პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ

ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს კანონი

საქართველოს კანონი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ

თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (შემდგომ – სამსახური) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) სტატუსს, მისი საქმიანობის ძირითად პრინციპებს, სააგენტოს ამოცანებსა და უფლებამოსილებებს, მისი საქმიანობის კონტროლისა და ზედამხედველობის ფორმებს და სხვა საკითხებს. მუხლი 2. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სტრატეგიული მონიტორინგის ღონისძიება – სააგენტოს მიერ სადაზვერვო საქმიანობისა და კონტრდაზვერვითი საქმიანობის მიზნებისთვის საქართველოს ტერიტორიის ფარგლების გარეთ, აგრეთვე იმ ტერიტორიაზე, რომელზედაც არ ვრცელდება საქართველოს ხელისუფლების იურისდიქცია, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით გადაცემული სატელეკომუნიკაციო ნაკადის მონიტორინგი საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, სუვერენიტეტის, თავდაცვისუნარიანობის, ტერიტორიული მთლიანობის, მართლწესრიგის, სამეცნიერო-ეკონომიკური და სამხედრო პოტენციალის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებათა შესახებ ინფორმაციის მოპოვების მიზნით; ბ) ინდივიდუალური მონიტორინგის ღონისძიება – სააგენტოს მიერ სადაზვერვო საქმიანობისა და კონტრდაზვერვითი საქმიანობის მიზნებისთვის საქართველოს ტერიტორიის ფარგლების გარეთ კონკრეტული საკომუნიკაციო აღჭურვილობის ტექნიკური იდენტიფიკატორის მეშვეობით ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით გადაცემული სატელეკომუნიკაციო შეტყობინებების მონიტორინგი საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, სუვერენიტეტის, თავდაცვისუნარიანობის, ტერიტორიული მთლიანობის, მართლწესრიგის, სამეცნიერო-ეკონომიკური და სამხედრო პოტენციალის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებათა შესახებ ინფორმაციის მოპოვების მიზნით; გ) ფარული მეთვალყურეობის ღონისძიებები: გ.ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 143¹ მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედებები; გ.ბ) „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული თვალთვალის ღონისძიებები; გ.გ) ამ კანონით გათვალისწინებული სტრატეგიული მონიტორინგის ღონისძიება და ინდივიდუალური მონიტორინგის ღონისძიება; დ) კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების ტექნიკური შესაძლებლობა – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით გადაცემული კომუნიკაციის და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გადაჭერა სააგენტოს მიერ კომუნიკაციის მიმდინარეობისას ან მისი დასრულებისთანავე, კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული, ნახევრად სტაციონარული ან არასტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენებით; ე) კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობა – წინასწარ განსაზღვრული არქიტექტურითა და დადგენილი ინტერფეისებით, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელით გადაცემული კომუნიკაციის და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გადაჭერა უფლებამოსილი ორგანოს მიერ კომუნიკაციის მიმდინარეობისას ან მისი დასრულებისთანავე, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის ქსელურ ან/და სასადგურე ინფრასტრუქტურაზე შესაბამისი აპარატული ან/და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების განთავსებით/მონტაჟით; ვ) კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების ნახევრად სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობა – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელით გადაცემული კომუნიკაციის და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გადაჭერა უფლებამოსილი ორგანოს მიერ კომუნიკაციის მიმდინარეობისას ან მისი დასრულებისთანავე, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის ქსელურ ან/და სასადგურე ინფრასტრუქტურაზე შესაბამისი აპარატული ან/და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების დროებითი ან მუდმივი განთავსებით/მონტაჟით; ზ) კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების არასტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობა – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელით გადაცემული კომუნიკაციის და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გადაჭერა უფლებამოსილი ორგანოს მიერ კომუნიკაციის მიმდინარეობისას ან მისი დასრულებისთანავე, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის ქსელურ ან/და სასადგურე ინფრასტრუქტურაზე მიერთების გარეშე, სპეციალური ტექნიკური ან/და პროგრამული საშუალებების გამოყენებით; თ) ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია – „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ⁶⁰“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპანია; ი) „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელების და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 143 ¹ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების კონტროლის ელექტრონული სისტემა (შემდგომ – კონტროლის ელექტრონული სისტემა) – ტექნიკურ და პროგრამულ გადაწყვეტილებათა ერთობლიობა, რომელიც იძლევა: ი.ა) ობიექტის ტექნიკური იდენტიფიკატორის აქტივაციის შესახებ უფლებამოსილი ორგანოს მონიტორინგის სისტემის მიერ ინიციირებულ ბრძანებათა ზედამხედველი მოსამართლისთვის მიწოდების, აღნიშნულ ბრძანებათა გამიჯვნისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 143¹ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე ინიციირებულ ბრძანებათა სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის გაგზავნის შესაძლებლობას; [ი.ბ) ზედამხედველი მოსამართლის მიერ „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 14⁴ მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შეჩერებისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 143⁶ მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ფარული საგამოძიებო მოქმედების შეჩერების შესაძლებლობას; ი.გ) (ამოღებულია - 30.12.2021, №1316); [კ) კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემა – ტექნიკურ და პროგრამულ გადაწყვეტილებათა ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს ობიექტის ტექნიკური იდენტიფიკატორის აქტივაციის შესახებ უფლებამოსილი ორგანოს მონიტორინგის სისტემის მიერ ინიციირებულ ბრძანებათა ლოგირების მონაცემების კრიპტოგრაფიული მეთოდების გამოყენებით დამუშავებას, მართლზომიერი გადაჭერის მენეჯმენტის სისტემის მიერ აღსრულებულ ბრძანებათა ლოგირების მონაცემების ზედამხედველი მოსამართლისთვის ავტომატურად მიწოდებას, ამ მონაცემების კრიპტოგრაფიული მეთოდების გამოყენებით დამუშავებას, მიღებული შედეგების ავტომატურ შედარებას და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 143¹ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე განხორციელებული ქმედების ლოგირების მონაცემების სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის გაგზავნას; ლ) ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალური ბანკის (შემდგომ – მონაცემთა ცენტრალური ბანკი) კონტროლის ელექტრონული სისტემა – ტექნიკურ და პროგრამულ გადაწყვეტილებათა ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს: ლ.ა) მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების ლოგირების მონაცემებისა და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების ზედამხედველ მოსამართლესთან არსებული ინფრასტრუქტურისთვის ავტომატურად მიწოდებას, აღნიშნული მონაცემების დამუშავებას, გამიჯვნას, აგრეთვე ზედამხედველი მოსამართლისთვის – „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განხორციელებული ქმედებების ლოგირების მონაცემებისა და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების, ხოლო სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის – ყველა სხვა განხორციელებული აქტივობის ლოგირების მონაცემებისა და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების რეალურ დროში მიწოდებას; ლ.ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში განხორციელებული შეტყობინების ინიციატორი მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის მომხმარებლისა და მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის ადგილმდებარეობის შესახებ მონაცემების გამოთხოვის თაობაზე ლოგირების მონაცემების სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის რეალურ დროში მიწოდებას; მ) გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობა – წინასწარ განსაზღვრული არქიტექტურითა და დადგენილი ინტერფეისებით მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის გეოგრაფიული ადგილმდებარეობის რეალურ დროში მაქსიმალურად შესაძლო სიზუსტით განსაზღვრა ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის ქსელურ ან/და სასადგურე ინფრასტრუქტურაზე შესაბამისი აპარატული ან/და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების განთავსებით/მონტაჟით; ნ) გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის არასტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობა – მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის გეოგრაფიული ადგილმდებარეობის რეალურ დროში მაქსიმალურად შესაძლო სიზუსტით განსაზღვრა ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის ქსელურ ან/და სასადგურე ინფრასტრუქტურაზე მიერთების გარეშე, სპეციალური ტექნიკური ან/და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების გამოყენებით; ო) გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემა – ტექნიკურ და პროგრამულ გადაწყვეტილებათა ერთობლიობა, რომელიც გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის არქიტექტურაში უზრუნველყოფს: ო.ა) ობიექტის ტექნიკური იდენტიფიკატორის აქტივაციის/დეაქტივაციის შესახებ ინიციირებულ ბრძანებათა ლოგირების მონაცემებისა და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების ზედამხედველ მოსამართლესთან არსებული ინფრასტრუქტურისთვის მიწოდებას, აღნიშნული მონაცემების დამუშავებას, გამიჯვნას, აგრეთვე ზედამხედველი მოსამართლისთვის – „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ინიციირებულ ბრძანებათა ლოგირების მონაცემებისა და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების, ხოლო სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის – ობიექტის ტექნიკური იდენტიფიკატორის აქტივაციის/დეაქტივაციის შესახებ ყველა სხვა ინიციირებული ბრძანების ლოგირების მონაცემებისა და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების რეალურ დროში მიწოდებას; ო.ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში განხორციელებული შეტყობინების ინიციატორი მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის გეოლოკაციის ავტომატურ რეჟიმში განსაზღვრის ლოგირების მონაცემების სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის რეალურ დროში მიწოდებას. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3283 – ვებგვერდი, 09.08.2018წ. საქართველოს 2018 წლის 27 დეკემბრის კანონი №4258 – ვებგვერდი, 29.12.2018წ. საქართველოს 2019 წლის 8 მაისის კანონი №4598 – ვებგვერდი, 05.08.2019წ. საქართველოს 2019 წლის 19 დეკემბრის კანონი №5618 – ვებგვერდი, 24.12.2019წ. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1316 – ვებგვერდი, 13.01.2022წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1301 – ვებგვერდი, 23.12.2025წ. მუხლი 3. სააგენტო 1. სააგენტო არის სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში. 2. სააგენტო არის სპეციალური დანიშნულების დაწესებულება, აგრეთვე განსაკუთრებული რეჟიმის სტატუსის მქონე დაწესებულება. 3. სააგენტო შედგება სტრუქტურული ქვედანაყოფებისგან. სააგენტოში შეიძლება შეიქმნას ტერიტორიული ორგანოები. 4. სააგენტოს დებულებას სააგენტოს უფროსის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 5. დაუშვებელია სააგენტოს საქმიანობაში სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და თანამდებობის პირების უკანონო ჩარევა. 6. სააგენტო და მისი თანამდებობის პირები უფლებამოსილი არიან, სააგენტოს სამართლებრივ აქტებზე, ბლანკებზე, ბეჭდებსა და შტამპებზე გამოიყენონ საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი. 7. სააგენტო უფლებამოსილია ამ კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებისას მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტის სახით შექმნას, მიიღოს და შეინახოს ნებისმიერი დოკუმენტი, აგრეთვე გამოიყენოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა, მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებები, ელექტრონული ხელმოწერა. დოკუმენტზე ელექტრონულ ხელმოწერას აქვს მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა. 8. სააგენტოს უფლება აქვს, ამ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას მის მიერ დამუშავებულ მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერა შეასრულოს ფაქსიმილეს გამოყენებით. ფაქსიმილეს გამოყენებით შესრულებულ ხელმოწერას აქვს პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა. მუხლი 4. სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი 1. სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, ეს კანონი, საქართველოს სხვა კანონები, სააგენტოს დებულება, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა სააგენტოს უფროსის წარდგინებით, სააგენტოს უფროსის სამართლებრივი აქტები და სხვა ნორმატიული აქტები. 2. სააგენტოსა და მის მოსამსახურეებზე „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი და სამსახურის საქმიანობის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტები ვრცელდება ამ კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით. 3. სააგენტოს საქმიანობაზე არ ვრცელდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, 10¹ და 10² მუხლებისა და მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება. მუხლი 5. სააგენტოს დამოუკიდებლობის გარანტიები 1. სააგენტო თავისი კომპეტენციის ფარგლებში დამოუკიდებლად ასრულებს მისთვის განსაზღვრულ ამოცანებს. 2. დაუშვებელია სააგენტოს საქმიანობაში სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და თანამდებობის პირების უკანონო ჩარევა. 3. სააგენტოს უფროსის კანდიდატურას შეარჩევს ამ კანონის შესაბამისად შექმნილი სპეციალური კომისია. 4. სააგენტოს მოსამსახურე თავის სამსახურებრივ საქმიანობაში დამოუკიდებელია. იგი შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. 5. სააგენტოს ხარჯები საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებული უნდა იქნეს ცალკე პროგრამული კოდით. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში სააგენტოსთვის განკუთვნილი ხარჯების წინა წლის შესაბამის მოცულობასთან შედარებით შემცირება შეიძლება მხოლოდ სააგენტოს წინასწარი თანხმობის საფუძველზე. 6. ნორმატიულ აქტებს, რომლებიც ეხება სააგენტოს მიერ ფარული საგამოძიებო მოქმედების და ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელებას, აგრეთვე ამ მოქმედებისა და ღონისძიების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის გაცნობას, დამუშავებას, შენახვას, გაცემასა და განადგურებას, კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის არქიტექტურისა და შესაბამისი ინტერფეისების განსაზღვრას, კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების ნახევრად სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენებით განხორციელებული კომუნიკაციის შინაარსის და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების მოპოვების წესსა და პროცედურას, გამოსცემს სააგენტოს უფროსი. ამ ნორმატიულ აქტებში ცვლილების შეტანის და მათი გაუქმების უფლება აქვს სააგენტოს უფროსს. 7. სააგენტოს საერთაშორისო და სხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობებში წარმოადგენს სააგენტოს უფროსი. მუხლი 6. სააგენტოს საქმიანობის ძირითადი პრინციპები სააგენტოს საქმიანობის ძირითადი პრინციპებია: ა) საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო სამართლებრივი აქტებითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა და პატივისცემა; ბ) კანონიერება; გ) დამოუკიდებლობა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტი; დ) საქმიანობის ღია და ფარული მეთოდებით განხორციელება; ე) კონსპირაციულობა; ვ) ერთიანობა და ცენტრალიზაცია. თავი II სააგენტოს ამოცანები და უფლებამოსილებანი მუხლი 7. სააგენტოს ამოცანები სააგენტოს ამოცანებია: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უფლებამოსილი ორგანოს მიმართვის საფუძველზე, სპეციალური ტექნოლოგიური საშუალებებით, ფარული მეთოდებით საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, სუვერენიტეტის, თავდაცვისუნარიანობის, ტერიტორიული მთლიანობის, მართლწესრიგისა და სამხედრო პოტენციალის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებათა შესახებ ინფორმაციის მოპოვება, აგრეთვე სისხლის სამართლის საქმეზე ფაქტობრივი მონაცემების მოპოვება და ამ მიზნით ისეთ ღონისძიებათა განხორციელება, რომლებიც დაკავშირებულია: ა.ა) სატელეფონო კომუნიკაციის ფარულ მიყურადებასთან და ჩაწერასთან; ა.ბ) კავშირგაბმულობის არხიდან ინფორმაციის მოპოვებასთან; ა.გ) კომპიუტერული სისტემიდან ინფორმაციის მოპოვებასთან; ა.დ) გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრასთან; ა.ე) საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის კონტროლთან; ა.ვ) ფარულ ვიდეოჩაწერასთან ან/და აუდიოჩაწერასთან, ფოტოგადაღებასთან; ბ) სახელმწიფო უწყებებისა და დაწესებულებების საინფორმაციო-ტექნოლოგიური უზრუნველყოფა. მუხლი 8. სააგენტოს უფლებამოსილებანი 1. ამ კანონის მე-7 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ამოცანების შესასრულებლად სააგენტო უფლებამოსილია: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უფლებამოსილი ორგანოს მიმართვის საფუძველზე, საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელოს: ა.ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 143¹ მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედებები; ა.ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 143¹ მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედება; ა.გ) „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიება და იმავე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული თვალთვალის ღონისძიებები; ბ) ამ კანონით დადგენილი წესით მოიპოვოს და გასცეს ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები; გ) ამ კანონით დადგენილი წესით განახორციელოს სტრატეგიული მონიტორინგის ღონისძიება; დ) ამ კანონით დადგენილი წესით განახორციელოს ინდივიდუალური მონიტორინგის ღონისძიება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად სააგენტო უფლებამოსილია: ა) ჰქონდეს კომუნიკაციის შინაარსის და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების რეალურ დროში მოპოვების ტექნიკური შესაძლებლობა ამ კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად; ბ) ჰქონდეს გეოლოკაციის მონაცემების რეალურ დროში მოპოვების ტექნიკური შესაძლებლობა ამ კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად; გ) შექმნას მონაცემთა ცენტრალური ბანკი ამ კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად; დ) შეიძინოს, შექმნას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს შესაბამის ღონისძიებათა განხორციელებისთვის აუცილებელი ტექნიკური, აპარატული და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებები; ე) სასყიდლით ან უსასყიდლოდ, წერილობითი შეთანხმების საფუძველზე გამოიყენოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა, აგრეთვე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება; ვ) კონსპირაციის მიზნით მოამზადოს და გამოიყენოს დოკუმენტები, რომლებშიც შენიღბულია სააგენტოს მოსამსახურის ვინაობა, სტრუქტურული ქვედანაყოფის დასახელება, ქონება; ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უფლებამოსილი ორგანოს მიმართვის საფუძველზე, ფარული მეთვალყურეობის ღონისძიებების განხორციელების უზრუნველსაყოფად ჩაატაროს „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები. 3. სააგენტო უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის მიერ ელექტრონული კომუნიკაციის და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების რეალურ დროში მოპოვების, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების, გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის, მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის აქტივაციის დაფიქსირების ტექნიკური შესაძლებლობების, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის საინფორმაციო-ტექნოლოგიური და სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის ტექნიკური მახასიათებლების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით შეამოწმოს ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის საინფორმაციო-ტექნოლოგიური და სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა. 4. სააგენტო უფლებამოსილია სახელმწიფო უწყებებისა და დაწესებულებების საინფორმაციო-ტექნოლოგიური უზრუნველყოფის მიზნით: ა) განახორციელოს სამსახურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ტექნოლოგიური მომსახურება და შიდაუწყებრივი საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფა; ბ) შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში, საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო სისტემების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შეამოწმოს ინფორმაციული ტექნოლოგიები (სისტემები); გ) უზრუნველყოს სასაზღვრო ტექნოლოგიების განვითარება და სასაზღვრო გამტარი პუნქტების საინფორმაციო-ტექნოლოგიური მომსახურება; დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით უზრუნველყოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე ბირთვული, რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური უსაფრთხოება, ამ მიზნით შექმნას სათანადო ტექნიკური და პროგრამული სისტემები და უზრუნველყოს მათი ფუნქციონირება, მომსახურება და მონიტორინგი; ე) უფლებამოსილ ორგანოებთან კოორდინაციით უზრუნველყოს ბირთვული, რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური უსაფრთხოება, ამ მიზნით შექმნას სათანადო ტექნიკური და პროგრამული სისტემები და უზრუნველყოს მათი ფუნქციონირება, მომსახურება და მონიტორინგი საქართველოს ტერიტორიაზე; ვ) უზრუნველყოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომ – კომისია) მიერ მისთვის მინიჭებული რადიოსიხშირეების კონტროლი და უსაფრთხოება ამ რადიოსიხშირეების ფარგლებში და გარე ხელშეშლის გამოვლენის შემთხვევაში ხელშემშლელ პირს მიმართოს აღნიშნული გარემოების აღმოფხვრის თაობაზე, ხოლო ხელშეშლის გაგრძელების შემთხვევაში – ამის შესახებ აცნობოს კომისიას შესაბამისი საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების მიზნით; ზ) განახორციელოს კომპიუტერულ მონაცემთა ექსპერტიზა, აგრეთვე შეიმუშაოს

წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი და ბოლოს შემოწმდა 22 ნოემბერი, 2026; იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ „მაცნეზე“ გამოქვეყნებულ ტექსტს. AI ასისტენტის პასუხი კანონის ტექსტის განმარტებაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.