პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
სარჩევი · 80 თავი
  1. კარი პირველი სასამართლო
  2. თავი I სამართალწარმოების ძირითადი დებულებანი
  3. თავი II უწყებრივი ქვემდებარეობა
  4. თავი III განსჯადობა
  5. თავი IV სასამართლოს შემადგენლობა. აცილება #
  6. თავი V პროცესის ხარჯები # # # #
  7. თავი VI საპროცესო უზრუნველყოფა
  8. თავი VII საპროცესო ვადები #
  9. თავი VIII სასამართლო შეტყობინება და დაბარება # # #
  10. კარი მეორე მხარეები
  11. თავი IX მხარეთა საპროცესო უფლებაუნარიანობა და ქმედუნარიანობა # # # # # # #
  12. თავი X საპროცესო თანამონაწილეობა
  13. თავი XI მესამე პირები #
  14. თავი XII წარმომადგენლობა სასამართლოში # # # # #
  15. კარი მესამე სასამართლო მტკიცებულებები # # # #
  16. თავი XIII მტკიცებულებათა შეგროვება და შეფასება
  17. თავი XIV მტკიცებულებათა უზრუნველყოფა
  18. თავი XV ადგილზე დათვალიერება
  19. თავი XVI მხარეთა ახსნა-განმარტება
  20. თავი XVII წერილობითი მტკიცებულება
  21. თავი XVIII მოწმეთა ჩვენება
  22. თავი XIX ნივთიერი მტკიცებულება
  23. თავი XX ექსპერტის დასკვნა
  24. კარი მეოთხე სასარჩელო წარმოება
  25. თავი XXI საქმეების განხილვა პირველი ინსტანციით
  26. თავი XXI¹ სასამართლო მედიაცია # # # #
  27. თავი XXII შეგებებული სარჩელი
  28. თავი XXIII სარჩელის უზრუნველყოფა # # #
  29. თავი XXIV საქმის მომზადება სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად # # #
  30. თავი XXV სასამართლოს მთავარი სხდომა
  31. თავი XXVI დაუსწრებელი გადაწყვეტილება # #
  32. თავი XXVII სასამართლო გადაწყვეტილება
  33. თავი XXVIII სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერი ძალა. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება # # #
  34. თავი XXIX საქმის წარმოების დამთავრება გადაწყვეტილების გამოტანის გარეშე
  35. თავი XXX საქმის წარმოების შეჩერება
  36. თავი XXXI სასამართლო განჩინება
  37. თავი XXXII სასამართლო ოქმი
  38. კარი მეხუთე გამარტივებული წარმოება
  39. თავი XXXIII თამასუქისა და ჩეკის თაობაზე აღძრული სარჩელების განხილვა
  40. თავი XXXIV (ამოღებულია)
  41. თავი XXXIV¹ ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე საქმის განხილვის გამარტივებული წესი
  42. თავი XXXIV² აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ საქმის განხილვის წესი
  43. თავი XXXIV³ ცალკეული დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვის გამარტივებული წესი
  44. თავი XXXIV⁴ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საკითხების განხილვის წესი
  45. თავი XXXIV⁵ კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადების განხილვის გამარტივებული წესი
  46. კარი მეექვსე უდავო წარმოება
  47. თავი XXXV ზოგადი დებულებანი
  48. თავი XXXVI იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენა
  49. თავი XXXVI¹ ცოცხალ დონორობაზე თანხმობის გაცემა საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5580 - ვებგვერდი, 13.07.2016წ.
  50. თავი XXXVII მოქალაქის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება და მოქალაქის გარდაცვლილად გამოცხადება
  51. თავი XXXVIII (ამოღებულია) საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3340 – ვებგვერდი, 31.03.2015წ.
  52. თავი XXXIX დაკარგულ ან განადგურებულ საწარმდგენლო ფასიან ქაღალდსა და საორდერო ფასიან ქაღალდზე უფლების აღდგენა (გამოწვევითი წარმოება)
  53. თავი XL ქონების უპატრონოდ ცნობა
  54. თავი XLI (ამოღებულია)
  55. თავი XLII შვილად აყვანა # # #
  56. თავი XLII¹ დაკარგული საქმის წარმოების აღდგენა
  57. კარი მეშვიდე არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნების ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენების, საოჯახო, ადმინისტრაციული, სახელმწიფო-სამართლებრივი ურთიერთობებიდან წარმოშობილი და რეკეტული ქონების, თანამდებობის პირის, „ქურდული სამყაროს“ წევრის, ადამიანით მოვ
  58. თავი XLII² არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნებასთან ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენებასთან დაკავშირებულ საქმეთა განხილვის თავისებურებანი
  59. თავი XLII³ „მშობლის პასუხისმგებლობისა და ბავშვთა დაცვის ზომების შესრულებასთან დაკავშირებით იურისდიქციის, გამოსაყენებელი სამართლის, აღიარების, შესრულებისა და თანამშრომლობის შესახებ“ ჰააგის 1996 წლის 19 ოქტომბრის კონვენციით გათვალისწინებულ საქმეთა განხილვის თავისებურებანი
  60. თავი XLIII საოჯახო საქმეთა განხილვის თავისებურებანი
  61. (ამოღებულია)
  62. თავი XLIV ¹ წარმოება რეკეტული ქონების, თანამდებობის პირის, „ქურდული სამყაროს“ წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე ან/და 331 ¹ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირის ქონების ჩამორთმევასა და სახ
  63. თავი XLIV² წარმოება პირის ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის მსჯავრდებულ პირთან დაკავშირებულ პირად ცნობის თაობაზე საქმის განხილვასთან დაკავშირებით
  64. კარი მეშვიდე¹ სასამართლოს მონაწილეობა საარბიტრაჟო განხილვასა და საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულებაში
  65. თავი XLIV³ არბიტრაჟთან დაკავშირებული საქმეების განხილვის თავისებურებანი
  66. თავი XLIV⁴ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება. სააღსრულებო ფურცლის გაცემა
  67. თავი XLIV⁵ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება
  68. თავი XLIV⁶ (ამოღებულია)
  69. თავი XLIV⁷ (ამოღებულია)
  70. თავი XLIV⁸ (ამოღებულია)
  71. თავი XLIV⁹ სამართალწარმოება დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეზე
  72. კარი მეშვიდე⁴ პირის შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება და მხარდაჭერის მიმღებად ცნობა საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3340 – ვებგვერდი, 31.03.2015წ.
  73. თავი XLIV¹⁰ პირის შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3340 – ვებგვერდი, 31.03.2015წ.
  74. თავი XLIV¹¹ პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობა
  75. კარი მეშვიდე⁵ ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე განსაკუთრებული უფლების დარღვევის საქმეზე სამართალწარმოების თავისებურებანი #
  76. თავი XLIV¹² ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე განსაკუთრებული უფლების დარღვევის საქმეზე მტკიცებულებათა უზრუნველყოფის ღონისძიებანი, ინფორმაციის მიღების უფლება და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებანი
  77. თავი XLIV¹³
  78. კარი მეშვიდე⁷ სასამართლოს მონაწილეობა კოლექტიურ შრომით დავაზე მედიაციის შედეგად მიღწეული შეთანხმების აღსრულებაში
  79. თავი XLIV¹⁴ კოლექტიურ შრომით დავაზე მედიაციის შედეგად მიღწეული შეთანხმების აღსრულება
  80. კარი მეშვიდე⁸ სამართალწარმოება გაფიცვასთან ან ლოკაუტთან დაკავშირებულ საქმეზე
  81. თავი XLIV¹⁵ გაფიცვის ან ლოკაუტის უკანონოდ ცნობის, გადადების ან შეჩერების საქმის განხილვა
  82. თავი XLIV¹⁶ „მედიაციის შედეგად მიღწეული მორიგების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებების თაობაზე“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2019 წლის 7 აგვისტოს კონვენციის შესაბამისად დადებული საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობა და აღსრულება
  83. კარი მეშვიდე¹⁰ „ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახის რჩენის სხვა ფორმების შესახებ“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის კონვენციით გათვალისწინებული საქმის განხილვის თავისებურებანი
  84. თავი XLIV¹⁷ „ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახის რჩენის სხვა ფორმების შესახებ“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის კონვენციით გათვალისწინებული საქმის განხილვის თავისებურებანი
  85. კარი მეშვიდე¹¹ სამართალწარმოება ცილისწამებასთან დაკავშირებულ საქმეზე
  86. თავი XLIV¹⁸ სამართალწარმოება ცილისწამებასთან დაკავშირებულ საქმეზე
  87. კარი მერვე აპელაცია
  88. თავი XLV აპელაციის დასაშვებობა #
  89. თავი XLVI საქმის წარმოება სააპელაციო სასამართლოში
  90. თავი XLVII სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება
  91. კარი მეცხრე კასაცია
  92. თავი XLVIII კასაციის დასაშვებობა # #
  93. თავი XLIX საქმის წარმოება საკასაციო სასამართლოში
  94. თავი L საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება
  95. კარი მეათე კერძო საჩივარი #
  96. თავი LI კერძო საჩივრის დასაშვებობა და განხილვის წესი
  97. კარი მეთერთმეტე საქმის წარმოების განახლება
  98. თავი LII განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ და მისი განხილვის წესი
  99. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

კარი მეხუთე გამარტივებული წარმოება

თავი XXXIII თამასუქისა და ჩეკის თაობაზე აღძრული სარჩელების განხილვა

მუხლი 298. სარჩელების შეერთებისა და შეგებებული სარჩელების აღძვრის დაუშვებლობა

არ შეიძლება თამასუქის თაობაზე აღძრული სარჩელების შეერთება სხვა პრეტენზიების გამო აღძრულ სარჩელებთან. დაუშვებელია აგრეთვე შეგებებული სარჩელების აღძვრა.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 299. სასამართლო გადაწყვეტილების დათქმა

1. მოპასუხეს, რომელიც უარყოფს მის წინააღმდეგ წამოყენებულ მოთხოვნას, ყველა შემთხვევაში მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილება გამოტანილი იქნება, შეუძლია მოითხოვოს საქმის დამატებითი წარმოება თავისი უფლებების განხორციელების მიზნით.

2. გადაწყვეტილება მოპასუხის უფლებების შენარჩუნებით საბოლოო გადაწყვეტილებად ითვლება გასაჩივრებისა და იძულებითი აღსრულების თვალსაზრისით.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 300. საქმის დამატებითი წარმოება

1. თუ მოპასუხეს შენარჩუნებული აქვს თავისი უფლების განხორციელების შესაძლებლობა, დავა რჩება სასამართლო წარმოების სფეროში.

2. თუ საქმის დამატებითი წარმოების დროს გამოვლინდება, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლო იყო, გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია ამ თავში გათვალისწინებული წესების დაცვით, უქმდება; მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და სასამართლო ხარჯებიც შესაბამისად უნდა განაწილდეს. მოსარჩელეს ევალება იმ ზარალის ანაზღაურება, რომელიც მიადგა მოპასუხეს გადაწყვეტილების აღსრულების ან ასეთი აღსრულებისათვის ხელისშემშლელი ქმედების შედეგად. მოპასუხეს შეუძლია წამოაყენოს ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა დავის სასამართლო განხილვის პროცესში.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 301. ჩეკის თაობაზე აღძრული საქმეების წარმოება

თუ მოთხოვნები წამოყენებულია ჩეკის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოყენებულ უნდა იქნეს თამასუქის თაობაზე აღძრული საქმეების წარმოების წესი.

ბმული ამ მუხლზე

თავი XXXIV (ამოღებულია)

მუხლი 302. (ამოღებულია)

ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6145 – ვებგვერდი, 17.05.2012წ.

მუხლი 303. (ამოღებულია)

ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6145 – ვებგვერდი, 17.05.2012წ.

მუხლი 304. (ამოღებულია)

ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6145 – ვებგვერდი, 17.05.2012წ.

მუხლი 305. (ამოღებულია)

ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2360 - სსმ I, №55, 27.12.2005 წ., მუხ.376

საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6145 – ვებგვერდი, 17.05.2012წ.

მუხლი 306. (ამოღებულია)

ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1956 – სსმ I, №15(22), 14.05.1999 წ., მუხ.64

საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6145 – ვებგვერდი, 17.05.2012წ.

მუხლი 307. (ამოღებულია)

ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (3)

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1956 – სსმ I, №15(22), 14.05.1999 წ., მუხ.64

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6145 – ვებგვერდი, 17.05.2012წ.

მუხლი 308. (ამოღებულია)

ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6145 – ვებგვერდი, 17.05.2012წ.

მუხლი 309. (ამოღებულია)

ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6145 – ვებგვერდი, 17.05.2012წ.

თავი XXXIV¹ ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე საქმის განხილვის გამარტივებული წესი

მუხლი 309¹. დასაშვებობა

ამ თავით დადგენილი გამარტივებული წესით შეიძლება განხილულ იქნეს მოთხოვნები ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2002 წლის 7 მაისის კანონი №1395 – სსმ I, №13, 28.05.2002 წ., მუხ.50

მუხლი 309². განცხადება ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე

1. განცხადება ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე, რომელიც წარმოადგენს საქმის გამარტივებული წესით განხილვის საფუძველს, მიზნად უნდა ისახავდეს სასამართლოს მიერ ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ ბრძანების მიღებას.

2. განცხადებაში ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე, რომელსაც თან უნდა ახლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, აღნიშნული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები:

ა) სასამართლოს დასახელება;

ბ) მხარეებისა და მათი წარმომადგენლების დასახელებები;

გ) განმცხადებლის მოთხოვნა;

დ) ვალდებულება, რომლის საფუძველზედაც წაყენებულია მოთხოვნა;

ე) წაყენებული მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულება.

3. მოსამართლე განცხადებას ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე განიხილავს სასამართლოში მისი შეტანიდან 3 დღეში.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2002 წლის 7 მაისის კანონი №1395 – სსმ I, №13, 28.05.2002 წ., მუხ.50

მუხლი 309³. განსჯადობა

განცხადება ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე სასამართლოში შეიტანება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2002 წლის 7 მაისის კანონი №1395 – სსმ I, №13, 28.05.2002 წ., მუხ.50

მუხლი 309⁴. ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ განცხადების მიღებაზე უარის თქმა

1. თუ მოსამართლე გამოარკვევს, რომ ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ განცხადება არ აკმაყოფილებს ამ კოდექსით, მათ შორის, მისი 309² მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, იგი გამოიტანს განჩინებას განცხადების მიღებაზე უარის თქმის თაობაზე და განმცხადებელს დაუბრუნებს განცხადებას თანდართულ დოკუმენტებთან ერთად.

2. ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ განცხადების მიღებაზე უარის თქმის თაობაზე განჩინება საჩივრდება კერძო საჩივრით.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (3)

საქართველოს 2002 წლის 7 მაისის კანონი №1395 – სსმ I, №13, 28.05.2002 წ., მუხ.50

საქართველოს 2011 წლის 11 ნოემბრის კანონი №5265 - ვებგვერდი, 24.11.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6315 – ვებგვერდი, 08.06.2012წ.

მუხლი 309⁵. (ამოღებულია)

ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2002 წლის 7 მაისის კანონი №1395 – სსმ I, №13, 28.05.2002 წ., მუხ.50

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6315 – ვებგვერდი, 08.06.2012წ.

მუხლი 309⁶. ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ ბრძანება

ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ ბრძანებაში აღნიშნული უნდა იყოს, რომ ბრძანება ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას და მისი გასაჩივრების წესი და ვადა.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2002 წლის 7 მაისის კანონი №1395 – სსმ I, №13, 28.05.2002 წ., მუხ.50

მუხლი 309⁷. ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ ბრძანების გასაჩივრება

სასამართლოს ბრძანებაზე ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. ამასთან, ეს ვერ შეაჩერებს ბრძანების აღსრულებას.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2002 წლის 7 მაისის კანონი №1395 – სსმ I, №13, 28.05.2002 წ., მუხ.50

თავი XXXIV² აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ საქმის განხილვის წესი

მუხლი 309⁸. დასაშვებობა

ამ თავით დადგენილი წესით შეიძლება განხილულ იქნეს სააქციო საზოგადოების აქციონერის განცხადება აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ, რომელსაც აქციათა შეძენის შედეგად საკუთრებაში აქვს სააქციო საზოგადოების ხმის უფლების მქონე აქციათა არანაკლებ 95%-ისა (შემდგომში – მყიდველი).

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5286 - სსმ I, №29, 27.07.2007წ., მუხ.327

მუხლი 309⁹. მყიდველის განცხადება აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ

1. მყიდველის განცხადება აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ წარედგინება სასამართლოს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ განცხადების ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ.

2. განცხადებას უნდა ერთოდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. განცხადებაში აღნიშნული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები:

ა) სასამართლოს დასახელება;

ბ) მყიდველის და მისი წარმომადგენლის დასახელებები;

გ) განმცხადებლის მოთხოვნა;

დ) მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ განცხადების ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნება განცხადების შეტანამდე ერთი თვით ადრე მაინც;

ე) რეესტრის მწარმოებელი პირის მისამართი;

ვ) თარიღი (სამუშაო დღის ბოლოს შესაბამისი დრო), რომლის მდგომარეობით არსებულ აქციათა ბენეფიციარ მესაკუთრეთაგან უნდა მოხდეს მყიდველის მიერ აქციათა გამოსყიდვა (გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღი).

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5286 - სსმ I, №29, 27.07.2007წ., მუხ.327

მუხლი 309¹⁰. განსჯადობა

მყიდველის განცხადებას აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ განიხილავენ თბილისისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოები, მყიდველის იურიდიული მისამართის შესაბამისად. ამ თავის მიზნებისათვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს იურისდიქცია მოიცავს აღმოსავლეთ საქართველოს, ხოლო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს იურისდიქცია – დასავლეთ საქართველოს.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5286 - სსმ I, №29, 27.07.2007წ., მუხ.327

მუხლი 309¹¹. აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ განცხადების მიღების საკითხის განხილვა

1. მოსამართლე აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ განცხადების შეტანიდან 3 დღის ვადაში იხილავს მისი მიღების საკითხს.

2. თუ მოსამართლე გამოარკვევს, რომ აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ განცხადება არ აკმაყოფილებს ამ კოდექსით, მათ შორის, მისი 309⁹ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, იგი გამოიტანს განჩინებას განცხადების მიღებაზე უარის თქმის თაობაზე და განმცხადებელს დაუბრუნებს განცხადებას თანდართულ დოკუმენტებთან ერთად.

3. აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ განცხადების მიღებაზე უარის თქმის თაობაზე განჩინება საჩივრდება კერძო საჩივრით.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5286 - სსმ I, №29, 27.07.2007წ., მუხ.327

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6315 – ვებგვერდი, 08.06.2012წ.

მუხლი 309¹². დამოუკიდებელი ექსპერტის ან საბროკერო კომპანიის დანიშვნა

1. აქციათა გამოსყიდვის სამართლიანი ფასის დადგენის მიზნით სასამართლო განცხადების მიღებიდან 7 დღის ვადაში ნიშნავს დამოუკიდებელ ექსპერტს ან საბროკერო კომპანიას.

2. დამოუკიდებელმა ექსპერტმა ან საბროკერო კომპანიამ უნდა შეადგინოს გამოსყიდვის ანგარიში, რომელშიც მითითებული იქნება გამოსყიდვის დოკუმენტურად დადასტურებული გარემოებები, აქციათა გამოსყიდვის სამართლიანი ფასის დასადგენად გამოყენებული მეთოდი და ამის საფუძველზე განსაზღვრული აქციათა ფასი. დამოუკიდებელი ექსპერტის ან საბროკერო კომპანიის ხარჯებს ანაზღაურებს მყიდველი.

3. დამოუკიდებელი ექსპერტის ან საბროკერო კომპანიის შერჩევის დროს სასამართლო უფლებამოსილია გაითვალისწინოს მხარეთა მოსაზრებები. მხარეებს უფლება აქვთ, შესთავაზონ სასამართლოს დასანიშნი პირის კანდიდატურები. საბოლოოდ საკითხს იმის შესახებ, თუ ვის მიენდოს გამოსყიდვის ანგარიშის შედგენა, წყვეტს სასამართლო. მხარეებს უფლება აქვთ, აცილება მისცენ დამოუკიდებელ ექსპერტს ან საბროკერო კომპანიას ამ კოდექსის 35-ე მუხლით დადგენილი საფუძვლით.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (3)

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5286 - სსმ I, №29, 27.07.2007წ., მუხ.327

საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ.1

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6315 – ვებგვერდი, 08.06.2012წ.

მუხლი 309¹³. აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ განცხადების განხილვა

1. აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ განცხადების მიღების შესახებ განჩინებაში სასამართლო განსაზღვრავს დროს ზეპირი მოსმენისათვის და მხარეებს დაუყოვნებლივ აცნობებს სხდომის დროსა და ადგილს. აქციონერს, რომლის აქციების გამოსყიდვასაც მოითხოვს მყიდველი (შემდგომ – დაინტერესებული პირი), უწყებასთან ერთად ეგზავნება განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების ასლები და განესაზღვრება ვადა მოსაზრებების წარსადგენად.

2. თუ დაინტერესებულ პირთა რაოდენობა ორზე მეტია, ისინი ვალდებული არიან დანიშნონ წარმომადგენელი.

3. სასამართლო განცხადებას განიხილავს და გადაწყვეტილება გამოაქვს განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.

4. განცხადება განიხილება სასამართლო სხდომაზე. სასამართლო ამოწმებს აქციათა სავალდებულო მიყიდვის პროცედურების შესაბამისობას კანონის მოთხოვნებთან. მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საკითხის გადაწყვეტას.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5286 - სსმ I, №29, 27.07.2007წ., მუხ.327

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6315 – ვებგვერდი, 08.06.2012წ.

მუხლი 309¹⁴. სასამართლოს გადაწყვეტილება აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ განცხადებასთან დაკავშირებით

1. თუ სასამართლო დაადგენს აქციათა სავალდებულო მიყიდვის პროცედურების შესაბამისობას კანონის მოთხოვნებთან, მას გამოაქვს გადაწყვეტილება აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს განჩინება განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

2. აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებით დგინდება აქციათა გამოსყიდვის სამართლიანი ფასი და თარიღი (სამუშაო დღის ბოლოს შესაბამისი დრო), რომლის მდგომარეობით არსებულ აქციათა ბენეფიციარ მესაკუთრეთაგან უნდა მოხდეს მყიდველის მიერ აქციათა გამოსყიდვა (გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღი).

3. სასამართლომ აქციათა გამოსყიდვის სამართლიანი ფასის დადგენისას უნდა გაითვალისწინოს:

ა) ამ აქციების ღირებულება ფასიანი ქაღალდების ბაზარზე;

ბ) საზოგადოების მიერ მომავალში მისაღები სავარაუდო შემოსავლები;

გ) საზოგადოების აქტივები (მათ შორის, საწარმოს რეზერვები, საწარმოს საქმიანი რეპუტაცია, გამოცდილება, პერსპექტივები და საქმიანი კავშირები) და პასივები.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5286 - სსმ I, №29, 27.07.2007წ., მუხ.327

მუხლი 309¹⁵. აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრება

1. აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილებაში აღნიშნული უნდა იყოს მისი გასაჩივრების წესი და ვადა.

2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება დაიშვება გადაწყვეტილების გამოტანიდან არა უგვიანეს 14 დღისა.

3. აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ სააპელაციო წესით. სააპელაციო წესით საქმის განხილვის ვადაა ერთი თვე.

4. აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5286 - სსმ I, №29, 27.07.2007წ., მუხ.327

თავი XXXIV³ ცალკეული დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვის გამარტივებული წესი

მუხლი 309¹⁶. დასაშვებობა

ამ თავით დადგენილი წესით შეიძლება განხილულ იქნეს სარჩელი დანაშაულის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4075 - სსმ I, №76, 29.12.2010წ., მუხ.505

მუხლი 309¹⁷. ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელი

1. ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს უნდა დაერთოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დასტურდება ზიანის მიყენების ფაქტი.

2. თუ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს მიყენებული ზიანის გაანგარიშებას, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს შეიძლება ასევე დაერთოს უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრული იქნება მიყენებული ზიანის ოდენობა.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4075 - სსმ I, №76, 29.12.2010წ., მუხ.505

მუხლი 309¹⁸. განსჯადობა

ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელი სასამართლოში შეიტანება ამ კოდექსით დადგენილი წესით.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 309¹⁹. ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის მიღების საკითხის განხილვა

1. მოსამართლე ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის შეტანიდან 3 დღის ვადაში იხილავს მისი მიღების საკითხს.

2. თუ მოსამართლე გამოარკვევს, რომ ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელი არ აკმაყოფილებს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის მიღებაზე უარის თქმის თაობაზე და მოსარჩელეს დაუბრუნებს სარჩელს თანდართულ დოკუმენტებთან ერთად.

3. ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის თაობაზე სასამართლო განჩინება საჩივრდება კერძო საჩივრით.

4. ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის მიღების შემდეგ მოპასუხეს ამ კოდექსის 201-ე მუხლით დადგენილი წესით, დაუყოვნებლივ ეგზავნება სარჩელი და თანდართული დოკუმენტების ასლები და შესაგებლის წარსადგენად განესაზღვრება ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4075 - სსმ I, №76, 29.12.2010წ., მუხ.505

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6315 – ვებგვერდი, 08.06.2012წ.

მუხლი 309²⁰. ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვა

1. ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს სასამართლო განიხილავს წარმოებაში მიღებიდან 1 თვის ვადაში.

2. ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რომელიც დასტურდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4075 - სსმ I, №76, 29.12.2010წ., მუხ.505

მუხლი 309²¹. ზიანის ანაზღაურების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრება

ზიანის ანაზღაურების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება 7 დღის ვადაში საჩივრდება სააპელაციო სასამართლოში.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4075 - სსმ I, №76, 29.12.2010წ., მუხ.505

თავი XXXIV⁴ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საკითხების განხილვის წესი

მუხლი 309²². „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საკითხების განხილვის წესი

1. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საკითხები, გარდა ამ კოდექსის XXXIV² თავით განსაზღვრული აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ საქმისა, განიხილება ზოგადი წესით, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ამ თავით განსაზღვრულ საკითხს განიხილავს სასამართლო მეწარმის ადგილმდებარეობის მიხედვით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოთხოვნილია სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრის გამოწვევა.

3. ამ თავით განსაზღვრულ საკითხზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრების შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო ხელმძღვანელობს შესაბამისი პროცედურისთვის ამ თავითვე დადგენილი დასაშვებობისა და განხილვის ვადებით.

4. კანონით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობისას სასამართლო ამ მუხლით დადგენილი წესით განიხილავს თავის მიერ დანიშნული ლიკვიდატორის გათავისუფლების საკითხს. ლიკვიდატორის გათავისუფლების საკითხზე გამოტანილი განჩინება საჩივრდება კერძო საჩივრით.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №888 – ვებგვერდი, 04.08.2021წ.

მუხლი 309²³. პირის დანიშვნის საკითხის განხილვის ზოგადი წესი

1. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პირის დანიშვნის საკითხს სასამართლო განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე, გარდა ამ თავით დადგენილი გამონაკლისებისა. სასამართლომ შესაძლებელია დანიშნოს ზეპირი მოსმენა განმცხადებლის (განმცხადებლების) და დასანიშნი პირის მონაწილეობით. ზეპირ მოსმენაზე მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს საკითხის წარმოდგენილი წერილობითი მასალების საფუძველზე განხილვას.

2. სასამართლო „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პირის დანიშვნის საკითხს განიხილავს 1 თვის ვადაში და გამოაქვს შესაბამისი განჩინება. ამ განჩინებაში მითითებული უნდა იყოს სასამართლოს მიერ დანიშნული პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები და მის მიერ დაკავებული თანამდებობა. რამდენიმე კანდიდატის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო ნიშნავს იმ კანდიდატს, რომელიც დასაკავებელ თანამდებობას ყველაზე მეტად შეესაბამება.

3. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში განმცხადებლის (განმცხადებლების) ან დასანიშნი პირის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ შესაძლებელია ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული განჩინებით დაადგინოს დანიშნული პირის გასამრჯელოს ოდენობა და შრომის ანაზღაურების წესი.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება საჩივრდება კერძო საჩივრით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამეწარმეო საზოგადოების რეორგანიზაციის დროს მისი პარტნიორის წილის სამართლიანი ფასის დასადგენად დამოუკიდებელი ექსპერტია დანიშნული.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №888 – ვებგვერდი, 04.08.2021წ.

მუხლი 309²⁴. განცხადება პირის დანიშვნის შესახებ

1. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პირის დანიშვნის შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს:

ა) სასამართლოს დასახელებას;

ბ) განმცხადებლის (განმცხადებლების) დასახელებას, აგრეთვე დასანიშნი პირის ვინაობას, პირად ნომერს, მისამართს, ფაქტობრივ ადგილსამყოფელს, ელექტრონული ფოსტის მისამართს, საკონტაქტო ტელეფონს ან/და სხვა მონაცემებს;

გ) მითითებას განმცხადებლის (განმცხადებლების) უფლებამოსილებაზე, მიმართოს (მიმართონ) სასამართლოს პირის კონკრეტულ თანამდებობაზე დანიშვნის მოთხოვნით;

დ) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სასამართლოსთვის მიმართვის წინაპირობების არსებობის დასაბუთებას;

ე) განმცხადებლის (განმცხადებლების) მოთხოვნას კონკრეტული პირის დანიშვნის შესახებ და ამ პირის მხარდაჭერის მიზეზებს;

ვ) განცხადებისთვის დართულ მტკიცებულებებზე მითითებას;

ზ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერას.

2. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პირის დანიშვნის შესახებ განცხადებას უნდა დაერთოს მასში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, დასანიშნი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დამოწმებული ასლი, ამ პირის წერილობითი თანხმობა და სათანადო წესით დამოწმებული ხელმოწერის ნიმუში.

3. სასამართლო „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პირის დანიშვნის შესახებ განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში ამოწმებს მისი დასაშვებობის წინაპირობებს. თუ აღნიშნული განცხადება არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მოთხოვნებს ან დარღვეულია სასამართლოსთვის მიმართვის კანონით დადგენილი ვადა, სასამართლო განჩინებით უარს ეტყვის განმცხადებელს (განმცხადებლებს) განცხადების განსახილველად მიღებაზე. ეს განჩინება საჩივრდება კერძო საჩივრით.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №888 – ვებგვერდი, 04.08.2021წ.

მუხლი 309²⁵. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრის გამოწვევა

1. სააქციო საზოგადოება უფლებამოსილია მისი სამეთვალყურეო საბჭოს წევრის გამოწვევის მოთხოვნით განცხადებით მიმართოს სასამართლოს სამეთვალყურეო საბჭოს გამოსაწვევი წევრის ადგილსამყოფლის მიხედვით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განცხადება უნდა შეიცავდეს:

ა) სასამართლოს დასახელებას;

ბ) განმცხადებლის (განმცხადებლების) დასახელებას, აგრეთვე სამეთვალყურეო საბჭოს გამოსაწვევი წევრის ვინაობას, პირად ნომერს, მისამართს, ფაქტობრივ ადგილსამყოფელს, ელექტრონული ფოსტის მისამართს, საკონტაქტო ტელეფონს ან/და სხვა მონაცემებს;

გ) მითითებას განმცხადებლის (განმცხადებლების) უფლებამოსილებაზე, მიმართოს (მიმართონ) სასამართლოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრის გამოწვევის მოთხოვნით;

დ) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სასამართლოსთვის მიმართვის წინაპირობებისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრის გამოწვევის მნიშვნელოვანი საფუძვლების არსებობის დასაბუთებას;

ე) განმცხადებლის (განმცხადებლების) მოთხოვნას სამეთვალყურეო საბჭოს კონკრეტული წევრის გამოწვევის შესახებ;

ვ) განცხადებისთვის დართულ მტკიცებულებებზე მითითებას;

ზ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერას.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ განცხადებას უნდა დაერთოს მასში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილება სამეთვალყურეო საბჭოს წევრის გამოწვევის შესახებ და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

4. სასამართლო ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში ამოწმებს მისი დასაშვებობის წინაპირობებს. თუ დარღვეულია ამ მუხლის მოთხოვნები, სასამართლო განჩინებით უარს ეტყვის განმცხადებელს (განმცხადებლებს) განცხადების განსახილველად მიღებაზე. ეს განჩინება საჩივრდება კერძო საჩივრით. თუ არსებობს განცხადების დასაშვებობის წინაპირობები, სასამართლო სამეთვალყურეო საბჭოს გამოსაწვევ წევრს აცნობებს სამეწარმეო საზოგადოების მოთხოვნის შესახებ, უგზავნის განცხადებასა და მისთვის დართულ მტკიცებულებებს და ნიშნავს სასამართლო სხდომას. სასამართლო სხდომაზე სამეთვალყურეო საბჭოს გამოსაწვევი წევრის გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს საკითხის წარმოდგენილი წერილობითი მასალების საფუძველზე განხილვას.

5. სამეთვალყურეო საბჭოს გამოსაწვევი წევრი უფლებამოსილია წერილობით წარადგინოს პოზიცია ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ განცხადებასა და სამეთვალყურეო საბჭოს ოქმში მითითებული შესაბამისი საფუძვლების შესახებ.

6. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის დადასტურების შემთხვევაში სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრის გამოწვევის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის განმცხადებელს (განმცხადებლებს) შესაბამისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

7. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრის გამოწვევის შესახებ გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს მხოლოდ სააპელაციო წესით. ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №888 – ვებგვერდი, 04.08.2021წ.

მუხლი 309²⁶. სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორის წილის გამოსასყიდი სამართლიანი ფასის დადგენა

1. სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორს, რომელმაც საერთო კრებაზე სამეწარმეო საზოგადოების გარდაქმნის საწინააღმდეგოდ მისცა ხმა და რომელიც მისი წილისთვის შეთავაზებულ გამოსასყიდ ფასზე თანახმა არ არის, შეუძლია წილის გამოსასყიდი ფასის შესახებ შეტყობინების მიღებიდან 30 დღის ვადაში სასამართლოს მიმართოს განცხადებით წილის გამოსასყიდი სამართლიანი ფასის დადგენის მოთხოვნით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განცხადება უნდა შეიცავდეს:

ა) სასამართლოს დასახელებას;

ბ) განმცხადებლის (განმცხადებლების), აგრეთვე სამეწარმეო საზოგადოების დასახელებას, პირად ნომერს, მისამართს, ფაქტობრივ ადგილსამყოფელს, ელექტრონული ფოსტის მისამართს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს ან/და სხვა მონაცემებს;

გ) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სასამართლოსთვის მიმართვის წინაპირობების არსებობის დასაბუთებას;

დ) დამოუკიდებელ ექსპერტად დასანიშნი პირის შესახებ მონაცემებს;

ე) იმაზე მითითებას, რომ დაცულია სასამართლოსთვის მიმართვის ვადა;

ვ) განმცხადებლის (განმცხადებლების) მოთხოვნას;

ზ) განცხადებისთვის დართულ მტკიცებულებებზე მითითებას;

თ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერას.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ განცხადებას უნდა დაერთოს მასში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

4. სასამართლო ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში ამოწმებს მის დასაშვებობას. თუ დარღვეულია ამ მუხლის მოთხოვნები, სასამართლო განჩინებით უარს ეტყვის განმცხადებელს (განმცხადებლებს) განცხადების განსახილველად მიღებაზე. ეს განჩინება საჩივრდება კერძო საჩივრით. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო სამეწარმეო საზოგადოებას აცნობებს მისი პარტნიორის მოთხოვნის შესახებ და წილის გამოსასყიდი სამართლიანი ფასის დასადგენად ამ კოდექსის 309¹² მუხლით დადგენილი წესით დანიშნავს დამოუკიდებელ ექსპერტს.

5. პარტნიორის წილის გამოსასყიდი სამართლიანი ფასის დადგენის საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ შესაძლებელია დანიშნოს სასამართლო სხდომა პარტნიორისა და სამეწარმეო საზოგადოების მონაწილეობით. სასამართლო სხდომაზე მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს საკითხის წარმოდგენილი წერილობითი მასალების საფუძველზე განხილვას.

6. სასამართლოს პარტნიორის წილის გამოსასყიდი სამართლიანი ფასის დადგენის საკითხზე გამოაქვს განჩინება. პარტნიორის წილის გამოსასყიდი სამართლიანი ფასის დადგენისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს:

ა) წილის ღირებულება;

ბ) სამეწარმეო საზოგადოების მიერ მისაღები სავარაუდო შემოსავლები;

გ) სამეწარმეო საზოგადოების აქტივები (მათ შორის, სამეწარმეო საზოგადოების რეზერვები, საქმიანი რეპუტაცია, გამოცდილება, პერსპექტივები და საქმიანი კავშირები) და პასივები.

7. ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული განჩინება საჩივრდება კერძო საჩივრით.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №888 – ვებგვერდი, 04.08.2021წ.

მუხლი 309²⁷. სამეწარმეო საზოგადოების დოკუმენტების შენახვის ადგილის განსაზღვრა

1. სამეწარმეო საზოგადოების ლიკვიდატორი ან პარტნიორი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილია სასამართლოს მიმართოს განცხადებით სამეწარმეო საზოგადოების დოკუმენტების შენახვის ადგილის განსაზღვრის მოთხოვნით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განცხადება უნდა შეიცავდეს:

ა) სასამართლოს დასახელებას;

ბ) განმცხადებლის (განმცხადებლების) დასახელებას, მის (მათ) მიერ დაკავებულ თანამდებობას, პირად ნომერს, მისამართს, ფაქტობრივ ადგილსამყოფელს, ელექტრონული ფოსტის მისამართს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს ან/და სხვა მონაცემებს;

გ) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სასამართლოსთვის მიმართვის წინაპირობების არსებობის დასაბუთებას;

დ) სამეწარმეო საზოგადოების ყველა ლიკვიდატორის საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო მონაცემებს;

ე) სამეწარმეო საზოგადოების დოკუმენტების შესანახი სავარაუდო ადგილების დასახელებებსა და მისამართებს, თითოეული მათგანის უპირატესობისა და ნაკლოვანების დასაბუთებას;

ვ) სამეწარმეო საზოგადოების დოკუმენტების შენახვისთვის/გაცნობისთვის პასუხისმგებელი პირის (პირების) ვინაობას და მის (მათ) წერილობით თანხმობას;

ზ) განმცხადებლის (განმცხადებლების) მოთხოვნას;

თ) განცხადებისთვის დართულ მტკიცებულებებზე მითითებას;

ი) უფლებამოსილი პირის ხელმოწერას.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ განცხადებას უნდა დაერთოს მასში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, სამეწარმეო საზოგადოების დოკუმენტების შენახვისთვის პასუხისმგებელი პირის (პირების) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დამოწმებული ასლი და ამ პირის (პირების) წერილობითი თანხმობა.

4. სასამართლო ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში ამოწმებს მის დასაშვებობას. თუ დარღვეულია ამ მუხლის მოთხოვნები, სასამართლო განჩინებით უარს ეტყვის განმცხადებელს (განმცხადებლებს) განცხადების განსახილველად მიღებაზე. ეს განჩინება საჩივრდება კერძო საჩივრით. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო სამეწარმეო საზოგადოების სხვა ლიკვიდატორს (ლიკვიდატორებს) აცნობებს აღნიშნული განცხადების შესახებ და მისცემს საპროცესო ვადას პოზიციის წარსადგენად. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ სასამართლო საკითხს გადაწყვეტს განჩინებით, ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლო უფლებამოსილია დანიშნოს ზეპირი მოსმენა სამეწარმეო საზოგადოების ლიკვიდატორთა მონაწილეობით. ზეპირ მოსმენაზე მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს საკითხის წარმოდგენილი წერილობითი მასალების საფუძველზე განხილვას.

5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ განჩინებაში მითითებული უნდა იყოს სამეწარმეო საზოგადოების დოკუმენტების შესანახი ადგილი და მათი შენახვისთვის/გაცნობისთვის პასუხისმგებელი პირის (პირების) საიდენტიფიკაციო მონაცემები.

6. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული განჩინება საჩივრდება კერძო საჩივრით.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №888 – ვებგვერდი, 04.08.2021წ.

მუხლი 309²⁸. აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევა

1. აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის საკითხს სასამართლო იხილავს კაპიტალის არანაკლებ 5%-ის მფლობელი აქციონერის (აქციონერების) განცხადების საფუძველზე.

2. თუ განმცხადებელ აქციონერთა რაოდენობა ორზე მეტია, ისინი ვალდებული არიან სასამართლოსთვის მიმართვისა და საქმის წარმოების მიზნით დანიშნონ წარმომადგენელი.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განცხადება უნდა შეიცავდეს:

ა) სასამართლოს დასახელებას;

ბ) განმცხადებლის (განმცხადებლების), აგრეთვე წარმომადგენლის დასახელებას, პირად ნომერს, მისამართს, ფაქტობრივ ადგილსამყოფელს, ელექტრონული ფოსტის მისამართს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს ან/და სხვა მონაცემებს;

გ) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სასამართლოსთვის მიმართვის წინაპირობების არსებობის დასაბუთებას;

დ) აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის მიზანს, მიზეზებსა და დღის წესრიგს (დღის წესრიგში ასახული უნდა იყოს კაპიტალის არანაკლებ 5%-ის მფლობელი აქციონერის (აქციონერების) მიერ მოთხოვნილი ყველა საკითხი), აგრეთვე აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების თავმჯდომარედ დასანიშნი პირის ვინაობასა და საიდენტიფიკაციო მონაცემებს, თუ მოთხოვნილია აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების თავმჯდომარის დანიშვნა;

ე) აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების სავარაუდო პერიოდს;

ვ) განმცხადებლის (განმცხადებლების) მოთხოვნას;

ზ) განცხადებისთვის დართულ მტკიცებულებებზე მითითებას;

თ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერას.

4. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ განცხადებას უნდა დაერთოს მასში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების თავმჯდომარის დანიშვნის მოთხოვნის შემთხვევაში − აგრეთვე აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების თავმჯდომარედ დასანიშნი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დამოწმებული ასლი და ამ პირის წერილობითი თანხმობა, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − აგრეთვე წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

5. სასამართლო ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში ამოწმებს მის დასაშვებობას. თუ დარღვეულია ამ მუხლის მოთხოვნები, სასამართლო განჩინებით უარს ეტყვის განმცხადებელს (განმცხადებლებს) განცხადების განსახილველად მიღებაზე. ეს განჩინება ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საჩივრდება კერძო საჩივრით. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო სამეწარმეო საზოგადოებას აცნობებს აქციონერის (აქციონერების) მოთხოვნის შესახებ და განუსაზღვრავს 3 დღის ვადას საპასუხო პოზიციის წარსადგენად. დადგენილი ვადის გასვლიდან 5 დღეში სასამართლო საკითხს განიხილავს არსებითად, ზეპირი მოსმენის გარეშე და გამოიტანს შესაბამის განჩინებას. სასამართლომ შესაძლებელია დანიშნოს სასამართლო სხდომა პარტნიორისა და სამეწარმეო საზოგადოების მონაწილეობით. სასამართლო სხდომაზე მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს საკითხის წარმოდგენილი წერილობითი მასალების საფუძველზე განხილვას.

6. აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის საკითხს სასამართლო წყვეტს განჩინებით. მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო განსაზღვრავს აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების კალენდარულ თვეს და განმცხადებელ აქციონერს (აქციონერებს) ანიჭებს აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის უფლებამოსილებას. სასამართლოს აგრეთვე შეუძლია დანიშნოს აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების თავმჯდომარე.

7. აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის საკითხზე გამოტანილი განჩინება ჩაბარებიდან საჩივრდება კერძო საჩივრით.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №888 – ვებგვერდი, 04.08.2021წ.

მუხლი 309²⁹. აქციონერთა საერთო კრების დღის წესრიგში საკითხის დამატება

1. აქციონერთა საერთო კრების დღის წესრიგში საკითხის დამატების მოთხოვნას სასამართლო იხილავს კაპიტალის არანაკლებ 5%-ის მფლობელი აქციონერის (აქციონერების) განცხადების საფუძველზე.

2. თუ განმცხადებელ აქციონერთა რაოდენობა ორზე მეტია, ისინი ვალდებული არიან სასამართლოსთვის მიმართვისა და საქმის წარმოების მიზნით დანიშნონ წარმომადგენელი.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განცხადება უნდა შეიცავდეს:

ა) სასამართლოს დასახელებას;

ბ) განმცხადებლის (განმცხადებლების), აგრეთვე წარმომადგენლის დასახელებას, პირად ნომერს, მისამართს, ფაქტობრივ ადგილსამყოფელს, ელექტრონული ფოსტის მისამართს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს ან/და სხვა მონაცემებს;

გ) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სასამართლოსთვის მიმართვის წინაპირობების არსებობის დასაბუთებას;

დ) აქციონერთა საერთო კრების დღის წესრიგში შეტანილ საკითხთა ჩამონათვალს და დღის წესრიგში მათი შეტანის საჭიროების დასაბუთებას;

ე) განმცხადებლის (განმცხადებლების) მოთხოვნას;

ვ) განცხადებისთვის დართულ მტკიცებულებებზე მითითებას;

ზ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერას.

4. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ განცხადებას უნდა დაერთოს მასში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − აგრეთვე წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

5. სასამართლო ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში ამოწმებს მის დასაშვებობას. თუ დარღვეულია ამ მუხლის მოთხოვნები, სასამართლო განჩინებით უარს ეტყვის განმცხადებელს (განმცხადებლებს) განცხადების განსახილველად მიღებაზე. ეს განჩინება ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საჩივრდება კერძო საჩივრით. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო სამეწარმეო საზოგადოებას აცნობებს აქციონერის (აქციონერების) მოთხოვნის შესახებ და განუსაზღვრავს 3 დღის ვადას საპასუხო პოზიციის წარსადგენად. დადგენილი ვადის გასვლიდან 5 დღეში სასამართლო საკითხს განიხილავს არსებითად, ზეპირი მოსმენის გარეშე და გამოიტანს შესაბამის განჩინებას. სასამართლომ შესაძლებელია დანიშნოს სასამართლო სხდომა პარტნიორისა და სამეწარმეო საზოგადოების მონაწილეობით. სასამართლო სხდომაზე მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს საკითხის წარმოდგენილი წერილობითი მასალების საფუძველზე განხილვას.

6. აქციონერთა საერთო კრების დღის წესრიგში საკითხის დამატების მოთხოვნის შესახებ სასამართლოს გამოაქვს განჩინება. ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო განმცხადებელ აქციონერს (აქციონერებს) ანიჭებს გამოქვეყნებით აქციონერთა საერთო კრების დღის წესრიგში საკითხის დამატების უფლებამოსილებას.

7. ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული განჩინება საჩივრდება კერძო საჩივრით.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №888 – ვებგვერდი, 04.08.2021წ.

მუხლი 309³⁰. კოოპერატივის საერთო კრების მოწვევა

კოოპერატივის წევრთა 10%-ის ან მისი წესდებით გათვალისწინებული რაოდენობის წევრთა მოთხოვნის შემთხვევაში სასამართლო ამ კოდექსის 309²⁸ მუხლით დადგენილი წესით განიხილავს განმცხადებელ კოოპერატივის წევრთათვის კოოპერატივის საერთო კრების მოწვევის უფლებამოსილების მინიჭების საკითხს.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №888 – ვებგვერდი, 04.08.2021წ.

მუხლი 309³¹. სამეწარმეო საზოგადოების ქონების განაწილების ვადის შემცირება

1. სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორის ან ლიკვიდატორის მოთხოვნით, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლო განიხილავს სამეწარმეო საზოგადოების ქონების განაწილების ვადის შემცირების საკითხს.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განცხადება უნდა შეიცავდეს:

ა) სასამართლოს დასახელებას;

ბ) განმცხადებლის (განმცხადებლების), აგრეთვე წარმომადგენლის დასახელებას, პირად ნომერს, მისამართს, ფაქტობრივ ადგილსამყოფელს, ელექტრონული ფოსტის მისამართს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს ან/და სხვა მონაცემებს;

გ) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სასამართლოსთვის მიმართვის წინაპირობების არსებობის დასაბუთებას;

დ) განმცხადებლის (განმცხადებლების) მოთხოვნას;

ე) განცხადებისთვის დართულ მტკიცებულებებზე მითითებას;

ვ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერას.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ განცხადებას უნდა დაერთოს მასში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები (მათ შორის, სამეწარმეო საზოგადოების დაშლის შესახებ განცხადების გამოქვეყნების დამადასტურებელი დოკუმენტი და დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნა, რომ ყველა ვალდებულება შესრულებულია და სამეწარმეო საზოგადოების ქონების განაწილება საფრთხეს არ უქმნის კრედიტორებს) და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

4. სასამართლო ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში ამოწმებს მის დასაშვებობას. თუ დარღვეულია ამ მუხლის მოთხოვნები, სასამართლო განჩინებით უარს ეტყვის განმცხადებელს (განმცხადებლებს) განცხადების განსახილველად მიღებაზე. ეს განჩინება ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საჩივრდება კერძო საჩივრით. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო მომდევნო 5 დღეში საკითხს განიხილავს არსებითად, ზეპირი მოსმენის გარეშე და გამოიტანს შესაბამის განჩინებას. სასამართლომ შესაძლებელია დანიშნოს სასამართლო სხდომა განმცხადებლის (განმცხადებლების) მონაწილეობით. სასამართლო სხდომაზე მისი (მათი) გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს საკითხის წარმოდგენილი წერილობითი მასალების საფუძველზე განხილვას.

5. შესაბამისი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო დაადგენს სამეწარმეო საზოგადოების ქონების განაწილების 3-თვიან ვადას, რომელიც აითვლება სამეწარმეო საზოგადოების დაშლის შესახებ განცხადების გამოქვეყნებიდან.

6. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული განჩინება 5 დღის ვადაში საჩივრდება კერძო საჩივრით.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №888 – ვებგვერდი, 04.08.2021წ.

თავი XXXIV⁵ კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადების განხილვის გამარტივებული წესი

მუხლი 309³². დასაშვებობა

ამ თავით დადგენილი გამარტივებული წესით, კეიპტაუნის კონვენციის მე-13 მუხლისა და იმავე კონვენციის „საავიაციო მოწყობილობების თაობაზე“ ოქმის IX მუხლის საფუძველზე შეიძლება განხილულ იქნეს კეიპტაუნის კონვენციით განსაზღვრული კრედიტორის განცხადება კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2026 წლის 24 ივნისის კანონი №1761 – ვებგვერდი, 03.07.2026წ.

მუხლი 309³³. კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადება

1. საქმის გამარტივებული წესით განხილვის საფუძვლის − კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადების მიზანი უნდა იყოს სასამართლოს მიერ კეიპტაუნის კონვენციით განსაზღვრული კრედიტორის მიმართ ამ კოდექსის 309³⁵ მუხლით გათვალისწინებული უფლების დაცვის ერთი ან რამდენიმე ღონისძიების გამოყენების თაობაზე ბრძანების მიღება.

2. კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) სასამართლოს დასახელებას;

ბ) მხარეებისა და მათი წარმომადგენლების დასახელებებს;

გ) განმცხადებლის მოთხოვნას ამ კოდექსის 309³⁵ მუხლით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების (ღონისძიებების) კონკრეტული სახის (სახეების) გამოყენების შესახებ;

დ) სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელ ქვითარს;

ე) კეიპტაუნის კონვენციით განსაზღვრული მოვალის მიერ ხელშეკრულების დარღვევის − კეიპტაუნის კონვენციის მე-11 მუხლით გათვალისწინებული დეფოლტის არსებობის მტკიცებულებას;

ვ) კრედიტორის მიერ კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების (ღონისძიებების) გამოყენების თაობაზე კეიპტაუნის კონვენციით განსაზღვრული მოვალის თანხმობას.

3. სასამართლო ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ განცხადებას განიხილავს კეიპტაუნის კონვენციის შესაბამისი დებულებებისა და ამ კოდექსით დადგენილი საპროცესო ნორმების დაცვით.

4. სასამართლო ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ განცხადებას განიხილავს მისი შეტანიდან 1 სამუშაო დღის ვადაში.

5. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განცხადება სასამართლოს შეიძლება წარედგინოს კრედიტორის მიერ სარჩელის აღძვრამდეც.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2026 წლის 24 ივნისის კანონი №1761 – ვებგვერდი, 03.07.2026წ.

მუხლი 309³⁴. განსჯადობა

1. კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადება წარედგინება საქართველოს საერთო სასამართლოს, თუ მას აქვს უფლებამოსილება კეიპტაუნის კონვენციის 43-ე მუხლის შესაბამისად.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განცხადება სასამართლოს წარედგინება ამ კოდექსით დადგენილი წესით.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განცხადება სასამართლოს შეიძლება წარედგინოს მიუხედავად იმისა, დავის საგანზე სარჩელი განსახილველად წარედგინება საქართველოს საერთო სასამართლოს, კეიპტაუნის კონვენციის ხელშემკვრელი სხვა სახელმწიფოს სასამართლოს თუ არბიტრაჟს.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2026 წლის 24 ივნისის კანონი №1761 – ვებგვერდი, 03.07.2026წ.

მუხლი 309³⁵. კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიებები

1. სასამართლო უფლებამოსილია ამ კოდექსის 309³³ მუხლით გათვალისწინებული განცხადების საფუძველზე კეიპტაუნის კონვენციით განსაზღვრული კრედიტორის მიმართ გამოიყენოს უფლების დაცვის დროებითი ღონისძიება. ეს ღონისძიება შეიძლება იყოს:

ა) საავიაციო ობიექტის შენარჩუნება, მისი ღირებულების შენარჩუნების ჩათვლით;

ბ) საავიაციო ობიექტის მფლობელობაში გადაცემა ან შესანახად გადაცემა ან მიბარება;

გ) საავიაციო ობიექტის გადაადგილების აკრძალვა;

დ) საავიაციო ობიექტის იჯარით გადაცემა ან საავიაციო ობიექტისა და მისგან მიღებული შემოსავლის მართვა, თუ ეს გათვალისწინებული არ არის ამ ნაწილის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ღონისძიებებით;

ე) საავიაციო ობიექტის გასხვისება და მისი გასხვისებით მიღებული შემოსავლის განაწილება, თუ ამაზე არსებობს შეთანხმება კეიპტაუნის კონვენციით განსაზღვრულ კრედიტორსა და მოვალეს შორის;

ვ) საავიაციო ობიექტის საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრიდან ამოღება და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა.

2. კრედიტორს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მოითხოვოს კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების ერთი სახის მეორე სახით შეცვლა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განცხადების სასამართლოსთვის ხელახლა წარდგენით.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2026 წლის 24 ივნისის კანონი №1761 – ვებგვერდი, 03.07.2026წ.

მუხლი 309³⁶. კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადების მიღებაზე უარის თქმა

1. თუ სასამართლო გამოარკვევს, რომ კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადება არ აკმაყოფილებს ამ კოდექსით, მათ შორის, ამავე კოდექსის 309³³ მუხლით, დადგენილ მოთხოვნებს, იგი გამოიტანს განჩინებას აღნიშნული განცხადების მიღებაზე უარის თქმის თაობაზე და განმცხადებელს დაუბრუნებს განცხადებას თანდართულ დოკუმენტებთან ერთად.

2. კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადების მიღებაზე უარის თქმის თაობაზე სასამართლოს განჩინება საჩივრდება კერძო საჩივრით.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2026 წლის 24 ივნისის კანონი №1761 – ვებგვერდი, 03.07.2026წ.

მუხლი 309³⁷. კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ სასამართლოს ბრძანება

1. კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ სასამართლოს ბრძანებაში უნდა აღინიშნოს, რომ ეს ბრძანება ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას, გარდა ამ კოდექსის 309³⁵ მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ღონისძიებების გამოყენების შესახებ ბრძანებებისა, აგრეთვე მისი გასაჩივრების წესი და ვადა და მხარეთა შორის კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებული ხარჯების განაწილების წესი.

2. ამ კოდექსის 309³⁵ მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიებების გამოყენების შესახებ ამ თავით გათვალისწინებული სასამართლოს ბრძანებების აღსრულებას უზრუნველყოფს კეიპტაუნის კონვენციით განსაზღვრული კრედიტორი.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2026 წლის 24 ივნისის კანონი №1761 – ვებგვერდი, 03.07.2026წ.

მუხლი 309³⁸. კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ სასამართლოს ბრძანების გასაჩივრება

კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ სასამართლოს ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით. ამასთანავე, ამ ბრძანების გასაჩივრება ვერ აჩერებს მის აღსრულებას.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2026 წლის 24 ივნისის კანონი №1761 – ვებგვერდი, 03.07.2026წ.

მუხლი 309³⁹. კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ სასამართლოს ბრძანების გაუქმება

1. სასამართლოს მიერ ამ კოდექსის 309³³ მუხლით გათვალისწინებული განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში კრედიტორმა სარჩელი უნდა აღძრას ამ თავით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ სასამართლოს ბრძანების მიღებიდან 10 დღის ვადაში. თუ ამ ვადაში კრედიტორი არ აღძრავს სარჩელს ან არ აცნობებს სასამართლოს სარჩელის საქართველოს ფარგლების გარეთ აღძვრის თაობაზე, სასამართლო თავისი ინიციატივით ან მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გამოიტანს განჩინებას ამ თავით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გაუქმების შესახებ.

2. სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ ბრძანებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ ბრძანებას, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან.

შენიშვნა: ამ მუხლის მიზნებისთვის სარჩელი მოიცავს აგრეთვე საარბიტრაჟო სარჩელს.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2026 წლის 24 ივნისის კანონი №1761 – ვებგვერდი, 03.07.2026წ.

კარი მეექვსე უდავო წარმოება

თავი XXXV ზოგადი დებულებანი

მუხლი 310. სასამართლოს მიერ უდავო წარმოების წესით განსახილველი საქმეები

უდავო წარმოების წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს:

ა) იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის შესახებ;

ბ) მოქალაქის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებისა და მოქალაქის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ;

გ) (ამოღებულია - 20.03.2015, №3340);

დ) დაკარგულ საწარმდგენლო ფასიან ქაღალდსა და საორდერო ფასიან ქაღალდზე უფლების აღდგენის შესახებ (გამოწვევითი წარმოება);

ე) ქონების უპატრონოდ ცნობის შესახებ;

ვ) (ამოღებულია);

ზ) შვილად აყვანის შესახებ;

თ) ბავშვის მიტოვებულად აღიარების შესახებ;

ი) ცოცხალ დონორობაზე თანხმობის გაცემის შესახებ.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (5)

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №177 - სსმ I, №19, 15.07.2004 წ., მუხ.78

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2130 - სსმ I, №53, 19.12.2005წ., მუხ.350

საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5628 - სსმ I, №48, 27.12.2007წ., მუხ.418

საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3340 – ვებგვერდი, 31.03.2015წ.

საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5580 - ვებგვერდი, 13.07.2016წ.

მუხლი 311. უდავო წარმოების წესით საქმეთა განხილვა

1. უდავო წარმოების წესით საქმეებს სასამართლო განიხილავს ამ კოდექსით დადგენილი წესებით, იმ ცვლილებებისა და დამატებების გათვალისწინებით, რომლებიც გათვალისწინებულია XXXV–XLII თავებით. უდავო წარმოების წესით საქმის განხილვისას სასამართლო იწვევს ამ საქმის განხილვით დაინტერესებულ პირებს.

2. თუ უდავო წარმოების წესით საქმის განხილვისას აღიძვრის დავა ისეთი უფლებების შესახებ, რომლებიც სასამართლოს უწყებრივად ექვემდებარება, სასამართლო განცხადებას განუხილველად დატოვებს და დაინტერესებულ პირებს განუმარტავს, რომ მათ უფლება აქვთ წარმოადგინონ სარჩელი საერთო საფუძველზე.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

თავი XXXVI იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენა

მუხლი 312. სასამართლოს მიერ განსახილველი საქმეები იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის შესახებ

1. სასამართლო ადგენს ფაქტებს, რომლებზედაც დამოკიდებულია მოქალაქეთა და ორგანიზაციათა პირადი ან ქონებრივი უფლებების წარმოშობა, შეცვლა ან მოსპობა.

2. სასამართლო განიხილავს საქმეებს:

ა) პირთა ნათესაური კავშირის დადგენის შესახებ;

ბ) პირის კმაყოფაზე ყოფნის ფაქტის დადგენის შესახებ;

გ) მამობის დადგენის, ქორწინების, განქორწინების, სახელის ან/და გვარის შეცვლის რეგისტრაციის ან შვილად აყვანის ფაქტების დადგენის შესახებ;

დ) უფლების დამდგენი საბუთის იმ პირისადმი კუთვნილების ფაქტის დადგენის შესახებ, რომლის სახელი, მამის სახელი ან გვარი, რაც საბუთებშია აღნიშნული, არ ემთხვევა მის პასპორტში ან დაბადების მოწმობაში აღნიშნულ სახელს, მამის სახელს ან გვარს;

ე) (ამოღებულია);

ვ) (ამოღებულია);

ზ) (ამოღებულია);

თ) მემკვიდრეობის მიღების ფაქტისა და მემკვიდრეობის გახსნის ადგილის დადგენის შესახებ;

ი) (ამოღებულია).

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (4)

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ.1

საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5977 - სსმ I, №9, 04.04.2008 წ., მუხ.64

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5569 - ვებგვერდი, 28.12.2011წ.

მუხლი 313. იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენისათვის აუცილებელი პირობები

1. სასამართლო იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტებს ადგენს მხოლოდ ამ ფაქტების დამადასტურებელი საბუთების სხვა წესით მიღების ან დაკარგული საბუთების აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში.

2. (ამოღებულია).

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ.1

მუხლი 313¹. (ამოღებულია)

ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ.1

მუხლი 314. განცხადების შეტანა

განცხადება იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის შესახებ შეიტანება სასამართლოში განმცხადებლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ.1

მუხლი 315. განცხადების შინაარსი

განცხადებაში უნდა აღინიშნოს, რა მიზნისათვის სჭირდება განმცხადებელს ამ ფაქტის დადგენა, აგრეთვე წარმოდგენილი უნდა იყოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს განმცხადებლის მიერ სათანადო საბუთების მიღების ან დაკარგული საბუთების აღდგენის შეუძლებლობას.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ.1

მუხლი 316. სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ

სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ, რომელიც რეგისტრირებული უნდა იქნეს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში ან სხვა ორგანოში, არის საფუძველი ასეთი რეგისტრაციისა და გაფორმებისათვის, მაგრამ ვერ შეცვლის ამ ორგანოთა მიერ გასაცემ დოკუმენტებს.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5569 - ვებგვერდი, 28.12.2011წ.

მუხლი 316¹. იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის შესახებ საქმეთა განხილვისა და გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი

1. იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის შესახებ საქმეებს განიხილავს მოსამართლე ან სასამართლოს შესაბამისი მოხელე ამ კოდექსის 311-ე მუხლით დადგენილი წესებით.

2. სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს იმავე სასამართლოში საჩივრის შეტანის გზით, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2011 წლის 11 ნოემბრის კანონი №5265 - ვებგვერდი, 24.11.2011წ.

თავი XXXVI¹ ცოცხალ დონორობაზე თანხმობის გაცემა საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5580 - ვებგვერდი, 13.07.2016წ.

მუხლი 316². განცხადების შეტანა

1. „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ცოცხალ დონორობაზე თანხმობის მიღების შესახებ განცხადება შეიტანება სასამართლოში დონორის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

2. ცოცხალ დონორობაზე თანხმობის მიღების შესახებ განცხადების შეტანა შეუძლია რეციპიენტს, დონორს ან ცოცხალი დონაციის კომისიას.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (3)

საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5580 - ვებგვერდი, 13.07.2016წ.

საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3620 – ვებგვერდი, 22.11.2023წ.

საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №128 – ვებგვერდი, 30.12.2024წ.

მუხლი 316³. განცხადების შინაარსი

1. ცოცხალ დონორობაზე თანხმობის მიღების შესახებ განცხადებაში აღნიშნული უნდა იყოს დონორის ორგანოს მოპოვების მიზანი, დონორის პირადი და ოჯახური მდგომარეობა და დონორსა და რეციპიენტს შორის არსებული ნათესაური კავშირის ან ახლო პირადი ურთიერთობის (ემოციური კავშირის) ხასიათი.

2. ცოცხალ დონორობაზე თანხმობის მიღების შესახებ განცხადებას უნდა ერთოდეს:

ა) დონორსა და რეციპიენტს შორის ნათესაური კავშირის არსებობის შემთხვევაში:

ა.ა) ცნობა, რომელიც ადასტურებს „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობის, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში − იმავე პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობის დაცვას;

ა.ბ) მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს დონორსა და რეციპიენტს შორის ნათესაური კავშირის არსებობას „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად;

ა.გ) იმის მტკიცებულებები, რომ გარდაცვლილი ადამიანის შესაბამისი ორგანო ხელმისაწვდომი არ არის და მკურნალობის სხვა, ალტერნატიული, მსგავსი ეფექტის მქონე მეთოდი არ არსებობს;

ა.დ) ცნობა რეციპიენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც ადასტურებს ორგანოს გადანერგვის ჩვენებას;

ა.ე) დონორის თანხმობა ცოცხალ დონორობაზე;

ა.ვ) დასკვნა დონორისა და რეციპიენტის ანტიგენური თავსებადობის შესახებ;

ა.ზ) ცნობა პოტენციური დონორის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ამასთანავე, მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს რომ ჩატარებულია დონორის სამედიცინო და ფსიქოლოგიური შემოწმება და სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკების შეფასება და დადგენილია, რომ სადონაციო ორგანოს მოპოვება მის ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს არ შეუქმნის;

ა.თ) ცოცხალი დონაციის კომისიის თანხმობა ცოცხალ დონორობაზე;

ბ) დონორსა და რეციპიენტს შორის ახლო პირადი ურთიერთობის (ემოციური კავშირის) არსებობის შემთხვევაში:

ბ.ა) მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს არანაკლებ 2 წლის განმავლობაში დონორსა და რეციპიენტს შორის ახლო, პირადი და სტაბილური ემოციური კავშირის არსებობას;

ბ.ბ) იმის მტკიცებულებები, რომ „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირთა შორის ცოცხალი დონორი ვერ მოიძებნა;

ბ.გ) იმის მტკიცებულებები, რომ რეციპიენტისთვის სიცოცხლის შენარჩუნებისთვის, მისი მძიმე ავადმყოფობისგან განკურნებისთვის, დაავადების პროგრესირების შეჩერებისთვის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის მკურნალობის სხვა, ალტერნატიული ხელმისაწვდომი მეთოდი არ არსებობს;

ბ.დ) ამ ნაწილის „ა.ა“ და „ა.გ“−„ა.თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ცნობა და მტკიცებულებები.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (3)

საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5580 - ვებგვერდი, 13.07.2016წ.

საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3620 – ვებგვერდი, 22.11.2023წ.

საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №128 – ვებგვერდი, 30.12.2024წ.

მუხლი 316⁴. სასამართლოს მოქმედება განცხადების მიღების შემდეგ

საქმის სასამართლო განხილვისათვის მომზადებისას სასამართლო გამოარკვევს:

ა) ახდენს თუ არა დონორის თანხმობაზე გავლენას ეკონომიკური, სოციალური ან ფსიქოლოგიური ფაქტორები;

ბ) არის თუ არა დონორის თანხმობა განპირობებული ფულადი ანაზღაურების ან ნებისმიერი სხვა სარგებლის დაპირებით/შეთავაზებით ან რეალურად მიღებით;

გ) აცნობიერებს თუ არა დონორი, რომ მას შეუძლია მიზეზების განმარტების გარეშე, ნებისმიერ დროს განაცხადოს უარი ორგანოს აღებაზე;

დ) სხვა აუცილებელ გარემოებებს.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (3)

საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5580 - ვებგვერდი, 13.07.2016წ.

საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3620 – ვებგვერდი, 22.11.2023წ.

საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №128 – ვებგვერდი, 30.12.2024წ.

მუხლი 316⁵. სასამართლო გადაწყვეტილება

სასამართლო გადაწყვეტილება, რომლითაც სასამართლო გასცემს თანხმობას ცოცხალ დონორობაზე, არის სასამართლოს თანხმობა „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისთვის.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (3)

საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5580 - ვებგვერდი, 13.07.2016წ.

საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3620 – ვებგვერდი, 22.11.2023წ.

საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №128 – ვებგვერდი, 30.12.2024წ.

მუხლი 316⁶. ცოცხალ დონორობაზე თანხმობის გაცემის შესახებ საქმის განხილვისა და სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების წესები

1. სასამართლო ცოცხალ დონორობაზე თანხმობის გაცემის შესახებ საქმეს განიხილავს ამ კოდექსის 311-ე მუხლით დადგენილი წესით.

2. სასამართლო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს იმავე სასამართლოში საჩივრის შეტანით, მხარისათვის დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5580 - ვებგვერდი, 13.07.2016წ.

თავი XXXVII მოქალაქის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება და მოქალაქის გარდაცვლილად გამოცხადება

მუხლი 317. განცხადების შეტანა

განცხადება მოქალაქის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებისა ან მოქალაქის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ შეიტანება სასამართლოში დაინტერესებული პირის მიერ განმცხადებლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 318. განცხადების შინაარსი

განცხადებაში უნდა აღინიშნოს, რა მიზნისათვის სჭირდება განმცხადებელს მოქალაქის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება და მისი გარდაცვლილად გამოცხადება, აგრეთვე გარემოებანი, რომლებითაც დასტურდება მოქალაქის უგზო-უკვლოდ დაკარგვა, ანდა რომლებიც უგზო-უკვლოდ დაკარგულს სიკვდილის საფრთხეს უქმნიდნენ ან საფუძველს იძლევიან მისი დაღუპვის ვარაუდისათვის გარკვეული უბედური შემთხვევის შედეგად.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 319. სასამართლოს მოქმედება განცხადების მიღების შემდეგ

სასამართლო განხილვისათვის საქმის მომზადებისას სასამართლო გამოარკვევს, თუ რომელ პირებს შეუძლიათ მიაწოდონ ცნობები დაკარგულის შესახებ, აგრეთვე გამოჰკითხავს სათანადო ორგანოებს დაკარგული პირის შესახებ მისი უკანასკნელი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მიხედვით.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2011 წლის 11 ნოემბრის კანონი №5265 - ვებგვერდი, 24.11.2011წ.

მუხლი 320. სასამართლო გადაწყვეტილება

1. სასამართლო გადაწყვეტილება, რომლითაც მოქალაქე აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად, წარმოადგენს საფუძველს იმისათვის, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგულის ქონება მინდობილი საკუთრების სახით გადაეცეს სამართავად მის კანონით მემკვიდრეებს.

2. სასამართლო გადაწყვეტილება, რომლითაც პირი გამოცხადებულია გარდაცვლილად, არის საფუძველი იმისათვის, რომ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანომ განახორციელოს გარდაცვალების რეგისტრაცია.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5569 - ვებგვერდი, 28.12.2011წ.

მუხლი 321. უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებული ან გარდაცვლილად გამოცხადებული პირის გამოჩენის ან მისი ადგილსამყოფლის აღმოჩენის შედეგები

უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებული ან გარდაცვლილად გამოცხადებული პირის გამოჩენის ან მისი ადგილსამყოფლის აღმოჩენის შემთხვევაში სასამართლო ახალი გადაწყვეტილებით აუქმებს თავის წინანდელ გადაწყვეტილებას. ახალი გადაწყვეტილება არის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში გარდაცვალების აქტის ჩანაწერის გაუქმების საფუძველი.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5569 - ვებგვერდი, 28.12.2011წ.

მუხლი 321¹. მოქალაქის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებისა და მოქალაქის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ საქმეთა განხილვისა და გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი

1. მოქალაქის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებისა და მოქალაქის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ საქმეებს განიხილავს მოსამართლე ან სასამართლოს შესაბამისი მოხელე ამ კოდექსის 311-ე მუხლით დადგენილი წესებით.

2. სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს იმავე სასამართლოში საჩივრის შეტანის გზით, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2011 წლის 11 ნოემბრის კანონი №5265 - ვებგვერდი, 24.11.2011წ.

თავი XXXVIII (ამოღებულია) საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3340 – ვებგვერდი, 31.03.2015წ.

მუხლი 322. (ამოღებულია)

ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2130 - სსმ I, №53, 19.12.2005წ., მუხ.350

საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3340 – ვებგვერდი, 31.03.2015წ.

მუხლი 323. (ამოღებულია)

ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2130 - სსმ I, №53, 19.12.2005წ., მუხ.350

საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3340 – ვებგვერდი, 31.03.2015წ.

მუხლი 324. (ამოღებულია)

ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2130 - სსმ I, №53, 19.12.2005წ., მუხ.350

საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3340 – ვებგვერდი, 31.03.2015წ.

მუხლი 325. (ამოღებულია)

ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3340 – ვებგვერდი, 31.03.2015წ.

მუხლი 326. (ამოღებულია)

ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3340 – ვებგვერდი, 31.03.2015წ.

მუხლი 327. (ამოღებულია)

ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება №2/4/532,533 –ვებგვერდი, 28.10.2014წ.

საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3340 – ვებგვერდი, 31.03.2015წ.

თავი XXXIX დაკარგულ ან განადგურებულ საწარმდგენლო ფასიან ქაღალდსა და საორდერო ფასიან ქაღალდზე უფლების აღდგენა (გამოწვევითი წარმოება)

მუხლი 328. განცხადების შეტანა

1. პირს, საწარმდგენლო ფასიანი ქაღალდის ან საორდერო ფასიანი ქაღალდის დაკარგვისას ან განადგურებისას, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეუძლია სთხოვოს სასამართლოს დაკარგული ან განადგურებული ფასიანი ქაღალდის ძალადაკარგულად გამოცხადება და მასზე უფლების აღდგენა.

2. განცხადება შეტანილ უნდა იქნეს სასამართლოში ამ მუხლში მითითებული საბუთის გამცემი დაწესებულების ადგილმდებარეობის მიხედვით.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

მუხლი 329. განცხადების შინაარსი

განცხადებაში უნდა აღინიშნოს დაკარგული ან განადგურებული საბუთის განმასხვავებელი ნიშნები, საბუთის გამცემი დაწესებულების სახელწოდება, აგრეთვე საბუთის დაკარგვის გარემოებანი.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 330. მოსამართლის მოქმედება განცხადების მიღების შემდეგ

1. მოსამართლე განცხადების მიღების შემდეგ გამოიტანს განჩინებას საბუთის გამცემი დაწესებულებისათვის (პირისათვის) ამ საბუთით ყოველგვარი გადახდისა და გაცემის წარმოების აკრძალვის, აგრეთვე განმცხადებლის ხარჯზე ადგილობრივ პრესაში პუბლიკაციის შესახებ.

2. ასეთი განჩინების გამოტანაზე უარი შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით.

ბმული ამ მუხლზე

წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი და ბოლოს შემოწმდა 22 ნოემბერი, 2026; იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ „მაცნეზე“ გამოქვეყნებულ ტექსტს. AI ასისტენტის პასუხი კანონის ტექსტის განმარტებაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.