აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კუთვნილი შემოსულობების ბიუჯეტებს შორის განაწილების შესახებ
მუხლი 1
კანონი განსაზღვრავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კუთვნილი შემოსულობების აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ და ავტონომიური რესპუბლიკის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებს შორის განაწილების წესს.
მუხლი 2
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კუთვნილი შემოსულობები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ და ავტონომიური რესპუბლიკის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებს შორის ნაწილდება კანონის დანართის შესაბამისად.
მუხლი 3
ადგილობრივი გადასახადები და მოსაკრებლები სრულად ირიცხება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში.
მუხლი 4
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კუთვნილი შემოსულობები ბიუჯეტებს შორის ნაწილდება მხოლოდ ამ კანონის შესაბამისად.
მუხლი 5
საგადასახადო კანონმდებლობით გაუქმებული გადასახადებიდან მიღებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კუთვნილი საბიუჯეტო შემოსულობები სრულად ირიცხება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში.
მუხლი 6
ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი „ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კუთვნილი საგადასახადო, არასაგადასახადო და კაპიტალური შემოსავლების ბიუჯეტებს შორის განაწილების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2007 წლის 13 ივნისის კანონი („ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე“ № 15, 14.06.2007, მუხლი 39).
მუხლი 7
კანონი ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია
ქ. თბილისი.
2009 წლის 3 დეკემბერი
დანართი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კუთვნილი შემოსულობების ბიუჯეტებს შორის განაწილება
შემოსულობების დასახელება | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტი | ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტები
№ | 1 | 2 | 3
1 | საშემოსავლო გადასახადი | 100
2 | ქონების გადასახადი | 100
3 | პროცენტები (სარგებელი) ცალკეული ხასიათის ფინანსური აქტივებიდან, კერძოდ, დეპოზიტებიდან (ფასიანი ქაღალდებიდან აქციების გარდა), და სხვა შემოსავალი პროცენტებიდან, განკუთვნილი:
3.1 | ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებისათვის | 100
3.2 | ადგილობრივი თვითმმართველობებისათვის | 100
4 | შემოსავალი დივიდენდებიდან
4.1 | ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების და კერძო საწარმოების მოგებიდან | 100
4.2 | ადგილობრივი ხელისუფლების წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების და კერძო საწარმოების მოგებიდან | 100
5 | ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი | 100
6 | შემოსავალი სახელმწიფო მიწის იჯარაში და მართვაში (უზუფრუქტი, ქირავნობა და სხვა) გადაცემიდან | 100
7 | შემოსავალი ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მიწის მართვაში (უზუფრუქტი, ქირავნობა, იჯარა და სხვა) გადაცემიდან | 100
8 | შემოსავალი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების საკუთრებაში არსებული მიწის მართვაში (უზუფრუქტი, ქირავნობა, იჯარა და სხვა) გადაცემიდან | 100
9 | შემოსავალი სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საფასურიდან, გადახდევინებული ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურის მიერ | 100
10 | რენტა (გარდა მიწისა), გადახდევინებული:
10.1 | ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ | 100
10.2 | ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ | 100
11 | სალიცენზიო მოსაკრებელი, გადახდევინებული ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ | 100
12 | სანებართვო მოსაკრებელი, გადახდევინებული:
12.1 | ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ | 100
12.2 | ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ | 100
13 | სახელმწიფო ბაჟი საქართველოს ტერიტორიაზე მოქალაქეობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემისათვის, მოქალაქეთა მდგომარეობის აქტების რეგისტრაციისათვის, საქართველოს ტერიტორიაზე მოქალაქეობისა და ემიგრაცია-მიგრაციის საკითხების განხილვისათვის:
13.1 | ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ | 100
13.2 | ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ | 100
14 | სხვა სახელმწიფო ბაჟი, გადახდევინებული:
14.1 | ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ | 100
14.2 | ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ | 100
15 | საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი, გადახდევინებული
15.1 | ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ | 100
15.2 | ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ | 100
16 | სატენდერო მოსაკრებელი – სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას:
16.1 | ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის სახსრებით | 100
16.2 | ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების სახსრებით – ადგილობრივი სატენდერო მოსაკრებელი | 100
17 | შემოსულობა გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემიდან | 100
18 | სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებელი, გადახდევინებული:
18.1 | ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ | 100
18.2 | ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ | 100
19 | სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი | 100
20 | მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის | 100
21 | კულტურული მემკვიდრეობის სარეაბილიტაციო არეალის ინფრასტრუქტურის მოსაკრებელი | 100
22 | მოსაკრებელი სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის | 100
23 | მოსაკრებელი მშენებლობის ნებართვისათვის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული და ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) | 100
24 | მოსაკრებელი სამოქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისთვის | 100
25 | სხვა მოსაკრებელი, გადახდევინებული:
25.1 | ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ | 100
25.2 | ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ | 100
26 | არასაბაზრო წესით გაყიდული საქონელი და მომსახურება:
26.1 | შემოსავალი სხვა საქონლის რეალიზაციიდან, გადახდევინებული:
26.1.1 | ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ | 100
26.1.2 | ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ | 100
26.2 | შემოსავალი მომსახურებიდან, რომელიც გაწეულია:
26.2.1 | ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ | 100
26.2.2 | ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ | 100
26.3 | შემოსავალი სახელმწიფო ქონების (გარდა მიწისა) იჯარაში ან მართვაში (უზუფრუქტი, ქირავნობა და სხვა) გადაცემიდან, რომელიც:
26.3.1 | განლაგებულია ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე და სახელმწიფო სარგებლობაშია | 100
26.3.2 | ავტონომიური რესპუბლიკის სარგებლობაშია | 100
26.4 | შემოსავალი ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების (გარდა მიწისა) იჯარაში ან მართვაში (უზუფრუქტი, ქირავნობა და სხვა) გადაცემიდან | 100
26.5 | შემოსავალი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების საკუთრებაში არსებული ქონების (გარდა მიწისა) იჯარაში ან მართვაში (უზუფრუქტი, ქირავნობა და სხვ) გადაცემიდან | 100
26.6 | შემოსავალი სხვა სახელმწიფო ქონების (გარდა მიწისა) იჯარაში ან მართვაში (უზუფრუქტი, ქირავნობა და ს ხვა) გადაცემიდან, გადახდევინებული:
26.6.1 | ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ | 100
26.6.2 | ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ | 100
27 | შემოსავალი სანქციებიდან (ჯარიმებიდან, საურავებიდან)
27.1 | შემოსავალი სხვადასხვა სფეროში ადმინისტრაციული სამართალდარღვევებიდან, გადახდევინებული:
27.1.1 | ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ | 100
27.1.2 | ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ | 100
27.2 | შემოსავალი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის გადახდილი ჯარიმებიდან | 100
27.3 | შემოსავალი გაცემული სესხის დაფარვის ვადის დარღვევისათვის გადახდილი საურავიდან, გადახდევინებული:
27.3.1 | ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ | 100
27.3.2 | ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ | 100
27.4 | შემოსავალი არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში გამოვლენილი დარღვევებისათვის გადახდილი ჯარიმებიდან, გადახდევინებული:
27.4.1 | ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ | 100
27.4.2 | ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ | 100
27.5 | შემოსავალი სხვა ჯარიმებიდან და საურავებიდან, გადახდევინებული:
27.5.1 | ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ | 100
27.5.2 | ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ | 100
28 | შემოსავალი მიმდინარე ტრანსფერებიდან, შემოწირულობებიდან და ქველმოქმედებიდან (გრანტების გარდა), განკუთვნილი:
28.1 | ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებისათვის | 100
28.2 | ადგილობრივი თვითმმართველობისათვის | 100
29 | შემოსავალი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურებიდან | 100
30 | ვალუტის კურსის ცვლილებით გამოწვეული შემოსავალი, მიღებული:
30.1 | ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ | 100
30.2 | ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ | 100
31 | შემოსულობა არაფინანსური აქტივებიდან
31.1 | შემოსულობა ძირითადი აქტივების გაყიდვიდან | 100
31.2 | შემოსულობა ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ძირითადი აქტივების გაყიდვიდან | 100
31.3 | შემოსულობა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების საკუთრებაში არსებული ძირითადი აქტივების გაყიდვიდან | 100
31.4 | შემოსულობა ლიცენზიების გაყიდვიდან | 100
31.5 | შემოსულობა მატერიალური მარაგების (ნედლეული და მასალები, დაუმთავრებელი წარმოება, მზა პროდუქცია და შემდგომი რეალიზაციისათვის შეძენილი საქონელი) გაყიდვიდან, განხორციელებული:
31.5.1 | ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ | 100
31.5.2 | ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ | 100
31.6 | შემოსულობა ფასეულობების გაყიდვიდან, განხორციელებული:
31.6.1 | ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ | 100
31.6.2 | ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ | 100
31.7 | შემოსულობა არაწარმოებული აქტივებიდან
31.7.1 | შემოსულობა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყიდვიდან, რომელიც განლაგებულია:
31.7.1.1. | ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე | 100
31.7.1.2 | შემოსულობა ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყიდვიდან | 100
31.7.1.3 | შემოსულობა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყიდვიდან | 100
31.8 | შემოსულობა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყიდვიდან, რომელიც განლაგებულია:
31.8.1 | ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე | 100
31.9 | შემოსულობა ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყიდვიდან | 100
31.10 | შემოსულობა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყიდვიდან | 100
31.11 | შემოსულობა არაწარმოებული არამატერიალური აქტივებიდან (პატენტები, სალიზინგო ხელშეკრულებები და სხვა ანალოგიური კონტრაქტები, აგრეთვე შეძენილი გუდვილი), გადახდევინებული:
31.11.1 | ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ | 100
31.11.2 | ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ | 100
31.12 | შემოსულობა მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებიდან | 100
32 | შემოსულობა ფინანსური აქტივებიდან და ვალდებულებებიდან, განკუთვნილი
32.1 | ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებისათვის | 100
32.2 | ადგილობრივი თვითმმართველობისათვის | 100
წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი და ბოლოს შემოწმდა 22 ნოემბერი, 2026; იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ „მაცნეზე“ გამოქვეყნებულ ტექსტს. AI ასისტენტის პასუხი კანონის ტექსტის განმარტებაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.