საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
II. განსაკუთრებული ნაწილი
თავი IX. ადმინისტრაციული სამართალდარღვევები სოფლის მეურნეობაში. ვეტერინარულ-სანიტარიული წესების დარღვევა
მუხლი 100. (ამოღებულია)
ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6156 – ვებგვერდი, 25.05.2012წ.
მუხლი 100¹. ნარკოტიკების შემცველი ნათესების დაცვის უზრუნველსაყოფად ზომების მიუღებლობა
კანაფისა და ზეთოვანი ხაშხაშის ნათესების, ამ კულტურების მოსავლის შენახვისა და გადამუშავების ადგილების დაცვის დადგენილი რეჟიმის უზრუნველსაყოფად, აგრეთვე ნარკოტიკულ ნივთიერებათა შემცველი ნამკალისა და წარმოების ნარჩენების გასანადგურებლად ზომების მიუღებლობა, –
გამოიწვევს თანამდებობის პირთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ასი მინიმალური ოდენობით.
ცვლილებები ამ მუხლში (3)
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 23 სექტემბრის ბრძანებულება №1426 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №9, სექტემბერი, 1987 წ., მუხ.223
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
მუხლი 100². მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება ან/და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის მოყვანისთვის ვარგისი თესლის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, მატერიალური სარგებლის გარეშე გადაცემა ან/და რეალიზაცია
1. მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება ან/და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის მოყვანისთვის ვარგისი თესლის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, მატერიალური სარგებლის გარეშე გადაცემა ან/და რეალიზაცია –
გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარიდან 5 000 ლარამდე ოდენობით და სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით და სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში − იურიდიული პირის დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 10 000 ლარამდე ოდენობით და სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა −
გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 6 000 ლარამდე ოდენობით და სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღიდან 60 დღემდე ვადით და სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში − იურიდიული პირის დაჯარიმებას 2 000 ლარიდან 12 000 ლარამდე ოდენობით და სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას.
შენიშვნა:
1. ამ კოდექსით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალების ოდენობები განისაზღვრება „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით.
2. პირს ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის სასამართლო „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ჩამოართმევს იმავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებებს.
3. ამ მუხლით გათვალისწინებულ ნარკოტიკული საშუალების შემცველ მცენარეში, მათ შორის, იგულისხმება „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართის ცხრილით განსაზღვრული ჩამონათვალის „ნარკოტიკული საშუალებები“ 73-ე გრაფით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალება − მცენარე კანაფი
ცვლილებები ამ მუხლში (7)
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 23 სექტემბრის ბრძანებულება №1426 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №9, სექტემბერი, 1987 წ., მუხ.223
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
საქართველოს 2009 წლის 17 ნოემბრის კანონი №2081 – სსმ I, №37, 30.11.2009წ., მუხ.279
საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5018 – ვებგვერდი, 14.07.2011წ.
საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2649 – ვებგვერდი, 18.08.2014 წ.
საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის კანონი №925 – ვებგვერდი, 03.07.2025 წ.
მუხლი 101. მექანიზატორის მიერ სასოფლო-სამეურნეო მანქანის ტექნიკური ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების ტექნიკის წესების უხეში დარღვევა
მექანიზატორის მიერ ტრაქტორის, კომბაინის, სხვა თვითმავალი სასოფლო-სამეურნეო მანქანის ტექნიკური ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების ტექნიკის წესების უხეში დარღვევა −
გამოიწვევს მექანიზატორისათვის ამ მანქანის მართვის უფლების 1 თვემდე შეჩერებას.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2013 წლის 27 ნოემბრის კანონი №1644 – ვებგვერდი, 13.12.2013წ.
მუხლი 102. (ამოღებულია)
ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).
ცვლილებები ამ მუხლში (4)
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
საქართველოს 2004 წლის 28 ოქტომბრის კანონი №549 – სსმ I, №33, 12.11.2004 წ., მუხ.158
საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4960 – ვებგვერდი, 06.07.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6156 – ვებგვერდი, 25.05.2012წ.
მუხლი 102¹. (ამოღებულია)
ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4960 – ვებგვერდი, 06.07.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6156 – ვებგვერდი, 25.05.2012წ.
მუხლი 102². (ამოღებულია)
ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4960 – ვებგვერდი, 06.07.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6156 – ვებგვერდი, 25.05.2012წ.
მუხლი 102³. (ამოღებულია)
ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4960 – ვებგვერდი, 06.07.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6156 – ვებგვერდი, 25.05.2012წ.
მუხლი 102⁴. (ამოღებულია)
ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4960 – ვებგვერდი, 06.07.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6156 – ვებგვერდი, 25.05.2012წ.
მუხლი 103. „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი შინაური ბინადარი ცხოველის კეთილდღეობისა და მოვლა-პატრონობის მოთხოვნების დარღვევა
1. შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესების დარღვევა, რომელიც არ მოიცავს ამ მუხლის მე-2−მე-10 ნაწილებით გათვალისწინებულ ქმედებებს, −
გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
[ 2. შინაური ბინადარი ცხოველის ანტირაბიული ვაქცინაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩატარების ვალდებულების დარღვევა −
გამოიწვევს შინაური ბინადარი ცხოველის მეპატრონის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
3. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოსთვის ხელის შეშლა უმეთვალყურეო/უპატრონო/მიკედლებული შინაური ბინადარი ცხოველის სტერილიზაციის/კასტრაციის, ვაქცინაციის ან ცოფზე დაკვირვების მიზნით გადაყვანისას −
გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
4. შინაური ბინადარი ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა −
გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.
5. შინაური ბინადარი ცხოველის სტერილიზაციის/კასტრაციის მოთხოვნის დარღვევა −
გამოიწვევს შინაური ბინადარი ცხოველის მეპატრონის დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.
6. შინაური ბინადარი ცხოველის მეპატრონის მიერ შინაური ბინადარი ცხოველის გამრავლება მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული თანხმობის გარეშე −
გამოიწვევს შინაური ბინადარი ცხოველის მეპატრონის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.
7. შინაური ბინადარი ცხოველის მიტოვების აკრძალვის მოთხოვნების დარღვევა −
გამოიწვევს შინაური ბინადარი ცხოველის მეპატრონე ფიზიკური პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო შინაური ბინადარი ცხოველის მეპატრონე იურიდიული პირისა − 10 000 ლარის ოდენობით. (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)]
8. შინაური ბინადარი ცხოველების შემგროვებლობა −
გამოიწვევს ცხოველების კონფისკაციას.
9. შინაური ბინადარი ცხოველების ორთაბრძოლებისთვის ადგილის გადაცემა −
გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 25 000 ლარის ოდენობით და ცხოველის კონფისკაციას, ხოლო იურიდიული პირისა − 30 000 ლარის ოდენობით და ცხოველის კონფისკაციას.
10. შინაური ბინადარი ცხოველების ორთაბრძოლების ორგანიზება ან/და ჩატარება, რომელიც არ მოიცავს ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას, −
გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 30 000 ლარის ოდენობით და ცხოველის კონფისკაციას, ხოლო იურიდიული პირისა − 35 000 ლარის ოდენობით და ცხოველის კონფისკაციას.
ცვლილებები ამ მუხლში (6)
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
საქართველოს 1997 წლის 12 ივნისის კანონი №759 – პარლამენტის უწყებანი, №33, 31.07.1997წ., გვ.3
საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4035 – სსმI,№76,29.12.2010 წ.,მუხ.490
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6878 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3303 – ვებგვერდი, 05.07.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის კანონი №907 – ვებგვერდი, 09.07.2025წ.
მუხლი 103¹. გარეული ცხოველების ტყვეობასა და ნახევრად თავისუფალ პირობებში დაცვის, შენახვის, გამოყენებისა და გამრავლების წესების დარღვევა
გარეული ცხოველების ტყვეობასა და ნახევრად თავისუფალ პირობებში დაცვის, შენახვის, გამოყენებისა და გამრავლების წესების დარღვევა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ათიდან ორმოცდაათ ლარამდე.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 1997 წლის 12 ივნისის კანონი №759 – პარლამენტის უწყებანი, №33, 31.07.1997წ., გვ.3
მუხლი 103². შინაური ბინადარი ცხოველის გადაადგილების მოთხოვნების დარღვევა
1. შინაური ბინადარი ცხოველის შეყვანა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების შენობებსა და საავადმყოფოში, გარდა „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა, −
გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.
2. ძაღლის გასეირნება საბლის ან ალიკაპის გარეშე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მათ შორის, ბულვარში, პარკში ან სკვერში (გარდა სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა), −
გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით.
3. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საზოგადოებრივ ტრანსპორტში შინაურ ბინადარ ცხოველთან ერთად მგზავრობა საბლის ან ალიკაპის გარეშე, ხოლო კატისა და მცირე ზომის ძაღლის შემთხვევაში − საბლის ან ალიკაპის ან ხელში აყვანის ანდა სპეციალური გადამყვანის (კონტეინერის, ჩანთის) გარეშე −
გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით.
[მუხლი 103 ³. „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შინაური ბინადარი ცხოველის მოშენების მოთხოვნების დარღვევა
1. შინაური ბინადარი ცხოველების საშენის მიერ შინაური ბინადარი ცხოველის მოშენება „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესების დარღვევით, რომელიც არ მოიცავს ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას, −
გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
2. შინაური ბინადარი ცხოველების საშენის მიერ შინაური ბინადარი ცხოველის მოშენება „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი რეგისტრაციის გარეშე −
გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
3. საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებული ძაღლების მოშენების მორატორიუმის დარღვევა −
გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით .
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის კანონი №907 – ვებგვერდი, 09.07.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის კანონი №907 – ვებგვერდი, 09.07.2025წ.
მუხლი 103⁴. „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შინაურ ბინადარ ცხოველთა მართვის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა
1. შინაურ ბინადარ ცხოველთა მართვის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების მიერ შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესების დარღვევა, რომელიც არ მოიცავს ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
2. შინაური ბინადარი ცხოველების კერძო თავშესაფრის, შინაური ბინადარი ცხოველების საშენისა და ვეტერინარული დაწესებულების მიერ შინაური ბინადარი ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის მოთხოვნების დარღვევა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.
3. შინაური ბინადარი ცხოველის ევთანაზია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით −
გამოიწვევს შინაური ბინადარი ცხოველის ევთანაზიის განმახორციელებელი პირის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით. (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)]
მუხლი 104. ცხოველისადმი არასათანადო მოპყრობა
ცხოველისადმი არასათანადო მოპყრობა, რამაც მისი ტანჯვა, სხეულის დაზიანება, მისთვის ტკივილის მიყენება გამოიწვია, როგორც ერთჯერადად, ისე განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში −
გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარიდან 500 ლარამდე ოდენობით.
ცვლილებები ამ მუხლში (3)
საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის კანონი №907 – ვებგვერდი, 09.07.2025წ.
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
საქართველოს 2019 წლის 29 მაისის კანონი №4611 – ვებგვერდი, 05.06.2019წ.
მუხლი 105. (ამოღებულია)
ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).
ცვლილებები ამ მუხლში (3)
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
საქართველოს 2004 წლის 28 ოქტომბრის კანონი №549 – სსმ I, №33, 12.11.2004 წ., მუხ.158
საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6156 – ვებგვერდი, 25.05.2012წ.
მუხლი 105¹. საზაფხულო საბაღე სახლების მშენებლობის, აგრეთვე კოლექტიური მებაღეობის ორგანიზაციისა და გაძღოლის წესების დარღვევა
მოქალაქეთა მიერ საზაფხულო საბაღე სახლების მშენებლობა სათანადოდ შეთანხმებული პროექტის გარეშე ან მშენებლობის დაწყებისას მოქმედი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმებისაგან გადახვევით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე.
თანამდებობის პირთა მიერ საზაფხულო საბაღე სახლების მშენებლობის, აგრეთვე კოლექტიური მებაღეობის ორგანიზაციისა და გაძღოლის შემდეგი წესების დარღვევა:
მებაღეობის ამხანაგობის წევრად მიღების წესების დარღვევა; კოლექტიური ბაღისათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთის ტერიტორიის მოწყობისა და განაშენიანების პროექტის გარეშე ან ამ პროექტის დარღვევით ათვისება; სათანადოდ შეთანხმებული პროექტის გარეშე ან მშენებლობის დაწყებისას მოქმედი და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმებისაგან გადახვევით საზაფხულო საბაღე სახლების მშენებლობის ნებართვის მიცემა, ამგვარი სახლების საექსპლუატაციოდ მიღება; კოლექტიური ბაღის ტერიტორიაზე სათანადოდ შეთანხმებული პროექტის გარეშე ან მისგან გადახვევით საერთო სარგებლობის შენობათა და ნაგებობათა მშენებლობა; უკანონოდ საშენი მასალების გაცემა, სატრანსპორტო საშუალებათა, მექანიზმების, მუშახელის გამოყენება, მებაღეობის ამხანაგობის ობიექტების მშენებლობაში არასპეციალიზებული სამშენებლო ორგანიზაციების ჩაბმა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 27 მაისის ბრძანებულება №94 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1985 წ., მუხ.157
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
მუხლი 105². მევენახეობა-მეღვინეობის დარგში პროდუქციის წარმოებასა და შენახვასთან დაკავშირებული ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვისა და შეტყობინების წესების დარღვევა
1. მევენახეობა-მეღვინეობის დარგში პროდუქციის წარმოებასა და შენახვასთან დაკავშირებული ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვისა და შეტყობინების წესების დარღვევა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
2. იმავე ქმედების იმ პირის მიერ ჩადენა, რომელსაც 1 წლის განმავლობაში ასეთი ქმედებისთვის შეფარდებული ჰქონდა ადმინისტრაციული სახდელი, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
ცვლილებები ამ მუხლში (3)
საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1637 – სსმ I, №23, 24.07.2002წ., მუხ.118
საქართველოს 2017 წლის 15 ივნისის კანონი №973 – ვებგვერდი, 30.06.2017წ.
საქართველოს 2021 წლის 16 ნოემბრის კანონი №1019 – ვებგვერდი, 22.11.2021წ.
მუხლი 105³. (ამოღებულია)
ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1637 – სსმ I, №23, 24.07.2002წ., მუხ.118
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1789 – სსმ I, №40, 18.07.2005წ., მუხ.277
მუხლი 105⁴. (ამოღებულია)
ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).
ცვლილებები ამ მუხლში (3)
საქართველოს 2008 წლის 18 ივნისის კანონი №25 – სსმ I, №11, 04.07.2008წ., მუხ.81
საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2456 – სსმ I, №50, 31.12.2009წ., მუხ.394
საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6156 – ვებგვერდი, 25.05.2012წ.
თავი X. ადმინისტრაციული სამართალდარღვევები ტრანსპორტზე, საგზაო მეურნეობისა და კავშირგაბმულობის დარგში
მუხლი 106. რკინიგზის ტრანსპორტზე მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა
რკინიგზის ლიანდაგებზე ისეთი საგნების დაწყობა, რომელთაც შეუძლიათ გამოიწვიონ მატარებელთა მოძრაობის დარღვევა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე.
რკინიგზის ლიანდაგის, დამცავი ტყის ნარგავების, თოვლსაფარის და სხვა საგზაო ობიექტების, სიგნალიზაციისა და კავშირგაბმულობის ნაგებობათა და მოწყობილობათა დაზიანება, –
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ოთხიდან ხუთ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა – შრომის ანაზღაურების სამიდან ექვს მინიმალურ ოდენობამდე.
რკინიგზის ლიანდაგებზე საჭაპანო ტრანსპორტით გავლისა და პირუტყვის გადარეკვის, ლიანდაგების მახლობლად პირუტყვის ძოვების წესების დარღვევა, –
გამოიწვევს მოქალაქეთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთიდან ორ მინიმალურ ოდენობამდე.
დატვირთვა-გადმოტვირთვის დროს დადგენილი გაბარიტების დაუცველობა, –
გამოიწვევს თანამდებობის პირთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთიდან ორ მინიმალურ ოდენობამდე.
რკინიგზის ლიანდაგებზე გავლა ნებადაურთველ ადგილებში, –
გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთ მეათედ მინიმალურ ოდენობამდე.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 3 აგვისტოს ბრძანებულება №1370 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, აგვისტო, 1987 წ., მუხ.207
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
მუხლი 106¹. მატარებლის მემანქანის მართვის მოწმობის პირობებისა და მემანქანის სერტიფიცირების წესების დარღვევა
1. მატარებლის მემანქანის მართვის მოწმობის პირობებისა და მემანქანის სერტიფიცირების წესების დარღვევა −
გამოიწვევს იურიდიული პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, განმეორებით ჩადენილი ერთი წლის განმავლობაში, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით.
3. მატარებლის მართვა იმ პირის მიერ, რომელსაც მემანქანის მართვის უფლება არ აქვს ან შეჩერებული აქვს, −
გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
4. იგივე ქმედება, განმეორებით ჩადენილი ერთი წლის განმავლობაში, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
5. მატარებლის სამართავად გადაცემა იმ პირისთვის, რომელსაც მემანქანის მართვის უფლება არ აქვს ან შეჩერებული აქვს, −
გამოიწვევს იურიდიული პირის დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით.
6. იგივე ქმედება, განმეორებით ჩადენილი ერთი წლის განმავლობაში, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3000 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.
მუხლი 106². საქართველოს სარკინიგზო კოდექსით გათვალისწინებული სარკინიგზო უსაფრთხოების წესის დარღვევა
1. საქართველოს სარკინიგზო კოდექსით გათვალისწინებული სარკინიგზო უსაფრთხოების წესის დარღვევა −
გამოიწვევს იურიდიული პირის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით ერთი წლის განმავლობაში, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3000 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.
მუხლი 106³. სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესის დარღვევა
1. სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესის დარღვევა −
გამოიწვევს იურიდიული პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით ერთი წლის განმავლობაში, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3000 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.
მუხლი 106⁴. რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის წესის დარღვევა
რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის წესის დარღვევა −
გამოიწვევს პირის გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 500 ლარიდან 5 000 ლარამდე ოდენობით.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2025 წლის 29 აპრილის კანონი №509 – ვებგვერდი, 01.05.2025წ.
მუხლი 107. რკინიგზის სატრანსპორტო საშუალებებით სარგებლობის წესების დარღვევა
1. სატვირთო მატარებლით თვითნებური მგზავრობა, მატარებელში სვლის დროს ჩაჯდომა და გადმოსვლა, ვაგონის საფეხურებსა და სახურავზე მგზავრობა, მატარებლის თვითნებური, საჭიროების გარეშე გაჩერება −
გამოიწვევს დაჯარიმებას 40 ლარის ოდენობით.
2. სამგზავრო ვაგონის შიდა მოწყობილობის, ბილეთის საფასურის გადახდის ავტომატური საშუალების, ლოკომოტივისა და ვაგონის მინის დაზიანება −
გამოიწვევს დაჯარიმებას 40 ლარის ოდენობით.
3. მატარებლის ვაგონის ფანჯრიდან და კარიდან ნაგვის და სხვა საგნების გადაყრა −
გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით.
4. (ამოღებულია – 17.05.2017, №861).
ცვლილებები ამ მუხლში (4)
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 3 აგვისტოს ბრძანებულება №1370 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, აგვისტო, 1987 წ., მუხ.207
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6147 – ვებგვერდი, 25.05.2012წ.
საქართველოს 2017 წლის 17 მაისის კანონი №861 – ვებგვერდი, 30.05.2017წ.
მუხლი 107¹. საერთო სარგებლობის ტრანსპორტის შიდა მოწყობილობის დაზიანება
საჰაერო ტრანსპორტის, სარკინიგზო ტრანსპორტის, მეტროპოლიტენის, საზღვაო ტრანსპორტის, შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის, ავტობუსის, ტროლეიბუსის, ტრამვაის, სამარშრუტო ტაქსის შიდა მოწყობილობის დაზიანება −
გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების სამიდან ექვს მინიმალურ ოდენობამდე.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3312 – ვებგვერდი, 18.07.2023წ.
მუხლი 107². მეტროპოლიტენში მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა
მეტროპოლიტენში ლიანდაგზე ჩასვლა და სიარული, აგრეთვე ლიანდაგზე ისეთი საგნების დაწყობა, რომელთაც შეიძლება შეაფერხონ მატარებლების მოძრაობა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორ მინიმალურ ოდენობამდე.
მოძრაობის დროს ვაგონის კარის გაღება, გაჩერებაზე კარის გაღება-დახურვის განზრახ შეფერხება, საჭიროების გარეშე მატარებლისა და ესკალატორის მოძრაობის გაჩერება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
მუხლი 107³. მეტროპოლიტენით სარგებლობის წესების დარღვევა
1. (ამოღებულია - 06.09.2022, №1719).
2. მეტროპოლიტენით ადვილად აალებადი, ფეთქებადი და მომწამლავი ნივთიერებებისა და საყოფაცხოვრებო გაზის ბალონების გადატანა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 40 ლარის ოდენობით.
3. მეტროპოლიტენის სადგურის ვესტიბიულის, გადასასვლელის, ბაქნის, მატარებლის ვაგონის სალონის, ესკალატორის ან ლიანდაგის დანაგვიანება-გაჭუჭყიანება, ამ ადგილებში თამბაქოს მოწევა, მატარებლის მოსაბრუნებელ ჩიხში შეყოლა ან მეტროპოლიტენით სარგებლობის წესების სხვა დარღვევა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით.
ცვლილებები ამ მუხლში (4)
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №956 – სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.330
საქართველოს 2017 წლის 17 მაისის კანონი №861 – ვებგვერდი, 30.05.2017წ.
საქართველოს 2022 წლის 6 სექტემბრის კანონი №1719 – ვებგვერდი, 16.09.2022წ.
მუხლი 107⁴. მოტოციკლით, კვადროციკლით, ველოსიპედით ან სხვა, მსგავსი ტიპის მოძრავი საშუალებით თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ბულვარში, პარკში ან სკვერში გადაადგილებისას საქართველოს კანონმდებლობის ან/და შესაბამისი თვითმმართველი ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი წესების დარღვევა
1. მოტოციკლით, კვადროციკლით, ველოსიპედით ან სხვა, მსგავსი ტიპის მოძრავი საშუალებით თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ბულვარში, პარკში ან სკვერში გადაადგილებისას საქართველოს კანონმდებლობის ან/და შესაბამისი თვითმმართველი ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი წესების დარღვევა –
გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით წლის განმავლობაში, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.
შენიშვნა: ამ მუხლის ნორმები არ ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი ორგანოების მიერ გამოყენებულ მოძრავ საშუალებებზე.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4035 – სსმI,№76,29.12.2010 წ.,მუხ.490
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6878 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
მუხლი 107⁵. თოვლმავლით ან მოტოციგით მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ თოვლზე/ყინულზე სასრიალო ფერდობზე ან/და გზაზე (ტრასაზე), აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ადგილზე გადაადგილებისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უსაფრთხოების წესების დარღვევა
1. თოვლმავლით ან მოტოციგით მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ თოვლზე/ყინულზე სასრიალო ფერდობზე ან/და გზაზე (ტრასაზე), აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ადგილზე გადაადგილებისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უსაფრთხოების წესების დარღვევა –
გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით ერთი წლის განმავლობაში, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
შენიშვნა: ეს მუხლი არ ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი ორგანოების მიერ გამოყენებულ მოძრავ საშუალებებზე.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2016 წლის 19 თებერვლის კანონი №4790 – ვებგვერდი, 07.03.2016წ.
მუხლი 108. ფრენის უსაფრთხოების წესების დარღვევა
1. აეროდრომის/ვერტოდრომის დაცვის არეში აეროდრომის/ვერტოდრომის ნიშნების მსგავსი ნიშნებისა და აეროდრომის/ვერტოდრომის მოწყობილობების მსგავსი მოწყობილობების განლაგება, ან აეროპორტის ანდა აეროდრომის/ვერტოდრომის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე პიროტექნიკური ნაწარმის დაწვა, ან ისეთი ობიექტის მოწყობა, რომელიც ხელს უწყობს ფრინველთა მასობრივ თავმოყრას, აგრეთვე ლაზერული გამოსხივების მქონე ისეთი საშუალების გამოყენება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს პილოტის დეზორიენტაცია ან ხელი შეუშალოს ფრენის უსაფრთხოდ შესრულებას, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
2. შენობებსა და ნაგებობებზე ღამისა და დღის მარკირებული ნიშნებისა და მოწყობილობების განთავსების წესების შეუსრულებლობა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
3. სააეროდრომო მოწყობილობების, საჰაერო ხომალდების სააეროდრომო ნიშნებისა და მოწყობილობების დაზიანება –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
4. აეროპორტის, აეროდრომის ან ფრენის რადიო- და შუქუზრუნველყოფის ობიექტების ტერიტორიაზე სათანადო ნებართვის გარეშე გავლა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4621 – ვებგვერდი, 23.12.2015წ.
საქართველოს 2023 წლის 13 ივნისის კანონი №3118 – ვებგვერდი, 30.06.2023წ.
მუხლი 109. სამოქალაქო საჰაერო ხომალდით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესების დარღვევა
1. სამოქალაქო საჰაერო ხომალდით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესების დარღვევა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მეორედ ჩადენა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 30 000 ლარის ოდენობით.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 50 000 ლარის ოდენობით.
ცვლილებები ამ მუხლში (4)
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 3 აგვისტოს ბრძანებულება №1370 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, აგვისტო, 1987 წ., მუხ.207
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
საქართველოს 2012 წლის 26 აპრილის კანონი №6094 – ვებგვერდი, 10.05.2012წ.
საქართველოს 2014 წლის 11 დეკემბრის კანონი №2872 – ვებგვერდი, 23.12.2014 წ.
მუხლი 110. საჰაერო ხომალდზე ქცევის წესების დარღვევა
საჰაერო ხომალდზე მყოფ პირთა მიერ ხომალდის მეთაურის განკარგულების შეუსრულებლობა, –
გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთიდან ორ მინიმალურ ოდენობამდე.
საჰაერო ხომალდიდან ფოტოგრაფირების, კინოგადაღების წესებისა და რადიოკავშირის საშუალებებით სარგებლობის წესების დარღვევა, –
გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე, ფირის კონფისკაციით.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
მუხლი 111. სამოქალაქო ავიაციის დარგში მოქმედი ნორმატიული აქტების დარღვევა
1. სამოქალაქო ავიაციის დარგში მოქმედი ნორმატიული აქტების დარღვევა –
გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
2. სამოქალაქო ავიაციის დარგში მოქმედი ნორმატიული აქტების დარღვევა, რომელმაც საფრთხე შეუქმნა ან შეეძლო შეექმნა ფრენის უსაფრთხოებისათვის ან/და საავიაციო უშიშროებისათვის, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მეორედ ჩადენა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
4. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მეორედ ჩადენა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 50 000 ლარის ოდენობით.
5. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
6. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 100 000 ლარის ოდენობით.
ცვლილებები ამ მუხლში (3)
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
საქართველოს 2012 წლის 26 აპრილის კანონი №6094 – ვებგვერდი, 10.05.2012წ.
საქართველოს 2014 წლის 11 დეკემბრის კანონი №2872 – ვებგვერდი, 23.12.2014 წ.
მუხლი 111¹. საქართველოს საჰაერო სივრცის უფლებამოსილი ორგანოს ნებართვის გარეშე გამოყენება, საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის წესის ან საჰაერო მოძრაობის მომსახურების წესის დარღვევა
1. სამოქალაქო საჰაერო ხომალდით საქართველოს საჰაერო სივრცის უფლებამოსილი ორგანოს ნებართვის გარეშე გამოყენება −
გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.
2. სამოქალაქო საჰაერო ხომალდით საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის წესის ან საჰაერო მოძრაობის მომსახურების წესის დარღვევა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მეორედ ჩადენა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 30 000 ლარის ოდენობით.
4. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მეორედ ჩადენა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
5. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 50 000 ლარის ოდენობით.
6. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
ცვლილებები ამ მუხლში (4)
საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 20 მარტის კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №9, სექტემბერი, 1991 წ., გვ. 32
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
საქართველოს 2012 წლის 26 აპრილის კანონი №6094 – ვებგვერდი, 10.05.2012წ.
საქართველოს 2014 წლის 11 დეკემბრის კანონი №2872 – ვებგვერდი, 23.12.2014 წ.
მუხლი 111². სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის წესების დარღვევა
1. სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის წესების დარღვევა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მეორედ ჩადენა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 50 000 ლარის ოდენობით.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2012 წლის 26 აპრილის კანონი №6094 – ვებგვერდი, 10.05.2012წ.
საქართველოს 2014 წლის 11 დეკემბრის კანონი №2872 – ვებგვერდი, 23.12.2014 წ.
მუხლი 111³. სამოქალაქო საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესების დარღვევა
1. სამოქალაქო საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესების დარღვევა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მეორედ ჩადენა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 30 000 ლარის ოდენობით.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 50 000 ლარის ოდენობით.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2012 წლის 26 აპრილის კანონი №6094 – ვებგვერდი, 10.05.2012წ.
საქართველოს 2014 წლის 11 დეკემბრის კანონი №2872 – ვებგვერდი, 23.12.2014 წ.
მუხლი 111⁴. სამოქალაქო ავიაციის აეროდრომზე ფრენების უსაფრთხოების უზრუნველმყოფი და ექსპლუატაციის დადგენილი ნორმების დარღვევა
1. საერთაშორისო დანიშნულების სამოქალაქო ავიაციის აეროდრომზე ფრენების უსაფრთხოების უზრუნველმყოფი და ექსპლუატაციის დადგენილი ნორმების დარღვევა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.
2. ადგილობრივი დანიშნულების სამოქალაქო ავიაციის აეროდრომზე ფრენების უსაფრთხოების უზრუნველმყოფი და ექსპლუატაციის დადგენილი ნორმების დარღვევა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მეორედ ჩადენა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 50 000 ლარის ოდენობით.
4. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მეორედ ჩადენა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.
5. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 100 000 ლარის ოდენობით.
6. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 50 000 ლარის ოდენობით.
შენიშვნა: ამ მუხლის მიზნებისათვის ადგილობრივი დანიშნულების სამოქალაქო ავიაციის აეროდრომად მიიჩნევა სამოქალაქო ავიაციის აეროდრომი, რომელიც არ არის საერთაშორისო დანიშნულების სამოქალაქო ავიაციის აეროდრომი.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2012 წლის 26 აპრილის კანონი №6094 – ვებგვერდი, 10.05.2012წ.
საქართველოს 2014 წლის 11 დეკემბრის კანონი №2872 – ვებგვერდი, 23.12.2014 წ.
მუხლი 111⁵. სამუშაო ადგილზე შესაბამისი კვალიფიკაციის (ოსტატობის) ან/და აღიარების არმქონე ავიასპეციალისტის დაშვება
1. სამუშაო ადგილზე შესაბამისი კვალიფიკაციის (ოსტატობის) ან/და აღიარების არმქონე ავიასპეციალისტის დაშვება –
გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მეორედ ჩადენა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 50 000 ლარის ოდენობით.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2012 წლის 26 აპრილის კანონი №6094 – ვებგვერდი, 10.05.2012წ.
საქართველოს 2014 წლის 11 დეკემბრის კანონი №2872 – ვებგვერდი, 23.12.2014 წ.
მუხლი 112. გემის მოძრაობის წესების დარღვევა
გემის პორტში შესვლის ან პორტიდან გასვლის, გემის საპორტო წყლებში, მოძრაობის გამყოფ სისტემაში ან სპეციალურ დერეფანში მოძრაობის ან დგომის წესის ან გემში მგზავრთა ჩასხდომის, გემით მგზავრობის ან გემიდან მგზავრთა გადმოსხდომის დროს უსაფრთხოების უზრუნველყოფის წესის დარღვევა –
გამოიწვევს გემის კაპიტნის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი აღნიშნული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება.
ცვლილებები ამ მუხლში (3)
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 3 აგვისტოს ბრძანებულება №1370 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, აგვისტო, 1987 წ., მუხ.207
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4333 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.
მუხლი 113. საზღვაო ტრანსპორტით სარგებლობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის წესების დარღვევა
საზღვაო ტრანსპორტზე სიგნალიზაციისა და კავშირგაბმულობის ნაგებობათა და მოწყობილობათა დაზიანება –
გამოიწვევს მოქალაქის დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორიდან ხუთ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირისა – შრომის ანაზღაურების სამიდან ექვს მინიმალურ ოდენობამდე.
ცვლილებები ამ მუხლში (3)
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 3 აგვისტოს ბრძანებულება №1370 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, აგვისტო, 1987 წ., მუხ.207
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
საქართველოს 2017 წლის 17 მაისის კანონი №861 – ვებგვერდი, 30.05.2017წ.
მუხლი 113¹. საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ტერიტორიულ ზღვაში და ხმელეთზე განთავსებულ სანავიგაციო ნიშნებზე უნებართვოდ ასვლა ან ამ ნიშნებში უნებართვოდ შეღწევა
1. საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში განთავსებულ მცურავ სანავიგაციო ნიშნებზე, აგრეთვე ხმელეთზე განთავსებულ სტაციონარულ სანავიგაციო ნიშნებზე უნებართვოდ ასვლა ან/და ამ ნიშნებში უნებართვოდ შეღწევა, რამაც გამოიწვია ან რასაც შეეძლო გამოეწვია მათი დაზიანება, −
გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −
გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2026 წლის 28 აპრილის კანონი №1524 – ვებგვერდი, 01.05.2026წ.
მუხლი 114. ნავსადგურში დატვირთვისა და გადმოტვირთვის, ტვირთის დაწყობისა და შენახვის წესების დარღვევა
1. ნავსადგურში დატვირთვის ან გადმოტვირთვის ან ტვირთის, მათ შორის, სახიფათო ტვირთის, დაწყობის ან შენახვის წესის დარღვევა −
გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −
გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.
3. სანავსადგურე ერთეულის მიერ ისეთი სატვირთო ოპერაციის განხორციელება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული არ არის, −
გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას თითოეულ ნავმისადგომზე აღნიშნული სატვირთო ოპერაციის განხორციელებისთვის 15 000 ლარის ოდენობით.
4. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −
გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.
5. ნავსადგურის ტერიტორიაზე (მათ შორის, საწყობში, ბაქანზე, ნავთობის/გაზის ტერმინალზე, აკრძალულ ზონაში, მისაბმელი ტუმბის, ბრიდელის, ფარნის ბოძის, გეოდეზიური ქსელის ნიშნის, ჭერის, სახანძრო ამწის, სახანძრო სიგნალიზაციის ან/და ელექტროჩამრთველის მახლობლად, სადრენაჟო სისტემის ჭაზე (შტაბელებად ტვირთის დაწყობა დასაშვებია შესაბამისი ადგილიდან არანაკლებ 2 მეტრის დაშორებით), საწყობის სამუშაო პერიმეტრიდან არანაკლებ 4 მეტრის დაშორებით, საწყობში სხვადასხვა ტვირთს შორის შესაბამისი ნორმებით დადგენილ გასასვლელში, წყალგაყვანილობის, სატრანსპორტო ან ელექტროკაბელის ტრასაზე, უახლოესი სარკინიგზო ლიანდაგიდან 2 მეტრზე ნაკლები დაშორებით, ნავმისადგომის ნაპირთან 3 მეტრზე ახლოს, გზაზე, ქვეითთა გასასვლელზე, ტრანსპორტის გასასვლელზე, სახანძრო ავტოტუმბოსთან, საჰაერო ელექტროგაყვანილობის, მაღალი ძაბვის გაყვანილობის ან სატელეფონო სადენის ქვეშ ან ტელეგრაფის ქსელის ქვეშ) ტვირთის დასაწყობების აკრძალვის წესის დარღვევა −
გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
6. სანავსადგურე ერთეულის მიერ სახიფათო ტვირთთან დაკავშირებული სატვირთო ოპერაციის შესაბამისი ტექნოლოგიური რუკის/სქემის გარეშე ან/და არსებული ტექნოლოგიური რუკის/სქემის დარღვევით განხორციელება −
გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
7. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −
გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
8. ნავსადგურში დატვირთვისას ან გადმოტვირთვისას სატვირთო ოპერაციების განხორციელების ტექნოლოგიური რუკის ნავსადგურთან შეუთანხმებლობა −
გამოიწვევს შესაბამისი პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
9. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −
გამოიწვევს შესაბამისი პირის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი აღნიშნული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება.
ცვლილებები ამ მუხლში (3)
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4624 – ვებგვერდი, 23.12.2015წ.
საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4333 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.
მუხლი 114¹. საქართველოს კონტინენტური შელფის, ტერიტორიული წყლების ან განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის შესახებ კანონმდებლობის დარღვევა
1. საქართველოს კონტინენტურ შელფზე, ტერიტორიულ წყლებში ან მიმდებარე ზონაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით ნაგებობის აღმართვა, მის გარშემო ან განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ხელოვნური კუნძულის, ნაგებობის ან მოწყობილობის ირგვლივ უსაფრთხოების ზონის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით დაწესება, აგრეთვე მშენებლობის, რეკონსტრუქციის, ექსპლუატაციის, ნაგებობის დაცვის, ლიკვიდაციის ან კონსერვაციის წესების დარღვევა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 50 000 ლარის ოდენობით.
1¹. საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნაოსნობის წესების დარღვევა, ჩადენილი:
ა) 100 ტონამდე საერთო ტევადობის გემით −
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით;
ბ) 100-დან 300 ტონამდე საერთო ტევადობის გემით −
გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით;
გ) 300-დან 500 ტონამდე საერთო ტევადობის გემით −
გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით;
დ) 500-დან 3 000 ტონამდე საერთო ტევადობის გემით –
გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით;
ე) 3 000-დან 5 000 ტონამდე საერთო ტევადობის გემით –
გამოიწვევს დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით;
ვ) 5 000-დან 8 000 ტონამდე საერთო ტევადობის გემით –
გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით;
ზ) 8 000-დან 10 000 ტონამდე საერთო ტევადობის გემით –
გამოიწვევს დაჯარიმებას 30 000 ლარის ოდენობით;
თ) 10 000 ტონა ან მეტი საერთო ტევადობის გემით –
გამოიწვევს დაჯარიმებას 50 000 ლარის ოდენობით.
2. საქართველოს კონტინენტური შელფის ან განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის სათანადო ნებართვის გარეშე გამოკვლევა, დაზვერვა ან მისი ბუნებრივი სიმდიდრის დამუშავება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 75 000 ლარით.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1625 – სსმ I, №23, 24.07.2002წ., მუხ.112
საქართველოს 2019 წლის 12 დეკემბრის კანონი №5546 – ვებგვერდი, 13.12.2019წ.
მუხლი 114². საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში სასაზღვრო რეჟიმის წესების დარღვევა
1. ზომამცირე გემის საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში გასვლის შეუტყობინებლობა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.
2. ფიზიკური პირის კუთვნილი ბაზირების პუნქტის მოწყობის წესების დარღვევა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.
3. ბაზირების პუნქტში ზომამცირე გემის შენახვის წესების დარღვევა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით.
4. ბაზირების პუნქტიდან ზომამცირე გემის გასვლის წესების დარღვევა (გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა), ჩადენილი:
ა) გემის განმასხვავებელი ნიშნების აღნიშვნის დადგენილი წესების დარღვევით −
გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით;
ბ) გემის ტექნიკური გაუმართაობით −
გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით;
გ) პროგნოზირებული ან/და ფაქტობრივი ჰიდრომეტეოროლოგიური პირობების უგულებელყოფით, რომლებიც სახიფათოა გემის უსაფრთხო ნაოსნობისათვის, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
5. ბაზირების პუნქტის მოწყობის წესების დარღვევა, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
6. ზომამცირე გემით სარგებლობის ან/და ცურვის წესების დარღვევა, ჩადენილი:
ა) ნიჩბიანი ან გასაბერი (ძრავის გარეშე) ნავით ან ბაიდარით –
გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით;
ბ) თვითმავალი ზომამცირე გემით, რომლის ძრავის სიმძლავრე 40 ცხენის ძალამდეა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით;
გ) თვითმავალი ზომამცირე გემით, რომლის ძრავის სიმძლავრე 40-დან 60 ცხენის ძალამდეა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით;
დ) თვითმავალი ზომამცირე გემით, რომლის ძრავის სიმძლავრე 60 ცხენის ძალაა ან მეტია, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით;
ე) ჰიდროციკლით, იახტით, არათვითმავალი აფრიანი ზომამცირე გემით ან სამგზავრო გემით –
გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით.
7. საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში და ტერიტორიულ ზღვაში სამეურნეო, სარეწი, საძიებო და სხვა საქმიანობის განხორციელებისას სასაზღვრო რეჟიმის წესების დარღვევა, ჩადენილი:
ა) 15 მეტრამდე სიგრძის გემით –
გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით;
ბ) 15-დან 30 მეტრამდე სიგრძის გემით –
გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით;
გ) 30 მეტრი ან მეტი სიგრძის გემით −
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
8. ამ მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი სამართალდარღვევა, რომელმაც გამოიწვია ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 800 ლარის ოდენობით.
შენიშვნა: ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, ხოლო საურავის დაკისრებიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში განხორციელდება იძულებითი აღსრულება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2010 წლის 28 ოქტომბრის კანონი №3779 – სსმ I, №63, 10.11.2010 წ., მუხ.406
საქართველოს 2019 წლის 12 დეკემბრის კანონი №5546 – ვებგვერდი, 13.12.2019წ.
მუხლი 114³. საზღვაო უსაფრთხოების წესებისა და საზღვაო უშიშროების წესების დარღვევა
1. სანავსადგურე ერთეულის მიერ ნავსადგურის ტერიტორიაზე ფიზიკური პირისა და იურიდიული პირისთვის ან/და შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოსთვის საქართველოს საზღვაო კოდექსით განსაზღვრული სათანადო პირობების შექმნის ვალდებულების შეუსრულებლობა −
გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −
გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 40 000 ლარის ოდენობით.
3. სანავსადგურე ერთეულის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირისგან − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსგან შესაბამისი გაფრთხილების მიღების შემდეგ სერტიფიცირებულ სალოცმანო სამსახურთან სალოცმანო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების გაუფორმებლობა −
გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
4. ნავსადგურის ნავმისადგომის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ტექნიკურ სტანდარტებთან შეუსაბამობა −
გამოიწვევს თითოეული ნავმისადგომის შეუსაბამობისთვის სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
5. ნავსადგურის აკვატორიაში ზღვაში ჩაძირული ქონების ამოღების სამუშაოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს თანხმობის გარეშე, სანავსადგურე ერთეულის მიერ ან სანავსადგურე ერთეულის თანხმობით წარმოება −
გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.
6. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −
გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 40 000 ლარის ოდენობით.
7. ზღვაში ჩაძირული ქონების მფლობელის ან/და მესაკუთრის მიერ ნავსადგურის აკვატორიაში ზღვაში ჩაძირული ქონების ამოღების საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში განუხორციელებლობა −
გამოიწვევს ზღვაში ჩაძირული ქონების მფლობელის ან/და მესაკუთრის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
8. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −
გამოიწვევს ზღვაში ჩაძირული ქონების მფლობელის ან/და მესაკუთრის დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.
9. ნავსადგურის ტერიტორიაზე განთავსებული საწარმოს/ორგანიზაციის მიერ ნავსადგურის ტერიტორიაზე მოქმედი ნავსადგურის წესების დარღვევა −
გამოიწვევს საწარმოს/ორგანიზაციის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
10. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −
გამოიწვევს საწარმოს/ორგანიზაციის დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.
11. ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის უფროსის − ნავსადგურის კაპიტნის მიერ ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისთვის, მცურავი საშუალების ან ტვირთის უსაფრთხოების დაცვისთვის ან ზღვის გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებისთვის ნავსადგურში მოქმედი მობუქსირე/საბუქსირო გემის მფლობელის/ოპერატორის მიმართ გაცემული სავალდებულო მითითების შეუსრულებლობა −
გამოიწვევს მობუქსირე/საბუქსირო გემის მფლობელის/ოპერატორის დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით.
12. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −
გამოიწვევს მობუქსირე/საბუქსირო გემის მფლობელის/ოპერატორის დაჯარიმებას 30 000 ლარის ოდენობით.
13. ნავსადგურის ტერიტორიაზე სასიგნალო რაკეტის ან/და სხვა სასიგნალო საშუალების (პიროტექნიკის) გამოყენება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული შემთხვევისა, −
გამოიწვევს შესაბამისი პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
14. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −
გამოიწვევს შესაბამისი პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი აღნიშნული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4624 – ვებგვერდი, 23.12.2015წ.
საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4333 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.
მუხლი 114⁴. საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემის მიერ გარკვეული წესების დარღვევა
1. გემის საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციიდან მოხსნის/რეგისტრაციის შეწყვეტის ან შეჩერების შემდეგ გემის რეგისტრაციის მოწმობის მთავარი რეგისტრატორისათვის ჩაუბარებლობა –
გამოიწვევს გემთმფლობელის/გემის ოპერატორის დაჯარიმებას 5 000 ლარით.
2. საქართველოს საზღვაო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი მცურავი საშუალების სახელმწიფო რეგისტრაციისას წყალწყვის არასწორად მითითება, რამაც გამოიწვია გემის სარეგისტრაციო საფასურის მნიშვნელოვანი შემცირება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარით.
3. საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული, საქართველოს საზღვაო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი მცურავი საშუალების მიერ ნაოსნობის სახელმწიფო სარეგისტრაციო პროცედურებით მოთხოვნილი აუცილებელი განმასხვავებელი ნიშნების გარეშე განხორციელება –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარით.
4. საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული საქართველოს გემის კაპიტნის ან გემთმფლობელის/გემის ოპერატორის მიერ გემის სახელმწიფო რეგისტრაციის მოწმობის გამოყენება საქართველოს საზღვაო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი მცურავი საშუალებისათვის, რომელზედაც არ გაცემულა აღნიშნული მოწმობა, –
გამოიწვევს საქართველოს გემის კაპიტნის ან გემთმფლობელის/გემის ოპერატორის დაჯარიმებას 10 000 ლარით.
5. საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში აღნიშნული ტონაჟის შეზღუდვის უგულებელყოფა და სატვირთო ოპერაციის განხორციელებისას უფრო მეტი ტვირთის გადასაზიდად შეზღუდული ტონაჟის მოცულობის გამოყენება –
გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარით.
6. საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული საქართველოს გემის ეკიპაჟის უსაფრთხო დაკომპლექტების დოკუმენტით განსაზღვრული პირობების დარღვევა გემის კაპიტნის ან გემთმფლობელის/გემის ოპერატორის მიერ –
გამოიწვევს საქართველოს გემის კაპიტნის ან გემთმფლობელის/გემის ოპერატორის დაჯარიმებას 10 000 ლარით.
7. საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული საქართველოს გემის მიერ ნაოსნობის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რომელიმე სავალდებულო მოწმობის გარეშე განხორციელება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა, –
გამოიწვევს გემთმფლობელის დაჯარიმებას 4 000 ლარით.
8. საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემის მიერ საერთაშორისო ნაოსნობის რეჟიმის დარღვევა, მათ შორის, ნაოსნობისათვის დახურულ ნავსადგურში შესვლა, –
გამოიწვევს საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემის დაჯარიმებას 10 000 ლარით.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4624 – ვებგვერდი, 23.12.2015წ.
მუხლი 114⁵. შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის უსაფრთხოების წესის დარღვევა
1. შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის უსაფრთხოების წესის დარღვევა −
გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა −
გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
3. იმ მცურავი სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელიც საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული არ არის, −
გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 1 000 ლარის ოდენობით.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა −
გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 2 000 ლარის ოდენობით.
5. იმ მცურავი სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელზედაც მისი სახელი და სარეგისტრაციო ნომერი აღნიშნული არ არის, −
გამოიწვევს პირის გაფრთხილებას.
6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა −
გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 200 ლარის ოდენობით.
7. იმ მცურავი სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც სახელმწიფო რეგისტრაცია შეჩერებული აქვს, −
გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 1 000 ლარის ოდენობით.
8. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა −
გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 2 000 ლარის ოდენობით.
9. შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობის წესების დარღვევა −
გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 1 000 ლარის ოდენობით.
10. ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა −
გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 2 000 ლარის ოდენობით.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3312 – ვებგვერდი, 18.07.2023წ.
საქართველოს 2026 წლის 28 აპრილის კანონი №1524 – ვებგვერდი, 01.05.2026წ.
მუხლი 114⁶. სანავსადგურე ერთეულის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საზღვაო უშიშროების წესების დარღვევა
1. ნავსადგურის უშიშროების ოფიცრის მიერ ნავსადგურის უშიშროების გეგმის შემუშავების, განახლების, საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთვის წარდგენის, დანერგვის ან/და პერიოდული შემოწმების ვალდებულების შეუსრულებლობა −
გამოიწვევს შესაბამისი სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −
გამოიწვევს შესაბამისი სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.
3. ნავსადგურის უშიშროების ოფიცრის მიერ ნავსადგურის უშიშროების საკითხზე სწავლებისა და წვრთნის ჩატარების, მათ შორის, ნავსადგურის უშიშროების პერსონალის პრაქტიკული და თეორიული წვრთნის განხორციელების, ან/და ნავსადგურის უშიშროების რეგულარული ინსპექტირების ჩატარების ვალდებულების შეუსრულებლობა −
გამოიწვევს შესაბამისი სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
4. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −
გამოიწვევს შესაბამისი სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
5. ნავსადგურის უშიშროების ოფიცრის მიერ ნავსადგურში და მის მოსაზღვრე ტერიტორიაზე, ნავსადგურში ან/და მის მოსაზღვრე ტერიტორიაზე არსებულ შეზღუდულ ზონასა და ნავსადგურში მყოფ გემზე და გემის გარშემო არსებულ სივრცეზე უწყვეტი მონიტორინგის განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობა −
გამოიწვევს შესაბამისი სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
6. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −
გამოიწვევს შესაბამისი სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.
7. სანავსადგურე ერთეულის მიერ ნავსადგურში არსებული შეზღუდული ზონის აღმნიშვნელი შესაბამისი ნიშნის ან/და ბანერის სათანადო წესის დაცვით განთავსების ვალდებულების შეუსრულებლობა −
გამოიწვევს თითოეული ნიშნის/ბანერის სათანადო წესის დაცვით განთავსების ვალდებულების შეუსრულებლობისთვის სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
8. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −
გამოიწვევს თითოეული ნიშნის/ბანერის სათანადო წესის დაცვით განთავსების ვალდებულების შეუსრულებლობისთვის სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი აღნიშნული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4333 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.
მუხლი 114⁷. სანავსადგურე ობიექტის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საზღვაო უშიშროების წესების დარღვევა
1. სანავსადგურე ობიექტის უშიშროების ოფიცრის მიერ სავალდებულო უშიშროების გეგმის შემუშავების, საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთვის წარდგენის ან/და განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობა −
გამოიწვევს შესაბამისი სანავსადგურე ობიექტის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −
გამოიწვევს შესაბამისი სანავსადგურე ობიექტის დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.
3. სანავსადგურე ობიექტის უშიშროების ოფიცრის მიერ სანავსადგურე ობიექტის უშიშროების პერსონალის წვრთნის განხორციელების ან/და სანავსადგურე ობიექტის უშიშროების ინსპექტირების ჩატარების ვალდებულების შეუსრულებლობა −
გამოიწვევს შესაბამისი სანავსადგურე ობიექტის დაჯარიმებას 2 500 ლარის ოდენობით.
4. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −
გამოიწვევს შესაბამისი სანავსადგურე ობიექტის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი აღნიშნული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4333 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.
მუხლი 114⁸. გემის ოპერირებასთან დაკავშირებული საზღვაო უსაფრთხოებისა და საზღვაო უშიშროების ცალკეული წესების დარღვევა
1. საზღვაო უშიშროების წესის დაცვის ან დარღვევის თაობაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გემის მიმართ გაცემული გაფრთხილების შეუსრულებლობა −
გამოიწვევს გემის კაპიტნის ან/და გემთმფლობელის დაჯარიმებას − თითოეულისა 5 000 ლარის ოდენობით.
2. გემის ნავსადგურში შესვლა მთავარი ან დამხმარე ძრავის ან ორთქლის ქვაბის მუშაობის უზრუნველსაყოფად გამოყენებული საწვავის აირის ჰაერში გამოსაბოლქვი ტრაქტის/მილის შიდა კედელზე დარჩენილი დაუმწვარი საწვავის ნაწილაკების შემცველი მურისგან გასაწმენდი (გასასუფთავებელი) აღჭურვილობით −
გამოიწვევს გემის კაპიტნის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
3. გემის კაპიტნის მიერ სატვირთო და საბალასტო ოპერაციების ორგანიზების წესის დარღვევა, რის შედეგადაც ამ ან სხვა გემს შეეზღუდა ნაოსნობისთვის არახელსაყრელ ჰიდრომეტეოროლოგიურ პირობებში ან სამაშველო ოპერაციის ჩასატარებლად ნავსადგურში უსაფრთხოდ შესვლა ან ნავსადგურიდან უსაფრთხოდ გასვლა, ამწის, ისრის, ტრაპის, კანჯოს ან/და სხვა მოწყობილობის ნავმისადგომთან მდგომი გემის ბორტის მიღმა განთავსების დაშვება, დღე-ღამის ბნელ დროს გემის სათანადო განათების გარეშე ნავსადგურში შეყვანა ან ნავსადგურიდან გაყვანა, დღე-ღამის ბნელ დროს სატვირთო ოპერაციის სათანადო განათების გარეშე განხორციელება ან/და გემის მაქსიმალურად დასაშვები წყალშიგის შესახებ სათანადო მოთხოვნის დარღვევა −
გამოიწვევს გემის კაპიტნის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
4. გემის მიერ ნავსადგურში შემსვლელი ან ნავსადგურიდან გამსვლელი სხვა გემისთვის სვლაგეზის (კურსის) ჩახერგვა, მისი ქიმის წინ სვლაგეზის (კურსის) გადაკვეთა ან/და მისთვის თავისუფალ გადაადგილებაში ხელის შეშლა ან დაგეგმილი მანევრირების სხვაგვარად შეზღუდვა −
გამოიწვევს გემთმფლობელის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
5. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −
გამოიწვევს გემთმფლობელის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
6. გემში თხევადი საწვავის ჩასხმა, თუ საწვავის მიმღები (დასაბუნკერებელი) გემის ან/და საწვავის მიმწოდებელი (მაბუნკერებელი) გემის მიმართ საწვავის ჩასხმისთვის მოსამზადებელი ხანძარსაწინააღმდეგო და ზღვის დაბინძურების თავიდან ასაცილებელი ღონისძიებები არ ჩატარებულა, რომელიმე შესაბამისი სტაციონარული ხანძარსაქრობი სისტემა გაუმართავია ან/და გემზე შედუღებასთან ან გემბანზე ლითონის ციცქნასთან/გაშალაშინებასთან (Chipping) დაკავშირებული სამუშაო მიმდინარეობს, −
გამოიწვევს გემთმფლობელის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
7. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −
გამოიწვევს გემთმფლობელის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი აღნიშნული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4333 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.
მუხლი 114⁹. გემის უსაფრთხო მართვის წესის ან/და ზღვის დაბინძურების თავიდან აცილების წესის დარღვევა
1. საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული, საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემის მფლობელის ან/და ამ გემის ოპერატორის მიერ გემის უსაფრთხო მართვის წესის ან/და ზღვის დაბინძურების თავიდან აცილების წესის დარღვევა −
გამოიწვევს გემთმფლობელის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
2. შიდა ნაოსნობაში ჩართული, საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემის მფლობელის ან/და ამ გემის ოპერატორის მიერ საქართველოს გემის უსაფრთხო მართვის წესის ან/და ზღვის დაბინძურების თავიდან აცილების წესის დარღვევა −
გამოიწვევს გემთმფლობელის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი აღნიშნული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4333 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.
მუხლი 114¹⁰. ნავსადგურის ტერიტორიაზე სამუშაოთა ორგანიზების, სწავლების ან/და ინსტრუქტაჟის წესის დაცვის ან დარღვევის თაობაზე გაცემული გაფრთხილების შეუსრულებლობა
1. ნავსადგურის ტერიტორიაზე სამუშაოთა ორგანიზების, სწავლების ან/და ინსტრუქტაჟის წესის დაცვის ან დარღვევის თაობაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ სანავსადგურე ერთეულის მიმართ გაცემული გაფრთხილების შეუსრულებლობა −
გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −
გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი აღნიშნული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4333 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.
მუხლი 114¹¹. სანავსადგურე ერთეულის მიერ ნავსადგურის ტერიტორიის ან/და აკვატორიის ინფრასტრუქტურაზე სათანადო სანიტარიული პირობების დაუცველობა
1. სანავსადგურე ერთეულის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირისგან − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსგან შესაბამისი გაფრთხილების მიღების შემდეგ ნავსადგურის ტერიტორიის ან/და აკვატორიის ინფრასტრუქტურაზე სათანადო სანიტარიული პირობების დაუცველობა −
გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −
გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი აღნიშნული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4333 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.
მუხლი 114¹². შიდა ნაოსნობაში ჩართული, საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემის ინსპექტირებისა და შემოწმების განხორციელების უფლებამოსილების მქონე აღიარებული ორგანიზაციის მიერ შესაბამისი წესების დარღვევა
1. შიდა ნაოსნობაში ჩართული, საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემის ინსპექტირებისა და შემოწმების განხორციელების უფლებამოსილების მქონე აღიარებული ორგანიზაციის მიერ ისეთი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, რომელმაც გამოიწვია ან რომელსაც შეეძლო გამოეწვია გემის, ქონების, გარემოს ან ტვირთის დაზიანება, −
გამოიწვევს აღიარებული ორგანიზაციის დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.
2. შიდა ნაოსნობაში ჩართული, საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემის ინსპექტირებისა და შემოწმების განხორციელების უფლებამოსილების მქონე აღიარებული ორგანიზაციის მიერ იმ დოკუმენტის გაცემა, რომლის გაცემის უფლებამოსილებაც მას არ აქვს, −
გამოიწვევს აღიარებული ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 000 ლარის ოდენობით.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი აღნიშნული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4333 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.
მუხლი 114¹³. სალოცმანო სამსახურის საქმიანობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა
1. სალოცმანო მომსახურების გაწევისას მომხდარი საზღვაო ინციდენტის შესახებ ინფორმაციის საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთვის მიუწოდებლობა −
გამოიწვევს ლოცმანის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
2. სალოცმანო მომსახურების გაწევისთვის საჭირო ტექნიკური საშუალებების საექსპლუატაციო ვარგისობისა და მათი პარამეტრების შემოწმებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოებისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევა −
გამოიწვევს სალოცმანო სამსახურის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
3. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −
გამოიწვევს სალოცმანო სამსახურის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
4. ლოცმანის მიერ შესაბამისი უფლებამოსილების ინდივიდუალური დაცვის საშუალებებისა და სათანადო ხელსაწყოების გამოყენების გარეშე განხორციელება −
გამოიწვევს სალოცმანო სამსახურის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
5. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −
გამოიწვევს სალოცმანო სამსახურის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
6. ლოცმანის მიერ ნარკოლოგიური შემოწმების ან ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენი შემოწმების გავლის ვალდებულების შეუსრულებლობა −
გამოიწვევს ლოცმანის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
7. სალოცმანო კატარღის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამობა −
გამოიწვევს სალოცმანო სამსახურის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
8. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −
გამოიწვევს სალოცმანო სამსახურის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
9. მობუქსირე/საბუქსირო გემთან მუშაობის წესის დარღვევა −
გამოიწვევს ლოცმანის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
10. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −
გამოიწვევს ლოცმანის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი აღნიშნული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4333 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.
მუხლი 114¹⁴. გემის აგენტის მიერ გემის ნავსადგურში შესვლის ან/და ნავსადგურიდან გასვლის გაფორმების წესის დარღვევა
გემის აგენტის მიერ გემის ნავსადგურში შესვლის ან/და ნავსადგურიდან გასვლის შესახებ სათანადო დოკუმენტების ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმით ან/და დადგენილ ვადაში წარუდგენლობა −
გამოიწვევს გემის აგენტის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი აღნიშნული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4333 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.
მუხლი 114¹⁵. სანავსადგურე ერთეულისა და ნავსადგურის ტერიტორიაზე მდებარე ნავთობის/გაზის ტერმინალის ადმინისტრაციის მიერ საზღვაო უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევა
1. სანავსადგურე ერთეულის მიერ გემის ნავსადგურში შეყვანისა და ნავმისადგომზე დაყენების მოთხოვნა მაშინ, როდესაც ნავმისადგომი გემის მისაღებად მზად არ არის, −
გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −
გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
3. სანავსადგურე ერთეულის მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველსაყოფად წყლის საჭირო სიღრმეების მონიტორინგისა და მათი შენარჩუნების ვალდებულების შეუსრულებლობა −
გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
4. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −
გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
5. სანავსადგურე ერთეულის მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველსაყოფად ნავსადგურში შესასვლელი არხის საჭირო სიღრმეების მონიტორინგისა და მათი შენარჩუნების ვალდებულების შეუსრულებლობა −
გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
6. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −
გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.
7. ნავსადგურის ტერიტორიაზე თამბაქოს მოხმარების წესის დარღვევა −
გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
8. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −
გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
9. ნავსადგურის ტერიტორიაზე (გარდა სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა) შავი და ფერადი ლითონების ჯართის ჟანგბად-აიროვანი ჭრა ან/და შავი და ფერადი ლითონების ჯართის ჟანგბად-აიროვანი ჭრის იმ პირის მიერ განხორციელება, რომლის კვალიფიკაცია არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სათანადო მოთხოვნებს, −
გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
10. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −
გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
11. შემთხვევა, როდესაც გემის ნავსადგურის ნავმისადგომზე დაყენებისას სანავსადგურო ამწის ისრები სცილდება ნავმისადგომის ფარგლებს ზღვის მხარეს ან/და სატვირთო ოპერაციის დასრულების შემდეგ სანაპირო ამწის ისრები ნაპირის მხარეს ისეთი ფორმით არ იქნება მობრუნებული, რომ ისინი ნავმისადგომის კიდეს არ სცილდებოდნენ, −
გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
12. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −
გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
13. გემის ნავსადგურის ნავმისადგომზე დაყენებისას ნავმისადგომზე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული რაოდენობის გემის მიმბმელის არარსებობა −
გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
14. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −
გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით.
15. გემის ნავსადგურის ნავმისადგომზე დაყენებისას მისი დაყენების ადგილის სათანადოდ გაუნათებლობა −
გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
16. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −
გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
17. სატვირთო ოპერაციის დასრულების შემდეგ ელევატორის მილების ისე განლაგება, რომ ამით ხელი შეეშალოს გემის დაყენებას (მიბმას) ან გადაყვანას, ან/და ტაკელაჟისა და სატვირთო საშუალებისგან ადგილის გათავისუფლების სათანადო წესის დაცვით განუხორციელებლობა ან მათი სათანადო წესის დარღვევით განთავსება −
გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
18. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −
გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით.
19. სატვირთო ოპერაციის დასრულების შემდეგ სატვირთო ოპერაციის ადგილის ნარჩენებისგან გაწმენდის განუხორციელებლობა −
გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
20. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −
გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
21. სატვირთო ოპერაციის მიმდინარეობისას ან მისი დასრულების შემდეგ ნავმისადგომიდან ნარჩენების ზღვაში ან ნავმისადგომის სადრენაჟო სისტემაში ჩაყრა/ჩარეცხვა −
გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით.
22. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −
გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 30 000 ლარის ოდენობით.
23. ნავსადგურის ტერიტორიაზე მდებარე ნავთობის/გაზის ტერმინალზე სტაციონარული, საჰაერო, მექანიკური ქაფსაქრობი სისტემის გაუმართაობა ან არარსებობა, სახანძრო საგუშაგოს ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობის ან პირველადი ხანძარსაქრობი საშუალებების არარსებობა, წყლის ცენტრალური გათბობის სისტემის გაუმართაობა ან მისი არასათანადო გათბობის სისტემით ჩანაცვლება ანდა სატელეფონო კავშირის ან სახანძრო სიგნალიზაციის გაუმართაობა −
გამოიწვევს ნავთობის/გაზის ტერმინალის ადმინისტრაციის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
24. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −
გამოიწვევს ნავთობის/გაზის ტერმინალის დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.
25. ნავსადგურის ტერიტორიაზე მდებარე ნავთობის/გაზის ტერმინალზე ელექტროგანათების წესის დარღვევა, ლითონით შემოუჭედავი ხის ან რეზინის ამრიდი მოწყობილობების არარსებობა (ნავმისადგომის აღნიშნული მოწყობილობებით აღჭურვის მოთხოვნის დარღვევა), ტარის ან არასათანადო აღჭურვილობის დაწყობა, თამბაქოს მოხმარების წესის დარღვევა ან ნავთობის/გაზის ტერმინალის ტერიტორიაზე ან ნავმისადგომთან მდგომ გემზე ღია ცეცხლთან დაკავშირებული სამუშაოს წარმოება −
გამოიწვევს ნავთობის/გაზის ტერმინალის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
26. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −
გამოიწვევს ნავთობის/გაზის ტერმინალის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
27. ნავსადგურის ტერიტორიაზე მდებარე ნავთობის/გაზის ტერმინალის ტერიტორიაზე ისეთი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ან სარკინიგზო თბომავლის ექსპლუატაცია, რომელსაც სათანადო კონსტრუქციის ცეცხლსაქრობი და ნაპერწკალსაქრობი მოწყობილობა არ აქვს, −
გამოიწვევს ნავთობის/გაზის ტერმინალის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
28. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −
გამოიწვევს ნავთობის/გაზის ტერმინალის დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით.
29. სანავსადგურო წყლებში საყვინთი სამუშაოს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურისთვის შეტყობინების გარეშე ჩატარება ან ამ სამუშაოს მიმდინარეობისას სათანადო სიგნალების მიცემის წესების დარღვევა –
გამოიწვევს საყვინთი სამუშაოს ჩატარებისთვის უშუალოდ პასუხისმგებელი პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი აღნიშნული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4333 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.
მუხლი 114¹⁶. იახტკლუბის მიერ ნავსადგურის წესებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა
1. იახტკლუბის მიერ ნავსადგურის წესებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა −
გამოიწვევს იახტკლუბის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −
გამოიწვევს იახტკლუბის დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი აღნიშნული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4333 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.
მუხლი 114¹⁷. შიდა სახმელეთო წყლების მცურავი სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური ინსპექტირებისა და შემოწმების განხორციელების უფლებამოსილების მქონე აღიარებული ორგანიზაციის მიერ შესაბამისი წესების დარღვევა
შიდა სახმელეთო წყლების მცურავი სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური ინსპექტირებისა და შემოწმების განხორციელების უფლებამოსილების მქონე აღიარებული ორგანიზაციის მიერ შესაბამისი წესების დარღვევა − ისეთი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, რომელმაც გამოიწვია ან რომელსაც შეეძლო გამოეწვია მცურავი სატრანსპორტო საშუალების, ქონების, გარემოს ან ტვირთის დაზიანება, −
გამოიწვევს ამ აღიარებული ორგანიზაციის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2026 წლის 28 აპრილის კანონი №1524 – ვებგვერდი, 01.05.2026წ.
მუხლი 114¹⁸. შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობისას მცურავ სატრანსპორტო საშუალებაზე სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევა
შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობისას მცურავ სატრანსპორტო საშუალებაზე სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევა –
გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 1 000 ლარის ოდენობით.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2026 წლის 28 აპრილის კანონი №1524 – ვებგვერდი, 01.05.2026წ.
მუხლი 115. რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტზე სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევა
რკინიგზისა და საზღვაო ტრანსპორტზე სახანძრო უსაფრთხოების დადგენილი წესების დარღვევა, –
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა – შრომის ანაზღაურების ერთიდან ორ მინიმალურ ოდენობამდე.
საჰაერო ტრანსპორტზე სახანძრო უსაფრთხოების დადგენილი წესების დარღვევა, –
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა – შრომის ანაზღაურების ერთიდან ორ მინიმალურ ოდენობამდე.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 3 აგვისტოს ბრძანებულება №1370 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, აგვისტო, 1987 წ., მუხ.207
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
მუხლი 115¹. სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისთვის
1. სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა წინასწარი შეცნობით ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისთვის −
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.
2. სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა წინასწარი შეცნობით ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისთვის −
გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
3. იმ პირის მიერ, რომელსაც ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დადებული აქვს ადმინისტრაციული სახდელი, ამავე მუხლით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 2 500 ლარის ოდენობით.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე ვრცელდება ამ კოდექსის 116-ე მუხლის შენიშვნის მე-4 და მე-8 ნაწილები
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2021 წლის 7 სექტემბრის კანონი №927 – ვებგვერდი, 09.09.2021წ.
მუხლი 115². სატრანსპორტო საშუალების მართვისას მძღოლის ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდება
1. სატრანსპორტო საშუალების მართვისას მძღოლის ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდება −
გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის იმ მძღოლის მიერ ჩადენა, რომელიც მსუბუქ ავტომობილს − ტაქსის (M1 კატეგორია) ან/და M2, M3, N ან O კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებას მართავს, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 2 წლით შეჩერებას.
3. იმ მძღოლის მიერ, რომელსაც დადებული აქვს ამ ნაწილით ან ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი, ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების პერიოდში ჩადენა −
გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 3 500 ლარის ოდენობით, ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღიდან 30 დღემდე ვადით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 2 წლით გაზრდას.
4. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის იმ მძღოლის მიერ ჩადენა, რომელსაც:
ა) არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, −
გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით და ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღიდან 15 დღემდე ვადით;
ბ) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეჩერებული აქვს ამ კოდექსით ან სხვა საკანონმდებლო აქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის, −
გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით, ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღიდან 15 დღემდე ვადით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 1 წლით გაზრდას.
5. მძღოლის მიერ ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენასთან ერთად სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო ან სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება −
გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით, ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღიდან 20 დღემდე ვადით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 2 წლით გაზრდას.
6. იმ მძღოლის მიერ ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენასთან ერთად სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო ან სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რომელსაც:
ა) არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, −
გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 3 500 ლარის ოდენობით და ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღიდან 30 დღემდე ვადით;
ბ) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეჩერებული აქვს ამ კოდექსით ან სხვა საკანონმდებლო აქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის, −
გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 3 500 ლარის ოდენობით, ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღიდან 30 დღემდე ვადით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 3 წლით გაზრდას.
7. იმ მძღოლის მიერ, რომელსაც ამ ნაწილით ან ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დადებული აქვს ადმინისტრაციული სახდელი, ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა −
გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 3 500 ლარის ოდენობით და ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.
შენიშვნა:
1. თუ არსებობს ფაქტი ან/და ინფორმაცია, რომელიც იძლევა საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ მძღოლი სატრანსპორტო საშუალების მართვისას ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფება, პოლიციელი მას ჩამოაშორებს სატრანსპორტო საშუალების მართვას და პორტატიული ნარკოტესტერის (შემდგომ − ნარკოტესტერი) მეშვეობით უზრუნველყოფს მძღოლის შემოწმებას მისი ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტის დასადგენად.
2. თუ ნარკოტესტერის მეშვეობით არ დადგინდა მძღოლის ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტი, თუმცა მისი გარეგნული ან/და ქცევითი მახასიათებლები ქმნის საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ მძღოლი ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფება, პოლიციელი უფლებამოსილია მას მოსთხოვოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში კლინიკური და ლაბორატორიული გამოკვლევების ჩატარების მიზნით გადაყვანა. ნარკოტესტერით შემოწმებაზე უარის თქმა, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში გადაყვანაზე უარის თქმა ან ამ დეპარტამენტში გადაყვანის შემთხვევაში კლინიკური გამოკვლევის ან/და ლაბორატორიული გამოკვლევის ჩატარებაზე უარის თქმა ჩაითვლება სატრანსპორტო საშუალების მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდებად.
3. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისთვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის სამართალდამრღვევს დაერიცხება საურავი 500 ლარის ოდენობით.
4. (ამოღებულია - 17.12.2025, №1343).
5. (ამოღებულია - 17.12.2025, №1343).
6. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის სამართალდამრღვევს შეეზღუდება იარაღთან დაკავშირებული უფლებები 3 წლამდე ვადით.
7. ამ მუხლით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღდგენა დასაშვებია სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის (დინამიური-ნარკოლოგიური გამოკვლევის) დასკვნის წარდგენის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №501 – ვებგვერდი, 17.04.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1343 – ვებგვერდი, 17.12.2025წ.
მუხლი 116. სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა და სატრანსპორტო საშუალების მართვასთან დაკავშირებული სხვა, ცალკეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევები
1. სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა, თუ მძღოლის სისხლში ეთანოლის შემცველობა 0,3 პრომილეზე მეტია და 0,7 პრომილეს არ აღემატება, −
გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებას
2. სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა, თუ მძღოლის სისხლში ეთანოლის შემცველობა 0,7 პრომილეზე მეტია, ან სატრანსპორტო საშუალების მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდება −
გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას.
3. იმ პირის მიერ, რომელსაც დადებული აქვს ამ ნაწილით ან ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-7 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი, ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების პერიოდში ჩადენა −
გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღიდან 15 დღემდე ვადით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 1 წლით გაზრდას.
4. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა, როდესაც:
ა) მძღოლს არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, −
გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით;
ბ) მძღოლს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეჩერებული აქვს ამ კოდექსის სხვა მუხლით ან სხვა საკანონმდებლო აქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის, −
გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
5. იმ პირის მიერ, რომელსაც დადებული აქვს ამ ნაწილით ან ამ მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი, სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა ან სატრანსპორტო საშუალების მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდება −
გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით და ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღიდან 15 დღემდე ვადით.
6. იმ პირის მიერ, რომელსაც დადებული აქვს ამ ნაწილით ან ამ მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი, მართვის უფლების შეჩერების პერიოდში სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა ან სატრანსპორტო საშუალების მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდება −
გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით, ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღიდან 15 დღემდე ვადით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 1 წლით გაზრდას.
7. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენასთან ერთად სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო ან სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება −
გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 3 წლით შეჩერებას.
8. ამ მუხლის პირველი−მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენასთან ერთად სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო ან სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, როდესაც:
ა) მძღოლს არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, −
გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით და ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღიდან 15 დღემდე ვადით;
ბ) მძღოლს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეჩერებული აქვს ამ კოდექსით ან სხვა საკანონმდებლო აქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის, −
გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით, ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღიდან 15 დღემდე ვადით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 3 წლით გაზრდას.
9. იმ პირის მიერ, რომელსაც ამ ნაწილით ან ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დადებული აქვს ადმინისტრაციული სახდელი, ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა −
გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 3 500 ლარის ოდენობით და ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღიდან 15 დღემდე ვადით.
შენიშვნა:
1. პოლიციელი, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას და ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას, ვალდებულია პირი, რომლის მიმართაც არსებობს საკმაო საფუძველი, რომ იგი ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაშია, სატრანსპორტო საშუალების მართვას ჩამოაშოროს და გამოკვლევის მიზნით წარადგინოს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირთან.
2. პოლიციელი, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას და ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას, ვალდებულია ადგილზე შეამოწმოს მძღოლი, რომლის მიმართაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაშია. თუ შემოწმების შედეგად დადასტურდება მძღოლის მიერ ალკოჰოლის მიღების ფაქტი ან იგი ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებას თავს აარიდებს, პოლიციელი ვალდებულია სამართალდამრღვევი სატრანსპორტო საშუალების მართვას ჩამოაშოროს.
3. უფლებამოსილი პირის მიერ ალკოჰოლური, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული სიმთვრალის ფაქტების დადგენის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, როდესაც პირს არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, იგი სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაიშვება მისთვის დაკისრებული ჯარიმის გადახდის შემდეგ.
5. (ამოღებულია - 17.12.2025, №1343).
6. (ამოღებულია - 17.12.2025, №1343).
7. (ამოღებულია - 17.12.2025, №1343).
8. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისთვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის პირს დაერიცხება საურავი 500 ლარის ოდენობით.
9. ამ მუხლის მე-3, მე-5, მე-6 ან მე-9 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით.
10. ამ მუხლით გათვალისწინებულ ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობად მიიჩნევა მძღოლის სისხლში ეთანოლის 0,3 პრომილეზე მეტი ოდენობით შემცველობა. თუ ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობა ტესტირებით გამოვლინდა, მძღოლს უფლება აქვს, ტესტირებიდან 2 საათის განმავლობაში მიმართოს შესაბამის სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებას კლინიკურ-ლაბორატორიული შემოწმების ან/და სისხლის აღებისა და მასში ეთანოლის შემცველობის დადგენის მიზნით. თუ სამედიცინო დაწესებულებას არ აქვს სისხლში ეთანოლის შემცველობის დადგენის შესაძლებლობა, მის დასადგენად აღებული სისხლი სათანადო საექსპერტო დაწესებულებას ეგზავნება. ამ შემთხვევაში სისხლის აღების, შენახვისა და სათანადო საექსპერტო დაწესებულებისთვის გადაგზავნის წესები და ვადები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. მათივე ბრძანებით განისაზღვრება იმ სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებათა ნუსხა, რომელთაც აქვთ კლინიკურ-ლაბორატორიული შემოწმების ან/და სისხლში ეთანოლის შემცველობის დადგენის უფლება, აგრეთვე იმ სამედიცინო დაწესებულებათა ნუსხა, რომელთაც აქვთ მხოლოდ სისხლის აღების უფლება. თუ კლინიკურ-ლაბორატორიული შემოწმების შედეგად მძღოლს არ დაუდგინდა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობა, იგი განთავისუფლდება ადმინისტრაციული სახდელისგან. მძღოლს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება. კლინიკურ-ლაბორატორიული შემოწმების შედეგად მძღოლის სისხლში ეთანოლის შემცველობის შემთხვევაში შესაბამისი საქმის განმხილველი ორგანო ხელმძღვანელობს ადამიანის ორგანიზმში ალკოჰოლის ტოქსიკოკინეტიკის შესწავლის საფუძველზე დადგენილი მონაცემებით, რომელთა თანახმად, ადამიანის ორგანიზმში ალკოჰოლის კონცენტრაცია ყოველ 1 საათში 0,15 პრომილეთი მცირდება.
ცვლილებები ამ მუხლში (27)
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1989 წლის 5 ივნისის ბრძანებულება №2156 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1989 წ., მუხ.72
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
საქართველოს რესპუბლიკის 1995 წლის 29 ივნისის კანონი №771 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №27-30, აპრილი-ივლისი, 1994-1995წწ., მუხ.649
საქართველოს 1996 წლის 27 ივნისის კანონი №313 – პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.1996წ., გვ. 32
საქართველოს 1997 წლის 13 მაისის კანონი №696 – პარლამენტის უწყებანი, №23-24, 07.06.1997წ., გვ. 3
საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1753 – სსმ I, №38, 15.07.2005წ., მუხ.251
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2962 – სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.110
საქართველოს 2007 წლის 22 ივნისის კანონი №5027 – სსმ I, №25, 05.07.2007წ., მუხ.225
საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2456 – სსმ I, №50, 31.12.2009წ., მუხ.394
საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3280 – სსმ I, №38, 16.07.2010წ., მუხ.227
საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4687 – ვებგვერდი, 01.06.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5018 – ვებგვერდი, 14.07.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6173 – ვებგვერდი, 18.05.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6442 – ვებგვერდი, 25.06.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 27 ნოემბრის კანონი №1644 – ვებგვერდი, 13.12.2013წ.
საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2375 – ვებგვერდი, 16.05.2014წ.
საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2649 – ვებგვერდი, 18.08.2014წ.
საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის კანონი №712 – ვებგვერდი, 10.05.2017წ.
საქართველოს 2017 წლის 30 ივნისის კანონი №1194 – ვებგვერდი, 14.07.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3119 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3774 – ვებგვერდი, 20.12.2018წ.
საქართველოს 2021 წლის 7 სექტემბრის კანონი №927 – ვებგვერდი, 09.09.2021წ.
საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2231 – ვებგვერდი, 13.12.2022წ.
საქართველოს 2025 წლის 6 თებერვლის კანონი №273 – ვებგვერდი, 06.02.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1343 – ვებგვერდი, 17.12.2025წ.
საქართველოს 2026 წლის 17 მარტის კანონი №1400 – ვებგვერდი, 24.03.2026წ.
მუხლი 116¹. თოვლმავლის/მოტოციგის მართვა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში ან/და თოვლმავლის/მოტოციგის მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება
1. თოვლმავლის/მოტოციგის მართვა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში ან/და თოვლმავლის/მოტოციგის მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება –
გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით ერთი წლის განმავლობაში, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
შენიშვნა:
1. უფლებამოსილი პოლიციელი ვალდებულია პირი, რომლის მიმართაც არსებობს საკმაო საფუძველი, რომ იგი ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაშია, ჩამოაშოროს თოვლმავლის/მოტოციგის მართვას და გამოკვლევის მიზნით წარადგინოს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირთან.
2. უფლებამოსილი პოლიციელი ვალდებულია ადგილზე შეამოწმოს თოვლმავლის/მოტოციგის მძღოლი, რომლის მიმართაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაშია. თუ შემოწმების შედეგად დადასტურდება თოვლმავლის/მოტოციგის მძღოლის მიერ ალკოჰოლის მიღების ფაქტი, პოლიციელი ვალდებულია სამართალდამრღვევი თოვლმავლის/მოტოციგის მართვას ჩამოაშოროს. თუ თოვლმავლის/მოტოციგის მძღოლის ადგილზე იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება, უფლებამოსილი პოლიციელი ვალდებულია ჩამოართვას მას თოვლმავალი/მოტოციგა, სანამ არ მოხდება მისი იდენტიფიკაცია.
3. ამ მუხლით გათვალისწინებულ ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობად მიიჩნევა თოვლმავლის/მოტოციგის მძღოლის სისხლში ეთანოლის 0,5 პრომილეზე მეტი ოდენობით შემცველობა. თუ ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობა ტესტირებით გამოვლინდა, თოვლმავლის/მოტოციგის მძღოლს უფლება აქვს, ტესტირებიდან 2 საათის განმავლობაში მიმართოს შესაბამის სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებას კლინიკურ-ლაბორატორიული შემოწმების ან/და სისხლის აღებისა და მასში ეთანოლის შემცველობის დადგენის მიზნით. თუ სამედიცინო დაწესებულებას არ აქვს სისხლში ეთანოლის შემცველობის დადგენის შესაძლებლობა, მის დასადგენად აღებული სისხლი სათანადო საექსპერტო დაწესებულებას ეგზავნება. ამ შემთხვევაში სისხლის აღების, შენახვისა და სათანადო საექსპერტო დაწესებულებისთვის გადაგზავნის წესები და ვადები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. მათივე ბრძანებით განისაზღვრება იმ სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებათა ნუსხა, რომელთაც აქვთ კლინიკურ-ლაბორატორიული შემოწმების ან/და სისხლში ეთანოლის შემცველობის დადგენის უფლება, აგრეთვე იმ სამედიცინო დაწესებულებათა ნუსხა, რომელთაც აქვთ მხოლოდ სისხლის აღების უფლება. თუ კლინიკურ-ლაბორატორიული შემოწმების შედეგად თოვლმავლის/მოტოციგის მძღოლს არ დაუდგინდა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობა, იგი განთავისუფლდება ადმინისტრაციული სახდელისგან. თოვლმავლის/მოტოციგის მძღოლს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება. კლინიკურ-ლაბორატორიული შემოწმების შედეგად თოვლმავლის/მოტოციგის მძღოლის სისხლში ეთანოლის შემცველობის შემთხვევაში შესაბამისი საქმის განმხილველი ორგანო ხელმძღვანელობს ადამიანის ორგანიზმში ალკოჰოლის ტოქსიკოკინეტიკის შესწავლის საფუძველზე დადგენილი მონაცემებით, რომელთა თანახმად, ადამიანის ორგანიზმში ალკოჰოლის კონცენტრაცია ყოველ 1 საათში 0,15 პრომილეთი მცირდება.
ცვლილებები ამ მუხლში (3)
საქართველოს 2016 წლის 19 თებერვლის კანონი №4790 – ვებგვერდი, 07.03.2016წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3119 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2231 – ვებგვერდი, 13.12.2022წ.
მუხლი 116². სასრიალო ტრასით მოსარგებლის მიერ თოვლზე/ყინულზე სასრიალო ფერდობით ან/და გზით (ტრასით) სარგებლობის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევა
1. სასრიალო ტრასით მოსარგებლის მიერ თოვლზე/ყინულზე სასრიალო ფერდობით ან/და გზით (ტრასით) სარგებლობის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევა –
გამოიწვევს წერილობით გაფრთხილებას.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით იმავე დღეს, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით.
შენიშვნა:
1. უფლებამოსილი პოლიციელი ვალდებულია წერილობით გააფრთხილოს სასრიალო ტრასით მოსარგებლე, რომელიც თოვლზე/ყინულზე სასრიალო ფერდობით ან/და გზით (ტრასით) სარგებლობის დროს აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს უქმნის საკუთარ ან/და სხვის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას. თუ დამრღვევი სადავოდ არ ხდის თავის თოვლზე/ყინულზე სასრიალო ფერდობზე ან/და გზაზე (ტრასაზე) საფრთხის შემცველ ქმედებას, იგი ამას უფლებამოსილი პოლიციელის მიერ შედგენილ გაფრთხილების ოქმზე ხელმოწერით ადასტურებს. თუ დამრღვევი სადავოდ ხდის თავის თოვლზე/ყინულზე სასრიალო ფერდობზე ან/და გზაზე (ტრასაზე) საფრთხის შემცველ ქმედებას ან/და უარს აცხადებს გაფრთხილების ოქმის ხელმოწერაზე, უფლებამოსილი პოლიციელი ვალდებულია ეს ფაქტი მის მიერ შედგენილ გაფრთხილების ოქმში ასახოს.
2. თუ სასრიალო ტრასით მოსარგებლე იმავე დღეს განმეორებით ჩაიდენს იმავე ქმედებას, უფლებამოსილი პოლიციელი ვალდებულია ადგილზე შეუფარდოს მას ადმინისტრაციული სახდელი. თუ სასრიალო ტრასით მოსარგებლის ადგილზე იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება, უფლებამოსილი პოლიციელი ვალდებულია დროებით, მის იდენტიფიკაციამდე, ჩამოართვას მას სასრიალო ტრასით სარგებლობის საშუალება, ჩამოაშოროს იგი თოვლზე/ყინულზე სასრიალო ფერდობს ან/და გზას (ტრასას) ერთი (იმავე) დღით და უზრუნველყოს მისი უსაფრთხოდ გადაყვანა.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2016 წლის 19 თებერვლის კანონი №4790 – ვებგვერდი, 07.03.2016წ.
მუხლი 116³. სასრიალო ტრასით მოსარგებლის მიერ თოვლზე/ყინულზე სასრიალო ფერდობით ან/და გზით (ტრასით) სარგებლობა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში ან/და თოვლზე/ყინულზე სასრიალო ფერდობით ან/და გზით (ტრასით) სარგებლობისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება
1. სასრიალო ტრასით მოსარგებლის მიერ თოვლზე/ყინულზე სასრიალო ფერდობით ან/და გზით (ტრასით) სარგებლობა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში ან/და თოვლზე/ყინულზე სასრიალო ფერდობით ან/და გზით (ტრასით) სარგებლობისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება –
გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით ერთი წლის განმავლობაში, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
შენიშვნა:
1. უფლებამოსილი პოლიციელი ვალდებულია სასრიალო ტრასით მოსარგებლე, რომლის მიმართაც არსებობს საკმაო საფუძველი, რომ იგი ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაშია, ჩამოაშოროს სასრიალო ტრასას და გამოკვლევის მიზნით წარადგინოს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირთან.
2. უფლებამოსილი პოლიციელი ვალდებულია ადგილზე შეამოწმოს სასრიალო ტრასით მოსარგებლე, რომლის მიმართაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაშია. თუ შემოწმების შედეგად დადასტურდება სასრიალო ტრასით მოსარგებლის მიერ ალკოჰოლის მიღების ფაქტი, პოლიციელი ვალდებულია სამართალდამრღვევი სასრიალო ტრასას დროებით, ერთი (იმავე) დღით ჩამოაშოროს და ჩამოართვას მას სასრიალო ტრასით სარგებლობის საშუალება ერთი (იმავე) დღით. თუ სასრიალო ტრასით მოსარგებლის ადგილზე იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება, უფლებამოსილი პოლიციელი ვალდებულია ჩამოართვას მას სასრიალო ტრასით სარგებლობის საშუალება, სანამ არ მოხდება მისი იდენტიფიკაცია.
3. ამ მუხლით გათვალისწინებულ ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობად მიიჩნევა სასრიალო ტრასით მოსარგებლის სისხლში ეთანოლის 0,5 პრომილეზე მეტი ოდენობით შემცველობა. თუ ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობა ტესტირებით გამოვლინდა, სასრიალო ტრასით მოსარგებლეს უფლება აქვს, ტესტირებიდან 2 საათის განმავლობაში მიმართოს შესაბამის სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებას კლინიკურ-ლაბორატორიული შემოწმების ან/და სისხლის აღებისა და მასში ეთანოლის შემცველობის დადგენის მიზნით. თუ სამედიცინო დაწესებულებას არ აქვს სისხლში ეთანოლის შემცველობის დადგენის შესაძლებლობა, მის დასადგენად აღებული სისხლი სათანადო საექსპერტო დაწესებულებას ეგზავნება. ამ შემთხვევაში სისხლის აღების, შენახვისა და სათანადო საექსპერტო დაწესებულებისთვის გადაგზავნის წესები და ვადები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. მათივე ბრძანებით განისაზღვრება იმ სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებათა ნუსხა, რომელთაც აქვთ კლინიკურ-ლაბორატორიული შემოწმების ან/და სისხლში ეთანოლის შემცველობის დადგენის უფლება, აგრეთვე იმ სამედიცინო დაწესებულებათა ნუსხა, რომელთაც აქვთ მხოლოდ სისხლის აღების უფლება. თუ კლინიკურ-ლაბორატორიული შემოწმების შედეგად სასრიალო ტრასით მოსარგებლეს არ დაუდგინდა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობა, იგი განთავისუფლდება ადმინისტრაციული სახდელისგან. სასრიალო ტრასით მოსარგებლეს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება. კლინიკურ-ლაბორატორიული შემოწმების შედეგად სასრიალო ტრასით მოსარგებლის სისხლში ეთანოლის შემცველობის შემთხვევაში შესაბამისი საქმის განმხილველი ორგანო ხელმძღვანელობს ადამიანის ორგანიზმში ალკოჰოლის ტოქსიკოკინეტიკის შესწავლის საფუძველზე დადგენილი მონაცემებით, რომელთა თანახმად, ადამიანის ორგანიზმში ალკოჰოლის კონცენტრაცია ყოველ 1 საათში 0,15 პრომილეთი მცირდება.
ცვლილებები ამ მუხლში (3)
საქართველოს 2016 წლის 19 თებერვლის კანონი №4790 – ვებგვერდი, 07.03.2016წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3119 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2231 – ვებგვერდი, 13.12.2022წ.
მუხლი 116⁴. პარაპლანით პარაპლანის მფრინავის მოწმობის გარეშე ან შეჩერებული ან გაუქმებული მოწმობით ფრენა
1. პარაპლანით პარაპლანის მფრინავის მოწმობის გარეშე ან შეჩერებული ან გაუქმებული მოწმობით ფრენა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით, პარაპლანის კონფისკაციით ან უამისოდ.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით ერთი წლის განმავლობაში, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით, პარაპლანის კონფისკაციით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, პარაპლანის კონფისკაციით.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2023 წლის 15 ივნისის კანონი №3270 – ვებგვერდი, 04.07.2023წ.
მუხლი 116⁵. პარაპლანით კომერციული ფრენის სერტიფიცირებული საფრენი ადგილის მიღმა განხორციელება
1. პარაპლანით კომერციული ფრენის სერტიფიცირებული საფრენი ადგილის მიღმა განხორციელება −
გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, პარაპლანის კონფისკაციით ან უამისოდ.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით ერთი წლის განმავლობაში, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით, პარაპლანის კონფისკაციით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, პარაპლანის კონფისკაციით.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2023 წლის 15 ივნისის კანონი №3270 – ვებგვერდი, 04.07.2023წ.
მუხლი 116⁶. პარაპლანით არაკომერციული ფრენის, მათ შორის, საწვრთნელ-სავარჯიშო ფრენის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უსაფრთხოების წესების დარღვევით განხორციელება
1. პარაპლანით არაკომერციული ფრენის, მათ შორის, საწვრთნელ-სავარჯიშო ფრენის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უსაფრთხოების წესების დარღვევით განხორციელება −
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით, პარაპლანის კონფისკაციით ან უამისოდ.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით ერთი წლის განმავლობაში, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, პარაპლანის კონფისკაციით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, პარაპლანის კონფისკაციით.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2023 წლის 15 ივნისის კანონი №3270 – ვებგვერდი, 04.07.2023წ.
მუხლი 116⁷. პარაპლანით ექსპერიმენტული ფრენის ან/და საჩვენებელი ფრენის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პირობების დარღვევით განხორციელება
1. პარაპლანით ექსპერიმენტული ფრენის ან/და საჩვენებელი ფრენის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პირობების დარღვევით განხორციელება −
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით, პარაპლანის კონფისკაციით ან უამისოდ.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით ერთი წლის განმავლობაში, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, პარაპლანის კონფისკაციით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, პარაპლანის კონფისკაციით.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2023 წლის 15 ივნისის კანონი №3270 – ვებგვერდი, 04.07.2023წ.
მუხლი 116⁸. საფრენი ადგილის ოპერატორის სერტიფიკატის გარეშე ან შეჩერებული ან გაუქმებული სერტიფიკატით პარაპლანით ფრენის ოპერირება
1. საფრენი ადგილის ოპერატორის სერტიფიკატის გარეშე ან შეჩერებული ან გაუქმებული სერტიფიკატით პარაპლანით ფრენის ოპერირება −
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით ერთი წლის განმავლობაში, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ერთი წლის განმავლობაში მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენა იმ პირის მიერ, რომელსაც აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციული სახდელი დაედო, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 6 000 ლარის ოდენობით.
ცვლილებები ამ მუხლში (1)
საქართველოს 2023 წლის 15 ივნისის კანონი №3270 – ვებგვერდი, 04.07.2023წ.
მუხლი 117. (ამოღებულია)
ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).
ცვლილებები ამ მუხლში (15)
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1989 წლის 5 ივნისის ბრძანებულება №2156 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1989 წ., მუხ.72
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
საქართველოს რესპუბლიკის 1995 წლის 29 ივნისის კანონი №771 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №27-30, აპრილი-ივლისი, 1994-1995წწ., მუხ.649
საქართველოს 1996 წლის 27 ივნისის კანონი №313 – პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.1996წ., გვ. 32
საქართველოს 1997 წლის 13 მაისის კანონი №696 – პარლამენტის უწყებანი, №23-24, 07.06.1997წ., გვ. 3
საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1753 – სსმ I, №38, 15.07.2005წ., მუხ.251
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2962 – სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.110
საქართველოს 2007 წლის 22 ივნისის კანონი №5027 – სსმ I, №25, 05.07.2007წ., მუხ.225
საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2456 – სსმ I, №50, 31.12.2009წ., მუხ.394
საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3280 – სსმ I, №38, 16.07.2010წ., მუხ.227
საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5018 – ვებგვერდი, 14.07.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6173 – ვებგვერდი, 18.05.2012წ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილება №1/4/535 – ვებგვერდი, 13.08.2013წ.
საქართველოს 2013 წლის 27 ნოემბრის კანონი №1644 – ვებგვერდი, 13.12.2013წ.
მუხლი 117¹. (ამოღებულია)
ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).
ცვლილებები ამ მუხლში (5)
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1989 წლის 5 ივნისის ბრძანებულება №2156 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1989 წ., მუხ.72
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
საქართველოს რესპუბლიკის 1995 წლის 29 ივნისის კანონი №771 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №27-30, აპრილი-ივლისი, 1994-1995წწ., მუხ.649
საქართველოს 1997 წლის 13 მაისის კანონი №696 – პარლამენტის უწყებანი, №23-24, 07.06.1997წ., გვ. 3
მუხლი 117². (ამოღებულია)
ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).
ცვლილებები ამ მუხლში (3)
საქართველოს რესპუბლიკის 1995 წლის 29 ივნისის კანონი №771 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №27-30, აპრილი-ივლისი, 1994-1995წწ., მუხ.649
საქართველოს 1996 წლის 27 ივნისის კანონი №313 – პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.1996წ., გვ. 32
საქართველოს 1997 წლის 13 მაისის კანონი №696 – პარლამენტის უწყებანი, №23-24, 07.06.1997წ., გვ. 3
მუხლი 118. იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა ან სხვა პირისთვის სამართავად გადაცემა/საექსპლუატაციოდ გადაცემა/საექსპლუატაციოდ დაშვება, რომელსაც არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება
1. იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, –
გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.
2. იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების სხვა პირისთვის სამართავად გადაცემა/საექსპლუატაციოდ გადაცემა/საექსპლუატაციოდ დაშვება, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, –
გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 200 ლარის ოდენობით.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით განსაზღვრული ქმედების ჩადენა, თუ ამ დროს მისთვის ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 30 დღეა გასული, –
გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 300 ლარის ოდენობით.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით განსაზღვრული ქმედების ჩადენა, თუ ამ დროს მისთვის ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 30 დღეა გასული, –
გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 500 ლარის ოდენობით.
5. ამ ნაწილით ან ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით განსაზღვრული ქმედების ჩადენა, თუ ამ დროს მისთვის ბოლოს დადებული, ამ ნაწილით ან ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 30 დღეა გასული, –
გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 700 ლარის ოდენობით.
შენიშვნა:
1. ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისთვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა, ხოლო ამ კოდექსის 290-ე მუხლის 1¹ ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში ჯარიმა შეიცვლება ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებით.
2. თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს საჯარიმო ქვითარს და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ეს ფაქტი ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირდება, ამ მუხლით განსაზღვრული ჯარიმა გადაიხდება ამ კოდექსის 268¹და 290¹ მუხლებით დადგენილი წესით.
3. ჯარიმის იძულებითი აღსრულება ან ჯარიმის ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებით შეცვლა არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისგან.
4. პირს, რომელსაც დაედო ამ მუხლით განსაზღვრული რომელიმე ადმინისტრაციული სახდელი, ამავე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღნიშნული ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 30 დღის განმავლობაში ჩადენისთვის არ შეიძლება დაედოს ადმინისტრაციული სახდელი.
ცვლილებები ამ მუხლში (15)
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 3 აგვისტოს ბრძანებულება №1370 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, აგვისტო, 1987 წ., მუხ.207
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1989 წლის 5 ივნისის ბრძანებულება №2156 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1989 წ., მუხ.72
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
საქართველოს რესპუბლიკის 1995 წლის 29 ივნისის კანონი №771 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №27-30, აპრილი-ივლისი, 1994-1995წწ., მუხ.649
საქართველოს 1997 წლის 13 მაისის კანონი №696 – პარლამენტის უწყებანი, №23-24, 07.06.1997წ., გვ. 3
საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1753 – სსმ I, №38, 15.07.2005წ., მუხ.251
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2962 – სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.110
საქართველოს 2007 წლის 22 ივნისის კანონი №5027 – სსმ I, №25, 05.07.2007წ., მუხ.225
საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6173 – ვებგვერდი, 18.05.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 27 ნოემბრის კანონი №1644 – ვებგვერდი, 13.12.2013წ.
საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2375 – ვებგვერდი, 16.05.2014წ.
საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1916 – ვებგვერდი, 28.12.2017წ.
საქართველოს 2023 წლის 22 მარტის კანონი №2649 – ვებგვერდი, 05.04.2023წ.
საქართველოს 2026 წლის 17 მარტის კანონი №1400 – ვებგვერდი, 24.03.2026წ.
მუხლი 118¹. ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა
ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლის ან მის გვერდით მჯდომი მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა −
გამოიწვევს ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.
შენიშვნა:
1. ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ დაეკისრება იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომლის კონსტრუქციაც არ ითვალისწინებს უსაფრთხოების ღვედებს.
2. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისთვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა, ხოლო ამ კოდექსის 290-ე მუხლის 1¹ ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებით.
3. ჯარიმის გადახდა ან ჯარიმის ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებით შეცვლა პირს არ ათავისუფლებს საურავის გადახდისგან.
4. თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს საჯარიმო ქვითარს და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ეს ფაქტი ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირდება, ამ მუხლით განსაზღვრული ჯარიმა გადაიხდება ამ კოდექსის 268¹და 290¹ მუხლებით დადგენილი წესით.
ცვლილებები ამ მუხლში (11)
საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1748 – სსმ I, №38, 15.07.2005წ., მუხ.249
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2962 – სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.110
საქართველოს 2007 წლის 8 მაისის კანონი №4707 – სსმ I, №18, 22.05.2007წ., მუხ.137
საქართველოს 2007 წლის 22 ივნისის კანონი №5027 – სსმ I, №25, 05.07.2007წ., მუხ.225
საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3280 – სსმ I, №38, 16.07.2010წ., მუხ.227
საქართველოს 2010 წლის 28 ოქტომბრის კანონი №3772 – სსმ I, №63, 10.11.2010 წ., მუხ.399
საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6173 – ვებგვერდი, 18.05.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 27 ნოემბრის კანონი №1644 – ვებგვერდი, 13.12.2013წ.
საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2375 – ვებგვერდი, 16.05.2014წ.
საქართველოს 2017 წლის 30 ივნისის კანონი №1194 – ვებგვერდი, 14.07.2017წ.
საქართველოს 2026 წლის 17 მარტის კანონი №1400 – ვებგვერდი, 24.03.2026წ.
მუხლი 118². მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს მძღოლის მიერ მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა
მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს მძღოლის მიერ მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.
შენიშვნა:
1. ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ დაეკისრება იმ პირს, რომელიც მოქმედებდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევაში.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისთვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა, ხოლო ამ კოდექსის 290-ე მუხლის 1¹ ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებით.
3. ჯარიმის იძულებითი აღსრულება ან ჯარიმის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებით შეცვლა პირს არ ათავისუფლებს საურავის გადახდისგან.
4. თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს საჯარიმო ქვითარს და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ეს ფაქტი ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირდება, ამ მუხლით განსაზღვრული ჯარიმა გადაიხდება ამ კოდექსის 268¹და 290¹ მუხლებით დადგენილი წესით.
ცვლილებები ამ მუხლში (12)
საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1748 – სსმ I, №38, 15.07.2005წ., მუხ.249
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2962 – სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.110
საქართველოს 2007 წლის 8 მაისის კანონი №4707 – სსმ I, №18, 22.05.2007წ., მუხ.137
საქართველოს 2007 წლის 22 ივნისის კანონი №5027 – სსმ I, №25, 05.07.2007წ., მუხ.225
საქართველოს 2008 წლის 11 მარტის კანონი №5851 – სსმ I, №6, 25.03.2008წ., მუხ.21
საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6173 – ვებგვერდი, 18.05.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 27 ნოემბრის კანონი №1644 – ვებგვერდი, 13.12.2013წ.
საქართველოს 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი №1835 – ვებგვერდი, 03.01.2014წ.
საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2375 – ვებგვერდი, 16.05.2014წ.
საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის კანონი №712 – ვებგვერდი, 10.05.2017წ.
საქართველოს 2017 წლის 30 ივნისის კანონი №1194 – ვებგვერდი, 14.07.2017წ.
საქართველოს 2026 წლის 17 მარტის კანონი №1400 – ვებგვერდი, 24.03.2026წ.
მუხლი 118³. კიდულძრავიანი ველოსიპედით, მოპედით, მსუბუქი კვადროციკლით ან მოტოციკლით მოძრაობისას მძღოლის ან/და მგზავრის მიერ შეკრული მოტოჩაფხუტის გამოუყენებლობა
კიდულძრავიანი ველოსიპედით, მოპედით, მსუბუქი კვადროციკლით ან მოტოციკლით მოძრაობისას მძღოლის ან/და მგზავრის მიერ შეკრული მოტოჩაფხუტის გამოუყენებლობა –
გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
შენიშვნა:
1. ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისთვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა, ხოლო ჯარიმის ან საურავის ამ კოდექსის 290-ე მუხლის 1¹ ნაწილით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობისას ჯარიმა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებით შეიცვლება. აღნიშნულ შემთხვევაში ჯარიმის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებით შეცვლა არ გამოიყენება კიდულძრავიანი ველოსიპედის მძღოლის მიმართ.
2. ჯარიმის იძულებითი აღსრულება ან ჯარიმის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებით შეცვლა პირს არ ათავისუფლებს საურავის გადახდისგან.
3. თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს საჯარიმო ქვითარს და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ეს ფაქტი ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირდება, ამ მუხლით განსაზღვრული ჯარიმა გადაიხდება ამ კოდექსის 268¹და 290¹ მუხლებით დადგენილი წესით.
ცვლილებები ამ მუხლში (12)
საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1748 – სსმ I, №38, 15.07.2005წ., მუხ.249
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2962 – სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.110
საქართველოს 2007 წლის 8 მაისის კანონი №4707 – სსმ I, №18, 22.05.2007წ., მუხ.137
საქართველოს 2007 წლის 22 ივნისის კანონი №5027 – სსმ I, №25, 05.07.2007წ., მუხ.225
საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6173 – ვებგვერდი, 18.05.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 27 ნოემბრის კანონი №1644 – ვებგვერდი, 13.12.2013წ.
საქართველოს 2013 წლის 11 დეკემბრის კანონი №1700 – ვებგვერდი, 25.12.2013წ.
საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2375 – ვებგვერდი, 16.05.2014წ.
საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის კანონი №712 – ვებგვერდი, 10.05.2017წ.
საქართველოს 2017 წლის 30 ივნისის კანონი №1194 – ვებგვერდი, 14.07.2017წ.
საქართველოს 2021 წლის 16 ნოემბრის კანონი №1013 – ვებგვერდი, 22.11.2021წ.
საქართველოს 2026 წლის 17 მარტის კანონი №1400 – ვებგვერდი, 24.03.2026წ.
მუხლი 118⁴. კიდულძრავიანი ველოსიპედის ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა და კიდულძრავიანი ველოსიპედის მართვასთან დაკავშირებული სხვა, ცალკეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევები
1. კიდულძრავიანი ველოსიპედის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა ან კიდულძრავიანი ველოსიპედის მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდება −
გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
2. კიდულძრავიანი ველოსიპედის ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა ან კიდულძრავიანი ველოსიპედის მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდება –
გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.
შენიშვნა:
1. თუ ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას კიდულძრავიანი ველოსიპედის მძღოლი არ არის ამ კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილ ასაკს მიღწეული პირი, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა კიდულძრავიანი ველოსიპედის მძღოლის კანონიერ წარმომადგენელს ეკისრება.
2. ამ მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე ვრცელდება ამ კოდექსის 116-ე მუხლის შენიშვნის პირველი−მე-4, მე-8 და მე-10 ნაწილების მოქმედება.
ცვლილებები ამ მუხლში (2)
საქართველოს 2021 წლის 7 სექტემბრის კანონი №927 – ვებგვერდი, 09.09.2021წ.
საქართველოს 2021 წლის 16 ნოემბრის კანონი №1013 – ვებგვერდი, 22.11.2021წ.
წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი და ბოლოს შემოწმდა 22 ნოემბერი, 2026; იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ „მაცნეზე“ გამოქვეყნებულ ტექსტს. AI ასისტენტის პასუხი კანონის ტექსტის განმარტებაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.