პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
სარჩევი · 14 თავი
  1. წიგნი Iკოდექსის ზოგადი დებულებები
  2. თავი Iშესავალი დებულებები
  3. თავი IIბავშვის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები
  4. თავი IIIბავშვის უფლება ოჯახზე
  5. თავი IVბავშვის უფლება ალტერნატიულ ზრუნვაზე
  6. თავი Vბავშვის მიერ განათლების მიღების უფლება
  7. თავი VIბავშვის ჯანმრთელობის დაცვის უფლება
  8. თავი VIIბავშვის უფლება სოციალურ დაცვაზე, ცხოვრების სათანადო პირობებსა და განვითარებაზე
  9. თავი VIIIბავშვის ძალადობისგან დაცვის უფლება
  10. თავი IXბავშვის მავნე ზეგავლენისგან დაცვის უფლება
  11. თავი Xბავშვის უფლება მართლმსაჯულებაზე
  12. თავი XIზოგადი საფუძვლები
  13. თავი XIIუფლებამოსილებანი ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სფეროებში
  14. თავი XIIIგარდამავალი დებულებები
  15. თავი XIVდასკვნითი დებულებები

ბავშვის უფლებათა კოდექსი

წიგნი Iკოდექსის ზოგადი დებულებები

თავი Xბავშვის უფლება მართლმსაჯულებაზე

მუხლი 81. გადაწყვეტილების დასაბუთების საფუძვლები

1. ბავშვის უფლებებთან დაკავშირებულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას და დასაბუთებისას ადმინისტრაციულმა ორგანომ უპირატესობა უნდა მიანიჭოს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. 2. ბავშვის უფლებებთან დაკავშირებულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას და დასაბუთებისას სასამართლომ უპირატესობა უნდა მიანიჭოს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. 3. ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭების (მათი უპირატესი გათვალისწინების) მიზნით ადმინისტრაციული ორგანოს ან სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს შემდეგი საბაზისო კრიტერიუმების მიხედვით: ა) ბავშვის ფიზიკური და ფსიქოლოგიური დაცვა და უსაფრთხოება; ბ) ბავშვისთვის განათლების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ფსიქოსოციალური მხარდაჭერისა და რეაბილიტაციის შეუფერხებელი ხელმისაწვდომობა; გ) ბავშვის მიმართ ძალადობის ნებისმიერი ფორმის, მისი შეურაცხყოფისა და საფრთხის თავიდან აცილება; დ) ბავშვის ჰარმონიული განვითარების ხელშეწყობა, მისი პიროვნების, ინდივიდუალური შესაძლებლობებისა და ინტერესების პატივისცემა; ე) ბავშვის მოსაზრებები; ვ) ბავშვსა და მის მშობელს ან ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელ სხვა პირს შორის ურთიერთობა; ზ) ორივე მშობელთან ბავშვის ურთიერთობის შენარჩუნების ან აღდგენის შესაძლებლობა; თ) ბავშვის მოსაზრების საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მისი აღსრულების ეტაპზე ბავშვისთვის შესაძლო ზიანის მიყენების თავიდან აცილების კონკრეტული ღონისძიებები; ი) სხვა საკითხები, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად გავლენას ახდენს ბავშვის უფლებებზე და საქმის სამართლიანი პროცესის პრინციპების დაცვით გადაწყვეტაზე.

წიგნი IIIბავშვის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ინსტიტუციური გარანტიები

ბმული ამ მუხლზე

თავი XIზოგადი საფუძვლები

მუხლი 82. ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე ზეგავლენის შეფასების მექანიზმი

1. ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭების პრინციპის დაცვით სახელმწიფო უზრუნველყოფს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე ზეგავლენის შეფასების მექანიზმის დანერგვას სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების, კანონის მიღების, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვის, სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების დროს. 2. ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე ზეგავლენის შეფასების მექანიზმი გულისხმობს გადაწყვეტილების მიღებამდე ბავშვის ან ბავშვთა ჯგუფის უფლებებზე ამ გადაწყვეტილების ზეგავლენის მოსალოდნელი შედეგების წინასწარ შეფასებას და გადაწყვეტილების აღსრულების შემდეგ მონიტორინგის რეგულარულად განხორციელებას. 3. სახელმწიფო ვალდებულია ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე ზეგავლენის შეფასების მექანიზმის დასანერგად განახორციელოს ყველა საჭირო ადმინისტრაციული და სხვა ღონისძიება: ა) საქართველოს პარლამენტის მიერ ახალი კანონის მიღების ან/და საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების დროს და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვისას ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც პირდაპირ ან ირიბად გავლენას მოახდენს ბავშვის ან ბავშვთა ჯგუფის უფლებებზე; ბ) საქართველოს მთავრობის მიერ კანონის ან კანონქვემდებარე აქტის პროექტის შემუშავებისას, რომელიც პირდაპირ ან ირიბად გავლენას მოახდენს ბავშვის ან ბავშვთა ჯგუფის უფლებებზე; გ) მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ ადგილობრივი მნიშვნელობის ნორმატიული სამართლებრივი აქტის შემუშავებისას, რომელიც პირდაპირ ან ირიბად გავლენას მოახდენს ბავშვის ან ბავშვთა ჯგუფის უფლებებზე.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 83. ანგარიშვალდებულება, კოორდინაცია და მონიტორინგი

1. სახელმწიფო პოლიტიკა და პროგრამები უნდა შემუშავდეს და განხორციელდეს განათლების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და მართლმსაჯულების სფეროებს შორის კოორდინაციითა და უწყებათაშორისი თანამშრომლობით, ბავშვების, აკადემიური წრეების, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენელთა მონაწილეობით. 2. საქართველოს ტერიტორიაზე ბავშვის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მონიტორინგსა და შეფასებას ახორციელებენ: საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი შესაბამისი უწყებათაშორისი თანამშრომლობის კომისიები, მუნიციპალიტეტები, საქართველოს სახალხო დამცველი, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები. 3. ამ კოდექსით განსაზღვრული მიზნების მიღწევისთვის სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოთა თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად საქართველოს მთავრობა ქმნის უწყებათაშორისი კოორდინაციის ინსტიტუციურ მექანიზმს. უწყებათაშორისი კოორდინაციის ინსტიტუციური მექანიზმის შესახებ დებულებას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. საქართველოს 2023 წლის 17 მაისის კანონი №2924 – ვებგვერდი, 25.05.2023წ.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 84. მონაცემთა შეგროვება და ანალიზი

1. ამ კოდექსის 83-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული უწყებათაშორისი კოორდინაციის ინსტიტუციური მექანიზმის ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად, პერსონალური მონაცემების დაცვის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო ქმნის მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის ერთიან ელექტრონულ სისტემას, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა სფეროში ბავშვის უფლებების რეალიზების ამსახველი სტატისტიკური მონაცემების, მათ შორის, ბავშვებისადმი უთანასწორო მოპყრობის, ბავშვის მიმართ ძალადობის მიზეზებისა და შედეგების, მსჯავრდების შემთხვევების რაოდენობის, შესაბამისი პრევენციული და რეაგირების ღონისძიებების ეფექტიანობის შესახებ მონაცემების, შეგროვებასა და ანალიზს. მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის ერთიანი ელექტრონული სისტემისა და ბავშვის პერსონალური მონაცემების დაცვის ინსტრუქციას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 2. სახელმწიფო მონაცემებს აგროვებს ბავშვის ყველა უფლებასთან დაკავშირებით შემუშავებული ინდიკატორების მიხედვით და მონაცემთა ანალიზის შედეგების გათვალისწინებით შეიმუშავებს ინფორმირებულ ბავშვის უფლებათა დაცვის სახელმწიფო პოლიტიკას. 2¹. უწყებათაშორისი კოორდინაციის ინსტიტუციური მექანიზმის ფუნქციონირებისთვის ბავშვის პერსონალური მონაცემების დამუშავება დასაშვებია ბავშვის სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის ან უსაფრთხოებისთვის ან/და ბავშვის საუკეთესო ინტერესისთვის ან მისი უფლებისთვის მიყენებული ზიანის ან მოსალოდნელი რისკების შემცველი შემთხვევის გამოვლენის ან/და მართვის მიზნებისთვის და ამ მიზნების ფარგლებში, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 3. სახელმწიფო უზრუნველყოფს საზოგადოებისთვის სტატისტიკური მაჩვენებლებისა და კვლევის შედეგების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. 4. სახელმწიფო ახორციელებს სათანადო ღონისძიებებს, მათ შორის, ექსპერტთა ჯგუფის მონაწილეობით, ბავშვის მიმართ ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრის საკითხების საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში განსახილველად. 5. ამ მუხლით განსაზღვრულ უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს მთავრობა. საქართველოს 2023 წლის 17 მაისის კანონი №2924 – ვებგვერდი, 25.05.2023წ.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 85. ბავშვის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა

1. ამ კოდექსით გათვალისწინებული ბავშვის უფლებების ეფექტიანი დაცვისა და მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანო შეიმუშავებს ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამებს. 2. ამ კოდექსის საფუძველზე შესაბამისი სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების მიზნებია: ა) ბავშვის სოციალური განვითარების ხელშეწყობა; ბ) ბავშვის განათლების ხელშეწყობა; გ) ბავშვის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა; დ) ბავშვზე ზრუნვის ხელშეწყობა; ე) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებების უზრუნველყოფის ხელშეწყობა; ვ) ბავშვზე ზრუნვის დაწესებულების ფუნქციონირების უზრუნველყოფა. 3. ბავშვის მხარდაჭერის პროგრამას ახორციელებს უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანო. ამასთანავე, ეს პროგრამა შეიძლება განახორციელონ მუნიციპალიტეტმა და კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციულმა) იურიდიულმა პირებმა უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ შემუშავებული პროგრამის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ ბავშვის მხარდაჭერის ღონისძიების განხორციელება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და ითვალისწინებს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. 5. კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ ბავშვის მხარდაჭერის ღონისძიების განხორციელება კოორდინირებული უნდა იყოს საჯარო დაწესებულების შესაბამის ღონისძიებასთან. 6. ბავშვის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამას შეიმუშავებს უფლებამოსილი სამინისტრო და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 86. ბავშვის მხარდაჭერის ორგანიზაციის ხელშეწყობა

1. სახელმწიფო ორგანომ და მუნიციპალიტეტის ორგანოებმა ბავშვთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობას ხელი უნდა შეუწყონ და ამ ორგანიზაციამ ბავშვთა მხარდაჭერის პროგრამა უნდა განახორციელოს აღნიშნული ორგანიზაციის წესდებით გათვალისწინებული დამოუკიდებლობის პრინციპისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით. 2. ბავშვთა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაცია, შესაბამისი პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, ბავშვთა მხარდაჭერის პროგრამას შეიმუშავებს და ახორციელებს დამოუკიდებლად ან ბავშვთა საკითხებზე მომუშავე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით და სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოებთან კოორდინაციით. 3. ბავშვთა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობა უნდა ეფუძნებოდეს ამ კოდექსით დადგენილ პრინციპებსა და მოთხოვნებს; ამასთანავე, მათი დაცვა და პატივისცემა გამოხატული უნდა იყოს საჯაროდ, მათ შორის, ამ ორგანიზაციის წესდებით.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 87. ბავშვის მხარდაჭერის ორგანიზაციული მოწყობის ფორმები

1. ბავშვის მხარდაჭერის განმახორციელებელი ორგანოები იქმნება სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ ან ფუნქციონირებს ბავშვის დახმარების სფეროში მომუშავე კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ფორმით. 2. სახელმწიფო ორგანო და მუნიციპალიტეტი ამ კოდექსით გათვალისწინებულ ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის დაწესებულებას ქმნიან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით ან ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამების განმახორციელებელ კერძო პირებს კონკურსის წესით შეარჩევენ. 3. მუნიციპალიტეტის კომპეტენციის ფარგლებში ბავშვის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სისტემის მართვის მიზნით მუნიციპალიტეტმა უნდა განსაზღვროს შესაბამისი პასუხისმგებელი სამსახური (სტრუქტურული ერთეული), რომელიც შეიმუშავებს ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამებს და უზრუნველყოფს მათ მართვას და მათი განხორციელების კონტროლს საკუთარი ან დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. 4. ბავშვის მხარდაჭერის განმახორციელებელი კერძო სამართლის იურიდიული პირების სამართლებრივი ფორმები განისაზღვრება მათი სადამფუძნებლო შეთანხმებებით. 5. სახელმწიფო ორგანომ ბავშვის მხარდაჭერის პოლიტიკის განსაზღვრისას უპირატესობა უნდა მიანიჭოს ბავშვის მხარდაჭერის პროგრამის ბავშვის მხარდაჭერის განმახორციელებელი კერძო დაწესებულების კონკურსის წესით შერჩევის საფუძველზე განხორციელებას.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 88. ბავშვის მხარდაჭერის განმახორციელებელი პირების პროფესიული განვითარების სტანდარტები

1. ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის სფეროში დასაქმებული პირების პროფესიული განვითარების სტანდარტები, აგრეთვე ბავშვის მომვლელის (ძიძის) ნებაყოფლობითი სერტიფიცირების წესი და მისი საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები განისაზღვრება „ბავშვის დაცვისა და დახმარების სფეროში დასაქმებული პირების პროფესიული განვითარების სტანდარტების შესახებ“ დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 2. ბავშვის მომვლელის (ძიძის) ნებაყოფლობით სერტიფიცირებას ორგანიზებას უწევს და სერტიფიცირებული ბავშვის მომვლელების (ძიძების) რეესტრს აწარმოებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №346 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3832 – ვებგვერდი, 15.12.2023წ.

ბმული ამ მუხლზე

თავი XIIუფლებამოსილებანი ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სფეროებში

მუხლი 89. საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილება

1. საქართველოს პარლამენტი ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად განსაზღვრავს ბავშვის უფლებების დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, უზრუნველყოფს სათანადო საკანონმდებლო ბაზის შექმნასა და განვითარებას, განიხილავს და ამტკიცებს შესაბამის სახელმწიფო სტრატეგიებს, აკონტროლებს ბავშვის უფლებათა რეალიზებისა და დაცვის კუთხით საქართველოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების საქმიანობას. 2. საქართველოს პარლამენტი უზრუნველყოფს ბავშვის უფლებებისა და საუკეთესო ინტერესების უპირატეს გათვალისწინებას საკანონმდებლო საქმიანობის, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა ორგანოების საქმიანობის კონტროლის, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მიღებისა და შესრულების კონტროლის განხორციელებისას, ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე ზეგავლენის შეფასების მექანიზმის დანერგვით. 3. (ამოღებულია - 13.05.2025, №542). საქართველოს 2025 წლის 13 მაისის კანონი №542 – ვებგვერდი, 14.05.2025წ.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 90. საქართველოს მთავრობის უფლებამოსილება

1. ბავშვის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისა და ამ კოდექსის აღსრულების მიზნით საქართველოს მთავრობა ახორციელებს სამართლებრივ, ადმინისტრაციულ, სოციალურ, საგანმანათლებლო და სხვა ღონისძიებებს, მათ შორის: ა) უზრუნველყოფს ბავშვის უფლებათა აღიარების, რეალიზებისა და დაცვის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავებითა და განხორციელებით; ბ) ახორციელებს საკანონმდებლო ინიციატივებს და შეიმუშავებს კანონქვემდებარე აქტებს; გ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში შეიმუშავებს და ამტკიცებს ბავშვის უფლებათა განხორციელების, დაცვისა და მხარდაჭერის სახელმწიფო მიზნობრივ პროგრამებს; დ) იღებს ბავშვის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად საჭირო სხვა ზომებს. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული და ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას საქართველოს მთავრობა ხელმძღვანელობს ბავშვის ან ბავშვთა ჯგუფის საუკეთესო ინტერესების უპირატესი გათვალისწინების პრინციპით, რისთვისაც ამ კოდექსის შესაბამისად ქმნის ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე ზეგავლენის შეფასების ფორმალურ მექანიზმს. 3. ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში, მათ შორის, ბავშვის უფლებების დაცვის სფეროში, საქართველოს მთავრობის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების მიზნით იქმნება ადამიანის უფლებათა უწყებათაშორისი საბჭო. 4. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელებისა და ბავშვთა უფლებების საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია კოორდინაციას უწევს საქართველოს მიერ ნაკისრი ბავშვის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას და ამ კოდექსის აღსრულებას, შესაბამისი სამთავრობო სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 91. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილება

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შესაბამისად ახორციელებს სამართალშემოქმედებით საქმიანობას და უზრუნველყოფს ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას ბავშვის უფლებათა საკითხებზე საერთაშორისო სამართლებრივი აქტების, საქართველოს კონსტიტუციისა და ამ კოდექსის შესაბამისად. 2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უზრუნველყოფს ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების მიდგომების დანერგვას ამ სამინისტროსადმი დაქვემდებარებული ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განხორციელებული ადმინისტრაციული წარმოებისა და სამართალწარმოების პროცესებში. 3. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიითა და სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ბავშვის უფლებების დაცვის ღონისძიებებს, ბავშვის მიმართ და ბავშვთა შორის დანაშაულის პრევენციის, ბავშვის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის და სხვა ღონისძიებებს.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 92. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამოსილება

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შესაბამისად ახორციელებს სათანადო პროგრამებსა და ღონისძიებებს ბავშვის კეთილდღეობის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ძალადობისგან ბავშვის დაცვის და სხვა მიზნებით, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შესაბამისად ახორციელებს ამ კოდექსით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და მუნიციპალიტეტის ორგანოებთან თანამშრომლობით და კერძო სამართლის იურიდიული პირებისა და სპეციალისტების მონაწილეობით. 3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების მიდგომების დანერგვას ამ სამინისტროსადმი დაქვემდებარებული ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განხორციელებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 93. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უფლებამოსილება

1. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შესაბამისად ახორციელებს სათანადო პროგრამებსა და ღონისძიებებს განათლების ინკლუზიური სისტემის განვითარების, ინკლუზიური განათლების ყველა ბავშვისთვის თანაბარი ხელმისაწვდომობის, განათლების სისტემაში ძალადობისგან ბავშვის დაცვის, სოციალური მუშაობის გაძლიერების, მოზარდის მხარდაჭერისა და ახალგაზრდის განვითარების მიზნით, საქართველოს კულტურის სამინისტროსთან და საქართველოს სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით − ბავშვის ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების, კულტურისა და სპორტის სფეროებში ბავშვის სრულყოფილი მონაწილეობის და ბავშვის სხვა უფლებების რეალიზების მიზნით, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად. 2. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შესაბამისად ახორციელებს ამ კოდექსით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და მუნიციპალიტეტის ორგანოებთან თანამშრომლობით და კერძო სამართლის იურიდიული პირებისა და სპეციალისტების მონაწილეობით. 3. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო უზრუნველყოფს ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების მიდგომების დანერგვას ამ სამინისტროსადმი დაქვემდებარებული ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განხორციელებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №346 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3832 – ვებგვერდი, 15.12.2023წ. საქართველოს 2024 წლის 12 დეკემბრის კანონი №90 - ვებგვერდი, 28.12.2024წ.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 94. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უფლებამოსილება

1. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შესაბამისად ახორციელებს სათანადო ღონისძიებებს გარემოსდაცვითი პოლიტიკის, კანონმდებლობის, სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებისა და განხორციელების პროცესში ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესი გათვალისწინების, ბავშვის მონაწილეობის, მისთვის ინფორმაციის მიწოდებისა და კონსულტაციის გაწევის მიზნით, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად. 2. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს სათანადო ღონისძიებებს ბავშვისთვის გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის, ბავშვის გარემოსდაცვითი განათლების დონისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით. 3. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შესაბამისად ახორციელებს ამ კოდექსით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და მუნიციპალიტეტის ორგანოებთან თანამშრომლობით და კერძო სამართლის იურიდიული პირებისა და სპეციალისტების მონაწილეობით. 4. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უზრუნველყოფს ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების მიდგომების დანერგვას ამ სამინისტროსადმი დაქვემდებარებული ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განხორციელებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 95. საქართველოს საერთო სასამართლოების უფლებამოსილება

1. ბავშვის უფლებათა საკითხებზე საქართველოს საერთო სასამართლოები უზრუნველყოფენ სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოებების განხორციელებას ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების პრინციპების გათვალისწინებით, რომლებიც აღიარებულია ბავშვის უფლებათა შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და დადგენილია ამ კოდექსით. 2. საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების დანერგვის პროცესის კოორდინაციის მიზნით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ახორციელებს სხვადასხვა ღონისძიებას, მათ შორის: ა) შეიმუშავებს შესაბამის წინადადებებს; ბ) უზრუნველყოფს ბავშვის უფლებების დაცვის სფეროში მოსამართლეთა პროფესიულ გადამზადებას და ადგენს მოსამართლეთა სპეციალიზაციის სტანდარტს; გ) ხელმძღვანელობს საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემის ყველა დონეზე ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების განხორციელებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნას; დ) ხელმძღვანელობს საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემის ყველა დონეზე ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების განხორციელებისთვის აუცილებელი სასამართლო ფორმების, სასამართლოსთვის მიმართვის პროცედურების და სამართალწარმოების წესის ადაპტირებას; ე) კოორდინაციას უწევს საქართველოს საერთო სასამართლოებში ბავშვის უფლებებთან დაკავშირებულ საქმეში ბავშვის სრულფასოვანი მონაწილეობის მხარდამჭერი საინფორმაციო-საკონსულტაციო სერვისების დანერგვას და სხვა ღონისძიებების განხორციელებას. 3. საქართველოს უზენაესი სასამართლო ხელს უწყობს ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების მიდგომების დანერგვას საქართველოს საერთო სასამართლოებში ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული კანონმდებლობის სამართლებრივი შეფასებით, ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის დამკვიდრების ხელშეწყობით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა აუცილებელი ღონისძიებების განხორციელებით. 4. საქართველოს საერთო სასამართლოები უზრუნველყოფენ ბავშვის უფლებებთან დაკავშირებულ საქმეში ბავშვის სრულფასოვანი მონაწილეობის მხარდამჭერი საინფორმაციო-საკონსულტაციო სერვისების დანერგვას და სხვა ღონისძიებების განხორციელებას კანონის შესაბამისად.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 96. მუნიციპალიტეტის ორგანოების უფლებამოსილება

1. მუნიციპალიტეტის ორგანოები იღებენ ყველა საჭირო სამართლებრივ, ადმინისტრაციულ და სხვა ზომას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე ზეგავლენის შეფასების დასანერგად მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ ადგილობრივი მნიშვნელობის სამართლებრივი აქტის შემუშავებისას ან/და გადაწყვეტილების მიღებისას ნებისმიერ საკითხზე, რომელიც პირდაპირ ან ირიბად გავლენას მოახდენს ბავშვის ან ბავშვთა ჯგუფის უფლებებზე. 2. მუნიციპალიტეტის ორგანოები ხელს უწყობენ მუნიციპალიტეტის საქმიანობაში ბავშვთა თანაბარ და ეფექტიან მონაწილეობას და უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ განხორციელებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების მიდგომების დანერგვას. 3. მუნიციპალიტეტის კომპეტენციის ფარგლებში ბავშვის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სისტემის მართვის მიზნით მუნიციპალიტეტმა უნდა განსაზღვროს შესაბამისი სამსახური (სტრუქტურული ერთეული), რომელიც შეიმუშავებს ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამებს და უზრუნველყოფს მათ მართვას და მათი განხორციელების კონტროლს საკუთარი ან დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. 4. მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურის (სტრუქტურული ერთეულის) საქმიანობა მოიცავს ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის მომსახურების სფეროებს. ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის მომსახურების სფეროებში მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურის ამოცანები და ფუნქციებია: ა) ბავშვის უფლებების დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება, მათი განხორციელების კოორდინაცია, განხორციელების პროცესის მონიტორინგი და შეფასება; ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის განმახორციელებელი სოციალური მუშაკების ქსელის შექმნა და მათი სამოქმედო უბნების განსაზღვრა; გ) ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების განსახორციელებლად შესაბამის დაწესებულებებთან კოორდინირებული მუშაობა; დ) არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების კოორდინაცია; ე) სახელმწიფო დაწესებულებებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობა როგორც ქვეყანაში, ისე მისი ფარგლების გარეთ; ვ) ბავშვის უფლებების დაცვის მუნიციპალური პროგრამების განსახორციელებლად შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირების შერჩევა, რეგისტრაცია და შესაბამისი სახელშეკრულებო პირობების განსაზღვრა; ზ) დამტკიცებული ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების შესაბამისად სტატისტიკის წარმოება; ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის შესახებ მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა; თ) საქართველოს კანონმდებლობითა და საკუთარი დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 5. მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახური ბავშვის საჯარო სივრცეში დაცვის, საჯარო ღონისძიებაში მონაწილეობის მიზნით ბავშვთა ჯგუფური ტრანსპორტირების წესების დაცვის და ბავშვზე მეთვალყურეობის განმახორციელებელი პირის (ღონისძიების ორგანიზატორის) მიერ ვალდებულებების შესრულების, ბავშვის ბეჭდურ მედიასთან, საჯარო კინოჩვენებაზე და მასობრივ გასართობ საცეკვაო ცენტრში (ღამის კლუბში) დაშვებისა და ბავშვისთვის ჩაწერილი ფილმის ხელმისაწვდომობის სამართლებრივი შეზღუდვების დაცვის, ბავშვისთვის ალკოჰოლური, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული, ტოქსიკური და თრობის სხვა საშუალებების, ალკოჰოლიანი სასმლის, თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველი ნაწარმისა და კაფსულის უსასყიდლო და სასყიდლიანი მიწოდების აკრძალვის წესების დაცვის მიზნით პრევენციულ და შესაბამისი რეაგირების ღონისძიებებს ახორციელებს ბავშვის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის საფუძველზე, რომელსაც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-18 მუხლის საფუძველზე შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 6. მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახური საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად უზრუნველყოფილი უნდა იყოს სათანადო კვალიფიკაციის მქონე პერსონალით. მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურში დასაქმებული უნდა იყვნენ სულ მცირე ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი, ბავშვის ფსიქოლოგი, ბავშვის ჯანმრთელობის მართვის სპეციალისტი და ბავშვის სამართლებრივი დახმარების სპეციალისტი. 7. მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახური ფინანსდება შესაბამისი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ბავშვის მხარდაჭერის პროგრამა ფინანსდება შესაბამისი პროგრამის ბიუჯეტიდან ან საერთაშორისო გრანტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა ფინანსური საშუალებებით.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 97. საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილებანი

1. საქართველოს სახალხო დამცველი საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებებით, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის დებულებით, ამ კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით. 2. საქართველოს სახალხო დამცველი მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მისდამი დაქვემდებარებული ბავშვის უფლებათა დაცვისთვის პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულის მეშვეობით. 3. საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილებებია: ა) ამ კოდექსისა და ბავშვის უფლებების დაცვის სფეროში არსებული საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების, ბავშვის უფლებათა კონვენციისა და სხვა საერთაშორისო სამართლებრივი აქტების აღსრულების მონიტორინგი; ბ) ბავშვის უფლებების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, შესწავლა და მათზე სათანადო რეაგირება ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად; გ) ბავშვის უფლებების სავარაუდო დარღვევის შესახებ მოქალაქეთა განცხადებებისა და საჩივრების განხილვა და მათზე სათანადო რეაგირება ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად; დ) ბავშვის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების პოპულარიზაციის და შესაბამის სფეროში საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება; ე) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებების განმახორციელებელი საჯარო დაწესებულებებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირებისგან დოკუმენტებისა და ინფორმაციის გამოთხოვა. 4. საქართველოს სახალხო დამცველი საკუთარი ინიციატივით ან სხვა პირის მიმართვის საფუძველზე აკონტროლებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ ამ კოდექსის შესრულებას. 5. საქართველოს სახალხო დამცველი ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში გასცემს რეკომენდაციებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიმართ. 6. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი სპეციალური სატელეფონო მომსახურების ცხელი ხაზის მეშვეობით, უწყვეტად − ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში (24/7) იღებს ზარებს ბავშვის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე, აღრიცხავს ამ დარღვევებს და აღნიშნულ ინფორმაციას შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს აწვდის. 7. საქართველოს სახალხო დამცველის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრებას.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 98. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − იურიდიული დახმარების სამსახურის უფლებამოსილება

საჯარო სამართლის იურიდიული პირი − იურიდიული დახმარების სამსახური უზრუნველყოფს იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების ყველა ბავშვისთვის თანაბარ ხელმისაწვდომობას ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებული ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების მიდგომების საშუალებით.

წიგნი IVგარდამავალი და დასკვნითი დებულებები

ბმული ამ მუხლზე

თავი XIIIგარდამავალი დებულებები

მუხლი 99. კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები

1. საქართველოს პარლამენტმა უზრუნველყოს: ა) 2019 წლის 1 ნოემბრამდე − ამ კოდექსის იმპლემენტაციის გეგმის შემუშავება; ბ) 2020 წლის 1 იანვრამდე − საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის ამ კოდექსის შესაბამისად განახლება. 2. 2020 წლის 1 მარტამდე საქართველოს მთავრობამ: ა) შეიმუშაოს და დაამტკიცოს: ა.ა) „ბავშვის დაცვისა და დახმარების სფეროში დასაქმებული პირების პროფესიული განვითარების სტანდარტების შესახებ“ დებულება; ა.ბ) ბავშვის დაცვის ტექნიკური რეგლამენტი; ა.გ) დეინსტიტუციონალიზაციის ერთიანი სახელმწიფო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა; ბ) შეიმუშაოს და საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინოს ბავშვის მიმართ და ბავშვთა შორის ძალადობის პრევენციისა და ძალადობაზე ეფექტიანი რეაგირების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა; გ) შექმნას მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის ერთიანი ელექტრონული სისტემა. 2¹. საქართველოს მთავრობამ 2026 წლის 1 ოქტომბრამდე: ა) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარდგინებით დაამტკიცოს მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის ერთიანი ელექტრონული სისტემისა და ბავშვის პერსონალური მონაცემების დაცვის ინსტრუქცია; ბ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარდგინებით, ბავშვის უფლებების დაცვის მიზნით დაამტკიცოს უწყებათაშორისი კოორდინაციის ინსტიტუციური მექანიზმის შესახებ დებულება. 3. 2020 წლის 1 მარტამდე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინოს: ა) ბავშვის სოციალური აქტივობის პროგრამები; ბ) ბავშვის სოციალური განვითარების პროგრამები; გ) ბავშვის მოხალისეობის ხელშემწყობი პროგრამები; დ) ბავშვის დაცვის აღმზრდელობითი პროგრამები; ე) ბავშვის ჯანმრთელობის მხარდაჭერის პროგრამები; ვ) ბავშვის ოჯახში მხარდაჭერის პროგრამები; ზ) ალტერნატიული ზრუნვიდან გასული პირის მხარდაჭერის პროგრამა. 4. 2020 წლის 1 მარტამდე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინოს: ა) ბავშვის განათლების ხელშემწყობი პროგრამები; ბ) ბავშვის სოციალური აქტივობის პროგრამები; გ) ბავშვის მოხალისეობის ხელშემწყობი პროგრამები; დ) ბავშვის ფიზიკური აქტივობისა და სპორტის ხელშემწყობი პროგრამები; ე) სამინისტროსადმი დაქვემდებარებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბავშვის მიმართ ძალადობის პრევენციისა და ძალადობაზე რეაგირების პროგრამები. 5. 2020 წლის 1 მარტამდე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შეიმუშაოს და დაამტკიცოს „ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ინტერნეტში განთავსების მოწესრიგების შესახებ“ დებულება. 6. 2020 წლის 1 მარტამდე მუნიციპალიტეტის ორგანოებმა უზრუნველყონ ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური სამსახურების განსაზღვრა. 7. 2020 წლის 1 ივნისამდე საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ განახორციელოს საქართველოს საერთო სასამართლოებში ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების მიდგომების დასანერგად საჭირო ყველა ღონისძიება. 8. 2020 წლის 1 ივნისამდე საქართველოს სახალხო დამცველმა განახორციელოს ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად საჭირო ყველა ღონისძიება. 9. 2020 წლის 1 ივნისამდე საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − იურიდიული დახმარების სამსახურმა განახორციელოს მის მიერ მომსახურების გაწევისას ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების მიდგომების დასანერგად საჭირო ყველა ღონისძიება. საქართველოს 2023 წლის 17 მაისის კანონი №2924 – ვებგვერდი, 25.05.2023წ. საქართველოს 2025 წლის 6 თებერვლის კანონი №259 – ვებგვერდი, 06.02.2025წ.

ბმული ამ მუხლზე

თავი XIVდასკვნითი დებულებები

მუხლი 100. ძალადაკარგული ნორმატიული აქტი

2020 წლის 1 სექტემბრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს 2001 წლის 28 სექტემბრის კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №28, 15.10.2001, მუხ. 113). საქართველოს 2020 წლის 21 მაისის კანონი №5904 – ვებგვერდი, 25.05.2020 წ.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 101. კოდექსის ამოქმედება

1. ეს კოდექსი, გარდა ამ კოდექსის პირველი−98-ე მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კოდექსის 89-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამოქმედდეს 2019 წლის 1 ნოემბრიდან. 3. ამ კოდექსის პირველი−მე-60 და 62-ე−88-ე მუხლები, 89-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები და 90-ე−98-ე მუხლები ამოქმედდეს 2020 წლის 1 სექტემბრიდან. 4. ამ კოდექსის 61-ე მუხლი ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან. 5. ამ კოდექსის 83-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 84-ე მუხლის პირველი და 2¹ნაწილების მოქმედება შეჩერდეს 2027 წლის 1 იანვრამდე. საქართველოს 2020 წლის 21 მაისის კანონი №5904 – ვებგვერდი, 25.05.2020 წ. საქართველოს 2025 წლის 6 თებერვლის კანონი №259 – ვებგვერდი, 06.02.2025წ.

საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი თბილისი, 20 სექტემბერი 2019 წ. N5004-Iს

საქართველოს პრეზიდენტი | სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი | სალომე ზურაბიშვილი

ბმული ამ მუხლზე

წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი და ბოლოს შემოწმდა 22 ნოემბერი, 2026; იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ „მაცნეზე“ გამოქვეყნებულ ტექსტს. AI ასისტენტის პასუხი კანონის ტექსტის განმარტებაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.