პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ

ტექსტი

საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს კანონი

საქართველოს კანონი

საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ

თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1. ამ კანონით რეგულირებული ურთიერთობები 1. ეს კანონი არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევასთან (შემდგომ − სავალდებულო დაზღვევა) დაკავშირებულ ურთიერთობებს. 2. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს მოქალაქეზე, აგრეთვე უცხო ქვეყნის მოქალაქესა და მოქალაქეობის არმქონე პირზე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებიან. მუხლი 2. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ავტოსატრანსპორტო საშუალება − მექანიკური (ძრავიანი/ელექტროძრავიანი) სატრანსპორტო საშუალება ან სატრანსპორტო საშუალებათა შეწყვილებული კომბინაცია (მათ შორის, ნებისმიერი სახის ტრაქტორი, თვითმავალი მანქანა, მისაბმელი), რომელიც განკუთვნილია ხმელეთზე გადაადგილებისათვის, გარდა სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებისა; ბ) უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალება − ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც უცხო სახელმწიფოშია რეგისტრირებული; გ) ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი/მძღოლი − პირი, რომლის საკუთრებაშია უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალება, ან პირი, რომელიც მართლზომიერად ფლობს მას; დ) დაზარალებული (მესამე პირი) − პირი, რომლის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან/და ქონებას მიადგა ზიანი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას და რომელიც დაზარალებულად მიიჩნევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებების საფუძველზე, აგრეთვე მისი მემკვიდრე (უფლებამონაცვლე/სამართალმემკვიდრე); ე) მზღვეველი – იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია სადაზღვევო საქმიანობის განსახორციელებლად, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული აქვს დაზღვევის (არა სიცოცხლის) ლიცენზია და რომელიც თანადაზღვევის სისტემის მონაწილეა; ვ) სადაზღვევო შემთხვევა – უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას ამ ავტოსატრანსპორტო საშუალების მონაწილეობით (მათ შორის, ავტოსატრანსპორტო საშუალების დაგორებით, მისაბმელით, ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დამაგრებული მოწყობილობით ან ნივთით, ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადატანისას ტვირთის დაღვრით, დაბნევით ან გადმოვარდნით) წარმოქმნილი მოვლენა, რომლის დროსაც დაზარალებულის (მესამე პირის) სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან/და ქონებას მიადგა ზიანი; ზ) სავალდებულო დაზღვევის პოლისი (სავალდებულო დაზღვევის ხელშეკრულება) (დოკუმენტი/ელექტრონული დოკუმენტი) – სავალდებულო დაზღვევის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნულია სავალდებულო დაზღვევის განხორციელებისათვის საჭირო შემდეგი მონაცემები: სავალდებულო დაზღვევის მხარეები, სავალდებულო დაზღვევის დაწყების დრო და დასრულების დრო, ძირითადი პირობები, სადაზღვევო ლიმიტები, სადაზღვევო პრემია, სადაზღვევო შემთხვევის რეგულირების და სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის პრინციპები; თ) დაუზღვეველი ავტოსატრანსპორტო საშუალება – უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლითაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი/მძღოლი შესაბამისი სავალდებულო დაზღვევის გარეშე გადაადგილდება; ი) სადაზღვევო ლიმიტი – ამ კანონით დადგენილი პასუხისმგებლობის შესაბამისი თანხის მაქსიმალური ოდენობა თითოეული დაზარალებულისთვის და თითოეული სადაზღვევო შემთხვევისთვის; კ) სადაზღვევო ანაზღაურება − ამ კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით დაზარალებულისათვის (მესამე პირისათვის) გადასახდელი თანხა; ლ) სადაზღვევო პრემია − ამ კანონით დადგენილი ოდენობის სადაზღვევო შესატანი; მ) თანადაზღვევის სისტემა − სავალდებულო დაზღვევის ამ სახეობაში მონაწილე ყველა მზღვეველს შორის სადაზღვევო პრემიის და სადაზღვევო ანაზღაურების თანაბარი განაწილების და სოლიდარული პასუხისმგებლობის პრინციპზე დაყრდნობით დადებულ შეთანხმებაზე დაფუძნებული სისტემა, ამ კანონის დებულებების გათვალისწინებით; ნ) სავალდებულო დაზღვევის ცენტრი – თანადაზღვევის სისტემაში მონაწილე მზღვეველების მიერ ამ სახეობის სავალდებულო დაზღვევის მართვისათვის დაფუძნებული ნებაყოფლობითი საზოგადოება − არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი − სავალდებულო დაზღვევის ცენტრი (შემდგომ − ცენტრი); ო) დაუძლეველი ძალა − საომარი მოქმედება, ხანძარი, აფეთქება. თავი II სავალდებულო დაზღვევის პირობები მუხლი 3. ზოგადი პირობები 1. უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი/მძღოლი ვალდებულია დააზღვიოს თავისი სამოქალაქო პასუხისმგებლობა მის მფლობელობაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საქართველოს ტერიტორიაზე მისი ყოფნის სრული პერიოდით, მაგრამ არანაკლებ ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ვადისა. სავალდებულო დაზღვევით ანაზღაურდება ამ ავტოსატრანსპორტო საშუალების მონაწილეობით და მისგან გამომდინარე დამდგარი სადაზღვევო შემთხვევის შედეგად გამოწვეული ზიანი (ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის/მძღოლის დასახელება სავალდებულო არ არის). 2. უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ან/და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულის − საბაჟო დეპარტამენტის პასუხისმგებელი პირი საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს/მძღოლს სასაზღვრო გამტარ პუნქტში განუმარტავს სავალდებულო დაზღვევის შეძენის ვალდებულებას. 3. სავალდებულო დაზღვევის შეძენა შესაძლებელია ცენტრში, მზღვეველთან, დაზღვევის აგენტის ან სადაზღვევო ბროკერის მეშვეობით ან ელექტრონულ-ტექნიკური გადახდის საშუალებით. 4. სავალდებულო დაზღვევა მოქმედებს სავალდებულო დაზღვევის პოლისში მითითებული ვადით. ამასთანავე, სავალდებულო დაზღვევა იწყება შესაბამისი სადაზღვევო პრემიის გადახდის მომენტიდან და სრულდება სავალდებულო დაზღვევის პოლისში აღნიშნული დაზღვევის პერიოდის დასრულების დღის 24 საათზე. 5. ამ კანონით გათვალისწინებული სავალდებულო დაზღვევის პოლისი მოქმედებს საქართველოს ტერიტორიაზე. მუხლი 4. ზიანი, რომელსაც მზღვეველი არ ანაზღაურებს 1. ამ კანონის შესაბამისად მზღვეველი არ ანაზღაურებს: ა) სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენებით შეჯიბრების, გამოცდის, სწავლების ჩატარებისას მიყენებულ ზიანს; ბ) დაზარალებულის განზრახი ქმედებით გამოწვეულ ზიანს; გ) დაუძლეველი ძალით გამოწვეულ ზიანს; დ) ბირთვული ენერგიით, ასეთი ნივთიერების ან/და სახიფათო ტვირთის გადაზიდვით გამოწვეულ ზიანს; ე) სამხედრო ოპერაციით, სამხედრო მანევრით, სამხედრო გადატრიალებით, ტერორისტული აქტით გამოწვეულ ზიანს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 5. სადაზღვევო პრემიის ოდენობა დაზღვევის პერიოდის მიხედვით ავტოსატრანსპორტო საშუალების კატეგორიის და დაზღვევის პერიოდის მიხედვით სადაზღვევო პრემიის ოდენობაა: ა) მოტოციკლისათვის, რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ³-ზე მეტია: 15 დღე – 20 ლარი, 30 დღე – 35 ლარი, 90 დღე – 70 ლარი, 1 წელი – 215 ლარი; ბ) მსუბუქი ავტომობილისათვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს, ხოლო დასასხდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა) რაოდენობა − 8-ს არ აღემატება: 15 დღე – 30 ლარი, 30 დღე – 50 ლარი, 90 დღე – 90 ლარი, 1 წელი – 295 ლარი; გ) ავტობუსისათვის, რომლის დასასხდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა) რაოდენობა 8-ს აღემატება: 15 დღე – 45 ლარი, 30 დღე – 75 ლარი, 90 დღე – 140 ლარი, 1 წელი – 480 ლარი; დ) სატვირთო ავტომობილისათვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს აღემატება: 15 დღე – 60 ლარი, 30 დღე – 100 ლარი, 90 დღე – 170 ლარი, 1 წელი – 610 ლარი; ე) მისაბმელისათვის: 15 დღე – 14 ლარი, 30 დღე – 25 ლარი, 90 დღე – 40 ლარი, 1 წელი – 145 ლარი; ვ) სასოფლო-სამეურნეო მანქანისათვის, სპეციალიზებული თვითმავალი მანქანისათვის: 15 დღე – 25 ლარი; 30 დღე – 45 ლარი; 90 დღე – 70 ლარი; 1 წელი – 250 ლარი. მუხლი 6. სადაზღვევო ლიმიტის ოდენობა დაზარალებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანისთვის 1. სავალდებულო დაზღვევის პოლისის მოქმედების პერიოდში თითოეული დაზარალებულის ჯანმრთელობისათვის, ქმედობაუნარიანობისათვის ან სიცოცხლისათვის მიყენებული ზიანისთვის სადაზღვევო ლიმიტის ოდენობაა 30 000 ლარი, ხოლო თითოეული სადაზღვევო შემთხვევისთვის სადაზღვევო ანაზღაურების ჯამური ლიმიტი − 300 000 ლარი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად სადაზღვევო ლიმიტი ერთი დაზარალებულისთვის განისაზღვრება შემდეგი შემთხვევებისათვის და შემდეგი ოდენობით: ა) ჯანმრთელობის დაზიანების გამო სამედიცინო მომსახურების გაწევისათვის გასაცემი სადაზღვევო ანაზღაურების მაქსიმალური ოდენობაა 15 000 ლარი; ბ) ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის ან გარდაცვალების გამო გასაცემი სადაზღვევო ანაზღაურების მაქსიმალური ოდენობაა 30 000 ლარი. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ზიანი ანაზღაურდება შემდეგი პროცენტული ოდენობით: ა) დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაში – 100%-ით; ბ) დაზარალებულის ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის შემთხვევაში: ბ.ა) შეზღუდვის მკვეთრად გამოხატული ხარისხისას – 100%-ით; ბ.ბ) შეზღუდვის მნიშვნელოვნად გამოხატული ხარისხისას − 60%-ით; ბ.გ) შეზღუდვის ზომიერად გამოხატული ხარისხისას − 30%-ით. 4. სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის შემდეგ 1 წლის განმავლობაში სადაზღვევო შემთხვევის შედეგად და მისგან გამომდინარე დაზარალებულის ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის/შეზღუდვის ხარისხის გაზრდის ან გარდაცვალების შემთხვევაში ცენტრი ვალდებულია გასცეს სადაზღვევო ანაზღაურება ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი ოდენობით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სადაზღვევო ლიმიტსა და გაცემულ სადაზღვევო ანაზღაურებას შორის სხვაობას. ამასთანავე, ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის ხარისხის გაზრდისას გასაცემი სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობაა შეზღუდვის გაზრდილ ხარისხსა და მანამდე არსებულ ხარისხს შორის სხვაობის შესაბამისი ოდენობა. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად სადაზღვევო ანაზღაურების მისაღებად დაზარალებული ვალდებულია ცენტრს წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტები (გარდა მემკვიდრეობის დამადასტურებელი დოკუმენტისა) ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის ახალი ხარისხის ან დაზარალებულის გარდაცვალების ფაქტის დადგენიდან არაუგვიანეს 45 კალენდარული დღისა. წინააღმდეგ შემთხვევაში მზღვეველები თავისუფლდებიან სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის ვალდებულებისაგან. 6. თუ ერთი სადაზღვევო შემთხვევის დროს რამდენიმე დაზარალებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ჯამური ოდენობა აღემატება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სადაზღვევო ანაზღაურების ჯამურ ლიმიტს, სადაზღვევო ანაზღაურება თითოეულ დაზარალებულზე პროპორციულად გაიცემა. 7. თუ დაზარალებულს დაზღვეული აქვს სიცოცხლე ან ჯანმრთელობა ნებაყოფლობითი დაზღვევის პირობებით, სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას, პირველ რიგში, მოქმედებს ამ კანონით გათვალისწინებული სავალდებულო დაზღვევა. მუხლი 7. სადაზღვევო ლიმიტის ოდენობა დაზარალებულის ქონებისათვის მიყენებული ზიანისთვის 1. სავალდებულო დაზღვევის პოლისის მოქმედების პერიოდში თითოეული სადაზღვევო შემთხვევის დროს ერთი დაზარალებულის ქონებისათვის მიყენებული ზიანისთვის სადაზღვევო ლიმიტის ოდენობაა 25 000 ლარი, ხოლო თითოეული სადაზღვევო შემთხვევისთვის სადაზღვევო ანაზღაურების ჯამური ლიმიტი 50 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. 2. დაზარალებულის ქონებისათვის მიყენებული ზიანია: ა) დაზარალებულის ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანება ან განადგურება; ბ) გზის საფრის, გზის კონსტრუქციული ელემენტის, შენობის ან/და ნაგებობის დაზიანება ან განადგურება; გ) დაზარალებულის პირადი ნივთისა და სხვა ქონების დაზიანება ან განადგურება. 3. დაზარალებულის ქონებისათვის მიყენებული ზიანის ოდენობის განსაზღვრის საფუძველია: ა) უძრავი ან მოძრავი ქონების დაზიანების შემთხვევაში – ქონების დაზიანებული ნაწილის შეკეთების/აღდგენის (სადაზღვევო შემთხვევის დღისათვის არსებული მდგომარეობის აღდგენის) ღირებულება; ბ) უძრავი ქონების სრული განადგურების (დაღუპვის) შემთხვევაში – სადაზღვევო შემთხვევის დღისათვის უძრავი ქონების აღდგენის რეალური ღირებულება რეალიზებადი ნარჩენების ღირებულების გამოკლებით; გ) მოძრავი ქონების სრული განადგურების (დაღუპვის) შემთხვევაში – მოძრავი ქონების რეალური საბაზრო ღირებულება შემდგომი გამოყენებისათვის ვარგისი (საღი) და რეალიზებადი ნარჩენების ღირებულების გამოკლებით ან მოძრავი ქონების ჩანაცვლების ღირებულება. 4. თუ დაზიანებული ქონების შეკეთების/აღდგენის რეალური ღირებულება არის ამ ქონების საბაზრო ღირებულების 70% ან 70%-ზე მეტი, შემთხვევა განიხილება ქონების სრულ განადგურებად (დაღუპვად). 5. თუ ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს/მძღოლს დაზღვეული აქვს სამოქალაქო პასუხისმგებლობა ნებაყოფლობითი დაზღვევის პირობებით ან დაზარალებულს დაზღვეული აქვს ავტოსატრანსპორტო საშუალება ან სხვა ქონება ნებაყოფლობითი დაზღვევის პირობებით, სადაზღვევო შემთხვევის შედეგად ქონებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას, პირველ რიგში, მოქმედებს ამ კანონით გათვალისწინებული სავალდებულო დაზღვევა. 6. თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან ზიანის ოდენობაზე, თითოეულ მათგანს უფლება აქვს, ზიანის ოდენობის დასადგენად დამოუკიდებელ ექსპერტიზას მიმართოს. დამოუკიდებელი ექსპერტიზის ხარჯების ანაზღაურება დაინტერესებულ მხარეს ეკისრება. მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში საკითხი წყდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 7. სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდეგ დაზარალებული ქონებისათვის მიყენებული ზიანის ოდენობის განსაზღვრამდე უფლებამოსილია შეაკეთოს დაზიანებული ქონება მხოლოდ ცენტრის წინასწარი წერილობითი თანხმობით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაზიანებული ქონების შეკეთება აუცილებელია დამატებითი ზიანის თავიდან აცილებისათვის. 8. დაზარალებულის მიერ ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობისას ცენტრი უფლებამოსილია სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე უარი განაცხადოს. 9. თუ ერთი სადაზღვევო შემთხვევის დროს რამდენიმე დაზარალებულის ქონებისათვის მიყენებული ზიანის ჯამური ოდენობა აღემატება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სადაზღვევო ანაზღაურების ჯამურ ლიმიტს, სადაზღვევო ანაზღაურება თითოეულ დაზარალებულზე პროპორციულად გაიცემა. მუხლი 8. სადაზღვევო შემთხვევის შესახებ შეტყობინების ვალდებულება 1. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დადგომისას ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი/მძღოლი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს, ხოლო დაზარალებული (მისი წარმომადგენელი) უფლებამოსილია შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს და ცენტრს, დარჩეს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილზე და დაელოდოს უფლებამოსილი პირის მისვლას, თუ არ არსებობს სამედიცინო დაწესებულებაში ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის/მძღოლის მისვლის ან მის მიერ დაშავებული პირის (დაზარალებულის) გადაყვანის გადაუდებელი აუცილებლობა. 2. დაზარალებული ვალდებულია სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან არაუგვიანეს 60 კალენდარული დღისა წერილობით მიმართოს ცენტრს/მზღვეველს სადაზღვევო ანაზღაურების მიღების მოთხოვნით და წარუდგინოს ყველა აუცილებელი დოკუმენტი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისა და სადაზღვევო ანაზღაურების გაცემისათვის მნიშვნელოვანი გარემოების შესახებ. 3. თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ფაქტზე მიმდინარეობს სასამართლო დავა, გამოძიება ან/და ექსპერტიზა, ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ვადის დინება შეჩერდება შესაბამისი პროცედურის დამთავრებამდე. 4. თუ დაზარალებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნას ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს/მძღოლს წარუდგენს, მფლობელმა/მძღოლმა ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს ცენტრს ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. აღნიშნული შეტყობინება უთანაბრდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ დაზარალებულის შეტყობინების ვალდებულებას. ამასთანავე, დაზარალებული ვალდებულია ცენტრს წარუდგინოს სადაზღვევო ანაზღაურების გაცემისათვის აუცილებელი ყველა დოკუმენტი. 5. დაზარალებულის მიერ ამ მუხლში მითითებული ვადების დარღვევის შემთხვევაში ცენტრი თავისუფლდება სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის ვალდებულებისაგან. საქართველოს 2019 წლის 19 დეკემბრის კანონი №5619 – ვებგვერდი, 24.12.2019წ. მუხლი 9. სადაზღვევო ანაზღაურება 1. დაზარალებულისათვის მიყენებულ ზიანს ანაზღაურებს ცენტრი მზღვეველების მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. 2. ცენტრი ვალდებულია აანაზღაუროს დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი შესაბამისი სავალდებულო დაზღვევის პოლისის არსებობის ან დაზარალებულისათვის ზიანის დაუზღვეველი ავტოსატრანსპორტო საშუალებით მიყენების შემთხვევაში. ამასთანავე, დაუზღვეველი ავტოსატრანსპორტო საშუალებით მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სადაზღვევო ანაზღაურების გაცემისათვის დადგენილი პირობებით (შემთხვევის შესახებ შეტყობინება და რეგულირება, ანაზღაურების ლიმიტები, ვადები და სხვა). 3. სადაზღვევო ანაზღაურების გასაცემად ცენტრი მზღვეველების მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში არეგულირებს სადაზღვევო შემთხვევას (საჭიროების შემთხვევაში აფასებს ზიანს) ცენტრის თანამშრომლის ან/და ამისთვის დაქირავებული თანამშრომლის (მათ შორის, მზღვეველის თანამშრომლის) მეშვეობით. ზიანის ანაზღაურების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი დოკუმენტების მიღებიდან გონივრულ ვადაში, რომელიც 30 დღეს არ უნდა აღემატებოდეს. 4. ცენტრი ვალდებულია თანადაზღვევის შესახებ შეთანხმების საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილებისა და ამ კანონით გათვალისწინებული სადაზღვევო ლიმიტის ფარგლებში დაზარალებულს სადაზღვევო ანაზღაურება გადაუხადოს ზიანის ოდენობის შესახებ შეთანხმების მხარეთა მიერ ხელმოწერიდან არაუგვიანეს 15 დღისა ან სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე დასაბუთებული უარი განაცხადოს ყველა საჭირო დოკუმენტის მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული ვადის დარღვევის შემთხვევაში ცენტრი დაზარალებულს უხდის საურავს გადასახდელი თანხის 0,1%-ის ოდენობით ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის. 6. ამ კანონის მოქმედების პერიოდში დაზარალებულის/დაზარალებულების წინაშე დაუზღვეველი ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან გამომდინარე პასუხისმგებლობის შესაბამისი თანხების მაქსიმალური ჯამური ოდენობა არის მზღვეველების მიერ მოზიდული სადაზღვევო პრემიის 10%-ისა და ამ მიზნისათვის ერთჯერადად განსაზღვრული პასუხისმგებლობის თანხის ოდენობის − 500 000 ლარის ჯამი. ამასთანავე, პასუხისმგებლობის შესაბამისი თანხების მაქსიმალური ჯამური ოდენობის გასაანგარიშებლად ცენტრის მიერ დაზარალებულისათვის/დაზარალებულებისათვის ჯამურად გადახდილი თანხების ოდენობა მცირდება დაუზღვეველი ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან გამომდინარე მიღებული რეგრესული თანხების ოდენობით. 7. ცენტრი თავისუფლდება ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი საურავის გადახდის ვალდებულებისაგან, თუ ზიანის ანაზღაურების გაცემის ვადის დარღვევა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ფულადი რესურსების ამოწურვითაა გამოწვეული. ამასთანავე, ცენტრი ვალდებულია ასეთი ანაზღაურება გასცეს დაუყოვნებლივ, ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დაკმაყოფილებისთანავე. 8. ცენტრი სადაზღვევო ანაზღაურებას გასცემს ამისთვის გამიზნული, მისი კუთვნილი განცალკევებული ანგარიშიდან, რომლის საშუალო ნაშთი თვის განმავლობაში უნდა იყოს არანაკლებ 400 000 ლარისა. ამ ანგარიშზე შესაბამისი ფულადი სახსრების აკუმულირებას მზღვეველები ახორციელებენ. ამასთანავე, აღნიშნულ ანგარიშთან დაკავშირებით არ უნდა იქნეს გამოყენებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უზრუნველყოფის საშუალებები და ღონისძიებები. 9. თუ დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა აღემატება ამ კანონით დადგენილი ანაზღაურების ლიმიტის ოდენობას, მას უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის დამატებითი ანაზღაურება უშუალოდ იმ პირისაგან, რომელიც მიყენებული ზიანის ანაზღაურებისთვისაა პასუხისმგებელი. მუხლი 10. რეგრესის წესი 1. ცენტრს უფლება აქვს, დაზარალებულისათვის სადაზღვევო ანაზღაურების გადახდის შემდეგ რეგრესის წესით წაუყენოს მოთხოვნა ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელ პირს შემდეგ შემთხვევებში: ა) ზიანის განზრახ მიყენებისას; ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური, ტოქსიკური, ფსიქოტროპული ან ნარკოტიკული სიმთვრალის მდგომარეობაში მართვისას; გ) ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების გარეშე მართვისას; დ) ავტოსატრანსპორტო საშუალების არაკანონიერად მართვისას; ე) დაუზღვეველი ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვისას. 2. ცენტრი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მიღებული რეგრესული თანხა თანაბრად გაუნაწილოს მზღვეველებს, რომლებიც სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის დროს მონაწილეობდნენ ზიანის ანაზღაურებაში. 3. რეგრესის წესით წაყენებული მოთხოვნა გაცემულ სადაზღვევო ანაზღაურებას არ უნდა აღემატებოდეს. მუხლი 11. სავალდებულო დაზღვევის განხორციელება 1. სავალდებულო დაზღვევის ამ სახეობაში მონაწილეობის მსურველი ყველა სადაზღვევო ორგანიზაცია ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს, გაერთიანდეს თანადაზღვევის სისტემაში და თანადაზღვევის შესახებ შეთანხმების პირობებზე თანხმობა წერილობით გამოხატოს. 2. მზღვეველი ვალდებულია ჰქონდეს სავალდებულო დაზღვევის ამ სახეობაში საქმ

წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი და ბოლოს შემოწმდა 22 ნოემბერი, 2026; იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ „მაცნეზე“ გამოქვეყნებულ ტექსტს. AI ასისტენტის პასუხი კანონის ტექსტის განმარტებაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.