ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ
ტექსტი
ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ
საქართველოს კანონი
საქართველოს კანონი
საქართველოს კანონი
ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ
მუხლი 1 ამ კანონის მიზანია ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით ამავე კანონით განსაზღვრული იმ ფიზიკური პირების ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან და შესაბამისი საურავის აღუსრულებელი ნაწილისგან გათავისუფლება, რომლებმაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135⁴ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 1 ოქტომბერს ჩაიდინეს და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა. მუხლი 2 ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან და შესაბამისი საურავის აღუსრულებელი ნაწილისგან გათავისუფლდნენ იმავე მუხლით განსაზღვრული ის ფიზიკური პირები, რომლებზედაც 2019 წლის 1 ოქტომბრამდე საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვა გაიცა. მუხლი 3 1. შესაბამისმა ორგანოებმა და თანამდებობის პირებმა განახორციელონ ამ კანონის აღსასრულებლად საჭირო ყველა ღონისძიება. 2. ამ კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრულ ფიზიკურ პირებს ამავე კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან და შესაბამისი საურავის აღუსრულებელი ნაწილისგან გასათავისუფლებლად არ მოეთხოვებათ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ორგანოებისა და თანამდებობის პირებისთვის მიმართვა. მუხლი 4 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი თბილისი, 10 დეკემბერი 2019 წ. N5446-Iს
საქართველოს პრეზიდენტი | სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი | სალომე ზურაბიშვილი
წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი და ბოლოს შემოწმდა 22 ნოემბერი, 2026; იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ „მაცნეზე“ გამოქვეყნებულ ტექსტს. AI ასისტენტის პასუხი კანონის ტექსტის განმარტებაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.