვა მახასიათებლის მიხედვით; ნ) შენობა-ნაგებობა − შენობა-ნაგებობის გეოგრაფიული მდებარეობის, გეომეტრიული ფორმის, ფუნქციის, დანიშნულებისა და სხვა მახასიათებლების შესახებ მონაცემები; ო) მიწის საფარი − დედამიწის ზედაპირის ფიზიკური და ბიოლოგიური საფრის (მათ შორის, ხელოვნური ზედაპირის) შესახებ მონაცემები; პ) მიწათსარგებლობა − მონაცემები გეოგრაფიული არეალის არსებული და დაგეგმილი ფუნქციონალური ან/და სოციალურ-ეკონომიკური დანიშნულების შესახებ, რომელიც ხასიათდება მისი დაგეგმვითი კლასიფიკაციის, მიწათსარგებლობის ტიპის, დანიშნულებისა და გამოყენების ფორმის (საცხოვრებელი, ინდუსტრიული, კომერციული, სასოფლო-სამეურნეო, სატყეო, რეკრეაციული და სხვა) მიხედვით; ჟ) ნიადაგები − ნიადაგებისა და ქვენიადაგების, მათი კლასიფიკაციის, ზონალობის, სიღრმის, ტექსტურის, ნაწილაკების, ორგანული მასალების სტრუქტურის, შემადგენლობისა და სხვა არსებითი მახასიათებლების შესახებ მონაცემები; რ) გეოლოგია − დედამიწის ამგები ქანების შემადგენლობისა და სტრუქტურის, აგრეთვე რელიეფის შესახებ მონაცემები, რომლებიც თემატურად მოიცავს სტრატიგრაფიას, ტექტონიკას, ჰიდროგეოლოგიას (მიწისქვეშა წყლები), გეომორფოლოგიას, გეოლოგიურ საფრთხეებს, სასარგებლო წიაღისეულს, სეისმოლოგიას, გეოფიზიკასა და გეოქიმიას. 5. თემატური სივრცითი მონაცემების ნაკრებს მიეკუთვნება: ა) სახელმწიფო და კომუნალური სერვისები − სახელმწიფო და კომუნალური სერვისების მიწოდების უზრუნველყოფაში მონაწილე ადმინისტრაციული, სოციალური ან/და სხვა სახის დაწესებულებებისა და მათი ინფრასტრუქტურის შესახებ მონაცემები (მათ შორის, პოლიციის, სხვადასხვა დანიშნულების სამაშველო დანაყოფების, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურების, განათლების, ჯანმრთელობის დაცვისა და სამოქალაქო უსაფრთხოების დაცვის ობიექტების, კომუნალური მომსახურების ქსელების (ტელესაკომუნიკაციო, წყალმომარაგების, ენერგომომარაგების (თბომომარაგების, ელექტროენერგიით მომარაგების, ბუნებრივი აირით მომარაგების), ჩამდინარე წყლების, მყარი ნარჩენების მართვის, წყალგამწმენდი, საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე სხვა სახის კომუნალური მომსახურების ქსელების) და მათი ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაცია), რომლებიც საზოგადოებრივი ინტერესის საგანია; ბ) ჯანმრთელობა და უსაფრთხოება − მონაცემები ადამიანის ჯანმრთელობაზე მოქმედი იმ დაავადების, პათოლოგიის ან/და სხვა უარყოფითი ფაქტორის (ალერგიის, სიმსივნური დაავადების, სასუნთქი გზების დაავადების, ეპიდემიისა და სხვა) გავრცელების გეოგრაფიული არეალის შესახებ, რომელიც პირდაპირ (ჰაერის დაბინძურების, ქიმიკატის გავრცელების, ოზონის შრის შემცირების, ხმაურის გამოწვევის, მიწისზედა, სამომხმარებლო, სარწყავი და სასმელი წყლების ხარისხის გაუარესების, გეოქიმიური პროცესის წარმართვის, სხვა მსგავსი მოვლენის გამო) ან ირიბად (საკვების, გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმის, სხვა მსგავსი ფაქტორის გამო) უკავშირდება გარემოს ხარისხის გაუარესებას; გ) კულტურა და კულტურული მემკვიდრეობა − კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლისა და ობიექტის (არქიტექტურული, არქეოლოგიური, საინჟინრო, ურბანული და სხვა), კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონის (ინდივიდუალური დამცავი ზონისა და ზოგადი დამცავი ზონის), აგრეთვე მუზეუმის, მუზეუმ-ნაკრძალისა და მათი სამოქმედო არეალების, გამოფენის, კულტურის სახლის, თეატრის, სახლ-მუზეუმისა და სხვა ობიექტების შესახებ მონაცემები; დ) მრეწველობა − წარმოების, სამრეწველო ობიექტისა და შესაბამისი პროდუქციის წარმოების ან/და მრეწველობის შედეგად გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებისა და კონტროლის საშუალებების (წყლის გამოყენების, ნარჩენების დამარხვის, სამთო მრეწველობის ობიექტის კონტროლის, სხვა მსგავსი საშუალების) და მათი ინფრასტრუქტურის შესახებ მონაცემები; ე) ენერგორესურსები − ენერგეტიკული რესურსების (მათ შორის, ნახშირის, ნახშირწყალბადის, ჰიდროენერგეტიკული რესურსის, ბიოენერგეტიკული რესურსის, მზის რესურსის, ქარის ენერგიის (ქარის სიძლიერის გაზომვით და ტოპოგრაფიულ ინფორმაციასთან ერთად (კომპლექსში)), წარსულში ექსპლუატაციის გამო გამოფიტული, მაგრამ აღდგენადი წიაღისეული საწვავის რესურსის (ნახშირის, ნავთობის, ბუნებრივი აირის, ლიგნიტის (მურა ნახშირის), ტორფის, ურანის), განახლებადი ენერგორესურსის (ჰიდროენერგიის), ბიოენერგეტიკული რესურსის (ტყის რესურსის, ენერგეტიკული მიზნით გამოყენებადი მარცვლეულის/სასოფლო-სამეურნეო ნარჩენის), გეოთერმული ბუნებრივი სითბური ნაკადის (ენერგიის აღდგენადი და ეკოლოგიურად სუფთა წყაროს) და სხვა ენერგეტიკული რესურსის) შესახებ მონაცემები; ვ) სასარგებლო წიაღისეული − იმ წიაღისეულის (მინერალური რესურსის) შესახებ მონაცემები, რომლის მეცნიერულ-ტექნოლოგიური განვითარების თანამედროვე დონეზე მოპოვება და გადამუშავება შესაძლებელი, ეკონომიკურად მიზანშეწონილი და ეკოლოგიურად მისაღებია. სასარგებლო წიაღისეული შეიძლება იყოს ენერგორესურსიც; ზ) აგრო- და აკვაკულტურები − აგრარული მეურნეობის (მცენარეული კულტურების, შინაური ფრინველების, შინაური ცხოველებისა და თევზის მოშენების, მემცენარეობის, მეფრინველეობის, მეცხოველეობის, მეთევზეობის, სხვა მსგავსი წარმოების არეალის) და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ინფრასტრუქტურის (სარწყავი სისტემის, სადრენაჟო სისტემის, სათბურის, ფერმის, მოსავლის გადამამუშავებელი მეურნეობის, სასაწყობო მეურნეობისა და სხვა ტიპის ობიექტის) შესახებ მონაცემები; თ) ატმოსფერო − ფიზიკური ატმოსფერული პირობებისა და მათი გავრცელების გეოგრაფიული არეალის შესახებ მონაცემები, რომლებიც მოიცავს საზომ ერთეულს, მოდელს, მათ კომბინაციაზე დაფუძნებულ მონაცემსა და საზომი ერთეულის ადგილმდებარეობას; ი) მეტეოროლოგია − მეტეოროლოგიურ-გეოგრაფიული მახასიათებლების (ამინდის პირობები და მეტეოროლოგიური ცვლადების გაზომვები, ატმოსფერული ნალექები, ტემპერატურა, ევაპოტრანსპირაცია (ტრანსპირაცია (აორთქლება) ნიადაგის ზედაპირიდან და მცენარეული საფრიდან), ქარის სიჩქარე და მიმართულება და სხვა) შესახებ მონაცემები; კ) რისკის ზონები − იმ მოწყვლადი ტერიტორიების შესახებ მონაცემები, რომლებიც დახასიათებულია ბუნებრივი საფრთხეების (ატმოსფერული, ჰიდროლოგიური, სეისმური, ვულკანური ან ტყის ხანძართან დაკავშირებული მოვლენა, რომელსაც მისი ადგილმდებარეობის,
წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი და ბოლოს შემოწმდა 22 ნოემბერი, 2026; იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ „მაცნეზე“ გამოქვეყნებულ ტექსტს. AI ასისტენტის პასუხი კანონის ტექსტის განმარტებაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.