ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ
ტექსტი
ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ
საქართველოს კანონი
საქართველოს კანონი
საქართველოს კანონი
ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ
თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1. კანონის მიზანი, რეგულირების საგანი და მოქმედების სფერო 1. ამ კანონის მიზანია საქართველოში ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო ბაზრის განვითარება, ამ ბაზარზე თავისუფალი კონკურენციის უზრუნველყოფა, ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო სქემების ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფა, გრძელვადიანი ინვესტიციების წახალისება და მონაწილეებისა და ბენეფიციარების ინტერესების დაცვა. 2. ეს კანონი ვრცელდება: ა) საქართველოში დაფუძნებულ საპენსიო კომპანიებზე; ბ) საქართველოში დაფუძნებულ აქტივების მმართველ კომპანიებსა და მზღვეველებზე, რომლებიც ნებაყოფლობით კერძო საპენსიო საქმიანობას ახორციელებენ; გ) საქართველოში რეგისტრირებულ ნებაყოფლობით კერძო საპენსიო სქემებზე (შემდგომ − საპენსიო სქემა); დ) სხვა ფიზიკურ პირსა და იურიდიულ პირზე, რომლებიც ჩართული არიან ნებაყოფლობით კერძო საპენსიო საქმიანობაში. 3. დაუშვებელია ამ კანონით გათვალისწინებული ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის როგორც საქართველოში, ისე მისი ფარგლების გარეთ განხორციელება ამ კანონით გათვალისწინებული ლიცენზიისა და რეგისტრაციის ან/და სამსახურის წინასწარი თანხმობის გარეშე. ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობა გულისხმობს საპენსიო სქემის რეგისტრაციას/დაფუძნებას, საპენსიო სქემის ადმინისტრირებას, საპენსიო შენატანების აკუმულირებასა და აღრიცხვას, საპენსიო დანაგროვის ფორმირებას, ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო აქტივების ინვესტირებას და ნებაყოფლობითი კერძო პენსიების რეგულარულად გაცემას. 4. საქართველოს ფარგლების გარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი საქართველოში ნებაყოფლობით კერძო საპენსიო საქმიანობას ახორციელებს ამ კანონის შესაბამისად. 5. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება: ა) სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებზე, უცხო ქვეყნის ეროვნულ, რეგიონალურ და ადგილობრივ ორგანოებსა და დაწესებულებებზე, რომლებიც სოციალური უზრუნველყოფის ან სავალდებულო საპენსიო სისტემების ფონდებს მართავენ; ბ) „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საპენსიო სქემაზე; გ) საერთაშორისო ფინანსური და დიპლომატიური ინსტიტუტების მიერ საქართველოში თავიანთი თანამშრომლებისთვის შეთავაზებულ საქართველოს ფარგლების გარეთ დაფუძნებულ საპენსიო სქემებზე. 6. ამ კანონით რეგულირებული საპენსიო სქემები არის მხოლოდ განსაზღვრული შენატანის საპენსიო სქემები. ამავე კანონის ფარგლებში საქართველოში რეგისტრირებული არცერთი საპენსიო სქემა არ შეიძლება შეთავაზებულ იქნეს, როგორც განსაზღვრული სარგებლის საპენსიო სქემა, რომელშიც ნებაყოფლობითი კერძო პენსიის გადახდა დამოკიდებულია მონაწილის გამომუშავების ისტორიაზე, სამუშაო სტაჟსა და ასაკზე და პირდაპირ არ უკავშირდება მის სასარგებლოდ განხორციელებულ საპენსიო შენატანებსა და შესაბამის ამონაგებს. 7. ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის სფეროში ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონით, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება 1. ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) მონაწილე – ფიზიკური პირი, რომლის სასარგებლოდაც ხორციელდება საპენსიო შენატანები და ნებაყოფლობითი კერძო პენსიის გაცემა ამ კანონის შესაბამისად რეგისტრირებული საპენსიო სქემის მიხედვით; ბ) ნებაყოფლობითი კერძო პენსია (შემდგომ − პენსია) – საპენსიო სქემაში მონაწილეობის შედეგად მონაწილის ან ბენეფიციარის სასარგებლოდ განხორციელებული ფულადი გადახდა ამ კანონის შესაბამისად და შესაბამისი საპენსიო სქემის წესებით დადგენილი ოდენობითა და პროცედურით; გ) საპენსიო განაცხადი – დოკუმენტი, რომელიც მონაწილემ უნდა წარადგინოს ამ კანონის შესაბამისად პენსიის მისაღებად; დ) საპენსიო აქტივები (საპენსიო დანაგროვი) – მონაწილის სახელით განხორციელებული ყველა საპენსიო შენატანი, აგრეთვე საპენსიო აქტივების მართვის შედეგები (საინვესტიციო მოგება ან ზარალი), ამ კანონისა და შესაბამისი საპენსიო სქემის წესების შესაბამისად გატანილი პენსიისა და ყველა დაკავშირებული და გამოქვითვადი ხარჯის გათვალისწინებით, რაც ასახული უნდა იყოს პირად საპენსიო ანგარიშზე; ე) საპენსიო შენატანები – ამ კანონისა და საპენსიო სქემის წესების შესაბამისად პენსიით უზრუნველსაყოფად გადახდილი თანხები; ვ) საპენსიო კომპანია – იურიდიული პირი, რომელიც დამსაქმებელმა, დამსაქმებელთა გაერთიანებამ, დასაქმებულთა გაერთიანებამ ან პროფესიულმა ორგანიზაციამ დააფუძნა, როგორც დამოუკიდებელი კომპანია, და რომელსაც აქვს ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის ლიცენზია; ზ) საპენსიო სქემის წესები – დოკუმენტი, რომელიც მოიცავს ამ კანონით გათვალისწინებულ აუცილებელ პირობებს, მათ შორის, საპენსიო შენატანების განხორციელების, საპენსიო აქტივებზე უპირობო უფლებების მინიჭების, პენსიის გაცემის, საპენსიო სქემის საინვესტიციო მიდგომის შესახებ დეტალურ ინფორმაციას; თ) საპენსიო სქემა – ამ კანონის შესაბამისად სამსახურის მიერ რეგისტრირებული საპენსიო სქემის წესებისა და პარამეტრების ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს მონაწილის პენსიით უზრუნველყოფას; ი) კერძო პენსიის ხელშეკრულება – ერთი მხრივ, მონაწილესა და, მეორე მხრივ, აქტივების მმართველ კომპანიას, მზღვეველს ან საპენსიო კომპანიას შორის ამ კანონის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულება; კ) დამსაქმებელი – საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული იურიდიული პირი; ლ) საპენსიო ფონდი – საპენსიო სქემის ფარგლებში არსებული აქტივების პორტფელი, რომელსაც განსაზღვრული საინვესტიციო რისკის პროფილი აქვს და რომლის მართვა ხორციელდება კონკრეტული საინვესტიციო სტრატეგიის შესაბამისად; მ) დასაქმებული – ფიზიკური პირი, რომელიც: მ.ა) ვალდებულებებს ასრულებს იმ ურთიერთობების ფარგლებში, რომლებიც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობითა და საქართველოს შრომის კანონმდებლობით ან/და უცხო ქვეყნის შრომის კანონმდებლობით რეგულირდება; მ.ბ) არის საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელი (დირექტორი) ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შემსრულებელი; ნ) თვითდასაქმებული – ინდივიდუალური მეწარმე, აგრეთვე ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას, საქმიანობის იმ ნაწილში, რომელიც გადასახადის წყაროსთან დაკავებას არ ექვემდებარება; ო) პირადი საპენსიო ანგარიში – აღრიცხვის ფორმა, რომელიც მონაწილისთვის შექმნა აქტივების მმართველმა კომპანიამ, მზღვეველმა ან საპენსიო კომპანიამ და რომელიც ასახავს მონაწილის სასარგებლოდ განხორციელებულ საპენსიო შენატანებს, საპენსიო აქტივების მართვის შედეგებს, ამ კანონის შესაბამისად გატანილ პენსიას და ყველა დაკავშირებულ წინასწარ განსაზღვრულ ხარჯსა და გადასახდელს; პ) სამეთვალყურეო საბჭო – იურიდიული პირის მართვის სტრუქტურაში შემავალი მმართველი ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია ორგანიზაციის ხელმძღვანელი ორგანოს/პირების კონტროლისთვის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ჟ) ხელმძღვანელი ორგანო – იურიდიული პირის ხელმძღვანელი ორგანო, რომელიც ახორციელებს ხელმძღვანელობით საქმიანობას „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; რ) ფიდუციური ვალდებულების მქონე პირი – პირი, რომელიც მონაწილის ან ბენეფიციარის წინაშე პასუხისმგებელია საპენსიო აქტივების დაცვისთვის, ინვესტირებისთვის, შენახვისთვის ან აღრიცხვისთვის იმდენად, რამდენადაც ასეთი იურიდიული პირი ან ფიზიკური პირი: რ.ა) საპენსიო აქტივების მართვის პროცესში ახორციელებს ნებისმიერ დისკრეციულ უფლებამოსილებას ან კონტროლს, გარდა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირების მიზნებისთვის კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა; რ.ბ) შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე გასწევს საინვესტიციო კონსულტაციას საპენსიო აქტივებთან დაკავშირებით; რ.გ) შეიმუშავებს საპენსიო სქემის საინვესტიციო პოლიტიკას; რ.დ) აღრიცხავს გარიგებებს და ამუშავებს ამ გარიგებებთან დაკავშირებულ ინფორმაციას, აწარმოებს ან/და ინახავს მონაწილეების შესახებ ჩანაწერებს; ს) საპენსიო ასაკი – „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ასაკი; ტ) ვადაზე ადრე პენსიაზე გასვლა – საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საპენსიო ასაკის მიღწევამდე 5 (ხუთი) წლით ადრე პენსიაზე გასვლა; უ) ერთიანი გადახდა – პირად საპენსიო ანგარიშზე არსებული პენსიის მთლიანი ოდენობის ერთჯერადი გადახდა მონაწილისთვის ან ბენეფიციარისთვის; ფ) პროგრამული გატანა – ამ კანონის შესაბამისად პირადი საპენსიო ანგარიშიდან პენსიის პერიოდული გატანა; ქ) ანუიტეტი – სიცოცხლის დაზღვევის სახეობა, რომელიც უზრუნველყოფს რეგულარულ გადახდას მონაწილის ან ბენეფიციარის სიცოცხლის განმავლობაში (ანუიტეტი სიცოცხლის ხანგრძლივობით) შესაბამისი საპენსიო სქემის წესების შესაბამისად; ღ) შესაძლებლობის შეზღუდვა – „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მდგომარეობა, რომელიც დასტურდება შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო- სოციალური ექსპერტიზის აქტიდან ამონაწერით და რომელიც განაპირობებს ზომიერად, მნიშვნელოვნად ან მკვეთრად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსს; ყ) ბენეფიციარი – მონაწილის მიერ ამ კანონის 42-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრული პირი; შ) ფილიალი – უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული და შესაბამისი ორგანოების მიერ ნებადართული აქტივების მმართველი კომპანიის ან სადაზღვევო ორგანიზაციის ან საპენსიო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციის (უცხოური საპენსიო ორგანიზაციის) წარმომადგენლობა, რომელსაც იურიდიული პირის სტატუსი არ გააჩნია და რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში; ჩ) კონტროლი – მშობელ და შვილობილ საწარმოებს შორის ურთიერთობა ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რომლებიც სამოქმედოდ შემოღებულია „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, აგრეთვე მსგავსი ურთიერთობა ნებისმიერ პირსა და საწარმოს შორის. ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის შვილობილი საწარმოს შვილობილი საწარმო აგრეთვე ითვლება ამ საწარმოების ზემდგომი მშობელი საწარმოს შვილობილ საწარმოდ; ც) მჭიდრო კავშირი – ორი ან ორზე მეტი ფიზიკური პირის ან იურიდიული პირის: ც.ა) კავშირი წილის ფლობით, რაც გულისხმობს საწარმოს კაპიტალის ან ხმის უფლების 20 პროცენტის ან 20 პროცენტზე მეტის ფლობას პირდაპირ ან კონტროლის მეშვეობით; ც.ბ) კავშირი კონტროლის მეშვეობით; ც.გ) ერთსა და იმავე პირთან მუდმივი კავშირი კონტროლის მეშვეობით; ც.დ) კავშირი მნიშვნელოვანი წილის ფლობით, რაც გულისხმობს საწარმოს კაპიტალის ან ხმის უფლების 10 პროცენტის ან 10 პროცენტზე მეტის პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობას ან საწარმოს მართვაზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენის შესაძლებლობას, მიუხედავად საწარმოს კაპიტალში წილის ან ხმის უფლების ოდენობისა; ც.ე) მჭიდრო ოჯახური კავშირი, მათ შორის, მეუღლეებს, და-ძმას, მშობელსა და შვილს, ბებიას ან პაპას და შვილიშვილს შორის; ძ) სამსახური – საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური; წ) უცხოური საზედამხედველო ორგანო – ორგანო, რომელიც უცხო ქვეყნის კანონმდებლობით გასცემს უცხოური საპენსიო ორგანიზაციის, უცხოური აქტივების მმართველი კომპანიის და უცხოური სადაზღვევო ორგანიზაციის საქმიანობის ნებართვას ან/და ზედამხედველობას უწევს საპენსიო აქტივების მართვასთან დაკავშირებულ საქმიანობას; ჭ) აქტივების მმართველი კომპანია – „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში დაფუძნებული და ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანია; ხ) უცხოური აქტივების მმართველი კომპანია – „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებული უცხოური აქტივების მმართველი კომპანია; ჯ) მზღვეველი – „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული იურიდიული პირი, რომელიც სიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიის საფუძველზე უფლებამოსილია განახორციელოს ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობა; ჰ) უცხოური სადაზღვევო ორგანიზაცია – ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყნებში რეგისტრირებული და შესაბამისი ორგანოების მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ საქართველოში დაფუძნებული ფილიალი (წარმომადგენლობა), რომელიც რეგისტრირებულია ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაციისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და უფლებამოსილია განახორციელოს ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობა საქართველოს ტერიტორიაზე; ჰ¹) სპეციალიზებული დეპოზიტარი – ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ამ კანონის შესაბამისად საპენსიო სქემებისთვის ასრულებს სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციებს; ჰ²) შერწყმა: ჰ².ა) ერთი ან ერთზე მეტი საპენსიო კომპანიის მიერ, რომელიც (რომლებიც) საპენსიო საქმიანობას წყვეტს (წყვეტენ), ყველა აქტივისა და ვალდებულების სხვა არსებული საპენსიო კომპანიისთვის გადაცემა მიმღები საპენსიო კომპანიის მიერ გადამცემი საპენსიო კომპანიის მონაწილეებისთვის პირადი საპენსიო ანგარიშების გახსნის და მათზე შესაბამისი საპენსიო აქტივების ასახვის სანაცვლოდ; ჰ².ბ) ერთი ან ერთზე მეტი საპენსიო კომპანიის (გადამცემი საპენსიო კომპანიის) მიერ, რომელიც (რომლებიც) საპენსიო საქმიანობას წყვეტს (წყვეტენ), ყველა აქტივისა და ვალდებულების მის (მათ) მიერ ახლად დაფუძნებული საპენსიო კომპანიისთვის (მიმღები საპენსიო კომპანიისთვის) გადაცემა მიმღები საპენსიო კომპანიის მიერ გადამცემი საპენსიო კომპანიის მონაწილეებისთვის პირადი საპენსიო ანგარიშების გახსნის და მათზე შესაბამისი საპენსიო აქტივების ასახვის სანაცვლოდ; ჰ².გ) ერთი ან ერთზე მეტი საპენსიო კომპანიის (გადამცემი საპენსიო კომპანიის) მიერ, რომელიც (რომლებიც) არსებობას ვალდებულებების შესრულებამდე განაგრძობს (განაგრძობენ), მის (მათ) მიერ შექმნილი საპენსიო კომპანიისთვის (მიმღები საპენსიო კომპანიისთვის) ან სხვა არსებული საპენსიო სქემისთვის წმინდა აქტივების გადაცემა; ჰ³) საპენსიო სქემის შეწყვეტა – საპენსიო სქემის შეწყვეტა ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით და ყველა საპენსიო აქტივის გადაცემით; ჰ⁴) უპირობო უფლებები საპენსიო აქტივებზე – ამ კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად საპენსიო სქემის ფარგლებში არსებული მონაწილის უფლებები საპენსიო აქტივების იმ ნაწილზე, რომელიც დამსაქმებლების მიერ განხორციელებული საპენსიო შენატანების შედეგია და რომელიც არ ექვემდებარება ჩამორთმევას და ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიებებს, რომელთა მიზანია პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა და რომლებიც მოიცავს ნებისმიერ იძულებითი აღსრულების საპროცესო ღონისძიებას (მათ შორის, სარჩელისა და გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებს) და საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებებს (მათ შორის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებს, გირავნობასა და ყადაღას); ჰ⁵) ხანგრძლივი მატარებელი − ნებისმიერი საშუალება (მათ შორის, ელექტრონული), რომელიც მონაწილეს საშუალებას აძლევს, პირადად მისთვის მიწოდებული და განკუთვნილი ინფორმაცია შეინახოს იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი იყოს ამ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და უცვლელად რეპროდუცირების შესაძლებლობა; ჰ⁶) მარეგისტრირებელი ორგანო – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; ჰ⁷) დამსაქმებელთა გაერთიანება – საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ განსაზღვრული და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი იურიდიული პირი; ჰ⁸) დასაქმებულთა გაერთიანება – „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი იურიდიული პირი; ჰ⁹) პროფესიული ორგანიზაცია – საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად შექმნილი, წევრობაზე დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც პროფესიული ნიშნით აერთიანებს ფიზიკურ პირებს (მათ შორის, თვითდასაქმებულებს). 2. ამ კანონში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“, „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ და „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული მნიშვნელობა. თავი II საპენსიო სქემები, საპენსიო სქემებში მონაწილეობა მუხლი 3. საპენსიო სქემის ფორმები და საპენსიო სქემაში მონაწილეობა 1. საპენსიო სქემა არის განუსაზღვრელი ვადით შექმნილი მექანიზმი, რომლის მიზანია მონაწილისა და ბენეფიციარის მიერ საპენსიო დანაგროვის დაგროვების, ინვესტირებისა და პენსიის მიღების ორგანიზება. 2. ამ კანონის შესაბამისად საპენსიო სქემაში მონაწილეობის შედეგად მიღებული პენსია განისაზღვრება მხოლოდ მონაწილის პირად საპენსიო ანგარიშზე დაგროვებული საპენსიო აქტივებითა და მის მიერ შერჩეული პენსიის გადახდის გრაფიკის შესაბამისად და დამოკიდებული არ არის სხვა ფაქტორებზე. 3. ამ კანონის შესაბამისად შეიძლება ჩამოყალიბდეს ორი ფორმის საპენსიო სქემა: ა) ინდივიდუალური საპენსიო სქემა; ბ) ჯგუფური საპენსიო სქემა. 4. თუ პირს სურს, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საპენსიო სქემის ან სახელმწიფო პენსიის გარდა, მიიღოს დამატებითი პენსია, მას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს აქტივების მმართველი კომპანიის ან მზღვეველის მიერ ჩამოყალიბებულ და რეგისტრირებულ ინდივიდუალურ საპენსიო სქემაში. ინდივიდუალურ საპენსიო სქემაში მონაწილეობა შეუძლია როგორც დასაქმებულ ფიზიკურ პირს, ისე ნებისმიერ სხვა ფიზიკურ პირს (მათ შორის, თვითდასაქმებულს). ინდივიდუალური საპენსიო სქემის მონაწილეს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ერთ ან რამდენიმე ინდივიდუალურ საპენსიო სქემაში. ინდივიდუალური საპენსიო სქემების მონაწილეს შეუძლია საკუთარი საპენსიო დანაგროვი ერთი ინდივიდუალური საპენსიო სქემიდან გადაიტანოს მეორე ინდივიდუალურ საპენსიო სქემაში ამ კანონის შესაბამისად. 5. დასაქმებულს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ჯგუფურ საპენსიო სქემაში, რომელიც დააფუძნა მისმა დამსაქმებელმა ან იმ დამსაქმებელთა გაერთიანებამ, რომლის წევრიცაა მისი დამსაქმებელი, ან იმ დასაქმებულთა გაერთიანებამ, რომლის წევრიცაა თავად დასაქმებული. დასაქმებულს აგრეთვე შეუძლია სურვილის შემთხვევაში მონაწილეობა მიიღოს ერთ ან რამდენიმე ინდივიდუალურ საპენსიო სქემაში. 6. დასაქმებულთა გაერთიანების წევრს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს დასაქმებულთა გაერთიანების ჯგუფურ საპენსიო სქემაში. 7. დამსაქმებელთა გაერთიანების წევრს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს დამსაქმებელთა გაერთიანების ჯგუფურ საპენსიო სქემაში. 8. პროფესიული ორგანიზაციის წევრს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს პროფესიული ორგანიზაციის ჯგუფურ საპენსიო სქემაში. 9. საპენსიო სქემის მონაწილეს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ერთზე მეტ ჯგუფურ და ინდივიდუალურ საპენსიო სქემაში. 10. ამ კანონის შესაბამისად, საპენსიო სქემების ჩამოყალიბება და რეგისტრაცია შეუძლიათ შემდეგ იურიდიულ პირებს: ა) აქტივების მმართველ კომპანიას; ბ) მზღვეველს; გ) საპენსიო კომპანიას. 11. მხოლოდ აქტივების მმართველ კომპანიასა და მზღვეველს აქვთ უფლება, განახორციელონ ინდივიდუალური საპენსიო სქემის რეგისტრაცია/შეთავაზება. 12. დაუშვებელია ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის განხორციელება ამ კანონის შესაბამისად სამსახურის მიერ გაცემული ლიცენზიის ან/და საპენსიო სქემის რეგისტრაციის გარეშე. 13. დაუშვებელია პირმა სამსახურის მიერ ამ კანონის შესაბამისად გაცემული ლიცენზიის ან/და საპენსიო სქემის რეგისტრაციის გარეშე დასახელებაში გამოიყენოს შემდეგი სიტყვები: „საპენსიო კომპანია“, „საპენსიო ფონდი“, „საპენსიო სქემა“ ან სხვა სიტყვათწყობა ამ სიტყვების გამოყენებით (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ასეთი გამოყენება დადგენილია ან აღიარებულია საქართველოს კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით, ან როდესაც, ამ სიტყვების/სიტყვათწყობის გამოყენების მიუხედავად, კონტექსტიდან ჩანს, რომ პირი არ ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ საქმიანობას). მუხლი 4. კერძო პენსიის ხელშეკრულება 1. პირი ინდივიდუალური საპენსიო სქემის მონაწილე ხდება აქტივების მმართველ კომპანიასთან, უცხოურ აქტივების მმართველ კომპანიასთან, მზღვეველთან, უცხოურ საპენსიო ორგანიზაციასთან ან უცხოურ სადაზღვევო ორგანიზაციასთან საპენსიო სქემის ხელშეკრულების გაფორმებით. 2. დასაქმებული დამსაქმებლის მიერ საკუთარი დასაქმებულებისთვის ჩამოყალიბებული ჯგუფური საპენსიო სქემის მონაწილე ხდება: ა) იმ აქტივების მმართველ კომპანიასთან ან მზღვეველთან კერძო პენსიის ხელშეკრულების გაფორმებით, რომელიც დამსაქმებელთან შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე აფუძნებს აღნიშნული დამსაქმებლის ჯგუფურ საპენსიო სქემას; ბ) დამსაქმებლის მიერ საკუთარი დასაქმებულებისთვის ჯგუფური საპენსიო სქემის უზრუნველყოფის მიზნით დაფუძნებულ საპენსიო კომპანიასთან კერძო პენსიის ხელშეკრულების გაფორმებით. 3. დასაქმებული დასაქმებულთა გაერთიანების მიერ ჩამოყალიბებული ჯგუფური საპენსიო სქემის მონაწილე ხდება ამ დასაქმებულსა და შესაბამის დასაქმებულთა გაერთიანებას შორის დადებული ერთობლივი ხელშეკრულების ფარგლებში: ა) იმ აქტივების მმართველ კომპანიასთან ან მზღვეველთან კერძო პენსიის ხელშეკრულების გაფორმებით, რომელიც დასაქმებულთა გაერთიანებასთან შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე აფუძნებს ამ დასაქმებულთა გაერთიანების ჯგუფურ საპენსიო სქემას; ბ) დასაქმებულთა გაერთიანების მიერ საკუთარი წევრებისთვის ჯგუფური საპენსიო სქემის უზრუნველყოფის მიზნით დაფუძნებულ საპენსიო კომპანიასთან კერძო პენსიის ხელშეკრულების გაფორმებით. 4. დასაქმებული დამსაქმებელთა გაერთიანების მიერ ჩამოყალიბებული ჯგუფური საპენსიო სქემის მონაწილე ხდება დამსაქმებელთა გაერთიანებასა და დასაქმებულის დამსაქმებელთან დადებული ერთობლივი ხელშეკრულების ფარგლებში: ა) იმ აქტივების მმართველ კომპანიასთან ან მზღვეველთან კერძო პენსიის ხელშეკრულების გაფო
წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი და ბოლოს შემოწმდა 22 ნოემბერი, 2026; იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ „მაცნეზე“ გამოქვეყნებულ ტექსტს. AI ასისტენტის პასუხი კანონის ტექსტის განმარტებაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.