პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ

ტექსტი

შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს კანონი

საქართველოს კანონი

შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ

თავი I. ზოგადი დებულებები მუხლი 1. კანონის მიზანი და მოქმედების სფერო 1. ამ კანონის მიზანია ენერგორესურსების რაციონალური გამოყენების ხელშეწყობა და შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება შენობების გარე კლიმატური და ადგილობრივი პირობების, შიდა კლიმატურ პირობებზე მოთხოვნილებისა და ხარჯეფექტურობის გათვალისწინებით. 2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება შემდეგ შენობებზე: ა) შენობაზე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, თუ ამ შენობის შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა გამოიწვევს მისი განსაკუთრებული ხასიათისა და გარეგნული იერსახის ცვლილებას; ბ) საკულტო-რელიგიური დანიშნულების შენობაზე; გ) დროებით შენობაზე, რომელიც განკუთვნილია არაუმეტეს 2 წლის ვადით გამოყენებისთვის, სამრეწველო ობიექტზე, საამქროზე, დაბალი ენერგომოთხოვნილების მქონე არასაცხოვრებელ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შენობაზე; დ) საცხოვრებელ შენობაზე, რომელიც გამოიყენება წელიწადში 4 თვეზე ნაკლები ვადით ან განკუთვნილია ამ ვადით გამოყენებისთვის; ე) ცალკე მდგომ შენობაზე, რომლის სასარგებლო ფართობი 50 მ²-ზე ნაკლებია. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ახალი შენობა − შენობა, რომლის მშენებლობის ნებართვის მისაღებად განცხადება წარდგენილი იქნება 2022 წლის 30 ივნისის შემდეგ; ბ) გათბობის ქვაბი − წვის კამერისა და ქვაბის კომბინირებული კორპუსი, რომელიც წვის შედეგად გამოყოფილ სითბოს სითხეს გადასცემს; გ) განახლებადი წყაროებიდან მიღებულ ენერგიაზე მომუშავე ენერგომომარაგების დეცენტრალიზებული სისტემები − მოწყობილობები, რომლებიც საჭიროა განახლებადი წყაროებიდან ენერგიის მისაღებად და მის შესანახად და განლაგებულია იმ შენობებში, რომლებსაც ისინი ემსახურება, ან ამ შენობებთან ახლოს; დ) განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგია − ენერგია, რომელიც მიღებულია არაწიაღისეული, განახლებადი წყაროებიდან, კერძოდ: ქარის, მზის, აეროთერმული, გეოთერმული, ჰიდროთერმული, ზღვის ტალღების ენერგია, ჰიდროენერგია, განახლებადი ბიომასის ენერგია, ნაგავსაყრელებიდან და ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობებიდან მიღებული გაზისა და ბიოგაზის ენერგია; ე) დამოუკიდებელი ექსპერტი − სერტიფიცირებული ფიზიკური პირი ან აკრედიტებული იურიდიული პირი, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს შენობის ენერგოეფექტურობის სერტიფიცირება ან შენობაში გათბობის ან/და გაგრილების და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირება; ვ) ევროპული სტანდარტი − სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტის, ელექტროტექნიკური სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტის ან ევროპის ტელეკომუნიკაციის სტანდარტიზაციის ინსტიტუტის სტანდარტი, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგისტრირებულია სტანდარტების რეესტრში; ზ) ენერგეტიკული გაერთიანება − ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია 2005 წლის ოქტომბერში ხელმოწერილი ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების საფუძველზე; თ) ენერგოეფექტურობის კლასი − შენობის ენერგოეფექტურობის აღმნიშვნელი, ადვილად აღსაქმელი საზომი, რომელიც გამოხატულია ლათინური ანბანის ასოებით − „A“-დან „G“-ის ჩათვლით; ი) ენერგოეფექტურობის სერტიფიკატი − შენობის ან შენობის ნაწილის ენერგოეფექტურობის ამსახველი დოკუმენტი, რომელიც გაცემულია დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ; კ) ეფექტური ნომინალური სიმძლავრე − თბოწარმოქმნის მაქსიმალური სიმძლავრე, რომელიც გამოხატულია კვტ-ით და რომლის მიწოდება უწყვეტი მუშაობისას მწარმოებლის მიერ განსაზღვრული და გარანტირებულია მის მიერვე მითითებული ეფექტურობის რეჟიმის დაცვის პირობებში; ლ) ვენტილაციის სისტემა − კომპონენტების ერთობლიობა, რომლებიც საჭიროა შენობის შიდა ჰაერის დამუშავებისა და ჰაერცვლისთვის; მ) თბური ტუმბო − მექანიზმი, დანადგარი ან მოწყობილობა, რომელიც ბუნებრივი გარემოდან, კერძოდ, წყლიდან, ჰაერიდან ან ნიადაგიდან, შენობებს ან სამრეწველო მოწყობილობებს გადასცემს სითბოს ბუნებრივი ნაკადის ისე შეცვლით, რომ იგი დაბალი ტემპერატურიდან მაღალი ტემპერატურისკენ მიედინება. რევერსულ თბურ ტუმბოს შეუძლია აგრეთვე სითბოს შენობიდან გარეთ, ბუნებრივ გარემოში გატანა; ნ) თითქმის ნულოვანი ენერგომოხმარების შენობა − შენობა, რომელსაც აქვს ძალიან მაღალი ენერგოეფექტურობა და ენერგიაზე თითქმის ნულოვანი ან ძალიან მცირე მოთხოვნილება, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი იმავე ადგილზე ან ახლო ტერიტორიაზე წარმოებული, განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიით კმაყოფილდება; ო) კოგენერაცია − ელექტროენერგიისა და თბური ენერგიის ერთდროული გამომუშავების (წარმოების) პროცესი; პ) მნიშვნელოვანი რეკონსტრუქცია − ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში აქვს ამ კანონის ან/და „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული საქართველოს მთავრობის შესაბამისი აქტით/აქტებით განსაზღვრული ერთ-ერთი შემდეგი მნიშვნელობა: პ.ა) შენობის გარსის ზედაპირის 25%-ზე მეტის რეკონსტრუქცია; პ.ბ) შენობის გარსის ან ტექნიკური სისტემების ისეთი განახლება, რომლის ღირებულება აღემატება შენობის ღირებულების (არ მოიცავს იმ მიწის ღირებულებას, რომელზედაც ეს შენობაა განთავსებული) 25%-ს; ჟ) პირველადი ენერგია − განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგია ან არაგანახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგია, რომელიც არ არის მიღებული გარდაქმნის ან ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადაყვანის შედეგად; რ) სამინისტრო − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; ს) სასარგებლო ფართობი − შენობის ან შენობის ნაწილის ფართობი, სადაც ენერგია შიდა კლიმატის შესაქმნელად გამოიყენება; ტ) შენობა − მთლიანი ნაგებობა (შენობის გარსის, მზიდი კონსტრუქციისა და საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემების ჩათვლით), სადაც ენერგია შიდა კლიმატის შესაქმნელად, ცხელი წყლით მომარაგებისთვის და განათებისა და შენობის გამოყენებასთან დაკავშირებული სხვა პირობების/მომსახურებების უზრუნველსაყოფად გამოიყენება; უ) შენობის გარსი − შენობის ინტეგრირებული ნაწილების ერთობლიობა, რომლებიც შენობის შიდა სივრცეს შენობის გარეთ არსებული გარემოსგან აცალკევებს; ფ) შენობის ელემენტი − შენობის საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემა ან შენობის გარსის ნაწილი; ქ) შენობის ენერგოეფექტურობა − შენობის დანიშნულებით გამოყენებისთვის საჭირო ენერგიაზე მოთხოვნილების დაკმაყოფილებისთვის საჭირო ენერგიის გამოთვლილი ან გაზომილი რაოდენობა, რომელიც მოიცავს გათბობისთვის, გაგრილებისთვის, ვენტილაციისთვის, წყლის გაცხელებისა და განათებისთვის მოხმარებულ და სხვა ენერგიას; ღ) შენობის ნაწილი − შენობის სექცია, სართული ან ბინა, რომელიც შექმნილია ან გადაკეთებულია ცალკე გამოყენებისთვის; ყ) შენობის საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემები − ტექნიკური მოწყობილობები (სისტემები), რომლებიც საჭიროა შენობის ან შენობის ნაწილის სივრცის გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის, ცხელი წყლის, განათების (მათ შორის, ჩაშენებულის), შენობის ავტომატიზაციისა და კონტროლის, ადგილზე ელექტროენერგიის წარმოების ან მათი კომბინაციის უზრუნველყოფისთვის, მათ შორის, განახლებადი წყაროებიდან მიღებულ ენერგიაზე მომუშავე სისტემები; ყ¹) შენობის ავტომატიზაციისა და კონტროლის სისტემა − სისტემა, რომელიც მოიცავს პროგრამული უზრუნველყოფისა და საინჟინრო მომსახურების სერვისებს და რომელიც ხელს უწყობს შენობის საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემების ენერგოეფექტურ, ეკონომიურ და უსაფრთხო ფუნქციონირებას ავტომატური კონტროლისა და მექანიკური მართვის საშუალებით; შ) შენობის ჯამური ენერგოეფექტურობა − შენობის დანიშნულებით გამოყენებისთვის საჭირო პირველადი ენერგიის გამოთვლილი რაოდენობა, რომელიც მოიცავს გათბობისთვის, გაგრილებისთვის, ვენტილაციისთვის, წყლის გაცხელებისა და განათებისთვის მოხმარებულ და სხვა ენერგიას; ჩ) ცენტრალური გათბობა ან ცენტრალური გაგრილება − ერთიანი ქსელით ცენტრალური წყაროდან თბური ენერგიის რამდენიმე შენობისთვის ან ადგილისთვის მიწოდება ორთქლის, ცხელი წყლის ან გაცივებული სითხის საშუალებით, სივრცის ან გათბობის ან გაგრილების პროცესის გამოსაყენებლად; ც) ხარჯოპტიმალური დონე − ენერგოეფექტურობის დონე, რომელიც შენობის ექსპლუატაციის პერიოდში ყველაზე დაბალ დანახარჯებს განაპირობებს; ძ) ჰაერის კონდიცირების სისტემა − იმ კომპონენტების ერთობლიობა, რომლებიც საჭიროა შენობის შიდა ჰაერის დასამუშავებლად მისაწოდებელი ჰაერის ტემპერატურის რეგულირებისთვის, ვენტილაციის (ჰაერცვლის) დონის, ტენიანობისა და ჰაერის ფილტრაციის მართვასთან შესაძლო კომბინაციით; წ) გათბობის სისტემა − იმ კომპონენტების ერთობლიობა, რომლებიც საჭიროა შენობის შიდა ჰაერის დასამუშავებლად და რომლებითაც იზრდება მისი ტემპერატურა. საქართველოს 2021 წლის 10 ივნისის კანონი №626 – ვებგვერდი,14.06.2021წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4311 – ვებგვერდი, 11.07.2024წ. მუხლი 2¹. რეკონსტრუქციის გრძელვადიანი სტრატეგია 1. საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შენობების რეკონსტრუქციის გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებას და საჯარო კონსულტაციების გამართვის შემდეგ ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის წარდგენას. „საჯარო კონსულტაციების შედეგების შეჯამება“ შენობების რეკონსტრუქციის გრძელვადიანი სტრატეგიის დანართია. 2. საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს შენობების რეკონსტრუქციის გრძელვადიანი სტრატეგიის დამტკიცებას, რომელიც ითვალისწინებს 2050 წლისთვის შენობების ენერგოეფექტურ და დეკარბონიზებულ შენობებად რეკონსტრუქციას, რითაც მიიღწევა ამ შენობების თითქმის ნულოვანი ენერგომოხმარების შენობებად ხარჯეფექტური ტრანსფორმაცია. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4311 – ვებგვერდი, 11.07.2024წ. თავი II. შენობებისა და შენობების ნაწილების ენერგოეფექტურობის მოთხოვნები მუხლი 3. შენობების ენერგოეფექტურობის გამოთვლის ეროვნული მეთოდოლოგია 1. შენობის ენერგოეფექტურობა განისაზღვრება შენობების ენერგოეფექტურობის გამოთვლის ეროვნული მეთოდოლოგიით დადგენილი წესით, იმ ენერგიის საანგარიშო რაოდენობის მიხედვით, რომელიც მოიხმარება წლის განმავლობაში ამ შენობის დანიშნულებით გამოყენებასთან დაკავშირებული სხვადასხვა საჭიროების დასაკმაყოფილებლად. 2. შენობების ენერგოეფექტურობის გამოთვლის ეროვნული მეთოდოლოგია მტკიცდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. 2¹. ენერგიაზე სივრცის გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის, ცხელი წყლის, განათების (მათ შორის, ჩაშენებულის) და შენობის სხვა საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემების მოთხოვნა გამოითვლება შენობის შიდა ჰაერის მაღალი ხარისხის, ადამიანის ჯანმრთელობის დაცვისა და კომფორტის მისაღწევად. 2². პირველადი ენერგიის გამოთვლა ეფუძნება პირველადი ენერგიის კოეფიციენტებს ან შეწონილ კოეფიციენტებს. 2³. ამ მუხლის 2¹ და 2² პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 3. შენობების ენერგოეფექტურობის გამოთვლის ეროვნული მეთოდოლოგია მოიცავს შენობის სულ მცირე შემდეგ ასპექტებს: ა) შენობის არქიტექტურული პროექტი; შენობის მდებარეობა და ორიენტაცია, მათ შორის, გარე კლიმატური პირობების გათვალისწინებით; ბ) მზის პასიური სისტემები; გ) თბური სიმძლავრე, თბოიზოლაცია, პასიური სითბო, გამაგრილებელი ელემენტები, თბური ხიდები; დ) გათბობის სისტემები, ცხელი წყლით მომარაგება; ე) ჰაერის კონდიცირების სისტემები; ვ) ბუნებრივი და მექანიკური ვენტილაცია; ზ) შიდა განათების სისტემები; თ) შიდა კლიმატური გარემო (პირობები); ი) შიდა ენერგეტიკული დატვირთვა; კ) განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის სისტემები; ლ) კოგენერაციით გამომუშავებული (წარმოებული) ელექტროენერგია. 4. შენობების ენერგოეფექტურობის გამოთვლის ეროვნული მეთოდოლოგია გამოიყენება შემდეგი ტიპის შენობებისთვის: ა) ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი; ბ) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი; გ) ოფისი, ადმინისტრაციული შენობა; დ) საგანმანათლებლო დაწესებულების შენობა; ე) სამედიცინო დაწესებულების შენობა; ვ) სასტუმრო, საზოგადოებრივი კვების ობიექტი; ზ) სპორტული დანიშნულების შენობა; თ) საცალო და საბითუმო ვაჭრობის შენობა; ი) ენერგიის მომხმარებელი სხვა ტიპის შენობა. 5. შენობების ენერგოეფექტურობის გამოთვლის ეროვნული მეთოდოლოგია შენობის ენერგოეფექტურობის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად განსაზღვრავს ენერგოეფექტურობის ჯამურ ინდიკატორს (EPI) − პირველადი ენერგიის წლიური მოხმარების აღმნიშვნელ ციფრულ სიდიდეს, რომელიც გამოხატულია კვტ.სთ/მ²-ით. შენობების ენერგოეფექტურობის გამოთვლის ეროვნული მეთოდოლოგია უნდა ითვალისწინებდეს შესაბამის ეროვნულ სტანდარტს, ევროპულ სტანდარტს, ევროკომისიის 2012 წლის 16 იანვრის №244/2012 დელეგირებულ რეგულაციასა და ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობას. 6. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია შენობის ენერგოეფექტურობის გამოსახატავად განსაზღვროს დამატებითი რიცხობრივი მაჩვენებლები როგორც პირველადი ენერგიის საერთო მოხმარებისთვის, ისე სათბურის აირების ემისიებისთვის, რომლებიც გამოისახება შემდეგნაირად: კგCO2ეკვ/მ² (წლიურად). საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4311 – ვებგვერდი, 11.07.2024წ. მუხლი 4. შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები 1. შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები (შემდგომ − ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები) მტკიცდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. 2. ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები ვრცელდება ყველა ახალ შენობაზე, ახალი შენობის ნაწილსა და ახალი შენობის ელემენტზე, ხოლო მნიშვნელოვანი რეკონსტრუქციის შემთხვევაში − აგრეთვე ყველა არსებულ შენობასა და არსებული შენობის ნაწილზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ მოთხოვნების გამოყენება შენობის ექსპლუატაციის პერიოდში ხარჯეფექტური არ იქნება. 3. ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები შესაძლებელია ხარჯოპტიმალური დონის გათვალისწინებით სხვადასხვა ტიპის შენობებისთვის ცალ-ცალკე განისაზღვროს. 4. ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები შენობის იმ ელემენტების შეცვლისას და მოდერნიზაციისას, რომლებიც ქმნის შენობის გარსს და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს შენობის ენერგოეფექტურობაზე, განისაზღვრება ხარჯოპტიმალური დონის გათვალისწინებით. 5. ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების ხარჯოპტიმალური დონეები გამოითვლება შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების ხარჯოპტიმალური დონეების გამოთვლის შედარებითი მეთოდოლოგიის საფუძველზე. ამ მეთოდოლოგიის შემუშავებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობა და შესაბამისი ეროვნული პარამეტრები. 6. ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები უნდა გადაიხედოს რეგულარულად, არაუმეტეს 5 წლის ინტერვალით, და საჭიროების შემთხვევაში უნდა განახლდეს სამშენებლო სექტორში ტექნიკური პროგრესის შესაბამისად. 7. განახლებადი წყაროებიდან მიღებულ ენერგიაზე მომუშავე ენერგომომარაგების დეცენტრალიზებული სისტემები, შენობის ენერგომენეჯმენტის სისტემები, აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემები და თბური ტუმბოები გამოიყენება არსებული შენობის რეკონსტრუქციისას ან ახალი შენობის მშენებლობისას, თუ მათი გამოყენება ტექნიკურად, ფუნქციურად, ეკონომიკურად და ეკოლოგიურად მიზანშეწონილია. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4311 – ვებგვერდი, 11.07.2024წ. მუხლი 5. შენობის საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემების ენერგოეფექტურობის მოთხოვნები 1. შენობის ჯამური ენერგოეფექტურობის გათვალისწინებით, შენობის საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემების სწორი შერჩევის, მონტაჟის, რეგულირებისა და მართვის წესები, აგრეთვე ენერგიის გამოყენების, შენობის ტექნიკური სისტემების, მათ შორის, დამუხტვის წერტილების, მიმართ მოთხოვნები დგინდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. 2. შენობის საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემების ენერგოეფექტურობის მოთხოვნები განისაზღვრება ახალი, შეცვლილი და მოდერნიზებული საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემებისთვის და გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ მათი განხორციელება ტექნიკურად, ფუნქციურად და ეკონომიკურად შესაძლებელია. 3. შენობის საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემების ენერგოეფექტურობის მოთხოვნები ეხება სულ მცირე გათბობის, ცხელი წყლით მომარაგების, ჰაერის კონდიცირებისა და ვენტილაციის დიდ სისტემებს ან ამ სისტემების კომბინაციებს. 4. შენობის მშენებლობისას ან მნიშვნელოვანი რეკონსტრუქციისას ენერგიის დაზოგვის მიზნით აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემების, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში − შენობის ავტომატიზაციისა და კონტროლის სისტემების დამონტაჟების წამახალისებელი ღონისძიებები განისაზღვრება ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული, ინტეგრირებული გეგმით. 5. ახალი შენობა აღჭურვილი უნდა იქნეს თვითრეგულირებადი მოწყობილობებით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თუ ეს ტექნიკურად და ეკონომიკურად შესაძლებელია. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ახალი შენობის სანებართვო დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს ტექნიკური და ეკონომიკური მიზანშეწონილობის შეფასებასა და შესაბამის დასაბუთებას. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4311 – ვებგვერდი, 11.07.2024წ. მუხლი 6. თითქმის ნულოვანი ენერგომოხმარების შენობები 1. ყველა ის შენობა, რომლის მშენებლობის ნებართვის მისაღებად განცხადება წარდგენილი იქნება 2029 წლის 30 სექტემბრის შემდეგ, უნდა აკმაყოფილებდეს თითქმის ნულოვანი ენერგომოხმარების შენობის მიმართ მოთხოვნებს. 2. ადმინისტრაციული ორგანოს საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული შენობა, რომლის მშენებლობის ნებართვის მისაღებად განცხადება 2027 წლის 30 სექტემბრის შემდეგ იქნება წარდგენილი, უნდა აკმაყოფილებდეს თითქმის ნულოვანი ენერგომოხმარების შენობის მიმართ დადგენილ მოთხოვნებს. 3. თითქმის ნულოვანი ენერგომოხმარების შენობის მიმართ მოთხოვნების დაკმაყოფილება სავალდებულო არ არის, როდესაც ამ შენობის ექსპლუატაციის პერიოდში მისი ხარჯეფექტურობის მაჩვენებელი უარყოფითია. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4311 – ვებგვერდი, 11.07.2024წ. მუხლი 7. შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიცირება 1. შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიცირების წესი მტკიცდება და ენერგოეფექტურობის სერტიფიკატის განთავსების წესი და მასში შესატანი ინფორმაცია განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. 2. შენობის ან შენობის ნაწილის ენერგოეფექტურობის სერტიფიკატი უნდა შეიცავდეს სულ მცირე: ა) შენობის ენერგოეფექტურობის შეფასებას და ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების მნიშვნელობებს, რათა შენობის ან შენობის ნაწილის მესაკუთრემ ან/და დამქირავებელმა/მოიჯარემ შეძლოს მისი გაყიდვის ან/და გაქირავების/იჯარით გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება; ბ) რეკომენდაციებს შენობის ან შენობის ნაწილის ენერგოეფექტურობის ხარჯოპტიმალური გაუმჯობესების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი გაუმჯობესება ენერგოეფექტურობისთვის დადგენილი მოთხოვნების მიმართ რაციონალური არ არის. 3. შენობის ან შენობის ნაწილის ენერგოეფექტურობის სერტიფიცირება სავალდებულოა: ა) ახალი შენობისთვის ან შენობის ნაწილისთვის; ბ) არსებული შენობისთვის, რომელიც იყიდება ან ქირავდება/იჯარით გაიცემა; გ) არსებული შენობის ნაწილისთვის, რომელიც იყიდება ან ქირავდება/იჯარით გაიცემა; დ) ადმინისტრაციული ორგანოს საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული იმ შენობისთვის, რომლის საერთო ფართობი 500 მ²-ს აღემატება და რომელსაც ხშირად სტუმრობენ გარეშე პირები, ხოლო 2026 წლის 30 ივნისიდან − ადმინისტრაციული ორგანოს საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული იმ შენობისთვის, რომლის საერთო ფართობი 250 მ²-ს აღემატება და რომელსაც ხშირად სტუმრობენ გარეშე პირები. 4. თუ შენობა ან შენობის ნაწილი შენობის მშენებლობის დასრულებამდე გაიყიდა ან გაქირავდა, შენობის ან შენობის ნაწილის მესაკუთრე ვალდებულია განახორციელოს შენობის ან შენობის ნაწილის სამომავლო ენერგოეფექტურობის შეფასება. ამ შემთხვევაში ენერგოეფექტურობის სერტიფიკატი უნდა გაიცეს არაუგვიანეს შენობის ექსპლუატაციაში მიღებისა. 5. შენობის ენერგოეფექტურობის სერტიფიცირება შენობის ან შენობის ნაწილის მესაკუთრის ვალდებულებაა და დამოუკიდებელ ექსპერტთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ხორციელდება. 6. ყველა სავარაუდო მყიდველს ან დამქირავებელს/მოიჯარეს უნდა წარედგინოს მშენებარე ან აშენებული შენობის ან გასაქირავებელი/იჯარით გასაცემი შენობის ან შენობის ნაწილის ენერგოეფექტურობის სერტიფიკატი ან მისი ასლი, ხოლო შენობის ან შენობის ნაწილის გაყიდვის ან გაქირავების შემთხვევაში შენობის ან შენობის ნაწილის ენერგოეფექტურობის სერტიფიკატი უნდა გადაეცეს მყიდველს ან დამქირავებელს/მოიჯარეს. 7. შენობის ენერგოეფექტურობის სერტიფიკატი უნდა განთავსდეს საზოგადოებისთვის თვალსაჩინო ადგილზე შემდეგ შენობებში: ა) ადმინისტრაციული ორგანოს საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ იმ შენობაში, რომლის საერთო ფართობი 500 მ²-ს აღემატება და რომელსაც ხშირად სტუმრობენ გარეშე პირები, ხოლო 2026 წლის 30 ივნისიდან − ადმინისტრაციული ორგანოს საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ შენობაში, რომლის საერთო ფართობი 250 მ²-ს აღემატება და რომელსაც ხშირად სტუმრობენ გარეშე პირები; ბ) ენერგოეფექტურობის სერტიფიკატის მქონე საზოგადოებრივი დანიშნულების იმ შენობაში, რომლის საერთო ფართობი 500 მ²-ს აღემატება და რომელსაც ხშირად სტუმრობენ გარეშე პირები. 8. შენობის ან შენობის ნაწილის ენერგოეფექტურობის სერტიფიკატში მოცემული ენერგოეფექტურობის ინდიკატორის ან კლასის შესახებ ინფორმაცია შეტანილი უნდა იქნეს შესაბამის სარეკლამო-კომერციულ განცხადებაში, როდესაც იყიდება ან/და ქირავდება/იჯარით გაიცემა: ა) ენერგოეფექტურობის სერტიფიკატის მქონე შენობა; ბ) შენობის ნაწილი, რომელსაც არ აქვს ენერგოეფექტურობის სერტიფიკატი, მაგრამ ეს არის ენერგოეფექტურობის სერტიფიკატის მქონე შენობა; გ) ენერგოეფექტურობის სერტიფიკატის მქონე შენობის ნაწილი. 9. ენერგოეფექტურობის სერტიფიკატის მოქმედების ვადაა 10 წელი. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4311 – ვებგვერდი, 11.07.2024წ. მუხლი 8. შენობებში გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირება 1. შენობებში გათბობისა და

წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი და ბოლოს შემოწმდა 22 ნოემბერი, 2026; იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ „მაცნეზე“ გამოქვეყნებულ ტექსტს. AI ასისტენტის პასუხი კანონის ტექსტის განმარტებაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.