რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ
ტექსტი
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ
საქართველოს კანონი
საქართველოს კანონი
საქართველოს კანონი
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ
თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1. კანონის მიზანი ამ კანონის მიზანია კრედიტორთა მოთხოვნების კოლექტიური დაკმაყოფილება რეაბილიტაციის მიღწევით, ხოლო რეაბილიტაციის მიღწევის შეუძლებლობის შემთხვევაში − გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით. მუხლი 2. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პრინციპები გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პრინციპებია: ა) გადახდისუუნარო მოვალის საქმიანობისა და გადახდისუუნარობის მასის სწორი მართვა; ბ) გადახდისუუნარო მოვალის ფინანსური სირთულეების სწრაფი და თანამიმდევრული გადაწყვეტა; გ) გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის გამჭვირვალობა და განჭვრეტადობა; დ) გადახდისუუნარობის მასისა და ბიზნესის ღირებულების შეძლებისდაგვარად შენარჩუნება და გაზრდა; ე) გადახდისუუნარო მოვალის რეაბილიტაციის ხელშეწყობა; ვ) მსგავსი უფლებების მქონე კრედიტორების მიმართ თანაბარი მოპყრობა. მუხლი 3. ტერმინების განმარტება ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) დაუზუსტებელი მოთხოვნა – მოთხოვნა, რომელიც დაზუსტებული არ არის და მოიცავს მიყენებული ზიანის ანაზღაურებასთან ან შესაბამისი ხელშეკრულების დარღვევასთან ან მის შეუსრულებლობასთან დაკავშირებულ ან სამოქალაქო ურთიერთობიდან წარმოშობილ სხვა მოთხოვნას; ბ) პირობითი მოთხოვნა – მოთხოვნა, რომლის წარმოშობა დამოკიდებულია მომავალ და უცნობ მოვლენაზე და რომელიც მოიცავს სხვადასხვა ვალდებულებას, მათ შორის, მესამე პირის სასარგებლოდ გაცემულ გარანტიასთან დაკავშირებულ ვალდებულებას, რომელიც დამოკიდებულია ძირითადი ვალდებულების შესრულებაზე; გ) ვადამოუსვლელი (სამომავლო) მოთხოვნა – მოთხოვნა, რომლის შესრულების ვადაც სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის მომენტისთვის არ დამდგარა; დ) ახალი კრედიტორული მოთხოვნა – მოთხოვნა, რომელიც სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანის შემდეგ წარმოიშვა; ე) მიმდინარე რეგულარული ვალდებულებები − მოვალის ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებით დადებული შრომითი, იჯარის, მომსახურების ან სხვა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი, რეგულარულად შესასრულებელი ვალდებულებები; ვ) მმართველი − რეაბილიტაციის მმართველი ან/და გაკოტრების მმართველი; ზ) ზედამხედველი − რეგულირებული შეთანხმების შესრულებაზე ზედამხედველობისთვის დანიშნული პირი; მოვალის რეაბილიტაციის პროცესში საწარმოს მართვის ორგანოების შენარჩუნების შემთხვევაში მათ საქმიანობაზე ზედამხედველობისთვის დანიშნული პირი; თ) უზრუნველყოფილი კრედიტორი – კრედიტორი, რომლის მოთხოვნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით უზრუნველყოფილია იპოთეკით ან გირავნობით; ი) კონვერსია − ამ კანონით დადგენილი წესით რეაბილიტაციის რეჟიმიდან გაკოტრების რეჟიმში ან გაკოტრების რეჟიმიდან რეაბილიტაციის რეჟიმში გადასვლა, რა დროსაც უწყვეტად გრძელდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოება ახალი რეჟიმით გათვალისწინებული წესების შესაბამისად; კ) მთავარი ინტერესების ცენტრი − ადგილი, სადაც მოვალე მუდმივად ახორციელებს საქმიანობას თავისი ინტერესებიდან გამომდინარე და რომელსაც ასეთ ადგილად აღიქვამს მესამე პირი; ლ) მოვალე − ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტი; მ) საქმის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯი − მმართველის/ზედამხედველის მიერ გაწეული ხარჯი, რომელიც მოიცავს ამ კანონით დადგენილი წესით გზავნილის ფოსტით გაგზავნის, კრედიტორთა კრების მოწვევისა და ჩატარების ტექნიკური უზრუნველყოფის, ექსპერტიზის ჩატარების, საქმის მასალებისა და სხვა დოკუმენტაციის ასლების დამზადების ხარჯებს, აგრეთვე საქმის წარმოებასთან დაკავშირებულ სხვა აუცილებელ ხარჯს; ნ) ეკონომიკური ინტერესი − ქონების ღირებულება ან მისი სარგებლიანობა გადახდისუუნარობის მასისთვის; ო) გადახდისუუნარობის მასა − მოვალის ამ კანონის 59-ე მუხლით განსაზღვრული ქონება; პ) გადახდისუუნარობის მასის წინააღმდეგ მიმართული დავა − გადახდისუუნარობის მასიდან ქონების გამოყოფის ან გადახდისუუნარობის მასიდან თანხის დაკისრების შესახებ დავა, რომელიც გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე არსებული კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას უკავშირდება; ჟ) ლიკვიდური აქტივი − ფული ან სხვა აქტივი, რომელიც შეიძლება რეალიზებულ იქნეს მცირე დროში; რ) გაკოტრების მინიმუმი − ფულის ან სხვა აქტივის მოცულობა, რომელსაც, სავარაუდოდ, კრედიტორი მოვალის გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში მიიღებდა; ს) მოვალესთან დაკავშირებული პირი: ს.ა) მოვალის ხელმძღვანელობაზე ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, მისი მმართველი, სამეთვალყურეო ორგანოს წევრი; ს.ბ) მოვალის წილის მესაკუთრე პარტნიორი, მონაწილე, წევრი, აქციონერი, მეპაიე, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს მოვალის წილის არანაკლებ 5 პროცენტს; ს.გ) ამ მუხლის „ს.ა“ ან „ს.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის ნათესავი ან სხვა პირი, რომელსაც ამ მუხლის „ს.ა“ ან „ს.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირთან ერთად ხანგრძლივ დროის მონაკვეთში აქვს საოჯახო მეურნეობა; ს.დ) პირები, რომლებიც მოვალესთან ერთად პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობენ საწარმოში, თუ მათი წილი ჯამურად არანაკლებ 20 პროცენტს შეადგენს ან ისინი სხვაგვარად ერთობლივად აკონტროლებენ ამ საწარმოს; ს.ე) პირი, რომლის წილს პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს ან რომელსაც სხვაგვარად აკონტროლებს მოვალე; ს.ვ) ამხანაგობა, რომელშიც მონაწილეობს მოვალე; ს.ზ) სხვა პირი, რომელსაც მოვალესთან აქვს განსაკუთრებული ურთიერთობები, რომლებიც გავლენას ახდენს ამ პირის ან მის მიერ წარმოდგენილი პირის მიერ მოვალის მიმართ განხორციელებულ ქმედებაზე; ტ) ნათესავი − საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირი; უ) წილის არაპირდაპირი ფლობა − წილის ფლობა პირის ნათესავის მიერ ან იმ იურიდიული პირის მიერ, რომლის წილის არანაკლებ 20 პროცენტს ფლობს ან რომელსაც სხვაგვარად აკონტროლებს ეს პირი; ფ) კონტროლი − სამეთვალყურეო საბჭოს წევრობა, ხელმძღვანელობაზე ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების ქონა, პირის აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის პირდაპირი ან არაპირდაპირი უფლება, ხმის უფლების მქონე წილის, აქციების ან პაის საერთო რაოდენობის არანაკლებ 20 პროცენტის მესაკუთრეობა; ქ) მორატორიუმი − ამ კანონით გათვალისწინებული ერთი ან ერთზე მეტი ღონისძიება, რომელიც (რომლებიც) მიზნად ისახავს საქმის წარმოების მიმდინარეობისას გადახდისუუნარობის მასის დაცვას და ამ კანონის მიზნის მიღწევის ხელშემშლელი ფაქტორების განეიტრალებას; ღ) შეცილების მოწინააღმდეგე მხარე − პირი, რომელიც ვალდებულია ამ კანონის VIII თავის შესაბამისად მოვალეს დაუბრუნოს ის, რაც მან შეცილებული ქმედების შედეგად მიიღო; ყ) სპეციალური რეჟიმის სტატუსის მქონე მოვალე − მოვალე, რომლის საქმიანობის შეჩერება/შეწყვეტა არსებით ზიანს მიაყენებს სახელმწიფო ინტერესს ან/და საზოგადოებრივ ინტერესს და რომელსაც ასეთ მოვალედ მიიჩნევს სასამართლო; შ) პრეფერენციული მოთხოვნები − სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობამდე გადასახდელი, 3 თვის ხელფასისა და შვებულების ხარჯების (გარდა მოვალის დირექტორებისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების, აგრეთვე მათი ოჯახის წევრების ხელფასისა და შვებულების ხარჯებისა) ასანაზღაურებელი თანხები, საწარმოო ტრავმის გამო გადასახდელი თანხები (თითოეული კრედიტორისთვის − არაუმეტეს 1 000 ლარის ოდენობით); ჩ) პრეფერენციული საგადასახადო მოთხოვნები − სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობამდე ბოლო 3 წლის შესაბამის საგადასახადო პერიოდზე წარმოშობილი, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული არაპირდაპირი გადასახადების თანხები; ც) არაპრივილეგირებული მოთხოვნა − კრედიტორის მოთხოვნა, რომლის არაპრივილეგირებული წესით დაკმაყოფილებაზედაც მოვალე და კრედიტორი წინასწარ შეთანხმდნენ. მუხლი 4. კანონის მოქმედების სფერო 1. ეს კანონი აწესრიგებს შემდეგი სუბიექტების გადახდისუუნარობის საკითხს: ა) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული სამეწარმეო სუბიექტი, გარდა ინდივიდუალური მეწარმისა; ბ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, არარეგისტრირებული კავშირი (გაერთიანება), ერთობლივი საქმიანობა (ამხანაგობა), „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული სეკიურიტიზაციის ფონდი და სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის (სეკიურიტიზაციის ფონდის ან სეკიურიტიზაციის კომპანიის) განყოფილება, გარდა ავტორიზებული სეკიურიტიზაციის ფონდისა და ავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის განყოფილებებისა; გ) უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი იურიდიული პირი და სხვა წარმონაქმნი (მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მას იურიდიული პირის სტატუსი), რომელიც ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს და რომლის მთავარი ინტერესების ცენტრი საქართველოშია. 2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება: ა) ფიზიკური პირის გადახდისუუნარობაზე; ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის გადახდისუუნარობაზე; გ) კომერციულ ბანკზე, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებაზე, სადაზღვევო კომპანიაზე, საპენსიო კომპანიასა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა სუბიექტზე, რომელთა გადახდისუუნარობის საკითხსაც სპეციალური კანონმდებლობა აწესრიგებს. 3. „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ურთიერთგაქვითვის შეთანხმების ან ფინანსური გირავნობის მონაწილე პირის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება ხორციელდება ამ კანონისა და „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის სპეციალური დებულებების გათვალისწინებით. 4. „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ინიციატორის, თავდაპირველი კრედიტორის, არაავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულისა და მისი განყოფილების მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება ხორციელდება იმავე კანონის მე-18, მე-20 და 22-ე მუხლებით დადგენილი სპეციალური დებულებების გათვალისწინებით. 5. მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმდინარეობისას საქართველოს საჰაერო კოდექსის პირველი მუხლის „ჰ³²“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კეიპტაუნის კონვენციის ფარგლებში წარმოშობილ კრედიტორის მოთხოვნებზე ვრცელდება იმავე კონვენციით დადგენილი წესები. საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3348 – ვებგვერდი, 19.07.2023წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3931 - ვებგვერდი, 27.12.2023წ. საქართველოს 2026 წლის 24 ივნისის კანონი №1764 – ვებგვერდი, 03.07.2026წ. მუხლი 5. კრედიტორთა მოთხოვნები 1. კრედიტორული მოთხოვნა არის ვალი ან ვალდებულების შესრულების მოთხოვნა, რომელიც შეიძლება ფულადი სახით გამოიხატოს, რომლის შესრულების ვალდებულება ან შესრულებისთვის პასუხისმგებლობა გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის მომენტისთვის მოვალეს ეკისრება და რომელიც, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მოიცავს ვადამოსულ მოთხოვნებს, დაუზუსტებელ მოთხოვნებს, პირობით მოთხოვნებსა და ვადამოუსვლელ (სამომავლო) მოთხოვნებს. 2. კრედიტორს უფლება აქვს, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის თაობაზე შეტყობინების მიღებიდან 30 დღის ვადაში მიმართოს მმართველს/რეაბილიტაციის ზედამხედველს (არსებობის შემთხვევაში) და წარუდგინოს მას კრედიტორული მოთხოვნა, თუ ის განსხვავდება მოვალის მიერ აღიარებული მოთხოვნის ოდენობისგან. ეს ვადა შეიძლება აღდგენილ იქნეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლის შესაბამისად. ამ ვადის გასვლის შემდეგ წარდგენილი ნებისმიერი მოთხოვნა დაგვიანებულად მიიჩნევა. 3. კრედიტორს, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად შეტყობინება არ გაეგზავნა, უფლება აქვს, მოთხოვნა წარადგინოს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების თაობაზე შეტყობიდან 30 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანიდან 1 წლისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გასულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა. 4. მმართველს/რეაბილიტაციის ზედამხედველს უფლება აქვს, მოთხოვნის ოდენობისა და მისი ნამდვილობის შესამოწმებლად კრედიტორისგან დამატებითი ინფორმაცია და მტკიცებულებები გამოითხოვოს. 5. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის წარდგენა ან გაზრდა დაუშვებელია. მმართველი/რეაბილიტაციის ზედამხედველი აღნიშნულ მოთხოვნას კრედიტორთა რეესტრში შეიტანს არაუმეტეს იმ ოდენობით, რომელიც აღიარებულია მოვალის მიერ და სადავო არ გამხდარა. 6. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს საპენსიო ფონდი (შემდგომ − საპენსიო ფონდი) ამ კანონის მიზნებისთვის არ არის კრედიტორი. „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მონაწილის საკუთრებაში არსებულ საპენსიო აქტივებთან მიმართებით კრედიტორი/კრედიტორები არის/არიან შესაბამისი მონაწილე ან მონაწილის მემკვიდრე/მემკვიდრეები. ამ კანონის შესაბამისად რეაბილიტაციის მმართველის ან/და გაკოტრების მმართველის მიმართვის შემთხვევაში საქართველოს საპენსიო ფონდი ვალდებულია აღნიშნულ პირს/პირებს მიაწოდოს ელექტრონულ სისტემაში არსებული ინფორმაცია შესაბამისი დამსაქმებლის მიერ განხორციელებული საპენსიო შენატანების შესახებ, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისგან − შემოსავლების სამსახურისგან მიღებულ მონაცემებთან შედარების შედეგად მიღებული ინფორმაცია „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3607 – ვებგვერდი, 20.11.2023წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4315 – ვებგვერდი, 12.07.2024წ. მუხლი 5¹. კეიპტაუნის კონვენციით განსაზღვრული კრედიტორის მოთხოვნები გადახდისუუნარობისას 1. მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმდინარეობისას კეიპტაუნის კონვენციით განსაზღვრული კრედიტორის მოთხოვნებთან დაკავშირებით მოქმედებს იმავე კონვენციის „საავიაციო მოწყობილობების თაობაზე“ ოქმის XI მუხლის „ა“ ალტერნატივით დადგენილი რეჟიმი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულება გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ საქართველო მოვალისთვის მისი გადახდისუუნარობის მიმართ პირველადი იურისდიქციის ქვეყანაა. თუ მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება საქართველოში ისე მიმდინარეობს, რომ მისი გადახდისუუნარობის მიმართ პირველადი იურისდიქციის ქვეყანა კეიპტაუნის კონვენციის ხელშემკვრელი სხვა სახელმწიფოა, კრედიტორის მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს ამ სახელმწიფოს მიერ იმავე კონვენციის „საავიაციო მოწყობილობების თაობაზე“ ოქმის XXX მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე გაკეთებული განცხადების შესაბამისად. საქართველოს 2026 წლის 24 ივნისის კანონი №1764 – ვებგვერდი, 03.07.2026წ. მუხლი 6. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების საფუძველი 1. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია მოვალის გადახდისუუნარობა ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობა. გადახდისუუნარობის საქმის წარმოება იწყება რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის მოთხოვნით გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანით. 2. გადახდისუუნარობის საქმის წარმოება შეიძლება განხორციელდეს: ა) რეაბილიტაციის რეჟიმით; ბ) გაკოტრების რეჟიმით. 3. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება გულისხმობს ამ კანონით გათვალისწინებული სუბიექტების ამავე კანონით დადგენილი რეგულირებისადმი დაქვემდებარებისთვის შესაბამისი საფუძვლის წარმოშობას. მუხლი 7. გადახდისუუნარობის ცნება და გადახდისუუნარობის პრეზუმფცია 1. მოვალე გადახდისუუნაროა, თუ იგი ვერ ფარავს ვადამოსულ ვალდებულებებს. 2. მოსალოდნელი გადახდისუუნარობა არსებობს, თუ არსებობს გონივრული საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მოვალე გადახდისუუნარო გახდება. 3. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის მიზნებისთვის, საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მოვალე გადახდისუუნაროა, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება: ა) მოვალის მთლიანი ვალდებულებების, მათ შორის, სამომავლო და პირობითი ვალდებულებების, ჯამი მთლიანი აქტივების ჯამს აღემატება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოვალე შეძლებს საქმიანობის გაგრძელებას, რის შედეგადაც აღმოიფხვრება ვალდებულებების მეტობა აქტივებთან შედარებით. გადახდისუუნარობის არსებობის დადგენის მიზნებისთვის მოვალის ვალდებულებები მოიცავს სამომავლო და პირობით ვალდებულებებსაც, გარდა მოვალეზე პარტნიორის მიერ გაცემული სესხებისა; ბ) სავარაუდოა, რომ მოვალე ვადამოსულ ვალდებულებებს შემდგომი 30 დღის განმავლობაში ვერ დაფარავს, რადგან მისი ვადამოსული ვალდებულებების ჯამი მთლიანი ლიკვიდური აქტივების ჯამს არანაკლებ 20 პროცენტით აღემატება (ლიკვიდობის დეფიციტი), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოვალე დროის გონივრულად მცირე მონაკვეთში შეძლებს ლიკვიდობის დეფიციტის მთლიანად ან არსებითად მთლიანად აღმოფხვრას; გ) მოვალე შეყვანილია ან განცხადების შეტანამდე 12 თვის განმავლობაში შეყვანილი იყო მოვალეთა რეესტრში; დ) მოვალემ შეაჩერა საქმიანობა; ე) მოვალის მიმართ განცხადების შეტანამდე არანაკლებ 30 დღის განმავლობაში მოქმედებს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიება; ვ) მოვალის ან მესამე პირის ვალდებულებების შესასრულებლად უზრუნველყოფის ხელშეკრულებით ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით დაიწყო მოვალის ქონების რეალიზაციის პროცესი, რომლის გაგრძელება საფრთხეს შეუქმნის სხვა კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას. მუხლი 8. სასამართლო განსჯადობა და საპროცესო ნორმები 1. ამ კანონით გათვალისწინებულ გადახდისუუნარობის საქმეთა მიმართ დადგენილია სპეციალური სასამართლო განსჯადობა. 2. ამ კანონით გათვალისწინებულ გადახდისუუნარობის საქმეებს განიხილავენ თბილისისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოები. 3. ამ კანონით გათვალისწინებულ გადახდისუუნარობის საქმეთა განხილვის მიზნებისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს იურისდიქცია მოიცავს აღმოსავლეთ საქართველოს, ხოლო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს იურისდიქცია – დასავლეთ საქართველოს. 4. სასამართლო გადახდისუუნარობის საქმეს განიხილავს მოვალის იურიდიული მისამართის მიხედვით, ხოლო საქართველოში მოვალის იურიდიული მისამართის არარსებობის შემთხვევაში − მისი მთავარი ინტერესების ცენტრის მიხედვით. 5. ამ კანონით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის საქმის განხილვისას გამოიყენება ამავე კანონით დადგენილი საპროცესო ნორმები. 6. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმართ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი არ შეიცავს შესაბამისი საკითხის მომწესრიგებელ სპეციალურ ნორმას და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის გამოყენება არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მიზანსა და პრინციპებს. მუხლი 9. სასამართლოში კერძო საჩივრის შეტანა 1. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში მოსამართლის მიერ განჩინების ფორმით მიღებულ გადაწყვეტილებაზე შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ კერძო საჩივარი. 2. კერძო საჩივრის სასამართლოში შეტანის უფლება აქვს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეს, რომლის მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირს, რომელსაც უშუალოდ ეხება ეს განჩინება. 3. კერძო საჩივარი შეტანილი უნდა იქნეს განჩინების გამომტან სასამართლოში წერილობითი ფორმით. 4. კერძო საჩივარი შეიძლება შეტანილ იქნეს განჩინების გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში, თუ ამ კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. 5. თუ კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა, კერძო საჩივრის შეტანის ვადა მისი გამოცხადების მომენტიდან დაიწყება. 6. კერძო საჩივრის შეტანა არ აჩერებს გასაჩივრებული განჩინებით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედების შესრულებას. სასამართლო უფლებამოსილია შეაჩეროს გასაჩივრებული განჩინებით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედების შესრულება. 7. თუ სასამართლო კერძო საჩივარს დასაშვებად და დასაბუთებულად მიიჩნევს, ის მას დააკმაყოფილებს. წინააღმდეგ შემთხვევაში კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად, მისი მიღებიდან 5 დღის ვადაში ზემდგომ სასამართლოს ეგზავნება. 8. ზემდგომი სასამართლო კერძო საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს 14 დღის ვადაში. 9. კერძო საჩივრის თაობაზე ზემდგომი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება. მუხლი 10. დავის საერთო სასარჩელო წესით განხილვა 1. სამოქალაქო ან ადმინისტრაციული დავა, რომელიც დაკავშირებულია გადახდისუუნარობის მასიდან ნივთის გამოთხოვასთან ან რომელშიც მოვალე არის მოსარჩელე და რომელიც გადახდისუუნარობის მასას უკავშირდება, ამ მუხლითა და შესაბამისი საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაჩქარებულად განიხილება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება იმ დავაზე, რომელსაც „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით არბიტრაჟი განიხილავს. 3. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შემდეგ აღძრულ, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დავას განიხილავს გადახდისუუნარობის საქმის განმხილველი სასამართლო. 4. გადახდისუუნარობის საქმის განმხილველი მოსამართლე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში შესაბამის შეტყობინებას უგზავნის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დავის განმხილველ მოსამართლეს. აღნიშნული დავის განმხილველი მოსამართლე ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან 20 დღის ვადაში დაასრულოს საქმის განხილვა. 5. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დავაზე გამოტანილი გადაწყვეტილება შეიძლება მხარისთვის მისი ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო სასამართლო ვალდებულია 5 დღის ვადაში განიხილოს საჩივრის წარმოე
წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი და ბოლოს შემოწმდა 22 ნოემბერი, 2026; იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ „მაცნეზე“ გამოქვეყნებულ ტექსტს. AI ასისტენტის პასუხი კანონის ტექსტის განმარტებაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.