პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ამნისტიის შესახებ

მუხლი 1

გათავისუფლდნენ სასჯელისაგან, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ვადის მიუხედავად პირები, რომლებიც ამ კანონის ძალაში შესვლის დროისათვის მსჯავრდებული არიან საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 91-ე მუხლის მეორე ნაწილით და აგრეთვე სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლებით, რომლებიც არ ითვალისწინებენ თავისუფლების აღკვეთას 5 წელზე მეტი ხნის ვადით (გარდა საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის, 153-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, 154-ე მუხლის მეორე ნაწილის, 160-ე მუხლის, 169⁷ მუხლის პირველი ნაწილის, 187-ე მუხლის მეორე ნაწილის, 194-ე მუხლის, 195-ე მუხლის პირველი ნაწილის, 252-ე მუხლის მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე ნაწილების, 252¹ მუხლის პირველი, მეოთხე ნაწილების, 252² მუხლის და 252³ მუხლის პირველი ნაწილისა) და ადრე არ ყოფილან მსჯავრდებულნი განზრახი დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 2

შეწყდეს ყველა საგამოძიებო ორგანოში იმ დანაშაულთა გამო აღძრული საქმეების წარმოება და სასამართლოებში ის განუხილველი საქმეები, რომლებიც ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებულმა პირებმა ჩაიდინეს კანონის ძალაში შესვლამდე.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 3

განთავისუფლდნენ სასჯელისაგან მსჯავრდებული არასრულწლოვანები, პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდები, ქალები და 60 წელს გადაცილებული მამაკაცები, რომლებსაც მისჯილი აქვთ თავისუფლების აღკვეთა ვადით ხუთ წლამდე ჩათვლით (გარდა საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 75-მუხლის მესამე ნაწილის, 105-ე მუხლის, 110-ე მუხლის მეორე ნაწილის, 117-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 133¹ მუხლის, 152-ე მუხლის პირველი ნაწილის, 209¹ მუხლის, 252-ე მუხლის, 252¹, 252², 252³ და 252⁵ მუხლებისა) და ადრე არ ყოფილან მსჯავრდებულნი განზრახი დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით.

ეს მუხლი არ შეეხებათ მძიმე დანაშაულის ჩამდენ იმ პირებს, რომელთა მიმართ სასამართლოს სასჯელის განსაზღვრისას გამოიყენა საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 45-ე მუხლი.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 4

გაუნახევრდეთ სასჯელის მოუხდელი ნაწილი გაუფრთხილებელი დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირებს, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ამ კანონის პირველი და მესამე მუხლით გათვალისწინებულთა კატეგორიას და ადრე არ ყოფილან მსჯავრდებულნი განზრახი დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 5

გათავისუფლდნენ სასჯელისაგან მსჯავრდებულნი, რომელთა ძირითადი სასჯელი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას და ადრე არ ყოფილან მსჯავრდებულნი განზრახი დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 6

ამ კანონის საფუძველზე სასჯელისაგან გათავისუფლებული პირები არ თავისუფლდებიან დამატებითი სასჯელისაგან; მათ ნასამართლობა მოეხსენებათ კანონით დადგენილი წესით.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 7

ეს კანონი ამოქმედდეს 1995 წლის 2 ივნისიდან და შესრულდეს ორი თვის განმავლობაში.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე –

სახელმწიფოს მეთაური

ედუარდ შევარდნაძე.

საქართველოს პარლამენტის სპიკერი

ვახტან გოგუაძე.

თბილისი,

1995 წლის 2 ივნისი.

N 748 – IIს

ბმული ამ მუხლზე

წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი და ბოლოს შემოწმდა 22 ნოემბერი, 2026; იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ „მაცნეზე“ გამოქვეყნებულ ტექსტს. AI ასისტენტის პასუხი კანონის ტექსტის განმარტებაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.