პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

დაგროვებითი პენსიის შესახებ

ტექსტი

დაგროვებითი პენსიის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს კანონი

საქართველოს კანონი

დაგროვებითი პენსიის შესახებ

თავი I. ზოგადი დებულებები მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო 1. ეს კანონი არეგულირებს დაგროვებით პენსიასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. 2. დაგროვებით პენსიასთან დაკავშირებული ურთიერთობები ხორციელდება სახელმწიფო პენსიითა და სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფისაგან დამოუკიდებლად. 3. ამ კანონის მიზანია, უზრუნველყოს დაგროვებითი საპენსიო სქემის ფარგლებში საპენსიო აქტივების მართვა მონაწილეთა ინტერესების შესაბამისად. 4. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება: ა) დამსაქმებლებზე; ბ) საქართველოს მოქალაქეებზე; გ) საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებზე; დ) აქტივების მმართველი კომპანიების, სპეციალიზებული დეპოზიტარების, კომერციული ბანკების, სადაზღვევო კომპანიებისა და სხვა პირების მიერ განხორციელებულ, დაგროვებით საპენსიო სქემასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე. საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) აფილირებული პირი − ნებისმიერი პირისთვის: ა.ა) წილობრივი მონაწილეობის 10 პროცენტზე მეტის ხმის უფლების მფლობელი ან წილობრივი მონაწილეობის 10 პროცენტზე ნაკლების მფლობელი, რომელსაც ამ პირის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე პირდაპირი ან არაპირდაპირი გავლენის მოხდენა შეუძლია; ა.ბ) ნებისმიერი სხვა იურიდიული პირი, რომლის ხმის უფლების მქონე წილის 25 პროცენტზე მეტის პირდაპირი ან არაპირდაპირი მფლობელი ამავე დროს პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს ამ პირის ხმის უფლების მქონე წილის 25 პროცენტზე მეტს; ა.გ) საინვესტიციო ან ადმინისტრაციული გადაწყვეტილების მიმღები პირი ან სამეთვალყურეო ორგანოს ნებისმიერი წევრი; ბ) აქტივების მმართველი კომპანია – აქტივების მართვის მიზნით ეროვნული ბანკის ან სხვა სახელმწიფოს შესაბამისი მარეგულირებლის მიერ ლიცენზირებული ნდობითი ვალდებულების მქონე იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს საპენსიო აქტივების მართვას, ან იმ საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ, რომლის წევრი სახელმწიფოც არის საქართველო, აქტივების მართვის მიზნით ან/და საინვესტიციო რჩევების გაცემის მიზნით შექმნილი ან დაფუძნებული პირი, რომელიც ცალკეული ქვეყნების შესაბამისი მარეგულირებლების მიერ ლიცენზირებას არ ექვემდებარება; გ) აქტივების განთავსების სტრატეგია − საინვესტიციო სტრატეგია, რომელიც მოიცავს საინვესტიციო პორტფელში სხვადასხვა კლასის აქტივების განთავსების იმ მიზნობრივ მაჩვენებლებს, მიზნობრივი მაჩვენებლების განსაზღვრის საფუძველს და მიზნობრივი მაჩვენებლებიდან გადახრის დაშვებულ ნორმებს, რომლებიც დამოკიდებულია საპენსიო ფონდის ან/და აქტივების მმართველი კომპანიის (კომპანიების) რისკის მიმართ ტოლერანტობაზე, საინვესტიციო პერიოდსა და საინვესტიციო მიზნებზე და რომლებიც დროთა განმავლობაში შეიძლება შეიცვალოს აღნიშნული პარამეტრების ცვლილების შესაბამისად; დ) დაგროვებითი საპენსიო სქემა – განსაზღვრული საპენსიო შენატანების საპენსიო სქემა, რომელშიც მონაწილის სასარგებლოდ განსახორციელებელი საპენსიო შენატანები გამოითვლება ამ კანონის შესაბამისად დადგენილი წესით და აისახება მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე, მიღებული სარგებელი გამოითვლება მხოლოდ განხორციელებული საპენსიო შენატანებისა და ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე დარიცხული შემოსავლის, ხარჯის, ნამეტი შემოსავლის, დანაკარგისა და სხვა შემოსავლის (მისი არსებობის შემთხვევაში) ასახვის შედეგად, ხოლო პენსია/საპენსიო აქტივები გაიცემა ამ კანონის შესაბამისად; ე) დამსაქმებელი – პირი (გარდა არარეზიდენტი პირისა), რომელიც ანაზღაურებს დასაქმებულის მიერ შესრულებულ სამუშაოს ან/და გაწეულ მომსახურებას; ვ) დასაქმებული − ფიზიკური პირი, რომელიც: ვ.ა) ვალდებულებებს ასრულებს იმ ურთიერთობათა ფარგლებში, რომლებიც საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით ან/და საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს შრომის კანონმდებლობით რეგულირდება; ვ.ბ) ასრულებს საქართველოს თავდაცვის ძალებში, სამართალდამცავ ორგანოებსა და მათთან გათანაბრებულ ორგანოებში მის სამსახურთან დაკავშირებულ ვალდებულებებს; ვ.გ) არის საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელი (დირექტორი) ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შემსრულებელი; ვ.დ) დასაქმებულია საჯარო დაწესებულებაში „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ზ) ერთიანი გადახდა – ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივების შესაბამისი სრული ღირებულების ერთიანად გადახდა; ზ¹) საპენსიო ფონდი − საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს საპენსიო ფონდი; თ) ეროვნული ბანკი – საქართველოს ეროვნული ბანკი; ი) თვითდასაქმებული – საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულია გადასახადის გადამხდელად, აგრეთვე დასაქმებული, რომლის დამსაქმებელს არ ევალება ხელფასიდან (გადახდის წყაროსთან) საშემოსავლო გადასახადის დაკავება, მანამ, სანამ ის იღებს თვითდასაქმებულის შემოსავალს; კ) თვითდასაქმებულის შემოსავალი: კ.ა) ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში − საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი შემოსავალი; კ.ბ) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფიზიკური პირის შემთხვევაში − საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი შემოსავალი; კ.გ) იმ დასაქმებულის შემთხვევაში, რომლის დამსაქმებელს არ ევალება ხელფასიდან (გადახდის წყაროსთან) საშემოსავლო გადასახადის დაკავება, − საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ხელფასი; ლ) ინდივიდუალური საპენსიო ანგარიში – საპენსიო ფონდის მიერ მონაწილისთვის შექმნილი აღრიცხვის ფორმა, რომელიც ასახავს მის სასარგებლოდ განხორციელებულ საპენსიო შენატანებს, მონაწილის საკუთრებაში არსებული პორტფელის ერთეულების შესახებ ინფორმაციას, საპენსიო აქტივების მართვის შედეგებს, ამ კანონის შესაბამისად გატანილ თანხებს და მათთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს; მ) მონაწილე – დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრებული დასაქმებული ან თვითდასაქმებული; ნ) ნდობითი ვალდებულების მქონე პირი – ამ კანონის მე-14 მუხლით განსაზღვრული პირი; ო) პენსია – მონაწილის დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობის შედეგად ამ კანონის 32-ე და 33-ე მუხლების შესაბამისად მიღებული/მისაღები, მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ასახული თანხა, რომლის დაანგარიშება, დანიშვნა და მონაწილისთვის გადახდა ხდება ამ კანონითა და საპენსიო ფონდის მიერ ამ კანონის შესაბამისად განსაზღვრული ოდენობითა და წესით; პ) პროგრამული გატანა – ამ კანონის შესაბამისად ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშიდან პენსიის პერიოდული გატანა; ჟ) საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი – საპენსიო ფონდის საინვესტიციო კომიტეტის მიერ შემუშავებული დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს საინვესტიციო სტრატეგიასა და პრინციპებს და რომლითაც ხელმძღვანელობს შესაბამისად საპენსიო ფონდი ან ამ კანონის 28¹ მუხლით განსაზღვრული აქტივების მმართველი კომპანია მონაწილეთა საპენსიო აქტივების მართვასა და ინვესტირებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას; რ) საპენსიო ასაკი – „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ასაკი; ს) საპენსიო აქტივები − ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული ყველა აქტივის ერთობლიობა. საპენსიო აქტივებზე არ ვრცელდება საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი; ტ) საპენსიო შენატანი – მონაწილის სახელითა და ხარჯით, მის სასარგებლოდ, მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ასახვის მიზნით, ამ კანონით განსაზღვრული ოდენობითა და წესით გადახდილი თანხა; უ) (ამოღებულია - 27.06.2024, №4312); ფ) სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი – საქართველოს სახელმწიფოს მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდი; ქ) სახელმწიფო ხაზინა – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სახაზინო სამსახური; ღ) (ამოღებულია - 27.06.2024, №4312); ყ) ელექტრონული სისტემა − საინფორმაციო ტექნოლოგიით უზრუნველყოფილი საპენსიო ფონდის საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემა და შესაბამისი მონაცემების ბაზა; შ) სპეციალიზებული დეპოზიტარი – ეროვნული ბანკის ან სხვა სახელმწიფოს შესაბამისი მარეგულირებლის მიერ ლიცენზირებული ნდობითი ვალდებულების მქონე იურიდიული პირი ან ამ პირის ფილიალი, რომელიც საპენსიო ფონდს შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე უზრუნველყოფს სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურებით, აგრეთვე ამ კანონის 26-ე მუხლის მე-12 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში − ეროვნული ბანკი; ჩ) საინვესტიციო ჰორიზონტი − დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც აქტივების განთავსების სტრატეგიის შესაბამისად განსაზღვრული რისკის მიმართ ტოლერანტობისა და სასურველი საინვესტიციო შემოსავლის გათვალისწინებით საპენსიო ფონდი ან/და აქტივების მმართველი კომპანია ინვესტიციის კონკრეტული კლასის აქტივებში ან საინვესტიციო პორტფელში განთავსებას გეგმავს; ც) საინვესტიციო პორტფელი − საინვესტიციო ინსტრუმენტების ერთობლიობა, რომელშიც ინსტრუმენტების კომპოზიცია დამოკიდებულია საინვესტიციო პერიოდზე, საინვესტიციო მიზნებსა და რისკის მიმართ ტოლერანტობაზე; ძ) სპეციალური ადმინისტრირების დროებითი რეჟიმი − საპენსიო ფონდის ადმინისტრირების დროებითი რეჟიმი, რომელიც იწყება ამ კანონის შესაბამისად და რომლის მიზანია ეროვნული ბანკის მიერ საპენსიო ფონდის საქმიანობის განგრძობადობის უზრუნველყოფა; წ) საინვესტიციო ფონდის ერთეული − ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც არის აქცია/წილი საინვესტიციო კომპანიაში ან პაი ერთობლივ საინვესტიციო ფონდში; ჭ) შემოსავლების სამსახური – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი; ხ) შესაძლებლობის შეზღუდვა – „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მდგომარეობა, რომელიც დასტურდება შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის უფლების მქონე შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის აქტის ამონაწერით და რომელიც განაპირობებს ზომიერად, მნიშვნელოვნად ან მკვეთრად გამოხატულ შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსს; ჯ) შესარჩევი კომისია – კომისია, რომელიც შეარჩევს მმართველობითი საბჭოს წევრობის კანდიდატებს; ჰ) ხელფასი – შრომითი ურთიერთობის ფარგლებში ან/და მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავალი, რომელიც იბეგრება გადახდის წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად (გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის 2¹ ნაწილით გათვალისწინებული შემოსავლისა და იმ შემოსავლისა, რომელიც იმავე კოდექსის 104-ე მუხლის შესაბამისად არ განეკუთვნება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს, აგრეთვე როიალტით, ქირით, იჯარით მიღებული და საინვესტიციო შემოსავლებისა); ჰ¹) წლიური ხელფასი/წლიური შემოსავალი – მონაწილისთვის − ერთი წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებული ხელფასი/თვითდასაქმებულის შემოსავალი, დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრებული ახალი მონაწილისთვის − გაწევრებიდან იმავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებული ხელფასი/თვითდასაქმებულის შემოსავალი; ჰ²) (ამოღებულია - 01.11.2023, №3601). ჰ³) რისკების მართვა – საპენსიო ფონდის სტრუქტურული ერთეულებისა და მმართველობის ორგანოს კოორდინირებული ქმედებების ერთობლიობა, რომლითაც საპენსიო ფონდი რისკის მართვას ახორციელებს; ჰ⁴) (ამოღებულია - 27.06.2024, №4312); ჰ⁵) (ამოღებულია - 27.06.2024, №4312); ჰ⁶) (ამოღებულია - 27.06.2024, №4312); ჰ⁷) (ამოღებულია - 27.06.2024, №4312); ჰ⁸) პენსიის მიმღები − პირი, რომელიც იყო მონაწილე და რომელიც ამ კანონითა და საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით იღებს პენსიას/საპენსიო აქტივებს; ჰ⁹) პორტფელის ერთეული − ამ კანონით განსაზღვრულ საინვესტიციო პორტფელში წილის ფლობის დამადასტურებელი ერთეული; ჰ¹⁰) საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის განმახორციელებელი საინვესტიციო ფონდი − საინვესტიციო ფონდი, რომლის ერთეულებით ვაჭრობა ხდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე და რომელიც წინასწარ დადგენილი საინვესტიციო პოლიტიკის შესაბამისად აახლებს ფინანსურ ინდექსებს; ჰ¹¹) საინვესტიციო ფონდი − „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საინვესტიციო ფონდი, მათ შორის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის განმახორციელებელი საინვესტიციო ფონდი; ჰ¹²) მიუღებელი სარგებელი − დამსაქმებლის მიერ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევისთვის (ამ ვალდებულების შეუსრულებლობისთვის ან/და საპენსიო შენატანის განსახორციელებლად ამ კანონით განსაზღვრული ვადის დარღვევით შესრულებისთვის) მის მიერ მონაწილისთვის/პენსიის მიმღებისთვის შესაბამის საპენსიო შენატანთან ერთად გადასახდელი, ამ კანონის 37⁴ მუხლით გათვალისწინებული თანხა, რომელიც ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე საპენსიო აქტივების სახით აისახება. საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №895 – ვებგვერდი, 04.08.2021წ. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3531 – ვებგვერდი, 12.10.2023წ. საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4312 – ვებგვერდი, 12.07.2024წ. საქართველოს 2026 წლის 16 სექტემბრის კანონი №1861/1 – ვებგვერდი, 17.09.2026წ. თავი II. დაგროვებითი საპენსიო სისტემა მუხლი 3. დაგროვებითი საპენსიო სქემა 1. (ამოღებულია - 01.11.2023, №3601). 2. დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრება და საპენსიო შენატანის განხორციელება სავალდებულოა ყველა დასაქმებულისთვის, ამ კანონის 21-ე მუხლის ამოქმედების შემდეგ ყოველი ხელფასის სახით მიღებული შემოსავლის ნაწილში, გარდა იმ დასაქმებულისა, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 60 წელი (მამაკაცის შემთხვევაში) ან 55 წელი (ქალის შემთხვევაში). 3. დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრება ნებაყოფლობითია ყველა დასაქმებულისთვის, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 60 წელი (მამაკაცის შემთხვევაში) ან 55 წელი (ქალის შემთხვევაში), ხელფასის სახით მიღებული შემოსავლის ნაწილში, და თვითდასაქმებულისთვის, თვითდასაქმებულის შემოსავლის ნაწილში. დაგროვებით საპენსიო სქემაში ნებაყოფლობით გაწევრებული მონაწილის სახელით და მის სასარგებლოდ საპენსიო შენატანის განხორციელება სავალდებულოა დასაქმებულის მიერ ყოველი ხელფასის სახით მიღებული შემოსავლის ნაწილში ან თვითდასაქმებულის მიერ თვითდასაქმებულის შემოსავლის ნაწილში. 4. დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრებული დასაქმებულის საპენსიო შენატანებს აფინანსებენ დამსაქმებელი, დასაქმებული და სახელმწიფო ამ კანონით განსაზღვრული ოდენობითა და წესით, ხოლო დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრებული თვითდასაქმებულის საპენსიო შენატანებს − თვითდასაქმებული და სახელმწიფო ამ კანონით განსაზღვრული ოდენობითა და წესით. 5. დასაქმებული, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 40 წელი და რომელსაც არ სურს იყოს მონაწილე, უფლებამოსილია, ამ კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად, გავიდეს დაგროვებითი საპენსიო სქემიდან. 6. მონაწილის საპენსიო შენატანები ფინანსდება შემდეგნაირად: ა) დამსაქმებელი არაუგვიანეს საშემოსავლო დეკლარაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენის დღისა, საკუთარი ხარჯით, დასაქმებულის სასარგებლოდ, საპენსიო ფონდის მიერ განსაზღვრული წესით საპენსიო ფონდის შესაბამის ანგარიშზე რიცხავს საპენსიო შენატანის თანხას დასაქმებულისთვის საანგარიშო პერიოდში გაცემული დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტის ოდენობით და შესაბამისი საშემოსავლო დეკლარაციის საფუძველზე ახორციელებს საპენსიო შენატანს; ბ) დამსაქმებელი არაუგვიანეს საშემოსავლო დეკლარაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენის დღისა, დასაქმებულის სახელითა და ხარჯით, საპენსიო ფონდის მიერ განსაზღვრული წესით საპენსიო ფონდის შესაბამის ანგარიშზე რიცხავს საპენსიო შენატანის თანხას დასაქმებულისთვის საანგარიშო პერიოდში გაცემული დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტის ოდენობით და შესაბამისი საშემოსავლო დეკლარაციის საფუძველზე ახორციელებს საპენსიო შენატანს; გ) სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციები, როგორც დამსაქმებლები, საპენსიო შენატანებს ახორციელებენ ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ოდენობით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სახაზინო სამსახურის ტექნიკური მხარდაჭერით, საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით; დ) თვითდასაქმებული საშემოსავლო დეკლარაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენის დღეს, საპენსიო ფონდის მიერ განსაზღვრული წესით საპენსიო ფონდის შესაბამის ანგარიშზე რიცხავს საპენსიო შენატანის თანხას საანგარიშო პერიოდში მიღებული თვითდასაქმებულის შემოსავლის 4 პროცენტის ოდენობით და შესაბამისი საშემოსავლო დეკლარაციის საფუძველზე ახორციელებს საპენსიო შენატანს; ე) სახელმწიფო მონაწილის სასარგებლოდ, მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ახორციელებს საპენსიო შენატანს: ე.ა) შესაბამისი კალენდარული წლის ჭრილში წლიური ხელფასის/წლიური შემოსავლის პირველი 24 000 ლარის ფარგლებში − დასაქმებულის დასაბეგრი ხელფასის ან/და თვითდასაქმებულის შემოსავლის 2 პროცენტის ოდენობით; ე.ბ) შესაბამისი კალენდარული წლის ჭრილში წლიური ხელფასის/წლიური შემოსავლის მიერ ამ პუნქტის „ე.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ოდენობის გადაჭარბების შემდეგ − აღნიშნული ოდენობიდან 60 000 ლარის ჩათვლით დასაქმებულის დასაბეგრი ხელფასის ან/და თვითდასაქმებულის შემოსავლის 1 პროცენტის ოდენობით; ვ) სახელმწიფო არ ახორციელებს საპენსიო შენატანს შესაბამისი კალენდარული წლის ჭრილში 60 000 ლარის ზემოთ დასაქმებულის დასაბეგრ ხელფასზე ან/და თვითდასაქმებულის შემოსავალზე. 7. ამ კანონით გათვალისწინებული საპენსიო შენატანები ხორციელდება, აგრეთვე დამსაქმებლებსა და დასაქმებულებთან/მონაწილეებთან ანგარიშსწორება (მათ შორის, პენსიის/საპენსიო აქტივების საპენსიო ფონდის მიერ გადაცემა/გადახდა/დაბრუნება) ხდება საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარში). 8. საპენსიო ფონდის მიერ საპენსიო შენატანების აკუმულირებისთვის გახსნილ ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე მიღებული თანხა, რომლის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებული დამსაქმებლისთვის მიკუთვნება ვერ ხერხდება, მისი მიღების თარიღიდან 10 წლის გასვლის დღეს გახდება არსებული მონაწილეების/პენსიის მიმღებების საპენსიო აქტივების ნაწილი, რის შემდეგაც ამ თანხის გადარიცხვის განმახორციელებელ პირს არ აქვს უფლება, მოითხოვოს მისი დაბრუნება ან/და საპენსიო ფონდს წარუდგინოს რაიმე მოთხოვნა, მათ შორის, ზიანის ანაზღაურების შესახებ. საპენსიო ფონდი უფლებამოსილია უზრუნველყოს საპენსიო შენატანების აკუმულირებისთვის გახსნილ ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე არსებულ თანხებზე საპროცენტო სარგებლის დარიცხვა. ეს სარგებელი საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესითა და პერიოდულობით ხდება არსებული მონაწილეების/პენსიის მიმღებების საპენსიო აქტივების ნაწილი. 9. დასაქმებული ვალდებულია დაგროვებით საპენსიო სქემაში ამ კანონის შესაბამისად ნებაყოფლობით ან/და ხელახლა გაწევრებისთვის მიმართოს საპენსიო ფონდს საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4313 – ვებგვერდი, 12.07.2024წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4312 – ვებგვერდი, 12.07.2024წ. თავი III. საპენსიო ფონდი საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4312 – ვებგვერდი, 12.07.2024წ. მუხლი 4. საპენსიო ფონდის შექმნა 1. საპენსიო ფონდი არის ამ კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც პასუხისმგებელია დაგროვებითი საპენსიო სქემის განხორციელებისთვის, მართვისა და ადმინისტრირებისთვის. 2. საპენსიო ფონდის საქმიანობაში სახელმწიფოს მონაწილეობა ამ კანონითა და მის საფუძველზე მიღებული სამართლებრივი აქტებით შემოიფარგლება. 3. საპენსიო ფონდი თავის საქმიანობას დამოუკიდებლად, ამ კანონის, საპენსიო ფონდის დებულებისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად ახორციელებს. 4. საპენსიო ფონდის სტრუქტურა, უფლებამოსილება, საქმიანობის წესი და სხვა ორგანიზაციული საკითხები განისაზღვრება საპენსიო ფონდის დებულებით. 5. საპენსიო ფონდის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებით საპენსიო ფონდზე არ ვრცელდება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი შეზღუდვები და მოთხოვნები. საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4312 – ვებგვერდი, 12.07.2024წ. მუხლი 5. დაგროვებითი საპენსიო სქემის ადმინისტრირება 1. საპენსიო ფონდი ელექტრონული სისტემის მეშვეობით ახორციელებს მონაწილეების დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრების ტექნიკურ მხარდაჭერას, აღრიცხავს მონაწილეებს, პენსიის მიმღებებსა და დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასულ პირებს, ამ კანონის შესაბამისად ახორციელებს საპენსიო შენატანების ადმინისტრირებას და მონაწილეებს უქმნის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშებს. 2. საპენსიო შენატანების განხორციელებასთან დაკავშირებული ვალდებულებები სრულდება შემოსავლების სამსახურის ტექნიკური მხარდაჭერით და ელექტრონული სისტემის მეშვეობით, შემოსავლების სამსახურისა და საპენსიო ფონდის ერთობლივი ნორმატიული აქტით დადგენილი წესით. 3. საპენსიო ფონდი ახორციელებს ელექტრონული სისტემის მართვასა და ადმინისტრირებას, მათ შორის, მესამე პირების მეშვეობით. ეფექტიანი ადმინისტრირების უზრუნველსაყოფად საპენსიო ფონდი უფლებამოსილია ასეთ მესამე პირებს ელექტრონული სერვისის საშუალებით, თავის მიერ დადგენილი წესით მიაწოდოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები. 4. საპენსიო ფონდი დამსაქმებლისა და სახელმწიფოს მიერ დასაქმებულის სახელით/სასარგებლოდ საპენსიო შენატანის განუხორციელებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებთან მიმართებით, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისთვის არ არის კრედიტორი. მონაწილის სახელით/სასარგებლოდ განსახორციელებელ საპენსიო შენატანებთან მიმართებით, აგრეთვე, ამ კანონიდან გამომდინარე, დამსაქმებლისადმი მონაწილ

წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი და ბოლოს შემოწმდა 22 ნოემბერი, 2026; იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ „მაცნეზე“ გამოქვეყნებულ ტექსტს. AI ასისტენტის პასუხი კანონის ტექსტის განმარტებაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.