საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ
ტექსტი
საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს კანონი
საქართველოს კანონი
საქართველოს კანონი
საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ
თავი I. ზოგადი დებულებანი მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო 1. ეს კანონი ადგენს საჯარო და კერძო თანამშრომლობის სამართლებრივ საფუძვლებს, მათ შორის, საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებასა და განხორციელებასთან დაკავშირებულ წესებსა და პროცედურებს, საჯარო და კერძო თანამშრომლობის პრინციპებს, შესაბამის ინსტიტუციურ სისტემას, აგრეთვე საჯარო და კერძო თანამშრომლობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 2. ამ კანონის მოქმედება თანაბრად ვრცელდება კონცესიასა და არაკონცესიურ საჯარო და კერძო თანამშრომლობაზე, გარდა ამ კანონის მე-15 მუხლისა და IV თავისა. 3. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება მის ამოქმედებამდე დადებულ ხელშეკრულებებზე და ასევე ამ კანონის ამოქმედებამდე მათში შეტანილ ცვლილებებზე. 4. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს სარკინიგზო კოდექსით გათვალისწინებულ საზოგადოებრივ სარკინიგზო სატრანსპორტო მომსახურებასა და საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულებაზე. საქართველოს 2020 წლის 23 ივნისის კანონი №6357 – ვებგვერდი, 01.07.2020წ. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) არაკონცესიური საჯარო და კერძო თანამშრომლობა – საჯარო და კერძო თანამშრომლობა, რომლის დროსაც არაკონცესიური საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების საფუძველზე კონტრაქტორი მის მიერ საჯარო მომსახურების გაწევის ან/და საჯარო ინფრასტრუქტურის მიწოდების სანაცვლოდ ანაზღაურებას იღებს საჯარო პარტნიორისგან და რომელიც იმავდროულად არ არის კონცესია ამ კანონის შესაბამისად; ბ) არაკონცესიური საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულება − საჯარო პარტნიორსა და კონტრაქტორს შორის დადებული საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულება არაკონცესიური საჯარო და კერძო თანამშრომლობის თაობაზე; გ) აფილირებული პირი: გ.ა) იურიდიული პირი, რომელშიც სხვა იურიდიული პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს წილის/აქციების 25 პროცენტს ან 25 პროცენტზე მეტს, ხმების უმრავლესობას ან სხვაგვარად შეუძლია იურიდიული პირის მართვის პოლიტიკის განსაზღვრა; გ.ბ) იურიდიული პირი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს სხვა იურიდიული პირის წილის/აქციების 25 პროცენტს ან 25 პროცენტზე მეტს, ხმების უმრავლესობას ან რომელსაც სხვაგვარად შეუძლია იურიდიული პირის მართვის პოლიტიკის განსაზღვრა; დ) ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობა – საჯარო და კერძო თანამშრომლობა, რომელიც ხორციელდება ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის კომპანიის მეშვეობით; ე) ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის კომპანია − საჯარო და კერძო თანამონაწილეობით და განსაზღვრული მიზნით შექმნილი, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული იურიდიული პირი; ვ) კერძო ინიციატორი – კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კონსორციუმი, რომელიც კონცესიის განხორციელების მიზნით საინიციატივო შეთავაზებას წარადგენს ამ კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად; ზ) კერძო პარტნიორი − კონცესიონერი, კონტრაქტორი ან ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის კომპანია; თ) კონტრაქტორი − კერძო სამართლის იურიდიული პირი (მათ შორის, ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის კომპანია) ან კონსორციუმი, რომელთანაც საჯარო პარტნიორს დადებული აქვს არაკონცესიური საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულება. კონტრაქტორის შერჩევა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; [ თ) კონტრაქტორი − კერძო სამართლის იურიდიული პირი (მათ შორის, ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის კომპანია) ან კონსორციუმი, რომელთანაც საჯარო პარტნიორს დადებული აქვს არაკონცესიური საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულება. კონტრაქტორის შერჩევა ხორციელდება „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; (ამოქმედდეს 2030 წლის 1 იანვრიდან)] ი) კონსორციუმი − კერძო სამართლის იურიდიულ პირთა გაერთიანება ან/და კერძო სამართლის იურიდიულ პირთა და ფიზიკურ პირთა გაერთიანება ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულების საფუძველზე; კ) კონცესია – საჯარო და კერძო თანამშრომლობა, რომლის დროსაც კონცესიის ხელშეკრულების საფუძველზე კონცესიონერი მის მიერ გაწეული საჯარო მომსახურების სანაცვლოდ ანაზღაურებას პირდაპირ ან ირიბად იღებს საბოლოო მომხმარებლისგან ან საჯარო პარტნიორისა და საბოლოო მომხმარებლისგან და რომლის ფარგლებშიც კონცესიონერი საკუთარ თავზე იღებს მნიშვნელოვან საოპერაციო რისკს, რომელიც მოიცავს მოთხოვნის რისკს ან/და მიწოდების რისკს; ლ) კონცესიის ხელშეკრულება – საჯარო პარტნიორსა და კონცესიონერს შორის დადებული საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულება კონცესიის განხორციელების თაობაზე; მ) კონცესიონერი – კერძო სამართლის იურიდიული პირი (მათ შორის, ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის კომპანია) ან კონსორციუმი, რომელთანაც საჯარო პარტნიორს დადებული აქვს კონცესიის ხელშეკრულება; ნ) კრედიტორი – ნებისმიერი სახელმწიფო ორგანო, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი ან საქართველოს ან სხვა ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული ბანკი/კომერციული ბანკი, რომელიც გასცემს სესხს ან/და გარანტიას კონცესიონერზე, კონტრაქტორზე ან ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის კომპანიის კერძო პარტნიორზე; ო) მცირე პროექტი − საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის მე-4 მუხლით, გარდა იმავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა, გათვალისწინებულ კრიტერიუმებს და რომლის საპროექტო ღირებულება ნაკლებია იმავე ქვეპუნქტის საფუძველზე საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ოდენობაზე; პ) პირდაპირი ხელშეკრულება – საჯარო პარტნიორს, კერძო პარტნიორსა და კრედიტორს (კრედიტორებს) შორის დადებული ხელშეკრულება; ჟ) პროექტის კონცეფცია − პროექტის ზოგადი აღწერა, რომელიც მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) პროექტის ძირითად მახასიათებლებს და წინარე ტექნიკურ-ეკონომიკურ შეფასებებს საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამისად; რ) პროექტის ღირებულება – საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის სრულად განსახორციელებლად საჭირო დაფინანსებისა და სხვა რესურსების მთლიანი ღირებულება, რომლის გამოთვლის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამისად; ს) საბოლოო მომხმარებელი – ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან/და სახელმწიფო ორგანო, რომელსაც კერძო პარტნიორი უწევს საჯარო მომსახურებას პირდაპირ ან მესამე პირის მეშვეობით; ტ) საინიციატივო შეთავაზება – კერძო ინიციატორის მიერ საკუთარი ინიციატივით უფლებამოსილი ორგანოსთვის ამ კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრული წესის შესაბამისად წარდგენილი შეთავაზება კონცესიის განხორციელების თაობაზე; უ) სამუშაოები − სამშენებლო ან/და საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები, რომელთა განხორციელების შედეგად იქმნება ინფრასტრუქტურული ობიექტი, რომელიც გამოიყენება საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფუნქციის შესასრულებლად; ფ) საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტი − საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებისა და განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“; ქ) სახელმწიფო ქონება − „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო ქონება; ღ) საჯარო ინფრასტრუქტურა − მატერიალური აქტივი ან/და არამატერიალური აქტივი, რომელიც განეკუთვნება საჯარო ინტერესს ან/და გამოიყენება საჯარო მომსახურების გასაწევად; ყ) საჯარო ინტერესი − საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში საჯარო ინფრასტრუქტურით ან საჯარო მომსახურების გაწევით საზოგადოების ფართო წრის მიერ მისაღები/მიღებული სარგებელი; შ) საჯარო პარტნიორი − უფლებამოსილი ორგანო ან საქართველოს მთავრობა, რომელიც არის საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების მხარე; ჩ) საჯარო და კერძო თანამშრომლობა/საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტი – საჯარო პარტნიორსა და კერძო პარტნიორს შორის გრძელვადიანი თანამშრომლობა, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს და ხორციელდება სამუშაოს შესრულების ან/და საჯარო მომსახურების გაწევის მიზნით, კონცესიის ან არაკონცესიური საჯარო და კერძო თანამშრომლობის სახით; ც) საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულება − საჯარო პარტნიორსა და კერძო პარტნიორს შორის კონცესიის ან არაკონცესიური საჯარო და კერძო თანამშრომლობის სახით დადებული გრძელვადიანი ხელშეკრულება; ძ) სააგენტო − ამ კანონის მე-9 მუხლით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად შექმნილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ინვესტიციების სააგენტო; წ) საჯარო მომსახურება – საჯარო ინტერესის სფეროში შემავალი მომსახურება, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, როგორც წესი, ახორციელებენ სახელმწიფო ორგანო, მუნიციპალიტეტის ორგანო და საჯარო სამართლის იურიდიული პირი საზოგადოების ფართო წრისთვის; ჭ) შერჩევის პროცესის მონაწილე – კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კონსორციუმი, რომელიც მონაწილეობს შერჩევის პროცესში; ხ) უფლებამოსილი ორგანო – სამინისტრო, სხვა სახელმწიფო ორგანო, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მუნიციპალიტეტი, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის პირდაპირი ან არაპირდაპირი, 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმო; ჯ) შედეგზე დაფუძნებული ანაზღაურება − საჯარო პარტნიორის მიერ კერძო პარტნიორისთვის გადახდილი ანაზღაურება ერთი ერთეული გაწეული მომსახურებისთვის ან/და თითოეული საბოლოო მომხმარებლის შესაბამისად; ჰ) ინფრასტრუქტურის შექმნა − მშენებლობა, რეკონსტრუქცია, რეაბილიტაცია, მოდერნიზაცია ან სხვა სახის სამშენებლო სამუშაოს განხორციელება; ჰ¹) ხარისხის ფასთან თანაფარდობა − მეთოდოლოგია, რომლითაც ფასდება საჯარო და კერძო თანამშრომლობის მიზანშეწონილობა და რომელიც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით; ჰ²) ხელმისაწვდომობის ანაზღაურება − საჯარო პარტნიორის მიერ კერძო პარტნიორისთვის განხორციელებული პერიოდული გადახდები, რომლებიც ხორციელდება განსაზღვრული ხარისხის დაცვით, საჯარო ინფრასტრუქტურის ან/და საჯარო მომსახურების მიწოდების შესაბამისად. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №7010-რს – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2565 – ვებგვერდი, 27.02.2023წ. საქართველოს 2024 წლის 5 სექტემბრის კანონი №4410 – ვებგვერდი, 23.09.2024წ. საქართველოს 2026 წლის 29 აპრილის კანონი №1546 – ვებგვერდი, 30.04.2026წ. საქართველოს 2026 წლის 10 ივნისის კანონი №1698 – ვებგვერდი, 15.06.2026წ. მუხლი 3. საჯარო და კერძო თანამშრომლობის მიზნები საჯარო და კერძო თანამშრომლობის მიზნებია: ა) პროექტების ეფექტიანობის ზრდა; ბ) საჯარო ინტერესის დაკმაყოფილება ახალი საჯარო ინფრასტრუქტურის შექმნით ან/და საჯარო მომსახურების მიწოდებით ან/და არსებულის გაუმჯობესებით; გ) კერძო დაფინანსების მოზიდვა; დ) საჯარო ფინანსების ხარჯვის ეფექტიანობის ზრდა; ე) საჯარო და კერძო სექტორებს შორის რისკების განაწილება; ვ) კერძო პარტნიორის ნოუ-ჰაუს გამოყენება. მუხლი 4. საჯარო და კერძო თანამშრომლობის კრიტერიუმები საჯარო და კერძო თანამშრომლობა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: ა) გრძელვადიანობა − საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების მინიმალური ვადა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით, მაგრამ არანაკლებ 5 წლით; ბ) ღირებულება − 2020 წლის 1 ივლისამდე საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის ღირებულება უნდა იყოს არანაკლებ 5 000 000 ლარისა, ხოლო 2020 წლის 1 ივლისიდან საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის ღირებულების მინიმალური ოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით; გ) კერძო პარტნიორის მიერ საჯარო მომსახურების გაწევა ან საჯარო ინფრასტრუქტურის შექმნა და მოვლა-პატრონობა ან/და ოპერირება და მოვლა-პატრონობა; დ) საჯარო და კერძო პარტნიორებს შორის რისკების განაწილება; ე) კერძო პარტნიორის მიერ საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება. მუხლი 5. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ძირითადი პრინციპები საჯარო და კერძო თანამშრომლობა ეფუძნება შემდეგ ძირითად პრინციპებს: ა) გამჭვირვალობა – საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესაძლებლობებისა და საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შესახებ ინფორმაციის საჯარო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ბ) განჭვრეტადობა – მკაფიო და პროგნოზირებადი წესების არსებობა; გ) თავისუფალი კონკურენციის ხელშეწყობა და დისკრიმინაციის აკრძალვა – ყველა საჯარო და კერძო, საქართველოსა და სხვა ქვეყნის სუბიექტის მიმართ თანასწორი მოპყრობა; დ) ხარისხის ფასთან თანაფარდობა – საჯარო და კერძო თანამშრომლობა, როგორც დასახული მიზნის მიღწევის ოპტიმალური ინსტრუმენტი; ე) რისკების ოპტიმალური განაწილება – მხარეთა შორის პასუხისმგებლობისა და რისკების გონივრული განაწილება, მხარეთა მიერ მათი კონტროლის შესაძლებლობისა და მიზანშეწონილობის, საჯარო ინტერესისა და საჯარო და კერძო თანამშრომლობის მახასიათებლების გათვალისწინებით; ვ) ფისკალური პასუხისმგებლობა – საჯარო და კერძო თანამშრომლობასთან დაკავშირებული ფინანსური პასუხისმგებლობის აღება საჯარო ფინანსებისთვის საფრთხის შექმნის გარეშე; ზ) გარემოს დაცვა და სოციალური მდგრადობა – საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და მისი გარემოსდაცვითი და სოციალური ზემოქმედების შეფასება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 6. საჯარო და კერძო თანამშრომლობის განხორციელების სექტორები 1. საჯარო და კერძო თანამშრომლობა შეიძლება განხორციელდეს საჯარო ინფრასტრუქტურისა და საჯარო მომსახურების ნებისმიერ სექტორში, თუ საქართველოს მთავრობის მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. საქართველოს მთავრობამ შეიძლება განსაზღვროს საქართველოში საჯარო და კერძო თანამშრომლობის განხორციელების პრიორიტეტული სექტორები. მუხლი 7. ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობა 1. ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის ფარგლებში დასაფუძნებელ ან დაფუძნებულ ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის კომპანიაში კერძო პარტნიორის შერჩევა ხორციელდება ამ კანონით კონცესიონერის ან კონტრაქტორის შერჩევისათვის განსაზღვრული დებულებების შესაბამისად. 2. ამ კანონით განსაზღვრული დებულებები, რომლებიც ეხება კონცესიონერს ან კონტრაქტორს, ვრცელდება ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის კომპანიაზე იმ ურთიერთობების დროს, როდესაც იგი არის კონცესიონერი ან კონტრაქტორი. 3. ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის კომპანიასთან დაკავშირებული დამატებითი მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით. თავი II. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ინსტიტუციური ჩარჩო მუხლი 8. უფლებამოსილი ორგანოს უფლებამოსილებები საჯარო და კერძო თანამშრომლობის სფეროში 1. საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებისა და განხორციელების მიზნით უფლებამოსილი ორგანო თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამისად უზრუნველყოფს: ა) საჭიროების შემთხვევაში, პოტენციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის იდენტიფიცირებასა და ინიციირებას ამ კანონის შესაბამისად; ბ) საინიციატივო შეთავაზების ანალიზსა და შეფასებას; გ) საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის მომზადებასა და შეფასებაში საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაწილეობას; დ) შერჩევის პროცესის ჩატარების ორგანიზებას; ე) შერჩევის პროცესის მონაწილესთან, პოტენციურ კერძო პარტნიორთან ან/და კრედიტორთან მოლაპარაკების წარმართვას; ვ) საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების დადებას; ზ) საჯარო და კერძო თანამშრომლობის განსახორციელებლად საჭირო სხვა ფუნქციების შესრულებას. 2. საქართველოს მთავრობა განიხილავს საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტს და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. საქართველოს 2026 წლის 29 აპრილის კანონი №1546 – ვებგვერდი, 30.04.2026წ. მუხლი 9. სააგენტო 1. სააგენტო არის ამ კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. სააგენტოს დებულებას ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2. სააგენტო თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს საჯარო და კერძო თანამშრომლობასთან დაკავშირებულ შემდეგ ფუნქციებს: ა) შესაძლო საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის იდენტიფიცირება და უფლებამოსილი ორგანოსთვის შეთავაზება; საჭიროების შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოსთვის შესაძლო საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის იდენტიფიცირებაში დახმარების გაწევა; ბ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ წარდგენილი პროექტის კონცეფციის შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; გ) უფლებამოსილი ორგანოს მიმართვის შემთხვევაში მისთვის საჯარო და კერძო თანამშრომლობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის, მათ შორის, შერჩევის პროცესის შესაბამისი დოკუმენტაციის, საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების პროექტისა და სხვა დოკუმენტაციის, მომზადებაში დახმარების გაწევა; დ) საჭიროების შემთხვევაში მცირე პროექტთან დაკავშირებით ამ კანონის მე-14 მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება; ე) საჭიროების შემთხვევაში საჯარო და კერძო თანამშრომლობის ნებისმიერ ეტაპზე კონსულტანტის შერჩევის, დაქირავებისა და ზედამხედველობის უზრუნველყოფა; ვ) შესაბამისი ქმედებების უფლებამოსილ ორგანოსთან კოორდინირება, აგრეთვე საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის განხორციელების მონიტორინგთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოთხოვა; ზ) ინსტიტუციური პოტენციალის განვითარების მიზნით საჯარო და კერძო თანამშრომლობის სფეროში უფლებამოსილი ორგანოს ცოდნის ამაღლების ხელშეწყობისთვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; თ) საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების მონაცემთა ბაზის შექმნა და მართვა; ი) სტანდარტული დოკუმენტების ფორმების, მათ შორის, საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების სტანდარტული მუხლების, შემუშავება; კ) საქართველოს კანონმდებლობითა და სააგენტოს დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციები, მათ შორის, ინვესტიციებისა და ექსპორტის მხარდაჭერის მიმართულებით. 3. სააგენტო თავის ფუნქციებსა და ამოცანებს ასრულებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 4. სააგენტოს თავმჯდომარეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. სააგენტო ანგარიშვალდებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წინაშე. საქართველოს 2026 წლის 29 აპრილის კანონი №1546 – ვებგვერდი, 30.04.2026წ. მუხლი 10. ფისკალური რისკების შეფასება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ასრულებს საჯარო და კერძო თანამშრომლობასთან დაკავშირებულ შემდეგ ძირითად ფუნქციებს: ა) უფლებამოსილი ორგანოს მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის განხილვა და შეფასება, კერძოდ: ა.ა) საჯარო ფინანსების ხელმისაწვდომობის შეფასება; ა.ბ) ხარისხის ფასთან თანაფარდობის შეფასება; ა.გ) ფისკალური რისკების შეფასება; ა.დ) სხვა სახის შეფასება − საჭიროების შემთხვევაში, თავისი კომპეტენციის ფარგლებში; ბ) საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების პირველადი პროექტისა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის განხილვა და უფლებამოსილი ორგანოსთვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა; გ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ პოტენციურ კერძო პარტნიორთან მოლაპარაკების შედეგად გადამუშავებული საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების პირობების განხილვა, საქართველოს მთავრობის მიერ მოწონებულისგან არსებითად განსხვავებული პირობების შემთხვევაში ამ მუხლით გათვალისწინებული შეფასების განხორციელება და მის საფუძველზე საქართველოს მთავრობისთვის საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების შემოთავაზებული (გადამუშავებული) ან სხვა პირობებით დადების მიზანშეწონილობის შესახებ რეკომენდაციის წარდგენა საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამისად; დ) საჭიროების შემთხვევაში, საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებასთან, მათ შორის, მასში შესატან ცვლილებასთან, დაკავშირებულ მოლაპარაკებაში მონაწილეობა; ე) საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებაში შესატან ცვლილებასთან დაკავშირებით ამ მუხლით გათვალისწინებული შეფასების განხორციელება. აღნიშნული შეფასების შედეგად ფისკალური რისკების გამოვლენის შემთხვევაში საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებაში შესატანი ცვლილების პროექტს საჯარო პარტნიორი განსახილველად წარუდგენს საქართველოს მთავრობას; ვ) ამ მუხლით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი მეთოდოლოგიების შემუშავება და დამტკიცება. თავი III. საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავება მუხლი 11. საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტი და მისი განხორციელების ეტაპები საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტი ხორციელდება ამ კანონით განსაზღვრული პროცესის შესაბამისად, რომელიც მოიცავს რამდენიმე ეტაპს, მათ შორის, პროექტის იდენტიფიცირებასა და ინიციირებას, მომზადებას, კერძო პარტნიორის შერჩევას, პროექტის განხორციელებას და განხორციელების შემდგომ შეფასებას. მუხლი 12. საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის იდენტიფიცირება 1. საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის იდენტიფიცირებას ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო ან სააგენტო. კონცესიის განხორციელების თაობაზე საინიციატივო შეთავაზების შემთხვევაში საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის იდენტიფიცირება შეიძლება განახორციელოს აგრეთვე კერძო ინიციატორმა ამ კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად. 2. საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის იდენტიფიცირება და მომზადება ხორციელდება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამისად, სახელმწიფო განვითარების გეგმის/სტრატეგიის ან/და მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიის/სამოქმედო გეგმის გათვალისწინებით. საქართველოს 2026 წლის 29 აპრილის კანონი №1546 – ვებგვერდი, 30.04.2026წ. მუხლი 13. საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის ინიციირება, მომზადება და მოწონება 1. საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის ინიციირებას ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო. 2. ამ კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის იდენტიფიცი
წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი და ბოლოს შემოწმდა 22 ნოემბერი, 2026; იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ „მაცნეზე“ გამოქვეყნებულ ტექსტს. AI ასისტენტის პასუხი კანონის ტექსტის განმარტებაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.