ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
ტექსტი
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
საქართველოს კანონი
საქართველოს კანონი
საქართველოს კანონი
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
კარი I. ზოგადი დებულებები თავი I. კანონის მოქმედების სფერო, მიზანი და ამოცანები მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო და მიზანი 1. ეს კანონი ადგენს ელექტროენერგეტიკის სექტორში წარმოების, გადაცემის, განაწილების, მიწოდებისა და ვაჭრობის და ბუნებრივი გაზის სექტორში გადაცემის, განაწილების, მიწოდების, შენახვისა და ვაჭრობის ზოგად სამართლებრივ ჩარჩოს გამართული, გამჭვირვალე და კონკურენტული ელექტროენერგეტიკის და ბუნებრივი გაზის ბაზრების შექმნის, გახსნის, განვითარებისა და ინტეგრირების ხელშეწყობის მიზნით. 2. ეს კანონი აწესრიგებს ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორების მართვასა და ორგანიზებასთან, რეგულირებასთან, მონიტორინგსა და ზედამხედველობასთან, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ბაზრებზე თავისუფალ დაშვებასა და ელექტროენერგიითა და ბუნებრივი გაზით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებს, აგრეთვე ადგენს ტენდერის გამოცხადებასა და ენერგეტიკული საქმიანობის ავტორიზაციასთან, ელექტროენერგეტიკული და ბუნებრივი გაზის სისტემების ოპერირებასა და მათზე დაშვებასთან, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორებში საჯარო მომსახურებასთან, მომხმარებელთა უფლებებთან და მათ დაცვასთან დაკავშირებულ კრიტერიუმებსა და პროცედურებს. 3. ეს კანონი ადგენს ზომებს მიწოდების უსაფრთხოების ისეთი დონის დაცვის მიზნით, რომელიც უზრუნველყოფს ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორების გამართულად ფუნქციონირებას. ეს კანონი ასევე ადგენს სამართლებრივ ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც განისაზღვრება მიწოდების უსაფრთხოების პოლიტიკა, ბაზრის მონაწილეთა ვალდებულებები და მიწოდების უსაფრთხოების დაცვის პროცედურები, კონკურენტული ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის ბაზრების მოთხოვნებთან შესაბამისობის გათვალისწინებით. 4. ეს კანონი ქმნის სამართლებრივ ჩარჩოს საქართველოს კანონმდებლობაში ევროპის კავშირის შემდეგი სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა გასათვალისწინებლად და ასამოქმედებლად: ა) 2009 წლის 13 ივლისის N2009/72/EC დირექტივა ელექტროენერგიის შიდა ბაზრისათვის საერთო წესების შესახებ, რომლითაც გაუქმდა დირექტივა N2003/54/EC; ბ) 2009 წლის 13 ივლისის N714/2009(EC) რეგულაცია ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გაცვლის სისტემებზე დაშვების პირობების შესახებ, რომლითაც გაუქმდა რეგულაცია (EC)N1228/2003; გ) 2006 წლის 18 იანვრის N2005/89/EC დირექტივა ელექტროენერგიის მიწოდებისა და ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ზომების შესახებ; დ) 2009 წლის 13 ივლისის N2009/73/EC დირექტივა ბუნებრივი გაზის შიდა ბაზრისათვის საერთო წესების დაწესების შესახებ, რომლითაც გაუქმდა დირექტივა N2003/55/EC; ე) 2009 წლის 13 ივლისის (EC)N715/2009 რეგულაცია ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელებზე დაშვების პირობების შესახებ, რომლითაც გაუქმდა რეგულაცია (EC)N1775/2005; ვ) 2004 წლის 26 აპრილის N2004/67/EC დირექტივა ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ზომების შესახებ. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა საქართველოს კანონმდებლობაში გათვალისწინება და ამოქმედება ხორციელდება ენერგეტიკული გაერთიანებისთვის დადგენილი ადაპტირებული სახით, ენერგეტიკული გაერთიანების მინისტრთა საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილებების მიხედვით და ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს შეერთების შესახებ ოქმის შესაბამისად. 6. ბუნებრივი გაზისთვის, მათ შორის, გათხევადებული ბუნებრივი გაზისთვის, ამ კანონით დადგენილი ნორმები ვრცელდება აგრეთვე ბიოგაზსა და ბიომასიდან მიღებულ გაზზე, ან სხვა სახეობის გაზზე, თუ ტექნიკურად შესაძლებელია ასეთი გაზის ბუნებრივი გაზის სისტემაში უსაფრთხოდ შეშვება და ტრანსპორტირება. 7. ეს კანონი ასევე ადგენს ბუნებრივი გაზის მწარმოებლებისთვის საქართველოს ბუნებრივი გაზის ბაზარზე მონაწილეობის პირობებს, რომლებიც მოიცავს აგრეთვე იმ მოთხოვნებს, რომლებიც უკავშირდება ბუნებრივი გაზის წარმოებისმოწყობილობების გადამცემ ან გამანაწილებელ ქსელებთან მიერთებას, ბუნებრივი გაზის სისტემაზე დაშვებასა და ბუნებრივი გაზის ბაზარზე გაყიდვას. 8. ეს კანონი არ ვრცელდება ბუნებრივი გაზისა და სხვა ნახშირწყალბადების ძებნა-ძიებაზე, მოპოვებასა და დამუშავებაზე, ავტოგაზგასამართი სადგურების მეშვეობით ბუნებრივი გაზის რეალიზაციაზე, ელექტროტრანსპორტის დამტენი პუნქტების/სადგურების მეშვეობით ელექტროტრანსპორტის დატენის მიზნით ელექტროენერგიის რეალიზაციაზე, აგრეთვე გაზის პროდუქტების წარმოებასა და მათთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე, გარდა იმ საქმიანობისა, რომელიც გათხევადებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობებში ბუნებრივი გაზის გადამუშავებას უკავშირდება. 9. ეს კანონი ასევე არეგულირებს წყალმომარაგებას და ადგენს მასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობების ზოგად ჩარჩოს. 10. ამ კანონის დებულებები არ ვრცელდება წყლის ზედაპირული ან მიწისქვეშა ობიექტიდან წყლის ამოღებაზე ან/და მოპოვებაზე. 11. ეს კანონი არ ვრცელდება საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სამთავრობათაშორისო შეთანხმებიდან წარმოშობილ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც ეხება სამხრეთ კავკასიის მილსადენის სისტემის მეშვეობით ბუნებრივი გაზის ტრანზიტს, ტრანსპორტირებასა და გაყიდვას, როგორც საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიებზე, ისე ამ ტერიტორიების მიღმა. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 30.12.2021წ. მუხლი 2. კანონის ამოცანები ამ კანონის ამოცანებია: ა) სამართლებრივი საფუძვლის შექმნა მომხმარებლისთვის დადგენილი ხარისხის სტანდარტების შესაბამისად, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის უწყვეტი მიწოდებისა და სასმელი წყლით საიმედო მომარაგების უზრუნველსაყოფად; ბ) ელექტროენერგეტიკული, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სისტემების უსაფრთხო, საიმედო და ეფექტიანი ოპერირებისა და დაკავშირებული მომსახურების გაწევის უზრუნველყოფა სისტემებით მოსარგებლე ყველა პირისთვის; გ) რეგულირებული საწარმოების უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრა ამ კანონით დადგენილი პირობების შესაბამისად და კომისიის უფლება-მოვალეობების დადგენა, აგრეთვე რეგულირებული საწარმოების ერთმანეთთან, კომისიასთან და სხვა სახელმწიფო უწყებებთან ორმხრივი ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ჩარჩოს შექმნა; დ) ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც ხელს შეუწყობს კონკურენტუნარიანობის, გამჭვირვალობისა და არადისკრიმინაციულობის პრინციპებზე დაყრდნობით ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის ბაზრების სრულად გახსნას ელექტროენერგიითა და ბუნებრივი გაზით თავისუფლად ვაჭრობის მიზნით; ე) ერთიანი წესების დადგენა საქართველოს ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის ბაზრების ორგანიზებისა და ფუნქციონირებისთვის, მათი შემდგომი განვითარების ჩათვლით, მომავალში ენერგეტიკული გაერთიანების ქვეყნებთან ურთიერთდაკავშირების შემთხვევაში, ევროპის მასშტაბით ინტეგრაციის გათვალისწინებით; ვ) ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორებში საჯარო მომსახურების ვალდებულებების განხორციელების პირობების განსაზღვრა და საბოლოო მომხმარებლების ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა; ზ) გადამცემი სისტემის ოპერატორებისა და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების განცალკევების რეგულირება და მონიტორინგი, მათი სხვა ენერგეტიკული საქმიანობისგან და მათთან დაკავშირებული კომერციული ინტერესებისგან დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა ამ კანონით დადგენილი წესით; თ) ელექტროენერგეტიკულ და ბუნებრივი გაზის სისტემებში, მათ შორის, მეზობელ სისტემებთან ურთიერთდამაკავშირებლებში, მიწოდების უსაფრთხოების გაზრდის საშუალებებში, აგრეთვე წყალმომარაგების სისტემებში ინვესტიციების განსახორციელებლად სათანადო პირობების შექმნა; ი) სამართლებრივი საფუძვლის შექმნა სისტემისა და ბაზრის ოპერატორების, კომისიისა და სხვა სახელმწიფო უწყებების რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობისა და კომპეტენტურ ეროვნულ ორგანოებს, სახელმწიფო ინსტიტუტებსა და სხვა საჯარო დაწესებულებებს შორის ორმხრივი თანამშრომლობისთვის. თავი II. ტერმინთა განმარტება და გამოყენება მუხლი 3. ტერმინთა განმარტება ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) დამხმარე მომსახურება: ა.ა) ელექტროენერგეტიკის სექტორში − ელექტროენერგეტიკულ სისტემაზე დაშვებისა და ელექტროენერგიის გადამცემი ან/და გამანაწილებელი ქსელების ოპერირებისთვის აუცილებელი მომსახურება, მათ შორის, სიხშირის რეგულირება, ძაბვის კონტროლი და მიწოდების აღდგენა; ა.ბ) ბუნებრივი გაზის სექტორში − ბუნებრივი გაზის სისტემებზე დაშვებისა და ბუნებრივი გაზისგადამცემი და გამანაწილებელი ქსელების, ბუნებრივი გაზის საცავის ან/და გათხევადებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობების (ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორისთვის თავისი ფუნქციების განსახორციელებლად დარეზერვებული მოწყობილობების გარდა) ოპერირებისთვის აუცილებელი მომსახურება, მათ შორის, დატვირთვის დაბალანსება, ინერტული აირების შერევა და სისტემაში შეშვება; ბ) ავტორიზაცია − ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში საქმიანობის ლიცენზირება, სერტიფიცირება, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებამოსილებების მინიჭება; გ) ხელმისაწვდომი სიმძლავრე – დროის კონკრეტულ მონაკვეთში გაუნაწილებელი და ელექტროენერგეტიკული ან ბუნებრივი გაზის სისტემისთვის ხელმისაწვდომი სიმძლავრე; დ) დაბალანსება − ყველა მოქმედება და პროცესი, რომელთა მეშვეობითაც გადამცემი სისტემის ოპერატორი უზრუნველყოფს განსაზღვრული პარამეტრებისა და ხარისხის სტანდარტების განგრძობად შენარჩუნებას სისტემების სტაბილურ ფარგლებში ოპერირების მიზნით, რათა შესაძლებელი იყოს მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის უსაფრთხო და საიმედო ფიზიკური მიწოდება, მათ შორის, სიმძლავრეებისა და ენერგეტიკული ნაკადების მართვა, მიწოდებისა და მოთხოვნის დაბალანსება; ე) საბალანსო ელექტროენერგია − ელექტროენერგია, რომელიც აუცილებელია ელექტროენერგეტიკული სისტემის დაბალანსებისთვის, რეალურ დროში ფაქტობრივ მოცულობასა და ორმხრივი ხელშეკრულებით ან/და ელექტროენერგიის ორგანიზებულ ბაზარზე ნავაჭრ მოცულობას შორის სხვაობის დაფარვისთვის; ვ) დაბალანსების ჯგუფი − ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის ბაზრის ერთი ან ერთზე მეტი მონაწილისგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც შექმნილია კომისიის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დაბალანსების ჯგუფის მოდელის შესაბამისად და რომლის უბალანსობაზე პასუხისმგებლობა დაბალანსების ჯგუფის წევრების თანხმობით დაკისრებული აქვს დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს; ზ) დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი − პირი, რომელიც კომისიის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესის შესაბამისად პასუხისმგებელია დაბალანსების ჯგუფის უბალანსობაზე; თ) სიმძლავრე: თ.ა) ელექტროენერგეტიკის სექტორში − ელექტროენერგიის მაქსიმალური მოცულობა, გამოხატული სიმძლავრის ერთეულში (მეგავატში), რომელზე უფლებაც ელექტროენერგეტიკული სისტემით მოსარგებლეს ენიჭება ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესების შესაბამისად; თ.ბ) ბუნებრივი გაზის სექტორში − ბუნებრივი გაზის მაქსიმალური ნაკადი, გამოხატული კუბური მეტრით (ან ენერგიის ერთეულით) დროის ერთეულში, რომელზე უფლებაც ენიჭება ბუნებრივი გაზის სისტემით მოსარგებლეს გადამცემი სისტემის ოპერატორთან, ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორთან ან/და გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორთან დადებული შესაბამისი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად; ი) სერტიფიცირება − პროცედურა, რომელიც ადგენს გადამცემი სისტემის ოპერატორის შესაბამისობას დამოუკიდებლობისა და განცალკევების მოთხოვნებთან; კ) კომისია − საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია; ლ) კომისიის წევრი − ამ კანონის შესაბამისად არჩეული კომისიის წევრი; მ) კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო − საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო; ნ) გადატვირთვა − მდგომარეობა, როდესაც ურთიერთდამაკავშირებლის ან/და შესაბამისი სისტემის გამტარუნარიანობა არასაკმარისია სისტემით მოსარგებლეთა მიერ მოთხოვნილი ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის ყველა ფიზიკური ნაკადისთვის, მათ შორის, იმ ნაკადისთვის, რომელიც წარმოიქმნა ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის შედეგად; ო) გადატვირთვის მართვა − სისტემის ოპერატორის სიმძლავრის პორტფელის მართვა სიმძლავრის ოპტიმალური და მაქსიმალური გამოყენებისა და სამომავლო გადატვირთვის დროული აღმოჩენის მიზნით; პ) სახელშეკრულებო გადატვირთვა − მდგომარეობა, როდესაც ბაზისურ სიმძლავრეზე მოთხოვნის დონე აღემატება ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის ან ბუნებრივი გაზის საცავის ან გათხევადებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობების ტექნიკურ გამტარუნარიანობას; ჟ) კონტროლი – ის უფლებები, ხელშეკრულებები ან სხვა საშუალებები, რომლებიც, ფაქტობრივი მდგომარეობიდან და საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე, ერთად ან ცალ-ცალკე, იძლევა ენერგეტიკულ საწარმოზე არსებითი გავლენის მოხდენის შესაძლებლობას. აღნიშნული შესაძლებლობა შეიძლება გამომდინარეობდეს საკუთრების უფლებიდან, ენერგეტიკული საწარმოს აქტივების მთლიანი ან ნაწილობრივი გამოყენების უფლებიდან და სხვა უფლებებიდან ან ხელშეკრულებებიდან, რომლებიც იძლევა ენერგეტიკული საწარმოს ორგანოების შემადგენლობაზე, ამ ორგანოებში ხმის მიცემაზე ან გადაწყვეტილებების მიღებაზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენის შესაძლებლობას; რ) სახელშეკრულებო სიმძლავრე − ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორის, ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორის ან გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორის მიერ შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, სისტემით მოსარგებლეზე განაწილებული სიმძლავრე; ს) ტრანსსასაზღვრო გადადინება: ს.ა) ელექტროენერგეტიკის სექტორში − ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილეებსა და მეზობელ ელექტროენერგეტიკულ სისტემებში საქმიანობის განმახორციელებელ პირებს შორის ელექტროენერგიით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის შედეგად საქართველოს ან მეზობელი ქვეყნის მიმართულებით განხორციელებული ელექტროენერგიის ფიზიკური გადადინება საქართველოს ელექტროენერგიის გადამცემ ქსელში; ს.ბ) ბუნებრივი გაზის სექტორში − ბუნებრივი გაზის ბაზრის მონაწილეებსა და მეზობელ ბუნებრივი გაზის სისტემებში საქმიანობის განმახორციელებელ პირებს შორის ბუნებრივი გაზით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის შედეგად საქართველოს ან მეზობელი ქვეყნის მიმართულებით ბუნებრივი გაზის ფიზიკური ნაკადის გადაცემა საქართველოს ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელში; ტ) მომხმარებელი − საბოლოო მომხმარებელი, სასმელი წყლის მომხმარებელი; უ) დღით ადრე ბაზარი: უ.ა) ელექტროენერგეტიკის სექტორში − ორგანიზებული, საბითუმო ელექტროენერგიის ბაზარი (ბირჟა), სადაც ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვა ხორციელდება საათობრივად, ელექტროენერგიის ფიზიკური მიწოდების წინა დღეს; უ.ბ) ბუნებრივი გაზის სექტორში − ორგანიზებული, საბითუმო ბუნებრივი გაზის ბაზარი (ბირჟა), სადაც ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვა ხორციელდება ბუნებრივი გაზის ფიზიკური მიწოდების წინა დღეს; ფ) პირდაპირი ხაზი: ფ.ა) ელექტროენერგეტიკის სექტორში − ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც ელექტროენერგიის წარმოების იზოლირებულ ადგილს იზოლირებულ მომხმარებელთან აკავშირებს, ან ელექტროენერგიის მწარმოებლისა და ელექტროენერგიის მიმწოდებლის დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზი, რომლითაც ხორციელდება მათი საქმიანობის ადგილის, შვილობილი კომპანიებისა და საბოლოო მომხმარებლების ელექტროენერგიით პირდაპირი და უშუალო მომარაგება; ფ.ბ) ბუნებრივი გაზის სექტორში − მილსადენი, რომელიც ბუნებრივი გაზის წარმოების იზოლირებულ ადგილს იზოლირებულ მომხმარებელთან აკავშირებს, ან ბუნებრივი გაზის მწარმოებლისა და ბუნებრივი გაზის მიმწოდებლის დამაკავშირებელი მილსადენი, რომლითაც ხორციელდება მათი საქმიანობის ადგილის, შვილობილი კომპანიებისა და საბოლოო მომხმარებლების ბუნებრივი გაზით პირდაპირი და უშუალო მომარაგება; ქ) დისპეტჩერიზაცია − საოპერაციო სიმძლავრეების, გადამცემ სისტემაში წარმოების მოწყობილობებიდან გამომუშავებული ან/და შემოდინებული ენერგიის მართვა ან/და გადამცემ სისტემაში ენერგიის ნაკადების სრულად მართვა, მათ შორის, სხვა სისტემებთან ურთიერთდამაკავშირებლების გამოყენებით; ღ) განაწილება: ღ.ა) ელექტროენერგეტიკის სექტორში − ელექტროენერგიის ტრანსპორტირება დაბალი და საშუალო ძაბვის (0,4-3,3-6-10-35-110 კილოვოლტი ძაბვის ქსელები) ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელით საბოლოო მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის მიწოდების მიზნით (გარდა მიწოდებისა); ღ.ბ) ბუნებრივი გაზის სექტორში − ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი სისტემის საშუალებით (მათ შორის, ლოკალურად მოწყობილი ქსელის საშუალებით, რომელიც არ არის მიერთებული გადამცემ ქსელთან) საბოლოო მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების მიზნით (გარდა მიწოდებისა); ყ) გამანაწილებელი ქსელი − ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელი; შ) გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი: შ.ა) ელექტროენერგეტიკის სექტორში − ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობის განმახორციელებელი ელექტროენერგეტიკული საწარმო − ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი, რომელიც პასუხისმგებელია შესაბამის არეალში ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერირებაზე, მოვლა-პატრონობასა და საჭიროების შემთხვევაში მის განვითარებაზე, ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის სხვა სისტემებთან ურთიერთდაკავშირებაზე, სადაც შესაძლებელია, და ელექტროენერგიის განაწილებასთან დაკავშირებული გონივრული მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით სისტემის გრძელვადიანი შესაძლებლობის უზრუნველყოფაზე; შ.ბ) ბუნებრივი გაზის სექტორში − ბუნებრივი გაზის განაწილების საქმიანობის განმახორციელებელი ბუნებრივი გაზის საწარმო − ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი, რომელიც პასუხისმგებელია შესაბამის არეალში ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი სისტემის ოპერირებაზე, მოვლა-პატრონობასა და საჭიროების შემთხვევაში მის განვითარებაზე, ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი სისტემის სხვა სისტემებთან ურთიერთდაკავშირებაზე, სადაც შესაძლებელია, და ბუნებრივი გაზის განაწილებასთან დაკავშირებული გონივრული მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით სისტემის გრძელვადიანი შესაძლებლობების უზრუნველყოფაზე; ჩ) წყალმომარაგების ლიცენზიატი − საწარმო, რომელიც ახორციელებს წყალმომარაგების საქმიანობას; ც) წყალმომარაგების საქმიანობა − სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის ან/და წყალარინების სისტემის ექსპლუატაცია, წყლის მომხმარებლებისთვის სასმელი წყლის მიწოდება ან/და წყალარინება კონკრეტული სასმელი წყლის წყალმომარაგების ან/და წყალარინების სისტემის/სისტემების ფარგლებში; ძ) სასმელი წყლის მიწოდება − წყლის მომხმარებლისთვის სასმელი წყლის მიწოდება სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით; წ) წყალარინება − ჩამდინარე წყლის გატარება და გამწმენდი ნაგებობების საშუალებით დასაშვებ ნორმამდე გაწმენდა; ჭ) ელექტროენერგიის საბალანსო ბაზარი − ელექტროენერგეტიკული სისტემის რეალურ დროში დაბალანსების მიზნით ელექტროენერგიით ვაჭრობის ორგანიზებული ბაზარი; ხ) ელექტროენერგიის დერივატივი − ფინანსური საბაზრო ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილეების ელექტროენერგიის საბაზრო ფასის შესაძლო რყევებისგან დაცვის მიზნით; ჯ) ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელი − ელექტროენერგეტიკული ქსელი, რომელიც შედგება ელექტროენერგეტიკული მოწყობილობების, ტრანსფორმატორებისა და ელექტროენერგიის გამანაწილებელ სისტემაში არსებული მიწოდების პუნქტების დამაკავშირებელი, არაუმეტეს 110- კილოვოლტიანი ძაბვის საფეხურის, საშუალო და დაბალი ძაბვის ხაზებისგან, აგრეთვე ტელეკომუნიკაციისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების აღჭურვილობებისა და სხვა ინფრასტრუქტურისგან, რომლებიც საჭიროა ქსელის ფუნქციონირებისათვის, გარდა ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის კატეგორიისთვის მიკუთვნებული ინფრასტრუქტურისა; ჰ) ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარი − ელექტროენერგიისა და დამხმარე მომსახურების ყიდვა-გაყიდვისთვის ამ კანონით, ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციით, ელექტროენერგიის ბაზრის წესებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად ორგანიზებული ბაზარი ან/და ელექტროენერგიის ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარი; ჰ¹) ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორი − პირი, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის გარკვეული სეგმენტების ორგანიზებაზე, რაც განისაზღვრება ამ კანონისა და მის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად; ჰ²) ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილე − ფიზიკური ან იურიდიული პირი, მათ შორის, სისტემის ოპერატორი, რომელიც უფლებამოსილია ელექტროენერგიის ბაზარზე ელექტროენერგიის ყიდვაზე ან/და გაყიდვაზე ამ კანონის, ელექტროენერგიის ბაზრის წესებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად; ჰ³) ელექტროენერგიის მწარმოებელი − ელექტროენერგეტიკული საწარმო, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის წარმოების მოწყობილობის (ელექტროსადგურის) ოპერირებას და აწარმოებს ელექტროენერგიას; ჰ⁴) ელექტროენერგიის მიმწოდებელი − ელექტროენერგეტიკული საწარმო, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის მიწოდებას საბოლოო მომხმარებლისთვის; ჰ⁵) ელექტროენერგეტიკული სისტემა − ელექტროენერგეტიკული საწარმოს საკუთრებაში ან/და სარგებლობა-ოპერირებაში მყოფი ელექტროენერგიის გადამცემი ან/და გამანაწილებელი ქსელი, მათ შორის, დამხმარე მომსახურების გაწევისთვის საჭირო მოწყობილობები და დაკავშირებული ელექტროენერგეტიკული საწარმოს მოწყობილობები, რომლებიც საჭიროა ელექტროენერგიის გადაცემისა და განაწილებისთვის; ჰ⁶) ელექტროენერგიის სასისტემო მომსახურება − ელექტროენერგეტიკული სისტემების სათანადოდ ოპერირებისთვის აუცილებელი მომსახურება, მათ შორის, ელექტროენერგიის გადაცემის ან/და განაწილების ქსელებში გადატვირთვის მართვა და დამხმარე მომსახურება; ჰ⁷) ელექტროენერგიის გადამცემი ქსელი − ელექტროენერგეტიკული ქსელი, რომელიც შედგება ელექტროენერგეტიკული მოწყობილობების, ტრანსფორმატორებისა და ელექტროენერგიის გადამცემ სისტემაში არსებული მიწოდების პუნქტების დამაკავშირებელი, 110 კილოვოლტზე მაღალი ძაბვის საფეხურის ხაზებისგან, აგრეთვე ტელეკომუნიკაციისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების აღჭურვილობებისა და სხვა ინფრასტრუქტურისგან, რომლებიც საჭიროა ქსელის ფუნქციონირებისათვის. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ცალკეული 110-კილოვოლტიანი ან 110 კოლოვოლტზე დაბალი ძაბვის ს
წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი და ბოლოს შემოწმდა 22 ნოემბერი, 2026; იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ „მაცნეზე“ გამოქვეყნებულ ტექსტს. AI ასისტენტის პასუხი კანონის ტექსტის განმარტებაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.