პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
სარჩევი · 36 თავი
  1. კარი I. ზოგადი დებულებანი
  2. თავი I. ზოგადი დებულებანი
  3. კარი II. ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა I. ზოგადი ნაწილი
  4. თავი II. ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა
  5. თავი III. ადმინისტრაციული სახდელი
  6. თავი IV. ადმინისტრაციული სახდელის დადება
  7. II. განსაკუთრებული ნაწილი
  8. თავი V. ადმინისტრაციული სამართალდარღვევები შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროებში
  9. თავი VI. საკუთრების ხელმყოფი ადმინისტრაციული სამართალდარღვევები
  10. თავი VII. ადმინისტრაციული სამართალდარღვევები გარემოს დაცვის, ბუნებათსარგებლობის, ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და აღზრდის სფეროში
  11. თავი VIII. ადმინისტრაციული სამართალდარღვევები მრეწველობის, ელექტრო- და თბოენერგიის გამოყენებისა და წყალმომარაგების დარგებში
  12. თავი IX. ადმინისტრაციული სამართალდარღვევები სოფლის მეურნეობაში. ვეტერინარულ-სანიტარიული წესების დარღვევა
  13. თავი X. ადმინისტრაციული სამართალდარღვევები ტრანსპორტზე, საგზაო მეურნეობისა და კავშირგაბმულობის დარგში
  14. თავი XI. ადმინისტრაციული სამართალდარღვევები მოქალაქეთა საბინაო უფლებების, საბინაო-კომუნალური მეურნეობისა და კეთილმოწყობის დარგში
  15. თავი XII. ადმინისტრაციული სამართალდარღვევები ვაჭრობისა და ფინანსების დარგში
  16. [თავი XII ¹. ადმინისტრაციული სამართალდარღვევები საჯარო შესყიდვების სფეროში
  17. თავი XIII. საზოგადოებრივი წესრიგის ხელმყოფი ადმინისტრაციული სამართალდარღვევები
  18. თავი XIV. მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი ადმინისტრაციული სამართალდარღვევები
  19. კარი III. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განსახილველად უფლებამოსილი ორგანოები
  20. თავი XV. ძირითადი დებულებანი
  21. თავი XVI. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების ქვემდებარეობა
  22. კარი IV. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოება
  23. თავი XVII. ძირითადი დებულებანი
  24. თავი XVIII. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი
  25. თავი XIX. ადმინისტრაციული დაკავება, ნივთების გასინჯვა, ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა
  26. თავი XX. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებაში მონაწილე პირები
  27. თავი XXI. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა
  28. თავი XXII. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გასაჩივრება და გაპროტესტება
  29. თავი XXII¹. ადმინისტრაციული პატიმრობის შესახებ დადგენილების გასაჩივრება
  30. კარი V. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილებათა აღსრულება
  31. თავი XXIII. ძირითადი დებულებები
  32. თავი XXIII¹. საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების აღსრულება
  33. თავი XXIV. გაფრთხილების შესახებ დადგენილების აღსრულების წარმოება
  34. თავი XXV. დაჯარიმების შესახებ დადგენილების აღსრულების წარმოება
  35. თავი XXVI. საგნის სასყიდლით ჩამორთმევის შესახებ დადგენილების აღსრულების წარმოება
  36. თავი XXVII. კონფისკაციის შესახებ დადგენილების აღსრულების წარმოება
  37. თავი XXVIII. სპეციალური უფლების შეჩერების შესახებ დადგენილების აღსრულების წარმოება
  38. თავი XXIX. გამასწორებელი სამუშაოების შესახებ დადგენილების აღსრულების წარმოება
  39. თავი XXIX¹. უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ დადგენილების ან/და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვის შესახებ დადგენილების აღსრულების წარმოება
  40. თავი XXX. ადმინისტრაციული პატიმრობის შესახებ დადგენილების აღსრულების წარმოება
  41. თავი XXXI. ქონებრივი ზარალის ანაზღაურების ნაწილში დადგენილების აღსრულების წარმოება
  42. თავი XXXII. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

კარი V. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილებათა აღსრულება

თავი XXV. დაჯარიმების შესახებ დადგენილების აღსრულების წარმოება

მუხლი 290². (ამოღებულია)

ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (5)

საქართველოს 2017 წლის 30 ივნისის კანონი №1194 – ვებგვერდი, 14.07.2017წ.

საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1916 – ვებგვერდი, 28.12.2017წ.

საქართველოს 2020 წლის 17 ივლისის კანონი №7059 – ვებგვერდი, 29.07.2020წ.

საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2231 – ვებგვერდი, 13.12.2022წ.

საქართველოს 2025 წლის 4 აპრილის კანონი №452 - ვებგვერდი, 10.04.2025წ.

მუხლი 290³. ამ კოდექსის 44², 44³, 44⁵ და 44⁷–44¹² მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება და მისი აღსრულება

1. სამართალდამრღვევის მიერ ამ კოდექსის 44², 44³, 44⁵ და 44⁷–44¹² მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას მისთვის ელექტრონული საჯარიმო ქვითრის გამოწერის შემთხვევაში ელექტრონული საჯარიმო ქვითარი სამართალდამრღვევს რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ეგზავნება.

2. თუ პირს საჯარიმო ქვითარი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ვერ ჩაჰბარდა, საჯარიმო ქვითრის მიმტანი პირი საფოსტო გზავნილზე სათანადო აღნიშვნას აკეთებს და საჯარიმო ქვითარს ფოსტას უბრუნებს. საჯარიმო ქვითარი დაბრუნებიდან არაუადრეს 30-ე დღისა და არაუგვიანეს მე-60 დღისა აღნიშნულ პირს განმეორებით იმავე მისამართზე ეგზავნება.

3. საჯარიმო ქვითარი პირისათვის ჩაბარებულად მიიჩნევა, თუ ამ პირის რეგისტრაციის მისამართზე მყოფი შესაბამისი უფლებამოსილი პირი საჯარიმო ქვითრის ფოსტით ჩაბარებისას განმეორებით უარს განაცხადებს მის მიღებაზე.

4. საჯარიმო ქვითრის ფოსტის მეშვეობით განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილი პირი უზრუნველყოფს საჯარიმო ქვითრის საჯაროდ, ოფიციალურ ვებგვერდზე (http://www.rama.moh.gov.ge) გამოქვეყნებას. საჯარიმო ქვითარი პირისათვის ჩაბარებულად მიიჩნევა საჯაროდ გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესი მტკიცდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით.

5. პირმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს მისთვის საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

6. პირის მიერ ჯარიმის ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში დაჯარიმების შესახებ დადგენილება იძულებით აღსრულდება ამ კოდექსის 291-ე მუხლითა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემისა და აღსასრულებლად წარდგენის საფუძველზე.

7. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი ორგანოს/სამსახურის მიერ ამ კოდექსის 44³, 44⁵ და 44⁷–44¹¹ მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისას და ადმინისტრაციული სახდელის დადებისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფოსტით გაგზავნის შემთხვევაში ოქმი/დადგენილება იგზავნება სამართალდამრღვევის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ან/და მის ფაქტობრივ მისამართზე და, იმავდროულად, საჯაროდ, ოფიციალურ ვებგვერდზე (http://www.rama.moh.gov.ge) ქვეყნდება. ასეთ შემთხვევაში აღნიშნული ოქმი/დადგენილება პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა მისი საჯაროდ გამოქვეყნებიდან 30-ე კალენდარულ დღეს. პირმა ჯარიმა ამ ნაწილით გათვალისწინებული ოქმის/დადგენილების მისთვის ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში უნდა გადაიხადოს.

მუხლი 290⁴. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის მიერ ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება და მისი აღსრულება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებისას, ამ კოდექსის 278-ე მუხლის საფუძველზე გამოტანილი დადგენილების/მისი გამოტანისთვის აუცილებელი წერილობითი ინფორმაციის შესაბამისი პირისთვის ჩაბარება

1. თუ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12−მე-13 და მე-15 ნაწილებითა და 125²−125⁴ და 135-ე–135⁵ მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე შემთხვევის ადგილზე სამართალდამრღვევის დაუსწრებლად გამოწერს საჯარიმო ქვითარს ან შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს საჯარიმო ქვითარს და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ეს ფაქტი ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირდება, შესაბამისი მუხლით/მუხლის ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა ეკისრება:

ა) სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მონაცემებით განსაზღვრულ პირს, რომელზედაც სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა ბოლოს არის გაცემული (გარდა ამ ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), თუ სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირება რეგისტრაციის ნომრით (სახელმწიფო სანომრე ნიშნით) ხდება;

ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არსებული დროებითი სანომრე ნიშნით მოსარგებლე პირს, თუ სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირება დროებითი სანომრე ნიშნით ხდება;

გ) სატრანსპორტო საშუალებაზე ლიზინგის რეგისტრაციის საფუძველზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში ლიზინგის მიმღებად აღრიცხულ პირს, თუ სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირება რეგისტრაციის ნომრით (სახელმწიფო სანომრე ნიშნით) ხდება.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ შესაბამის პირს საჯარიმო ქვითარს რეგისტრაციის ადგილის მიხედვით მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი უგზავნის.

3. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ შესაბამის პირს რეგისტრაციის ადგილის მიხედვით გაგზავნილი საჯარიმო ქვითარი ვერ ჩაჰბარდა, საჯარიმო ქვითრის მიმტანი პირი გზავნილზე სათანადო აღნიშვნას აკეთებს და საჯარიმო ქვითარს აბრუნებს. საჯარიმო ქვითარი დაბრუნებიდან არაუადრეს 30-ე დღისა და არაუგვიანეს მე-60 დღისა აღნიშნულ პირს რეგისტრაციის ადგილის მიხედვით (რეგისტრაციის მისამართზე) განმეორებით ეგზავნება.

4. საჯარიმო ქვითარი ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული შესაბამისი პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა, თუ ამ პირის რეგისტრაციის ადგილის მისამართზე საჯარიმო ქვითრის ჩაბარებისას მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრი ორჯერ განაცხადებს უარს მის მიღებაზე. ამ ნაწილის მიზნისთვის ოჯახის წევრში იგულისხმება პირის მეუღლე, შვილი, შვილიშვილი, მშობელი, და, ძმა, პაპა, ბებია, ამ პირთან მცხოვრები სხვა სრულწლოვანი პირი.

5. ამ მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად განმეორებით გაგზავნილი საჯარიმო ქვითრის ჩაუბარებლობის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი უზრუნველყოფს საჯარიმო ქვითრის საჯაროდ, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებას. საჯარიმო ქვითარი ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული შესაბამისი პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა საჯაროდ გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესს ამტკიცებს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო.

6. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულმა შესაბამისმა პირმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს მისთვის საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

7. ჯარიმის ამ მუხლის მე-6 ნაწილით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ შესაბამის პირს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი დაარიცხავს საურავს ამ კოდექსის 125-ე მუხლის შენიშვნის 4² ნაწილითა და 125²–125⁴ და 135-ე–135⁵ მუხლებით გათვალისწინებული შესაბამისი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში პირის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება.

8. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული შესაბამისი პირი არ არის ამ კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილ ასაკს მიღწეული პირი, ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12−მე-13 და მე-15 ნაწილებითა და 125²−125⁴ და 135-ე−135⁵ მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის პასუხისმგებლობას მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული შესაბამისი პირის კანონიერ წარმომადგენელს აკისრებს.

9. ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით გამოტანილი დაჯარიმების შესახებ დადგენილების (საჯარიმო ქვითრის) აღსრულებისას ამ კოდექსის 290-ე მუხლით გათვალისწინებული დაჯარიმების შესახებ დადგენილების აღსრულების ვადები და წესი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლითა და ამ კოდექსის 290⁵ მუხლით სხვა რამ არ არის დადგენილი.

10. ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-16 ნაწილებითა და 125²−125⁴ და 134-ე–135⁵ მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ამ კოდექსის 278-ე მუხლის საფუძველზე გამოტანილი დადგენილება/მისი გამოტანისთვის აუცილებელი წერილობითი ინფორმაცია შესაბამის პირს ჰბარდება ამ მუხლით დადგენილი წესით (მათ შორის, ამ დადგენილების/ინფორმაციის განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში შესაბამის ვებგვერდზე გამოქვეყნების გზით), თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრულმა მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულმა ერთეულმა ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილმა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა შეადგინა.

მუხლი 290⁵. ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის მიერ ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ გამოტანილი დაჯარიმების შესახებ დადგენილების (საჯარიმო ქვითრის) აღსრულებისას შეღავათით სარგებლობის წესი

1. ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12−მე-13 და მე-15 ნაწილებითა და 125²−125⁴ და 135-ე−135⁵ მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური პირის ან იურიდიული პირის მიერ გამოტანილი დაჯარიმების შესახებ დადგენილების (საჯარიმო ქვითრის) თაობაზე ინფორმაციას ამ კოდექსის 290⁴მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ შესაბამის პირს რეგისტრაციის ადგილის მიხედვით გზავნილის გაგზავნამდე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი უგზავნის მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ან სხვა ტექნიკური საშუალებით, თუ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მონაცემთა ბაზაში არსებობს ამ პირის საკონტაქტო ინფორმაცია.

2. თუ პირი მისთვის დაჯარიმების შესახებ დადგენილების (საჯარიმო ქვითრის) თაობაზე ინფორმაციის ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ან სხვა ტექნიკური საშუალებით გაგზავნიდან 10 კალენდარულ დღეში გადაიხდის დაჯარიმების შესახებ დადგენილებით (საჯარიმო ქვითრით) გათვალისწინებულ ჯარიმას, მას ამ ჯარიმის ოდენობა 20 პროცენტით შეუმცირდება. ჯარიმის ამ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში პირი კარგავს აღნიშნული შეღავათით სარგებლობის უფლებას. პირს უფლება აქვს, ამ შეღავათით ისარგებლოს იმ შემთხვევაშიც, თუ იგი ჯარიმას დაჯარიმების შესახებ დადგენილების გამოტანიდან (საჯარიმო ქვითრის გამოწერიდან) 10 კალენდარულ დღეში გადაიხდის, მიუხედავად იმისა, გაეგზავნა თუ არა მას დაჯარიმების შესახებ დადგენილების (საჯარიმო ქვითრის) თაობაზე ინფორმაცია ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ან სხვა ტექნიკური საშუალებით.

3. ჯარიმის ამ მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით გამოტანილი დაჯარიმების შესახებ დადგენილება (საჯარიმო ქვითარი) აღსრულდება ამ კოდექსის 290⁴ მუხლის შესაბამისად.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (10)

საქართველოს 2018 წლის 5 სექტემბრის კანონი №3401 – ვებგვერდი, 25.09.2018წ.

საქართველოს 2023 წლის 3 ივლისის კანონი №3456 – ვებგვერდი, 25.07.2023წ.

საქართველოს 2020 წლის 17 ივლისის კანონი №7059 – ვებგვერდი, 29.07.2020წ.

საქართველოს 2022 წლის 26 აპრილის კანონი №1522 – ვებგვერდი, 13.05.2022წ.

საქართველოს 2022 წლის 26 აპრილის კანონი №1525 – ვებგვერდი, 13.05.2022წ.

საქართველოს 2026 წლის 17 მარტის კანონი №1400 – ვებგვერდი, 24.03.2026წ.

საქართველოს 2020 წლის 17 ივლისის კანონი №7059 – ვებგვერდი, 29.07.2020წ.

საქართველოს 2022 წლის 26 აპრილის კანონი №1522 – ვებგვერდი, 13.05.2022წ.

საქართველოს 2022 წლის 26 აპრილის კანონი №1525 – ვებგვერდი, 13.05.2022წ.

საქართველოს 2026 წლის 17 მარტის კანონი №1400 – ვებგვერდი, 24.03.2026წ.

მუხლი 290⁶. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულისთვის ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირისთვის შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა

1. ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-16 ნაწილებითა და 125²−125⁴ და 134-ე–135⁵ მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში ამ კოდექსის 290⁵ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ან სხვა ტექნიკური საშუალებით შესაბამისი პირისთვის გაგზავნისა და აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მიერ განსახორციელებლად საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო უფლებამოსილია უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულისთვის ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არსებული, პირთა ტელეფონის ნომრების, სატრანსპორტო საშუალებათა სანომრე ნიშნებისა და მესაკუთრეთა/მოსარგებლეთა ვინაობის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა (თუ სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის/მოსარგებლის იდენტიფიცირება სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მონაცემებით შესაძლებელია). დაუშვებელია, ეს ინფორმაცია მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრულმა მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულმა ერთეულმა ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულმა იურიდიულმა პირმა სხვას გადასცეს ან სხვა ფორმით გაუზიაროს.

2. ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-16 ნაწილებითა და 125²−125⁴ და 134-ე–135⁵ მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მიერ განსახორციელებლად საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრულ მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზიდან მიაწოდოს სამართალდამრღვევის/ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის/მოსარგებლის პერსონალური მონაცემები. დაუშვებელია, ეს ინფორმაცია მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრულმა მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულმა ერთეულმა ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულმა იურიდიულმა პირმა სხვას გადასცეს ან სხვა ფორმით გაუზიაროს.

3. ამ კოდექსის 103-ე, 103² და 103³ მუხლებით, 103⁴ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებითა და 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მიერ განსახორციელებლად საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრულ მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზიდან მიაწოდოს სამართალდამრღვევის იდენტიფიცირებისთვის აუცილებელი პერსონალური მონაცემები. დაუშვებელია, ეს ინფორმაცია მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრულმა მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულმა ერთეულმა ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულმა იურიდიულმა პირმა სხვას გადასცეს ან სხვა ფორმით გაუზიაროს.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (6)

საქართველოს 2020 წლის 17 ივლისის კანონი №7059 – ვებგვერდი, 29.07.2020წ.

საქართველოს 2022 წლის 26 აპრილის კანონი №1525 – ვებგვერდი, 13.05.2022წ.

საქართველოს 2022 წლის 26 აპრილის კანონი №1522 – ვებგვერდი, 13.05.2022წ.

საქართველოს 2022 წლის 6 სექტემბრის კანონი №1719 – ვებგვერდი, 16.09.2022წ.

საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3962 – ვებგვერდი, 25.12.2023წ.

საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის კანონი №907 – ვებგვერდი, 09.07.2025წ.

მუხლი 290⁷. ამ კოდექსის 177¹⁶ და 177¹⁷ მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრება და აღსრულება

1. ამ კოდექსის 177¹⁶ ან 177¹⁷ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში სამართალდამრღვევმა შესაბამისი ჯარიმა უნდა გადაიხადოს დაჯარიმების შესახებ დადგენილების ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში.

2. ამ კოდექსის 177¹⁶ ან 177¹⁷ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმის თანხას სამართალდამრღვევი იხდის საბანკო დაწესებულებაში ან საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში მოქმედ მის ფილიალებში შეტანით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ჩასარიცხად. ამ თანხის გადახდისას მიეთითება სამართალდამრღვევის საიდენტიფიკაციო მონაცემები, ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნომერი, გამოტანის თარიღი და სერია (მისი არსებობის შემთხვევაში).

3. ამ კოდექსის 177¹⁶ ან 177¹⁷ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით მიღებული დაჯარიმების შესახებ დადგენილების ძალაში შესვლიდან 5 კალენდარული დღის ვადაში შესაბამისი ჯარიმის გადახდის შემთხვევაში მისი ოდენობა 20 პროცენტით მცირდება. აღნიშნულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევი კარგავს ამ ნაწილით განსაზღვრული შეღავათით სარგებლობის უფლებას.

4. თუ ამ მუხლით განსაზღვრული ვადის უკანასკნელი დღე დასვენების დღეს (შაბათი, კვირა) ან საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილ უქმე დღეს ემთხვევა, აღნიშნული ვადის დამთავრების დღედ მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე მიიჩნევა.

მუხლი 290⁸. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სამართალდამრღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება და მისი აღსრულება, აგრეთვე აღნიშნული დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე შედგენილი საჯარიმო ქვითრის, გამოტანილი დადგენილების/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ან გადაწყვეტილების გამოტანისთვის აუცილებელი წერილობითი ინფორმაციის შესაბამისი პირისთვის ჩაბარება

1. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ამ კოდექსის 222-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირს მის მიმართ შედგენილ საჯარიმო ქვითარს, გამოტანილ დადგენილებას/საჩივართან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას უგზავნის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით (რეგისტრაციის მისამართზე), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ პირს აღნიშნული დოკუმენტი პირადად გადაეცა.

2. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პირს რეგისტრაციის ადგილის მიხედვით (რეგისტრაციის მისამართზე) გაგზავნილი საჯარიმო ქვითარი, დადგენილება/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ვერ ჩაჰბარდა, გზავნილის მიმტანი გზავნილზე სათანადო აღნიშვნას აკეთებს და საჯარიმო ქვითარს, დადგენილებას/საჩივართან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას აბრუნებს. საჯარიმო ქვითარი, დადგენილება/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება დაბრუნებიდან არაუადრეს 30-ე დღისა და არაუგვიანეს მე-60 დღისა განმეორებით ეგზავნება აღნიშნულ პირს რეგისტრაციის ადგილის მიხედვით (რეგისტრაციის მისამართზე).

3. საჯარიმო ქვითარი, დადგენილება/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა, თუ აღნიშნული პირის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით (რეგისტრაციის მისამართზე) გზავნილის ჩაბარებისას მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრი ორჯერ განაცხადებს უარს მის მიღებაზე. ამ ნაწილის მიზნისთვის პირის ოჯახის წევრში იგულისხმება მისი მეუღლე, შვილი, შვილიშვილი, მშობელი, და, ძმა, პაპა, ბებია, ამ პირთან მცხოვრები სხვა სრულწლოვანი პირი.

4. ამ მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად განმეორებით გაგზავნილი საჯარიმო ქვითრის, დადგენილების/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ჩაუბარებლობის შემთხვევაში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი უზრუნველყოფს აღნიშნული საჯარიმო ქვითრის, დადგენილების/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების საჯაროდ, თავის ვებგვერდზე გამოქვეყნებას. საჯარიმო ქვითარი, დადგენილება/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა მისი საჯაროდ გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. აღნიშნული საჯარიმო ქვითრის, დადგენილების/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების საჯაროდ გამოქვეყნების წესს ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.

5. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა პირმა ჯარიმა მისთვის დაჯარიმების შესახებ დადგენილების/საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს. თუ ეს პირი მისთვის დაჯარიმების შესახებ დადგენილების/საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 10 დღეში გადაიხდის აღნიშნული დადგენილებით/საჯარიმო ქვითრით გათვალისწინებულ ჯარიმას, მას ამ ჯარიმის ოდენობა 20 პროცენტით შეუმცირდება. ჯარიმის ამ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში პირი კარგავს აღნიშნული შეღავათით სარგებლობის უფლებას.

6. ამ კოდექსის 119² მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმის კანონით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი დაარიცხავს საურავს კანონით განსაზღვრული ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება.

7. ამ კოდექსის 222-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ამავე კოდექსის 278-ე მუხლის საფუძველზე გამოტანილი გადაწყვეტილება/მისი გამოტანისთვის აუცილებელი წერილობითი ინფორმაცია შესაბამის პირს ჰბარდება ამ მუხლით დადგენილი წესით (მათ შორის, ამ გადაწყვეტილების/ინფორმაციის განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში მისი შესაბამის ვებგვერდზე გამოქვეყნებით).

8. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი უფლებამოსილია ამ კოდექსის 222-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირს მის მიმართ შედგენილი საჯარიმო ქვითრის ან გამოტანილი დადგენილების/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია საჯარიმო ქვითრის, დადგენილების/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების რეგისტრაციის ადგილის მიხედვით (რეგისტრაციის მისამართზე) გაგზავნამდე გაუგზავნოს მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ან სხვა ტექნიკური საშუალებით, თუ აღნიშნულ დეპარტამენტს აქვს ამ პირის საკონტაქტო ინფორმაცია.

9. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ამ კოდექსის 119² მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების განსახორციელებლად საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო უფლებამოსილია უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის მონაცემთა ბაზაში არსებული, სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის/მოსარგებლის ვინაობის შესახებ ინფორმაციის (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი), აგრეთვე სატრანსპორტო საშუალების შესახებ ინფორმაციის (მარკა, მოდელი, საწვავის ტიპი, გამოშვების წელი, რეგისტრაციის ნომერი, საქართველოში პირველადი რეგისტრაციის პერიოდი) აღნიშნული დეპარტამენტისთვის ხელმისაწვდომობა. დაუშვებელია, ეს ინფორმაცია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სხვას გადასცეს ან სხვა ფორმით გაუზიაროს.

10. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ამ კოდექსის 222-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების ფარგლებში უფლებამოსილია სამართალდამრღვევის იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის მიზნით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზიდან გამოითხოვოს სამართალდამრღვევის პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, რეგისტრაციის მისამართი). დაუშვებელია, ეს ინფორმაცია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სხვას გადასცეს ან სხვა ფორმით გაუზიაროს.

11. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ამ კოდექსის 222-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს მის მიმართ შედგენილ საჯარიმო ქვითარს ან გამოტანილ დადგენილებას/საჩივართან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას აბარებს პირადად, საქართველოში რეგისტრაციის ადგილის მიხედვით (რეგისტრაციის მისამართზე) ან თავის ვებგვერდზე გამოქვეყნებით, ამ მუხლის სათანადო ნორმებით დადგენილი წესით.

12. ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში ამ მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული პირი ვალდებულია აღნიშნული ჯარიმა ან საურავი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას გადაიხადოს.

13. ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში ამ კოდექსის 222-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს შეიძლება საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების აღსრულების ხანდაზმულობის ვადის განმავლობაში.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (3)

საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №876 – ვებგვერდი, 04.08.2021წ.

საქართველოს 2023 წლის 12 ივლისის კანონი №3465 – ვებგვერდი, 24.07.2023წ.

საქართველოს 2026 წლის 23 ივნისის კანონი №1748 – ვებგვერდი, 24.06.2026წ.

მუხლი 290⁹. ამ კოდექსის 96⁴ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩაბარება და მისი აღსრულება

1. ამ კოდექსის 96⁴ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას პირს მის მიმართ შედგენილი შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით (რეგისტრაციის მისამართზე) ეგზავნება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ პირს აღნიშნული დოკუმენტი პირადად გადაეცა.

2. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პირს მისი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით (რეგისტრაციის მისამართზე) გაგზავნილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ვერ ჩაჰბარდა, გზავნილის მიმტანი გზავნილზე სათანადო აღნიშვნას აკეთებს და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს აბრუნებს. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი დაბრუნებიდან არაუადრეს მე-14 დღისა და არაუგვიანეს 30-ე დღისა აღნიშნულ პირს რეგისტრაციის ადგილის მიხედვით (რეგისტრაციის მისამართზე) განმეორებით ეგზავნება.

3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა, თუ აღნიშნული პირის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით (რეგისტრაციის მისამართზე) გზავნილის ჩაბარებისას მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრი ორჯერ განაცხადებს უარს მის მიღებაზე. ამ ნაწილის მიზნისთვის პირის ოჯახის წევრში იგულისხმება მისი მეუღლე, შვილი, შვილიშვილი, მშობელი, და, ძმა, ბებია, პაპა, ამ პირთან მცხოვრები სხვა სრულწლოვანი პირი.

4. ამ მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად განმეორებით გაგზავნილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩაუბარებლობის შემთხვევაში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უზრუნველყოფს აღნიშნული ოქმის საჯაროდ, თავის ვებგვერდზე გამოქვეყნებას. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა მისი საჯაროდ გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. აღნიშნული ოქმის საჯაროდ გამოქვეყნების წესს ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.

5. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა პირმა ჯარიმა მისთვის შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს.

6. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირის მიერ ჯარიმის ამ მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი იძულებით აღსრულდება ამავე კოდექსის 291-ე მუხლითა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, სათანადო უფლებამოსილი პირის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემისა და აღსასრულებლად წარდგენის საფუძველზე.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2023 წლის 15 ნოემბრის კანონი №3668 – ვებგვერდი, 30.11.2023წ.

მუხლი 290¹⁰. ამ კოდექსის 118⁵ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირების შემთხვევაში საჯარიმო ქვითრის ჩაბარება და მისი აღსრულება

1. ამ კოდექსის 118⁵ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირების შემთხვევაში აღნიშნული სამართალდარღვევის ჩამდენ პირს (სატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების შესაბამის ცენტრს) მის მიმართ გამოწერილი საჯარიმო ქვითარი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით (რეგისტრაციის მისამართზე) ეგზავნება.

2. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პირს მისი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით (რეგისტრაციის მისამართზე) გაგზავნილი საჯარიმო ქვითარი ვერ ჩაჰბარდა, გზავნილის მიმტანი გზავნილზე სათანადო აღნიშვნას აკეთებს და საჯარიმო ქვითარს აბრუნებს. საჯარიმო ქვითარი დაბრუნებიდან არაუადრეს 30-ე დღისა და არაუგვიანეს მე-60 დღისა აღნიშნულ პირს რეგისტრაციის ადგილის მიხედვით (რეგისტრაციის მისამართზე) განმეორებით ეგზავნება.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად განმეორებით გაგზავნილი საჯარიმო ქვითრის ჩაუბარებლობის შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო უზრუნველყოფს აღნიშნული საჯარიმო ქვითრის საჯაროდ, თავის ვებგვერდზე გამოქვეყნებას. საჯარიმო ქვითარი ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა მისი საჯაროდ გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. აღნიშნული საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესს ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი.

4. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა პირმა ჯარიმა მისთვის შესაბამისი საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს.

5. ამ კოდექსის 118⁵ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის იმ ფაქტთან დაკავშირებით გამოტანილი დაჯარიმების შესახებ დადგენილების (გამოწერილი საჯარიმო ქვითრის) აღსრულებისას, რომელიც ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე არის დაფიქსირებული, გამოიყენება ამ კოდექსის 290-ე მუხლით გათვალისწინებული დაჯარიმების შესახებ დადგენილების აღსრულების ვადები და წესი.

6. ამ კოდექსის 118⁵ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ამ კოდექსის 278-ე მუხლის საფუძველზე გამოტანილი გადაწყვეტილება/მისი გამოტანისთვის აუცილებელი წერილობითი ინფორმაცია შესაბამის პირს ჰბარდება ამ მუხლით დადგენილი წესით (მათ შორის, ამ გადაწყვეტილების/ინფორმაციის განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში − სათანადო ვებგვერდზე გამოქვეყნებით).

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4335 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.

მუხლი 290¹¹. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი ორგანოსთვის სათანადო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა

ამ კოდექსის 194² მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი ორგანოს მიერ განსახორციელებლად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო უფლებამოსილია აღნიშნულ ორგანოს ამ სააგენტოს მონაცემთა ბაზიდან მიაწოდოს სამართალდამრღვევის იდენტიფიცირებისთვის აუცილებელი პერსონალური მონაცემები. დაუშვებელია, ეს ინფორმაცია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალმა შესაბამისმა ორგანომ სხვას გადასცეს ან სხვა ფორმით გაუზიაროს.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1794 – ვებგვერდი, 01.07.2026წ.

საქართველოს 2026 წლის 16 სექტემბრის კანონი №1862/11 – ვებგვერდი, 16.09.2026წ.

მუხლი 291. დაჯარიმების შესახებ დადგენილების იძულებითი აღსრულება

1. ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 290⁷ მუხლით განსაზღვრულ ვადაში სამართალდამრღვევის მიერ ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში დაჯარიმების შესახებ დადგენილება იძულებით აღსრულდება სამართალდამრღვევის ხელფასიდან, პენსიიდან, სტიპენდიიდან ან სხვა შემოსავლიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა ამ კოდექსის 228² მუხლის მე-2 ნაწილითა და 228³ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხოლო ამავე კოდექსის 129¹ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმის იძულებითი აღსრულება განხორციელდება ამ კოდექსის 129¹ მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილის შესაბამისად.

2. თუ დაჯარიმებული პირი არ მუშაობს ან დამრღვევის ხელფასიდან, პენსიიდან, სტიპენდიიდან ან სხვა შემოსავლიდან ჯარიმის გადახდევინება შეუძლებელია სხვა მიზეზებით, დაჯარიმების შესახებ ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილების საფუძველზე ჯარიმის გადახდევინება წარმოებს აღმასრულებლის მიერ დამრღვევის პირად ქონებაზე ან საერთო საკუთრებაში მის წილზე გადახდევინების მიქცევის გზით.

3. ჯარიმის გადახდევინება არ შეიძლება მიქცეულ იქნეს ისეთი ქონებიდან, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სააღსრულებო დოკუმენტებით არ არის განსაზღვრული.

4. იმ სატრანსპორტო საშუალებაში კონტრაბანდის საგნების აღმოჩენისას, რომლის მფლობელს არ აქვს საქართველოში მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, მას ჯარიმა გადახდება საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად.

5. ამ კოდექსის 115¹, 116-ე, 118-ე–118⁴, 119-ე, 120-ე–123-ე, 125-ე, 127-ე, 127¹, 129¹, 152⁷ და 152⁸ მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, თუ სამართალდამრღვევს არ აქვს სატრანსპორტო საშუალების (სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის) მართვის უფლება, ჯარიმის იძულებით აღსრულებას სამართალდამრღვევის ხელფასიდან ან სხვა შემოსავლიდან, აგრეთვე სამართალდამრღვევის პირად ქონებაზე ან საერთო საკუთრებაში მის წილზე გადახდევინების მიქცევით ახორციელებს აღმასრულებელი.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (13)

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128

საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2962 – სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.110

საქართველოს 2007 წლის 22 ივნისის კანონი №5027 – სსმ I, №25, 05.07.2007წ., მუხ.225

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №214 – სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.130

საქართველოს 2010 წლის 16 ივლისის კანონი №3448 – სსმ I, №44, 28.07.2010წ., მუხ.275

საქართველოს 2010 წლის 17 სექტემბრის კანონი №3593 – სსმ I, №54, 12.10.2010 წ., მუხ.345

საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4684 – ვებგვერდი, 18.05.2011წ.

საქართველოს 2019 წლის 30 მაისის კანონი №4750 – ვებგვერდი, 10.06.2019წ.

საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4907 – ვებგვერდი, 04.07.2019წ.

საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №876 – ვებგვერდი, 04.08.2021წ.

საქართველოს 2021 წლის 7 სექტემბრის კანონი №927 – ვებგვერდი, 09.09.2021წ.

საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4335 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.

საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4337 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.

მუხლი 292. დადგენილების აღსრულება ისეთი ჯარიმის შესახებ, რომელიც გადახდევინებული უნდა იქნეს სამართალდარღვევის ჩადენის ადგილას

ამ კოდექსის 242-ე მუხლის შესაბამისად ჯარიმის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე ჯარიმის გადახდისას დამრღვევს მიეცემა დადგენილი ნიმუშის ქვითარი, რომელიც წარმოადგენს მკაცრი საფინანსო ანგარიშგების დოკუმენტს.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში საქმის წარმოება, შემდეგ კი დადგენილების აღსრულება ხორციელდება ამ კოდექსით გათვალისწინებული წესით.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1989 წლის 5 ივნისის ბრძანებულება №2156 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1989 წ., მუხ.72

მუხლი 293. დაჯარიმების შესახებ დადგენილების აღსრულების წარმოების დამთავრება

ის დადგენილება დაჯარიმების შესახებ, რომლითაც ჯარიმა მთლიანად გადახდილია, აღსრულების აღნიშვნით დაუბრუნდება დადგენილების გამომტან ორგანოს (თანამდებობის პირს).

ბმული ამ მუხლზე

თავი XXVI. საგნის სასყიდლით ჩამორთმევის შესახებ დადგენილების აღსრულების წარმოება

მუხლი 294. საგნის სასყიდლით ჩამორთმევის შესახებ დადგენილების აღსრულება

საგნის სასყიდლით ჩამორთმევის შესახებ დადგენილების საფუძველზე ჩამორთმეული საგნები დადგენილების გამომტანი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ სარეალიზაციოდ ჩაბარდება საკომისიო მაღაზიას ან ამ მიზნისთვის სპეციალურად გამოყოფილ სახელმწიფო ან კოოპერაციული ვაჭრობის მაღაზიებს ჩამოსართმევი ქონების ადგილსამყოფელის მიხედვით.

დადგენილება ცეცხლსასროლი იარაღის ან საბრძოლო მასალების სასყიდლით ჩამორთმევის შესახებ აღსრულდება შინაგან საქმეთა ორგანოების მიერ.

სასყიდლით ჩამორთმეული საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა ამ კოდექსის 28-ე მუხლის შესაბამისად გადაეცემა ყოფილ მესაკუთრეს ჩამორთმეული საგნის სარეალიზაციოდ გაწეული ხარჯების გამოკლებით.

საქართველოს კანონმდებლობით შეიძლება დადგენილ იქნეს საგნის სასყიდლით ჩამორთმევის შესახებ დადგენილებათა აღსრულების სხვა წესი.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128

თავი XXVII. კონფისკაციის შესახებ დადგენილების აღსრულების წარმოება

მუხლი 295. კონფისკაციის შესახებ დადგენილების აღსრულების განმახორციელებელი ორგანოები

1. კონფისკაციის შესახებ დადგენილებას აღასრულებს:

ა) აღმასრულებელი − ამ კოდექსის 208-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას; საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს უფლებამოსილი პირი − ამ კოდექსის 156²−156⁴ და 167-ე მუხლებით, 174¹ მუხლის მე-5 და მე-7 ნაწილებით, 180-ე მუხლით, 180¹ მუხლის მე-5 ნაწილით, 181-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 181¹, 181³−181⁵ და 181⁷ მუხლებით, 182-ე მუხლის მე-5 ნაწილითა და 182¹, 182³−182⁶ და 183¹ მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას;

ა¹) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სათანადო უფლებამოსილი პირი − ამ კოდექსის 182⁵და 182⁶მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას;

ბ) ნადირობის წესების დაცვაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირი – ამ კოდექსის 85³ მუხლით, 86-ე მუხლით (ნადირობის წესების დარღვევისათვის) 196-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა ჩადენისას;

გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილი პირი – ამ კოდექსის 155³ მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებით, 157-ე მუხლით, 171⁵ მუხლის მე-3 და მე-7 ნაწილებით და 194-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას;

გ¹) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი – ამ კოდექსის 151¹ და 151² მუხლებით, 153³ მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 153⁴ მუხლით, 153⁶ მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 153⁹ და 156² მუხლებითა და 156⁴ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას;

დ) (ამოღებულია – 26.04.2012, №6094).

2. (ამოღებულია - 02.11.2021, №976).

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (30)

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 16 ოქტომბრის ბრძანებულება №408 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10-ის დანართი, ოქტომბერი, 1985 წ., მუხ.370

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1986 წლის 11 ივნისის ბრძანებულება №785 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1986 წ., მუხ.140

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 22 ივნისის ბრძანებულება №1306 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1987 წ., მუხ.152

საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1990 წლის 19 აპრილის ბრძანებულება №2610 – საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, №4, აპრილი, 1990 წ., მუხ.90

საქართველოს 1991 წლის 30 იანვრის კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №1, იანვარი, 1991 წ., მუხ.38

საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 14 ივნისის კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1991 წ., მუხ.429

საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 28 ივნისის კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1991 წ., მუხ.450

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128

საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 14 ივნისის კანონი №519

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №285 – სსმ I, №18, 15.05.2000წ., მუხ.47

საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №432 – სსმ I, №24, 30.06.2000წ., მუხ.66

საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №753 – სსმ I, №6, 20.03.2001 წ., მუხ.12

საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1756 – სსმ I, №38, 15.07.2005წ., მუხ.252

საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2379 – სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.378

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4232 – სსმ I, №50, 30.12.2006წ., მუხ.383

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №214 – სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.130

საქართველოს 2012 წლის 26 აპრილის კანონი №6094 – ვებგვერდი, 10.05.2012წ.

საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3706 – ვებგვერდი, 30.06.2015წ.

საქართველოს 2017 წლის 17 მაისის კანონი №861 – ვებგვერდი, 30.05.2017წ.

საქართველოს 2021 წლის 12 ივლისის კანონი №712 – ვებგვერდი, 14.07.2021წ.

საქართველოს 2021 წლის 2 ნოემბრის კანონი №976 – ვებგვერდი, 05.11.2021წ.

საქართველოს 2022 წლის 14 დეკემბრის კანონი №2294 – ვებგვერდი, 27.12.2022წ.

საქართველოს 2022 წლის 22 დეკემბრის კანონი №2483 – ვებგვერდი, 29.12.2022წ.

საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3101 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.

საქართველოს 2023 წლის 20 სექტემბრის კანონი №3480 – ვებგვერდი, 09.10.2023წ.

საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №169 - ვებგვერდი, 29.12.2024წ.

საქართველოს 2025 წლის 6 თებერვლის კანონი №273 – ვებგვერდი, 06.02.2025წ.

საქართველოს 2025 წლის 6 თებერვლის კანონი №284 – ვებგვერდი, 06.02.2025წ.

საქართველოს 2025 წლის 4 აპრილის კანონი №452 - ვებგვერდი, 10.04.2025წ.

საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1271 - ვებგვერდი, 24.12.2025წ.

მუხლი 296. კონფისკაციის შესახებ დადგენილების აღსრულების წესი

კონფისკაციის შესახებ დადგენილების აღსრულება წარმოებს კონფისკებული საგნის ჩამორთმევითა და ამ საგნის სახელმწიფოს საკუთრებად ან საქართველოს საკანონმდებლო აქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკუთრებად იძულებით, უსასყიდლოდ გადაქცევით.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (5)

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №285 – სსმ I, №18, 15.05.2000წ., მუხ.47

საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №432 – სსმ I, №24, 30.06.2000წ., მუხ.66

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4232 – სსმ I, №50, 30.12.2006წ., მუხ.383

საქართველოს 2023 წლის 20 სექტემბრის კანონი №3480 – ვებგვერდი, 09.10.2023წ.

მუხლი 297. კონფისკაციაქმნილი საგნების რეალიზაციის წესი

კონფისკაციაქმნილი საგნების რეალიზაცია, რომლებიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღს ან უშუალო ობიექტს წარმოადგენდა, წარმოებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128

მუხლი 298. კონფისკაციის შესახებ დადგენილების აღსრულების წარმოების დამთავრება

საგნის კონფისკაციის შესახებ დადგენილება აღსრულების აღნიშვნით დაუბრუნდება დადგენილების გამომტან ორგანოს (თანამდებობის პირს).

ბმული ამ მუხლზე

თავი XXVIII. სპეციალური უფლების შეჩერების შესახებ დადგენილების აღსრულების წარმოება

მუხლი 299. სპეციალური უფლების ჩამორთმევის შესახებ დადგენილების აღმასრულებელი ორგანო

1. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების შესახებ დადგენილებას აღასრულებენ შინაგან საქმეთა ორგანოების თანამდებობის პირები.

2. (ამოღებულია).

3. (ამოღებულია).

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (5)

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 21 ნოემბრის ბრძანებულება №472 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, ნოემბერი, 1985 წ., მუხ.376

საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2962 – სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.110

საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3516 – სსმ I, №36, 04.08.2006 წ., მუხ.261

საქართველოს 2010 წლის 28 ოქტომბრის კანონი №3779 – სსმ I, №63, 10.11.2010 წ., მუხ.406

საქართველოს 2013 წლის 27 ნოემბრის კანონი №1644 – ვებგვერდი, 13.12.2013წ.

მუხლი 300. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების შესახებ დადგენილების აღსრულების წესი

1. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების შესახებ დადგენილება აღსრულებულად ჩაითვლება კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან.

2. პირს მართვის მოწმობა ჩამოერთმევა იმ შემთხვევაში, თუ შეჩერებული აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

3. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების, მართვის უფლების შეჩერების ვადის შემცირების, შეჩერებული მართვის უფლების აღდგენის და ჩამორთმეული მართვის მოწმობის დაბრუნების წესებს განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (7)

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 21 ნოემბრის ბრძანებულება №472 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, ნოემბერი, 1985 წ., მუხ.376

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128

საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1753 – სსმ I, №38, 15.07.2005წ., მუხ.251

საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2962 – სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.110

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №214 – სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.130

საქართველოს 2010 წლის 28 ოქტომბრის კანონი №3779 – სსმ I, №63, 10.11.2010 წ., მუხ.406

საქართველოს 2013 წლის 27 ნოემბრის კანონი №1644 – ვებგვერდი, 13.12.2013წ.

მუხლი 301. (ამოღებულია)

ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3516 – სსმ I, №36, 04.08.2006 წ., მუხ.261

მუხლი 302. სპეციალური უფლების შეჩერების ვადის შემცირების საფუძველი და წესი

თუ პირმა პირველად ჩაიდინა სამართალდარღვევა, რომლისთვისაც გარკვეული ვადით შეჩერებული აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, მისი პიროვნებისა და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით, ადმინისტრაციული სახდელის დამდებ ორგანოს (თანამდებობის პირს) შეუძლია შეუმციროს მას ამ უფლების შეჩერების ვადა; ამასთანავე, ასეთი შემცირება დაიშვება დანიშნული ვადის არანაკლებ ნახევრის გასვლის შემდეგ.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (3)

საქართველოს 1997 წლის 13 მაისის კანონი №696 – პარლამენტის უწყებანი, №23-24, 07.06.1997წ., გვ. 3

საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3516 – სსმ I, №36, 04.08.2006 წ., მუხ.261

საქართველოს 2013 წლის 27 ნოემბრის კანონი №1644 – ვებგვერდი, 13.12.2013წ.

მუხლი 303. სპეციალური უფლების შეჩერების ვადის გამოანგარიშება

1. სატრანსპორტო საშუალების მძღოლს სპეციალური უფლება უჩერდება მისთვის ამ უფლების შეჩერების შესახებ დადგენილების ჩაბარებიდან (გაცნობიდან).

2. სპეციალური უფლების შეჩერებისას ჩამორთმეული დოკუმენტების დაბრუნების წესს განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (4)

საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2962 – სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.110

საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3516 – სსმ I, №36, 04.08.2006 წ., მუხ.261

საქართველოს 2013 წლის 27 ნოემბრის კანონი №1644 – ვებგვერდი, 13.12.2013წ.

საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2231 – ვებგვერდი, 13.12.2022წ.

თავი XXIX. გამასწორებელი სამუშაოების შესახებ დადგენილების აღსრულების წარმოება

მუხლი 304. გამასწორებელი სამუშაოების შესახებ დადგენილების აღსრულება

დადგენილება გამასწორებელი სამუშაოების შეფარდების შესახებ აღსასრულებლად გაიგზავნება მისი გამოტანიდან არაუგვიანეს მეორე დღისა.

გამასწორებელ სამუშაოებს ამ კოდექსის 31-ე მუხლის შესაბამისად დამრღვევი მოიხდის მუდმივ სამუშაო ადგილას.

გამასაწორებელი სამუშაოების შესახებ დადგენილების საფუძველზე დამრღვევის ხელფასიდან სახელმწიფო შემოსავალში დაქვითვა წარმოებს სამუშაოების მოხდის ვადის განმავლობაში დადგენილებით განსაზღვრული ოდენობით.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 305. გამასწორებელი სამუშაოების მოხდის ვადა

გამასწორებელი სამუშაოების მოხდა გამოითვლება იმ დროის მიხედვით, რომლის განმავლობაში დამრღვევი მუშაობდა და მისი ხელფასიდან წარმოებდა დაქვითვა.

დამრღვევის მიერ გამომუშავებული დღეების რაოდენობა არ უნდა იყოს იმ სამუშაო დღეების რაოდენობაზე ნაკლები, რომელიც მოდის სასამართლოს (მოსამართლის) მიერ დადგენილი სახდელის კალენდარულ ვადაზე. თუ დამრღვევმა არ გამოიმუშავა სამუშაო დღეეების აღნიშნული რაოდენობა და არ არსებობს გამოუმუშავებელი დღეების სახდელის ვადაში ჩათვლის საფუძველი, გამასწორებელი სამუშაოების მოხდა გაგრძელდება დაწესებული სამუშაო დღეების დამრღვევის მიერ სრულად გამომუშავებამდე.

გამასწორებელი სამუშაოების მოხდის ვადაში ჩაითვლება ის დრო, რომლის განმავლობაში დამრღვევი საპატიო მიზეზით არ მუშაობდა და მას კანონის შესაბამისად ეძლეოდა ხელფასი. ამ ვადაში ჩაითვლება აგრეთვე ავადმყოფობის დრო, ავადმყოფის მოვლისთვის მიცემული დრო და ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების დრო. სიმთვრალით ან სიმთვრალესთან დაკავშირებული მოქმედებით გამოწვეული ავადმყოფობის დრო არ ჩაითვლება გამასწორებელი სამუშაოების მოხდის ვადაში.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 306. დამრღვევის მიერ გამასწორებელი სამუშაოების მოხდის ადგილის საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის ადმინისტრაციის მოვალეობა

დამრღვევის მიერ გამასწორებელი სამუშაოების მოხდის ადგილის საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის ადმინისტრაციას ევალება:

დამრღვევის ხელფასიდან სწორი და დროული დაქვითვა სახელმწიფოს შემოსავალში და დაკავებული თანხის დადგენილი წესით დროულად ჩარიცხვა;

დამრღვევის შრომით აღზრდა;

ამ სახის სახდელის აღსრულების გამგებელი ორგანოსათვის შეტყობინება დამრღვევის მიერ სახდელის მოხდისაგან თავის არიდების შესახებ.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 307. (ამოღებულია)

ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2962 – სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.110

თავი XXIX¹. უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ დადგენილების ან/და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვის შესახებ დადგენილების აღსრულების წარმოება

მუხლი 307¹. უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ დადგენილების ან/და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვის შესახებ დადგენილების აღსრულება

1. უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ დადგენილებას ან/და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვის შესახებ დადგენილებას აღასრულებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოები.

2. უცხოელის საქართველოდან გაძევება შეიძლება აღსრულდეს, თუ უცხოელს:

ა) ამ კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციული სახდელის სახით შეფარდებული აქვს ადმინისტრაციული პატიმრობა − მის მიერ ამ სახდელის მოხდისთანავე ან ნებისმიერი სხვა საფუძვლით მისი გათავისუფლებისთანავე;

ბ) ამ კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის შეფარდებული აქვს ამავე კოდექსით გათვალისწინებული სხვა ადმინისტრაციული სახდელი, გარდა ადმინისტრაციული პატიმრობისა, – მის მიერ ამ სახდელის მოხდამდე.

3. უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ დადგენილების ან/და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვის შესახებ დადგენილების აღსრულებისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოები იყენებენ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილ წესებს.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №875 – ვებგვერდი, 07.07.2025წ.

თავი XXX. ადმინისტრაციული პატიმრობის შესახებ დადგენილების აღსრულების წარმოება

მუხლი 308. ადმინისტრაციული პატიმრობის შესახებ დადგენილების აღსრულება

დადგენილება ადმინისტრაციული პატიმრობის შესახებ აღსრულდება მისი გამოტანის შემდეგ დაუყოვნებლივ.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 309. ადმინისტრაციული პატიმრობის მოხდის წესი

1. პირი, რომელსაც ადმინისტრაციული პატიმრობა აქვს შეფარდებული, პატიმრობას იხდის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განსაზღვრულ ადგილას. ადმინისტრაციული პატიმრობის შესახებ დადგენილების აღსრულებისას ხდება დაპატიმრებული პირის პირადად გასინჯვა.

2. ადმინისტრაციული დაკავების ვადა ჩაითვლება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადაში.

3. ადმინისტრაციული პატიმრობის მოხდა წარმოებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (4)

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128

საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1857 – სსმ I, №38, 15.07.2005წ., მუხ.257

საქართველოს 2009 წლის 27 მარტის კანონი №1142 – სსმ I, №9, 13.04.2009წ., მუხ.36

საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3538 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.

მუხლი 310. ადმინისტრაციულ პატიმრობაშეფარდებული პირების შრომითი გამოყენება

ადმინისტრაციულ პატიმრობაშეფარდებულ პირებს გამოიყენებენ ფიზიკურ სამუშაოებზე. ადმინისტრაციულ პატიმრობაშეფარდებულ პირებს პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მუდმივ სამუშაო ადგილზე ხელფასი არ მიეცემათ.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6878 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

თავი XXXI. ქონებრივი ზარალის ანაზღაურების ნაწილში დადგენილების აღსრულების წარმოება

მუხლი 311. ქონებრივი ზარალის ანაზღაურების ნაწილში დადგენილების აღსრულების წესი და ვადები

1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება ქონებრივი ზარალის ანაზღაურების ნაწილში აღსრულდება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კოდექსითა და სამოქალაქო სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება ქონებრივი ზარალის ანაზღაურების ნაწილში სააღსრულებო დოკუმენტია.

3. ქონებრივი ზარალი დამრღვევმა უნდა აანაზღაუროს მისთვის ამ კოდექსის 268-ე მუხლის შესაბამისად დადგენილების ჩაბარებიდან არაუგვიანეს 15 დღისა, ხოლო ამ დადგენილების გასაჩივრების ან გაპროტესტების შემთხვევაში – საჩივრის ან პროტესტის დაუკმაყოფილებლად დატოვების შესახებ შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 15 დღისა, გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

4. ამ კოდექსის 208-ე და 208²მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების თაობაზე გამოტანილი დადგენილებების გასაჩივრება არ აჩერებს ამ მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დადგენილების ჩაბარებიდან ასათვლელი ქონებრივი ზარალის ანაზღაურებისათვის დადგენილი ვადის დინებას.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2012 წლის 26 აპრილის კანონი №6090 – ვებგვერდი, 10.05.2012წ.

მუხლი 312. ქონებრივი ზარალის ანაზღაურების ნაწილში დადგენილების შეუსრულებლობის შედეგები

ამ კოდექსის 311-ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილ ვადაში ქონებრივი ზარალის ანაზღაურების ნაწილში დადგენილების შეუსრულებლობისას იგი გაიგზავნება ზარალის ასანაზღაურებლად სამოქალაქო სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სააღსრულებო წარმოების წესით.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 312¹. ადმინსტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება არაიდენტიფიცირებული სამართალდამრღვევის მიმართ

1. თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი პირის ვინაობა (სახელი, გვარი, ასაკი, სქესი, მოქალაქეობა) დაუდგენელია და იგი თვითიდენტიფიცირებაზე, განმარტების მიცემაზე უარს აცხადებს ანდა მისი იდენტიფიცირება ფიზიკური დარღვევის ან სხვა ობიექტური გარემოების გამო შეუძლებელია, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის მწარმოებელი პირი შესაბამისი სპეციალისტის მონაწილეობით ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს, რომელშიც აღიწერება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი პირის ყველა გარეგნული ნიშანი (სავარაუდო ასაკი, სქესი, სიმაღლე, თმის ფერი, თვალების ფერი, გარეგნობისა და იერის სხვა თავისებურებანი), რომლებითაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება (ამ ოქმს დაერთვის შესაბამისი ფოტოსურათი). ამასთანავე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის მწარმოებელი პირის შუამდგომლობის საფუძველზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირს ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლებამოსილების მქონე ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილებით შეიძლება მიენიჭოს პირობითი სახელი, შედგენილი ციფრების ან/და ანბანის სიმბოლოების (ასოების) ისეთი კომბინაციით, რომელიც, საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შესაძლებელს გახდის მის იდენტიფიცირებას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის შემდგომი წარმოებისას. აღნიშნული პირობითი სახელი არ შეიძლება იყოს ადამიანის პატივისა და ღირსების შემლახველი და შეურაცხმყოფელი შინაარსის შემცველი.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით მოცემულ შემთხვევაში ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შემდგომი მოქმედება, მათ შორის, ადმინისტრაციული სახდელის დაკისრება, ხორციელდება დაუბრკოლებლად, სრული მოცულობით. ამასთან, არაიდენტიფიცირებული სამართალდამრღვევის მიმართ ოქმის შედგენის შემდეგ საქმის წარმოება ხორციელდება ადვოკატის სავალდებულო მონაწილეობით.

3. არაიდენტიფიცირებული პირის მიმართ ამ კოდექსით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის შემდეგ საქმის წარმოების ადგილის მიხედვით შესაბამისი რაიონული (ქალაქის) სასამართლოს ბრძანებით, საქმის კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, შესაძლებელია დაინიშნოს კოპლექსური სამედიცინო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომლითაც სხვა საკითხებთან ერთად უნდა დადგინდეს ამ პირის ფსიქიკური მდგომარეობა, სისხლის ჯგუფი და განხორციელდეს დაქტილოსკოპიური რეგისტრაცია.

4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის მწარმოებელი თანამდებობის პირი ვალდებულია უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გონივრული ღონისძიების გატარება ამ მუხლში აღნიშნული პირის იდენტიფიცირების მიზნით (მისი სახელის და გვარის, ასაკის, მოქალაქეობისა და შერაცხადობის დასადგენად).

5. არაიდენტიფიცირებული პირის მიერ ამ კოდექსის 155-ე−155² მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას ადმინისტრაციული სახდელის სახით დაკისრებული ჯარიმის გადახდის უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებული ხასიათის ღონისძიების სახით შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღის, უშუალო ობიექტის, საგნის, საქონლის, ტრანსპორტირებისა და მიწოდების საშუალების დროებითი ჩამორთმევა და 3 თვემდე ვადით შენახვა. ამ ვადაში პირის იდენტიფიცირებისას მის მიმართ საქმის შემდგომი წარმოება გრძელდება საერთო წესით.

6. თუ არაიდენტიფიცირებული პირი 3 თვის ვადაში ვერ უზრუნველყოფს ადმინისტრაციული სახდელის სახით დაკისრებული ჯარიმის გადახდას, განხორციელდება დროებით ჩამორთმეული და შენახული საქონლის (საგნის) კონფისკაცია ან რეალიზაცია ამ კოდექსით დადგენილი წესით იმ ფარგლებში, რაც საკმარისია დაკისრებული ჯარიმის ოდენობისათვის, ხოლო დარჩენილი საქონელი უბრუნდება მფლობელს.

7. თუ არაიდენტიფიცირებული პირის ვინაობა დადგინდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე, საქმის მწარმოებელი ორგანო (თანამდებობის პირი) ვალდებულია 72 საათის განმავლობაში ამ გარემოებასთან შესაბამისობაში მოიყვანოს და გადასინჯოს საქმეზე არსებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებები, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს გარემოება იწვევს შებრუნებას საუარესოდ.

8. არაიდენტიფიცირებული პირის ვინაობის დადგენა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული 3-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ არ წარმოადგენს ამავე ნაწილით გათვალისწინებული წესით კონფისკებული ან რეალიზებული საქონლის (საგნის) დაბრუნების ან მისი ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველს.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (4)

საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1857 – სსმ I, №38, 15.07.2005წ., მუხ.257

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4232 – სსმ I, №50, 30.12.2006წ., მუხ.383

საქართველოს 2023 წლის 20 სექტემბრის კანონი №3480 – ვებგვერდი, 09.10.2023წ.

საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №839 – ვებგვერდი, 03.07.2025წ.

თავი XXXII. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

მუხლი 313. გარდამავალი დებულება

1. საქართველოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ 2003 წლის 1 ნოემბრამდე უზრუნველყოს ამ კოდექსის 178¹ მუხლის ამოქმედებასთან დაკავშირებული სალიცენზიო და სანებართვო პირობებისა და სხვა შესაბამისი სახელმწიფო სტანდარტების განსაზღვრისათვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელება.

2. 2004 წლის 13 სექტემბრიდან 2007 წლის 1 იანვრამდე ამ კოდექსის 118-ე მუხლის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 45¹ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სატრანსპორტო საშუალებებზე.

3. 2004 წლის 13 სექტემბრიდან 2007 წლის 1 იანვრამდე ამ კოდექსის 119-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ავტომოტოტრანსპორტის მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის პოლისის არქონისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს პირს მხოლოდ იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვისას, რომელიც „ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად ექვემდებარება სავალდებულო დაზღვევას.

4. ამ კანონის 89⁴ მუხლის მე-6 ნაწილი მოქმედებს 2009-2010 სასწავლო წლის დაწყებამდე.

5. (ამოღებულია).

6. (მოქმედების ვადა დასრულებულია).

7. (მოქმედების ვადა დასრულებულია).

8. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2010 წლის 15 აგვისტომდე უზრუნველყოს ამ კოდექსის 96¹ და 149-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისათვის ადმინისტრაციული სახდელების დადებაზე უფლებამოსილი პირების განსაზღვრა, ადმინისტრაციული სახდელების დადებასა და იძულებით აღსრულებასთან დაკავშირებული წესების, აგრეთვე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმებისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების ფორმების დამტკიცება.

9. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უზრუნველყოს ამ კოდექსის 239-ე და 245-ე მუხლებით გათვალისწინებული, აღსრულების პოლიციელის მიერ შესადგენი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, ადმინისტრაციული დაკავების ოქმის ფორმების, მათი შევსებისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენის წესის დამტკიცება.

10. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ უზრუნველყოს ამ კოდექსის 239-ე და 245-ე მუხლებით გათვალისწინებული, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის შიდა ინსპექტირების სამმართველოს თანამშრომლის მიერ შესადგენი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, ადმინისტრაციული დაკავების ოქმის ფორმების, მათი შევსებისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენის წესის დამტკიცება.

11. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს ამ კოდექსის 239-ე მუხლის 60² ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის დამტკიცება.

12. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 82-ე ნაწილით განსაზღვრული პირი 2015 წლის 1 სექტემბრამდე თავისუფლდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან ამ კოდექსის 122-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული იმ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის, რომელიც დაკავშირებულია სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაციისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევასთან.

13. ამ მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება არ ვრცელდება იმ პირზე, რომლისთვის დაკისრებული ჯარიმა ამავე მუხლის მე-12 ნაწილის ამოქმედებამდე აღსრულდა.

14. საქართველოს მთავრობამ 2017 წლის 1 აგვისტომდე დაამტკიცოს და გამოაქვეყნოს „საცხოვრებელი სახლების და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და ტერიტორიებზე აკუსტიკური ხმაურის ნორმების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი.

15. 2018 წლის 1 ივლისამდე ამ კოდექსის 77¹ და 77² მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს განიხილავენ შინაგან საქმეთა ორგანოები. თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ადმინისტრაციული გამოკვლევა საჭირო არ არის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე ადებს ადმინისტრაციულ სახდელს.

16. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2017 წლის 1 აგვისტომდე უზრუნველყოს:

ა) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის გამოცემა, რომლითაც განისაზღვრება ამ კოდექსის 77¹ და 77²მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების პროცედურული წესები, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის ფორმა და აღნიშნული ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე პირები;

ბ) საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში შესაბამისი აღჭურვილობის (ხმაურმზომი ხელსაწყოს) შეძენა. 2018 წლის 1 ივლისიდან აღნიშნული აღჭურვილობა გადაეცეს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოებს;

გ) სამართალდამცავ ორგანოთა მიერ ამ კოდექსის 77¹ და 77²მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების სასწავლო კურსის გავლა.

17. მუნიციპალიტეტის ორგანოებმა 2018 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყონ ამ კოდექსის 77¹ და 77² მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმების შედგენისა და განხილვის უფლებამოსილების მქონე მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის განსაზღვრა, ორგანიზაციული, საკადრო და სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, აგრეთვე:

ა) ნორმატიული აქტის გამოცემა, რომლითაც განისაზღვრება ამ კოდექსის 77¹ და 77²მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების პროცედურული წესები, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის ფორმა და აღნიშნული ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე პირები;

ბ) ამ კოდექსის 77¹ და 77² მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ოქმების შედგენის უფლებამოსილების მქონე პირების მიერ აღნიშნულ სამართალდარღვევებზე რეაგირების სასწავლო კურსის გავლა.

18. 2017 წლის 1 ნოემბრამდე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა უზრუნველყოს ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევის ფაქტზე საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცება.

19. სასმელი წყლის მიმწოდებელმა კომპანიებმა (წყალმომარაგების ლიცენზიატებმა) 2018 წლის 10 აგვისტომდე უზრუნველყონ ამ კოდექსის 58-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ფორმებისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების ფორმების დამტკიცება.

20. 2021 წლის 1 იანვრამდე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითმა ორგანოებმა უზრუნველყონ ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-16 ნაწილებითა და 125², 125⁴ და 135¹–135⁵ მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცება.

21. 2022 წლის 1 აგვისტომდე თვითმმართველი ქალაქის − ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითმა ორგანომ უზრუნველყოს ამ კოდექსის 125³ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცება.

22. 2024 წლის 1 იანვრამდე ამ კოდექსის 196¹, 196³, 196⁶, 196⁷, 197-ე, 197¹ და 198-ე მუხლებთან დაკავშირებულ ღონისძიებებს განახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილი თანამდებობის პირი, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის უფლებამოსილი თანამდებობის პირი.

23. 2025 წლის 2 იანვრამდე:

ა) ადმინისტრაციული პატიმრობა დადგინდება და გამოიყენება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, ცალკეულ სახეობათა სამხედრო სამსახურის წესის დარღვევისთვის, 15 დღემდე ვადით. პირს ადმინისტრაციულ პატიმრობას შეუფარდებს შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე. სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის წესის დარღვევის შემთხვევაში აღნიშნული მოსამართლე მას ადმინისტრაციულ პატიმრობას შეუფარდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის წარდგინების საფუძველზე;

ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო მოსამსახურის მიერ ამ კოდექსის 45-ე, 45¹, 166-ე და 197² მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი;

გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის წესის დარღვევის შემთხვევაში მისი ადმინისტრაციული დაკავების უფლება აქვს საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს;

დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეს ამ კოდექსით გათვალისწინებული სამხედრო სამსახურის წესის დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება ამავე კოდექსის შესაბამისად;

ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო მოსამსახურისთვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შემთხვევაში ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ დადგენილებას აღასრულებს საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანო, ხოლო სხვა უწყების სამხედრო მოსამსახურისთვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შემთხვევაში აღნიშნული დადგენილება აღსრულდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (19)

საქართველოს 2003 წლის 28 მარტის კანონი №2080 – სსმ I, №9, 16.04.2003წ., მუხ.53

საქართველოს 2003 წლის 6 ივნისის კანონი №2352 – სსმ I, №18, 24.06.2003წ., მუხ.116

საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №514 – სსმ I, №32,10.11. 2004 წ., მუხ.151

საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2962 – სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.110

საქართველოს 2007 წლის 2 მარტის კანონი №4413 – სსმ I, №8, 23.03.2007წ., მუხ.77

საქართველოს 2008 წლის 11 მარტის კანონი №5850 – სსმ I, №6, 25.03.2008წ., მუხ.20

საქართველოს 2010 წლის 16 ივლისის კანონი №3448 – სსმ I, №44, 28.07.2010წ., მუხ.275

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3535 – სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.305

საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5171 – ვებგვერდი, 07.11.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 27 დეკემბრის კანონი №1895 – ვებგვერდი, 30.12.2013წ.

საქართველოს 2014 წლის 29 მაისის კანონი №2468 – ვებგვერდი, 12.06.2014წ.

საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3582 – ვებგვერდი, 15.05.2015წ.

საქართველოს 2017 წლის 30 ივნისის კანონი №1118 – ვებგვერდი, 13.07.2017წ.

საქართველოს 2017 წლის 30 ივნისის კანონი №1194 – ვებგვერდი, 14.07.2017წ.

საქართველოს 2018 წლის 23 მარტის კანონი №2086 – ვებგვერდი, 27.03.2018წ.

საქართველოს 2018 წლის 29 ივნისის კანონი №2756 – ვებგვერდი, 19.07.2018წ.

საქართველოს 2020 წლის 17 ივლისის კანონი №7059 – ვებგვერდი, 29.07.2020წ.

საქართველოს 2022 წლის 26 აპრილის კანონი №1525 – ვებგვერდი, 13.05.2022წ.

საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3538 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.

მუხლი 314. დასკვნითი დებულებანი

1. ამ კოდექსის 153-ე მუხლის მე-3–5 ნაწილები, აგრეთვე 239-ე მუხლის 43-ე ნაწილი ამოქმედდეს 2003 წლის 1 სექტემბრიდან.

2. ამ კოდექსის 178¹ მუხლი და ამ მუხლთან დაკავშირებული 208-ე მუხლითა და 239-ე მუხლის 45-ე ნაწილით განსაზღვრული დებულებები ამოქმედდეს 2003 წლის 1 დეკემბრიდან.

3. ამ კოდექსის 42⁵, 42⁶, 42⁷ მუხლები, აგრეთვე მათთან დაკავშირებული 208-ე მუხლისა და 239-ე მუხლის 46-ე ნაწილის შესაბამისი დებულებები ამოქმედდეს 2004 წლის 1 იანვრიდან.

4. ამ კოდექსის 42⁸ და 42⁹ მუხლები, აგრეთვე მათთან დაკავშირებული 208-ე მუხლისა და 239-ე მუხლის 46-ე ნაწილის შესაბამისი დებულებები ამოქმედდეს 2005 წლის 1 იანვრიდან.

5. ამ კოდექსის 155⁵მუხლი ამოქმედდეს 2005 წლის 1 იანვრიდან, ხოლო 155⁶ მუხლი ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.

6. 92²მუხლის მოქმედება შეჩერებულ იქნეს კანონმდებლობაში თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობისა და ლიცენზირების საკითხებთან დაკავშირებით სათანადო ცვლილებების განხორციელებამდე.

7. ამ კოდექსის 119-ე მუხლის მე-7 ნაწილი ამოქმედდეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის „ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მინების დამუქების წესისა და იმ სატრანსპორტო საშუალებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებიც არ საჭიროებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანხმობას“ ბრძანების ამოქმედების დღიდან.

8. (ამოღებულია).

9. (ამოღებულია – 08.05.2012, №6156).

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე პ. გილაშვილი

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი თ. ლაშქარაშვილი

თბილისი,

1984 წლის 15 დეკემბერი.

№161

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (9)

საქართველოს 2003 წლის 6 ივნისის კანონი №2352 – სსმ I, №18, 24.06.2003წ., მუხ.116

საქართველოს 2003 წლის 23 ივლისის კანონი №2577 – სსმ I, №23, 12.08.2003წ., მუხ.170

საქართველოს 2003 წლის 5 დეკემბრის კანონი №3136 – სსმ I, №32, 22.12.2003წ., მუხ.234

საქართველოს 2004 წლის 1 ივლისის კანონი №316 – სსმ I, №20, 16.07.2004 წ., მუხ.108

საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2962 – სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.110

საქართველოს 2007 წლის 2 მარტის კანონი №4413 – სსმ I, №8, 23.03.2007წ., მუხ.77

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3535 – სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.305

საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4960 – ვებგვერდი, 06.07.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6156 – ვებგვერდი, 25.05.2012წ.

წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი და ბოლოს შემოწმდა 22 ნოემბერი, 2026; იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ „მაცნეზე“ გამოქვეყნებულ ტექსტს. AI ასისტენტის პასუხი კანონის ტექსტის განმარტებაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.