პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა შვილად აყვანის საიდუმლოების გამჟღავნებისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ

ტექსტი

ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა შვილად აყვანის საიდუმლოების გამჟღავნებისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ

ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა

შვილად აყვანის საიდუმლოების გამჟღავნებისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

1. დაწესდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მშვილებლის ნება-სურვილის გარეშე შვილად აყვანის საიდუმლოების გამჟღავნებისათვის.

ამის შესაბამისად საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსს დაემატოს 125¹მუხლი შემდეგი შინაარსისა:

„მუხლი 125¹. შვილად აყვანის საიდუმლოების გამჟღავნება

შვილად აყვანის საიდუმლოების გამჟღავნება მშვილებლის ნება-სურვილის გარეშე, -

ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან ჯარიმით ორმოცდაათი მანეთიდან ას მანეთამდე.

იგივე ქმედობა, თუ მას მოჰყვა მძიმე შედეგი,–

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე“.

2. საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 125¹ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის გამოძიება მიეკუთვნოს პროკურატურის ორგანოების კომპეტენციას და ამასთან დაკავშირებით საქართველოს სსრ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 126-ე მუხლის მესამე ნაწილს ციფრის 125 შემდეგ დაემატოს ციფრი 125¹.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე გ. ძოწენიძე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი ზ. კვაჭაძე.

თბილისი, 1970 წლის 25 სექტემბერი.

წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი და ბოლოს შემოწმდა 22 ნოემბერი, 2026; იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ „მაცნეზე“ გამოქვეყნებულ ტექსტს. AI ასისტენტის პასუხი კანონის ტექსტის განმარტებაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.